V

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

მთვარე მეხუთე სახლში

მთვარის მდებარეობა მე–5 სახლში განსაზღვრავს ინდივიდის შემოქმედებით


შესაძლებლობებსა და მისი გამოხატვის ხერხებს.

ეს სახლი უკავშირდება სიყვარულსა და შვილებს. ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანები


გამოირჩევიან სამსახიობო ნიჭით, შეიძლება ჩამოყალიბდნენ ბრწყინვალე პედაგოგებად.

მიდრეკილები არიან მსუბუქი როლებისაკენ, მათთვის ყველგან სცენაა. ამოძრავებთ


საყოველთაო აღიარებისა და პოპულარობის დაუოკებელი სურვილი. უნდათ, რომ ყველა
აღმერთებდნენ, აქებდნენ, ყველას მოსწონდნენ, იხიბლებოდნენ და ამაყობდნენ მათით.
კომპლიმენტები მხოლოდ ალამაზებთ, ამკობთ და აბედნიერებთ, თუმცა არ ღირს
ქათინაურების საკუთარ თავზე მიღება, არამედ, მხოლოდ იმ მომენტში მორგებულ როლზე.

ერთი მხრივ, მთვარის ეს მდებარეობა აძლევს ინდივიდის პიროვნული „მე”–ს


პლასტიურობასა და მოხერხებულობას, თავისუფლად აღქმის უნარს. მათ შეუძლიათ
ადეკვატურად და შეუმჩნევლად შეერიონ ნებისმიერ სიტუაციას, რომელშიც კონფლიქტი თუ
სხვა სახის დაპირისპირება თავისთავად, ყოველგვარი ძალდატანებისა და ენერგიის
დახარჯვის გარეშე, მშვიდად და წყნარად მოგვარდება.

მეორე მხრივ, გამორჩენის მიზნით, ასეთი ინდივიდი, შეიძლება, მუდმივად თამაშობდეს


მსხვერპლის, ტანჯული, უბედური, გაჭირვებული ადამიანის როლს, რითაც გარშემომყოფებს
გამოძალავს სიყვარულს, ენერგიას და მატერიალურ სიკეთეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ,
ხშირად ასეთი ადამიანები გვევლინებიან ენერგოვამპირების და გამომძალველების სახით,
რომლებიც მუდმივად იკვებებიან ჩვენი ენერგიითა და კეთილდღეობით. შეუძლიათ,
უზრუნველად იცხოვრონ სხვათა ხარჯზე.

მთვარის დაზიანების, უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში, თავს იჩენს, არა მხოლოდ


მუდმივად ცვალებადი როლების მორგება, ეგოიზმი და გამომძალველობა, ასევე
ფუქსავატობა, გადაჭარბებული ამპარტავნობა და სიძუნწე.

ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში, ესაა მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანი,


მართალია, კვლავაც თავისი უცვლელი როლებით, მაგრამ, ამჯერად, მხოლოდ დადებითი,
კეთილი, მზრუნველი–სხვათა მფარველისა და შემწე ადამიანის როლებით.

ასეთ ინდივიდებს უყვართ სანახაობა და პომპეზურობა. შესაძლოა, ერთსა და იმავე დროს,


უნდოდეს და თან საშინლად ეშინოდეს სცენაზე მოხვედრის. გამოირჩევიან ემოციურობით,
განსაკუთრებით კი, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას და ოჯახის შექმნისას. ისინი
რომანტიკული და მყიფე ნატურები არიან, იზიდავთ მრავალრიცხოვანი სასიყვარულო
ინტრიგები და მუდმივად სიამოვნების დაკმაყოფილების ძიებაში არიან. დაჯილდოებულნი
არიან განსაკუთრებული ხიბლით და პოეტურობით. უზომოდ უყვართ ბავშვები. საკმაოდ
კარგი და მოსიყვარულე მშობლები არიან, თუმცა ახასიათებთ ეგოიზმი და შვილების
მიჯაჭვა, მათი მოქცევა საკუთარი გავლენის ქვეშ.

ადრეულ ასაკში მოსალოდნელია წარმატება პედაგოგიკაში, სამსახიობო ან სპორტულ


სფეროში. ასევე ახასიათებთ აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება, ემოციური
ფეთქებადობა, ინტერესების ცვლა.

ასეთი ინდივიდები აქტიურად არიან ჩაბმულნი სიყვარულისა და გართობის ძიებაში. უყვართ


გარისკვა, თუმცა იშვიათად იმარჯვებენ. ხანდახან სწორედ ისეთი ადამიანები უყვარდებათ,
რომლებიც ყველაზე ნაკლებ არიან დაინტერესებული მათი გრძნობებით, სწორედ ამიტომ,
მათი სასიყვარულო ისტორიები ხშირად ანტიპატიით, სიცივითა და გულგრილობით
მთავრდება. გამოირჩევიან მეგობრულობითა და ეროტიულობით, ხშირად მეტად
პოპულარულნიც ხდებიან. ხშირია ცალმხრივი სიყვარული, ასევე ზედმეტი ნდობის
საფუძველზე ტყუილი და იმედგაცრუება.

You might also like