1 შუალედური შესავალი კველვის მეთოდებში

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

თემა 1

კვლევებისადმი-მეცნიერული-მიდგომა
კვლევებისადმიმეცნიერულიმიდგომა

დისკურსის ანალიზისადმი ცოდნის სოციოლოგიის მიდგომა სათავეს იღებს პიტერ


ბერგერისა და თომას ლუკმანის ს‫ש‬რომებიდან და, გარკვეულწილად, ფუკოს მიდგომას
დისკურსის ანალიზის სხვა მიდგომებთან აკავსირებს. ამ მიდგომის თანახმად,
ყველაფერი, რაც აღქმის და გამოცდილების გზით გვეძლევა, სოციალურად
კონსტრუირებული ცოდნითაა გა‫ש‬უალებული და ეს ცოდნა ლეგიტიმურად და
`ობიექტურად~ არის მიჩნეული. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი წვდომა სამყაროზე , როგორც
ასეთზე, მასინაც კი, როცა მის ყოველდღიურ გამოწვევებს ვეჯახებით და მათი
ინტერპრეტაცია გვიწევს. სამყაროს ჩვენეული ცოდნა ‫ש‬ინაგანი კოგნიტური სისტემების
‫ש‬ედეგი კი არ არის, არამედ სოციალურად კონსტრუირებული სიმბოლური სისტემებისა ,
რომლებიც დისკურსის გზით იქმნება. დისკურსის ანალიზისადმი ცოდნის სოციოლოგიის
მიდგომა სწორედ სიმბოლური წესრიგის სექმნის, განმტკიცებისა და ტრანსფორმაციის
სოციალურ პროცესებს და მათ სედეგებს სწავლობს. ამ თვალსაზრისით, სტატისტიკა,
კლასიფიკაციები, კანონები, ობიექტები და ჩვეული პრაქტიკები დისკურსის ‫ש‬ედეგებია და
სხვა ახალი დისკურსების წინაპირობები. ამდენად, ამ მიდგომას აინტერესებს მნი
‫ש‬ვნელობის კონსტრუირების, გამოხატვის, კომუნიკაციის და ლეგიტიმაციის პროცესები და
მათი ‫ש‬ედეგები სოციალური აქტორებისა და ინსტიტუტების დონეზე.

თემა 2

სოციოლოგიური კვლევის მეთოდები


რაოდენობრივი კვლევა სოციალური მოვლენების შესახებ მონაცემთა მოპოვების ერთ-
ერთი უმთავრესი ტექნიკაა, შესაბამისად, ის სოციალური მეცნიერების ძირითადი
მეთოდია. რაოდენობრივი მონაცემების მოპოვების მთავარი ინსტრუმენტია მასობრივი
გამოკითხვა, რომელიც ჩვეულებრივ გულისხმობს კითხვარის შედგენას ამა თუ იმ
საკითხის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შესასწავლად, მთელი
პოპულაციიდან უშუალოდ კვლევაში მონაწილე ადამიანთა ჯგუფის გამოყოფას , ჯერ
პილოტური გამოკვლევის, შემდეგ კი ძირითადი გამოკვლევის ჩატარებას, მიღებული
მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს, და ბოლოს, კვლევის ანგარიშის შექმნას.
თანამედროვე ტიპის მასობრივ გამოკითხვას XX საუკუნის 20-იან წლებში ამერიკელმა
მკვლევრებმა ჩაუყარეს საფუძველი. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, ერთი მხრივ,
ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის აღწერის ბიუროს საქმიანობა ; მეორე
მხრივ, სხვადასხვა კომერციული საარჩევნო ორგანიზაციის მოღვაწეობა, რომელთაც
ხელმძღვანელობდნენ ჯორჯ გელაპი, ელმო როპერი, ლუის ჰარისი და სხვ.; და ბოლოს,
მასობრივი გამოკითხვის მეცნიერულ ინსტრუმენტად გადაქცევა და დახვეწა ცალკეულ
ამერიკულ უნივერსიტეტებში, დაწყებული სამუელ სტაუფერისა და პოლ ლაზარსფელდის
კვლევებით. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის აღწერის ბიუროს დიდი
წვლილი მიუძღვის შერჩევისა და მონაცემების მოპოვების მეთოდების განვითარების
საკითხში. მართალია, ის უმეტესად ათ წელიწადში ერთხელ ჩატარებული მოსახლეობის
აღწერით გახდა ცნობილი, მისი საქმიანობის დიდი ნაწილი მაინც მასობრივი
გამოკითხვის უწყვეტ ჯაჭვს ეძღვნება, რომელიც აღწერებს შორის პერიოდში უახლეს
დემოგრაფიულ და ეკონომიკურ მონაცემებს აწვდის საზოგადოებას. აღწერის ბიუროს
მიერ მოპოვებული მონაცემები ფასდაუდებელი წყაროა სხვადასხვა კვლევისთვის
შერჩევის დიზაინის შესამუშავებლად. ამერიკულ კომერციულ საარჩევნო ორგანიზაციებს
დიდი დამსახურება მიუძღვით რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებაში როგორც
საარჩევნო კამპანიების შესწავლისას, ისე მარკეტინგული კვლევებისას . იმ პერიოდში ,
როცა არ არსებობდა აკადემიური კვლევების დაფინანსების შესაძლებლობა ,
კომერციული ორგანიზაციები წარმატებით ატარებდნენ რაოდენობრივ კვლევებს და
ცდიდნენ შერჩევისა და 11 მონაცემთა მოპოვების სხვადასხვა ტექნიკას. გარდა ამისა , მათ
მიერ მოპოვებული მონაცემები მეორადი ანალიზის ფასდაუდებელ წყაროს
წარმოადგენდა და საფუძვლად დაედო უამრავ აკადემიურ ნაშრომს, რომელიც სწორედ
აღწერითი, კომერციული მიზნით მოპოვებული მონაცემების დეტალურ ანალიზს ეძღვნება .
მოგვიანებით ამერიკული უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა
რაოდენობრივი მეთოდების მეცნიერულ დახვეწას შეუწყო ხელი. როგორც აღინიშნა , ამ
მხრივ, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით სამუელ სტაუფერსა და პოლ
ლაზარსფელდს, რომლებიც თანამედროვე რაოდენობრივი კვლევის პიონერებად არიან
მიჩნეულნი. სტაუფერის მიზანს წარმოადგენდა სოციალური მოვლენების შესწავლა
სოციალური კვლევის ემპირიული მეთოდების გამოყენებით, რაც მან 1930-იან წლებში
ამერიკის შეერთებულ შტატებში დეპრესიის შედეგების ანალიზითა და შავკანიანი
ამერიკელების სტატუსის ამსახველი მონაცემების შეგროვებით დაიწყო . მეორე მსოფლიო
ომის დროს სტაუფერი ომის მიმდინარეობასა და შედეგებს იკვლევდა , ომის შემდგომ კი
ნაციონალურ კვლევათა მთელი რიგი განახორციელა ანტიკომუნისტური მოძრაობის
შედეგების შესასწავლად. სტაუფერის მსგავსად , ლაზარსფელდის მიზანიც სოციალურ
ფენომენთა (როგორიცაა ლიდერობა, კომუნიკაციები, პროფესიები და სხვ.) ემპირიული
ანალიზი იყო. ის იყო პირველი, ვინც განიხილა პოლიტიკური ქცევა, კერძოდ, კენჭისყრა ,
როგორც პროცესი და არა როგორც მოვლენა. ამ მიზნით, მან პანელურ კვლევებს ჩაუყარა
საფუძველი, რომლებიც გულისხმობდა რესპონდენტთა მოცემული ჯგუფის განმეორებით
გამოკითხვას პოლიტიკური კამპანიის მსვლელობისას და ამომრჩეველთა
შეხედულებების ცვლილების შესწავლას. მიიჩნევდა რა, რომ კვლევის საბოლოო მიზანი
უბრალო აღწერა არ უნდა ყოფილიყო, ლაზარსფელდი ითვალისწინებდა ცვლილებებთან
დაკავშირებულ სოციალურ და დემოგრაფიულ ფაქტორებსაც, რათა არსებული დინამიკის
ახსნის მეტი შესაძლებლობა ჰქონოდა. ლაზარსფელდის მრავალრიცხოვანი
დამსახურებებიდან განსაკუთრებით აღნიშნავენ ხოლმე შემდეგ სამს : ჯერ ერთი , მისი
მოღვაწეობა დაემთხვა პირველი კომპიუტერული ტექნიკის შექმნას და ის იყო პირველი ,
ვინც ამ ტექნიკის უდიდესი მნიშვნელობა დაინახა მონაცემების დამუშავებისა და
ანალიზის სფეროში; მეორეც, სწორედ ლაზარსფელდია ავტორი ,,ინტერპრეტაციის
მეთოდისა,” რომელიც ,,ლაზარსფელდის მეთოდის” სახელითაცაა ცნობილი და
გამოიყენება ორ ცვლადს შორის კავშირის ასახსნელად, დამატებითი ანუ საკონტროლო
ცვლადების შემოტანის გზით; და ბოლოს, ლაზარსფელდის უდიდესი დამსახურებაა
რაოდენობრივი კვლევების მხარდასაჭერად კვლევითი ცენტრის შექმნა , დააფუძნა რა
გამოყენებითი სოციალური კვლევების ბიურო კოლუმბიის უნივერსიტეტში . სანამ
რაოდენობრივი კვლევების განვითარების მოკლე ისტორიას დავასრულებდეთ ,
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პროფესიული ასოციაციების როლიც, როგორიცაა
ამერიკის სოციოლოგიური ასოციაცია, ამერიკის მარკეტინგული ასოციაცია ,
საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ამერიკული ასოციაცია და მსგავსი ასოციაციები
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებმაც ხელი შეუწყო რაოდენობრივი კვლევების
მეცნიერულ რელსებზე დაყენებას, აგრეთვე მიმდინარე კვლევებში გამოყენებული ახალი
მეთოდების დანერგვასა და მიღებული შედეგების უწყვეტ გამოქვეყნებას სამეცნიერო
ჟურნალებში.

1. სოციალური კვლევის მეთოდები რა ორ დიდ ჯგუფად იყოფა?

ა) რაოდენობრივი და თვისებრივი

2. რა არის სოციალური კვლევის მიზანი?

გ) აღწეროს რა ხდება საზოგადოებაში და ახსნას რატომ ხდება ასე

3. რით განსხვავდება ანალიტიკური კვლევა აღწერითისგან?

ა) ცდილობს არა მარტო აღწეროს მოვლენები, არამედ ახსნას მათი გამომწვევი


მიზეზები

4. თეორიის შემუშავების პროცესში რომელი მიდგომა არ გამოიყენება?

გ) ვარაუდი

5) რა ძირითადი ნაწილებისგან შედგება გამოკვლევის პროგრამა?

ა) თეორიული და მეთოდური
6)როდის და სად ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე ტიპის მასობრივ გამოკვლევას ?

ა) 20 ე საუკუნის 20იან წლებში

7) რას უწოდებენ მეორენაირად "ლაზარსფელდის მეთოდს"?

გ) ინტერპრეტაციის მეთოდს

8) რომელი არ წარმოადგენს რაოდენობრივ კვლევასთან დაკავშირებულ ეთიკურ


საკითხს/პრობლემას?

ბ) ფინანსური დაინტერესება

9) მასობრივი გამოკითხის ორი ძირითადი ტიპია?

ა) ანკეტირება და ინტერვიუ

10) იმის მიხედვით ზოგადი ინფორმაციის მიღება სურს მკვლევარს თუ დეტალურის

ბ) პირველ შემთხვევაში სჯობს ღია შეკითხვის დასმა, მეორეში დახურულის

You might also like