Istoriis Sakontrolo

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

1.

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პატრიკად დანიშნული აზონი იყო ის ვინც


სარდლობდა მოწინააღმდეგეთა ჯარს მაშინ ეს უნდა ნიშნავდეს იმ რეგიონის
მმართველს რომლის პატრიკადაც დაინიშნა ესა თუ ის ადამიანი. ასევე არ
შემეძლო არ შემენიშნა სიტყვის ჟღერადობა რომელიც წააგავდა ინგლისურ სიტყვა
Father-ს. როგორც მოვიძიე ინფორმაცია (https://bit.ly/3D16Trd) მოცემული ტერმინის
ძირი ბერძნულ ენაში არის სიტყვა πατήρ (პატერ) რომელიც ნიშნას მამას. შეიძლება
ვივარაუდოთ რომ ეს წოდება მსგავსია ქართლში იმ დროისთვის არსებული
მამასახლისის წოდებისა.
2. საჭურველი არის აბჯარ-ასხმულობა და იარაღი რაც შეიძლება გამოყენებულ
ყოფილიყო ბერძენთა წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
3. „ეს ფარნავაზი იყო მამით ქართველი და იყო იგი ძმისწული სამარასი, რომელიც
ალექსანდრეს მოსვლისას მამასახლისი ყოფილიყო მცხეთას.“ - ამ მონაკვეთზე
დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ რომ იმ დროისთვის ქართლში მემკვიდრეობით
არისტოკრატიული მმართველობა იყო რაც თავის თავში მოიაზრებს გარკვეული
ოჯახის თუ საგვარეულოს წარმომადგენლების მიერ მართვას. ამ შემთხვევაში
ამგვარი პრინციპით ქართლს მართავდა მამასახლისი.
4. ფარნავაზის სიმდიდრისა და ქონების მეშვეობით უნდა მომხდარიყო ჯარის
შეკრება მას ასევე მიეხმარებოდა ქუჯიც თავისი ძალებით რათა ერთობლივად
დაემარცხებინათ აზონი რომელიც ყველა ქართველურ სახელმწიფოს ავიწროვება
(„მოდი ჩემთან და გაგანდობ ქონებას შენსას, რამეთუ განძითა შენითა
გავამრავლოთ სპა შენი და შევებრძოლოთ აზონსა. მაშინ გაიხარონ ყოველთა
ქართველთა მისგან გაწყვეტილთა და შევიწროებულთა... “)
5. ტექსტის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ რომ ის სახელმწიიფო რომელიც აზონს
ხარკს არ უხდიდა იყო ეგრისი რომელსაც ქუჯი ედგა სათავეში. ამის თქმის
საშუალებას მაძლევს ის რომ ეგრისის მიერ ხარკის გადახდა აზონისათვის
ნახსენები არაა წყაროში.
6. აზონსა და ფარნავაზს შორის დაპირისპირება დასრულდა ფარნავაზისა და მისი
მომხრეების გამარჯვებით ქართლში გამართულ ბრძოლაში.
7. იქიდან გამომდინარე რომ ეს პერიოდი არის თანამედროვე ალექსანდრე
მაკედონელისა შეგვიძლია ვთქვათ რომ ტექსტში აღწერილი მოვლენები ძველი
წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში ვითარდება.

2,1 ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებს შედეგად მოჰყვა ელინური კულტურის


გავრცელება სპარსეთის იმპერიაში, ანუ აღმოსავლური სამყაროს უდიდეს ნაწილში რაც
იყო კიდევაც მისი სურვილი. უნდა აღვნიშნოთ რომ მისი სურვილისამებრ არ მომხდარა
ელინური კულტურის გავრცელება სპარსულის განადგურების ხარჯძე , არამედ მოხდა
ერთგვარი სინთეზი, უფრო ზუსტად კი ელინურმა კულტურამ ალექსანდრე მაკედონელის
ძალისხმევით შთანთქა სპარსული კულტურა და შეითვისა იგი.

2,2 ამას მოჰყვა ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ელინური


სახელმწიფოების დაარსება. ამან მოგვცა სელევკიდების და პტოლემაიოსების იმპერიები
და პონტოს სამეფო რომელიც ასევე განიცდიდა ელინურ გავლენას. იმის
გათვალისწინებით რომ ბერძნული კულტურა რომელიც დღესაც კი სამაგალითოა
თანამედროვე სახელმწიფოებისთვის გავრცელდა და მიიღო მსგავსი მასშტაბური სახე , ეს
მომენტი შეიძლება შეფასდეს დადებითად. ამ მოვლენამ გამოიწვია ისეთი
მნიშვნელოვანი ცოდნის კერების გაჩენა როგორიც იყო ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ,
ასევე ბერძნულ კულტურაში წარმოქმნილი ისეთი ასპექტების განვითარება როგორიც იყო
არქიტექტურა ხელოვნება და ა.შ. რომ შევაჯამოთ ვფიქრობ ელინური კულტურის მსგავსი
ექსპანსიის შედეგი დადებითი იყო კაცობრიობისათვის.
3,1 რომ წარმოვიდგინოთ მსგავსი სცენარი სადაც ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები
სპარსეთის იმპერიასთან მარცხდებიან, ვფიქრობ რთული წარმოსადგენი არაა რაოდენ
დიდ გავლენას იქონიებდა ეს ფაქტი ისტორიის განვითარებაზე . ეს გამოიწვევდა
ბერძნული სახელმწიფოს ტიპის, პოლისის (ქალაქ-სახელმწიფოს) განადგურებას რომლის
წიაღშიც წარმოიშვა მრავალი ისეთი რამ რაც შემდგომ თანამედროვე
მსოფლმხედვცელობის ჩამოყალიბების საწინდარად იქცა. დაიკარგებოდა ბერძნული
კულტურისა და საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მიღწევები. ბერძნული აზროვნების
წესის, ფილოსოფიის დაკარგვა საყრდენს გამოაცლიდა შუა საუკუნეების ქრისტიანობას
რომელმაც ფილოსოფიისა და რელიგიის სინთეზით თეოლოგია შემოგვთავაზა . ასევე არ
მივიღებდით ისეთ მოაზროვნეებს როგორებიც იყვნენ ფრანგი განმანათლებლები ,
მეცხრამეტე საუკუნის ფილოსოფოსები და ა.შ. დემოკრატიის როგორც სახელმწიფო
მოწყობის დაკარგვა წარმოუდგენელია რამდენად წინ გადაწევდა ადამიანების მიერ
სახელმწიფო მოწყობის ამ ტიპზე გადასვლის ისტორიულ წერტილს. ამასთანავე
აუცილებლად სახსენებია სამეცნიერო შრომები. პირველი ბერძენი ფილოსოფოსები
ნატურფილოსოფოსები იყვნენ, ანუ ის ადამიანები რომლებიც ბუნების მოვლენებს
შეისწავლიდნენ. სწორედ ამ ნაშრომების თარგმანების გამოყენებით დაგროვებული
არაბული ცოდნა დაუბრუნდა კვლავ ევროპას ესპანეთის განთავისუფლების შემდეგ . ამ
ნაშრომებზე დაყრდნობით გადაიდგა პირველი ნაბიჯები მათემატიკაში ფიზიკაში და სხვა
მეცნიერებებში. ბერძნული კულტურის გაქრობით შეიძლება ითქვას ჩვენ ვკარგავდით
თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის უამრავ ისტორიულად განმაპირობებელ
მიზეზს, რაც ძირეულად შეცვლიდა ჩვენს ყოფას, ტექნოლოგიური, ეკონომიკური თუ
ცხოვრების განვითარების დონეს და ვინ იცის მას რამდენი ხნით გადაწევდა მომავალში
რადგან არ გვექნებოდა ბერძნულ თავისუფალ აზრში დაბადებული აღმოჩენები , მათ
სპარსული ტირანია გააქრობდა ისტორიის ფურცლებიდან.

You might also like