Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 24

რასიზმი და მასათა დისკრიმინაცია

ნინო თუშიშვილი

რეფერატი

საგანი: აკადემიური წერა

ლექტორი: პროფ. მარიამ მანჯგალადძე

კავკასიისუნივერსიტეტის

ბიზნესის სკოლა

2019 წელი

განაცხადი

1
როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი
წარმოადგენს ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა
ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან
დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის
მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.

ნინო თუშიშვილი
24.12.2019

2
სარჩევი

შესავალი -------------------------------------------------------------------------------------------4

1. დისკრიმინაციის აკრძალვა და საჯარო სფერო---------------------------------7


1.1 რასობრივი დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის შემთხვევები---9
1.2 რასობრივი ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების
ტატისტიკა----------------------------------------------------------------------------------------14

2.პოლიტიკოსების ქსენოფობიური და პოპულისტური განცხადებები-16


2.1 პოლკიტიკოსების დანაშაული საზოგადოებაში რასიზმისა და
დისკრიმინაციის სახით----------------------------------------------------------------------17
2.2 რასიზმისა და პოლიტიკური არატოლერანტობის ფსიქოლოგია----18

3. არის თუ არა რასიზმისა და დისკრიმინაციის პრობლემა საქართველოში-


3.1 ფაქტები და სტატისტიკური მონაცემები-----------------------------------------20
3.2 როგორ უნდა აღმოიხვრას რასიზმის და დისკრიმინაციის პრობლემა
და ეფექტური ხერხები ----------------------------------------------------------------------21
დასკვნა---------------------------------------------------------------------------------------------22

3
ბიბლიოგრაფია --------------------------------------------------------------------------------23

4
5
რ ას
იზმი სა დ
ა მასა თა
დისკრიმინაც იის პრობლემა მრავალი წლი სწინ ა
ც იყო, არ
ის და იქნებ . რასიზმ ის
ა დ ადისკრიმინა
იის პ რ
ობლემა არის ყვ ე ლგან. პოლიტიკაშიც მათ
შორი
ს, რაც ხშ ი რად თავს იჩენს და ნ
აშაულებ ე
ის სა ხით, განცხადებ ებისა თ
უ რ
ასისტული გ ად
აწყ ვეტილებების შედეგად .
მინდა დ ღ
ეს გაგ აცნოთ ყვე ლ
ა ის ინფ ო
რმაცია, რაც მოგცემ თს ა
უალებას დ
აინახოთ ნათლ
ად პრობლემა რას
იზ მსა დ
ა დისკრ
იმინაციაში დ ა

კვლევის მიზანია პრობლემის


მოგვარების ხერხები

არის თუ არა შესაძლებელი


პრობლემის ცოტა მაინც
პირველი საკითხი შემცირება თუ არის- ‘’ რასიზმისა და
გავითვალისწინებთ
მასათა საკითხის ისტორიას? დისკრიმინაციის
მნიშვნელობა სახელმწიფო
სტრუქტურებში’’- გაგაცნობთ იმას, რაც ფერად კანიანების და
საზოგადოებისგან განსხვავებული ადამიანების მწვავე პრობლემაა, როდესაც
მუშაობის დაწყება სურთ სახელმწიფო სტრუქტურებში და ხდებიან
დისკრიმინაციისა და რასიზმის მსხვერპლი.

მეორე პრობლემა რომელსაც გაგაცნობთ არის- ‘’პოლიტიკოსების


ქსენოფობიური და პოპულისტური განცხადებები’’ რომელიც აქტუალური თემა
და პრობლემაა ბევრ ქვეყანაში და ასევე გაგაცნობთ იმ განცხადებების
შედეგებს რაც სწორედ პრობლემის სახით მოყვება ხოლმე საზოგადოების
მხრიდან.

მესამე საკითხი დაეთმობა- ‘’ არის თუ არა რასიზმისა და დისკრიმინაციის


პრობლემა საქართველოში-‘’ ფაქტებსა და სტატისტიკურ მონაცემებს და
როგორ უნდა აღმოიფხვრას რასიზმის და დისკრიმინაციის პრობლემა
შედარებით ვიდრე დღესდღეობით გვაქვს.

6
მოგიყვანთ საქართველოში მომხდარ მაგალითებს, სადაც დაინახავთ იმ
პრობლემას რაც საზოგადოებაში მწვავედ დგას.
დასმულ კითხვაზე
ხართ თუ არა
რასისტი?
არა – 64,64%-მა უპასუხა, კი – 32,32%-მა, რას ნიშნავს რასიზმი არ იცის
3,4%-მა. http://dalma.news/ge/rasizmi-kahttp://dalma.news/ge/rasizmi-kartulad-tu-
stereotipebis-ngreva/rtulad-tu-stereotipebis-ngreva/ (24.12.2019)
საქართველოში მცხოვრები ბრიტანეთის მოქალაქე აარონ ჩარლზი ბოლო
ორი კვირის განმავლობაში ორჯერ გახდა რასისტული თავდასხმის
მსხვერპლი. პირველად, 20 ივნისს, მას სუპერმარკეტ „სმარტში“ კანის ფერის
გამო  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო მეორედ, 28 ივნისს, მეტრო
მარჯანიშვილთან მდებარე "მაკდონალდსის" რესტორანში ცემითაც
დაემუქრნენ. აღნიშნული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია სოციალური
ქსელისა და მედიის საშუალებით გავრცელდა. http://tdi.ge/ge/statement/tdi-
rasobrivi-sheucqnareblobis-paktis-shesaxeb (24.12.2019)
მოგიყვანთ საქართველოში მომხდარ მაგალითებს, სადაც დაინახავთ იმ
პრობლემას რაც საზოგადოებაში მწვავედ დგას.

დისკრიმინაციის ერთ-ერთი მაგალითი, რომელსც ყოველდღიურად არის


შესაძლებელი მოისმინო, გაიგო ან მომსწრე გახდე.

2016 წლის 3 ნოემბერს ტრანსგენდერმა ქალმა ვ. ტ.-მ საქართველოს


სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა, სადაც მიუთითებდა, რომ შპს
„ტექნოკომმა’“ (ტაქსების ოპერატორი „MAXIM’’) მის მიმართ
დისკრიმინაცია განახორციელა. ვ. ტ.-ს ინტერესებს საქმის
წარმოებისას„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ იცავდა.
განმცხადებლის განმარტებით, მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა
გამოიხატა კომპანიის მიერ დაქირავებული მძღოლის მხრიდან მისთვის
და მისი მეგობრებისათვის მომსახურების გაწევაზე უარით, რასაც თან
სდევდა მძღოლის მხრიდან დამამცირებელი და ღირსების შემლახავი
სიტყვები.

7
https://women.ge/ka/news/newsfeed/139/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae
%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%ae%e1%83%9d
%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%aa
%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90
%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a0%e1%8
(24.12.2019)

ეს ის ფაქტებია, რომლებიც საქართველოში მოხდა რასიზმისა და


დისკრიმინაციის სახით.

1. დისკრიმინაციის აკრძალვა და საჯარო სფერო

დისკრიმინაციის ამკრძალავი და თანასწორუფლებიანობის დამცავი ნორმები


გვხვდება
საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლშიც, რომლის
თანახმად:
„1. ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე.
2. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე
რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი
ინტერესის
შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის
კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან
რომელიმე
მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.
3. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა
პირის
მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით
გათვალისწინებული
საფუძვლის არსებობისას.“
ამრიგად, მოცემული ნორმა იცავს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და
ამავე დროს
არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეებისათვის

8
დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმი. მოცემულ მუხლში
გასათვალისწინებელია ისიც,
რომ კანონი კრძალავს ნებისმიერი სახის უპირატესობის მინიჭებას და
განსხვავებული
გადაწყვეტილების მიღებას, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც უპირატესობის
მინიჭება ან
განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობით არის
გათვალისწინებული.
„ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ
გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან
გამოიყენა
ერთ-ერთი, მაშინ იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური საქმის
გარემოებების
არსებობის შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება.“
37
ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ პრინციპი, რომელიც ადმინისტრაციულ
სამართალში
ცნობილია როგორც- „არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში“. ეს
გულისხმობს იმას,
რომ დაინტერესებული მხარის მიერ კანონის დარღვევისას ადმინისტრაციული
ორგანოს
მიერ ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღება არ ავალდებულებს

ორგანო იგივე გადაწყვეტილება მიიღოს სხვა პირის მიერ იგივე


კანონდარღვევის ჩადენის
შემთხვევაში.“
38
მნიშვნელოვან გარანტიას იძლევა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს
კანონი
ქალი საჯარო მოხელეებისათვის, რომლებიც არიან ორსულად ან ჰყავთ 3
წლამდე ასაკის
ბავშვი. აღნიშნული კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტი სამსახურიდან
გათავისუფლების
შეზღუდვის საფუძვლად მიიჩნევს ხსენებულ გარემოებას, კერძოდ: „2. მოხელე
(ქალი) არ
შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის
ასაკამდე
აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან
ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.“

9
1.1 რასობრივი დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის
შემთხვევები

1) რასობრივი ნიშნით ძალადობა რუსთავში 2018 წლის 29 ნოემბერს, ქ.


რუსთავის ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში, რასობრივი შეუწყნარებლობის
მოტივით, კანის ფერის გამო, საქართველოს მოქალაქე თავს დაესხა კამერუნის
მოქალაქეს. საქართველოს მოქალაქემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენა მას, თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და სამარშრუტო
ტაქსიდან ჩასვლის შემდეგ, ქუჩაშიც განაგრძობდა მის სიტყვიერ და ფიზიკურ
შეურაცხყოფას. დაზარალებულმა ინციდენტი საკუთარი მობილური
ტელეფონით გადაიღო. მოგვიანებით კადრები მედიითაც გავრცელდა. შინაგან
საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის
საქალაქო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) დაიწყო, ხოლო შემდეგ,
საქმე სსსკ-ის 1421 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა
(რასობრივი დისკრიმინაცია ჩადენილი სიცოცხლისათვის ან
ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის
გამოყენების მუქარით). 2018 წლის 7 დეკემბერს, პოლიციამ ერთი პირი დააკავა
და მას შესაბამისი ბრალიც წარედგინა. 2019 წლის 31 იანვარს, რუსთავის
საქალაქო სასამართლომ რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალდებული პირი
დამნაშავედ ცნო და სასჯელად სამი წლის ვადით პირობითი მსჯავრი
განუსაზღვრა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421 მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. http://tdi.ge/ge/news/643-rasobrivi-
diskriminaciis-braldebit-shss-m-piri-daakava

2) ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე

2018 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, 25 წლის


ვიტალი საფაროვი მოკლეს.
კონფლიქტი თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-
ერთ ბარში დაიწყო. ვიტალი

10
საფაროვი ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით
ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ვიტალი საფაროვის განზრახ
მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით,
25 და 23 წლის ახალგაზრდები თბილისში დააკავეს24.
გავრცელებული
ინფორმაციით, დაკავებული ორივე პირი ნეონაცისტური
დაჯგუფების წევრია. დანაშაულის ადგილის ირგვლივ მომუშავე
ადამიანები მიუთითებდნენ, რომ კონფლიქტი ენობრივ და
ნაციონალურ საკითხებს უკავშირდებოდა. ასევე გარშემო მყოფი
პირების თქმით, ისინი კონფლიქტამდე,
თავდამსხმელებს მათი გამორჩეული აგრესიის გამო გაერიდნენ.
მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი
პირი, ერთი – განზრახ მკვლელობის, ხოლო მეორე,
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის
ბრალდებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან
მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით, 2018 წლის
30 სექტემბერს, საფაროვის განზრახ მკვლელობის ფაქტზე
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
108-ე მუხლით, შემდგომ კი სხვა მუხლით გადაკვალიფიცირდა.
2019 თებერვლის მდგომარეობით, ერთი დაკავებულის წინააღმდეგ
გამოძიება მიმდინარეობს
სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (მეორე ნაწილის „დ“
ქვეპუნქტი) – განზრახ
მკვლელობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური
შეუწყნარებლობის გამო. მეორე
დაკავებულს კი ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 376-ე მუხლით, რაც
დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. საფაროვის
ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ,
რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე,
საქართველოს პროკურატურამ საფაროიხ. სტატია ვიტალი
საფაროვის მკვლელობის შესახებ, 30.09.2018,
https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/79388/tbilisshi25-tslis-bichi-mokles
[ბოლო ნახვა: 04.02.2019].

11
3) სავარაუდო რასობრივი ნიშნით ძალადობა
სტუდენტებზე თბილისში

2018 წლის 8 აპრილს, თბილისში მდებარე მუნიციპალურ საფეხბურთო


მოედანზე ადგილობრივი მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები უცხოელ
შავკანიან სტუდენტებს, მოედნის დატოვების მოთხოვნით, ფიზიკურად
გაუსწორდნენ.უცხოელი სტუდენტების თქმით, მოძალადეები იყენებდნენ
სიძულვილის ენას, ყურადღებას ამახვილებდნენ მათ კანის ფერსა და
წარმოშობაზე. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ თავდამსხმელს,
სავარაუდოდ, ხელში ცივი იარაღიც ეჭირა. დაპირისპირების შედეგად, მსუბუქი
სახის ფიზიკური
დაზიანება ორმა უცხოელმა მიიღო.
სტუდენტებს სამედიცინო ექსპერტიზა ინციდენტიდან რამდენიმე დღეში
ჩაუტარდათ და ცხადია,
იგი ვერ ასახავდა მიყენებული დაზიანებების სრულყოფილ სურათს.
მოგვიანებით, გამოძიებამ
ვერც ცივი იარაღის გამოყენების ფაქტი დაადგინა.
სტუდენტების გამოკითხვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები
ცდილობდნენ, მათ
ჩვენებებში რასისტული ტერმინოლოგია არ აესახათ, რათა თავდასხმის
შესაძლო რასობრივ
მოტივზე ყურადღება არ გამახვილებულიყო და, სავარაუდოდ, არ
გამოკვეთილიყო რასობრივი
შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენის ნიშანი.
ინციდენტის შემდეგ, 2018 წლის 10 აპრილს, ქალაქ თბილისის მერმა კახა
კალაძემ თავდამსხმელებსა და დაზარალებულებს იმავე საფეხბურთო
მოედანზე ამხანაგური საფეხბურთო მატჩის გამართვა შესთავაზა. თბილისის
მერმა განაცხადა, რომ „ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთი
დამოკიდებულება და მიდგომები. ... ძალიან კარგი იქნება, ის ცუდი, რაც
მოხდა, დავიწყებას მივცეთ“.
კალაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები
სტუდენტებს აშანტაჟებდნენ, რათა მათ დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში არ
მიეღოთ მონაწილეობა.

12
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, „მერის განცხადება არ
ემსახურებოდა სწრაფი,
შედეგიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას და მართლმსაჯულების
აღსრულებას მეორეხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებდა“.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
მუხლის 1-ლი ნაწილით
წარიმართა. ჩვენების მისაცემად სტუდენტები რამდენჯერმე დაიბარეს
პოლიციის განყოფილებაში. მოგვიანებით, რამდენიმე მათგანმა ჩვენებაში
დამატებით დააფიქსირა, რომ ინციდენტში
მონაწილე საქართველოს მოქალაქეებისადმი პრეტენზიები აღარ გააჩნდათ და
გამოძიების შეწყვეტა სურდათ.
2018 წლის 30 ივლისს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო ორი ნიგერიელი
სტუდენტი, რომლებმაც ინციდენტის დროს ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.
ინციდენტში მონაწილე თავდამსხმელებიდან ერთ-ერთმა საქართველოს
მოქალაქემ კი დაადასტურა, რომ სტუდენტებს ფიზიკური
შეურაცხყოფა უშუალოდ მან მიაყენა.დაზარალებულად ცნობილ ნიგერიელ
სტუდენტებთან პროკურატურამ შემდგომში კონსულტაცია
გაიარა და შესთავაზა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ჩამდენი პირის მიმართ
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული განრიდების
მექანიზმი გამოეყენებინათ, რაც
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას გულისხმობდა. ამ შემთხვევაში,
განრიდების სუბიექტმა საქართველოს მოქალაქემ, რომელმაც შავკანიანი
სტუდენტების ცემის ფაქტი აღიარა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 500
ლარი გადაიხადა და გამოძიება შეწყდა37. აღნიშნული
გამოძიების ფარგლებში, სტუდენტებზე თავდასხმაში სხვა პირების
ბრალეულობა სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ გამოკვეთილა.
საგულისხმოა, რომ განრიდება, სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, არ
იწვევს ნასამართლობის წარმოშობას. გამოძიების საქმის მასალების
მიხედვით, შავკანიანი სტუდენტების მიმართ
ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში რასობრივი მოტივი არ დადასტურდა და,
შესაბამისად, რასობრივი შეუწყნარებლობის ნიშანი არ გამოკვეთილა.
გამოძიებამ ასევე ვერ დაადგინა, ეჭირა თუ
არა ერთ-ერთ თავდამსხმელს ცივი იარაღი.

13
საბოლოოდ, სისხლის სამართლის საქმე ორ ნაწილად გაიყო და გაგრძელდა
მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც ინციდენტის მონაწილე საქართველოს მოქალაქე
ერთ-ერთი შავკანიანი პირის
მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითებს. 2019 წლის თებერვლის
მდგომარეობით, გამოძიებას მისი ვინაობა არ დაუდგენია.

http://tdi.ge/ ge/news/585-ara-pobias-cevri-organizaciebis-gancxadeba-aprikel-studentebze-
tavdasxmis-gamoziebis
იხ. სტატია: „ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატი ეხმაურება „ამხანაგური
მატჩის“ ინიციატივას“, https://www.
იხ. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება https://bit.ly/2Bivr22 .
იხ. TDI-ს განცხადება თბილისის მერის განცხადებების თაობაზე,
http://tdi.ge/ge/statement/tdi-kaxa-kalazisiniciativasa-da-gancxadebebs-exmaureba და
პლატფორმის „არა ფობიას!“ განცხადება, http://
tdi.ge/ge/news/585-ara-pobias-cevri-organizaciebis-gancxadeba-aprikel-studentebze-
tavdasxmis-gamoziebis
ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი
გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე
მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

1.2 რასობრივი ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების


ტატისტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით:


● 2019 წლის იანვარში საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე მეტი უარი
ეთქვათ ირანის
(576) ინდოეთის (366) და აზერბაიჯანის (124) მოქალაქეებს;
● 2019 წლის თებერვალში - ირანის (564) ინდოეთის (428) და აზერბაიჯანის (141)
მოქალაქეს;
● 2019 წლის მარტში - ირანის (1815) ინდოეთის (404) და აზერბაიჯანის (228)
მოქალაქეს.

14
საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში გამკაცრდა სახელმწიფო პოლიტიკა უცხო
ქვეყნის
მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო,
ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნებს წარმომადგენლებს საქართველოში
შემოსვლაზე
 დაუსაბუთებელ უარს ეუბნება. აღნიშნული საკითხის შესახებ დეტალური
ინფორმაციისთვის,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მონაცემებით: ● 2019 წლის იანვარში საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე
მეტი უარი ეთქვათ ირანის (576) ინდოეთის (366) და აზერბაიჯანის (124)
მოქალაქეებს; ● 2019 წლის თებერვალში - ირანის (564) ინდოეთის (428) და
აზერბაიჯანის (141) მოქალაქეს; ● 2019 წლის მარტში - ირანის (1815) ინდოეთის
(404) და აზერბაიჯანის (228) მოქალაქეს. საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში
გამკაცრდა სახელმწიფო პოლიტიკა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ
სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით. სახელმწიფო, ხშირ
შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნებს წარმომადგენლებს საქართველოში
შემოსვლაზე დაუსაბუთებელ უარს ეუბნება. აღნიშნული საკითხის შესახებ
დეტალური ინფორმაციისთვის,
იხილეთ TDI-
ისანგარიში_http://tdi.ge/sites/default/files/tdi_angarishi_rasobrivi_diskriminacia_ucxoeleb
is_uplebebi.pdf

ამტკიცებს, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა, თუმცა თბილისის


აეროპორტიდან კანის ფერის გამო დაადეპორტეს
 ნიგერიელი სტუდენტი სამუელ ალავოდი დარწმუნებულია, რომ 2018 წელს
ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი მისი კანის ფერის გამო მოხდა;
 2017 წელს სტუდენტი ნიგერიიდან ამბობდა, რომ თბილისში რასისტული
თავდასხმის მსხვერპლი გახდა. იმავეს წერდა ფეისბუკზე მისი მეგობარი;
 2017 წელს ინდოელი ტურისტები ქართველ მესაზღვრეებს რასიზმში
ადანაშაულებდნენ;
 2017 წელს ინდოეთის მოქალაქე თბილისის აეროპორტში მომუშავეებს
რასიზმში ადანაშაულებდა;
ნეონაცისტებს ნიგერიის მოქალაქეების რასობრივი დისკრიმინაციისთვის 4- 4
წლით თავისუფლების აღკვეთა

15
მიუსაჯეს;https://www.mediachecker.ge/ka/analizi/article/51327

2. პოლიტიკოსების ქსენოფობიური და პოპულისტური


განცხადებები

რასისტული შინაარსის განცხადებები უცხო ქართველი პოლიტიკოსებისთვის


არაა. რამდენიმე ასეთი განცხადება რასიზმისა და შეუწყნარებლობის
წინააღმდეგ ევროპული კომისიის 2015 წლის მოხსენებაშიც მოხვდა.

როდესაც ვსაუბრობთ სიძულვილის ენის აღმოფხვრის მექანიზმებზე, ძირითადი


ყურადღების საკითხი უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვა
არაადეკვატური
შეზღუდვებისგან. მით უმეტეს, როდესაც არსებობს პოლიტიკური გამოხატვის
შეზღუდვის
არასათანადოდ გამოყენების საფრთხე. ამ უკანასკნელის თავიდან
ასაცილებლად
აუცილებელია, სწორად გაიმიჯნოს სიძულვილის ენა, როგორც
დისკრიმინაციისა და
ძალადობის ხელშემწყობი, ზოგჯერ კი მათი გამომწვევი, მოვლენა და
გამოხატვის
თავისუფლების პრინციპი, რომელიც იცავს ყველანაირი სახის, მათ შორის,
შოკისმომგვრელ, უმრავლესობისთვის მიუღებელ და შეურაცხმყოფელ
გამონათქვამებსაც კი.

16
პარტიების ქსენოფობიური გზავნილები ძირითადად მიგრაციის
წინააღმდეგ იყო მიმართული:რამდენიმე ციტატა ანგარიშიდან:

მიხელი სააკაშვილი, ერთიანი ნაციონალური


მოძრაობა: „თურქეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც შემოყარეს და
შემოვიდა ყველა, ვისაც არ ეზარება იმიტომ, რომ ყველა კონტროლი
მოხსნილია. ამ მხრივ მართლაც მორღვეულია ჩვენი საზღვრები
ივანიშვილის დროს“ (რუსთავი 2, კურიერი, 3 ოქტომბერი)

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “საქართველო არის,


რუსულად ვიტყვი, პრახადნოი დვორ, სადაც ყველას შეუძლია
შემოვიდეს, სადაც ყველას შეუძლია შემოეხეტოს და არავინ არ იცის
რა ხალხი შემოდის, ვინ არის, საიდან, რა ჯურის” (ობიექტივი, ღამის
სტუდია, 2 სექტემბერი).

ილია წულაია, ქართული ოცნება: "...ჩვენ თავს დავიცავთ


არასასურველი მიგრაციისგან, აქ ჩამოვა არა სამუშაოს მაძიებელი
უცხოელი, არამედ ფინანსურად ძლიერი უცხოელი… ახალი
ცვლილებები ჩვენთან ჩამოიყვანს ისეთ უცხოელებს, რომლებიც
შექმნიან დოვლათს" (პრაიმ ტაიმი, 17 სექტემბერი).

პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული


განცხადებები
https://www.radiotavisuplhttps//www.radiotavisupleba.ge/a/29557321.htmle
ba.ge/a/29557321.html

2.1 პოლკიტიკოსების დანაშაული საზოგადოებაში

17
რასიზმისა და დისკრიმინაციის სახით-

2018 წლის 26 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის განათლების,


მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების
მდგომარეობაზე საჯარო განცხადება გააკეთა და მიუთითა, რომ „აზერბაიჯანში
მცხოვრები ქართველების უფლებები საქართველოში
მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს როგორც
განათლების, ასევე
სხვა სერვისებზე.“ დეპუტატის განცხადებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე
მცხოვრები
ეთნიკურად ქართველი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ,
საქართველოს
ხელისუფლება აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან ორმხრივი მოლაპარაკებების
და
თანამშრომლობის საშუალებებს გამოიყენებს.
იხილეთ მარიამ ჯაშის განცხადების შეფასება-http://tdi.ge/ge/statement/koalicia-
tanascorobistvis-mariam-jashis-diskriminaciul-gancxadebas-exmianeba

ადგილებზე დისკრიმინაცია ფართოდ იყო გავრცელებული. ,,საქართველოს


პროფესიული კავშირების გაერთიანების’’ ცნობით, ადგილი ჰქონდა ასაკის,
სექსუალური ორიენტაციისა და გაერთიანებისადმი კუთვნილების საფუძველზე
დისკრიმინაციის შემთხვევებს. კომპანიები და საჯარო სამსახურები სამუშაო
ადგილებზე ხშირად აწყობდნენ კადრების რეორგანიზაციას, რის შედეგადაც
ხდებოდა იმ დაქირავებულთა დათხოვნა, რომლებმაც პენსიის მისაღებად
საკვალიფიკაციო ასაკს მიაღწიეს. გარდა ამისა, ვაკანტური თანამდებობის
შესახებ განცხადებებში ხშირად მითითებული იყო ასაკობრივი ზღვარი,
როგორც წინაპირობა კონკრეტული სამუშაოს დასაკავებლად. ,,საქართველოს
პროფესიული კავშირის გაერთიანების’’ ცნობით, ხშირი იყო გაერთიანების
წევრობის საფუძველზე შევიწროება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში,

განსაკუთრებით საქართველოს რკინიგზასა და საფოსტო სამსახურში’’.- ეს

ყველაფერი დანაშაულია! https://ge.usembassy.gov/ka/human-rights-


reports-2016-ka/

18
2.2 რასიზმისა და პოლიტიკური არატოლერანტობის
ფსიქოლოგია

როგორც Federiko და luks აღნიშნავენ „რასიზმი განაგრძობს მნიშვნელოვანი


როლის შესრულებას არა მარტო ინდივიდების ცხოვრების ფორმირებაში,
არამედ ის განაპირობებს მათ სოციალურ და პოლიტიკურ ატიტუდებს“. ეს
თვალსაზრისი ჭეშმარიტებას წარმოადგენს ამერიკისთვის, ევროპისათვის და
მსოფლიოს უდიდესი ნაწილისათვის. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ
პოლიტიკური ფსიქოლოგები დიდი ხნის მანძილზე გამოხატავდნენ
დაინტერესებას ეკვლიათ რასობრივი პრეჯიდუსების საფუძვლები. რის
ნიადაგზე ახდენს კეთილგონიერი, ნორმალური, ფსიქოლოგიურად ჯანსაღი
ინდივიდი აშკარად თუ ფარულად სხვა ინდივიდის ან მთელი ჯგუფის
დისკრიმინაციას მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მას განსხვავებული
კანის ფერი გააჩნია?! ეს არის სოციალური და პოლიტიკური
ფსიქოლოგიისათვის, თუ არა მთლიანად სოციალური მეცნიერებისათვის, ერთ-
ერთი უდიდესი თავსატეხი. შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ ბევრს
მიუმართავს ამდენად ფართედ გავრცელებული ფენომენის მიზეზების
შესწავლისათვის.

როგორც სუზან ფისკე აღნიშნავს, უდიდესი წილი რასიზმზე, ცრურწმენებზე და


დისკრიმინაციაზე ჩატარებული კვლევებისა მოდის შეერთებულ შტატებზე. იმის
გამო,რომ საუკუნეების მანძილზე ერთ ერში ხდებოდა დრამატული,
ჰეტეროგენული იმიგრაციული პროცესები, ამან გამოიწვია ამერიკაში
ეთნიკური საკიტხების წინა პლანზე წამოწევა, უფრო მეტად ვიდრე სხვაგან“ –
ამბობს ფისკე, თუმცა აღნიშნავს, რომ იმ თეორიებს, რომლებიც ამერიკაში
რასიზმის ასახსნელად გამოიყენებოდა, ევროპულ პოლიტიკაში
პრეჯიდუსებთან მიმართებაში იყენებდნენ. ფაქტობრივად, ამ თავში
წარმოდგენილი თეორიების უმეტესობის გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერ
რეგიონშია შესაძლებელი, სადაც კონკრეტულ ქვეყანაში არსებობს
მნიშვნელოვანი რასობრივი და ეთნიკური განსხვავებები.

19
რასიმზმისა და რასობრივი დაძაბულობის განვითარების ასახსნელად
თეორიების განსაცვიფრებელი რაოდენობა არსებობს. შ უძლებელია ყველა
მათგანის აქ განხილვა. ჩვენ შეგვიძლია მათი მთავარი დეტალები მოვხაზოთ.
თეორიების ნაწილს ჩვენ წინა თავებში შევეხეთ, ამდენად მათზე აქ დიდ ხანს არ
შევჩერდებით (რათქმაუნდა ნათელს მოვფენთ როგორ მოხდა მათი
გამოყენება რასიზმთან მიმართებაში). რამდენადაც ჯგუფებს შორის
კონფლიქტი მრავალი ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, წინა თავში
განხოლული თეორიების დიდი ნაწილი შეიძლება გამოვიყენოთ რასობრივი
დისკრიმინაციის ასახსნელადაც. გარდა ამისა არსებობს ისეთი სპეციფიური
თეორიები,რომლებიც შეიქმნა რასიზმისა და პრეჯიდუსების ექსკლუზიურად
ამერიკის კონტექსტში ასახსნელად. ფისკეს აზრით, ყველა ეს თეორია
შეიძლება დაიყოს ინდივიდუალური და კონტექსტუალური დონის თეორიებად.
ფისკეს მიერ გამოყენებული ეს ტერმინები უფრო ფართე გაგებით, შეიძლება
მოვიაზროთ დისპოზიციონინისტური და სიტუაციონისტური მიდგომების
ალტერნატიულ ტერმინებად. ჩვენს მიერ განხილული სხვა პოლიტკური
ფენომენების მსგავსად,რასიზმი შ ეიძლება წარმოადგენდეს როგორც
რწმენების ან კონკრეტული ინდივიდების დისპოზიციების შედეგს, ასევე იმ
სიტუაციური ფაქტორების პროდუქტს, რომლებიც გარკვეული სახის
წახალისებით ან სხვა საშუალებებით ახდენდენენ რასისტული ქცევის
ფორმირებას.

3. არის თუ არა რასიზმისა და დისკრიმინაციის


პრობლემა საქართველოში
რასიზმის პრობლემა არის ყველგან და სამწუხაროდ გამონაკლისი არც
საქართველოა.ამის მიუხედავად, ქართული მედიის ნაწილი ხშირად თემას
ზედაპირულად და არასწორი მიმართულებით აშუქებს. საკითხზე სასაუბროდ
არაკომპეტენტურ სტუმრებს იწვევს და შესაბამისად აუდიტორიას ვერ
სთავაზობს არგუმენტირებულ მსჯელობას. მეტიც, ხანდახან ჟურნალისტებს
უჭირთ გაუმკლავდენენ გადაცემის მონაწილეს, რომლის სტერეოტიპული
დამოკიდებულებები, დიდი ალბათობით, წინასწარაც იცოდნენ.
საქართველოში ძირითადად ანტითურქული, ანტიირანული, ანტიარაბული და
ანტიინდური განწყობებია.

რასიზმი და დისკრიმინაცია, საქართველოშიც, როგორც სხვა ქვეყნებში


აქტუალური პრობლემა. ამას არაერთი წყარო და სტატისტიკა გვიმტკიცებს.

3.1 ფაქტები და სტატისტიკური მონაცემები

როგორ გრძნობენ თავს საქართველოში განსხვავებული რასის ადამიანები ,


მართალია თუ არა გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ხშირად სერვისის
მომწოდებლები მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, არის თუ არა მათ მიმართ
აგრესია.http://www.tabula.ge/ge/tv/teorema/82377-rasizmis-problema-saqartveloshi

20
რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციასა და დანაშაულზე სახელმწიფოს მხრიდან
რეაგირების შესწავლის მიზნით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების
ინსტიტუტმა შესაბამისი უწყებებიდან
საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.
მიღებული ინფორმაცია ასახავს, რასობრივი ნიშნით ჩადენილ რამდენ
დანაშაულზე აწარმოა გამოძიება სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებამ და
რამდენი პირის მიმართ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა 2014-
2018 წლებში. ასევე, რასობრივი შეუწყნარებლობით მოტივირებული
დანაშაულის რამდენი საქმე განიხილეს სასამართლოებმა.

3.2 როგორ უნდა აღმოიხვრას რასიზმის და


დისკრიმინაციის პრობლემა
და ეფექტური ხერხები

რასიზმის აღმოფხვრის სხვადასხვა ხერხები არსებობს. ჩემი აზრით,


ყველაზე დიდ გავლენას ფილმები ახდენს. ფაქტებზე დაყრდნობით ბევრი
რასისტული ფილმი გამოსულა, რომლებმაც შეძლლო ბევრი
ადამიანისთვის გულის აჩუყება და პროტესტის გაჩენა მათში. ეს ერთ-
ერთი ეფექტური ხერხია რომ შემცირდეს დისკრიმინაცია და რასიზმი.
მეორე რაც შეიძლება რო ეფექტურ გზად ჩავთვალოთ ეს არის ის, რომ
იყოს მძიმე დანაშაული ადამინზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და
მკაცრან დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ფერად კანიანებზე ან
განსხვავებულ ადამიანებზე ფიზიკურად ან დსიქოლოგიურად ძალადობს.
ერთ-ერთი მძიმე შემთხვევაა ის, როდესაც ქვეყნის მმართველი,
პოლიტიკოსი ან ნებისმიერი მთავარი პირი რასისტია. ჩემი აზრით,
პოლიტიკას და მედიას დიდი გავლენა აქვს ხალხე და ვფირობ, რომ
წარმოსადეგი ადამიანი რომელზეც შენი მომევალია დამოკიდებული, არ
უნდა იყოს რასისტი და უნდა იყოს დისკრიმინაციის წინააღმდეგი.

21
დასკვნა

რასიზმი და დისკრიმინაცია ერთ-ერთი დიდი დანაშაულია, რომელზეც


აუცილებელია რეაგირება.
ვფიქრობ, ბევრი მაგალითი წყარო თუ სტატისტიკური მონაცემები მოვიყვანე,
რომლებშიც ნათლად ჩანს პრობლემის მნიშვნელობა. კითხვა იყო ‘’ არის თუ
არა შესაძლებელი პრობლემის ცოტა მაინც შემცირება თუ გავითვალისწინებთ
საკითხის ისტორიას?’’ რომ გადახედოთ მაგალითებს და ისტორიას ძალიან
ბევრია, მაგრამ არსებობს ძალიან კარგი ხერხები, რომლებიც დაეხმარება
ხალხს დაძლიონ ეს პრობლემა თუ რათქმაუნდა ინფორმირებულები იქნებიან
რამდენად დიდი და მწვავე პრობლემაა ეს.

ბიბლიოგრაფია

22
http://dalma.news/ge/rasizmi-kahttp://dalma.news/ge/rasizmi-kartulad-tu-
stereotipebis-ngreva/rtulad-tu-stereotipebis-ngreva/ (24.12.2019)
http://tdi.ge/ge/statement/tdi-rasobrivi-sheucqnareblobis-paktis-shesaxeb
(24.12.2019)

https://women.ge/ka/news/newsfeed/139/სახალხო
(24.12.2019)
https://women.ge/ka/news/newsfeed/139/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae
%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%ae%e1%83%9d
%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%aa
%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90
%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a0%e1%8
(24.12.2019)
http://tdi.ge/ge/news/643-rasobrivi-diskriminaciis-braldebit-shss-m-piri-

daakava (24.12.2019)

იხ. სტატია ვიტალი საფაროვის მკვლელობის შესახებ, 30.09.2018,


https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/79388/tbilisshi25-tslis-bichi-mokles
[ბოლო ნახვა: 24.12.2019].
http://tdi.ge/ ge/news/585-ara-pobias-cevri-organizaciebis-gancxadeba-aprikel-studentebze-
tavdasxmis-gamoziebis იხ. სტატია: „ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატი
ეხმაურება „ამხანაგური მატჩის“ ინიციატივას“, https://www./
იხ. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება https://bit.ly/2Bivr22 .
იხ. TDI-ს განცხადება თბილისის მერის განცხადებების თაობაზე,
http://tdi.ge/ge/statement/tdi-kaxa-kalazisiniciativasa-da-gancxadebebs-exmaureba და
პლატფორმის „არა ფობიას!“ განცხადება, http://
tdi.ge/ge/news/585-ara-pobias-cevri-organizaciebis-gancxadeba-aprikel-studentebze-
tavdasxmis-gamoziebis (24.12.2019)
http://tdi.ge/sites/default/files/tdi_angarishi_rasobrivi_diskriminacia_ucxoelebis_uplebebi.pdf
(24.12.2019)
https://www.mediachecker.ge/ka/analizi/article/51327 (24.12.2019)
https://www.radiotavisuplhttps//www.radiotavisupleba.ge/a/29557321.htmle
ba.ge/a/29557321.html
შეფასება-http://tdi.ge/ge/statement/koalicia-tanascorobistvis-mariam-jashis-diskriminaciul-
gancxadebas-exmianeba

23
http://tdi.ge/ge/statement/koalicia-tanascorobistvis-mariam-jashis-diskriminaciul-
gancxadebas-exmianeba
https://ge.usembassy.gov/ka/human-rights-reports-2016-ka/
(24.12.2019)
http://www.tabula.ge/ge/tv/teorema/82377-rasizmis-problema-saqartveloshi (24.12.2019)

24

You might also like