Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ლანდშაფტური განვითარების

ქალაქგეგმარებითი ასპექტები

სიმწვანის განვითარება

ავტორი ნიკოლოზ კვირიკაშვილი


ბოლო რამდენიმე ათწლეულია, მსოფლიოს ეკოლოგთა ერთ-ერთ უმთავრეს
საზრუნავს, ე.წ. ფოთლოვანი არეალების გაზრდის საკითხი წარმოადგენს.
უკანასკნელი ოცი  წელია, დედამიწის მჭიდროდ დასახლებული ადგილების
გამწვანების პროცესის დადებითობის ტენდენცია გამოიკვეთა. ამ საქმეში
უდიდეს როლს ჩინეთი ასრულებს გამწვანების 17.8%-იანი მაჩვენებლით, მას
ინდოეთი მოჰყვება 11.1%-ით, შემდეგ ადგილებს კი ევროკავშირის სხვადასხვა
ქვეყანა იკავებს, რომელთა ზრდადი გამწვანების მაჩვენებელი 7.78%-ია.

მწვანე საფარის ზრდის სტატისტიკის უმთავრეს ფაქტორს სოფლის მეურნეობის


დარგების განვითარება წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ქალაქების 
სიმწვანის დეფიციტის პრობლემა კვლავ აქტუალური გამოწვევაა. გამწვანების
მაჩვენებლის გაზრდის მიუხედავად, ჰაერის დაბინძურების კუთხით, ყველაზე
საგანგაშო მონაცემებით, აქაც ჩინეთი და ინდოეთი ლიდერობენ.

მსოფლიოს გარშემო სიმწვანის ხელშეწყობისთვის, მრავალი სხვადასხვაგვარი


აქტივობა ხორციელდება მზარდი მსოფლიო მოსახლეობისა და ურბანიზაციის
პირობებში უსაფრთხო, გაუმჯობესებული და მდგრადი ქალაქების შექმნა მწვანე
დღის წესრიგის სათავეშია. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეს მისია შეიტანა მდგრადი განვითარების


17 მიზანს შორის, რომლებიც ერთად ქმნის საერთო გეგმას მსოფლიოს წინაშე
არსებული გამოწვევების ერთიანად გამკლავების მიზნით.
გამწვანების ინიციატივის ავტორები ხშირად მუნიციპალური სამსახურები
არიან, მაგრამ ძირითად და მამოძრავებელ პროცესებს მაინც თავად
მცხოვრებლები განაგებენ.ევროპულ ქვეყნებში მოსახლეობა ხშირად მიმართავს
„სახლის ბაღების“ მოწყობის ხერხს, რაც საცხოვრებელ სახლში საკვები
პროდუქციის მოყვანას გულისხმობს. 

ქალაქის გამწვანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდს, ე.წ. „მწვანე


სახურავების“ მოწყობა წარმოადგენს. ეს შედარებით ახალი ტენდენციაა,
რომელიც განიხილება ეკოლოგიური უსაფრთხოების ზომების განხორციელების
ინოვაციურ წყაროდ. ისეთ ადგილებში, სადაც მიწაზე განთავსებული სივრცეები
ათვისებულია, ხოლო გამწვანებისთვის განკუთვნილი ადგილები ცემენტსა და
ბეტონს აქვს დაკავებული, სახურავი მიწაზე მდებარე ტერიტორიის შესანიშნავ
ალტერნატივას წარმოადგენს.

გარდა ესთეტიკური სილამაზისა, ეს მეთოდი ჰაერის ჟანგბადით გამდიდრებას


უწყობს ხელს და საუკეთესო გამოსავალია მჭიდროდ დაგეგმარებული
დასახლებებისათვის. „მწვანე სახურავების“ იდეა მიზნად ისახავს
მრავალბინიანი კორპუსების (და არამარტო მათ) სახურავებზე მცირე ზომის
მწვანე სივრცეების0 მოწყობას.

აუცილებელი და მნიშვნელოვანია  მდგრადი ქალაქებისა და დასახლებების


უზრუნველყოფა, რათა ხელი შევუწყოთ ეკო-მეგობრული ურბანული
დასახლებების შექმნასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას. ზემოთ
ჩამოთვლილი პროექტები მხოლოდ ნაწილია მდგრადი ურბანიზაციისა, ამიტომ
საჭიროა უფრო მეტი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის
განხორციელება აღნიშნული მიზნის მისაღწევად. აუცილებელია, მსოფლიო
მოსახლეობამ შექმნას უფრო მდგრადი, ეკო-მეგობრული და კომფორტული
საცხოვრებელი არეალები, რათა არ გაწყდეს კავშირი ბუნებასა და ადამიანს
შორის.

გამოყენებული წყაროები:
 www.weforum.org/agenda/2020/09/cities-sustainability-innovation-
global-goals/
 theconversation.com/people-love-the-idea-of-20-minute-
neighbourhoods-so-why-isnt-it-top-of-the-agenda-131193
 www.forbes.com/sites/carltonreid/2020/04/30/au-revoir-les-automobiles-
paris-to-close-major-boulevard-to-cars/?sh=3785c3879b0c

You might also like