Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 12

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №17
2014 წლის 3 იანვარი ქ.თბილისი

გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების


თაობაზე

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის


მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე:
მუხლი 1
დამტკიცდეს:
ა) საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის
ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტი (დანართი 1);
ბ) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი
(დანართი 2);
გ) ტექნიკური რეგლამენტი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით
დამაბინძურებელი საქმიანობებისთვის (დანართი 3);
დ) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების
ფორმა (დანართი №4); (22.05.2018 N 244)
ე) საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურების ტექნიკური
რეგლამენტი (დანართი №5). (10.03.2015 N 105)
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს
„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

დანართი 1

საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების


ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების
ტექნიკური რეგლამენტი
1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ყველა იმ საწარმოო და არასაწარმოო
ობიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის
ობიექტებში ჩაშვებას და რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოსდაცვით
გადაწყვეტილებას. (22.01.2018 N22)
2. საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის
ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტი დგინდება ჩამდინარე წყალში შესაბამისი
ინგრედიენტისათვის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის განსაზღვრით და
მდგომარეობს შემდეგში:

ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია


ინგრედიენტი ჩამდინარე წყალში
შეწონილი ნაწილაკები 60 მგ/ლ
ჟბმ (ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება) 25 მგ 02/ლ
ჟქმ (ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება) 125 მგ 02/ლ
საერთო ფოსფორი 2 მგ/ლ
ნავთობპროდუქტები* 5,0 მგ/ლ
საერთო აზოტი 15 მგ/ლ
დეტერგენტები (სზან) 2,0 მგ/ლ
ცხიმები 5 მგ/ლ
ფენოლები 0,1 მგ/ლ
ქრომი (Cr+6)* 0,1მგ/ლ
ნიკელი (Ni+2)* 1,0 მგ/ლ
თუთია (Zn+2)* 4,0მგ/ლ
ტყვია (Pb+2)* 1,0 მგ/ლ
კალა (Sn+2)* 2,0 მგ/ლ
რკინა საერთო* 2,0 მგ/ლ
სპილენძი (Cu+2)* 3,0 მგ/ლ
ფორმალდეჰიდი 0,05 მგ/ლ
pH 6,5-8,5
ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ტემპერატურამ
არ უნდა მოიმატოს 50 C მეტად ზედაპირული
წყლის ობიექტის ბოლო 10 წლის
ტემპერატურა
განმავლობაში ყველაზე ცხელი თვის წყლის
საშუალოთვიურ ტემპერატურასთან
შედარებით

3. მე-2 პუნქტში მოყვანილ ცხრილში ნიშანი - *-ით აღნიშნული ინგრედიენტების


ჩაშვევის პირობები არ ვრცელდება იმ წყალმოსარგებლეებზე (პროფილისა და წარმადობის
მიუხედავად), რომელთა ჩამდინარე წყლები ჩაედინება ზედაპირული წყლის ობიექტში ან
წყლის ობიექტის გარკვეულ მონაკვეთზე, რომელიც განსაზღვრულია როგორც დაცული
ზონა, ანუ რომელიც:
ა) განკუთვნილია წყალაღებისთვის მოსახლეობის წყალმომარაგების მიზნით;
ბ) განკუთვნილია ეკონომიკურად მნიშვნელოვანი წყლის მობინადრეების
სახეობების დაცვისათვის;
გ) განკუთვნილია მოსახლეობის დასვენებისათვის.
4. მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყალმოსარგებლე ვალდებულია
ჩამდინარე წყლის ხარისხი მოიყვანოს შესაბამისობაში კანონმდებლობით დადგენილ
ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ
კონცენტრაციებთან.
5. ზედაპირული წყლის ობიექტებში არ შეიძლება ჩაშვებულ იქნეს ისეთი
დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომელთათვისაც არ არის დადგენილი ზედაპირული
წყლის ობიექტებში ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები, ან არ არსებობს
ანალიტიკური კვლევის მეთოდები.
6. ზედაპირული წყლის ობიექტებში დაუშვებელია გაუწმენდავი ან არასაკმარისად
გაწმენდილი და ინფექციური დაავადებების გამომწვევების შემცველი ჩამდინარე წყლების
ჩაშვება.
7. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
(22.05.2018 N 244)

დანართი №2 (22.05.2018 N 244)

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი

1. ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ყოველი ამოღებისას ცალკეული


წყალმოსარგებლე − ფიზიკური ან იურიდიული პირი, თუ იგი ახორციელებს სსიპ −
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის − საქსტატის 2016 წლის 28 ივლისის
№10 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით“
განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ
საქმიანობას და რომლის საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების
შეფასებას, ვალდებულია, შეიმუშაოს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების
ტექნიკური პირობების პროექტი, რომელსაც ითანხმებს საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
სამმართველოს უფროსი. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო
ინფორმაციას შეთანხმებული „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების
ტექნიკური პირობების“ თაობაზე აწვდის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს.
2. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების
შეთანხმების ვალდებულება აგრეთვე ვრცელდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების
(გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, გარემოსდაცვითი ნებართვის, ეკოლოგიური
ექსპერტიზის დასკვნის) მფლობელ პირზე, რომელსაც საქმიანობაზე გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების (გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, გარემოსდაცვითი ნებართვის,
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) გაცემის შემდგომ ეცვლება წყალაღების პირობები
ან ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღება ისე, რომ არ იცვლება
საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგია ან/და ექსპლუატაციის პირობები.
3. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობები
დგინდება არა უმეტეს 5 წლის ვადით, ზედაპირული წყლის ობიექტის ჰიდროლოგიური
პარამეტრების, წყალმოსარგებლის საქმიანობის სფეროსა და გამოყენებული წყლის
ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვების პირობების გათვალისწინებით.
4. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების ფორმა
განსაზღვრულია დანართ №4-ით.
5. საკუთრების ნებისმიერი ფორმით არსებული წყალსამეურნეო სისტემიდან წყლის
ამოღების პირობები განისაზღვრება აღნიშნული სისტემის მფლობელთან შეთანხმებით.
6. უფლებამოსილ პირთან ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების
შეთანხმებული ტექნიკური პირობები გაუქმებულად ჩაითვლება ტექნიკური პირობების
მოქმედების ვადის გასვლის ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 პუნქტით
გათვალისწინებული გარემოებების/პირობების არსებობის შემთხვევაში.
7. შეთანხმებული ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური
პირობების გაუქმების საფუძველია:
ა) წყალმოსარგებლის შესაბამისი წერილობითი მიმართვა;
ბ) თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის მიერ ინსპექტირებისას დადგინდა, რომ ადგილზე არსებული ფაქტობრივი
მდგომარეობა არ შეესაბამება წყალმოსარგებლის მიერ ზედაპირული წყლის ობიექტიდან
წყლის ამოღების ტექნიკური პირობების შეთანხმებისას წარდგენილ ინფორმაციას,
კერძოდ, შეცვლილია წყლის აღების წერტილი ან/და გაზრდილია ამოღებული წყლის
ოდენობა;
გ) წყალმოსარგებლის მოთხოვნის შემთხვევაში − თუ ხდება ამოღებული წყლის
ოდენობის გაზრდა ან/და წყალაღების წერტილის შეცვლა.
8. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
უფლებამოსილი პირის მიერ ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების
ტექნიკური პირობების გაუქმების შესახებ წყალმოსარგებლეს უნდა ეცნობოს 10 სამუშაო
დღის ვადაში.
9. წყალმოსარგებლის მიერ ობიექტის გასხვისების ან სარგებლობაში გადაცემის
შემთხვევაში, ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების
მფლობელმა ობიექტის გასხვისებიდან ან სარგებლობაში გადაცემიდან არა უგვიანეს 10
დღის ვადაში აღნიშნულის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ზედაპირული წყლის
ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების შეთანხმებაზე უფლებამოსილ პირს.

დანართი 3 (22.01.2018 N22)

ტექნიკური რეგლამენტი

ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი


საქმიანობებისთვის

1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელ


ყველა საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება სტაციონარული ობიექტის მეშვეობით,
გარდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებისა.
2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი იმ
საქმიანობისთვის, რომელიც ხორციელდება სტაციონარული ობიექტის მეშვეობით და
რომელიც არ ექვემდებარება გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, სავალდებულოა
შემუშავდეს „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ
მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში“, გარდა
„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6
იანვრის №42 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 41 მუხლით
განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტებისა.
3. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სტაციონარული
ობიექტის ინსპექტირებისას მავნე ნივთიერებათა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების
ფაქტობრივი მნიშვნელობები განისაზღვრება ინსტრუმენტული გაზომვის ან/და
საანგარიშო მეთოდის საფუძველზე, „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან
ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის
ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ
ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური
გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების
სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ
ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31
დეკემბრის №435 დადგენილების შესაბამისად და მიღებული შედეგები შეედარება
„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ
გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში“ წარმოდგენილ
შესაბამის მონაცემებს.
4. „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების
ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური
რეგლამენტის 41 მუხლით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელი
ობიექტებისთვის, რომლებიც განთავისუფლებულები არიან „ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა
ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის“ შემუშავებისგან და აგრეთვე იმ
ობიექტებისთვის, რომლებსაც ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის თანახმად
ესაჭიროებათ, მაგრამ არ აქვთ შემუშავებული ეს დოკუმენტი, ტექნიკური რეგლამენტით
დგინდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სტაციონარული
ობიექტის ცალკეულ გაფრქვევის წყაროში (მილში) მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის
მაქსიმალური მნიშვნელობები, რომლებიც უნდა შედარდეს ინსტრუმენტული გაზომვის
ან/და საანგარიშო მეთოდის შედეგად მიღებულ შესაბამის მნიშვნელობებს.
5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ცალკეულ
გაფრქვევის მილში მავნე ნივთიერების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობა (Cმ,მგ/მ3)
გაფრქვევის მილის სიმაღლის (H,მ), გაფრქვევის მილის დიამეტრის (D,მ) და მავნე
ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაციისგან (Cკ,მგ/მ3) დამოკიდებულებით
განისაზღვრება ფორმულით
Cმ=30Cკ(H+D)/D,
სადაც მავნე ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელობა (Cკ,) აიღება
ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით:
მავნე ნივთიერების
მავნე ნივთიერების დასახელება და მისი ქიმიური ფორმულა მაქსიმალური
კონცენტრაცია, მგ/მ3
არაორგანული მტვერი, გოგირდის დიოქსიდი SO2 0,5
ჭვარტლი (ნახშირბადი შავი) C 0,15
აზოტის დიოქსიდი NO2 0,2
ნახშირბადის ოქსიდი CO, ეთილის სპირტი (ეთანოლი) C2H6O 5,0
ნახშირწყალბადები (ჯამურად) CxHy, მეთილის სპირტი (მეთანოლი)
1,0
CH4O
ვანადიუმის ხუთჟანგი (დი-ვანადიუმ-პენდოქსიდი) V2O5, სპილენძის
0,002
ოქსიდი CuO
ბენზოლი C6H6 1,5
ტოლუოლი C7H8 0,6
ამიაკი NH3, ქსილოლი C8H10, ქლორწყალბადმჟავა
0,2
(ჰიდროქლორიდი)HCI, ძმარმჟავა C2H4O2
გოგირდწყალბადი H2S 0,008
კალას ოქსიდი SnO და კალას დიოქსიდი SnO2, მოლიბდენი Mo და მისი
0,02
ნაერთები MoA, ფტორწყალბადი (ჰიდროფტორიდი)HF
თუთიის ოქსიდი ZnO 0,05
ფორმალდეჰიდი CH2O 0,035
დარიშხანი As და მისი ნაერთები AsA 0,003
ალუმინის ოქსიდი AI2O3, მანგანუმი Mn და მისი ნაერთები MnA,
ფენოლი C6H6O, ციანწყალბადმჟავა (ჰიდროციანიდი) HCN 0,01
ვერცხლისწყალი Hg და მისი ნაერთები HgA, კადმიუმის ნაერთები CdA 0,0003
ქრომის (VI)-ის ნაერთები CrA 0,0015
ბენზაპირენი C20H12 0,000001
აზოტმჟავა HNO3, მაგნიუმის ოქსიდი MgO 0,4
აცეტონი (პროპან-2-ონი) C3H6O 0,35
სკიპიდარი 2,0
გოგირდმჟავა H2SO4 0,3
ეთილმერკაპტანი (ეთანთიოლი) C2H6S, ბუნებრივი მერკაპტანების
0,00005
ნარევი
მეთილმერკაპტანი (მეთანთიოლი) CH4S 0,0001
რკინის ოქსიდი Fe2O3, FeO 0,04
ტყვია Pb და მისი ნაერთები PbA, ნიკელი Ni და ნიკელის ოქსიდი NiO,
კობალტის ოქსიდი CoO

6. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ სტაციონარულ ობიექტში რამდენიმე


გაფრქვევის მილის არსებობის შემთხვევაში და ამავე დროს ორი ან ორზე მეტი მათგანიდან
ერთი და იმავე სახეობის მავნე ნივთიერების გაფრქვევისას, მე-5 პუნქტის თანახმად,
ცალკეულ გაფრქვევის მილში განსაზღვრული მავნე ნივთიერების გაფრქვევის
მაქსიმალური მნიშვნელობა მცირდება იმდენჯერ, რამდენი გაფრქვევის მილიცაა იმავე
სახეობის მავნე ნივთიერების გაფრქვევით სტაციონარულ ობიექტში.
7. ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი საქმიანობა – ხის ნახშირის წარმოება
დასაშვებია შემდეგი პირობების დაცვით: (30.08.2019 N 419)
ა) ხის ნახშირის წარმოება შეიძლება განხორციელდეს სტაციონარულ ობიექტში
(დანადგარში);
ბ) გაფრქვევის წყაროს სიმაღლე მიწის ზედაპირიდან უნდა იყოს არანაკლებ 5
მეტრისა, ხოლო გაფრქვევის მილის სიმაღლე – არანაკლებ 2 მეტრისა;
გ) სტაციონარული ობიექტის (დანადგარის) დაშორება საცხოვრებელი სახლებისა და
საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებიდან, ასევე პარკებიდან,
სკვერებიდან ან/და ბაღებიდან უნდა იყოს არანაკლებ 300 მეტრისა.
8. მე-7 პუნქტის „ა“ – „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების
დარღვევის შემთხვევაში, ხის ნახშირის სტაციონარული ობიექტის (დანადგარის)
საქმიანობა ექვემდებარება შეჩერებას, ამ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანამდე.
(30.08.2019 N 419)

დანართი №4 (22.05.2018 N 244)

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების ფორმა

შეთანხმებულია

________________________________________

________________________________________
(უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)

______________________________
(უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)

რეგისტრაციის №----

„______“ „_____________“ 20____ წ.

პირობების მოქმედების ვადა ____________ 20____ წლამდე

ივსება სამინისტროს მიერ


ტექნიკური პირობები

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღებაზე

20___ 20___ წლების პერიოდისათვის

წყალმოსარგებლის დასახელება: ___________________________________________

წყალმოსარგებლის იურიდიული მისამართი და ტელეფონის ნომერი:

___________________________________________________________________________

საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივი ადგილმდებარეობა, მისამართი:

____________________________________________________________________________

წყალსარგებლობის მიზანი: -----____________________________________________

გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა წელიწადში (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

_______________________________________________

სამუშაო დღეების რაოდენობა/წელიწადში:__________________________________

სამუშაო საათების რაოდენობა/დღეში: ______________________________________

ზედაპირული წყლის ობიექტი, საიდანაც ხდება წყლის ამოღება __________________

წყლის ამოღების წერტილი (GPS კოორდინატები): _____________________________

ამოღებული წყლის რაოდენობა: __________________________________________

ათასი კუბ.მ
სულ
იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი
წელიწადში

ზედაპირული წყლის ობიექტი, სადაც ხდება გამოყენებული წყლის ჩაშვება: _______

________________________________________________________________________

ჩაშვების წერტილი (GPS კოორდინატები): ____________________________


ჩაშვებული წყლის რაოდენობა: ___________________________________ათასი კუბ.მ
სულ
იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი
წელიწადში

წყალმოსარგებლე ობიექტის პასუხისმგებელი პირი

------------------------------------------- --------------------------------------------------
(თანამდებობა) (სახელი და გვარი)

„-----------“ „---------------------------------“ 20---წ.

-------------------------------------------
(ხელმოწერა)

ბ.ა.

დანართი №5 (10.03.2015 N 105)

საქართველოში ბალასტური წყლების მართვის


პროცედურების ტექნიკური რეგლამენტი

1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, შავი ზღვის წყლებში წყლის მავნე და


პათოგენური ორგანიზმების მოხვედრის მინიმუმამდე დაყვანისათვის საქართველოს შიდა
საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და
კონტინენტურ შელფზე გემებიდან ბალასტური წყლების მართვის პროცედურებისა და
პროცესების განსაზღვრა.
2. ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იზოლირებული ბალასტური წყლები – ბალასტური წყლები, რომლებიც
მიღებულია საწვავისა და ტვირთის სისტემისაგან სრულად იზოლირებულ, გადასატანად
გამიზნულ გემის ტანკში (ტანკებში);
ბ) ბალასტური წყლები – წყლები, რომლებიც გადააქვს გემს და რომელთა
დანიშნულებას წარმოადგენს გემის წონასწორობის, სიმყარისა და კონსტრუქციული
მთლიანობის შენარჩუნება, განსაკუთრებით, როდესაც გემი არ არის დატვირთული;
გ) თავისუფალი პრაქტიკის მიღება – გემის მიერ საბაჟო, სანიტარიული და
სასაზღვრო კონტროლის გავლა;
დ) ,,ყვავილობა“ - ფიტოპლანქტონის მასიური განვითარება.
3. ტერმინებს, რომლებიც ამ დანართში არ არის განმარტებული, აქვს საქართველოს
საზღვაო კოდექსით, საქართველოს სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით, ასევე,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
4. გემის კაპიტანი, რომელსაც გემზე გააჩნია იზოლირებული ბალასტური წყლები
და საქართველოს ნავსადგურებში მიემართება სატვირთო ოპერაციების ჩასატარებლად,
ვალდებულია, გემის მომსახურე სააგენტო კომპანიის მეშვეობით, აცნობოს ნავსადგურის
კაპიტნის სამსახურს გემზე არსებული ბალასტური წყლების რაოდენობა და წარუდგინოს
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის A-868(20) რეზოლუციის №1 დამატებითა და სხვა
შესაბამისი რეზოლუციებით გათვალისწინებული ,,ბალასტური წყლების შეტყობინების
ფორმა“.
5. ღია ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების გამოცვლისას, საქართველოს
ნავსადგურებში მომავალმა გემებმა უნდა მოახდინონ ბალასტური წყლების შეცვლა
საქართველოს სანაპიროებიდან 50-მილიან ზონაში შემოსვლამდე, სადაც სიღრმეები არ
უნდა იყოს 200 მეტრზე ნაკლები.
6. ტანკერს, რომელსაც გადააქვს იზოლირებული ბალასტური წყლები, უნდა
გააჩნდეს იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის გეგმა, წყლის მავნე და
პათოგენური ორგანიზმების გადატანის მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველსაყოფად.
გეგმის დანიშნულებაა, იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის პროცედურების
უსაფრთხო და ეფექტური უზრუნველყოფა.
7. იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის გეგმა უნდა იყოს ჩართული გემის
ექსპლუატაციის დოკუმენტაციაში, ითვალისწინებდეს გემიდან იზოლირებული
ბალასტური წყლების ჩაშვების ან ჩაბარების პროცედურებს, მონაცემებს მათ
დასამუშავებელ მოწყობილობებზე, სინჯების აღების წერტილების კოორდინატებს და
სხვა.
8. იზოლირებული ბალასტური წყლების აღებისას ან ჩაშვებისას რეგისტრირდება:
წყლის აღების თარიღი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, გემის ტანკები,
იზოლირებული ბალასტური წყლის ტემპერატურა და მარილიანობა, ასევე ჩატვირთული
ან ჩაშვებული იზოლირებული ბალასტური წყლის რაოდენობა.
9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური (შემდგომში – კონვენციური
სამსახური) გემის ინსპექტირების დროს ვალდებულია, გადაამოწმოს ამ დანართის მე-8
პუნქტში აღნიშნული მონაცემები. (22.01.2018 N22)
10. თუ საქართველოს ნავსადგურებში მომავალი გემი ამ რეგლამენტით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ ასრულებს უამინდობის, ზღვის მდგომარეობის ან
რაიმე სხვა მიზეზის გამო, კაპიტანი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ
კონვენციურ სამსახურს და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და
კონტროლის სამსახურს.
11. გემების მიერ იზოლირებული ბალასტური წყლების მიღებისას უნდა გატარდეს
ღონისძიებები წყლის პოტენციურად მავნე და პათოგენური ორგანიზმების და იმ ლექების
მიღების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შეიცავენ ასეთ ორგანიზმებს. იზოლირებული
ბალასტური წყლის მიღება მინიმუმადე უნდა იქნეს დაყვანილი, ან შესაძლებლობის
შემთხვევაში, გამორიცხული ზღვის ისეთ რაიონებში,სადაც წყლის მავნე და პათოგენური
ორგანიზმების პოპულაციების უეცარი მასიური გამოვლენა ან წყლის ყვავილობა
შეიმჩნევა, ასევე, ჩამდინარე წყლების ჩაშვების წერტილების, ან ფსკერდამაღრმავებელი
სამუშაოების წარმოების სიახლოვეს, ან თხელწყლიან ადგილებში და ისეთ შემთხვევებში,
როდესაც წევის ხრახნმა შეიძლება გამოიწვიოს ფსკერული ლექის დაძვრა.
12. იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის გეგმის თანახმად,
იზოლირებული ბალასტური წყლების ტანკების გაწმენდა, ლექის მოცილების მიზნით,
ტარდება ღია ზღვაში, შესაძლებლობის შემთხვევაში, ხოლო ნავსადგურში –
კონტროლირებად პირობებში ან მშრალ დოკზე.
13. გემის მიერ უსაფრთხო სატვირთო ოპერაციების გასაადვილებლად, ერთსა და
იმავე ნავსადგურში იზოლირებული ბალასტური წყლის მიღების და ჩაშვების
აუცილებლობის შემთხვევაში, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი სხვა ნავსადგურში
აღებული ზედმეტი იზოლირებული ბალასტური წყლის ჩაშვება.
14. იზოლირებული ბალასტური წყლის შეცვლის ან მისი დამუშავების
შეუძლებლობის შემთხვევაში, იზოლირებული ბალასტური წყლები ინახება ტანკებში,
ხოლო თუ შენახვა შეუძლებელია, გემმა საგანგებო სიტუაციებში უნდა ჩაუშვას
იზოლირებული ბალასტური წყლის მინიმალურად აუცილებელი მოცულობა
ნავსადგურის კაპიტნის თანხმობით და კონვენციური სამსახურის ზედამხედველობით.
15. ნავსადგურში შემოსული გემი უფლებამოსილია, ნავსადგურის სათანადო
ტერმინალის სამსახურის მიერ იზოლირებული ბალასტური წყლების და ლექების
მიმღები ნაგებობების შეთავაზების შემთხვევაში, გამოიყენოს ამგვარი ნაგებობები.
16. იზოლირებული ბალასტური წყლების მართვის პროცედურები აუცილებლად
უნდა იყოს ეფექტური და ასევე, ეკოლოგიურად უსაფრთხო, პრაქტიკულად
განხორციელებადი და მიმართული გემის შეყოვნებისა და დანახარჯების მინიმუმამდე
დასაყვანად.
17. საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურებთან დაკავშირებით,
სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს საზღვაო კოდექსის, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“,
„წყლის შესახებ“ და „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების
რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად,
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციისა და მარეგულირებელი ფუნქციების
განხორციელება;
ბ) ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის საქმიანობის განხორცილება საერთაშორისო
საზღვაო ორგანიზაციის A 787(19) და A882(21) რეზოლუციების საფუძველზე;
გ) გემის ეკიპაჟის წევრების ცოდნის დონის შემოწმება;
დ) ნაოსნობის უსაფრთხოების წესების მოთხოვნა ზღვაში ბალასტური წყლების
შეცვლის პროცესში;
ე) ინფორმაციის მიღება-გადაცემა დაინტერესებული სამსახურებისათვის;
ვ) ნავსადგურში შემავალი გემისათვის, ბალასტური წყლების მართვასთან
დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ, დეტალური მონაცემების წარდგენა.
18. საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურებთან დაკავშირებით,
საქართველოს საზღვაო ნავსადგურის ფუნქციებია:
ა) „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ შესაბამისად, შემოსული გემების ტანკებიდან
ბალასტის ლექის ეკოლოგიურად უსაფრთხო მოცილების შესაძლებლობის
უზრუნველყოფა მიმღები და გადამამუშავებელი ნაგებობებით;
ბ) ბალასტური წყლის მიღებისათვის, შენობა-ნაგებობათა გამოყოფა და გაწმენდის
ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
გ) გემებისათვის ინფორმაციის წარდგენა ბალასტის შეცვლის ალტერნატიული
ზონების ადგილმდებარეობებისა და მათი გამოყენების პირობების შესახებ, აგრეთვე
საგანგებო სიტუაციებისას ნავსადგურში განსახორციელებელი ნებისმიერი სხვა
ღონისძიების შესახებ.
19. საქართველოში ბალასტური წყლების მართვის პროცედურებთან დაკავშირებით,
კონვენციური სამსახურის ფუნქციებია:
ა) ბალასტური წყლების ზღვაში ჩაშვებასა და მართვაზე სახელმწიფო კონტროლი.
გემებიდან და ბალასტური წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან საქართველოს შიდა
საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ წყლებში, ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ
შელფზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული,
ბალასტთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმის დარღვევისას, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა,
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ სარჩელის სასამართლოში წარდგენა,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან ერთად;
ბ) ბალასტური წყლების და ლექების სინჯების აღება, ასევე, ლაბორატორიული
ანალიზების ჩატარება;
გ) კვლევების ჩატარების მიზნით, სინჯების აღების შესახებ, შესაძლებლად მოკლე
ვადაში აცნობოს გემის ხელმძღვანელობას;
დ) აცნობოს გემის კაპიტანს, ან პასუხისმგებელ პირს, სინჯის აღების მიზანი
(ბალასტური წყლებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა,
მონიტორინგი, მეცნიერული კვლევა და სხვა); ანალიზების შედეგები წარუდგინოს გემის
კაპიტანს მისი მოთხოვნის საფუძველზე.
20. ბალასტური წყლების და ლექების სინჯების აღების, ასევე, ლაბორატორიული
ანალიზების ჩატარების წარმოებისას გემის შეჩერება-შეყოვნების ვადები მინიმუმამდე
უნდა იქნეს დაყვანილი.
21. გემის კაპიტანი ვალდებულია, გაუწიოს გონივრული დახმარება სინჯის აღების
პროცედურებს, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს მეთაურთა და რიგითი
შემადგენლობის პირების, ჩანაწერების და სხვა დაწვრილებითი ცნობების წარდგენას,
ბალასტური სისტემების და სინჯების აღების წერტილების განლაგების შესახებ
ინფორმაციას.
22. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება სამხედრო და
სამხედრო-სატრანსპორტო დანიშნულების გემებზე. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების
არეალია საქართველოს შიდა საზღვაო წყლები, მიმდებარე ზონა, ტერიტორიული წყლები,
ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი.
23. ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

You might also like