Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

34.

ფეოდალიზმი საქართველოში
ქართლის სამეფო 1ს. აქტიურად ჩაერთო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. მას მჭიდრო
ურთიერთობა ჰქონდა რომის იმპერიასთან და ირანის სახელმქიფოსთან. ეს ზემოქმედებას
ახდენდა მოსახლეობის საზოგადოებრივ განვითარებაზე. ეკონომიკის განვითარებისათვის დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა იმას რომ სამუშაო იარაღის გაუმჯობესება, განსაკუთრებით რკინის იარაღის
გავრცელება. სულ უფრო ვითარდებოდა მეორნეობის დარგები: მებაღეობა-მევენახეობა, სარწყავი
მიწათმოქმედება, სელის მოყვანა-დამუშავება, მესაქონლეობა, მეცხვარეობა.
მეურნეობის გაფართოება და ახალი დარგების დანერგვა ისეთ მუშახელს მოითხოვდა
რომელიც შემდგომში შრომის შედეგებით და მოსავლიანობის გაზრდით დააინტერესებდა. მაგრამ
ასეთ ინტერესს ვერც მონა ვერც თავისუფალი და ვერც მეთემე ვერ იჩენდა. მონას აიძულებდნენ
მუშაობას და მოსვლიდან თითქმის არაფერს არ აძლევდნენ. მეთემე მხოლოდ თავისი ოჯახის
გამოკვებაზე იყო.
საქართველოში ბარის მიწათმოქმედი მოსახლეობა შედგებოდა:
1.თავისუფალ მიწათმოქმედი - ჯერ კიდე ითვლებოდნენ სასოფლო თემებში და ასევე სამხედრო
ძალაში (ერი)
2.ქვეყნის მიწათმოქმედი - სამეფო გვარისადმი დაქვემდებარებული მეთემეები. (ლაოები,სამეფო
მონები)
3.სასოფლო-სამეურნეო - წარმოებაში ნაწილობრივ ჩართული მონები.
მიწის მოყვანა-დამუშავების განვითარება მოითხოვდა მიწის უფრო ინტენსიურ დამუშავებას,
ამისთვის აუცილებელი იყო მიწის მრავალწლიანი მემკვიდრეობითი მფლობელობა. მეურნე-
მეთემე წინააღმდეგია იმის რომ მისი დამუშავებული მიწა ხელახლა გადაანაწილონ ეს კი თემური
მფლობელობისათვის აუცილებელი პირობა იყო. თანდათან იშლება საერთო-თემური
მიწათმფლობელობა. თემის დაშლის შედეგად ოჯახებს შრის ქონებრივი განსხვავება გამოკვეთილ
ხასიათს იღებს. გამოეყო ეკონომკურად დაწინაურებული ფენა, რომელიც მეურნეობას უფრო
უნარიანად წარმართავდა და მდიდრდებოდა, დიდი ნაწილი კი მეფის საგადასახადო გადახდას
ვერ აუდიოდა. ამის გამო უწევდა მეურნეობის შეწყვეტა. მეთემე თანდათან ღარიბდებოდა და
იძულებული იყო შემორჩენილი მიწაც გაეყიდა. ეს მიწა ყოფილ თანამეთებეს ეუფლებოდა.
გაღარიბებული მეთემე ვერც სამხედრო სამუშაოს ასრულებდა რადგან ახალი საომარი იარაღი
ძვირი იყო და მისი შეძენა მხოლოდ შეძლებული პირებს შეეძლოთ. ჯარიც ძირითადად ასეთი
პირებისგან შედგებოდა. ერთგული სამსახურისთვის მეფე მათ ბევრ შეღავათს უკეთებდა .
ათავისუფლებდა გადასახადებისგან, ასაჩუქრებდა მიწის ნაკვეთით. ასე იქმნებოდა
პრივილეგირებული მიწათმფლობელთა ფენა, აზნაურები. +
ცალკეულ ერისგანა დაწინაურება ისე არ შეიძლებოდა უმრავლესობის გაღარიბება რომ არ
გამოეწვია. სასოფლო თემის დაშლა და მიწაზე კერძო საკუთრების შემოსვლა ამ პროცესს
გულისხმობდა. წარმოიქმნა 1. ეკონომიკურად შეძლებული და პოლიტიკურად დაწინაურებული
ფენა, 2.მიწადაკარგული ეკონომიკურად შევიწროებული, სრულიად არაფრის მქონე ფენა.
თავიანთი არსებობის შენარცუნებისთვის იძულებულნი იყყვნენ მიემართათ აზნაურ-
წარჩინებულებს და მათ მფარველობაში შესულიყვნენ. გლეხი მიწას ამუშავებს ხოლო აზნაური
დაკავებული სამხედრო და საოჯახო საქმიანობით.
ფეოდალური ურთიერთობის ჩანასახი შედგებოდა სხვადასხვა გზითდამორჩილებული
თემებისგან,მათ თავისუფალი ეკონომიკური განვითარება შეზღუდული ჰქონდათ ამიტომაც მათში
დიდხანს შემორჩა მმართველობის ტრადიციები და თემური მიწათმფლობელობა.
ფეოდალურად დამოკიდებული მიწათმოქმედთა ფენის წარმოქმნის ერთერთი გზა იყო
ყოფილი მონების და სამხედრო ტყვეების მიწაზე დასმა. ეს ნაყოფიერებასაც ზრდიდა და ხელს
უწყობდა უფრო პროგრესიულ და შემოსავლიანი დარგების ინტენსიურ დამუშავებას .
ერისგან გამოყოფილი და დაწინაურებული აზნაურები პროფესიონალურ სამხედრო ძალას
ქმნიან და მათი მთავარი საქმიანობა ლაშქრობა იყო. აზნაურთა ცალკე წამომადგენლები მაღალ
სამხედრო და და სამოქალაქო თანამდებობაზე წინაურდებიან. ისინი ერთგული სამსახურის
სამაგიეროდ მეფისგან იღებენ მიწებს ზედ მსხდომი დამოკიდუბული მეთემეებით. აზნაურები
ქმნიან „დიდაზნაურთა ფენას“. ისინი ხელთ იგდებენ ერისთავის, პიტიახშის, ციხისთავის და სხვა
თანამდებობებს. იქვემდებარებენ ერისგანებს და სხვა უფრო წვრილ აზნაურებსაც ასე ნელ ნელა
წარმოიქმნება ფეოდალური იერარქია.
მოხდა გლეხების მიწებზე მიბმა, მათ საცხოვრბელი ადგლის გამოცვლის უფლება არ
ჰქონდათ. მას შეიძლებოდა ჰქონოდა თავისი ყანა, ბაღ-ვენახი, სახლი. იგი ასევე ვალდებული იყო
დავისი დამუშავებული მიწიდან მოსვლიდან გადაეხადა ბატონისთვის ბეგარა.
ფეოდალები აშენებდნენ ციხესიმაგრეებს. და ცდილობდნენ მოწინააღმდეგი მიწების
დაუფლებას. ზპგჯერ ძლიერი სუსტს იქვემდებარებდა და მათ შორის პატონყმური ურთიერთობა
მყარდებოდა.
დავით აღმაშენებლის პერიოდში მოხდა ფეოდალები დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფების
ჩახშობა. მისი ჩამოყალიბებული ჯარი შეადგენდა მეფის ერთგულ წვრილ და საშუალო აზნაურებს.
ამ პერიოდში განხორციელებულმა რეფორმებმა საქართველო ერთ-ერთი უძლიერეს ფეოდალურ
სახელმწიფოდ იქცა.
საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობებს და მიწისფლობელობას დიდ ზიანს აყენებდა
მომთაბარეთა შემოსევები.

You might also like