Camellia

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

იაპონური კამელია

კამელია (ლათ. Camellia) - ჩაისებრთა ოჯახის წარმომადგენელი


მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც 80-ზე მეტ სახეობას
აერთიანებს და ძირითადად, აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში,
ინდოჩინეთის ნახევარკუნძულებზე, კორეაში, იაპონიაში, ინდონეზიასა
და ფილიპინებშია გავრცელებული.
კამელიას სახელწოდება მორავიელი ფარმაცევტისა და მღვდელმსახურის
გ.ი. კამელიუსის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც მე-18 საუკუნის მეორე
ნახევარში პირველმა შემოიტანა ეს ულამაზესი მცენარე ევროპაში.
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია  იაპონური კამელია   და მისი ჰიბრიდული ფორმები,
რომლებიც ბუჩქის ან მომცრო ზომის ხის სახით იზრდება და აქტიურად მოჰყავთ როგორც ღია
გრუნტში, ისე ოთახებსა და ორანჟერეებში.
იაპონურ კამელიას ხასხასა მწვანე, პრიალა, ტყავისებური და გვერდებში დაკბილული ფოთლები აქვს,
ყვავილები კი ფორმით ვარდს, პიონს, ზოგჯერ მიხაკსაც წააგავს და შეიძლება იყოს წითელი,
ვარდისფერი ან თეთრი ფერის. არსებობს ასევე ჭრელ და ყვითელყვავილიანი ველური სახეობები.
ოთახის პირობებში იაპონური კამელია 1 მ-ზე მაღალი არ იზრდება, ხოლო მთელი მისი ხიბლი ის არის,
რომ მთელი ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში შეუსვენებლად ყვავის.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონური კამელია სინათლის მოყვარული მცენარეა, მზის პირდაპირი სხივები
არ უყვარს. ამიტომ უმჯობესია, კარგად განათებულ ადგილას მოათავსოთ, დღის ცხელ მონაკვეთში კი
თხელი ფარდით მოუჩრდილოთ.
ზაფხულში ოპტიმალური ტემპერატურა 20-250C-ია, ზამთარში კი გაცილებით დაბალი ტემპერატურა
ურჩევნია - საკმარისია, ოთახში, სადაც კამელია დგას, თერმომეტრი მაქსიმუმ 120C -ს აჩვენებდეს.
აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ მცენარეს შემინულ ვერანდაზე ან ორანჟერეაში
გამოაზამთრებთ.იაპონურ კამელიას გადარგვა იშვიათად - 2-3 წელიწადში ერთხელ სჭირდება.
ოთახის მცენარეების უმრავლესობისგან განსხვავებით, ის არა გაზაფხულზე, არამედ ზამთრის
დასაწყისში უნდა გადაირგას.
მცენარეს ნაკლებად მჟავე რეაქციის, ფხვიერი და კარგად წყალგამტარი ნიადაგი მოსწონს.
კარგი იქნება, ჩვეულებრივ მიწაში ცოტაოდენი ტორფი, ქვიშა და ფოთლოვანი მიწა გადაურიოთ

You might also like