Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

პროფესიული დეფორმაცია

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის შესახებ მსჯელობისას ერთ-ერთი


მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია პროფესიული დეფორმაცია, რადგან ის
მასწავლებლებისთვის თავიანთი საქმიანობის შესრულებისას ერთ-ერთ
საყურადღებო საფრთხეს წარმოადგენს. პროფესიული დეფორმაცია მეს
დესტრუქციულ ცვლილებებს გულისხმობს. იგი მოიცავს ცვლილებებს
პროდუქტულობაში, პერსონალურ სტრუქტურებსა და მახასიათებლებში და რაც
ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ცვლილებები გამოწვეულია უშუალოდ პროფესიული
გარემოსა და პირობების ზეგავლენით (Mikhailova, 2017). პროფესიული დეფორმაცია
ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს სამუშაოს ეფექტურად შესრულებაზე და ამავე
დროს, უარესდება პიროვნების ინეტრპერსონალური ურთიერთობები სამსახურში
და მის მიღმაც. პროფესიული დეფორმაციის დროს ცვლილებები ვლინდება არა
მხოლოდ პერსონალურ მახასიათებლებსა და მის ბაზისურ სტრუქტურებში, არამედ
ქცევაში, კოგნიტურ სფეროში, კომუნიკაციის მეთოდებში, ღირებულებებში,
პიროვნების ხასიათსა და აღქმაში - სტერეოტიპების გამოვლენის თვალსაზრისით
(Polyakova, 2014). აღნიშნული ფენომენი განიხილება, როგორც ფსიქოლოგირო
დაცვის მექანიზმიც (Skhrlptdna, T.P. and Selezneva, Yu. V.C. 2017).

პროფესიული დეფორმაციის შესახებ სხვადასხვა ავტორები მსჯელობენ,


როგორც დასავლეთში, ისე რუსული ფსიქოლოგიური სკოლის წიაღშიც. მათ შორის
კონსტრუქტის საერთო, შეთანხმებული განმარტება არ არსებობს. სხვადასხვა
მკვლევარები ფენომენის განსხვავებულ სტრუქტურას გვთავაზობენ, თუმცა,
მთლიანობაში, პროფესიული დეფორმაცია გაიგება, როგორც პიროვნულ ბაზისურ
სტრუქტურებში ცვლილებები, რაც ვლინდება პიროვნების აღქმასა და ქცევაში,
სამსახურებრივი მოვალეობების დაბალი ხარისხით შესრულებაში, პროფესიული
განვითარების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლის გართულებაში, შეძენილი
პროფესიული უნარების შესუსტებასა და ფსიქო-სოციალური ორიენტაციის
დაკარგვაში, რაც აუცილებლად პროფესიის სპეციფიკაციით გამოწვეულ მიზეზებს
უკავშირდება. აღნიშნული ფენომენი პროფესიული გარემოს და პირობების
ზეგავლენის გარდა, ასევე, დაკავშირებულია საქმიანობის ხანგძლივობასთან.
(Polyakova, 2014). საქმიანობის ძირითადი მახასიათებელი, რომელიც შესაძლოა
პროფესიული დეფორმაციის გამომწვევ ფაქტორებად მივიჩნიოთ, არის ინტენსიური
ინტერპერსონალური ურთიერთობები, რომელიც გადატვირთულია ემოციური
კომპონენტით. მსგავს პროფესიებში ექიმის, პოლიციელის, ჯარისკაცის და სხვა
საქმიანობების გვერდით შედის მასწავლებლის პროფესიაც.

დასავლელი ავტორებიდან რამდენიმე მკვლევარი პროფესიულ დეფორმაციას


ემოციური გადაწვის პარადგიმის ჭრილში განიხილავს (Polyakova, 2014), რადგან
ფსიქო-ემოციური გადაღლა აღნიშნული ფენომენისთვის ერთ-ერთი ძირითადი
დამახასიათებელი ნიშანია. ამ თვალსაზრისით საინტერსო შრომას გვთავაზობს
რუსეთის განათლების აკადემიის ფსიქოლოგიისა და ასაკის ფსიქოლოგიის
დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და ასოცირებული პროფესორი ოლგა
პოლიაკოვა (polyakova, 2014). მისი კვლევა მიზნად ისახავს პროფესიული
დეფორმაციის სტრუქტურის თეორიულ ანალიზს და ფენომენის იმ
არაერთგვაროვანი გაგების გამოვლენას, რომელიც დღეს სფეროში არსებობს, რუს და
დასავლელ ავტორებზე დაყრდნობით. პოლიაკოვა ამ განსხვავებების
საილუსტრაციოდ გვთავაზობს სხვადასხვა ავტორების მოდელებს, რომლებშიც
აღწერილია აღნიშნული ფენომენის სტრუქტურა და ძირითადი მახასიათებლები.
ამერიკელი მკვლევარები ხაზს უსვამენ საკითხს იმის შესახებ, რომ პროფესიული
დეფორმაციის უფრო ფართო კონცეპტში უნდა მოვიაზროთ ემოციური გადაწვა. მათ
შრომებზე დაყრდნობით, მენტალური გადაწვა საერთოა მხოლოდ ისეთი
პროფესიებისთვის, რომლებიც უკავშირდება პიროვნებებს შორის ურთიერთობებს
და აღნიშნული, გამაერთიანებელი და ფუნდამეტური მოტივი, ავტორების აზრით,
ნაწილობრივ აგვარებს და წყვეტს ფენომენის შესახებ დისპუტს. თავად ტერმინი
მენტალური გადაწვა 1970-იან წლებში დასავლურ ფსიქოლოგიაში დაინერგა და
დღეს ეს პრობლემა ფართოდაა შესწავლილი პოროფესიული სტრესის კონტექსტში.
გადაწვა, ფართო გაგებით, წარმოგვიდგება, როგორც ხანგძლივი სტრესული რეაქცია,
რომელიც აღმოცენდება საშუალო ინტენსივობის გრძელვადიანი პროფესიული
სტრესის შედეგად. თავად ტერმინი მენტალური გადაწვა 1974 წელს იყო
განმარტებული ფროინდენბერგერის მიერ, როგორც გადაღლის მდგომარეობა,
რომელსაც თან ახლავს უსარგებლობის განცდა. ასევე, ავტორი ფენომენს
ახასიათებდა, როგორც ჯანმრთელი ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომერეობას, რაც
გამოწვეულია მათ მიერ ახლო და ინტენსიური ურთიერთობით ადამიანებთან, რასაც
თან ახლავს ემოციური დატვირთვა, რომელიც, თავის მხრივ, გაჯერებულია მათი
მხრიდან პროფესიული დახმარების გაწევის ვალდებულებებით. აღნიშნული
მიმართების გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ სხვა დასავლელი ავტორების
ხედვა, რომლის მიხედვით, ემოციური გადაწვა პროფესიული დეფორმაციის ერთ-
ერთი მოდელის პარადიგმის ჭრილში განიხილება. ამ კუთხით, საინტერესოა
სამგანზომილებიანი მიდგომა, რომელიც მოიცავს პროფესიული დეფორმაციის სამ
ელემენტს.

 ემოციური და/ან ფიზიკური გამოფიტვა - ემოციური გადაღლა, სიცარიელის


განცდა და ძველებური, ადრინდელი ენთუზიაზმით მუშაობის შეუძლებლობა.
 დეპერსონალიზაცია - ნეგატიური დამოკიდებულება იმ ადამიანებთან,
რომლებთანაც პიროვნებას უწევს პროფესიული ურთიერთობა (კლიენტები,
პაციენტები)...
 შემცირებული სამუშაო პროდუქტულობა, როგორც დაბალი თვითშეფასების
და ზოგადად, ნეგატიური თვითაღქმის შედეგი, რაც წინ უძღვის
ფსიქოლოგიურ დეზადაპტაციას - ახალი პროფესიული მოთხოვნების
დინამიურად მიდევნების შეუძლებლობას.
ავტორი, აგრეთვე, გვთავაზობს დასავლელი მკვლევარის ზირის საინტერესო
მსჯელობას (Polyakova, 2014), რომლის მიხედვით, ყველა პროფესიას თავისი
სირთულეები ახლავს. ზირი ახასიათებს იმ ნიშნებს, რომელიც პროფესიული
საქმიანობის დროს სირთულეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, შესაძლოა,
სწორედ პროფესიული დეფორმაციის მანიფესტირებად წარმოგვიდგეს.

 ზოგადი პროფესიული დეფორმაცია. იგი ვლინდება ისეთი ადამიანების


უმეტესობასთან, რომელთაც მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება
აქვთ. ასეთი პროფესული დეფრომაციის ხარისხი იცვლება ადამიანის,
პროფესიების და სამუშაოს დატვირთვის მიხედვით. ზოგადი პროფესიული
დეფრომაციის მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ ექიმების უპიროვნო
დამოკიდებულებები პაციენტების ტანჯვის მიმართ, ან სამართალდამცავი
ორგანოების წარმომადგენელთა ასოციალური დამოკიდებულებები -
ადამიანების, პოტენციურ დამნაშავეებად აღქმა.
 სპეციალური პროფესიული დეფორმაცია. აღნიშნული კატეგორია მოიცავს
პროფესიების სპეციფიკაციებს. მაგალითად, კრიმინალის გამომძიებელთა
აგრესიული ქცევა, პროკურორების დანაშაულის გრძნობა, ქირურგების
ცინიზმი და ძიძების ინდიფერენტულობა.
 ტიპოლოგიური პროფესიული დეფორმაცია. აღნიშნული კატეგორია
გამოწვეულია ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მახასიათებლების
(ტემპერამენტი, შესაძლებლობები, თვისებები) და სხვადასხვა
სამსახურებრივი და პროფესიული არასაიმედო აქტივობების
ერთობლიობით, ტიპოლოგიური პროფესიული დეფორმაციის მაგალითებად
შეგვიძლია მივიჩნიოთ პროფესიული ორიენტაციის დეფორმაცია,
პიროვნული ღირებულებების გადაფასება და პესიმიზმი, ინოვაციების
მიმართ შფოთვა, განდიდების მანია, არაადეკვატურად მაღალი
მოლოდინები, გადაჭარბებული თვითშეფასება, ნარცისიზმი, დომიმანტობა,
ინდიფერენტულობა და ბევრი სხვა.
 ინდივიდუალიზებული პროფესიული დეფორმაცია. იგი მოიცავს
პერსონალურ მახასიათებლებს, რომელსაც ადამიანი იძენს მრავალწლიანი
პროფესიული საქმიანობის ზეგავლენით, როდესაც პროფესიის მიერ
მოთხოვნილი თვისებების გაშინაგნება ხდება და დამახასიათებელია
პასუხისმგებლობისა და პატიოსნების გადაჭარბებულად მაღალი განცდა,
არაადეკვატურად ბევრი მუშაობა, აგრეთვე, გადაჭარბებული პროფესიული
ენთუზიაზმი და სხვა...

ამავე ავტორის (Polyakova, 2014), ამჯერად უკვე სხვა ნაშრომში კი განხილულია


აღნიშნული ფენომენის განმარტების შესახებ რუსული და დასავლური
ფსიქოლოგიური სკოლების ხედვები, რომლის მიხედვით, პიროვნების
პროფესიული დეფორმაცია წარმოადგენს კოგნიტურ პროცესებში, პერსონალურ
მახასიათებლებში, ქცევაში, კომუნიკაციის მეთოდებში, ღირებულებებსა და
აღქმაში ცვლილებების ჯამს, რომელიც გამოწვეულია პროფესიული გარემოსა
და პირობების გავლენით. ამავე დროს, მნიშვნელოვანი ფაქტორია პროფესიაში
მოღვაწეობის დრო. ავტორი მსჯელობს იმის შესახებ, რომ ხანგძლივი დროით ერთი
და იმავე საქმიანობის განხორციელება ნეგატიურად აისახება სამუშოს
პროდუქტულობაზე, ასევე, აღმოცენდება არასახარბიელო პროფესიული თვისებები
და უარყოფითი ეფექტები პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, მენტალურ
სტრუქტურებსა და პერსონალურ მახასიათბლებში. ავტორს მოჰყავს რუსი
მკველვარის მარკოვას ექვსი რისკ ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია
პროფესიულ განვითარებასთან:

 ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია და გამოწვეულია


ასაკით;
 გრძელვადიანი ფსიქოლოგიური სტრესი, რომელსაც საფუძვლად უდევს
ნეგატიური სამუშაო პირობები;
 კრიზისი პროფესიულ განვითარებაში;
 სამუშაოს მონოტონურობა, მის მიმართ ინტერესის დაკარგვა, დაბალი
პროდუქტულობა მენტალურ შესაძლებლობებსა და კოგნიტურ აქტივობაში,
ყურადღების ხანგძლივობის სიმცირე და მუდმივი გადაღლის სინდრომი;
 პროფესიული დაღლა - დროებითი შესუსტება ფიზიკურ და კოგნიტურ
პროდუქტულობაში, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ინტერნალური
რესურსების ამოწურვისა და სისტემაში არსებულ მოთხოვნებთან
შეუთავსებლობის შედეგს;
 პროფესიული დეფორმაცია.
სწორედ ამ უკანასკნელი ფენომენის შესახებ რუს და დასავლელ ფსიქოლოგებთან
არსებულ მსჯელობებს აჯამებს ზირი (Polyakova, 2014). ოლგა პოლიაკოვა თავის
კვლევაში აღნიშნული ავტორის მსჯელობებს გვთავაზობს, რომელიც მიხედვით,
ზირი მიუთითებს, რომ შრომის ფსიქოლოგია მძლავრად მოიცავს პროფესიულ
ეფექტურობასა და სიმტკიცეს, ასაკთან დაკავშირებულ საკითხებს და სტრესს,
რომელიც გამოწვეულია მწირი სამუშაო პირობებით. იგი მსჯელობს იმის შესახებ,
რომ პროფესიული საქმიანობის დროს ადამიანი არა მხოლოდ იძენს გარკვეულ
თვისებებს, არამედ კარგავს კიდეც მათ. პროფესიული წარუმატებლობა შესაძლოა
დავინახოთ და განვიხილოთ, მთლიანობაში, ან ნაწილობრივ, როგორც
შეუთავსებლობა და მოქნილობის სიმწირე იმ კოგნიტური უნარებისა და
პერსონალური მახასიათებლების, რომლებიც საჭიროა სპეციფიკური პროფესიული
აქტივობების განსახორციელებლად. ავტორის მსჯელობა მოიცავს კონსტრუქტის
იმგვარ გაგებას, რომელზე დაყრდნობითაც, პროფესიული დეგრადაცია
წარმოგვიდგება უკუსვლად, დეზადაპტაციად, პროფესიული განვითარების
შეფერხებად და პროფესიის მიერ მოთხოვნილი ხარისხისა და უნარების დაკარგვის
ფორმად. თავად ნაშრომის ავტორი, პოლიაკოვა კი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი
საქმიანობის განმავლობაში ადამიანები გადიან პროფესიული დესტრუქციის
გარკვეულ ეტაპებს. ტერმინ დესტრუქციას კი ავტორი განმარტავს, როგორც
ნორმალური სტრუქტურიდან პათოლოგიურ გადახრას. სწორედ ამგვარ გადახრად
შეგვიძლია მივიჩნიოთ პროფესიული დეფორმაცია, იგივე, პროფესიული
დისჰარმონია, რომელიც ზემოთაღნიშნულ მახასაითებლებთნ ერთად, მძლავრად
უკავშირდება სოციალურ დეპრივაციას, რაც ბუნებრივია სოციალური და
ფსიქოლოგიური ორიენტაციის დაკარგვას მოიცავს.
აღნიშნული თემატიკის დასავლელი მკვლევარებისაგან განსხვავებით,
რომელთა ნაწილი პროფესიული დეფორმაციის შესახებ ემოციური გადაწვის
კონტექსტში მსჯელობს და ფენომენს სწორედ გადაღლის სინდრომის
განზომილელებებში განიხილავს, რუსი ავტორი ოლგა მიხაილოვა (Mikhailova, 2017)
თავის ნაშრომში „მასწავლებლის პროფესიული დეფორმაცია - პრევენციის მიზნით
დიაგნოსტიკური სტარტეგიებისა და კორექციული ტექნიკების თვალთახედვიდან“
წერს იმის შესახებ, რომ პროფესიული დეფორმაციისა და გადაწვის
ურთიერთკავშირისა და ინტერაქციის მახასიათებლები ჯერ კიდევ არ არის
განსაზღვრული. ამავე დროს, ავტორი მსჯელობს იმის თაობაზე, რომ თავად
კონსტრუქტის შესწავლა არაა ბოლომდე ამოწურული. დეფორმაციის განვითარების
ფსიქოლოგიური ბუნება, მისი დონეეების და დინამიკის გამოვლენა, ამ პროცესის
ინტენსივობაზე ეფექტის მქონე ფაქტორების იდენტიფიცირება და დამოუკიდებელ
კორექციულ მართვაზე დესტრუქციული ზემოქმედების მქონე სპეციფიკაციები
დღესდღეობით წარმოგვიდგება პრაქტიკული ფსიქოლოგიისთვის უმნიშვნელოვანეს
საკითხებად.
სოციო-ეკონომიკურ პროცესებში პროფესიული დეფორმაციის შესახებ
ანალიზს ვხვდებით პოლონელ ავტორთან, რომელიც თავის სტატიაში აღნიშნული
ფენომენის ტენდენციების, დინამიკისა და მანიფესტირების რისკების შესახებ
მსჯელობს (Vinra, Z. 123-135, 2015). სხვა ავტორების მსგავსად, პოლონელი
მკვლევარიც პროფესიული დეფორმაციის მაღალი რისკის მქონე პროფესიებად
მოიხსენიებს იმგვარ პროფესიულ აქტივობებს, რომლებშიც ინტერპერსონალური
ურთიერთობები ძირითადი და წამყვანია. სტატიაში ვკითხულობთ ჩამონათვალს,
რომელიც პროფესიული დეფორმაციის გამოვლინებების სხვადასხვა ფორმებს
მოიცავს:
 დემონსტარციულობა - გადაჭარბბეული ემოციურობა; თვითპრეზენტაცია;
კოლექტივში ადმინისტრაციული თვითასერტულობა; საკუთარი
უპირატესობების დემონსტრირება.
 პროფესიული დოგმატიზმი - სწრაფვა პროფესიული დავალებებისა და
სიტუაციების გამარტივებისკენ; სოციო-ფსიქოლოგიური ცოდნის იგნორირება;
გადაჭარბებული ფოკუსირება პერსონალურ გამოცდილებაზე.
 მბრძანებლობა - საკუთრი ფუნქციების გადაჭარბება; წესებისა და
გაიდლაინებისაკენ სწრაფვა; სიმკაცრე და იმპერატიულობა.
 პროფესიული ინდიფერენტულობა - ინდიფერენტულობის მანიფესტირება;
ემოციური სიმშრალე და სისასტიკე; კოლეგების ინდივიდუალური
თავისებურებების იგნორირება; ეთიკური ნორმებისა და ქცევის წესების
ნეგატიური აღქმა.
 კონსერვატიზმი - ინოვაციების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება;
განსხვავებული ნაციონალობის და ზოგადად, გასხვავებულობის მამართ
ფრთხილი დამოკიდებულება.
 პროფესიული აგრესიულობა - ვნებიანი დამოკიდებულება ინიციატივის
მიმართ; დამოუკიდებელი მუშაობა; გამოხატული მიდრეკილება
დამადამცირებელი კომენტარებისადმი; თვითშეფასების დაქვეითება.
 როლური ექსპანსიონიზმი - საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ
პრობლემებზე ფიქსაცია; დამრიგებლობითი და კონსერვატიული მსჯელობის
სიჭარბე; პროფესიული ქცევა ინსტიტუციის, ორგანიზაციის ან როფესიული
სფეროს მიღმა.
 სოციალური თვალთმაქცობა - მორალიზაციისადმი მიდრეკილება; საკუთარი
მორალური უცდომელობის რქმენა; ვერბალური არატოლერანტულობა
არანორმატიული ქცევითი ფორმების მიმართ; არაგულწრფელობა გრძნობების
გამოხატვასა და ურთიერთობებში.
 ქცევითი ტრანსფერი - ემოციური რეაქციები და ქცევები; ქცევის
ანტისოციალური ფორმები;
 გადაჭარბებული კონტროლი - სპონტანურობის ჩახშობა; თვიღტექლიზაციის
შეჩერება; კონრტოლი აგრესიით; წესებზე ორიენტირება და სერიოზული
პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება; მაღალი მორალური
ვალდებულებების დაწესება ინტერპერსონალურ ურთიერთობებში.
პედაგოგის საქმიანობას ორმხრივი - ბავშვი-მასწავლებლის ურთიერთგავლენა
ახასიათებს. ერთის მხრივ, მასწავლებელი ზემოქმედებს მოსწავლის მოტივაციასა და
ცოდნის ხარისხზე, ხოლო მეორე მხრივ, თავად ბავშვი ახდენს გავლენას პედაგოგზე,
რამდენადაც იგი ცხოვრობს საკუთარი ლოგიკით, საკუთარ სამყაროში, რომელიც
ხშირად მასწავლებლისთვის შესაძლოა გაუგებარი იყოს და ამავე დროს, იგი
მუდმივად ცვლილებების პროცესშია. ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ცვლილებებია,
რაც უფროსებს გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს. რუსი ავტორის, მოსკვინას
ანალიზის მიხედვით, ეს გამოწვევები, ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით,
შესაძლოა, განსხვავებული იყოს (Moskvina, N. B. 2006) ავტორი ამ კონტექსტში ხაზს
უსვამს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე მასწავლებლების
ემოციურ მხარეს. მისი აზრით, ამ დროს პედაგოგები არიან ემოციური გადაწვის
მაღალი რისკის ქვეშ, სხვადასხვა საჭიროებების და განსაკუთრებით განვითარების
შეფერხების მქონე ბავშებთან მუშაობისთვის საჭიროა დიდი ენერგია, რის გამოც
მასწავლებლები დგებიან აღნიშნული რისკის წინაშე. პროფესიული დეფორმაცია
ნაკლებად ახასიათებთ იმ პედაგოგებს, რომლებიც მუშაობენ „არაორდინალურ“
ბავშვებთან (ნიჭიერი, დევიანტური ქცევის მქონე, ობლები...). მასწავლებლები ამ
დროს უფრო ემპათიურები და კრეატიულები არიან. აღნიშნული თვალსაზრისის
მხარდასაჭერად ავტორი მსჯელობს იმის შესახებ, რომ განსაკუთრებული
საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას მასწავლებლებს უწევთ ძიება და ფიქრი
სხვადასხვა მიდგომებზე, რადგან ასეთ გარემოში მათ მოქმედების კლიშე და
სტერეოტიპული მექანიზმები არ გამოადგებათ.

You might also like