Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

კაპიტალი

გარდა ამისა ეკონომიკური ფორმების ანალიზის დროს არ შეიძლება არც მიკროსკოპის,


არც ქიმიური რეაქტივების გამოყენება. ორივეს მაგივრობა უნდა გასწიოს აბსტრაქციის
ძალამ. მაგრამ შრომის პროდუქტის საქონლის ფორმა, ბურჟუაზიული
საზოგადოებისათვის ეკონომიკური ფორმაა. (4)
თანამედროვე უბედურებასთან ერთად ჩვენ გვტანჯავს მთელი რიგი მემკვიდრეობრივი
ურთიერთობანი, რომელიც იქიდან წარმოსდგებიან, რომ ისევ განაგრძობენ უბადრუკ
არსებობას ძველისძველი, დრომოჭმული წარმოების წესები და მათი შესაბამისი
დროისშეუფერებელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ჩვენ
გვტანჯავენ არა მარტო ცოცხლები არამედ მკვდრებიც. (7)
რამდენადაც იგი კაპიტალისტურ წყობილებას განიხილავს, როგორც საზოგადოებრივი
წარმოების აბსოლუტურ და საბოლოო ფორმას, მას შეუძლია მეცნიერებად დარჩეს
მხოლოდ მანამდე, ვიდრე კლასობრივი ბრძოლა ფარულ მდგომარეობაში რჩება. ან
მხოლოდ ცალკეულ გამოვლინებებში მჟღავნდება.

***
საზოგადოების იმ ფორმაში, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ, სახმარი ღირებულება
იმავე დროს ნივთიერი მატარებელია საცვლელი ღირებულებისა. (51)

საცვლელი ღირებულება უწინარეს ყოვლისა წარმოგვიდგება, როგორც პროპორცია,


რომლის მიხედვით ერთი გვარეობის სახმარი ღირებულება მეორე გვარეობის სახმარ
ღირებულებებზე გაიცვლება, წარმოგვიდგება თანაფარდობად, რომლიც დროისა და
ადგილის მიხედვით მუდმივ იცვლება. (51)

საქონელთა სხეულებრივი თვისებანი მხედველობაში მიიღება საერთოდ მხოლოდ


იმდენად, რამდენადაც ისინი მათ სასარგებლო ნივთებად, მაშასადამე, სახმარ
ღირებულებად ხდიან. მაგრამ მეორე მხრივ, საქონელთა საცვლელ შეფარდებას ნათლად
ახასიათებს სწორედ აბსტრაჰირება მათი სახმარი ღირებულებისაგან. (52)

ერთი გვარეობის საქონელი ისევე კარგია, როგორც მეორე, თუ. მათი საცვლელი
ღირებულება ერთნაირია. არავითარი განსხვავება, ანუ სხვადასხვაობა არ არსებობს იმ
ნივთებს შორის, რომელთაც ტოლი სიდიდის საცვლელი ღირებულება აქვთ. (52)

ამრიგად, სახმარ ღირებულებს, ანუ დოვლათს, ღირებულება მხოლოდ იმიტიმ აქვს, რომ
მასში ადამიანის აბსტრაქტული შრომაა გასაგნობრივებული, ანუ მატერიალიზებული.
როგორღა უნდა გაიზომოს მისი ღირებულების სიდიდე? მასში მოქცეული შრომის,
ღირებულების შემქმნელი სუბსტანციის, რაოდენობით. თვით შრომის რაოდენობა
გაიზომება მისი ხანგრძლივობით, სამუშაო დროით, სამუშაო დროს კი კვლავ თავისი
მასშტაბი აქვს დროის განსაზღვრული ნაწილების სახით, როგორიცაა საათი, დღე და
სხვა.(54)

(55)

როგორც ღირებულებანი, ყველა საქონელი შედედებული სამუშაო დროის


განსაზღვრული რაოდენობაა. (55)

მხოლოდ თავისთავადი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა კერძო შრომის


პროდუქტები უპირისპირდებიან ერთმანეთ საქონლისსახით. (58)

ამიტომ შრომა, როგორც სახმრი ღირებულების შემქმნელი, როგორც სასარგებლო შრომა,


ადამიანის არსებობის პირობას შეადგენს ყოველგვარი საზოგადოებრივი ფორმისგან
დამოუკიდებლად. იგი მარადიული, ბუნებრივი აუცილებლობაა, რომლის მეშვეობითაც
წარმოებს ნივთიერებათა ცვლა ადამიანსა და ბუნებას შორის, ე. ი. თვით ადამიანის
სიცოცხლე. (59)
მაგრამ არსებობა სერთუკის, ტილოსი, საერთოდ ნივთიერი სიმდიდრის ყოველი
ელემენტისა, რომელიც ბუნებაში მზად არ მოიპოვება, მუდამ გამეშვეებული უნდა
ყოფილიყო სპეციალური, მიზანშეწონილად წარმართული მწარმოებლური
მოქმედებით, რომელიც ბუნების გარკვეულ ნივთიერებებს ადამიანის გარკვეულ
მოთხოვნილებებს უფარდებს. (59)

ამრიგად, თუ სახმარი ღირებულულების მიმართ საქონელში განხორციელებულ შრომას


მნიშვნელობა აქვს მხოლოდ თვისებრივად, ღირებულების სიდიდის მიმართ მას
მნიშვნელობა აქვს მხოლოდ რაოდენობრივად, მას შემდეგ, რაც იგი უკვე დაყვანილია
ადამიანის შრომაზე ყოველგვარი შემდგომი თვისებრიობის გარეშე. პირველ
შემთხვევაში საკითხი ეხება იმას, თუ როგორია და რას მნის შრომა, მეორე შემთხვევაში
იმას, თუ რამდენი შრომა იხარჯება და როგორია მისი ხანგრძლივობა. რადგან საქონლის
ღირებულების სიდიდე მასში მოქცეული შრომის რაოდენობას გამოხატავს, ამიტომ
გარკვეული პროპორციით აღებული საქონელი მუდამ ტოლი ღირებულების უნდა
იყვნენ. (62)
ღირებულების შეფარდებითი ფორმა და ეკვივალენტური ფორმა ურთიერთ
თანაკუთვნილი, ურთიერთ განმაპირობებელი, განუყოფელია მომენტებია, მაგრამ ამავე
დროს ურთიერთგამომრიცხავი ანუ დაპირისპირებული კიდურები, ე. ი. ღირებულების
ერთი და იმავე გამოხატულების პოლუსიებია. ისინი მუდამ ნაწილდებიან სხვადასხვა
საქონელთ შორის, რომლებსაც ღირებულების გამოხატულება ერთიეორეს უფარდებს.
მაგალითად, მე არ შემიძლია ტილოს ღირებულება ტილოთვე გამოვხატო. 20 ადლი
ტილო= 20 ადლ ტილოს - ღირებულების გამოხატულებას არ წარმოადგენს. (66)

(83)

,,ნათელი ხდება, რომ. გაცვლა კი არ აწესრიგებს საქონლის ღირებულების სიდიდეს,


არამედ, პირიქით, საქონლის ღირებულების სიდიდე აწესრიგებს მის საცვლელ
შეფარდებას“ (85)

სხვანაირად რომ ვთქვათ, სხვადასხვა კერძო შრომა სინამდვილეში ხორციელდება


როგორც საზოგადოებრივი ერთობლივი შრომის რგოლი იმ ურთიერთობის
საშუალებით, რომელსაც გაცვლა ამყარებს შრომის პროდუქტებს შორის და ამ
უკანასკნელთა მეშვეუობით მწარმოებლებს შორის. ამირტომ ამ უკანასკნელთ მათი
კერძო შრომის საზოგადოებრივი ურთიერთობა ისე როგორც დამდვილად არის, ე. ი.
ეჩვენებათ არა როგორც პიროვნებათა უშუალო საზოგადოებრივი ურთიერთობა თვით
მათს შრორის, არამედ, პირიქით, როგორც პიროვნებათა ნივთობრივი ურთიერთობა და
ნივთთა საზოგადოებრივი ურთიერთობა. (97)
ამიტომ ღირებულების სიდიდის განსაზღვრა სამუშაო დროით არის საიდუმლოება,
რომელიც დაფარულია საქონელთა შეფარდებითი ღირებულების თვალნათლივ
მოძრაობაში. ამ საიდუმლოების აღმოჩენა სპობს ილუზიას, თითქოს შრომის
პროდუქტთა ღირებულების სიდიდით განსაზღვრა წმინდა შემთხვევითი იყოს, მაგრამ
იგი სრულიადაც არ სპობს ღირებულების სიდიდის ნივთობრივ ფორმას. (100)

ეს მხოლოდ თვით ადამიანთა განსაზღვრული საზოგადოებრივი ურთიერთობაა,


რომელიც აქ მათთვის ნივთთა ურთიერთობის ფანტასმაგორულ ფორმას იღებს. (96)
ანალოგი რელიგია

101

You might also like