Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

რა არის საქონელი?

პირველ რიგში საქონელი არის მატერიალური 1 საგანი, ნივთი, რომელიც


აკმაყოფილებს ადამიანის, ბიო-ფიზიკურ ან სულიერ მოთხოვნილებას. არააქვს
მნიშვნელობა იგი პირდაპირ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას, როგორც ადამიანის
საარსებო საშუალება თუ არაპირდაპირი გზით, როგორც წარმოების საშუალება.
საქონელი, როგორც მარქსი აღწერს შეგვიძლია პირველ რიგში ორნაირი თვალსაზრისით
განვიხილოთ. მისი თვისებრიობისა, ნატურალური ფორმით, თუ რა სასარგებლო,
ღირებულებები გააჩნია მას და მეორე, რაოდენობით, რომელიც წონით, ან სხვა
მოცემულობაში გამოხატული ერთეულები საზოგადოებრივი შეთანხმების საფუძველზე
განისაზღვრება. ,,ყოველი ასეთი ნივთი სხვადასხვა თვისების ერთობლიობაა და
ამიტომ სასარგებლო შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრივ“ (მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I
ტომი“. 1954. 50) რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია, მეცნიერება და წინ მიდის
ისტორია, ჩვენთვის ცნობილი ხდება საგნის სხვადასხვა სარგებლიანობის შესახებ.
ხოლო რაც შეეხება რაოდენობრიობას ,,საქონლის საზომთა სხვადასხვაობა
გამომდინარეობს ნაწილობრივ გასაზომი საგნების სხვადასხვა ბუნებიდან, ნაწილობრივ
პირობითი შეთანხმებიდან“ (მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 50).
საქონლის განსაზღვრებისას აღსანიშნავია, რომ ნივთი საქონლად იქცევა იქიდან,
როდესაც იგი დახლზე განთავსდება და სხვა ნივთზე გაიცვლება, შეფარდებით ფორმაში
შევა მასთან. კერძო პირები, რომლებიც საკუთარი შრომით, გონების, კუნთების,
ენერგიის, ნერვების, ხარჯვით ქმნიან ნივთებს, და შემდეგ თავისივე შექმნილ, ან
ბუნებიდან მოპოვებულ პროდუქტებს ერთმანენთს უცვლიან, ზუსტად ამ მიმოცვლის
მომენტში იღებს საქონლის ხასიათს მათი პროდუქტები თუ ნივთები, რასაც გარკვეულ
წილად განსაზღვრავს საზოგადოებრივი წარმოების დონე. ფეოდალური
წესწყობილებისას, როდესაც გლეხი თავისი შრომით მოპოვებულ ხორბალის გარკვეულ
ნაწილს ბატონს აძლევს, ხოლო გარკვეულ ნაწილს სამეათედოს აძლევს, ხორბალი ამ
მომენტში არ იქცევა საქონლად, რადგან არ შედის მასთან ურთიერთობაში სხვა ნივთი
ეკვივალენტური ფორმით. ან, როდესაც ადამიანი საკუთარი ბუნებრივი თუ სულიერი
მოთხოვნილებებისთვის ქმნის, ან მოიპოვებს ფროდუქტს, არც ამ მომენტში არის ეს
საქონელი. 2 პროდუქტი, რომელიც იქმნება სხვისთვის გააჩნია სახმარი ღირებულება და
გაცვლის სახით გადადის ახალი მფლობელის ხელში, იქცევა საქონლად. ,,მხოლოდ
თავისთავადი, ერთიმეორისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა კერძო შრომის
პროდუქტები უპირდაპირდებიან ერთმანეთს საქონლის სახით.“ (მარქს,
კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 58)

1
საქონელი ასევე შეიძლება იყოს არამატერიალურიც. მაგალითად ადამიანის გონებრივი
შესაძლებლობები, რომელიც მას ბაზარზე გააქვს და ყიდის. ესეთები არიან მასწავლებლები,
მწვრთნელები, ლექტორები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, და კიდებ ბევრი სხვა.
2
თუ ნივთი არ შედის ურთიერთობაში მეორე ნივთთან და ეს ორი ნივთი ერთმანეთს არ
უპირისპირდებიან როგორც შეფარდებითი და ეკვივალენტური ფორმა ისინი არ იღებენ საქონლის სახეს.
ა) საქონლის სახმარი ღირებულება
საქონელს ასევე გააჩნია ორი ბუნება. სახმარი ღირებულება და საცვლელი
ღირებულება. ჯერ შევეცდები პირველი განვმარტო შემდეგ მეორეზე
გადავალ. ,,საზოგადოების იმ ფორმაში, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ, სახმარი
ღირებულება იმავე დროს ნივთიერი მატარებელია საცვლელი ღირებულებისა.“ (მარქს,
კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 51) გარდა იმისა, რომ საქონელს გააჩნია თავისი
ნატურალური ბუნებიდან გამომდინარე სახმარი ღირებულება, მას ასევე გააჩნია,
როგორც მარქსი ამბობს, საცვლელი ღირებულება, რომელიც არ არის მოთავსებული
საქონლის მატერიალურ ფორმაში, მაგრამ მასში მეტაფიზიკურად არსებობს და იგი
შეიძლება სახმარი ღირებულების სახით იქნას გამოყენებული. როცა საზოგადოებრივი
წარმოება, საქონელთა ბრუნვა საკმაო საფეხურზეა განვითარებული, საგნებს ადამიანები
ქმნიან ან მოიპოვებენ არა მარტო მათი სახმარი ღირებულებისთვის, არამედ მათი
საცვლელი ღირებულებისთვისაც.
ნებისმიერი საქონელი შრომის პროდუქტია. შრომის სასარგებლო ხასიათი
გამოიხატება მისი შექმნილი საქონლის სახმარი ღირებულებით. შესაბამისად თუ
შრომის ნაყოფს არ გააჩნია სახმარი ღირებულება, ესეთი შრომა უსარგებლოა, და დროის
ფუჭი ხარჯვაა. ნებისმიერი საქონელში გამატერიალიზებულია შრომის ის რაოდენობა,
რომელიც მისი შექმნისთვის ან მითვისებისთვის დაიხარჯა, თუ რამდენი დრო
დაიხარჯა ამისათვის განსაზღვრავს მის ღირებულებას ბაზარზე. ხოლო დროს აქვს
მისთვის განსაზღვრული ერთეული, როგორიცაა წუთი, საათი, დღე. და ასევე საქონელს
ღირებულება იმდენად გააჩნია, რამდენადაც მასში გასაგნობრივებულია ადამიანის
შრომა. ,,საზოგადოებრივად აუცილებელი სამუშაო დრო ის სამუშაო დროა, რომელსაც
მოითხოვს ამა თუ იმ სახმარი ღირებულების დამზადება წარმოების არსებულ
საზოგადოებრივად ნორმალურ პირობებში და შრომის დახელოვნებისა და
ინტენსივობის საზოგადოებრივ საშუალო დონეზე.“ (მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“.
1954. 55)
სახმარი ღირებულება თავის რეალიზებას ნივთის მოხმარების, პროცესში ახდენს, და
იგი მისი სხეულის თვისებებიდან გამომდინარეობს. ის არაა დამოკიდებული იმ
შრომაზე, რომლითაც ეს საგანი მოიპოვება ბუნებიდან, რომლითაც იგი მითვისებულ
იქნება.

ბ) საქონლის გაცვლითი ღირებულება


როგორც მარქსი ამბობს, საქონელს საღმარი ღირებულების გარდა გააჩნია გაცვლითი
ღირებულება. პირველ რიგში, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე გავიმეორებ, რომ
საქონელში დაკრისტალებულია ადამიანის შრომა. ეს ასპექტი გასაღებია შემდგომი
მსჯელობისათვის, რადგანაც ნებისმიერი ნივთი, ან გონების პროდუქტი ადამიანის
შრომის შედეგად მოიპოვება, თუ იქმნება და გამოდის ბაზარზე როგორც საქონელი. მათ
ღირებულება გააჩნიათ იმდენად, რამდენადაც ისინი ადამიანის შრომის
გასაგნობრივებული სხეულის მატარებლები არიან, ხოლო რას უდრის მათი
ღირებულება ეს დაკავშირებულია იმ შრომის რაოდენობასთან, დროსთან, რომელიც მის
შექმნაში დაიხარჯა საზოგადოებრივად აუცილებელ სამუშაო დროს. ეს
წინარეხსენებული კი შეიძლება შეიცვალოს მწარმოებლური ძალის განვითარებასთან
ერთად. შესაბამისად სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას, ერთი და იგივე
საქონელს შეიძლება განსხვავებული გღირებულება ქონდეს. ,, საცვლელი ღირებულება
უწინარეს ყოვლისა წარმოგვიდგება, როგორც პროპორცია, რომლის მიხედვით ერთი
გვარეობის სახმარი ღირებულება მეორე გვარეობის სახმარ ღირებულებებზე გაიცვლება,
წარმოგვიდგება თანაფარდობად, რომლიც დროისა და ადგილის მიხედვით მუდმივ
იცვლება. (მარქს, კარლ. ,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 51)
გაცვლითი ღირებულება მოწყვეტილია მის საგნობრიობას, ბუნებოვნებას, და რა თქმა
უნდა სახმარ ღირებულებასაც, იგი აბსტრაჰირებულია მისი მატერიალუ-ნატურალური
ფორმისაგან. საქონლის გაცვლითი ღირებულება, რანდენადაც ის შეიცავს ადამიანის,
გონების, კუნთების, ენერგიის და ნერვების ხარჯვას, შეიძლება გაზომილ და
განსაზღვრულ იქნას. შესაბამისად ნებისმიერი საქონელი, რომელშიც თანატოლი
რაოდენობის ადამიანის შრომაა გამატერიალიზებული შეიძლება გაცვლილ იქნას
ერთმანეთში. მწარმოებლური ძალის, ტექნოლოგიის, მეცნიერების განვითარებასთან
ერთად იცვლება საქონლის გაცვლითი ღირებულება, მარქს მოყავს ესეთი მაგალითი,
როდესაც ინგლისში საფეიქრო დაზგა შემოიღეს ნართის ქსოვილის გარდაქმნისათვის
უწინდებური დროის მხოლოდ ნახევარი იყო საჭირო, შესაბამისად მისი ფასიც
სანახევროდ შემცირდა.
თუ ავიღებთ ორი თანატოლი ღირებულების მქონე საქონელს, რომელთაც სხვადასხვა
სახმარი ღირებულება გააჩნიათ, x ხორბალს და y ოქროს დავინახავთ, რომ ისინი
ერთმანეთში გაცვლისუნარიანები არიან, ხოლო რაც მათ ამის საშუალებას აძლევს, არის
არ მათი სახმარი ღირებულება, არამედ საცვლელი ღირებულება, რომელიც
განისაზღვრება მათში მოქცეული შრომით. ეს უკანასკნელი არის ის, რაზეც უნდა
დაიყვანებოდეს ყველა საქონელი, მათი საცვლელი ღირებულების გასასაზღვრად.

რას უწოდებს მაქსი სასაქონლო ფეტიშიზმს


ისტორიის პერიოდიზაციისას ნათლად დავინახავთ, რომ საქონლის ფეტიშური
ხასიათი გარკვეული დროის მონაკვეთში ჩნდება და კიბოსავით ედება სოციო-
კულტურულ და თვით რელიგიურ გარემოს3. წარმოების წესის და წარმოებითი
ურთიერთობების განვითარებამ, ფეოდალურიდან ბურჟუაზიულ წესწყობილებაზე
გადასვლამ გამოიწვია ნივთების მასიურად საქონლად გადაქცევა და შესაბამისად
გააღვიძა მასში მაგიური ურჩხული (ფეტიშური ხასიათი), რისი დამარცხებაც მხოლოდ
წარმოების სხვა ფორმებზე გადასვლის შემთხვევაში შეიძლება. ეს მოხდა იმიტომ, რომ
ბურჟუაზიულ საზოგადოებაში საქონელი იქცა სარკედ, რომელიც რეალობას
შებრუნებულად, უკუღმა ანახებს. ,,ადამიანებს მათი საკუთარი შრომის საზოგადოებრივ
ხასითს წარმოუდგენს როგორც თვით შრომის პროდუქტთა საგნობრივ ხასიათს,
როგორც ამ ნივთთა ბუნებით თანდაყოლილ საზოგადოებრივ თვისებებს.“ (მარქს, კარლ.
,,კაპიტალი I ტომი“. 1954. 96). ბოლოს ეს მისტიციზმი იქამდე მიდის, რომ საქონელი
დამოუკიდებელი4 ხდება, ჭიპლარს იწყვეტს საკუთარ შემქმნელთან და ავტონომიურ
ურთიერთობაში შედის სხვა საქონელთანაც და ადამიანებთანაც, ბოლოს კი იმდენს
აღწევს, რომ ბუმერანგივით უკან უბრუნდება ადამიანს, რომელმაც იგი შექმნა და
ზემოქმედებს, მის სურვილებსა, განწყობებსა, დამოკიდებულებებსა და
მიდრეკილებებზე.
ბურჟუაზიულ5 საზოგადოებაში საქონლური ფორმა იმდენად არის ფეტიშური
ხასიათის, რამდენადაც მას მინიჭებული აქვს ზეგრძნობადი თვისებები, რაც მას
მატერიალურად, როგორც სახმარ ღირებულებას არ გააჩნია. ამიტომაც ხდება, რომ
ადამიანები ყიდულობენ ნივთებს არა მათი სახმარი ღირებულების გამო, არამედ
თავისი რელიგიური სურვილების დასაკმაყოფილებლად, რათა თავი ამ საქონელთან
ერთად უფრო ამაღლებულად იგრძნონ. თითქოს საქონელი ეს პროფანული უსულო
საგანი, აძლევდეს ადამიანს რაღაც ღვთიურს. ერთ-ერთი მაგალითია ფული, რომელიც
არაცნობიერად, საზოგადოების შეთანხმებულ საგნად, საქონლის ყიდვა-გაყიდვის
ფუნქციას ითავსებს (სახმარი ღირებულება), იგი შემდგომ იქცევა ფეტიშად, მას
ადამიანები აგროვებენ, აგროვებენ, იმ დონემდე, რომლის დახარჯვასაც, გამოყენებასაც
ფიზიკურად ვერ შეძლებენ, მაგრამ მთავარია თავს უფრო ამაღლებულად გრძნობენ.
არჩილე მემარნიშვილი

3
როგორც ვალტერ ბენიამინი ამბობს სამომხმარებლო ნივთების ეს ფეტიშური ხასიათი კაპიტალიზმს
აქცევს რელიგიად, რადგან იგი აკმაყოფილებს ადამიანის იმ მოთხოვნილებებს, რომლებსაც აქამდე
მხოლოდ რელიგიები აკმაყოფილებდნენ. კაპიტალიზმი ხდება რელიგიის ფუნქციის შემსრულებელი.
4
რელიგიურ საწყისებს თუ მივუბრუნდებით, ზუსტად იგივე გზასა და სტადიებს გადის საქონელი და
ადამიანის მიერ შექმნილი, გამოგონილი ღვთაებები, რომლებიც შემდეგ იმავე ადამიანებს უბრუნდებიან
და განაგებენ მის ცხოვრებას.
5
დღევანდელი სამომხმარებლო საზოგადოება ფეტიშის და ასევე ვალის მთის მწვერვალზეა ასული და
სადაცაა გადაიჩეხება.

You might also like