Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 36

ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია

პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი“

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა


ბალარჯიშვილი ბაჩუკი

საბაკალავრო ნაშრომი

კახეთის ეკონომიკა

ხელმძღვანელი: არჩვაძე იოსებ


ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი

2021 წელი
სარჩევი
ანოტაცია.........................................................................................................................................2

შესავალი.........................................................................................................................................3

თავი1. მოსახლეობა.......................................................................................................................5

1.1 დასაქმებისა და შემოსავლების დონე........................................................................6

თავი2. სოფლის მეურნეობა.........................................................................................................8

2.1 მარცვლეული კულტურები................................................................................................9

2.2 ბაღჩეული და მებოსტნეობა...........................................................................................13

2.3 მეცხოველეობა..................................................................................................................14

2.4 მევენახეობა - მეღვინეობა..............................................................................................16

თავი3. ექსპორტი და მრეწველობა კახეთში............................................................................18

3.1 წარმოება (სოფლის მეურნეობის გარდა)....................................................................19

3.2 ქართული ღვინის ექსპორტი..........................................................................................20

თავი 4. ტურიზმი.........................................................................................................................23

4.1 კვლევა................................................................................................................................26

თავი5. ინვესტიციები..................................................................................................................29

დასკვნა..........................................................................................................................................32

გამოყენებული ლიტერატურა...................................................................................................34

1
ანოტაცია

კახეთი ეკონომიკური პოტენციალით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია.


მას გააჩნია მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები, რამაც განსაზღვრა მისი
სამეურნო საქმიანობა და გამოიხატა სასოფლო-სამეურნეო, განსაკუთრებით
მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. ამ მხარეში განვითარებულია კვების
მრეწველობა, რომელშიც ძირითადი წილი ღვინის მრეწველობაზე მოდის. შეიძლება
ითქვას, რომ კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია თავისი
კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი მონაცემებით და ეკონომიკური
პოტენციალით.
ჩემს მიერ წარმოდგენილი ნაშრომი ეხება კახეთის ეკონომიკას, განხილულია
შემდეგი საკითხები: სოფლის მეურნეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, მეცხოველეობა,
ტურიზმის სექტორი, ბიზნესი, მრეწველობა და სხვა. აგრეთვე შემოთავაზებული
მაქვს სხვადასხვა რეკომენდაციები ამ სფეროების განვითარებისათვის. ამასთან,
ნაშრომის მთავარ ობიექტს წარმოადგენს, კახეთის აგრარული სექტორი და მასში
მიმდინარე პროცესები.
ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე შესწავლილია სოფლის მეურნეობის
ძირითად დარგებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ამ სექტორის
განვითარების გზები, რომელიც გამოხატულია ნაშრომის დასკვნაში.
საკითხებიდან გამომდინარე, ნაშრომი ეყრდნობა: სახელმწიფო ინსტიტუტების
ოფიციალურ მონაცემებს (სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სოფლის
მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ა.შ).
ნაშრომის ბოლოს მოცემულია ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიზანია
გაგვერკვია ტურიზმის სექტორის უარყოფითი და დადებითი მხარეები, ასევე მისი
ზეგავლენა კახეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

2
შესავალი

კახეთის რეგიონი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს


და საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია,
დაახლოებით 12 ათას კმ2 ფართობი, მოსახლეობის რაოდენობა 3400 ათასს
აღემატება. რეგიონს ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება აღმოსავლეთიდან და
სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი. რუსეთისგან იგი გამოყოფილია კავკასიონის მაღალი
ქედით. რეგიონის შუაგულში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მდებარეობს
გაცილებით დაბალი გომბორის ქედი. ქედებს შორის მოთავსებულია ალაზნის ველი,
რომელზეც მოედინება რეგიონის ორი მთავარი მდინარიდან ერთ-ერთი ალაზანი.
გომბორის ქედის სამხრეთით მიედინება რეგიონის მეორე მთავარი მდინარე იორი,
რომელიც ასევე თითქმის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიედინება და ქმნის
ივრის დაბლობს. ეს ორი ქედი, ორი მდინარე და ორი ველი განაპირობებს კახეთის

3
რეგიონის სასოფლო-სამეორნეო წარმოების მახასიათებლებსა და პოტენციალს და
განასხვავებს კახეთის რეგიონს საქართველოს სხვა რეგიონებისგან.
კახეთის მხარე სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას
წარმოაგდენს მევენახეობა. აქ ვაზის 80_მდე ჯიშია გავრცელებული. საგარეჯოსა და
დედოსფლისწყაროს რაიონებში ნავთობის გარკვეული მარაგებია.
კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა
წელი) ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი) შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის
მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო).
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს:
 ახმეტის
 გურჯაანის
 დედოფლისწყაროს
 თელავის
 ლაგოდეხის
 საგარეჯოს
 სიღნაღის
 ყვარლის მუნიციპალიტეტებს, ქალაქ თელავსა და ქართველ მთიელთა
ეთნოგრაფიულ კუთხეს თუშეთს.
მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მხარეში 285
დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქი - 9; გურჯაანი, დედოფლისწყარო,
თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი; სოფელი - 276.
კახეთის ადგილმდებარეობა, კერძოდ, თბილისთან სიახლოვე და აზერბაიჯანის
რესპუბლიკასთან საერთო საზღვარი, განაპირობებს ამ რეგიონის სატრანსპორტო
არტერიის როლს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კარგ
საფუძველს ქმნის. ტურისტების ნაკადის ზრდის შემთხვევაში, მომავალში შეიძლება
აქტუალური გახდეს თელავის აეროპორტის (ამჟამად 1 ასაფრენი ბილიკია)
ამოქმედება. საქართველოს ტყეების ფართობის 11–12% კახეთის რეგიონშია. კახეთის

4
ტერიტორიის 30% ტყით არის დაფარული და ამ მხრივ მესამე ადგილზეა
საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით. რეგიონის ტყეების 98% მთის ტყეების
კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც უდიდესი ეკოლოგიური და ეკონომიკური
მნიშვნელობა აქვს.

თავი1. მოსახლეობა

საქსტატის 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კახეთში 309 ათასი მოსახლეა,


რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 9%-ია. ამ მაჩვენებლით კახეთი მეოთხე ადგილზეა
იმერეთის, ქვემო ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის შემდეგ. რეგიონი
აგრარული მონო-ეკონომიკით და ურბანიზაციის დაბალი დონით ხასიათდება.
კახეთის მოსახლეობის 80% სოფლად ცხოვრობს. რეგიონის სოფლები მოსახლეობის
რიცხოვნობითა და განსახლების სიმჭიდროვით გამოირჩევა. სოფლის საშუალო
რიცხოვნობა 1200 კაცია, რაც 2-ჯერ აღემატება საქართველოს სოფლის საშუალო
ზომას. ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგიონში ბუნებრივი კლება და შესაბამისად,
მოსახლეობის დაბერება შეინიშნება, გაზრდილია ახალგაზრდების მიგრაცია 20-დან
39 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა რეგიონის მთლიანი მოსახლეობის
მხოლოდ 17%-ს შეადგენს. შიდა და გარე მიგრაციის შედეგად რეგიონის მოსახლეობა
2002 წელთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა, ხოლო 1989 წელთან შედარებით კი -
7.9%-ით.
კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 33 კადს უდრის ერთ კვადრატულ
კოლომეტრზე. კახელები ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში, ალაზნის
ველის მიმდებარედ ცხოვრობენ. კახეთის ეროვნული შემადგენლობა არ გამოირჩევა
მრავალფეროვნებით. აქ უმრავლესობა (85%) ქართველია.აქ ასევე ცხოვრობენ
აზერბაიჯანელები რუსები და სომხები.

5
1.1 დასაქმებისა და შემოსავლების დონე

სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, კახეთში დასაქმების მხრივ მდგომარეობა


საშუალოზე უკეთესია. დასაქმებისა და აქტივობის დონით კახეთის მაჩვენებელი
აღემატება საქართველოს საშუალო მაჩვენებელს, ხოლო უმუშევრობის დონე კახეთში
უფრო დაბალია, ვიდრე საშუალოდ საქართველოში. ეს ძირითადად სოფლის
მეურნეობაში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა რაოდენობით არის
განპირობებული.

2019 წელი კახეთი საქართველო


საშუალო მაჩვენებელი
დასაქმებული 109.1 ათასი კაცი 56.8%
დაქირავებული 77.3 ათასი კაცი 66.9%
უმუშევრობის 17 ათასი კაცი 15.01%
დონე

კახეთში 15 წელზე უფროსი, საიდანაც 122.2 ათასი სამუშაო ძალას წარმოადგენს,


უმუშევარია 10.4%. დასაქმებული მოსახლეობის 52.1% დაქირავებითაა დასაქმებული.
ხოლო 47.9% თვითდასაქმებულები, რომელთა შემოსავალიც არასტაბილურია
ძირითადად სეზონურობის გამო. კახეთში ეკონომიკის განვითარება
დამოკიდებულია არსებული ბუნებრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე,
ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაზე.
კახეთში მოსახლეობა ძირითადად დასაქმებულია სახელმწიფოს მიერ
განხორციელებულ ისფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიც არის მშენებლობა,
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, გზების დაგება-შეკეთება, სანიაღვრე და სარტყავი
სისტემების მოწყობა-გაწმენდა და ა.შ. კახეთში ხელფასების დონე საშუალოზე

6
დაბალია, 2019 წლის მონაცემებით კახეთში საშუალო ხელფასმა 690 ლარი შეადგინა,
მაშინ როცა საქართველოში საშუალო მაჩვენელი 1130 ლარი იყო.

დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი


800.0
700.0
600.0
500.0
400.0
300.0
200.0
100.0
0.0
2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019
ლარი

ამავე დროს სახეზეა გენდერული უთანასწორობა - ერთი და იმავე სფეროში


ქალთა და მამაკაცთა ხელფასები მკვეთრად განსხვავებულია მამაკაცთა
სასარგებლოდ. ერთ შინამეურნეობაზე და მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლით
კახეთი ბოლოდან მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ქვემო ქართლი ჩამორჩება.
ხარჯების მაჩვენებლითაც კახეთი ბოლოდან მეორე ადგილზეა. ეს თავის მხრივ
დაბალ მოხმარებას ნიშნავს, რაც ეკონომიკის განვითარების ბარიერია.
კახეთში შინაუმეურნეობის შემოსავლის წყაროს, დაქირავეული შრომის
შედეგად მიღებულ შემოსავალთან ერთად, პენსიები და დახმარებები შეადგენს.
ამასთან იგივე წილი აქვს ფულის სესხების შედეგად დანაზოგების ხარჯვით
მიღებულ შემოსავალს. ასევე, მნიშვნელოვანი წილი აქვს არაფულად შემოსავლებს.
ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის
წილი უფრო მწირია. ეს კი ნიშნავს, რომ შინამეურნეობის შემოსავლებში პენსიები და
დახმარებები, სესხები ან დანაზოგები, ასევე ნატურალური პროდუქტი უფრო
მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე დაქირავების შედეგად მიღებული ხელფასი.
სახელმწიფოს დანახარჯები კახეთის მოწყვლად მოსახლეობაზე საკმაოდ
დიდია. 2013 წლის მონაცემებით, საპენსიო ასაკის მოსახლეობის რიცხვით კახეთი
იმერეთის შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთთან ერთდ მე-2 ადგილზე იყო.

7
სოციალური პროგრამების მონაცემით, ბაზაში რეგისტრირებულთა წილით კახეთი
პირველია რეგიონებს შორის. 57000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების
რაოდენობით კახეთი მე-2 ადგილზეა იმერეთის შემდეგ. საარსებო შემწეობაზე
გადარიცხული თანხის ოდენობა კახეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია იმერეთისა
და შიდა ქართლის შემდეგ.

თავი2. სოფლის მეურნეობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მიწების 38% კახეთში მდებარეობს.


აგრეთვე კახეთი ითვლება რეგიონებს შორის - საუკეთესო ადგილად
მეცხოველეობისა და მემცენარეობის წარმოების მხრივ. რეგიონში სასოფლო-
სამეურნეო მიწების სიდიდით გამოირჩევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი,
შემდეგ მას მოჰყვება სიღნაღი, საგარეჯო და ახმეტა. კახეთის რეგიონის ეკონომიკა
დიდწილად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობასა და მისი პროდუქციის
გადამუშავებაზე. სწორედ, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ამ დარგზე, საჭიროა
სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სახის დახმარებები და თანამედროვე
ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა, ეს კი უფრო მეტი მოსავლიანობის საშუალებას
მისცემს ფერმერებს.
ცნობილია, რომ კახეთში ჯერ კიდევ ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი
ხელსაწყოებით ხდება მიწების დამუშავება, ეს დიდ დროს აკარგვინებს ადგოლობრივ
გლეხებს და ამიტომაც იძულებული ხდებიან რომ მხოლოდ მიწის მცირე ნაწილზე
იყვნენ ორიენტირებულნი, ეს კი აისახება მოსავლიანობის რაოდენობასა და
ხარისხზე. კახეთის მხარეში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დადებითად
აისახება, როგორც რეგიონის, ასევე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ეკონომიკის დანარჩენი დარგები რეგიონის ეკონომიკურ პროფილში ნაკლებად არის
გამოკვეთილი. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია რეგიონის შრომისუნარიანი
მოსახლეობის 82%, აქედან გამომდინარე აღნიშნულ დარგს ენიჭება უდიდესი
მნიშვნელობა კახეთის ეკონომიკურ განვითარებაში.

8
კახეთი მდიდარია სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსით, განსაკუთრებით კი
სახნავი და სათიბ-საძოვარი სავარგულებით. ამ კატეგორიის მიწის ფართობით
კახეთი იკავებს პირველ ადგილს საქართველოს რეგიონებს შორის. სწორედ ამან აქცია
ის წამყვან რეგიონად მემარცვლეობასა და მეცხოველეობაში. როგორც უკვე ვიცით,
კახეთის რვა რაიონიდან ყველაზე მეტი ფართობი და სასოფლო-სამეურნეო
სავარგული დედოფლისწყაროს გააჩნია, აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის
რაოდენობა შედარებით მცირემიწიან რაიონებში უფრო მაღალია. კახეთის რეგიონში
დედოფლისწყაროს, ახმეტისა და სიღნაღის რეგიონები გამოირჩევიან საძოვრებისა
და სახნავი ფართობების სიუხვით, ხოლო გურჯაანისა და თელავის რაიონები კი
მრავალწლიანი ნარგავებით. ამ ადგილებში სავარგულების არსებული რესურსი
განაპირობებს სოფლის მეურნეობის შესაბამისი დარგების განვითარებას.
მარცვლეული კულტურების წარმოების მიხედვით, კახეთი ტრადიციულად წამყვან
რეგიონს წარმოადგენს საქართველოში. ეს განპირობებულია სათანადო მიწის
რესურსითა და გარკვეულწილად სარწყავი ინფრასტრუქტურის
განუვითარებლობით, ეს უკანასკნელი კი ზღუდავს ალტერნატიულ, უფრო
მომგებიან კულტურების წარმოებას ურწყავ ფართობებზე. სარწყავ არხებთან
დაკავშირებით გამოკვეთილია მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც სასწრაფოდ
უნდა აღმოიფხვრას. ცნობილია, რომ საჰექტრო რენტაბელობის მიხედვით
მარცვლეული კულტურების წარმოება ჩამორჩება ბოსტნეულსა და ბაღჩეულს.
ამიტომ, სარწყავ ფართობებში უპირატესად მაღალი რენტაბელობის კულტურები
იწარმოება, ხოლო ურწყავ ფართობებში კი უმეტესად მარცვლეული, ძირითადად
ხორბალი, ქერი, მზესუმზირა და სიმინდი.

2.1 მარცვლეული კულტურები

9
კახეთში მარცვლეული კულტურის წარმოებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია
აქვს, რასაც საფუძვლად მიწის ნაყოფიერება და მარცვლეული კულტურების
მრავალფეროვნება უდევს. ხორბლის ნათესი ფართობისა და წარმოების
თვალსაზრისით კახეთი წამყვანი რეგიონია საქართველოში.

სწორედ ამიტომ კახეთს სამართლიანად უწოდებენ საქართველოს ბეღელს.


კახეთზე მოდის ხორბლის ნათესების ნახევარი და საქართველოში მოწეული
ხორბლის უმეტესი ნაწილი. ბოლო წლებში ხორბლის საერთო შემცირების ფონზე
კიდევ უფრო გაიზარდა კახეთის წილი ქვეყნის მასშტაბით, ვინაიდან ხორბლის
წარმოებამ სხვა რეგიონებში უფრო მეტად იკლო, ვიდრე კახეთში.
დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონები, რომლებიც გამოირჩევიან ურწყავი
სახნავი ფართობების სიუხვით, წარმოადგენენ ხორბლის მწარმოებელ წამყვან
რაიონებს. თუმცა გვაქვს უარყოფითი მხარეც. მიუხედავად იმისა რომ კახეთში,
ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, ხორბლის ნათესი ფართობი მეტია, ძალიან
დაბალია მისი საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა. კახეთის რეგიონში სათესლე
ხორბლის წარმოების და სათესლე მეურნეობების საქმიანობის სტატისტიკური
მონაცემები არ არსებობს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით სათესლე ხორბლის გამოყენების
მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა რაოდენობით გამოიყენება
რეგიონში სათესლე ხორბალი. კახეთში დარაიონებული და ფართოდ
გავრცელებული ჯიშებია: უფხო 1, კოპერი, სპარტანკა და ა.შ.

10
სამწუხაროდ, საქართველოში ხორბლის ძირითადი რაოდენობა მაინც
რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოდის, ამიტომ საჭიროა რომ სახელმწიფომ
დროულად მიაქციოს ყურადღება აუთვისებელ მიწებს და დაიწყოს კახეთის
რეგიონში ხორბლის უფრო მეტი რაოდენობით წარმოება, ეს კი გაზრდის რეგიონის
ეკონომიკას.
კახეთში საშემოდგომო მარცვლეული კულტურებიდან მეორე ადგილზეა ქერის
კულტურა, რადგან იგი ცხოველთა ძირითად საკვებად გამოიყენება. სამწუხაროდ,
ადგილზე წარმოებულ ქერს ქართული ლუდის მრეწველობა არ იყენებს და მხოლოდ
იმპორტირებულ ნედლეულზეა ორიენტირებული, თუმცა მომავალში შესაძლოა მისი
ჩანაცვლება მოხდეს ადგილობრივი წარმოებით, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი
საქართველოში წამყვანი რეგიონები არიან ქერის წარმოებით. ლუდის მწარმოებელი
კომპანიები ქართულს მხოლოდ წყალს იყენებენ სხვა დანარჩენ ნედლეულს კი
იმპორტით იღებენ, ადგილობრივი ქერის წარმოების გაზრდა და ხარისხის
გაუმჯობესება დიდ ცვლილებებს მოიტანს ქართული ლუდის ისტორიაში და ეს
ყველაფერი დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც.

რეგიონში სიმინდის კულტურას ძირითადად მეცხოველეობის სექტორში


იყენებენ. უმნიშვნელოა ე.წ. თეთრი სიმინდის წარმოების მაჩვენებელი. სიმინდის
ღერო კი ზამთარში ცხოველთა საკვებად გამოიყენება, მისგან სილოსს ამზადებენ.
დარაიონებული და მაღალკონდიციური სათესლე მასალა მკვეთრად გაზრდის
სიმინდის წარმოების მოცულობას და ფერმერთა შემოსავალს. მიუხედავად იმისა,

11
რომ საქართველოში სიმინდის წარმოებით ლიდერობს სამეგრელო და იმერეთი,
კახეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი მოყვანა. იგი ძირითადად იწარმოება
ისეთ ადგილებში, სადაც სარწყავი ინფრასტრუქტურა ბევრად განვითარებულია და
ნალექიც შედარებით მაღალია. ასეთი მუნიციპალიტეტებია: ახმეტა, ლაგოდეხი,
თელავი და ყვარელი.
2019 წლის მონაცემებით ერთწლიანი კულტურების ნათესი და აღებული
ფართობებით, წარმოებითა და საშუალო მოსავლიანობით კახეთში ლიდერობს
ხორბალი.

2019 წ ხორბალი ქერი სიმინდი ლობიო კარტოფილ ბოსტნეული ბაღჩეული


ნათესი ფართობი 34.8 13.7 12.9 0.4 1.3 2.3 2.2


(ათასი ჰა)
აღებული ფართობი 34.7 13.4 12.6 0.4 1.2 2.2 2.1
(ათასი ჰა)
წარმოება 83.5 29.9 53.6 0.3 5.8 19.2 60.3
(ათასი ტ)
საშ.შემოსავლიანობა 2.4 2.2 4.3 0.7 4.6 5.1 28.2
(ტ/ჰა)

კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვან მარცვლეულს წარმოადგენს


მზესუმზირაც. იგი უპირატესად ზეთის გამოსახდელად იწარმოება ურწყავ
ფართობებში და ძირითადად თავთავიან კულტურებთანაა ჩართული
თესლბრუნვაში. მზესუმზირის კოპტონი გამოიყენება ცხოველთა საკვებად.
აღსანიშნავია, რომ კახეთის წილად მოდის საქართველოში მოწეული მზესუმზირის
80-95%, თუმცა მისი საჰექტრო რენტაბელობა ხორბლისაზე უფრო დაბალია და
ფერმერები მას თესენ სხვა ალტერნატიული კულტურის არარსებობის შემთხვევაში.
მზესუმზირის ძირითად მწარმოებელ მუნიციპალიტეტს კახეთში დედოფლისწყარო
წარმოადგენს. თუმცა საჰექტრო მოსავლიანობით მას საგრძნობლად აჭარბებენ

12
თელავისა და გურჯაანის რაიონები, სადაც ნალექების შედარებით მეტი რაოდენობა
მოდის წლის განმავლობაში.
მზესუმზირის წარმოებას დიდი პოტენციალი გააჩნია, რადგან ადგილობრივ
ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება მცენარეულ ცხიმზე მოთხოვნა, რაც ძირითადად
იმპორტის ხარჯზე კმაყოფილდება. დღეს მზესუმზირის წარმოების ძირითადი წილი
95-98% ოჯახურ მეურნეობებზე მოდის, დანარჩენი კი სასოფლო-სამეურნეო
საწარმოებს უკავიათ. სამწუხაროდ, მცენარეული ზეთი იმპორტით 51 ქვეყნიდან
შემოდის ძირითადად უკრაინიდან და რუსეთიდან (ისევე, როგორც ხორბალი). 2019
წლის მონაცემებით მცენარეული ზეთის იმპორტმა შეადგინა 43.მლნ. აშშ დოლარი.
აქედან იმპორტი რუსეთიდან 71%, ყაზახეთიდან 29%. ადგილობრივი წარმოების
ზეთის მოხმარება კი ქვეყნის მასშტაბით შეადგენს 4%_ს.

2.2 ბაღჩეული და მებოსტნეობა

ბაღჩული კულტურის წარმოებით კახეთი აქაც წამყვან როლს ინარჩუნებს. ამ


რეგიონზე მოდის ქვეყნის ბაღჩეულის 70-80%. საჰექტრო რენტაბელობით ბაღჩეული
კულტურები აღემატებიან მარცვლეულ კულტურებს. თუმცა მათი წარმოება უფრო
დიდ დანახარჯებსაც მოითხოვს. როგორც უკვე ვახსენე, ზოგ ადგილას სარწყავი
ინფრასტრუქტურა ნაკლებად არის განვითარებული და ეს თავისებურად ქმნის
სხვადასხვა პრობლემებს. ბაღჩეული კულტურის წარმოებით კახეთში ლიდერობენ
შემდეგი მუნიციპალიტებები: სიღნაღი, საგარეჯო, ყვარელი და ლაგოდეხი.
კახეთში ბოსტნეულის ძირითად მწარმოებელ მუნიციპალიტეტებს, კლიმატისა
და სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გამო, ლაგოდეხი, სიღნაღი და გურჯაანი
წარმოადგენს.

13
2.3 მეცხოველეობა

კახეთში საძოვრებისა და სათიბი მასივების არსებობა, ხელს უწყობს


მეცხოველეობის განვითარებას, ასევე ის სასოფლო-სამეურნო კულტურები, რომელიც
კახეთში გამოიყენება ცხოველთა გამოსაკვებად იდეალური საშუალებაა. მართალია,
კახეთს მცირე წილი უკავია ქვეყნის მეცხოველეობის მთლიან სულადობაში, თუმცა,
ამ დარგის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს და მისი დედაქალაქთან
სიახლოვე რეგიონის ძლიერ მხარეს წარმოადგენს.

პირუტყვის, ფრინველისა და ფუტკრის ოჯახების რაოდენობა კახეთის


რეგიონში, წლის ბოლოსათვის (ათასი სული)

წელი 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019


მსხვილფეხა რქოსანი 123. 110. 110.
პირუტყვი (კამეჩის ჩათვლით) 2 0 6 97.2 95.9 96.1 91.1
ფური და ფურკამეჩი 63.0 58.0 60.7 49.3 46.0 43.9 42.1
ღორი 35.3 30.1 27.3 25.5 29.7 27.4 22.9
დედა ღორი 8.2 5.8 5.9 5.1 5.2 4.9 3.6
468. 494. 474. 482. 499. 496. 497.
ცხვარი 6 1 4 0 8 8 3
335. 388. 327. 369. 379. 352. 350.
დედა ცხვარი 8 2 4 3 5 1 0
თხა 20.8 16.9 13.8 23.3 17.5 17.6 19.1
დედა თხა 13.6 11.5 8.6 17.3 13.0 11.5 13.6
1 1 1 1 1 1 1
ყველა სახის ფრინველი (ათასი 117. 177. 201. 186. 146. 110. 172.
ფრთა) 2 5 7 8 7 1 9
ფუტკრის ოჯახი (ათასი სკა) 46.9 35.7 45.4 45.4 53.3 50.5 51.3

კახეთის მეცხოველეობის სექტორში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია


მსხვილფეხარქოსან პირუტყვს, მათი სულადობა 2019 წლის მონაცემებით

14
მოცემულია მოყვანილ ცხრილში. კახეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებს
შორის კი ყველაზე მცირე სულადობა ჰყავს თელავს - 8.6 ათასი სული, ხოლო
ყველაზე მეტი საგარეჯოს 24.6 ათასი სული, მას მოსდევს ლაგოდეხი, დ/წყარო,
სიღნაღი და ყვარელი.

მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება კახეთის რეგიონში (ათასი ტონა)

წელი 2014 2015 2016 2017 2018 2019


ხორცი, სულ 9.8 10.6 9.6 9.0 11.4 9.2
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის
ხორცი 2.5 2.5 3.1 1.9 2.1 2.1
ღორის ხორცი 3.7 3.8 2.5 2.0 3.5 2.8
ცხვრისა და თხის ხორცი 2.3 2.6 2.6 3.4 4.3 2.8
ფრინველის ხორცი 1.2 1.5 1.3 1.6 1.3 1.4
რძე (მლნ. ლიტრი) 56.0 60.1 53.7 53.0 56.2 54.6
ფურისა და ფურკამეჩის რძე
(მლნ.ლ) 50.6 54.8 48.5 47.3 50.7 49.3
ცხვრისა და თხის რძე (მლნ.
ლიტრი) 5.4 5.3 5.2 5.7 5.5 5.3
კვერცხი (მლნ. ცალი) 92.2 101.4 115.9 118.1 131.2 132.3
მატყლი 1.2 1.4 1.1 1.1 1.1 1.0
თაფლი 0.6 0.7 0.8 0.9 0.6 0.6

კახეთი საქონლის ხორცის წარმოების მხრივ მეოთხე ადგილზეა, იმერეთის,


სამეგრელოს, ქართლისა და შიდა ქართლის შემდეგ. 2015 წელს ხორცის წარმოებამ
საგძნობლად მოიმატა, თუმცა 2019 წელს 0.6_ით შემცირდა. კახეთის რეგიონში
ხორცი იწარმოება ოფიციალური სასაკლაოებით, რომელთაც სპეციალური ნებართვა
გააჩნიათ. თელავში არსებული სასაკლაო, რომელიც USAD_მა დააფინანსა,
სეზონურობის გათვალისწინებით დღეში 2-4, ხოლო თვეში 60-120 ტონა საქონლის
ხორცს უწევდა რეალიზებას.
რაც შეეხება რძის წარმოებას, კახეთში წარმოებული რძის წილი ქვეყნის
მასშტაბით 6,1-6,8%_ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ზრდის პოტენციალი აქაც
გააჩნია. რძეზე სტაბილური მოთხოვნა მზარდია და რეალურად ადგილობრივ

15
ბაზარზე ნატურალურ რძეზე დეფიციტია, ეს კი ხელსაყრელ ბიზნეს გარემოში
მერძეული მესაქონლეობის განვითარების ერთგვარი წინაპირობაა. ადგილობრივი
ფერმერი, რომელსაც 3-6 ან მეტი სული ძროხა ჰყავს, თავად აწარმოებს სულგუნს ან
სხვა სახეობის ყველს და უფრო მეტ მოგებას იღებს.

2.4 მევენახეობა - მეღვინეობა

კახეთი ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია.


საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი ვენახები მდებარეობს ალაზნისა და ივრის
აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე. საქართველოში
დარეგისტრირებული 20 ადგილწარმოშობის ღვინიდან 15 იწარმოება კახეთში,
ესენია; წინანდალი, გურჯაანი, ვაზისუბანი, მანავი, კარდენახი, ტიბაანი, კახეთი,
კოტეხი, ნაფარეული, მუკუზანი, თელიანი, ქინძმარაული, ახაშენი, ყვარელი და
ხაშმი. საქართველოს სოფლების მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ვენახების
საერთო ფართობი კახეთში უდრის 44859 ჰა-ს, რაც ცალკეული რაიონების მიხედვით,
შემდეგნაირად არის განაწილებული; გურჯაანის რაიონში-12,528 ჰა, თელავის-9599
ჰა, სიღნაღის-4362 ჰა, ყვარლის-5887 ჰა, ახმეტის-4026 ჰა, საგარეჯო-4818 ჰა,
დედოფლისწყაროს-2567 ჰა, ლაგოდეხის-1063 ჰა. კახეთში ბევრია სპეციალიზებული
მევენახეობის საბჭოთა მეურნეობანი, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს
მევენახეობის დარგის აღდგენისა და განვითარების საქმეში.
კახეთში დღეს არსებული ვენახების 50-60% საბჭოთა პერიოდშია გაშენებული,
დანარჩენი ნაწილი კი 1994-95 წლებიდან დღემდე. აქედან დომინირებდნენ ვაზის
ჯიშები რქაწითელი და საფერავი. იმ პერიოდისათვის მევენახეობა ყურძნის
რაოდენობაზე იყო ორიენტირებული, რამაც თითქმის დავიწყებას მისცა ვაზის სხვა
ქართული ჯიშები. ძველი ვენახები დღეისათვის ამორტიზებულია, დიდია
მეჩხერიანობა და დაბალია საჰექტარო მოსავლიანობა 2-2.5 ტ/ჰა_ზე. ყურძნის
ხარისხისა და ვენახის რენტაბელობის ასამაღლებლად აღნიშნული ვენახები

16
საჭიროებდნენ რეაბილიტაციას. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2007 წლის
ბოლოს დაიწყო ჰიბრიდული ჯიშის „ვაქირულა“ ამოძირკვის პროგრამა, სადაც
გამოიყო 1 000 000 ლარი და იმ გლეხებს, ვისაც ჰქონდა ამ ჯიშის ვაზი, გაჩეხვის
შემდეგ სახელმწიფო უხდიდა კომპენსაციას 2000 ლარს თითოეულ ჰექტარზე. 2020
წელს ღვინის სააგენტოს ბოლო მონაცემებით კახეთში დაიკრიფა და გადამუშავდა
270 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, აქედან ღვინის ქარხნებმა გადაამუშავეს 72 ათას
ტონამდე ყურძენი, 130 ათასი ტონა თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში
გადანაწილდა და 70 ათასი ტონა ყურძენი კი საოჯახო მეურნეობაში დაბინავდა. 2020
წლის მონაცემებით, ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახე ფერმერმა
ჩააბარა, ხოლო მათი შემოსავალი 310 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
საუკუნეთა მანძილზე კახეთში იქმნებოდა სხვადასხვა სახეობის ღვინო, აქედან
აღსანიშნავია სუფრის ღვინის ტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება სხვა
ტიპებისგან. ასეთი ტიპის ღვინო მზადდება მიწაში ჩაფლულ ქვევრებში, სადაც
მთელი ტექნოლოგიური ციკლი მუდმივ ტემპერატურულ რეჟიმშია მოქცეული. ამ
წესით მიღებული ღვინო გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, სასიამოვნო
ბუკეტით, ძლიერად გამოხატული ჯიშური არომატითა და გემოთი.
1990-იანი წლების მეორე ნახევარში კახეთში ინტენსიურად დაიწყო ახალი
ვენახების გაშენება და ეს პროცესი ყველაზე სწრაფი ტემპით თელავის, ყვარლის და
გურჯაანის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა, რადგან აქ მდებარეობს
მსოფლიოში ცნობილი მევენახეობის მიკროზონები: ქინძმარაული, ახაშენი,
მუკუზანი, წინანდალი, ვაზისუბანი, ნაფარეული. საკმაოდ მაღალი იყო
ინვესტორების დაინტერესებაც. სავარაუდოდ კახეთში 5000 ჰა ახალი ვენახია
გაშენებული, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1 ჰა ვენახის გაშენება საჭიროებს 8-11
ათასი აშშ დოლარის ინვესტიციას, გამოდის, რომ კახეთში 40-55 მლნ დოლარის
ინვესტიცია ჩაიდო ახალი ვენახების გაშენებაში. ეს პროცესი ნაკლებად შეეხო
ახმეტის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტებს, სადაც მევენახეობა არაა წამყვანი დარგი. ახლად გაშენებულ

17
ვენახებში ვაზის ჯიშები წარმოდგენილია შემდეგი პროცენტული თანაფარდობით:
საფერავი - 96%, დაახლოებით 1.8-2%-ზე ფრანგული წითელყურძნიანი ჯიშები:
კაბერნე ფრანი, კაბერნე სოვინიონი, პინო ნუარი, მერლო, მალბეკი. ხოლო დანარჩენი
2-2.2%-ზე წარმოდგენილია ძველი ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები: ქისი,
ხიხვი და კახური მწვანე.

თავი3. ექსპორტი და მრეწველობა კახეთში

კახეთში წარმოებული პროდუქცია მრავალ ქვეყანაში ექსპორტირდება.


მაგალითად: ღვინო ექსპორტირდება რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში,
გერმანიაში, პოლონეთში, ჩინეთში, აშშ-ში; კონიაკი - რუსეთში, უკრაინაში; ხე-ტყე
(კაკლის მორი, დახერხილი და დაუხერხავი მასალა, ფიცარი, მცირე ზომის
დეტალები) - თურქეთში, ირანში; ტყავი - იტალიაში; 2000 წელს წნორის და თელავის
საკონსერვო ქარხნებმა აწარმოეს ჯემებისა და მურაბების ექსპორტი; ფიზიკური
პირები კი ყოველწილიურად აწარმოებენ ხილის ექსპორტს (ვაშლი, ატამი,
კარალიოკი) აზერბაიჯანში.
საქონლის ექსპორტირებას მხარეში ახორციელებს თელავის რეგიონალური
სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომელიც არის საჯარო-სამართლის იურდიული
პირი. იგი გასცემს წარმოშობს სერტიფიკატს საექსპორტო საქონელზე და ეხმარება
ექსპორტიორებს მყიდველის მოძებნასა და სავაჭრო ოპერაციების განხორციელებაში.
საქართველოში მთლიანი მრეწველობის მოცულობაში კახეთის მხარის წილი
3.2%_ა, რაც სხვა რეგიონების წილთან შედარებით საშუალო მაჩვენებელია. რეგიონში
მრეწველობის წამყვანი ქვედარგია კვების მრეწველობა (75%). კვების მრეწველობის
წამყვანი დარგი კი ღვინის მრეწველობაა, რომლის წილი შეადგენს 80%_ს. იგი
წარმოდგენილია ყურძნის გადამამუშავებელი 50 მოქმედი საწარმოთი, რომლებიც
განლაგებულია მევენახეობის ძირითად რეიონებში. გარდა ამისა, კახეთის
მრეწველობა წარმოდგენილია ისეთი დარგებითაც, როგორიცაა ხე-ტყის

18
გადამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება, ქიმიური მრეწველობა, ტყავის
გადამამუშავებელი და სხვა. ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე
სერიოზული მიმართულებაა ენერგეტიკის, საშენ მასალათა და ხე-ტყის განვითარება.
ჩემს მიერ მოყვანილ ცხრილში ნათლად ჩანს მრეწველობის დარგის აღმავლობა, 2019
წლის მონაცემები მკვეთრად აღემატება 2015 წლის მონაცემებს.

მრეწველობის დარგის ძირითადი მაჩვენებლები კახეთის რეგიონში


  2015 2016 2017 2018 2019
ბრუნვა (მლნ. ლარი) 320,1 379,7 538,7 538,2 650,3
პროდუქციის გამოშვება (მლნ.ლარი) 411,0 387,3 509,6 580,7 734,2
დასაქმებულთა რაოდენობა (კაცი) 7 198 7 407 7 501 7 053 7 267
დაქირავებულთა რაოდენობა ( კაცი) 6 781 6 950 7 180 6 488 6 777
დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის
651,0 696,6 717,3 904,4 989,0
ანაზღაურება (ლარი)
შუალედური მოხმარება (მლნ.ლარი) 262,8 182,5 260,6 353,0 510,6
შრომითი დანახარჯები (მლნ. ლარი) 53,0 58,1 61,8 70,4 81,8
დამატებული ღირებულება (მლნ. ლარი) 148,2 204,8 249,0 227,7 223,7
ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში (მლნ.
23,9 26,9 28,1 49,4 81,2
ლარი)
საქონლისა და მომსახურების ყიდვები (მლნ.
289,3 210,1 314,6 406,1 510,4
ლარი)

3.1 წარმოება (სოფლის მეურნეობის გარდა)

კახეთის აგრარული პროფილიდან გამომდინარე, არასასოფლო-სამეურნეო


ეკონომიკის წილი უმნიშვნელოა, როგორც რეგიონში წარმოებულ დამატებით
ღირებულებაში, ისე ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში. ბოლო წლებში მშენებლობის
მასშტაბის ზრდამ რეგიონში ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე საშენი მასალების
(აგური, კრამიტი, სამშენებლო ბლოკი და სხვა) წარმოების განვითარებას შეუწყო
ხელი. რეგიონში მოქმედებს სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოები:
ფიქალ-მარმარილოს მოპოვება-გადამუშავება თელავის მუნიციპალიტეტში, კირქვის

19
მოპოვება-გადამუშავება კი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ამ კირქვით
რუსთავის ცემენტის ქარხანა მარაგდება. თუმცა რიგი სიძნელეები ამ ქვედარგის
განვითარებას აფერხებს. მათ შორის ის, რომ ფინანსური რესურსები ძვირია, ხოლო
საფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი ძირითადად ვაჭრობაზე
გაცემული სესხებისგან შედგება, რაც წარმოების სექტორში საკრედიტო რესურსების
სიმცირეზე მიუთითებს. ასევე დაინტერესებულ პირებს საშუალება არა აქვთ,
წარმოების ოპტიმიზაციასა და განვითარებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე
მიიღონ რჩევები, როგორიც არის მაგალითად საკრედიტო და საგადასახადო
საკითხები, ბიზნეს გეგმები, საქონლის მარკეტინგი და ა.შ.

3.2 ქართული ღვინის ექსპორტი

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 52 მილიონ 371 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი


განხორციელდა, რამაც 163 მილიონ 119 ათასი დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში
ექსპორტირებული ღვინის მაჩვენებელი 4.8%_ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ
პერიოდში განხორციელებული ექსპორტზე.
2019 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე
ბოთლი (0.75ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის მონაცემებს 9%_ით
აღემატება. ეს კი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 240 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2018
წლის ანალოგიურ მონაცემებზე 17%_ით მეტია. ექსპორტი გაიზარდა ქართული
ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი -17% (4 114 972 ბოთლი), ჩინეთი - 2% (7
089 259 ბოთლი), აშშ - 48% (678 148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 60% (168 307
ბოთლი). რუსეთში 2019 წელს 58 384 540 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც წინა წელთან
შედარებით 9%-იანი ზრდაა. რუსეთში გატანილმა ღვინომ მთლიანი ექსპორტის
62.1% შეადგინა.

20
ქართული ღვინის ექსპორტი, მოცულობა და ექსპორტიდან მიღებული
შემოსავალი

2019 იანვარი 2020 იანვარი-
წელი 2016 2017 2018 2019
-მაისი მაისი

ბოთლი ( მლნ-0.75 ლიტრი) 50 76 86 94 26.2 23.7

ღირებულება (მლნ აშშ დოლარი) 87 170 203 240 83 73

2020 წლის ხუთ თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო რუსეთში გავიდა -
14 620 ტონა, რომლის ღირებულებამ 43 413 მლნ დოლარი შეადგინა. წელს რუსეთის
ბაზარზე მთლიანი ღვინის ექსპორტის 61.5 % მოვიდა. რუსეთის გარდა ყველაზე
დიდი რაოდენობით ქართული ღვინო შემდეგ ქვეყნებში გავიდა: უკრაინა - 7.991 მლნ
დოლარი (2 923 ტონა), ჩინეთი - 5.014 მლნ დოლარი (1 294 ტონა), პოლონეთი - 4.040
მლნ დოლარი (1 462 ტონა), ბელორუსი -2. 192 მლნ დოლარი (693 ტონა) და ა. შ.

2013-2020 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე, მლნ ბოთლი


(0.75) და მლნ დოლარი

21
როგორც გრაფიკიდან ჩანს, მთლიან ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 2015
წლიდან ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში
ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქვეყანაში
ხორციელდება და ახალი ბაზრების ათვისება ხდება, წამყვან საექსპორტო ბაზრად
კვლავ რუსეთის ბაზარი რჩება. აქედან გამომდინარე, ქართული ღვინის ექსპორტის
ზრდა ან კლება, ჯერაც უპირატესად რუსეთის ფაქტორზეა დამოკიდებული. როგორც
ცნობილია, რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა
(მათ შორის ღვინის) 2006 წელს, რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს
ბრძანებით, უხარისხობის მოტივით აკრძალა. აღნიშნულმა ემბარგომ ქართული
ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება განაპირობა. 2006 წელს ქართული ღვინის
ექსპორტმა 41 მილიონი დოლარი შეადგინა, უკვე მომდევნო წელს ღვინის ექსპორტი
თითქმის განახევრდა 29 მლნ დოლარამდე დავიდა. ქართული ღვინის და ბრენდის
ექსპორტი რუსეთში 2013 წლის ივნისში აღდგა. 2013-2014 წლებში ქართული ღვინის
ექსპორტი მნიშვნელოვნად სწორედ რუსეთში ქართული ღვინის ემბარგოს გაუქმების
გამო გაიზარდა (2013 – 128 მლნ, 2014 – 185 მლნ). 2015 წელს ქართული ღვინის
ექსპორტის კლება კვლავ რუსეთის ფაქტორმა განაპირობა. ამ წელს რუსეთსა და
უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა ქართული ღვინის ექსპორტზე
მნიშვნელოვნად აისახა და ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია (96 მლნ აშშ

22
დოლარი). 2019 წლის 20 ივნისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა (რუსეთის
მუქარა ქართულ პროდუქტებზე სანქციების დაწესების შესახებ) კიდევ ერთხელ
აჩვენა, რომ რუსეთი არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან
სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. აქედან
გამომდინარე, ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად და
პოპულარიზაციისთვის კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯებია განსახორციელებელი,
რათა ისეთ არასტაბილურ ბაზარზე, როგორიც რუსული ბაზარია, ნაკლებად ვიყოთ
დამოკიდებული.

ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი ქვეყნების


მიხედვით:
არაბთა გაერთიანებული საემიროები – $13.2, ბელგია – $9.3, ავსტრალია – $8.9,
აზერბაიჯანი – $7.9, შვეიცარია – $7.4, ნიდერლანდები – $6.5, იაპონია – $6.6, აშშ –
$5.9, კანადა – $5.2, ყირგიზეთი – $5, საფრანგეთი – $5.3, შვედეთი – $5.5, ფინეთი – $5,
ყირგიზეთი – $5, გერმანია – $4.3, გაერთიანებული სამეფო – $4.1, ბულგარეთი – $4.4,
სომხეთი – $4.5, ჩეხეთი – $3.8, ჩინეთი – $3.4, ესტონეთი – $3.3, ყაზახეთი – $3.2,
ყირგიზეთი – $3.2, რუსეთი – $3.1, ლიეტუვა – $3, უკრაინა – $2.8.

თავი 4. ტურიზმი

კახეთის რეგიონი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მხარეა,


რომელიც მუდმივად იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო
ვიზიტორებს. კულტურულ-ისტორიულმა მემკვიდრეობის ძეგლებმა, ღვინის
მარნების სიმრავლემ, კლიმატმა თუ მრავალფეროვანმა ბუნებამ მნიშვნელოვნად
შეუწყო ხელი რეგიონის წამყვან ტურისტულ ლოკაციად ფორმირებას. ბოლო
დეკადის განმავლობაში სწრაფად განვითარდა ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია

23
ჩაუტარდა რიგ ქალაქებს, შეიქმნა ახალი ტურისტული ლოკაციები, წახალისდა
ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი, განვითარდა სერვისის სექტორი და
შეიქმნა სამუშაო ადგილები. დღეს კახეთის ტურისტული ადგილები და რეზორტები
ბევრისთვის შაბათ-კვირის საყვარელი ლოკაციაა. რეგიონის სიახლოვე
დედაქალაქთან დამატებით უპირატესობას უქმნის მას და უბიძგებს ტურისტებსა თუ
ქვეყნის რეზიდენტებს ხშირი ვიზიტებისკენ. კახეთის რეგიონში აქტიურად
ფუნქციონირებს 30-მდე სხვადასხვა დონის სასტუმრო მათ შორის ისეთი
ძვირადღირებული, როგორებიცაა „ამბასადორი“, „ლოპოტა“, „ძველი თელავი“,
„ყვარლის ტბა“ და სხვა. 100-ზე მეტი მცირე სასტუმრო და საოჯახო სახლი, 70-მდე
კვების ობიექტი, რესტორანი-ბარი, პიცერია და სხვა. ყოველივე ეს კარგ საფუძველს
ქმნის ეგრეთ წოდებული ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის.
ღვინის ტურიზმის ცენტრად რეგიონში მიჩნეულია სიღნაღი. ამ ისტორიული
ქალაქის იერსახის ასაღორძინებლად და აქ ტურისტული ინდუსტრიის
გასავითარებლად ბოლოს დროს ხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობის
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. სიღნაღის არჩევა კახეთის ღვინის ტურიზმის
ცენტრად განპირობებულია ამ ქალაქის მეღვინეობის ტრადიციებით, ისტორიული
ღირშესანიშნაობებით და ცენტრალური ადგიმდებარეობით კახეთის რეგიონში.
ეკოტურიზმისათვის საინტერესოა კახეთის დაცული ტერიტორიები,
განსაკუთრებით კი ვაშლოვანის ნაკრძალი. ტურიზმის ამ სახეობის განვითარებას
დიდი მნიშვნელობა ენიჭება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისათვის, რომელიც
კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მწვავედ განიცდის ეკოლოგიურ
პრობლემებს და რომელშიც ყველაზე მაღალია სიღარიბის დონე.
ტურიზმის განვითარება მხარის მოსახლეობის ფართო ფენებს საშუალებას
მისცემს, დაკავდნენ ტურისტული მომსახურების სფეროში და იმავდროულად,
გააგრძელონ საქმიანობა სოფლის მეურნეობაში. აქ არის მოსახლეობის დასაქმების
დიდი პოტენციალი. დღეს კახეთის რეგიონის რუკაზე 130-ზე მეტი ტურისტული
ადგილია აღნიშნული, რაც უფრო მეტად მიმზიდველს ხდის მას. 2019 წელი საკმაოდ

24
ნაყოფიერი აღმოჩნდა რეგიონისთვის, რადგან ამ დროს ყველაზე მეტი ვიზიტი
განხორციელდა განვლილ წლებთან შედარებით. 2018 წლის მონაცემებთან
შედარებით ვიზიტორთა რაოდენობამ 11%-ით მეტი შეადგინა. თუმცა 2020 წელს
ვიზიტორების რიცხვმა 20%-ით იკლო, ეს გამოიწვია მსოფლიოში არსებულმა
ეპიდვითარებამ და ასევე რუსეთის მხრიდან პირდაპირი ავიარეისების გაუქმებამ. ამ
რეგიონში აუცილებელია რეკრეაციული ზონებისა და სათავგადასავლო ადგილების
განვითარება, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას.
ასევე საჭიროა მთელი რიგი ქალაქების რეაბილიტაცია. საგზაო ინფრასტურქტურის
განვითარებაც დადებითად აისახება ტურიზმის სექტორზე, რადგან შესაძლებელი
გახდება უამრავი მიუვალი ადგილების დალაშქვრა. 2010 წლის სიღნაღის
რეაბილიტაციამ მკვეთრად გაზარდა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელ
ვიზიტორთა რაოდენობა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ტურიზმის
განვითარებისთვის. ამისათვის საჭიროა მთელი რიგი მარკეტინგული ღონისძიებების
ჩატარება და ახალი მარშუტების შესწავლა, აღსადგენია უამრავი ისტორიული ძეგლი,
რაც საშუალებას მისცემს ახალი მარშუტების წარმოქმნას.

25
გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა ტურიზმის სექტორზე, რომელიც
საშუალებას მოგვცემს არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და შესაბამისი
რეკომენდაციების შემუშავებას.

4.1 კვლევა

ჩემს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 72-მა რესპოდენტმა,


აქედან საქართველოში ცხოვრობს 67 ადამიანი, ხოლო უცხოეთში - 5. გამოკითხული
რესპოდენტებიდან 61% წარმოადგენს მდედრობით სქესს, მამრობითს კი 39%, ასევე,
ისინი დავყავი ასაკის მიხედვით და 25 წლამდე ადამიანების წილი შეადგენს 51%-ს,
დანარჩენნი კი 25-50 მდე და 50 წელს გადაცილებულნი არიან.
ჩემი პირველი კითხვა, თუ რამდენად ხშირად სტუმრობენ კახეთს, 51,4%-მა
უპასუხა ხანდახან, 41,7%-მა საკმაოდ ხშირად, 6.9%-მა კი უპასუხა, რომ ისინი
არასდროს ყოფილან ამ რეგიონში. ეს დადებითი მაჩვენებელია, რადგან
გამოკითხულთა 91% ერთხელ მაინც იყო კახეთში.
ჩემი შემდეგი კითხვა ეხებოდა კახეთში ვიზიტის მიზანს და გამოვყავი 2
ვარიანტი: 1) გართობისა და დასვენების ადგილებში სიარული.
2) ღირშესანიშნაობების/ბუნებისა და ლანდშაფტის მონახულება.
38%-მა აირჩია მეორე ვარიანტი, 62%-მა კი პირველი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ
აქცენტი გასაკეთებელია არა მხოლოდ გართობის და დასვენების საშუალებებზე,
არამედ ღირშესანიშნაობებზეც და მათი პოპულიზაციისთვის ჩასატარებელია მთელი
რიგი აქტივობები.

26
საჭირო იყო ასევე გაგება იმისა, თუ რა გახდა მიზეზი კახეთში დასვენებისა,
აღმოჩნდა, რომ რესპოტენდების 25%-ს მოსწონდა ეს რეგიონი, 21% ნათესავების გამო
ისვენებდა ამ მხარეში, 15%-ს მეგობრებმა/ახლობლებმა ურჩიეს, 12% კი ტურისტული
სააგენტოების რჩევით იმყოფებოდნენ კახეთში.
რაოდენობრივი კვლევის მონაცემების მიხედვით, ტურისტების მხოლოდ 4%
თვლის სერვისის დაბალ დონეს კახეთის ნაკლოვანებად, რაც ყველაზე ხშირად
დასახელებულ ნაკლოვანებებს შორის მე-3 ადგილზეა. ტურისტთა 69% კახეთში
ვიზიტის დროს რაიმე უკმაყოფილების საბაბს ვერ იხსენებს, ხოლო 6%
უკმაყოფილების ერთერთ მიზეზად სწორედ ანტისანიტარიას/დანაგვიანებას
ასახელებს. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან
დაკავშირებულ პრობლემებს, საჭიროა საგზაო მოძრაობის რეგულირებაც და საგზაო
ინფრასტურქტურის მოწესრიგებაც, რადგან არის ადგილები, სადაც მისასვლელი
გზები ჩახერგილია, ეს პრობლემას უქმნის დამსვენებლებს.

რით ხართ ყველაზე უკმაყოფილო კახეთში


ვიზიტისას ?

მსგავსი არაფერი მახსენდება 69%

დასახლებული პუნქტების მიმანიშნებელი აბრების4%


მოუწერიგებლობა / არ არსებობით

სერვისით4%

საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემებით 6%

ანტისანიტარიით , დანაგვიანებით 6%

ქუჩების, პარკების, სკვერების მოუწესრიგებლობით


1%

ქალაქში გადაადგილების საშუალებებით /ტრასნპორტით


1%

საზოგადოებრივი ტუალეტების მოუწესრიგებლობა /არ 6%


არსებობით

ტაქსის მაღალი ტარიფებით3%

0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% 80%

27
კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ტურისტები განსაკუთრებით ინტერესდებიან
და იხიბლებიან ქართული კულტურით, ადგილობრივი სტუმართმოყვარეობით,
ქართული სამზარეულოთი, რაც რესპონდენტების განცხადებით ხშირად ხდება
ტურისტებისთვის განმეორებითი ვიზიტების მიზეზი

ასევე გამოვყავი კახეთში ტურიზმის ძლიერი და სუსტი მხარეები, რასაც


აუცილებლად უნდა მიექციოს სათანადო ყურადღება ამ სფეროს განვითარებისთვის.

ძლიერი მხარეები
 რეგიონის კულტურული მემკვიდრეობა;
 ბუნებრივი და გეოგრაფიული პირობები;
 რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ტრადიციული სტუმართმოყვარეობა
და ამ სექტორის განვითარების დიდი სურვილი.

სუსტი მხარეები
 ტურისტისთვის სერვისის მიწოდების დაბალი ხარისხი;
 ინფრასტრუქტურის ხარვეზები (შეფერხება წყლის მიწოდებაში);

28
 სექტორში მომუშავე ადამიანების არასაკმარისი ცოდნა-გამოცდილება.

კახეთის რეგიონში მდებარეობს მრავალი მნიშნელოვანი კულტურულ-


ისტორიული ძეგლი, აგრეთვე რამოდენიმე დაცული ტერიტორია, რომლებიც ეკო და
სათავგადასავლო ტურიზმის ცენტრებად შეიძლება იქცნენ. თანდათან ვითარდება
აგროტურიზმის პირობებიც, რაც კახეთში უპირველესად ღვინის ტურიზმის
მიმართულებას მიიღებს. კახეთს გააჩნია კარგი სასტარტო პირობები კულტურული
და ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის.
შეიძლება ითქვას, რომ კახეთში ტურიზმის განვითარების პროცესი საკმაოდ
აქტიურად მიმდინარეობს, რაც, ერთი მხრივ, ტურისტების, ხოლო მეორე მხრივ,
უცხოური ინვესტიციების სიმრავლეზეც მკვეთრად აისახება. კახეთში აქტიურად
მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის სფეროში სხვადასხვა მიმართულების
განვითარების კუთხით, რათა რეგიონი მიმზიდველი იყოს ტურისტებისთვის წლის
ნებისმიერ სეზონზე.

თავი5. ინვესტიციები

კახეთში ინვესტიციების მოზიდვა საჭიროა იმ დარგებში, რომელსაც


მოსახლეობის დასაქმების, ადგილობრივი ბაზრის ათვისების და საექსპორტო
პოტენციალი გააჩნია, კერძოდ, აგროწარმოებასა და ტურიზმში. ინვესტიციები
დარგების განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაფინანსებასთან
ერთად მათ თან ახლავს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ადამიანური
რესურსების ოპტიმიზაცია. აგრომრეწველობის შემთხვევაში ინვესტიციები
მიმართული უნდა იყოს წარმოებაში, ირიგაციის სისტემის რეაბილიტაციაში და ასევე
ლოჯისტიკური ჯაჭვის აწყობაში, რომელიც მწარმოებელს, შუამავალ რგოლებსა და
საბოლოო მომხმარებლებს დააკავშირებს. აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა

29
რიგ საწარმოებში, მაგალითად, როგორიც არის სამშენებლო მასალების წარმოება,
თუკი წინასწარი შესწავლა ამის მიზანშეწონილობას დაადასტურებს.
ენერგომატარებლების ღირებულების შემცირებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით
მიზანშეწონილია ინვესტირება ალტერნატიული ენერგიის წყაროებში.
დღევანდელი ვითარებით რეგიონში როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი
ინვესტიციები უმეტესად ღვინისა და ნავთობპროდუქტების წარმოებაშია ჩადებული.
ქვემოთ წარმოდგენილია არასრული სია კახეთის მხარეში მოქმედი იმ ეკონომიკური
სუბიექტებისა, რომელთა საქმიანობაშიც მონაწილეობს უცხოური კაპიტალი. ისინი
აწარმოებენ პროდუქციის ექსპორტს:
– GWS – ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია;
ინვესტიციების 25% ქართულია, 75% – უცხოური;
– “თელავის ღვინის მარანი” – 20% ქართული, 80% – ფრანგული;
– “გაორი” – გაზის და ნავთობპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-
ბრიტანული კომპანია, მდებარეობს საგარეჯოს რაიონში;
– “ქინძმარაული” – ღვინის ქარხანა ყვარელში; ქართული, რუსული და
უცხოური ინვესტიციები;
– “აისი” – ნაყინის ქარხანა გურჯაანში; ინვესტიციები მთლიანად ქართულია;
– “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” – ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანია
დედოფლისწყაროში ქართულ-ბრიტანული ინვესტიციებით;
– “კვარპელი” – ტყავის მწარმოებელი (ცხვრის, ძროხის) ქართულ-იტალიური
ფირმა, მდებარეობს ყვარელში;
– “ტუხა” – ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანია დედოფლისწყაროში
ჩინური ინვესტიციებით;
– “კანარგო” – ქართულ-ბრიტანული პირველადი ნავთობის მომპოვებელი
კომპანია საგარეჯოს ტერიტორიაზე;
– “იორის ველები” – ქართულ-შვეიცარული ნავთობკომპანია საგარეჯოში;

30
– “ფერი” – ჩინური კომპანია, რომელმაც ხადორში (ახმეტის რაიონში) ააშენა
ჰიდროელექტროსადგური, რომელმაც 2004 წ. ნოემბერში დაიწყო ფუნქციონირება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კახეთის რეგიონში(ათასი აშშ


დოლარი)

  I კვ. II კვ. III კვ. IV კვ. სულ


2009 3,383.4 869.6 1,508.1 -1,567.2 4,193.9
2010 -1,304.8 -2,181.6 222.0 -1,546.1 -4,810.3
2011 3,433.4 -72.2 494.7 -1,096.0 2,759.9
2012 1,809.0 1,884.3 6,156.2 6,713.7 16,563.2
2013 701.6 5,367.1 2,410.1 2,549.8 11,028.6
2014 1,542.9 8,940.3 2,401.4 2,911.7 15,796.3
2015 11,272.2 5,930.4 -3,623.8 3,963.8 17,542.5
2016 3,616.0 2,183.9 -3,536.0 1,157.8 3,421.7
2017 2,446.1 6,427.8 2,577.7 985.8 12,437.3
2018 -2,466.7 509.9 -3,900.2 -2,761.2 -8,618.1
2019 -677.9 -513.1 40.9 1,349.8 199.7
2020 * 1,705.2 1,135.7 -2,031.7 527.1 1,336.3

სოფლის მეურნეობის სფეროში (საკონსერვო წარმოება, რძის და ხორცის


გადამამუშავებელი მრეწველობა) ინვესტიციების განხორციელება მძლავრ ბიძგს
მისცემს დარგის განვითარებას. შესაძლებელია ასევე სიღნაღის რაიონში თევზის
გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა. აღსანიშნავია, რომ აქ ყოველწლიურად 2000-
4000 ტონა თევზი იწარმოება.
უცხოურ ინვესტიციათა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
ინვესტიციების მოზიდვას რეგიონის მოსაზღვრე აზერბაიჯანიდან. რეალურად

31
არსებობს ორმხრივი დაინტერესება და მიმდინარეობს მოლაპარაკება ინვესტიციების
დაბანდების შესახებ შემდეგ სფეროებში:
• საშენ მასალათა და ხე-ტყის წარმოება-გადამუშავება;
• მდინარეებზე მცირე სიმძლავრის ჰესების მშენებლობა;
• წყალსადენებისა და საირიგაციო ნაგებობების მშენებლობა;
• სასაწყობო ობიექტების მშენებლობა და სხვ.

დასკვნა

2020 წლის პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა როგორც საქართველოს, ისევე


კახეთის ეკონომიკურ მდგომარეობასაც, ყველაზე მეტად კი აგრარულ სექტორს.
აღნიშნულმა გარემოებამ იგი სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო და შეაფერხა მისი
ფუნქციონირება იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიამდეც კახეთის რეგიონში
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ შორს იყო იდეალურისაგან.
არსებული რთული ვითარება მოითხოვს რეგიონში რესურსების მაქსიმალურ
მობილიზებას და მათ ეფექტიანად გამოყენებას. პირველ რიგში, ყურადღება უნდა
მიექცეს აგრარულ სექტორის განვითარებას, იგი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია
სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ევროპის ბაზრის კარი დროთა განმავლობაში ფართოდ
იღება საქართველოსთვის და ეს შესაძლებლობას მოგვცემს უფრო მეტი პროდუქტი
გავიტანოთ ქვეყნის გარეთ. დარგის აღმავლობისთვის საჭიროა რიგი ღონისძიებების
გატარება, რაც დიდ ძალისხმევას, დროს, ცოდნასა და ტექნოლოგიებს ითხოვს.
სოფლის მეურნეობაში შექმნილ კრიზისს თავი რომ დავაღწიოთ, საჭიროა
შევიმუშოთ სოფლის მეურნეობის მართვისა და წარმოების ეფექტური მექანიზმები,
აუცილებელია ავამოქმედოთ ის ძირითადი ბერკეტები, რომელიც ხელს შეუწყობს
წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას. პირველ რიგში, უნდა
გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება, ასათვისებელია და
მოსავლელია ის მიწები, რომლებიც წლებია უკვე დამუშავებას მოითხოვს. კახეთის
სახნავ-სათესი მიწის ფართობები იმდენად დიდია, რომ ეს შესაძლებლობას მოგვცემს

32
ქვეყნის მოსახლეობა მთლიანად, ან ნაწილობრიც მაინც დაკმაყოფილდეს საკვები
პროდუქტებით და ამ მხრივ იმპორტიც შემცირდეს.
სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მხარდაჭერა მონოპოლიური
მდგომარეობების აღმოსაფხვრელად და ასევე, შეღავათიანი და ეფექტიანი
საგადასახადო, სადაზღვევო, საფინანსო და საინვესტიციო სისტემების შემუშავება. ეს
შეღავათები გულისხმობს ნებისმიერ შეღავათს, რომელიც ამცირებს საგადასახადო
ტვირთს რაიმე მიზნის მისაღწევად.
კახეთის ტურიზმს ყველა სახეობის განვითარების უაღრესად კარგი პირობები
გააჩნია. ეს ეხება მთასაც და ბარსაც. მთის სოფლებში განსაკუთრებით ხელი უნდა
შეეწყოს საოჯახო ტურიზმის განვითარებას. ტურიზმის განვითარება მხოლოდ
ინფრასტრუქტურის ან ცალკეული ტურისტული მიმართულებების განვითარებით
ვერ მიიღწევა. აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, და ათწლეულებზე გათვლილი
პროგრამები, რომლებსაც ვერ შეაფერხებს სეზონური და ბუნებრივი პრობლემები.

33
გამოყენებული ლიტერატურა

1. თ. დვალი, კ. კახაძე, კ. ფიცხელაური, საქართველოს ისტორიისა და კულტურის


აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 8-43

2. მუსხელიშვილი დ., ქართულ საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 447

3. კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წ.


http://gov.ge/files/275_38368_341843_136617.09.13%E2%80%931.pdf?
fbclid=IwAR2xk4bi2gtbyvKoYSrJNF-nmErGt9Ub58TpAD_Iz2Yl6txbwJK1Y049UfQ

4. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და კახეთის რეგიონის


განვითარების სააგენტო, კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგია 2009-2014
წლები

5. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაცია, კახეთის რეგიონი,


https://www.kakheti.gov.ge/geo/static/5/regions

6. მ. რამიშვილი, მევენახეობა კახეთში, 2011 წელი

7. თ. იასაღაშვილი, გ. ფოცხვერია, კახეთი სასტუმრო სექტორი, 2020 წელი, გვ. 3

8. დ. ხოხობასილი, კახეთის მხარის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების გავლენა


რეგიონის სამომხმარებლო ბაზარზე, 2004 წელი http://geoeconomics.ge/?
p=1561&fbclid=IwAR3xYAH0ZcIpcJRxGwUTDXpc7Sytup5ybrS0svN7Su7cFsOGFOPF8vx__l
I

9. ნ კაციტაძე, ლ კოჭლამაზაშვილი, კახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი, 2006


წელი

10. კახეთის ადმინისტრაცია, კახეთის მხარე, 2007 წელი, გვ. 32-40

34
11. https://bm.ge/ka/article/10-tveshi-gvinis-eqsportma-48-it-iklo---top-5-saeqsporto-qveyana/
71590

12. https://factcheck.ge/ka/story/38529

13. https://www.geostat.ge/regions/

14. http://kakheti.gov.ge/

35

You might also like