მიკრო 1 ის ამოცანები 1

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 26

თავი 1.

თანამედროვე მიკროეკონომიკა და მისი მეთოდოლოგია

ამოცანები

ამოცანა 1
დაუშვათ, მომხმარებელი ყიდულობს მხოლოდ ორი სახის პროდუქტს: საკვებსა და ტანსაცმელს.
მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თვის განმავლობაში რამდენი ერთეული პროდუქტი შეიძინოს.
ვთქვათ, F -ით აღნიშნულია ერთი თვის განმავლობაში შეძენილი საკვების რაოდენობა, ხოლო
C -თი ტანსაცმლის რაოდენობა. მომხმარებელი არჩევანს აკეთებს ისე, რომ მოახდინოს ორივე პრო-
დუქტის შეძენით მიღებული სარგებლის მაქსიმიზაცია.
ვთქვათ, მომხმარებლის სარგებლიანობის დონე, როდესაც იგი ყიდულობს F რაოდენობის საკ-
ვებსა და C რაოდენობის ტანსაცმელს, იზომება FC -თი. თვის განმავლობაში მას შეზღუდული რაო-
დენობის პროდუქტის შეძენა შეუძლია (შეზღუდული შემოსავალი აქვს).
დაუშვათ, მომხმარებელს თვეში I შემოსავალი გააჩნია და მასზე მეტის დახარჯვა არ შეუძლია.
ერთეული საკვების ფასია PF , ხოლო ერთეული ტანსაცმლის PC .

ა. დაწერეთ მოცემული პრობლემის მიზნის ფუნქცია;


ბ. რა არის შეზღუდვა?
გ. რომელი ცვლადებია ( ( PF , PC , C, F , I ) ეგზოგენური? ენდოგენური? პასუხები დაასაბუთეთ.

ამოხსნა:
ა. მიზნის ფუნქცია: FC→max
ბ. შეზღუდვა: (PF)x(F)+(PC)x(C)  I
გ. ეგზოგენური ცვლადებია: I, PF da PC. აღნიშნულ ცვლადებზე მომხმარებელი ვერ ახდენს
გავლენას და მოდელში მზა სახით შემოდის.
ენდოგენური ცვლადებია: F და C - მომხმარებელი ირჩევს პროდუქტების ოპტიმალურ
რაოდენობას.

ამოცანა 2

ფირმა „ბილაინი“ აწარმოებს ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას. იგი იყენებს მოწყობი-


ლობებსა და სამუშაო ძალას. თუ ფირმა გამოიყენებს E რაოდენობის მოწყობილობას და დაი-
ქირავებს L რაოდენობის სამუშაო ძალას, მას შეუძლია Q ერთეულამდე სატელეფონო სერვი-
სი აწარმოოს. Q, E და L ცვლადებს შორის დამოკიდებულება მოცემულია შემდეგი ფორმუ-
ლით:
Q = EL
ფირმამ ერთეული მოწყობილობის გამოყენებისათვის PE , ხოლო ერთეული სამუშაო ძა-
ლის დაქირავებისათვის PL ფასი უნდა გადაიხადოს. ვთქვათ, მენეჯერმა მიიღო დავალება
Q = 200 ერთეული სატელეფონო სერვისი განახორციელოს. მან უნდა აირჩიოს E და L ცვლა-
დები ისე, რომ მოცემული წარმოების პირობებში მოახდონოს დანახარჯების მინიმიზაცია.

1
ა. წარმოადგინეთ მოცემული პრობლემის მიზნის ფუნქცია;
ბ. რა შეზღუდვა არსებობს?
გ. რომელი ცვლადებია (Q, E, L, PE , PL ) ეგზოგენური? ენდოგენური? პასუხები დაასაბუთეთ.

ამოხსნა
ა. მიზნის ფუნქცია: (PE) x (E)+(PL) x (L) → min
ბ. შეზღუდვა: EL =200.
გ. ეგზოგენური ცვლადები: PE , PL , Q .
ენდოგენური ცვლადები: E L .

ამოცანა 8
ფირმა „სანტე“ აწარმოებს რძის პროდუქტებს, რისთვისაც იყენებს დანადგარებსა და სამუშაო ძა-
ლას. თუ ფირმა დაიქირავებს E რაოდენობის მოწყობილობასა და L რაოდენობის სამუშაო ძალას, მა-
შინ შეძლებს Q რაოდენობის რძის პროდუქტი აწარმოოს. Q, E , და L ცვლადებს შორის დამოკიდებუ-
ლება მოცემულია შემდეგი ფორმულით: Q = EL.
ფირმამ ერთეული დანადგარის გამოყენებისთვის PE , ხოლო ერთეული სამუშაო ძალის დაქირა-
ვებისთვის PL ფასი უნდა გადაიხადოს. მოცემულ პერიოდში, საბაზრო მოთხოვნიდან გამომდინარე,
ფირმამ უნდა აწარმოოს 300 ტონამდე რძის პროდუტი. E და L ცვლადები ისე უნდა განსაზღვროს,
რომ ფირმამ Q რაოდენობის რძის პროდუქტის წარმოების პირობებში მინიმიზაცია გაუკეთოს დანა-
ხარჯებს.

ა. დაწერეთ მოცემული პრობლემის მიზნის ფუნქცია;


ბ. რა შეზღუდვა არსებობს?
გ. რომელი ცვლადებია ( PE , PL , Q, E, L) ეგზოგენური? ენდოგენური? პასუხები ახსენით.

ამოხსნა:
ა. მიზნის ფუნქცია: (PE) x (E)+(PL) x (L) → min
ბ. შეზღუდვა: EL ≤300.
გ. ეგზოგენური ცვლადები: PE , PL .
ენდოგენური ცვლადები: E, L , Q.

2
თავი 2 მოთხოვნა, მიწოდება და საბაზრო წონასწორობა

გვახსოვდეს:
მოთხოვნის ზოგადი განტოლებაა: QD=a-bP.
მიწოდების ზოგადი განტოლებაა: QS=c+dP

ამოცანა 1
კომპანია ,,ტკბილი ქვეყანა" აწარმოებს ნამცხვრებს კოლეჯებისა და სკოლებისათვის.
ნამცხვრებზე მოთხოვნის ფუნქცია მოცემულია შემდეგი სახით:
𝑸𝑫 = 𝟐𝟓𝟎𝟎 − 𝟖𝟎𝑷
𝑄 არის გაყიდვების მოცულობა, ხოლო 𝑃 ერთეულის ფასი.
ა. რამდენი ნამცხვარი გაიყიდება 0,50 ლარად?
ბ. რამდენ ლარს უნდა შეადგენდეს ნამცხვრის ფასი, რომ კომპანიამ 2450 ერთეული
გაყიდოს?
გ. რა ფასის პირობებში გაუტოლდება ნამცხვრის გაყიდვები 0-ს?

ამოხსნა
ა. 𝑸𝑫 = 𝟐𝟓𝟎𝟎 − 𝟖𝟎𝑷 ჩავსვათ პირობა: 𝑸𝑫 = 𝟐𝟓𝟎𝟎 − 𝟖𝟎 × 𝟎, 𝟓 ამგვარად: 𝑸𝑫 = 𝟐𝟒𝟔𝟎
ბ. 𝑸𝑫 = 𝟐𝟓𝟎𝟎 − 𝟖𝟎𝑷 ჩავსვათ პირობა: 𝟐𝟒𝟓𝟎 = 𝟐𝟓𝟎𝟎 − 𝟖𝟎𝑷; ამგვარად: P=0,625 ლარი
გ. 𝑸𝑫 = 𝟐𝟓𝟎𝟎 − 𝟖𝟎𝑷 ჩავსვათ პირობა: 𝟎 = 𝟐𝟓𝟎𝟎 − 𝟖𝟎𝑷ამგვარად: P=31,25 ლარი.

ამოცანა 4
გამოიყენეთ ცხრილის მონაცემები და დაწერეთ მიწოდების განტოლება წითელი
ვარდებისათვის.
ცხრილი
ფასი (ლარი) რაოდენობა (ცალი)
P Q
1,00 500
0,75 350
0,5 200

ამოხსნა:
მიწოდების განტოლება შეიძლება ჩავწეროთ შემდეგი სახით: QS=c+dP.
მიწოდების მრუდის დახრილობა არის d=QS/P=(500-350)/(1,00-0,75)=600 (აღნიშნული
ცხრილიდან შესაძლებელია ნებისმიერი კომბინაციის გამოყენება) გადაკვეთის წერტილი
იქნება: 500=C+600(1); c= -100;
მიწოდების განტოლება იქნება QS = -100+600P

3
ამოცანა 9
ციტრუსებზე მოთხოვნის მრუდი გამოისახება ფორმულით: QD=700-P, ხოლო
მიწოდების მრუდია QS =-300+P.
გამოთვალეთ ბაზრის წონასწორული ფასი და რაოდენობა. ააგეთ გრაფიკი და აჩვენეთ
წონასწორული ფასი და რაოდენობა.

ამოხსნა:
QD= QS ; 700- P= - 300+P; 2P=1000; P=500
წონასწორული ფასი შეადგენს 500 ლარს ერთი ტონისთვის. წონასწორული რაოდენობის
განსაზღვრისათვის წონასწორული ფასის მნიშვნელობა ჩაისმება მოთხოვნის ან მიწოდების
განტოლებაში:
QD =700-500=200; QS =- 300+500=200
ამრიგად, წონასწორული რაოდენობა შეადგენს 200 ათას ტონას ერთ წელიწადში. ნახაზზე
წონასწორობა გრაფიკულადაა გამოსახული.
Fფასი, ლარი

P
S

600
E
500

400

300

200

100 D

100 0 200 300 400 500 Q


600
რაოდენობა (ათასი ტონა)

ამოცანა 15 წელიწადში)

მოთხოვნა ტაქსით მგზავრობაზე არის QD=1000+5G-400P, ხოლო მიწოდება QD=200-30G+100P.


G არის ბენზინის ფასი, P-მგზავრობის საფასური.
ა. განსაზღვრეთ წონასწორული ფასი და რაოდენობა, როცა G=4.
ბ. განსაზღვრეთ წონასწორული ფასი და რაოდენობა, თუ ბენზინზე ფასი დაიკლებს G=2-მდე.

ამოხსნა
ა) QD= QS
1000+5G-400P=200-30G+100P
1000+5×4-400P=200-30×4+100P
P=1.88; Q=268
ბ) QD= QS
1000+5G-400P=200-30G+100P

4
1000+5×2-400P=200-30×2+100P
P=1.92; Q=332

დამატებითი ამოცანა სემინარზე განხილვის მიზნით:


ამოცანა 5
მოცემულია ცხრილი
ფასი მოთხოვნილი მიწოდებული
(ლარი) რაოდენობა რაოდენობა
(ტონა) (ტონა)

P1 40 400 1300

P2 30 600 900

P3 20 800 500

P4 10 1000 100

ა. ააგეთ მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები (ჰორიზონტალურ ღერძზე აღნიშნეთ


რაოდენობა, ხოლო ვერტიკალურზე ფასი);
ბ. გაიანგარიშეთ გადაკვეთის წერტილი, ასევე დახრილობები მოთხოვნისა (Q D=a-bP) და
მიწოდების (QS = c+dP) მრუდებისათვის;
გ. დარწმუნდით, რომ P=10 ლარს და P=40 ლარს განტოლებაში ჩასმით სწორ პასუხს მიიღებთ;
შეამოწმეთ რაოდენობები ცხრილის საშუალებით;
დ. იპოვეთ წონასწორული ფასი და წონასწორული რაოდენობა.

ამოხსნა:
ა.

ფასი S
D

P1=40

P2=30

P*=25

P3=20

P4=10

C a
რაოდენობა
QD=QS =700
-300 1200

5
b. თავდაპირველად ავაგოთ მიწოდების მრუდი Q1, P1 და Q2, P2 წერტილების
საშუალებით.
განვსაზღვროთ მიწოდების მრუდის დახრილობა:
d=QS/P=(Q1-Q2)/(P1–P2)=(1300-900)/(40-30) = 400/10=40.
გადაკვეთა c წერტილია და იგი უდრის: c =QS-dP=1300-40  40 = -300.
ამრიგად, მიწოდების მრუდი არის QS = -300+40P

მოთხოვნის მრუდის დახრილობა არის:


b = QD/P=(Q3-Q4)/(P3 –P4) = (800-1000)/(20-10)= -200/10= -20, b= - 20.
გადაკვეთა არის a წერტილი. a=QD+bP= 800+20(20)=1200.
ამრიგად, მოთხოვნის მრუდი არის QD=1200-20P
შენიშვნა: თუ მათემატიკური სიზუსტით მივუდგებით მაშინ QD=1200-(-20)P
მივიღებდით QD=1 200+20P. ასეთ პირობებში გვექნებოდა აღმავალი წრფე. ჩვენ კი ვიცით, რომ
მოთხოვნის მრუდი დაღმავალია. ამგვარად, მათემატიკური წესები ზოგჯერ ეკონომიკის
კანონზომიერებებთან წინააღმდეგობაში მოდის და ბოლომდე ვერ ხსნის მათ.

g. მიწოდებისათვის P= 10. QS= - 300+40  10= -300+400=100


P= 40, QS = -300+40  40 = 1 300
მოთხოვნისათვის P=10 QD= 1200-20  10=1000
P= 40, QS = 1200-20  40 = 400
d) დაუშვათ, QS=QD, ან -300+40p=1200-20p; მივიღებთ 60P=1500; P*=25, გამოვიანგარიშოთ
წონასწორული რაოდენობა:
QS*=-300+40  25=700, გადამოწმების მიზნით, ახლა მოთხოვნის მრუდით გავიანგარიშოთ
QD*=1 200-20  25=700. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ P*=25 არის წონასწორული ფასი.
Q*S=Q*D=700 არის წონასწორული რაოდენობა.

6
თავი 3. მოთხოვნისა და მიწოდების ელასტიკურობა

ამოცანა 1

ცხრილში 3.1 წარმოდგენილია ნაყინზე მოთხოვნის მოცულობა სხვადასხვა ფასის


პირობებში.
ა. ააგეთ ნაყინზე მოთხოვნის მრუდი;
ბ. დავუშვათ, რომ ერთი ნაყინის ფასი 1,2 ლარია. როგორ შეიცვლება მოთხოვნის მოცულობა, თუ ეს
ფასი შემცირდება 30 თეთრით?
გ. განსაზღვრეთ ნაყინის გაყიდვის შედეგად მიღებული ამონაგები ფასის თითოეული
მნიშვნელობისთვის; მიღებული შედეგები შეიტანეთ ცხრილში;
დ. ფასების ყველა ინტერვალისთვის გამოთვალეთ მოთხოვნის საფასო ელასტიკურობის კოეფი-
ციენტები. მიღებული შედეგები შეიტანეთ ცხრილში;
ე. ააგეთ ნაყინის გაყიდვის შედეგად მიღებული ამონაგების მრუდი ისე, რომ ვერტიკალურ ღერძზე
აღინიშნოს მთლიანი ამონაგების მოცულობა ( TR ), ჰორიზონტალურზე – მოთხოვნის
რაოდენობა ( Q );
ვ. ფასის რომელი მნიშვნელობისთვისაა ერთობლივი ამონაგები მაქსიმალური?
ზ. ფასის რომელი მნიშვნელობისთვისაა მოთხოვნის საფასო ელასტიკურობის კოეფიციენტი ერთის
ტოლი?
თ. ფასის რომელი მნიშვნელობებისთვისაა მოთხოვნა ელასტიკური? არაელასტიკური?

ცხრილი 3.1

ერთი ულუფის მოთხოვნის ხარჯები მოთხოვნის საფასო


ფასი, მოცულობა, (ამონაგები), ელასტიკურობის
(ლარი) (ათასი ულუფა) ათასი ლარი კოეფიციენტი
2,10 10
1,80 20
1,50 30
1,20 40
0,90 50
0,60 60
0,30 70

პასუხი:

ამოცანა 1
P

2,1

1,8 D

1,5

1,2

0,9 10 20 30 40 50 60 70 Q (raod.
aT.ulufa)
0,6 nax. 3.1.1 nayinze moTxovnis mrudi

0,3

ა. იხილეთ ცხრილი;

ბ. ვინაიდან მოთხოვნის მრუდი წარმოადგენს წრფეს, მაშინ ფასების შემცირება 30%-ით


ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს მოთხოვნის მოცულობის გაზრდას 10 ათასი ულუფით;

გ. და დ. იხილეთ ცხრილი.

ერთი ულუფის მოთხოვნის ხარჯები მოთხოვნის საფასო


ფასი, მოცულობა, (ამონაგები), ელასტიკურობის
კოეფიციენტი
(ლარი) ათასი ულუფა ათასი ლარი

2,10 10 21 7,1

1,80 20 36 3

1,50 30 45 1,67

1,20 40 48 1

0,90 50 45 0,6

0,60 60 36 0,3

0,30 70 21

Q1 − Q0 20 − 10
Q0 10 1 და ა.შ ანალოგიურად გამოითვლება ყველა
E DP = = = = − 7,1.
P1 − P0 1,8 − 2,10 − 0,14
P0 2,10

კოეფიციენტი
შენიშვნა: მოთხოვნის საფასო ელასტიკურობის გამოთვლა 0,3 ლარზე დაბალი ფასისა და
მოცულობის პირობებში შეუძლებელია.

ე. იხილეთ ნახ.3.1.2;

ვ. როცა ფასი 1,20 ლარია;

ზ. როცა ფასი 1,20 ლარია. ერთობლივი ამონაგები მაქსიმალურია ერთეულოვანი ელასტი-


კურობის წერტილში;

თ. როცა ფასი 1,20 ლარზე მეტია; როცა ფასი 1,20 ლარზე ნაკლებია.

TR
EDP = 1
60
ამონაგები (ათასი ლარი)

50 EDP  1 K
EDP  1
40

30

20 A B

10

O Q
10 20 30 40 50 60 70 80 90 100

რაოდენობა (ათასი ცალი)

ნახ. 3.1.2 ნაყინზე მოთხოვნის მოცულობისა და ერთობლივი ამონაგების


დამოკიდებულების მრუდი

ამოცანა 3
1

დავუშვათ მოთხოვნის მრუდი მოცემულია შემდეგი ფორმულით: Q = 250 P 5
. რას
უდრის მოთხოვნის საფასო ელასტიკურობა?
ამოხსნა:
ეს არის მუდმივი ელასტიკურობის მოთხოვნის მრუდი, ასე რომ მოთხოვნის საფასო
ელასტიკურობა მოთხოვნის მრუდის გასწვრივ ყველგან ტოლია "-1/5".
ამოცანა 4

დავუშვათ წრფივი მოთხოვნის მრუდი მოცემულია შემდეგი ფორმულით: Q = 350 − 7 P


.რას უდრის მოთხოვნის საფასო ელასტიკურობა როცა P = 40 ? P = 60 ? რას უდრის შოკური ფა-
სი?

ამოხსნა

𝟒𝟎 𝟒𝟎 𝟔𝟎 𝟔𝟎
𝑬𝑷
𝑫 =-𝟕 𝟑𝟓𝟎−𝟕×𝟒𝟎=-7𝟕𝟎 = −𝟒; 𝑬𝑷
𝑫 = −𝟕 𝟑𝟓𝟎−𝟒𝟐𝟎 = −𝟕 −𝟕𝟎 = 𝟔;

𝒂 𝟑𝟓𝟎
შოკური ფასი=𝒃 = 𝟕
= 𝟓𝟎

ამოცანა 5

მოთხოვნის ფუნქცია გამოისახება ასე: QD = 2100 − 3P . ფასის რომელი მნიშვნელობისთვის


იქნება მოთხოვნის საფასო ელასტიკურობის კოეფიციენტი E D = −0,75 ?
P

ამოხსნა:

P
ვიყენებთ ფორმულას: E DP = −b
Q ;

P
− 0,75 = −3
2100 − 3P
;

P
= 0,25
2100 − 3P

P = 525 − 0,75 P ;

1,75P = 525 ;

P = 300
თავი 4. მომხმარებელთა ქცევა

ამოცანები

ამოცანა 1

ნახაზზე 4.1 გამოსახულია იმ საოჯახო მეურნეობის AB საბიუჯეტო წრფე, რომელიც


იყენებს X და Y პროდუქტებს.

Y
A
12

0 8
X
nax.
1.4.1
თუ საოჯახო მეურნეობის შემოსავალი 600 000 ლარია, მაშინ
ა. PX =75 000ლარს; PY =50 000 ლარს;
ბ. PX =100 000ლარს; PY =75 000 ლარს;
გ. PX და PY არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად იქნენ განსაზღვრული;
დ. PX / PY =3/2.
2. თუ საოჯახო მეურნეობის შემოსავალი არ იცვლება, მაშინ ფასების ინფლაციური ზრდა
გამოიწვევს
ა. საბიუჯეტო წრფის A წერტილში მობრუნებას საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით;
ბ. საბიუჯეტო წრფის მარცხნივ და ქვემოთ გადაადგილებას;
გ. საბიუჯეტო წრფის B წერტილში მობრუნებას საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო
მიმართულებით;
დ. საბიუჯეტო წრფის მარჯვნივ და ზემოთ გადაადგილებას.
3. საოჯახო მეურნეობის შემოსავლის უცვლელობის პირობებში X პროდუქტზე ფასის
გაზრდა, როცა Y პროდუქტზე ფასი არ იცვლება, გამოიწვევს
ა. AB საბიუჯეტო წრფის მარცხნივ და ქვემოთ გადაადგილებას;
ბ. საბიუჯეტო წრფის B წერტილში მობრუნებას საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო
მიმართულებით;
გ. AB საბიუჯეტო წრფის მარჯვნივ და ზემოთ გადაადგილებას;
დ. AB საბიუჯეტო წრფის A წერტილში მობრუნებას საათის ისრის მოძრაობის
მიმართულებით.
4. თუ X და Y პროდუქტთა ფასები არ იცვლება, მაშინ საოჯახო მეურნეობების
შემოსავლის გაზრდა გამოიწვევს
ა. AB საბიუჯეტო წრფის B წერტილში მობრუნებას;
ბ. AB საბიუჯეტო წრფის მარცხნივ და ქვემოთ პარალელურ გადაადგილებას;
გ. AB საბიუჯეტო წრფის მარჯვნივ და ზემოთ პარალელურ გადაადგილებას;
დ. AB საბიუჯეტო წრფის A წერტილში მობრუნებას საათის ისრის მოძრაობის
მიმართულებით.

1
5. AB საბიუჯეტო წრფის გასწვრივ A წერტილიდან B წერტილისკენ მოძრაობისას
ა. X და Y პროდუქტთა ზღვრული სარგებლიანობები თანაბარია;
ბ. X და Y პროდუქტთა ფასები და საოჯახო მეურნეობის ბიუჯეტი უცვლელია;
გ. X და Y პროდუქტთა ფასები უცვლელი რჩება, ხოლო ბიუჯეტი მცირდება;
დ. საოჯახო მეურნეობის ბიუჯეტი არ იცვლება, X პროდუქტის ფასი კლებულობს ხოლო
Y პროდუქტის ფასი იზრდება.

ამოცანა 3
მზიასთვის სარგებლიანობის ფუნქცია გამოისახება ასე: U  4 X 1 X 2 , ხოლო მათ
შესაძენად გამოყოფილი შემოსავალი შეადგენს 24 ლარს. ოპტიმალურ ნაკრებში შევიდა
შესაბამისად X 1  2 და X 2  3 ერთეულები. გაიანგარიშეთ დოვლათთა ფასები.

ამოხსნა: ვიყენებთ ოპტიმალური არჩევანის პირობებს (საბიუჯეტო წრფის განტოლებას და


მხების პირობას)
აღვნიშნოთ X 1 ფასი P1 , ხოლო X 2 ფასი P2 . შევადგინოთ სისტემა:

MU1  U ( X 1 )  (4 X 1 )  X 2  4 X 2
MU 2  U ( X 2 )  (4 X 2 )  X 1  4 X 1

MU 1 / P1  MU 2 / p 2 ;4 X 2 / P1  4 X 1 / p 2 ; X 2 / P1  X 1 / p2 ; ცნობილია რომ X 1  2 და
X 2  3 შესაბამისად გვექნება 2 P1  3 p2 ; საბიუჯეტო წრფისა და მხების პირობით

გვექნება:

2P1  3P2  24
2 P1  3P2
 

P1  6 P2  4

ამოცანა 8

2
ბარბარე ირჩევს საკვებსა ( x) და ტანსაცმელს ( y) , რომელთა
სარგებლიანობის ფუნქციაა U ( x, y )  xy . პროდუქტების ზღვრული

ბარბარეს შემოსავალია I  1600 ლარი. პროდუქტთა


სარგებლიანობებია MU x  y MU y  x.
და
ფასებია Px  40 ლარი და y
P  80
ლარი. გაიანგარიშეთ მომხმარებლის ოპტიმალურ
(შიდა ოპტიმუმის) კალათაში არსებული თითოეული პროდუქტის რაოდენობა.

ამოხსნა:
შიდა ოპტიმუმის პირობა უნდა აკმაყოფილებდეს ორ მოთხოვნას:

Px x  Py y  I MU x Px

MU y Py
და

ამგვარად, დასაწყისში უნდა ჩავწეროთ საბიუჯეტო წრფის განტოლება:

Px x  Py y  I (4.7)

და მოვძებნოთ ის უკიდურესი კალათები, რომლებიც მდებარეობენ კოორდინატთა

ღერძებზე. ჰორიზონტალურ ღერძზე კალათა არის მხოლოდ 40 ერთეულის პირობებში,

1600
ვინაიდან  40
40 . ეს ის მდგომარეობაა, როცა ბარბარე მთელ თავის ბიუჯეტს საკვების

შეძენაზე ხარჯავს.

ანალოგიურად, ვერტიკალურ ღერძზე მდებარე კალათას შეესაბამება მხოლოდ 20

1600
 20
ერთეული ტანსაცმელი ვინაიდან 80 , როცა მთლიანი ბიუჯეტი ტანსაცმლის

შეძენაზე იხარჯება.

მონაცემების ტოლობაში (4.7) ჩასმით მივიღებთ:

3
40 x  80 y  1600
.

მეორე პირობით უნდა სრულდებოდეს შემდეგი: y Px y 40


MU x Px

MU y Py  
ე.ი. x Py ამგვარად, x 80

2y  X

შეგვიძლია ჩავწეროთ რომ:

40  2 y  80 y  1600 ; 160 y  1600 ; ე.ი. ოპტიმალურ კალათაშია

y  10 ტანსაცმელი და x  20 საკვები. (ნახაზის აგება არ მოითხოვება).

4
თავი 5.ინდივიდუალური და საბაზრო მოთხოვნა
ამოცანები
ამოცანა 3
საზაფხულო ზოლიან მაისურებზე მომხმარებელთა მოთხოვნა გამოიხატებოდა
შემდეგნაირად: P  20; Q  30. ხოლო როცა P  10; Q  38 . დიზაინერთა მიერ საზაფულო
კოლექციის დეფილეს შემდგომ მომხმარებელთა გარკვეულმა ნაწილმა არჩევანი გააკეთა
სწორედ ასეთი მაისურების შესყიდვაზე. შედეგად მოთხოვნა შეიცვალა და P1  10 ლარის
პირობებში 38-ის ნაცვლად გაიყიდა 60 ცალი ( Q1  60 ).
ა. გრაფიკულად გამოსახეთ ეფექტი;
ბ. ახსენით რა სახის ეფექტის გავლენით განვითარდა სიტუაცია და გამოთვალეთ მისი
მნიშვნელობა;
გ. ეს ეფექტი დადებითია თუ უარყოფითი?

პასუხი

P D

20

10
D1

30 38 60 Q
უმრავლესობასთან
ფასის ეფექტი nax. 5.3.1 მიერთების ეფექტი

a. იხ. ნახაზი 5.3.1


ბ. მოვლენას აღწერს უმრავლესობასთან მიერთების ეფექტი; (60-38=22)
გ. ეფექტი დადებითია, ვინაიდან მოთხოვნა იზრდება.

ამოცანა 4
ქალაქის პრესტიჟულ უბანში მოქმედი ფიტნეს-კლუბში ერთი თვის მანძილზე მოქმედი
საშვის ღირებულება შეადგენდა ყოველთვიურად 250 ლარს ( P  250 ), მომსახურებით
სარგებლობდა 100 მომხმარებელი ( Q  100 ). მომსახურების მასშტაბების გაფართოების
შედეგად შესაძლებელი გახდა საშვის ფასის შემცირება 180 ლარამდე. კლუბის მფლობელთა
მოსაზრებით მომხმარებელთა რიცხოვნობა გაორმაგდებოდა. მათი მოლოდინი არ გამართლდა
და დაბალი ფასის პირობებში გაიყიდა მხოლოდ 130 საშვი ( P1  180; Q1  130 ).
ა. გრაფიკულად გამოსახეთ მოვლენა;

1
ბ. ახსენით რა სახის ეფექტის გავლენით განვითარდა სიტუაცია და გამოთვალეთ მისი
მნიშვნელობა;
გ. ეს ეფექტი დადებითია თუ უარყოფითი?

პასუხი

P D

250

180

D1

100 130 200 Q


ფასის ეფექტი

nax. 5.4.1 სნობის ეფექტი

ა. იხ. ნახაზი 5.4.1


ბ. სნობის ეფექტი; მაღალშემოსავლიანმა მომხმარებელმა უარი თქვა დაბალფასიან
მომსახურებაზე. 130-200=-70
გ. ეფექტი უარყოფითია, ვინაიდან მოთხოვნა მცირდება.

ამოცანა 7

მომხმარებელი ირჩევს საკვებისა (x ) და ტანსაცმლის ( y ) გარკვეულ რაოდენობებს


რომელთა სარგებლიანობის ფუნქციაა U ( x, y )  xy . პროდუქტების ზღვრული

სარგებლიანობებია MU x  y MU y  x. I
და მომხმარებლის შემოსავალია ლარი.
პროდუქტთა ფასებია Px და Py ლარი.
ა) აჩვენეთ, რომ მოთხოვნის მრუდის განტოლება საკვებისთვის არის x  I /( 2 Px ) ;
ბ) არის თუ არა საკვები ნორმალური პროდუქტი? ააგეთ მოთხოვნის მრუდი 120
ლარიანი შემოსავლის პირობებში. ააგეთ მოთხოვნის მრუდი 200 ლარიანი შემოსავლის
პირობებში.

ამოხსნა:
ა) ამ თავის თეორიიდან ვიცით, რომ სარგებლიანობის ამ ფუქციის პირობებში
განურჩევლობის მრუდები არ კვეთენ ღერძებს. აღნიშნულის გამო, ყველა ოპტიმალური წერტილი
შიდა ოპტიმუმის პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, ანუ მომხმარებელი იძენს საკვებისა და
ტანსაცმლის დადებით რაოდენობას. ვიცით, რომ შიდა ოპტიმუმმა უნდა დააკმაყოფილეოს
შემდეგი ორი პირობა:

2
- ოპტიმალური კალათა უნდა მდებარეობდეს საბიუჯეტო წრფეზე, რაც ნიშნავს, რომ:
𝑷𝒙 𝒙 + 𝑷𝒀 𝒚 = 𝑰
- ვინაიდან შიდა ოპტიმუმის პირობა გვაქვს მან უნდა დააკმაყოფილოს მხების პირობა ანუ
განურჩევლობის მრუდისა და საბიუჯეტო წრფის შეხების დროს გვაქვს MU x P ანუ
 x
MU y Py
𝒚 𝑷 𝑷
ზღვრული შემოსავლისთვის იქნება 𝒙 = 𝑷𝒙 ან უფრო მარტივად 𝒚 = (𝑷𝒙 ) 𝒙.
𝒚 𝒚

უნდა გავიგოთ რამდენ საკვებსა და ტანსაცმელს იძენს ინდივიდი ნებისმიერი ფასისა და


შემოსავლის პირობებში. ჩვენ გვაქვს ორი ტოლობა ორი უცნობით (ენდოგენური ცვლადები 𝒙 და
𝑷
𝒚). ჩავსვათ 𝒚-ის მნიშვნელობა საბიუჯეტო წრფის განტოლებაში, გვექნება:𝑷𝒙 𝒙 + 𝑷𝒀 (𝑷𝒙 𝒙) = 𝑰.
𝒚
𝑰
როცა მას ამოვხსნით 𝒙-ის მიმართ ვნახავთ, რომ 𝒙 = 𝟐𝑷𝒙
. ესაა საკვებზე მოთხოვნის მრუდის
განტოლება, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გავიგოთ მომხმარებლის მიერ შერჩეული
საკვების რაოდენობა.
𝟏𝟐𝟎
ბ) თუ შემოსავალი 120-ია მოთხოვნილი საკვების რაოდენობა იქნება 𝒙 = 𝟐𝑷 = 𝟔𝟎/𝑷𝒙 .
𝒙

შედეგად შეგვიძლია ავაგოთ მოთხოვნის მრუდი, როცა საკვებზე ფასი 15-ია, მაშინ მოთხოვნის
მოცულობაა 4 ერთეული. როცა ფასი 10-ია, მაშინ მომხმარებელი იძენს 6 ერთეულს. შემოსავლის
ზრდა მოთხოვნის მრუდს გადააადგილებს მარჯვნივ. ვინაიდან საკვები ნორმალური პროდუქტია,
ფასის 10-ისა და შემოსავლის 200 ტოლობის პირობებში მომხმარებელი იძენს 10 ერთეულ საკვებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ მომხმარებელი საკვებს ნებისმიერი ფასის პირობებში იძენს, რაც ნიშნავს,
რომ არ გვაქვს კუთხური გადაწყვეტილება. იხილე ნახაზი 5.7.1.
Px

15
A

B
C
10 D2 (I=200)

D1(I=120)

ნახ. 5.7.1 4 6 10
Qx

3
თემა 6
ამოცანა 6.1
რისკის უარმყოფელი პიროვნების მოსალოდნელი სარგებლიანობის გამოთვლა
ორი შესაძლო შედეგის შემთხვევაში

ამოცანა: ცხრილი 6.1.ა და ცხრილი 6.1.ბ გვიჩვენებს ორი შესაძლო შედეგის მქონე სარისკო
სიტუაციას (ლატარიას): დავუშვათ, შეგიძლიათ შეიძინოთ ორივე კომპანიის აქციები 100
ლარად. აღსანიშნავია რომ ორივე აქციის ფასის მოსალოდნელი მნიშვნელობა არის
თანაბარი _ 100 ლარი, თუმცა ტელეკომპანიის აქციის ვარიაცია უფრო მაღალია, ვიდრე
კომუნალური მომსახურების კომპანიის. პირველი აქცია უფრო სარისკოა, ვიდრე მეორე.
დავუშვათ, რისკის უარმყოფელი ადამიანის სარგებლიანობის ფუნქცია აღიწერება შემდეგი
განტოლებით:

U ( I )  100I
სადაც I აღნიშნავს სარისკო შედეგის შემოსავალს. რომელ აქციის შეძენას გადაწყვეტს
რისკის უარმყოფელი პიროვნება? რომელი აქციის შეძენას აქვს უფრო მაღალი
მოსალოდნელის სარგებლიანობა?
ტელეკომპანია „იმედის“ აქციის ვარიაციის გამოთვლა
ცხრილი 6.1 "ა"

ტელეკომპანია „იმედი“-ს აქციის ვარიაციის გამოთვლა

შემოსავალი ალბათობა კვადრატული გადახრა კვადრატული გადახრის


ნამრავლი ალბათობაზე

80 0.3 (80-100)2=400 0.3X400=120

100 0.4 (100-100)2=0 0.4X0=0

120 0.3 (120-100)2=400 0.3X400=120

ვარიაცია 120+0+120=240

კომუნალური მომსახურების კომპანიის აქციის ვარიაციის გამოთვლა


ცხრილი 6.1 "ბ"

კომუნალური მომსახურების კომპანიის აქციის ვარიაციის გამოთვლა

შემოსავალი ალბათობა კვადრატული გადახრა კვადრატული


გადახრის ნამრავლი
ალბათობაზე

80 0.1 (80-100)2=400 0.1X400=40

100 0.8 (100-100)2=0 0.8X0=0

120 0.1 (120-100)2=400 0.1X400=40

ვარიაცია 40+0+40=80

1
Lამოხსნა:

ინტერნეტ-კომპანიის აქციის მოსალოდნელი სარგებლიანობას გამოვთვლით შემდეგნაირად:

მოსალოდნელი სარგებლიანობა EU=0,30 100  80 +0,40 100  100


+0.30 100  120 = 0.30 X89,4 + 0,40 X100 + 0.30 X109.5 = 99.7

კომუნალური მომსახურების აქციის მოსალოდნელი სარგებლიანობაა:

მოსალოდნელი სარგებლიანობა EU=0.10 100  80 + 0.80 100  100 + 0.10


100  120 =0.10 X89,4 + 0,80 X100 + 0,10 X109,5 = 99,9

რადგანაც კომუნალური მომსახურების კომპანიის აქციას აქვს უფრო მაღალი


მოსალოდნელი სარგებლიანობა, რისკის უარმყოფელი ადამიანი ამჯობინებს მის შეძენას
თანაბარი ვარიაციის შემთხვევაში.
მაგრამ, თუ ორ სარისკო შედეგს ერთიდაიგივე მოსალოდნელი მნიშვნელობა აქვს, მაშინ
რისკის უარმყოფელი ადამიანი ამჯობინებს დაბალი ვარიაციის მქონე შედეგს.

ამოცანა 4

მოცემულია ორი სარისკო სიტუაცია A და B. A სიტუაციის შემთხვევაში 0 ლარის ტოლი


შემოსავლის მიღების ალბათობა უდრის 0,90; ხოლო 400 ლარის ტოლი შემოსავლის
მიღებისა კი-0,10. B სიტუაციის შემთხვევაში 30 ლარის ტოლი შემოსავლის მიღების
ალბათობაა 0,50; ხოლო 50 ლარის მიღების ალბათობაც 0,50-ის ტოლია. დავუშვათ
გადაწყვეტილების მიმღები ინდივიდის სარგებლიანობის ფუნქცია აღიწერება შემდეგი
ფუნქციით: U  I . გაიანგარიშეთ რისკის პრემია თითოეული სარისკო სიტუაციის
შემთხვევაში.

ამოხსნა
რისკის პრემიის გასაანგარიშებლად ვიყენებთ ფორმულას
Pr  U ( I 1 )  (1  Pr )  U ( I 2 )  U[ Pr  I 1  (1  Pr ) I 2  RP]

A სარისკო სიტუაციის შემთხვევაში რისკის პრემიის გამოსათვლელად შევადგინოთ


ტოლობა:
EV = 0,1 X 400+0,9 X 0=40
0,90 0 + 0,10 400 = 40  RPA ორივე მხარე ავიყვანოთ კვადრატში და მივიღებთ:
40  RPA =2
40  RPA  4
RPA =36

2
B სარისკო სიტუაციის შემთხვევაში რისკის პრემიის გამოსათვლელად შევადგინოთ ტოლობა:

მოსალოდნელი მნიშვნელობა EEV=0,5X30+0,5X50=40

0,50 30 + 0,50 50 = 40  RPB


40  RPB =6,27 ორივე მხარე ავიყვანოთ კვადრატში და მივიღებთ:
40  RPB  39,36
RPB =0,64

ამოცანა 9

ჯეინი არის რისკის უარმყოფელი და მისი შემოსავლის სარგებლიანობის ფუნქცია აღიწერება


შემდეგნაირად U  I . ძველ სამუშაოზე მას უხდიდნენ გარანტირებულად კვირაში 225 ლარს.
Aახალ სამუშაოზე მას გადაუხდიან კვირაში გამოშვებული პროდუქციის რაოდენობის (შრომის
ნაყოფიერების) მიხედვით. იგი ვარაუდობს, რომ გამოიმუშავებს ან 100 ლარს 50% ალბათობით ან
400 ლარს 50%-იანი ალბათობით. რომელ სამუშაოს - ძველს თუ ახალს აირჩევს ჯეინი? პასუხი
დაასაბუთედ სათანდო გამოთვლებით.

ამოხსნა:

ძველი სამუშაოს მოსალოდნელი სარგებლიანობაა EU  225  15

ახალი სამუშაოს მოსალოდნელი სარგებლიანობაა


EU  0.5 400  0.5 100  15

ჯეინის შემთხვევაში ძველ და ახალ სამუშაოზე მოსალოდნელი სარგებლიანობები ერთმანეთის


ტოლია. ვინაიდან ის რისკის უარმყოფელია, ამიტომ დარჩება ძველ სამსახურში.

3
თავი 7
ამოცანა 1

დავუშვათ ფირმის გამოშვება პროდუქტის 100 ერთეულს შეადგენს. ამისათვის იგი იყენებს
ფაქტორების შემდეგი კომბინაციას (L=7; K=6). ყოველი საწარმოო ფუნქციისათვის აღნიშნეთ,
არის თუ არა შესაძლებელი ამ კომბინაციის განხორციელება და თუ შესაძლებელია, მაშინ
აღნიშნეთ, არის თუ არა მოცემული კომბინაცია ტექნიკურად ეფექტიანი?
ა) Q = 7L + 8K=7X7+8X6=97
b) Q = 20√ =20X6,4=129,6
g) Q = min(16L, 20K)=min (16X7; 20X6)=min (112; 120)
d) Q = 2(KL + L + 1)=2(6X7+7+1)=2X50=100

ამოცანა 6
ფირმის საწარმოო ფუნქცია ტოლია Q = K1/4 L 3/4 . კაპიტალის ფასი უდრის 4 ათას ლარს,
შრომის ფასი - 12 ათას ლარს.
შრომისა და კაპიტალის რა რაოდენობა უნდა ჰქონდეს ფირმას 300 ათასი ერთეული
პროდუქტის გამოსაშვებად?

პასუხი:

ამოცანა 7
საწარმოო ფუნქციას აქვს შემდეგი სახე: Q=4KL, სადაც Q - არის გამოშვება ან მთლიანი
პროდუქტი (TP), L- გამოყენებული შრომის რაოდენობა, K – კაპიტალის დანახარჯები;
განსაზღვრეთ კაპიტალის ზღვრული პროდუქტი და ფირმის მთლიანი პროდუქტი, თუ
პროდუქციის საწარმოებლად გამოიყენება 3 მუშა და 4 ერთეული საწარმოო აღჭურვილობა.

პასუხი:
MPK=Q’(K) =4L=4 X 3=12
Q=TP=4KL=4X4X3=48

1
თემა #8

ამოცანა 3

მოცემულია ფირმის საწარმოო ფუნქცია Q = LK. დავუშვათ, რომ MPL= K; MPK =L

( )
w =1 და r = 2. იპოვეთ მინიმალური დანახარჯების შესატყვისი L*,K* ფაქტორთა
ოპტიმალური კომბინაცია Q = 200 ერთეული გამოშვების მოცულობის შემთხვევაში.

ამოხსნა:

MPL w K w K 1
ოპტიმალური არჩევანის პირობებში სრულდება პირობა: MP  r =>  => L  2 =>
K L r
2K=L ვინაიდან Q = LK და Q = 200 ამიტომ

200=2K2 => K*=10; L*=2K=20

პასუხი: ოპტიმალურ არჩევანშია K*=10 და L*=20.

ამოცანა 4

ამოცანის პირობა იგივეა რაც ამოცანაში 3. დავუშვათ, მთავრობამ ფირმებს დაუწესა


შრომის ერთეულზე გადასახადი 3 ლარის ოდენობით (w=1+3=4). როგორ იმოქმედებს
გადასახადის დაწესება ფირმის ოპტიმალურ არჩევანზე თუ ფირმა გადაწყვეტს კვლავ 200
ერთეული პროდუქტის გამოშვებას? რა იქნება მინიმალური დანახარჯების შესაბამისი

(L ,K ) ფაქტორთა ოპტიმალური კომბინაცია მოცემულ შემთხვევაში?


* *

ამოხსნა:

ოპტიმალური არჩევანის პირობებში სრულდება პირობა:

MPL w K w K 4
   Q = LK და Q = 200 ამიტომ
MPK r => L r => L 2 => K K=2L; ვინაიდან

200=2L2 => L*=10; K*=2L=20 .

პასუხი: შრომაზე 3 ლარის ოდენობის გადასახადის დაწესებამ შრომა როგორც ფაქტორი


გააძვირა (w=3+1=4) და ოპტიმალურ არჩევანში გაიზარდა კაპიტალის რაოდენობა.
თემა 9

ამოცანები

ამოცანა 4
პროდუქტის ერთ ერთეულზე გაწეული დანახარჯების დამოკიდებულება გამო-
შვების მოცულობასთან გამოსახულია ფუნქციით: Y = 2X2 - 10Х + 20, სადაც Y-არის საშუა-
ლო დანახარჯები, X- გამოშვებული პროდუქტის რაოდენობა. განსაზღვრეთ გამოშვების
მოცულობა ფირმის საშუალო დანახარჯების მინიმალური მნიშვნელობისთვის?

ამოხსნა:
გამოშვების მოცულობა ფირმის საშუალო დანახარჯების მინიმალური
მნიშვნელობისთვის აკმაყოფილებს პირობას: MC=ATC.
რომ გავიგოთ MC უნდა გავიანგარიშოთ MC=TC’

TC=(2x2-10X+20)x=2x3-10x2+20x MC=(2x3-10x2+20x)’ MC=6x2-20x+20

6x2-20x+20=2x2-10X+20 4x2-10x=0 x(2x-5)=0; x1=0 x2=2,5

ე.ი. გამოშვების ოპტიმალური რაოდენობა ფირმის საშუალო დანახარჯების


მინიმალური მნიშვნელობისთვის არის x=2,5.

ამოცანა 5
ფირმა ოპერირებს არასრულყოფილი კონკურენციის ბაზარზე. მოთხოვნის
ფუნქციას პროდუქტზე აქვს შემდეგი სახე: QD=360-4P. ფირმის პროდუქტზე დანახარჯების
ფუნქცია კი გამოიხატება შემდეგი ფორმულით: TC=55+Q2, სადაც Q – წარმოების
მოცულობაა, გამოხატული პროდუქტის ერთეულებში.
მოცემული ინფორმაციის საფუძველზე:
ა) დაწერეთ ზღვრული შემოსავლისა და ზღვრული დანახარჯების ფუნქციები;
ბ) გამოთვალეთ წონასწორული გამოშვება;
გ) გამოთვალეთ ფასი (შენიშვნა: ვინაიდან ბაზარი არასრულყოფილი კონკურენციისაა,
ფასი შესაძლოა დაწესებული იყოს მონოპოლიის ან ლიდერი ფირმის მიერ).

პასუხი
a) 4P=360-Q P=90-0,25Q ,
TR=PXQ=90Q-0,25Q2
MR=TR’=(90Q-0,25Q2)’=90-0,5Q.
MC=TC ’=(55+Q2)’=2Q.
ბ) MR=MC; 90-0,5Q=2Q; Q=36 ერთეული.
გ) P=90-0,25Q=81 ლარი.
თავი 11

ამოცანები
ამოცანა 1
შეავსეთ ცხრილი. გაითვალისწინეთ მოგების მაქსიმიზაციის პირობა და იპოვეთ წარ-
მოების ოპტიმალური დონე, როცა P=150 ლარს;
ა) თუ ფირმა გაზრდის წარმოების მოცულობას ერთი ერთეულით, როგორ შეიცვლება მისი
მოგება?
ბ) თუ ფირმა შეამცირებს წარმოების მოცულობას ერთი ერთეულით, როგორ შეიცვლება
მისი მოგება?
ცხრილი 11.1
გამოშვე- ამონაგე- მთლია- Mმოგე- საშუალო საშუალო ცვა- ზღვრული
ბა ბი ნი და- ბა მთლიანი დანა- ლებადი დანა- დანახარ-
q TR ნახარ- ხარჯი ხარჯი ჯები
(150*q) ჯი П ATC AVC MC
TC
13 2 100 161,54 75 _
14 2 245 160,36 80 145
15 2 400 160,00 85 155
16 2 565 160,31 90 165
17 2 740 161,18 95 175

ამოხსნა
ცხრილი 11.1.1

გამოშვება ამონაგები მთლიანი მოგება


q TR დანახარჯი
TC П
13 1 950 2 100 _ 150
14 2 100 2 245 _ 145
15 2 250 2 400 _ 150
16 2 400 2 565 _ 165
17 2 550 2 740 _ 190

ცხრილის მიხედვით ფირმას დანაკარგი აქვს, როცა П=-145 ლარს და ოპტიმალური


გამოშვება 14 ერთეულს შეადგენს.
თუ ფირმა არ აწარმოებდა პროდუქტს მოკლევადიან პერიოდში, მას მაინც
მოუწევდა ფიქსირებული დანახარჯის გადახდა 1125 ლარის ოდენობით
VC=AVCXQ=80  14=1120;
1
FC=TC-VC=2245-1120=1125.
არსებითად დიდია დანაკარგი, ვიდრე 145 ლარი. ამგვარად, ფირმა განაგრძობს
წარმოებას მოკლევადიან პერიოდში.
გრძელვადიან პერიოდში საბაზრო ფასის პირობებში (150 ლარი) ფირმას მოუწევს
ბაზრის დატოვება, თუ არ შეამცირებს ფიქსირებულ დანახარჯებს (იგი ვერ დაფარავს
ალტერნატიულ ხარჯებს, მისი რესურსები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვაგან, სადაც
მეტი მოგების მიღების შესაძლებლობა იქნება).
მოგების მაქსიმიზაციისათვის წარმოების დონეა q=14.
თუ ფირმა გაზრდის წარმოების მოცულობას ერთი ერთეულით (15 ერთეულამდე),
ის დამატებით მიიღებს 150 ლარით მეტ ამონაგებს (2250-2100=150), მაგრამ ის
დამატებით დახარჯავს 155 ლარს. ასე, რომ წარმოების მოცულობის გაზრდა 15
ერთეულამდე გამოიწვევს მოგების შემცირებას 5 ლარით. ასევე, თუ შეამცირებს
წარმოების მოცულობას ერთი ერთეულით (13 ერთეულამდე), დანახარჯი იქნება 145
ლარი, მაგრამ მიიღებს ამონაგებს 150 ლარს (2100-1950=150). თუმცა, ფირმის მოგება
შემცირდება 5 ლარით 14 ერთეულის გამოშვებასთან შედარებით. მოგება მაინც
უარყოფითია (-145 ლარი).
ცხადია, რომ ფირმამ q=14-ის შემთხევაში, უნდა მოახერხოს დახარჯების
შემცირება.

ამოცანა 6
მოკლევადიან პერიოდში ფირმის მთლიანი დანახარჯი არის: TC(q) = 100+2q+q2,
ზღვრული დანახარჯია MC=2+2q.
ა) წარმოადგინეთ საშუალო მთლიანი და საშუალო ცვალებადი დანახარჯები როგორც
საწარმოო ფუნქცია;
ბ) თუ P=25, რა რაოდენობის პროდუქტს აწარმოებს ფირმა მოკლევადიან პერიოდში?
გ) თუ P=20, რა რაოდენობის პროდუქტს აწარმოებს ფირმა მოკლევადიან პერიოდში?
დ) წარმოიდგინეთ, რომ ფირმას იგივე დანახარჯების მრუდი აქვს გრძელვადიან პერი-
ოდში. რა რაოდენობის პროდუქტს აწარმოებს იგი გრძელვადიან პერიოდში?

ამოხსნა:
a) ATC = TC/q=100/q + 2+q
VC=2q+q2
AVC = VC/q = (2q+q2)/q= 2+q
b) MC=P, ე.ი. 2+2q = 25 ან q=23/2 =11,5

2
AVC მინიმალური ხდება მაშინ, როცა q=0. მაშასადამე, ფირმამ უნდა გააგრძელოს
მუშაობა და აწარმოოს 11,5 ერთეული პროდუქტი.
გ) თუ P= 20; უნდა შესრულდეს პირობა MC= P რაც გულისხმობს რომ:
2+2q=20; q= 18/2=9.
d) გრძელვადიანი პერიოდისათვის უნდა შესრულდეს პირობა PATCmin.
ATC მინიმალურია, როცა ATC = MC ანუ 100/q+2+q=2+2q ან q=10. მინიმალური
ATC=100/10+2+10=22. გრძელვადიან პერიოდში ფირმამ უნდა აწარმოოს 10 ერთეული
პროდუქტი, თუ P=22, მაგრამ თუ P<22, მაშინ ფირმამ წარმოება უნდა შეწყვიტოს.

ამოცანა 7
ფირმის ზღვრული დანახარჯი აღწერილია განტოლებით: MC=10+q; საშუალო ცვა-
ლებადი დანახარჯია AVC=10+q/2 ; ფიქსირებული დანახარჯია 5000, ხოლო საბაზრო ფა-
სი 100 ლარი.

ა) გაიანგარიშეთ ფირმის მაქსიმალური მოგება.


ბ) გააგრძელებს თუ არა ფირმა მუშაობას მოკლევადიან პერიოდში? Pპასუხი დაასაბუ-
თეთ.

ამოხსნა:
a) მოკლევადიან პერიოდში MC>AVC ყველა q>0-თვის. P=MC, ამიტომ შეგვიძლია
დავწეროთ: 100=10+ q; q=90.
TC=VC+FC
VC=AVCxq=(10+90/2)x90=4950
FC=5000
TC=4950+5000=9950
TR=PxQ=100x90=9000
მაქსიმალური მოგება არის
(q)= TR-TC= 9000 - 9950 = - 950 ლარი
ბ) მოკლევადიან პერიოდში ზარალი არის 950 ლარი, რაც ნაკლებია 5000 ლარზე.
თუ ამ შემთხვევაში ფირმა განაგრძობს მუშაობას, მას მოუწევს ფიქსირებული
დახარჯების დაფარვა. მაშასადამე, მოკლევადიან პერიოდში ფირმა არ დაიხურება.
გრძელვადიან პერიოდში ფირმა გავა ბაზრიდან, თუ ვერ დაფარავს ფიქსირებულ
ხარჯებს.

You might also like