პურიტანული

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

იმსჯელეთ რიჩარდსონისა და ფილდინგის შემქმედების მახასიათებლებზე (რაში

ჰგვანან, რითი განსხვავდებიან, როგორ ნაწამროებებს ქმნიდნენ, როგორ პერსონაჟებს


და ა.შ.)"

რიჩარდსონი გახლდათ ინგლისელი მწერალი. მას ძალიან დიდი ძვლილი მიუძღვის


ინგლისური რომანის განვითარებაში. მის რომანებს ეპისტოლარული რომანები
ეოწდება, რაც ნიშნავს რამდენიმე პერსონაჟის მიერ დაწერილი წერილებით შემდგარ
რომანს. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მისი ორი უდიდესი რომანი -
„პამელა“ და „კლარისა“. ზოგადად, ეპისტოლარული რომანები საშუალებას გვაძლებს
ღრმად შევიცნოთ პერსონაჟები - მათი მოტივები, აზრები, იდეები და ასე შემდეგ.
ასეთ რომანებს არ ჭირდება ავტორის მიერ პერსონაჟების დახასიათება, რადგან ამის
საშუალება ჩვენ თვითონვე გვეძლევა და ასე თუ ისე, ასეთი ტიპის რომანი
ძირითადად უფრო რეალურადაც აღიქმევა - ჩვენ ბოლომდე ვხედავთ პერსონაჟებს,
მათ აზრებს და გრძნობებს. ამასთანავე, ეს ყოველივე ავტორს აძლევს საშუალებას
რომ მან შექმნას უფრო რთული პერსონაჟები. თუმცა ამას მოსდევს უარყოფითი
მხარეც - ეპისტოლარული რომანების შემთხვევაში, მკითხველი იძულებულია რომ
მხოლოდ მთხრობელის ნაამბობს დასჯერდეს და უწევს მისი მინდობა. რიჩარდსონი
„პამელას“ და „კლარისას“ წინასიტყვაობაში წერდა, რომ მას სურდა შეექმნა რომანი
ნამდვილ ცხოვრებაზე, ანუ დაეწერა რამე რეალური. მარტივად - ის წერდა რეალურ
ადამიანებზე და რეალურ სიტუაციებზე.

ჰენრი ფილდინგი ასევე განიხილება როგორც ინგლისური რომანის ფუძემდებელი.


შეგვიძლია გამოვარჩიოთ მისი ორი უდიდესი რომანი - „ჯოზეფ ენდრიუსი“ და „ტომ
ჯონსი“. ეს ორი რომანი ნათლად ასახავს მის ინტერესს მხატვრული ლიტერატურის
წერის პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით.

ორივემ, ფილდინგმაც და რიჩარდსონმაც გამოიყენეს ერთი და იგივე რომანის


თეორია, თუმცა იგი განავითარეს სხვადასხვანაირად.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავიდან არც რიჩარდსონი და არც ფილდინგი არ იყვნენ


პროფესიონალი ნოველისტები და არც აპირებდნენ - ყველაფერი შემთხვევითობამ და
სიტუაციის უცნაურად შემოტრიალებამ გამოიწვია.

ფილდინგისთვის მიუღებელი იყო „პამელა“ და იგი თვლიდა, რომ რიჩარდსონმა


რომანი „ჩიხში შეიყვანა“. იგი ასე ფიქრობდა, რადგან რიჩარდსონმა „პამელა“ და
„კლარისა“ პატარა ჩარჩოში გამოკეტა - იქ არ არის თავგადასავლები, არ ყავს ბევრი
პერსონაჟი, „პამელას“ შემთხვევაში სიუჟეტი ვითარდება მხოლოდ ერთ სახლში და
დაწერილია პირველ პირში - ავტორი საერთოდ არ ჩანს. ფილდინგი ამას სწორად არ
მიიჩნევს, რადგან მისი ნაწარმოებები გადაშლილია მთელს ინგლისში, ჰყავს უამრავი
პერსონაჟი, ნარატორი თითქმის მთავარ გმირს უტოლდება. ასევე შეგვიძლია
შევადაროთ რომანის ხასიათები - რიჩარდსონის შემთხვევაში არის ტრაგედია და
ფსიქოლოგიური მომენტები, ხოლო ფილდინგის რომანებში ვხვდებით ბევრ ემოციას
- სილაღე, პოზიტივი, ვნებები, სიცოცხლე, სიყვარული, ტრაგედია, სევდა... თუ
რიჩარდსონი მრავალ გვერდს უთმობდა ადამიანის ფსიქოლოგიის აღწერას და მასში
ღრმად ჩაწვდომას, ფილდინგის შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით საზოგადოების და
ინგლისური ცხოვრების ფართო სურათებს. მაშინ, როდესაც რიჩარდსონის რომანებს
შეგვიძლია ვუწოდოთ უფრო ფემინური - ანუ აქცენტი ძირითადად ქალებზეა
გაკეთებული, ფილდინგის რომანები პირიქით - შეგვიძლია უფრო მასკულინური
ვუწოდოთ, რადგან აქცენტი არის კაცებზე გაკეთებული.

ფილდინგის რომანები დაფუძვნებულია უფრო განსჯაზე და დაკვირვებაზე, ვიდრე


გამოცდილებაზე. შესაბამისად, მის პერსონაჟებს ჩვენ არ შეგვიძლია ვუწოდოთ „ღრმა
პესონაჟები“ (იმისდა მიუხედავად, რომ მის რომანებში არის ბევრი ემოცია, როგორც
ზემოთ აღვნიშნეთ, ფილდინგი ამ ემოციებს არ უღრმავდება.) და აქედან
გმაომდინარე, ჩვენ ბოლომდე ვერ განვიცდით გამარჯვებას თუ დამარცხებას მათთან
ერთად. რიჩარდსონის შემთხვევაში ეს პირიქით ხდება - იგი ძირეულად გვაცნობს
პერსონაჟებს, მკითხველს ეძლევა საშუალება რომ ბოლომდე ჩაწვდეს პერსონაჟის
ემოციებს და შეგრძნებებს, აქედან გამომდინარე, მათთან ერთად ზეიმობა თუ
მარცხის განცდა ძალიან მარტივი და ბუნებრივიც კი არის.

აუცილებელია აღნიშვნა, რომ ორივეს მახასიათებლები, ასე ვთქვათ გაერთიანებული,


აუცილებელია რომანისთვის. (რასაც ვნახავთ მათ შემდეგ, მაგალითად „დევიდ
კოპერფილდში“) ისინი ავსებენ რომანს და შეგვიძლია ვუწოდოთ ერთი მედლის ორი
მხარე.

სალომე ონიაშვილი.

გამოყენებული წყაროები :

https://open.uct.ac.za/handle/11427/22437

http://www.ricorso.net/tx/Courses/LEM2014/Critics/Eagleton_T/Eng_Novel-3.pdf

https://www.academia.edu/12191470/Richardson_And_Fielding_Compare_and_Contrast

https://cdn.fs.iliauni.edu.ge/bvKpd4L6SymcEjwwLuhF?
&policy=eyJleHBpcnkiOjE2NDMwMTMzNTMsImNhbGwiOlsicmVhZCJdLCJoYW5kbGUi
OiJidktwZDRMNlN5bWNFand3THVoRiJ9&signature=3d19ad5fa60d8dd70c2151676aa884a1
231205c5e99b2a78ba8f4c58be508317

You might also like