გარიგებები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

გარიგებები

1. გარიგებების ცნება და მნიშვნელობა

• კერძო ავტონომიის განხორციელების ყველაზე გავრცელებულ საშუალება .

სსკ-ს 50 მუხლი: გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების


გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის,
შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

• ნება უნდა იყოს ნამდვილი/ვარგისი

• ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომა .

ნების გამოვლენისას დაცული უნდა იყოს მატერიალური და ფორმალური წინაპირობები .

მატერიალურ წინაპირობებში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობები;

ფორმალურ წინაპირობებში იგულისხმება ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა -


როდის ჩაითვლება ეს ნება მბოჭავად და როდის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს .

ნების გამოვლენის ასეთ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების


წარმოშობისთვის, შეცვლისა და შეწყვეტისთვის ეწოდება ნების გამოვლენის
ნამდვილობა.

მხოლოდ ნების ნამდვილობა არ წარმოშობს სამართლებრივ ურთიერთობებს. ამისთვის


საჭიროა სხვა გარემოებებიც, ანუ სამართლებრივი პირობები.

მაგალითად: არასრულწლოვანის ნების გამოვლენა უვარგისია სამართლებრივი


მიზნის მისაღწევად, კანონი მოითხოვს კანონისმიერი წარმომადგენლის ნების
გამოვლენასაც ანუ გამოვლენილი ნება ნამდვილი არ არის.

ყველა ნების გამოვლენა ან მასთან დაკავშირებული ქმედება არ წარმოადგენს


გარიგებას.

- გარიგებად არ ითვლება, გარიგების შესასრულებლად განხორციელებული


აქტი: როგორიცაა დამატებითი ვადის დანიშვნა, შეტყობინება, გაფრთხილება.

- ასევე გარიგებას არ წარმოადგენს ზნეობრივი ვალდებულებები (თეატრში


დაპატიჟება, მეგობრისთვის უფასო გაკვეთილის ჩატარება )

2. ცალმხრივი, ორმხრივი, მრავალმხრივი ნების გამოვლენა

ა) ცალმხრივი გარიგება: კანონით დადგენილია, რომ ერთი პირის ნების გამოვლენაც


იწვევს სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობას, შეცვლას, ან შეწყვეტას .
მაგალითად: ქირავნობის ხელშეკრულებიდან ცალმხრივად (ბინის მესაკუთრის
მიერ) გასვლა. სამართლებრივი შედეგი: ხელშეკრულება დასრულდება.

ცალმხრივი გარიგებებში 3 ჯგუფი გამოიყოფა:

1. პირველ ჯგუფში შედის გარიგებები, რომლებიც მხოლოდ ნების გამომვლენ პირს


ეხება. მაგ.: უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება;

1
2. მეორე ჯგუფში შედის ისეთი გარიგებები, რომლებიც იურიდიულ ძალას იძენენ ერთი
პირის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, მაგრამ უფლებრივ, ქონებრივ ან სხვაგვარ
უპირატესობას ანიჭებენ მესამე პირებს. მაგ.: ანდერძი; მინდობილობის გაცემა.
3. მესამე ჯგუფში შედის ისეთი ცალმხრივი გარიგებები, რომლებიც მესამე პირებს
ეხებათ, მაგრამ შესაძლებელია მათ ზიანი მოუტანოს. ასეთი გარიგებების
განხორციელების უფლება პირს სპეციალური კანონით ან წინასწარ დადებული
ხელშეკრულებებით მიენიჭება. მაგალითად, ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტა,
ხელშეკრულებიდან გასვლა.

ცალმხრივი გარიგებები იყოფა ე.წ. თავისთვის და მესამე პირებისთვის.

როცა ცალმხრივი გარიგება ეხება მესამე პირებს, ცალმხრივი ნების გამოვლენა


ნამდვილია მაშინ, თუ ნება ამ პირების წინაშე განხორციელდა ისე , რომ ნება მათ
მიუვიდათ.

ბ) ორმხრივი გარიგება

შინაარსობრივად თანამთხვევადი ნების გამოვლინება ხელშეკრულეის მხარეებს შორის .


აქ შეთანხმებული ნებით მიიღწევა სამართლებრივი შედეგი. მაგალითად
ხელშეკრულებები.

ხელშეკრულების დასადებად საჭიროა ორი თანმხვედრი ნების გამოვლენა - ოფერტი და


აქცეპტი.

ოფერტი არის წინადადება ხელშეკრულების დასადებად. აქცეპტი კი ამ წინადადების


მიღება.

ოფერტისა და აქცეპტის თანხვედრა, კონსენსუსი უზრუნველყოფს სამართლებრივი


შედეგის დადგომას. ამასთან, მათ შორის თუ განსხვავება არსებობს, გარიგება არ
დაიდება.

თავად ხელშეკრულება ანუ ორმხრივი გარიგება შეიძლება იყოს ცალმხრივი და


ორმხრივი.

 ცალმხრივია ხელშეკრულება როცა ის ერთ მხარეს აკისრებს მოვალეობებს ან


ანიჭებს უფლებებს. მაგალითად, ჩუქების ხელშეკრულება.
 ორმხრივია ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარეს აკისრებს მოვალეობებს და
ანიჭებს უფლებებს. მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულება .

გ) მრავალმხრივი გარიგება

მრავალმხრივი გარიგების გავრცელებული ფორმაა გადაწყვეტილება.

• იურიდიული პირის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები (მაგალითად


პარტნიორთა კრებაზე) მრავალმხრივი გარიგებების მაგალითია .

2
• ისეთ გაერთიანებებში მიღებული გადაწყვეტილებები , რომლებიც არ არის
იურიდიული პირი (ამხანაგობა, ერთობლივი საქმიანობა) წარმოადგენენ
მრავალმხრივ გარიგებებს.

• მრავალმხრივი გარიგების თავისებურება არის ის, რომ გადაწყვეტილება


შეიძლება იყოს სავალდებულო და მბოჭავი იმ პირისათვის, რომელიც არ
მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ან ეწინააღმდეგებოდა მას .

3. გარიგებათა ზოგიერთი კლასიფიკაცია

3.1. კაუზალური და აბსტრაქტული გარიგებები

• კაუზალურია გარიგება, რომლისგანაც გამომდინარეობს სამართლებრივი


საფუძველი, ე.წ. კაუზა და გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია ამ
საფუძვლის ნამდვილობაზე.

• აბსტრაქტული გარიგების ნამდვილობისათვის გარიგების სამართლებრივ


საფუძველს მნიშვნელობას არ ანიჭებს და გარიგების ნამდვილობა
დამოუკიდებელია ამ სამართლებრივი საფუძვლის ნამდვილობაზე .

3.2. სასყიდლიანი და უსასყიდლო გარიგებები

 სასყიდლიანია გარიგება, რომელშიც გარიგების ერთი მონაწილის მიერ ნაკისრ


ვალდებულებას შეესაბამება მეორე მონაწილის საპასუხო შესრულება - ეკვივალენტი.

 უსასყიდლო გარიგების დროს გარიგების ერთი მონაწილე კისრულობს


ვალდებულების შესრულებას ისე, რომ ამისთვის სანაცვლოს (ეკვივალენტს) არ იღებს
მეორე მხარისაგან, მაგალითად, ჩუქების დროს.

ნების გამოვლენის ნამდვილობა. ნების განმარტება

მუხლი 51. ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობა


1. ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას,
ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
2. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან
მაშინვე განაცხადებს უარს.
3. ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების
დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებულმა შემთხვევამ, თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ
მოხდა.
ზოგადად ნების გამოვლენის ნამდვილობა ეყრდნობა 3 თეორიას.
1. ნების გამოვლენის თეორია, როცა ნების გამოვლენა ნამდვილია გამოვლენის
მომენტიდან.
2. ნების გამოვლენის შეტყობინების თეორია, როცა ნების გამოვლენა ნამდვილია
ადრესატისთვის ბარათის ან დოკუმენტის გაგზავნიდან

3
3. ნების მიღების თეორია, როცა ნების გამოვლენა ნამდვილია, როცა ადრესატს
მიუვა .

51.1 მუხლი ეფუძნება ნების მიღების თეორიას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ნების


მისვლა. არ აქვს მნიშვნელობა ადრესატი ეთანხმება თუ არა.

51.2 მუხლი გარიგების მეორე მხარეს აძლევს ნების უარყოფის უფლებას. მაგ.:
ადრესატს უფლება აქვს უარი თქვას ნების გამოვლენის მიღებაზე , თუკი დარღვეულია მისი
ტრანსპორტირების ან ჩაბარების წესი. ასეთ შემთხვევებში ადრესატის უარი უნდა
შეფასდეს როგორც ნების არმისვლა ადრესატამდე.

მუხლი 52. ნების გამოვლენის განმარტება

ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად ,


და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 სამართლებრივი შედეგის მისაღწევად გამიზნული ნება შეიძლება სხვადასხვა


ფორმით გამოიხატოს: მოქმედებით, უმოქმედობით, წერილობით, ზეპირად,
დუმილით და ა.შ.
 გარიგების მონაწილეებმა განსხვავებული მნიშვნელობით შეიძლება გაიგონ
გამოვლენილი ნება, ვიდრე ეს ნების გამომვლენს ჰქონდა ნაგულისხმევი.
გამოვლენილ ნებათა კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას
წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.
 ნების გამოვლენის განმარტების აუცილებლობა წარმოიშობა მაშინ, როცა
გამოვლენილი ნება ბუნდოვანი, არაზუსტი და ორაზროვანია და გარიგების
მონაწილეებს განსხვავებულად ესმით მისი შინაარსი.
 ნათლად და არაორაზროვნად ჩამოყალიბებულ ნებას განმარტება არ სჭირდება ,
თუმცა ნება ნათლად და არაორაზროვნად არის ჩამოყალიბებული თუ არა, ესეც
განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს.

52-ე მუხლი ადგენს გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენის პრინციპს და


გამორიცხავს ნების სიტყვასიტყვითი გაგების პრინციპის გამოყენებას , რომელსაც ბევრი
მართლწესრიგი განამტკიცებს.

მუხლი 53. გარიგების არარსებობა მისი შინაარსის დაუდგენლობის გამო გარიგება


არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ
შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი

გარიგებას, მაგალითად, ხელშეკრულებას, აკლია ხელშეკრულების არსებითი პირობები .

თუ გარიგება არ არსებობს იმის გამო, რომ შეუძლებელია მისი შინაარსის დადგენა ,


ცხადია, მხარეთა ნების გამოვლენას დასახული სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება .

5. გარიგების ბათილობა

მუხლი 54. მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი ბათილია გარიგება,


რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო
წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

4
I. გარიგების ბათილობის ცნება: გარიგების ბათილობის ცნების დეფინიციას
სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს. ზოგადად, ბათილია გარიგება, რომელიც არ იწვევს
გარიგების მხარეთა მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას .

გარიგების მიზეზები სხვადასხვაა. ამიტომაც ბათილი გარიგებების სახეებიც სხვადასხვაა :

1. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება:

ეს ისეთი გარიგებაა, რომელიც დადებისთანავე ბათილია. მისი ბათილობისათვის არ


არის საჭირო შეცილება პირის მიერ ან სასამართლოს მიერ მისი ბათილად მიჩნევა ან
ბათილობის მოთხოვნა.

2. ნაწილობრივ ბათილი გარიგება:

გარიგება მთლიანობაში ნამდვილია, მაგრამ მისი გარკვეული ნაწილი სამართლებრივად


უვარგისია. ეს კი არ იწვევს მთლიანი გარიგების ბათილობას, არამედ უვარგისი ნაწილის
ბათილობას.

3. მერყევად ბათილი გარიგება

გარიგების დადების მომენტში ბათილია, მაგრამ შეიძლება გახდეს ნამდვილი თუ მას


უფლებამოსილი პირი მოიწონებს.

უცილოდ ბათილი გარიგებისგან განსხვავებით, გარიგების მონაწილეებს შეუძლიათ


გარიგების დადებისას დაშვებული შეცდომის ან ნაკლის გამოსწორება .

II. კანონის, საჯარო წესრიგის და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებები

• 54-ე მუხლში ნახსენებ კანონი-ში მოიაზრება ნებისმიერი ნორმატიული აქტი.

• საჯარო წესრიგი- სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა


საკუთრების, ხელშეკრულების, მეწარმეობის თავისუფლება, რომელთა
დარღვევით ილახება არამხოლოდ ურთიერთობების მონაწილეთა უფლებები ,
არამედ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები.

• ზნეობის ნორმების დაკონკრეტება და გარიგების შემოწმება მათ მიმართ,


საკმაოდ რთულია. საქართველოს სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში
აღნიშნულია, რომ „გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს, როდესაც
იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ
პირობებში აყენებს მას.“ „გარიგება ამორალურია, თუ ეს ეწინააღმდეგება
სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს
შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში“.

მუხლი 55. გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო

• ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის


ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია
განსაკუთრებულ ნდობაზე.

5
• ამ მუხლის გამოყენების წინაპირობაა, გარიგების მხარეებს შორის
განსაკუთრებული ნდობის არსებობა. მაგ, ექიმსა და პაციენტს შორის
ურთიერთობები.

• გარდა განსაკუთრებული ნდობის არსებობისა, სახეზე უნდა იყოს ერთი მხარის


მიერ მეორე მხარეზე გავლენის ბოროტად გამოყენება.

მუხლი 56. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი

• 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ


განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს
(მოჩვენებითი გარიგება).

• 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების


დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები
(თვალთმაქცური გარიგება).

• მოჩვენებით გარიგებას შემდეგი ნიშნები ახასიათებს: 1. ის დადებულია


მოსაჩვენებლად. 2 მხარეებს არ აქვთ გათვალისწინებული შედეგის
დადგომის განზრახვა. 3. დადებულია მესამე პირის მოსატყუებლად.

• თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობას.


განმასხვავებელი ის არის, რომ მხარეებს სურთ რეალურად მისი განხორციელება .

მუხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება

• 1. ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი


ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული
გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

• 2. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი


შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის
მიმართ.

• 3. შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს.

სამოქალაქო კოდექსი იცავს გარიგების ფორმის თავისუფლებას. მხარეებს შეუძლიათ


თავად განსაზღვრონ გარიგების ფორმა - დადონ ის ზეპირად ან წერილობით . თუმცა
კანონით განსაზღვრულია ზოგიერთი შემთხვევა, სადაც კანონი იმპერატიულად ითხოვს
წერილობითი ფორმით გარიგების დადებას.

გარიგების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს მარტივი ან რთული. მაგ.: მარტივია,


როცა მხარეებმა თავად შეადგინეს წერილობითი გარიგების ტექსტი და ხელი მოაწერეს .
რთულია ისეთი გარიგების ფორმა, სადაც ნოტარიუსი მონაწილეობს.

საცილო შეიძლება გახდეს ისეთი გარიგებები, როგორიცაა:(ს.ს.კ. 72-89) შეცდომით


დადებული გარიგებები

 მოტყუებით დადებული გარიგებები


 იძულებით დადებული გარიგებები
შეცდომით დადებული გარიგებები:

6
არსებით შეცდომად ითვლება, როცა:

ა) პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა ;

ბ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა ;

გ) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების


პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად .

შეცდომით დადებულ გარიგებებში შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის


შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.

2. მოტყუებით დადებული გარიგებები

თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ


გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება
არ დაიდებოდა.

თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს
უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის
ანაზღაურება.

მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის


განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ
შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

3. იძულებით დადებული გარიგება

გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება , რომელმაც დადო გარიგება , ანიჭებს ამ


პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც , როცა იძულება
მომდინარეობს მესამე პირისაგან.

იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი


მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან
ახლო ნათესავების წინააღმდეგ.

იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში


იძულების დამთავრების მომენტიდან.

6. ქმედუნარიანობა როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა

თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი


წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა
დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა
იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს სარგებელს.

თუ არასრულწლოვანი ქმედუნარიანი გახდება, მაშინ იგი თვითონ წყვეტს საკითხს


თავისი ნების გამოვლენის ნამდვილობის შესახებ.

არასრულწლოვანის მიერ დადებული ხელშეკრულების მოწონებამდე მეორე მხარეს აქვს


ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.

7
თუ მეორე მხარემ იცოდა პირის არასრულწლოვანობის შესახებ, მაშინ მას უარის თქმა
შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანი მას ატყუებდა, რომ
წარმომადგენლისაგან მიღებული აქვს თანხმობა.

გარიგება, რომელიც დაიდო ქმედუნარიანობის შეზღუდვამდე, მოითხოვს ნებართვას, თუ


დადგინდება, რომ ის საფუძველი, რის გამოც მოხდა ქმედუნარიანობის შეზღუდვა ,
აშკარად არსებობდა გარიგების დადების დროსაც .

რა იგულისხმება სარგებელში?

როგორც ზემოთ აღინიშნა, არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგება ნამდვილია :

- თუ არსებობს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა

- ან არასრულწლოვანი იღებს გარიგებით სარგებელს.

სარგებელი ნიშნავს უფლებებს და არა ფულად ანაზღაურებას ან სხვა მსგავს.


არასრულწლოვანმა გარიგებით უნდა მიიღოს მხოლოდ უფლებები და არა
ვალდებულებები. ნებისმიერი გარიგება, რომელიც არასრულწლოვანისთვის წარმოშობს
მოვალეობებს, არ არის ნამდვილი.

გარიგებები ნაწილი 2. (90-102)

1. პირობითი გარიგებები

მუხლი 90. ცნება

პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ


მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე,
ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე.

მაგ.: ტურისტს შეუძლია დადოს საზღვარგარეთ მოგზაურობის ხელშეკრულება იმ


პირობით, თუკი ის მიიღებს ამ ქვეყნის ვიზას.

როგორც წესი, გარიგების შესრულება იწყება მისი დადებისთანავე. მაგრამ


პირობითი გარიგებების დროს, გარიგების შესრულება დამოკიდებული ხდება
მხარეთა მიერ განსაზღვრული მოვლენის, პირობის დადგომაზე.

პირობის დაფიქსირება სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოხდეს. ყველაზე


გავრცელებულია „თუ... მაშინ“ კავშირის გამოყენება.

მუხლი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება პირობითი გარიგების პირობად, თუკი იგი


ობიექტურადაც და მხარეთა წარმოდგენითაც უცნობია.

პირობად არ ჩაითვლება ისეთი მოვლენა, რომელიც უეჭველად დადგება, მაგრამ


უცნობია მისი დადგომის დრო. ეს იქნება ვადის დათქმა და არა პირობა. გარიგება

8
პირობითად ჩაითვლება მაშინ, როცა მისი ნამდვილობა დამოკიდებულია
მოვლენაზე, რომელიც მომავალში უნდა დადგეს, მაგრამ დადგება თუ არა ეს
მოვლენა სინამდვილეში - მხარეებმა არ იციან.

შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს კუმულატიურ და ალტერნატიულ პირობას.


კუმულატიური პირობით დადებული გარიგების დროს აუცილებელია ყველა პიროების
ერთდროული დადგომა, რომ მიღწეულ იქნეს გარიგებით დასახული მიზანი.
ალტერნატიული პირობის დრო საკმარისია ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ -ერთის
დადგომა.

ზოგიერთი გარიგების მიმართ ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია. მაგალითად,


დაუშვებელია დაქორწინება პირობით; შვილება პირობით.

პირობით დადებული გარიგებები ხშირად ემსგავსება გარიგებებს, სადაც არსებობს


გარიგების წინაპირობები.

მაგ.: ნახმარი ავტომობილის ყიდვა იმ პირობით, რომ მანქანას უნდა ჰქონდეს ახალი
საბურავები. ასეთი პირობა, გარიგების დადების წინაპირობაა .

მუხლი 91. მართლსაწინააღმდეგო ან/და ამორალური პირობის ბათილობა

ბათილია პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს ან ზნეობის ნორმებს ,


ანდა შეუძლებელია მისი შესრულება. გარიგება, რომელიც რომელიმე ასეთ პირობაზეა
დამოკიდებული, მთლიანად ბათილია.

მუხლის თანახმად, პირობის ნამდვილობა გავლენას ახდენს გარიგების


ნამდვილობაზე. ამიტომაც პირობის ნამდვილობა შემოწმებას ითხოვს .

პირობის ნამდვილობის შემოწმების კრიტერიუმები მუხლშია მოცემული . პირობა ბათილი


იქნება თუ ის ა) კანონსაწინააღმდეგოა, ბ) ამორალურია და გ) შესრულება
შეუძლებელია.

პირობის შესრულების შეუძლებლობა იმიტომ იწვევს ბათილობას, რომ პირობის


ნამდვილობისათვის მას აკლია ობიექტურობის და მოლოდინის მომენტი, რადგან
თავიდანვე ცნობილია, რომ პირობა არ დადგება.

მაგ.: გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ექიმი პირს დაჰპირდა, რომ


დააწყებინებდა ლაპარაკს პაციენტს, რომელიც დაბადებით ყრუ-მუნჯია.

თანხმობა ფორმალურად თანხმობასავალდებულო გარიგების ნამდვილობის


წინაპირობაა. ის ემსახურება მთავარი გარიგებისათვის ნამდვილობის მინიჭებას .

თანხმობის გარეშე დადებული გარიგება, ჩვეულებრივ მერყევად ბათილია .

ასევე, თანხმობა აუცილებელია მაშინაც, როცა გარიგება არა მხოლოდ გარიგების


მხარეებს, არამედ მესამე პირების სამართლებრივ სფეროს ეხება . მაგ .: ბინის
დამქირავებელი აქირავებს დაქირავებულ ბინას (ქვექირავნობა ). ამ შემთხვევაში
აუცილებელია გამქირავებლის (მესაკუთრის) თანხმობა.

9
თანხმობა შეიძლება წინასწარ იქნეს გაცემული, რომელსაც კანონი ნებართვას
უწოდებს. თუ ასეთი წინასწარი ნებართვა გარიგების დადებამდე გაუქმდა , თანხმობის
გაუქმების თაობაზე უნდა ეცნობოს მხარეებს.

თანხმობა გარიგების დადების შემდეგაც შეიძლება გაკეთდეს. მას კანონი


მოწონებას უწოდებს. შემდგომ თანხმობას უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების
დადების მომენტიდან. მაგ.: თუ დამქირავებელმა ბინა დააქირავა (ქვექირავნობა) ისე,
რომ გამქირავებელმა (მესაკუთრემ) არ იცოდა, მაგრამ მოგვიანებით შეატყობინა და
მესაკუთრემ მოიწონა (გასცა თანხმობა), ასეთი თანხმობა ივარაუდება რომ არის
გარიგების დადების მომენტიდან.

10

You might also like