Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ფიზიკური პირის ზოგადი დახასიათება

 ფიზიკური პირი არის ადამიანი, ბუნებრივი პირი, პიროვნულობის მქონე პირი .

 ადამიანის ღირსების დაცვა სამართალში მისი პიროვნების ხელშეუხებლობისა


და თავისუფალი განვითარების უფლებების აღიარებით გამოიხატება .

 სამართალი პატივს სცემს ადამიანს, როგორც სულიერ არსებას და მას


შესაძლებლობას ანიჭებს, საკუთარი ცხოვრება თავისი პიროვნებიდან
გამომდინარე წარმართოს.

ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა

სამოქალაქო კოდექსს აინტერესებს ფიზიკური პირი, რომელიც არის კერძო უფლებისა და


მოვალეობის მქონე სამართლის სუბიექტი.

მუხლი 11.1.
ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა - უნარი ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და
მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან.

• უფლებაუნარიანობა განსხვავდება უფლებისაგან. უფლებაუნარიანობა გააჩნია


ყველა ადამიანს (დაბადებიდან, სანამ ცოცხალია), ხოლო უფლება აქვს
კონკრეტულ ადამიანს, როცა ის კონკრეტულ სამართალურთიერთობაში იმყოფება
(როცა მას აქვს სუბიექტური უფლება).

• უფლებაუნარიანობა განსხვავდება გარიგებაუნარიანობისგან.


უფლებაუნარიანია ყველა ადამიანი დაბადებიდან, მაგრამ ყველა ადამიანს არ
შეუძლია დადოს გარიგება გარკვეულ ასაკს მიღწევამდე (გარიგებაუნარიანობა
არის გარიგების დამოუკიდებლად დადების უნარი).

• უფლებაუნარიანობა განსხვავდება დელიქტუნარიანობისგან. ყველა ადამიანი


უფლებაუნარიანია დაბადებიდან, მაგრამ გარკვეულ ასაკს მიღწევამდე არ
შეუძლია აგოს პასუხი და საკუთარი მოქმედებით აანაზღაუროს ზიანი.
(დელიქტუნარიანობა ანუ დამოუკიდებლად აგოს პასუხი, ჰქონდეს ზიანის
ანაზღაურების უნარი).

უფლებაუნარიანობა არ არის დამოკიდებული ასაკზე, ჯანმრთელობაზე ან


სამართლებრივ აქტზე.

• უფლებაუნარიანობა წარმოიშობა დაბადებით. დაბადება ნიშნავს ცოცხლად


დაბადებას.

• სამართლისათვის მნიშვნელოვანია ცოცხლად დაბადების მტკიცების ტვირთი,


რაც უკავშირდება უფლების წარმოშობას.

• სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების რეგისტრაცია არის მტკიცება, რომ


პიროვნება ცოცხლად დაიბადა.

• დაბადების რეგისტრაციის საფუძვლი კი არის სამედიცინო ორგანოს მიერ


გაცემული ცნობა.
• თანამედროვე სამართალი იცავს ჩანასახის შეზღუდულ უფლებაუნარიანობას.

მუხლი 11.2.
მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; ამ უფლების განხორციელება
დამოკიდებულია დაბადებაზე.
მუხლის თანახმად, ჩანასახის უფლებაუნარიანობა პირობითია და შეზღუდული.

• შეზღუდულია, რამდენადაც ის მხოლოდ მემკვიდრედ ყოფნის უფლებას მოიცავს.

• პირობითია, რამდენადაც მემკვიდრედ ყოფნის უფლების განხორციელება, მის


დაბადებაზეა დამოკიდებული.

სიცოცხლის უფლება ჩანასახზეც ვრცელდება. ჩანასახს აქვს თავისი გენეტიკური


იდენტობა და ამდენად განუმეორებელი და შეუცვლელია. ჩანასახის სიცოცხლის
უფლებას იცავს კანონმდებლობა

უფლებაუნარიანობას აქვს როგორც დასაწყისი (დაბადებით ) ასევე , - დასასრული.


უფლებაუნარიანობა წყდება გარდაცვალებით.

• ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს სიკვდილის ფაქტის დასტურს. ეს


დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან როგორიცაა, სამკვიდროს გახსნა ,
ვალდებულების დასასრული.

მუხლი 11.3. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი გარდაცვალებით.


გარდაცვალების მომენტად ითვლება თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა.

• სამოქალაქო კოდექსით, დაცვას ექვემდებარება ისეთი უფლებები , რომელიც


პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც .

• ეს ღირებულებითი ასპექტია და დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ პიროვნების


სახელი მომავალი თაობების მეხსიერებაში რჩება გარდაცვალების შემდეგაც და
მისი ღირსება უნდა იყოს დაცული დროის მონაკვეთით შეზღუდვის გარეშე.

მუხლი 11.4. არ შეიძლება ფიზიკურ პირს წაერთვას უფლებაუნარიანობა.

ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა

• უფლებაუნარიანობა აქვს ყველა ადამიანს. მაგრამ უფლებათა საკუთარი


ნებითა და მოქმედებით განხორციელების უნარი ყველას არ აქვს.

• კონკრეტული უნარის ქონა - განახორციელო საკუთარი უფლებები და


მოვალეობები - დაკავშირებულია პირის ქმედუნარიანობასთან.

მუხლი 12.1. ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და


მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო
უფლებები და მოვალეობები.

• უფლებაუნარიანობისგან განსხვავებით ქმედუნარიანობა არ წარმოიშობა


დაბადებით. ქმედუნარიანობა დაკავშირებულია ასაკთან და
ჯანმრთელობასთან.
• უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა ორგანულად ერთმანეთთან არის
დაკავშირებული. ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ

• თუ ფიზიკური პირი ქმედუნარიანი არ არის, ამ შემთხვევაში


უფლებაუნარიანობის მამოძრავებელია სხვების (წარმომადგენელთა)
ქმედუნარიანობა. მაგ.: მცირეწლოვნების (ქმედუუნარებო პირები)
უფლებაუნარიანობის მამოძრავებელია მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები .

• ზოგადი ქმედუნარიანობის ფორმებია გარიგებაუნარიანობა და


დელიქტუნარიანობა.

მუხლი 12.4. ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე


პირი, რომელსაც ჰქვია მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც აქვს მყარი
ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები.
ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს საკუთარი ნებისა და მოქმედების
განსახორციელებლად სჭირდება სხვისი დახმარება (მხარდაჭერა ).

• ქმედუნარიანობის განმსაზღვრელია ასაკი - სრულწლოვანების მიღწევა და


ჯანმრთელობის მდგომარეობა.

• სრუწლოვანების მიღწევისთანავე წყდება მშობლის მხრიდან შვილების მიმართ


მზრუნველობის ვალდებულება.

• 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ქმედუუნაროდ ითვლება.

• 7 წლიდან 18 წლამდე პირი შეზღუდულქმედუნარიანად ითვლება.

არსებობს შეზღუდული ქმედუნარიანობის სხვა საფუძვლებიც:

• 1. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება სრულწლოვანი, რომელსაც


სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე
პირი თავის ქმედუნარიანობაში უთანაბრდება არასრულწლოვანს.

ქმედუნარიანობის შეზღუდვა უქმდება, როცა აღარ არის ის საფუძველი , რომლის


გამოც პირს შეეზღუდა ქმედუნარიანობა.

• სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან პირს,


რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და
ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. იგი
უფლებამოსილია დადოს ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს
ხელფასი, პენსია ან სხვა სახის შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით,
გარდა წვრილმანი ყოფითი გარიგებების დადებისა.

• შეზღუდულქმედუუნაროდ ცნობა სასამართლოს პრეროგატივაა.

• შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის


ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა,
გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი
გარიგებით იღებს სარგებელს.
• (სარგებელში იგულისხმება მხოლოდ უფლება და ის, რომ პირს გარიგებით არ
უნდა წარმოეშვას ვალდებულებები).

• სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს არასრულწლოვანის სრულ


გათანაბრებას სრულწლოვანთან (ემანსიპაცია).

1. ქორწინების ასაკად ითვლება 18 წელი. თუმცა თუ პირმა იქორწინა 18 წლის


მიღწევამდე ის ჩაითვლება ქმედუნარიანად და უთანაბრდ ება სრულწლოვანს.

2. თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ


არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ
სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი
ხდება. (სსკ მუხლი 65).

3. ქმედუნარიანობის შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონისმიერი


საფუძვლით. არ შეიძლება იგი შეიზღუდოს გარიგებით. (მუხლი 13).

You might also like