პროფესიული პრაქტიკის ანალიზი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა


ფაკულტეტი

პროფესიული პრაქტიკის ანგარიში

სამართლის პროგრამის  2M131-21 II კურსის სტუდენტი:


ნოდარი კამლაძე
პრაქტიკის ადგილი:საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ტერიტორიული ორგანო-ქალაქ ზესტაფონის
საგანმანათლებლო რესურსცენტრი: ქ.ზესტაფონი აღმაშენებლის ქ.N61

პრაქტიკის ხელმძღვანელი უნივერსიტეტიდან: ირაკლი შენგელია

2023 წელი

1
სარჩევი

1. ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ.............................................................................3


2. ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იურისტის
განსახორციელებელი სამუშაოები................................................................................4
2.1 რესურსცენტრისთვის სამართლებრივი დოკუმენტების
მომზადება...................................................................................................................5
2.2 რესურსცენტრის წარმომადგენლობა.....................................................................6
2.3 რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების
წარმომადგენლობა.....................................................................................................6
3. ქალაქ ზესტაფონის საგანმანალებლო რესურსცენტრის სამოქმედო
ტერიტორიაზე არსებული ზოგად საგანმანათლებლოდაწესებულებების
(სკოლა) იურიდიული დახმარება.................................................................................8
3.1 სკოლების სამართლებრივი
კონსულტაცია...........................................................9
3.2 სკოლებისთვის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.......................10
3.3 სკოლის დოკუმენტების სამართლებრივ ჩარჩოებში
მოქცევა..........................11

დასკვნა...................................................................................................................................11

2
1. ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

საქართელოს განათლებისა და მეცნიერეების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო-


ქალა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მდებარეობს ქ.ზესტაფონში
აღმაშენებლის ქ. N61.

ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი აღნიშნულ შენობაში


ფუნქციონირებს უკვე მრავალიო წელია ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული
როდესაც ორგანიზაციის დასახელება იყო „განათლების განყოფილება’’.

ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურცენტრი დარსების დღიდან წარმოადგენს


განათლების სამინისტროს ქვეუწყებას რომელიც ეხმარება ზოდაგსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს (სკოლა) სწორ და შეუფერხებელ ფუნქციონირებაში და
წარმოადგენს სამინისტროსა და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებელებების
დამაკავშირებელ რგოლს.

2016 წელს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სარიაბილიტაციო


სამუშაოების შემდგომ განახლდა შიდა ინტერიერი და საგანმანათლებლო
რესურსცენტრმა განაგრძო ახალად გარემონტებულ შენობაში ფუნქციონირება სადაც
მოწყობილია პირადი კაბინეტები სულ 8 კაბინეტი ასევე ბიბლიოთეკა და
საკონფერენციო დარბაზი სადაც შეხვედრა ხდება სკოლის დირექტორებთან.

ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მარეგულირებელი


სამართლებრივი აქტებია:

1. ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შინაგანაწესი


2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის
N31 ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური
დებულების დამტკიცების შესახებ
3. საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ

ამჟამად ვმუშაობ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს


ტერიტორიული ორგანო-ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში
მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტად ( იურისტად).

ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში თითოეულ თანამშრომელს


გააჩნია საკუთარი სამუშაო ოთახი და თითოეულის კარზე არის წარწერა თუ ვინ

3
მუშაობს ამათუ იმ ოთახში ამ წარწერის საშუალებით თითოეულ მოქალაქეს შეუძლია
იმ პირთან მიმართვა ვისთანაც აქვს საქმე.

2. ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში


იურისტის განსახორციელებელი სამუშაოები

ზოგადად, საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტს ევალება:

1. რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებში სასწავლო


პროცესისა და გარემოს მონიტორინგი, შეფასება, მხარდაჭერა კონსულტირება და
შესაბამისი ანგარიშების შედგენა, გარემოს გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების
შემუშავება და შესაბამისი საჯარო სკოლისათვის და საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსთვის მიწოდება; საგანმანათლებლო რესურსცენტრის და
მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისათვის სამართლებრივი
დახმარების გაწევა;
2. განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების, აგრეთვე, მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების გაცნობის
უზრუნველყოფა, შესრულების ხელშეწყობა/ზედამხედველობა; საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო
დაწესებულებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების პროცესის
ხელშეწყობა;
3. რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა სამუშაო
აღწერილობების, სამსახურებრივი ინსტრუქციების, რესურსცენტრის შინაგანაწესისა
და რესურსცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართლებრივი
აქტების პროექტების შემუშავება;
4. რესურსცენტრისა და ამავე საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო
ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების (კანონმდებლობით განსაზღვრულ
შემთხვევებში) წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ადმინისტრაციულ ორგანოებსა
და სასამართლოში;
5. საჯარო სკოლებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა
და ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში სამართლებრივი დახმარების გაწევა
და სხვადასხვა სახის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
6. კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება;
7. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;

4
2.1 რესურსცენტრისთვის სამართლებრივი
დოკუმენტაციების მომზადება

საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტის პირდაპირი მოვალეობაა


საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის სამართლებრივი აქტების მომზადება და
სამართლებრივად გამართვა ასევე კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციების
განხილვა და საპასუხო დოკუმენტაციის მომზადება. მაგალითად ზესტაფონის
საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის მოვამზადე შემდეგი შიდა
სამართლებრივი აქტების პროექტები: მივლინების შესახებ, შრომის ანაზღაურების
შესახებ, ექსტერნთა გამოცდებზე მეთვალყურეთა განსაზღვრის შესახებ,
ანაზღაურებადი შვებულების შესახებ ბრძანება ასევე ანაზღურების გარეშე შვებულებ
ბრძანება, ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2021 წლის
შესყიდვების წლიურ გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ, ქალაქ ზესტაფონის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2022 წლის შესყიდვების წლიურ გეგმის
დამტკიცების ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ტერიტორიული ორგანო –  ქალაქ  ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 
ინვენტარიზაციის  ჩატარების მიზნით დროებითი საინვენტარიზაციო კომისიის
შექმნის  შესახებ ბრძანება, საჯარო სკოლებს გავაცანი მასწავლებლის საქმიანობის
დაწყებისა და შეწყვეტის წესი, და მივეცი შესაბამისი რეკომენდაციები და
მითითებები ვაკანტური ადგილების შესავსებად გამოცხადებული კონკურსის
ჩატარებასთან დაკავშირებით ასევე ზესტაფონის საგანამანთლებლო რესურსცენტრში
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის (eflow) მეშვეობით შემოსულ
კორესპონდენციებზე მოვამზადე წერილების პროექტები და რეგულარულად
ვახორციელებდი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ
ხელშეწყობას, როგორც ელექტრონული ფოსტის, ასევე სატელეფონო და პირადი
კომუნიკაციის საშუალებით.

5
2.2 რესურსცენტრის წარმომადგენლობა

ზოგადად, საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტს ევალება რესურსცენტრისა


წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და
სასამართლოში. წარმომადგენლობა ხორციელდება მინდობილობის საფუძველზე
რომელსაც გაცემს სამსახურის ხელმძღვანელი რომლის საფუძველზეც პირი ხდება
საჯარო სამსახურის წარმომადგენელი და შეუძლია საჯარო სამსახურის სახელით
განახორციელოს მის მიმართ დაკისრებული რიგი საკითხები მაგალითდ
სასამართლო წარმომადგენლობის დროს მინდობილობის საფუძველზე შეუძლია
სასამართლოში იდაოს როგორც მხარემ და ისარგემბლოს ყველა საპროცესო
უფლებით რაც მხარეს მინიჭებული აქვს საპროცესო კანონმდებლობით. მაგალითდ
მოამზადოს სარჩელი ან სარჩელზე მოამზადოს შესაგებელი დააყენოს
შუამდგომლობები და ჩაერთოს შეჯიბრებითობაში გამოითხოვოს მტკიცებულებები
და სხვა. ასევე რესურსცენტრის იურისტის ევალება რესურსცენტრის
წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში და ყვალა მისთვის მინიჭებული
უფლების რეალიზება.
ჩემი პრაქტიკის პერიოდში ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს არცერთ
ისტანციაში სასამართლო დავა არ ქონია თუმცა ზესტაფონის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის წარმომადგენელი ვიყავი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოში და მოვახდინე საჯარო სამართლით
გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავსიებული უფლების
წარმოშობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე რაც წარმატებით განვახორციელე.

2.3 რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე


არსებული საჯარო სკოლების წარმომადგენლობა

ზოგადად, საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტს ევალება რესურსცენტრის


სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების წარმომადგენლობის

6
უზრუნველყოფა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.
წარმომადგენლობა ხორციელდება მინდობილობის საფუძველზე რომელსაც გაცემს
საჯარო სკოლის ხელმძღვანელი (დირექტორი) რომლის საფუძველზეც პირი ხდება
საჯარო სამსახურის წარმომადგენელი და შეუძლია საჯარო სამსახურის სახელით
განახორციელოს მის მიმართ დაკისრებული რიგი საკითხები მაგალითად
სასამართლო წარმომადგენლობის დროს მინდობილობის საფუძველზე შეუძლია
სასამართლოში იდაოს როგორც მხარემ და ისარგემბლოს ყველა საპროცესო
უფლებით რაც მხარეს მინიჭებული აქვს საპროცესო კანონმდებლობით. მაგალითად
მოამზადოს სარჩელი ან სარჩელზე მოამზადოს შესაგებელი დააყენოს
შუამდგომლობები და ჩაერთოს შეჯიბრებითობაში გამოითხოვოს მტკიცებულებები
და სხვა. ასევე რესურსცენტრის იურისტის ევალება რესურსცენტრის სამოქმედო
ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისთვის წარმომადგენლობა
ადმინისტრაციულ ორგანოებში და ყველა მისთვის მინიჭებული უფლების
რეალიზება.
ჩემი პრაქტიკის პერიოდში ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
ტერიტორიაზე მოქმედ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებს გავუწიე
სასამართლო წარმომადგენლობა მაგალითად სსიპ- ქალაქ ზესტაფონის N5 საჯარო
სკოლას გავუწიე იურიდიული კონსულტაცია და ვუზრუნველყავი
ადმინისტრაციულ საქმეზე  შესაგებლის მომზადება და სასამართლო
წარმომადგენლობა ,მოსარჩელე გიორგი მათურელი, დავის საგანი: სკოლაში სწავლის
ფაქტის დადასტურება. ასევე სსიპ-ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი მეორე
სვირს N2 საჯარო სკოლას გავუწიე იურიდიული კონსულტაცია და სასამართლო
წარმომადგენლობა გავუწიე, მოსარჩელე იზა ჯუღელი, დავის საგანი: შრომითი
ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში
აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და სსიპ-ქალაქ ზესტაფონის N1
საჯარო სკოლას გავუწიე იურიდიული კონსულტაცია და ვუზრუნველვყავი
ადმინისტრაციულ საქმეზე შესაგებლის მომზადება და სასამართლო
წარმომადგენლობა, მოსარჩელე გიორგი მათურელი, დავის საგანი: სკოლაში სწავლის
ფაქტის დადასტურება.
ზემოთ აღნიშნული პროცესები წარიმართა სკოლების სასარგებლოდ. მაგალითად
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N2 საჯარო სკოლის
შემთხვევაში არ მოხდა სარჩელის დაკმაყოფილება ვინაიდან მოსარჩელის პოზიცია
იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ხოლო რაც შეეხება სსიპ ქალაქ ზესტაფონის
N5 საჯარო სკოლას და სსიპ ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის საქმეს სარჩელი
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

7
3. ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგად
საგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლა)
იურიდიული დახმარება

პრაქტიკის მსვლელობისას ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის


სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს ვუწევდი იურიდიულ
კონსულტაციებს რაც მდგომარეობდა შემდეგში, საჯარო სკოლებს ვაცნობდი
სხვადასხვა სახის ნორმატიულ აქტებსა და სამართლებრივ ნოვაციებს: "საჯარო
სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ" მასწავლებლის საქმიანობის
დაწყებისა და შეწყვეტის წესი, მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევის წესი და
სასკოლო სასწავლო გეგმასთნ დაკავშირებული პროცედურები, სკოლებში ექიმის
კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით ექიმის კონკურსის გამოცხადების
წესი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364
ბრძანება “საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების
ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების)
საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის’’ , საჯარო
სკოლებს  შევახსენე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე
მუხლის  თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველი წლის 10
დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და
საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ანგარიში ასევე „საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის შევსების ინსტრუქციისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის

8
გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გაცემის წესის დამტკიცების
შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის 2020 წლის 5 თებერვლის  N20/ნ ბრძანების N2 დანართის მე-3 მუხლის მე-
2 პუნქტში შესული ცვლილება და განვუმარტე, რომ ,,ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს 4 დღისა, საგანმანათლებლო
რესურსცენტრი/სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ინფორმირებას.
საგანმანათლებლო რესურსცენტრი/სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების
მანდატურის სამსახური ასევე უზრუნველყოფს  სამინისტროს ადმინისტრაციის
(დეპარტამენტი) ინფორმირებას სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების
ჩაბარებიდან 4  დღის ვადაში".

3.1 სკოლების სამართლებრივი კონსულტაცია

ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცეტრის სამოქმედო ტერიტორიაზე


არსებულ საჯარო სკოლებს სამართლებრივი კოპნსულტაცია გავუწიე სკოლაში
მასწავლებლის შიდა და ღია კონკურსის გამოსაცხადებლად, რაც მდგომარეობს
შემდეგში სკოლის დირექტორებს განვუმარტე, რომ სკოლაში თავისუფალი საათების
გადანაწილება უნდა მოხდეს შედა კონკურსის მეშვეობით და მასწავლებლის ღია
კონკურსის გამოცხადება მხოლოდ მაშინაა მიზანშეწონილი თუ საათების
გადანაწილება ვეღარ ხერხდება შიდა კონკურსით რადგან ყველა მასწავლებელი
დატვირთულია საათებით ან რომელიმე მასწავლებელი აცხადებს, რომ მას
ფიზიკურად არ შეუძლია ჩაატაროს ამდენი გაკვეთილი და უარს აცხადებს საათების
გარკვეული რაოდენობის ჩატარებაზე ასეთ შემთხვევებში საჭიროა გამოცხადდეს ღია
კონკურსი და მოხდეს ახალი კადრის აყვანა.

ასევე სკოლას განვუმარტე, რომ მათ შეუძლიათ სკოლაში დაასაქმონ მხოლოდ


შემდეგი კატეგორიის პედაგოგები ესენია: მოწვეული მასწავლებელი, შემცვლელი
მასწავლებელი, მენტორი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებელი და

9
მასწავლებლობის მაძიებელი, რომელიც ჩართულია პროფესიული განვითარების
სქემაში და გადის მასწავლებლობის მსურველის 60 კრედიტიან პროგრამას ასევე მას
უფლება აქვს ორი წლის განმავლობაში ასწავლოს სკოლაში და ამ პერიოდის
განმავლობაში გაიაროს მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდა თუ ის ამას ვერ
შეძლებს ორი წლის მერე უნდა განთავისუფლდეს სკოლიდან.

ასევე სკოლებს განვუმარტე თუ როგორ უნდა გამოაცხადონ ელექტრონული


აუქციონები და რა ფორმით შეუძლიათ დაუდონ აუქციონში გამარჯვებულ პირებს
ხელშეკრულებები.

ასევე სკოლებს განვუმარტე რა ფორმით უნდა მოეხდინათ სკოლებში ექიმების აყვანა


და რა ფორმით უნდა გამოეცხადებინათ ექიმის შესარჩევი კონკურსი ასევე თუ
როგორ შეეძლოთ სკოლაში აეყვანათ ექთანი.

ასევე სკოლებს გავუწიე რეკომენდაცია თუ რა ფორმით უნდა დაედოთ


ხელშეკრულებები ახლად აყვანილ მასწავლებლებთან.

3.2 სკოლისთვის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება

პრაქტიკის განმავლობაში ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის


სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს მოვუმზადე და მივაწოდე
რიგი დოკუმენტაციები მათ შორის ბრძანების პროექტები, კონკურსის
დოკუმენტაციები და ხელშეკრულების პროექტები, რომლებიც მომზადებული იყო
არსებულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.

10
3.3 სკოლის დოკუმენტების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა

პრაქტიკის პერიოდის განმავლობაში ზესტაფონის საგანმანათლებლო


რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რამოდენიმე საჯარო სკოლას
შევუმოწმე დოკუმენტაცია და გავასწორებინე ის ტექნიკური ხარვეზები რაც მათ
ქონდათ დაშვებული ასევე მივეცი რეკომენდაციები თუ როგორ არ უნდა დაეშვათ
ესეთი შეცდომები.

სკოლებს მოვუმზადე: სკოლის ექიმის ასაყვანად საჭირო კონკურსის


გამოსაცხადებელი დოკუმენტაცია, სკოლებს მივაწოდე მასწავლებლის ღია
კონკურსის გამოცხადების დოკუმენტაცია, სკოლებს მივაწოდე გეგმიური
ინვენტარიზაციის დოკუმენტები, სკოლებს მოვუმზადე ელექტრონულ ტენდერთან
დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციაც.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ზესტაფონის საგანმანათლებლო


რესურსცენტრის მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტად იურისტად მუშაობისას
გავიღრმავე უნივერსიტეტისგან მიღებული თეორიული ცოდნა, შესაძლებლობა

11
მომეცა იგი გამომეყენებინა პრაქტიკაში და შევძელი საკუთარი თავის რეალიზაცია
ჩემი პროფესიით რაც ნამდვილად დამეხმარება კარიერულ წინსვლაში.
ვცდილობდი ჩემზე დაკისრებული მოვალეობები შემესრულებინა ჯეროვნად,
სწრაფად და ხარისხიანად ვყოპილიყავი პასუხიმგებლიანი თანამშრომელი. ვიყავი
პუნქტუალური და მოწესრიგებული თანამშრომელი რომელიც ასრულებდა მისთვის
დაკისრებულ ყველა ფუნქცია მოვალეობას.
 თანამშრომლებთან, სკოლის დირექციის წარმომადგენლებთან მასწავლებლებთან და
ნებისმიერ მოქალაქესთან კომუნიკაციისას ვიყავი კომუნიკაბელური, ყურადღებით
ვისმენდი მათ შეკითხვებს და ვუწევდი შესაბამის იურიდიულ დახმარებას. 
პრაქტიკის მიმდინარეობისას არ დამირღვევია შინაგანაწესით გათვალისწინებული
მოთხოვნები და  კომუნიკაციის სტანდარტები. ვისწავლე გამოსავლის პოვნა რთულ
და დაძაბულ სიტუაციებში. გამოვიმუშავე გუნდური მუშაობის უნარი.
ჩემი აზრით, აუცილებელია სტუდენტს შესაძლებლობა მიეცეს თეორიული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენებისა ვინაიდან პრაქტიკის პროცესში დაგროვებული
გამოცდილება სტუდენტს ეხმარება მომავალში სწრაფად და მარტივად გაართვას
თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და სირთულეებს რომლებიც მას შესაძლოა ამ
გზაზე შეხვდეს.
ვფიქრობ, რომ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მესამე კატეგორიის
უფროს სპეციალისტად იურისტად მუშაობა მაძლევს საშუალებას განვავითარო ჩემი
თავი კარიერული კუთხით, გავიღრმავო ცოდნა, ვისწავლო უფრო მეტი, შევიძინო
ახალი უნარები რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია იურისტისთვის.

12

You might also like