Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 24

ფუნქცია – ლათ. Fუნცტიო – ქმედება, მოვალეობა, ქმედების სფერო, დანიშნულება.

4 სტადია, სტადიალური – ბერძნ. შტადიონ – რაიმეს განვითარების გარკვეული ეტაპი,


საფეხური.

5 აბორიგენი – ლათ. Aბორიგენის – ქვეყნის ძირძველი, ადგილობრივი მკვიდრი


მოსახლეობა, იგივე ავტოქტონი.

6 Aარქეოლოგია<ბერძნ. Aრცჰაიოს+ლოგოს მოძღვრება, სწავლება – მეცნიერება,


რომელიც შეისწავლის ისტორიას მატერიალური კულტურის ძეგლების მიხედვით . ამ
ძეგლებში იგულისხმება განათხარი მასალა: შრომის იარაღები, საბრძოლო იარაღები ,
საშინაო მეურნეობის ან საკულტო საგნები, საკულტო თუ საცხოვრებელი ნაგებობანი
და სხვ.)

რიტუალი – ლათ. რიტუალის – საწესჩვეულებო < რიტუს – რელიგიური წესჩვეულება; 1.


მოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც სრულდება ამა თუ იმ რელიგიურ
დღესასწაულზე 2. ცერემონიალი, დადგენილი წესი რაიმეს აღსრულება-შესრულებისას

8 მაგია<ბერძნ. მაგეია – ჯადოქრობა. პირველყოფილი ადამიანის რწმენა-


წარმოდგენათა გადმონაშთი.

9 რელიგია<ლათ. ღე კვლავ, ხელახლა ლიგიო გადაბმა, კავშირი – ზებუნებრივის


რწმენა.ri

10 დეკადანსი – ფრანგ. დეცადენცე –მხატვრული კულტურის დაცემა, დაქვეითება.

11 ტოტემი, ტოტემიზმი – ინგლ. სიტყვა – რელიგიის უძველესი ფორმა, რომელიც


პირველყოფილ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა და გულისხმობს რწმენას
სისხლისმიერი სიახლოვისა ამა თუ იმ ტომის (თემისა) ცხოველისა თუ მცენარის ამა თუ
იმ სახეობასთან

. 12 ჰიპერტროფია – ბერძნ. – ჰყპერ – მეტად, ტროპჰე – კვება; სხეულის ამა თუ იმ


ნაწილის მეტისმეტი გადიდება ავადმყოფობის შედეგად

13 ანთროპომორფული - ბერძნ. ანტჰროპოს – ადამიანი+მორპჰē – სახე-იერი, ფორმა –


მრავალი რელიგიისათვის დამახასიათებელი წარმოდგენა ღვთაებისა ადამიანის
ფორმით.

14 ლასკო აღმოჩენილ იქნა 1940 წელს ბიჭუნების მიერ, რომელთაც ორმოში


ჩაუვარდათ ძაღლი, ორმოში ჩასვლამ კი ისინი გამოქვაბულის მხატვრობამდე
მიიყვანა.

15 ანიმალიზმი, ანიმალისტური <ლათ. ანიმალ ცხოველი. ცხოველის გამოსახულების


მქონე მხატვრული ნაწარმოები.

16 “ტრადიციული ხელოვნება” ეწოდება მხატვრულ შემოქმედებას იმ თანამედროვე


ტომების, რომლებიც აფრიკაში, ოკეანის კუნძულებზე და ავსტრალიაში ბინადრობდნენ
და რომელთა განვითარების დონე პირველყოფილ-თემური წყობილების შესატყვისია .

17 სტადიალური – ბერძნ. სტადიონ – გარკვეული ეტაპი, საფეხური.

18 ანიმიზმი< ლათ. Aნიმა სული – პირველყოფილი ადამიანის რწმენა-წარმოდგენა


ყოველ საგანში სულის არსებობის შესახებ; ბუნებისმიერ მოვლენათა გასულიერება .
19 ტოპოგრაფია< ბერძნ. ტოპოს ადგილი+გრაპჰო ვწერ –1. მეცნიერების დარგი,
რომელიც შეისწავლის ტერიტორიულ ადგილთა გადაღების მეთოდს იმ მიზნით , რომ
გამოსახოს ის გეგმაზე ან დიდზომიან რუქაზე; 2. ზედაპირი, რელიეფი რაიმე
ტერიტორიის.
20 cikli
berZn. kyklos wre. 21 migracia < laT. migratio – gadasaxleba, gadaadgileba, mag. mosaxleobis, an
kapitalis

22 ინკრუსტაცია< ლათ. ინცრუსტატიო – ძვლის, სადაფის, ლითონის ფირფიტებისაგან


შექმნილი შემკულობა (ორნამენტი), ნახატი, რომელიც სასურათე საგნის ზედაპირზე
ამოკვეთილ ფორმებს ფარავს იმგვარად, რომ ზედაპირის დონეს სიმაღლით არ
სცილდება.

23 სტელა <ბერძნ. შტელე – ბოძი: ქვის ფილა, ბოძი (საფლავის ან მემორიალური,


რომელსაც შეიძლება ჰქონდეს წარწერა ან რელიეფური გამოსახულება .

24 ირიგაცია< ლათ. ირიგატიო მორწყვა.ხელოვნური მორწყვა იმ მიწების, რომლებსაც


არ აქვთ მოსავლიანობისათვის საჭირო ტენიანობა.

25 კოდექსი<ლათ. ცოდეხ წიგნი – 1.კანონთა სისტემატიზირებული კრებული, რომელიც


საზოგადოებრივი სამართლის რომელიმე სფეროს (მაგ. სამოქალაქო, სისხლის
სამართლის) კანონებს აერთიანებს; 2. მთლიანობა მაგ. მორალური, ზნეობრივი
ნორმების (მორალური, ზნეობრივი კოდექსი)

26თეოლოგია< ბერძნ. ტჰეოლოგია <ტჰეოს ღმერთი+ლოგოს მოძღვრება.


ღმრთისმეტყველება, საღმრთო მოძღვრება.

27 პანთეონი<ბერძნ. პანტჰეიონ<პან ყველაფერი, ყველა+ტჰეოს ღმერთი 1. ტაძარი


ძველ საბერძნეთსა და რომში, რომელიც ეძღვნებოდა ყველა ღმერთს; საერთო
სახელწოდება ამა თუ იმ კულტის ყველა ყველა ღმერთის; 2. ადგილი, სადაც
განისვენებენ გამოჩენილი მოღვაწენი.

28იერარქია< ბერძნ. ჰიერარცჰია. უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი პიროვნების


უფრო მაღალ საფეხურზე მდგომთან დაქვემდებარებული მიმართების მკაცრად
განსაზღვრული წესრიგი; “იერარქიული კიბე

29 ეპოსი < ბერძნ. ეპოს – სიტყვა, მოთხრობა, სიმღერა: თხრობითი ხასიათის


ლიტერატურა, რომელიც არის მხატვრული ლიტერატურის ერთერთი სამ ძირითად
სახეობათაგანი (ლირიკა და დრამასთან ერთად) ეპოსის ძირითადი ჟანრებია :
მოთხრობა, ბალადა, ამბავი, პოემა, თქმულება, რომანი, ეპოპეა.

31 რეგისტრი < ლათ. რეგისტრუმ – 1. სია, ჩამონათვალი რაიმესი, აღრიცხვის წიგნი; 2.


მუსიკაში ხმის, ბგერის დიაპაზონი (ინსტრუმენტის, ასევე მომღერლის), რომელსაც აქვს
გარკვეული სიმაღლე (არსებობს მაღალი, საშუალო, დაბალი რეგისტრის ხმები და
ბგერები); 3. სახვით ხელოვნებაში ზოლით ან მის გარეშეც შემოზღუდული არე (ფრიზის
მსგავსად), რაზეც გარკვეული გამოსახულებები ან კომპოზიციაა მოცემული.რის
გამოსახვას სახით მაყურებლისაკენ

32 ფასში ანუ ენ ფაცე < ფრ. სახით წინ, პირისპირ: სახვით ხელოვნებაში ფიგურის
გამოსახვის ერთერთი ფორმა სახით მაყურებლისკენ (ანფასით).

33 გლიპტიკა<ფრანგ. გლიპტიქუე < ბერძნ. გლყპჰო “ვკვეთავ”: ძვირფას და


ნახევრადძვირფას ქვებზე მხატვრული კვეთის ხელოვნება.
34 პროტოტიპი < ბერძნ. პროტოტყპონ – წინასახე, პირი, რომელიც საფუძვლად ედება
მხატვრული ნაწარმოების ავტორის მიერ შექმნილი გმირის სახეს

35 იმიტაცია<ლათ. იმიტატიო –1. მიბაძვა 2. მიბაძვით შექმნილი

36 წარმოდგება ასირიული ზიქქურატუ-სგან, რაც ნიშნავს “მაღალს”.

37 ალიზი – გამოუმწვარი თიხა

38 სტატიური, სტატიკა< ბერძნ. სტატიკე – მოძღვრება წონასწორობაზე. მოძრაობის,


მოქმედების არარსებობა ანუ უძრაობა. მისი ანტონიმია დინამიკა .

39 ნარამსუენის მეფობაში აქადის სამეფომ ძლიერების ზენიტს მიაღწია . მან დაიწყო


აქტიური საგარეო პოლიტიკის განხორციელება, არნახულად გააფართოვა
დაპყრობათა არეალი. ნარმსუენის ძლიერი მახვილი მისწვდა მცირე აზიის შორეულ
ოლქებსაც კი, სადაც მან დაამარცხა ადგილობრივ მმართველთა საკმაოდ ძლიერი
კოალიცია. შუამდინარეთიდან მცირე აზიისაკენ მიემართებოდა ამ დროისათვის
ყველაზე დიდი სავაჭრო-საქარავნო გზა, რომლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
ჩატარდა ალბათ, ნარამსუენის ეს მნიშვნელოვანი და სარისკო ლაშქრობა . მისმა
მეომრებმა დაარბიეს დასავლეთით მდებარე მაგანის ქვეყანა , საიდანაც
შუამდინარეთში შემოჰქონდათ ძვირადღირებული შავი დიორიტის ქვა , ხოლო
აღმოსავლეთში – ელამის მთელი რიგი ოლქები

40 შტანდარტი <გერმ. შტანდარტე – დროშა.

1 ესთეტიკა <ბერძნ. აისტჰეტიკუს – რაც განეკუთვნება გრძნობად აღქმას < აისტჰეტის –


“გრძნობა”, “შეგრძნება” – მეცნიერება მშვენიერების, ხელოვნების და მხატვრული
შემოქმედების ზოგადი კანონების შესახებ.

2 კულტი < ლათ. ცულტუს პატივისცემა, თაყვანისცემა: 1. რელიგიურ წეს-ჩვეულებათა


(რიტუალთა) ერთიანობა, ღმერთის სადიდებლად და მსახურებად აღვლენილი. 2.
რომელიმე პიროვნების მეტისმეტი განდიდება.

კონტექსტი < ლათ. ცონტეხტუს - ჩაქსოვება, ჩახლართვა, შეერთება – ის, რაც მთლიანი
აზრის მატარებელია

5 იეროგლიფი < ბერძნ. ჰიერო საღვთო, ღვთიური + გლყპჰოი კვეთა– ეგვიპტელ


ქურუმთა საღვთო დამწერლობა, არა ასოს, არამედ მთელი ცნების ან მოვლენის
აღმნიშვნელი ნიშნებით შესრულებული.

6 ანიმალიზმი <ლათ. ანიმალ – ცხოველი; ცხოველთა გამოსახვა მხატვრულ


ნაწარმოებში.

7 კოსმოგონია < ბერძნ. კოსმოგონია – სამყაროს წარმოქმნა.: ასტრონომიის


დანაყოფი, რომელიც შეისწავლის ციური სხეულებისა (პლანეტებისა და მათი
თანამგზავრების - მზის, ვარსკვლავების) და მათი სისტემების წარმოქმნა-
განვითარებას.

8 ტრანსფორმაცია< ლათ. ტრასფორმატიო – გარდაქმნა, სახეცვლილება, გარდასახვა.

9 იდენტიფიცირება < ლათ. იდენტიფიცარე – გაიგივება. იგივეობის დადგენა ,


“იდენტიფიცირებული” ნიშნავს “გაიგივებულს”

10 მედიატორი <ლათ. მედიატორ – შუამავალი.


11 ინტერიერი <ფრ. ინტერიერურ – შიდა: 1. შენობის, ნაგებობის შიდა ნაწილი.

12 ფაბულა< ლათ. ფიბულა – ამბავი, იგავ-არაკი, ზღაპარი. მოვლენათა გამოხატვის,


ფაქტების, გმირთა მოქმედებების თანმიმდევრობა მხატვრულ თხრობაში
(ნაწარმოებში)..

13 მისტერია <ბერძნ. მყსტერია 1. ძველ საბერძნეთში, ძველ რომსა და ძველი


აღმოსავლეთის ქვეყნებში საიდუმლო რიტუალი, ღვთაებათა პატივსაგებად
შესრულებული საიდუმლოებანი, რომლებშიც მონაწილეობის მიღება მხოლოდ
ხელდასხმულებს (ადეპტებს) შეეძლოთ.

14 ხოჭო ეგვიპტურ ხელოვნებაში წარმოადგენდა ამომავალი მზის ხელახლა შობა-


ამოსვლისა და მისი გენერაციული ფუნქციის სიმბოლოს.

15 ჰუმანური <ლათ. ჰუმანუს ადამიანი – ადამიანური, კაცთმოყვარე.

16 ფრონტალური <ფრ. ფრონტალ სახით მაყურებლისკენ მიმართული


გამოსახულებები ფერწერაში, ქანდაკებაში (ინგლ. ფრონტ – წინა )

17 ელინისტური ეპოქა ეწოდება ცივილიზაციის ისტორიისათვის მეტად მნიშვნელოვან


პერიოდს ძვ.წ. IVს – დან ძვ.წ. Iს-მდე, მას შემდგომ, რაც ალექსანდრე მაკედონელმა
დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III, ანუ დასავლეთმა დაიპყრო აღმოსავლეთი ,
რის შემდგომაცEმოხდა სინთეზი დასავლური (ბერძნული) და აღმოსავლური
(სპარსული) მხატვრული ტრადიციების.

18 ეგვიპტელ ოსტატთა მხატვრული აზროვნება და გამომსახველობა ბოლომდე


აუხსნელი დარჩა თვით კლასიკური ხანის დიდ ბერძენ მხატვართა და
მოქანდაკეთათვისაც, რომელთათვისაც ეგვიპტური ხელოვნება ყოველთვის იყო
აღფრთოვანების საგანი. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეითვისეს ეგვიპტური
ხელოვნების გარკვეული ელემენტები, ისინი არ (და ვერც) იქცნენ ეგვიპტელ ოსტატთა
ბრმა მიმბაძველებად და სხვა გზით განავითარეს, სხვა ხარისხში აიყვანეს თავიანთი
ხელოვნება – კაცობრიობის კულტურის ეს მართლაც უდიდესი მონაპოვარი. სწორედ
ზემოთხსენებული “გაუშიფრავობის” გამო, ეგვიპტური ხელოვნების ეს “ჩაკეტილობა”,
უფრო სწორად – თვითმყოფადობა ეგვიპტურ, და მხოლოდ და მხოლოდ ეგვიპტურ
ავტონომიად დარჩა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.

19 პაპირუსი – საინტერესოა, რომ ინგლისური სიტყვა “პაპერ” (ქაღალდი, ფურცელი)


წარმოქმნილია ეგვიპტეში კულტივირებული მცენარის, პაპირუსის სახელიდან .
პაპირუსიდან ფურცლების დამზადების ტექნიკა დაკარგული იყო 1940 წლამდე , როცა
მოხდა მისი აღდგენა. ზოგი ფურცელი 10 მეტრამდე სიგრძესაც კი აღწევდა. სწორედ
პაპირუსზე იწერებოდა ის ტექსტები, რომლებიც უძვირფასეს მასალას გვაწვდიან
ეგვიპტის ისტორიის, ლიტერატურის, რელიგიისა და ადმინისტრაციული
დოკუმენტაციის შესახებ.

20 პიქტოგრაფია < ლათ. პიცტუს დახატული+გრაპჰო (ბერძნ.) ვწერ – დამწერლობის


უძველესი ფორმა, პიქტოგრამების (პირობითი ხასიათის გამოსახულებები , რომლებიც
რაიმე მოქმედებას, მოვლენას ან საგნებს აღნიშნავენ) მეშვეობით შესრულებული .

21 შტანდარტი <გერმ. შტანდარტე – დროშა.

22 ორი ერთნაირი ფიგურა (მაგ. ცხოველის, ფრინველის), ერთმანეთთან პირშექცევით


წარმოდგენილი. ამგვარი გამოსახულება საფუძვლად უდევს ღერბებს და შესაბამისად ,
გერმანული სიტყვა Hერალდიკ-ის ქვეშ იგულისხმება დარგი, რომელიც შეისწავლის
ღერბებს.

23 კანონი < ბერძნ. კანონ – ძირითადი მდგომარეობა, წესი, ნორმა; ურყევი დოგმა.

24 ემბლემა <ბერძნ. ემბლემა – “გამობერილი მორთულობა, შემკულობა”; პირობითი,


სიმბოლური გამოსახვა რაიმე ცნებისა თუ იდეისა, მაგ. საბჭოური ეპოქის ემბლემად
მიჩნეული ნამგალი და ურო ასიმბოლოებდა გლეხთა და მუშათა კლასს. ცნობილია
თეთრი მტრედი, როგორც მშვიდობის სიმბოლო.

25 სარკოფაგი <ბერძნ. სარკოპჰაგოს – 1. ძველ დასაკრძალ წეს-ჩვეულებებში _ კუბო,


სამარხი; 2. ქვაში კვეთილი დასამარხი ჭურჭელი.

26 კაპიტელი <ინგლ. ცაპიტალ – სვეტის თავი არქიტექტურულ ნაგებობებში

27 ტერაკოტა <იტ. ტერრაცოტტა – გამომწვარი ფერადი თიხა

1 ექსპერიმენტი < ლათ. ეხპერიმენტუმ – ცდა, გამოცდილება; გამოცდილების გზით,


პრაქტიკით რაიმეს განხორციელების მცდელობა.. ექსპერიმენტალური ნიშნავს
დაფუძნებულს, დამყარებულს ექსპერიმენტზე, მიღებულს ან მიღწეულს ცდის
(გამოცდილების) გზით.

2 პორტალი <ლათ. პორტა – კარი, ჭიშკარი. არქიტექტურულად გაფორმებული


შესასვლელი დიდი ნაგებობის.

3 რიტუალი <ლათ. რიტუალის – რიტუს – რელიგიური წეს-ჩვეულება; 1. მოქმედებათა


ერთობლიობა, რაიმე რელიგიური დღესასწაულის თანმხლები; 2. იგივე ცერემონიალი,
შემუშავებული წეს-ჩვეულებებით, ან რაიმე მოქმედების დადგენილი წესი .

4 ნეკროპოლი < ბერძნ. ნეცროპოლის: ნეკრო – მკვდარი, პოლის – ქალაქი; ამ


ტერმინის ქვეშ იგულისხმება სამარხ ნაგებობათა კომპლექსი ძველი აღმოსავლეთისა
და ანტიკურ ქვეყნებში.

5 პილონი – 1. მონუმენტური ზემოთ წაკვეთილი კოშკური მოცულობა, რომელიც ორი


მხრიდან ზღუდავს შენობის შესასვლელს; 2. მასიური ბოძი, რომელიც კამარის,
გუმბათის ან სხვა კონსტრუქციის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს; 3. დიდი ბურჯი.

6ფაქტურა < ლათ. ფაცტურა – დამუშავება, წყობა – 1. მხატვრული ტექნიკის


თავისებურება (უმეტესწილად, ზედაპირის დამუშავების თვალსაზრისით ) სახვითი
ხელოვნების ნაწარმოებებში; 2. ქსოვილის, შუშის და ა.შ. გარე სახე, რასაც
განსაზღვრავს დამუშავების ხასიათი, წყობა.

7 კოლოსალური < ბერძნ. კოლოსსოს – უზარმაზარი ზომის მქონე რაიმე საგანი (ძეგლი)
ან არსება. სამყაროს შვიდი საოცრებათგან ერთ-ერთი – როდოსის კოლოსი, რომელიც
თავად ძეგლის სახელწოდებად იქცა, მიუთითებს ძეგლის (ჰელიოსის , მზის ღმერთის
ქანდაკების) უზარმაზარ ზომაზე.

8 სიუჟეტი < ფრანგ. სუჯეტ – რაიმე მოვლენა ან რიგი ერთმანეთთან დაკავშირებული


თანმიმდევრული მოვლენებისა, რომლებიც შეადგენენ მხატვრული ნაწარმოებების
შინაარსს და რომლებშიც მოქმედ პირთა ხასიათებია გახსნილი ; სახვით ხელოვნებაში
– გამოსახვის საგანი.

9 პექტორალი – ყელსაბამი, ყელსამკაული.


10ტრიადა < ბერძნ. ტრიას, ტრიადოს – სამმაგობა, სამეული. 1. სამობა,
სამსაფეხუროვნება; 2. სამი პირის, საგნის ან ცნების ერთიანობა -მთლიანობა .

11ჰიპოსტილური დარბაზი – დიდი ზომის დარბაზი, რომელში ერთმანეთთან ახლო-


ახლო აღმართულია სვეტები (კოლონადა), და რომლებიც ჭერის საბჯენს
წარმოადგენენ.

12 პანდუსი < ფრანგ. პენტე დოუცე ქანობი – დახრილი სიბრტყე. არქიტექტურაში


აღნიშნავს შენობასთან მისასვლელ მასიურ კიბეს.

13 რა ზოგ შემთხვევაში გამოისახება როგორც კობრა, ზოგჯერ – როგორც ხოჭო.

14 პოლითეიზმი <ბერძნ. პოლი მრავალი + ტჰეოს ღმერთი – მრავალღმერთიანობა.

15 მონოთეიზმი <ბერძნ. მონოს – ერთი, ერთღმერთიანობა

17 გროტესკი <იტ. გროტტესცუ – მხატვრული მეთოდი ლიტერატურასა და


ხელოვნებაში, როდესაც ადამიანი ან საგნები გამოისახება ერთგვარად გადიდებული ,
ან დამახინჯებულ-კომიკური სახით

18 კლაფტი – ეგვიპტელ ფარაონთა ტრადიციული თავსაბურავი, წესისამებრ, ზოლიანი


და მხრებზე დაშვებული ბოლოებით. კლაფტის ფორმისა და ზოლების სისქის
მიხედვით ხდებოდა ძეგლების დათარიღება.

19 ნომინალური <ლათ. ნომინალის – სახელობითი, სახელდებითი; ანუ მხოლოდ


სახელით რომ რჩება ვინმეს განმგებლობაში, მაგრამ არაფაქტობრივად .

21 ისიდა – ეგვიპტის მითოლოგიაში არის ქალიშვილი ღვთაება ღებისა (მიწის) და


ნუტის (ზეცის), და და მეუღლე ოსირისისა და ჰორუსის დედა. შედიოდა
Hჰელიოპოლისის (ძველი ეგვიპტის ქალაქი) ცხრა ღვთაებათა რიგში. ისიდა
თაყვანიცემოდა როგორც დედა-ღვთაება, ქალებისა და ბავშვების მფარველი ,
გამოისახებოდა ძროხისრქებიანი გვირგვინოსანი ქალის სახით. სამეცნიერო
ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ჩვილი ქრისტეთი ხელში
ღმრთისმშობლის გამოსახულების პროტოტიპია ისიდა, რომელსაც მუხლებზე უზის
ჰორუსი (იხ. სურ. 75).

22 ხათორი – ზეცის ქალღვთაება და მიწის მფარველი ქალღვთაება ეგვიპტურ


მითოლოგიაში.

23 სოხმეტი – ეგვიპტეში “ძალმოსილი” ქალღვთაება ომის. მემფისის უზენაესი


ღვთაების, პტა-ს მეუღლე. თაყვანიცემოდა ძუ ლომის ან ლომისთავიანი ქალის სახით.

24 სარკოფაგი <ბერძნ. სარცოპჰაგუს 1. სამარხი, მიცვალებულის ჭურჭელი; 2.


მართკუთხედის ფორმის მქონე ქვის სამარხი ჭურჭელი, მეტად გავრცელებული
რომაულ ხანაში.

25 ტრადიცია <ლათ. ტრადიტიო – გადმოცემა, თხრობა; ისტორიულად


ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადმოცემული წესი, ქცევის ნორმა და ა.შ.,
ჩამოყალიბებული წესრიგი რაიმესი.

1 დიალექტი < ბერძნ. დიალეკტოს – ადგილობრივი კილო-მეტყველება,


ადგილობრივი, კუთხური ენა.
2 ფორპოსტი <გერმან. Vორპოსტენ – მოწინავე პოსტი, იგიეა, რაც ავანპოსტი

3 გენეალოგია <ბერძნ. გენეალოგია – გვარტომობა; გვარტომობის ისტორია:


ისტორიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც გვარტომობას სწავლობს.

4 მონოლითური < ბერძნ. მონო – ერთი, ლიტჰოს – ქვა; მთლიანი ქვის ლოდი. საგანი,
გამოკვთილი ერთი ქვისგან. შესაბამისად, იგულისხმება მთლიანობა, სიმტკიცე -
სიძლერე, ერთიანობა.

5ეკლექტიზმი, ეკლექტიკა> ბერძნ. ეკლეკტიკოს – ამომრჩევითი; მექანიკური შერევეა,


შეერთება, ნაზავი სხვადასხვა თეორიული შეხედუკლებების, იდეური
მიმართულებებისა და მხატვრული სტილის.

6 ალიზი – გამოუმწვარი თიხა.

7კონტრფორსი - ლათ. ცონტრა – საწინააღმდეგო ფორცე – ძალა – არქიტექტურული


დეტალი, რომელიც საბჯენ, გამაწონასწორებელ ფუნქციას ასრულებს.

8ციტადელი <იტ. ციტტადელლა – ციხე-სიმაგრის ნაწილი, უმეტესწილად –


ცენტრალური, რომელსაც დამოუკიდებელი თავდაცვითი ფუნქცია აქვს; ციხე-სიმაგრის
ტიპის ნაგებობა ძველ ქალაქების შიდა ტერიტორიაზე.

9 უწოდებდნენ ლამასუს, შედუს ან ქურუბის, რომელიც ძალზე ახლოა ებრაულ სიტყვა


“ქერუბინ”-თან, რომელიც ქრისტიანულ რელიგიაში ექვსფრთედ ანგელოზს
წარმოადგენს.

10ილუზია < ფრანგ. ილლუსიონ – 1. მცდარი წარმოდგენა, რაც გამოწვეულია


სინამდვილის დამახინჯებული აღქმით; 2. უსაფუძვლო იმედი, აუხდენელი ოცნება.

11 სტატიური <ბერძნ. სტატიკე – მოძღვრება წონასწორობაზე. საგნის მდგომარეობა,


როცა არ არის მოძრაობა, ანუ როცა უძრაობაა. Mმისი საწინააღმდეგო ანუ ანტონიმია
დინამიკა < ბერძნ. დყნამიკოს – ძლიერი მოძრაობის მდგომარეობა.

12 ერთ-ერთ წარწერაში აშურნარციპალი (ძვ.წ. IX ს.) სიამაყით აღნიშნავს, რომ მან


გააშენა ახალი ქალაქი სასახლით, ციტადელით და სხვადასხვა ნაგებობებით , რაც
სადღესასწაულოდ აღნიშნა 69 574 კაცის მოპატიჟებით სხვა მიწა-წყლიდან,
რომლებმაც იზეიმეს ეს მოვლენა კალხუს მკვიდრთან ერთად: …”მოვიწვიე ეს ხალხი,
ვასვი მათ, დავაპურე და განვბანე 10 დღის განმავლობაში დღესასწაულობისას და
შემდგომ პატივჰყავი თავიანთ სახლ-კარს დაბრუნებოდნენ მხიარულნი და
ბედნიერნი”.

13 ექხპრესია < ლათ. ეხპრესსიონ – გამოხატვა, გამოსახვა – გამომსახელობა,


გამოხატვის ძალა (გრძნობების, აზრების და ა. შ.).

14 ნარატიული < ინგლ. ნარრატე – თხრობა. თხრობითი.

15კასიტები იყვნენ ძველი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ტომის წარმომადგენლები ,


რომლებმაც მოიპოვეს კონტროლი ბაბილონზე ძველი ბაბილონის სამეფოს დაცემის
შემდგომ, ძვ.წ. დაახლ. 1531-1155 წლებში. მათი თავდაპირველი გეოგრაფიული
მდებარეობა ბუნდოვანია, მაგრამ, როგორც ჩანს, კასიტები სახლობდნენ ზაგროსის
მთაზე, ლურისტანში (ირანი). ისტორიის ასპარეზზე ისინი პირველად ჩნდებიან ძვ .წ .
XVIIIს-ში, როდესაც თავს დაესხნენ ბაბილონს სამსუ-ილუნას (მეფე ჰამურაბის ვაჟის)
მმართველობის მე-9 წელს (მეფობდა ძვ.წ. 1686-1648წწ-ში).
16 ბაბილონი დააარსეს ამორიელთა სემიტურმა ტომებმა აქადის ახლოს.

19 დომინანტა < ლათ. დომინანს – დომინანტის – გაბატონებული; 1. მთავარი,


გაბატონებული იდეა, რაიმეს ძირითადი ნიშანი; 2. მეხუთე საფეხური მუსიკალური
გამის.

20პოსტამენტი < ლათ. პოსტამენტუმ – შემაღლება, რომელიც ძეგლის, სვეტის


აღსამართ ადგილს წარმოადგენს; იგივე პედესტალი.

22 ეკლექტიკური, ეკლექტიზმი <ბერძნ. ეკლეკტიკოს – ამომრჩეველი; სხვადასხვა


შეხედულებების, თეორიების, იდეური მიმართულებების თუ სტილთა უსისტემო ,
მექანიკური შეერთება ყოველგვარი კანონზომიერი პრინციპის გარეშე .

23 ნეოლითის ხანა ან პერიოდი არის იგივე ახალი ქვის ხანა, რომელიც ძვ.წ. დაახლ.
9500 წელს დაიწყო შუა აღმოსავლეთში და ტრადიციულად, ითვლება ქვის ხანის ბოლო
სტადიად.

24 ჰეროიკული – გმირული.

25 პილასტრი, იგივე სვეტი.

27 ეგიდა <ბერძნ. აეგის – ზევსის ფარის სახელი ძველბერძნულ მითოლოგიაში;


“ეგიდით” ნიშნავს ვინმეს ან რამის მფარველობის, ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფნას.

28 ტორევტიკა < ბერძნ. ტორეუტიკოს – ტორეო – ვჭედავ, ვკვეთავ – ლითონის


მხატვრული დამუშავების ხელოვნება

29 ცვარა – ადრეული ხანიდან ცნობილი, ოქრის წვრილ-წვრილი ბურთულების


ზედაპირზე მირჩილვის ტექნიკა. ამავე, ცვარას ტექნიკითაა შესრულებული
საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ძეგლთა არაერთი ნიმუში, მაგალითად, ე.წ.
“სხივანა” საყურეები მოდინახეს გათხრებიდან, უფრო ადრე – ახალგორის განძიდან ,
რომელიც აქემენიანთა ეპოქის დროინდელ სამარხში აღმოჩნდა

30 აპადანა – მრავალსვეტიანი საზეიმო დარბაზი ირანის სასახლეებში.

32 ტიარა - გვირგვინი

33 პროპილეუმი – მონუმენტური კარიბჭე, ქალაქში, აკროპოლისში ან სხვა


არქიტექტურულ ანსამბლში შესასვლელი.

35 დუალისტური <ლათ. დუალის – ორმმაგი; ორმაგობა, რაიმეს გაორება

36 კოსმოპოლიტიზმი < ბერძნ. კოსმოპოლიტეს - მსოფლიოს მოქალაქე.


ეროვნულობის, სამშობლოს მიღმა დგომა, სამშობლოდ მთელი მსოფლიოს ან
ნებისმიერი ქვეყნის და არა ერთი საკუთარი, მშობლიური ქვეყნის აღიარება .

37 პურიფიკაცია , პურიზმი < ლათ. პურუს წმინდა. სწრაფვა (ხანდახან მოჩვენებითი)


სიწმინდისაკენ და მკაცრი ზნეობრიობისაკენ

2 ელინები, იგივე ბერძნები. Eეს სახელდება მოდის მითიდან დევკალიონის წარღვნაზე :


იგი ძალზე

ჰგავს ნოეს მიერ ადამიანთა მოდგმის გადარჩენის ამბავს. ადამიანთა ძველი მოდგმის
თავხედობით
განრისხებული უზენაესი ღმერთი ზევსი გადაწყვეტს წარღვნის საშუალებით მოსპოს
კაცთა მისთვის

საძულველი თაობა. საშინელ სტიქიას ღმერთის დახმარებით გადაურჩებიან


დევკალიონი და მისი

მეურლე პირა. მათი კიდობანი გაირიყება პარნასოსის მთასთან. ხმელეთზე გამოსულ


ცოლ-ქმარს

ღმერთის ძახილი შთააგონებს ისროლონ ზურგს უკან ქვები, რომლიდანაც


აღმოცენდება ადამიანთა

ახალი მოდგმა. მითთა თანახმად, დევკალიონი მამა ყოფილა ჰელენოსის, ელინთა


ეპონიმის [ეპონიმი –

ერის, ტომის პირველმამის, იგივე პროგენიტორის სახელს გულისხმობს : ქართველთა


ეპონიმია

ქართლოსი, სომხების – ჰაოსი (სომხეთს სომხურად ჰაიასტან ჰქვია და ა.შ.)], ხოლო


იგი, თავის მხრივ,

ეოლოსის, დოროსის და ქსუთოსის მამა იყო. ქსუთოსის შვილი იყო იონი. ჰელენოსი
ყველა ძირითადი

ბერძნული ტომის (ეოლიელების, დორიელების, იონიელების) დამფუძნებელთა და


სახელმდებელთა

წინაპრადაა მიჩნეული. ვარაუდობენ, რომ წარღვნას ადგილი უნდა ჰქონოდა ძვ.წ . XVს-
ში. მუსიკაში

არსებობს ეოლიური, დორიული, იონიური კილოები, არქიტექტურაში – დორიული,


იონიური

ორდერები, რომლებსაც ქვემოთ გავეცნობით.

3ცივილიზაცია< ლათ. ცივილის – სამოქალაქო, საზოგადოებრივი – საზოგადოების


განვითარების,

მატერიალური და სულიერი კულტურის დონე, მაგ. ანტიკური ცივილიზაცია,


თანამედროვე

ცივილიზაცია.

5 სტილიზებული, სტილიზაცია – 1. რაიმე გარკვეული სტილის გარეგან


თავისებურებებთა მიბაძვა 2)

ხელოვნებაში პირობითი-დეკორატიული ელემენტების გამოყენება .

6ანტაგონიზმი < ბერძნ. ანტაგონისმა – ბრძოლა; ურთიერთდაპირისპირება, ბრძოლა,


ვთქვათ,

საზოგადოების კლასობრივ ფენებს შორის.

7 ორმაგი ცული (იგივე ხარის რქების სიმბოლო), ანუ ლაბრისი უკავშირდება სიტყვა
“ლაბირინთს”,

რაც კნოსოს სასახლის აღმნიშვნელია.


10 ჰეგემონია <ბერძნ. ჰეგემონია – პირველობა, ხელმძღვანელი როლი, უპირატესობა
ძალაში,

გავლენაში; ბატონობა.

11 აკროპოლისი – შიდა ციხე, ძველი ბერძნული ქალაქის გამაგრებული ნაწილი,


შემაღლებულ

ადგილას განლაგებული. აკროპოლისში მოთავსებულ იყო საზოგადოებრივი და


საკულტო ნაგებობები

12 ციკლოპი < ბერძნ. კყკლოპს – ციკლოპი, მითიური ცალთვალა გოლიათი;


შესაბამისად, გულისხმობს

“უზარმაზარს”, “ვეებას”.

13 მეგარონი – მიკენურ კულტურაში ნიშნავს “მთავარ დარბაზს”. ესაა სწორკუთხა


დარბაზი, რომლის

წინა სათავსი არის ორსვეტიანი პორტიკი. მეგარონის ოთხ სვეტს შორის მოქცეული იყო
კერია.

მეგარონი ითვლება ბერძნული ტაძრის წინამორბედად.

14 კონსტრუქცია < ლათ. ცონსტრუცტიო – წყობა, აგებულება, აგება, მაგ. მანქანის


კონსტრუქცია,

არქიტექტურული ძეგლის კონსტრუქცია, რაც გულისხმობს მის აღნაგ სახეს.

15 ანტი – ანტიკური შენობის გრძივი კედლის გამონაშვერი. ანტი ორი მხრიდან


ზღუდავს სწორკუთხა

გეგმის მქონე შენობის ვიწრო მხარეზე განლაგებული პორტიკის სივრცეს, ის ცნობილია


“ანტური

ტაძრის” ან “ტაძარი ანტებში” სახელწოდებით. Aანტური ტაძრის კონსტრუქციის მქონეა


ათენელთა

საგანძური დელფოში (ძვ.წ. Vს.).

16 ტენდენცია< ლათ. ტენდერე – სწრაფვა, მიმართულების აღება. 1. მიმართულება


შეხედულებებსა და

ქმედებებში; 2. მიზანსწრაფულობა რაიმეს მიმართ; მიმართულება, რომელშიც ხდება


რაიმე მოვლენის

განვითარების დასრულება.

17 პერსონაჟი – მხატვრული ნაწარმოების მოქმედი გმირი

19 პერსეფონა (ლათ. პროზერპინა) – ზევსისა და ნაყოფიერების ქალღვთაება


დემეტრას

ქალიშვილი, მკვდართა სამეფოს მეუფე, ჰადესის (აიდის) მეუღლე (როგორც ჰერა იყო
მეუფე
მიწისზედა სამყაროსი). Uულმობელი ქალღვთაება მკვდართა სულებს
ზედამხედველობდა,

სიკვდილამდე ცეკვა-სიმღერით დაქროდა მინდორში, სადაც მოწყვიტა სიკვდილის


ყვავილი

ნარგიზი, მიწა განიხვნა და შთანთქა პერსეფონა, სადაც მან სამუდამო ადგილი


დაიმკვიდრა.

20 პოტენციური, პოტენცია <ლათ. პოტენტიალ ძალა. შესაძლებლობა, უნარი, ძალა,


რომელიც

ფარულად არსებობს და რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს.

21 კასტრაცია - დასაჭურისება

2 კოალიცია <ლათ. ცოალიტიონ – გაერთიანება, შეთანხმება, სახელმწიფოთა,


პარტიათა და ა.შ. კავშირი

რაიმე საერთო მიზნის მისაღწევად.

ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ და მის მეტად საყურადღებო ინფორმაციას


მასზედ, რომ

კოლხურ სელს ჯერ კიდევ კლასიკურ ხანაში სარდონულს უწოდებდნენ.

4 ამგვარი მიდგომა ჯერ კიდვ ქვის ხანის ბერძნული კერამიკის ნიმუშზე ჩანს (სურ.2),
სადაც დეკორის

მთავარ ელემენტად ზიგზაგოვანი პარალელური ხაზები გვევლინება.

5 Mმეანდრა – ტეხილი ან მრუდხაზოვანი ლენტური ორნამენტი, რომელიც


დაკავშირებულია კლაკნილი

კალაპოტის მქონე მდინარე მეანდრის სახელთან

6 კოორდინაცია <ლათ ცო(ნ) – “თან”, “ერთად” + ორდინატიო – მოწესრიგებულობა;


შეთანხმებულობა,

თანადაქვემდებარებულობა, შეთანხმებაში მოყვანა.

7 სუბორდინაცია < ლათ. სუბ - “ქვეშ’ “ქვემოთ, “ახლო”, სუბლიმარე – აზიდვა,


ამართვა,აღყვანება –

რანგებისა თუ იერარქიების დაცვა - მხედველობაში მიღება, ანუ როდესაც უმცროსი


მკაცრად

ექვემდებარება უფროსს (როგორც ჩვენი კონტექსტიდან ჩანს, ეს ტერმინი არ


გულისხმობს მხოლოდ

ადამიანებს).

8 არქაიკა, არქაული < ბერძნ. არცჰაიოს – ძველი, მოძველებული. ამ შემთხვევაში


“არქაიკის” ქვეშ
ვგულისხმობთ არა “ძველს” , არამედ ბერძნული კულტურის განვითარების ერთერთ
ეტაპს (ძვ.წ. 750-

480წწ.), რომელიც წინ უსწრებს კლასიკურ ხანას.

9 პოლისი < ბერძნ. პოლის – ქალაქ-სახელმწიფო ძველ საბერძნეთში

10 ანალიტიკური < ბერძნ. ანალყტიკოს – დაფუძნებული ანალიზის გამოყენებაზე. ის,


რასაც აქვს უნარი,

მოახდინოს ანალიზი, მაგ. ანალიტიკური გონება, აზროვნება. ანალიზი <


ბერძნ.ანალყსის – სამეცნიერო,

კვლევითი მუშაობის, ან ზოგადად, აზროვნებითი მეთოდი, რაც ეფუძნება მთელის


ცალკეულ

ნაწილებად დაშლას (მაგ. მოვლენების, ფაქტების, მათი ურთიერთმიმართებებისა და


კავშირების),

რათა მოხდეს რაიმე, ერთ მთლიანობაში წარმოდგენილი მოვლენის ან ფაქტის უკეთ


გააზრება-

შესწავლა.

11 დოგმა <ბერძნ. დოგმა – უცვლელი სახით რაიმეს მიღება, რომელიც ხდება ბრმად,
გაუანალიზებლად,

კონკრეტული ისტორიული მოვლენის გათვალისწინების გარეშე.

12

არამეელები იყვნენ სემიტური მოდგმის ნახევრად მომთაბარე ხალხი, რომელიც


ცხოვრობდა ზემო

მესოპოტამიასა და სირიაში. არამეელებს ჰქონდათ არა გაერთიანებული ,


ცენტრალიზებული სახელმწიფო,

არამედ ცალ-ცალკე, დამოუკიდებელი სახელმწიფოები მთელ ახლო აღმოსავლეთში .


ამის მიუხედავად,

მათმა ენამ და კულტურამ მთელ ახლო აღმოსავლეთსა და მის მიღმა ქვეყნებზეც


მოახდინა ზეგავლენა.

მკვლევარნი, შესაბამისად, იყენებენ ტერმინს “არამიზაცია”, ასირიელ -ბაბილონელი


ხალხების მიერ

არამეული ენის მშობლიურ ენად მიღების პროცესის აღსანიშნავად . არამეულ ენაზე


მეტყველებდა უფალი

ჩვენი იესო ქრისტე.

13

პალმეტი (ბერძნულად მას ანთემიონს უწოდებენ, რაც ამ ენაზე “ყვავილს” ნიშნავს) –


მხატვრული
მოტივი, პალმის ხის მარაოსებურად გაშლილი ფოთლებით წარმოდგენილი. პალმეტი
ფართოდ

გამოიყენება ბერძნულ-რომაული ხელოვნების დეკორში.

14საგა < ძვ.სკანდინავიური შაგა – ძველსაკნდინავიური და ძველირლანდიური


ხალხური, გმირული

სიუჟეტის მომცველი თქმულება; ზოგადად _ ლეგენდა, გადმოცემა, თქმულება.

15გორგონები <ბერძნ. Gორგონ; ძველბერძნულ მითოლოგიაში ფრთოსანი ურჩხული


ქალები. ჰესიოდე სამ

გორგონს ახსენებს (შტჰენო – ძლიერი; Eურუალე – მოხეტიალე; Mედუსა –


მბრძანებელი), ჰომეროსი _

ერთს. გორგონებს წარმოსახავდნენ საშინელი გარეგნობის, უზარმაზართავიან,


კბილებდაკრეჭილ,

ენაგადმოგდებულ, თმის ნაცვლად თავზე გველებგადაყრილ არსებად (სურ . 13, 13 V),


რომელთა

შეხედვაც ყველა სულიერს აქვავებდა. მათგან მხოლოდ მედუზა იყო მოკვდავი.


მედუზას პერსევსმა

მოჰკვეთა თავი და მისი სისხლისაგან იშვა ფრთოსანი ცხენი პეგასი. მედუზის მოჭრილი
თავი ათენას

ფარზე იყო გამოსახული. მოგვიანებით ხელოვნებაში მედუზას მშვენიერი სახით ,


მაგრამ საშინელი,

შიშისმომგვრელი გამომეტყველებით გამოსახავდნენ.

16 ატიკა – საბერძნეთის რეგიონი, რომელიც მოიცავს დედაქალაქ ათენსაც.

19 დონატორი (სხვაგვარად მას ქტიტორსაც უწოდებენ) არის ის პირი, ვისი დაკვეთით


და ფინანსური

ხელშეწყობითაც იქმნებოდა ესა თუ ის ძეგლი სახვით ხელოვნებაში (მაგ . ეკლესიის


კედლის

მხატვრობაში, ვთქვათ, თუ გამოსახულია საერო პირი – მეფე ან დიდგვაროვანი , ისინი


იმ

მოხატულობის, ან თავად ტაძრის დამკვეთად, დონატორად (ქტიტორად)


გვევლინებიან.

20 კომპაქტური <ლათ. ცომპაცტუს – შეკრული, შეკუმშული, მჭიდრო.

22 ქიტონი - მოსასხამი

23 პეპლოსი – კორეთა მოსასხამი

25 ჰიპოთეზა < ბერძნ. ჰყპოტჰესის მეცნიერული მოსაზრება, რომელიც წარმოდგენილია


რაიმე
მოვლენების ასახსნელად და რომლების საჭიროებენ შემოწმება-გადამოწმებას იმ
მიზნით, რომ

სხვა ფაქტებითაც გამყარდეს, რათა სამომავლოდ ეს ჰიპოთეზა იქცეს უკვე


დადასტურებულ

მეცნიერულ თეორიად, დებულებად.

26 რელატიური – შედარებითი, მიმართებითი.

1 კრიტერიუმი <ბერძნ. ცრიტერიონ – განმასხვავებელი ნიშანი, საზომი, რომლის


მიხედვითაც ხდება რაიმე

მოვლენის, ფაქტის, იდეის შეფასება.

2რაციონალური <ლათ. რატიონალის – გონივრული, მიზანშეწონილი, დასაბუთებული.


“რაციონალური” ქვეშ

უმეტესად იგულისხმება ის, რაც ადამიანის უმალ გონების, ვიდრე გულის, ემოციის
კარნახითაა შექმნილი.

3 ევრითმია – სხვადსხვა ნაწილთა და პროპორციათა ჰარმონიულობა არქიტექტურაში .

4 რაფინირებული <ფრ. რაფფინერ – გაწმენდა; 1. მინარევებისაგან გაწმენდილი (მაგ.


ზეთის, სპირტის);

2.დახვეწილი, ნატიფი.

5 პასტორალური, პასტორალი <ლათ. პასტორალის – სამწყემსო, მწყემსური –


ლიტერატურის ან სახვითი

ხელოვნების ნაწარმოები, რომელიც ასახავს მწყემსურ იდილიურ ყოფას ბუნების


ფონზე. პასტორალი,

როგორც ჟანრი, ევროპულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში განსაკუთრებით


გავრცელდა XIV-XVIII

საუკუნეებში.

6 “პართენონი” სიტვასიტყვით ქალწულის ბინას, სახლს ნიშნავს.

8 კვადრიგა – ოთხრაშიანი ეტლი.

10სატირები – დაბალი რანგის ტყის ღვთაებები, ნაყოფიერების დემონები , დიონისეს


ოჯახის

წარმომადგენლები. Mმითების მიხედვით სატირები ზარმაცები , ხუმარები და


ნახევრადმთვრალები არიან.

ანტიკური პერიოდის ადრეული გამოსახულებების მიხედვით სატირები ნახევრად


თხების, ნახევრად

ადამიანების სახე აქვთ, აქვთ წაწვრილებული, თხისმაგვარი ყურები, თხის ან ცხენის


კუდები და
თხისმაგვარი ცხვირები. თანამედროვე გაგებით სატირი ნიშნავს მთვრალსა და ხუმარა
ადამიანს. აქედან

მომდინარეობს სიტყვა “სატირა” და “სატირიკოსი”.

12 უნივერსალური <ლათ. უნივერსალის – საყოველთაო, მრავალმხრივი,


ყოვლისმომცველი, მრავალი

მიზნისათვის გამოსადეგი – სხვადასხვა დანიშნულების, სხვადასხვა ფუნქციის მქონე .

13 “ქრისო” ბერძნ. “ოქრო”, “ელეფანტ” – “სპილო”, ანუ ქანდაკება, რომელიც


დამზადებულია ოქროსა და

სპილოს ძვლისაგან.

19 კეკროპსი – ათენის დამაარსებელი და ათენელთა პირველი მეფე. მას მშობლები არ


ჰყავდა, იშვა

მიწისაგან, ზემო ნაწილი ადამიანისა ჰქონდა, ქვემო _ გველის. როდესაც მან დააარსა
ქალაქი, ათენასა

და პოსეიდონს შორის ჩხუბი ატყდა იმ მიწების მფლობელობაზე , რომელზეც ქალაქი


იყო გაშენებული.

ღმერთები მივიდნენ ეხლანდელი აკროპოლისის ტერიტორიაზე და გამოაცხადეს , რომ


მოიგებდა ის, ვინც

ქალაქს ყველაზე ძვირფას საჩუქარს მიართმევდა. ხოლო რა იყო ეს ყველაზე


ძვირფასი საჩუქარი, უნდა

გადაეწყვიტა კეკროპსს. პოსეიდონმა თავისი სამკბილათი გამოგლიჯა მთას მიწა ,


საიდანაც გადმოვიდა

მარილიანი წყლის წყარო, ათენამ კი მახვილი დაასო მიწას და აღმოცენდა


ზეთისხილი. გამარჯვება

ათენას ერგო. კეკროპსმა მიუძღვნა მას დიდებული ტაძარი აკროპოლისზე, ხოლო მისი
ქალიშვილები _

აგლავრა, გერსა და პანდროსა ამ ტაძრის პირველი ქურუმნი გახდნენ.

20 სინთეზი <ბერძნ. სყნტჰესის – შეერთება, შეთანხმება, შეხამება; ერთიანობა,


მთლიანობა, შერწყმა

საგნებისა თუ მოვლენებისა.

21 ნიობე – საბერძნეთში მეტად პოპულარული იყო მითი ნიობიდაზე: ტანტალოსის


ასულმა, თებელი მეფის

ცოლმა ნიობემ, რომელსაც შვიდი ქალი და შვიდი ვაჟი ჰყავდა, თავისი


მრავალშვილიანობით

გაამაყებულმა, დასცინა ლეტოს (აპოლონისა და არტემისის/არტემიდას დედას ),


რომელსაც მხოლოდ ორი

შვილი ჰყავდა. დედის ჩივილზე აპოლონმა ვაჟები, ხოლო არტემისმა ქალები


ამოუწყვიტეს ნიობეს
საბედისწერო ისრების საშუალებით. მამამ ვერ გადაიტანა ეს მწუხარება და თავი
მოიკლა, ხოლო ნიობე

გაქვავდა მწუხარებისაგან.

22 პლასტიკა <ბერძნ. პლასტიკე – 1. ძერწვის, ქანდაკების, სკულპტურის ხელოვნება;


2.მოცულობითი ფორმის

ჰარმონიულობა და მხატვრული გამომსახველობა; 3. სხეულის დახვეწილი, რითმული


მოძრაობის

ხელოვნება, მოძრაობისა და ჟესტების თანახმიერება, მაგ. ცეკვაში.

23 დრამატიზმი - დაძაბულობა, მოქმედების სერიოზულობა, რაც დრამისთვისაა


დამხასიათებელი; 2.

უკიდურესი დაძაბულობა, სირთულე (მდგომარეობის, ვითარების). დრამა <ბერძნ.


დრამა – 1. ლირიკასა და

ეპოსთან ერთად, მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი სამ ძირითად დარგთაგანი,


ასევე

ლიტერატურული ნაწარმოები, სადაც მოცემულია კონფლიქტი, მოქმედების დაძაბული


მსვლელობაგანვითარება

(განსხვავებით კომედიისაგან) და სხვადასხვაგვარი კოლიზიები ; 3. მძიმე მოვლენა ,

უბედურება, განცდა-წუხილი, უფრო მეტად ზნეობრივი (სულიერი) სახის განცდები .

24 პათოსი <ბერძნ. პატჰოს – მგზნებარე ამაღლებულობა (წარმოთქმულ სიტყვაში,


შრომაში და სხვ.)

25 სტელა <ბერძნ. სტელე – მემორიალური ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს


ვერტიკალურად დაყენებულ

ქვის ფილას წარწერით ან რელიეფური გამოსახულებით.

26 ელეგია < ბერძნ. ელეგეია 1. ლირიული ლექსი, გამსჭვალული სევდიანი


განწყობილებით; 2.მუსიკალური

ნაწარმოები, ლირიულად სევდიანი და მეოცნებე ხასიათის მქონე.

27 ამ ძეგლს ეს სახელი იმიტომ ჰქვია, რომ იგი აღმოჩნდა ვატიკანში, ბელვედერის


სასახლეში

აღორძინების ეპოქაში. ეს ქანდაკება მომდევნო ეპოქათათვის გახდა აკადემიური


ხელოვნების ეტალონი –

მას ახასიათებს ფორმათა ცივი, განყენებული იდეალურობა, პარადული


იმპოზანტურობა და

თეატრალიზაცია.

28 გრაცია <ლათ. გრატია – 1. თითოეული, სამ რომაულ სილამაზის ქალღვთაებათაგან;


2. სინატიფე, სინაზე

პოზებსა და მოძრაობებში.
29ჰერმესი < ბერძნ. ჰერმია, ერმიი, ლათ. მერკური – ზევსისა და მაიას შვილი,
ღმერთების შიკრიკი და

მიცვალებულთა სულების გამცილებელი საიქიოს (აიდი, ჰადესი); ვაჭართა ,


ორატორთა,

გამომგონებელთა, მომლოცველთა და მოგზაურთა, ათლეტთა, თაღლითთა და


ქურდთა ღმერთი.

31 კამეა – ქვაში ჩაჭრით, კვეთით გამოყვანილი, ზედაპირიდან ამობურცული


რელიეფური გამოსახულება

(განსხვავებით ინტალიოსგან, სადაც ფიგურა არა რელიეფური, არამედ ამოღარულია ,


ზედაპირიდან

ქვემოთ ჩაჭრილია).

32 ლაოკოონი იყო აპოლონის ქურუმი ტროაში. ტროას ომის ცხრა წლის მერე
აქაველებმა გადაწყვიტეს

ხის ცხენის აგება. ზღვაში შესცურეს და თვალს მიეფარნენ. მეომარ სინონს , რომელიც
ბუჩქებში

იმალებოდა, ტროელებმა დაუჯერეს, რომ ხელშეუვალობას მისცემდა მათ ეს ცხენი .


აქაველებმა დაიწყეს

ქალაქის კედლის მტვრევა, რადგან ცხენი არ ეტეოდა კარიბჭეში. ტროელების


ერთგული ლაოკოონი

ფხიზლობდა და ამტკიცებდა, რომ მტრებს არ უნდა ნდობოდნენ, და მას სურდა რომ


თავისი ისრით

დაენგრია ცხენი. მაგრამ ბედისწერამ ინება, რომ ტროა უნდა დაცემულიყო . აპოლონის
ნებით, ზღვაში

შესცურა ორმა გველმა და მოაშთო მისი ორივე ვაჟი, თვითონ კი, ერთი გადმოცემის
თანახმად,

ცოცხალი გადარჩა, რათა სიცოცხლის ბოლომდე მარად ეწამა თავისი უბედურების


გამო. ტროელები

ფიქრობდნენ, რომ ლაოკოონი ათენამ დასაჯა წმინდა ცხენის ხელყოფისთვისო. მათ


თავად შეათრიეს

ცხენი და ამით გაწირეს ქალაქი. ღამე სინონმა გამოუშვა იქიდან შიგ დამალული
მეომრები და

ჩირაღდნით აღნიშნა კედლის გარღვევა, რომლებშიც აქეველები ყიჟინით შეიჭრნენ და


ერთ ღამეში

ქალაქი ტროა მიწასთან გაასწორეს.

1 ორდერი <ინგლ. ორდერ– წყობა, წესრიგი – არქიტექტურულ-კომპოზიციური სისტემა.


2 პომპეზური <ფრ. პომპეუხ <ბერძნ. პომპე – საზეიმო მსვლელობა; დიდებული,
საზეიმო/სადღესასწაულო,

გარეგან ეფექტებზე გათვლილი.

3 ჰექსამეტრი – პოეზიაში ექვსმარცვლოვანი ტაეპი. ჰექსამეტრითაა დაწერილი


“ილიადა”.

4 ილუსტრაცია < ლათ. ილლუსტრატიო - გამსახულება, რომელიც წიგნში, ჟურნალში და


ა.შ. ტექსტს თან

ერთვება, ანუ რაიმე სიუჟეტის ან ფაქტის დასურათხატება.

5 სპონტანური < ლათ. სპონტანეუს – თვითნებური; გამოწვეული არა გარეგანი


მოვლენებით, არამედ

შინაგანი მიზეზებით.

6 “სკოლების” ქვეშ სახვით ხელოვნებაში ცხადია, იგულისხმება არა სასწავლო


დაწესებულებანი,

არამედ მხატვრული (და არა სამხატვრო!) სკოლები, რომლებიც შეიძლებოდა


განსხვავებული ყოფილიყო

მხატვრული გამომახველობის პრინციპებით, როგორც სხვადასხვა რეგიონებში , ასევე


სხვადასხვა

ეპოქაში (მაგ. აღორძინების ხანის ვენეციის მხატვრული სკოლა, რომელიც ვენეციაში


მოღვაწე დიდი

იტალიელი მხატვრების – ტიციანის, ჯორჯონეს, ვერონეზეს და სხვათა სახელებს


უკავშირდება,

უპირველესად ცნობილია ფერწერულობისადმი, კოლორიზმისადმი სწრაფვით , მაშინ


როცა, ვთქვათ

ფლორენციის მხატვრულ სკოლაში არანაკლები ყურადღება ექცეოდა ნახატს).

8 დიდაქტიკა <ბერძნ. დიდაკტიკოს – დამმოძღვრავი.

9ალეგორია <ბერძნ. ალლეგორია – სხვაგვართქმა; რაიმე განყენებულის (მაგ აზრის,


იდეის) გამოხატვა

მინიშნების სახით.

.10 ჰეტერა <ბერძნ. ჰეტერაე – მეძავი.

1 პლებსი <ლათ. პლებეჯუს 1. დაბალი ფენის მოსახლეობა ძველ რომში; 2. გვიან


საუკუნეებში – ქალაქის უბრალო, ღარიბი მოსახლეობის ფართო ფენა.

2 არისტოკრატია <ბერძნ. არისტოკრატია <არისტო – რჩეული, კრატო – მმართველობა.


1. სახელმწიფოს ფორმა, რომლის დროსაც მმართველობენ დიდგვაროვნები; 2.
კლასობრივ საზოგადოებაში – უმაღლესი ფენა, გაბატონებული კლასის
პრივილეგირებული ფენა.
6 ორატორი <ლათ. ორატორ <ორარე – ლაპარაკი. 1. პირი, რომელიც შეკრებაზე
სიტყვით გამოდის; 2. მჭერმეტყველი ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი ოსტატურად
ააგოს და წარმოთქვას სიტყვა ფართო საზოგადოების წინაშე.

7 ტოგა – ძველ რომში თავისუფალ მოქალაქეთა მოსასხამ-სამოსი ძველ რომში;


ტოგატუსები – ტოგას მატარებლები, ტოგით მოსილნი.

8 მემორიალი <ლათ. მემორიალის სამახსოვრო 1. ჩანაწერი, დღიური;


2.არქიტექტურულ-სკულპტურული ანსამბლი რაიმე მოვლენის, ან პირის სამახსოვროდ.

9კონსული <ლათ. ცონსულ 1. ძველ რომში, შემდგომ იტალიაში, საფრანგეთში


უმაღლესი თანამდებობის პირი; 2. დიპლომატიური წარმომადგენელი, დანიშნული
რომელიმე ქალაქში ან რაიონში უცხო სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ინტერესების
დამცველად.

12 აპოლოგია < ბერძნ. აპოლოგია - ზეპირი ან წერილობითი დაცვა ვინმესი; ქება,


ხოტბის შესხმა, განდიდება.

14კუპიდონი რომაულ მითოლოგიაში არის იგივე, რაც ბერძნულში – ეროსი ანუ


ეროტიული სიყვარულისა და მშვენიერების ღვთაება. ლათინურად მას სხვაგვარად
არმორ-საც უწოდებდნენ. მას გამოსახავენ ხოლმე სიყვარულის ისარმომარჯვებული
პატარა ბიჭუნას სახით, ზურგზე ფრთებით (

16 ცერერა (ჩერეს) რომაულ მითოლოგიაში არის მარცვლეულისა და მოსავლიანობის


ქალღვთაება (აქედან – ინგლ. ცერეალს – პურეული მარცვლოვანები, ბურღული), ის
არის სატურნისა და რეას ქალიშვილი, გამოსახავენ ერთ ხელში კვერთხით , მეორეში –
ყვავილების ან ხილის კალათით, ასევე თავთავების კონით. მისი ბერძნული
ექვივალენტია მოსავლიანობისა და მიწათმოქმედების ქალღვთაება დემეტრა.

ცერერას ჰყავდა სპეციალური ქურუმი (ფლამინი). მის სახელზე აიგო ტაძარი რომში
ძვ.წ. 493წ. ავენტინის მთაზე, სადაც თაყვანს სცემდნენ მას და მის ახლობელ ღმერთებს:
ლიბერს და ლიბერას. ტაძარი აიგო ეტრუსკულ სტილში, 31 წ. დაიწვა, ხოლო ახალი
კორინთულ სტილში აიგო. მასში რესპუბლიკის დროს სენატის დადგენილებები
ინახებოდა. იმართებოდა დღესასწაული ცერეალია (19 აპრილს), რომელსაც გლეხურ -
პლებეური ხასიათი ჰქონდა. მონაწილეებს ეცვათ თეთრი სამოსი და ღარიბებს
მასპინძლობდნენ სახელმწიფოს ხარჯზე.

17 ფორუმი – თავდაპირველად სავაჭრო, შემდგომ საზოგადოებრივი მოედანი ძველ


რომში

18ბაზილიკა – დაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის გეგმის მქონე შენობა,


ბოძების, ან სვეტების რიგით დაყოფილი სამ ან ხუთ გრძივ ნაწილად (ნავად , ნაოსად ),
რომელთაგან საშუალო, ჩვეულებრივ, გვერდითა ნაწილებზე მაღალი და განიერია
(სურ. 21,22,23). ძველ რომში ამ შენობაში თავსდებოდა სასამართლო, სავაჭრო
დაწესებულებანი. შემდგომში ბაზილიკა ქრისტიანული ტაძრის კომპოზიციის მეტად
გავრცელებული ტიპი ხდება (განსაკუთრებით, ადრექრისტიანულ ხანაში ).

19 ტელუსი – ლათ. თელლუს , თელურა, თერრა, ბერძნ. გეა. მიწისა და მისი


ნაყოფიერების ძალის რომაული ქალღვთაება, თავად მიწა. ტელურამ გადაიღო ბევრი
თვისება გეა-სი, მაგრამ მთლიანად მასთან არ გაიგივებულა. ტელუსი ყოველთვის
რჩებოდა ღვთაებრივ დედა-მიწად, მიწა-დამპურებლად, რომლის წიაღიდან
აღმოცენდებოდა მცენარეები და რომლის ნაყოფი კაცთა მოდგმას კვებავს. იგი ამით
უახლოვდება ქალღვთაება ცერერას (გეა გაანაყოფიერა წვიმით ურანუსმა ).

20 საკურთხეველი – 1. სამსხვერპლო, მსხვერპლად შეწირვის ადგილი; 2. კანკელით


გამოყოფილი ადგილი ქრისტიანული ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში.

21 პერსონიფიკაცია < ლათ. პერსონა – პირი+ფაცერე – გაკეთება – განსახიერება;


Uუსულო საგნის ან განყენებული ცნების წარმოდგენა ადამიანის ან რაიმე სხვა არსების
სახით.Mმაგ., ქრისტიანულ ხელოვნებაში, “ქრისტეს ნათლისღების” სცენაში, მდინარე
იორდანეს, რაშიც მოინათლა ქრისტე, ხანდახან გამოსახავენ ხოლმე არა მდინარის,
არამედ კაცის სახით, რის შემთხვევაშიც ვიტყვით, რომ ის (კაცი) მდინარე იორდანეს
პერსონიფიკაციაა.

22 ტრიუმფი <ლათ. ტრიუმპჰუს 1. ძველ რომში გამარჯვებული მხედართმთავრის


(ტრიუმფატორის) და მისი მეომრების სადღესასწაულო შესვლა დედაქალაქში ; 2.
დიდი, ბრწყინვალე წარმატება, გამარჯვება, ზეიმი. MA

23 ალეგორია <ბერძნ. ალლეგორია – სხვაგვართქმა; რაიმე განყენებულის, რაიმე


აზრის გამოხატვა კონკრეტული პირის სახით. მაგალითად დიდ ფრანგ მოქანდაკეს
ოგიუსტ როდენს აქვს თეთრ მარმარილოში ნაქანდაკარი “დილა”, რომელიც
პერსონიფიცირებულია მშვენიერი შიშველი გოგონას ფიგურის სახით .

24პილასტრი < იტ. პილასტერ კედლის სვეტი, ვერტიკალური გამონაშვერი


(ნახევარსვეტი) კედლის სიბრტყიდან, რომელიც წარმოადგენს დეკორაციულ
ელემენტს ან კედლის კონსტრუქციულ შესქელებას. სვეტის მეორე სახეობაა პილონი ,
რომელიც წარმოადგენს სივრცეში თავისუფლად მდგომ სვეტს, ანუ ცალკე ბოძს.

25 ფავნი – იგივე, რაც ბერძენთა სატირი.

26 ამფითეატრი < ბერძნ. ამპჰიტჰეატრონ 1. ძველ ბერძნებთან და რომაელებთან –


სანახაობებისათვის განკუთვნილი ნაგებობა, სადაც მაყურებლის ადგილები
განლაგებულია შემაღლებულ, საფეხურებიან კალთაზე; 2. თანამედროვე თეატრებში ,
ცირკში, საკონცერტო დარბაზებში და ა.შ. – სავარძელთა მწკრივები, ჩვეულებრივ,
პარტერს უკან და ზემოთ განლაგებული.

27არენა, ასპარეზი 1. მოედანი რომაულ ამფითეატრში, სადაც ტარდებოდა


გლადიატორთა ბრძოლა 2. მსახიობთა გამოსასვლელად გამიზნული მრგვალი
მოედანი ცირკის შენობაში.

28 როტონდა – წრიული გეგმის მქონე, ჩვეულებრივ, გუმბათით დაგვირგვინებული


ცენტრალური ნაგებობა

29 კესონური – რომაული არქიტექტურისათვის ცნობილი, პატარა ჩაღრმავებული


კვადრატების სახით წყობილი (შოკოლადის ფილის დარად) ჭერი : “კესონური ჭერი ”.

30თერმები – ძველი რომის საზოგადოებრივი აბანოები, რომლებიც მოიცავდნენ


სპორტულ დარბაზებს კრებების, დისპუტების ჩასატარებელ სათავსებს .

31 აკვედუკი – ხიდი, რომლითაც წყალგაყვანილობის მილები, სარწყავი და


ჰიდროტექნიკური არხები გადაჰყავთ ხევებზე, გზებზე, მდინარეებზე . პირველად
აკვედუკი ქვით ამოყვანილი თაღედის სახით ძველ რომში აიგო.
32 ატიკი – კედელი, რომელიც ნაგებობის მაგვირგვინებელ კარნიზის თავზეა
აღმართული, და რომელიც ხშირად გამოიყენებოდა წარწერებისა და რელიეფების
მოსათავსებლად (სურ. 40, თაღის ზედა მართკუთხა ნაწილი).

33 სიუჟეტი <ფრ. სუჯეცტ – მოვლენა ან რიგი ერთმანეთთან დაკავშირებული,


თანმიმდევრული მოვლენებისა, რომლებიც შეადგენენ მხატვრული ნაწარმოების
შინაარსს და რომლებშიც მოქმედ პირთა ხასიათებია გადმოცემული ; სახვით
ხელოვნებაში – გამოსახვის საგანი.

34 ტექტონიკა <ბერძნ. ტეცჰტონიკē – სამშენებლო ხელოვნებაში, არქიტექტურაში


ნაგებობის ცალკეულ ნაწილთა ურთიერთმიმართების, მათი ფორმებისა და
პროპორციების ურთიერთმიმართების თავისებურებანი .

35 ბატალია <ფრანგ. ბატაილე – სამხედრო, ბრძოლის ამსახველი სიუჟეტი სახვით


ხელოვნებაში

36 კამეა < იტ. ცამმეო – კვეთილი ქვა, რომელზეც ფიგურები რელიეფური კვეთითაა
ამობურცული. გემმა ანუ ინტაგლიო – კვეთილი ქვა, რომელზეც ფიგურები პირიქით –
ჩაღარვითაა შესრულებული. Gგემმა (ინტალიო) ჯერ კიდევ ძველ შუმერებთან
გვხვდება: მას იყენებდნენ როგორც ამულეტს, საბეჭდავს და სამკაულს.

37 აპოლოგია <ბერძნ. აპოლოგია – ზეპირმეტყველებითი ან წერილობითი ქება-


განდიდება ვინმესი.

38 ფრესკა < იტ. ფრესცო – ცოცხალი, ახალი. Kკედლის მოხატულობა სველ ბათქაშზე
წყალში გახსნილი საღებავებით (ფრესკული ფერწერა); Fრესცო ა სეცცო (სეკო)
სრულდება მშრალ ბათქაშზე, რის გამოც მოხატულობის ჩამოცვენის ალბათობა იქ
მეტია, ვიდრე ფრესცო-ში.

39 პანორამა <ბერძნ. პან…ჰორამა – სანახაობა; რაიმე ადგილის ხედი, რომელიც


ზემოდან იხილვება.

40 პეიზაჟი <ფრ. პაყსაგე – რაიმე ადგილის საერთო ხედი; ბუნების ამსახველი სურათი.

41 ვიზუალური <ინგ. ვისიონ ხედვა. ვიზუალური – ხედვითი, სახილველი, სახვითი.

42 ანუ ინტუიციაზე, შინაგან წინასწარულ შეგრძნებებზე დამყარებული .

43 პერსპექტივა – სამგანზომილებიანი სივრცის გადმოცემა ორგანზომილებიან


ზედაპირზე. პერსპექტივა, პერსპექტივის კანონების ცოდნა უმნიშვნელოვანესია
როგორც ფრესკულ, ასევე დაზგურ მხატვრობაში მოღვაწე მხატვრისათვის. არსებობს
სივრცითი (ინტუიტიური), ხაზობრივი პერსპექტივა და სხვ. სივრცითი პერსპექტივის
გადმოცემისას უკან განლაგებული საგნები ზომით პატარა გამოისახებიან, და ფერი
ოდნავ მონაცრისფრო ხდება ჰორიზონტთან ახლოს.

44 დიონისე/დიონისოსი მცენარეულობის ღმერთი, მევენახეობისა და მეღვინეობის


მფარველი ღვთაება. ერთერთი ყველაზე მეტად პოპულარული ღმერთი ბერძნულ
პანთეონში. ზევსისა და სემელეს ვაჟი. ჰომეროსის მიხედვით დიონისე არ შედის
მთავარ ღმერთთა შემადგენლობაში, რის გამოც მისი კულტი ნაკლებად იყო
გავრცელებული არისტოკრატიულ წრეებში, მაგრამ სამაგიეროდ დიდი პოპულარობით
სარგებლობდა დაბალ კლასებში. რომში დიონისეს ბახუსს უწოდებდნენ. მოგვიანებით
იტალიაში დიონისე-ბახუსის კულტი ერწყმის ადგილობრივი ღვთაების ლიბერის
კულტს. Dდაიბადა თებეში. ზევსის ეჭვიანმა ცოლმა ჰერამ გადაწყვიტა დაბადებამდე
მოეშთო ბავშვი. ის გამოეცხადა სემელას მოხუცი გადიას სახით, მისი რჩევით ზევსი
წარსდგა სემელას წინაშე მეხით და ჭექა-ქუხილით, მეხმა დაწვა სახლი და სემელა ,
რომელმაც მოასწრო ბავშვის გაჩენა. ზევსმა ის თეძოზე მიიკრა რომ გადაერჩინა , სამი
თვის მერე ხელახლა იშვა და მისცა ჰერმესს გასაზრდელად. Mმან ჯერ (რაკი ცოლიანი
არ იყო) გადასცა სემელას დას, შემდეგ ნიმფებს, რომლებმაც ღრმა, ვაზით დაფარულ
გამოქვაბულში გამოზარდეს.

45 სილენე, სილენოსი დემონი. Hჰერმესის ან პანის ვაჟი. Dდიონისეს აღმზრდელი და


ზედამხედველი. ძველი ბერძნების წარმოდგენით, იგი მუდამ მთვრალი, მხიარული და
კეთილი ხასიათის მელოტი მოხუცი იყო.

46 ნატურმორტი <ფრ. ნატურე მორტე სიტყვასიტყვით: მკვდარი ბუნება. სურათი ან


ნახატი, რომელზეც გამოსახულია უსულო საგნები (ყვავილები, ხილი, ნანადირევი
ფრინველი, ჭურჭელი და სხვ.).

1 ავტოქტონი < ბერძნ. აუტოცჰტჰონეს – იგივე, რაც აბორიგენი <ლათ. აბორიგენეს –


ქვეყნის მკვიდრი

მოსახლეობა.

2 ეპიგრაფიკა <ბერძნ. ეპიგრაპჰē – წარწერა – ისტორიული მეცნიერება, რომელც


შეისწავლის ძველ

წარწერებს ქვის ფილებზე, არქიტექტურის ძეგლებზე, სხვადასხვა მასალისგან


(ლითონი, ძვალი,

თიხა) შექმნილ ნიმუშებზე.

3 ასიმილაცია < ლათ. ასსიმილატიონ – შერწყმა.

4 კვარტალი <ინგლ. ქუარტერ – მეოთხედი, ქუჩებში მას დანაყოფის მნიშვნელობა აქვს,


წლის

დაგეგმვაში “კვარტალი” ოთხად დაყოფილი წელიწადის ერთ მონაკვეთს (ე.ი. სამ


თვეს) მოიცავს:

I კვარტალი მოიცავს იანვარს, თებერვალს, მარტს და ა.შ. ქუარტერ გულისხმობს 15


წუთსაც,

რადგან ის საათის მეოთხედს აღნიშნავს.

5 ატრიუმი <ლათ. ატრიუმ – 1. რომაული სახლის ცენტრალური ნაწილი. იგი


წარმოადგენს

გადახურულ შიდა ეზოს, რომლის გარშემო განლაგებულია ძირითადი სადგომები .

თავდაპირველად ატრიუმის შუაში მოთავსებული იყო კერა; 2. სვეტებით


გარშემოვლებული ეზო

გვიანრომაულსა და ბიზანტიურ არქიტექტურაში.

6 პორტიკი, პორტალი - გადახურული შესასვლელი ნაგებობის ექსტერიერში (გარე


მხარეს),
რომელშიც აღმართულია სვეტები ან სვეტების რიგი (იგივე კოლონადა).

7 ანტეფიქხი – ტერაკოტული, ფიგურატული გამოსახულების მქონე კრამიტი.

9 რეალისტური, რეალიზმი < ლათ. რეალის – ნამდვილი, მართალი; ლიტერატურასა და


ხელოვნების

სხვა დარგებში სინამდვილის მართალი ასახვა მხატვრულ სახეებში. რეალიზმი


განსხვავდება

ნატურალიზმისაგან (იხ. შენ. 11).

10 მისტიკა, მისტიციზმი <ბერძნ. მყსტიკა – საიდუმლო წეს-ჩვეულება; რწმენა


ზებუნებრივისა,

ღვთაებრივისა.

11 ნატურალიზმი <ლათ. ნატურალის – კანონიერი, ბუნებრივი – საგნის, სინამდვილის


ზუსტი,

მექანიკური ასახვა-კოპირება.

12 ქიმერა < ბერძნ. ჩჰიმაირა – 1. ძველბერძნულ მითოლოგიაში, ცეცხლისმსუნთქავი


ურჩხული,

რომელსაც თავი და კისერი ლომისა აქვს, ტანი _ თხის, კუდი – დრაკონის; 2.


ფანტასტიკური

ცხოველი, რომელსაც ხშირად ვაწყდებით გოთიკურ ტაძართა რელიეფურ


შემკულობაში (მაგ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში); 3. აუხდენელი (ქიმერიული) ოცნება, ფანტაზია.

13 ევროპე – წინაბერძნული მიწათმოქმედების ქალღვთაება. გვიანდელი თქმულებები


მას

ფენიქსის ქალიშვილად მიიჩნევენ, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებული მითების


მიხედვით,

იგი ფინიკიის მეფის, აგენორის ქალიშვილია. ერთხელ, როდესაც ევროპე


თანატოლებთან ერთად

ზღვის პირას თამაშობდა, ზევსი გამოეცხადა ხარის სახით, მოიტაცა და კუნძულ


კრეტაზე

წაიყვანა. კრეტაზე ევროპემ ზევსისაგან შვა მინოსი და რადამანთისი (ჰესიოდეს


მიხედვით –

სარპედონიც). შემდეგ ევროპე ცოლად შეირთო კრეტის მეფე ასტერიონმა , რომელმაც


გარკვეული

დროის შემდეგ სამეფო გვირგვინი მინოსს გადასცა. ევროპეს კულტი გავრცელებულ


იყო თებეში

და კრეტაზე ამ მითიდან მომდინარეობს კონტინენტური ევროპას სახელწოდებაც .


14 პატრიცია <ლათ. პატრიციუს – ძველ რომში პრივილიგირებულ დიდგვაროვანთა
ფენა. Mმისი

საწინააღმდეგო, მდაბიორთა ფენა იწოდებოდა პლებეებად : პლებე ლათ < პლებეჯუს –


დაბალი

ფენის მოსახლეობა ძველ რომში 2. გვიან საუკუნეებში ქალაქის მოსახლეობის


უბრალო,

ღარიბი, ფართე ფენა.

15ჰეგემონია <ბერძნ. ჰēგემონია – პირველობა, ხელმძღვანელი როლი, ძალაში,


გავლენაში

უპირატესობა; ბატონობა

16 კაპიტოლიუმი - რომში ერთერთი გორაკი, რომელზედაც აშენებულია სასახლეები,


მუზეუმები

და სხვ. ძველად ამ გორაკზე მოთავსებულ იყო იუპიტერის, მინერვას და იუნონას


ტაძარი.

შემდგომში თვით ტაძარს ეწოდა კაპიტოლიუმი.

1 კატაკომბა <იტ. ცატაცომბა – ძველ რომში მიწისქვეშა ვრცელი და


მრავალგანშტოებიანი გალერეები, რომლებიც იყო დევნილ პირველქრისტიანთა
თავშესაფარი, და სადაც ხდებოდა მათი ღვთისმსახურება , ასევე დაკრძალვა .

2 ერესი (მწვალებლობა) არის არაორთოდოქსული ცვლილების შეტანა რელიგიის,


სარწმუნოების უკვე არსებულ სისტემაში, რაც წინააღმდეგობაში მოდის მანამდე
არსებულ რწმენასთან და მის დაკანონებულ ნორმებთან.

4 სმალტა – მინის შენადნობი მინერალურ საღებავთან

5 ეკლესია <ბერძნ. ეცცლესია – კრება, შეკრება, ახალი მრევლი, საძმო.

You might also like