Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 253

1

ადამ სილვერა

ბოლოს ორივე
კვდება

ინგლისურიდან თარგმნა
გიორგი გომართელმა

2
***

გამარჯობა,
სიკვდილის უწყებიდან გირეკავთ.
სინანულით გაცნობებთ, რომ მომდევნო ოცდაოთხი სა-
ათის განმავლობაში თქვენ ნაადრევად დაიღუპებით.
სიკვდილის უწყების სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ
თქვენი გარდაცვალების გამო.
ეცადეთ, დღევანდელი დღე აზრიანად გამოიყენოთ, კარ-
გი?
მათთვის, ვისაც შეხსენება სჭირდება, რომ ყოველი დღე
ძვირფასია
მოკითხვა და მადლობა დედაჩემს უზომო სიყვარულის-
თვის, ხოლო სესილიას – მკაცრი ხელისთვის. ორივე მუდამ
მჭირდებოდა.

3
ნაწილი პირველი

სიკვდილის უწყება

ადამიანები იშვიათად თუ ცხოვრობენ.


მათი უმეტესობა, უბრალოდ, არსებობს.
ოსკარ უაილდი

5 სექტემბერი, 2017 წ.მატეო ტორესი 00:22 სთ

სიკვდილის უწყებისგან საბედიწერო, გამაფრთხილებელი


ზარი შემოდის – დღეს მოვკვდები. „გაფრთხილება“ დაივიწ-
ყეთ, გაზვიადებული სიტყვაა, რადგან გაფრთხილებებს შეგიძ-
ლია თავი დააღწიო, მაგალითად, როდესაც გზაზე შეუფერე-
ბელ დროს გადადიხარ და მანქანა სიგნალით გაფრთხილებს,
უკან დაიხიეო; ეს უფრო საყვირის ხმას ჰგავს. ოთახის ბოლო-
ში მობილურის გაბმული, საგანგაშო ზარი ყურში მხვდება,
ისეთი, ერთი კვარტალის მოშორებით, ეკლესიის სამრეკლო-
დან რომ გაისმის ხოლმე. მაშინვე ვიძაბები და ასობით ფიქ-
რში ვიძირები. თავს დავდებ, ახალბედა პარაშუტისტსაც
მსგავსი ქაოსის შეგრძნება ეუფლება თვითმფრინავიდან გად-
მოხტომისას და პიანისტსაც, პირველი კონცერტის გამართვი-
სას. დაზუსტებით რაც ვიცი, ის არის, რომ ამას ვერასდროს გა-
ვიგებ.
რა სიგიჟეა. წუთის წინ ჩამომთვლელთა გუშინდელი ბლო-
გის შესავალს ვკითხულობდი – სადაც მგზავრები სტატუსები-
თა და ფოტოებით ბოლო საათებს აღწერენ. ეს ერთი კი კოლე-
ჯის სტუდენტზე იყო, რომელიც თავისი ოქროსფერი რეტრივე-
რისთვის თავშესაფარს ეძებდა – ამჯერად მე მოვკვდები.
ამჯერად კი მე... არა... დიახ. სწორედაც რომ მე.
4
გული მეწურება. დღეს მოვკვდები.
სიკვდილის ყოველთვის მეშინოდა. არ ვიცი, რატომ მეგო-
ნა, რომ ეს ამბავი კარგა ხნით გადაიდებოდა. ცხადია, სამუდა-
მოდ არა, თუმცა იმდენი ხნით მაინც, რომ დაღვინება მომეს-
წრო, მით უმეტეს, მამაჩემი სულ იმას ჩამჩიჩინებდა, მთავარ
გმირებს არაფერი ემუქრებათ, განსაკუთრებით სიკვდილი,
რადგან მუდამ სხვების სიცოცხლის სადარაჯოზე უნდა იყვნე-
ნო. თუმცა გონებაში ატეხილი ხმაური თანდათან ცხრება და
სიკვდილის ჯგუფის მაცნე ელოდება როდის მახარებს, რომ
დღეს, თვრამეტი წლის ასაკში, მოვკვდები.
მოიცა, ნუთუ მართლა...
არ მინდა ზარს ვუპასუხო. მირჩევნია მამაჩემის საძინე-
ბელში გავიქცე და ბალიშში თავჩარგულმა ვიყვირო, რადგან
შეუფერებელ დროს დასჭირდა ინტენსიურ თერაპიაში გადაყ-
ვანა, ანდა კედელს დავუშინო მუშტები, ჩემს დაბადებას გადა-
ყოლილმა დედაჩემმა სიკვდილის დამღა რომ დამადო. მობი-
ლურმა მგონი მეცამეტედ დარეკა, თავის არიდებას აზრი აღარ
აქვს, ისევე, როგორც დღეს მოსახდენს ვერ ავირიდებ.
კალთაში ჩადებულ ლეპტოპს გვერდზე ვდებ და საწოლი-
დან ვდგები. წონასწორობას ვკარგავ, სისუსტეს ვგრძნობ. მა-
გიდისკენ ზომბივით მივჩანჩალებ, მოსიარულე მკვდარივით
ნელა.
შემომავალ ზარს რა გამოცნობა უნდა და, სიკვდილის უწ-
ყება აწერია.
მაკანკალებს, მაგრამ როგორღაც ვახერხებ და მწვანე ღი-
ლაკს ვაჭერ. ხმას არ ვიღებ.
არ ვიცი, რა ვთქვა. მხოლოდ ვსუნთქავ, რადგან ოცდარვა
ათასზე ნაკლები ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა დამრჩა – ცოცხალი
ადამიანის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის საშუალო დღიური რა-
ოდენობა – და სანამ შემიძლია, აჯობებს გამოვიყენო.
– გამარჯობა, სიკვდილის უწყებიდან გირეკავთ. ჩემი სახე-
ლია ანდრეა. ტიმოთის ვესაუბრები?
ტიმოთი.
მე ხომ ტიმოთი არ მქვია.

5
– სხვაგან მოხვდით, – ვეუბნები ანდრეას. ცოტა მომეშვა,
მიუხედავად იმისა, რომ ის ვიღაც ტიმოთი მთელი გულით მე-
ცოდება. – მე მატეო ვარ. – მამაჩემის სახელი მქვია და მას უნ-
და ჩემს შვილსაც დავარქვა. ბავშვის ყოლა თუ მეღირსა, ეგებ
დავარქვა კიდეც.
ყურმილში კომპიუტერის ღილაკების წკაპაწკუპი მესმის,
სავარაუდოდ, მონაცემთა ბაზაში ჩანაწერს აკორექტირებს.
– აჰ, ბოდიშს გიხდით. ბატონ ტიმოთის ახლახან ვესაუბრე;
საბრალო, სიახლემ დიდად ვერ აღაფრთოვანა. თქვენ მატეო
ტორესი ბრძანდებით, ხომ?
ასე ჩაიფერფლა ჩემი უკანასკნელი იმედიც.
– მატეო, ქენით სიკეთე და უბრალოდ, დამიდასტურეთ ვი-
ნაობა. ვშიშობ, ამაღამ კიდევ ბევრგან მაქვს დასარეკი.
ყოველთვის წარმომედგინა, რომ ჩემი მაცნე – მათი ოფი-
ციალური სახელია, მე არ გამომიგონია – მანუგეშებელი ხმით
ახალ ამბავთან შეგუებას შემიმსუბუქებდა ან ლაქლაქით გა-
მომიჭედავდა ყურებს, რომ ასეთი ახალგაზრდის წასვლა დი-
დი ტრაგედიაა. სიმართლე ვთქვა, მერჩია დაუსრულებლად
ეყბედა და ჭკუა დაერიგებინა, თუ როგორ მეცხოვრა დარჩე-
ნილ დროში. ამ შემთხვევაში შინ არ ჩავიკეტებოდი და დაუს-
რულებელი, ათასნაწილიანი პაზლის აწყობას და მასტურბაცი-
ას არ დავიწყებდი, რადგან რეალურ ადამიანთან სექსი მაში-
ნებს. თუმცა ეს მაცნე ისე იქცევა, თითქოს უნდა მაგრძნობი-
ნოს, რომ ვაცდენ და ჩემგან განსხვავებით დრო თავზე საყრე-
ლად აქვს.
– კარგი. მე მატეო ვარ. მატეო, ეს მე ვარ.
– მატეო, სინანულით გატყობინებთ, რომ მომდევნო ოცდა-
ოთხი საათის განმავლობაში თქვენ დაიღუპებით და რადგანაც
ამ ფაქტს ვერაფერს მოვუხერხებთ, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლი-
ათ იცოცხლოთ. – შემდეგ მიყვება, თუ რა უსამართლოა ცხოვ-
რება და დღევანდელ დღეს გასამართი ღონისძიებების სიას
მაცნობს, რომელსაც შემიძლია დავესწრო. წესით მასზე არ უნ-
და ვბრაზობდე, თუმცა აშკარად მობეზრდა ადამიანებისთვის
ერთი და იმავე სიტყვების ასჯერ, შეიძლება ათასჯერ გამეორე-
ბა – რომ ისინი მალე მოკვდებიან. თანაგრძნობის განცდა

6
აღარ შერჩა, შეიძლება ჩემთან საუბრისას ფრჩხილებს იქლი-
ბავს, ანდა საკუთარ თავს იქს-ნულს ეთამაშება.
ჩამომთვლელებზე მგზავრები თავიანთი სატელეფონო ზა-
რებისა და დარჩენილი დღის გეგმების შესახებ წერენ. მგზავ-
რების ტვიტერივითაა. ბლომად სვეტი წავიკითხე, სადაც
მგზავრები გულახდილად ჰყვებიან, თუ როგორ ემუდარებოდ-
ნენ მაცნეებს მათი სიკვდილის აღწერას, თუმცა ყველა თან-
ხმდება, რომ მსგავსი დეტალები არავისთვის გაუმხელიათ,
მათ შორის არც ყოფილი პრეზიდენტი რეინოლდსისთვის, რო-
მელიც ოთხი წლის წინ შეეცადა, სიკვდილს მიწისქვეშა ბუნ-
კერში გაჰქცეოდა და ერთ-ერთმა მისმა საიდუმლო აგენტმა
მოკლა. სიკვდილის უწყება მოვლენის თარიღს იძლევა, თუმცა
ზუსტ საათსა და წუთს არა.
– ...გასაგებია, რაც გითხარით?
– ჰო.
– შებრძანდით სიკვდილის უწყების საიტზე და შეავსეთ სა-
განგებო ფორმა, თუ რამე განსხვავებული გსურთ თქვენი დაკ-
რძალვისთვის, მაგალითად, წარწერა საფლავის ქვაზე. თუ
კრემაცია გნებავთ, ამ შემთხვევაში...
ცხოვრებაში ერთადერთხელ ვყოფილვარ დაკრძალვაზე.
შვიდი წლის რომ ვიყავი, ბებია დამეღუპა და ვაი-ვიში ავტეხე,
რომ არ იღვიძებდა. ხუთი წლის შემდეგ, როდესაც სიკვდილის
უწყება გამოჩნდა, მოულოდნელად ხალხი საკუთარ პანაშვიდ-
ზე აღმოჩნდა. სიკვდილის წინ საყვარელ ადამიანებთან გა-
მომშვიდობება არნახული შესაძლებლობაა, მაგრამ ნუთუ
დროს ამაში უნდა ვფლანგავდე? ეგებ სხვანაირად მეგრძნო
თავი, ჩემს დაკრძალვაზე მოსული ადამიანების იმედად რომ
ვყოფილიყავი, თითზე ჩამოსათვლელი მეგობრების გარდა,
ვინმე რომ მყავდეს.
– დაბოლოს, ტიმოთი, სიკვდილის უწყების სახელით, მწუ-
ხარებას გამოვთქვამთ თქვენი დაკარგვის გამო. ეს დღე არ
გაფლანგოთ, კარგი?
– მატეო მქვია.
– მომიტევეთ, მატეო. მეც მოკვდავი ვარ, ეს დღე ისე გაიწე-
ლა და თან ეს ზარები, პირდაპირ მკლავს...

7
დავუკიდე, რაც უზრდელობაა, ვიცი. ვიცი-მეთქი, მაგრამ
არ შემიძლია ვიღაცის წუწუნს ვუსმინო, თუ რა მძიმე დღე
ჰქონდა, როცა შეიძლება ერთ საათში, სულაც ათ წუთში ფეხე-
ბი გავფშიკო: დავახველო, ნერწყვი გადამცდეს და გავიგუდო;
სახლიდან საქმეზე გავიდე, კიბეზე ფეხი დამიცდეს და კისერი
ჰაერზე გასვლამდე მოვიტეხო; შესაძლოა სახლში შემომივარ-
დეს ვინმე და მომკლას. ერთადერთი, რისი დარწმუნებით გა-
მორიცხვაც შემიძლია, სიბერით სიკვდილია.
მუხლები მეკეცება და იატაკზე ვეშვები. ყველაფერი დღეს
დასრულდება და ვერაფერს შევცვლი. დრაკონის მიერ აკლე-
ბული მიწის გადასერა და სიკვდილის შემაკავებელი კვერ-
თხის დაუფლება არ შემიძლია, ვერც მფრინავ ხალიჩას შემო-
ვახტები ჯინის საპოვნელად და ხანგრძლივი და უბრალო სი-
ცოცხლის სურვილის სათხოვნელად. ვიღაც ნაგიჟარი მეცნიე-
რის მოსაძებნად წავიდოდი, კრიოგენულად რომ გამყინოს,
მაგრამ ამ უიმედო ექსპერიმენტის ძიებაში სიკვდილი მომის-
წრებს. სიკვდილი ყველასთვის გარდაუვალია, ჩემ შემთხვევა-
ში კი ეს გარდაუვლად დღეს მოხდება.
იმ ადამიანების სია, რომელიც მომენატრება, თუკი
მკვდარს საერთოდ ვინმე ენატრება, ისეთი მოკლეა, რომ სია
არც ეთქმის: მამაჩემი, თავს რომ არ ზოგავს; ჩემი საუკეთესო
მეგობარი ლიდია, მხოლოდ იმიტომ არა, რომ დერეფანში
თავს არ მარიდებს, ის ლანჩს ჩემთან ერთად ჭამს, გეოგრაფი-
ის გაკვეთილებს ერთად ვამზადებთ და თავის გეგმებს მი-
ზიარებს, გარემოს დამცველი უნდა რომ გამოვიდეს, მსოფ-
ლიო გადაარჩინოს, მე კი მადლობა მასში ცხოვრებით გადა-
ვუხადო. სულ ეს არის.
თუ ვინმეს იმ ადამიანების სია აინტერესებს, ვისაც არ მო-
ვისაკლისებ, ვიტყვი, რომ ასეთი არ მაქვს. ჩემთვის არასდროს
არავის უწყენინებია. იმასაც ვხვდები, ეს რატომ მოხდა. მარ-
თლა ვიცი. ნამდვილი პარანოიკი ვარ, რადგან რამდენჯერაც
კლასელებმა გასართობად დამპატიჟეს, მაგალითად, პარკში
გორგოლაჭებით, ანდა ღამით მანქანით სასეირნოდ, უარზე
დავდექი, რადგან ხომ შეიძლებოდა რამე შეგვმთხვეოდა და
დავხოცილიყავით? ვატყობ, რაც ყველაზე მეტად დამაკლდე-

8
ბა, საკუთარი ცხოვრებით ტკბობის და ბოლო ოთხი წლის გან-
მავლობაში ჩემ გვერდით მჯდარ ადამიანებთან დამეგობრე-
ბის ხელიდან გაშვებაა. ვინანებ, როგორ არ შევუერთდი და-
ნარჩენებს ღამისთევის წვეულებაზე, სადაც არავინ იძინებს და
ექსბოქსსა და მაგიდის თამაშებს მთელი ღამე დაუსრულებ-
ლად თამაშობენ. ასე იმიტომ მოხდა, რომ ყველაფრის უაზ-
როდ მეშინოდა.
ნომერი პირველი პიროვნება, რომელიც ყველაზე მეტად
მომენატრება, მომავლის მატეოა, რომელმაც ცხოვრება არ-
ხეინად გააგრძელა. მისი წარმოდგენა რთულია, თუმცა ვხე-
დავ, როგორ ცდის ახალ შეგრძნებებს, მეგობრებთან ერთად
მოსაწევს სინჯავს, მართვის მოწმობას იღებს და პუერტო-რი-
კოს რეისით მიფრინავს, რათა საკუთარი ფესვების შესახებ მე-
ტი შეიტყოს. შეიძლება ვინმეს ხვდება და მასთან ყოფნა სი-
ამოვნებს. ალბათ, მეგობრებისთვის პიანინოზე უკრავს, მათ
თვალწინ მღერის და მის ორდღიან პანაშვიდზე უზღვავი ხალ-
ხი იკრიბება – დარბაზი სავსეა ახალგაცნობილი ადამიანე-
ბით, რომელთაც მასთან გამომშვიდობების შესაძლებლობა
არ მიეცათ. მომავლის მატეოს მოსანატრებელი მეგობრების
გაცილებით დიდი სია ექნებოდა.
მაგრამ მომავლის მატეომდე მიღწევა არ მიწერია. არავინ
დაბოლდება ჩემთან ერთად, არავინ მოუსმენს ჩემს დაკრულს,
მართვის მოწმობას რომ ავიღებ, მამაჩემის მანქანაში არავინ
ჩამიჯდება. არ მომიწევს მეგობრებთან კამათი იმაზე, თუ ვის
უფრო მაგარი ბეისბოლის კედები აცვია, ანდა ვინ აირჩევს
მაქციას ვიდეოთამაშებში.
იატაკზე ზურგით ვწვები, ვფიქრობ, ეს დღე როგორ გავატა-
რო, ან ახლავე მოვკვდე. არა, ამასაც არა. როგორ გავატარო
და მერე მოვკვდე.

00:42 სთ

როცა კი მამა აღელვებული და საკუთარი თავით უკმაყო-


ფილოა, ცხელ შხაპს იღებს. ცამეტი წლისამ მეც მივბაძე, რად-
გან გაურკვევლობაში მყოფმა მატეოს ფიქრებმა შემომიტია

9
და ბლომად მატეოს დრო მჭირდებოდა მათთან გასამკლავებ-
ლად. ამჯერად შხაპს იმიტომ ვიღებ, რომ თავს დამნაშავედ
ვგრძნობ, იმედი გამიჩნდა, მამაჩემისა და ლიდიას გარდა, ჩე-
მი სიკვდილი ამქვეყნად, თუნდაც მის მცირე ნაწილში, სხვასაც
დაამწუხრებდა. მე ხომ მთელი ჩემი დღე და მოსწრება შეუმ-
ჩნევლად ვიცხოვრე, მთელი წარსული გავანიავე და მომავ-
ლის გარეშე დავრჩი.
მამაჩემის გარდა არავის არაფერს გავუმხელ, მაგრამ მას
ღრმად სძინავს, ჰოდა, რა აზრი აქვს? არ მინდა ბოლო დღე
აქეთ-იქით წანწალსა და იმის გარკვევაში გავატარო, ადამია-
ნები ჩემდამი თანაგრძნობის გამოხატვისას გულწრფელნი
არიან თუ არა. ბოლო საათებს სხვისი აზრების წაკითხვაში არ
უნდა ვკარგავდეთ.
უკეთესი იქნება, თუ ნაჭუჭიდან გამოვძვრები, თავს მოვიტ-
ყუებ, ვითომ მორიგი ჩვეულებრივი დღეა, საავადმყოფოში მა-
მას მოვინახულებ და ბავშვობის შემდეგ მის ხელს პირველად
დავიჭერ, რაც ალბათ ბოლოჯერ მოხდება... ვახ, სულ ბოლო-
ჯერ.
მანამდე გავქრები, სანამ მოკვდავობას შევეგუები.
ლიდიაც უნდა ვნახო და მისი ერთი წლის პენიც.
ლიდიამ პენი მომანათლინა და გული მეწვის, რომ როცა
ლიდია აღარ იქნება, გოგონაზე მე ვერ ვიზრუნებ, რადგან ლი-
დიას მეგობარი ბიჭი, კრისტიანი, ერთი წლის წინ მოკვდა.
თვრამეტი წლის ჯიბეგაფხეკილმა ბიჭმა ბავშვს როგორ უნდა
მიხედოს? ერთი სიტყვით, ვერ მიხედავს, მაგრამ წესით უნდა
გავზრდილიყავი, პენისთვის მსოფლიოს მხსნელი დედიკოსა
და გუგულივით მამიკოზე ამბები მომეყოლა და სახლში წამეყ-
ვანა, როცა ამისთვის ფინანსურად და ემოციურად მზად ვიქნე-
ბოდი. ამის მაგივრად კი მისი ცხოვრებიდან გავქრები და ბო-
ლოს ფოტოალბომში ჩაწებებული ვიღაც ტიპის ფოტოსურა-
თად ვიქცევი, ვისზეც ლიდია მოუყვება, ამ დროს პენი თავს გა-
დააქნევს, შეიძლება ჩემს სათვალეზეც გაეცინოს, მერე სხვა
გვერდზე გადაფურცლავენ, სადაც მისთვის კარგად ნაცნობი
ოჯახის სურათები გამოჩნდება. ბუნდოვნადაც კი არ ვემახსოვ-
რები, მაგრამ ეს არ მამართლებს, მასთან კიდევ ერთხელ რომ

10
არ მივიდე, მოვუღიტინო, ხილფაფითა და მწვანე ბარდით
მოთხუპნილი პირი მოვუწმინდო, ანდა ლიდიას ცოტა ხნით შე-
ვეშველო, რომ საგამოცდოდ მოემზადოს, თუნდაც კბილები
გაიხეხოს, თმა მოიწესრიგოს და გამოიძინოს მაინც.
ამის შემდეგ, ჩემს საუკეთესო მეგობარსა და მის გოგონას
როგორღაც გამოვემშვიდობები და გზას დავადგები.
შხაპს ვკეტავ და წყლის ჭავლი წყდება; დღეს ერთსაათიანი
შხაპის ფუფუნება არ მაქვს. ნიჟარიდან სათვალეს ვიღებ და ვი-
კეთებ. საშხაპიდან გადმოვდივარ, უცებ ფეხი მიცურავს და სა-
ნამ ზურგით დავეცემი, ველოდები, მთელი ცხოვრება თვალ-
წინ გამირბენს თუ არა, პირსახოცის საკიდარს ვეჭიდები და
თავს ვიმაგრებ. გული ამოვარდნაზე მაქვს, რადგან ასეთი სიკ-
ვდილი ნამდვილად დიდი უიღბლობა იქნებოდა. ვიღაც შტე-
რული სიკვდილის ბლოგში, „საშხაპის ნოკაუტის“ ჯგუფში მომ-
ნიშნავდა, პოპულარულ ვებგვერდზე, რომელსაც წარმოუდ-
გენლად ვერ ვიტან.
აქედან უნდა გავაღწიო და ცხოვრება განვაგრძო – თუმცა
ჯერ ამ ბინიდან ცოცხალი უნდა გავიდე.

00:56 სთ

სამადლობელ ბარათებს ვწერ ჩემი ორი მეზობლის სახელ-


ზე, სადაც ვახსენებ, რომ ეს ჩემი უკანასკნელი დღეა. მამაჩე-
მის საავადმყოფოში წოლისას ელიოტი ყურადღებას არ მაკ-
ლებს, სადილი მოაქვს, განსაკუთრებით მას მერე, რაც გაზქუ-
რა გაგვიფუჭდა. ეს გასულ კვირას მოხდა, როცა მამაჩემს ჩე-
ბურეკს ვუცხობდი. მეორე მეზობელი, შონი, შაბათს აპირებდა
შემოვლას და გაზქურის შეკეთებას, თუმცა საჭირო აღარ
არის. შეკეთება მამას ეცოდინება და თანაც ჩემს არყოფნაში
ყურადღება სხვა რამეზე ხომ უნდა გადაიტანოს.
გარდერობში შევდივარ და მუქლურჯ ფლანელის მაისურს
ვიღებ, ლიდიამ მაჩუქა თვრამეტი წლის რომ გავხდი. თეთრ
უსახელო ზედატანზე ვიცვამ. საგარეოდ ჯერ არ მცმია. ეს მა-
ისური სწორედ მინიშნებაა, რამდენად ახლოს უნდა მყავდეს
ლიდია დღეს.

11
მაჯის საათს ვამოწმებ – ძველია, მამაჩემმა მაჩუქა, მანა-
თობელი ციფრულით რომ ჩაანაცვლა, რადგან კარგად ვერ
ხედავს. საათი ღამის პირველს აჩვენებს. როგორც წესი, შუ-
აღამემდე ვიდეოთამაშებს ვერ ვწყდები, თუნდაც დილით გა-
მოუძინებელს მომიწიოს სკოლაში წასვლამ. შესვენებებზე ვი-
ძინებ, არადა, იმ დროს უქმად არ უნდა ვხარჯავდე. დამატები-
თი გაკვეთილები უნდა ამეღო, თუნდაც ხელოვნებაში, მიუხე-
დავად იმისა, რომ დიდი ვერაფერი მხატვარი ვარ. (არც არა-
ფერი გამომდის საიმისოდ, რომ რამით გავიტანო თავი, არც
იქ და არც აქ, მაგრამ ამ ცხოვრების გარდა ხომ არაფერია,
არა?). იქნებ რომელიმე ჯგუფში უნდა გავწევრებულიყავი და
პიანინოზე დამეკრა, ცოტა აღიარება მომეპოვებინა და გუნ-
დში მომღერლობისკენ გზა გამეკვალა, ალბათ, ამას ვინმე მა-
გარ ტიპთან დუეტი მოჰყვებოდა, ბოლოს კი სოლოკარიერა.
ეჰ, თეატრში თამაშზეც არ ვიტყოდი უარს, როლი რომ მქონო-
და, ცოტა გამოვფხიზლდებოდი. მაგრამ არა, კვლავ მორიგი
თავისუფალი შესვენება ავირჩიე, რომ არხეინად გამომეძინა.
პირველს ორი წუთი აკლია და როდესაც პირველი ხდება,
თავს ვაიძულებ გავიდე სახლიდან, რომელიც ჩემს თავშესაფ-
რად და საპატიმროდ იქცა. ერთხელ და სამუდამოდ გარეთ უნ-
და გავიდე, სუფთა ჰაერი ჩავყლაპო და არა უბრალოდ ა პუნ-
ქტიდან ბ პუნქტში გადავაადგილდე. ხეები უნდა დავითვალო,
შეიძლება ჰუდსონში ფეხები ჩავყო, ჩემი საყვარელი სიმღერა
შემოვძახო და უბრალოდ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის,
რომ ხალხს გარშემო ნაადრევად წასულ ყმაწვილად დავამახ-
სოვრდე. 01:00 სთ-ია.
ვერც კი ვიჯერებ, რომ საკუთარ საძინებელში აღარ დავ-
ბრუნდები.
შემოსასვლელი კარის საგდულს ვხსნი, საკეტს ვატრია-
ლებ და ვაღებ.
თავს ვაქნევ და კარს ხმაურით ვკეტავ.
ასე უბრალოდ ვერ გავალ გარეთ, სადაც მანამ შეიძლება
მოვკვდე, სანამ ეს მიწერია.

12
რუფუს ემეტერიო 01:05 სთ

სიკვდილის უწყებიდან მაშინ მეხმიანებიან, ჩემი ყოფილი


გოგოს ახალ შეყვარებულს რომ ვუბაგუნებ. ტიპს ზემოდან ვა-
ზივარ, მკლავებზე მუხლებს ვაჭერ და ერთადერთი, რაც მისი
თვალის დასივებაში ხელს მიშლის, ჯიბეში ბზუილია, სიკვდი-
ლის უწყების ის ხმამაღალი ზარი, ყველა რომ კარგად ცნობს
პირადი გამოცდილებით, საინფორმაციოდან თუ იმ დან-დან-
დან ხმოვანი ეფექტიდან, ნაგავ შოუებს რომ ადევს. ჩემს ძმა-
კაცებს, ტაგოსა და მალკოლმს, ცემა-ტყეპის ხალისი უქრებათ.
გასუსულები არიან, მე კი ველოდები, ამ პანკი პეკის მობი-
ლურზეც როდის შემოვა ზარი. არაფერიც, მხოლოდ ჩემი იკ-
ლავს თავს. შეიძლება იმის თქმას აპირებენ, რომ მის მაგივ-
რად მე ვიბრიდები.
– უნდა უპასუხო, რუფ, – ამბობს ტაგო. ცემა-ტყეპის ვიდეო-
ებს იწერს, რადგან ონლაინში ჩხუბის ყურება მისი გატაცებაა.
თავის მობილურს ისეთი დაფეთებული დასჩერებია, გეგონება
მასაც ურეკავენ.
– აბა, რას ვიზამ, – ვპასუხობ. გული გიჟივით მიხტის, იმაზე
გამალებით, პეკზე რომ პირველად გავიწიე, ვფერთხე და ძირს
გავიფინე. პეკს მარცხენა თვალი უკვე დაუსივდა, მარჯვენაში
კი ნამდვილი შიში ჩასდგომია. სიკვდილის უწყების სამი ზარი
შემოდის. პეკმა ზუსტად არ იცის, თან გავიყოლებ თუ არა.
არც მე ვიცი.
ჩემი მობილური ჩუმდება.
– ალბათ ნომერი შეეშალათ. – ამბობს მალკოლმი.
მობილურზე ისევ ზარია.
მალკოლმი ჩუმდება.
იმედიანად არ ვიყავი. სტატისტიკისა და მსგავსი რამის არ
გამეგება, მაგრამ სიკვდილის უწყების ახვრული ზარებით ჩვე-
ულებრივ ამბავს არ გატყობინებენ და ჩვენ, ემეტერიოს ოჯახი,
გადარჩენის ამბავში იღბლიანები არა ვართ. როცა შემოქმე-

13
დის დროზე ადრე მონახულებაზე მიდგება საქმე, უარს ვერ
ვამბობთ.
ვკანკალებ და თავი მიბრუის, თითქოს ვიღაც მუშტებს გა-
უთავებლად მიქნევს, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ მაქვს, ეს
როგორ მოხდება. არც ცხოვრებამ გამიელვა თვალწინ და ეს
ალბათ არც მაშინ მოხდება, როცა მართლა სიკვდილის პირის-
პირ დავდგები.
ჩემ ქვეშ მომწყვდეული პეკი ფართხალებს, ამიტომ მუშტს
ვუღერებ, რომ დაშოშმინდეს.
– შეიძლება იარაღი აქვს. – ამბობს მალკოლმი. ჩვენს საძ-
მოში ყველაზე დიდია, ისეთი ტიპია, მისწრება იქნებოდა ჩვენ-
თან ერთად მჯდარიყო, როცა ჩვენი მანქანა ჰუდსონში გადა-
ვარდა, ჩემმა დამ კი ღვედის გახსნა ვერ მოასწრო.
თავს დავდებ, ზარის შემოსვლამდე პეკს არანაირი იარაღი
არ ჰქონია, რადგან სწორედ ჩვენ ვეცით სამსახურიდან გამოს-
ვლისას. თუმცა სიცოცხლეს ვერ ჩამოვალ, ასეც ვერ გავრის-
კავ. მობილურს ვაგდებ, პეკს პირქვე ვატრიალებ, სახელოებ-
სა და ჯიბეებს ვუმოწმებ, დანა ხომ არ აქვს დამალული. მერე
ვდგები, ის კი ძირს გაწოლილი რჩება.
მალკოლმი ლურჯი ავტომობილის ქვეშიდან ტაგოს მიერ
შეჩურთულ პეკის ზურგჩანთას მოათრევს. ელვაშესაკრავს
ხსნის და აყირავებს, შავი პანთერისა და ქორის კომიქსები მი-
წაზე ცვივა. – არაფერია.
ტაგო პეკს უახლოვდება და, გეფიცებით, ცოტაც და, თავში
ბურთივით ამოსცხებს, ამის მაგივრად კი მობილურს მარ-
თმევს და პასუხობს.
– ვისთან რეკავთ? – მისი აცახცახებული ნიკაპი არავის აკ-
ვირვებს. – მოიცადეთ, მოიცადეთ. მე სხვა ვარ. ერთი წამით
მოითმინეთ. – მობილურს მიშვერს. – გინდა გავუთიშო, რუფ?
არც კი ვიცი. ისევ პეკი მიჭირავს, გასისხლიანებული და
დაბეგვილი, სკოლის საავტომობილო სადგომზე ვიმყოფებით
და იმის განცდა ნამდვილად არ მაქვს, რომ სიკვდილის უწყე-
ბიდან ლატარიაში მოგების თაობაზე მირეკავენ. გულმოსული
და შემცბარი, ტაგოს ხელიდან მობილურს ვგლეჯ, შეიძლება

14
ვარწყიო კიდეც, მაგრამ ჩემს მშობლებსა და დაიკოს არ ურ-
წყევიათ, ამიტომ არც მე ვაპირებ.
– თვალი არ მოაცილოთ, – ვეუბნები ტაგოსა და მალ-
კოლმს. ისინიც თავს მიქნევენ. არ ვიცი, ალფა ძაღლი როგორ
გავხდი. ობოლთა სახლში მათთან ერთად ამოვყავი თავი.
გარკვეული მანძილი დავიჭირე, ვითომ პირად სივრცეს
რამე მნიშვნელობა ჰქონდეს და გასასვლელის მანათობელი
ნიშნის შუქიდან გავედი. ნამდვილად არ მსურს ვინმემ შუაღა-
მისას გასისხლიანებული ხელებით გამომიჭიროს.
– გისმენთ?
– გამარჯობა. ვიქტორი გაწუხებთ სიკვდილის უწყებიდან,
რუფუს ემი-ტერიოსთან საუბარი მსურს.
გვარს მიმახინჯებს, მაგრამ შესწორებას აზრი არა აქვს.
შორიახლოს მსგავსი გვარის არავინაა.
– დიახ, მე ვარ.
– რუფუს, ვწუხვარ რომ გატყობინებთ, მაგრამ თქვენ მომ-
დევნო ოცდაოთხი საათის განმავლობაში...
– ოცდასამი, – ვეჩრები და ავტომობილის ერთი ბოლოდან
მეორემდე ბოლთის ცემას ვიწყებ. – პირველის შემდეგ რე-
კავთ. – რაღაცას ბოდავდნენ. დანარჩენმა მგზავრებმა საათის
წინ მიიღეს გაფრთხილების ზარი. ერთი საათის წინ რომ და-
ერეკათ, რესტორნის წინ არ ავეყუდებოდი, სადაც კოლეჯიდან
აკადემიურით გამოსული პირველკურსელი პეკი მუშაობს, და
მანქანების სადგომზე არ გამოვიჭერდი.
– დიახ, მართალი ბრძანდებით. ბოდიში, – მეუბნება ვიქ-
ტორი.
ენას კბილს ვაჭერ, არ მინდა ვიღაც ტიპთან ჩემი პრობლე-
მები გამოვფინო, მით უმეტეს, წარმოდგენა არ მაქვს, ამ პოზი-
ციაზე სამუშაოდ განაცხადს რატომ აკეთებენ. მოდი, ერთი წა-
მით ჩავთვალოთ, რომ მომავალი მაქვს, გასართობად ვთქვათ
– არცერთ ქვეყანაში გაღვიძების შემთხვევაში არ მომივა აზ-
რად, კვირაში სამჯერ ოცსაათიან ცვლაში ვიმუშაო, ხალხს ვუ-
რეკო და ვუთხრა, რომ მათი საქმე წასულია, მაგრამ ვიქტორი
და მისთანანი ამაზე თანახმანი არიან. მერე იტყვიან, მაცნეებს

15
კლავენო, განსაკუთრებით, როცა გირეკავენ და გეუბნებიან,
დღის ბოლოს დაიბრიდებიო.
– რუფუს, სინანულით გატყობინებთ, რომ მომდევნო ოც-
დასამ საათში მოულოდნელი სიკვდილი გიმსხვერპლებთ.
რადგანაც ამ ფაქტს წინ ვერ აღვუდგებით, გირეკავთ, რათა
დღევანდელი დღის გატარების სხვადასხვა გზის შესახებ გაც-
ნობოთ. პირველ რიგში, თავს როგორ გრძნობთ? პასუხის და-
საბრუნებლად დრო დაგჭირდათ. ხომ ყველაფერი რიგზეა?
ჩემზე დარდით აღარ არის, აბა რა. ხმაზე შევატყვე, მხო-
ლოდ ის ანაღვლებს, რომ ამ ღამით სხვა მგზავრებთანაც აქვს
დასარეკი. ეს ზარები ალბათ იწერება და პროცესის დაჩქარე-
ბით სამსახურის დაკარგვა არ სურს.
– არც კი ვიცი, თავს როგორ ვგრძნობ. – მობილურს ხელს
მაგრად ვუჭერ და თავს ვიკავებ, კედელს არ მივანარცხო, რო-
მელზეც ცისარტყელას ქვეშ მდგარი, ხელჩაკიდებული თეთრი
და ფერადკანიანი პატარა ბავშვები ახატია. უკან ვაპარებ
თვალს, პეკი ისევ გულდაღმა წევს, ტაგო და მალკოლმი კი მე
მომშტერებიან. ურჩევნიათ პეკი არსად გაიქცეს, მოგვიანებით
კი მოვიფიქრებთ, რა მოვუხერხოთ. – მოკლედ მითხარით, რა
გზები მაქვს. – ასე ჯობია.
ვიქტორი დღის ამინდის პროგნოზს მაცნობს (შუადღისას
წვიმაა მოსალოდნელი და საღამოსაც – თუ იქამდე მივატანე),
ფესტივალებზე დასწრების ინტერესი ნულს უტოლდება (მით
უმეტეს იოგას ონლაინგაკვეთილზე გინდ წვიმდეს და გინდ მზე
ანათებდეს), დაკრძალვის ფორმალობების მოგვარება და
რესტორანი შეღავათიანი მგზავრული ფასდაკლებით, თუკი
დღევანდელ კოდს გამოვიყენებ. გავითიშე, რადგან ჩემი
ცხოვრების ბოლო დღეზე ფიქრი ჭკუიდან მშლის.
– როგორ ხვდებით? – ისევ ვაწყვეტინებ. იქნებ ამ ტიპს შე-
ვებრალო? თან მინდა ტაგო და მალკოლმი ამ დიდ იდუმალე-
ბაში გავარკვიო. – როგორ ხვდებით, რომ ბოლო დღეა? რამე
სია გაქვთ? ბროლის ბურთი თუ მომავლის კალენდარი? – ყვე-
ლა იმაზე ბჭობს, საიდან იღებს სიკვდილის უწყება ამ სამ-
კვდრო-სასიცოცხლო ინფორმაციას. ტაგო ინტერნეტში წა-
კითხულ გიჟურ თეორიებს მიზიარებდა, თითქოს სიკვდილის

16
უწყება ვიღაც ფიზიკოსებთან თანამშრომლობდა, მორიგი გა-
უგონარი იდიოტობა აბაზანაზე ბორკილებით გამობმულ უც-
ხოპლანეტელზე, რომელსაც მთავრობამ მოქალაქეების სიკ-
ვდილის თარიღები დააცდენინა. არანორმალური თე-
ორიებია, თუმცა ახლა ამის განხილვის დრო არ მაქვს.
– ვშიშობ, ამ ინფორმაციაზე მაცნეებს ხელი არ მიუწვდე-
ბათ, – მეუბნება ვიქტორი. – ჩვენც თქვენსავით გვაინტერე-
სებს, თუმცა ჩვენი მოვალეობის შესასრულებლად ამის ცოდნა
არ გვჭირდება. – მორიგი ზედაპირული პასუხი. დაგენაძლევე-
ბით, ყველაფერი იცის, მაგრამ ვერ ამბობს, რადგან სამსახუ-
რის დაკარგვის ეშინია.
ჯანდაბაშიც წასულა.
– ჰეი, ვიქტორ, ერთი წუთით, კაცურად მითხარი. არ ვიცი,
იცი თუ არა, რომ ჩვიდმეტის ვარ. სამ კვირაში თვრამეტის გავ-
ხდები. ნუთუ შენთვის სულერთია, რომ კოლეჯში ვერასდროს
ვისწავლი, ცოლს ვერ მოვიყვან, შვილებს ვერ მოვესწრები,
ვერ ვიმოგზაურებ? რაღაც მეეჭვება. უბრალოდ, არხეინად
ხართ თქვენი პატარა ოფისის ტახტრევანზე წამომჯდარი, რად-
გან ზუსტად იცით, რომ რამდენიმე ათეული წელი არაფერი გე-
მუქრებათ, ასე არ არის?
ვიქტორი ჩაახველებს.
– გინდათ კაცურად გითხრათ, რუფუს? გინდათ ტახტრევ-
ნიდან ჩამოვიდე? ნება თქვენია. ერთი საათის წინ ქალბატონს
ვესაუბრებოდი, რომელიც ცხარე ცრემლით ტიროდა, დღეს
ოთხი წლის გოგონა მიკვდება და გემუდარებით, მითხარით,
როგორ გადავარჩინოო, თუმცა ამის ძალა არავის შესწევს.
შემდეგ კი თხოვნა ახალგაზრდობის განყოფილებაში გადავა-
მისამართე, რომ პოლიციელი გამოეყოთ და ამ ქალბატონის-
თვის ყურადღება მიექციათ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს ყვე-
ლაზე აუტანელი რამ არ არის, რაც ამ სამსახურისთვის გადა-
მიტანია. რუფუს, შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, გულ-
წრფელად თანაგიგრძნობთ, მაგრამ თქვენს სიკვდილში მე
წვლილი არ მიმიძღვის და საუბედუროდ, მსგავსი ზარები ამა-
ღამ კიდევ ბლომად მაქვს. შეგიძლიათ სიტუაციას გაგებით მო-
ეკიდოთ და ითანამშრომლოთ?

17
დასწყევლოს.
მთელი ზარის მანძილზე ვთანამშრომლობ, თუნდაც ამ
ტიპს სხვა ადამიანების პირადზე საუბრის უფლება არ ჰქონ-
დეს, თუმცა გაუთავებლად იმ ქალსა და მის შვილზე მეფიქრე-
ბა, რომელსაც სკოლის ასაკამდე მიღწევაც არ დასცალდება.
საუბრის ბოლოს ვიქტორი იმ კომპანიის საფირმო სიტყვებს
ამბობს, რომლებიც ბავშვობიდან ყოველდღიურად მესმოდა
ტელეშოუებიდან და ფილმებიდან: სიკვდილის უწყების სახე-
ლით, მწუხარებას გამოვთქვამთ თქვენი დაკარგვის გამო. ეცა-
დეთ, ეს დღე აზრიანად გაატაროთ.
ვერ გეტყვით, პირველი რომელი თიშავს და მნიშვნელო-
ბაც არ აქვს. ზიანი მიღებულია და კიდევ მივიღებ. დღეს ჩემი
აღსასრულის დღეა, ნაღდი რუფუსის არმაგედონი. არ ვიცი,
როგორ მოხდება, მაგრამ ღმერთს შევთხოვ, ჩემი მშობლები-
ვით და დაიკოსავით წყალში არ დავიხრჩო. ერთადერთი ადა-
მიანი, ვისაც ცუდად მოვექეცი, პეკია, ვაღიარებ, ჰოდა, არა
მგონია, ვინმემ ტყვია დამახალოს, თუმცა შემთხვევითი, უიღ-
ბლო გასროლებიც ხომ არსებობს. როგორ მოხდება – დიდი
მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია რას გავაკეთებ, სანამ ეს
მოხდება, თუმცა არცოდნაზე მაინც ვპანიკდები; ხომ მაინც ერ-
თხელ ვკვდებით.
შეიძლება ამაში პეკის ხელიც ურევია.
სწრაფადვე ვბრუნდები სამეულთან. პეკს ქეჩოში ვავლებ
ხელს და სახით აგურის კედელზე ვანარცხებ. შუბლზე გაჩენი-
ლი ღია ჭრილობიდან სისხლი მოსდის და ვერ ვიჯერებ, რომ
ამ ახვარმა წყობილებიდან ასე გამომიყვანა. არ უნდა ეტარტა-
რებინა ენა ეიმის ჩემთან დაშორებაზე. მის საქციელს ჩემთვის
ზიანი რომ არ მოეყენებინა, ახლა ყელში ხელწაჭერილი არ მე-
ყოლებოდა და ჩემზე მეტად შეშინებული არ იქნებოდა.
– შენ მე არ გიცემივარ, გასაგებია? ეიმი შენ გამო არ დამ-
შორებია, შეუშვი მაგ შეუგნებელ თავში. მას მე ვუყვარდი, უბ-
რალოდ, ურთიერთობა დაგვეძაბა, დროთა განმავლობაში
ყველაფერი დალაგდებოდა. – ვიცი, რომ მართალი ვარ, მალ-
კოლმი და ტაგოც ასე ფიქრობენ. პეკისკენ ვიხრები და ჯანსაღ
თვალში ჩავყურებ. – გიჯობს, სანამ ცოცხალი ვარ, თვალით

18
აღარ დამენახვო. – ჰო, აბა რა, რაღა დაგრჩა, შენ ეგა თქვი.
მაგრამ ეს გაცვეთილი არსება მაგარი კლოუნია და შეიძლება
სასაცილოდაც არ ეყოს. – მოტვინე?
პეკი თავს აკანტურებს.
ხელს ვუშვებ და ჯიბიდან მის მობილურს ვიღებ. კედელს
ვახეთქებ და ეკრანი ებზარება. მალკოლმი ზედ ფეხებით დგე-
ბა.
– დროზე დაახვიე აქედან.
მალკოლმი მხარზე მკიდებს ხელს.
– არ გაუშვა, კავშირები აქვს.
პეკი კედელს ნერვიულად მიუყვება და შორს ცას ასჩერე-
ბია.
მალკოლმის ხელს ვიშორებ.
– გითხარი, აქედან დაახვიე-მეთქი.
პეკი ადგილიდან წყდება და რეტდასხმულივით გარბის.
ერთხელაც არ გამოუხედავს უკან, არც ზურგჩანთა და კომიქ-
სები გახსენებია.
– მეგონა შენ თქვი, რომელიღაც ბანდაში მეგობრები ჰყავ-
სო, – ამბობს მალკოლმი. – რომ მოგაკითხონ?
– ნამდვილი ბანდა არაა, თანაც თავად იქიდან გამოაგდეს.
იმ ბანდის არ მეშინია, სადაც პეკი მიიღეს. ვერც მათ გააგები-
ნებს და ვერც ეიმის, ამაზე უკვე ვიზრუნეთ. არ მინდა ეიმისთან
მისვლა დამასწროს. თავად უნდა ავუხსნა და, არ ვიცი, შეიძ-
ლება ჩემი ნახვა სულ არ მოუნდეს, თუკი გაიგო, რა ჩავიდინე,
იმის მიუხედავად, ჩემთვის ბოლო დღე იქნება თუ არა.
– სიკვდილის უწყება არც მას დაურეკავდა, – ამბობს ტაგო
და კისერზე კუნთი ორჯერ ეჭიმება.
– მოკვლას არ ვუპირებდი.
მალკოლმი და ტაგო ჩუმდებიან. დაინახეს, როგორ და-
უზოგავად ვურტყამდი, ეგონათ გადამეკეტა.
ისევ მაკანკალებს.
შეიძლებოდა შემომკვდომოდა. წარმოდგენაც არ მსურს,
შევძლებდი თუ არა მსგავსი ტვირთით ცხოვრების გაგრძელე-
ბას, მართლა მარილზე რომ გამეშვა. აჰ, არა, უბრალოდ, მა-
გარი ბიჭის როლი გავითამაშე, არადა მაგარი ბიჭი ვერ ვარ.

19
თავი ძლივს გამაქვს, ოჯახი აღარ მყავს – ამაშიც კი არ ვარ
დამნაშავე. ჯოჯოხეთშიც კი ვერ მოვისვენებდი, ვინმე რომ ცე-
მით მომეკლა.
ველოსიპედს მივვარდი. პეკს აქამდე ვდიეთ და რომ დაგ-
ვეჭირა, უცებ ვისკუპეთ, ველოსიპედები მივყარ-მოვყარეთ და
ახლა ჩემი ველოს სახელურები ტაგოს ველოს ბორბლებშია
გაცმული.
– თქვენ ვერ გამომყვებით, ბიჭებო, – ვუთხარი და ველო
წამოვაყენე. – შეეგუეთ, გასაგებია?
– არა, შენთან ვართ, მხოლოდ...
– შანსი არაა, – ვაწყვეტინებ. – წამმზომზე დაყენებული
ბომბი ვარ და ჩემთან ერთად თუ არ აფეთქდით, მაინც მაგრად
შეიხრუკებით – შეიძლება პირდაპირი გაგებითაც.
– ეგრე არ გამოვა, – ამბობს მალკოლმი, – სადაც შენ, იქაც
ჩვენ.
ტაგოც ეთანხმება და თავი მარჯვნივ გაურბის, თითქოს ინ-
სტინქტები საწინააღმდეგოს კარნახობს. ისევ მიქნევს თავს,
ამჯერად კისერი არ ეჭიმება.
– პირწავარდნილი ჩრდილები ხართ, – ვეუბნები.
– შავები რომ ვართ, იმიტომ? – მეკითხება მალკოლმი.
– იმიტომ, რომ სულ თან დამყვებით, – ვპასუხობ. – ბო-
ლომდე ერთგულები ხართ.
ბოლომდე.
ეს სიტყვა გვაკეტინებს. ველოებზე ვსხდებით და ტროტუა-
რის ჯებირზე ძაგძაგით ვხტებით. დღეს ჩაფხუტი შინ არ უნდა
დამრჩენოდა.
ტაგო და მალკოლმი მთელი დღე ჩემთან ვერ იქნებიან, ვი-
ცი. მაგრამ ჩვენ პლუტონები ვართ, ობოლთა სახლის საძმო
და ერთმანეთს ზურგს არ ვაქცევთ.
– შინისკენ დავეშვათ, – ვამბობ.
და ადგილს ვწყდებით.

20
მატეო 01:06 სთ

ჩემს ოთახში ვბრუნდები – მეშინოდა, რომ ამას ვეღარ მო-


ვესწრებოდი – და თავს მაშინვე უკეთ ვგრძნობ, აი, ისე, ვი-
დეოთამაშებში ბოსი რომ გკლავს და უცებ სიცოცხლე შეგევ-
სება. სიკვდილის საკითხს ზერელედ არ ვეკიდები, ვიცი რომ
მოხდება, თუმცა არ მინდა ჯიქურ შევასკდე, დროს ვწელავ. გა-
მუდმებით დღეგრძელობაზე ვოცნებობდი და არ მინდა სახლი-
დან გასვლით ოცნება ფეხში დავჭრა, მით უმეტეს, ამაღამ.
ლოგინში შევწექი და ისე მომეშვა, დილით რომ გაგეღვი-
ძება, სკოლაში უნდა წახვიდე და უცებ გახსენდება, რომ შაბა-
თია. ბეჭებზე პლედი მოვიხურე და ისევ ლეპტოპი გავხსენი –
სიკვდილის უწყების მეილს ყურადღება არ მივაქციე, რომელ-
ზედაც ანდრეას შემომავალი ზარის დრო იყო აღნიშნული – ჩა-
მომთვლელთა გუშინდელი სვეტის კითხვა გავაგრძელე.
მგზავრი ოცდაორი წლის ქეითი იყო. სტატუსები მის ცხოვ-
რებაზე არაფერს მიყვებოდა, იმის გარდა, რომ შინაყუდა იყო
და კლასელებთან სოციალიზაციას თავის ოქროსფერ რეტრი-
ვერ ტურბოსთან ერთად სეირნობა ერჩივნა. ტურბოსთვის
ახალ სახლს ეძებდა, რადგან დარწმუნებით აცხადებდა, რომ
მამამისი ძაღლს პირველივე შემხვედრს გაატანდა, თანაც
ტურბო ისეთი ლამაზი იყო, უარს არავინ ეტყოდა. ალერგიული
კი ვარ ძაღლის ბეწვზე, მაგრამ ჯანდაბას, მაინც ავიყვანდი.
თუმცა სანამ ქეითი თავის ძაღლს გაასხვისებდა, ტურბოსთან
ერთად უკანასკნელად დარბოდა საყვარელ ადგილებში.
თხრობა სადღაც ცენტრალურ პარკში წყდება.
არ ვიცი, ქეითი როგორ დაიღუპა, არც ის ვიცი, ტურბო გა-
დარჩა თუ ქეითის სიკვდილს გადაჰყვა. არ ვიცი, რა აჯობებდა
ქეითისა და ტურბოსთვის, ნამდვილად არ ვიცი. შემიძლია გა-
ვარკვიო 17:40 საათისთვის ცენტრალურ პარკში ძარცვა ან
მკვლელობა ხომ არ მოხდა, მაგრამ თუ მსურს საღ გონებაზე
დავრჩე, უმჯობესი იქნება ეს ამბავი გამოცანად დარჩეს. ამის
ნაცვლად მუსიკალურ საქაღალდეს ვხსნი და კოსმოსურ ხმა-
ურს ვუსმენ.

21
ორიოდე წლის წინ ნასას გუნდმა სპეციალური ხელსაწყო
შექმნა, რომელიც სხვადასხვა პლანეტის ხმებს იწერს. ვიცი,
ჩემთვისაც უცნაურად ჟღერდა, განსაკუთრებით უამრავი
ფილმის ყურების შემდეგ, სადაც მუდამ იმას იძახდნენ, კოს-
მოსში ბგერები არ არსებობსო. პირიქით, არსებობს, თუმცა
მხოლოდ მაგნიტურ რხევებში. ნასამ ეს ბგერები ისე დაამუშა-
ვა, რომ ადამიანის ყურს აღექვა და საკუთარ ოთახში შეყუჟუ-
ლიც კი ბევრ რამეს ვიგებდი სამყაროს შესახებ. მაგალითად,
იმას, რომ ვინც ონლაინტენდენციებს არ მიჰყვება, ბევრს კარ-
გავს. ზოგიერთ პლანეტას ისეთი ავბედითი ჟღერადობა აქვს,
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში რომ მოისმენთ,
სადაც მოქმედება უცხოპლანეტელთა მიწაზე ხდება – „უცხოპ-
ლანეტელთა მიწაში“ ვგულისხმობ უცხოპლანეტელებით და-
სახლებულ ტერიტორიას და არა ადგილს სადმე, ჩვენი გალაქ-
ტიკის მიღმა. ნეპტუნს ჩქარი დინების ხმა აქვს, სატურნი შემ-
ზარავად ყმუის, ისე, რომ ვეღარც კი ვუსმენ, იგივე ითქმის
ურანზეც, რომლის ჟღერადობაში ქარის გამკივანი ზუზუნია და
გეგონება, კოსმოსური ხომალდები ერთმანეთს ლაზერის
ტყვიებს უშენენო. პლანეტების ხმები გადასარევი თემაა ადა-
მიანთან საუბრის წამოსაწყებად, თუ არადა, მათი თეთრი ხმა-
ურის მოსმენა ჩაძინებაში მაინც დაგეხმარება.
ბოლო დღეზე ფიქრებიდან ყურადღება ჩამომთვლელთა
სტატიებმა და დედამიწის ხმებმა გადამატანინა, რომელიც ჩი-
ტის გალობასავით საამურია და ვეშაპის ხრიწინსაც წააგავს,
თუმცა ცოტათი აცდენილია, რაღაცნაირად უცნაური, პლუტო-
ნის ხმაურის მსგავსი, ნიჟარის შუილსაც რომ წააგავს და გვე-
ლის სისინსაც.
ნეპტუნზე გადავდივარ.

რუფუსი 01:18 სთ

კუნაპეტ ღამეს პლუტონისკენ მივქრივართ.


პლუტონი ობოლთა სახლს დავარქვით, სადაც მას შემდეგ
ვცხოვრობთ, რაც ოჯახები დაგვეხოცა, ანდა მათ მიგვატოვეს.

22
პლუტონს პლანეტის სტატუსი მოუხსნეს და ჯუჯა პლანეტად ჩა-
მოაქვეითეს, თუმცა ჩვენ ერთმანეთს დამამცირებლად არ ვეპ-
ყრობით.
ოთხი თვეა, რაც ჩემები აღარ არიან, ტაგო და მალკოლმი
კი გაცილებით დიდი ხანია, რაც ახლობლობენ. მალკოლმის
ოჯახი მათ სახლში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა, ვიღაც
უცნობმა წაუკიდა. ვინც უნდა ყოფილიყო ის, მალკოლმი იმე-
დს გამოთქვამს, რომ ახლა ჯოჯოხეთში იხრუკება, რადგან ცა-
მეტი წლის ამრევ მალკოლმს, სისტემის გარდა რომ არავის
ახსენდებოდა და ზოგჯერ არც მას, მშობლები წაართვა. ტაგო
ჯერ კიდევ ბავშვი იყო, დედამისი რომ აითესა, მამამისი კი სა-
მი წლის წინ დატყდა, როცა გადასახადებს ვეღარ აუვიდა. ერ-
თი თვის შემდეგ ტაგომ გაიგო, რომ თავი დაუბრედია. იქიდან
მოყოლებული ცრემლიც არ გადმოვარდნია, არასდროს გა-
მოუძიებია, როგორ და სად მოკვდა.
როდესაც აღმოვაჩინე, რომ ვკვდებოდი, გავიაზრე, რომ
პლუტონი მალე ჩემი სახლი აღარ იქნებოდა. ჩემი მეთვრამე-
ტე დაბადების დღე ახლოვდება – ისევე, როგორც ტაგოსა და
მალკოლმის, ნოემბერში მათაც 18 უსრულდებათ. მე და ტაგო
კოლეჯში სწავლას ვაპირებდით და ვიფიქრეთ, მალკოლმიც
შემოგვიერთდებოდა, როცა თავის ამბებს მოაგვარებდა. აწი
კაცმა არ იცის, რა იქნება და ნერვები მეშლება, რომ უკვე ამ
პრობლემებისგან გაქცევას ვცდილობ. მაგრამ ამწამს მთავა-
რია, ერთად ვართ. ტაგო და მალკოლმი მხარში მიდგანან,
ისევე, როგორც შინ მოსვლის პირველი დღიდან. ოჯახური ამ-
ბები იყო თუ რამე გარჩევა, მუდამ აქეთ-იქიდან მედგნენ.
გაჩერებას არ ვგეგმავდი, მაგრამ ეკლესია დავინახე თუ
არა, გადავუხვიე. აქ დიდი ავტოავარიიდან ერთი თვის თავზე
მოვედი – პირველი შაბათ-კვირა ეიმისთან ერთად გავატარე.
თეთრი აგურით ნაგები უზარმაზარი შენობაა და ბეჟი ფერის
სამრეკლო აქვს. ძალიან მინდა ფერად სარკმლებს ფოტო გა-
დავუღო, მაგრამ მობილურის ასანთი ცუდ ფერებს დაიჭერს.
მაინც, რა აზრის აქვს. ფოტოსურათმა ინსტაგრამისთვის რომ
ივარგოს, მთვარის ფილტრზე გადამყავს კლასიკური შავ-
თეთრი ეფექტით. საქმე ისაა, რომ არა მგონია, ჩემნაირი უღ-

23
მერთო ნაბიჭვრის მიერ ინსტაგრამზე სამოცდაათი გამომწე-
რისთვის ეკლესიის ფოტოს ატვირთვა კარგი აზრი იყოს (ჰეშ-
თეგი არ მოხდება).
– რაშია საქმე, რუფ?
– ეს ის ეკლესიაა, სადაც ეიმი ჩემთვის პიანინოზე უკრავ-
და. – ვპასუხობ. ეიმი სულით ხორცამდე კათოლიკეა, თუმცა
თავზე არაფერს მახვევდა. მახსოვს, მუსიკაზე ვსაუბრობდით
და ვახსენე, რომ ოლივიას, მეცადინეობისას, კლასიკური მუ-
სიკის ჩართვა უყვარდა, ეიმისაც მოუნდა ცოცხლად მომესმინა
და ჩემთვის დაეკრა. – უნდა ვუთხრა.
ტაგოს კისრის ტიკი ისევ ეწყება. დარწმუნებული ვარ, ერ-
თი სული აქვს, შემახსენოს, რომ ეიმი თავად დამშორდა, მაგ-
რამ მსგავსი საჩივრები ბოლო დღეს ურნაში იყრება.
ველოდან გადმოვდივარ და ფეხით სადგარს ვშლი. ბიჭებს
არ ვშორდები, მხოლოდ შესასვლელს ვუახლოვდები, რა
დროსაც ეკლესიიდან მღვდელი გამოდის და ატირებულ ქალს
მოაცილებს. ქალი თითზე ბეჭედს იწვალებს, სავარაუდოდ,
ტოპაზისთვლიანს, ისეთია, დედაჩემმა რომ დაალომბარდა,
უნდოდა მეცამეტე დაბადების დღეზე ოლივიასთვის კონცერ-
ტის ბილეთი ეჩუქებინა. ეს ქალი წესით მგზავრია, ანდა ვინმე
ახლობელი ჰყავს. აქ სასაფლაოს ცვლაში მუშაობა ხუმრობა
ნამდვილად არ არის. ტაგო და მალკოლმი სულ დასცინიან იმ
ეკლესიებს, რომლებიც სიკვდილის უწყებისგან და მათი „უწ-
მინდური სატანური ხილვებისგან“ თავს შორს იჭერდნენ, არა-
და ასწორებს, როცა ხედავ, ვიღაც მამაოები და დედაოები შუ-
აღამის შემდეგ როგორ იღებენ მგზავრებისგან აღსარებას,
ნათლავენ და ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ.
თუ იქ, ზემოთ, ღმერთი მართლა არსებობს, როგორც დე-
დაჩემს სწამდა, იმედი მაქვს, ახლა ზურგს მიმაგრებს.
ეიმის ვურეკავ. ექვსი ზარი გადის და მერე ავტომოპასუხე
ირთვება. კიდევ ვცადე და იგივე ხდება. არ ვნებდები და ამჯე-
რად მხოლოდ სამი ზარის შემდეგ ირთვება ავტომოპასუხე. არ
მიმჩნევს.
შეტყობინებას ვწერ:
სიკვდილის უწყებამ დამირეკა. იქნებ შენც მიგებაძა.

24
აჰ, არაა. ჩათლახურად ვერ მოვიქცევი და ამას ვერ გავუგ-
ზავნი.
ვაკორექტირებ: სიკვდილის უწყებამ დამირეკა. შეგიძლია
გადმომირეკო?
წუთიც არ გადის და ზარი შემოდის, ჩვეულებრივი ზარია და
არა ის გულგასახეთქი სიკვდილის უწყების სირენა. ეიმია.
– გამარჯობა.
– სერიოზულად? – მეკითხება ეიმი.
სერიოზულად რომ არ მიმეწერა, ცრუ განგაშისთვის უეჭვე-
ლი მომკლავდა. ერთხელ ტაგომ ყურადღების მისაქცევად
მსგავსი სცენა გაითამაშა და ეგრევე მიუხვდა.
– ჰო. უნდა გნახო.
– სად ხარ? – ხმაში სიბრაზე ვერ შევატყვე და მგონი არც
გათიშვას აპირებს.
– შენ რომ წამიყვანე, იმ ეკლესიასთან ვდგავარ, – ვეუბნე-
ბი. ირგვლივ ისეთი გიჟური სიწყნარეა, მთელი დღე რომ აქ
ვიდგე, შეიძლება ხვალამდეც მივატანო. – მალკოლმთან და
ტაგოსთან ერთად ვარ.
– პლუტონში რატომ არ ხართ? ორშაბათ ღამით მანდ რას
აკეთებთ?
ამაზე პასუხის გასაცემად მეტი დრო მჭირდება, ალბათ, ერ-
თი ოთხმოცი წელი მაინც, მაგრამ ახლა ამდენი დრო არ მაქვს
და უსიამოვნო საუბრებიც არ მჭირდება.
– უკვე პლუტონში დაბრუნებას ვაპირებდით. იქ მოხვალ?
– რაო? არა. ეკლესიასთან დაიცადე და მოვალ.
– სანამ არ დაგიბრუნებ, არ მოვკვდები, დამიჯერე...
– უკვდავი არავინაა, ჩლუნგო! – ამჯერად ეიმის გული
უჩუყდება და ხმა ისე უკანკალებს, როგორც მაშინ, მაისურის
ამარა წვიმაში რომ ჩავრჩით. – უხ, ღმერთო, მაპატიე, მაგრამ
იცი რამდენი მგზავრი დებს მსგავს პირობას და მერე თავზე პი-
ანინო ეცემა?
– ალბათ, ბევრი არა, – ვეუბნები. – პიანინოთი სიკვდილის
ალბათობა არც ისეთი დიდია.
– არ მეცინება, რუფუს. ვიცვამ, ფეხი არ მოიცვალო. ყვე-
ლაზე დიდი, ნახევარი საათი დამჭირდეს.

25
იმედია შეძლებს ყველაფრის პატიებას, მათ შორის ამღა-
მინდელის. პეკს დავასწრებ მის ნახვას და ჩემს სათქმელს ვეტ-
ყვი. ზუსტად ვიცი, პეკი შინ მივა, მოწესრიგდება, ეიმის თავისი
ძმის მობილურიდან დაურეკავს და მოახსენებს, თუ რა ურჩხუ-
ლი ვარ. მთავარია კოპებს არ დაურეკოს, თორემ სიცოცხლის
უკანასკნელ დღეს გისოსებში გავატარებ, ანდა ოფიცერი ბე-
ჭებზე ხელკეტს გადამცხებს. ამაზე ფიქრი არ მინდა, მხოლოდ
ეიმის ნახვა და პლუტონებთან გამომშვიდობება მსურს, მინდა
მათ ისეთივე მეგობრული დავამახსოვრდე, როგორსაც მიც-
ნობენ და არა ამღამინდელი ურჩხული.
– შინ შემხვდი. უბრალოდ... მალე მოდი. კარგად, ეიმი.
ვუთიშავ სანამ შემეპასუხება. ველოს მოვახტები, ეიმი კი
მობილურს მიფეთქებს.
– რა გეგმა გაქვს? – მალკოლმი მეკითხება.
– პლუტონში ვბრუნდებით, – ვეუბნები. – პანაშვიდი უნდა
მომიწყოთ.
დროს ვამოწმებ, 01:30 სთ-ია. შეიძლება სხვა პლუტონებ-
საც დაურეკეს. ამას ნამდვილად არავის ვუსურვებ, მაგრამ
ეგებ მარტო მე არ ვკვდები.
ან იქნებ ასე უნდა მოხდეს.

მატეო 01:32 სთ

ჩამომთვლელების სქროლვა ძალიან დამთრგუნველი რა-


მაა, მაგრამ თავს მაინც ვერ ვწევ, რადგან ყველა დარეგის-
ტრირებული მგზავრი საკუთარ ისტორიას აზიარებს. როდესაც
ვიღაც თავის ამბავს გიზიარებს, რომც არ გინდოდეს, მაინც ყუ-
რადღებას აქცევ – თუნდაც იცოდე, რომ ბოლოს მაინც მოკ-
ვდებიან.
თუკი გარეთ არ გავალ, შემიძლია სხვებისთვის ონლაინ
ვიყო.
ვებგვერდზე ხუთი განყოფილებაა – პოპულარული, ახა-
ლი, ადგილობრივი, დარეკლამებული და ალბათური – პირ-
ველ რიგში, როგორც წესი, ადგილობრივს ვათვალიერებ, რა-
თა დავრწმუნდე, რომ არავინ მეცნობა... ასეც არის; კარგია.

26
დღეს ვინმესთან ყოფნა კარგი იქნებოდა.
ალალბედზე ვირჩევ მგზავრს. მომხმარებელი სახელით:
Geoff-Nevada88. ჯეფს შუაღამის დადგომამდე ოთხი წუთით
ადრე დაურეკეს და უკვე სახლიდან გავიდა, თავის საყვარელ
ბარს მიაკითხა, იმედი აქვს, არ გამოიჭერენ, რადგან ოცი წლი-
საა და ახლახან პირადობა დაკარგა. დარწმუნებული ვარ, გა-
მოძვრება. მის გვერდს გამოვიწერ და სიახლეები მომივა.
სხვა პროფილზე გადავდივარ. მომხმარებელი:
WebMavenMarc. მარკი გაზიანი სასმელების კომპანიის ყო-
ფილი სოციალური მედიის მენეჯერია, რაც მის პროფილზე
ორჯერაა ნახსენები და ზუსტად არ იცის, ქალიშვილი მიუს-
წრებს თუ არა. თითქოს ეს მგზავრი ჩემ წინ იჯდეს და სახესთან
თითებს იტკაცუნებდეს.
მამაჩემი უნდა მოვინახულო, თუნდაც გონზე არმყოფი. უნ-
და იცოდეს, რომ სიკვდილამდე მასთან ვიყავი.
ლეპტოპს ვხურავ, ყურადღების მიღმა ვტოვებ სხვადასხვა
გამოწერილი გვერდის სიახლეებს და პირდაპირ მამაჩემის
ოთახში მივდივარ. იმ დილით, სამსახურში წასვლისას, ლოგი-
ნი გაუსწორებელი დარჩა, თუმცა შემდეგ მე მოვაწესრიგე და
მისი პლედი ბალიშების ქვეშ შევკეცე, როგორც თავად მოს-
წონს. საწოლზე მის მხარეს, მარჯვნივ ვზივარ, დედაჩემი მარ-
ცხნივ იწვა და მიუხედავად იმისა, რომ დაგვტოვა, მამა ისევ
ისე შლის ლოგინს და მის მხარეს არ წვება – ფოტოსურათს
დავწვდი, სადაც მამა სათამაშოების ისტორიის ტორტის სან-
თლების ჩაქრობაში მეხმარება ჩემს მეექვსე დაბადების დღე-
ზე. სანთლები ძირითადად მან ჩააქრო. დავცინოდი. იძახის, ამ
სურათს იმიტომ ვინახავ, რომ თვალები გიცინისო.
ვიცი, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მამაც ისეთივე მეგო-
ბარია ჩემთვის, როგორიც ლიდია. ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვი,
ზუსტად ვიცი, დამცინებენ, თუმცა ყოველთვის საუცხოო ურთი-
ერთობა გვქონდა. არ ვამბობ, რომ იდეალური ურთიერთობა-
მეთქი, მაგრამ ჩემს სკოლაში, ამ ქალაქში, თუ გინდ მსოფლი-
ოს მეორე ნაწილში ახლობელი ადამიანები მუდამ კინკლა-
ობენ, მაგრამ თუკი სიყვარული და პატივისცემა ნამდვილია,
წყენას მალევე ივიწყებენ და უთანხმოებაზე მაღლა დგებიან.

27
არ მახსოვს, მე და მამას ისეთი უთანხმოება მოგვსვლოდა,
რომ ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვეცა, ჩამომთვლელების ზო-
გიერთი მგზავრივით, რომლებიც მამებს იმდენად ვერ იტანენ,
რომ სასიკვდილო სარეცელზეც კი არ აპირებენ მათ მონახუ-
ლებას, არათუ თავიანთი სიკვდილის წინ. ფოტოსურათს ჩარ-
ჩოდან ვაცურებ, ვკეცავ და ჯიბეში ვიდებ – მამა, იმედია, არ გა-
ჯავრდები, რომ გავკეცე – ვდგები და საავადმყოფოში მივდი-
ვარ, რათა მამაჩემს დავემშვიდობო და დავრწმუნდე, რომ რო-
ცა გამოიღვიძებს, ეს ფოტო მის გვერდით იდება. მინდა ვიცო-
დე, რომ გონზე მოვა და ერთი ჩვეულებრივი დილა ეგონება,
სანამ ჩემი სიკვდილის ამბავს შეიტყობს.
აქაურობა უნდა დავტოვო, მთელი არსებით მინდა გარეთ
გავიდე და ეს გავაკეთო, ამ დროს კი ნიჟარაში თეფშების გრო-
ვას ვხედავ. უნდა დავრეცხო, რომ მამაჩემს ცხელი შოკოლა-
დით მოთხვრილი თეფშები და ჭიქები არ დახვდეს.
გეფიცებით, სახლში დარჩენის მიზეზს არ ვეძებ.
მართლა.

რუფუსი 01:41 სთ

ადრე ქუჩებში ველოებით გიჟებივით დავქროდით, უმუხ-


რუჭო რბოლას ვაწყობდით, მაგრამ ამაღამ ეს არ გამოვა. გა-
მალებით ვიხედებით გზის ორივე მხარეს და წითელ შუქნიშან-
ზე ვჩერდებით, ახლაც კი, როცა გზაზე მანქანის ჭაჭანება არ
არის. მგზავრებისათვის მეგობრულ კვარტალში ვიმყოფებით,
კლინტის სასაფლაოზე. ოცდარაღაცა წლის ლაწირაკების
ჯგრო რიგს უცდის და ნამდვილი ქაოსია, ხელში ქვითრები
უჭირავთ და შესასვლელში მდგარ დაცვას უჩვენებენ, რომე-
ლიც მგზავრებსა და მის მეგობრებს ღამის კლუბში უშვებს,
რომ სანამ დრო აქვთ, ცეკვით გული იჯერონ.
გაუგონრად ლამაზი შავტუხა გოგო ღრიალებს, როდესაც
ვიღაც ბიჭი ყველაზე ბანალური სიტყვებით ცდილობს მის და-
კერვას („იქნებ ჩემი ვიტამინის შენს სისტემაში შეშვებით კი-
დევ ერთი დღეც გეცოცხლა“), გოგონას მეგობარი კი ხელჩან-

28
თას უღერებს და ბიჭიც უკან იხევს. საბრალო, ეს ნაბიჭვრები
საკუთარი თავის გამოგლოვებასაც კი არ აცდიან.
მწვანე ინთება, ადგილს ვწყდებით. რამდენიმე წუთში უკვე
პლუტონში ვართ. ობოლთა სახლი შელანძღული იერის მა-
სიური დუპლექსია – აგურამოცვენილი, კედლებზე მიხატული
გაუშიფრავი, ფერადი გრაფიტებით. პირველი სართულის ფან-
ჯრები გისოსებშია ჩასმული, იმიტომ არა, რომ კრიმინალები
ვართ, უბრალოდ, არ გვინდა ვინმე შემოიპაროს და იმ ბავ-
შვებს რამე მოპაროს, რომელთაც ისედაც საკმარისად ბევრი
დაკარგეს. ველოებს კიბის დასაწყისში ვტოვებთ, ავრბივართ
და შიგნით შევდივართ. დერეფანს მივუყვებით, თუმცა მისაღე-
ბი ოთახისკენ მიმავალნი ჭადრაკის დაფისებურ, ძველ ფი-
ლაქნიან იატაკზე ჩვეულებისამებრ ფეხის წვერებით არ დავ-
ხტივართ და იმის მიუხედავად, რომ კედელზე მიჭედებულ და-
ფაზე სხვადასხვა ცნობაა გაკრული სექსის, აივ ვირუსის,
აბორტის, შვილად აყვანის კლინიკებისა და სხვა მსგავსი სა-
ხის ინფორმაციების შესახებ, აქაურობა მაინც მშობლიური
სახლის შეგრძნებას ტოვებს და არა რომელიმე ინსტიტუციის.
აქვეა ბუხარიც. მართალია გაუქმებულია, მაგრამ მაინც ას-
წორებს. კედელი თბილ ნარინჯისფრადაა შეღებილი, ამან ამ
ზაფხულს ეიმის შეყვარება გამიიოლა. მუხის მაგიდა, რომლის
გარშემოც ვახშმის შემდეგ ღამღამობით ვიკრიბებოდით და
ბარათები კაცობრიობის წინააღმდეგ და ტაბუს ვთამაშობდით.
ტელევიზორი, რომელშიც ტაგოსთან ერთად რეალითიშოუ
ჰიპსტერის სახლს ვუყურებდით. ეიმის ის ჰიპსტერები ისე ეჯავ-
რებოდა, ერჩივნა ანიმაციური პორნოსთვის გვეყურებინა. დი-
ვანი, ზედ მორიგეობით რომ გვეძინა, რადგან ჩვენს საწოლებ-
ზე უფრო მოსახერხებელი იყო.
მეორე სართულზე ავდივართ, სადაც ჩვენი საძინებელია,
ვიწრო კუნჭული, რომელიც ერთ კაცსაც ძლივს იტევს, სამზე
რომ აღარაფერი ვთქვათ, თუმცა რაღაცას ვახერხებთ. იქვეა
სარკმელი, თუ ტაგო ლობიოს ჭამს, იმ ღამით ღიას ვტოვებთ,
მერე რა, რომ გარედან გამაყრუებელი ხმაური შემოდის.

29
– უნდა ვაღიარო, – ამბობს ტაგო და ზურგს უკან კარს ხუ-
რავს. – ბევრს მიაღწიე. დაფიქრდი, აქ მოსვლიდან დღემდე
რამდენი რამ გააკეთე.
– უფრო მეტი უნდა მეკეთებინა. – საწოლზე ვჯდები და
თავს ბალიშზე ვდებ. – დიდი წნეხია ყველაფრის ერთ დღეში
მოსწრება. – შეიძლება ერთი სრული დღეც არ გამოვიდეს.
თორმეტი საათისთვისაც მადლობა უნდა ვთქვა.
– კიბოს განკურნებას და გადაშენების პირას მყოფი პანდე-
ბის გადარჩენას ხომ არ გავალებენ. – ამბობს მალკოლმი.
– ძმაო, სიკვდილის უწყებას მაგრად გაუმართლა, რომ
ცხოველების სიკვდილის დროის გამოცნობა არ შეუძლიათ. –
ამბობს ტაგო, მე კი პირს ვაწკლაპუნებ და თავს ვარხევ, იმი-
ტომ, რომ საუკეთესო მეგობარი უკვდება, ის კი პანდებზე ლა-
პარაკობს. – სიმართლეს გეუბნები! პლანეტის ყველაზე სა-
ძულველი ტიპი იქნებოდი, უკანასკნელი პანდისთვის რომ და-
გერეკა. წარმოიდგინე. მედია რა დღეში იქნებოდა, სელფები
და...
– გავიგეთ, – ვაწყვეტინებ. პანდა არა ვარ და მედიას სულ
ცალ ფეხზე ვკიდივარ. – ბიჭებო, ერთი დიდი სამსახური უნდა
გამიწიოთ. ჯენ ლორი და ფრენსისი გააღვიძეთ, უთხარით,
რომ წასვლამდე პანაშვიდის გამართვა მინდა. – ფრენსისს
გულზე არასდროს ვეხატებოდი, მაგრამ ჩვენი მშობლიური
სახლი ამ გარიგებაში არ შედის, რასაც დანარჩენები ვერ მიხ-
ვდებიან.
– აქ უნდა დარჩე, – მალკოლმი მეუბნება. ერთადერთ კა-
რადას აღებს. – იქნებ განაჩენი სულაც არაა და შენ გამონაკ-
ლისი ხარ! აქ ჩაგკეტავთ.
– ან უჰაერობა მომკლავს, ანდა შენი ქვასავით მძიმე ტან-
საცმლის გროვა დამემხობა თავზე. – უნდა ესმოდეს, რომ ასე-
თი უაზრო გამონაკლისები არ არსებობს. წამოვჯექი. – ბევრი
დრო არ მაქვს, ბიჭებო. – ცოტა ვთრთი, მაგრამ თავს რამე უნ-
და მოვუხერხო, არ მინდა შემატყონ, რომ ვიძაბები.
ტაგოს კისერი ეჭიმება.
– საკუთარ თავთან მოგვარებული გაქვს?
რამდენიმე წამი მჭირდება, რომ გავიაზრო რა იგულისხმა.

30
– მომკალით-მეთქი, არ მითხოვია, – ვპასუხობ.
არ ვცდილობ, რომ მოვკვდე.
ოთახში მარტო მტოვებენ სარეცხთან, რომლის გარეცხვა-
ზე ფიქრი აღარ მომიწევს და – საზაფხულო საკურსო ნაშრომ-
თან, რომლის არც დასრულება დამჭირდება და არც – დაწყე-
ბა. ჩემი საწოლის კუთხეში ეიმის ყვითელი, წეროებიანი პლე-
დი გდია და მხრებზე მოვიხურე. ეს პლედი ეიმის პატარაობი-
დან ჰქონდა, დედამისის ბავშვობის დროინდელია. შეხვედრე-
ბი რომ დავიწყეთ, ჯერ კიდევ პლუტონში ცხოვრობდა, პლედი
ხან გვეფარა, ხანაც მისაღები ოთახის პიკნიკისთვის ვიყენებ-
დით. გიჟურად მშვიდი დრო იყო. დაშორების შემდეგ პლედი
არ მოუკითხავს, რითაც, ჩემი აზრით, მანიშნებდა, რომ
გრძნობები დარჩა, მაშინაც კი, თუ საკუთარ თავში გარკვევა
სურდა. ასე მგონია, მასთან ერთი ცდა კიდევ მაქვს.
ეს ოთახი ძალიან განსხვავდება იმ საძინებლისგან, რო-
მელშიც გავიზარდე – მწვანის ნაცვლად კედლები ბეჟი ფერი-
საა; ორი დამატებითი საწოლია თავისი მობინადრიანად; გა-
დატიხრულია; არსად ჩანს ჰანტელები და ვიდეოთამაშების
პოსტერები – თუმცა თავს მაინც შინ ვგრძნობ და ვხვდები,
რომ ადამიანები რაღაც ნივთებზე უფრო მნიშვნელოვანი
არიან. მალკოლმი ამას მაშინ მიხვდა, როდესაც მეხანძრეებმა
ჩააქრეს ცეცხლი, რომელმაც სახლი, მშობლები და საყვარე-
ლი ნივთები დაუწვა.
აქ ყველაფერს მარტივად ვუყურებთ.
საწოლის უკან სურათები მაქვს ჩაკეცილი, ყველა ეიმის
ამობეჭდილია ჩემი ინსტაგრამიდან: ალთეას სკვერი, მუდამ
ვაკითხავდი, როცა ფიქრი მჭირდებოდა; ველოსიპედის საჭეზე
გადაკიდებული თეთრი ოფლიანი მაისური წინა ზაფხულს მა-
რათონში მონაწილეობის შემდეგ; მიტოვებული სტერეო კრის-
ტოფერის ქუჩაზე, ისეთი მუსიკა იყო ჩართული, ცხოვრებაში
რომ არ მომესმინა და არც მერე მომისმენია; ტაგოს სისხლია-
ნი ცხვირი, მაშინ პლუტონებისთვის ხელის ჩამორთმევის წე-
სის შემუშავება გვინდოდა და ყველაფერი სულელურმა თავე-
ბის მირტყმამ გააფუჭა; წყვილი კედი – ერთი თერთმეტი, მე-
ორე კი ცხრა ზომა. მაშინ ახალი ბაჩიები ავაგდე, მაგრამ არ

31
შემიმოწმებია და შეცდომით სხვადასხვა ზომა წამოვიღე; მე
და ეიმი, მიბნედილი თვალები მაქვს, დაბოლილივით, თუმცა
ამ დროს ბალახი გასინჯული არ მქონდა, ეიმის კი ქუჩის ლამ-
პიონი ლამაზად ანათებს; ნაკვალევი ტალახში, გრძელი, წვი-
მიანი კვირის ბოლოს სკვერში ეიმის რომ დავდევდი. გვერ-
დიგვერდ მსხდარი ორი ჩრდილი, მალკოლმს არ უნდოდა,
მაგრამ მაინც გადავუღე; და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი სუ-
რათია, რომელსაც ბიჭებს დავუტოვებ, აქედან რომ წავალ.
აქედან რომ წავალ...
არ მინდა წასვლა.

მატეო 01:52 სთ

გასასვლელად თითქმის მზად ვარ.


ჭურჭელი დავრეცხე, მტვერი გადავწმინდე, დივნის ქვეში-
დან კანფეტის ქაღალდები გამოვიღე, მისაღებში იატაკი მოვ-
წმინდე, სააბაზანოს ნიჟარაში კბილის პასტის ლაქები ჩავრეც-
ხე და ლოგინიც კი გავასწორე. ლეპტოპს მივუბრუნდი გაცი-
ლებით რთულ გამოწვევებთან გასამკლავებლად: წარწერა
საფლავის ქვაზე, როგორ უნდა ჩავატიო მთელი ცხოვრება რვა
სიტყვაში?
ცხოვრობდა იქ, სადაც დაიღუპა: საძინებელში.
რა დასანანია.
ბავშვებიც კი მასზე მეტად გაბედულები არიან.
უკეთესად უნდა მოვიქცე. ჩემგან ყველა მეტს მოელოდა,
თავად მეც. ამას ხაზი უნდა გაესვას.
აქ განისვენებს მატეო: სხვებისთვის მცხოვრები.
თანხმობას ვაჭერ თითს.
უკან ვეღარ დავიხევ. შემიძლია შევასწორო, მაგრამ დაპი-
რებები ასე არ მუშაობს, სხვებისთვის ცხოვრება კი მსოფლი-
ოსთვის სასარგებლოდ ჟღერს.
ვიცი, დღე ახლახან დაიწყო, მაგრამ გული მეუბნება, რომ
გვიანდება, მგზავრისთვის ასეა, ყოველ შემთხვევაში. მარტო
ვერ შევძლებ... წასვლას. ლიდიას ჩემი ბოლო დღის ამბებში
ვერ გავრევ. აქედან თუ გავალ – არავითარი თუ – ლიდიას და

32
პენის ვინახულებ, მაგრამ ლიდიას არაფერს ვეტყვი. არ მინდა
მკვდრებში სიკვდილამდე მიმაწეროს, ანდა გლოვა დაიწყოს.
შეიძლება წერილი გავუგზავნო და ყველაფერი ავუხსნა.
გვერდში მდგომი მჭირდება, თან მეგობარიც რომ იყოს, ან
პირიქით. სწორედ ამას მთავაზობს ჩამომთვლელებზე დარეკ-
ლამებული აპლიკაცია.
უკანასკნელი მეგობრის აპლიკაცია მარტოსული მგზავრე-
ბისთვის შექმნეს, რომელთაც სიცოცხლის ბოლო საათებში
ვინმეს თანადგომა სჭირდება. ეს ნეკროში არ უნდა აგვერიოს,
რაც მოხალისეობრივად მგზავრთან ერთი ღამის გატარებაა –
საბოლოო გრძნობებისგან თავისუფალი აპლიკაცია. ნეკრო
ჩემში ყოველთვის უსიამოვნო განწყობებს ბადებდა, მხოლოდ
იმიტომ არა, რომ სექსი მაფორიაქებს, არა. უკანასკნელი მე-
გობრის აპლიკაცია მათთვის შეიქმნა, ვისაც სიკვდილამდე
სურდა თავი ადამიანად ეგრძნო. აქ მომსახურება უფასოა, ნეკ-
როსგან განსხვავებით, სადაც მომსახურება 7.99 დოლარი
ღირს, რაც მზაფრავს, რადგან ჩემი გაგებით ადამიანი რვა დო-
ლარზე მეტად ფასობს.
მოკლედ, ნებისმიერი ურთიერთობების მსგავსად, უკანას-
კნელი მეგობრის აპლიკაციით დაწყებული ურთიერთობაც ან
გამოდის, ან არა. ჩამომთვლელთა პოსტებს ვათვალიერებდი,
სადაც ერთი უკანასკნელ მეგობარს შეხვდა, სიახლეებს გვიან-
გვიან, სადღაც საათში ერთხელ დებდა, ისე, რომ ჩათში მაყუ-
რებლებს ეგონათ მოკვდა. სინამდვილეში ცოცხალი იყო, უბ-
რალოდ, სიცოცხლის უკანასკნელი დღით ტკბებოდა. მისი
გარდაცვალების შემდეგ კი მისი მეგობრის მიერ დაწერილი
მოკლე გამოსათხოვარი სიტყვიდან მასზე იმაზე მეტი შევიტ-
ყვე, ვიდრე მისი განახლებებიდან. თუმცა ყველაფერი ყოველ-
თვის ასე ლამაზად არ სრულდება. რამდენიმე თვის წინ ერთ
დათრგუნვილ მგზავრს ბოლო დღისთვის უცნობი სერიული
მკვლელი დაუმეგობრებია და ეს ისეთი მძიმე წასაკითხი აღ-
მოჩნდა, რომ მსოფლიოსადმი ჩემი უნდობლობა კიდევ უფრო
გაიზარდა.
ვფიქრობ, უკანასკნელ მეგობართან დროის გატარება სა-
სიკეთოდ წამადგება. თუმცა კიდევ ერთხელ დავძენ, რომ არ

33
ვიცი, რა უფრო სევდიანია – მარტო მოკვდე თუ იმ ადამიანის
გვერდით, ვინც შენთვის არაფერს წარმოადგენს და უარესი –
მისთვისაც სულერთი ხარ.
დროს ვკარგავ.
უნდა გავბედო და ასობით ათასი მგზავრის მსგავსი სიმამა-
ცე გამოვიჩინო, სანამ დაგვიანებულა. ბანკის ონლაინ ანგა-
რიშს ვამოწმებ და კოლეჯის დანაზოგს პირად ანგარიშზე
ვრიცხავ, სულ რაღაც ორი ათასი დოლარია, თუმცა დღევან-
დელი დღისთვის – საკმარისზე მეტი. შემიძლია ქალაქის მე-
ორე ბოლოში მსოფლიოს სამოგზაურო არენას ვესტუმრო, სა-
დაც მგზავრები და ვიზიტორები სხვადასხვა ქვეყნისა და ქალა-
ქის კულტურასა და გარემოს ეცნობიან.
უკანასკნელი მეგობრის აპლიკაციას ვტვირთავ. ძალიან
სწრაფად იწერს, თითქოს გონიერი ქმნილებაა და ხვდება,
რომ მთელი მისი არსებობის არსი ისაა, რომ ვიღაცისთვის
დრო იწურება. აპლიკაციას ლურჯი ინტერფეისი აქვს, რუხი
ფერის საათის ანიმაციით, რომლის ფონზეც ორი სილუეტი ერ-
თმანეთს უახლოვდება და ხელს ართმევს. შუაში დიდი ასოე-
ბით ეწერება უკანასკნელი მეგობარი და მენიუ იშლება.
1. დღეს ვკვდები.
2. დღეს არ ვკვდები.
დღეს ვკვდების ვნიშნავ. შეტყობინება ამოხტა:
უკანასკნელი მეგობრის კორპორაცია მწუხარებას გამოთ-
ქვამს თქვენი დაკარგვის გამო. უდიდეს თანაგრძნობას ვუცხა-
დებთ მათ, ვისაც უყვარხართ და ვინც ვერასდროს გაგიცნობთ.
იმედს გამოვთქვამთ, რომ დღევანდელი დღის უკანასკნელი
საათების გასატარებლად ღირსეულ მეგობარს იპოვით. უკე-
თესი საძიებო შედეგებისთვის გთხოვთ, შეავსოთ პროფილის
მონაცემები.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თქვენ გამო.
უკანასკნელი მეგობრის კორპორაცია.
ეკრანზე სუფთა ფურცელი გამოდის, რომელიც უნდა შე-
ვავსო.
სახელი: მატეო ტორესი
ასაკი: 18

34
სქესი: მამრობითი
სიმაღლე: 178 სმ
წონა: 74 კგ
წარმომავლობა: პუერტო-რიკო
ორიენტაცია: <გამოტოვება>
საქმიანობა: <გამოტოვება>
ჰობი: მუსიკა; ხეტიალი.
საყვარელი ფილმები/სატელევიზიო შოუ/წიგნები: გებრი-
ელ რიდსის „მგლები“; „Plaid Is the New Black“; სკორპიუს ჰო-
თორნის სერიები.
ვინ იყავით ცხოვრებაში: დედისერთა ვარ და მამას გარდა
არავინ მყოლია. მაგრამ უკვე ორი კვირაა, რაც მამა კომაშია
და ალბათ, ჩემი წასვლის შემდეგ გაიღვიძებს. ასე თავჩარგუ-
ლი ცხოვრების გაგრძელება აღარ შემიძლია, რადგან ამან
თქვენთან, ყველასთან ყოფნის სიამოვნება წამართვა – ეგებ
რომელიმეს გაცნობა მალევე შევძლო.
სურვილების სია: საავადმყოფოში წასვლა და მამაჩემთან,
შემდეგ კი ჩემს საუკეთესო მეგობართან გამომშვიდობება
მსურს, მაგრამ მათ ვერ ვეტყვი, რომ ვკვდები. შემდეგ რას ვი-
ზამ, ჯერ არ ვიცი. მინდა სხვებისთვის მაგალითად ვიქცე და
ჩემში სრულიად განსხვავებული მატეო აღმოვაჩინო.
საბოლოო ფიქრები: არ ვნებდები.
ვადასტურებ ჩემს პასუხებს. აპლიკაცია ფოტოს ატვირთვას
მთხოვს. მობილურის ფოტოგალერეაზე გადავდივარ, ბლო-
მად პენის ფოტო და სიმღერების სქრინშოტებია, ლიდიას რომ
ვურჩევდი. ასევეა ჩემი და მამას საერთო ფოტოსურათები, ჩე-
მი შარშანწინდელი ფოტოც, მაგრამ მაგარი მახინჯობაა. ერთს
წავაწყდი, სადაც ლუიჯის ქუდი მახურავს, ივნისში ონლაინმა-
რიოს შეჯიბრებაში რომ მოვიგე. წესით, ფოტოსურათი ორგა-
ნიზატორისთვის უნდა გამეგზავნა, ვებგვერდზე რომ აეტვირ-
თა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ლუიჯის ქუდით ცანცარი არ შე-
მეფერება და არ გამიგზავნია.
თურმე ვცდებოდი, მიდი რა შენც, გაგზავნე. სინამდვილეში
ზუსტად ასეთი მინდოდა ვყოფილიყავი, – თავისუფალი, მხი-
არული და უდარდელი. ამ ფოტოს რომ დახედავენ, ვერც იფიქ-

35
რებენ, რომ ჩემს ხასიათთან შეუსაბამოა, რადგან ისინი მე არ
მიცნობენ და მხოლოდ ისეთი პიროვნების მოლოდინი აქვთ,
როგორიც პროფილის სურათზე ჩანს.
ფოტო ავტვირთე და საბოლოო შეტყობინება ამოხტა:
მხნედ იყავი, მატეო.

რუფუსი 01:59 სთ

ჩემი დედობილ-მამობილი ქვემოთ, კიბესთან იცდის.გაი-


გეს თუ არა, მაშინვე ჩამოცვივდნენ, მაგრამ მალკოლმი პირა-
დი მცველივით მიდგას, რადგან იცის, რომ დრო მჭირდება. ვე-
ლოსიპედისთვის შესაფერის სამოსს ვიცვამ – ვიწრო, სავარ-
ჯიშო შარვალს, ზემოდან ლურჯ, კალათბურთის შორტს, რომ
ფუთა სპაიდერმენივით არ გამომებზიკოს და ტანზე ჩემს საყ-
ვარელ რუხ მოსაცმელს – რადგან ველოს გარეშე ჩემი ბოლო
დღე ვერ წარმომიდგენია. ჩაფხუტიც მიმაქვს, უსაფრთხოება
უპირველეს ყოვლისა. ოთახს უკანასკნელად ვათვალიერებ.
გულის აჩუყებას და ეგეთებს არ ვაპირებ, მაშინაც კი, როცა ბი-
ჭებთან ერთად დაჭერობანას თამაში მახსენდება – არ ვტყუი.
სინათლეს ჩართულს ვტოვებ, კარს კი ღიას, რომ მალკოლმი
და ტაგო აქ შემოსვლისას არ დაფეთდნენ.
მალკოლმი ცალყბად მიღიმის. თავდაჭერილობის თამაში
მაინცდამაინც არ გამოსდის, რადგან ვიცი, რომ თავს კარგავს,
ყველანი ასე არიან. მეც ასე დამემართებოდა, ჩემს ადგილას
სხვა რომ იყოს.
– ფრენსისი მართლა გააღვიძე? – ვეკითხები.
– ჰო.
შესაძლებელია ჩემს მამობილს შემოვაკვდე; აჯობებს არ
გააღვიძო, თუ მისი მაღვიძარა არ ხარ.
მალკოლმს ქვემოთ მივყვები. ტაგო, ჯენ ლორი და ფრენ-
სისი დაბლა იცდიან, მაგრამ ხმას ვერ იღებენ. პირველი, რაც
მინდა ვკითხო, ეიმი ხომ არ გამოჩენილა, იქნებ დეიდამისმა
არ გამოუშვა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.
მჯერა, რომ ჩემთან შეხვედრას არ გადაიფიქრებდა.

36
ყველაფერი კარგად იქნება, აქ მყოფებზე უნდა გადავერ-
თო.
ფრენსისს ნამძინარევი სახე აქვს და თავისი საყვარელი
სამოსის, ხალათის ამარაა, გეგონება მაგნატია და ფულის
დასტები უწყვია, სინამდვილეში კი ერთი ტექნიკოსია, რომე-
ლიც გამომუშავებულ გროშებს გვახარჯავს. მოკლედ, კაი ტი-
პია, მაგრამ ახლა აჩეხილი თმით საგიჟეთიდან გამოქცეულს
ჰგავს, რადგან ორიოდ დოლარის დაზოგვის მიზნით, თავად
იკრეჭს, რაც ნამდვილი სიბეცეა, რადგან ტაგო თავად სტი-
ლისტია. არ გეხუმრებით, ტაგო მთელ ქალაქში ყველაზე მაგ-
რად კრეჭს და ამ ნაბიჭვარს ურჩევნია ერთ დღესაც საკუთარი
სილამაზის სალონი გახსნას და სცენარისტობაზე ოცნებებს
მოეშვას. ფრენსისი კი ტაგოს საკუთარ თავს მაინც ვერ ან-
დობს.
ჯენ ლორი ძველი კოლეჯის მაისურის საყელოთი ცრემ-
ლებს იწმენდს, სანამ სათვალეს ისევ მოირგებდეს. სკამის
წკიპზე ზის, თითქოს ისევ ტაგოს ფავორიტ სლეშერის სერიებს
ვუყურებთ და როგორც მაშინ, ახლაც დგება, თუმცა არა უსია-
მოვნო დაძაბულობის გამო. მეხუტება, თავს მხარზე მადებს და
ტირის. გაფრთხილების მიღების შემდეგ პირველად ჩამეხუტ-
ნენ და ხელის გაშვება არ მინდა, თუმცა საქმეს უნდა მივხედო.
ჯენი გვერდში მიდგება, მე კი იატაკს დავყურებ.
– ერთი მჭამელი მოგაკლდებათ. – არავინ იცინის. ვიწუ-
რები. არ ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთო, არსად ისწავლება,
როგორ უნდა შეამზადო გარშემო მყოფნი შენი სიკვდილის-
თვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვიდმეტი წლის, ჯან-ღო-
ნით აღსავსე ხარ. საკმარისი უსიამოვნება გადაგვხდა ცხოვ-
რებაში და ახლა მინდა, რომ გაიცინონ. – მოდი, ქვა, ქაღალ-
დი, მაკრატელი ვითამაშოთ?
პირველი მე ვიტყაპუნებ მუშტს ხელისგულზე და მაკრა-
ტელს ვაკეთებ. მარტო ვარ. კიდევ ვაქნევ მუჭს, ამჯერად ქვას
ვაკეთებ, ისევ არავინ მიერთდება. – მიდი რა, ხალხო. – თავი-
დან ვიწყებ და მალკოლმი ჩემს მაკრატელს ქაღალდს უპირის-
პირებს. ერთი წუთი გადის და თამაშში უკვე რამდენიმე ხელია.

37
ფრენსისისა და ჯენ ლორის დამარცხება იოლია. მე და ტაგო
ვრჩებით და ქვა მაკრატელს ჯაბნის.
– თავიდან, – იძახის მალკოლმი. – ტაგო ბოლო წამს ქა-
ღალდს ქვით ცვლის.
– ისედაც სულ ატყუებ რუფს, დღეს მაინც შეგეკავებინა თა-
ვი! – ტაგო თავს აქნევს.
ტაგოს ძმური სიყვარულით გავკარი მხარი.
– მაგარი კვერცხი ხარ.
კარზე ზარის ხმაა.
გულის ფანცქალით მივვარდი და გამოვაღე. ეიმი სახეზე
ისეთი აწითლებულია, რომ ლოყაზე დაბადებიდან გამოყოლი-
ლი დაღიც კი უჩანს.
– მეღადავები? – მეკითხება ეიმი.
უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
– თუ გინდა ტელეფონში გაჩვენებ დროს.
– ბოლო დღე არ მიგულისხმია, – მეუბნება ეიმი. – აი, ეს.
განზე დგება და კიბის ბოლოსკენ იშვერს თითს, – იქ პეკი ჩანს,
დაბეგვილი სიფათით, ის, რის ნახვასაც სიცოცხლის ბოლომ-
დე არ ვაპირებდი.

მატეო 02:02 სთ

არ ვიცი მსოფლიოში უკანასკნელი მეგობრის რამდენი პი-


რადი ანგარიშია აქტიური, თუმცა მხოლოდ ნიუ-იორკში ორ-
მოცდაორს მიჩვენებს და ამ მომხმარებლებს რომ შევყურებ,
ასე მგონია პირველ კლასში პირველ გაკვეთილს ვესწრები.
დიდ წნეხს განვიცდი და არც კი ვიცი, საიდან დავიწყო – სანამ
შეტყობინება არ მომდის.
ონლაინ საფოსტო ყუთში ლურჯი კონვერტი პულსირებუ-
ლად ანათებს, გახსნას ელოდება. თემის ზოლში არაფერი წე-
რია, მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია: უენდი მაე გრინი. 19
წლის. მდედრობითი. მანჰეტენი, ნიუ-იორკი (2 მილის მოშო-
რებით). მის პროფილზე შევდივარ. მგზავრი არ ყოფილა. ჩვე-
ულებრივი გოგონაა, რომელსაც, უბრალოდ, სურს ვინმე

38
მგზავრი ღამით ანუგეშოს. ბიოგრაფიაში საკუთარ თავს აღ-
წერს, როგორც „სკორპიუს ჰოთორნზე გადარეული წიგნის
ჭია“ და სავარაუდოდ, პროგრამამ ამიტომ დაგვაკავშირა. წან-
წალიც ჰყვარებია, „განსაკუთრებით მაისის ბოლოს, როდესაც
საამური ამინდებია“. მაისის ბოლოს აქ აღარ ვიქნები, უენდი
მაე. ნეტავ რამდენი ხანია, რაც ეს პროფილი აქვს და უთხრა
თუ არა ვინმემ, რომ მგზავრებთან მომავალზე საუბარი უპა-
ტივცემულობაა და მისი დღეგრძელობა შეურაცხყოფად აღიქ-
მება. ფოტოებში შევდივარ. სასიამოვნო გოგონა ჩანს – თეთ-
რი კანი, თაფლისფერი თვალები, წაბლისფერი თმა, ცხვირზე
პირსინგი და ფართო ღიმილი. შეტყობინებას ვხსნი.
უენდი მაე გ. (02:02 სთ): გამარჯობა, მატეო. წიგნებში კარ-
გი გემოვნება გქონია. დაგენაძლევები, სიკვდილის საწინააღ-
მდეგო შელოცვას ნატრობ, არა?
ვიცი, კეთილი განზრახვით მოიწერა, მაგრამ მის ბიოგრა-
ფიასა და ამ მონაწერს შორის ფრჩხილებს მასობს, იმის მაგივ-
რად, რომ ზურგზე ხელი დამისვას, რისი იმედიც მქონდა. თუმ-
ცა უხეშად არ მოვექცევი.
მატეო ტ. (02:03 სთ): გაგიმარჯოს, უენდი მაე. გმადლობ,
წიგნებში შენც კარგი გემოვნება გაქვს.
უენდი მაე გ. (02:03 სთ): სკორპიუს ჰოთორნი ყველაზე მა-
გარია… თავს როგორ გრძნობ?
მატეო ტ. (02:03 სთ): არც ისე კარგად. სახლიდან გასვლა
არ მინდა, მაგრამ ვიცი, რომ აქაურობა უნდა დავტოვო.
უენდი მაე გ. (02:03 სთ): რაო, რა გითხრეს, შეგაშინეს?
მატეო ტ. (02:04 სთ): სიმართლე გითხრა, ცოტათი კი.
უენდი მაე გ. (02:04 სთ): ჰაჰა, სასაცილო ხარ. საყვარელი.
დედაშენი და მამაშენიც დაპანიკდნენ?
მატეო ტ. (02:05 სთ): არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგ-
რამ უნდა წავიდე. სასიამოვნო ღამეს გისურვებ, უენდი მაე.
უენდი მაე გ. (02:05 სთ): რა იყო, რა გეწყინა? ეს მკვდარი
ტიპები ჩემთან ლაპარაკს სულ რატომ გაურბიხართ?
მატეო ტ. (02:05 სთ): არაფერი, მართლა. ჩემი მშობლები
ვერ დაპანიკდებიან, რადგან დედა აღარ მყავს, მამაჩემი კი-
დევ კომაშია.

39
უენდი მაე გ. (02:05 სთ): და მე ეგ საიდან უნდა მცოდნოდა?
მატეო ტ. (02:05 სთ): აღწერაში მიწერია.
უენდი მაე გ. (02:05 სთ): ჰო, კარგი, კარგი. ანუ სახლში
მარტო ხარ? ჩემს შეყვარებულთან ქალიშვილობა მინდა დავ-
კარგო, მაგრამ ჯერ ცოტა წავივარჯიშებ-მეთქი და, დამეხმარე-
ბი?
სანამ ახალ მონაწერს გააშანშალებს, ჩათიდან გავდივარ
და ვბლოკავ. შევდივარ მის მდგომარეობაში, ალბათ დაუცვე-
ლობის შეგრძნება აქვს, ისიც მეცოდება და მისი შეყვარებუ-
ლიც, მაგრამ მე სასწაულმოქმედი არ ვარ. კიდევ რამდენიმე
შეტყობინება მომდის.
თემა: 420?
კევინი და კელი. 21 წლის. მამრობითი.
ბრონქსი, ნიუ-იორკი (4 მილის მოშორებით)
მგზავრი ხარ? არა.
თემა: თანაგიგრძნობ, მატეო (მაგარი სახელია).
ფილი ბისერი. 24 წლის. მამრობითი.
მანჰეტენი, ნიუ-იორკი (3 მილის მოშორებით)
მგზავრი? არა.
თემა: ტახტს გაყიდი? კარგ მდგომარეობაშია?
ჯ. მარკი. 26 წლის. მამრობითი.
მანჰეტენი, ნიუ-იორკი (1 მილის მოშორებით)
მგზავრი? არა.
თემა: რომ კვდები ტეხავს, არა?
ელი რ. 20 წლის. მდედრობითი.
მანჰეტენი, ნიუ-იორკი (3 მილის მოშორებით)
მგზავრი ხარ? არა.
კევინისა და კელის მონაწერს არ ვიმჩნევ; მოსაწევის გუნე-
ბაზე არ ვარ. ჯ. მარკის შეტყობინებას ვშლი, რადგან ტახტის
გაყიდვას არ ვაპირებ, მამაჩემს გამოადგება შაბათ-კვირას
თვალის მოსატყუებლად. ფილის მივწერ.
ფილი ბ. (02:06 სთ): მატეო, სალამი. როგორაა საქმეები?
მატეო ტ. (02:08 სთ): სალამი, ფილი. ძაან გაცვეთილი
ფრაზა იქნება, თუ გიპასუხებ, რომ გაძლებაზე ვარ?

40
ფილი ბ. (02:08 სთ): არა, ვიცი, რა ძნელია. სიკვდილის უწ-
ყებიდან ზარს ნამდვილად არ ვისურვებდი. ავად ხარ, თუ რა
ხდება? სიკვდილისთვის ძაან ახალგაზრდა ხარ.
მატეო ტ. (02:09 სთ): ჯანმრთელი ვარ, კი. მაშინებს იმაზე
ფიქრი, ეს როგორ მოხდება, ისიც მაშფოთებს, რომ საკუთარ
თავს ვუღალატებ თუ აქედან არ გავალ. არ მინდა აქ მოვკვდე
და მთელი საცხოვრებელი ავაყროლო.
ფილი ბ. (02:09 სთ): მაგაში დაგეხმარები, მატეო.
მატეო ტ. (02:09 სთ): რაში?
ფილი ბ. (02:09 სთ): რომ არ მოკვდე.
მატეო ტ. (02:09 სთ): ეგ არავის შეუძლია.
ფილი ბ. (02:10 სთ): მე შემიძლია. კაი ტიპი ჩანხარ, ისეთი,
სიკვდილს რომ არ იმსახურებს, ჰოდა ჩემთან მოდი, ბინაში.
ოღონდ ჩვენ შორის უნდა დარჩეს, წამალი, შენ რომ გიშვე-
ლის, შარვალში მიდევს.
ფილის ვბლოკავ და ელის შეტყობინებას ვხსნი. როგორც
იტყვიან, მესამე და სამართალიო.

რუფუსი 02:21 სთ

ეიმი სახეში შემომყვირის და მაცივარზე მაკრავს. თუ საქმე


ძალადობას ეხება, თამაშიდან გადის, რადგან მისმა მშობ-
ლებმა საკმარისად ითამაშეს, როცა სასურსათო მაღაზიის
ჯგუფური ძარცვისას, მფლობელსა და მის ოცდაერთი წლის
ვაჟს თავს დაესხნენ. თუმცა თავად მე რომ წარამარა ხელს
მკრავს, ამისთვის არ გამოკეტავენ.
– შეხედე, რუფუს. რა ოხრობაზე ფიქრობდი?
სამზარეულოს დახლზე წამხობილი პეკის დანახვაც არ
მინდა. შემოსვლისას უკვე შევხედე, რაც სჭირდა – ცალი თვა-
ლი ჩალურჯებული, ტუჩი გახეთქილი, დასივებულ შუბლზე კი
მიმხმარი სისხლის ლაქები აქვს. ჯენ ლორი გვერდში ამოს-
დგომია და შუბლზე ყინულს ადებს. ეიმისაც კი ვერ ვუყურებ,
ჩემზე წარმოდგენა ისე აქვს დაკარგული, ბოლო დღეც ვერ
მიშველის. ტაგო და მალკოლმი მიცავენ, თან ჩუმად არიან,

41
რადგან ჯენმა და ფრენსისმა უკვე ჩაუკაკლეს შუაღამით ჩვენი
ქუჩა-ქუჩა ყიალისა და პეკის გამოჭერის ამბები.
– რაღაც ვეღარ ყოყლოჩინობ. – მეუბნება პეკი.
– მოკეტე. – ეიმი გამწარებული მიუტრიალდება და მობი-
ლურ ტელეფონს მაგიდაზე ისე ახეთქებს, ყველა კრთის. –
არავინ გამოგვყვეს. – სამზარეულოს კარს წიხლით აღებს,
როგორც წესი, ფრენსისი ასე მოშორებით, კიბესთან არ დგას
ხოლმე, თუმცა ცნობისმოყვარეობაც სძლევს და თან თავს იკა-
ვებს, არ უნდა მგზავრი შეარცხვინოს ან დასაჯოს.
ეიმი მისაღებში მიმაპორწიალებს.
– რა გამოდის, რახან სიკვდილის უწყებიდან დაგირეკეს,
ვინც თვალში არ მოგდის, ყველა უნდა მიბეგვო?
როგორც ჩანს, პეკს არ უთქვამს, რომ მისი დაზელვა ზარის
შემოსვლამდე დავიწყე.
– მე…
– რა შენ?
– ტყუილს აზრი არ აქვს. მის საჭიროდ მივედი.
ეიმი უკან დგამს ნაბიჯს, თითქოს ურჩხული ვარ და მასზე
ვიწევ, რაც გულს მიკლავს.
– მისმინე, ეიმ, გავოგნდი, უკვე ისედაც დაკარგული მქონ-
და მომავლის რწმენა, სანამ სიკვდილის უწყება ხელებში ყუმ-
ბარას მომაჩეჩებდა. მუდამ ცუდი ნიშნები მყავდა, თითქმის
თვრამეტის ვარ, შენ დაგკარგე და ლამის გავრეკე, რადგან ვე-
ღარ მივხვდი, რა უნდა მეკეთებინა. თავი ნამდვილ არარაო-
ბად ვიგრძენი და წყეულმა პეკმაც ზუსტად იგივე მითხრა.
– შენ არარაობა არ ხარ, – მეუბნება ეიმი, ცოტა ათრთო-
ლებული ჩემკენ მოდის, შეშინებული აღარ ჩანს. ხელს მკი-
დებს და ტახტზე ვსხდებით, სადაც პირველად მითხრა, რომ
პლუტონიდან მიდიოდა, რადგან დეიდამისს მისი მეურვეობის-
თვის საკმარისი სახსრები გამოუჩნდა. ერთ წუთში დამშორდა
კიდეც, დაწყებით სკოლაში მისი კლასელის, პეკის, იაფფასია-
ნი რჩევით, ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება არჩია.
– ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ. შენი თქმის არ იყოს, თავის
მოტყუებასაც აღარ აქვს აზრი, შენი ცხოვრების ბოლო დღესაც
კი. – ჩემს ხელს იღებს და ტირის, ალბათ აქ მოსვლით თავმოყ-

42
ვარეობა შეელახა. – ჩვენი სიყვარული არასწორად გავიგე,
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მიყვარხარ. სწორედ შენ იყავი
ჩემ გვერდით, როცა რაღაცის შეცვლა მჭირდებოდა, შენ მა-
ბედნიერებდი, როდესაც ყველას და ყველაფრის მიმართ სი-
ძულვილი მავსებდა. არარაობები სხვა ადამიანებში ასეთ
გრძნობებს ვერ აღძრავენ. – მეხუტება, როგორც ისტორიულ-
დოკუმენტური ფილმის დაწყებისას იცოდა, მხარზე თავს რომ
დამადებდა.
მეც ვხვევ ხელს, რადგან ახალი არაფერი მაქვს სათქმელი.
მინდა, ვაკოცო, მაგრამ მისგან თვალთმაქცობას ვერ ავიტან.
ძალიან ახლოს კი მყავს და უკან ვწევ თავს, რომ სახეზე შევხე-
დო და უკანასკნელი კოცნაც უფრო ბუნებრივი გამოვიდეს.
თვალს მისწორებს და მისკენ ვიხრები…
მისაღებში ტაგო შემოდის და თვალებზე ხელს იფარებს.
– უი, ბოდიში!
იხტიბარს არ ვიტეხ.
– საბოდიშო არაფერია.
– პანაშვიდის ამბები უნდა მოვაგვაროთ, – ამბობს ტაგო.
– მაგრამ შენ არ იჩქარო. დღეს შენი დღეა. მაპატიე, სისულე-
ლე ვთქვი, დღეს დაბადების დღეც კი არ გაქვს, პირიქითაა. –
კისერი ეჭიმება. – ყველას შემოვყრი, – უკან მიდის.
– არ მინდა ეგოისტივით მოგექცე, – ამბობს ეიმი. ხელს არ
მიშვებს, სანამ ყველა არ შემოვა.
ეს ჩახუტება მჭირდებოდა. ველოდები, ცერემონიალის და-
სასრულს, მზის სისტემის გამართვისას, ჯგუფური ჩახუტების
დროს პლუტონებს როდის გადავეხვევი.
ტახტის ცენტრში ვზივარ. ფილტვებს სუნთქვას ვაძალებ,
სასტიკი ბრძოლა მიდის. მალკოლმი მარცხნივ, ეიმი მარ-
ჯვნივ, ტაგო კი ფეხებში მიზის. პეკი დისტანციას იჭერს და ეი-
მის მობილურს ჩაჰყურებს. ვერ ვიტან მის მობილურში რომ
დაძვრება, მაგრამ თავისი მე გავუტეხე, ამიტომ ენაზე კბილის
დაჭერა მიწევს.
ეს ჩემი პირველი მგზავრული სამგლოვიარო პროცესია,
რადგანაც ჩემს ოჯახს თავის დროზე ამაზე არ უფიქრია, ჩვენ
ხომ ერთმანეთი გვყავდა, თანამშრომლები და ძველი მეგობ-

43
რები რა საჭირო იყვნენ. მე თვითონ რომ მივიდე დანარჩენებ-
თან, მაშინ ჯენ ლორის პირდაპირი საუბრისთვისაც მზად უნდა
ვიყო. თავს სუსტად და უმწეოდ ვგრძნობ და ცრემლები მომ-
დის, ზუსტად ისე, დაბადების დღის სიმღერას რომ მიმღერიან,
გეფიცებით, ყოველ წელს მეტირება.
მეტირება.
– უამრავი მიზეზის მიუხედავად, არასდროს გიტირია,
თითქოს სხვებისთვის რამის დამტკიცებას ცდილობდი. სხვე-
ბისთვის… – ჯენ ლორი პლუტონებისკენ არ ბრუნდება, თვალს
არ მწყვეტს, თითქოს თვალის გასწორების კონკურსია. პატი-
ვისცემას იმსახურებს. – ყველა ღნაოდა, მაგრამ შენ ისეთი
სევდიანი იყავი, რუფუს. რამდენიმე დღე ჩვენთვის ზედაც არ
შემოგიხედავს. მივხვდი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქ ვინ
იდგებოდა. მძიმე სიცარიელე გაწვა მხრებზე, ვიდრე აქ მეგობ-
რები არ შეიძინე.
ვტრიალდები და ეიმი თვალს არ მაცილებს, ის შეწუხებუ-
ლი მზერა აქვს, დაშორებისას რომ მესროლა.
– თავს ყოველთვის უკეთ ვგრძნობდი, როცა ყველა ერთად
იყავით, – ამბობს ფრენსისი.
ამაღამდელზე არ ილაპარაკებს. ვიცი. სიკვდილი საშინე-
ლებაა, მაგრამ ციხეში გამოკეტვა და იმის ყურება, გარეთ
ცხოვრება როგორ გრძელდება, ალბათ უარესი უნდა იყოს.
ფრენსისი შემომცქერის, მაგრამ არაფერს ამბობს.
– დროში ვიწვით. – მალკოლმს ხელს უქნევს. – შენი ჯე-
რია.
მალკოლმი ოთახის შუაგულში გამოდის და მოკაკულ ბე-
ჭებს სამზარეულოს შეაქცევს. ყელს იწმენდს, ხრინწიანი ხმა
ამოსდის, გეგონება სასულეში რაღაც გაეჩხირაო და პირიდან
ცოტაოდენი ნერწყვიც სცვივა. მთელი დღე და მოსწრება ასე-
თი ფეთხუმი იყო, იმ ტიპს ჰგავს, მაგიდაზე ხიხოსავით რომ იქ-
ცევა და ვერც იაზრებს, ისე გარცხვენს. სამაგიეროდ, ალგებ-
რაში გამეცადინებდა და საიდუმლოს შენახვა გამოსდიოდა.
ტაგოს პანაშვიდი რომ იყოს, სწორედ მის ამ დადებით მხარეზე
ვისაუბრებდი.

44
– შენ იყავი… ხარ ჩემი ძმა, რუფ. რა აბსურდია, თავი კოშ-
მარში მგონია. – თავს ხრის და თითებს იკვნეტს. – შენ მაგივ-
რად ჩემთვის უნდა დაერეკათ.
– რას მიედ-მოედები. მოკეტე რა!
– მართლა გეუბნები, – იძახის, – ვიცი, რომ უკვდავი არა-
ვინაა, მაგრამ შენ სხვებზე დიდხანს უნდა გეცოცხლა, ყველაზე
მნიშვნელოვანი ვინმე ხარ. რა არის ეს ცხოვრება, მე ერთი
არარაობა ვარ, რომელსაც სურსათის მაღაზიაშიც კი არ შეუძ-
ლია მუშაობა, შენ კი…
– მე კი ვკვდები! – ფეხზე წამომდგარი ვაწყვეტინებ. გაღი-
ზიანებული ვარ და მხარში მუშტს ვაზელ, არც ვებოდიშები. –
ეს მე ვკვდები და სიცოცხლის გადაცვლა არ გამოვა. დიდი
არარაობა არ ხარ, მაგრამ დაუკრეფავში გადაუსვლელად ვერ
ძლებ.
ტაგო უხმოდ დგას, კისერს იზელს და ის ისევ ეჭიმება.
– რუფ, მომენატრება, ასე რომ გვაკეტინებდი ხოლმე. მალ-
კოლმის ჩაძაღლებაზე აწი ვინღა ამაღებინებს ხელს, ჩვენს
წილ საჭმელს ერთი ამოსუნთქვით რომ გაფქვავს. მზად ვიყა-
ვი, შენი წყეული ფინჯნისთვის სიბერემდე მეყურებინა. – ტაგო
სათვალეს იხსნის, ხელით ცრემლებს იწმენდს და შემდეგ
მუშტს კრავს. ჭერში ისე იხედება, ვითომ იქიდან სამგლოვია-
რო პინიატა ჩამოვარდება. – შენ ხანგრძლივი სიცოცხლით უნ-
და დამტკბარიყავი.
არავინ არაფერს ამბობს, მხოლოდ ტირილს უმატებენ. ჯერ
კიდევ ცოცხალს დამტირიან და უსიამოვნო ჟრუანტელი მივ-
ლის. მინდა ყველა დავამშვიდო, მაგრამ გაშეშებული ვდგავარ
და ვერ ვიძვრი. ჩემი ოჯახის დაღუპვაში კარგა ხანს თავს ვიდა-
ნაშაულებდი, მაგრამ ახლა ამ მგზავრის უცნაურ დანაშაულის
გრძნობას ვერაფერს ვუხერხებ, როცა იცი, რომ შენი გუნდი
უნდა დატოვო.
ახლა ეიმი გამოდის სცენაზე და ყველამ ვიცით, რომ საქმე
უკიდურესად სერიოზულადაა.
– თუ ვიტყვი, გაცხადებული კოშმარია-მეთქი, ალბათ არ
გაგიკვირდებათ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ზედმეტად ად-
რამატულებდნენ, როცა იძახდნენ, ნამდვილი კოშმარიაო.

45
იმას ვამბობ, რომ ასეთ რამეს ხომ მაშინ გრძნობ, როცა ნამ-
დვილი ტრაგედია ხდება? არ ვიცი, როგორ მინდოდა მათ ეგ-
რძნოთ, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მიზანში მოარტყეს. მოკ-
ლედ, კიდევ ერთი კლიშე. მინდა, რომ გავიღვიძო, და თუ ვერ
გავიღვიძებ, მაშინ უმჯობესია, სამუდამო ძილს მივეცე, სადაც
ლამაზი სიზმრები შენზე მოგონებებით იქნება სავსე, აი, თუნ-
დაც იმ მოგონებით, ნამდვილი გრძნობით რომ შემომხედე და
არა ისე, როგორც სხვები მაშტერდებიან ნაიარევზე.
ეიმი გულზე იდებს ხელს და სიტყვები ახრჩობს:
– ძალიან მტკივნეულია, რუფუს, იმაზე ფიქრი, რომ აღარ-
სად იქნები, როცა შენთან დარეკვა, ჩახუტება, ანდა… – მე
აღარ მიყურებს; ჩემ უკან რაღაცას თვალს უჭუტავს და ხელს
ჩამოუშვებს. – პოლიციას ვინ დაურეკა?
ლამის ტყავიდან ამოვხტე, დუპლექსის წინ წითელ და
ლურჯ ნათებას ვხედავ. წამიერი და თან აუტანლად ხანგრძლი-
ვი პანიკა მიპყრობს. მხოლოდ ერთი არსება დგას წარბშეუხ-
რელად და მშვიდად. ეიმი და მისი თვალები ჩემს მზერას უკან,
პეკისკენ მიჰყვება.
– ოღონდ შენ არა, – ამბობს ეიმი და მისკენ მიდის. მობი-
ლურს ხელიდან გლეჯს.
– თავს დამესხა! – გაჰყვირის პეკი. – არ მანაღვლებს, რომ
ცალი ფეხი იქით აქვს.
– ვადაგასული ხორცი კი არ არის, ჩვეულებრივი ადამი-
ანია! – სახეში შეღრიალებს ეიმი.
შარში ვარ. არ ვიცი, პეკმა ეს როგორ მოახერხა, რადგან
აქ ყოფნისას არსად დაურეკავს, მაგრამ საკუთარ პანაშვიდზე
ძაღლები დამაყენა. როგორ მინდა ამ ღორისშვილს რამდენი-
მე წუთში სიკვდილის უწყებამ დაურეკოს.
– უკანა კარით გადი, – იძახის ტაგო და კანკალებს.
– თქვენც უნდა გამომყვეთ, ბიჭებო, იქ იყავით.
– ჩვენ როგორმე შევაყოვნებთ, – მეუბნება მალკოლმი. –
შევიყოლიებთ.
კარზე კაკუნია.
ჯენ ლორი სამზარეულოსკენ მანიშნებს.
– მიდი.

46
ჩაფხუტს დავავლებ ხელს და სამზარეულოში შევრბივარ,
თან პლუტონები შემყავს. ერთხელ მამამ მითხრა, დამშვიდო-
ბება „ყველაზე შესაძლებელი შეუძლებელიაო“.
რადგან არასდროს გინდა ამის გაკეთება, მაგრამ სულელი
უნდა იყო, რომ შესაძლებლობაზე უარი თქვა. თავს გაძარცვუ-
ლად ვგრძნობ, რადგან ჩემს პანაშვიდზე არასასურველი მას-
ტები იჩითებიან.
თავს ვარხევ და უკანა კარით ეზოში გავრბივარ, იქ, სადაც
კოღოებისა და ხილს დასეული უთვალავი ქინქლას გამო გას-
ვლა გვეზარებოდა და ღობეზე ვხტები. ჩუმად მივძვრები და
ვიჭყიტები, რომ დავინახო არის თუ არა ველოსიპედის აწაპნის
ვარიანტი. ძაღლების ავტომობილი გარეთაა გაჩერებული,
თუმცა ორივე ოფიცერი, წესით, შიგნით უნდა იყოს. თუკი პეკმა
ჩამიშვა, გამორიცხული არ არის, უკანა ეზოშიც გამოვიდნენ.
ველოს ხელს ვკიდებ, ტროტუარისკენ ჩავრბივარ და დროის
მოხელთებისთანავე ზედ ვხტები.
არ ვიცი, სად მივდივარ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ.
ჩემს პანაშვიდს ცოცხლად დავესწარი, მაგრამ მერჩივნა
მკვდარი ვყოფილიყავი.

მატეო 02:52 სთ

მესამე ცდამაც არ გაამართლა. ვერ გეტყვით, ელი მარ-


თლა მგზავრია თუ არა, მაგრამ დავბლოკე, რადგან „ტრაგიკუ-
ლად დასრულებული პორნოგრაფიული ფილმების“ ლინკები
ჩამიყარა. აპლიკაცია მაშინვე ჩავხურე. უნდა ვაღიარო, რომ
განვლილი ცხოვრების გამო ისე ძალიან აღარ მრცხვენია,
რადგან თურმე ჩემზე უარესებიც არსებობენ. ნორმალური სა-
უბრის გაბმაც კი ჭირს, უკანასკნელ მეგობარს რომ საერთოდ
შევეშვათ.
შეტყობინებები კვლავინდებურად მომდის, მაგრამ ყურს
აღარ ვიბერტყავ, რადგან ექბოქს-ინფინიტის სისასტიკით გა-
მორჩეული ვიდეოთამაშის „ბნელი გაუჩინარების“ მეათე სა-
ფეხურზე ვარ და „ჩით კოდების“ მოძიებას ვცდილობ. ჩემი
პერსონაჟი, მეჩვიდმეტე დონეზე მყოფი ცეცხლისთმიანი ჯა-

47
დოქარი ქოუვი, გაღატაკებულ სამეფოში წინ ვეღარ მიდის,
თუკი პრინცესას დავალებას არ შეასრულებს. ჰოდა, მეც მივ-
დივარ (უფრო სწორად ქოუვი მიდის), გვერდს უქცევს ვაჭრებს,
რომლებიც ბრინჯაოს ქინძისთავებისა და ჟანგიანი თმის სა-
მაგრების ყიდვას მაძალებენ და პირდაპირ მეკობრეებისკენ
ვიწევ. ეტყობა გონებით სხვაგან ვარ, რადგან ნავსადგურისკენ
მიმავალი ქოუვი ნაღმზე ადგამს ფეხს, მეც აჩრდილად გარ-
დაქმნას ვეღარ ვასწრებ და ვფეთქდები – ქოუვის მკლავი ქო-
ხის ფანჯარაში შევარდება, თავი ცაში მიფრინავს, ფეხებისგან
კი თითქმის აღარაფერი რჩება.
ეკრანის ჩამოტვირთვას გულის ფანცქალით შევყურებ,
მაგრამ აგერ უცებ ახალი ქოუვი ჩნდება, სრულიად უვნებელი.
რა ენაღვლება.
მე ვიკითხო, რომ ვეღარ გავცოცხლდები.
აქ ყოფნით დროს უაზროდ ვფლანგავ და…
ჩემს ოთახში ორი წიგნის კარადაა. ქვემოთა, ლურჯი, ჩემს
საყვარელ წიგნებს იტევს, ის წიგნები ქვედა კვარტალის მო-
ზარდების კლინიკისთვის ყოველთვიური წიგნების დონაციი-
სას გასაჩუქებლად ვერ გავიმეტე. ზემოთა, თეთრი თარო იმ
წიგნებითაა გამოტენილი, რომელთა წაკითხვას სულ ვაპი-
რებდი.
წიგნებს ისე დავტაცე ხელი, გეგონება ერთიანად წავიკით-
ხავ: მინდა გავიგო, ეს ბიჭი როგორ ერგება ცხოვრებას, რომე-
ლიც მისი რიტუალური გაცოცხლების შემდეგ უმისოდ გრძელ-
დება. ანდა რას გრძნობდა პატარა გოგონა, როდესაც სკოლის
ნიჭიერთა კონცერტზე იმიტომ ვერ გამოვიდა, რომ მის მშობ-
ლებს სიკვდილის უწყებიდან დაურეკეს, თავად კი ოცნებობდა
პიანინოზე დაეკრა. თუნდაც ხალხის იმედად ცნობილი გმირი,
რომელიც სიკვდილის უწყების მსგავსი წინასწარმეტყველის-
გან მიიღებს ცნობას, რომლითაც იგებს, რომ საბოლოო ბრძო-
ლამდე, სადაც მხოლოდ მისი წყალობით თუ შეძლებდნენ ბო-
როტთა მეფეზე გამარჯვებას, ექვსი დღით ადრე მოკვდება.
წიგნებს იატაკზე ვყრი და ფეხით ვთელავ, ზოგიერთ ჩემს რჩე-
ულ წიგნსაც კი ვაგდებ თაროებიდან, რადგან რჩეულსა და

48
წიგნს შორის კავშირს აზრი არ აქვს, თუ ის რჩეული აღარ იქ-
ნება.
ამჯერად დინამიკს მივადექი და ლამის კედლიდან გამოვ-
გლიჯე, თუმცა ბოლო წამს გადავიფიქრე. წიგნებისგან გან-
სხვავებით, დინამიკებს ელექტროენერგია სჭირდებათ და ეს
მათი დასასრული იქნება. დინამიკები და პიანინო მაშინებს, იმ
დროს მახსენებს, სკოლიდან შინ რომ ვბრუნდებოდი და ვცდი-
ლობდი, ჩემს მუსიკასთან რაც შეიძლება დიდხანს განვმარ-
ტოებულიყავი, სანამ მამა ტექნიკის მაღაზიის ცვლიდან დაბ-
რუნდებოდა. ვმღეროდი კიდეც, მაგრამ ისე ხმამაღლა არა, მე-
ზობლებს რომ გაეგონათ.
კედლიდან რუკას ჩამოვფხრეწ. ნიუ-იორკის გარეთ ცხვი-
რი არასდროს გამიყვია, ამიერიდან კი ეგვიპტური ტაძრებისა
და პირამიდების, ანდა პუერტო-რიკოში მამას მშობლიური ქა-
ლაქისა და ტყეების მოსანახულებლად თვითმფრინავში ვე-
ღარ ავალ. რუკას ვაქუცმაცებ და ქვეყნები და ქალაქები ჩემს
ფერხთით ცვივა.
ოთახში საშინელი ქაოსია. ძალიან ჰგავს რიგითი ფენტეზი
ბლოკბასტერს, სადაც გმირი ომით გაოხრებული მშობლიური
სოფლის ნანგრევებს შორის დგას, სოფლის, მის ძებნაში რომ
დაბომბეს. მაგრამ ჩამოშლილი შენობებისა და აგურების ნაც-
ვლად, მიწაზე წიგნებია მიმოფანტული, ზოგან კი გროვებად
ყრია. ყველას თავის ადგილს ვეღარ მივუჩენ, მაგრამ ანბანის
მიხედვით შემიძლია დავალაგო და რუკის დახეული ფრაგმენ-
ტები წებოვანი ლენტით შევაერთო (გეფიცებით, ოთახის და-
ლაგებას თავს არ ვარიდებ).
ვთიშავ ექსბოქსს, სადაც ქოუვი გაცოცხლებულია, კიდუ-
რები ადგილზე აქვს, თითქოს წუთის წინ არც აფეთქებულა.
ქოუვი დგას და მელოდება, კვერთხს უაზროდ იქნევს.
მოქმედების დროა. მობილურ ტელეფონს ისევ ვიღებ და
უკანასკნელი მეგობრის აპლიკაციას ვხსნი. იმედი მაქვს, ნაღ-
მივით სახიფათო ადამიანებს ფეხს ავუქცევ.

49
რუფუსი 02:59 სთ

ნეტავ სიკვდილის უწყებას მანამ დაერეკა, სანამ ცხოვრე-


ბას მოვისპობდი.
სიკვდილის უწყებას წინა დღით რომ დაერეკა, იმ სიზმრი-
დან გამომაფხიზლებდნენ, სადაც პატარა ბავშვებთან ტრიციკ-
ლით გასწრების შეჯიბრებაში ვმარცხდებოდი. ერთი კვირის
წინ რომ შემხმიანებოდნენ, შუაღამით ეიმის მონაწერებს არ
წავიკითხავდი, ისევ იმედით ვიქნებოდი. ორი კვირის წინ რომ
დაერეკათ, მალკოლმთან და ტაგოსთან მარველისა და დისის
გმირებზე კამათს გამაწყვეტინებდნენ (და ალბათ მაცნესაც და-
ვეკითხებოდი აზრს). ერთი თვის წინ რომ გავხსენებოდი, იმ
მდუმარებას დაარღვევდნენ, რომელსაც ეიმის წასვლის შემ-
დეგ ვინარჩუნებდი, როცა არავის ხმის გაგონება აღარ მსურ-
და. ნურას უკაცრავად, სიკვდილის უწყებიდან მაინცდამაინც
ამაღამ დამირეკეს, როცა პეკს ვცემდი და რამაც ეიმი დუპლექ-
სში ჩემდა ჭირად მოიყვანა, რა დროსაც პეკმა საქმეში ძაღლე-
ბი ჩარია და ჩემი პანაშვიდი შეამოკლა, რის გამოც ახლა ასი
პროცენტით მარტო ვარ.
არაფერი მსგავსი არ მოხდებოდა, უწყებიდან რომელიმე
სხვა დღეს რომ დაერეკათ.
პოლიციის სიგნალები მესმის, პედლებს მთელი ძალით
ვაწვები. იმედი მაქვს, გამოვძვრები.
კიდევ ორი წუთიც და, სულის მოსათქმელად „მაკდონალ-
დსსა“ და ავტოგასამართს შორის ვჩერდები. აქაურობა აბ-
დღვრიალებულია, ალბათ აქ გაჩერება ცუდი აზრია, მაგრამ
გამოსაჩენ ადგილას დგომა ზოგჯერ დამალვის ყველაზე ეფექ-
ტური ხერხია. ესეც არ ვიცი, ჯეიმზ ბონდი არა ვარ და არც სა-
ხელმძღვანელო მაქვს, თუ როგორ დავემალოთ ცუდ მასტებს.
ჯანდაბა, ახლა ცუდი მასტი მე გამოვდივარ.
მოძრაობის თავი აღარ მაქვს. გულს ბაგაბუგი გაუდის, ფე-
ხებზე ცეცხლი მედება და სულს ძლივს ვითქვამ.
ავტოგასამართი სადგურის მოშორებით, ტროტუარზე
ვჯდები. შარდის და იაფფასიანი ლუდის სუნი დგას. კედელზე,
საბურავების გასაბერ დანადგართან, ორი სილუეტის გრაფი-

50
ტია. სილუეტები კაცების ტუალეტის კარზე მიხატულ ნიშნებს
ჰგვანან. ფორთოხლისფერი სპრეით ზედ უკანასკნელი მეგობ-
რის აპი მიუწერიათ.
ისევ ვერ ვახერხებ ჩემებთან ჯეროვან გამოთხოვებას, უკა-
ნასკნელად ვერ ვეხვევი ვერც ჩემს ოჯახს და ვერც პლუტო-
ნებს. ამას ხომ გამოთხოვებაც არ ჰქვია, მადლობაც კი ვერ გა-
დავუხადე იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს. დრო-
დადრო მალკოლმი ერთგულებას მიმტკიცებდა, ტაგო თავისი
დაბალბიუჯეტიანი ფილმის სცენარს გვიკითხავდა, ყვითელი
კლოუნი და საბედისწერო კარნავალი, გველის ტაქსი – თუმცა
ექიმის შემცვლელი ცუდი ფილმის კვალობაზეც ნამდვილი სა-
შინელება იყო. ფრენსისი პერსონაჟებს ჰბაძავდა და სიცილით
ვიხეოდი, ვეხვეწებოდი გაჩერებულიყო, რადგან უკვე ნეკნები
მტკიოდა. საღამოს ჯენ ლორიმ პასეანსი მასწავლა – ცხოვრე-
ბა გრძელდებოდა, თუმცა დრო საკუთარი თავისთვისაც უნდა
გამომენახა. არაჩვეულებრივი საუბარი მქონდა ფრენსისთან,
მაშინ მხოლოდ ჩვენ ორს გვეღვიძა და მითხრა, რომ თუ ვინმე
მომწონდა, საქებარი სიტყვებით შემკობას, სჯობდა მასთან
რამე თემაზე მესაუბრა, რადგან „ყველას შეიძლება ჰქონდეს
ლამაზი თვალები, თუმცა მხოლოდ რჩეულს შეუძლია მის-
წვდეს შენს გულს და მისი ყოველი სიტყვა სიმღერად ჩაგეს-
მას“. ეიმი ამ სიტყვების გაცხადებაა, ახლაც კი, როცა აღიარა,
რომ აღარ ვუყვარდი და ბორკილები ამხსნა.
პლუტონის მზის სისტემის ჯგუფური ჩახუტებისთვის ახლა
ყველაფერს მივცემდი, მაგრამ უკან ვერ დავბრუნდები. შეიძ-
ლება არც უნდა გამოვქცეულიყავი. ალბათ გაქცევაში დამდებ-
დნენ ბრალს, მაგრამ განსჯის თავი არა მაქვს. პლუტონები ამ
უსიამოვნებას არ იმსახურებენ, სიტყვით გამოსვლისას ყვე-
ლამ გულწრფელად ილაპარაკა. ამ ბოლო დროს ცოტა ავიჭე-
რი, მაგრამ ცუდი ტიპი არა ვარ. ნაძირალა რომ ვყოფილიყავი,
ტაგო და მალკოლმი არ დამიმეგობრდებოდნენ და არც ეიმის
შევუყვარდებოდი.
ისინი ჩემთან არ არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო
უნდა ვიყო.
მარტოობა მართლა არ მინდა.

51
ძალას ვიკრებ და გრაფიტიან კედლამდე მივდივარ, ზედ
საღებავით დათხვრილი პოსტერიც მიუკრავთ – შეიქმენი წამი
თუ რაღაც მსგავსი. კედელზე უკანასკნელი მეგობრის სილუე-
ტებს შევყურებ. ჩემები რომ დაიღუპნენ, დარწმუნებული ვიყა-
ვი, რომ მარტოობაში მოვკვდებოდი.კაცმა არ იცის, მაგრამ
რადგანაც გავირიყე, არ ნიშნავს, რომ უკანასკნელი მეგობარი
არ უნდა მყავდეს. ვიცი, რომ ჩემში, სადღაც კარგი რუფუსიც
ცხოვრობს, რუფუსი, რომელიც ოდესღაც ვიყავი და ეგებ უკა-
ნასკნელმა მეგობარმა იგი გარეთ გამოათრიოს.
აპლიკაციები საჩემო არაა, თუმცა არც სხვების ცემაა ჩემი,
ჰოდა დღეს საკუთარი ტყავიდან ამოვხტი. „ეპ სთორს“ ვხსნი
და უკანასკნელი მეგობრის ჩამოტვირთვას ვაჭერ. ძალიან
სწრაფად მოაქვს; სავარაუდოდ, მეხსიერებას გადაავსებს,
მაგრამ მკიდია.
მგზავრად ვრეგისტრირდები, პირადი მონაცემები შემყავს,
ინსტაგრამიდან ძველ ფოტოს ვტვირთავ და ეგ არის.
პირველივე წუთზე შვიდი შეტყობინების შემოყრა მარტოო-
ბის განცდას ვერ მიქარვებს – თანაც ერთი ტიპი რაღაცას ბო-
დავს, შარვალში სიკვდილის წამალი მაქვსო და მეთქი, არა
ძმაო, მაგას ისევ სიკვდილი მირჩევნია.

მატეო 03:14 სთ

ჩემს პროფილზე პარამეტრებს ვცვლი, რომ მხოლოდ თექ-


ვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მომხმარებლებისადმი
ვიყო ხელმისაწვდომი; უფროსი კაცები და ქალები ვეღარ შე-
მაწუხებენ. კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ წინ და ამჯერად მხოლოდ
მგზავრებად დარეგისტრირებულნი მოახერხებენ ჩემთან და-
კავშირებას, ასე რომ, მოსაწევის გამსაღებლებთან და ავეჯის
მუშტრებთან დროის კარგვა აღარ მომიწევს, რაც ონლაინ-
მყოფთა რიცხვებს ნიშანდობლივად ამცირებს. დარწმუნებუ-
ლი ვარ ასობით, შეიძლება ათასობით ახალგაზრდამ მიიღო
დღეს გამაფრთხილებელი ზარი, თუმცა მხოლოდ ოთხმოც-
დაცხრა დარეგისტრირდა თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე
ასაკის კატეგორიაში. თვრამეტი წლის ზოი მწერს, მაგრამ უპა-

52
სუხოდ ვტოვებ, ხოლო როცა ჩვიდმეტი წლის რუფუსის პრო-
ფილს ვხედავ – ეს სახელი ყოველთვის მომწონდა – მის მონა-
ცემებს ვამოწმებ.
სახელი: რუფუს ემეტერიო
ასაკი: 17
სქესი: მამრობითი
სიმაღლე: 178 სმ
წარმომავლობა: კუბელი, ამერიკელი
ორიენტაცია: ბისექსუალი
საქმიანობა: პროფესიონალი უსაქმური
ჰობი: ველოსიპედი. ფოტოგრაფია
რჩეული ფილმები/სერიალები/წიგნები: <გამოტოვება>
ვინ იყავით ცხოვრებაში: ისეთ რამეს გადავურჩი, საიდანაც
წესით ცოცხალი ვერ უნდა გამოვმძვრალიყავი.
სურვილების სია: მინდა რამე ღირებული გავაკეთო.
საბოლოო ფიქრები: დროის ამბავია. შეცდომები დამიშ-
ვია, მაგრამ აქედან თავაწეული წავალ.
მე მეტი დრო და სიცოცხლე მინდა, ეს ვიღაც რუფუს ემეტე-
რიო კი ბედს უკვე შეჰგუებია. შეიძლება სუიციდური მიდრეკი-
ლება აქვს. სუიციდია თუ არა, წინასწარ ვერ განსაზღვრავ,
თუმცა სიკვდილი გარდაუვალია. თუკი ასეთი თავზეხელაღე-
ბულია, მაშინ მასთან ურთიერთობა არ მარგებს – ვინ იცის,
შეიძლება სწორედ მისი ბრალია ჩემი საათი რომ უკუღმა
ტრიალებს. მეორე მხრივ, მისი ფოტოსურათი ჩემს ვარაუდებს
თითქოს ეწინააღმდეგება: მოღიმარი სახე და თავაზიანი მზერა
აქვს. მივწერ და თუ გულმა კარგი მიგრძნო, ეგებ სწორედ ის
ადამიანი აღმოჩნდეს, ვისი გულწრფელობაც გამხსნის.
გავუბედავ. გამარჯობის მიწერისთვის არ დამიჭერენ.
მატეო ტ. (03:17 სთ): ვწუხვარ, რომ აღარ იქნები, რუფუს.
უცნობებთან ასეთი მიმართვა არ მჩვევია. ადრეც რამდენ-
ჯერმე მიფიქრია პროფილის გაკეთება და მგზავრებში გარევა,
მაგრამ არ მეგონა, რომ მათ რამით დავეხმარებოდი. ამჯერად
კი თავად ვარ მგზავრი და ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვა-
ნია სხვებთან საერთო ენის გამონახვა.
რუფუს ე. (03:19 სთ): მატეოს გაუმარჯოს. მაგარი ქუდია.

53
მომწერა და თან პროფილის სურათზე ლუიჯის ქუდიც შემი-
ქო. უკვე სწორედ იმ ადამიანად წარმოვუდგენივარ, ვინც ყო-
ველთვის მინდოდა ვყოფილიყავი.
მატეო ტ. (03:19 სთ): მადლობა. ვფიქრობ, ქუდი სახლში
დავტოვო. ზედმეტი ყურადღება არ მჭირდება.
რუფუს ე. (03:19 სთ): კარგი აზრია. ლუიჯის ქუდი ბეისბო-
ლის კეპების კატეგორიაში არ გადის, ხო?
მატეო ტ. (03:19 სთ): ეგრეა.
რუფუს ე. (03:20 სთ): მოიცა. სახლიდან ჯერ კიდევ არ გა-
მოსულხარ?
მატეო ტ. (03:20 სთ): ჯერ არა.
რუფუს ე. (03:20 სთ): რამდენი წუთის წინ დაგირეკეს?
მატეო ტ. (03:20 სთ): თორმეტს რომ გადაცდა, უწყებიდან
მაშინ დამირეკეს.
რუფუს ე. (03:20 სთ): ამდენ ხანს რას აკეთებდი?
მატეო ტ. (03:20 სთ): სახლს ვალაგებდი და ვიდეოთამა-
შებს ვუჯექი.
რუფუს ე. (03:20 სთ): რომელ თამაშებს?
რუფუს ე. (03:21 სთ): მოიცა, დაიკიდე, რა აზრი აქვს. არა-
ფერს აპირებ? ელოდები რამეს?
მატეო ტ. (03:21 სთ): პოტენციურ უკანასკნელ მეგობრებს
ვწერდი და... მოკლედ ზრდილობიანად რომ ვთქვა, აღფრთო-
ვანებული ვერ დავრჩი.
რუფუს ე. (03:21 სთ): ჯერ გარეთ არ გასულხარ და უკანას-
კნელი მეგობარი რაში გჭირდება?
მატეო ტ. (03:22 სთ): და შენ რაში გჭირდება უკანასკნელი
მეგობარი, როცა მეგობრები გყავს?
რუფუს ე. (03:22 სთ): პირველმა გკითხე.
მატეო ტ. (03:22 სთ): სამართლიანი შენიშვნაა. ჩემი აზ-
რით, გიჟი თუ გავა სახლიდან, როცა იცის, რომ რაღაც ან ვი-
ღაც მოკლავს. ამას ემატება იმ უკანასკნელი მეგობრების არ-
სებობა, რომლებიც ირწმუნებიან, სიკვდილის წამალი შარ-
ვალში გვაქვსო.
რუფუს ე. (03:23 სთ): მაგ სირს მეც ვწერდი! ეგრევე მივა-
რეპორტე და დავბლოკე. გარწმუნებ, იმ მასტს არ ვგავარ, მაგ-

54
რამ ასე ალბათ ვერ დაგაჯერებ. გინდა ვიდეოზარით ვილაპა-
რაკოთ? მოწვევას გამოგიგზავნი.
ეკრანზე მობილურით მოლაპარაკე სილუეტის სიმბოლო
ჩნდება. ლამის ცივად გავუთიშო, რადგან მოვლენების ასე
უცებ განვითარებას არ მოველოდი, მაგრამ სანამ ზარი გაწ-
ყდებოდეს, სანამ რუფუსი გამექცეოდეს, ვასწრებ და ვპასუ-
ხობ. წამით ეკრანი შავდება, შემდეგ კი სრულიად უცნობი რუ-
ფუსი პროფილზე ჩნდება. ოფლად იღვრება და ქვემოთ იხედე-
ბა, მაგრამ თვალებით უმალვე მამჩნევს და ხილული ვხდები,
ცოტა დავფრთხი კიდეც, თითქოს ბავშვობის კოშმარში ნანახი
საფრთხობელაა და ეკრანიდან ბნელ მიწისქვეშეთში მიმათ-
რევს. ჩემს ჰიპერაქტიურ წარმოსახვაში რუფუსი უკვე ნაჭუჭი-
დან მიწიერ სამყაროში ჩემს გადათრევას ცდილობს, ჰოდა…
– გაუ, – ამბობს რუფუსი. – ვჩანვარ?
– კი, სალამი. მე მატეო ვარ.
– რას შვრები, მატეო?! ბოდიში, რომ ვიდეოზარით თავს
გაბეზრებ, – მეუბნება რუფუსი. – ძნელია ვინმეს ენდო, როცა
თვალით ვერ ხედავ, ხო აზრზე ხარ?
– კი, არა უშავს, – ვპასუხობ. კაშკაშა სინათლე ურტყამს,
თუმცა მის შავგვრემან სახეს მაინც ვარჩევ. ნეტავ ოფლი რა-
ტომ სდის.
– გაინტერესებს, ნამდვილ მეგობრებს უკანასკნელი მეგო-
ბარი რატომ ვარჩიე?
– ჰო, – ვპასუხობ. – თუ ძალიან პირადული არ არის.
– არაფერი მსგავსი. არა მგონია, უკანასკნელ მეგობრებში
რამე „ძალიან პირადული“ იყოს. ერთი სიტყვით: მშობლებთან
და დასთან ერთად ვიყავი, როცა ჩვენი მანქანა მდინარე ჰუდ-
სონში გადავარდა და მათ სიკვდილს შევესწარი. მსგავსი და-
ნაშაულის გრძნობით ცხოვრებას ჩემს მეგობრებს არ ვუსურ-
ვებდი. ამისგან უნდა დავიცალო და ვიცოდე, რომ წინააღმდე-
გი არ ხარ.
– მეგობრები რომ მიატოვე?
– არა, რომ შეიძლება ჩემს სიკვდილს შეესწრო.
დღეს უმძიმესი რეალობისთვის მომიწევს თვალის გასწო-
რება: შეიძლება ვნახო, როგორ კვდება ან პირიქით, ერთიც და

55
მეორეც გულს მირევს. იმიტომ არა, რომ მასთან უკვე ღრმა
კავშირს ვგრძნობ, უბრალოდ, ის აზრი, რომ ვიღაცის სიკ-
ვდილს უნდა ვუყურო, ცუდად მხდის, მასევდიანებს და მაცო-
ფებს – და სწორედ ამიტომ მეკითხება. თუმცა არც კი შემომა-
პარა, პირდაპირ მაჯახა. – კარგი, ჰო. რა პრობლემაა.
– მართლა? პრობლემა ისაა, რომ სახლიდან არ გამოდი-
ხარ. უკანასკნელი მეგობარიც რომ არა, მთელი დარჩენილი
დრო ბინაში გამოკეტვას არ ვაპირებდი – და არ მინდა შენც
ასე დაგემართოს, პირიქით, მატეო, ნაბიჯი უნდა გადმოდგა, –
ამბობს რუფუსი. ცოტა მამშვიდებს ფიქრი, რომ ჩემს სახელს
ისე არ იძახის, როგორც უზნეო ფილი ჩემი წარმოსახვებიდან:
უფრო იმ დირიჟორს ჰგავს, კონცერტის დაწყებამდე რომ მოკ-
ლე სიტყვას ამბობს. – მერწმუნე, ვიცი, გარეთ რა სახიფათო-
ცაა. ერთხანს თავადაც ვიფიქრე, ამად ღირდა თუ არა.
– და რა შეიცვალა? – არ მინდოდა გამოწვევასავით მი-
ეღო, მაგრამ ასე გამოვიდა. ჩემი ბინის უსაფრთხოებას ასე იო-
ლად ვერ შეველევი.
– ოჯახი დაკარგე და მერე რა?
– სიცოცხლე აღარ მინდოდა, – ამბობს რუფუსი და განზე
იყურება. – მეც უბრძოლველად დავნებდებოდი, მაგრამ მშობ-
ლებსა და ჩემს დას ეს არ გაახარებდათ. გიჟურად ჩახლართუ-
ლი ამბავია, მაგრამ გადარჩენისთვის ბრძოლამ მაჩვენა, რომ
ჯობს ცოცხალი იყო და სიკვდილს ნატრობდე, ვიდრე კვდებო-
დე და სამუდამო სიცოცხლეზე ოცნებობდე. თუ მე გადავაბიჯე
სირთულეებს და მიდგომა შევცვალე, შენც ასე უნდა მოიქცე,
სანამ გვიანი არ არის, ძმაო. არ დანებდე.
არ დანებდე. პროფილზეც ასე მიწერია. ჩემდამი სხვებზე
მეტ ყურადღებას იჩენს და მეგობარზე მეტად ზრუნავს.
– კარგი, – ვამბობ. – და როგორ მოვიქცეთ? ჯერ ხელი უნ-
და ჩამოვართვათ, თუ? – დიდი იმედი მაქვს, ჩემს ნდობას უწინ-
დელივით ბოროტად არ გამოიყენებენ.
– ხელს შეხვედრისას ჩამოვართმევთ, მაგრამ მანამდე
გპირდები, რომ შენი ლუიჯისთვის მარიო ვიქნები, თუკი მის
ბრწყინვალებას არ დავჩრდილავ. სად შევხვდეთ? აფთიაქთან
ვარ, სამხრეთ…

56
– ერთი პირობით, – ვეუბნები. თვალს ჭუტავს; ალბათ, ღე-
ლავს რამე ოინს ხომ არ ვუმზადებ. – მითხარი, ნაბიჯი შენც უნ-
და გადმოდგაო, მაგრამ მოგიწევს სახლში მომაკითხო. ხაფან-
გი არაა, გეფიცები.
– მაგრამ ხაფანგს ჰგავს, – ამბობს რუფუსი. – სხვა მეგობ-
რის მოძებნა მომიწევს.
– არა, მართლა გეუბნები! გეფიცები. – ლამის მობილური
გამივარდეს, ყველაფერი გავაფუჭე. – არ გატყუებ, მე…
– გაგეღადავე, ძმაო, – ამბობს, – ჩემს მობილურის ნო-
მერს მოგწერ და შენ მისამართი ჩამიგდე. მერე ერთად მოვი-
ფიქროთ რამე.
გულზე ისე ძალიან მომეშვა, როგორც მაშინ, სიკვდილის
უწყების ანდრეამ რომ ტიმოთი დამიძახა, როცა ვიფიქრე, გა-
მიმართლა-მეთქი. იმ განსხვავებით, რომ ახლა თავს სრული-
ად მშვიდად ვგრძნობ. – არის, – ვეუბნები.
ნახვამდის ან რამე მსგავსს არ მეუბნება, მხოლოდ ცოტა
დიდხანს მიყურებს, თითქოს თვალით მზომავს, ან ვინ იცის,
მაინც ხაფანგი ჰგონია.
– შეხვედრამდე, მატეო. ეცადე ჩემს მოსვლამდე არ მოკ-
ვდე.
– ეცადე გზაში არ მოკვდე. – ვპასუხობ. – თავს გაუფ-
რთხილდი, რუფუს.
რუფუსი თავს მიქნევს და ვიდეოზარს თიშავს. მობილურის
ნომერს მიგზავნის და თავს ძლივს ვიკავებ, დავურეკო და დავ-
რწმუნდე, რომ თავად მიპასუხებს და არა ვინმე ავადმყოფი,
რომელიც მას ახალგაზრდა და უსუსური ბიჭების მისამართე-
ბის შეგროვებაში უხდის. მაგრამ თუ რუფუსის გადამოწმებას
დავიწყებ, შეიძლება ჩვენი უკანასკნელი დამეგობრება ჩაიშა-
ლოს.
ცოტა მაწუხებს ის აზრი, რომ უკანასკნელი დღე იმ ადამი-
ანთან უნდა გავატარო, რომელიც სიკვდილს შეეგუა და რო-
მელსაც ბევრი შეცდომა დაუშვია. მას საერთოდაც არ ვიცნობ
და შეიძლება ხულიგანიც კი აღმოჩნდეს – ბოლოს და ბოლოს
სიცოცხლის ბოლო ღამეს გარეთ დაეხეტება, მაგრამ ჩვენს გა-
კეთებულ არჩევანს – პირადულს თუ საერთოს – მნიშვნელო-

57
ბა არა აქვს. ორივეს ერთი დასასრული გვაქვს. რა აზრი აქვს,
ქუჩაზე რამდენად ფრთხილად გადავალთ, ან პარაშუტით გად-
მოხტომაზე უსაფრთხოების გამო უარს ვიტყვით თუ არა, თუნ-
დაც ჩვენი საყვარელი სუპერგმირებივით ფრენის შესაძლებ-
ლობას ხელიდან ვუშვებდეთ. რა აზრი აქვს, ქუჩის ბიჭებით
სავსე უბანში შეუმჩნევლად გავივლით თუ არა.
რა აზრი აქვს, როგორ ვიცხოვრებთ, ბოლოს ორივე ვკვდე-
ბით.

58
ნაწილი მეორე

უკანასკნელი მეგობარი

ნავსადგურში გემი უსაფრთხოდაა,


მაგრამ გემებს ამისთვის არ აგებენ.
ჯონ ა. შედი

ანდრეა დონაჰიუ 03:30 სთ

სიკვდილის უწყებას ანდრეა დონაჰიუსთვის არ დაურე-


კავს, რადგან ის დღეს არ მოკვდება. ანდრეას სახელზე, რო-
გორც სიკვდილის უწყების წევრთან, ბოლო დღის საკმაოდ
ბევრი ზარი მოდიოდა. ამ ღამით, თორმეტიდან სამი საათის
შუალედში, ანდრეამ სამოცდაშვიდ მგზავრთან დარეკა; ყვე-
ლაზე ნაყოფიერი დღე არ ჰქონია, მაგრამ ოთხმოცდათორ-
მეტზარიანი რეკორდის შემდეგ კონტროლს დაუქვემდებარეს,
რადგან სიჩქარეში ამხილეს.
ასე ამტკიცებენ.
შენობიდან გამოსულ, ხელჯოხზე ჩამოყრდნობილ, კოჭ-
ლობით მიმავალ ანდრეას იმედი აქვს, რომ ამღამინდელ ზა-
რებს ადმინისტრაცია არ შეუმოწმებს, მიუხედავად იმისა, რომ
კარგად იცის, ამ პროფესიაში იმედის ანაბარა ყოფნა სახიფა-
თო რამაა. ანდრეამ გვარების თანამიმდევრობა იმ მიზნით
აურია, რომ ერთი მგზავრიდან მეორეზე სწრაფად გადასული-
ყო. ახლა სამსახურის დაკარგვა კატასტროფა იქნებოდა – ავ-
ტოავარიის შემდეგ ფიზიოთერაპია დასჭირდა და ქალიშვი-
ლის სწავლის საფასურიც გაიზარდა. თუ არ ჩავთვლით იმას,
რომ სხვა სამსახურებში თავი ასე კარგად არ უგრძნია, რაც ერ-

59
თი საჭირბოროტო ცხოვრებისეული ხრიკის დამსახურებაა,
რის გამოც მისი წინამორბედები ნაკლებად სტრესულ სამსა-
ხურებში გადაიყვანეს.
წესი ნომერი ერთი: მგზავრები ადამიანებად აღარ ითვლე-
ბიან.
სულ ეს არის. ეს ერთადერთი წესი უნდა გაითავისო და და-
წესებულების კონსულტანტებთან წარამარა სირბილი აღარ
მოგიწევს. ანდრეამ იცის, რომ მგზავრებს აღარაფერი ეშვე-
ლებათ. ვერც ბალიშს აუფუებს, ვერც ბოლო ულუფას მიაწ-
ვდის და ვერც სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, ამიტომ მათზე ლოც-
ვა-ვედრებით ენას არ დაიღლის. მათ მდგომარეობაში არ წარ-
მოიდგენს თავს და არ ატირდება. უბრალოდ, შეატყობინებს,
რომ მოკვდებიან და მორჩა. რაც უფრო მალე გაუთიშავს ყურ-
მილს, მით მალე გადავა მომდევნო მგზავრზე.
ანდრეა საკუთარ თავს ყოველ ღამით უმეორებს, თუ რა-
ოდენ გაუმართლათ მგზავრებს, რომ სწორედ ის არის მათ სამ-
სახურში. მგზავრებს მხოლოდ სიკვდილს არ აუწყებს, სიცოც-
ხლის გაგრძელების შესაძლებლობასაც აძლევს.
მაგრამ მათ მაგივრად ვერ იცხოვრებს, დანარჩენი უკვე
მგზავრებზეა დამოკიდებული.
მოვალეობა უკვე შეასრულა და თანაც ბეჯითად.

რუფუსი 03:31 სთ

ველოზე ვზივარ და იმ ბიჭის, მატეოს, სახლისკენ მივდი-


ვარ. იმედია სერიული მკვლელი არაა, თორემ დამერხ… აჰ,
არა, წყნარი ტიპი ჩანდა. აშკარად დიდ დროს ატარებს საკუ-
თარ თავთან და ალბათ, თავისდა სასიკეთოდ უკიდურესად ან-
ტისოციალურია. უბრალოდ, დაუკვირდით: მთხოვა, სახლში
მომაკითხეო, გეგონება მაღალ კოშკში გამოკეტილი პრინცი
მყავდეს, რომელიც შველას ითხოვს. ვფიქრობ, უხერხულობა
რომ გაუვლის, კრიმინალურ საქმიანობაში პარტნიორობის-
თვის გამოდგება, თუ არადა ჩვენი გზები გაიყოფა. ერთი ის ტე-
ხავს, რომ დასაკარგი დრო არ გვაქვს, მაგრამ რაც იქნება, იქ-
ნება. სხვა თუ არაფერი, უკანასკნელი მეგობარი ჩემს მეგობ-

60
რებს აფიქრებინებს, რომ ქალაქში ტყუილად არ დავძრწივარ
და რაც მთავარია, ამით თავს ცოტათი უკეთ ვგრძნობ.

მალკოლმ ენტონი 03:34 სთ

სიკვდილის უწყებას მალკოლმ ენტონისთვის არ დაურე-


კავს, რადგან ის დღეს არ მოკვდება, თუმცა მისი მომავალი
საფრთხეშია. მალკოლმმა და მისმა საუკეთესო მეგობარმა
ტაგომ რუფუსის ადგილსამყოფელი პოლიციას არ შეატყობი-
ნეს. მალკოლმი პოლიციას არწმუნებდა, რომ რუფუსი მგზავ-
რი იყო და მის დევნას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ოფიცერი რუ-
ფუსის ხელიდან გაშვებას არ აპირებდა, განსაკუთრებით მისი
აგრესიული ქმედების შემდგომ. ჰოდა მალკოლმს გენიალუ-
რი, მაგრამ დამღუპველი იდეა გაუჩნდა: პოლიციას თავს და-
ვაჭერინებო.
მალკოლმი ძაღლების ოფიცერს წაეჭიმა და წინააღმდეგო-
ბა გაუწია, მაგრამ მისი გეგმის ყველაზე დიდი მინუსი ტაგოს
საქმეში ჩაუხედაობა იყო; ტაგო, თავის მხრივ, კამათში მალ-
კოლმზე უარესი აგრესიის გამოვლენით ჩაერთო.
ორივეს, მალკოლმსა და ტაგოს, პოლიციის განყოფილე-
ბაში მიაცუნცულებენ.
– რა უაზრობაა, – ამბობს ძაღლების ავტომანქანის უკანა
სავარძელზე მჯდარი ტაგო. პირს აღარ აწკლაპუნებს და აღა-
რც იმას გაჰყვირის, რომ არაფერი დაუშავებია, არადა, მალ-
კოლმისა და ეიმის გაფრთხილების მიუხედავად, წამოაყრან-
ტალა: – რუფუსს ვერ მიაგნებენ. ყველას უკან ჩამოიტოვებს
თავისი...
– მოკეტე! – ამჯერად მალკოლმს ტაგოს სასჯელის დამძი-
მება აღარ აფიქრებს. იცის, რომ რუფუსმა თავს უშველა. ძაღ-
ლებს სახლიდან რომ გამოჰყავდათ, ველო ეზოში აღარ ეგდო.
იცის, რომ ველოზე მომჯდარი რუფუსი პოლიციას დაუსხლტე-
ბა, თუმცა არ უნდა, რომ ველოსიპედიან ბავშვებზე ეჭიროთ
თვალი და მიაგნონ. თუ მისი მოხელთება სურთ, კეთილი ინე-
ბონ და ხელი გაანძრიონ.

61
მალკოლმი მეგობარს ერთ დღეს ვერა, მაგრამ შეძლების-
დაგვარად დიდ დროს მოუგებს.
იმ შემთხვევაში, თუ რუფუსი ცოცხალია.
მალკოლმი რუფუსზე გათვლილ დარტყმას საკუთარ თავზე
იღებს და იცის, რომ უდანაშაულო არც თავადაა, რაც საღ აზ-
რთან ახლოსაა. პლუტონები ამ ღამით ადრიანად გამოიპარ-
ნენ, რომ პეკისთვის ჭკუა ესწავლებინათ, თუმცა რუფუსი მარ-
ტოც მშვენივრად გაუმკლავდა მას. მალკოლმს მანამდე არას-
დროს უჩხუბია, თუმცა ბევრმა უკვე ჩხუბისთავის იარლიყი მი-
აკერა, რადგან ექვსი ფუტი სიმაღლის ზანგია და ოთხმოცდაათ
კილოს იწონის. მკლავჭიდელის აღნაგობა კრიმინალად არ
აქცევს. ამჯერად კი მალკოლმსა და ტაგოს მცირეწლოვანი
დამნაშავეების სტატუსს მიაკერებენ.
თუმცა მათ ცხოვრება ჯერ კიდევ წინ აქვთ.
მალკოლმი ფანჯარას მისჩერებია და ძალიან უნდა კუთხი-
დან გამოვარდნილ ველოზე შემომხტარ რუფუსს მოჰკრას
თვალი. ბოლოს კი გული უჩუყდება, გულამომჯდარი, ხმამაღ-
ლა სლუკუნებს. იმიტომ კი არ ტირის, რომ დღეიდან კრიმინა-
ლური წარსული ექნება, ანდა პოლიციის განყოფილებაში წას-
ვლა აშინებს, არც იმიტომ, რომ რუფუსი მოკვდება. ამ ღამით
მისი ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ სა-
უკეთესო მეგობარს უკანასკნელად ვერ გადაეხვია.

მატეო 03:42 სთ

კარზე კაკუნია და ბოლთის ცემას ვწყვეტ.


ნერვიულობა მიპყრობს: ვაითუ რუფუსი არ არის, არადა ამ
დროს ჩემს კართან, წესით, ვინ უნდა იდგეს? რუფუსია და თან
ქურდი ძმაკაცები მოიყვანა? იქნებ სულაც მამაჩემია, კომიდან
გამოვიდა, არ გამაგებინა და სიურპრიზს მიწყობს – ბოლო
დღის სასწაულის მსგავსი, რომელზედაც ფილმს გადაიღებენ.
კარისკენ ფეხაკრეფით მივიპარები, ჭუჭრუტანაში ვიხედე-
ბი და რუფუსს ვხედავ, ისიც ჭუჭრუტანაში იჭყიტება, თუმცა ვი-
ცი, რომ ვერ მხედავს.

62
– რუფუსი ვარ, – იძახის გარედან.
ჯაჭვს ხელით ვხსნი და კარს ვაღებ იმ იმედით, რომ მარ-
ტოა. ჩემ წინ ნამდვილი, სამგანზომილებიანი რუფუსი დგას,
ვიდეოთვალში რომ ვხედავდი, ის კი არა, მუქი რუხი ჟაკეტითა
და ადიდასის სპორტულ შარვალზე ამოცმული ლურჯი კალათ-
ბურთის შორტით. თავის აქნევით მესალმება. არც იღიმის, არც
არაფერი, თუმცა მეგობრული იერი აქვს. წინ ვიხრები, გული
მიბაგუნებს, დერეფანში ვიჭყიტები და ვამოწმებ, ვაითუ კე-
დელს ვიღაც ეფარება, მეცეს და ისიც წამართვას, რაც მაბა-
დია. მაგრამ დერეფანი ცარიელია და ამჯერად რუფუსიც იღი-
მის.
– შენს ზონაში ვარ, ძმაო, – ამბობს ის, – თუ ვინმეს ეჭვები
უნდა აღეძრას, ეს მე ვარ. გიჯობს ბავშვურ სპექტაკლს არ
დგამდე.
– სპექტაკლი არაფერ შუაშია, – ვუხსნი. – მაპატიე, უბრა-
ლოდ… ნერვები აღარ მყოფნის.
– ახლა ერთ ნავში ვსხედვართ. – ხელს მიწვდის და მეც
ვართმევ. ოფლიანი ხელისგული აქვს. – გაემზადე უკვე? ცოტა
უხერხული შეკითხვა კია.
– გავემზადესავით, – ვპასუხობ. კარზე მომადგა, რომ ჩემ
გვერდით იყოს და ამ თავშესაფრიდან გამომაძვრინოს, რომ
იქამდე ვიცოცხლოთ, სადამდეც გავქაჩავთ. – ცოტა მადროვე,
ერთ-ორ ნივთს ავიღებ.
შიგნით არ ვეპატიჟები და არც თავად გამოთქვამს სურ-
ვილს. კარი ღიად უჭირავს და მელოდება, როდის ავიღებ ჩემი
მეზობლებისთვის გადასაცემ წერილებსა და გასაღებს. სინათ-
ლეს ვაქრობ, რუფუსის გვერდის ავლით გარეთ გავდივარ და
ისიც კარს ხურავს. ვრაზავ, რუფუსი ლიფტისკენ მიდის, მე კი
საპირისპირო მხარეს.
– სად მიდიხარ?
– არ მინდა მეზობლები აფორიაქდნენ, როცა კარს არავინ
გაუღებთ. – ერთ ბარათს ელიოტის კართან ვდებ. – ელიოტი
საჭმელს მიმზადებდა ხოლმე, რადგან მარტო ვაფლებს ვჭამ-
დი. – რუფუსისკენ მივდივარ და მეორე ბარათს შონის კართან

63
ვდებ. – შონს გაფუჭებული გაზქურა უნდა შეეკეთებინა, მაგ-
რამ აღარ მოუწევს.
– კარგს შვრები, – მეუბნება. – მე მაგდენი ვეღარ მოვიფიქ-
რე.
ლიფტთან მივედი და რუფუსს გავხედე, უცნობს, უკან რომ
მომყვებოდა. ბოლომდე მშვიდად არ ვარ, მაგრამ ხიფათსაც
არ ვგრძნობ. ისე მელაპარაკება, თითქოს კარგა ხნის მეგობ-
რები ვართ, თუმცა ეჭვები მაწუხებს, რაც ნორმალურია, რად-
გან მასზე მხოლოდ ის ვიცი, რომ რუფუსი ჰქვია, ველოს გიჟია,
ტრაგედიას გადაურჩა და უნდა, რომ მარიო იყოს. ჰო, და რომ
დღეს კვდება.
– მოიცა, რას აკეთებ, ლიფტში არ შევალთ, – ამბობს რუ-
ფუსი, – ბოლო დღეს ორი მგზავრისთვის ლიფტის ერთდროუ-
ლად გამოყენება ან თავის მოკვლის მცდელობაა, ანდა ძალი-
ან მწარე ხუმრობა.
– შენც მართალი ხარ, – ვეთანხმები. ლიფტი რისკებს შეი-
ცავს. საუკეთესო შემთხვევაში გაჭედვა გვემუქრება. უარესში
კი, თავადაც მიხვდებით. კიდევ კარგი, გვერდით რუფუსი მყავს
და რისკებს ჩემ მაგივრადაც ითვალისწინებს; როგორც ჩანს,
უკანასკნელ მეგობრებს ასეთ დროს ალღო უძლიერდებათ. –
კიბით ვისარგებლოთ. – ისე ვამბობ, თითქოს, დერეფნის ფან-
ჯრიდან გადმოკიდებული ბაწრისა და თვითმფრინავის საავა-
რიო გასასვლელის არ იყოს, სხვა გამოსავალიც გვქონდეს.
ოთხ სართულს სახელურს ჩაბღაუჭებული, იმ ახალფეხადგმუ-
ლი ბავშვივით ჩავდივარ, რომლის მშობლები ოდნავ წინ მი-
დიან – განსხვავება ის არის, რომ თუ ფეხი დამიცდა, ვერავინ
დამიჭერს, ანდა შეიძლება რუფუსს შევასკდე და ორივე ნარშა-
ვის გორგალივით დავგორდეთ.
ქვემოთ მშვიდობით ჩავაღწიეთ. ხელი სადარბაზოს კარს
წავატანე და უკანვე ცივად გამოვწიე. არ შემიძლია. მზად ვარ,
კიბე უკან ავირბინო, როდესაც რუფუსი წინ მიდის, კარს აღებს
და გვიანი ზაფხულის ნოტიო ჰაერი შვებასავით მელამუნება.
ეგ კი არა, იმედიც მიჩნდება, რომ მხოლოდ მე – ბოდიში, რუ-
ფუს, – სიკვდილს დავამარცხებ. სასიამოვნო მოწყვეტაა რე-
ალობიდან.

64
– მიდი, – მეუბნება რუფუსი. მაიძულებს გავიდე, მაგრამ
მოვლენების დინამიკაში ახლა ეს სწორი საქციელია.
სადარბაზოდან გავდივარ, მაგრამ ვჩერდები. ბოლოს გა-
რეთ გუშინ საღამოს ვიყავი, როცა მშვიდ სამუშაო დღეს მამა
მოვინახულე და სახლში დავბრუნდი. მაგრამ ახლა გარეთ
გასვლა უცნაურ შეგრძნებებს მიჩენს. იმ შენობებს ვუყურებ,
რომელთა შორისაც გავიზარდე, მაგრამ მათთვის ჯეროვანი
ყურადღება არასდროს მიმიქცევია. ახალი მეზობლების ბინა-
ში სინათლე ანთია. ერთ-ერთი წყვილის ვიშვიშიც კი მესმის;
„კომედი სფეშელის“ მაყურებლები ხმამაღლა იცინიან; ვიღაც
ფანჯარაში ხარხარებს, ეტყობა იმავე კომედიშოუს უყურებს,
ან შეყვარებულმა გაამხიარულა, ანდა სულაც ამ უდროო
დროს ვიღაცას არ დაეზარა და სასაცილო შეტყობინება მისწე-
რა.
ამ ტრანსიდან რუფუსის ტაშს გამოვყავარ.
– ათი ქულა აიღე, – მოაჯირთან მიდის და იქ დაბმული ფო-
ლადის რუხი ველოს ბოქლომს აღებს.
– სად მივდივართ? – ვეკითხები, კარს სანტიმეტრებით
ვცილდები. – საბრძოლო გეგმა გვჭირდება.
– საბრძოლო გეგმა ტყვიებსა და ბომბებს მოიცავს, – ამ-
ბობს რუფუსი, – მოდი, სათამაშო გეგმა დავარქვათ, – ველოს
ქუჩის კუთხისკენ მიაგორებს, – სურვილების სია უაზრობაა.
ყველაფერს მაინც ვერ აისრულებ. დინებას უნდა მიჰყვე.
– რა გამოცდილი მომაკვდავივით ლაპარაკობ.
მაგარი დავაბრეხვე. ამას მანამდე ვხვდები, სანამ რუფუსი
თავს უკმაყოფილოდ გააქნევს.
– ჰო, რა ვიცი, – ამბობს.
– მაპატიე. უბრალოდ... – პანიკური შეტევა მეწყება; მკერ-
დი მეჭიმება, სახე მიხურს და კანი და კეფა მექავება. – თავს
ვერ მოვიტყუებ, რომ დღეს სურვილების სია რამეში დამჭირ-
დება. – კეფას ვიფხან და ღრმად ვსუნთქავ. – არ გამოვა. დათ-
ვურ სამსახურს გაგვიწევს. ერთად მოქმედება ცუდი აზრია,
რადგან სიკვდილის ალბათობას გვიორმაგებს. ჩათვალე,
ცხელ ზონაში მოხვედრილი მგზავრები ვართ. შეიძლება მე-
ორე კვარტალამდე ფეხი დამიცდეს და თავი სახანძრო სვეტს

65
ვხიო... – ვჩუმდები, რადგან ჯერ დაკბილულ მესერზე სახით
დაცემით, შემდეგ კი კბილების ჩამტვრევით გამოწვეული ტკი-
ვილი ფანტომივით მესახება.
– შენი საქმის შენ იცი, მაგრამ ერთად ვიქნებით თუ არა,
ჩვენი საქმე მაინც წასულია, – ამბობს რუფუსი. – შიშების აყო-
ლას აზრი აღარ აქვს.
– მასე ადვილი რომ იყოს. ჩვენ ხომ ბუნებრივი გზით არ
ვკვდებით. როგორ უნდა იცხოვრო, როცა წინასწარ იცი, რომ
ზებრაზე გადასვლისას სატვირთო გაგსრესს?
– რა ვიცი, ორივე მხარეს გაიხედავ, როგორც ბავშვობაში
გვასწავლეს.
– ვინმემ იარაღი რომ დააძროს?
– სახიფათო უბნებს გავერიდებით.
– მატარებელმა რომ გადაგვიაროს?
– თუ სიცოცხლის ბოლო დღეს ლიანდაგებში ჩავდგებით,
მაშინ ახია ჩვენზე.
– და, რა იცი…
– თავს ტყუილად იტკივებ! – რუფუსი თვალებს ხუჭავს და
მუშტებით ისრესს. ჭკუიდან ვშლი. – ან მთელ დღეს კინკლაო-
ბაში გავლევთ, ანდა ახლავე აქედან მოვუსვამთ და ცხოვრე-
ბას გავაგრძელებთ. ერთი დღე დაგრჩა, იმასაც ნუ ჩაიშხამებ.
რუფუსი მართალია. ვიცი, რომ მართალია და შეკამათებას
აზრი არ აქვს.
– დრო დამჭირდება, შენი დამოკიდებულება რომ გავითა-
ვისო. მხოლოდ ორი სახის არჩევანი, მოქმედება და სიკვდი-
ლი, ანდა უმოქმედობა და სიკვდილი უშიშრად არ მაქცევს. –
აღარ შეუხსნებია, რომ დროში ვიწვოდით. – მამაჩემსა და სა-
უკეთესო მეგობარს უნდა გამოვემშვიდობო. – 110-ე ქუჩას
მეტროსადგურისკენ მივუყვები.
– თანახმა ვარ, – ამბობს რუფუსი. – სასწრაფო საქმე არა-
ფერი მაქვს. პანაშვიდი მქონდა და მთლად გეგმის მიხედვით
არ წავიდა, თუმცა გამეორებას აღარ ვაპირებ.
მის შემყურეს არც გამკვირვებია, რომ ბოლო დღეს დაკ-
რძალვა მოიწყო. დარწმუნებული ვარ, ორ კაცზე მეტი დამტი-
რებელი ეყოლებოდა.

66
– რა მოხდა? – ვეკითხები.
– უაზრობა. – არ დაუკონკრეტებია.
გზის ორივე მხარეს ვიხედები და ქუჩის გადაკვეთას ვაპი-
რებ, როცა გზაზე მკვდარ ჩიტს ვამჩნევ, ღვინის მაღაზიის ტენ-
ტის სინათლე პაწია ჩრდილს უგდებს. ჩიტი გაბრტყელებულია,
მისი წაწყვეტილი თავი რამდენიმე ინჩის მოშორებით გდია.
ალბათ, მანქანამ გადაუარა, შემდეგ კი ველომ გაგლიჯა – იმე-
დია რუფუსმა არა. ეს ჩიტუნა არავის გაუფრთხილებია, რომ
ამაღამ, გუშინ, ან გუშინწინ მოკვდებოდა. მინდა დავიჯერო,
მძღოლმა შეამჩნია, სანამ იმსხვერპლებდა და დაუსიგნალა,
მაგრამ ვინ იცის, ეგებ გაფრთხილება არც არაფერს ცვლის.
რუფუსმაც შეამჩნია.
– საწყალი.
– გზიდან უნდა მოვაშოროთ. – ირგვლივ რამეს ვეძებ, რი-
თაც ჩიტს ავიღებ. ვიცი, რომ შიშველი ხელებით არ უნდა შევე-
ხო.
– რა თქვი?
– მკვდარია-შეეშვი-წამოდი გაგების ტიპი არ ვარ, – ვეუბ-
ნები.
– არც მე ვარ მკვდარია-შეეშვი-წამოდი გაგების ტიპი, – მე-
უბნება რუფუსი და ხმაში სიფიცხე ეპარება.
ისევ სიტყვებს უნდა დავუკვირდე.
– კიდევ ერთხელ მაპატიე. – ნადირობას ვწყვეტ. – ერ-
თხელ, მესამე კლასში ვიყავი, წვიმიან დღეს ეზოში ვთამაშობ-
დი, როცა ბუდიდან ბარტყი ჩამოვარდა. ყოველი წამი დამამახ-
სოვრდა: როგორ ისკუპა ბუდის კიდიდან, ფრთები გაშალა და
ჩამოვარდა. როგორ აცეცებდა თვალებს საშველად. დაცემი-
სას ფეხები მოტყდა და ვერ ინძრეოდა, წვიმა კი თავზე დასდი-
ოდა.
– ცუდი ინსტინქტები ჰქონია, ხიდან თუ ეგრე გადმოხტა, –
ამბობს რუფუსი.
ბარტყმა სახლის დატოვება მაინც სცადა.
– შევშინდი, მეგონა სიცივით მოკვდებოდა, ანდა გუბეში
დაიხრჩობოდა, ამიტომ მასთან გავიქეცი, ჩავიმუხლე და ზემო-
დან გადავეფარე. – ცივმა ქარმა ორივე დაგვჯაბნა და მომდევ-

67
ნო ორშაბათსა და სამშაბათს გაცივების გამო გაკვეთილები-
დან გავეთავისუფლე.
– მერე რა მოხდა?
– წარმოდგენა არ მაქვს, – ვაღიარებ, – მახსოვს, სიცხე
მომცა და სკოლა გავაცდინე, მაგრამ უნდა გამეგო, ჩიორას რა
ბედი ეწია. მას შემდეგ ამაზე ფიქრი არ მშორდება, რადგან კი-
ბე ვერ ვიპოვე, რომ უკან, ბუდეში დამებრუნებინა. გული მეწ-
ვება, როცა მახსენდება, რომ იქ, წვიმაში მივატოვე. – ხშირად
გამჩენია აზრი, რომ იმ ბარტყის დახმარება ჩემი მხრიდან სი-
კეთის პირველი გამოვლინება იყო, რადგან მე სხვისი დახმა-
რება გაცნობიერებულად მინდოდა და არა იმიტომ, რომ ასე
მამაჩემს ანდა ჩემს მასწავლებელს გაუხარდებოდა. – მინდა
ამ ჩიტს მაინც მოვექცე უკეთ.
რუფუსი მიყურებს, ღრმად სუნთქავს და ველოსიპედიანად
მშორდება. მკერდი ისევ მეჭიმება და იოლი შესაძლებელია,
ჯანმრთელობის პრობლემები აღმომაჩნდეს და დღეს სწორედ
ამან მომკლას, მაგრამ შვებას ვგრძნობ, როცა რუფუსს ველო
ტროტუარზე აჰყავს და იქვე აყენებს. – მაცადე, რამეს მოვძებ-
ნი ასაღებად, – მეუბნება. – ხელს ნუ მოკიდებ.
ვამოწმებ, პარალელური კვარტალიდან მანქანები ხომ არ
მოძრაობენ.
რუფუსი გადაგდებული გაზეთით ხელში ბრუნდება და მაძ-
ლევს.
– უკეთესი ვერაფერი ვნახე.
– მადლობა, – გაზეთის დახმარებით ჩიტის სხეული და
მოწყვეტილი თავი ავიღე. მეტროსადგურის გადასწვრივ საჯა-
რო ბაღჩებში გადავირბინე და ბავშვების საქანელებისა და კა-
ლათბურთის მოედანს შორის დავდე. რუფუსი ველოთი
ფრთხილად მიახლოვდება.
– რას უპირებ?
– დავწვავ. – ბაღჩაში შევდივარ და ხის უკან ადგილს ვპო-
ულობ, იმ ადგილის მოშორებით, სადაც მებაღეებს უკვე დაურ-
გავთ ხეხილის ნერგები, ყვავილები, რათა მსოფლიოს მეტი
ფერადოვნება შესძინონ. ვიჩოქები და გაზეთს მიწაზე ვდებ, შე-
შინებული. რუფუსი ჯერ ჩუმადაა, თუმცა ვგრძნობ, რომ დაზუს-

68
ტება სჭირდება, – ასე ვერ დავტოვებ, ურნაში მოისვრიან ან
ისევ მანქანები გადაუვლიან.
ტრაგიკულად დაღუპული ჩიტის იდეა მიპყრობს – ბაღში
განისვენებს, ისიც კი წარმომიდგენია, რომ ხე ადრე პიროვნე-
ბა იყო, მგზავრი, რომელსაც კრემაცია ჩაუტარეს და მისივე
სურვილით ფერფლი ბიოდეგრადირებულ ქოთანში მოათავ-
სეს მცენარის კურკებთან ერთად, რათა ახალი სიცოცხლის-
თვის მიეცა დასაბამი.
– ხუთი დაიწყო, – რუფუსი მატყობინებს.
– უცებ მოვრჩები.
ვხვდები, რომ ჩიტის დამმარხავი ტიპაჟი არ არის. ბევრი
ვერ გაიგებს და არ დაეთანხმება ამ სენტიმენტალიზმს. მათ-
თვის ჩიტი ხომ ადამიანურ ქმნილებასთან ახლოსაც ვერ მივა,
რადგან ადამიანები ყელში ჰალსტუხს წაიჭერენ და სამსახურ-
ში დადიან, უყვარდებათ, ქორწინდებიან, ბავშვებს აჩენენ და
ზრდიან. მაგრამ ჩიტებიც ასევე იქცევიან. შრომობენ – ჰალ-
სტუხებს არ იკეთებენ, ვაჰ, გამომიჭირეთ – წყვილდებიან და
ბარტყებს დაფრთიანებამდე კვებავენ. შეიძლება რომელიმე
მოშინაურდეს კიდეც და ბავშვებს სიხარული მიანიჭოს; ისინი
კი, თავის მხრივ, ცხოველებზე ზრუნვასა და მათ სიყვარულს
ისწავლიან. დანარჩენი ჩიტები მანამდე ცხოვრობენ, სანამ მა-
თი დრო არ დადგება.
მატეოს სენტიმენტალიზმი ახასიათებს, რაც სხვებს აფიქ-
რებინებს, რომ უცნაურია. ასეთ აზრებს, სხვებს რომ თავი და-
ვანებოთ, მამას და ლიდიასაც კი იშვიათად ვუზიარებ.
ორმოში ორი მუჭი ჩაეტევა და მეც ჩიტის ტანსა და თავს შიგ
ვათავსებ, ამ დრო ზურგში შუქი ინთება. არა, პირველად ჩემს
წასაყვანად ჩამოსული უცხოპლანეტელი მეომრები არ გამ-
ხსნებია – კარგი, ჰო, ეგ გამახსენდა. მივტრიალდი და რუფუსს
კამერა ჩაურთავს.
– მაპატიე, – მეუბნება რუფუსი. – ჩიტის დაკრძალვას ყო-
ველდღე ვერ ნახავს კაცი.
ჩიტს მიწა მივაყარე და ხელით მოვასწორე. მერე წამოვდე-
ქი.

69
– იმედი მაქვს ჩვენ მიმართაც გამოიჩენენ ასეთ სიკეთეს,
როცა აღარ ვიქნებით.

რუფუსი 04:09 სთ

ვაჰ, მატეო ძაან კაი ვინმეა. ეჭვები აღარ მაქვს, ისეთიც არ


ჩანს, უცებ რამე გამიჩალიჩოს. ერთი კია, პირდაპირ შოკში
ვარ, როგორი… სუფთა სული აქვს? ვერ ვიტყვი, რომ სულ ნა-
ძირლების გარემოცვაში მიცხოვრია, მაგრამ მოდი, ვაღი-
აროთ, არ არსებობს მალკოლმს და ტაგოს ჩიტი დაემარხათ.
იმ ძაღლიშვილი პეკის მიბეგვაც დასტურია, რომ არც ისე
უცოდველი კრავები ვართ. ვისაც გინდა გაგიმაზავთ, მატეოს
მუშტის შეკვრაც არ ეცოდინება, ძალადობაზე რომ აღარაფე-
რი ვთქვათ, რადგან ბავშვობაში ჩადენილ გაუგონარ სისულე-
ლეს ასაკის გამო პატიობდნენ და ივიწყებდნენ.
პეკზე მასთან სიტყვას არ დავასველებ, დღესვე საფლავში
წავიღებ.
– ჯერ ვისთან მივდივართ?
– მამაჩემთან. მეტროთი გავიდეთ, – მანიშნებს მატეო. –
აქედან ორ გაჩერებაშია, მაგრამ ფეხით სიარულს ჯობია.
არადა, ველოსიპედით ხუთი წუთის გზაა და სული მძლევს
ვუთხრა, რომ იქ შევხვდები, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, ეს
ლაწირაკი დატყდება და სადგურთან ტყუილად დამაყუდებს.
ველო კიბეზე ჩამყავს, საჭითა და სავარძლით მიჭირავს. კუთ-
ხეს გავცდი, მატეო კი ოდნავ უკან იხევს და შევამჩნიე, რომ
ჯერ გაიხედ-გამოიხედა. გამახსენდა, რამდენიმე წლის წინ
ბრუკლინში ოლივიას რომ მოჩვენებებით სავსე სახლში გავ-
ყევი, – უბრალოდ, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. არ ვიცი, რის
ნახვას ელოდა, თუმცა არც ჩაძიებას ვაპირებ.
– ხომ მშვიდობაა? – ვეკითხები. – პერიმეტრი სუფთაა.
მატეო უკნიდან მოიპარება. ტურნიკეტამდე მიმავალ ცარი-
ელ კორიდორს მაინც ეჭვით გაჰყურებს.
– ნეტავ რამდენი მგზავრი დადის ახლა უცნობებთან, ალ-
ბათ ბევრი მოკვდა კიდეც. ავტოავარია, ხანძარი, ტყვია, შეიძ-

70
ლება საკანალიზაციო ჭაშიც ჩავარდა ვინმე… – სიტყვა უწყდე-
ბა. ტრაგიკული სურათის დახატვაში აშკარად ვერავინ აჯო-
ბებს. – საყვარელ ადამიანებთან დასამშვიდობებლად მიდი-
ოდნენ და… – მატეომ ხელისგულები შემოჰკრა. – ფაფუ. რა
უსამართლობაა… იმედია მარტონი არ იყვნენ.
მეტრობარათის ავტომატთან მივედით.
– ჰო, უსამართლობაა. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს,
ვის გვერდით კვდები. სხვასთან ერთად ყოფნა სიკვდილის უწ-
ყების განაჩენისგან ვერ დაგიცავს. – ალბათ უკანასკნელი მე-
გობრისთვის ამის თქმა უნდა იკრძალებოდეს, არ ვცდები,
თუმცა მაინც უსიამოვნო გრძნობა მეუფლება, როცა ჩემი სიტ-
ყვები მატეოს ადუმებს.
მგზავრობას თავისი უპირატესობა ჰქონდა, მაგალითად,
მეტროს ულიმიტო საშვი, უბრალოდ, მოლარესთან ფორმა უნ-
და შეგევსო. თუმცა ამ შემთხვევაში სიტყვა „ულიმიტო“ სასა-
ცილოდ ჟღერს, რადგან ბარათს ვადა დღის ბოლოს ეწურება.
რამდენიმე კვირის წინ პლუტონში აიტეხეს, ვკვდებითო, და
კონი-აილენდზე უფასო საგზურები მოინდომეს, ეგონათ უპ-
რობლემოდ მოგვცემდნენ. ნურას უკაცრავად, დაგვაყუდეს და
სიკვდილის უწყების სერვერზე გადაგვამოწმეს, რამაც ექ-
სპრესმატარებლის ლოდინზე უფრო დიდი დრო წაიღო, ამი-
ტომ იქაურობას გავეცალეთ. ულიმიტო მეტროს ბარათს ვყი-
დულობ, არა-მგზავრულს, ვითომ ხვალინდელი დღეც გამაჩ-
ნია და მატეოც მბაძავს.
ბაქნისკენ მივემართებით. ვინ იცის, ჩვენი უკანასკნელი
მოგზაურობაა.
მატეო ჯიხურისკენ მანიშნებს.
– რა დრო მოვიდა, რამდენიმე წელიწადში მეტროში ცოც-
ხალი თანამშრომელი აღარც დასჭირდებათ, რადგან მათ მან-
ქანები – შეიძლება რობოტები – ჩაანაცვლებს. ამის წინაპი-
რობაც ჩანს, თუკი გავითვალისწინებთ…
მოახლოებული მატარებლის გრუხუნი მატეოს ხმას თით-
ქმის ახშობს, მაგრამ არა უშავს, ვხვდები, რასაც ამბობს. აქ
ყველაზე მეტად მაშინ გაგიმართლებს, თუ მატარებელს მიუს-
წრებ. შეგვიძლია მშვიდად გამოვრიცხოთ ლიანდაგებში ჩა-

71
ვარდნისა და იქ ჩარჩენის ალბათობა, როცა ვირთხები გესე-
ვიან, მატარებელი კი ზედ გივლის, განაწევრებს და გსრესს –
ღმერთო, მგონი მატეოს აზრები გადამდებია.
სანამ კარი გაიღება, ვაგონში მოზეიმე კოლეჯის ბავშვებს
ვხედავ, რომლებთანაც არავის დაურეკავს და არ გაუფრთხი-
ლებიათ, რომ დღეს მოკვდებიან. როგორც ჩანს, საერთო საც-
ხოვრებლის წვეულებები მოძველდა და მეტროში გადმოვიდ-
ნენ, ჩვენ კი მათ უნდა შევუერთდეთ, ფუ ამის.
– შევედით, – ვეუბნები მატეოს კარის გაღებისას. – მალე.
– ვჩქარობ, ველოც შემყავს, ვიღაცას ვთხოვ ცოტა გაიწიოს და
როცა უკან ვიხედები, რომ დავინახო ველოს უკანა საბურავი
მატეოს შემოსვლაში ხომ არ უშლის ხელს, ის იქ აღარ დგას.
მატეო ვაგონის გარეთ რჩება, თავს აქნევს და კარის და-
ხურვამდე წამით ადრე წინა ვაგონში შერბის, იქ ერთი მთვლე-
მარე კაცი ზის და მოზეიმეთა რემიქსი გამაყრუებლად არ ის-
მის (კლასიკური ჰიმნია, თუმცა დრომოჭმული).
არ ვიცი, მატეო რატომ დატყდა, მაგრამ ხასიათს მაინც არ
გავიფუჭებ. უბრალოდ, საზეიმო ვაგონია – თოკით დაშვება,
ანდა პარაშუტით გადმოხტომა ხომ არ დამიძალებია. ხიფათე-
ბისგან თავისუფალი ტერიტორიაა.
– ეს ქალაქი ჩვენი აშენებულია, – ისმის ყვირილი და გო-
გონა, ხელში სტერეომოწყობილობით, სავარძელზე საცეკვა-
ოდ ადის. ვიღაც ჯიგარი ებღლარძუნება, მაგრამ გოგონას თვა-
ლები დახუჭული აქვს და აშკარად გასულია. კუთხეში ერთ
მასტს ჰუდი წამოუმხია, სახეზე ეტყობა, მაგარი გაწიხლულია;
თუ არადა ვაგონში მკვდარი მგზავრი გვყოლია.
სულ არ მეცინება.
ველოს ცარიელ სავარძელთან ვაყუდებ – მე ის ტიპი ვარ,
რომლის ველო ყველას ფეხებში ედება, მაგრამ ასევე მომაკ-
ვდავი ვარ, ჰოდა შემიბრალეთ – და ვიღაც მძინარე აყლაყუ-
დას ფეხზე ვაბიჯებ, რომ მომდევნო ვაგონში შევიჭყიტო. მა-
ტეო ჩემს ვაგონს ისეთი შეწუხებული სახით გამოჰყურებს,
ბავშვს რომ დასჯი, გარეთ არ გაუშვებ და ფანჯრიდან აყურები-
ნებ, ეზოში მისი მეგობრები როგორ თამაშობენ. ხელით ვანიშ-
ნებ, რომ გადმოვიდეს, მაგრამ თავს აქნევს და ძირს იყურება.

72
ვიღაც მხარზე მეხება. შევბრუნდი და შავკანიანი გოგონა
შემრჩა, ორი ქილა ლუდი უჭირავს და ნუშის თვალებით მიყუ-
რებს.
– გინდა?
– არა, მადლობა. – ახლა გაბრუების დრო არ იყო.
– მით უკეთესი, მეტი შემხვდება. მე ქელი ვარ.
კარგად ვერ გავიგე.
– ქეილი?
ჩემკენ იხრება, მკერდს მაჭერს და ყურთან ტუჩები მოაქვს.
– ქელი!
– სასიამოვნოა, ქელი, მე რუფუსი, – დრო ვიხელთე და რა-
ხან ასე ახლოს იყო, მეც ყურში ვეუბნები. – აქ რას…
– შემდეგ გაჩერებაზე ჩავდივარ, – ამბობს ქელი. – გინდა
წამომყვე? რაღაცნაირად მესაყვარლები და კარგი ტიპი ჩან-
ხარ.
საჩემო გოგოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაგოს გემოვნება-
შიც ზის. (მალკოლმისთვის სულერთია, მთავარია აქეთ მო-
ეწონოს ვინმეს), მაგრამ რადგანაც ბევრს ვერაფერს შევთავა-
ზებ, იმის გარდა, რაზეც თვითონ მიმანიშნებს, უარის თქმა მი-
წევს. კოლეჯის გოგოსთან სექსი ნაგიჟარი ხალხის სურვილე-
ბის სიაშია – მოზარდები, ცოლიანები, ბიჭები, გოგონები,
ხვდებით, რასაც ვამბობ.
– არ შემიძლია, – ვეუბნები. მატეოს ვერ მივაგდებ, თან
ფიქრებში სულ ეიმი მიტრიალებს. იაფფასიანი გრძნობებით
ჩანაცვლებას არ ვაპირებ.
– კი, როგორ არა!
– არა, მართლა არ შემიძლია და მაგრად მიტყდება, – ვე-
უბნები. – მეგობარს მამის სანახავად საავადმყოფოში მივყვე-
ბი.
– მაშინ, დაივიწყე. – ქელი ზურგს მაქცევს და უმალ სხვა
ბიჭს უბამს ლაპარაკს, მით უკეთესი, რადგან ისიც მიჰყვება და
გაჩერებაზე ერთად ჩადიან. ვინ იცის, იქნებ ოჯახიც შექმნან და
მერე შვილებს მოუყვნენ, როგორ გაიცნეს ერთმანეთი მეტ-
როს წვეულებაზე. თუმცა გაგიმაზავთ, სექსი ექნებათ და ბიჭი
დილით ქეილის დაუძახებს.

73
ვაგონის მოვლენებს ფოტოს ვუღებ: ვიღაც ბიჭი გოგონას
ყურადღების მიპყრობას ცდილობს. მოცეკვავე ტყუპი. დაჭ-
ყლეტილი ლუდის ქილები და წყლის ბოთლები. სიცოცხლე
დუღს და გადმოდუღს. მობილურს ჯიბეში ვიდებ, ველოს ხელს
ვკიდებ და ვაგონების დამაკავშირებელ კარში გავდივარ, მის
თავზე გაფრთხილებაა, რომ გასასვლელი მხოლოდ საგანგე-
ბო მდგომარეობის შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. ბოლო
დღეც რომ არ იყოს, მაინც ფეხებზე მკიდია ეს გაფრთხილებე-
ბი. გვირაბში გრილა, მატარებლის თვლები კი ლიანდაგებზე
გამაყრუებლად ჭრიალებს. მომდევნო ვაგონში შევდივარ,
მაგრამ მატეო ისევ დაბლა იყურება.
გვერდით ვუჯდები და ერთი სული მაქვს ვუთხრა, რომ ახ-
ლახან ჩემზე უფროს გოგონას ცხოვრების ბოლო დღეს სექსზე
უარი იმიტომ ვტკიცე, რომ კარგი უკანასკნელი მეგობარი ვი-
ყო, თუმცა არა, ახლა მისი დამნაშავედ გამოყვანა არ ივარ-
გებს.
– რაო, რას ამბობდი იმ რობოტებზე, ყველას საქმეს შე-
ითავსებენო?
მატეოს თვალები წამით იატაკს შორდება და მიყურებს,
ჰგონია, ვემასხრები, მაგრამ ხედავს, რომ სრული სერიოზუ-
ლობით ვეკითხები და სასწაულია, მაგრამ არ ვბრაზობ. მიღი-
მის და მაშინვე ირთვება:
– ცოტა ხანი დასჭირდება, რადგან ევოლუცია სწრაფად არ
ხდება, თუმცა რობოტები უკვე ჩვენ გარშემო არიან. ისედაც
გეცოდინება, რომ მათ კერძების მომზადება და ჭურჭლის სა-
რეცხი მანქანიდან თეფშების გადმოლაგებაც კი შეუძლიათ.
თუ გინდა შენეულ ხელის ჩამორთმევას ასწავლი. რომ დაფიქ-
რდე, რა სიგიჟეა, რუბიკის კუბის აწყობაც კი შეუძლიათ.
ორიოდე თვის წინ კლიპი ვნახე, სადაც რობოტი ბრეიკდანსს
ცეკვავდა. არ გგონია, რომ ამით უბრალოდ ჩვენს ყურადღებას
იქცევენ, სხვა რობოტებს კი, სადღაც მიწისქვეშა განყოფილე-
ბებში წვრთნიან? რატომ უნდა უხადო ვიღაცას საათში ოცი
დოლარი მითითებების გაცემაში, როცა ეს ფუნქცია მობილუ-
რებსაც კი აქვთ და უკეთესს გეტყვი, როცა ამის გაკეთება შენ

74
მაგივრად რობოტსაც მშვენივრად შეუძლია? დარხეული
გვაქვს. – მატეო ჩუმდება და ღიმილი უქრება.
– სულ წაგიხდება კაცს ხასიათი.
– ჰო, – მატეო მეთანხმება.
– სამაგიეროდ, იმაზე აღარ ინერვიულებ, რომ ბოსი შენს
ადგილზე რობოტს აიყვანს სამსახურში. – ვეუბნები.
– ეგ თან ბნელი მხარეა, თან ნათელი, – ამბობს მატეო.
– ძმაო, დღევანდელი დღეც ზუსტად ეგეთია. საზეიმო ვა-
გონიდან რატომ დატყდი?
– იმ ვაგონში არაფერი გვესაქმებოდა, – იძახის მატეო –
რას ვზეიმობთ, სიკვდილს? მამაჩემთან და საუკეთესო მეგო-
ბართან გამოსამშვიდობებლად მიმავალი, გზად უცნობებთან
ცეკვას არ ვაპირებ, თან როცა ვაცნობიერებ, რომ შეიძლება
მათთან ვერც მივაღწიო. იქ საჩემო არც ატმოსფეროა და არც
ხალხი.
– ისინი ხომ უბრალოდ ერთობიან. – მატარებელი ჩერდე-
ბა. არაფერს მპასუხობს. შეიძლება მატეოს გაუბედაობამ სი-
ცოცხლე გაგვიხანგრძლივოს, მაგრამ ეჭვი მეპარება, დასა-
მახსოვრებელი ბოლო დღე გამოგვივიდეს.

ეიმი დიუბუა 04:17 სთ

სიკვდილის უწყებას ეიმი დიუბუასთვის არ დაურეკავს,


რადგან ის დღეს არ მოკვდება, თუმცა რუფუსს კარგავს – უკვე
დაკარგა, შეყვარებულის გამო.
ეიმის სახლისკენ მიეჩქარება, უკან პეკი მისდევს.
– ურჩხული ხარ. რა არსება უნდა იყო, ვინმე მისსავე პანაშ-
ვიდზე დააჭერინო?
– სამმა ტიპმა მცემა!
– მალკოლმსა და ტაგოს თითი არ დაუკარებიათ! და შენ
ციხეში უშვებ.
პეკი აპურჭყებს.
– ენას თუ ვერ აჩერებენ, რა ჩემი ბრალია.

75
– შემეშვი. ვიცი, რომ რუფუსი გულზე არასდროს გეხატე-
ბოდა და არც მას მოუცია საამისო მიზეზი, მაგრამ ჩემთვის ის
მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. ყოველთვის მინ-
დოდა ჩემს ცხოვრებაში ყოფილიყო, ამიერიდან კი აღარ იქნე-
ბა. შენ გამო ისედაც ძლივს ვნახულობდი. თუ მას ვეღარ ვნა-
ხავ, მაშინ აღარც შენი დანახვა მინდა.
– ანუ, მშორდები?
ეიმი ჩუმდება. არ უნდა პეკისკენ შებრუნდეს, რადგან ამ
კითხვას ჯერ არ მოელოდა. შეცდომას ყველა უშვებს. რუფუსის
პეკზე თავდასხმა შეცდომა იყო. პეკს მეგობრებისთვის პოლი-
ციის გამოძახება არ უნდა დაევალებინა, მაგრამ მისი გამარ-
თლებაც შეიძლებოდა. ლეგალურად – არა. მორალურად –
დიახ.
– მაინც ჩემზე წინ აყენებ, – ამბობს პეკი. – ეს მე გედექი
გვერდში, როცა პრობლემები გქონდა და არა ის ტიპი, კინაღამ
რომ მომკლა. აბა, ცოტა დაფიქრდი.
ეიმი პეკს უყურებს. ბიჭი თეთრი თინეიჯერია ჩაჩაჩული
ჯინსით, მორღვეული სვიტერითა და კეისრის ვარცხნილობით,
სახეზე სისხლი შეხმობია, ესეც იმის გამო, რომ მას ხვდება.
პეკი მიდის და ეიმი ვერაფერს ეუბნება.
ამ ნაცრისფერი ცხოვრების გადამკიდე, პეკთან ურთიერ-
თობაში ვერ ჩამოყალიბებულა.
ის კი არა, საკუთარ თავთანაც ვერაფერი გაარკვია.

მატეო 04:26 სთ

ჩემი განავარდება კრახით სრულდება.


გარშემო ამდენ უცნობს ვერ ვეგუები. ძირითადად, უწყი-
ნარნი არიან, უბრალოდ, არ მინდა იმ ადამიანების გვერდით
ყოფნა, რომლებიც უგონოდ ილეშებიან და აზრადაც არ მოს-
დით, როგორ გაუმართლათ, რომ ცოცხლები არიან. თუმცა
რუფუსთან ვტყუი, რადგან გულის სიღრმეში ვიცი, იმ ვაგონში
სწორედ საჩემო სიტუაციაა. უბრალოდ, სხვებისთვის იმედის
გაცრუებისა და თავის მოჭრის შიში ყოველთვის მჯაბნის.

76
გულწრფელად გაკვირვებული ვარ, რუფუსი რომ ველოსი-
პედს ჭიშკართან აბამს და საავადმყოფოში მომყვება. რეგის-
ტრატურასთან მივედით, რეგისტრატორი ჩაწითლებული თვა-
ლებით გვიღიმის, თუმცა დახმარებას არ გვთავაზობს.
– გამარჯობა. მამაჩემის ნახვა მინდა. მატეო ტორესი, ინ-
ტენსიურ განყოფილებაში წევს. – პირადობას ვიღებ და ჯა-
რედს, როგორც მის გულზე შებნეულ ბეიჯზე იკითხება, მინის
აზღუდის ქვეშ ვუცურებ.
– სამწუხაროდ, ნახვის საათები ცხრაზე დასრულდა.
– უცებ ავირბენ, გპირდებით. – დამშვიდობების გარეშე
ვერ წავალ.
– ამაღამ არ გამოვა, ბიჭუნა, – მეუბნება ჯარედი, ღიმილი
არ შორდება, თუმცა ცოტა მოთმინება ეკარგება. – მნახველთა
საათები ცხრიდან ცხრამდეა. რას იტყვი, იოლი დასამახსოვ-
რებელია, არა?
– კარგი, – ვყაბულდები.
– ის კვდება, – რუფუსი აბრეხვებს.
– მამაშენი კვდება? – მეკითხება ჯარედი და დილის ოთხზე
ცვლაში მომუშავის საზიზღარი ღიმილი უქრება.
– არა, – რუფუსი მხარზე მეხება და თითებს მიჭერს. – ეს
კვდება. პატივი ეცი და აუშვი, რომ მამას უკანასკნელად გამო-
ემშვიდობოს.
ჯარედს არ ეტყობა, რომ მასთან ასე საუბარს შეჩვეული
იყოს და ამის მომხრე არც მე ვარ, მაგრამ რუფუსი რომ არა,
კაცმა არ იცის, სად აღმოვჩნდებოდი. სინამდვილეში, მშვენივ-
რად ვიცი: საავადმყოფოს გარეთ, ცხრა საათის შესრულების
მოლოდინში სადმე შევიყუჟებოდი. ღმერთო, ალბათ ისევ სახ-
ლში ვეგდებოდი, ვიდეოთამაშებში შემძვრალი, ან საკუთარი
თავის დარწმუნების მცდელობაში, რომ გარეთ უნდა გავსუ-
ლიყავი.
– მამათქვენი კომაშია, – ამბობს ჯარედი და კომპიუტერი-
დან თავს წევს.
რუფუსს თვალები ისე უფართოვდება, გეგონება ცოტაც და
ტვინი აუფეთქდებაო.
– კაი, რას იძახი?! შენ იცოდი?

77
– ვიცი. – მოკლედ რა, ეს ან ჯარედის პირველი სამუშაო
კვირაა, ანდა ორმოცსაათიან ცვლაშია. – მაინც მინდა დავემ-
შვიდობო.
ჯარედი დაკითხვებისგან თავს იკავებს. მესმის მისი შეუვა-
ლობის, წესები წესებია, მაგრამ მიხარია, რომ დასაბუთების
მოთხოვნით დროს აღარ წელავს. ფოტოს გვიღებს, მნახველ-
თა საშვს ბეჭდავს და გვაძლევს.
– ბოდიში ამ ყველაფრისთვის და იცი… – მისი თანაგრძნო-
ბა უფრო მეტად დასაფასებელია, ვიდრე ანდრეასი, სიკვდი-
ლის უწყებიდან.
ლიფტისკენ მივემართებით.
– მისი სახიდან ღიმილის ჩამოგლეჯა არ გინდოდა? – მე-
კითხება რუფუსი.
– არა. – მატარებლის სადგურის დატოვების შემდეგ მე და
რუფუსმა პირველად გავეცით ხმა ერთმანეთს. მნახველის
საშვს მაისურზე ვიწებებ და ხელს ვუსვამ, რომ კარგად მიეკ-
რას. – გმადლობ, რომ შესვლაში დამეხმარე. მგზავრის უპი-
რატესობით ვერ ვისარგებლებდი.
– რაზეა ბაზარი. წარსულის მიმღეობებით საუბრის დრო
არ გვაქვს. – მეუბნება რუფუსი.
ლიფტის ღილაკს თითს ვაჭერ.
– მაპატიე, რომ მოზეიმე ვაგონში არ შემოგიერთდი.
– ბოდიშები შენთვის შეინახე. მთავარია საკუთარი გადაწ-
ყვეტილებით კმაყოფილი ხარ. – ლიფტს შორდება და კიბის-
კენ მიდის. – თუმცა ლიფტის მომხრე არა ვარ, მოდი, ფეხით
დავაწვეთ.
მართალია. თავიდან ამომვარდა. აჯობებს, თუკი ღამით
ლიფტს მედდების, ექიმებისა და პაციენტებისთვის არ დავაკა-
ვებთ.
რუფუსს კიბეზე მივდევ და ჯერ მხოლოდ მეორე სართულზე
ვართ, მაგრამ უკვე სული მიგუბდება. მართალს გეუბნებით.
შეიძლება რაღაც მჭირს და მამაჩემთან, ლიდიასთან, ან მო-
მავლის მატეოსთან მიღწევამდე, ამ კიბეზე დავლიო სული.
რუფუსი ვეღარ ითმენს და გარბის, ზოგჯერ ერთდროულად ორ
საფეხურს ახტება.

78
მეხუთე სართულზე ჩამომძახის.
– იმედია სერიოზულად ამბობდი, ახალი შეგრძნებების-
თვის მზად ვარო. ისე ვეღარ მოიქცევი, ვაგონში როგორც მო-
იქეცი.
– მხოლოდ მაშინ ვიქნები შეუპოვარი, როცა ყველას და-
ვემშვიდობები, – ვეუბნები.
– წარმატებები, – მეძახის რუფუსი.
საფეხურს უხეიროდ ვაბიჯებ და მეექვსე სართულზე ვეტყე-
პები. გახშირებულად ვსუნთქავ, რუფუსი კი დასახმარებლად
ზემოდან ჩამოდის.
– ასე ჩვილიც კი არ წაიქცეოდა, – ვამბობ.
რუფუსი მხრებს იჩეჩს.
– კიდევ კარგი წინ გადავარდი და არა უკან.
მერვე სართულამდე ავდივართ. მოსაცდელი სივრცე პირ-
დაპირაა. იქვეა წვენების ავტომატი და გასაშლელ სავარ-
ძლებს შორის ჩადგმული ატმისფერი ტახტი.
– წინააღმდეგი ხომ არ იქნები, აქ დამელოდო, მასთან პი-
რისპირ საუბარი მსურს.
– წარმატებები, – იმავეს იმეორებს.
ლურჯ ორფრთიან კარს ვაწვები და შიგნით შევდივარ. თუ
ჩურჩულით საუბრებსა და მოწრიპინე დანადგარებს არ ჩავ-
თვლით, ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში სიჩუმეა. რამ-
დენიმე წლის წინ „ნეტფლიქსის“ ნახევარსაათიან დოკუმენ-
ტურს ვუყურე იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა საავადმყო-
ფოები სიკვდილის უწყების გამოჩენის შემდეგ. აშკარაა, რომ
ექიმები უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობენ და შეთან-
ხმებაზე ხელმომწერი პაციენტების შესახებ განახლებულ ინ-
ფორმაციას იღებენ. როდესაც გამაფრთხილებელი ზარი შე-
მოდის, ექიმები გადარეკავენ და პაციენტის „მშვიდი სიკვდი-
ლით“ უზრუნველყოფას ითხოვენ, რაც განისაზღვრება ცხელი
სადილით, ოჯახის წევრებთან ზარების განხორციელებით,
დაკრძალვის ორგანიზებით, ანდერძის მოწესრიგებით,
მღვდლების მოყვანით, ზიარებით და ყველაფრით, რაც საჭი-
როებას წარმოადგენს.

79
თითქმის ორი კვირაა, მამა აქ წევს. სამსახურში ყოფნისას
ემბოლიური ინსულტი დაემართა და პირდაპირ აქ გადმოიყვა-
ნეს. მაგრად შევშინდი და სანამ საავადმყოფოს ქსელში ასატ-
ვირთად საკონტაქტო ინფორმაციის შევსება მომიწევდა, მთე-
ლი ღამე მისაღებში გავატარე, ვლოცულობდი, მის მობილურ-
ზე ზარი არ შემოსულიყო. ახლა კი ის მღელვარება მომეხსნა,
რომ ექიმი ქინტანა დარეკავს და შემატყობინებს, რომ მამაჩე-
მი კვდება და კარგია, რომ მამას წინ სულ ცოტა ერთი დღე მა-
ინც აქვს; დიდი იმედი მაქვს – ერთზე მეტი.
ექთანს საშვს ვუჩვენებ და მაშინვე მამას პალატაში შევ-
რბივარ. თავად უძრავად წევს, რადგან აპარატი ასუნთქებს.
ჭკუიდან მშლის იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება მამას გამოეღვი-
ძოს, მე აღარ ვიყო და ვერ ვანუგეშო. მაგრამ არ გავტყდები.
სასთუმალთან ვჯდები, მაჯის ქვეშ ხელს ვუცურებ და თავს
ჩვენს ხელებს ვადებ. ბოლოს მამას საავადმყოფოში შემოყვა-
ნის ღამეს ვიტირე – მაშინ სრულ უიმედობაში ჩავვარდი. გე-
ფიცებით, სიკვდილს წუთები აშორებდა.
არ მინდა ვაღიარო, მაგრამ ცოტა გული მტკივა, რომ მამა
ახლა გონებაზე არაა. ის იქ იყო, როცა დედამ გამაჩინა და შემ-
დეგ მშობიარობას გადაჰყვა, მამა ახლა გვერდში მინდა მყავ-
დეს. ჩემ გარეშე მისთვის ყველაფერი შეიცვლება: ვახშამზე
ჩემთვის სამსახურის ამბების მოყოლის ნაცვლად, გაიხსენებს,
თუ რამდენი იწვალა, სანამ დედაჩემს ქორწინებაზე დაითან-
ხმებდა და როგორ უყვარდათ ერთმანეთი მცირეხნიანი თა-
ნაცხოვრების მანძილზე; მოუწევს უხილავი ბალიშის გვერდზე
გადადება, რომელსაც მაშინ გამომიჩენდა, როცა რამე სისუ-
ლელეს დავაბრეხვებდი. მემუქრებოდა, შენს შვილებთან და-
გასმენო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მომავალში ბავშვებს
ვერ ვხედავდი; მამობას შეეშვება, ანდა აღარავინ ეყოლება,
რომ მამობა გაუწიოს.
მამას ხელს ვუშვებ, ტუმბაზე შემოდებულ კალამს ვიღებ და
ჯიბით წამოღებულ ფოტოს უკანა მხარეს ვაწერ:
ყველაფრისთვის გმადლობ, მამა.
მაგრად ვიდგები და ძლიერი ვიქნები.
შენი სიყვარული აქედან იქ გამყვება.

80
მატეო
ფოტოს გულზე ვადებ.
კარზე ვიღაც აკაკუნებს. რუფუსს ველოდები, მაგრამ ელი-
ზაბეთი, მამას ექთანი შემოდის. ის მამას ღამის ცვლაში უვლის
და მუდამ მოთმინებით მიყვება სიახლეებს, როცა კი ვურეკავ.
– მატეო? – მწუხარე თვალებით მიყურებს; ალბათ გაიგო.
– სალამი, ელიზაბეთ.
– ბოდიში, რომ შემოგეჭერით. თავს როგორ გრძნობ? გინ-
და კაფეტერიაში დავრეკო და ვკითხო, ჟელატინი ხომ არ შე-
მოიტანეს?
ჰო, ნამდვილად გაიგო.
– გმადლობ, ნუ შეწუხდები. – კვლავ მამაზე გადამაქვს ყუ-
რადღება, როგორი უმწეოა. – როგორაა?
– სტაბილურად. არაფერზე ინერვიულო, მატეო, ის საიმე-
დო ხელშია.
– ჰო, ვიცი.
მამას უჯრებიან კარადას ვეხები, სადაც სახლის გასაღები,
საფულე და ტანსაცმელი აწყვია. ვიცი, უნდა დავემშვიდობო.
გარეთ რუფუსიც რომ არ მიცდიდეს, მამაჩემი, გონზე მყოფიც
კი, წინააღმდეგი იქნებოდა ჩემი დარჩენილი დღე ამ ოთახში
გამეტარებინა, – ჩემი ამბები იცი, ხომ?
– კი. – ელიზაბეთი მამაჩემის გამხდარ სხეულს ახალ ზე-
წარს აფარებს.
– უსამართლობაა. არ მინდა ისე წავიდე, რომ მისი ხმა ვერ
გავიგონო.
ელიზაბეთი საწოლის მოპირდაპირე მხარეს დგას, ზურგით
სარკმლისკენ, მე კი კარისკენ.
– შეგიძლია მასზე რამე მომიყვე? უკვე რამდენიმე კვირაა
ვუვლი და მხოლოდ ის ვიცი, რომ ცალ-ცალი წინდა აცვია და
შესანიშნავი ვაჟი ჰყავს.
იმედი მაქვს, ელიზაბეთი ამას იმიტომ არ მთხოვს, რომ მი-
სი კომიდან გამოსვლის იმედი გადაეწურა. არ მინდა მამა ჩემი
სიკვდილის შემდეგ მალევე მომყვეს. ერთხელ მითხრა, ისტო-
რიები ადამიანებს მანამ აცოცხლებს, სანამ მათ სხვები ისმე-
ნენო. მინდა მეც დედაჩემივით მაცოცხლებდეს.

81
– მამას დღის განრიგის შედგენა უყვარს. უნდოდა მისი
განრიგების შესახებ ბლოგის წერა დამეწყო. მისი აზრით, საქ-
ვეყნოდ ცნობილები და მდიდრები გავხდებოდით და რომ კო-
მენტარებში სპეციალური განრიგების შედგენას შეგვიკვეთ-
დნენ. ისიც სჯეროდა, რომ ამის გამო ტელევიზიაშიც კი მიიწ-
ვევდნენ. ტელევიზორში გამოჩენაზე ბავშვობიდან ოცნებობ-
და. გული არ მიშვებდა, მეთქვა, რომ მისი განრიგები მთლად
გადასარევიც არ იყო, თუმცა მომწონდა, როგორი ბედნიერი
მაძლევდა ახალ-ახალს წასაკითხად. ძალიან კარგი მთხრო-
ბელი იყო. ზოგჯერ მგონია, რომ სხვაგან ვარ, მაგალითად, კო-
ნი-აილენდზე, სადაც მამამ დედას პირველად სთხოვა ხელი...
– პირველად?
რუფუსი. მივიხედე და ზღურბლზე დგას.
– მაპატიე, მომესმა. ვიფიქრე, მოვიკითხავ, რას შვრება-
მეთქი.
– არა უშავს. შემოდი, – ვეუბნები. – ელიზაბეთ, გაიცანი
რუფუსი, ის ჩემი… უკანასკნელი მეგობარია. – იმედი მაქვს,
მართლა ჩემი მოკითხვა უნდოდა და არა იმის თქმა, რომ ჯობს
ერთმანეთს ხელი დავუქნიოთ და დავიშალოთ.
რუფუსი კედელს ეყრდნობა და ხელებს გულზე იკრეფს.
– ხელის თხოვნაზე რაღაცას ამბობდი.
– დედაჩემმა ორჯერ განუცხადა უარი. მამა ამბობდა, თავს
იფასებდაო. შემდეგ, როცა შეიტყო, რომ ჩემზე დაორსულდა,
სააბაზანოში მუხლებზე დამდგარა და მასაც ღიმილით თან-
ხმობა გამოუცხადებია.
ეს მომენტი ძალიან მომწონს.
ვიცი, მაშინ იქ არ ვიყავი, მაგრამ წლების განმავლობაში
ჩემს თავში შექმნილი წარმოდგენები კრისტალივით ცხადია.
არ ვიცი, სააბაზანო როგორ გამოიყურებოდა, მით უმეტეს მათ
პირველ მოცუცქნილ ბინაში. მამა ამბობდა, რომ იქ კედლები
ოქროსფერი იყო, თუმცა ალბათ უფრო სიძველისგან გახუნე-
ბული, იატაკზე კი ჭადრაკის დაფისებური ფილები ეგო. და აი,
დედაჩემიც, რომელიც მის ნაამბობში ყოველთვის ცოცხალია.
ამ კონკრეტულში კი თან იცინის და თან ტირის, არ უნდა, მისი
ოჯახის ტრადიციებიდან გამომდინარე, შვილი ნაბუშრად ჩა-

82
ეთვალოს, რასაც ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს და სისულე-
ლედ მიმაჩნია.
– ძვირფასო, ნეტავ მისი გამოღვიძება შემეძლოს. გულ-
წრფელად ვამბობ.
ცუდია, როცა მეტი დრო გვჭირდება, როცა ცხოვრების სა-
ათივით გადმოწევა არ შეგვიძლია. – ათი წუთით ხომ ვერ დამ-
ტოვებთ? მგონი ვიცი, როგორ უნდა დავემშვიდობო.
– არ იჩქარო, ძმაო, – მეუბნება რუფუსი, რაც მისი მხრიდან
მოულოდნელობა და სულგრძელობაა.
– არა, – ვეუბნები. – ათ წუთში მომაკითხე.
რუფუსი თავს მიქნევს.
– როგორც გინდა.
ელიზაბეთი მხარზე მეხება.
– მიმღებში ვიქნები, თუ რამე დაგჭირდა.
ორივე გადის და კარი იხურება.
მამაჩემის ხელს ვიღებ.
– დროა ბოლოს და ბოლოს იმ ამბავს მოგიყვე, სულ რომ
მთხოვდი, ზოგჯერ მემუდარებოდი კიდეც: ჩემი ცხოვრების ამ-
ბავს, თუ როგორ ჩაიარა დღემ, მე კი მაშინ ვდუმდი. მაგრამ ახ-
ლა ხმის ამომღები მეღა დავრჩი და მთელი არსებით ვიჯერებ,
რომ შენ ამას გაიგონებ. – მაგრად ვუჭერ ხელს და მინდა მანაც
იგივე გააკეთოს.
– მამა, მე…
ბავშვობიდან ჩამინერგეს გულწრფელობა, თუმცა სიმარ-
თლის თქმა ზოგჯერ რთულია. შესაძლებელია სიმართლემ
არც არავის ავნოს, მაგრამ მაინც, შესაფერისი სიტყვები ყელ-
ში გეჩხირება, სანამ მარტო არ დარჩები. შეიძლება, არც მარ-
ტოობა გამოდგეს გარანტად. ხანდახან სიმართლე ისეთი სა-
იდუმლოა, საკუთარ თავსაც რომ ვერ უმხელ, რადგან სიცრუე-
ში ცხოვრება უფრო გიადვილდება.
ლეონარდ კოენის Take this Waltz-ს ვღიღინებ, ასეთი სიმ-
ღერები დიდად არასდროს მიტაცებდა, თუმცა მოდუნებაში მა-
ინც მეხმარება. ვმღერი, რაც მახსოვს, ზოგიერთ სიტყვაზე ენა
მებმის, ზოგსაც უადგილოდ ვისვრი, მაგრამ ეს სიმღერა მამას
უყვარდა და იმედი მაქვს, ახლა ჩემი ხმა ესმის.

83
რუფუსი 04:46 სთ

მატეოს მამის პალატის გარეთ ვზივარ და დროა მის ვაჟს


შევახსენო, რომ წასვლის დროა. მისი ბინიდან გამოტყუება
ერთი იყო, მაგრამ ახლა, ალბათ, მისი გათიშვა და საავადმყო-
ფოდან გათრევა მომიწევს; მის ადგილას სავარაუდოდ მეც ასე
მოვიქცეოდი.
ეს მედდა კიდევ, ელიზაბეთი, სხვა პალატაში აშმორებული
საჭმლის შეტანამდე ჯერ საათს უყურებს, მერე – მე.
მატეოს გამოყვანის დროა.
იატაკიდან ვდგები და პალატის კარს ვაღებ. მატეოს მამა-
მისის ხელი უჭირავს და ცხოვრებაში რომ არ გამიგონია, ისეთ
სიმღერას უმღერის. კარზე ვაკაკუნებ და მატეო ფრთხება.
– ბოდიში, ძმაო. კარგად ხარ?
მატეო ფეხზე დგება და ლოყები უწითლდება, გეგონება,
ერთმანეთს ვეძიძგილავებოდით და გახელებული ხალხის წი-
ნაშე მაგრად შემოვცხე.
– კი, კი. – მაბოლებს. – უნდა მოვაწესრიგო. – ერთი წუთი
სჭირდება, რომ მამამისს ხელი უშვას, თითქოს მასაც უჭირავს
და არ უშვებს. სამაგრიან დაფას იღებს და საწოლის თავზე თა-
როზე დებს. – როგორც წესი, მამა სახლს შაბათობით ასუფთა-
ვებდა, არ უნდოდა სამუშაო დღეებში სახლში მოსულს კიდევ
საქმე ეკეთებინა. შაბათ-კვირას ყველაფერს ვაწკრიალებდით
და შემდეგ ტელევიზორს ვუსხედით. – მატეო გარშემო თვალს
მოავლებს, პალატა ისეთი სუფთაა, ენას აუსვამ. არა, იატაკის
ლოკვას არ ვაპირებ, მაგრამ აშკარად სისუფთავეა.
– დაემშვიდობე?
მატეო თავს მიქნევს.
– მგონი. – სააბაზანოსკენ მიდის. – უნდა დავრწმუნდე,
რომ მოწესრიგებულია.
– ეჭვიც არ მეპარება.
– მინდა ფინჯნები დარეცხილი დახვდეს, როცა გაეღვიძე-
ბა.
– მიხედავენ.

84
– შეიძლება უფრო თბილი თეთრეული დასჭირდეს. თავად
ვერ გვეტყვის, რომ სცივა.
მასთან მივდივარ და მხრებზე ვეხები, ვცდილობ დავამშვი-
დო, რადგან თრთის.
– ჩემი აზრით, მას არ უნდა, რომ აქ იყო. – მატეოს წარბები
უერთიანდება და თვალები უწითლდება. ნაღვლიანი წითელი
და არა ნაწყენი. – სხვანაირად უნდა მეთქვა. უხეირო ლაპარა-
კი ვიცი. მას აქ შენი შეყოვნება არ უნდა-მეთქი. მისმინე, შენ
დამშვიდობების შესაძლებლობა მაინც გამოიყენე, მე კი თავი
ვერ მოვაბი. უაზროდ ბევრი ვიფიქრე, თუ რა უნდა მეთქვა. შენ
გამო მიხარია, თან მაგრად მშურს. და თუ არც ეს კმარა, რომ
გარეთ გაგიყვანო, მაშინ გეტყვი, მჭირდები. გვერდით მეგობა-
რი მჭირდება.
მატეო ისევ ოთახს უყურებს, ეჭვიც არ მეპარება, ამწამს სა-
კუთარ თავს არწმუნებს, რომ ტუალეტს გახეხვა სჭირდება,
ფინჯნებს კარგი დარეცხვა, კრიალი რომ გაუდიოდეს და მამა-
მისს ჭუჭყიანი არ დახვდეს, მაგრამ მხრებზე ხელებს ვადებ და
სიზმრიდან ვაფხიზლებ. მამასთან მიდის და შუბლზე კოცნით
ეუბნება:
– ნახვამდის, მამა.
მატეო უკან-უკან მიდის, ფეხს ითრევს და მძინარე მამას
ხელს უქნევს. უბრალოდ, ამ მომენტის შემსწრესაც კი გული
მიჩუყდება, მატეო კი ალბათ საცაა აფეთქდება.მხარზე ხელს
ვკიდებ და კრთება.
– მაპატიე, – გასვლისას იძახის. – მართლა მჯეროდა, რომ
დღეს გაიღვიძებდა, ხომ ხვდები, საჭირო დროს.
ფსონს არ ჩამოვიდოდი, მაგრამ მაინც თავს ვუქნევ.
ოთახიდან გავდივართ და, ვიდრე კარი დაიკეტებოდეს, მა-
ტეო უკან უკანასკნელად იხედება.

85
მატეო 04:58 სთ

საავადმყოფოს გამოსასვლელთან ვჩერდები.


მამას პალატაში დაბრუნება და დარჩენილი დროის იქ გა-
ტარება ჯერ კიდევ არ არის გვიან, მაგრამ არასწორი იქნება იქ
მყოფთა გაწვალება, მით უმეტეს, როცა წამმზომი ჩართულია.
არც კი მჯერა, რომ ისევ გარეთ ვარ, სამყაროში, რომელიც
მომკლავს და თან უკანასკნელი მეგობარი მახლავს, რომლის
საქმეც ასევე წასულია.
არ არსებობს ბოლომდე გავუძლო.
– კარგად ხარ? – რუფუსი მეკითხება.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. მუსიკას მოუსმენდა კაცი,
მამას პალატაში წამღერებამ მომანდომა. მაშინ რუფუსმა შე-
მომისწრო და ვიუხერხულე, არა უჭირს. არაფერი უთქვამს,
ალბათ ბევრი არაფერი გაუგონია. ეს უხერხულობა კიდევ უფ-
რო მანდომებს მუსიკის მოსმენას, ისეთი რამის წიაღში ჩაშვე-
ბას, რაც ჩემთვის ყველაზე ახლობელია. მამას კიდევ ერთი
რჩეული – Come What May, რომელსაც დედა შხაპის ქვეშ მა-
მასა და მე (მუცელში მყოფს) მიმღეროდა, სანამ წყლებს დაღ-
ვრიდა. სიკვდილამდე სიყვარულის პირობის დადება საშიში
რამაა. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს რჩეულ სიმღერაზე. რენ-
ტის One Song. ეშხში შევედი, ჩართვა მინდა, განსაკუთრებით
ახლა, როცა მგზავრი ვარ, რადგან სიმღერა ხელიდან გაშვე-
ბულ შესაძლებლობებზეა, ცარიელ ცხოვრებასა და მომაკვდავ
დროზე. ჩემი საყვარელი ფრაზაა „ერთი სიმღერაც ვიდრე წავ-
სულვარ…“
– მაპატიე, თუ ძალით გამოგიყვანე, – რუფუსი ამატებს. –
თავად მთხოვე, აქედან წამიყვანეო, მაგრამ დარწმუნებული
არ ვარ, რომ ეს გულით გსურდა.
– მიხარია, რომ ასე მოიქეცი, – გულწრფელი ვარ. მამა ამ
საქციელს მომიწონებდა.
ქუჩაზე გადასვლამდე, ორივე მხარეს ვიხედები. მანქანები
არ მოძრაობენ, თუმცა წინ, კუთხეში, ვიღაც კაცი ნაგვის პარ-
კებს გამწარებული გლეჯს, თითქოს სადაცაა ნაგვის მანქანა
მოვა და ყველას მოიპარავს. შეიძლება ნაგავს შემთხვევით

86
რამე მნიშვნელოვანი გააყოლა, თუმცა მისი დაგლეჯილი ჯინ-
სისა და ჟანგისფერი ჟილეტის შემყურე, ვხვდები, რომ მაწან-
წალაა. ნახევრად შეჭმულ ფორთოხალს პოულობს, იღლიაში
იჩრის და ნაგვის ქექვას განაგრძობს. როდესაც ვუახლოვდე-
ბით, ჩვენკენ იხედება.
– დოლარი ხომ არ გექნებათ? რამე ხურდა, სულერთია.
ორივემ თავჩაღუნულმა განვაგრძეთ გზა და ჩავუარეთ.
ზურგში არაფერი მოუძახებია.
– რამე უნდა მივცე, – რუფუსს ვეუბნები, მიუხედავად იმი-
სა, რომ ამის მარტო გაკეთება მაფრთხობს, ჯიბეებში ვიქექები
და თვრამეტ დოლარს ვითვლი. – შენ არაფერი გაქვს?
– არ იფიქრო, რომ წუწურაქი ვარ, მაგრამ რად გინდა?
– იმიტომ, რომ მას სჭირდება, – ვეუბნები. – საჭმელს ნა-
გავში ეძებს.
– ვაი და მაწანწალა არ იყოს? ადრეც გამაცურეს.
ვჩერდები.
– მეც ბევრჯერ გამაცურეს. – აგრეთვე ბევრჯერ ამიფარე-
ბია ყურზე ხელი დახმარების თხოვნისას, რაც უგულობაა. – არ
ვამბობ, მთელი დანაზოგი მივცეთ-მეთქი, მხოლოდ ერთი-
ორი დოლარი.
– შენ როდის გაგაცურეს?
– მეხუთე კლასში ვიყავი, სკოლაში მივდიოდი. ვიღაც ტიპ-
მა დოლარი მთხოვა და როცა ლანჩისთვის მოცემული ხუთი
ერთდოლარიანი ამოვიღე, სახეში დამარტყა და მთლიანად
წამართვა. – მრცხვენია აღიარება, რომ სკოლაში ვერავინ და-
მამშვიდა, სანამ მამამ, ადრიანად გამოქცეულმა სამსახური-
დან, დამრიგებლის კაბინეტში მჯდარი არ მნახა. იქიდან ორი
კვირის განმავლობაში სკოლამდე მაცილებდა და მეხვეწებო-
და, უცნობებს მოერიდე, განსაკუთრებით, თუ ფულს ითხოვე-
ნო. – არა მგონია, რომ ადამიანები იმის მიხედვით უნდა გან-
ვსაჯო, სჭირდებათ თუ არა ჩემი დახმარება. აუცილებელი არ
არის მიმღერონ, მიცეკვონ და ამით დაამტკიცონ, რომ იმსახუ-
რებენ. თუ გიჭირს, დახმარების თხოვნა საკმარისი უნდა იყოს.
ერთი დოლარის გაცემა რა დასანანია? კიდევ ვიშოვით.

87
სინამდვილეში, ვერაფერსაც ვეღარ ვიშოვით, მაგრამ თუ
რუფუსი ჩემსავით გონიერი (ანდა პარანოიკია), საბანკო ანგა-
რიშზე საკმარისი ფული ექნება დაგროვებული. მის სახეზე
არაფერი იკითხება, მაგრამ ველოს აჩერებს და სადგამს გა-
მოხსნის.
– მაშინ, აჯობებს დროულად ვქნათ. – ჯიბეში იქექება და
ოცდოლარიანს აძრობს. წინ მიდის და მე კუდივით მივდევ, გუ-
ლი მიბაგუნებს, ცოტა ვღელავ, ვაითუ თავს დაგვესხას. რუფუ-
სი მისგან ერთ ნაბიჯში ჩერდება და ჩემკენ იშვერს თითს სწო-
რედ მაშინ, როცა ის კაცი ტრიალდება და პირდაპირ თვალებ-
ში მიყურებს.
რუფუსს უნდა, რომ მე ვილაპარაკო.
– ბატონო, სულ ეს მოგვეძიება. – რუფუსს ოც დოლარს
ვართმევ და ქეშად ვაძლევ.
– მამასხარავებთ?! – აქეთ-იქით ისე იხედება, თითქოს რა-
ღაცას ვუწყობდეთ. დახმარების მიღება წესით არ უნდა აეჭვებ-
დეს.
– სულაც არა, ბატონო. – ვუახლოვდები, რუფუსი გვერდი-
დან არ მცილდება. – ვიცი, ბევრი არ არის და ვწუხვარ.
– ეს, ძალიან… – კაცი მიახლოვდება და გეფიცებით, ლა-
მის გულმა მხიოს, გეგონება შუა რალიში ფეხები ჩამიბეტონდა
და ჩემკენ ოცი მანქანა მოქრის, მაგრამ არ მირტყამს. კაცი
მეხვევა და მის იღლიაში ამოჩრილი ფორთოხალი ჩვენს ფე-
ხებთან ვარდება. ერთი წუთი მჭირდება ნერვული შოკიდან გა-
მოსასვლელად, მაგრამ მეც ვეხვევი და ისეთი შეგრძნება
მაქვს, რომ ეს კაცი მამაჩემია. – დიდი მადლობა. დიდი მად-
ლობა. – გაიძახის. ხელს მიშვებს და ვერ ვხვდები, თვალები
იმიტომ აქვს ჩაწითლებული, კარგა ხანია ლოგინში არ უძინია
და დაღლილია თუ ტირილის პირასაა. თუმცა მის საქმეში
ცხვირის ჩაყოფა არ მინდა და არც თავადაა ვალდებული რამე
ამიხსნას. ნეტავ ყოველთვის ასე მოვქცეულიყავი.
კაცი რუფუსს თავს უქნევს და ფულს ჯიბეში იკუჭავს. სხვას
არაფერს ითხოვს, არც მუშტებს მიღერებს. უბრალოდ, ცოტა-
თი უფრო მხრებში გამართული მიდის თავის გზაზე. ნეტავ წას-
ვლამდე სახელი მეკითხა ან გავცნობოდი.

88
– კარგი სვლა იყო, – ამბობს რუფუსი. – იმედი მაქვს, კარ-
მა ამისთვის საკადრისად მოგიბრუნდება.
– კარმა არაფერ შუაშია. კეთილი პიროვნების ქულებს არ
ვაგროვებ. – ქველმოქმედებისთვის კი არ უნდა გადარიცხო
ფული, მოხუცებს ქუჩაზე გადასვლაში უნდა დაეხმარო, ლეკვე-
ბი გადაარჩინო. შეიძლება კიბოს წამალი ვერ გამოვიგონო,
ანდა მსოფლიო შიმშილი ვერ დავამარცხო, მაგრამ წვრილმა-
ნი სიკეთეებით დიდი საქმე გაკეთდება. ამას რუფუსის გასაგო-
ნად არ ვამბობ. მართალია, კლასელები ასეთი ლაპარაკის გა-
მო დამცინოდნენ, მაგრამ სიკეთის კეთებით თავს ცუდად არა-
ვინ არ უნდა გრძნობდეს. – ვფიქრობ, ყველაზე მეტად ის გა-
უხარდა, რომ ვიღაცამ ადამიანად ჩათვალა. მადლობა, რომ
გვერდში დამიდექი.
– იმედს გამოვთქვამ, ფუჭად არ დავეხმარეთ, – ამბობს
რუფუსი.
ასე მგონია, რუფუსი ჩემგან განსაკუთრებულ სიმამაცეს არ
ელოდება და არც თავად მოველი, რომ დიდი სულგრძელი
ვინმე აღმოჩნდება.
გულზე მომეშვა, რომ რუფუსს ჩვენი მომაკვდაობა არ უხ-
სენებია. სიკეთე გაუფერულდება, თუკი ეს კაცი იფიქრებს,
რომ ყველაფერი რაც გვაბადია, შეიძლება ათი წუთის შემდეგ
აღარაფერში დაგვჭირდეს.
ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ალბათ სხვების ნდობაც გაუჩ-
ნდება. ამის მიღწევაში კი რუფუსი ნამდვილად დამეხმარა.

დელაილა გრეი 05:00 სთ

სიკვდილის უწყებამ დელაილა გრეის 02:52-ზე დაურეკა


იმის სათქმელად, რომ იმ დღეს მოკვდებოდა, მაგრამ თავად
დარწმუნებულია, რომ ატყუებენ. დელაილა სასოწარკვეთი-
ლებას არ მისცემია. ალბათ ყოფილის ოინებია, იგი სიკვდი-
ლის უწყების თანამშრომელია და მის შეშინებას ცდილობს,
რაც წინა ღამით დელაილამ მასთან ერთწლიანი ურთიერთო-
ბისთვის წერტილის დასმა მოინდომა.

89
ასეთი უკბილო ხუმრობა წესით დასჯადია. მსგავსი შანტა-
ჟის გამო შეიძლება ოცი წლით ჩააყუდონ და ყველგან გააშა-
ვონ, ისე, რომ მუშაობას თითქმის ვერსად შეძლებს. სიკვდი-
ლის უწყების თანამშრომლისთვის ფეხის დაცდენა სიკვდილის
ტოლფასია.
დელაილას ვერ წარმოუდგენია, რომ ვიქტორი თავს ასეთ
დღეში ჩაიგდებს.
მიკისთან, რომელსაც ყურმილის გათიშვამდე შეაგინა, ზა-
რის განხორციელების ნიშანს შლის. მობილურს იღებს და ვიქ-
ტორთან დარეკვას აპირებს, მაგრამ თავს არხევს და მობი-
ლურს კვლავ საწოლის მეორე მხარეს, ბალიშთან დებს. ამ
მხარეს ვიქტორს ეძინა ხოლმე, როცა მასთან რჩებოდა. დე-
ლაილა ვიქტორს არ აფიქრებინებს, რომ პარანოიკია, ამ სი-
ამოვნებას არ მიანიჭებს, რადგან ასე ნამდვილად არ არის. იქ-
ნებ ელოდება, რომ სიკვდილის უწყების საიტზე შევა, მგზავ-
რთა სიაში თავის სახელს გადაამოწმებს, ანდა დაურეკავს და
სარჩელის შეტანით დაემუქრება, თუკი არ აღიარებს, რომ მი-
კი მისი თანამშრომელია და მის შესაშინებლად დაარეკვინა?
მაშინ ცდა დიდხანს მოუწევს, დელაილას კი რაც თავზე საყრე-
ლად აქვს, ეს სწორედ დროა.
დელაილა ისევე არხეინადაა, როგორც მაშინ იყო, როცა
ვიქტორთან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. ამ მასხა-
რაობის გადამოწმებას კი არ აპირებს.
სააბაზანოში შედის, კბილებს იხეხავს და თან საკუთარ
თმას სარკეში თავმომწონედ ათვალიერებს. თმა ფერს იც-
ვლის – როგორც ბოსმა უთხრა, ძალიან გარდამავალ ფერებ-
შია. წინა კვირებში დელაილას ცვლილება სჭირდებოდა, შინა-
გან ხმას, რომელიც ვიქტორთან დაშორებისკენ მოუწოდებდა,
არ უსმენდა. თმის შეღებვა უფრო იოლი იყო, უცრემლოდაც
ჩაივლიდა. როდესაც სტილისტმა ჰკითხა, როგორი ვარცხნი-
ლობა სურდა, დელაილამ ავრორას ნათებაო, უპასუხა. ვარ-
დისფერის, მელნისფერის, მწვანისა და ლურჯის ნაზავი. ცოტა
ხელის შევლება კიდევ სჭირდება, რაც მომავალ კვირამდე და-
იცდის, როდესაც სტატიის ამბებს მოაგვარებს.

90
ლოგინში ბრუნდება და ლეპტოპს ხსნის. წინა ღამით ვიქ-
ტორთან დაშორების გამო ინფინიტ-უიქლისთვის სეზონის
პრემიერის შეჯამება დააგვიანდა. კოლეჯის დამთავრების შემ-
დეგ, გაზაფხულიდან კომპანიაში რედაქტორის ასისტენტად
მუშაობს. ჰიპსტერ-ჰაუსის ქომაგი არ არის, მაგრამ ის ჰიპსტე-
რები უფრო მიმზიდველები არიან აუდიტორიისთვის, ვიდრე
ჯერზი-შორ-ქრუ, და ვინმეს აუცილებლად უნდა დაეწერა, რად-
გან რედაქტორები ცნობილ ფრენჩაიზებზე მუშაობენ. დელაი-
ლას მშვენივრად მოეხსენება, როგორ გაუმართლა, რომ თუნ-
დაც მეორეხარისხოვანი სამუშაო მისცეს და საქმე გამოუჩნდა
იმის გათვალისწინებით, რომ ახალი აყვანილია და თოთხმეტი
თვის წინ გაცნობილ ადამიანთან ქორწილის საქმეების მოგვა-
რების გამო დედლაინს ბევრჯერ გადააცილა.
დელაილა ტელევიზორს რთავს, რომ შემაწუხებლად უაზ-
რო პრემიერას ხელახლა უყუროს – ხალხით სავსე ბრუკლი-
ნის კაფეში როგორ სხედან ჰიპსტერები და საბეჭდ მანქანაზე
მოკლე თხზულებებს წერენ – და სანამ ხმის ჩამწერს ჩართავს,
ფოქს 5-ზე მისთვის საინტერესო სიახლეს აცხადებს:
„… მის აგენტს ხმა მივაწვდინეთ. ოცდახუთი წლის მსახი-
ობმა შესაძლოა ახალგაზრდა ანტაგონისტის როლი ითამაშოს
სკორპიუს ჰოთორნის დემონური ჯადოქარი ბავშვის შესახებ
გადაღებულ ბლოკბასტერში, თუმცა ფანები მთელი მსოფლი-
ოდან, ჰაუი მალდონადოს გამო, ამ ამბავს სიხარულით და აღ-
ტაცებით შეხვდნენ. თვალი ადევნეთ ჩვენს ტვიტერსა და ფეის-
ბუკზე ამ ამბის გარშემო სიახლეებს…
დელაილა საწოლიდან გულის ფანცქალით წამოხტება.
ის სიახლეებს არ დაელოდება.
ამ ამბავზე თავად შექმნის სიუჟეტს.

მატეო 05:20 სთ

ბანკომატს ვუახლოვდები, რუფუსი კი ზურგს მიმაგრებს.


მადლობა ღმერთს, მამაჩემმა ჭკუა იხმარა და თვრამეტი წლის
რომ გავხდი, საკრედიტო ბარათი ამაღებინა. ამ ბანკომატზე

91
ლიმიტია, ამიტომ ოთხას დოლარზე მეტს ვერ ვანაღდებ. ქა-
ღალდის ფულს გულის კანკალით ვაცურებ ლიდიასთვის გან-
კუთვნილ კონვერტში, ვლოცულობ, გადატენილი იარაღით
არავინ მომვარდეს და ფული არ მთხოვოს – უკვე ვიცით, რო-
გორც დასრულდება. ქვითარს ვიღებ და ვხედავ, რომ ბარათზე
კიდევ 2 076 27 დოლარია და ქვითარს ვხევ. ამდენი ფული არ
მჭირდება. ლიდიასა და პენისთვის მეტი ფულის გამოტანა შე-
მიძლია, ოღონდ სხვა ბანკომატიდან, როდესაც გაიღება.
– ლიდიასთან მისასვლელად ალბათ ძალიან ადრეა, –
ვამბობ. კონვერტს ვკეცავ და ჯიბეში ვიდებ. – მიხვდება, რომ
რაღაც ხდება. ვესტიბიულში ხომ არ მოგვეცადა?
– არა, ძმაო. შენი დაქალის ვესტიბიულში ვერ დავსხდე-
ბით. დილის ხუთი საათია. წამო, ვჭამოთ. შეიძლება უკანას-
კნელი ნადიმიც იყოს. – რუფუსი ხელს იშვერს. – ჩემი საყვა-
რელი სასაუზმეა, ოცდაოთხი საათი მუშაობს.
– კარგი აზრია.
ზოგადად, დილის მოყვარული ადამიანი ვარ. სხვადასხვა
ქალაქისა და ქვეყნის ბევრი ფეისბუკგვერდი მაქვს გამოწერი-
ლი დილის თემატიკაზე („დილა მშვიდობისა, სან-ფრანცის-
კო!“. „დილა მშვიდობისა, ინდოეთო!“) და განურჩევლად
დღის მონაკვეთისა, ჩემს კედელზე ყოველთვისაა ნათელი შე-
ნობების, სადილისა და სახლიდან გამომავალი ხალხის ფო-
ტოები. მზის ამოსვლასთან ერთად ახალი თავგადასავლი იწ-
ყება და იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება დილამდე ვერ
მივატანო და ხეებში მზის სხივების ციმციმი ვეღარ ვნახო, აჯო-
ბებს თუ დღევანდელ დღეს ერთ გრძელ დილად ჩავთვლი. უნ-
და გავიღვიძო და დღე დავიწყო.
ამ დილით ქუჩები შესამჩნევად ცარიელია. არ გეგონოთ
ხალხი მეჯავრებოდეს, უბრალოდ, მათ თვალწინ სიმღერა არ
შემიძლია. ახლა რომ მარტო ვიყო, ალბათ რამე დეპრესიულ
სიმღერას ჩავრთავდი და ავყებოდი. მამამ მასწავლა, რომ
ემოციების გამოხატვა სირცხვილი არ არის, მაგრამ მათგან
თავის დაღწევაც უნდა გეხერხებოდეს. რამდენიმე დღის შემ-
დეგ პოზიტიური სიმღერების ჩართვა დავიწყე, თუნდაც ბილი

92
ჯოელის Just the Way You Are, თავი რომ უიმედოდ არ მეგ-
რძნო.
კაფე სახელად „ქვემეხს“ მივადექით. კარის თავზე სამკუთ-
ხა გამოსახულებაა – ქვემეხით ჩიზბურგერის აფეთქების
ილუსტრაცია და გაფრქვეული ჩიფსები. რუფუსი ველოს სად-
გომზე აბამს და თითქმის ცარიელ კაფეში შევდივართ. მაშინვე
ერბოკვერცხისა და ფრანგული ტოსტების სუნი მცემს.
თვალებგამოღამებული პერსონალი გვეგებება, გვეუბნე-
ბიან, სადაც მოგვესურვება, იქ დავსხდეთ. რუფუსი სულ უკან,
სააბაზანოს გვერდზე, ორკაციანი ჯიხურისკენ მიემართება.
ლურჯი საზღვაო ტყავის დასაჯდომები რამდენიმე ადგილზე
გადამსკდარია და ის სავარძელი მახსენდება, ბავშვობაში
რომ მქონდა და ნაჭერს უაზროდ ვფცქვნიდი, სანამ შიგთავსმა
თავი არ ამოყო. მამაჩემმა ნაგავში მოისროლა და ახალი იყი-
და, რომელიც ჯერაც გვაქვს.
– აქ ჯდომა მიყვარს, – მეუბნება რუფუსი. – კვირაში ორ-
ჯერ მოვდივარ. უკვე ისე ვარ, როგორც ყოველთვის-მეთქი,
პერსონალს ვეუბნები.
– მაინცდამაინც აქ რატომ? შენი უბანია? – უცებ გავიაზრე,
რომ წარმოდგენა არ მაქვს, ჩემი უკანასკნელი მეგობარი სად
ცხოვრობს ან სადაურია.
– მხოლოდ ბოლო ოთხი თვეა, – ამბობს რუფუსი. – გაშვი-
ლებული ვარ.
ერთია, რომ რუფუსზე არაფერი ვიცი და მეორე, რომ მის-
თვის არაფერი გამიკეთებია. გაცნობის წუთიდან ჩემზე გადმო-
ფარებულ ჩრდილად ვაქციე – სახლიდან გამომიყვანა, სა-
ავადმყოფოში წამყვა და მალე ლიდიამდეც გამაცილებს. ეს
უკანასკნელი მეგობრობა ჯერჯერობით ცალმხრივია.
რუფუსი მენიუს ჩემკენ აცურებს.
– უკანა გვერდზე მგზავრებისთვის ფასდაკლებებია. თვა-
ლებს თუ დაუჯერებ, ყველაფერი უფასოა.
ჩამომთვლელთა ნაამბობის კითხვისას ხშირად მხვდება,
როგორ მიდიან ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში მეფური
სუფრების გაშლის იმედად, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ფას-

93
დაკლებებს გამორჩებიან ხოლმე. ამ სასაუზმეში ყველაფერი
უფასოა. კარგია, რომ რუფუსი აქ დაბრუნდა.
მიმტანი გამოდის და გვესალმება, ქერა თმა კეფაზე პონის
კუდივით შეუკონია, ყვითელ ყელსახვევზე „რეი“ აწერია.
– დილა მშვიდობის, – სამხრეთულად უქცევს. ყურში გაჩ-
რილ კალამს იძრობს და იდაყვზე ტატუ მოუჩანს – ცოტა ამრე-
ზით ვუყურებ იმ ადამიანებს, რომლებიც ამდენ ნემსის ჩხვლე-
ტას აინუნშიც არ აგდებენ. კალამს თითებში ათამაშებს. – და-
გათენდათ?
– ასეც შეიძლება ითქვას, – პასუხობს რუფუსი.
– უფრო სწორად, ადრიანად გამოვედით, – მეც ჩავერთე.
რეი განსაკუთრებულ ცნობისმოყვარეობას არ გამოხა-
ტავს.
– რა მოგართვათ?
რუფუსი მენიუს ჩაჰყურებს.
– აბა, როგორც ყოველთვისო? – ვეკითხები.
– დღეისთვის ცვლილებას შევიტანთ. ბოლო შესაძლებ-
ლობის გათვალისწინებით. – მენიუს დებს და რეის აჰყურებს.
– რას გვირჩევთ?
– რა ხდება, თქვენც ხომ არ დაგირეკეს? – სიცილი მალევე
უწყდება. მე მიყურებს. თავს ვხრი, როცა ჩემკენ იხრება. – არ
არსებობს. – კალამსა და წიგნაკს მაგიდაზე აგდებს. – ბიჭებო,
ხომ კარგად ხართ? რამე გჭირთ? უფასო საუზმე გინდათ გა-
მომტყუოთ, არა?
რუფუსი თავს აქნევს.
– არა, არ გვეხუმრება. აქ ხშირად დავდიოდი და უკანას-
კნელადაც შემოგიარეთ.
– ასეთ დროს საჭმლისთვის გცხელათ?
რუფუსი თავს წინ წევს და ყელსახვევზე მიწებებულ მის სა-
ხელს კითხულობს.
– რეი. რა გავსინჯოთ?
რეის ხელები უკან მიაქვს, მხრებს ათამაშებს და ჩიფჩი-
ფებს.
– არ ვიცი. ყველაფერი რომ აიღოთ? ჩიფსები, ვაფლები,
ერბოკვერცხი, ფილე, პასტა… სამზარეულოში რაც გვაქვს.

94
– არა, ამდენს ვერ შევჭამთ. შენი საყვარელი კერძი რომე-
ლია? – ეკითხება რუფუსი. – გეხვეწები, ოღონდ თევზი არა.
– შებოლილი ქათმის სალათა, ესეც იმიტომ, რომ ძალიან
კიკნია ვარ.
– ეგ იყოს, – გადაწყვიტა რუფუსმა და მე მიყურებს. – შენ
რა გინდა, მატეო?
მენიუში არც კი ჩამიხედავს.
– რასაც რუფუსი ჭამს ხოლმე. – მისი არ იყოს, თევზზე არც
მე ვარ თანახმა.
– არც კი იცი, რას ვჭამ.
– თუ შემწვარი ქათმის ფილე არ არის, მაშინ ჩემთვის ყვე-
ლა შემთხვევაში სიახლე იქნება.
რუფუსი თავს აქნევს. მენიუში კიდევ რამდენიმე ადგილას
უთითებს, რეიც გვეუბნება, რომ მალე იქნება და სწრაფად გა-
დის თავის კალმიან-წიგნაკიანად. ვთხოვეთ, შეფს ჩვენი შეკ-
ვეთა პირველი გაეთვალისწინებინა – მაგიდასთან მგზავრები
სხედან. არ ვიცი, პირველობაში სხვა ვინ შეგვეცილება – შა-
ვებში გამოწყობილი კაცი, უკვე ყავას რომ სვამს და გაზეთს
კითხულობს? მაგრამ რეის კეთილ გულს ვენდობით და ვფიქ-
რობ, ნეტა სიკვდილის მაცნე ანდრეა მას თუ ჰგავდა, სანამ მი-
სი სამსახური თანაგრძნობის უნარს ჩაუკლავდა-მეთქი.
– შეიძლება რაღაც გკითხო? – რუფუსს ვეუბნები.
– მსგავსი კითხვების დასმით ენას ნუ დაიღლი. უბრალოდ,
თქვი რა გინდა.
ცოტა მკვახედ მოსდის, მაგრამ სწორი შენიშვნაა.
– რატომ უთხარი რეის, რომ ვკვდებით? ეს ხომ მთელ
დღეს ჩაუმწარებს?
– ჰო, ალბათ. მაგრამ ეს პირველ რიგში მე მიმწარებს
დღეს და არაფრის გაკეთება არ შემიძლია. – ამბობს რუფუსი.
– ლიდიასთვის გამხელას არ ვაპირებ, – ვეუბნები.
– უაზრობაა. ურჩხულივით ნუ მოექცევი. მასთან დამშვი-
დობების შესაძლებლობა გაქვს და აჯობებს სწორად მოიქცე.
– არ მინდა ლიდიას დღე ჩავუმწარო. მარტოხელა დედაა
და შეყვარებულის გარდაცვალების შემდეგ ისედაც რთული
დრო უდგას. – ალბათ არც ისეთი ეგოისტი ვარ. – ეგებ ართქმა

95
ეგოისტური საქციელია, მაგრამ ალბათ საამისო გამბედაობას
ვერ მოვიკრებ. როგორ უნდა მიახალო შენს საუკეთესო მეგო-
ბარს, რომ ხვალიდან აღარ იარსებებ? როგორ უნდა დაარწმუ-
ნო, გაგიშვას, რომ სიკვდილამდე ცხოვრება მოასწრო?
საზურგეს ვეყრდნობი, საკუთარი თავი მეზიზღება.
– თუ ასე გადაწყვიტე, მხარში დაგიდგები. გული დაწყდება
თუ არა, შენ უკეთ იცი, მაგრამ მომხედე, სხვების რეაქციებზე
ფიქრს და საკუთარი თავის კრიტიკას უნდა შევეშვათ.
– იქნებ დაუფიქრებლად მოქცევა გვღუპავს? – ვეკითხები.
– ნუთუ შფოთვა არ გეწყება, როცა ფიქრობ, რომ ცხოვრება
სიკვდილის უწყების ზარამდე გაცილებით უკეთესი იყო?
სულის შემხუთველი შეკითხვაა.
– იყო კი? – რუფუსი კითხვითვე მპასუხობს. – შეიძლება კი,
შეიძლება არა. პასუხს მნიშვნელობა არ აქვს და არც არაფერს
ცვლის. უბრალოდ შეეშვი, მატეო.
მართალია. ჩემს თავს უკან ვექაჩები. წლებია, დღეგრძე-
ლობის მოსურნე, უსაფრთხო გარემოში ვცხოვრობ და შეხე-
დეთ, სადამდე მივედი. უკვე ფინიშის ხაზთან ვარ, არადა, ჯერ
რბოლაც არ დამიწყია.
რეი სასმელებით გვიბრუნდება, რუფუსისთვის შებოლილი
ქათმის სალათა მოაქვს, ჩემ წინ კი ტკბილი კარტოფილის ჩიფ-
სებსა და ფრანგულ ტოსტს დებს.
– თუ კიდევ რამე მოგინდებათ, ბიჭებო, უბრალოდ გამომ-
ძახეთ. სადაც უნდა ვიყო, სამზარეულოში თუ სხვა კლიენტთან,
მაშინვე თქვენთან გავჩნდები. – მადლობას ვუხდით, მაგრამ
ვგრძნობ, რომ ფეხს ითრევს, თითქოს ჩვენ გვერდით ჩამოჯ-
დომა და წაჭორავება უნდა. ბოლოს, გონებას იკრებს და მი-
დის.
რუფუსი ჩანგალს ჩემს თეფშს უკაკუნებს.
– აბა, როგორ მოგწონს ჩემი ჩვეული საუზმე?
– წლებია ფრანგული ტოსტები არ გამისინჯავს. მამაჩემი
ყოველ დილით ბეკონის, სალათისა და პამიდვრის ტორტი-
ლებს ამზადებდა. – ფრანგული ტოსტის არსებობაც კი დამა-
ვიწყდა, მაგრამ დარიჩინის სურნელი იმ დროის მოგონებებს
მიღვიძებს, მე და მამა რომ სასაუზმედ მორყეულ მაგიდასთან

96
ვისხედით და ახალ ამბებს ვუსმენდით, ანდა დღის განრიგის
შედგენისას თავს ვიმტვრევდით. – ძალიან კარგია. გინდა ცო-
ტა?
რუფუსი თავს მიქნევს, თუმცა ჩემი თეფშიდან გადაღებას
არ ცდილობს. გონებით სხვაგანაა, რადგან სალათის თამაში-
თაა გართული. როგორც ჩანს, მოლოდინი არ გაუმართლდა
და მარტო ქათამს ჭამს. ჩანგალს ხელიდან აგდებს და რეის
დარჩენილ კალამსა და წიგნაკს იღებს. წრეს ხაზავს. – მსოფ-
ლიოს გარშემო მოგზაურობასა და ფოტოების გადაღებაზე
ვოცნებობდი.
რუფუსი დედამიწას ხატავს და იმ ქვეყნებს გამოყოფს, სა-
დაც წასვლა სურდა.
– ფოტოჟურნალისტივით? – ვეკითხები.
– აჰ, არა. რაღაც ჩემეული მინდოდა.
– სამოგზაურო არენაზე წავიდეთ, – ვეუბნები. – საუკეთე-
სო საშუალებაა ერთ დღეში მსოფლიოს სანახავად. ჩამომ-
თვლელები სულ ამაზე წერენ.
– არასდროს წამიკითხავს, – რუფუსი ამბობს.
– მე ყოველდღე ჩავკირკიტებ, – ვაღიარებ. – მამშვიდებს
ის ფაქტი, რომ ვიღაცები ბორკილებს ტეხენ.
რუფუსი მიყურებს და თავს აქნევს.
– უკანასკნელ მეგობარს, როგორც წესი, იმ საქმისთვის
უნდიხარ. ცუდი გაგებით არა, შენც რომ თანახმა ხარ იმ, კარგი
გაგებით. მოკლედ, რაც არის.
– მესმის. – მგონი.
– და შენ რა გინდოდა მომავალში გეკეთებინა? – რუფუსი
მეკითხება.
– არქიტექტორობა მინდოდა. სახლები, ოფისები, თეატრე-
ბი და პარკები ამეშენებინა. – ვპასუხობ, თუმცა იმას არ ვეუბ-
ნები, რომ არც იმ ოფისებში მუშაობა და არც იმ თეატრების
სცენაზე გამოსვლა მსურს. – ბავშვობაში სულ ლეგოს ვთამა-
შობდი.
– მეც. კოსმოსურ ხომალდებს არ ვინდობდი. საწყალი პი-
ლოტები ნაწილებად იშლებოდნენ. – რუფუსი ჩემკენ იხრება,
ფრანგულ ტოსტს ცოტას აციცქნის და ილუკმება, თავჩახრილი

97
და თვალდახუჭული გემოს უსინჯავს. რთული საყურებელია,
როგორ ყლაპავს ადამიანი მის საყვარელ საჭმელს უკანასკნე-
ლად.
თავს უნდა შემოვუძახო.
როგორც წესი, მოვლენები უკეთესობამდე ჯერ უარესო-
ბისკენ იცვლება, მაგრამ დღეს პირიქით უნდა მოხდეს.
თეფშები მოვასუფთავეთ თუ არა, რუფუსი დგება და რეის
ყურადღებას იქცევს.
– შეგიძლია ანგარიში მოგვიტანო?
– ჩვენს ხარჯზეა, – პასუხობს რეი.
– გთხოვთ, ნება მოგვეცი, გადავიხადოთ, ჩემთვის დიდი
მნიშვნელობა აქვს, – ვეუბნები. იმედი მაქვს დანაშაულის გა-
მოსყიდვის მცდელობაში არ ჩამითვლის.
– მხარს ვუჭერ. – ამბობს რუფუსი. შეიძლება აქ ვეღარ
დაბრუნდეს, მაგრამ გვინდა ეს დაწესებულება რაც შეიძლება
დიდხანს ემსახუროს ადამიანებს, რისთვისაც ფულია საჭირო.
რეი ენერგიულად გვიქნევს თავს და ანგარიშს გვაწვდის.
ჩემს საკრედიტო ბარათს ვაძლევ და როდესაც ბრუნდება, სა-
უზმის საფასურს ჩაის სახით სამმაგად ვუტოვებ.
ორი ათას დოლარზე ნაკლები მრჩება. არა მგონია ამ ფუ-
ლით ვინმეს ცხოვრება ავუწყო, მაგრამ ყველა სახის დახმარე-
ბა მნიშვნელოვანია.
რუფუსი თავის დედამიწის ნახატს ჯიბეში იდებს.
– წავიდეთ?
ისევ ვზივარ.
– ადგომა წასვლას ნიშნავს, – ვამბობ.
– ჰო, – მეუბნება რუფუსი.
– წასვლა სიკვდილს ნიშნავს, – ვამბობ.
– არა. წასვლა სიკვდილამდე სიცოცხლეს ნიშნავს. მოდი,
გავიდეთ.
ვდგები, რეის, დამლაგებელსა და პერსონალს მადლობას
ვუხდი და გარეთ გავდივარ.
დღევანდელი დღე ერთი ხანგრძლივი დილაა, მაგრამ უნ-
და გავიღვიძო და ლოგინიდან ავდგე. ცარიელ ქუჩებს გავყუ-
რებ და რუფუსთან და მის ველოსთან ერთად გზას ვაგრძელებ.

98
ყოველი წუთის გასვლა სიკვდილთან უფრო გვაახლოებს და
სამყაროსგან გვაშორებს, რომელმაც ზურგი შეგვაქცია.

რუფუსი 05:53 სთ

ვერ უარვყოფ, მატეო წყნარი, თან ნევროტული და თან


კარგი თანამგზავრია, მაგრამ ახლა „ქვემეხში“ პლუტონის
ხალხთან ბოლოჯერ ჩაჯდომა და ძველი, კარგი და ცუდი დრო-
ის გახსენება, მაინც მაგრად გაასწორებდა. არა, ეს ძალიან სა-
რისკოა. ვიცი, რაც ხდება ჩემს თავს და ახლა მათ საფრთხეში
ვერ ჩავყრი.
თუმცა ჩემს მინაწერებზე მაინც უნდა ეპასუხათ.
ველოს ჯაჭვებს ვხსნი და ქუჩაში მივაგორებ. ჩაფხუტს მა-
ტეოს ვუგდებ და ძლივს იჭერს.
– რაო, ლიდია სად ცხოვრობსო?
– რატომ მომეცი? – მატეო მეკითხება.
– იმიტომ, რომ ველოდან გადმოვარდნისას გოგრა არ გა-
იხეთქო. – ველოზე ვჯდები. – უკანასკნელი მეგობარი რომ
გკლავს, მაგრად ტეხავს.
– ორკაციანი არ არის, – ამბობს.
– საკიდები აქვს,– ვეუბნები. ტაგო სულ უკან იდგა ხოლმე,
მენდობოდა, იცოდა მანქანას არ შევასკდებოდი და ძირს არ
მოადენდა ზღართანს.
– გინდა, რომ უკან, საკიდებზე დავდგე და ამ სიბნელეში
ასე ვიაროთ? – მეკითხება მატეო.
– ჰო, თან ჩაფხუტს გაიკეთებ. – ღმერთო, მართლა დავი-
ჯერე, რომ მატეო აღტაცებული დამთანმხდებოდა?!
– არა. როგორც ვატყობ, ველოსიპედი შეგვიწირავს.
ეს დღე მასზე ნამდვილად ცუდად მოქმედებს.
– არაფერი მოგვივა. დამიჯერე. ორი წელია ამ ველოთი
ლამის ყოველდღე, გაუნელებლად დავდივარ. მოახტი, მატეო.
გაუგონრად ორჭოფობს, აშკარაა, მაგრამ ჩაფხუტს მაინც
ირგებს თავზე. დამატებითი წნეხის ქვეშ ვექცევი. უნდა გავ-
ფრთხილდე, თორემ მომავალ ცხოვრებაში საძულველი ფრა-

99
ზის – ხომ გეუბნებოდი! – მოსმენას ვერ გავექცევი. მატეო
მხრებზე მებღაუჭება, მაწვება და საკიდებზე დგება. თამაშში
შემოდის და მისით ვამაყობ. ბუდიდან ჩიტის წამოფართხალე-
ბასავითაა, უკვე წლების წინ რომ უნდა გაფრენილიყო.
ქვემო კვარტალის სურსათის მაღაზიის კარი ფართოდ გა-
უღიათ, წინ აღმართული ბანკის შენობის თავზე მთვარე კიდია.
სატერფულების ტრიალს მთელი ძალით ვიწყებ და მატეო ვე-
ლოდან ხტება.
– არა. ფეხით მირჩევნია. და მგონი შენც. – ჩაფხუტს თავი-
დან იძრობს და უკან მაძლევს. – მაპატიე. გული ცუდს მიგ-
რძნობს და ჩემს წინათგრძნობებს უნდა ვენდო.
ჩაფხუტს გვერდზე მოვისვრიდი და მოვხევდი. დაე, წავი-
დეს მატეო ლიდიასთან, მე ჩემს თავს მივხედავდი, მაგრამ
ამის ნაცვლად ჩაფხუტს საჭეზე ვკიდებ და ველოდან გადმოვ-
დივარ.
– კარგი, მაშინ ფეხით წავიდეთ. არ ვიცი, რა დროის სი-
ცოცხლე დაგვრჩა, თუმცა მისი მოსწრაფება არ მინდა.

მატეო 06:14 სთ

ყველაზე ცუდი უკანასკნელი მეგობარი უკვე ვარ. ახლა


დროა, ყველაზე უარესი მეგობარიც გავხდე.
– საშინელი იდეაა, – ვამბობ.
– იმიტომ, რომ სიკვდილზე საუბარი არ შეგიძლია?
– ჯერ ცოცხალი ვარ. – კუთხეში ვუხვევ. ლიდიას ბინა რამ-
დენიმე კვარტალის იქითაა. – დიახ. – ცას, როგორც იქნა, სი-
ნათლე შეეპარა. ჩემი უკანასკნელი განთიადის ნარინჯისფერი
ბინდბუნდი ძლიერდება. – ლიდია ლამის ჭკუიდან შეირყა,
როცა გავიგეთ, რომ მისი შეყვარებული და მომავალი ქმარი
დაიღუპებოდა და პენის ვერასდროს ნახავდა.
– გამოდის, პენი მათი შვილია. – რუფუსი ამბობს.
– ჰო. კრისტიანის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში
დაიბადა.

100
– უწყებიდან რა დროს დაურეკეს? – რუფუსი მეკითხება. –
თუ ძალიან პირადულია, შეგიძლია არ მითხრა. ჩემებს რომ
დაურეკეს, საშინელ დღეში ჩაცვივდნენ და ამაზე საუბარი არც
მე მიყვარს.
ვაპირებ ვენდო, თუკი დამპირდება, რომ ჩემს ამბავს არა-
ვის მოუყვება, განსაკუთრებით ლიდიას. ვხვდები, რომ რუფუ-
სი ამ ამბავს საფლავში წაიღებს. მომდევნო ცხოვრებაში რაც
უნდა, ის უქნია, ასე რომ, მასთან ყველაფერზე შემიძლია ლა-
პარაკი.
– კრისტიანი პენსილვანიის შემოგარენში მიემგზავრებო-
და თავისი უცნაური ხანჯლებისა და ხმლების გასაყიდად, ისი-
ნი კოლექციონერი ბაბუისგან ერგო მემკვდრეობით.
– ეტყობა, შავი დღისთვის გადასადები ფულის შოვნას აპი-
რებდა. – ამბობს რუფუსი.
– ლიდიას არ უნდოდა წასულიყო, ისტერიკაში ჩავარდა,
მაგრამ კრისტიანმა დაიფიცა, რომ ფული სამომავლოდ გამო-
ადგებოდათ, რომ უკეთეს აკვანს, ტანსაცმელსა და რამდენიმე
თვის სამყოფ საფენებსა და რძეს იყიდდა. წავიდა, დასაძინებ-
ლად პენსილვანიაში დარჩა და შუაღამით ლიდიას დაურეკეს.
– გულზე მსერავს, იმ წივილ-კივილს რომ ვიხსენებ. ვჩერდები
და კედელს ვეყრდნობი. – კრისტიანი ლიდიასთან დაკავშირე-
ბას შეეცადა, მაგრამ მას ეძინა. გაუთავებლად უგზავნიდა შეტ-
ყობინებებს. ავტოსტოპით წამოვიდა, სატვირთოს გამოჰყვა,
მძღოლიც მგზავრი აღმოჩნდა და ორივენი ოჯახში დაბრუნე-
ბის მცდელობისას დაიღუპნენ.
– ნუ გაახურე! – აღმოხდა რუფუსს.
ლიდიას ჭკუაზე მოყვანა შეუძლებელი იყო. გაუთავებლად
მის მონაწერებს კითხულობდა და საკუთარი თავი სძულდა,
რომ ვერც ზარებმა გააღვიძა. „ვეილით“ – ვიდეოჩატით საუბ-
რის საშუალებაც არსებობდა, მართალია, მობილური მალ-მა-
ლე უნდა დატენო, მაგრამ ცუდი ინტერნეტკავშირის პირობებ-
შიც კარგად მუშაობს, თუნდაც მაგისტრალზე, შინ მოჩქარე
მგზავრისთვის – და ეს მოწვევაც გამოტოვა.
არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ბოლოს პენიზე ჩა-
მოვარდა საუბარი და ლიდიამ ახსენა, ორსულობის ბოლოს-

101
კენ ისე გამოვიფიტე, გათიშულს მეძინაო. ვიცი, რა ჯოჯოხეთი
გამოიარა, თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობს.
შემდეგ ლიდია სკოლიდან გამოვიდა, რათა მთლიანად პე-
ნის აღზრდაზე გადართულიყო. ბებიამისის პატარა ბინაში
ცხოვრობდნენ. მშობლებს ვერ ეწყობოდა, კრისტიანის მშობ-
ლები კი ფლორიდაში იყვნენ. მისი ცხოვრება, ახლობელი
ადამიანების დაკარგვის გარეშეც, სირთულეებითაა სავსე. უბ-
რალოდ, ჩემი საუკეთესო მეგობრის უკანასკნელად ნახვა
მსურს.
– საშინელებაა, – ამბობს რუფუსი. – იყო. – ამატებს, რაც
ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
– მოიცა, აბა, დავურეკავ. – რამდენიმე ნაბიჯით ვშორდე-
ბი, პირადი სივრცისთვის.
ვრეკავ.
არც კი მჯერა, რომ პენის გვერდით ვერ ვიქნები, ლიდიას
რომ რამე დაემართოს, თუმცა შვებასავითაა, როცა ვიცი, რომ
ამას ვერ მოვესწრები.
– მატეო... – ლიდიას ნამძინარევი ხმა აქვს.
– ჰო, მე ვარ. გეძინა? ბოდიში, ვიფიქრე პენის ეღვიძებოდა.
– ოჰ, კი, ღვიძავს. წლის დედის ჯილდოს მომცემენ, მის ტი-
ტინს რომ ბალიშქვეშ შეყოფილი თავით ვუსმენ. ასე უთენია
რამ წამოგაგდო?
– მე... მამას მონახულება მინდოდა. – სხვათა შორის, არ
ვატყუებ. – შეიძლება ცოტა ხნით შემოგირბინო? აქვე, ახლოს
ვარ.
– როგორ არა!
– მაგარია. მალე მოვალ.
რუფუსს ვეძახი და ლიდიას სახლისკენ ერთად მივდივართ.
მისი ცხოვრება იმ პროექტებს ჰგავს, რომლის ზედამხედვე-
ლიც კართან ზის და გაზეთს კითხულობს, არადა საქმე თავზე
საყრელად აქვს – სახლი გამოსახვეტია, მოსაწმენდი, კორი-
დორში ნათურაა შესაცვლელი და თაგვის ხაფანგი – დასაგე-
ბი. მაგრამ ლიდია ყურსაც არ იბერტყავს. უყვარს საღამოს,
ნაწვიმარზე, გრილი სიო რომ დაუბერავს და აჭმევს მეზობლის

102
კატას, ქლოუის, რომელიც კორიდორში უაზროდ დაიპარება
და თაგვების ეშინია. თავს შინ გრძნობს, ხომ ხვდებით.
– მარტო ავალ, – რუფუსს ვეუბნები. – აქ რომ დამელოდო,
წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
– არა, რას ამბობ. მაინც მეგობრისთვის უნდა დამერეკა.
რაც წამოვედი, მას შემდეგ არ მპასუხობს.
– დიდი ხანი არ დამჭირდება, – ვეუბნები, ის კი არ მეუბნე-
ბა, არ იჩქაროო.
კიბეზე ავრბივარ, კინაღამ ცხვირ-პირი დავიმტვრიე, მაგ-
რამ სახელურზე ჩავლება მოვასწარი და შესაძლებელ სიკ-
ვდილს გადავურჩი. ჩემი ცხოვრების ბოლო დღეს ლიდიას ნახ-
ვას ასე არ უნდა ვჩქარობდე. ამ სიჩქარემ კინაღამ მიმსხვერ-
პლა. მესამე სართულზე ავდივარ და კარზე ვაკაკუნებ. პენის
კივილის ხმა მესმის.
– ღიაა!
შევდივარ და რძისა და დარეცხილი ტანსაცმლის სუნი
მცემს. კართან სარეცხით სავსე კალათა დევს, იმდენია, რომ
შიგ არც ეტევა და ძირსაა გადმოყრილი. იატაკზე ბავშვის საკ-
ვების ცარიელი ბოთლებია მიმოფანტული. მანეჟში კი პენი
ზის, რომელსაც კოლუმბიელი დედის ნათელი მუქი კანი არა
აქვს, კრისტიანივით თეთრია, უბრალოდ, ამწამს ღნავილითაა
გადაწითლებული. ლიდია სამზარეულოშია, ცხელი წყლით
სავსე ჯამში ბოთლს ათბობს.
– ღმერთის გამოგზავნილი ხარ. – მეუბნება ლიდია. – ჩა-
გეხუტებოდი, მაგრამ კვირადღის შემდეგ კბილები არ გამომი-
ხეხავს.
– მიდი, გამოიხეხე.
– ჰეი, კარგი მაისურია! – ლიდია ბოთლს თავსახურს უჭე-
რს და მე მიგდებს, სწორედ მაშინ, როცა პენი ხმას უწევს. – უბ-
რალოდ, მიეცი, შარზეა, თავისი ბოთლი რომ არ აქვს. ლიდია
აბურდულ თმას რეზინის სახვევით იკრავს და სააბაზანოსკენ
მიიჩქარის. – ღმერთო ჩემო, მგონი მოფსმას ვეღირსე, არც კი
მჯერა.
პენის წინ ვიმუხლები და ბოთლს ვაძლევ. იმ შავ თვალებში
უხასიათობა მოუჩანს, მაგრამ ბოთლს დაისაკუთრებს თუ არა,

103
პლუშის დათუნიაზე ჯდება და სანამ სუსნაობას დაიწყებს, ოთ-
ხი კიჭით მიღიმის. ყველა ექიმი იტყვის, რომ ამ ასაკში ბავშვი
რძის შემცვლელზე აღარ უნდა იყოს, მაგრამ პენის ნამდვილი
რძე არ უყვარს. ამაში ერთმანეთს ვგავართ. ლიდია სააბაზა-
ნოდან პირში ჯაგრისგაჩრილი გამოდის და პლასტმასის სათა-
მაშო პეპელაში ელემენტს დებს. რაღაცას მეუბნება, მაგრამ
კბილის პასტანარევი დორბლი ნიკაპზე ეწუწება, ისევ სამზა-
რეულოში შერბის და ნიჟარაში აპურჭყებს. – მაპატიე. გული-
სამრევია. ისაუზმებ? ძვალი და ტყავი ხარ. საზიზღრობაა, დე-
დაშენივით ვლაპარაკობ. – უცებ თავს არხევს. – ო, ღმერთო,
ხომ მიხვდი რას ვამბობ, დედასავით გარიგებ ჭკუას-მეთქი.
– არ იჯავრო, ლიდია. და უკვე ვისაუზმე, გმადლობ. – რძის
სმით გართულ პენის ფეხზე ვუღიტინებ, ის კი ბოთლს პირიდან
იძრობს და ხითხითებს. რაღაცას ტიტინებს, ალბათ თავად
უკეთ იცის, რას, და შემდეგ რძიან ბოთლს უბრუნდება.
– თუ მიხვდები, ვის დაურეკეს? – ლიდია მეკითხება და მო-
ბილურს აქნევს.
პენის ფეხზე ხელი დამეყინა. ლიდია ჩემს ამბავს ვერ გა-
იგებდა და რომც გაეგო, ასე ლაღად ვერ დამელაპარაკებოდა.
– ვის?
– ჰაუი მალდონადოს! – ლიდია მობილურში იხედება. –
მისი ფანები ჭკუაზე არ არიან.
– დარწმუნებული ვარ. – სიცოცხლის ბოლო დღეს ჩემს
საყვარელ გამოგონილ მავნებელ პერსონაჟთან ვატარებ. არ
ვიცი, ეს რას მივაწერო.
– მამაშენი როგორაა? – ლიდია მეკითხება.
– სტაბილურად. იმედს ვიტოვებდი, როგორც ფილმებშია,
ჩემი ხმის გაგონებისას წამოხტებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ. – ამ სიტყვების ამოთქმისას
შიგნეულობა მეწვის. მანეჟის გვერდით ვზივარ და პლუშის სა-
თამაშოებს ვიღებ – მოღიმარ ცხვარს და ყვითელ ბუს – და პე-
ნის ვუგდებ, შემდეგ ვეფერები. საკუთარ შვილებთან თამაშს
ვეღარ მოვესწრები.

104
– ცუდია, მაგრამ გამოძვრება. მამაშენი რკინაა. საკუთარ
თავს სულ იმას ვუმეორებ, რკინასავით ყოფნამ დაღალა და
ცოტა ხნით ისვენებს-მეთქი.
– ალბათ. პენიმ ბოთლი ამოჭამა. ამოვიყვან.
– ღვთის საჩუქარი ხარ-მეთქი, გეუბნები.
პენის სახეს ვწმენდ, ხელში ვიჭერ, ზურგს ვუსრეს, ვაბოყი-
ნებ და მასაც გულიანად ეცინება. ჩემი ხელწერაა – დინოზავ-
რივით დავდივარ, თი-რექსივით დავალაჯებ, თან პენი მკლა-
ვებში მიწევს, რაც ყოველთვის სიამოვნებს. ლიდია შემოდის
და ტელევიზორს რთავს.
– დიახ, შვიდის ნახევარი მულტფილმების დროა, აგრეთვე
წინა დღეების არეული სახლის მოწესრიგების, სანამ ყველა-
ფერი ისევ თავდაყირა დადგება. – ლიდია პენის უღიმის, ჩვენ-
კენ ჩოჩდება და ცხვირზე კოცნის. – დედიკომ თქვა, პენი ჩემი
საგანძურიაო. – თან ღიმილიანი სახით დასძენს: – საგანძური,
რომელსაც არაფერი გამოეპარება.
მეცინება და პენის ძირს ვსვამ. ლიდია პენის პლასტმასის
პეპელას აძლევს და იატაკიდან ტანსაცმელს კრეფს.
– რაში დაგეხმარო? – ვეკითხები.
– დასაწყისისთვის იმით, რომ არასდროს შეიცვალო. ამის
შემდეგ, შეგიძლია მისი სათამაშოები სკივრში ჩაყარო, მხო-
ლოდ ცხვარი დაუტოვე, თორემ ისტერიკაში ჩავარდება, სამა-
გიეროდ, კი უკუნითი-უკუნისამდე მეყვარები. ტანსაცმელი უჯ-
რებში უნდა ჩავკეცო. ერთი ათი წუთი მადროვე. – ლიდია სა-
რეცხით სავსე კალათით გადის.
– არ იჩქარო.
– ღვთის მოვლენილია-მეთქი, ვიძახი!
ლიდია ყველა ამპლუაში მიყვარს. პენის დაბადებამდე სა-
შუალო სკოლის მაღალ ნიშნებზე დასრულება და კოლეჯში
პოლიტიკის, არქიტექტურისა და მუსიკის ისტორიის მიმართუ-
ლებებით სწავლის გაგრძელება სურდა. ბუენოს-აირესში, ეს-
პანეთში, გერმანიასა და კოლუმბიაში მოგზაურობაზე ოცნე-
ბობდა, მაგრამ მერე კრისტიანი გაიცნო, დაორსულდა და ბედ-
ნიერება თავის პატარა სამყაროში იპოვა.

105
ლიდია იმ გოგოებს ჰგავდა, ხუთშაბათობით, სკოლის შემ-
დეგ რომ თმას ისწორებდნენ. თავად უმაკიაჟოდაც ანათებდა
და უცნობების ფოტოებს მოღუშული სმაილებით ტროლავდა.
ახლა თმა თან საყვარლად აქვს და თან ლომის ფაფარს მიუ-
გავს და არცერთი თავისი ფოტო არ მოსწონს, თვლის, რომ ძა-
ლიან გადამწვარი სახე აქვს. მე თუ მკითხავთ, ჩემი მეგობარი
ახლა იმაზე მეტად ბრწყინავს, ვიდრე ოდესმე, რადგან ცვლი-
ლება, ისეთი ევოლუცია განიცადა, რომელსაც ბევრი ვერ უმ-
კლავდება და თანაც ეს დამოუკიდებლად მოახერხა.
როდესაც სკივრს სათამაშოებით ვავსებ, პენისთან ერთად
იატაკზე ვჯდები და ვუყურებ, როგორ აცმაცუნებს ტუჩებს, რო-
ცა მულტფილმის პერსონაჟი კითხვებს სვამს. პენისთვის ყვე-
ლაფერი ახლა იწყება და როცა ერთ დღეს სიკვდილის უწყები-
დან თავზარდამცემი ამბით დაურეკავენ, მისი აღსასრულის
შესახებ ამცნობენ და ისიც სიმწრით გაიაზრებს, რომ ჩვენ ყვე-
ლას სასიკვდილოდ გვზრდიან. დიახ, ვცხოვრობთ, ანდა, სულ
მცირე, ამის შესაძლებლობას გვაძლევენ, თუმცა ზოგჯერ
ცხოვრებას შიში მართავს და ართულებს.
– პენი, იმედია უკვდავების საიდუმლოს ამოხსნი და აქაუ-
რობის მბრძანებელი ძალიან დიდხანს იქნები.
უტოპიას ასე ვხედავ: მსოფლიო ძალადობისა და უბედურე-
ბების გარეშე, სადაც ყველა უკვდავია ანდა მანამდე ცოც-
ხლობს, სანამ სრულფასოვანი და ბედნიერი ცხოვრების
მწვერვალებს დაიპყრობს და იმ ქვეყნად მოგზაურობას გადაწ-
ყვეტს.
პენი ტიტინით მეპასუხება.
ლიდია მეორე ოთახიდან გამოდის.
– პენის უკვდავებას და მსოფლიოზე ბატონობას რატომ
უსურვებ, როცა ჯერ ესპანურად „ერთის“ თქმას ცდილობს?
– იმიტომ, რომ მინდა უსასრულოდ იცოცხლოს. – ვუღიმი.
– და ყველა იმსახუროს.
ლიდია წარბს სწევს. იხრება, პენი ხელში აჰყავს და მე მიშ-
ვერს.

106
– გინდა პენი აზრებში გაგიცვალო? – ორივე ვიჭყანებით.
– სახალისო არ იქნება, არა? ვცდილობ გამოვიცნო ხოლმე,
მაგრამ არ გამომდის.
– იქნებ შემდეგ ჯერზე გამოგივიდეს, – ვეუბნები.
– ისე, შენი აზრები სულ არ მჭირდება, თუ გინდა პენის უფა-
სოდ მოგცემ. – მისკენ ტრიალებდა, თვალებს უკოცნის და იღ-
ლიებში უღიტინებს. – დედიკომ ასე თქვა, ჩემი პენი შეუფასე-
ბელიაო. – შემდეგ კი ბუტბუტებს, – შეუფასებელი პაწია პენი.
– პენის ტელევიზორის წინ, იატაკზე სვამს და დასუფთავებას
აგრძელებს.
მე და ლიდიას ურთიერთობა ფილმებში ნანახს, ანდა
თქვენსა და თქვენი მეგობრების ურთიერთობას არ ჰგავს. ერ-
თმანეთი სიკვდილამდე გვიყვარს, მაგრამ ამას ყველას გასა-
გონად არ ვყვირით. ერთმანეთის გვესმის, თანაც სიტყვები
ხანდახან ზედმეტია, მაშინაც კი, თუ ვიღაცასთან უკვე რვა
წლის ნაცნობობა გაკავშირებს.
მაგრამ დღეს ხმის ამოღება მომიწევს.
ლიდიას და კრისტიანის გადაბრუნებულ სურათს ვასწო-
რებ.
– იცი, კრისტიანი შენით ძალიან იამაყებდა. შენ პენის ბედ-
ნიერების გასაღები ხარ სამყაროში, რომელიც იაფფასიან და-
პირებებს იძლევა და მათ, ვინც კეთილია, ხშირად არ აჯილდო-
ებს. კარგ ადამიანსაც ისევე შეიძლება გაუმრუდოს გზა, რო-
გორც ცუდს. შენ კი სხვას ცხოვრებას უსასყიდლოდ უძღვნი.
ყველა შენსავით მოწყობილი არ არის.
ლიდია დალაგებას წყვეტს.
– მატეო, ეს მლიქვნელობა საიდან? რაშია საქმე?
ცარიელი ბოთლი ნიჟარასთან მიმაქვს.
– ყველაფერი კარგადაა. – და ასეც იქნება. ლიდიაც კარ-
გად იქნება. – ცოტა ხანში გავალ. რაღაც, გადავიღალე.
არ ვცრუობ.
ლიდიას თვალი უთამაშებს.
– წასვლამდე, რამდენიმე ოპერაციის განხორციელებაში
წამეშველები?

107
მისაღებში ჩუმად გავდივართ. ბალიშიდან შვრიის ფანტე-
ლებს კრეფს, მე კი კონდიციონერიდან მტვერს ვწმენდ. ფინ-
ჯნებს აგროვებს, მე პენის ფეხსაცმელებს კართან ვაწყობ. ის
სარეცხს კეცავს, ჩემკენ აპარებს თვალს, მე საფენების ყუთებს
ვხევ.
– ნაგავს გაიტან? – მეკითხება და ცოტა ხმა უკანკალებს. –
იმ პატარა წიგნის კარადის მოწესრიგებაც მინდა, შენ და მამა-
შენმა პენის რომ აჩუქეთ.
– კარგი.
მგონი ხვდება.
ოთახიდან გასვლისას ფულიან კონვერტს სამზარეულოს
მაგიდაზე ვდებ.
ნაგვის პარკს ვიღებ და ვიცი, რომ ვეღარ შევბრუნდები. დე-
რეფანში გავდივარ და პარკს გამტარში ვაგდებ. თუ შევბრუნ-
დი, აქედან ვეღარ წავალ და თუ ვერ წავედი, ამ ბინაში მოვ-
კვდები, – დიდი ალბათობით პენის თვალწინ და ნამდვილად
არ მინდა ასე დავამახსოვრდე. რუფუსის მიდგომა ჭკვიანური
და საზრიანი მეჩვენება.
მობილურში ლიდიას ნომერს ვბლოკავ, რომ ვეღარ დამი-
რეკოს, მომწეროს და შემეხვეწოს, დაბრუნდიო.
მაზიდებს, ცოტათი თავბრუ მესხმის და ნელ-ნელა კიბის-
კენ მივიწევ იმ იმედით, რომ ლიდია გამიგებს და საკუთარი
თავი ისე მეზიზღება, რომ საფეხურებზე ჩქარ-ჩქარა ჩავრბი-
ვარ…

რუფუსი 06:48 სთ

რომელი დანაძლევდა ათ დოლარზე, რომ ბოლო დღეს


თავს ინსტაგრამზე ამოვყოფდი? იმიტომ, რომ ახლა ათი დო-
ლარით მდიდარია.
პლუტონები არც შეტყობინებებზე და არც ზარებზე არ მპა-
სუხობენ. ძალიანაც არ ვნერვიულობ, რადგან მგზავრები არ
არიან, მაგრამ რა ჯანდაბაა, ვინმემ მაინც მითხრას, ძაღლები
ისევ მომდევენ თუ არა? ფსონს ჩამოვდივარ, რომ ყველა და-

108
იბრიდა. საწოლს რომ დამიდგამდეს ვინმე, დავიძინებდი. სა-
ხელურებიან სკამზეც არ ვიტყოდი უარს. ეს ვესტიბიულის მერ-
ხი ნამდვილად არ გამოდგება, ორი ადამიანი ძლივს ეტევა. ემ-
ბრიონის პოზაში ვერ მოვისვენებ, ჩემი სტილი არ არის.
ინსტაგრამს ვათვალიერებ. მალკოლმის გვერდს სიახ-
ლეების მოლოდინში ვანახლებ (@manthony012), მაგრამ
ცხრა საათის წინ დადებული „კოკა-კოლის“ ბოთლის ფოტოს
შემდეგ, რომელზეც მისი სახელი აწერია, ახალი არაფერია.
„კოკა“-„პეპსის“ ომში, „პეპსის“ გუნდშია, მაგრამ ეტყობა მა-
ღაზიის მაცივარში ბოთლზე თავისი სახელის დანახვამ ისე გა-
ახარა, ცდუნებას ვერ გაუძლო. ჩხუბის წინ კოფეინი ენერგიით
ავსებს.
პეკთან შეხლა-შემოხლას ჩხუბსაც ვერ დავარქმევდი. ჩემი
დარტყმის საპასუხოდ მუშტიც კი არ გამოუქნევია.
ეიმის ბოდიშებს ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ არ მგონია
საბოდიშო რამე მჭირდეს, რადგან მისმა ქვეშაფსია შეყვარე-
ბულმა ჩემსავე დაკრძალვაზე ძაღლები მომიქსია. ამ დროს
მატეო კიბეზე თავპირისმტვრევით ჩამორბის. თვალები ჩა-
წითლებული აქვს და ძლივს სუნთქავს, თითქოს ტირილის შე-
კავებას ცდილობს.
– კარგად ხარ? – არ არის, და სულელური შეკითხვა დავ-
სვი.
– არა. – მატეო ვესტიბიულის კარს აღებს. – წავიდეთ, სა-
ნამ ლიდია დაგვეწია.
მეც წასვლის მომხრე ვარ, მერწმუნეთ, მაგრამ უხმოდ ჩემ
გვერდით სირბილი არ გამოუვა. ველო გამოვაგორე.
– წამო და ამოიღე ეგ სიმძიმე, გულზე რომ გაწევს. მთელი
დღე არ ატარო.
– მთელი დღე არც მაქვს! – მატეო მიყვირის, თითქოს ამ-
წამს გაიაზრა, რომ თვრამეტი წლის ასაკში ნაადრევად კვდე-
ბა. როგორც ჩანს, მასში ცეცხლი შემორჩა. ტროტუარის კი-
დესთან ჩერდება და ჯდება, გიჟს ჰგავს, ალბათ, მანქანას ელო-
დება, რომ ბორბლებში შეუვარდეს.
ველოს ვაყენებ, მატეოსთან მივდივარ, ხელკავს გამოვდებ
და წამოვაყენებ, ტროტუარიდან გადავდივართ და კედელს ვე-

109
ყუდებით. ისე თრთის, ნამდვილად არ უნდა აქედან წასვლა და
როდესაც იკეცება, მეც ვბაძავ. მატეო სათვალეს იხსნის და
მუხლებს შუბლით ეყრდნობა.
– მისმინე, თანაგრძნობით გაბერილ საუბარს ვერ გაგიბამ,
ამის უნარი არ მაქვს და არც ვაპირებ. – უფრო მეტი შემიძლია.
– მაგრამ ვიცი, რა სასოწარკვეთილი ხარ, ძმაო. მადლობა
ღმერთს, არჩევანი მაინც გაქვს. მამაშენთან ანდა დაქალთან
დაბრუნებას თუ გადაწყვეტ, მე არ დაგიჭერ. თუკი დატყდები,
კუდში დევნას არ დაგიწყებ. ეს შენი ბოლო დღეა, ისე იცხოვ-
რე, როგორც გაგისწორდება და თუ გვერდში მდგომი გჭირდე-
ბა, აგერ ვარ.
მატეო თავს წევს და თვალს ჭუტავს.
– თანაგრძნობით სავსე სიტყვებია.
– ჰო, მე მაპატიე. – სათვალით უფრო მომწონს, მაგრამ
ასეც უხდება. – რას აპირებ? – თუ ჩემი მიტოვება მოუნდება,
გავუგებ და გზას გავუყვები. პლუტონებს უნდა დავხედო, მაგ-
რამ უკან ვერ შევიპარები, არ ვიცი ძაღლებს თვალი ისევ უჭი-
რავთ თუ არა.
– წინ უნდა ვიარო, – ამბობს მატეო.
– მეც მანდ ვარ.
სათვალეს იკეთებს და არ ვიცი, ცხოვრებას ახალი თვა-
ლით შეხედა თუ არა, მაგრამ მიხარია, რომ ამ დღის მარტო
ჩამთავრება არ მომიწევს.
– მაპატიე, რომ ხმას ავუწიე, – ამბობს მატეო. – ვფიქრობ,
რომ დამშვიდობება არასწორი სვლაა, მაინც მთელი დღე სა-
ნანებლად მექნება.
– არც მე დამიქნევია ხელი ჩემი მეგობრებისთვის. – ვეუბ-
ნები.
– შენს პანაშვიდზე რა მოხდა?
მთელი ეს ჩემი მონოლოგი გულწრფელობასა და დარდის
გულიდან გადაყრაზე კარგია, მაგრამ მე თვითონ ჯერ გულახ-
დილად არ მისაუბრია მასთან.
– შემაწყვეტინეს. მას შემდეგ მეგობრებთან დაკავშირებას
ამაოდ ვცდილობ, იმედს ვიტოვებ, შემეხმიანებიან, სანამ… –
მანქანის ჩავლასთან ერთად მუშტებს ვატკაცუნებ. – მინდა გა-

110
იგონ, რომ კარგად ვარ, იცოდნენ, რომ ცოცხალი ვარ. მაგრამ
სიკვდილამდე მათთვის შეტყობინებების წერა არ შემიძლია.
– ჩამომთვლელთა გვერდი გააკეთე, – მთავაზობს მატეო.
– უამრავი ისტორია წამიკითხავს სოციალური გვერდებიდან
და დაგეხმარები.
დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მისი ლოგიკით თუ ვიმ-
სჯელებთ, იმდენი პორნო მაქვს ნანახი, წესით, სექსის ღმერთი
უნდა ვიყო.
– არა, ეგ საჩემო არ არის. ტამბლერის და ტვიტერის კაცი
არა ვარ. მხოლოდ ინსტაგრამი. ფოტოგრაფიის ამბავია, ჯერ
სულ რაღაც რამდენიმე თვის შექმნილია და ასწორებს.
– შეიძლება შენი გვერდი ვნახო?
– აბა რა.
ჩემს მობილურს ვაძლევ.
ჩემი პროფილი საჯაროა და არ მაღელვებს, თუ ვინმე უც-
ნობი შემოეხეტება, მაგრამ ვგიჟდები, როცა სხვა ჩემს ფოტო-
ებს ათვალიერებს. თავი შიშველი მგონია, თითქოს საშხაპი-
დან გამოვდივარ და ვიღაც მიყურებს, ავლადიდებაზე პირსა-
ხოცს როგორ ვიხვევ. ჩემი ადრინდელი ფოტოები ცუდი განა-
თების გამო არ ვარგა, მაგრამ ჩასწორების ღილაკი არ არსე-
ბობს და ეს ალბათ კარგიცაა.
– ყველა შავ-თეთრში რატომაა? – მეკითხება მატეო.
– ობოლთა სახლში გადასვლიდან რამდენიმე დღეში შევ-
ქმენი ანგარიში. ეს ფოტო ჩემმა ძმაკაცმა, მალკოლმმა გადა-
მიღო, უყურე… – მასთან ახლოს მიმაქვს და ქვემოთ დანარჩენ
ფოტოებს ვშლი, თან ჩემს ჭუჭყიან ფრჩხილებს ვამჩნევ და მა-
ლევე ფეხებზე ვიკიდებ. პლუტონში საწოლზე მჯდარ, ხელებში
თავჩარგულ ფოტოს ვადიდებ. მალკოლმი ნიჭიერი ფოტოგ-
რაფია. – იქ მისვლიდან მესამე თუ მეოთხე ღამე იყო. მაგიდის
თამაშებით ვერთობოდით და მაგიჟებდა ის, რომ სასიამოვნო
დროის გატარების გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მაგ-
რად ვხალისობდი და ეს უარესად მხდიდა. ისე წავედი, არაფე-
რი მითქვამს. მალკოლმმა ძებნა დამიწყო, რადგან ძალიან
ვაგვიანებდი და ასეთ მდგომარეობაში გადამიღო.
– რატომ? – მატეო მეკითხება.

111
– მითხრა, რომ ადამიანების ზრდასა და ცვლილებებზე
დაკვირვება მოსწონდა, არა მხოლოდ ფიზიკური კუთხით. და-
ბალი თვითშეფასება კი აქვს, თუმცა ტვინიკოსაა. – სინამდვი-
ლეში კი, როცა ის ფოტოსურათი ერთი კვირის შემდეგ პირვე-
ლად მაჩვენა, მუხლში ჩავცხე. ჩლუნგი. – ფოტოები შავ-თეთ-
რია რადგან ჩემების დაკარგვის შემდეგ ცხოვრებამ ფერებიც
დაკარგა.
– და შენც შენი ცხოვრებით ცხოვრობ, მაგრამ მათსას არ
ივიწყებ? – მატეო მეკითხება.
– ზუსტად.
– მეგონა ხალხი ინსტაგრამზე მხოლოდ გასართობად რე-
გისტრირდებოდა.
მხრებს ვიჩეჩ.
– ძველი სკოლა.
– შენი ფოტოები მართლა ძველ სკოლას მაგონებს, – მა-
ტეო მეუბნება. ფართო თვალებს მანათებს, მიღიმის და ჰუჰ,
სულაც ვერ შეატყობ, რომ მგზავრია. – ჩამომთვლელთა აპ-
ლიკაცია არც გჭირდება, აქ ყველაფრის გამოქვეყნება შეგიძ-
ლია. ჰეშთეგით მონიშვნაც, მაგრამ მგონი ცხოვრების ფერე-
ბით გადმოცემა უფრო მოგიხდებოდა… დაე, პლუტონებმა ფე-
რადად დაგიმახსოვრონ. – ღიმილი ქრება, რადგან დღევან-
დელობის ბუნება ასეთია. – დაივიწყე. სისულელეა.
– სულაც არა, – ვეუბნები. – მე ძალიანაც მომწონს. პლუ-
ტონები შემოვლენ ხოლმე და მათთან გატარებული ძველი
დროის მოსაგონარ შავ-თეთრ ფოტოებს გადაათვალიერებენ,
როგორც ისტორიის წიგნს, ჩემს უკანასკნელ დღეს კი საკუთა-
რი, გაუფილტრავი კონტრასტი ექნება. შეგიძლია გადამიღო,
აქ რომ ვზივარ? თუკი ეს ჩემი ბოლო პოსტი იქნება, მინდა ყვე-
ლამ ცოცხალი მნახოს.
მატეო ისე იღიმის, გეგონება ფოტოსთვის თავად პოზიო-
რობდეს.
ფეხზე დგება და კამერას ჩემკენ იშვერს.
მე არ ვპოზიორობ. ვზივარ და ზურგით კედელს ვეყრდნობი
იმ ადგილას, სადაც ჩემს უკანასკნელ მეგობარს მოგზაურობის
გაგრძელება შთავაგონე, თავად კი ჩემი პროფილის სურათე-

112
ბის გაფერადებაში დამარწმუნა. არც კი ვიღიმი, ღიმილის ბიჭი
არასდროს ვყოფილვარ და ახლა ვეღარ გავხდები. არ მინდა
ხალხს ვეუცხოო.
– გადაღებულია, – მატეო ამბობს და მობილურს მაძლევს.
– თუ არ მოგეწონება, კიდევ გადაგიღებ.
ფოტოებთან წუნია არ ვარ, საკუთარ თავს გამადიდებლით
არ ვუყურებ, თუმცა ეს ფოტო, მოულოდნელად, კარგი გამოვი-
და. ის წამი დაიჭირა, სადაც სევდიანი და იმავდროულად ამა-
ყიც ვჩანვარ, როგორც ჩემი მშობლები ოლივიას გამოსაშვებ-
ზე. ველოს წინა საბურავიც მაგრად ჩანს.
– მადლობა, ძმაო.
ფოტო პირდაპირ ავტვირთე. მინდა ჰეშთეგით #ბოლოდღე
დავაწერო, მაგრამ მათგან ყალბი პათეტიკა არ მინდა „ო, არა,
R.I.P!!!“ ანდა „ნათელში იყავი!“ კომენტარები და დატროლვა.
იმედი მაქვს, მათ ისეთი ვემახსოვრები, როგორიც ვარ და
არა ტიპი, რომელმაც ვიღაცას სახეში უმიზეზოდ ხია.

პატრიკ პეკ გევინი 07:08 სთ

სიკვდილის უწყებას პატრიკ პეკ გევინისთვის არ დაურე-


კავს, რადგან ის დღეს არ მოკვდება, თუმცა თავდამსხმელზე
ადრე წესით მას უნდა მიეღო გაფრთხილება.
ახლა სახლში იმყოფება და გაყინულ ჰამბურგერს დასივე-
ბულ ადგილებზე იდებს. ბურგერი ყარს, თუმცა ტკივილს
უამებს.
პეკს ეიმი ქუჩაში არ უნდა მიეტოვებინა, მაგრამ გოგონას
მისი დანახვაც არ სურდა და არც ეს იყო მასთან ბედნიერი. ეი-
მის ძველი მობილურიდან დაურეკა, თუმცა კამათი მხოლოდ
ცოტა ხანს გაგრძელდა, რადგან ეიმის მისი თავი არ ჰქონდა,
თანაც რთული იყო ყურმილი არ დაეკიდა, როცა გოგონას რუ-
ფუსის ნახვა და ბოლო დღის მასთან გატარება დაეჩემებინა.
პეკი რუფუსისნაირ ხალხთან კოდით მოქმედებდა.
კოდი, რომელიც მაშინ აქტიურდება, როცა წიხლებით შეგ-
დგებიან.

113
ახლა კარგად გამოიძინებს და თუკი მისი გაღვიძებისას
რუფუსი ცოცხალი იქნა, პეკი მას თავ-ბედს აწყევლინებს.

რუფუსი 07:12 სთ

ჩემი მობილური ბზუის და მინდა პლუტონები იყვნენ, მაგ-


რამ იმედი ითელება, როდესაც ამ ზარს სხვებიც მოსდევს. მა-
ტეო თავის მობილურს ამოწმებს და მასაც იგივე შეტყობინებე-
ბი მისდის – მორიგი, რომელიც დღეს ორივემ მივიღეთ: შეიქ-
მენი წამის ლოკაცია ახლომახლო: 1.2 მილში.
კბილებში გამოვცრი:
– ეს რაღა ოხრობაა?
– არ გაგიგია? – მატეო მეკითხება. – გასულ შემოდგომას
გახსნეს.
– არა. – მივდივარ, ნახევრად ვუსმენ, ნახევრად კი მეფიქ-
რება, პლუტონები რატომ არ მირეკავენ.
– ჩაიფიქრე სურვილის დაწესებულებას წააგავს, – ამბობს
მატეო, – მაგრამ შესვლა ნებისმიერ მგზავრს შეუძლია, მარტო
ბავშვებისთვის კი არაა. დაბალი ხარისხის ვირტუალური რე-
ალობის განყოფილებები აქვთ, სადაც დაახლოებით იმავეს
შეიგრძნობ, რასაც პარაშუტით ხტომისას, რბოლისას და სხვა
ექსტრემალური სპორტის გამოცდისას, რომელიც მგზავრე-
ბისთვის, ბოლო დღის რისკების გათვალისწინებით, უსაფ-
რთხო არ არის.
– ანუ ჩაიფიქრე სურვილის დაწესებულების იაფფასიანი
იმიტაციაა?
– არა მგონია ასეთი ცუდი იყოს, – მეუბნება მატეო.
კვლავ მობილურს ვამოწმებ, რამე ხომ არ მომწერეს. ტრო-
ტუარიდან გადმოვდივარ თუ არა, მატეოს მკლავი მკერდზე
მეხლება.
მარჯვნივ ვიხედები, ისიც იმავეს აკეთებს. მერე მარცხნივ
და ისიც იმეორებს.
მანქანები არ ჩანს. ქუჩებში მდუმარებაა.

114
– გზაზე გადასვლა არ მეშლება, – ვეუბნები. – ლამის მთე-
ლი ცხოვრება ასე გადავდივარ.
– მობილურში იყურებოდი, – იძახის მატეო.
– მერე რა, ვიცოდი, მანქანა რომ არ მოდიოდა. – ვპასუ-
ხობ. გზაზე გადასვლა ინსტინქტური ქმედებაა, თუ მანქანა არ
ჩანს, გადადიხარ, თუ მანქანები მოძრაობენ – არა. ანდა სანამ
ჩამოივლიდნენ, გადარბიხარ.
– მაპატიე, – მეუბნება მატეო. – მინდა ეს დღე რაც შეიძლე-
ბა დიდხანს გაგრძელდეს.
ნერვებზეა, ვხვდები, მაგრამ ჯობია თავი ხელში აიყვანოს.
– გასაგებია, მაგრამ ყველაფერს ვაკონტროლებ.
ცარიელ გზაზე გადასვლამდე აქეთ-იქით ვიხედები. თუ
ვინმე უნდა ღელავდეს, ეს ის ბიჭია, ოჯახის ყველა წევრი მდი-
ნარეში გადავარდნილ მანქანაში რომ დაეხრჩო. მომდევნო
რამდენიმე წელი მანქანაში ჩაჯდომა მიჭირდა, მაგრამ შემდეგ
მალკოლმს შევხვდი, რომელიც კოცონს ისე ანთებს, თითქოს
მისი მშობლები ცეცხლმოკიდებულ სახლში სულაც არ გამომ-
წვარან. მე ასე არ შემიძლია, მაგრამ გზაზე გადასვლისას გა-
უთავებლად აქეთ-იქით მაინც არ ვიხედები, მატეოსავით. გე-
გონება მანქანის არსაიდან გაჩენის ოთხმოცდაცხრამეტპრო-
ცენტიანი ალბათობა არსებობს.
მატეოს ურეკავენ.
– შეიქმენი წამის ხალხი გირეკავს? – ვეკითხები.
მატეო უარის ნიშნად თავს აქნევს.
– ლიდია ბებიამისის ტელეფონით მირეკავს. უნდა… – მო-
ბილურს ჯიბეში იდებს, არ პასუხობს.
– სასიამოვნოა მისი მხრიდან, – ვეუბნები. – შენ გირეკა-
ვენ მაინც. ჩემი მეგობრები ხმას არ იღებენ.
– არ მოეშვა.
რატომაც არა? ველოს კედელზე ვაყუდებ და მალკოლმსა
და ტაგოს ფეისთაიმზე ვურეკავ, ორივე გასულია. შემდეგ ეი-
მისთან ვუშვებ ზარს და ის არის უნდა დავუკიდო და პლუტონის
უკლებლივ ყველა წევრს შუა თითის ემოჯი დავუგზავნო, ეიმი
მპასუხობს, გული ამოვარდნაზე აქვს, თვალები გამოღამებუ-
ლი უჩანს, თმა შუბლზე გადმოჰყრია. შინაა.

115
– გავითიშე! – ეიმი თავს არხევს. – რა დროა… ცოცხალი
ხარ. შე… – მე აღარ მიყურებს, განზე იხედება; მატეოს სახის
ნახევარს აშტერდება. ისე იხრება, თითქოს მობილურის კამე-
რა ფანჯარაა და უნდა გადმოიხედოს, ზუსტად ისე, ცამეტის
რომ ვიყავი, ჟურნალებს ვათვალიერებდი და საცვლის ამარა
გოგოებისა და ბიჭების სურათებს ქვემოდან შევჩერებოდი, მე-
გონა რამე გამოჩნდებოდა. – ეგ ვინ არის?
– მატეო, – ვეუბნები. – ჩემი უკანასკნელი მეგობარია. –
მატეო ხელს უქნევს. – მატეო, ეს ჩემი მეგობარი ეიმია. – არ
ვაკონკრეტებ, რომ ეს გოგონა ჩემი გულის ჭიაა, არ მინდა რო-
მელიმემ თავი უხერხულად იგრძნოს. – რა ხანია გირეკავ.
– მაპატიე. რაც წახვედი, ყველაფერი თავდაყირა დადგა, –
ამბობს ეიმი და მუშტებით თვალებს ისრესს. – რამდენიმე სა-
ათია, რაც შინ დავბრუნდი, მობილური დამიჯდა, დასატენად
შევაერთე და სანამ დასახედად დავბრუნდებოდი, ჩამძინებია.
– რა ჯანდაბა მოხდა?
– მალკოლმი და ტაგო დაიჭირეს, – ეიმი ამბობს. – ენა არ
გააჩერეს და პეკმა ორივე ჩაუშვა, რომ შენთან ერთად იყვნენ.
მატეოს ვცილდები, ვეუბნები, რომ არსად წავიდეს. ძალიან
შეშინებული ჩანს; იმდენად, რომ ჩემზე, როგორც ნაგავ პი-
როვნებაზე ეჭვებს საფლავში ჩაიტანს.
– კარგად არიან? რომელ განყოფილებაში ჰყავთ?
– არ ვიცი, რუფ. მაგრამ სიცოცხლის ბოლო დღის საკანში
გატარება თუ არ გინდა, ძებნას ნუ დაუწყებ. კაცმა არ იცის, იქ
რას მოგწევენ.
– ხო არ უბერავენ, ისინი არაფერ შუაში არიან! – მუშტი
შევკარი ავტომობილის ფანჯრის ჩასამტვრევად, მაგრამ გა-
მახსენდა, რომ ეს არ მახასიათებს, გეფიცებით, ასეთი არ ვარ,
ასე უაზროდ არ დავდივარ, მანქანებს არ ვლეწავ და არც
ხალხს ვერჩი. პეკთან ცოტა ზედმეტი მომივიდა, ესაა და ეს. –
პეკი სად წავიდა?
– სახლამდე მომაცილა, მაგრამ მასთან საუბარი არ მინ-
დოდა.
– მასთან ყველაფერი დაასრულე, ხომ?
გაიტრუნა.

116
ვიდეოზარის მაგივრად, უბრალოდ რომ ვჩათაობდეთ, მი-
სი სახის გამომეტყველება იმედს არ გამიცრუებდა. წარმოვიდ-
გენდი, რომ თავს მიქნევს და პეკთან დასაშორებლად ემზადე-
ბა, თუ უკვე არ დაშორდა. მაგრამ სხვა რამეს ვხედავ.
– ასე მარტივი არ არის.
– იცი, რას გეტყვი, ეიმს, ჩემთან დაშორება ასეთი საჩოთი-
რო და დამაბნეველი ხომ არ ყოფილა. შეიძლება ცოტა დრამა-
ტულად ჟღერს, მაგრამ იმაზე მწარე პანღური არ მოიძიება, შენ
რომ პლუტონებს ამოგვცხე, ზურგი გვაქციე და იმ პანკთავას-
თან გავარდი. წესით, ერთად უნდა ვყოფილიყავით. მალე
აღარ ვიქნები, შენ კი დგახარ და პირში მეუბნები, რომ იმ ნა-
ბიჭვარს შენს ცხოვრებაში ტოვებ? – ჯანდაბამდე გზა ჰქონია
ჩემს გულის ჭიას. ამ გოგონამ დიდი ხანია ჩემი გულიდან თავი
ამოიძირკვა. – მათ არაფერი დაუშავებიათ.
– რუფუს, მთლად ეგრეც არ გამოდის, ხომ იცი?
– ჰო, აბა რა, კარგად. ჩემს ნამდვილ მეგობართან ვბრუნ-
დები.
ეიმი მემუდარება არ გავუთიშო, მაგრამ მაინც ვუთიშავ. არ
მჯერა, რომ მეგობრები ციხეში ჩემ გამო არიან და ვერც იმას
ვიჯერებ, რომ ეიმიმ ეს ახლა მითხრა.
ვტრიალდები, რომ მატეოს ყველაფერი მოვუყვე, მაგრამ
იქ აღარ დგას.

ეიმი დიუბუა 07:18 სთ

ეიმი რუფუსთან რეკვას თავს ანებებს. სამი ახსნა აქვს, რუ-


ფუსი რატომაც არ პასუხობს – დიდი იმედით იწყება და უდიდე-
სი შიშით მთავრდება.
1. მის ზარებს არ იმჩნევს, მაგრამ მოგვიანებით გადაურე-
კავს.
2. მისი ნომერი დაბლოკა და ფეხებზე დაიკიდა.
3. მოკვდა.

117
ეიმი რუფუსის ინსტაგრამს ამოწმებს და ფოტოებზე უწერს,
რომ გადაურეკოს. მობილურს დასატენად აერთებს, ხმამა-
ღალზე აყენებს და რუფუსის ძველ მაისურსა და შორტს იცვამს.
პლუტონიდან წამოსვლის შემდეგ ეიმიმ ვარჯიშს მიჰყო ხე-
ლი. როდესაც დედობილ-მამობილის ოთახში ფრენსისისთვის
რაღაცის მოსაპარავად შეძვრა – მისდამი ნაკლებ სითბოს
იჩენდნენ – ჯენ ლორის საწოლთან ჰანტელები შენიშნა და
საცდელად ასწია. ნამდვილმა მშობლებმა საოჯახო კინოთე-
ატრის გაძარცვის გამო სახლში გამოკეტეს, რადგან კლეპტო-
მანიაკალური გადახრები აწუხებდა, თუმცა ეიმი მიხვდა, რომ
საკუთარ თავზე მუშაობა სხვებისთვის ნივთების მოპარვაზე
უფრო გაბედული საქციელი იყო.
ეიმიმ რუფუსთან შეხვედრის შესაძლებლობა, ველოსიპე-
დით რომ იყო, უკვე ხელიდან გაუშვა.
ყოველთვის მოაგონდება ის დრო, რუფუსს სწორად აზიდ-
ვა რომ ასწავლა.
წარმოდგენა არ აქვს, რა მოხდება.

მატეო 07:22 სთ

ქვემო კვარტალში, რუფუსისგან რაც შეიძლება შორს მივ-


რბივარ.
უკანასკნელი მეგობრის გარეშე დავრჩი, მაგრამ იქნებ სა-
განგაშო არაფერია, თუკი ისედაც მარტოსული ადამიანი მარ-
ტოობაში მოკვდება?
არ ვიცი, რუფუსს რა ხელი აქვს მისი მეგობრების დაჭერა-
ში, შეიძლება ჩემი ალიბად გამოყენება განიზრახა, მაგრამ გა-
ვიქეცი.
ვჩერდები და სულის მოთქმას ვცდილობ. აფთიაქის შესას-
ვლელთან ვჯდები და ხელისგულებს ნეკნებზე ვიჭერ.
ალბათ, სახლში დაბრუნება და ვიდეოთამაშების გაგრძე-
ლება აჯობებს, ან წერილების წერა. იმასაც კი ვნატრობ, ისევ
სკოლაში ვიყო და ბატონი კალამპუკასის გაკვეთილებს ვეს-
წრებოდე, ის კი, როგორც ყოველთვის, არ მიმჩნევდეს. ახლა

118
არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ქიმიის ლაბორატორიაში ქი-
მიკალიების შეზავებისას მობილურებში ჩამძვრალ ბავშვებ-
თან ყოფნა საშინელება იყო და იქ დაბრუნებას ცხოვრების ბო-
ლო დღესაც არ ვისურვებდი.
– მატეო!
რუფუსი ველოთი მომდევს და საჭეზე ჩამოკიდებულ ჩაფ-
ხუტს მოაქნევს. ფეხზე ვდგები და მოძრაობას ვიწყებ, მაგრამ
აზრი არ აქვს. რუფუსი უკვე მომადგა, მარცხენა ფეხს უკან
დგამს და ველოდან ხტება. ველო ძირს ენარცხება, რუფუსი კი
მკლავში მავლებს ხელს. თვალებში მიყურებს და ვხვდები,
გაბრაზებული კი არა, შეშინებულია და ვიჯერებ, რომ წუთისო-
ფელს მისი ხელით არ გამოვესალმები.
– გაგიჟდი? – რუფუსი მეკითხება. – ჩვენ ხომ არ უნდა დავ-
შორებულიყავით.
– არც შენ უნდა ქცეულიყავი სრულიად უცნობად, – ვპასუ-
ხობ. უკვე მრავალი საათია, რაც ერთად ვართ. მის საყვარელ
სასაუზმეში ერთად ვიყავით, სადაც გამიმხილა, ვინ გამოვი-
დოდა, წინ რომ ბევრი წელი ჰქონოდა.
– ჰო, მაგრამ აშკარად ძაღლებს გაურბიხარ და ამაზე სიტ-
ყვაც არ დაგცდენია.
– ისიც არ ვიცი, ძაღლობა მეძებს თუ არა, – ამბობს რუფუ-
სი. – ეცოდინებათ, რომ მგზავრი ვარ, თანაც ბანკი არ გამიტა-
ნია, მთლიან ძალებს ჩემს დასაჭერად არ გადმოისვრიან.
– რა დააშავე?
რუფუსი ხელს მიშვებს და გარშემო იყურება.
– წამო, სადმე სხვაგან ვილაპარაკოთ. მთელ ამბავს მო-
გიყვები. იმ ავტოავარიაზე, ჩემი მშობლები რომ შეეწირნენ და
წუხანდელ უჭკუო საქციელზე. მორჩა საიდუმლოებები.
– წამომყევი.
ადგილს მე ვირჩევ. მეტწილად ვენდობი, მაგრამ ვიდრე
მთელ ამბავს არ მოვისმენ, მასთან მარტო დარჩენას ვერ გავ-
ბედავ.
ცენტრალური პარკის მდუმარებაში მივაბიჯებთ და აქა-იქ
დილაადრიან წამომხტარი ხალხი გვხვდება. ველოსიპედის-
ტები და მორბენლები გარშემო საკმარისად არიან, თავი რომ

119
მშვიდად ვიგრძნო, განსაკუთრებით მაშინ ვმშვიდდები, როცა
რუფუსი ჩემგან მოშორებით, მინდორზე დგება, იქ მოზრდილი
ოქროსფერი რეტრივერი პატრონს დასდევს. ძაღლი ჩამომ-
თვლელებზე დადებულ ამბავს მაგონებს, რომელსაც სწორედ
უწყებიდან დარეკვისას ვკითხულობდი, თუმცა, დარწმუნებუ-
ლი ვარ, ეს ის ძაღლი არ არის.
თავიდან კრინტს არ ვძრავ, რადგან, სანამ რუფუსი ახსნას
შეუდგებოდა, მინდოდა სადმე დავმსხდარიყავით, მაგრამ
პარკში რაც უფრო შევდივართ, მით მეტად ვიძირები მდუმარე-
ბაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ელისი საოცრებათა
ქვეყანაში პერსონაჟების ბრინჯაოს ქანდაკებები გამოჩნდება.
მუქი მწვანე ფოთლები ჩემ ფეხქვეშ შრაშუნობს, როდესაც
ელისს, თეთრ კურდღელსა და გიჟ მექუდეს ვუახლოვდები.
– რამდენი ხანია, რაც დადგეს? – შემრცხვა, ეს რომ ვიკით-
ხე, დარწმუნებული ვარ ახალი არ არის.
– არ ვიცი, ალბათ საუკუნე, – რუფუსი მპასუხობს. – პირვე-
ლად ხედავ?
– არა. – გიგანტურ სოკოზე შემომჯდარ ელისს ავხედე.
– ფაქტობრივად, ტურისტი გამოდიხარ მშობლიურ ქალაქ-
ში.
– იმ განსხვავებით, რომ ტურისტებმა ჩემი ქალაქის შესა-
ხებ ჩემზე მეტი იციან, – ვეუბნები. სრულიად მოულოდნელი
მიგნებაა. მე და მამას ალთეას პარკი გვიყვარდა, თუმცა ცენ-
ტრალურ პარკშიც დიდ დროს ვატარებდით.პარკის „შექსპი-
რი“ უყვარს. სპექტაკლები საჩემო არაა, თუმცა ერთხელ წავ-
ყევი და მომეწონა, რადგან თეატრმა კოლოსეუმი გამახსენა
ჩემი საყვარელი ფენტეზიდან, ხოლო გლადიატორი ფილმებ-
ში ნანახ რომს შეესაბამებოდა. ნეტავ ბავშვობაში საოცრება-
თა ქვეყანაც აღმომეჩინა, სოკოზე ავცოცდებოდი, ელისს მი-
ვუჯდებოდი და წარმოსახვით მოგზაურობებში გადავეშვებო-
დი.
– დღეს აღმოაჩინე, – ამბობს რუფუსი. – მოვიგე.
– მართალი ხარ. – ისევ გაკვირვებული ვარ, რომ მთელი
ეს დრო აქ იდგა, რადგან პარკზე ფიქრისას ხეები, შადრევნები,
გუბურები და სათამაშო მოედნები გახსენდება. რაღაცნაირად

120
ლამაზია, რომ პარკს შენი გაოცება შეუძლია, რაც იმედს მისა-
ხავს, რომ მსოფლიოს გაოცებას მეც შევძლებ.
თუმცა ყველა სიურპრიზი როდია სასიამოვნო.
მე სოკოზე, თეთრი კურდღლის, ხოლო რუფუსი გიჟი მექუ-
დის გვერდით ჯდება. მისი სიჩუმე უხერხულობაში გადადის,
როგორც ისტორიის გაკვეთილზე, ქაოსის ბნელი დღეების მო-
ნუმენტური მოვლენების განხილვისას ხდებოდა. ჩემი მასწავ-
ლებელი, ბატონი პოლენდი გვიყვებოდა, თუ როგორ გაგვი-
მართლა, რომ სიკვდილის უწყების მომსახურება გვაქვს.
თხზულების დაწერა დაგვავალა, ძველი დროის მასობრივი
სიკვდილიანობის რომელიმე მიზეზზე – შავ ჭირზე, მსოფლიო
ომებზე, 9/11 და სხვ. – და აღგვეწერა, როგორ მოიქცეოდა მა-
შინ ხალხი, სიკვდილის მომსახურებას რომ ეარსება და გაფ-
რთხილებები ჩამოერიგებინა. სიმართლე ითქვას, თავი დამ-
ნაშავედ ვიგრძენი, რადგან ისეთ დროში მიწევდა ცხოვრება,
როცა მედიცინა იოლად კურნავდა დაავადებებს, ძველად რომ
უამრავ ხალხს ხოცავდა.
– ვინმე მოკალი? – ბოლოს სიჩუმეს ვარღვევ. ერთადერთი
პასუხი არსებობს, რომელიც დარჩენას მაიძულებს. სხვა და-
ნარჩენის შემთხვევაში პოლიციაში ვრეკავ, რომ დროზე აიყ-
ვანონ, სანამ სხვაც იმსხვერპლა.
– რა თქმა უნდა, არა.
მისი შანსები გაიზარდა.
– აბა, რა მოხდა?
– ერთი ვცემე, – ამბობს რუფუსი. გზის განაპირას დაყენე-
ბულ ველოს გაჰყურებს. – ეიმის ახალი შეყვარებული. რაღა-
ცებს მიგონებდა და მაგრად ავიჭერი, რადგან ვიგრძენი, რომ
ჩემი ცხოვრება უფსკრულისკენ მიექანებოდა. თავს გარიყუ-
ლად, იმედგაცრუებულად, დაკარგულად ვგრძნობდი და მინ-
დოდა ჯავრი ვინმეზე მეყარა. თუმცა ჩემს თავს არ ვგავდი, წუ-
თიერი გაფრენა იყო.
მისი მჯერა. ურჩხული არ არის. ურჩხულები სიცოცხლის
გაგრძელებაში დასახმარებლად სახლში არ გაკითხავენ. ლო-
გინში დაგიჭერენ და ცოცხლად შეგჭამენ.
– შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, – ვამბობ.

121
– ამის გამო კი ჩემი მეგობრები ისჯებიან, – იძახის რუფუ-
სი. – ბოლოს მაშინ დამინახეს, საკუთარი დაკრძალვიდან უკა-
ნა კარით რომ გავრბოდი, რადგან ძაღლებმა მომაკითხეს. მე
მათ ვუღალატე… ოჯახის დაღუპვიდან ოთხი თვე თავს მიტოვე-
ბულად ვგრძნობდი და წამის მეასედში ჩემს ახალ ოჯახს მეც
იგივე გავუკეთე.
– შეგიძლია იმ ავტოავარიაზე აღარ მომიყვე, – ვეუბნები.
აშკარაა, რომ თავს იდანაშაულებს და როგორც მაშინ, მაწან-
წალას არ მოვაყოლე თავის ცხოვრებაზე, რომ ამის მიხედვით
გადამეწყვიტა დახმარებას იმსახურებდა თუ არა, არც ახლა
ვაპირებ წიხლი დავაჭირო და განვსაჯო რუფუსი.
– ამაზე ლაპარაკი არ მსურს, – მეუბნება რუფუსი. – მაგრამ
მომიწევს.

რუფუსი 07:53 სთ

გამიმართლა, რომ უკანასკნელი მეგობარი მყავს, განსა-


კუთრებით მაშინ, როცა ბიჭები ჩასვეს, ჩემი ყოფილი კი დავ-
ბლოკე. ჩემს ოჯახზე უნდა ვილაპარაკო და ისინი გავაცოც-
ხლო.
იღრუბლება, გზადაგზა ქარი ძლიერად წამოუბერავს, თუმ-
ცა ჯერ წვეთს არ აგდებს.
– ჩემი მშობლები სიკვდილის უწყების ზარმა მაისის ათში
გააღვიძა. – უკვე ერთიანად ვიძაბები. – მე და ოლივია ბანქოს
ვთამაშობდით, როდესაც ზარის ხმა გავიგონეთ და მშობლე-
ბის ოთახისკენ გავცვივდით. დედას მობილური ეჭირა, თავის
ხელში აყვანას ცდილობდა, მამა კი ოთახის ბოლოში ესპანუ-
რად იგინებოდა და ტიროდა. მისი ტირილი პირველად ვნახე.
– თავზარი დამეცა. არ ვამბობ თავზეხელაღებული მაჩო იყო-
მეთქი, უბრალოდ, ტირილს ყოველთვის ქალაჩუნობად
ვთვლიდი, რაც ახლა სრულ იდიოტობად მიმაჩნია. ამის შემ-
დეგ სიკვდილის უწყების მაცნემ მამაჩემთან გასაუბრება ით-
ხოვა, რაზეც დედაჩემი მთლად შეიშალა. აი, სწორედ რომ
კოშმარი ხდებოდა. იმაზე საშინელი არაფერია, შენი მშობლე-

122
ბის ჭკუიდან გადასვლას საკუთარი თვალით რომ უყურებ. პა-
ნიკაში ჩავვარდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ოლივიასთვის უნდა
მიმეხედა. – წესით მარტო არ უნდა დავრჩენილიყავი. – ხოლო
როცა მაცნემ ოლივიასთან დალაპარაკებაც მოითხოვა, მამა-
ჩემმა გაუთიშა და მობილური კედელს მიახეთქა. – როგორც
ვატყობ, მობილურის მოსროლა გენებში გვაქვს.
მატეოს რაღაცის კითხვა უნდა, მაგრამ ჩუმდება.
– მიდი, თქვი!
– დაივიწყე, – ამბობს მატეო. – ისეთი არაფერია. უბრა-
ლოდ, მაინტერესებდა იფიქრე თუ არა, რომ შეიძლება სიაში
შენც იყავი და არ იცოდი. ონლაინმონაცემთა ბაზა თუ გადაა-
მოწმე?
თავს ვუქნევ. უწყების საიტი ამ მხრივ მოსახერხებელია.
ჩემი სოციალური დაცვის ნომერი მივუთითე და თავი სიაში
რომ ვერ ვიპოვე, რაღაცნაირად გულზე მომეშვა და თან უც-
ნაური შეგრძნებაც დამეუფლა. უსამართლობად მიმაჩნდა,
რომ საკუთარ ოჯახში ჩემ გარდა ყველა მოკვდებოდა. ისე გა-
მომდის, ვითომ მთელი ოჯახი დასასვენებლად წავიდა და მე
სახლში დამტოვეს, მაგრამ ერთად გატარებული მათი ბოლო
დღე უკვე მონატრებით მავსებდა. ოლივია კი ზედაც არ მიყუ-
რებდა.
ვხვდები. ჩემი ბრალი არ იყო, რომ გადავრჩი და არც მისი
ბრალი ყოფილა, და რომ კვდებოდა.
– ახლოს იყავით?
– ვერც წარმოიდგენ, ისე. ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო.
მშობლები ფულს აგროვებდნენ, რომ ამ შემოდგომით კალი-
ფორნიაში, ანტიოქიის უნივერსიტეტში სასწავლებლად გავეშ-
ვით. ნაწილობრივ სტიპენდიაც დაენიშნა, მაგრამ ადგილობ-
რივ კოლეჯში დარჩენა გადაწყვიტა, რათა ჩემთვის მოეცადა
და სწავლა ერთად გაგვეგრძელებინა. – სუნთქვა მეკვრის,
ზუსტად ისე, პეკს რომ დავმართე. მშობლები ოლივიას დაყო-
ლიებას ცდილობდნენ, ლოს-ანჯელესში ჩემ გარეშე რომ წასუ-
ლიყო და იმ ქალაქში, სადაც ყოფნა ეჯავრებოდა, ძალად არ
დარჩენილიყო, მაგრამ მტკიცე უარზე დადგა. ყოველ დილით,
შუადღითა და საღამოთი ერთი ფიქრი მაწამებს, მას რომ

123
მშობლებისთვის დაეჯერებინა, ახლა ცოცხალი იქნებოდა.
მაგრამ უნდოდა ცხოვრების ახალ ეტაპზე ერთად გადავსული-
ყავით. პირველად ოლივიას გამოვუტყდი.
– ოჰო.
არ ვიცი, ამას განზრახ აკეთებს? თავს მაჩვენებს, თითქოს
მისი უკანასკნელი მეგობრის პროფილზე, ანუ ჩემს პირად ინ-
ფორმაციაში არაფერი ამოუკითხავს. ჩემი და ჩემი დის ურთი-
ერთობამ მასზე გავლენა მოახდინა, თუ ჩემს პროფილს გადა-
ხედა და იმ ვირიშვილების კატეგორიაში გადის, ვინ ვის კოც-
ნის რომ აღელვებთ. იმედია არა. უკვე დავმეგობრდით და ხე-
ლები ამიწევია, ეს ძალდატანებით არ მომხდარა. მე ის რამდე-
ნიმე საათის წინ, ვიღაც შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებუ-
ლი დიზაინერის წყალობით გავიცანი, რომელმაც ახალი ურ-
თიერთობების წამოსაწყებად აპლიკაცია შექმნა. დაშორებებს
ვერ ვიტან.
– რა ოჰ?
– არაფერი. მართლა.
– შეიძლება რაღაც გკითხო? – მაინც უნდა ვკითხო.
– მშობლებისთვის გითქვამს? – მატეო მეკითხება.
კითხვაზე კითხვითვე მპასუხობს, საუბრის გადატანის კლა-
სიკური მეთოდი.
– კი, ბოლო დღეს. მეტად ვეღარ გადავდებდი. – ჩემი მშობ-
ლები ისე არასდროს ჩამხუტებიან, როგორც მათი სიცოცხლის
ბოლო დღეს. ძალიან მეამაყება, რომ ყველას გამოვუტყდი. –
დედაჩემი ძალიან დამწუხრდა, რომ მომავალ რძალს ანდა სი-
ძეს ვერასდროს გაიცნობდა. მაინც ცოტა უხერხულად ვიყავი,
ამიტომ, უბრალოდ, გავიცინე და ოლივიას ვკითხე, ხომ არ უნ-
დოდა ყველას ერთად რამე მოგვეფიქრებინა, იმედი მქონდა,
რომ გული მოულბებოდა. მშობლებს ჩემი სახლში დარჩენა
უნდოდათ.
– იმიტომ, რომ უსაფრთხოდ ყოფილიყავი, არა?
– ჰო, მაგრამ მე მინდოდა მათთან რაც შეიძლება დიდი
დრო გამეტარებინა, თუნდაც ჩემ თვალწინ ერთმანეთის მიყო-
ლებით დახოცილიყვნენ, – ვამბობ. – სხვა აზრი არ მომდი-
ოდა. – ეს იდიოტიზმიც მოკვდა.

124
– მერე რა მოხდა? – მეკითხება მატეო.
– დეტალების ცოდნა არ გჭირდება, – ვეუბნები. – მათ გა-
რეშე უკეთ იქნები.
– თუ მაინც გულით უნდა ატარო, მეც გამიზიარე.
– მე მითქვამს.
ყველაფერს ვუყვები: როგორ უნდოდა ოლივიას უკანას-
კნელად ასულიყო თავის ქოხში, ალბანისთან ახლოს, სადაც
დაბადების დღეებს იხდიდა. გზები მოყინული იყო და ჩვენი
მანქანა ჰუდსონში გადავარდა. წინ დავჯექი, ვიფიქრე საგზაო
შემთხვევა რომ მოგვივიდეს, ჩვენი გადარჩენის ალბათობა
უფრო დიდი იქნება, დედ-მამა წინა სავარძელზე თუ არ იჯდება-
მეთქი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. – ერთი სიმღერის სხვადასხვა
ვერსიაა, – ვეუბნები მატეოს, ვიდრე საბურავების ჭრიალზე,
გზის უსაფრთხოების ჯებირის განგრევასა და მდინარეში გა-
დაშვების ამბავზე გადავიდოდე… – ზოგჯერ მათი ხმა მავიწ-
ყდება. სულ რაღაც ოთხი თვე გავიდა, მაგრამ ფაქტია. ჩემ
გარშემო მყოფი ადამიანების ხმას ერწყმის, თუმცა მათი ღრი-
ალი მაინც ჩამესმის. – გაფიქრებაც კი მზარავს.
– შეგიძლია აღარ გააგრძელო, რუფუს, მაპატიე, გაგრძე-
ლება აღარ უნდა მეთხოვა.
მატეომ ამბის დასასრული იცის, მაგრამ მოსაყოლი მაინც
ბევრია. ვჩერდები იმიტომ, რომ ძირითადი ვუამბე, თანაც ცო-
ტა მეტირება და ვცდილობ თავი შევიკავო, რომ არ დაფრთხეს.
მხარზე ხელს მადებს და ყველა ის უფროსი მახსენდება, რომე-
ლიც ფეისბუკსა და ჩათში მამხნევებდა, თუმცა სინამდვილეში
ჩემს მდგომარეობაში არასდროს აღმოჩენილან.
– არა უშავს, – ამატებს. – მოდი, თემა შევცვალოთ, მაგა-
ლითად… – მატეო აქეთ-იქით იყურება. – ჩიტები, შელანძღუ-
ლი შენობები და…
წელში ვსწორდები.
– მოკლედ, ასე იყო. ბოლოს მალკოლმთან, ტაგოსთან და
ეიმისთან აღმოვჩნდი. პლუტონები გავხდით და სწორედ რომ
ისინი მჭირდებოდნენ, ყველანი დაკარგულად ვგრძნობდით
თავს და არც გვაღელვებდა, თუკი კარგა ხანს ვერ გვიპოვიდ-
ნენ. – მუშტებით ვიმშრალებ თვალებს და მატეოსკენ ვიხრები.

125
– შენ კი ჩემს იქით გზა არა გაქვს. გაქცევა აღარ სცადო, თო-
რემ ვინმე გაგიტაცებს და შენი ამბავი რომელიმე საშინელება-
თა ფილმის შთაგონებად იქცევა.
– არსადაც არ მივდივარ, – ამბობს მატეო, კეთილად ეღი-
მება. – ახლა რას ვაპირებთ?
– რაც გინდა.
– შეიქმენი წამში წავიდეთ?
– მეგონა წამებს უკვე ვქმნიდით, თუმცა რატომაც არა.

მატეო 08:32 სთ

შეიქმენი წამის სადგურისკენ რუფუსი სპორტულ მაღაზიას-


თან ჩერდება. ვიტრინაში ველომრბოლელი კაცის, მოთხილა-
მურე ქალისა და გვერდიგვერდ მორბენალი ქალისა და კაცის
პოსტერებია გამოკრული, ყველას ჰოლივუდური ღიმილი აუ-
წებებია სახეზე და გრამი ოფლი არ სდით.
რუფუსი მოთხილამურე ქალზე მანიშნებს.
– ოლივიას მოთხილამურეების ფოტოებს ხშირად ვუგზავ-
ნიდი. უინდჰემზე ყოველ წელს ავდიოდით. ალბათ იფიქრებ,
რამ გაგვაგიჟა. პირველად რომ ვიყავით, მამაჩემმა ცხვირი
გაიტეხა, კლდეს მიენარცხა; მიუხედავად იმისა, რომ სიკვდი-
ლის უწყებას არ დაურეკავს, მაინც ძალიან გაუმართლა, რომ
გადარჩა. მომდევნო ასვლაზე დედაჩემმა კოჭი იღრძო. ორი
წლის შემდეგ ფერდობზე დაშვებისას ტვინის შერყევა მივიღე.
დროულად ვერ გავჩერდი, ბავშვს რომ არ დავჯახებოდი, მარ-
ცხნივ გავუხვიე და ხეს შევასკდი. თავი მულტფილმში მეგონა.
– მართალი გითქვამს, – ვეუბნები. – ვერ ვხვდები, იქ რა-
ტომღა ადიოდით.
– საავადმყოფოში რომ წამიყვანეს, ოლივიამ განაცხადა,
ფეხს აღარ ავადგამო. მაგრამ როცა კი მოვახერხებდით, უინ-
დჰემს მაინც ვსტუმრობდით, რადგან მთა, თოვლი და ქოხში
ბუხრის წინ თამაში გვიყვარდა. – რუფუსი განაგრძობდა. –
იმედი მაქვს, ეგ ადგილიც ისეთივე უსაფრთხო და სახალისოა.

126
რამდენიმე წუთში შეიქმენი წამის სადგურს მივადექით.
რუფუსი ჩერდება და შესასვლელს ფოტოს უღებს, რომლის
თავზეც ლურჯი ბანერია: „რისკებს არ შეიცავს!“ ინსტაგრამზე
ფერად ფოტოს დებს.
– შეხედე, – მობილურს მაძლევს. წინა ფოტოს კომენტარე-
ბია. – ხალხი კითხულობს, ამ დილაადრიან რამ აგაყენაო.
რამდენიმე კომენტარი ეიმისგანაა, რუფუსს სთხოვს, ზარს
უპასუხეო.
– ეიმის რა მოუვიდა?
თავს აქნევს.
– ეიმისთან მოვრჩი. მისი ბიჭუკელას დამსახურებაა, ტაგო
და მალკოლმი რომ ჩემ გამო ჩააყუდეს და მაინც მას ხვდება.
ერთგულება მისთვის უცხო ხილია.
– მისდამი გრძნობები აღარ გაქვს?
– არა, – მპასუხობს რუფუსი და ველოს სადგომზე ჯაჭვით
აბამს. სიმართლეს ამბობს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ
აქვს.
ვივიწყებ და შიგნით შევდივართ.
რას ვიფიქრებდი, თუ აქაურობა სამოგზაურო სააგენტოს
ემსგავსებოდა. სარეგისტრაციოს უკანა კედელი ნახევრად და-
ისის ნარინჯისფრითა და ნახევრად შუაღამის ლურჯით არის
შეღებილი, ზედ მიწებებულია ფოტოები, სადაც ხალხი კლდეზე
ცოცვით, სერფინგითა და სხვა აქტივობებით არის დაკავებუ-
ლი. ალბათ თვალს ახარებს. სარეგისტრაციოში ახალგაზრდა
შავკანიანი ქალი ზის, ოც წელზე მეტის იქნება. წიგნაკში რაღა-
ცას ინიშნავდა და დაგვინახა თუ არა, გვერდზე გადადო. „პო-
ლოს“ ყვითელი მაისური აცვია, გულზე შებნეულ იარლიყზე
სახელი აწერია, „დირდრა“. – მსგავსი სახელი ადრე მგონი
რომელიღაც ფენტეზის ჟანრის წიგნში ამომიკითხავს.
– კეთილი იყოს თქვენი ფეხი შეიქმენი წამში, – დირდრა
გვესალმება. არც ძალიან მოხარულია და არც ძალიან უჟმუ-
რი. გაბღენძილობის საკმარის დოზას ინარჩუნებს. არც გვე-
კითხება, მგზავრები ვართ თუ არა. ბაინდერს გვაძლევს. – სა-
ჰაერო ბურთსა და ზვიგენებთან ცურვაზე ნახევარსაათიანი
ლოდინი მოგიწევთ.

127
– ვინ ჯანდაბა… – რუფუსი ხან მე მაჩერდება, ხან დირდრას
– …ცურავს ზვიგენებთან, ან საერთოდ ასეთი რამ ვის უნდა?
– რატომ? საკმაოდ პოპულარული გასართობია, – დირ-
დრა ეუბნება. – მაინც არ იცურავებდი თუ ვერ გიკბენდნენ?
რუფუსი კბილებში გამოსცრის.
– ამხელა არსებებთან წყალში ყოფნას ვერ გავბედავდი.
დირდრა თავს ისე უქნევს, ვითომ რუფუსის მდგომარეობა-
ში შედის.
– როგორც გენებოთ, თუ რამე კითხვა გაგიჩნდეთ, მომ-
მართეთ.
მე და რუფუსი ვსხდებით და ბაინდერს ვფურცლავთ. საჰაე-
რო ბურთით მოგზაურობასა და ზვიგენებთან ცურვის გარდა,
დაწესებულება გვთავაზობს პარაშუტით ხტომას, კარტინგს,
პარკურის კურსებს, ზიპ-ლაინს, ჯირითს, ხიდიდან ხტომას, ჯო-
მარდობას, პარაპლანით ფრენას, კლდეზე ცოცვას, ველოსი-
პედით მთიდან დაშვებას, სერფინგს და კიდევ უამრავ რამეს.
ნეტავ ეს ბიზნესი ფიქციურ გასართობსაც თუ შემოგვთავაზებს,
მაგალითად, დრაკონისგან გაქცევას, ციკლოპებთან ბრძო-
ლასა და ჯადოსნური ხალიჩით ფრენას.
ჩვენ აღარ მოგვესწრება.
ამ ფიქრს თავიდან ვიშორებ.
– არ გინდა ველოთი მთიდან დაშვება სცადო? – ვეკითხე-
ბი. ველორბოლა უყვარს და თან წყალთან შეხებაც არ მოუ-
წევს.
– აჰ, არა. რაღაც ახალი მინდა. პარაშუტით ხტომაზე რას
იტყვი?
– სახიფათოა, – ვპასუხობ. – თუ რამე მომივიდა, ჩემს გმი-
რობებზე ყველას მოუყევი. – არ გამიკვირდება ისეთ ადგილას
მოვკვდე, სადაც რისკები არ არსებობს.
– კი, ბატონო.
დირდრა ექვსგვერდიან დოკუმენტს გვაძლევს – მსგავსი
კომპანიები მგზავრებს ასეთ დოკუმენტს მომსახურებისას ხში-
რად აძლევენ. უმეტესად მგზავრები ხელს აწერენ, რადგან რა-
მე რომ მოხდეს, დაწესებულებას მაინც ვეღარავინ უჩივლებს.

128
შემთხვევისგან დაზღვეული მაინც არავინ ვართ. სიცოცხლის
ყოველი წუთისთვის მადლიერი უნდა ვიყოთ.
რუფუსს საშინელი ხელმოწერა აქვს. მხოლოდ პირველ
ორ ასოს ვარჩევ, სანამ დანარჩენი დაკლაკნილ ხაზებად იქცე-
ვა და ბიზნესის გამუდმებული წაგება-მოგების დიაგრამას და-
ემსგავსება.
– კარგი. ხელი მოვაწერე, თუ მოვკვდი, არ ჩაგაბოზებთ.
დირდრას არც კი ეღიმება. ორას ორმოც დოლარს ვიხდით,
ამდენს მაშინ იხდიან, თუკი დანაზოგი ჩეჩქივით აქვთ.
– გამომყევით.
გრძელი დერეფანი იმ საწყობს მახსენებს, მამა რომ მუშა-
ობდა, ოღონდ იქაური გასახდელიდან მხიარული შეძახილები
და სიცილის ხმა არ მოისმოდა. ყოველ შემთხვევაში, მე არ გა-
მიგონია. აქაური ოთახები კარაოკეს ჰგავს, უბრალოდ, ზოგი
ორჯერ-სამჯერ დიდია, თითოეულში ვიჭყიტები, დერეფანი
დამრეცი ხდება, პინბოლივით ზიგზაგებით მიდის და ყველა
ოთახში სათვალიან მგზავრებს ვხედავ. ზოგიერთი დაქოქილ
კარტინგის მანქანაში ზის, თუმცა ჯერ ადგილიდან არ იძვრის.
ერთი მგზავრი კლდეზე მიცოცავს, რა დროსაც ოთახში მჯდარი
ინსტრუქტორი ჩათაობს. ექვსი ფუტის სიმაღლეზე და არა ცაში
მოლივლივე საჰაერო ბურთში წყვილი ერთმანეთს კოცნის.
ცხენზე შემომჯდარი გოგონას უკან, ვიღაც კაცი ტირის, ოღონდ
სათვალე არ უკეთია და ვერ გეტყვით, მათგან მგზავრი რომე-
ლია, შეიძლება ორივე. მათ შემხედვარეს სევდა მიპყრობს.
ჩვენი ოთახი არც ისე დიდია, თუმცა უშველებელი სავენტი-
ლაციო მილები მოჩანს, კედელზე უსაფრთხო მატრასებია აკ-
რული, ავიატორივით გამოწყობილ ინსტრუქტორს კი ხუჭუჭა
ჟღალი თმა უკან პონის კუდივით შეუკონია. საჭირო უნიფორმა
ჩავიცვით და ეკიპირებაც ავისხით. სამივე ერთად იქს-ადამია-
ნების კოსპლეის ვგავართ. რუფუსი ახალგაზრდა ქალს, მადე-
ლინს სთხოვს ფოტო გადაგვიღოს. არ ვიცი, ხელი უნდა გადავ-
ხვიო თუ არა, ამიტომ მას ვბაძავ და ხელებს წელზე ვიწყობ.
– კარგია? – მადელინი გვეკითხება და მობილურს გვაჩვე-
ნებს.

129
ისეთი სახეები გვაქვს, თითქოს სერიოზულ საქმეს შევეჭი-
დეთ და ვიდრე სამყაროს ყველა სიმახინჯისგან არ გავასუფთა-
ვებთ, სიკვდილს არ ვაპირებთ.
– ასწორებს, – ამბობს რუფუსი.
– თუ გინდათ, გადმოხტომისას კიდევ გადაგიღებთ!
– აუჰ, მაგარი იქნება.
მადელინი წესებს გვიხსნის. სათვალეს ვირგებთ, ვირტუა-
ლური შემეცნების დაწყებისას, ოთახში არსებული ატმოსფე-
რო შეგრძნებებს სინამდვილესთან მიაახლოებს. მადელინი
ჩვენს ეკიპირებას ამთავრებს და ჩვენც კიბით პლატფორმაზე
ავდივართ, საიდანაც, წესით, უნდა გადმოვხტეთ, თუმცა ეს
სულ რაღაც ორი მეტრი სიმაღლეა.
– როცა მზად იქნებით, სათვალეზე ღილაკს თითი დააჭი-
რეთ და გადახტით. – გვეუბნება მადელინი და ქვემოთ ლეი-
ბებს აწესრიგებს. – არაფერი მოგივათ. – მაღალი სიმძლავ-
რის ვენტილებს რთავს და ოთახში ქარი ღმუილით იჭრება.
– მზად ხარ? – რუფუსი ჩამჩურჩულებს და სათვალეს იკე-
თებს.
მეც იმავეს ვიმეორებ, თავს ვუქნევ და ლინზებთან მწვანე
ღილაკს ვაჭერ თუ არა, ვირტუალური რეალობა ირთვება. ვი-
თომ თვითმფრინავში ვართ, კარი ღიაა და სამგანზომილებია-
ნი კაცი ცერა თითის აწევით მანიშნებს, რომ შემიძლია გადავ-
ხტე, მაგრამ გარეთ ნამდვილი სივრცე მოჩანს. თავს სრულიად
დაცულად ვგრძნობ, მაგრამ ხომ შეიძლება თოკები გაწყდეს?
რუფუსმა ერთი-ორი შეჰყვირა და ჩემგან რამდენიმე ნაბიჯ-
ში გადახტა.
სათვალეს თვალებიდან ვიშორებ იმ იმედით, რომ იატაკზე
დანარცხებულ და კისერმოგრეხილ რუფუსს არ დავინახავ, ის
მართლაც ჰაერში ლივლივებს და ვენტილებიდან მობერილი
ჰაერი აქეთ-იქით არწევს. ასე არ უნდა ვიქცეოდე, მაგრამ უნდა
დავრწმუნებულიყავი, რომ უსაფრთხოდაა, თუნდაც ამან მაქ-
სიმალური სიამოვნების მიღებაში ხელი შემიშალოს. მეც მინ-
და რუფუსის აღტყინება გადმომედოს, ამიტომ სათვალეს ისევ
თვალებზე ვირგებ და ვხტები. უწონადო ვხდები, მკლავებს
მკერდზე ვიკრეფ და ისეთი შეგრძნება მაქვს, ღრუბლებში

130
ფრენის ნაცვლად სადღაც გვირაბში მივსრიალებ, არადა არც
ერთია და არც მეორე. მკლავებს ვშლი და ღრუბლების მიჯნის-
კენ მივიწევ, თითქოს მათი მოხელთება და დაგუნდავება შე-
მეძლოს.
რამდენიმე წუთში მაგია იცრიცება. მწვანე მინდორს ვხე-
დავ, ვუახლოვდებით და გულზე მეშვება, რომ თითქმის მიწაზე
დავეშვით და ისევ უსაფრთხოდ ვართ, თუმცა სინამდვილეში
არავითარი ხიფათი არ არსებობდა. სათანადო სიამოვნებასაც
კი ვერ იღებ, რადგან თავს ზედმეტად დაცულად გრძნობ.
სწორედ ამიტომაც გავუბედე.
ვირტუალური მატეო ჩემთან ერთად ეშვება მიწაზე და ფეხს
ლეიბზე დგამს. რუფუსს ნაძალადევად ვუღიმი და ისიც იმავე-
თი მპასუხობს. მადელინს დახმარებისთვის მადლობას ვუხ-
დით, ავიატორის ეკიპირებას ვიხდით და გამოვდივართ.
– სახალისო იყო, არა? – ვამბობ.
– ზვიგენებთან ცურვისთვის უნდა მოგვეცადა, – ამბობს
რუფუსი დირდრას წინ ჩავლისას და მიდის.
– მადლობა, დირდრა, – ვეუბნები.
– გილოცავთ, რომ წამი შეიქმენით, – გვეუბნება დირდრა
ხელის დაქნევით. იმის გამო შექება, რომ ცოცხალი ხარ, უც-
ნაურად ჟღერს, მაგრამ მეორედ აქ მოსასვლელად ჩვენი წახა-
ლისება არ გამოსდის.
თავს ვუქნევ და რუფუსთან ერთად გარეთ გავდივარ.
– მეგონა მოგეწონა! ისეთი აღტაცებული ჩანდი.
ველოსიპედზე შეკვანძულ ჯაჭვს ხსნის, რომ არავის მოეპა-
რა.
– გადახტომისას კი, იმის შემდეგ დიდი ვერაფერი. შენ
მართლა მოგეწონა? არ განგსჯი, უბრალოდ, კმაყოფილი არ
ვარ.
– მეც შენსავით.
– შენი იდეა იყო, – მეუბნება რუფუსი და ქუჩაში ველოსი-
პედს მოაგორებს. – დღეს მეტი იდეები ნუღარ დაგებადება.
– ბოდიში.
– გეღადავები, ძმაო. საინტერესო იყო, თუმცა ხიფათის
შეგრძნება აკლია, რისკების არარსებობა გართობას აუფერუ-

131
ლებს. ჯიბეების ამოტრიალებამდე, ჯობდა რეცენზიები წაგვე-
კითხა.
– ძალიან ცოტა რეცენზია აქვთ, – ვეუბნები. როდესაც და-
წესებულება მგზავრებისთვისაა, რეცენზიებს არ უნდა ელოდე.
ვერ წარმომიდგენია მგზავრებმა ძვირფასი წუთები ცუდი შე-
ფასების წერაში გაფლანგონ. – მართლა ვწუხვარ. ოღონდ ფუ-
ლი არაფერ შუაშია, დრო დავკარგეთ.
რუფუსი ჩერდება და მობილურს იღებს.
– სულაც არ დაგვიკარგავს. – ფოტოს მაჩვენებს, სადაც
ორივე ეკიპირებით ვართ და ინსტაგრამზე ჰეშთეგით #უკანას-
კნელიმეგობარი დებს. – ათ მოწონებას ხომ მაინც დააგრო-
ვებს.

ლიდია ვარგასი 09:14 სთ

სიკვდილის უწყებას ლიდია ვარგასისთვის არ დაურეკავს,


რადგან ის დღეს არ მოკვდება, მაგრამ ასეც რომ იყოს, მისი
საუკეთესო მეგობრისგან განსხვავებით, რომელმაც არ გაუმ-
ხილა, რომ კვდებოდა, ის ყველა საყვარელ ადამიანს ეტყოდა
ამის შესახებ.
ლიდია მიუხვდა. სამხილებს მიჰყვა და ყველაფერი შეაკო-
წიწა: მატეო ძალიან ადრე გამოეცხადა; უცებ, არსაიდან დააბ-
რეხა, თუ როგორი კარგი დედაა; სამზარეულოში კონვერტი
დაუტოვა, შიგ ოთხასი დოლარით; ნომერი დაუბლოკა, რისი
გაკეთებაც თავადვე ასწავლა.
მატეოს გაუჩინარებიდან პირველი რამდენიმე წუთი პანი-
კამ მოიცვა, ბებოს დაურეკა და სთხოვა აფთიაქიდან, სადაც ის
მუშაობდა, სასწრაფოდ სახლში მოსულიყო. დასმულ კითხვებ-
ზე პასუხის გაცემის მაგივრად, ბებიას მობილური გამოართვა
და მატეოს დაურეკა, მაგრამ ის ისევ არ პასუხობდა. ჯიუტად
ეიმედებოდა, რომ მატეოს ბებიას ნომერიც ეწერა და სწორედ
ამიტომ არ პასუხობდა მის ზარს და არა იმიტომ, რომ ამქვეყ-
ნად აღარ იყო.

132
ცუდზე არ ფიქრობდა. მატეო რომ დიდხანს ვერ იცოც-
ხლებდა, ეს დიდი უსამართლობა იყო, რადგან მასზე დიდსუ-
ლოვანი ადამიანი სამყაროში არ ეგულებოდა, თუმცა მთელი
დღე წინ უნდა ჰქონოდა. 23:59 წუთზე ადრე არ მოკვდებოდა.
პენი ტირის, ბებოს კი ვერ გაუგია, რაშია საქმე. ლიდია პე-
ნის ტირილის მიზეზს ხვდება და იცის, როგორ გააჩუმოს. თუკი
ბავშვს სიცხე აქვს, ლიდია მას კალთაში ჩაისვამს და ყურში
სიმღერას ჩაღიღინებს. თუ პენი დაეცემა, ლიდია წამოაყენებს
და ხელებში მანათობელ ანდა ჩხარუნა სათამაშოს მიაჩეჩებს;
ზოგიერთი სათამაშო, საუბედუროდ, ორივეს შვრება. თუ პენის
მოშივდა, ანდა საფენის გამოცვლა სჭირდება, ამასაც იოლად
მოაგვარებს. პენის ძია მატეო ენატრება, მაგრამ ლიდია მას
ფეისთაიმზე ვერ ურეკავს, რადგან ნომერი დაუბლოკა.
ლიდია ფეისბუკზე შედის. ეს ანგარიში სკოლის მეგობრე-
ბისთვის გააკეთა, მაგრამ ახლა პენის ფოტოებს დებს კრის-
ტიანის ოჯახისთვის, არაფერს წერს გარდაცვლილი ქმრის
მშობლებს, ბებია-ბაბუებს, დეიდა-ბიძებსა და იმ ერთადერთ
ბიძაშვილს, რომელიც ლიდიას ეკითხება რჩევას ბიჭებთან
ურთიერთობაზე.
ლიდია მატეოს ფეისბუკგვერდზე შედის, რომელიც ცხრა-
მეტმეგობრიანი ხრიოკი უდაბნოა, დილა მშვიდობისა, ნიუ-
იორკის ფანების გვერდიდან გადაზიარებული ბრუკლინის
განთიადების ორი ლამაზი ფოტოთი, სტატიით, NASA-ს მიერ
შექმნილ რაღაც ინსტრუმენტზე, რომელიც კოსმოსური ხმების
მოსმენის საშუალებას იძლევა და თვეების წინ დადებული სტა-
ტუსი ონლაინკოლეჯში ჩარიცხვის შესახებ, რომელსაც თითო-
ოროლა გული აქვს. აშკარაა, რომ მატეოს პირადი ამბების გა-
ზიარების შნო არასდროს ჰქონია, თუმცა ბიჭის განწყობა შე-
გიძლია შენს ფოტოზე კომენტარის დაწერისას ან დაგულვისას
დაიჭირო. თუ შენთვის რაღაც ძვირფასია, მისთვისაც ძვირფა-
სი ხდება.
ლიდია იმ აზრს ვერ ეგუება, რომ ბიჭი ახლა სადღაც სულ
მარტოა. ორიათასიანი წლები აღარაა, როცა ხალხი გაუფ-
რთხილებლად კვდებოდა. სიკვდილის უწყება მგზავრებისა და
მისი ახლობლების მოსალოდნელისთვის შესამზადებლად შე-

133
იქმნა და არა იმისთვის, რომ ბოლო დღეს ერთმანეთს ზურგი
აქციონ. ლიდიას ბოლო წუთამდე მატეოს გვერდით ყოფნა ძა-
ლიან უნდა.
მატეოს ფოტოებს ათვალიერებს, ბოლოს გადაღებულით
იწყებს: მატეოს და პენის იმ დივანზე სძინავთ, ლიდია რომ ზის
ახლა; მატეო პენის ზოოპარკში, რეპტილიების განყოფილება-
ში მიასეირნებს, სადაც ორივეს გველის შეეშინდა და გამოიქ-
ცნენ; მატეო და მამამისი ლიდიას სამზარეულოში სხედან, სა-
დაც მატეოს მამა მათ პეგაოს მომზადებას ასწავლის; პენის
სულ პირველი დაბადების დღისთვის მატეო წვიმებს კიდებს;
მატეო, ლიდია და პენი ბებოს მანქანის უკანა სავარძელზე სხე-
დან და იღიმიან; მატეო სკოლის გამოსაშვებზე, ქუდითა და მო-
სასხამით ლიდიას ეხუტება, რომელმაც ყვავილები და ბუშტები
მიუტანა. ლიდია ფოტოებს თავს ანებებს. მოგონებები ტკი-
ვილს აყენებს, განსაკუთრებით ახლა, როცა იცის, რომ მატეო
ცოცხალია, მაგრამ ვერ პოულობს. მატეოს პროფილის ფო-
ტოს დაჰყურებს – თავის საძინებელშია გადაღებული, ფანჯრი-
დან იყურება, ფოსტას ელოდება, რომ ექსბოქს-ინფინიტი მო-
უტანონ.
ხვალ ლიდია საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების თა-
ობაზე პოსტს გამოაქვეყნებს. ხალხი დაუკავშირდება და მი-
უსამძიმრებს, ზუსტად ისე, როგორც კრისტიანის გარდაცვა-
ლებისას. შემდეგ კი მატეოს ყველა გაიხსენებს, როგორც ბიჭს
მისი ბინიდან ან ლანჩის დროს მაგიდასთან მჯდარს, მერე მის
გვერდზე გადავლენ და კომენტარებს დაწერენ, როგორც ციფ-
რულ სამძიმარს. მშვიდად განისვენე, იმედიანად დაუწერენ,
გული დასწყდებათ, ცხონებული რა ახალგაზრდა ყოფილა და
ნეტავ დრო გამოგვენახა და სანამ ცოცხალი იყო, მასთან გვე-
საუბრაო.
ლიდია ვერასდროს გაიგებს, როგორ გაატარა მატეომ უკა-
ნასკნელი დღე, მაგრამ იმედი აქვს, მისი საუკეთესო მეგობარი
იპოვის იმას, რასაც ეძებს.

134
რუფუსი 09:41 სთ

რამდენიმე მიტოვებულ, ფასიანი ტელეფონის ავტომატს


წავაწყდით სადღაც ჯურღმულში, ქუინსბოროს გზატკეცილზე
გადებული ხიდის ქვეშ.
– უნდა ჩავიდე.
მატეო უარზეა და სანამ რამეს იტყოდეს, თითი ტუჩთან მი-
მაქვს და ეგრევე ვაკეტინებ.
ველოს იქვე ვტოვებ და ჯაჭვით შეკრული ღობის ხვრელში
მივძვრებით. გარშემო ჟანგიანი მილსადენები, ნაგვით სავსე
პარკები, ამძაღებული საკვები, განავალი და ჯიხურზე მიწებე-
ბული, უამრავი გაშავებული საღეჭი რეზინია. კედელზე გრა-
ფიტია, პეპსის ბოთლს კოკა-კოლის ბოთლი წიხლქვეშ გაუგ-
დია; ფოტოს ვუღებ, ინსტაგრამზე ვდებ და მალკოლმს ვნიშ-
ნავ, რომ იცოდეს, ბოლო დღესაც არ დამვიწყებია.
– სასაფლაოს ჰგავს, – მატეო იძახის და ძირიდან წყვილ
კედს იღებს.
– შიგ თითებიც თუ ნახო, უკან ვბრუნდებით, – ვეუბნები.
მატეო კედებს ხელით სინჯავს.
– არც თითებია და არც სხეულის სხვა ნაწილები. – კედებს
ძირს ყრის. – წინა წელს ერთ ტიპს გადავაწყდი, ცხვირი სის-
ხლით ჰქონდა მოთხვრილი და ფეხზე არ ეცვა.
– მაწანწალას?
– არა, ჩვენი ასაკის იქნებოდა. უცემიათ და გაუძარცვავთ,
ჰოდა ჩემი კედები გავიხადე და მივეცი.
– არ გამიკვირდებოდა, – ვეუბნები, – ეგეთებს რომ შენსა-
ვით ექცეოდნენ.
– იმიტომ არ მითქვამს, რომ შეგექე. მაპატიე. ნეტავ ახლა
რას შვრება. ალბათ, სადმე რომ შემხვდეს, ვეღარც ვიცნობ,
სახეზე იმდენი სისხლი ეცხო. – მატეო თავს არხევს, თითქოს
იმ მოგონებების წაშლა უნდა.
ერთ-ერთ ტელეფონთან მივიყუჟე. ვიღაცას ყურმილზე
ლურჯი მარკერით წაუწერია. ლენა, მენატრები. გადმომირეკე.
ლენას მაგრად გაუჭირდება შენთან დარეკვა, ვიღაც პი-
როვნებავ ტელეფონის გარეშე.

135
– გასაგიჟებელი აღმოჩენაა, – ვამბობ და სახეანთებული
მეორე ფასიან ტელეფონთან მივდივარ. – თავი ინდიანა ჯონსი
მგონია. – მატეო ჩემკენ იხედება და იღიმის. – ჰა?
– ბავშვობაში იმ ფილმებს გაუთავებლად ვუყურებდი, – ამ-
ბობს მატეო. – აღარც კი მახსოვდა და უცებ მომაგონდა. – მიყ-
ვება, მამამისი ბინაში ვითომ საგანძურს რომ მალავდა და ეს
საგანძური ყოველთვის სარეცხისთვის განკუთვნილი, ოცდა-
ხუთცენტიანებით სავსე ქილა იყო. კოვბოის ქუდი ეხურა, ტყი-
ურის ფორმა ეცვა, ფეხსაცმლის ზონარს კი ლასოდ იყენებდა.
როცა კი ქილას მიუახლოვდებოდა ხოლმე, მამამისი მეზობ-
ლის ნაჩუქარ მექსიკურ ნიღაბს გაიკეთებდა, მატეოს მივარდე-
ბოდა და ტახტზე ეპიკურ ორთაბრძოლას იწყებდნენ.
– მაგარია. მამაშენი საინტერესო ტიპი ყოფილა.
– გამიმართლა, – ამბობს მატეო. – ერთი სიტყვით, დრო
მოგტაცე. მაპატიე.
– არა, რას ამბობ. ეს რაღაც დიდი ცხოვრებისეული მომენ-
ტი ხომ არ არის. იმის დაბრეხებას ხომ არ ვაპირებ, რომ ქუჩე-
ბიდან ფასიანი ტელეფონების აღება კავშირგაბმულობის სა-
ყოველთაო დასასრულია, ან რაღაც მსგავსი სისულელე. უბ-
რალოდ, ჩემი აზრით, ასწორებს. – მობილურით რამდენიმე
ფოტოს ვიღებ. – ისე, რა სიგიჟეა, არა? ფასიან ტელეფონს აღა-
რავინ იყენებს. მე საერთოდ არავის ნომერი არ მახსოვს.
– მე მარტო მამაჩემის და ლიდიასი, – ამბობს მატეო.
– გისოსებს მიღმაც რომ ვიყო გამოკეტილი, თავს უფრო
დამცირებულად არ ვიგრძნობდი. ვიღაცის ტელეფონის ნომ-
რის ცოდნა არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად დაურეკავ, –
მობილურს ვიჭერ. – ნამდვილ კამერასაც კი არ ვიყენებ! მალე
ფირიანი კამერებიც აღარ იარსებებს, ნახე თუ არა.
– შემდეგი რა იქნება, ფოსტა და ხელნაწერი წერილები? –
მეკითხება მატეო.
– დისკების მაღაზიები და DVD ფლეერები, – ვამბობ მე.
– სატელეგრაფო ხაზები და სახლის ტელეფონები, – ამ-
ბობს.

136
– გაზეთები, – ჩემი ჯერია, – კედლის და მაჯის საათები. ვი-
ღაც ახალ პროდუქტს შექმნის, რისი წყალობითაც დროს მო-
მენტალურად გავიგებთ.
– წიგნები და ბიბლიოთეკები. შეიძლება მალე არა, მაგრამ
ნელ-ნელა მოხდება. – მატეო მართალს ამბობს, ალბათ
სკორპიუს ჰოთორნის წიგნები გაახსენდა, პირად ინფორმა-
ციაში რომ ახსენებდა. – გადაშენების პირას მყოფი ცხოველე-
ბიც არ დაივიწყო.
ისინი სულ გამომრჩენია.
– მართალი ხარ, ეგრეა. ყველაფერი გაქრება, ყველა და
ყველაფერი მოკვდება. ადამიანები ნერვებს მიშლიან, ძმაო.
ასე ჰგონიათ, ვერავინ დაამარცხებთ და მუდამ იარსებებენ,
რადგან ფასიანი ტელეფონებისა და წიგნებისგან განსხვავე-
ბით, აზროვნება და საკუთარ თავზე ზრუნვა შეგვიძლია, მაგ-
რამ გაგიმაზავ, დინოზავრებსაც ასე ეგონათ, სულ ვიქნებითო.
– ხელს არ ვანძრევთ, – მატეო ამბობს, – სანამ საათი არ
აწიკწიკდება. – თითს თავისკენ იშვერს. – ექსპონატი.
– როგორც ვატყობ, გაზეთებამდე, საათებამდე და ბიბ-
ლიოთეკამდე სიაში ჩვენ ვართ. – ღობის გავლით ისევ უკან
მოვძვრები და მისკენ ვტრიალდები. – მაგრამ ისიც ხომ იცი,
რომ სატელეგრაფო ხაზებს უკვე აღარავინ იყენებს.

ტაგო ჰეისი 09:48 სთ

სიკვდილის უწყებას ტაგო ჰეისისთვის არ დაურეკავს, რად-


გან იგი დღეს არ მოკვდება, თუმცა არასდროს დაავიწყდება ის
განცდა, როცა საუკეთესო მეგობარს დაურეკეს. რუფუსის სახე
ტაგოს იმაზე დიდხანს არ მოასვენებს, ვიდრე აქამდე ნანახი
მისი რომელიმე რჩეული სისხლიანი ფილმი.
ტაგო და მალკოლმი ისევ პოლიციის შენობაში, საერთო
საკანში სხედან, რომელიც მათ საძინებელზე ორჯერ დიდია.
– მეგონა შარდის სუნი იდგებოდა. – იძახის ტაგო. იატაკზე
ზის, რადგან მერხი ძალიან ყანყალებს და ჭრიალებს.

137
– მხოლოდ ნარწყევია, – ამბობს მალკოლმი და ფრჩხი-
ლებს იკვნეტს.
ტაგო სახლში რომ მივა, ჯინსს ნაგავში გადაუძახებს. სათ-
ვალეს იხსნის, მალკოლმსა და ოფიცერს ბუნდოვნად ხედავს.
ყველამ იცის, რომ დროდადრო ასე იქცევა, რადგან მის გარ-
შემო არსებული რეალობისგან ტაიმაუტს იღებს. ტაგოს ამ საქ-
ციელით მალკოლმი ერთადერთხელ დარჩა ნაწყენი, როცა
ბარათები კაცობრიობის წინააღმდეგ თამაშობდნენ; ტაგოს
არასდროს გაუმხელია, რომ ბარათზე სუიციდის შესახებ ხუმ-
რობა ამოუვიდა და ის კაცი გაახსენა, ვინც მიატოვა.
რუფუსის სიკვდილ-სიცოცხლეზე ფიქრი ტაგოს კისერს
სტკენს.
ტაგო ხშირად ტიკის შეკავებას ცდილობს, რადგან ყოველ
წუთს კუნთის დაჭიმვა არა მხოლოდ აუტანელია, არამედ მას-
თან მიკარებაც კი შეუძლებელი ხდება. ერთხელ რუფუსმა
ჰკითხა, თუ რას გრძნობდა, ჰოდა ტაგომ რუფუსს, მალკოლმსა
და ეიმის უთხრა, სუნთქვა შეეკავებინათ და თვალი რაც შეიძ-
ლება დიდხანს არ დაეხამხამებინათ. ტაგომ არ იცოდა, რა იყო
შვება, რასაც დანარჩენი პლუტონები ამოსუნთქვისას ან თვა-
ლის დახამხამებისას გრძნობდნენ. მისთვის ტიკი ისეთივე ბუ-
ნებრივი მოვლენა იყო, როგორიც სხვებისთვის დახამხამება
და სუნთქვაა, მაგრამ კისრის ყოველი დაჭიმვისას ისეთი შეგ-
რძნება ეუფლებოდა, თითქოს ძვლები ნაწილებად ეშლებოდა.
სათვალეს იკეთებს.
– რას იზამდი, შენთვისაც რომ დაერეკათ?
მალკოლმი გმინავს.
– ალბათ რუფივით მოვიქცეოდი, უბრალოდ, არ შევეხმია-
ნებოდი ჩემს ყოფილს, რომლის ახლანდელ შეყვარებულთა-
ნაც ცოტა ხნის წინ ჩხუბი მქონდა.
– ეჭვიც არ არის, მაგაში შეცდა, – ამბობს ტაგო.
– შენ? – მალკოლმი ეკითხება.
– მეც იმავეს ვიზამდი.
– შენ… – მალკოლმი ჩერდება. ეს იმ მომენტს არ ჰგავდა,
მალკოლმი რომ ტაგოს შემცვლელი ექიმის დაწერაში ეხმარე-
ბოდა და იმ მონაკვეთის აღწერისას მორცხვობდა, როცა დე-

138
მონი სტეტოსკოპით პაციენტების აზრებს კითხულობს – რაც
დიდებული მიგნება იყო. ეს მას ნამდვილად შეარცხვენდა.
– დედაჩემს მაინც არ მოვძებნიდი და არც იმის გარკვევას
დავიწყებდი, მამაჩემი როგორ მოკვდა, – ამბობს ტაგო.
– რატომაც არა? ის რომ გამერკვია, რომელმა ღორის-
შვილმა გადაწვა ჩემი სახლი, პირველად ვიჩხუბებდი, – იძა-
ხის მალკოლმი.
– მხოლოდ ის ადამიანები მადარდებს, ვინც ჩემს ცხოვრე-
ბაშია. მაგალითად, რუფუსი. გახსოვს, როგორ ნერვიულობ-
და, სანამ გამოგვიტყდებოდა, რადგან ერთად გატარებული
გიჟური დროის შემდეგ ჩვენი ოთახიდან გადასვლა არ უნდო-
და? ეს ის ადამიანია, ვისაც ჩემ გვერდით ყოფნა სიამოვნებას
ანიჭებდა და მეც მინდა მის გვერდით ვიყო, თუნდაც ძალიან
ცოტა ხნით.
ტაგო სათვალეს იხსნის და ტიკებს აღარ უძალიანდება.

კენდრიკ ო’კონელი 10:03 სთ

სიკვდილის უწყებას კენდრიკ ო’კონელისთვის არ დაურე-


კავს, რადგან ის დღეს არ მოკვდება. მისი სიცოცხლე გრძელ-
დება, თუმცა ახლახან სამსახური დაკარგა სანდვიჩის ჯიხურ-
ში. კენდრიკს ფეხებზე ჰკიდია, წინსაფრის გაუხდელად გადის
გარეთ და სიგარეტს უკიდებს.
ბედი არასდროს სწყალობდა. მაშინაც კი, როცა შარშან
ტუზი დაეცა და მისი მშობლები როგორც იქნა განქორწინდნენ.
დიდი ხანი არ გასულა, რომ იღბალმა ზურგი აქცია. კენდრიკის
დედ-მამა ერთმანეთთან კატა-თაგვივით იყვნენ; ამას ცხრა
წლის ასაკიდან მიხვდა. მაშინ კენდრიკს ცხოვრებაზე ბევრი
არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ის ზუსტად იცოდა, რომ მამამი-
სის ტახტზე ძილი, ატლანტიკ-სიტიში ასაკით პატარა გოგონებ-
თან ცოლის ღალატი და დედამისის გულგრილობა – სიყვარუ-
ლი არ იყო (კენდრიკს თავისი საქმისთვის რომ მიეხედა და
სხვები ფეხზე დაეკიდებინა, გაცილებით ბედნიერად იცხოვ-
რებდა).

139
პირველი შვილის დახმარების ქვითარი სწორედ მაშინ მო-
ვიდა, როცა კენდრიკს ახალი კედების ყიდვა უნდოდა; ძვე-
ლებს ცხვირზე ლანჩი შემოეხსნა და როცა კი გაივლიდა, კლა-
სელები უმოწყალოდ დასცინოდნენ, შენი ფეხსაცმელი ლაპა-
რაკობსო, იღება-იხურება-იღება-იხურებაო. კენდრიკი დედა-
მისს უახლესი ჯორდანების ყიდვას სთხოვდა და მანაც სამასი
დოლარი გაისროლა, რადგან კენდრიკს „გამარჯვება სჭირდე-
ბოდა“. ყოველ შემთხვევაში, ქალმა ასე უამბო მის აღმზრდელ
ბაბუას, რომელიც საშინელი კაცია – თუმცა ამ ამბავში ამას
მნიშვნელობა არ აქვს.
ახალ კედებში კენდრიკი თითქოს ათი ფუტით ამაღლდა…
სანამ ოთხი და ექვსი ფუტი სიმაღლის ბიჭი დაბეგვავდა და კე-
დებს გააძრობდა. ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და სკოლი-
დან სახლამდე წინდების ამარა იარა, ტერფები სტკიოდა. ყვე-
ლაფერი იმ სათვალიანმა ბიჭმა გამოასწორა, რომელმაც ჩან-
თიდან პარკი ამოიღო, ფეხზე გაიხადა და კენდრიკს თავისი კე-
დები უსასყიდლოდ მისცა. კენდრიკს ის ბიჭი თვალით აღარ
უნახავს, არც მისი სახელი იცოდა, თუმცა რა მნიშვნელობა
ჰქონდა. მთავარი იყო აწი მსგავს დღეში აღარ ჩავარდნილი-
ყო.
სწორედ მაშინ გამოჩნდა დემიენ რივასი – მისმა ყოფილმა
კლასელმა, აწ უკვე სკოლიდან გარიცხულმა ყოყოჩმა კენ-
დრიკიპ აზრზე მოიყვანა. ერთი შაბათ-კვირა დასჭირდა კენ-
დრიკს, რომ დემიენისგან ხელის გამოქნევით მაჯის გადატეხა
ესწავლა. დემიენმა ქუჩაში გაუშვა და გაავებული პიტბულივით
სხვა არაკეთილმოსურნე სკოლის მოსწავლეებს მიუქსია. კენ-
დრიკი მათთან მივიდოდა და სახეში ერთი დარტყმით ძირს
უსულოდ აგდებდა.
კენდრიკი ნოკაუტის მეფე გახდა და დღესაც ასეა.
უმუშევარი ნოკაუტის მეფე.
ნოკაუტის მეფე, რომელიც ვეღარავის სცემდა, რაც მისი
ბანდა დაიშალა, როცა მესამე წევრმა, პეკმა, შეყვარებული გა-
იჩინა და ახალი ცხოვრების დაწყების საბაბით, საძმო დატოვა.

140
ნოკაუტის მეფე ადამიანთა სამეფოში, რომლის მცხოვრებ-
ნი ცხოვრებისეული მიზნებით წამლავდნენ მას და პირდაპირ
აქეზებდნენ და უშვერდნენ ყბებს დასარტყამად.

მატეო 10:12 სთ

– ვიცი, წესით ახალი იდეები არ უნდა დავაფრქვიო…


– აჰა, ისევ თავიდან დაიწყო, – ამბობს რუფუსი. ჩემ გვერ-
დით ველოთი მოსეირნობს. უნდოდა იმ სასიკვდილო მახეში
მასთან ერთად გავბმულიყავი. ეს აქამდე არ გამიკეთებია და
არც ახლა ვაკეთებ, უბრალოდ, ჩემს პარანოიას ნებას არ მივ-
ცემ, ველოზე ჯდომის სიამოვნება ჩაუშხამოს. – რა იდეები?
– დედაჩემის საფლავის მონახულება მინდა. მასზე მხო-
ლოდ მამაჩემის მონათხრობიდან ვიცი და მინდა მასთან ცოტა
ხანი გავატარო, – ვეუბნები, – მგონი იმ ტელეფონის ჯიხურე-
ბის სასაფლაოზე ყოფნამ მიბიძგა. – მამა დედაჩემის მოსანა-
ხულებლად, როგორც წესი, მარტო მიდიოდა, რადგან მე
შფოთვის გამო ვერ მივყვებოდი. – თუ, რა თქმა უნდა, შენ სხვა
გეგმა არ გაქვს.
– დღეს სასაფლაოზე შენივე ფეხით მისვლას მართლა აპი-
რებ?
– ჰო.
– საქმეში ვარ. სად არის სასაფლაო?
– უჭკნობთა სასაფლაო, ბრუკლინში, იმ უბანთან ახლოს,
სადაც დედა გაიზარდა.
კოლუმბუსის წრის სადგურიდან ბროდვეი-ჯანქშენამდე მა-
ტარებლით წასვლა გვიწევს.
ბაზარს ჩავუარეთ და რუფუსი შერბენას აპირებს.
– რა გინდა? – ვეკითხები, – წყალი?
– მოიცა, რა, – ამბობს რუფუსი. ველოს დახლებს შორის
მიაგორებს და სათამაშოების დახლთან ჩერდება. იქ წყლის
თოფები, საძერწი, სხვადასხვა ფიგურა, ბურთები, სუნიანი საშ-
ლელები და ლეგოა. რუფუსი ლეგოს იღებს. – ესეც ასე.
– დავიბენი….

141
– აბა, მიდი, არქიტექტორო, – რუფუსი წინა დახლთან დგე-
ბა. – აბა, მაჩვენე, რა შეგიძლია. – ამ პატარა სასწაულზე მე-
ღიმება, არ მეგონა, თუ ამისთვის შემოვიდა. საფულეს ვიღებ
და ის მიჭერს. – არა, ეს ჩემზეა. ინსტაგრამის იდეის ვალს გის-
ტუმრებ.
ლეგოს ყიდულობს და მივდივართ. ზურგჩანთაში პოლიე-
თილენის პარკს დებს და გზას ვაგრძელებთ. მიყვება, რომ
სულ უნდოდა შინაური ცხოველი, მაგრამ არა ძაღლი და კატა,
რადგან დედამისს უმწვავესი ალერგია ჰქონდა. რამე საშიში,
გველი ან, თუნდაც, საყვარელი კურდღელი. გველის და კურ-
დღლის ერთად ყოფნა სახიფათო საქმეა, ამიტომ მე ვერ შევე-
გუებოდი.
კოლუმბიის წრის მეტროსადგურს ვუახლოვდებით, ველო
კიბეზე ჩაჰყავს და ბეწვზე ვუსწრებთ მატარებელს, რომელიც
სადაცაა გავა.
– კარგ დროს მოვედით, – ვამბობ.
– ველოსიპედით უფრო მალე მოვიდოდით. – რუფუსმა
იხუმრა. ან მე მგონია, რომ იხუმრა.
– სასაფლაოზე კატაფალკით უფრო მალე მივიდოდით.
შუაღამის მატარებლის არ იყოს, ესეც თითქმის ცარიელია,
ათამდე ადამიანი თუ იქნება. მსოფლიოს სამოგზაურო არენის
პოსტერზე მიყუდებული ვსხედვართ. – რომელ ადგილებში
მოგზაურობაზე გიოცნებია? – ვეკითხები.
– ბევრგან. თან ისე, რომ დაუვიწყარი იყოს, მაგალითად,
სერფინგი მაროკოში, ჰენგგლაიდინგი რიო-დე-ჟანეიროში და
კიდევ დელფინებთან ცურვა მექსიკაში. გესმის? დელფინებ-
თან და არა ზვიგენებთან. – მეუბნება რუფუსი. ჩვენი სიცოც-
ხლე რომ გრძელდებოდეს, დარწმუნებული ვარ ზვიგენებთან
ცურვის გამო მგზავრებს კარგა ხანს დასცინებდა. – ისეთ ღირ-
სშესანიშნაობებთან მინდოდა ფოტოების გადაღება, რომელ-
თაც სახელოვანი ისტორიული მნიშვნელობის არქონის გამო
ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა, მაგრამ მაინც უმაგრესი ნა-
გებობებია, მაგალითად, პიზის დახრილი კოშკი ანდა კოლო-
სეუმი.
– მომწონს ეგ იდეა. როგორ ფიქრობ…

142
მატარებელში შუქები ბჟუტავს და ქრება. ვენტილაციის
ხმაც კი წყდება. მიწის ქვეშ, სრულ სიბნელეში ვიმყოფებით.
მემანქანე აცხადებს, რომ დროებითი შეფერხებაა და მალე
ყველაფერი ისევ ამუშავდება. პატარა ბიჭუნა ტირის, ვიღაც კა-
ცი კი მორიგი შეფერხების გამო ილანძღება. გული რაღაც
ცუდს მიგრძნობს, მე და რუფუსს სადმე დაგვიანებაზე უფრო
დიდი სანერვიულო გვაქვს. ვაგონში საეჭვო არავინ შემინიშ-
ნავს, თუმცა გავიჭედეთ, ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს, დანა
გაგვიყაროს, ისე, რომ ვერც ვერავინ გაიგებს, სანამ სინათლე
არ აინთება. რუფუსისკენ ვჩოჩდები, ფეხით ვეხები და ვცდი-
ლობ დავიცვა, რადგან მინდა პლუტონების სანახავად საკმა-
რისი დრო ჰქონდეს, თუკი მათ დღეს გამოუშვებენ, შეიძლება
სიკვდილისგანაც ვიხსნა, გმირობაც გამომივიდეს და სულაც,
სიკვდილის უწყებამ რუფუსზე აქამდე არნახული გამონაკლი-
სი დაუშვას.
ჩემ გვერდით რაღაც ანათებს.
რუფუსს მობილურზე ფარანი ჩაურთავს.
სუნთქვა მიძნელდება, გული გამალებით მიცემს და თავს
უკეთესად არ ვგრძნობ, მაშინაც კი, რუფუსი რომ მხარზე მიტ-
ყაპუნებს.
– ყველაფერი რიგზეა, ძმაო. ასე ხშირად ხდება.
– სულაც არა, – ჩემსას არ ვიშლი. მატარებლები გვირაბში
ჩერდებიან, მაგრამ შუქის წასვლა იშვიათია.
– კარგი, მართალი ხარ, არ ხდება. – ზურგჩანთას ხსნის,
ლეგოს იღებს და კალთაში მიყრის. – აჰა, ახლა მაინც ააწყვე
რამე.
არ ვიცი, მასაც ჰგონია თუ არა, რომ სადაცაა მოვკვდებით
და უნდა მანამდე რამის შექმნა მოვასწრო, თუმცა თამაშში უნ-
და ავყვე. გული ისევ ძლიერად მიცემს, თუმცა პირველ აგურ-
თან შეხებისთანავე ცახცახს ვწყვეტ. წარმოდგენა არ მაქვს,
რას ვაშენებ, ხელებს უმისამართოდ ვამოძრავებ და საძირ-
კველს მოზრდილი აგურებით ვკრავ, რადგან სრულიად ბნელ
ვაგონში მხოლოდ მე ვარ განათებული.
– შენ სად გინდოდა მოგზაურობა? – მეკითხება რუფუსი.
სიბნელისა და ამ შეკითხვისგან სული მეხუთება.

143
ვისურვებდი მოგზაურობისთვის საკმარისი სიმამაცე მქო-
ნოდა. ამჯერად კი, როცა სადმე წასასვლელად დრო აღარ
დამრჩა, ყველგან მინდა წავიდე: მინდა საუდის არაბეთის
უდაბნოში დავიკარგო; ტეხასში, ოსტინის კონგრესის ხეივნის
ხიდის ქვეშიდან გამოფრენილ ღამურებს გავექცე; ჰაშიმას
კუნძულზე, იაპონიის მიტოვებული ქვანახშირის მაღაროებში
ღამე გავათიო, იქაურობას ხშირად მოჩვენებების კუნძულა-
დაც მოიხსენიებენ; ტაილანდში, სიკვდილის რკინიგზა გამოვ-
ცადო, რადგან ასეთი სახელის, სახიფათო ქარაფებისა და ხის
მორყეული ხიდების მიუხედავად, ჩემი გადარჩენის შანსი მა-
ინც იქნებოდა; ყველა შემთხვევაში იქნებოდა. ყველა მთის და-
ლაშქვრა მინდა, ყველა მდინარეში გაცურვა, თითოეული გა-
მოქვაბულის გამოკვლევა, ხიდზე გადავლა, სანაპიროს მოვ-
ლა, ქალაქსა და ქვეყანაში სტუმრობა. ყველგან ყოფნა მინდა.
ამ ადგილების შესახებ ვიდეობლოგებისა და დოკუმენტური
ფილმების ნახვაზე მეტად უნდა გამომედო თავი.
– ყველგან წავიდოდი, სადაც კი მძაფრ შეგრძნებებს მივი-
ღებდი, – ვპასუხობ, – ჰენგგლაიდინგი რიოში გადასარევად
ჟღერს.
შუა მშენებლობისას ვხვდები, რასაც ვაშენებ – თავშესა-
ფარს. მშობლიურ სახლს მახსენებს, ადგილს, სადაც მხიარუ-
ლებას ვემალებოდი, თუმცა მონეტის მეორე მხარესაც ვხედავ
და ვიცი, რომ სახლმა გადამარჩინა. იქ ვცხოვრობდი და ბედ-
ნიერიც ვიყავი. სახლს ვერაფერში დავადანაშაულებ.
რუფუსი ჰყვება, მისმა მშობლებმა დედამისის რჩეული
მკლავჭიდელის პატივსაცემად, კინაღამ კეინი რომ დაარქვეს,
რა დროსაც მშენებლობას ვასრულებ, თვალები მეხუჭება, თა-
ვი მივარდება და უცებვე ვფხიზლდები.
– მაპატიე. თავს სულაც არ მაბეზრებ, მომწონს შენთან სა-
უბარი. უბრალოდ, ძალიან დავიქანცე. ძალა გამომეცალა,
თუმცა ვიცი, რომ არ უნდა დამეძინოს, რადგან წაძინების ფუ-
ფუნება არ მაქვს. – ეს დღე ჩემს ძალებს ისრუტავს.
– ცოტა ხანს თვალი მოატყუე, – მეუბნება რუფუსი. – ჯერ
მაინც არ დავძრულვართ და ამასობაში შეგიძლია წაუძინო.
სასაფლაოსთან რომ მივალთ, გპირდები, გაგაღვიძებ.

144
– აჯობებს შენ დაიძინო, – ვეუბნები.
– არ დავღლილვარ.
იტყუება და ვიცი, იხტიბარს მაინც არ გაიტეხს.
– კარგი.
თავს უკან ვადებ და ხელში ლეგოს სათამაშო თავშესაფა-
რი მიჭირავს. სინათლე აღარ მანათებს, მაგრამ რუფუსის მზე-
რას ისევ ვგრძნობ, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნა-
ყოფია. თავიდან მეუცნაურებოდა, შემდეგ კი მივეჩვიე, შეიძ-
ლება არასწორად ვიქცევი, რადგან ახლა ისეთი შეგრძნება
მაქვს, თითქოს გვერდით მფარველი მყავს.
უკანასნელი მეგობარი კიდევ კარგა ხნით მეყოლება.

რუფუსი 10:39 სთ

მძინარე მატეოს ფოტო უნდა გადავუღო.


არ არსებობს, ძაან უხერხული იქნება. მაგრამ სიზმრებში
მოხეტიალე მისი სახე რამენაირად უნდა უკვდავვყო, რაც უა-
რეს უხერხულობას შექმნის. ჯანდაბა, არადა რა მაგარი მომენ-
ტია. ხშირად არ აღმოჩნდები ისეთ სიტუაციაში, როცა გვირაბ-
ში გაჩერებულ, ბნელ მატარებელში ხარ, გვერდით თვრამეტი
წლის ბიჭი გიზის, რომელსაც ხელში ლეგოს სახლი უჭირავს
და დედამისის საფლავზე მიდის. მეც მაგას ვიძახი. პირდაპირ
ინსტაგრამის მასალაა.
ფეხზე წამოვდექი, კარგი ფოტო რომ გამოვიდეს. სიბნე-
ლეს ვუსწორებ ფოკუსს, ღილაკს თითს ვაჭერ და სინათლე
მაბრმავებს. თუ ვიტყუებოდე… წამში სინათლე ინთება, ვენტი-
ლატორები მუშაობას ხმაურით იწყებს და მატარებელი ადგი-
ლიდან იძვრის.
– ჯადოსანი ვარ, – ვჩიფჩიფებ. არ არსებობს, სიცოცხლის
ბოლო დღეს საკუთარ თავში სუპერძალა აღმოვაჩინე. ნეტავ
ვინმეს გადაეღო. მთელი ინტერნეტი აფეთქდებოდა.
ფოტო კი მაგარი გამოვიდა. როცა დაიჭერს, ავტვირთავ.
კარგია, რომ მძინარე მატეოს ფოტო გადავუღე – ვიცი უც-
ნაურად გამომივიდა, ნამდვილად. ნაკვთები უთრთის, მარ-

145
ცხენა თვალი კი უტოკავს. აფორიაქებული მეჩვენება და მძი-
მედ სუნთქავს, ცახცახებს. ამას თუ ეპილეფსია სჭირს, გადავი-
რევი. არადა, მსგავსი არაფერი უხსენებია. უნდა მეკითხა. ის
არის დავაპირე ვაგონში ვინმეს ვკითხო, როგორ მოვიქცე ავ-
ზნიანობამ თუ დაუარა-მეთქი, რომ მატეო ლუღლუღებს:
– არა, – და გაუთავებლად იმეორებს.
კოშმარი ესიზმრება.
გვერდით ვუჯდები და მკლავში ხელს ვკიდებ, რომ გადა-
ვარჩინო.

მატეო 10:42 სთ

რუფუსი მანჯღრევს და მეღვიძება.


მთაზე აღარ ვდგავარ; მატარებელში ვბრუნდები, შუქები
ანთებულა და ვმოძრაობთ.
ხარბად ვსუნთქავ და სარკმელში ვიხედები, რატომღაც მო-
ველი, რომ იქ ლოდებსა და უთავო ჩიტებს დავინახავ.
– ცუდი სიზმარი?
– ვითომ თხილამურებით მთიდან ვეშვებოდი.
– მე მაპატიე. მერე რა მოხდა?
– ბავშვების ფერდობზე დავსრიალდი.
– ბაჭიების ფერდზე?
თავს ვუქნევ.
– მოულოდნელად დაფერდდა, ბორცვები ყინულებმა და-
ფარა და ხელჯოხები დამივარდა. მათ ასაღებად შევბრუნდი და
უცებ ვხედავ, ჩემკენ უშველებელი ლოდი მოგორავს… მისი
ხმა უფრო და უფრო გამაყრუებლად ისმოდა და გვერდზე თოვ-
ლის ნამქერში გადახტომა მინდოდა, მაგრამ შევშინდი. ფერ-
დობზე დასრიალება და ლეგოს თავშესაფრამდე მისვლა გა-
დავწყვიტე, რომელიც ქოხისხელა გამხდარიყო, მაგრამ თხი-
ლამურებიც გაქრა და მაშინვე მთიდან გადავხტი, კლდიდან-
კლდეზე ვეცემოდი და ჩემ ზემოთ უთავო ჩიტები ირაოს კრავ-
დნენ.
რუფუსს ეცინება.

146
– რა გაცინებს? – გავცხარდი.
უფრო ახლოს ჯდება და მუხლზე მუხლს მადებს.
– ყველაფერი რიგზეა. პირობას გაძლევ, დღეს ლოდთა
ცვენასა და მთიდან გადმოვარდნაზე დარდი არ მოგიწევს.
– დანარჩენზე რას მეტყვი?
რუფუსი მხრებს იჩეჩს.
– ალბათ, უთავო ჩიტებზეც იმავეს ვიტყოდი.
რა ცუდია, რომ სიზმარი ბოლოჯერ ვნახე.
თანაც უსიამოვნო.

დელაილა გრეი 11:08 სთ

ინფინიტ-უიქლიმ ჰაუი მალდონადოსთან ბოლო ინტერვიუ


შეათანხმა.
თუმცა დელაილას გარეშე.
– ჰაუი მალდონადოს შესახებ ყველაფერი ვიცი,– ამბობს
დელაილა, მაგრამ მისი უფროსი, მთავარი რედაქტორი სენდი
გერერო სხვაგვარად ფიქრობს.
– ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის ჯერ ახალი ხარ, –
ეუბნება სენდი და ჰაუის ხალხის გამოგზავნილი შავი ავტომო-
ბილისკენ მიემართება.
– ვიცი, რომ უსაშინლეს ბოქსში, ანტიკური ხანის კომპიუ-
ტერით ვმუშაობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაკვალიფიციუ-
რი ვარ და ინტერვიუზე ასისტენტადაც არ გამოვდგები, -– ამ-
ბობს დელაილა. შეიძლება უმადურობასა და ქედმაღლობაში
ჩაუთვალოს, მაგრამ სიტყვას უკან არ წაიღებს. ამ ინდუსტრია-
ში წინსვლა თუ უნდა, სტატიის ბოლოს რამენაირად მისი გვა-
რი უნდა მიეთითოს. მართალია გამომცემლებმა ჟურნალი ინ-
ფინიტ-უიქლი, ფიფოლს სენდის ინდუსტრიის სტატუსის გამო
ამჯობინეს, დელაილა სკორპიუს ჰოთორნის წიგნებზე გაიზარ-
და და მათ მიხედვით გადაღებული რვავე ფილმი ნანახი აქვს,
სწორედ ამ სიყვარულმა მისცა ბიძგი ახლა, როცა უბრალო
ფანგოგოდან ხელფასიან ფანგოგოდ იქცა.

147
– მინდა შეგახსენო, ჰაუი მალდონადო უკანასკნელი ადა-
მიანი არ არის, რომელიც მოკვდება, – ეუბნება სენდი, ავტო-
მობილის კარს აღებს და მზის სათვალეს იხსნის. – სელებრი-
თების გამოსაგლოვად მთელი ცხოვრება წინ გაქვს.
დელაილა კვლავ ვერ იჯერებს სიკვდილის უწყების წუხან-
დელ ხუმრობას, თუ რა დონეზე დაეცა ვიქტორი.
სენდი დელაილას თმაზე უყურებს და დელაილა ხვდება,
რედაქტორის მინიშნებები თმის ყავისფრად შეღებვის თაობა-
ზე მაშინვე რომ გაეთვალისწინებინა, მის გულს ახლა ბევრად
იოლად მოიგებდა.
– თუ იცი „ემტივის“ რამდენი ჯილდო აქვს მოგებული ჰაუი
მალდონადოს? – დელაილა ეკითხება. – ან, ძირითადად, რა
სპორტს მისდევდა ბავშვობაში, რამდენი და-ძმა ჰყავს, რამდე-
ნი ენა იცის?
სენდი პასუხის გაცემით თავს არ იწუხებს.
დელაილა კი საკუთარ შეკითხვებზე თავად სცემს პასუხს:
ორჯერაა გამარჯვებული საუკეთესო მავნებლის ნომინაციაში.
ფარიკაობას მისდევდა, დედისერთაა, ინგლისურად და ფრან-
გულად ლაპარაკობს… სენდი, გთხოვ. გპირდები, რომ ხელს
არ შეგიშლი. ჰაუისთან შეხვედრის მეორე შანსი აღარ მომეცე-
მა.
მისი სიკვდილი დელაილას კარიერული წარმატების სა-
წინდარი გახდებოდა.
სენდი თავს უკმაყოფილოდ აქნევს და გმინავს.
– კარგი. ინტერვიუს დათანხმდა, მაგრამ ცხადია, გარანტი-
რებული არაფერია. ქალაქის ცენტრში რესტორანი დავჯავ-
შნეთ და მისი აგენტისგან ჯერაც ველოდებით პასუხს, უკეთეს
შემთხვევაში, შეხვედრა ორ საათზე ჩავნიშნოთ თუ არა.
დელაილა მანქანაში ჩასაჯდომად ემზადება, როცა სენდი
თითს აქნევს.
– შეხვედრამდე ჯერ კიდევ დროა, – ეუბნება სენდი. –
გთხოვ, ჰაუის წიგნის ასლი მიშოვე, თავად რომ დაწერა, ის. –
სენდის ხმაში სარკაზმი იმდენად საგრძნობია, რომ ჟესტიკუ-
ლაცია აღარ სჭირდება. – ჩემს შვილს რომ ხელმოწერილ
ასლს მივუტანდე, გმირი დედა ვიქნებოდი, – სენდი კარს ხუ-

148
რავს და ფანჯარას ოდნავ აღებს. – შენს ადგილას დროს არ
დავკარგავდი.
ავტომობილი მიდის, დელაილა კი მობილურს იღებს, ქუ-
ჩის კუთხისკენ მიემართება და თან მობილურში ახლომდება-
რე წიგნის მაღაზიების ნომრებს ამოწმებს. ტროტუარიდან ჩა-
მოსვლისას ფეხს ცუდად დგამს და ეცემა, რა დროსაც მის წინ
ავტომობილი გაბმული სიგნალით ამუხრუჭებს. დელაილას
გული უჩქარდება და თვალები ცრემლით ევსება.
დელაილა გადარჩა, რადგან ის დღეს არ მოკვდება. ასეთი
რამ ყველას მოსდის.
არც მე ვარ გამონაკლისი, თუგინდ მგზავრი არ ვიყოო, –
გულში იმხნევებს თავს.

მატეო 11:32 სთ

უჭკნობთა სასაფლაოზე შესვლისას ცა იღრუბლება. ბო-


ლოს აქ თორმეტი წლის ასაკში ვიყავი, დედის დღეზე და ბუნ-
დოვნადაც კი აღარ მახსოვს, მისი საფლავის ქვამდე ყველაზე
სწრაფად რომელი შესასვლელით მივალთ, ამიტომ წინასწარ
ვეგუებით, რომ ცოტა ხეტიალი მოგვიწევს. მონაბერ სიოს გა-
თიბული ბალახის სუნი მოაქვს.
– უცნაური შეკითხვა მაქვს: იმქვეყნიური ცხოვრების გჯე-
რა? – ვეკითხები.
– მაგაში უცნაური რა არის, ჩვენ ხომ ვკვდებით, – ამბობს
რუფუსი.
– მართალია.
– უცნაური პასუხი: მე ორი იმქვეყნიური ცხოვრების მჯერა.
– ორის?
– ჰო, ორის.
– რომელის და რომელის?
საფლავის ქვებს გვერდს ვუვლით – ზოგი იმდენად ძვე-
ლია, სახელები აღარ იკითხება, ზოგზე ჯვრები აღუმართავთ
და ქვაში ნაკვეთ ხმლებს ჰგვანან – და ვეება მუხის ხის ქვეშ
რუფუსი იმქვეყნიური ცხოვრების თეორიას მიყვება:

149
– ჩემი აზრით, ჩვენ უკვე მკვდრები ვართ, ძმაო. ყველა არა,
მხოლოდ მგზავრები. მთელი ეს სიკვდილის უწყების ამბავი
დასაჯერებლად ზედმეტად ფანტასტიკაა. გვეუბნებიან, სიკ-
ვდილი კარზე მოგადგათ და ცხოვრების გამოსასწორებლად
ბოლო დღე გაქვთო. სუფთა ფანტასტიკაა. „იმქვეყნიური ცხოვ-
რება“ ნომერი ერთი მაშინ იწყება, უწყებიდან რომ გირეკავენ
და შენი ბოლო დღეაო, გეუბნებიან, ჩვენც დავფაცურდებით და
სანამ ცოცხლები ვართ, ვცდილობთ, დრო მაქსიმალურად გა-
მოვიყენოთ. ამის მერე კი „იმქვეყნიური ცხოვრება“ ნომერ
ორში სინანულის გარეშე გადავდივართ. მიმიხვდი?
თავს ვუქნევ.
– საინტერესოა, – მისი წარმოდგენები იმქვენიურ ცხოვ-
რებაზე მამაჩემის წარმოდგენაზე შთამბეჭდავია. მამა პოპუ-
ლარულ თეორიას იზიარებს ცაში არსებული, ოქროსკარიბ-
ჭიანი კუნძულის შესახებ. რაც უნდა იყოს, ლიდიას მოსაზრე-
ბას მაინც სჯობია, რომ არაფერიც არ არსებობს. – ხომ არ აჯო-
ბებდა თავიდანვე გვცოდნოდა, რომ მოვკვდით, ცხოვრებას
ამის შიშში მაინც აღარ გავაგრძელებდით?
– არაფერიც. – რუფუსი საფლავის ქერუბიმს გვერდს ვე-
ლოიანად უვლის. – ჩანაფიქრს აუფერულებს. ნამდვილი უნდა
გეგონოს, რისკებმა უნდა შეგაშინოს და დამშვიდობება უნდა
გაგიჭირდეს. სხვა შემთხვევაში ფასი არ ექნება, შეიქმენი წამს
დაემსგავსება. ის ერთი დღეც გეყოფა, თუკი სწორად გამოიყე-
ნებ. უფრო დიდხანს რომ ვიცოცხლოთ, გაბოროტებულ,
მკვლელ მოჩვენებებად ვიქცევით, ეს კი არავის სურს.
უცნობების საფლავზე სიცილი აგვიტყდა და საიქიოზე სა-
უბარში გართულს, სულ მავიწყდება, რომ მალე ჩვენც აქ აღ-
მოვჩნდებით.
– შემდეგ საფეხურზე რა ხდება? ლიფტში შეხვალ და აღ-
ზევდები?
– არა, დრო ამოგეწურება და ალბათ, გაქრები ან რამე და
ადამიანების „სამოთხეში“ გაჩნდები. რელიგიური არ ვარ. მჯე-
რა, რომ უცხოპლანეტელი შემოქმედი არსებობს, რომელიც
მკვდარ ხალხს აგროვებს, მაგრამ ამ ამბავს მთლად ღმერთსა
და სამოთხეს ვერ მივაწერ.

150
– მეც ასევე! ღმერთის შესახებ გეთანხმები. – რუფუსის და-
ნარჩენ თეორიაშიც მოიძებნება ჭეშმარიტების მარცვალი. იქ-
ნებ უკვე მკვდარი ვარ და უკანასკნელი მეგობრის აპლიკაცია-
ში გაწევრებისა და რაღაც ახლის მცდელობის გამო დამაჯილ-
დოეს, სხვასთან დამაწყვილეს და ბოლო დღის ერთად გატა-
რების საშუალება მოგვცეს? ალბათ. – შენი შემდგომი ცხოვ-
რების შემდგომი ცხოვრება როგორია?
– როგორიც შენ გინდა. ლიმიტი არ არსებობს. პრობლემა
არაა თუკი ანგელოზების, შარავანდედისა და ძაღლების სუ-
ლების გჯერა. თუ გინდა იფრინე, დრო დააბრუნე.
– ამ საკითხზე ბევრი გიფიქრია, – ვეუბნები.
– პლუტონებთან შუაღამის ჩათაობის შედეგია, – იძახის
რუფუსი.
– იმედი მაქვს, რეინკარნაცია არსებობს, – ვამბობ. უკვე
ისედაც მეუფლება განცდა, რომ ერთ დღეში ყველაფერს ვერ
ჩაატევ. არცერთი ცხოვრება არ არის საკმარისი. ქვას ხელს
ვუსვამ და ვფიქრობ, ნეტავ ამ საფლავში მწოლიარე მეორედ
თუ მოვიდა-მეთქი. შეიძლება ერთ-ერთი მათგანიც ვიყავი. თუ
ასეა, მაშინ ჩავფლავდი.
– მეც. კიდევ ერთი ცდა მინდა, თუმცა დიდად არ მჯერა. შენ
როგორ წარმოგიდგენია მეორე ცხოვრება?
მოზრდილ საფლავს მივადექით. ღია ლურჯ ჩაიდანს ჰგავს
და ვიაზრებ, რომ დედაჩემის ქვა სულ რამდენიმე რიგის მოშო-
რებითაა. პატარაობაში წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩაიდნის
მსგავსი ქვა ჯინის ლამპარი იყო და მეც სურვილად დედას დაბ-
რუნებას ჩავუთქვამდი ხოლმე.
– ჩემეული მომდევნო ცხოვრება საოჯახო კინოთეატრს
ჰგავს, სადაც მთელი განვლილი ცხოვრების თავიდან ბოლომ-
დე ნახვა შეგიძლია. ვთქვათ, დედაჩემს შეუძლია თავისი
ცხოვრების საყურებლად დამპატიჟოს. იმედი მაქვს იქ ვინმე
იქნება, საშიში მონაკვეთები რომ გააშავოს ან გაცრიცოს, რომ
ის განცდა მთელი მომდევნო ცხოვრების მანძილზე არ გამ-
ყვეს. – ლიდიას ეს აზრი ვერ შევაპარე, თუმცა აღიარა, რომ
მიმზიდველად ჟღერდა. – ჰო, და კიდევ, არსებობს ჩანაწერი,
რაც კი რამ გითქვამს დაბადებიდან...

151
ვჩუმდები, რადგან დანიშნულების ადგილი გამოჩნდა,
რომლის გვერდით კაცი მორიგ საფლავს ჭრის, ხოლო ზედამ-
ხედველი ქვას ადგამს, სადაც ჩემი სახელი და ცხოვრების
წლები წერია.
ჯერ ხომ არ მოვმკვდარვარ.
ხელები ისე მიკანკალებს, ლამის თავშესაფარი დამივარ-
დეს.
– და...? – რუფუსი მეკითხება და მალევე – ოჰ, – აღმოხდა.
ჩემი სამარისკენ მივდივარ.
ვიცი, რომ საფლავებს დაჩქარებული წესით ჭრიან, მაგრამ
გაფრთხილების მიღებიდან ჯერ მხოლოდ თერთმეტი საათია
გასული. ქვის დადგმას დღეები მაინც სჭირდება, მაგრამ დრო-
ებითი ქვა იმდენად არ მაღიზიანებს, რამდენადაც ის აზრი,
რომ საკუთარი საფლავის გაჭრას ვესწრები.
უიმედობა მალევე მიპყრობს, არადა დავიჯერე, რომ რუ-
ფუსი ყველაფერს შეცვლიდა. ველოს ძირს აბერტყებს, მესაფ-
ლავესთან მიდის და მხარზე ხელს არტყამს.
– ჰეი, ორი წუთი გაქვს?
წვერიანი მესაფლავე ბინძური ზოლიანი მაისურით ჯერ მე
მიყურებს, მერე დედაჩემის სამარეს.
– ეს ბიჭის დედაა? – და საქმეს უბრუნდება.
– ჰო. შენ კი მის საფლავს ჭრი, – ეუბნება რუფუსი ხეების
შრიალისა და ნიჩბით მიწის ამოყრის ხმების ფონზე.
– ღმერთო მაღალო. გისამძიმრებთ, მაგრამ ჩემი შეყოვნე-
ბით ვერაფერს შეცვლით, მხოლოდ დროს დამაკარგვინებთ.
გაჭრა ადრიანად დავიწყე, რომ ქალაქიდან დროულად წავიდე
და...
– არ მანაღვლებს! – რუფუსი უკან იხევს, მუშტს კრავს და
მეშინია არ ლეწოს. – ჰოდა, დამეხმარე... ათი წუთით გვადრო-
ვე! წადი, ვინმე სხვისი საფლავის თხრა დაიწყე, აქ რომ არ იდ-
გეს, ისეთის!
მეორე ბიძაკაცი, ქვას რომ დგამდა, მესაფლავეს გვერდზე
გაიხმობს. ორივე ილანძღება, ახლანდელ მგზავრ ბავშვებს
სულ გაუვიდათ თავსო, თუმცა გვშორდებიან.

152
მინდა იმ კაცებსაც და რუფუსსაც მადლობა გადავუხადო,
მაგრამ ვგრძნობ, რომ ვიკეცები და თავბრუ მესხმის. თავის შე-
მაგრებას ვცდილობ და დედაჩემის საფლავის ქვას ხელით ვე-
ხები.
ესტრელა როზა-ტორესი
7 ივლისი, 1969
17 ივლისი, 1999
მოსიყვარულე მეუღლე და დედა
მუდამ ჩვენს გულში
– შეგიძლია ერთი წუთით დედაჩემთან მარტო დამტოვო?
– არც კი შევბრუნებულვარ, დედაჩემის გარდაცვალებისა და
ჩემი დაბადების თარიღს თვალებით მივეჯაჭვე.
– აქვე ვიქნები, – რუფუსი მეუბნება. ალბათ შორს არ წავა,
შეიძლება სულ რამდენიმე ნაბიჯით მომცილდეს, ანდა ადგი-
ლიდან ფეხიც არ მოიცვალოს, მაგრამ მას ვენდობი. რომ შევ-
ტრიალდები, იქ დამხვდება.
ჩემსა და დედაჩემს შორის წრედი შეიკრა. ის ჩემს დაბადე-
ბის დღეზე გარდაიცვალა, ახლა კი მე მის გვერდით დამკრძა-
ლავენ. იმ ქვეყნად შევხვდებით. მეუცნაურება, რომ „მოსიყვა-
რულე დედის“ სახელი მიაწებეს, როცა მუცლით ჩემი ცხრა თვე
ტარების გარდა, ვერაფერს მოესწრო; ათი წლის შემდეგ მასზე
უკვე ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ როგორც უნდა მეცადა, მაინც
ვერ ვითავისებდი, რომ დედაჩემი იყო, რადგან ჩემთან არას-
დროს უთამაშია, ფეხის ადგმისას პირველი ნაბიჯების შემდეგ
გულში არ ჩავუკრავვარ, თასმის გაკვანძვა არ უსწავლებია,
საერთოდ არაფერში მიუღია მონაწილეობა. შემდეგ კი მამაჩე-
მი დამიჯდა და ამიხსნა, რომ ის ვერაფერს გააკეთებდა, რად-
გან ჩემი გაჩენა გაუჭირდა, ძალიან ცუდად გახდა და საკუთარ
თავს ჩემი კარგად ყოფნა არჩია. ეს კი ნამდვილად იმსახურებს
„მოსიყვარულეს“ სახელს.
დედაჩემის საფლავის ქვასთან ვიჩოქებ.
– გამარჯობა, დედა. ჩემთან შეხვედრა გიხარია? ვიცი, რომ
ჩემი მშობელი ხარ, მაგრამ ერთმანეთი მაინც გვეუცხოება.
დარმუნებული ვარ, ამაზე აქამდეც იფიქრებდი. საოჯახო კინო-
თეატრში საამისოდ დიდი დრო გექნებოდა, რადგან შენი ფილ-

153
მი მაშინ დასრულდა, როცა მე ვიღაც ექთანის ხელებში პირვე-
ლად წამოვიტირე. შეიძლება იმ ექთანს ხელში რომ არ ავეყ-
ვანე, შენი სისხლდენის შეჩერებაც მოესწრო, არავინ იცის.
არც მე. ნეტავ იცოდე, როგორ ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემთვის
მოკვდი. იმედი მაქვს, სასაზღვრო პატრულს არ გამოგზავნი,
რომ არ შემომიშვან.
– მაგრამ მამას ნაამბობიდან ვიცი, რომ ასეთი არ ხარ.
ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ამბავია საავადმყოფოში ბებიას
მოსანახულებლად, მის სიკვდილამდე ორი დღით ადრე რომ
წახვედით და მისი ალცჰაიმერით დაავადებული ოთახის მეზო-
ბელი გაუთავებლად გეკითხებოდა, გინდოდა თუ არა მისი სა-
იდუმლოს გაგება. შენც ყოველ ჯერზე დიახს პასუხობდი, მი-
უხედავად იმისა, რომ უკვე რამდენჯერმე მოგიყვა, შვილებს
ტკბილეულს რომ უმალავდა, რადგან თავად მსუნაგი იყო. –
საფლავის ქვას ხელით ვეყრდნობი, მასთან ასე ახლოს აქამდე
არასდროს ვყოფილვარ. – დე, ნეტავ მანდ მაინც თუ ვიპოვი
სიყვარულს, რადგან აქ ვერსად ვნახე? – არ მპასუხობს, არც
იდუმალი სითბოთი ვივსები და არც ქარს მოაქვს რამე ხმა.
მაგრამ არა უშავს. მალე მეცოდინება. – გთხოვ, დღეს გად-
მომხედე, დე, ბოლოჯერ, რადგან ვიცი, რუფუსის თქმის არ
იყოს, უკვე მკვდარი ვარ და მინდა ამ დღემ ჩემი ცხოვრება შეც-
ვალოს. შეხვედრამდე.
ფეხზე ვდგები და ჩემთვის გაჭრილ საფლავში ვიხედები,
რომელიც ჯერ სულ ერთი მეტრის სიღრმის ოღროჩოღროა.
შიგნით ჩავდივარ, ვჯდები და დაუსრულებელ ნაჩიჩქნს ზურ-
გით ვეყუდები. სათამაშო თავშესაფარს კალთაში ვიდებ და
ალბათ პარკში, ლეგოთი მოთამაშე ბავშვს ვგავარ.
– შეიძლება შემოგიერთდე? – კითხულობს რუფუსი.
– აქ მხოლოდ ერთი ადგილია. წადი, შენი საფლავი მოძებ-
ნე.
რუფუსი მაინც ჩამოდის, ფეხის მორტყმით მაჩოჩებს და ეკ-
ვეხება, თან ცალ ფეხს მუხლზე ზემოდან მადებს, რომ ჩაეტიოს.
– მე საფლავი არ მაქვს. ჩემებივით კრემაციას ჩამიტარე-
ბენ.

154
– მათ ფერფლს ისევ ინახავ? შეგვიძლია სადმე მოვაბნი-
ოთ. „ფერფლთან გამოთხოვება“ ჩამომთვლელებზე ძალიან
პოპულარული ფორუმია და…
– მე და პლუტონებმა ამაზე ერთი თვის წინ ვიზრუნეთ. –
მაწყვეტინებს; უცნობებთან ონლაინ საუბრისგან თავი უნდა
შემეკავებინა. – ჩემი ძველი სახლის ეზოში მოვაბნიეთ. მას
შემდეგ სიცარიელე მაინც არ მშორდება, მაგრამ ახლა ისინი
სახლში არიან. მინდა პლუტონებმა სადმე სხვაგან გამფანტონ.
– შენ სად გინდოდა?
– ალთეას პარკში, – ამბობს რუფუსი.
– მიყვარს მანდაურობა.
– შენ საიდან იცი?
– მე და მამა ბავშვობაში ხშირად დავდიოდით. ღრუბლებს
შორის განსხვავებებს ვაკვირდებოდით და საქანელაზე ქანაო-
ბისას გავყვიროდი, როგორ ღრუბლებს ვხედავდი. რატომ მა-
ინცდამაინც ეგ პარკი?
– რა ვიცი. ხშირად მიწევდა იქ შევლა. ცხოვრებაში პირვე-
ლად მანდ ვაკოცე გოგოს, ქეთი ერქვა. ჩემების სიკვდილისა
და პირველი ველორბოლის შემდეგაც მანდ წავედი.
აი, ასე ვზივართ ორი ბიჭი სასაფლაოზე და ჟინჟღვლას იწ-
ყებს, ჩემს ნახევრად გათხრილ საფლავში ერთმანეთს ამბებს
ვუყვებით, ისე, თითქოს დღეს არ ვკვდებოდეთ. დავიწყებისა
და შვების უამრავი წამი დამიგროვდა, რომ დღის ბოლომდე
გამაძლებინოს.
– უცნაური კითხვა: ბედისწერის გჯერა? – ვეკითხები.
– უცნაური პასუხი: ორნაირი ბედისწერის მჯერა, – მპასუ-
ხობს რუფუსი.
– სერიოზულად?
– არა, – იცინის. – ბედისწერის საერთოდ არ მჯერა. შენ?
– აბა, ჩვენს გაცნობას რით ახსნი? – ვეკითხები.
– ორივემ ერთი და იგივე აპლიკაცია გადმოვწერეთ. – მპა-
სუხობს რუფუსი.
– ჰო, მაგრამ დაუკვირდი. დედაჩემი და შენი მშობლები
დაღუპულები არიან. მამაჩემი აპარატზეა. მშობლები რომ
ცოცხალი გვყავდეს, უკანასკნელ მეგობარზე ერთმანეთს ავ-

155
ცდებოდით. – აპლიკაცია, ძირითადად, დიდებზეა გათვლილი
და არა თინეიჯერებზე. – ორი საიქიოსი თუ გჯერა, მაშინ იმ
სამყაროსიც უნდა გჯეროდეს, სადაც მარიონეტებივით გვმარ-
თავენ, არა?
რუფუსი თავს მიქნევს და წვიმაც ძლიერდება. პირველი
თავად დგება და ხელს მაძლევს. მეც ვკიდებ. რამე ლექსი მოგ-
ვიხდებოდა, თუ როგორ ამოვყავარ რუფუსს ჩემივე სამარი-
დან. დედაჩემის საფლავთან მივდივარ და ქვაზე მის სახელს
ვკოცნი. სათამაშო თავშესაფარს ქვის ძირში ვდებ. ვტრიალ-
დები და რუფუსიც ფოტოს მიღებს; საჭირო მომენტების დაჭე-
რა მართლა კარგად გამოსდის.
ჩემს დაფას უკანასკნელად შევყურებ.
აქ განისვენებს
მატეო ტორესი, უმცროსი
17 ივლისი, 1999
გარდაცვალების თარიღს მოგვიანებით მიამატებენ: 5 სექ-
ტემბერი, 2017
ჩემს მინაწერსაც. არა უჭირს, თუკი ახლა ცარიელია. ვიცი,
რაც დაეწერება და ისიც ვიცი, იმ სიტყვებს რომ გავამართლებ:
სხვებისთვის მცხოვრები. დროთა განმავლობაში სიტყვები წა-
იშლება, თუმცა ჭეშმარიტება მუდამ იღაღადებს.
რუფუსი ველოს სველ, ტალახიან ბილიკზე მოაგორებს და
უკან კვალი რჩება. მივდევ და დედაჩემისა და ჩემი ნახევრად
გაჭრილი სამარიდან ყოველ ნაბიჯზე გულ-მუცელი მიმძიმდე-
ბა, რადგან ვიცი, მალე უკან დავბრუნდები.
– მგონი ბედისწერის ამბავი ჭკუაში დამიჯდა, – ამბობს რუ-
ფუსი, – მიდი, შენეულ საიქიოზე მოყოლა გააგრძელე.
ასეც ვიქცევი.

156
ნაწილი მესამე

დასაწყისი
კაცს სიკვდილის კი არა,
დაუწყებლად დასრულებული ცხოვრების
უნდა ეშინოდეს.
მარკუს ავრელიუსი, რომის იმპერატორი

მატეო 12:20 სთ

თორმეტი საათის წინ დამირეკეს და მითხრეს, დღეს მოკ-


ვდებიო. ჩემეული გაგებით, უკვე უამრავ ადამიანს დავემშვი-
დობე, მამაჩემს, ჩემს დაქალს, ნათლულს, მაგრამ ყველაზე
მნიშვნელოვანი, წარსულის მატეოსთან გამომშვიდობება
იყო, რომელიც შინ დავტოვე, როცა ჩემმა უკანასკნელმა მე-
გობარმა გარეთ გამომიყვანა. რუფუსმა ჩემთვის ძალიან ბევ-
რი გააკეთა და მეც გვერდში ვუდგავარ, რომ დადევნებული
დემონები მოვუგერიო – იმ განსხვავებით, რომ მათ დასახო-
ცად ალმოდებული ხმლები, ჯვრები და სასროლი ვარსკვლა-
ვები არ გვაქვს, როგორც ეს ფანტასტიკის ჟანრის წიგნებშია.
თორმეტი საათის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ დღეს
მოვკვდები, თუმცა ამჯერად იმაზე გაცილებით ცოცხალი ვარ,
ვიდრე მაშინ ვიყავი.

რუფუსი 12:35 სთ

არ ვიცი, მატეოს სად მივყავარ, მაგრამ ყველაფერი რიგ-


ზეა, წვიმამ გადაიღო და უკანა გზაზე მატარებელში წაძინების
შემდეგ თავს მხნედ და მომაგრებულად ვგრძნობ. ცუდია, რომ

157
არაფერი მესიზმრა, არც კოშმარი. რას იზამ, ვარდი უეკლოდ
ვის მოუკრეფია.
სამოგზაურო არენას გამოვრიცხავ, რადგან დღის ამ მო-
ნაკვეთში სერიოზული ჭყლეტააო, მატეომ მითხრა, ჰოდა, თუ
მომდევნო საათებში ცოცხლები ვიქენით, მშვენიერი შესაძ-
ლებლობაა რიგში დგომით გავნიავდეთ. ჯგროს შეცოტავებას
უნდა დაველოდოთ. თავიდანვე ასეთი მიდგომა სიბანძეა,
თუმცა არ ვცდები. იმედს გამოვთქვამ, რასაც ვაპირებთ, შეიქ-
მენი წამივით დროის უაზრო ფლანგვა არ აღმოჩნდება. დაგე-
ნაძლევებით, ქველმოქმედებაა, ანდა ეიმის ჩუმად სწერდა და
შეხვედრა შეათანხმა, სადაც მე და ეიმი შეცდომებს გამოვას-
წორებთ, სანამ ფეხებს გავჭიმავდე.
ჩელსიში, ნავმისადგომთან გაშენებულ პარკში კარგა ათი
წუთი დავყავით. არ მევასება, როცა ქვეითები ველოსიპედის
ზოლში დაბოდიალობენ, მაშინ, როცა მოსიარულეთა და მორ-
ბენლებისთვის ცალკე ზოლი არსებობს. ჩემი კარმის ქულები
უეჭველად დაბალზეა. მატეოს პირსისკენ მივყავარ და იქ ჩერ-
დება.
– გინდა აქედან გადამაგდო? – ვეკითხები.
– ჩემზე ოცი კილოთი მეტი მაინც იქნები, – ამბობს მატეო.
– ვერ მოგერევი. ამბობდი, მშობლებისა და ჩემი დის ფერ-
ფლის გაბნევამ შვება დიდად ვერ მომგვარაო, ჰოდა ვიფიქრე,
აქ მაინც ნახავდი შვებას.
– ისინი შტატის ჩრდილოეთში დაიღუპნენ, – ვეუბნები. თი-
თებს ვაჯვარედინებ, ის წინაღობა, რამაც ამოგვაყირავა, უკვე
აღარ იქნება, თუმცა რას გაიგებ.
– მაინცდამაინც ავარიის ადგილი ხომ არ უნდა იყოს. მდი-
ნარეც საკმარისია.
– ზუსტად არ ვიცი, აქედან რა გამოვა.
– არც მე. და თუკი თავს კომფორტულად არ გრძნობ, შეგ-
ვიძლია სხვა რამ მოვიფიქროთ. სასაფლაოზე წასვლამ მო-
ულოდნელი სიმშვიდით ამავსო და მინდა მსგავსი შენც განი-
ცადო.
ვიწურები.
– უკვე ისედაც აქ ვართ. დაე მოხდეს სასწაული.

158
პირსზე ნავები მიბმული არ არის და იქაურობა ცარიელი
მანქანების სადგომს მაგონებს. ივლისში აქ ცოტა ზემოთ ჩა-
მოვედი, ეიმისთან და ტაგოსთან ერთად, რადგან სანაპირო
ზოლის ქანდაკებების ნახვა სურდათ, კვირის შემდეგ კი ისევ
მომიწია დაბრუნებამ, რადგან მალკოლმი საჭმელმა მოწამლა
და ვეძებდი.
პირსის გაშლილ მკლავზე მივსეირნობთ, აქ ფიცარნაგი არ
არის, ასე რომ იყოს, სანერვიულო გვექნებოდა. მატეოს პარა-
ნოიას სურდოსავით ვიკიდებ. პირსი ბეტონითაა შეკრული და
არა მოყანყალებული ფიცრებით, ცოტაც და ფეხქვეშ რომ ჩა-
გეშლება, თუმცა მაინც დოლარს ჩამოვალ, ეს ოპტიმიზმი შე-
იძლება რამე ოინს მიწყობდეს. ბოლოში გავდივარ, ფოლადის
მოაჯირს ვეყრდნობი და მდინარეს გადავყურებ.
– თავს როგორ გრძნობ? – მატეო მეკითხება.
– თითქოს ეს დღე ერთი დიდი ხუმრობაა და მთელ მსოფ-
ლიოს ჩემ წინააღმდეგ პირი აქვს შეკრული. შენ მსახიობი ხარ
და ჩემი მშობლები, ოლივია და პლუტონები ნებისმიერ წუთს
შეიძლება ფურგონიდან კიჟინით გადმოხტნენ და დაიძახონ,
გაგიჩალიჩეთო. გულიც კი არ მომივიდოდა, ეგრევე ყველას
ჩავეხუტებოდი და მერე დავხოცავდი.
სახალისო თეორიაა, ხოცვა-ჟლეტის გამოკლებით.
– მე გავბრაზდებოდი, – მატეო ამბობს.
– ეჰ, მატეო, იმდენ ხანს ვბრაზობდი, რომ ჩემმა ოჯახმა მი-
მატოვა. ყველა გადარჩენილთა დანაშაულის გრძნობაზე ჩი-
ვის, მესმის, მაგრამ… – ამ თემაზე პლუტონებთან არასდროს
მისაუბრია, არც ეიმისთან, როცა ვხვდებოდით, რადგან საშინ-
ლად მიჭირდა. – მაგრამ ისინი სწორედ მე მივატოვე. მე გა-
მოვძვერი ჩაძირვის პირას მისული მანქანიდან და გამოვცუ-
რე. დღესაც ტვინს ვიჭყლეტ, ეს მე გავაკეთე, თუ რეფლექსებმა
მაიძულა. როგორ უნდა დააწყო ხელები გახურებულ ღუმელზე
ისე, რომ ტვინმა აღება არ გაიძულოს. იმის მიუხედავად, რომ
სიკვდილის უწყებას ჩემთვის არ დაურეკავს, მათთან ერთად
ჩაძირვა მაინც ძალიან ადვილი იყო. თუკი მე სიკვდილი ასე მი-
ადვილდებოდა, ეგებ მათ უფრო მეტად მართებდათ გადარჩე-

159
ნისთვის ებრძოლათ და ბედს არ მინდობოდნენ. რა იცი, იქნებ
სიკვდილის უწყება ცდებოდა?
მატეო მიახლოვდება და მხრებზე ხელებს მადებს.
– თავს ასე ნუ ისჯი. ჩამომთვლელებზე მთელი ფორუმებია,
სადაც მგზავრებს თავი რჩეულებად მიაჩნიათ. როცა უწყები-
დან ზარი შემოდის, უკვე ყველაფერი დამთავრებულია. თამა-
ში დასრულდა. ვერაფერს გააწყობდი და ვერც ისინი შეც-
ვლიდნენ რამეს.
– საჭესთან უნდა დავმჯდარიყავი, – ვფიცხდები, მის ხე-
ლებს ვიშორებ. – ოლივია თავიდანვე იძახდა, „მგზავრის ხელ-
მა“ არ უნდა მართოსო, მაგრამ ძალიან აღელვებული, განაწ-
ყენებული და მარტოსული ვიყავი. მათ რამდენიმე საათით მა-
ინც გავუხანგრძლივებდი დროს. ალბათ თავადაც უნდა ებ-
რძოლათ და ხელი არ ჩაექნიათ. მატეო, მე რომ მანქანიდან
გადმოვედი, ისინი გაუნძრევლად ისხდნენ. უბრალოდ, დანებ-
დნენ. – მხოლოდ ჩემს გადარჩენაზე ფიქრობდნენ. – მამაჩემი
მაშინვე ჩემს კარს ეცა, დედაჩემიც ზუსტად ასე მოიქცა. კარს
თავადაც გავაღებდი, ხელები გაჭედილი კი არ მქონდა. თავ-
ბრუ დამესხა, ჩვენი წყეული მანქანა მდინარეში გადავარდა,
მაგრამ მაინც გამოვძვერი. ჩემი კარი გაიღო თუ არა, დანებ-
დნენ. ოლივიას გადმოსვლა არც კი უცდია.
მათეთრებლის სუნად აქოთებულ პირსახოცში გამოხვეუ-
ლი სასწრაფოში იძულებით ვიჯექი, სანამ მანქანა მდინარი-
დან არ ამოათრიეს.
– შენი ბრალი არ არის, – მატეო თავს ხრის. – ერთი წუთით
განმარტოების საშუალებას მოგცემ, მაგრამ დაგელოდები. ვი-
მედოვნებ, ეს ის არის, რაც გჭირდება. – სანამ გამოვეპასუხე-
ბოდე, მიდის და ველოც თან მიჰყავს.
არა მგონია წუთი საკმარისი იყოს – თავს ვეღარ ვიკავებ
და ისე მოთქმით ვტირი, კარგა ხანი რომ არ მიტირია, მოაჯირს
მუშტებს გამეტებით ვურტყამ, არ ვჩერდები, ვურტყამ იმიტომ,
რომ ოჯახი ამომიწყდა, საუკეთესო მეგობრები ციხეში ჩამის-
ვეს, ყოფილმა შეყვარებულმა შარში გაგვხვია. ვურტყამ, რად-
გან შესანიშნავი მეგობარი გავიჩინე და ერთად ყოფნისთვის
მთელი დღეც კი არ გვაქვს. ვჩერდები, რომ სული მოვითქვა,

160
გეგონება ათი მასტი გავძუყნე. ჰუდსონის თვალით დანახვა არ
მინდა, ამიტომ ვტრიალდები და მატეოსკენ მივდივარ, რომე-
ლიც წრეზე უაზროდ დადის ველოიანად.
– გაიმარჯვე, – ვეუბნები. – კარგი იდეა იყო. – მალკოლ-
მივით, ანდა ეიმივით ნიშნის მოგებით არ შემოუხედავს. – ბო-
დიში, რომ გავჭედე.
– გჭირდებოდა.
წრეზე სიარულს აგრძელებს. ცოტა თავბრუ მესხმის, რომ
ვუყურებ.
– ეგეც მართალია.
– თუ კიდევ დაგჭირდება, აქ ვარ. უკანასკნელი მეგობრები
სამუდამოდ.

დელაილა გრეი 12:52 სთ

დელაილა გრეი ქალაქის ერთადერთ წიგნის მაღაზიაში მი-


იჩქარის, რომელსაც სასწაულებრივად აღმოაჩნდა ჰაუი მალ-
დონადოს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნოველა ძვლის
ყურის დაკარგული ტყუპი.
დელაილა მაღაზიისკენ მიისწრაფის, ტროტუარის კიდეს
არ ეკარება, ყურადღების მიღმა ტოვებს სპორტდარბაზის ჩან-
თით მოძრავი კაცის სტვენას და პირდაპირ იმ ორი ბიჭისკენ
მიემართება, რომელთაგან ერთი ველოსიპედს მიაგორებს.
ლოცულობს, ჰაუი მალდონადომ ინტერვიუ მის მისვლამ-
დე არ ჩანიშნოს, ახსენდება, რომ სიკვდილის პირას მყოფი
ჰაუის ცხოვრებაში დიდი რისკები არსებობს.

ვინ ფირსი 12:55 სთ

სიკვდილის უწყებამ ვინ ფირსს 00:02 საათზე დაურეკა და


უთხრა, რომ დღეს მოკვდებოდა, რაც გასაკვირი სულაც არ
ყოფილა.

161
ვინი გულნატკენია, რომ ფერადთმიანმა ლამაზმანმა ზე-
დაც არ შეხედა, ოჯახი ვერ შექმნა, ამ დილით, ნეკროზე, ყველა
ქალმა უარი სტკიცა. გაბრაზებულია ყოფილ მწვრთნელზე,
რომელმაც ოცნების ასრულებისას დააბრკოლა, იმ ორ ბიჭზე,
ველოს რომ მიაგორებდნენ და გულის ჯავრის ამოყრაში ხელი
შეუშალეს. ერთ-ერთი ძალიან ნელა მიდიოდა და ველოსიპე-
დით ტროტუარს სიგანეზე ხერგავდა – დალოცვილი, ველოსი-
პედზე უნდა იჯდე, ატარებდე, ურიკასავით კი არ უნდა მიაგო-
რებდე. ვინი გარბის, არ უფიქრდება, რა მოჰყვება მის ქმედე-
ბას და ბიჭს მხრით ეჯახება.
ბიჭი ოხრავს, მაგრამ მეგობარი მკლავში ხელს ჰკიდებს და
იჭერს.
ვინს მოსწონს, როცა მისი ეშინიათ. სიამოვნებს, როცა
სხვების თვალებში შიშს ხედავს, ყველაზე მეტად კი ამას რინ-
გზე გასვლისას გრძნობდა. ოთხი თვის წინ ვინი კუნთის ტკივი-
ლებმა შეაწუხა, თუმცა სისუსტის აღიარება და მასთან შეგუება
არ სურდა. სიმძიმის აწევა, ძალიან ცუდი შედეგების გამო, ტან-
ჯვად ექცა; თუკი ერთჯერადად ოც აზიდვას აკეთებდა, ახლა
ოთხზე ჩამოვიდა, ისიც საუკეთესო შემთხვევაში; ამიტომ
მწვრთნელმა რინგს გაურკვეველი ვადით ჩამოაშორა, რად-
გან ამ მდგომარეობით ჩხუბი წარმოუდგენელი იყო. მის ოჯახ-
ში სნეულებები იშვიათობა არ ყოფილა – წლების წინ მამამისი
გაფანტული სკლეროზის დიაგნოზით დაიღუპა, დეიდამისი
გართულებულმა გარე ორსულობამ იმსხვერპლა და ა.შ. –
მაგრამ ვინს სჯეროდა, რომ მათზე ძლიერი იყო. არც ეჭვობდა,
რომ დიდებული მომავალი, მსოფლიო ჩემპიონობა და გამ-
დიდრება ელოდა. მაგრამ კუნთის ქრონიკულმა დაავადებამ
დაჯაბნა და ყველაფერი დააკარგვინა.
ვინი სპორტდარბაზში შედის, ბოლო შვიდი წელი მძიმე წო-
ნაში ჩემპიონობისთვის იქ ვარჯიშობდა, ოფლის სუნი და ჭუჭ-
ყიანი კედები მოგონებებს უღვიძებს. ერთი მოგონება სხვებზე
მეტად ძლიერია – მწვრთნელი კარადის დაცარიელებას
სთხოვს და ახალ კარიერულ გზას ურჩევს, კომენტატორობას
ან თუნდაც მწვრთნელობას.
თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

162
ვინი გენერატორის ოთახში იპარება და სახელდახელოდ
დამზადებულ ბომბს ამაგრებს, რომელიც სპორტული ხელჩან-
თით შეიტანა.
ვინი იქ აპირებს სიკვდილს, სადაც შეიქმნა. ოღონდ მარტო
არ მოკვდება.

მატეო 12:58 სთ

მაღაზიის ვიტრინას ჩავუარეთ, სადაც კლასიკური გამოცე-


მები და საბავშვო სკამებზე დაწყობილი ახალი წიგნებია გამო-
ფენილი, თითქოს მისაღებში სხედან და იცდიან, ადამიანები
როდის წაიკითხავენ. იმ სპორტული ჩანთით მოვარდნილი კა-
ცის შემდეგ, ცოტა სიმშვიდე არ მაწყენდა.
რუფუსი ვიტრინას ფოტოს უღებს.
– თუ გინდა, შევიდეთ.
– ოც წუთზე მეტხანს არ გავჩერდები, – პირობას ვდებ.
„წიგნის ღია მაღაზიაში“ შევდივართ. მაღაზიის იმედიანი
სახელწოდება მომწონს.
ყველაზე ცუდი აზრია, რაც შეიძლება თავში მოგივიდეს.
არცერთი წიგნის წასაკითხად დრო არ მაქვს, მაგრამ აქ ნამყო-
ფი არ ვარ, რადგან, როგორც წესი, წიგნებს ონლაინ ვყიდუ-
ლობ და სახლში მოაქვთ, ანდა სკოლის ბიბლიოთეკიდან
ვთხოულობ. შეიძლება წიგნის თარო გადმოყირავდეს და თავ-
ზე დამეცეს – მტკივნეული სიკვდილი გამოვა, თუმცა უარესი
დასასრულიც არსებობს.
თაროს თავზე ჩამოკიდებულ, ანტიკური ხანის საათს ავყუ-
რებ, წელამდე სიმაღლის მაგიდას ვეჯახები და ზედ შემოდებუ-
ლი სკოლის სახელმძღვანელოების დასტა იატაკზე ცვივა. გამ-
ყიდველს – გულზე ჯოელი აწერია – ვებოდიშები, ისიც მეუბნე-
ბა, არა უშავსო, და აკრეფაში მეხმარება.
რუფუსი ველოს მაღაზიის წინ ტოვებს და უკან დამყვება,
თან თაროებს ვათვალიერებ. პერსონალის რეკომენდაციებს
ვკითხულობ ამა თუ იმ ჟანრის ლიტერატურის შესახებ, ხელწე-
რა ერთმანეთისგან განსხვავდება, ზოგი იოლად გასარჩევია,

163
ზოგიც გაკრული ხელითაა ნაწერი. სევდიანი წიგნების განყო-
ფილებას თავს ვარიდებ, მაგრამ ორი წიგნი მაინც იქცევს ჩემს
ყურადღებას. ქეთრინ ევერეტ-ჰასთინგის ბიოგრაფიული რო-
მანი გამარჯობა, დებორა, ჩემო ძველო მეგობარო, რომელ-
მაც მკითხველში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მეორე კი
ის ბესტსელერია, რომელიც ყველას პირზე აკერია, საუბრები
სიკვდილზე მოულოდნელ გარდაცვალებამდე, რომლის ავტო-
რი ჯერაც ცოცხალია. ჩემამდე არ დადის.
თრილერისა და საყმაწვილო ლიტერატურის დახლებზე
ბლომად ჩემი საყვარელი წიგნი აქვთ.
რომანტიკის განყოფილების წინ ვდგები, სადაც მრავლა-
დაა ყავისფერ ქაღალდში შეფუთული წიგნი და „წიგნებთან
ბრმა პაემანი“ აწერია. იმდენად მწირი ანოტაციებია, რთულია
ვინმე დააინტერესოს, ვიღაცის პროფილის სურათითა და ზო-
გადი პირადი ინფორმაციით მოწონებას ჰგავს. ჩემი უკანას-
კნელი მეგობრის არ იყოს.
– შეყვარებული გყოლია? – რუფუსი მეკითხება.
პასუხს რა გამოცნობა უნდა. თავაზიანად იქცევა, რომ ამის
შესაძლებლობას უშვებს.
– არა. – ვიღაცები მომწონდა, მაგრამ მრცხვენოდა აღია-
რება, რომ ისინი წიგნისა და სატელევიზიო შოუს პერსონაჟები
იყვნენ. – ვერ მოვასწარი. იქნებ შემდეგ ცხოვრებაში მაინც
მოვახერხო.
– რას გაიგებ. – ამბობს რუფუსი.
ვგრძნობ, რომ სხვა რამის თქმაც უნდა. შეიძლება რამე ღა-
დაობა დააბრეხოს, ნეკროში გაწევრებაზე, რომ ვაჟიშვილი არ
მოვკვდე, გეგონება სექსი და სიყვარული ერთი და იგივე იყოს.
მაგრამ პირში წყალს იგუბებს.
დასაშვებია, რომ ვცდებოდე.
– ეიმი შენი პირველი გოგო იყო? – ვეკითხები. ქაღალდით
შეფუთულ წიგნს ვიღებ, ზედ დამნაშავის ილუსტრაციით, რო-
მელსაც დიდი ზომის გულისნახატიანი ბანქო უჭირავს: „გუ-
ლის ქურდი“.
– პირველი ურთიერთობა იყო, – ამბობს რუფუსი და ნიუ-
იორკის თემატური საფოსტო ბარათების ბზრიალათი ერთობა.

164
– თუმცა ძველ სკოლაში კლასელებთანაც ვფლირტაობდი. ძა-
ლიანაც ვცდილობდი, მაგრამ არსად მომყვებოდნენ. ვინმეს-
თან ახლო ურთიერთობა გქონია? – ბზრიალადან ბრუკლინის
ხიდის ბარათს გამოაცურებს. – შეგიძლია მათ ღია ბარათები
გაუგზავნო.
ბარათები.
მეღიმება და ხელში ვიჭერ, ჯერ ერთს, მერე ორს, ოთხს,
ექვსს, თორმეტს.
– ბლომად ქრაში გყოლია, – რუფუსი მეუბნება.
გადასახდელ აპარატთან მივდივარ, სადაც ჯოელი ისევ
მეხმარება.
– იცი რა, ბარათები ბევრგან გვაქვს დასაგზავნი? – არ მინ-
და წიგნების გამყიდველს გავაგებინო, რომ მისი კლიენტები
ჩვიდმეტი და თვრამეტი წლის მგზავრები არიან. ხასიათს არ
გავუფუჭებ. – პლუტონები, კლასელები…
– მათი მისამართები არ მაქვს. – რუფუსი ამბობს.
– სკოლის სახელზე გაგზავნე. ყველას მისამართი ექნებათ,
ვინც შენთან ერთად დაამთავრა.
ეს ის არის, რისი გაკეთებაც მსურს. იდუმალ წიგნსა და ღია
ბარათებს ვყიდულობ, ჯოელს მადლობას ვუხდი დახმარების-
თვის და მაღაზიიდან გავდივართ. რუფუსი ამბობდა, ურთიერ-
თობაში მთავარი ხმის ამოღება და ლაპარაკიაო. ამის გაკეთე-
ბა ღია ბარათებით შემიძლია, თუმცა ჩემი ხმაც მჭირდება.
– ცხრა წლის ვიყავი, მამაჩემს სიყვარულზე კითხვები რომ
დავაყარე, – ვამბობ და ბარათებზე ჩემი ქალაქის იმ ადგი-
ლებს დავყურებ, სადაც ნამყოფი არ ვარ. – მინდოდა მცოდნო-
და, ტახტის ქვეშ იმალებოდა თუ კარადის თავზე, სადაც ჯერ
ვერ ვწვდებოდი. არ უთქვამს რომ „სიყვარული შენშია“ და
„შენ გარშემო“.
რუფუსი ველოს მოაგორებს და სპორტდარბაზთან ვართ.
– ინტერესში ჩამაგდე. რაო, რა გიპასუხა?
– რომ სიყვარული სუპერძალაა, რომელიც ყველას გაგ-
ვაჩნია, თუმცა მისი კონტროლი ხშირად შეუძლებელია. განსა-
კუთრებით, როცა უფრო ასაკში შედიხარ. ზოგჯერ სიგიჟე გიპ-
ყრობს და არ უნდა შეგეშინდეს თუ შენი ძალა შენთვის მო-

165
ულოდნელ ადამიანს დაეცემა. – სახე მითბება და ჩვეულებრივ
სუპერძალას ვნატრობ, რადგან ამას სხვების გასაგონად ვე-
რასდროს ვიტყოდი.
– სისულელეა. მაპატიე.
რუფუსი ჩერდება და იღიმის.
– არა, მომეწონა. მადლობა ამ ისტორიისთვის, სუპერ-მა-
ტეო.
– სინამდვილეში მე მეგა მასტერმატეო ვარ. შეიგნე, მეგო-
ბარო. – საფოსტო ბარათებიდან თავს ვწევ. მართლა მომწონს
მისი თაფლისფერი, წაძინების მიუხედავად დაღლილი თვა-
ლები.
– როგორ ხვდები, როცა ნამდვილი სიყვარული გეწვევა?
– როგორ და…
მინები იმსხვრევა და ჰაერის მხუთავი ნაკადი უკან, აკივ-
ლებული ხალხისკენ გვყრის. დრო მოვიდა. ავტომობილს
მძღოლის მხრიდან ვეხეთქები, მხრით კი გვერდითა სარკეს
ვეხლები. თვალები მებინდება – სიბნელე, ცეცხლი, სიბნელე,
ცეცხლი. თავს რომ ვატრიალებ, კისერი მიტკაცუნებს და გვერ-
დით რუფუსს ვხედავ, ლამაზი, თაფლისფერი თვალები დაუხუ-
ჭავს; მის გარშემო ბრუკლინის ხიდის, ერთობის სკვერისა და
ემფაირ-სთეით-ბილდინგის ღია ბარათებია მოფენილი. მის-
კენ მივხოხავ და მაჯას დაძაბული ვუმოწმებ. პულსი ესინჯება;
მის გულს, ისევე როგორც ჩემსას, არაფრის დიდებით არ უნდა
ფეთქვის შეწყვეტა, განსაკუთრებით ასეთ ქაოსში. შეშინებუ-
ლები ვცახცახებთ. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა, რუფუსი
წვალობს, თვალის გახელაც უჭირს და წივილ-კივილი მესმის.
თუმცა ყველასი არა. ძირს სხეულები ყრია, ზოგი სახით გარ-
თხმულა ბეტონზე, ერთი ფერადთმიანი ქალი წამოდგომას
ცდილობს, მის გვერდითაც გდია ვიღაც, მხოლოდ თვალებით
ცას აშტერებია და წვიმის გუბე მისი სისხლით წითლად იღებე-
ბა.

166
რუფუსი 13:14 სთ

თორმეტი საათი იქნება, რაც სიკვდილის უწყებიდან ჯიგარ-


მა დამირეკა და მითხრა, დღეს მარილზე გახვალო. ტროტუა-
რის კიდეზე ვზივარ, მუხლები გულზე მაქვს მიხუტებული, რო-
გორც მაშინ, სასწრაფოს მანქანაში, ჩემები რომ დაიხრჩვნენ.
აფეთქებამ გვარიანად შემაშინა, ასეთ რამეს ბლოკბასტერებ-
ში თუ ნახავთ. პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანე-
ბის სირენების გამაყრუებელი ხმა ისმის, მეხანძრეები კი
სპორტდარბაზში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, თუმცა ნაგიჟ-
რებისთვის უკვე გვიანია. მგზავრებმა სპეციალური საყელოე-
ბი ანდა უნიფორმა უნდა ატარონ, რომ ერთ არეალში ბევრი
არ შევჯგუფდეთ. ერთი-ორი წუთით რომ დაგვეგვიანა, მათ ად-
გილზე მე და მატეო აღმოვჩნდებოდით. შეიძლება კი, შეიძლე-
ბა არა. მაგრამ ერთი რამ ვიცი: თორმეტ საათზე ოდნავ მეტი
ხნის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ დღეს მოვკვდებოდი და
ვფიქრობ, ამას უკვე შევეგუე, მაგრამ ახლახან მომხდარზე მე-
ტად ცხოვრებაში არაფრის შემშინებია.

მატეო 13:28 სთ

ცეცხლი ჩააქრეს.
ოცი წუთია კუჭი მიღმუის, რამე ჩავუყარო, თითქოს სიცოც-
ხლის ბოლო დღეს წასახემსებლად შესვენება დროის დაკარ-
გვის ტოლფასი არ იყოს. მე და რუფუსი ახლახან კინაღამ
აფეთქებას ვემსხვერპლეთ, რომელმაც სხვა მგზავრები დახო-
ცა.
თვითმხილველები ძაღლებთან საუბრობენ და არ ვიცი,
რას ეუბნებიან. სპორტდარბაზი ასე, ერთი ხელის მოსმით
აფეთქდა.
რუფუსის, მის ველოსა და ჩემი მაღაზიის ჩანთის გვერდით
ვზივარ. ღია ბარათები მიმოფანტულია და აკრეფას არ ვაპი-
რებ. არ შემიძლია წერა დავიწყო, მაშინ, როცა მგზავრებს
მორგში გასაგზავნად პოლიეთილენის ტომრებში აწვენენ.

167
ამ დღესთან ხუმრობა არ იქნება.

რუფუსი 13:46 სთ

აქ ვერ გავჩერდები.
ახლა ყველაფერზე მეტად პლუტონებთან ყოფნა მინდა,
მაგრამ ამწამს ველოთი გაქროლება თუ გამომიკეთებს ხასი-
ათს. ჩემი მშობლებისა და ოლივიას გარდაცვალების, ეიმის-
თან დაშორების, ამ დილით პეკის დანაყვისა და ზარის შემოს-
ვლის შემდეგ სწორედ ასე მოვიქეცი. ქაოსს თავს დავაღწევთ
თუ არა, ველოზე ვჯდები და მუხრუჭებს ვაჭერ. მატეო თვალს
მარიდებს.
– შემოხტი, – ვეუბნები. პირველად გავიღე ხმა მას შემდეგ,
რაც ჰაერში მოჭიდავესავით მომისროლეს.
– არა, – მპასუხობს მატეო. – მაპატიე. უსაფრთხო არ არის.
– მატეო.
– რუფუს.
– მატეო.
– რუფუს.
– გთხოვ, მატეო. რაც მოხდა, იმის შემდეგ ველოთი გაქ-
როლება მჭირდება და არ მინდა აქ დაგტოვო. ცხოვრება
გრძელდება. ორივემ ვიცით, რაც მოგველის, მაგრამ არცერთ
წამს არ მინდა ვიფიქრო, რომ დრო გავანიავეთ. სიზმარში არ
ვართ და არც გამოღვიძება შეგვიძლია.
არ ვიცი, როგორ მოვიქცე. დავუჩოქო და შევევედრო? ჩემ-
თვის უცხოა, მაგრამ მზად ვარ მსხვერპლზე წავიდე, თუკი წა-
მომყვება.
მატეოს ნაავადმყოფარი სახე აქვს.
– დამპირდი, რომ ნელა ივლი და დაღმართებსა და გუბე-
ებს მოერიდები, კარგი?
– გპირდები.
ჩაფხუტს ვაძლევ, მაგრამ უარობს, რაც ჩემზე მეტად აყე-
ნებს რისკის ქვეშ… ჩაფხუტის ღვედს იკრავს, წიგნის მაღაზიის

168
ჩანთას სახელურზე კიდებს, უკანა სადგამზე დგება და მხრებზე
მებღაუჭება.
– ძალიან ხომ არ გიჭერ? ჩაფხუტიანად თუ უჩაფხუტოდ
გადმოვარდნა არ მინდა.
– არა, ყველაფერი რიგზეა.
– მაგარია.
– მზად ხარ?
– მზად ვარ.
პედალს ნელა ვატრიალებ და ორი კაცის სიმძიმის გამო
კანჭებში მხურვალებას ვგრძნობ; აღმართში სირბილს ჰგავს.
სიჩქარეს ვუმატებ და პოლიციას, გვამებსა და განადგურებულ
სპორტდარბაზს უკან ვტოვებთ.

დირდრა კლეიტონი 13:50 სთ

სიკვდილის უწყებას დირდრა კლეიტონთან არ დაურეკავს,


რადგან იგი დღეს არ მოკვდება, თუმცა თავად საწინააღდეგოს
დამტკიცებას ცდილობს.
დირდრა კორპუსის სახურავის კიდეზე, რვა სართულის სი-
მაღლეზე დგას. ორი კურიერი უყურებს, ან მანქანაში ჩასატ-
ვირთი დივნით აპირებენ მის დაჭერას, ანდა სანაძლეოს დე-
ბენ, მგზავრია თუ არა. თუ მგზავრია, მაშინ გამარჯვებულის ვი-
ნაობას ქვაფენილზე დატყეპებული სისხლიანი ძვლებისა და
ხორცის გროვა გადაწყვეტს.
დირდრას ცხოვრებაში პირველი შემთხვევა არ არის, რო-
ცა მსოფლიოს თავზე გადმოჰყურებს. შვიდი წლის წინ, როცა
სკოლაში სწავლობდა და სიკვდილის უწყების საჯარო მომსა-
ხურება ერთი თვის შემოღებული იყო, დირდრა გაკვეთილების
შემდეგ ჩხუბში გამოიწვიეს. შარლოტა სიმონსის, წამქეზებლე-
ბისა და სხვა მოსწავლეების, რომლებიც დირდრას მხოლოდ
ლესბოსელობითა და მკვდარი მშობლებით იცნობდნენ, დათ-
ქმულ ადგილას მისვლისას, დირდრა სახურავზე იდგა. ვერ
მიმხვდარიყო, მისი ორიენტაცია სხვებში ამხელა ზიზღს რა-
ტომ ბადებდა და გადაწყვიტა იმ სიყვარულის ძებნა შეეწყვიტა,

169
რომელიც მის თავს სხვებს ასე აძულებდა. უბრალოდ, მაშინ
ბავშვობის მეგობარი გვერდით ჰყავდა და მან გადააფიქრები-
ნა.
დღეს დირდრა მარტოა, მუხლები უკანკალებს და ტირის,
რადგან რაც უნდა უკეთესი ცხოვრების სჯეროდეს, მისი სამსა-
ხური ამის საშუალებას არ აძლევს. დირდრა შეიქმენი წამში
მუშაობს, სადაც მგზავრებს სხვადასხვა სიმულაციით ექსტრე-
მალურ შეგრძნებებს სთავაზობენ, ერთი სიტყვით, ყალბ მო-
გონებებს უქმნიან. ვერ ხვდება, მგზავრები ამ დროს საყვარელ
ადამიანებთან რატომ არ არიან, განსაკუთრებით ის ორი მო-
ზარდი ბიჭი, რომლებიც წასვლისას ვირტუალური რეალობის
შეგრძნებებით იმედგაცრუებული დარჩნენ. ეს ხომ დროის
კარგვაა.
ბიჭებმა ის მოკლე თხზულება გაახსენა, რომელზე მუშაო-
ბაც ამ დილით დაასრულა – უბრალოდ, სამსახურში თავისუ-
ფალ დროს ყურადღება რამეზე რომ გადაეტანა. მისი თხზულე-
ბა ალტერნატიული სამყაროს შესახებაა, სადაც სიკვდილის
უწყებას კიდევ ერთი ქვეგანყოფილება, სიცოცხლის უწყება
აქვს, რომლის წარმომადგენელი მგზავრებს ატყობინებს, თუ
როდის მოხდება მათი რეინკარნაცია, რომ მათმა ოჯახმა და
მეგობრებმა შემდეგ სიცოცხლეში იოლად მიაგნონ. მთავარი
გმირები თხუთმეტი წლის ტყუპი დები, ენჯელი და სკაილერი
არიან, რომლებიც შეიტყობენ, რომ მათგან ერთ-ერთი დაიღუ-
პება და ამ სიახლით თავზარდაცემული სიცოცხლის უწყების
მომსახურებაში ეძებენ ნუგეშს. ენჯელი გულნატკენია, რომ
დას მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ვეღარ ნახავს –
სკაილერი ავსტრალიაში, რომელიღაც სხვა ოჯახში ბიჭად და-
იბადება. სკაილერი საკუთარი დის სიცოცხლის დაცვას შეეწი-
რება და განადგურებული ენჯელი ძველ ყულაბაში ფულის
გროვებას იწყებს, რომ შვიდ წელიწადში ავსტრალიაში ჩავი-
დეს და დის ხელახლა დაბადებას დაესწროს – მერე რა, რომ
ბიჭი იქნება.
დირდრა ისტორიის გაგრძელებაზე ფიქრობდა, მაგრამ მე-
რე ნაჯღაბნად ჩათვალა. სიცოცხლის უწყება არ არსებობს და
არც სიკვდილის უწყებას დაელოდება, როდის ეტყვიან, დრო

170
ამოგეწურაო. ის ძალადობით და შიშით სავსე სამყაროში
ცხოვრობს, სადაც ჩვილები უდროოდ იხოცებიან და არ უნდა
მისი ნაწილი იყოს.
გადახტომა იოლი იქნება…
ცალ ფეხზე დგას, მთელი სხეული უთრთის და ნებისმიერ
წამს შეიძლება გადავარდეს. ერთხელ პარკურის ოთახში სა-
ხურავის წვერზე ავიდა, თუმცა ეს ვირტუალურად მოხდა.
სიკვდილი დირდრას სახელშივეა ნაწინასწარმეტყველები,
იგი ირლანდიურ მითოლოგიაში გმირი ქალია, რომელიც სი-
ცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
დირდრა ქვემოთ იხედება, გასაფრენად მზად არის, როდე-
საც ველოზე შემომჯდარი ორი ბიჭუნა შენობის კუთხიდან გა-
მოდის – მათ რამდენიმე საათის წინ ნანახ ბიჭებს ამსგავსებს.
დირდრა საკუთარ თავს უღრმავდება, სიცრუესა და უიმე-
დობას ივიწყებს, იმ ფსკერსაც კი ხვრეტს, სადაც სახურავიდან
გადმოხტომის შვების მომგვრელი ჭეშმარიტება ეგულება. ხე-
დავს, როგორ ტკბება ცხოვრებით ორი ბიჭუნა და გულში სი-
ცოცხლის მარცვლები უღვივდება.
ალბათ სიკვდილისთვის მხოლოდ განზრახვა არ კმარა, ეს
იმ მრავალი რიჟრაჟიდან იცის, როცა სრულიად უსასოოს ეღ-
ვიძებოდა, მაგრამ როცა კი სიკვდილის უწყების გამოწვევას
ცდილობს, სწორ არჩევანს აკეთებს და სიცოცხლეს აგრძე-
ლებს.

მატეო 13:52 სთ

ველოსიპედს ვინ ჩივის.


რუფუსს მხრებში ჩავაფრინდი, ის მკვეთრად უხვევს მარ-
ცხნივ, ვიღაც ორ მზიდავს რომ არ დაეჯახოს, ისინი ტახტის შე-
ნობაში შეტანის ნაცვლად დაყუდებულან და ცას აშტერებიან.
დაღმართზე გზას ვაგრძელებთ.
თავიდან ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ სიჩქარე რომ აკ-
რიფა და სახეზე გრილმა სიომ დამიბერა, მივხვდი, რომ მის
გამოცდილებას ვენდობოდი.

171
თითქოს გავთავისუფლდი.
არა მგონია ამაზე სწრაფად წავიდეთ, თუმცა შეიქმენი მო-
მენტში პარაშუტით ხტომაზე გაცილებით სასიამოვნო შეგ-
რძნებაა. ასეა, ველოზე ჯდომისას უფრო გბურძგლავს, ვიდრე
„თვითმფრინავიდან ხტომისას“.
ასეთი გაუბედავი, ანდა მგზავრი რომ არ ვიყო, რუფუსს და-
ვეყრდნობოდი. ხელებს ზემოთ ვწევ და თვალებს ვხუჭავ, მაგ-
რამ ძალიან სარისკოა, ამიტომ ისევ ღონივრად ჩავაფრინდე-
ბი მხრებში, რაც ორივეს წონასწორობის დაცვაში გვეხმარება.
მაგრამ როცა დანიშნულების ადგილზე მივალთ, მინდა სიმა-
მაცის მცირედი აქტი შევასრულო.

რუფუსი 14:12 სთ

ალთეას პარკს მივადექით თუ არა, შევანელე. მატეოს ხე-


ლები მხრებიდან ჩამიცურდა და ველოსიპედს მაშინვე შემსუ-
ბუქება შეეტყო. ვამუხრუჭებ. უკან ვიხედები, სახით ხომ არ და-
ეცა, ანდა თავი ხომ არ გაიტეხა, მიუხედავად იმისა, რომ ჩაფ-
ხუტი უკეთია, მაგრამ ჩემკენ მოძუნძულებს და იღიმის; საღ-სა-
ლამათია.
– გადახტი?
– ჰო! – მატეო ჩაფხუტს იძრობს.
– ჯერ, ველოზე არ დაჯდეო, ახლა კი შენც ჯდები და მერე
ხტები?
– გათვლილი მქონდა.
მინდა, რომ ამ უპირატესობით ვისარგებლო, მაგრამ ვიცი,
ეს გულში ჰქონდა, ყოველთვის უნდოდა რამე გიჟობა ჩაედინა,
მაგრამ ძალიან შეშინებული და კარჩაკეტილი იყო.
– თავს უკეთ გრძნობ? – მატეო მეკითხება.
– ცოტათი, – ვაღიარებ. ველოდან გადმოვდივარ, ცარიელ
სათამაშო მოედნამდე კოჭლობით მივდივარ, იქვე, მინდორზე
კოლეჯის ასაკის ბიჭები წრეში ბურთს თამაშობენ და როცა კი
რომელიმე ბურთს აიცილებს, გუბეებში დატყაპუნებენ. კა-
ლათბურთის შორტი სასაფლაოზე ჩამილპა და დამესვარა, მა-

172
ტეოს ჯინსიც ამ დღეშია, ასე რომ, სკვერის სველ სკამზე დაჯ-
დომა უსიამოვნო შეგრძნებას არ მოგვგვრის. – ცუდია, რომ იმ
ამბავს შევესწარით.
– ვიცი. სხვისი სიკვდილის ნახვა ყოველთვის არასასია-
მოვნოა, თუ გინდ არ იცნობდე.
– მგონი თვალები ამეხილა. მთელი ეს მზად ვარ რაც უნდა
მოხდეს მიდგომა სრული სისულელეა და ქვეშაფსიასავით მე-
შინია. შეიძლება ოცი წამის შემდეგ ბრმა ტყვიამ გვიმსხვერ-
პლოს და ეს აზრი მაგიჟებს. როგორც კი ჩემს ცხოვრებაში რა-
მე უბედურება ხდება, აქ აღმოვჩნდები ხოლმე, დაკვირვებული
ვარ.
– ჰო, მაგრამ აქაურობა სასიამოვნო მოგონებებსაც ხომ
უკავშირდება, – მეუბნება, – მაგალითად, პირველი მარათო-
ნის დასრულებას, – ღრმად სუნთქავს. – და პირველ კოცნას.
– ასეა. – კოცნა რომ თქვა, არ ესიამოვნა, თუ მომეჩვენა.
მგონი სწორად გამოვიცანი. კარგა ხანს ხმა არ ამომიღია, ხე-
ებზე მოხტუნავე ციყვებსა და მოფრთხიალე ჩიტუნებს ვაკვირ-
დებოდი. – გლადიატორი გითამაშია?
– ვიცი ეგ თამაში, – მპასუხობს.
– კარგია. გითამაშია?
– მინახავს, სხვები რომ თამაშობდნენ.
– გამოდის, არა.
– არა.
ვდგები, მატეოს მაჯით ვიჭერ და „მაიმუნის გისოსებთან“
მიმყავს.
– გლადიატორის მატჩში გიწვევ.
– უარის თქმა შემიძლია?
– არავითარ შემთხვევაში.
– ახლახან აფეთქებას გადავურჩით.
– რა იყო, გეშინია მეტად არ გეტკინოს?
ჯუნგლების საკონწიალოს გლადიატორი კოლოსეუმის
სისხლიან ორთაბრძოლას ვერ შეედრება, თუმცა მისით და-
ზიანებული სკოლის ბავშვები აქამდეც მინახავს… და ბრალი
მე მიმიძღოდა. ორი მოთამაშე – გლადიატორები – მაიმუნის
გისოსებზე ეკიდებიან და ერთმანეთის ჩამოგდებას ცდილო-

173
ბენ. ყველაზე ბარბაროსული ბავშვური თამაში და მაგარი სე-
ირია. ორივე საკმაოდ მაღლები ვართ, შეგვიძლია ფეხის წვე-
რებზე აწეულები მივწვდეთ გისოსებს, მაგრამ მე ვხტები და
აზიდვებს ვაკეთებ. მატეოც ხტება და ეკიდება, მაგრამ თავის
შესამაგრებლად ძალა არ ჰყოფნის, ამიტომ ათ წამში მიწაზე
დგება. ისევ ხტება და ამჯერად თავის შემაგრებას ახერხებს.
სამამდე ვითვლი, ჩვენ შორის უმნიშვნელო დაცილებაა და ერ-
თმანეთისკენ მივექანებით. ვეჯახები და გვერდით იხრება, ლა-
მის ჩამოვარდეს. ფეხებს ზემოთ ვწევ და წელზე მარყუჟივით
ვუჭერ. ცდილობს ჩემს მარწუხებს დაუძვრეს, ამასობაში ვან-
ჯღრევ, მაგრამ არ ვარდება. ხელები ცოტა არ იყოს ამტკივდა
და როცა ხელი ეშვება, ეცინება და ორივე ძირს ვეცემით, მაგ-
რამ ტკივილი არ მკლავს. გვერდიგვერდ ვწევართ, ვიცინით და
დაბუჟებულ იდაყვებსა და მტკივან ფეხებს ვისრესთ. ზურგი
დაგვისველდა და ადგომისას ვსრიალებთ. ორი იდიოტი. ბო-
ლოს და ბოლოს, მატეო ძალას იკრებს და წამოდგომაში მეხ-
მარება.
– მოვიგე?
– მგონი ფრეა, – ამბობს.
– თავიდან?
– არა, საკმარისია. მგონი ჩამოვარდნისას ცხოვრებამ
თვალწინ ჩამიარა.
მეღიმება.
– მოდი, გულახდილი ვიქნები, მატეო. – მის სახელს ხში-
რად გავიძახი, არა იმიტომ, რომ ველაპარაკები, უბრალოდ,
მართლა მაგარი სახელია – მატეო. – გასული რამდენიმე თვე
სასტიკი იყო. გამაფრთხილებელი ზარიც რომ არა, ცხოვრება-
ში დასასრულის განცდა ხშირად გამჩენია. ყოფილა დღეები,
სიკვდილის უწყების მცდარობის დამტკიცება და ველოსიპე-
დით მდინარეში გადახტომა დამიპირებია. ახლა შიშების მოზ-
ღვავებას გულის წყვეტაც ემატება, თუ რამდენ რამეს ვერ მო-
ვესწრები. დრო… სხვა რაღაცები, თითქოს…
– იმედია დღეს თავის მოკვლას არ აპირებ, – მატეო მეკით-
ხება.

174
– არა, გპირდები. არ მინდა ყველაფერს ხაზი გადავუსვა.
გთხოვ, პირობა მომეცი, რომ ჩემზე ადრე არ წახვალ. ამას ვერ
შევესწრები.
– შენც თუ იმავე პირობას მომცემ, თანახმა ვარ.
– ამ პირობას ორივე ვერ დავდებთ.
– მაშინ ვერ შეგპირდები, – მეუბნება მატეო. – არ მინდა
მნახო, როგორ ვკვდები, მაგრამ შენი სიკვდილის ყურება არც
მე შემიძლია.
– ავირიეთ. მეგობარ მგზავრს ბოლო სურვილის შესრულე-
ბაზე უარს ეუბნები?
– ვერ დაგპირდები, რომ თავს შენი სიკვდილის ყურებას
ვაიძულებ. შენ ჩემი უკანასკნელი მეგობარი ხარ და ეს ბოლოს
მომიღებს.
– შენ სიკვდილს არ იმსახურებ, მატეო.
– არა მგონია, ვინმე იმსახურებდეს.
– სერიული მკვლელების გარდა.
აღარაფერს მპასუხობს, რადგან ალბათ ჰგონია, რომ მისი
პასუხი არ მესიამოვნა. ასეც რომ იყოს, ჩემს შეხედულებას კი-
დევ უფრო აძლიერებს: მატეო სიკვდილს არ იმსახურებს.
ბურთი ჩვენკენ ვარდება და მატეო დასაჭერად გარბის. ის
ტიპიც ბურთს გამოუდგა, მაგრამ მატეო დაასწრებს, ბურთს
იჭერს და უკან უგდებს.
– მადლობა, – იძახის უცნობი.
ბიჭი გაფითრებულია, ალბათ სახლიდან იშვიათად გამო-
დის. რა საზიზღარი უჟმური დღეა გარეთ სათამაშოდ. სავარა-
უდოდ, ცხრამეტი-ოცი წლისაა, თუმცა შეიძლება ჩვენი ასაკი-
საც იყოს.
– არაფერს, – ეუბნება მატეო.
უკან მიბრუნებას აპირებს, როცა ჩემს ველოს ამჩნევს.
– მაგარია! ტრეკია?
– კი. უგზოობაში რბოლისთვის ვიყიდე. შენც გყავს?
– ჩემი გაფუჭდა – მუხრუჭის ტროსი გაუწყდა და დასაჯდო-
მის ჩამკეტი მოეშალა. საათში რვადოლარიანი სამსახური თუ
ვიშოვე, ახალს ვიყიდი, – მეუბნება.

175
– ჩემი გქონდეს, – ვეუბნები. მე ამას შევძლებ. ველოსთან
მივდივარ, რომელმაც გაუსაძლის გზებზე, ჩემს გემოზე მატა-
რა, და ბიჭისკენ მივაგორებ. – დღეს შენი დღეა, გულწრფე-
ლად გეუბნები. ჩემს მეგობარს დიდად არ მოსწონს ველოთი
სიარული, ჰოდა, მიჩუქებია.
– სერიოზულად?
– დარწმუნებული ხარ? – მატეო მეკითხება.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
– შენია, – ვეუბნები ბიჭს. – მოახტი. მალე აქედან ისედაც
გადავდივარ და თან ვერ წავიღებ.
ტიპმა ბურთი მეგობრებს გადაუგდო, უყვიროდნენ, რაღას
შვრები, მალე მოდი, თამაში გვინდაო. ის კი ველოზე დაჯდა და
მორგება სცადა.
– მოიცა. არ მოგიპარავს და შენია?
– კი.
– და გაფუჭებულიც არაა? ამიტომ ხომ არ იშორებ თავი-
დან?
– გამართულია. მისმინე, ბოლო-ბოლო, გინდა თუ არა?
– კი, მინდა, მინდა. შეიძლება სანაცვლოდ რამე მოგცე?
ვუარობ.
– არა, ყველაფერი რიგზეა.
მატეო ჩაფხუტს აძლევს, მაგრამ სანამ მეგობრებთან არ
მივა, არ იკეთებს. მობილურს ვიღებ და ფოტოებს ვუღებ, ჩემს
ველოს როგორ მიატარებს. ზურგით ჩემკენაა, მოთამაშე მე-
გობრების ფონზე პედლებზე დგება. ბავშვების პორტრეტია –
ჩემზე დიდები ჩანან, მაგრამ მაინც ბავშვები არიან, სიტყვებზე
ნუ გამომეკიდებით – ძალიან პატარები არიან საიმისოდ, რომ
სიკვდილის უწყების ზარზე იდარდონ. იციან, რომ მათ სიცოც-
ხლესაც ნაცნობი დასასრული ელის.
– მოსაწონი საქციელია, – ამბობს მატეო.
– ბოლო განავარდება იყო. შევეგუები. – კიდევ ვიღებ ფო-
ტოებს: ხელბურთის თამაში, მაიმუნის გისოსები, რომელზეც
გლადიატორი ვითამაშეთ, გრძელი ყვითელი სასრიალო, სა-
ქანელები. – წავიდეთ.

176
კინაღამ ველოს წამოსაყვანად მივტრიალდი, მაგრამ გა-
მახსენდა, რომ ახლახან გავაჩუქე. თავს ისე მსუბუქად
ვგრძნობ, თითქოს ჩრდილი ჩამომეხსნა, დღის ცვლას მორჩა,
წავიდა და მშვიდობის ნიშნად ორი თითი ამიწია. მატეო საქა-
ნელებთან მიმყვება.
– აქ მამაჩემთან ერთად მოვდიოდი და ღრუბლებს ავყუ-
რებდიო, არა? მოდი, ვიქანაოთ.
მატეო საქანელაზე ჯდება, ძვირფას სიცოცხლეს ებღაუჭება
– ვიცი, – რამდენიმე ნაბიჯს უკან დგამს და პირდაპირ გაქან-
დება. ფეხები ისე აქვს გაშვერილი, გეგონება კედლის განგრე-
ვა უნდა. სანამ შევუერთდებოდე, ჯაჭვს ვეჭიდები და მობილუ-
რით რამდენიმე ფოტოს ვიღებ. მე და ჩემი მობილური კვლავ
რისკის ქვეშ ვართ – ვიცი-მეთქი, – მაგრამ ყოველი ოთხი და-
ბურული ფოტოს შემდეგ კარგი გამომდის. მატეო მუქ, საავ-
დრო ღრუბელს მაჩვენებს და მეც პირდაპირ გაოცებული ვარ,
რომ ამ წუთებს იმ ადამიანთან ვატარებ, რომელიც სიკვდილს
არ იმსახურებს.
მალე ამინდი ისევ აირევა, მაგრამ ჯერ ვქანაობთ. ნეტავ თუ
ფიქრობს, რომ შეიძლება კონსტრუქცია ჩამოიშალოს და
ორივე საიქიოს გაგვისტუმროს, ანდა ისე მაღლა ვქანაობთ,
რომ გავფრინდეთ და ძირს უსულოდ დავენარცხოთ. მაგრამ მე
საფრთხეს არ ვგრძნობ.
ვანელებთ და ვეძახი:
– პლუტონებმა აქ უნდა მომაბნიონ.
– შენი ცვლილებების ადგილი! – მატეო უკან გაქანებისას
გაჰყვირის. – დღეს რამე დიდი ცვლილებებია მოსალოდნე-
ლი? იმის გარდა, რაც ორივემ ვიცით.
– კი.
– რა?
საქანელას ორივე ერთდროულად ვაჩერებთ და შევღიმი.
– ჩემს ველოზე უარი ვთქვი. – ვიცი, რაზეც მეკითხება, მაგ-
რამ სატყუარაზე არ წამოვეგები. თავად უნდა გადმოდგას ნა-
ბიჯი, დროს ვერ მოვპარავ, რადგან ეს დიდი ამბავია. ისევ ვზი-
ვარ, ხოლო თავად დგება. – უცნაური შეგრძნებაა, რომ ამ პარ-

177
კში უკანასკნელად ვარ – ცოცხალ არსებასთან ერთად, რო-
მელსაც გული უცემს.
მატეო აქეთ-იქით იყურება; აქ ისიც უკანასკნელადაა.
– იმ მგზავრებზე თუ გსმენია, ხეებად რომ იქცნენ? ვიცი,
ზღაპარს ჰგავს. ცოცხალი ქოთანი მგზავრებს მათი ფერფლის
ბიოდეგრადირებად ქოთანში ჩაყრას სთავაზობს: ქოთანში
მცენარის მარცვლებს მოათავსებენ და ისინი ფერფლისგან
მიღებული საკვები ნივთიერებებით გაიზრდება. ჭორი მეგონა,
მაგრამ ვცდებოდი. მეცნიერება.
– ისე, კარგი აზრია მიწაზე ჩემი ფერფლის მობნევის ნაც-
ვლად, სადაც ძაღლებიც მოისაქმებენ, ხეში განვსხეულდე.
– ჰო. შეყვარებულები ქერქზე გულებს ამოგაჭრიან, შენ კი
ჟანგბადს გამოაფრქვევ. ხალხს ჰაერი უყვარს, – ამბობს მა-
ტეო.
ცრის, ამიტომ საქანელადან ჩამოვდივარ და ჯაჭვების ჟღა-
რუნი ისმის.
– წამო სადმე შევეფაროთ, ფხუკიანო.
ხეში სიცოცხლის გაგრძელება საკმაოდ კარგი აზრია, ვი-
თომ ისევ ალთეას პარკში ამოვალ, მაგრამ ამას ხმამაღლა
ვერ იტყვი, ხალხს რომ ჩამოუარო და სათითაოდ უთხრა, ხე
მინდა ვიყოო, იფიქრებენ, ამას გაურეკიაო.

დემიენ რივასი 14:22 სთ

სიკვდილის უწყებას დემიენ რივასთან არ დაურეკავს, ის


დღეს არ მოკვდება, რასაც თავად უსამართლობად თვლის,
რადგან ბოლო ხანებში ცხოვრებით უკმაყოფილოა. დემიენი
ადრენალინის მოყვარული იყო. ყოველ ზაფხულს ახალ-ახალ,
საშიშ ატრაქციონზე ჯდებოდა. მაღაზიებიდან ტკბილეულს, მა-
მამისის საფულიდან კი მაყუთს იპარავდა. მასზე ძლიერებს ეჩ-
ხუბებოდა. ბანდას კრავდა.
საკუთარ თავთან დართსის თამაში არც ისე ექსტრემალუ-
რია.
არც პეკთან მობილურით საუბარი ეხალისება.

178
– ძაღლებთან დარეკვა ბოზური საქციელია, – ხმამაღალზე
ეუბნება დემიენი. – მით უმეტეს, მე თუ დავრეკე, ამით ხაზს გა-
დავუსვამ ყველაფერს, რისთვისაც აქამდე ვიბრძოდი.
– ვიცი. ძაღლები მხოლოდ მაშინ მოგწონს, როცა დახმა-
რების სათხოვნელად მოდიან, – ეუბნება პეკი.
დემიენი თავს აქნევს, თითქოს პეკი წინ ედგეს.
– თავადვე უნდა მიგვეხედა ამისთვის.
– მართალი ხარ, – პასუხობს პეკი. – ძაღლები რუფუსს არც
გაჰკიდებიან. ალბათ რადგან მგზავრია, შეეშვნენ.
– შენთვის სამართალმა უნდა იზეიმოს, – ამბობს დემიენი.
სიხარულის ჟრუანტელი უვლის. მთელი ზაფხული თავს იკა-
ვებდა, ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ, უფრო და უფრო უახლოვდება მის-
თვის ყველაზე საყვარელ ადგილს.
რუფუსის სახე დართსის დაფის მაგივრად წარმოუდგენია.
ესვრის და შუბლში ასვამს – პირდაპირ თვალებს შორის.

მატეო 14:34 სთ

ისევ გაწვიმდა, ამჯერად ძლიერად დასცხო. ისეთი შეგ-


რძნება მაქვს, თითქოს ის ჩიტი ვარ, ბავშვობაში წვიმის დროს
რომ ვუშველე, მაშინ, როცა ბუდე ნაადრევად დატოვა.
– უნდა შევიდეთ, – ვამბობ.
– გაცივების გეშინია?
– მეშინია ელვამ არ დამკრას. – შინაური ცხოველების მა-
ღაზიის ტენტის ქვეშ შევიყუჟეთ, ფანჯარაში ლეკვებს ვხედავთ
და მომდევნო ნაბიჯზე ფიქრი გვავიწყდება. – შენთვის, რო-
გორც მოგზაურისთვის საინტერესო იდეა დამებადა. მატარე-
ბელს ხომ არ შევახტეთ და წინ და უკან ვიაროთ, საკუთარ ქა-
ლაქშიც კი იმდენი რამ მაქვს სანახავი. შეიძლება რამე საინ-
ტერესოს გადავეყაროთ. დაივიწყე, სულელური აზრია.
– სულელური რატომაა. მივხვდი რისი თქმაც გინდა! – რუ-
ფუსს უახლოეს რკინიგზის სადგურამდე მივყვები. – ჩვენი ქა-
ლაქიც უზარმაზარია. აქ შეიძლება ნებისმიერმა იცხოვროს
ისე, რომ ყველა კვარტალი და უბანი შემოვლილი არც ჰქონ-

179
დეს. ერთხანს ქალაქის ველორბოლით შემოვლაზე ვოცნე-
ბობდი, საბურავებზე მანათობელი საღებავით, ყველა ლამ-
პიონის ანთება მინდოდა.
მეღიმება.
– აისრულე? – მის ოცნებებში ახლა საათის წინააღმდეგ
რბოლაა გამართული.
– არა, მგონი სექსზე ოცნებები ჩაენაცვლა და გადამიარა.
– ამბობს რუფუსი. ვაჟიშვილი არ უნდა იყოს, მაგრამ არ ვე-
კითხები, რა ჩემი საქმეა.
ქალაქის ქვემო ნაწილში მივაბიჯებთ. არავინ იცის, რამდე-
ნად შორს წავალთ. შეიძლება მატარებელს ბოლო სადგურამ-
დე გავყვეთ, ავტობუსში გადავსხდეთ და ბოლო გაჩერებამდეც
ჩავაღწიოთ. ეგებ სხვა შტატშიც ამოვყოთ თავი, მაგალითად
ნიუ-ჯერსიში.
მატარებლის კარი იღება თუ არა, ბაქნიდან ვაგონში ავდი-
ვართ და კუთხის ცარიელ სავარძელზე ვსხდებით.
– მოდი, ვითამაშოთ, – რუფუსი მეუბნება.
– ოღონდ გლადიატორი არა.
რუფუსი თავს არხევს.
– არა. მოგზაურობანა ჰქვია, ადრე ოლივიას ვეთამაშებო-
დი. რომელიმე ვაგონში მყოფი აირჩიე და მასზე რამე ამბავი
მოიფიქრე, მაგალითად, სად მიდიან ან ვინ არიან. – იძვრის,
იდაყვს გამკრავს და შეუმჩნევლად მანიშნებს ლურჯბახილე-
ბიან ქალზე საყიდლების ჩანთით ხელში. – შინ მიდის, წაუძი-
ნებს და მერე რამე გამაყრუებელი პოპმუსიკის ფონზე ცხრად-
ღიანი გადაბმული მუშაობის შემდეგ გასართობად წავა. მაგ-
რამ ჯერ არ იცის, რომ საყვარელი ბარი შიდა სამუშაოების გა-
მო დაკეტილია.
– შემეცოდა, – ვამბობ. რუფუსი მიყურებს და მაჯის ტრი-
ალით მიმანიშნებს, შენი ჯერიაო. – ჰმმ, შინ წავა, საყვარელ
ფილმს ჩართავს რომელიღაც საკაბელო არხზე და რეკლამე-
ბის დროს მეგობრებს მისწერს. – იკრიჭება. – რა იყო?
– თავგადასავლებით სავსე საღამო გამოუვა, – იძახის.
– შენ არ დააძინე?!

180
– იმიტომ, რომ მთელი ღამე გასართობად საკმარისი
ენერგია ჰქონდეს!
– მეგონა მეგობრების მოკითხვა მოუნდებოდა. ალბათ
შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებს ვერ პასუხობს, რად-
გან ადამიანების გადარჩენითა და მშობიარე ქალებთან ყოფ-
ნით არის დაკავებული. მას ეს სჭირდება, დამიჯერე. – გოგო-
ნაზე ვანიშნებ მუშტისხელა ყურსასმენებითა და პლატინისფე-
რი თმით. ტაბლეტზე ლურჯი სტილუსით რაღაც ფერადს ხა-
ტავს. – წინა კვირას, დაბადების დღეზე ტაბლეტი აჩუქეს, თა-
მაშებისთვის და მეგობრებთან ვიდეოჩათისთვის უნდოდა,
მაგრამ დიზაინის აპლიკაცია აღმოაჩინა და მოწყენილობისას
ერთობოდა. ახლა კი გატაცებად ექცა.
– მომწონს, კარგია, – მეუბნება რუფუსი. მატარებელი ჩერ-
დება და გოგონა ნაჭრის ჩანთას საჩქაროდ იღებს. ძლივს ას-
წრებს ვაგონიდან გასვლას და კარიც იხურება, ფილმებში რო-
გორც ხდება. – სახლში მიდის და მეგობრებთან ვიდეოჩათზე
აგვიანებს, რადგან იდეის სისრულეში მოყვანას დიდი დრო შე-
ალია.
მოგზაურობანას თამაშს ვაგრძელებთ. ამჯერად რუფუსი
ჩემოდნიან ქალს ირჩევს, მისი აზრით, ის სადღაც გარბის, მაგ-
რამ ჩასწორებას ვაკეთებ. დასთან ჩხუბის შემდეგ შინ ბრუნდე-
ბა და როცა უკვე ორივე შერიგებაზე ფიქრობს, იმას ვიძახი,
რომ თუ ბრმა არ ხარ, შეამჩნევ. კიდევ ერთი მგზავრი, გალუმ-
პულია, ეტყობა მანქანა გაუფუჭდა და დატოვებამ მოუწია –
არა, მოიცა, მერსედესი ჰყავს, რუფუსს შენიშვნა შეაქვს, მატა-
რებლით მგზავრობა მდიდარი კაცისთვის სასიამოვნო გამოც-
დილება იქნებოდა. გაჩერებაზე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის
სტუდენტები დაკეცილი ქოლგებით, სავარაუდოდ, ლექციიდან
მოდიან, მათ მთელი ცხოვრება წინ აქვთ, ჩვენ კი ვცდილობთ
ვიწინასწარმეტყველოთ, მომავალში ვინ გამოვლენ: საოჯახო
სასამართლოს მოსამართლე ხელოვანთა ოჯახში; კომედიან-
ტი ლოს-ანჯელესში, სადაც საგზაო მოძრაობებზე დაწერილი
ხუმრობებით გაითქვამს სახელს; ნიჭიერი აგენტი, რომელსაც
რამდენიმე წელი რთული პერიოდი ექნება, მაგრამ შემდეგ გა-
იბრწყინებს; საბავშვო სატელევიზიო შოუს „მონსტრები მის-

181
დევენ სპორტს“ სცენარისტი; პარაშუტით ხტომის ინსტრუქტო-
რი, რაც სახალისოა, რადგან ულვაში ისე აქვს დაცქვეტილი,
გეგონება ხტომისას ქარმა აუპრიხა.
სხვებს რომ მოგზაურობანა ეთამაშათ, ჩემსა და რუფუსზე
ნეტავ რას იტყოდნენ?
რუფუსი ხელს მხარზე მითათუნებს და ღია გასასვლელ
კარზე მანიშნებს.
– ეს ის გაჩერება არ არის, სადაც შემთხვევით სპორტდარ-
ბაზის წევრები გავხდით?
– ჰა?
– კი, ის არის! დაკუნთული სხეული ინატრე მას შემდეგ,
რაც მათეთრებლების კონცერტზე ვიღაც ახვარი დაგეჯახა. –
ამბობს რუფუსი და კარი იკეტება.
მათეთრებლების კონცერტზე არასდროს ვყოფილვარ,
მაგრამ ახლა უკვე თამაშის არსს ვხვდები.
– აგერია, რუფუს. ეგ ტიპი გართობის კონცერტზე დამეჯა-
ხა. ჰეი, ეს ის გაჩერებაა, ტატუ რომ გავიკეთეთ.
– ჰო. ტატუს მხატვარი, ბარკლი…
– ბეიკერი, – ვეხმარები. – გახსოვს? ტატუს მხატვარი ბე-
იკერი, სამედიცინო სკოლიდან რომ გამოვიდა?
– უი, ხო. იმ დღეს კარგ გუნებაზე იყო და ერთის ფასად ორი
დაგვიხატა. მკლავზე ველოსიპედის თვალი დავიხატე –
მკლავზე ხელს იტყაპუნებს – და შენ რა დაიხატე?
– მამალი ზღვის ცხენი.
რუფუსი შეცბუნებული მიყურებს, თითქოს წუთშესვენებას
იღებს, რომ გაარკვიოს, ისევ ვთამაშობთ თუ აღარ.
– ჰმ… ერთი შემახსენე, ეგ რატომ დაიხატე.
– მამაჩემი ზღვის ცხენს მაგონებს. მთელი ცხოვრება მარ-
ტო მზრდიდა, არ გახსოვს? არც კი მჯერა, რომ ჩემს მხარზე და-
ხატული ტატუს მნიშვნელობა დაგავიწყდა. უფრო სწორად, მა-
ჯაზე. ჰო, მაჯაზე მახატია. ასე უფრო მოდურია.
– ტატუს ადგილმდებარეობა როგორ დაგავიწყდა?
შემდეგ გაჩერებაზე რუფუსი მომავალში მიდის:
– რომ იცოდე, სამსახურში წასვლისას აქ ჩამოვდივარ. ეს,
როცა ოფისში ვარ მისასვლელი და არა მსოფლიოს რომელი-

182
მე კუთხეში საქმიანი მოგზაურობისას. ისე, რომ ვუკვირდები,
შენს დაპროექტებულ შენობაში მუშაობა მაგრად ასწორებს.
– აბა, რა.
ხელზე იმ ადგილს დავყურებ, სადაც წესით, ზღვის ცხენის
ტატუ უნდა მქონდეს.
მომავალში რუფუსი მოგზაური ბლოგერია, მე კი არქიტექ-
ტორი. ტატუ ერთად გავიკეთეთ. რა დაიმახსოვრებს, იმდენ
კონცერტს დავესწარით. ნეტავ ამ დროს ასეთი შემოქმედები-
თი არ ვყოფილიყავით, რადგან მეგობრობის ყალბი მოგონე-
ბები საუცხოო განცდებით მავსებს – იმ ცხოვრებას აცოც-
ხლებს, რომლითაც არ გიცხოვრია.
– ჩვენი კვალი უნდა დავტოვოთ, – ვამბობ და სავარძლი-
დან ვდგები.
– გარეთ გავიდეთ და სახანძრო სვეტზე დავაფსათ?
ბრმაპაემნის წიგნს სავარძელზე ვდებ.
– არ ვიცი ვის ჩაუვარდება ხელში, მაგრამ განა ჟრუანტე-
ლის მომგვრელი არ არის იმის ცოდნა, რომ ვიღაც აიღებს?
– ნაღდია. ეს გარდამტეხი სავარძელია, – ამბობს რუფუსი
და დგება.
მატარებელი ჩერდება და კარი იღება. ცხოვრება მომა-
ვალზე ფიქრებსა და ოცნებებზე მეტი უნდა იყოს. მომავალს
ასე ხელაღებით ვერ შევთხზავ; გამბედაობა უნდა მოვიკრიბო
და შევქმნა.
– არის რაღაც, რისი გაკეთებაც ძალიან მინდა, – ვამბობ.
– ჩასვლის დროა, – ღიმილით მეუბნება რუფუსი.
კარის დახურვამდე ჩავდივართ, ლამის ორ გოგონას შე-
ვასკდეთ და მეტროს გასასვლელისკენ მივდივართ.

ზოი ლენდონი 14:57 სთ

სიკვდილის უწყებამ ზოი ლენდონს 00:34 წუთზე დაურეკა


და უთხრა, რომ დღეს მოკვდებოდა. ზოი მარტოხელა იყო,
ნიუ-იორკში სულ რაღაც რვა დღის წინ ნიუ-იორკის უნივერსი-
ტეტში სწავლის დასაწყებად გადმოვიდა. ახალ მეგობრებს

183
რომ თავი გავანებოთ, ჯერ წესიერად ყუთებიც არ ამოულაგე-
ბია, მაგრამ ბედად, უკანასკნელი მეგობრის აპლიკაციის გად-
მოწერას მხოლოდ ერთი თითის დაჭერა სჭირდება. პირვე-
ლად იმ ბიჭს, მატეოს მისწერა, მაგრამ მას შეტყობინება არც
უნახავს. შეიძლება მოკვდა, შეტყობინება წაშალა, ანდა უკა-
ნასკნელი მეგობარი იპოვა.
ბოლოს, ზოიმაც იპოვა მეგობარი.
ზოიმ და გაბრიელამ მატარებელში ასვლა, ორი ბიჭის
გვერდის ავლით, კარის დახურვისას მოასწრეს. საჩქაროდ გა-
ეშურნენ კუთხის სავარძლისკენ და შედგნენ, როცა მასზე ქა-
ღალდში გახვეული, ოთხკუთხა ნივთი შენიშნეს. როცა კი ზოი
მეტროში ჩადის, ყველგან პოსტერებს ხედავს, რომლებზეც
გაფრთხილებაა, რომ თუ რამეს დაინახავს, ამის შესახებ უნდა
თქვას – ახლა მართლა რამეს ხედავს.
– ცუდია, – ამბობს ზოი, – შემდეგ გაჩერებაზე ჩასვლა მო-
გიწევს.
გაბრიელას არაფრის ეშინია, რადგან გაფრთხილება არ
მიუღია და ნივთს იღებს.
ზოი იშმუშნება.
– წიგნია, – ეუბნება გაბრიელა. – ოუ! ეს გამოცანა წიგნია!
– ჯდება და გაქცეული დამნაშავის ილუსტრაციას დაჰყურებს.
– ნახატი მომწონს.
ზოი გვერდით უჯდება. ფიქრობს, რომ ნახატს არა უშავს და
გაბრიელას აზრს პატივს სცემს.
– ჩემი საიდუმლოს ჯერია, – ამბობს გაბრიელა. – გეტყვი,
თუ გინდა.
დღეს ზოიმ გაბრიელას ყველა საიდუმლო გაანდო, რო-
მელზეც ბავშვობის საუკეთესო მეგობარს, ფინქის დააფიცა,
რომ კაციშვილთან არ დასცდებოდა. ყველა გულდასაწყვეტი
საიდუმლო, რომელზე ლაპარაკიც ასე უძნელდებოდა. ერთად
ისე იცინოდნენ და ტიროდნენ, თითქოს მთელი ცხოვრება და-
ქალობდნენ. – შენი საიდუმლო სამარეში ჩამყვება, – ამბობს
ზოი. ამჯერად არც მას ეცინება და არც გაბრიელას, მაგრამ
ხელზე ეხება და მაგრად უჭერს, უნდა აგრძნობინოს, რომ კარ-
გად იქნება. დაპირება უსაფუძვლოა, მხოლოდ გულის კარ-

184
ნახს ეყრდნობა. შეიძლება მომდევნო ცხოვრებას გულის-
ხმობს.
– დიდი ვერაფერი საიდუმლოა, მაგრამ მე ბეტმენი ვარ…
ოღონდ მანჰეტენის გრაფიტების სამყაროში, – ამბობს გაბრი-
ელა.
– ვაჰ, ძალიან გამახარე, ბეტმენო… ოღონდ მანჰეტენის
გრაფიტის სამყაროში, – ეუბნება ზოი.
– კონკრეტულად კი უკანასკნელი მეგობრის თემატიკაზე
ვმუშაობ. ზოგან მარკერით ვხატავ, მაგალითად, მენიუზე, ანდა
მატარებლის ვაგონის განცხადებებზე, თუმცა ჩემი ნამდვილი
გატაცება გრაფიტია. ჩემი უკანასკნელი მეგობრების სახეებს
ვხატავ, სადაც კი მოვახერხებ. წინა კვირას კედლები „მაკდო-
ნალდსის“, „ორი ჰოსპიტლისა“ და „წვნიანის კაფის“ აპლიკა-
ციების საყვარელი სილუეტებით დავფარე. იმედი მაქვს მათ
ყველა იყენებს. – გაბრიელა წიგნზე თითებს ათამაშებს. ზოიმ
თავიდან იფიქრა, თითები საშინლად დაქლიბული აქვსო,
თუმცა ახლა სიმართლე იცის. – მოკლედ, ხატვაზე ვაფრენ და
თუ გინდა შენს სახელს ფოსტის ყუთს მივაწერ.
– სადმე ბროდვეიზე ხომ არ ჯობია? ვიცი ჩემი სახელი ნე-
ონურ ნათებებში ვეღარ მოხვდება, მაგრამ მაინც იქ იქნება, –
ამბობს ზოი. მერე თხოვნას უფიქრდება და გული ერთდროუ-
ლად ევსება და უცარიელდება.
მგზავრები გაზეთებიდან და სმარტფონებიდან თავს იღე-
ბენ და ზოის აშტერდებიან. ზოგი უემოციოდ, ზოგიც სიბრალუ-
ლით. ფერადკანიანი ქალბატონი, თავისი საოცარი აფროთი
ნაღვლიანად ეუბნება:
– ვწუხვარ შენი დაკარგვის გამო.
– გმადლობთ, – პასუხობს ზოი.
ქალი კვლავ სმარტფონში რგავს თავს.
ზოი გაბრიელასკენ მიჩოჩდება.
– ისეთი შეგრძნება მაქვს, ეს უხერხულობა მე შევქმენი, –
მშვიდი ხმით ამბობს.
– სანამ შეგიძლია, თქვი რამე.
– მოდი, ვნახოთ, რა წიგნია, – ამბობს ზოი. ცნობისმოყვა-
რეობა აღეძრა. – გახსენი.

185
გაბრიელა ზოის წიგნს აძლევს.
– შენ გახსენი, შენი…
– ჩემი ცხოვრების ბოლო დღეა და არა დაბადების დღე. –
ზოი იძახის. – საჩუქარი არ მჭირდება და არც მის წაკითხვას
ვაპირებ მომდევნო… – ზოი საათს ამოწმებს და ელდა ეცემა –
ცხრა საათიღა დარჩა – თანაც ძალიან ზანტი მკითხველია. –
სხვისი დანატოვარი საჩუქარი შენთვის მიჩუქებია. მადლობა
უკანასკნელი მეგობრობისთვის.
მოპირდაპირედ მდგარი ქალი ზემოთ იხედება და თვალე-
ბი უფართოვდება.
– უკაცრავად, რომ შემოგეჭერით, მაგრამ ძალიან მიხარია
იმის გაგონება, რომ უკანასკნელი მეგობრები ხართ. მიხარია,
რომ ბოლო დღეს ვიღაც იპოვეთ. – გაბრიელასკენ იშვერს
ხელს. – და რომ მისთვის ამ დღის გალამაზებას ცდილობთ. ეს
მშვენიერია.
გაბრიელა ზოის ეხვევა და იხუტებს. ქალს ორივე მადლო-
ბას უხდის.
ზოი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს ყველაზე თავაზიან ნიუ-
იორკელებს შეხვდა.
– მოდი, ერთად გავხსნათ, – ამბობს გაბრიელა და წიგნზე
გადააქვს ყურადღება.
– მოსულა, – პასუხობს ზოი.
ზოი იმედოვნებს, რომ გაბრიელა მგზავრებთან დამეგობ-
რებას შეძლებისდაგვარად განაგრძობს.
ცხოვრება კარჩაკეტილობას არ ნიშნავს და არც ცხოვრე-
ბის ბოლო დღეებია გამონაკლისი.

მატეო 15:18 სთ

ლიდიასთან შეხვედრა დიდ რისკებთანაა დაკავშირებუ-


ლი, თუმცა ამისთვის მზად ვარ.
ავტობუსი ჩვენკენ უხვევს და სხვებს ვუთმობთ, ჩასხდომას
არ ვჩქარობთ. მძღოლს ვეკითხები, დღეს უწყებიდან ზარი ხომ
არ მიუღია და ისიც, უარის ნიშნად, თავს აქნევს. ეს მგზავრობა

186
უსაფრთხო უნდა გამოდგეს. მაინც არსებობს ალბათობა ავ-
ტობუსში დავიხოცოთ, თუმცა იმის ალბათობა, რომ გადავსე-
ბულ ავტობუსში მხოლოდ ჩვენ დავიხოცოთ და დანარჩენებმა
დაზიანებები მიიღონ, ძალიან მცირეა.
რუფუსმა მობილური მათხოვა, რომ ლიდიას დავურეკო.
ჩემი მობილური მალე გაითიშება, ოცდაათ პროცენტს ჩამოს-
ცდა და თუკი მამაჩემმა გამოიღვიძა, არ მინდა საავადმყოფო-
დან შემომავალი ზარი გამოვტოვო. უკანა სავარძელზე გადავ-
დივარ და ლიდიას ნომერს ვკრეფ.
წამშივე მპასუხობს, მაგრამ მის პასუხამდე მაინც სიჩუმეა,
კრისტიანის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე კვირა ასე იქცე-
ოდა.
– გისმენ?
– გამარჯობა, – ვესალმები.
– მატეო!
– მაპატიე, მე…
– შენ მე ნომერი დამიბლოკე! თანაც ამის გაკეთება თავად
გასწავლე!
– მე უნდა…
– როგორ არ მითხარი?
– მე…
– მატეო, ამის დედაც, მე შენი საუკეთესო მეგობარი ვარ –
პენი, დედიკოს ნუ უსმენ – და არ მეუბნები, რომ კვდები?
– არ მინდოდა…
– ენა ჩაიგდე. კარგად ხარ? თავს როგორ გრძნობ?
ყოველთვის მჯეროდა, რომ ლიდია ჰაერში აგდებული მო-
ნეტაა. საფასური თუ მოდის, ესე იგი ხასიათზე არაა და შეუძ-
ლია ზურგი შეგაქციოს, ხოლო გერბი თუა, შეუძლია სულამდე
გაგაშიშვლოს. მგონი ამჯერად გერბია, თუმცა ზუსტად ვერ იტ-
ყვი.
– არა მიჭირს, ლიდია. მეგობართან ვარ, ახალ მეგობარ-
თან. – ვუხსნი.
– ვინ არის? როგორ გაიცანი?
– უკანასკნელი მეგობრის აპლიკაციით. – ვამბობ. – რუ-
ფუსი ჰქვია, ისიც მგზავრია.

187
– შენი ნახვა მინდა.
– მეც. ამიტომაც გირეკავ. არის რამე შანსი პენი რომ ვინ-
მეს დაუტოვო და სამოგზაურო არენაზე შემხვდე?
– ბებო უკვე სახლშია. ერთი საათის წინ დავურეკე, დავა-
ფეთე და სამსახურიდან მოვარდა. არენაზე ახლავე წამოვალ,
მაგრამ გეხვეწები, ფრთხილად იარე. არ გამოიქცე. სეირნო-
ბით წამოდი, ოღონდ გზაზე გადასვლისას არა. მხოლოდ ქვე-
ითების მწვანეზე გადადი და ისიც მაშინ, როცა მანქანა არსად
იქნება წითელზე გაჩერებული და გაჩერებული მანქანებიც კი
საშიშია. საერთოდაც, ფეხი არ მოიცვალო. ახლა სად ხარ?
შენთან მოვდივარ. თუ ვინმე საეჭვოს არ ხედავ, ადგილიდან
არ გაინძრე.
– რუფუსთან ერთად უკვე ავტობუსში ავედი, – ვეუბნები.
– ორი მგზავრი ერთ ავტობუსში? გადაირიეთ, სიკვდილი
გინდათ? მატეო, საშინელი დამთხვევები ხდება. შეიძლება ავ-
ტობუსი ამოყირავდეს.
ცოტა სახე მეწვის.
– სიკვდილი არ მინდა, – ჩუმად ვეუბნები.
– მაპატიე. ვჩუმდები. გემუდარები, სიფრთხილე გამოიჩი-
ნე. აუცილებლად უნდა გნახო სანამ… უნდა გნახო, კარგი?
– მნახავ და გნახავ. გპირდები.
– არ მინდა გავთიშო, – ამბობს.
– არც მე.
არც ვთიშავ. შეგვიძლია და ვალდებულიც ვართ, მთელი ეს
დრო ტკბილი მოგონებები გავიხსენოთ, თუ რამ ვაწყენინეთ
ერთმანეთს, ვთქვათ, და პატიება ვითხოვოთ იმ შემთხვევის-
თვის, თუკი დაპირებას ვერ შევასრულებთ, მაგრამ არა, სულ
პენიზე ვლაპარაკობთ, როგორ ჩაირტყა თავში დიდი სათამა-
შო და არც კი უტირია, რომ პატარა მეომარი იზრდება. ჩემი აზ-
რით ახალი სასაცილო მოგონებები ისეთივე სასარგებლოა,
როგორიც ძველების გახსენება, ზოგჯერ უკეთესიცაა. არ მინ-
და რუფუსის მობილურის ელემენტი დავსვა, რადგან შეიძლე-
ბა პლუტონებმა დაურეკონ, ამიტომ მე და ლიდია ვთანხმდე-
ბით, რომ ერთდროულად გავთიშოთ. წითელ ღილაკზე თითის
დაჭერა გუნებას მიშხამავს და სამყარო კვლავ მძიმდება.

188
პეკი 15:21 სთ

პეკი ბანდას ძველებურად კრავს.


უსახელო ბანდას.
პეკს მეტსახელი მისი უსუსური დარტყმების გამო შეარ-
ქვეს, უფრო რომ გაღიზიანებს, ვიდრე გტკივა, თითქოს ჩიტი
გკორტნისო. თუ ვინმესთვის სახის განგრევა გინდა, ნოკაუტის
მეფე მიუშვი. თუკი საჭიროება ითხოვს, პეკს საბოლოო დარ-
ტყმის მიყენება გამოსდის, თუმცა დემიენი და კენდრიკი მას
სიახლოვეს არ იკარებენ, სათადარიგოთა სკამზე ჰყავთ. პეკს
სწორედ დამანგრეველ იარაღზე წვდომა აძლევს ფასს.
გარდერობისკენ მიდის და ზურგით დემიენისა და კენდრი-
კის მზერას გრძნობს. ამიერიდან ყველაფერი პეკის შექმნილ
რუსულ მატრიოშკას ემსგავსება. გარდერობს აღებს და ორჭო-
ფობს, მზად არის თუ არა, მერე უჯრას აღებს და ფიქრობს,
ეგუება თუ არა იმ აზრს, რომ შეიძლება ეიმი სამუდამოდ და-
კარგოს, რადგან თუ გაიგო, მისი ნახელავია, არასდროს აპა-
ტიებს. ბოლოს ფეხსაცმლის ყუთს ხსნის და იცის, რომ ღირსე-
ბის შელახვას არავის შეარჩენს.
პეკი ამ იარაღის ტყვიებს იმ ადამიანს დააცლის, რომელ-
მაც ღირსება შეულახა.
– ახლა რას ვაკეთებთ?
პეკი ინსტაგრამში შედის, რუფუსის პროფილზე გადადის
და უსიამოვნო განცდა ეუფლება, როცა ეიმის დაწერილი კი-
დევ უფრო მეტი კომენტარი ხვდება, იმის შესახებ, თუ როგორ
ენატრება რუფუსი. გვერდს წამდაუწუმ ანახლებს.
– ვუცდით.

მატეო 15:26 სთ

როცა ავტობუსი სამოგზაურო არენასთან ჩერდება, წვიმას


ჟინჟღლი ცვლის. ავტობუსიდან პირველი ჩავდივარ და მაშინ-
ვე „ფუ, შენი!“ სიტყვები მადგება ენაზე. დროულად ვასწრებ კი-
ბის სახელურზე ჩავლებას, რომ რუფუსი სახით არ დაეცეს და

189
მეც თან არ წამიყოლოს. ჩემზე მეტად დაკუნთული სხეული
აქვს, როცა მაწვება, ცოტა მტკივა, თუმცა რუფუსი გამოსწორე-
ბას ცდილობს.
– სველი იატაკია, – ამბობს რუფუსი. – მაპატიე.
ადგილზე ვართ.
უსაფრთხოდ ვართ.
ერთმანეთის ზურგი ვართ. დღევანდელ დღეს ზაფხულის
ბუნიობასავით შეძლებისდაგვარად გავწელავთ.
სამოგზაურო არენა ყოველთვის ბუნების ისტორიის მუზე-
უმს მაგონებდა, უბრალოდ, მისი ნახევარი თუ იქნება და მისი
გუმბათის კიდეზე სხვადასხვა ქვეყნის დროშები ფრიალებს.
მდინარე ჰუდსონამდე ორი კვარტალი გვაშორებს, რაც რუფუ-
სისთვის არ მითქვამს. არენა სამ ათას ადამიანს იტევს, რაც
იდეალურია მგზავრებისთვის, მათი სტუმრებისთვის, მათ-
თვის, ვისაც განუკურნებელი სენი სჭირს და ყველასთვის, ვინც
ახალ შეგრძნებებს ეძებს.
გადავწყვიტეთ, სანამ ლიდიას ველოდებით, ბილეთები ვი-
ყიდოთ.
პერსონალი გვეხმარება. სამი რიგია მოწყობილი. დაავა-
დებულები, ჩვენ, შეუცნობელი ძალით მომაკვდავები და მოწ-
ყენილი ვიზიტორები. ჩვენს რიგს შეხედვისთანავე ვცნობ.
მარჯვენა რიგში იცინიან, სელფაობენ და ჩათაობენ. მარცხნივ
მსგავსი არაფერი ხდება. ახალგაზრდა ქალს თავი შარფით
აქვს გაკრული და ჟანგბადის ბალონს ეყუდება; სხვები ხრი-
ალით სუნთქავენ; ზოგი საშინლად დამწვარია. გული მტკივა,
თუმცა მხოლოდ მათ ან ჩემ გამო კი არა, უსაფრთხო ცხოვრე-
ბის ნაჭუჭებიდან გამომძვრალები წინ რომ მიდგანან და მომ-
დევნო საათებში, შეიძლება წუთებში, ხიფათი არ ასცდებათ.
და ისეთებიც ხომ არიან, ამ წუთებამდე რომ ვერ მოაღწიეს.
– რატომ არ შეიძლება შანსი მოგვეცეს? – რუფუსს ვეკით-
ხები.
– რა შანსი? – გარშემო იყურება, არენას და რიგებს ფოტო-
ებს უღებს.
– კიდევ ერთი შანსის შანსი, – ვამბობ. – რატომ არ შეგვიძ-
ლია სიკვდილის კარზე დაკაკუნება და მუდარით, გაცვლის შე-

190
თავაზებით, ხელის გადაწევით ანდა თვალის გასწორებაში შე-
ჯიბრებით სიცოცხლის გამოსყიდვა? სიკვდილის გარემოების
თავისუფალ არჩევანზეც თანახმა ვიქნებოდი. ძილში გავიპა-
რებოდი. – ესეც მხოლოდ მამაცურად ცხოვრების, ისეთ ადა-
მიანად ყოფნის შემდეგ, რომლის გულში ჩაკვრა ყველას მო-
ესურვება ანდა ცხვირის ნიკაპზე, ხოლო შუბლის მხარზე და-
დება და დაუსრულებელი საუბრები, თუ რა ბედნიერები ვართ,
რომ გვერდიგვერდ, ერთმანეთის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყო-
ფის გარეშე ვცხოვრობთ.
რუფუსს მობილური ცერად უჭირავს და თვალებში მიყუ-
რებს.
– სერიოზულად ფიქრობ, რომ სიკვდილს ხელის გადაწე-
ვით დაამარცხებ?
მეცინება და მასთან მზერის გაცვლისას სახე მიხურს. ტაქ-
სი ჩერდება და უკანა კარიდან ლიდია საჩქაროდ გადმოდის.
თვალების ცეცებით მეძებს და მართალია დღეს მისი სიცოც-
ხლე არ დასრულდება, მაინც ავღელდი, მოტოციკლმა რომ ჩა-
უქროლა, თითქოს მართლა დაეჯახა და საავადმყოფოში მამა-
ჩემის გვერდით შეიძლება აღმოჩნდეს.
– ლიდია!
გავრბივარ და ისიც თვალებით მპოულობს. ამ აღმაფრენი-
სას ლამის კისერი წავიმტვრიო, გეგონება წლებია არ მინა-
ხავს. ხელებს შლის, მეხვევა და მაგრად მიხუტებს, თითქოს ჩა-
ძირული მანქანიდან ანდა ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან
გამომათრია. ამ ჩახუტებით ყველაფერს ამბობს – მადლობებს
მიხდის, სიყვარულს მიხსნის, მებოდიშება და ყველაფერ და-
ნარჩენს ამატებს, რაც ადამიანურ სიღრმეებში რჩება და ამ-
ქვეყნიურ მიჯნებს სცილდება. ყველაზე ამაღელვებელი წუთე-
ბია ჩვენს მეგობრობაში, მას შემდეგ, რაც ახალშობილი პენი
ხელში დამაჭერინა – ლიდია უკან დგამს ნაბიჯს და სილას მაწ-
ნის.
– უნდა გეთქვა. – ისევ თავისკენ მექაჩება და მეხვევა.
ლოყა მიხურს, მაგრამ სახეს მის მხრებში ვრგავ და დარი-
ჩინის სუნი ასდის, ალბათ იმ საჭმლის, რითიც პენი გამოკვება,
ეტყობა არც გამოუცვლია, ბოლოს რომ დიდი ზომის მაისურში

191
ვნახე, ახლაც ის აცვია. ამ ხვევნა-კოცნაში რუფუსის ძებნას
ვიწყებ და ვხედავ, რომ იმ შემოლაწუნებით აშკარად გაოგნე-
ბულია. რა უცნაურობაა, რომ რუფუსი ლიდიას გულს არ იც-
ნობს, რომ, ჩემი თქმის არ იყოს, იგი აგდებულ მონეტასავითაა
და რა უცნაურია, რომ რუფუსი მხოლოდ დღეს გავიცანი.
– ვიცი, – ლიდიას ვეუბნები. – მაპატიე რა, თანაც ასე მხო-
ლოდ შენ გამო მოვიქეცი.
– შენ სულ ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყავი, – ლიდიას გუ-
ლი უჩუყდება. – ცუდი ძიას როლი უნდა მოგერგო, როცა პენი
შეყვარებულს სახლში პირველად მოიყვანდა. პენი კოლეჯში
რომ წავიდოდა, დრო ქარდების თამაშითა და უგემოვნო სატე-
ლევიზიო მარათონებით გაგვეყვანა. საპრეზიდენტო არჩევ-
ნებში კენჭისყრისას ჩემი გოგოსთვის ხმა უნდა მიგეცა, რად-
გან ხომ იცი, უკვე როგორი მესაკუთრე გიჟმაჟია და რომ გაიზ-
რდება, რა მოასვენებს, სანამ ამ ქვეყნის მართვის სადავეებ-
საც არ ჩაიგდებს ხელში. ღმერთმა იცის, მსოფლიოზე გასაბა-
ტონებლად ეშმაკსაც კი მიჰყიდის სულს და შენ აქ უნდა იყო,
რომ ფაუსტური გარიგებების დადებაში ხელი ერთად შევუშა-
ლოთ.
არც კი ვიცი, რა ვუთხრა. მხოლოდ თავს ვაკანტურებ უაზ-
როდ, რადგან არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
– მაპატიე.
– შენი ბრალი არ არის, – ლიდია მხარზე მეფერება.
– შეიძლება არის. ან რომ არ დავმალულიყავი, შესაბამისი
უნარებიც მქონოდა… აბა, რა გითხრა. თავის დადანაშაულება
ჯერ ნაადრევია, არ გამოვრიცხავ, ჩემი ბრალი იყოს, ლიდია.
ეს დღე ჯუნგლებში ყოფნას ჰგავს, როცა გადასარჩენად ყველა
საჭირო ნივთი გაქვს და ცეცხლის დანთებაც კი არ იცი.
– ხმა გაიწყვიტე, – ლიდია მიწყრება, – შენი ბრალი არ
არის-მეთქი. ეს ჩვენ გაგწირეთ.
– ახლა შენ გაიწყვიტე ხმა.
– ასეთი უხეშობა შენგან პირველად მესმის, – მეუბნება გა-
ღიმებული ლიდია, თითქოს აქამდე თავაზიანობის აღთქმა
მქონდა დადებული. – იცი, დღევანდელი მსოფლიო სახიფათო
ადგილია, ეს კრისტიანისა და ყოველდღიურად გარდაცვლი-

192
ლი ადამიანებისგან ვიცით, მაგრამ მაინც უნდა მესწავლებინა,
რომ გარისკვა ღირს.
ზოგჯერ, მოულოდნელად ისეც ხდება, რომ შვილი გყავს და
ყველაფერზე მეტად გიყვარდება. სხვა თუ არაფერი, ლიდიამ
ეს მაინც მასწავლა.
– ჰოდა, დღეს ვაპირებ გარისკვას. – ვეუბნები. – და მინდა,
რომ აქ იყო, რადგან ვიცი, რამდენად რთულია ყოველდღიუ-
რობას მოსწყდე და თავგადასავლებში გაეხვე, როცა პენი
გყავს. ყოველთვის გინდოდა მსოფლიო გენახა და რადგანაც
ამ ცხოვრებაში გზაზე დადგომის მეტი შანსი აღარ გვექნება,
ბედნიერი ვარ, თუკი ახლა ერთად ვიმოგზაურებთ. – ხელს
ვკიდებ და რუფუსს თავს ვუქნევ.
ლიდია რუფუსს ისეთივე აღელვებული სახით უყურებს,
როგორც მაშინ, სააბაზანოში, ორსულობის ტესტის გაკეთების
შემდეგ მიყურებდა. და მერე, სანამ გზის გამოჩენამდე ურემი
გადაბრუნებულა, ის ამბობს:
– რატომაც არა, – ხელს მიჭერს და რუფუსს მზერა იქით
გადააქვს.
– აბა, რა ხდება? – კითხულობს რუფუსი.
– რა თქმა უნდა, კარგი ამბები. – პასუხობს ლიდია. – საში-
ნელებაა. ძალიან ვწუხვარ.
– რა შენი ბრალია, – ეუბნება რუფუსი.
ლიდია ისე შემომციცინებს, თითქოს ვერ იჯერებს, რომ წინ
ვუდგავარ.
რიგის ბოლოს მივადექით. ყვითელ, ჭყეტელა ჟილეტში გა-
მოწყობილი მოლარე გვიღიმის.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მსოფლიოს სამოგ-
ზაურო არენაზე. თქვენი დაკარგვის გამო ვწუხვართ.
– მე არ ვკვდები, – ლიდია უსწორებს.
– ოჰ. სტუმრებისთვის გადასახადი ასი დოლარია. – ამ-
ბობს მოლარე და მე და რუფუსს გვიყურებს. – მგზავრებს შე-
უძლიათ ნებაყოფლობითი დონაცია ერთი დოლარი გაიღონ.
ყველა ბილეთის საფასურს მე ვიხდი და დამატებით რამდე-
ნიმე ასეულ დოლარს შესაწირში ვტოვებ იმ იმედით, რომ არე-
ნა კიდევ ბევრი წელი იმუშავებს. ეს დაწესებულება მგზავრებს

193
შეუფასებელ სამსახურს უწევს, შეიქმენი წამი მასთან ახლო-
საც ვერ მივა. მოლარე შემოწირულობისთვის მადლობას
გვიხდის და გაკვირვებული არ ჩანს; მგზავრები ფულს გამუდ-
მებით არიგებენ. მე და რუფუსს ყვითელი სამაჯურები მოგვცეს
(რომ ჯანმრთელი მგზავრები ვართ) ლიდიას ნარინჯისფერი
მისცეს (ვიზიტორის) და შევდივართ.
სიახლოვეს ვდგავართ, ერთმანეთს არ ვშორდებით. მთა-
ვარ შესასვლელში ხალხის სიმრავლეა, მგზავრები და ვიზი-
ტორები უშველებელ ეკრანს აჰყურებენ, რომელზეც გამოსა-
ხულია ყველა რეგიონი, რომლის ნახვაც შესაძლებელია და
სხვადასხვა სახის ტურების ჩამონათვალი: მოგზაურობა
მსოფლიოს გარშემო 80 წუთში, ველური ბუნების ტური, მოგ-
ზაურობა შეერთებული შტატების შუაგულში და მრავალი სხვა.
– ტურზე წავიდეთ? – კითხულობს რუფუსი. – ყველაფერზე
თანახმა ვარ, ოღონდ მე, შენ და ღრმა, ლურჯი ზღვა არა.
– მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა 80 წუთში 10 წუთში
იწყება. – ვამბობ.
– სიამოვნებით, – ამბობს ლიდია და მეხუტება. რუფუსს
დარცხვენილი უყურებს. – მაპატიე, ღმერთო, მიშველე, ბოდი-
ში. თქვენ გადაწყვიტეთ. მე არ ვირჩევ. მაპატიეთ.
– არაფერია, – ვეუბნები. – რუფუს, შენ თანახმა ხარ?
– იუჰუ, მსოფლიოს გარშემო დავაწექით.
მეთექვსმეტე ოთახს ვპოულობთ და ორმგზავრიან ტრო-
ლეიში ოც სხვა ადამიანთან ერთად ვსხდებით. ყვითელსამაჯუ-
რიანი მგზავრები მარტო მე და რუფუსი ვართ, კიდევ ექვსი
ლურჯსამაჯურიანია. ინტერნეტში ბევრი მგზავრი მყავდა გა-
მოწერილი განუკურნებელი დაავადებით, რომლებმაც ეშმაკს
მიაფურთხეს და სანამ დრო ჰქონდათ, ნამდვილ ქვეყნებსა და
ქალაქებში მოგზაურობა წამოიწყეს, მაგრამ ვისაც საამისო
სახსრები არ გააჩნდა, ჩვენსავით აქ მოვიდა.
მძღოლი შემაღლებულზე დგას და მიკროფონში აცხადებს:
– შუადღე მშვიდობისა. მადლიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავ
ტურში შემომიერთდით, რომლის ფარგლებშიც, მომდევნო
ოთხმოცი წუთის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო ვი-
მოგზაურებთ. ჩემი სახელია ლესლი და მე თქვენი გიდი გახ-

194
ლავართ. მსოფლიოს სამოგზაურო არენის სახელით თქვენ და
თქვენს ოჯახს თანაგრძნობას გიცხადებთ. იმედს ვიტოვებ,
დღევანდელი მოგზაურობა ღიმილს მოგგვრით და თქვენ
გვერდით მყოფ სტუმრებთან ერთად ლამაზ მოგონებებს დაგი-
ტოვებთ. თუკი რომელიმე რეგიონში დარჩენა მოგესურვებათ,
შეზღუდული არ ხართ, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ
ტური არ შეჩერდება, რათა მსოფლიოს გარშემო მოგზაურო-
ბის ოთხმოც წუთში ჩავეტიოთ. ახლა კი, თქვენი ნებართვით,
გთხოვთ ღვედი შეიკრათ და გეზი ავიღოთ!
ყველა ემზადება და მივდივართ. კარტოგრაფი არა ვარ,
თუმცა სკამებზე მიწებებული დანიშნულების ადგილების რუკა
– მეტროს ელექტრონული რუკების მსგავსი რომაა – გეოგრა-
ფიულად არასწორადაა შედგენილი. ამის მიუხედავად, თი-
თოეული რეგიონის მოდელი დაუჯერებლად რეალურია, რა-
საც ლიდიას მონათხრობი ემატება ყოველ ლოკაციაზე მოძიე-
ბული სახალისო ფაქტების შესახებ. რკინიგზას მივუყვებით,
სადაც მგზავრებისა და სტუმრების კმაყოფილ სახეებს ვხე-
დავთ, ზოგიერთი ხელს ისე გვიქნევს, ვითომ ჩვენც ტურისტები
არ ვიყოთ.
ლონდონში უესტმინსტერის სასახლეს ჩავუარეთ, ლეგენ-
დის თანახმად, იქ სიკვდილი დანაშაულად ითვლება, თუმცა
ჩემი საყვარელი ნაწილი ბიგ-ბენის საათის ზარების რეკვაა,
იმის მიუხედავად, რომ საათზე ხელების დანახვისას რეალო-
ბას ვუბრუნდები. იამაიკაში პეპლის უამრავი სახეობა გვხვდე-
ბა. ვეება აფრიან პეპელას ვხედავთ, იქვე იატაკზე მჯდომი
ხალხი ადგილობრივ საკვებს, ანკესსა და დამარილებულ
თევზს შეექცევა. აფრიკაში ბუმბერაზი თევზები და მალავის
ტბის მოსახლეობა მოჩანს. ისე გამიტაცა ლურჯი და ყვითელი
თევზების ცქერამ, კინაღამ გამომრჩა კედელზე გამოტანილი
გამოსახულება, სადაც ძუ ლომს ბოკვერისთვის კისერში კბი-
ლები ჩაუვლია და მიჰყავს. კუბაში სტუმრები ადგილობრივებს
დომინოს ეთამაშებიან და შაქრის კვნიტებს რიგი უდგას, რუ-
ფუსი თანამემამულეებს აღტაცებით შეხვდა. ავსტრალიაში ეგ-
ზოტიკური ყვავილებია, ფრანით შეჯიბრებები იმართება და
ბავშვებს პლუშის სათამაშო კოალებს ურიგებენ. ერაყში, ჭრე-

195
ლაჭრულა აბრეშუმის შარფებითა და პერანგებით ვაჭართა
დახლების უკან, მოფარებულში დამონტაჟებული დინამიკები-
დან ადგილობრივი კაკბის მოძახილი ისმის. ლიდიას თქმით,
კოლუმბიაში განუწყვეტლივ ზაფხულია და წვენებით მოვაჭ-
რისგან ცივი სასმლის ყიდვის ცდუნებას ვერ ვუძლებთ. ეგვიპ-
ტეში მხოლოდ ორი პირამიდის მოდელია და რადგანაც ძალი-
ან ცხელი და მშრალი კლიმატია, თანამშრომლები მდინარე
ნილოსის სახელით დაფასოებული ბოთლებით წყალს გვთავა-
ზობენ. ჩინეთში ლიდია ხუმრობს, რომ აქ მთავრობის ნებარ-
თვის გარეშე რეინკარნაცია აკრძალულია და ამაზე ფიქრი არ
მინდა, ამიტომ გაბდღვრიალებული ცათამბჯენის მაკეტსა და
ჩოგბურთის მოთამაშეებს ვაკვირდები. სამხრეთ კორეაში საკ-
ლასო ოთახებში ყვითელ რობოტთა წყვილი, – რობომასწავ-
ლებლებს ეძახიან – და სახემოხატული მგზავრები არიან. პუ-
ერტო-რიკოში ტროლეი ორმოცდამეორედ ჩერდება. რუფუსი
მკლავზე მეჭიდება და სადღაც მივყავარ. ლიდიაც მოგვყვება.
– რა ხდება? – ხის ბაყაყების ხმაშეწყობილი ყიყინის ფონ-
ზე ვეკითხები. – არ ჩანს, მართლა აქ არიან, თუ მხოლოდ ჩა-
წერილი ხმები ისმის – გარეული ცხოველები გამაყრუებლად
გაჰკივიან და რადგანაც მხოლოდ სირენებსა და მანქანების
საყვირებს ვარ მიჩვეული, რომით სავსე ურიკებთან მდგარი
ხალხის საუბარი მამშვიდებს.
– ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, მოგზაურობის საშუალება თუ
მოგეცემოდა, რამე თავბრუდამხვევს ცდიდი? – მეუბნება რუ-
ფუსი. – ამ ტურში ერთ რაღაცას დავადგი თვალი და ნახე. –
გვირაბთან ნიშანია წარწერით: „ნახტომი ეკვატორულ ტყეში!“
– არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ იმ უაზრო თვითმფრინავიდან
ხტომას მაინც აჯობებს.
– პარაშუტით ხტომაზე იყავით? – გვეკითხება ლიდია. მისი
ტემბრი ხომ არ გაგიჟებულხართსა და აუ, როგორ მშურს შო-
რისაა. მომთხოვნი უფროსი დის როლის თამაშს მთელი მონ-
დომებით ცდილობს.
სამივე მივუყვებით ქვაფენილს, გვირაბამდე გარშემო ნამ-
დვილი ქვიშა ბრწყინავს. არენის თანამშრომელი ელ-იუნქეს
ტყის ბროშურას გვაძლევს და აუდიოტურს გვთავაზობს, თან

196
აღიარებს, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული ბუნებ-
რივი ხმები ვერ გავიგონოთ. ყურსასმენებზე უარს ვეუბნებით
და გვირაბში შევდივართ, სადაც ნესტიანი ჰაერი და სითბო
გვხვდება.
შემოჯარული ხეები წვიმის წვეთებისგან გვიცავს, ხელოვ-
ნური მზის სხივები კი სქელი ფოთლებიდან იჭვრიტება. ერ-
თმანეთში ჩაწნულ ხეთა მერქნებში გათელილ ბილიკს მივუყ-
ვებით და კიდევ უფრო მეტი ბაყაყის ყიყინი მოისმის. მამა მიყ-
ვებოდა, ბავშვობაში მეგობრებთან ერთად როგორ დაძვრე-
ბოდა ხეებზე, ბაყაყებს იჭერდა და სხვა ბავშვებს, რომელთაც
მათი მოშინაურება უნდოდათ, მიჰყიდდა ხოლმე, ზოგჯერ კი
უბრალოდ ტოტზე შემოჯდებოდა და ფიქრები გაიტაცებდა. რაც
უფრო სიღრმეში შევდივართ, ბაყაყების ყიყინს ადამიანთა
ხმები და ჩანჩქერთა გრუხუნი ანაცვლებს. ეს უკანასკნელიც
ჩანაწერი მეგონა, ვიდრე ტყის ნაკაფზე არ გავედით და იქ ოცი
ფუტის სიმაღლის კლდიდან გადმომსკდარი წყალი არ ვიხი-
ლეთ, სადაც საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი მგზავრები
მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ ბანაობდნენ. ალბათ ტყე-
ში ხტომაც ეს უნდა იყოს.
არ ვიცი, უფრო მდარე წარმოდგენა რატომ შემექმნა, მაგა-
ლითად ლოდიდან, თუნდაც მიწიდანვე ჩახტომის მსგავსი.
უკვე იმდენი რამ ვნახე, რომ ფიქრი არენის დატოვებაზე,
დღევანდელი დღის დასასრულზე მეტად მწარედ მეჩვენება,
ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ყველაზე საოცნებო სიზმრიდან
გაღვიძებენ, მაგრამ მე სიზმარს არ ვხედავ, მღვიძავს და ეს უნ-
და გავაკეთო.
– ჩემი გოგონა წვიმას დასანახად ვერ იტანს, – ლიდია რუ-
ფუსს ეუბნება. – ყველაფერი ეჯავრება, რისი დასაკუთრებაც
არ შეუძლია.
– შეიცვლება, – ვეუბნები.
კლდის ქიმზე გავდივართ, საიდანაც მგზავრები ხტებიან.
პაწია გოგონა ლურჯი სამაჯურით, თავწაკრული და მკლავებზე
გასაბერი ტივტივებით ბოლო წამს რაღაც სახიფათო მოძრაო-
ბას აკეთებს – ჩვენკენ ბრუნდება და ზურგით ვარდება, თით-
ქოს შენობის სახურავიდან გადააგდეს. ქვემოთ მდგარი მაშვე-

197
ლი სტვენს და მეორე მაშველი აუზის ცენტრში მიცურავს, სა-
დაც გოგონა წყალს დაენარცხა. მალევე ზედაპირზე ამოყვინ-
თა და აკისკისდა. როგორც ჩანს, მაშველები საყვედურობენ,
მაგრამ მათ ყურს არ უგდებს. ასეთ დღეს აბა, როგორ უნდა
უსაყვედურო?

რუფუსი 16:24 სთ

ბევრი მიტრაბახია გამბედავი ვარ-მეთქი, მაგრამ ახლა


ვფიქრობ, გადავხტე თუ არა. რაც ოჯახი დამეღუპა, პლაჟზე, სა-
ჯარო აუზებზე ფეხი არ დამიდგამს. ბოლოს ამხელა ტალღების
სიახლოვეს მაშინ აღმოვჩნდი, ეიმი რომ მდინარის აღმოსავ-
ლეთ ნაპირზე თევზაობდა, რასაც კოშმარები მოჰყვა, თითქოს
ანკესზე ჰუდსონში გადაჩეხილი ჩვენი მანქანა წამოეგო და
თან შიგ მსხდარი სამი ჩონჩხი ამოიყოლა, ისევ ის ეცვათ, რაც
იმ დღეს, თითქოს შემახსენეს, რომ მე ისინი მივატოვე.
– აქამდე მოსვლაც საკმარისია, მატეო. მე პასი უნდა
ვთქვა.
– შენც ასე გირჩევ, – ლიდია ეუბნება, – ვიცი, რომ ხმის მი-
ცემის უფლება არ მაქვს, მაგრამ ვეტოს ვადებ. ვეტო, ვეტო, ვე-
ტო.
მატეო დაქოქილია და რიგში მაინც დგება; მინდა გაბედოს.
ბაყაყების ყიყინი აღარ ისმის, ასე რომ, გარკვევით გაიგონებ-
და. ეს ბიჭი შეიცვალა. ვიცი, თქვენც შეამჩნიეთ, მაგრამ შეხე-
დეთ – კლდიდან გადასახტომად რიგში დგას, ყველაფერს ჩა-
მოვდივარ, გაცურავს კიდეც. ტრიალდება და ხელის დაქნევით
კარუსელის რიგში გვეპატიჟება.
– წამოდით, – მატეო გვეძახის და თვალს თვალში მიყრის.
– თუ არადა შეიქმენი წამში დავბრუნდეთ და ზვიგენებით სავსე
აუზში ვიცურაოთ. გულწრფელად ვფიქრობ, თავს უკეთესად
იგრძნობ, თუკი წყალში შეხვალ… ჭკუას რომ გარიგებ, უცნაუ-
რად არ გეჩვენება?
– ჰო, ცოტა მეხამუშება, კი, – ვეუბნები.

198
– შევამოკლებ. შეიქმენი წამი და მისი ვირტუალური რე-
ალობები არ გვჭირდება. მას ჩვენ თვითონვე აქ და ახლა შევ-
ქმნით.
– ამ ხელოვნურ ტროპიკულ ტყეში? – ვუღიმი.
– აქაურობის ბუნებრიობას არაფერს ვუჩივი.
არენის პერსონალი მატეოს ეუბნება, რომ შემდეგი იქნება.
– შეიძლება მე და ჩემი მეგობარი ერთად რომ გადავხტეთ?
– მატეო ეკითხება.
– რა თქმა უნდა, – პასუხობს გოგონა.
– მე არ მინდა! – ლიდია იძახის.
– როგორ არ გინდა! – ეუბნება მატეო, – იცოდე ინანებ.
– კლდიდან უნდა გაგდებდე, – ვეუბნები მატეოს, – მაგრამ
ასე არ მოვიქცევი, რადგან მართალი ხარ. – შიშებს გავუმ-
კლავდები, განსაკუთრებით მეთვალყურეობის ქვეშ არსებულ,
მაშველებითა და ტივტივა სამკლაურებით სავსე გარემოში.
ვის ეგონა თუ ცურვა მოგვიწევდა?! ამიტომ ტანსაცმელს
ვიძრობთ და ვერც ვიფიქრებდი, მატეო თუ ასეთი გაჩხიკული
იქნებოდა. ჩემკენ არ იხედება, რაზეც მეცინება, ჯინსისა და
ლიფის ამარა დარჩენილი ლიდია კი გულდასმით მათვა-
ლიერებს.
თანმხლები აღჭურვილობას გვაძლევს – ტივტივებს აღკაზ-
მულობა დავარქვი, უფრო საყვარლად ჟღერს – და ჩვენც ამო-
ვიცვით. თანმხლები გვეუბნება, რომ როცა მზად ვიქნებით,
შეგვიძლია გადავხტეთ, რაც დიდხანს ვერ გაიწელება, რადგან
უკან რიგია.
– სამ თვლაზე? – მატეო მეკითხება.
– ჰო.
– ერთი. ორი…
მატეოს ხელს ვეხები და თითებს ვუყრი. ავარდისფრებული
ღაწვებით მიყურებს და ლიდიას ხელს ეჭიდება.
– სამი.
წინ და ქვემოთ ვიხედებით და ვხტებით. ჰაერში ისეთი შეგ-
რძნება მაქვს, რომ სხვებზე სწრაფად ვვარდები და მატეოს
ვითრევ. მატეო ყვირის და გადმოხტომიდან წყალში ჩაცემამ-
დე, რამდენიმე წამის შუალედში მეც ვღრიალებ, ლიდია წივის.

199
მატეოს გვერდით წყალში ვეტყეპები და სულ რამდენიმე წა-
მით ვყვინთავთ, მაგრამ თვალს ვახელ და მას ვხედავ. მშვიდი
სახე აქვს და ჩემები მახსენდება ჩაძირულ მანქანაში, როცა გა-
მათავისუფლეს, ასევე მშვიდად და უძრავად ისხდნენ. ლიდია
ჩამოგვშორდა, უკვე აღარსად ჩანს. მე და მატეო ზედაპირის-
კენ მივცურავთ, ცალ ხელს ვუსვამთ, მეორე კი კვლავ ჩაკიდე-
ბული გვაქვს, მაშველები წრეს გვარტყამენ. მატეოსკენ სიცი-
ლით მივცურავ და მკლავებში ვიქცევ იმ თავისუფლების შეგ-
რძნების გამო, ახლახან რომ განმაცდევინა. თითქოს მოვი-
ნათლე, ბრაზი, მწუხარება, ბრალეულობა და უიმედობა წყალ-
ქვეშ დავტოვე და იქ რა ბედი ეწევათ, აღარ მანაღვლებს.
ჩვენ გარშემო ჩანჩქერი იღვრება და მაშველი ნაპირისკენ
გვაჩქარებს.
იქვე მდგომი პერსონალი პირსახოცს გვაწვდის და აკანკა-
ლებული მატეო მხრებზე იხურავს.
– თავს როგორ გრძნობ? – მეკითხება.
– არც ისე ცუდად, – ვეუბნები.
ხელის ჩაკიდებებისა და მსგავსი რაღაცებისგან თავს ვიკა-
ვებთ, თუმცა იმედი მაქვს, თუკი რამე ეჭვები ჰქონდა, გავუქარ-
წყლე. იქვე აღმართს მივუყვებით, პირსახოცებით ტანს ვიმ-
შრალებთ და ტანსაცმელს ვიცვამთ. საჩუქრების მაღაზიის
გავლით გავდივართ, სადაც მატეო რადიოში გაგონილ სიმღე-
რას ხმას უწყობს.
როცა პერსონალს „მშვიდობით!“ ბარათს ართმევს, გზას
ვუჭრი:
– შენ მე გადახტომა მაიძულე, ახლა შენი ჯერია.
– მე ხომ შენთან ერთად გადავხტი.
– არა, მთლად ასეც არ ყოფილა. მიწისქვეშა საცეკვაო
კლუბში წამომყევი. მგზავრები იქ საცეკვაოდ, სამღერად და
გასართობად ჩადიან. რას იტყვი?

200
ოფიცერი ანდრადე 16:32 სთ

სიკვდილის უწყებას არიელ ანდრადესთან არ დაურეკავს,


რადგან დღეს არ მოკვდება, მაგრამ რადგანაც კანონდამცვე-
ლია, ყოველი შუაღამის დადგომისას ეშინია, რომ დაურეკა-
ვენ, განსაკუთრებით, რაც ორი თვის წინ პარტნიორი დაკარგა.
ის და გრეჰემი საქმეშიც და კათხა ლუდზეც ფილმის პერსონა-
ჟი მეგობარი პოლიციელი წყვილივით განუყრელი, შეხუმრე-
ბული იყვნენ.
გრეჰემი ანდრადეს აზრებს კითხულობდა და არც დღევან-
დელი დღეა გამონაკლისი, როცა წინასწარი დაკავების კამე-
რაში ობოლი ბავშვები ჰყავთ, რომლებიც თავიანთ მგზავრ
ძმას გამოესარჩლნენ. ძმობა დნმ-ის თავსებადობას არ ნიშ-
ნავს, ანდრადემ ეს იცის და არც სისხლისმიერი კავშირია სა-
ჭირო იმისთვის, რომ ვიღაცის სიკვდილის შემდეგ შენი არსე-
ბის რაღაც ნაწილი დაკარგო.
ანდრადეს არ სჯერა, რომ მგზავრი, სახელად რუფუს ემე-
ტერიო, რომლის დევნა დილის საათებშივე შეწყვიტა, რამე
პრობლემას შექმნიდა – თუკი ჯერაც ცოცხალია. მგზავრებთან
მიმართებით მეექვსე გრძნობა გააჩნდა, ხვდებოდა სიცოც-
ხლის ბოლო საათებში, ვინ შექმნიდა ქაოსს და ვინ არა.
როდესაც გრეჰემმა გაფრთხილება მიიღო, ბოლო დღის
სამსახურში გატარება გადაწყვიტა. ერჩივნა სიცოცხლის გა-
დარჩენისთვის შეეწირა თავი, ვიდრე სამსახურიდან წასული-
ყო. ოფიცრები მსროლელების საიტზე დარეგისტრირებულ
მგზავრს აედევნენ. მსროლელები ერთგვარი ონლაინგამოწ-
ვევა იყო, რომელიც სამწუხაროდ დიდი პოპულარობით სარ-
გებლობდა და ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ვირუსულად
ვრცელდებოდა. ხალხი ყოველ საათში ამოწმებდა, მოიკლა
თუ არა თავი რომელიმე მგზავრმა რამე გამორჩეული გზით.
ყველაზე პოპულარული სიკვდილის შემთხვევაში მგზავრის
ოჯახს ამოუცნობი წყაროებიდან ფულადი ჯილდო ერიცხება,
თუმცა ძირითად შემთხვევებში ისეთი შემოქმედებითი სუიცი-
დი არ ხდებოდა, მაყურებელს რომ ასიამოვნებდა და თან მე-
ორე ცდა არავის ჰქონია. გრეჰემი მგზავრის მოტოციკლიდან

201
ჩამოგდებას ცდილობს, რომელიც უილიამსბურგის ხიდიდან
გადახტომას აპირებს, თუმცა თავად იღუპება.
ანდრადე თავს არ ზოგავს, რომ ის წყეული გვერდი წლის
ბოლომდე რამენაირად დაბლოკოს. ჯოჯოხეთში გრეჰემი კათ-
ხას არ მიუჭახუნებს, ეს საქმე რომ ბოლომდე არ მიიყვანოს.
ანდრადე საკუთარ საქმეზე უნდა კონცენტრირდეს და არა ძი-
ძად იქცეს. სწორედ ამიტომ ბავშვებს დედობილ-მამობილის
ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებს. აჯობებს სახლში
დატუქსულები გაუშვას და მათაც გამოიძინონ.
და იგლოვონ.
ეგებ მეგობარიც იპოვონ, თუ ცოცხალია.
როცა გარდაცვალებამდე მგზავრთან დიდ დროს ატარებ,
კარგა ხანს სიტყვებს თავს ვერ აბამ, თუმცა სიცოცხლის ბოლო
წუთებში მათ გვერდით ყოფნა ცოტას თუ უნანია.

პატრიკ პეკ გევინი 16:59 სთ

– შეიძლება უკვე მოკვდა.


პეკს რუფუსის ინსტაგრამზე სიახლეების ზარის ღილაკი
აქვს ჩართული, თუმცა მაინც ამოწმებს. – მიდი რა, მიდი…
პეკს უნდა რუფუსი მოკვდეს, მაგრამ ურჩევნია ეს მისი ხე-
ლით მოხდეს.

რუფუსი 17:01 სთ

რიგი კლინტის სასაფლაოსთან ისეთი გრძელი აღარ არის,


პლუტონში დაბრუნებისას რომ დამხვდა. იმის გამოცნობას არ
დავიწყებ, რიგში მყოფები უკვე დაიღუპნენ თუ არა. წყალი არ
გაუვა, მატეო ამაზე მაგარ კლუბში ნამყოფი არ იქნება. კარ-
გია, თუ შემიშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ თვრამეტი წელი
რამდენიმე კვირაში მისრულდება.
– კლუბში საღამოს ხუთზე ვინ შედის, – ამბობს ლიდია.

202
მობილური ბზუის, ეიმის მოლოდინში ვამოწმებ და მალ-
კოლმის უშნო პროფილის ფოტო იჩითება.
– პლუტონები!
– რა პლუტონები? – ლიდია მეკითხება.
– მისი საუკეთესო მეგობრები! – მატეო ეუბნება, რაც მიახ-
ლოებითაც ვერ აღწერს, თუ რას წარმოადგენენ ჩემთვის, მაგ-
რამ გავატარე, რადგან უცნაურად სასიამოვნო შეგრძნებაა,
მატეოს ჩემი ბედნიერება რომ ახარებს. ალბათ მეც ასეთი გან-
ცდა მექნებოდა, მამამისს რომ დაერეკა.
ფეისთაიმზე ვპასუხობ და რიგს ვშორდები. მალკოლმი და
ტაგო ერთად არიან, გაოცებული მიყურებენ, რომ ვპასუხობ.
სახე ისე უღიმით, გეგონება ჯგუფურ ჩხუბში მიწვევენ.
– რუფ!
– მეღადავებით! – ვეუბნები.
– ცოცხალი ხარ! – მალკოლმი იძახის.
– თავისუფლებაზე ხართ!
– ვერ გაგვიძლეს, – ტაგო ამბობს და კამერაში კარგად გა-
მოჩენას ცდილობს. – ვჩანვართ?
– დაიკიდე. რუფ, სად ხარ? – მალკოლმი თვალის მოჭუტ-
ვით ჩემ მიღმა იხედება. არც მე მაქვს წარმოდგენა მათ ად-
გილსამყოფელზე.
– კლინტთან ვარ. – შემიძლია მათ სათანადოდ გამოვემ-
შვიდობო, გადავეხვიო მაინც. – ბიჭებო, აქ მოსვლას მოახერ-
ხებთ? ოღონდ მალე? – ხუთ საათამდე მივატანე, რაც ნაღდი
სასწაულია, მაგრამ ხო აზრზე ხართ, ჩემი დრო გარბის. მატე-
ოს ლიდიასთვის ხელი ჩაუკიდია და მინდა ჩემი საუკეთესო მე-
გობრებიც აქ იყვნენ. ყველანი. – შეგიძლიათ ეიმიც წამოიყვა-
ნოთ? ოღონდ იმ ვირიშვილი პეკის გარეშე, თორემ ისევ გადა-
მეკეტება. გაკვეთილი აშკარად ვერ ვისწავლე. იმ ნაბიჭვარმა
პანაშვიდი ჩამიშხამა და ჩემი მეგობრები დააჭერინა, ჰოდა,
თუ კიდევ ვცემე, არ გაგიკვირდეთ.
– გაუმართლა, ცოცხალი რომ ხარ, – მალკოლმი იძახის,
– რომ არ ყოფილიყავი, მთელი ღამე მის დევნაში ვიქნებო-
დით.

203
– კლინტიდან არ გაინძრე, – ამბობს ტაგო. – ოც წუთში და-
გადგებით. ციხის სუნი აგვდის. – სასაცილოა, რომ ტაგო თავს
უკვე „ნაჯდომად“ თვლის.
– არსად მივდივარ. აქ მეგობართან ერთად ვარ. მთავა-
რია, აქამდე მოაღწიოთ.
– ნეტამც მანდ არ დაგვხვდე, რუფ, – ამბობს მალკოლმი.
ვიცი, რისი თქმაც უნდა. მიჯობს ცოცხალი ვიყო.
კლინტის სასაფლაოს აბრას ფოტოს ვუღებ და ინსტაგრამ-
ზე ვდებ.

პატრიკ პეკ გევინი 17:05 სთ

– გამოვიჭირე, – იძახის პეკი და საწოლიდან წამოხტება.


კლინტის სასაფლაო. გადატენილ იარაღს ჩანთაში იდებს. –
უნდა ვიჩქაროთ. წავედით.

204
ნაწილი მეოთხე

დასასრული

სიკვდილი არავის სურს. სამოთხეში მოსახვედრად


მოამაგეთაც კი არ უნდათ ამ გზით იქ მისვლა.
თუმცა სიკვდილის გარდუვალობას ყველა ვი-
ზიარებთ.
მის ხელს ჯერ არავინ დასხლტომია და ასეც უნდა
იყოს, რადგან სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო
გამოგონება, მისი განახლების აგენტია, რომელიც
გზას ძველისგან წმენდს და ახალს უთმობს.
სტივ ჯობსი

მატეო 17:14 სთ

დღეს სასწაულები ხდება.


უკანასკნელი მეგობარი რუფუსში აღმოვაჩინე. ბოლო
დღეს საუკეთესო მეგობრების გარემოცვაში ვატარებთ. შიშე-
ბი დავძლიეთ და ახლა კლინტის სასაფლაოსთან ვართ, რო-
მელსაც ინტერნეტში მაღალ შეფასებებს უწერენ და შეიძლება
მომდევნო წუთებში დაუცველობის შეგრძნებების მოზღვავე-
ბის იდეალურ სცენად მექცეს.
ფილმებიდან ვიცი, რომ მცველები, როგორც წესი, ჯიუტები
და საშიშები არიან, მაგრამ აქ, კლინტის სასაფლაოზე ახალ-
გაზრდა ქალი დგას, კეპი ახურავს და ზურგზე „კეთილი იყოს
თქვენი მობრძანება“ აწერია.
პირადობის მოწმობას გვთხოვს.

205
– შენი დაკარგვის გამო ვწუხვარ, მატეო. კარგად გაერთე.
– თავს ვუქნევ. პლასტმასის შესაწირის ყუთში ცოტაოდენ
ფულს ვყრი და რუფუსის შემოსვლას ველოდები. გოგონა მათ-
ვალიერებს და სახე მიხურს, მაგრამ მერე რუფუსი მოდის,
მხარზე ხელს მირტყამს და ამჯერად სახე სხვანაირად მენთება,
სწორედ ისე, სამოგზაურო არენაზე რომ ხელი ჩამკიდა.
კარს მიღმა მუსიკა გუგუნებს და ლიდიას ველოდებით.
– თავს როგორ გრძნობ? – რუფუსი მეკითხება.
– თან ვღელავ და თან აღტაცებული ვარ. უფრო მაინც ვღე-
ლავ.
– ნანობ, რომ კლდიდან ძალით გადამახტუნე?
– შენ რა, ძალით გადახტი?
– არა.
– მაშინ, არა.
– აპირებ შესვლას?
– ნუ მაწვები, – ვეუბნები. კლდიდან გადმოხტომა და გარ-
თობა განსხვავდება. კლდიდან გადაეშვები თუ არა, უკან დასა-
ხევი გზა მოჭრილია, შუა ჰაერში ვერ მობრუნდები, მაგრამ
ისეთი გართობა, რომელიც სითამამესა და უცნობების თვალ-
წინ უხერხულ სიტუაციებსაც გულისხმობს, განსაკუთრებულ
სიმამაცეს მოითხოვს.
– არ გაწვები, – ამბობს რუფუსი. – უბრალოდ, ამ პლანე-
ტაზე სინანულის გარეშე ცხოვრების ბოლო საათები დაგვრჩა.
ვიმეორებ, არ გაწვები.
სინანულის გარეშე. მართალია.
მეგობრები უკან მიდგანან, როცა კარს ვაღებ და იმ სამყა-
როში შევაბიჯებ, სადაც აქამდე არყოფნის ყოველ წუთს ვნა-
ნობ. სტრობოსკოპული ნათურები ლურჯად, ყვითლად და ნაც-
რისფრად ანათებს. კედელზე მგზავრებისა და მათი მეგობრე-
ბის წარწერებია, ზოგს ნივთიც დაუტოვებია, ისეთი რამ, რაც
მას უკვდავყოფს. რა აზრი აქვს, როდის მოხდება, ყველას თა-
ვისი დასასრული დაუდგება. მუდმივად არავინ იცოცხლებს,
მაგრამ რასაც ვტოვებთ, სხვების გულში გვაცოცხლებს. ხალ-
ხით, მგზავრებითა და მეგობრებით გადავსებულ სივრცეს ვათ-
ვალიერებ და ვხედავ, რომ ყველა სიცოცხლით ტკბება.

206
ხელი მეხება და ეს იგივე ხელი არ არის, ერთი საათის წინ
რომ ჩავკიდე, მას ისტორია აქვს. ეს ხელი ჩემი ნათლულის და-
ბადებისას და კრისტიანის დაღუპვიდან მრავალ დილა-საღა-
მოს მეჭირა. მსოფლიოს შიგნით მოქცეულ მსოფლიოში ლი-
დიას მხარდამხარ მოგზაურობა გასაოცარი იყო, მთელი ეს
დრო, რომელსაც ვერაფრით იყიდი. ხელის ჩაქნევის ათასი მი-
ზეზის მიუხედავად, მისი აქ ყოფნა მაბედნიერებს. რუფუსი მო-
დის და მხარზე ხელს მხვევს.
– ასპარეზი შენია, – ამბობს, – სცენაც, რაც მოგესურვება
ის აკეთე.
– შევდივარ, – ვამბობ. უნდა შევიდე.
სცენაზე ვიღაც თინეიჯერი ყავარჯნებით დგას და Can’t
Fight This Feeling-ს მღერის. როგორც რუფუსი იტყოდა, ერ-
თი-ერთშია. მის ფონზე ვიღაცები ცეკვავენ – მეგობრები, უც-
ნობები, ვინ იცის ან ვინ გაიგებს – და ეს ენერგია აღმაფრენით
მავსებს. ალბათ, ამ ენერგიას თავისუფლებას დავარქმევდი.
ხვალ კაციშვილი ვერ განმსჯის. არავინ დაგზავნის შეტყობინე-
ბებს მეგობრებთან ვიღაც ფეთხუმ ბიჭზე, რომელსაც რითმის
შეგრძნება არ აქვს და ამ მომენტში თითქოს აღმოვაჩენ, თუ რა
უაზრობაა ამაზე ღელვა.
დრო დავკარგე და მხიარულება გამოვტოვე, რადგანაც სი-
სულელეები მადარდებდა.
– რამე სიმღერა არ გახსენდება?
– არა, – ვპასუხობ. სიყვარულზე ბლომად სიმღერაა: ბილი
ჯოელის Vienna; ელიოტ სმითის Tomorrow,Tomorrow. ბრიუს
სპრინგსტინის Born to Run მამაჩემის საყვარელი სიმღერაა.
ეს სიმღერები ისეთ ოქტავაში იმღერება, შანსი არ მაქვს, მაგ-
რამ ეს ვერ შემაჩერებს. უბრალოდ, შესაფერისი სიმღერა
მჭირდება.
ბარის თავზე გამოკიდებულ მენიუზე თავის ქალა და ორი
გადაჯვარედინებული ძვალია დახატული, ქალა უსიამოვნოდ
იღიმის. ღიმილის ბოლო დღე, აწერია. სასმელი ყველა უალ-
კოჰოლოა, რაც აზრიანია, რადგან სიკვდილის წინ არასრულ-
წლოვნებზე ალკოჰოლიანი სასმლის მიყიდვას არ ამარ-
თლებს. ორიოდ წლის წინ მსჯელობა მიდიოდა, უნდა დაეშვათ

207
თუ არა თვრამეტი წლის მგზავრებისთვის სასმლის მიყიდვა.
როდესაც ადვოკატებმა ალკოჰოლით მოწამვლისა და ნასვამ-
ზე მანქანის მართვის სტატისტიკა წარმოადგინეს, აღმოჩნდა,
რომ შემთხვევების რაოდენობა დიდად არ დაწეულა. მგონია,
რომ ლიქიორი და ლუდი მაინც იოლად იშოვება. ასე იყო და
ასეც იქნება.
– მოდი, სასმელი დავითრიოთ, – ვეუბნები.
ხალხში გავერიეთ, უცნობები ჩვენთან გამოცეკვებას ცდი-
ლობენ, თუმცა თავს ვარიდებთ. დიჯეი წვერიან მამაკაცს, სა-
ხელად დევიდს, სცენაზე ეძახის. დევიდი ადის და აცხადებს,
რომ ელიოტ სმითის A Fond Farewell-ს იმღერებს. არ ვიცი,
მგზავრია თუ მეგობარს უმღერის, მაგრამ ლამაზად ჟღერს.
ბართან მივედით.
ყურძნის მოქტეილის გუნებაზე არ ვარ, მით უმეტეს არც
სიკვდილისა. ლიდია ტერმინატორს, ლალისფერ მოქტეილს
უკვეთს. მალევე მოაქვთ. წრუპავს და სახე ემანჭება, გეგონება
პირში ერთი მუჭა მჟავე კანფეტი ჩაიყარა.
– ხომ არ გინდა?
– არა, გმადლობ, – ვეუბნები.
– ნეტავ ცოტა გრადუსი ჰქონდეს, – ამბობს ლიდია, – შენს
დაკარგვას ფხიზელი ვერ შევეგუები.
რუფუსი გაზიანს უკვეთს და მეც.
სასმელი მოაქვთ თუ არა, ჭიქას ვწევ.
– დაე გავიღიმოთ, სანამ შეგვიძლია. – წკარუნით ვუჭახუ-
ნებთ და რუფუსსაც ჩემსავით რომ ეღიმება, ლიდია მთრთო-
ლარე ქვედა ტუჩს იკვნეტს.
რუფუსი ჩემკენ ირწევა და ისე ახლოს მოდის, მხრით მეხე-
ბა. ყურში მეუბნება, რადგან ირგვლივ ხმამაღალი მუსიკა და
ჟივილ-ხივილია:
– ეს შენი ღამეა, მატეო. ცოტა ხნის წინ მამაშენს უმღერო-
დი და მე შემოგეჭერით. არავინ გაგკიცხავს. თავს იზღუდავ და
დროა ეს ჯაჭვი გაწყვიტო. დევიდი სიმღერას ასრულებს, აპ-
ლოდისმენტებით აჯილდოებენ და სხვათა შორის ტაშს მოვა-
ლეობის მოხდის მიზნით არავინ უკრავს; გეგონება ახლახან
სცენაზე როკის ლეგენდა იდგა.

208
– ხედავ? მათ მხოლოდ იმის ნახვა სურთ, რომ კარგ დროს
ატარებ და განწყობას იმაღლებ.
ვუღიმი და ყურში ვეუბნები:
– ერთად ვიმღეროთ. სიმღერა შენ აარჩიე.
რუფუსი თანახმაა და თავს მადებს.
– კარგი. American Pie. ეს მართლა მოხდება?
მიყვარს ეს სიმღერა.
– უკვე ხდება.
ლიდიას ვუბარებ, სასმელს ყურადღება მიაქციოს, მე და
რუფუსი კი დიჯეისთან სიმღერის შესაკვეთად მივიჩქარით.
ამასობაში სცენაზე თურქი გოგონა ჯესმინი პატი სმითის
Because the Night-ს მღერის და საოცარი სანახავია ერთი პა-
ტარა გოგონა ამხელა ყურადღებას რომ იქცევს და დარბაზს
ასე ძლიერად მუხტავს. შავტუხა გოგონა, ფართო ღიმილით.
ღიმილით, რომლის დანახვასაც მომაკვდავის სახეზე არ ელი
– სიმღერის შეკვეთას აძლევს და განზე დგება. დიჯეი ლოუს
სიმღერის სახელწოდებას ვეუბნებით და ისიც არჩევანს გვი-
წონებს. ჯესმინის შესრულებას ტანს ვაყოლებ და თავს მაშინ
ვარწევ, როცა საჭიროდ ვთვლი. რუფუსი მიყურებს, ეღიმება
და მეც დარცხვენილი ვშეშდები.
მხრებს ვიჩეჩ და თავიდან ვიწყებ.
ამჯერად მომწონს, რომ მამჩნევენ.
– ცხოვრების საუკეთესო დროს ვატარებ, რუფუს, – ვეუბ-
ნები, – აქ და ახლა.
– მეც, ძმაო. გმადლობ, უკანასკნელ მეგობრად რომ ამირ-
ჩიე, – მეუბნება.
– მადლობა, საუკეთესო უკანასკნელი მეგობრობისთვის,
ჩემისთანა კარადის საკიდარი რომ ვერც იოცნებებდა.
შავტუხა ბეკის სცენაზე უხმობენ და ისიც ოტის რედინგის
Try a Little Tenderness ასრულებს. რიგში ჩვენ ვართ და სცე-
ნის გაწებილ საფეხურებთან ვიცდით. ბეკის გამოსვლის მიწუ-
რულს ნერვები მაინც მღალატობს – შემდეგის მოლოდინით.
მაგრამ ყოველგვარი შემზადების გარეშე დიჯეი ლოუ აცხა-
დებს:

209
– სცენაზე ვიხმობთ რუფუსსა და მეთიუს. – დიახ, ჩემს სა-
ხელს არასწორად იძახის, სიკვდილის უწყების ანდრეა მახსენ-
დება და მიჩნდება შეგრძნება, რომ შეიძლება ეს დღე განსხვა-
ვებული ყოფილიყო – ერთ დღეში მთელი ცხოვრება ჩავატიე
და ეს წუთები სიცოცხლის გვირგვინია.
რუფუსი საფეხურზე არბის, მე უკან მივყვები. ბეკი წარმა-
ტებებს უტკბილესი ღიმილით მისურვებს; ღმერთმა ქნას,
მგზავრი არ იყოს, და თუკი არის, მაშინ სინანულისგან თავისუ-
ფალმა დატოვოს ეს ცხოვრება. სანამ ზურგს ვაქცევდე, ხმა-
მაღლა ვაქებ, მაგარი შესრულება იყო-მეთქი. რუფუსი სცენაზე
ორ სკამს მოათრევს, რადგან საკმაოდ გრძელი სიმღერა
გვაქვს სამღერი. კარგად მოიფიქრა, რადგან სცენაზე გასვლი-
სას ფეხები მიკანკალებს, თვალებში სინათლე მანათებს და
ყურებში შუილი ჩამესმის. გვერდით ვუჯდები და დიჯეი ლოუ
მიკროფონის მოსაწოდებლად ვიღაცას გზავნის, რაც განწყო-
ბას ისე მიმაღლებს, თითქოს ექსკალიბური გადმომცეს და
ბრძოლაში მგზავნიან, რომელშიც ჩემი ლაშქარი მარცხდება.
American Pie ირთვება და ხალხი ოვაციას არ იშურებს,
თითქოს ჩვენი საავტორო სიმღერაა და ყველა გვიცნობს. რუ-
ფუსი ხელს მკიდებს და ისევ მიშვებს.
– ძალიან დიდი, დიდი ხნის წინათ… – რუფუსი იწყებს, -
ჯერაც მახსოვს…
– ეს სიმღერა ღიმილს როგორ მგვრიდა, – ვაგრძელებ.
თვალები მიწყლიანდება. სახე მითბება – არა, მიხურს. ვხე-
დავ, ლიდია ირწევა. ოცნებაშიც კი ვერ დაიჭერ ასეთ ძლიერ
მომენტს.
-… ამ დღეს მოვკვდები… ამ დღეს მოვკვდები…
დარბაზში მუხტი იცვლება. საშინელი ნამღერის მიუხედა-
ვად, თავდაჯერებულობას ვინარჩუნებ და სიტყვები ყველა
მგზავრის გულამდე მიდის და სულს სწვდება, სული კი ციცინა-
თელას შუქივით ილევა, თუმცა სანამ გაქრება, ბჟუტავს. ზოგი
მგზავრი სიმღერას ხმას აყოლებს და ზუსტად ვიცი, სანთებ-
ლის შემოტანა რომ შესძლებოდათ, აანთებდნენ; ზოგიც ტი-
რის, დანარჩენი თვალდახუჭული იღიმის, იმედს ვიტოვებ, სა-
სიამოვნო მოგონებებში იკარგებიან.

210
რვა წუთია მე და რუფუსი ეკლიან გვირგვინზე, ვისკისა და
ჭვავზე, კოსმოსში დაკარგულ თაობაზე, სატანის ჯადოზე, ბლუ-
ზის მომღერალ გოგოზე, მუსიკის სიკვდილის დღესა და უამ-
რავ სხვა თემაზე ვმღერით. სიმღერა სრულდება, სულის მოთ-
ქმას ვცდილობ და მქუხარე ტაშიც ისმის, სიყვარულით ვივსე-
ბი, რაც ქედმოხრილი რუფუსის ხელის ჩასაკიდებლად ბიძგს
მაძლევს. სცენიდან გამყავს. ფარდას მოფარებული თვალებში
ჩავყურებ და ისე მიღიმის, თითქოს იცის, რაც მოხდება და მარ-
თალიცაა.
ვკოცნი ბიჭს, რომელმაც ჩვენი სიკვდილის დღეს სიცოც-
ხლე მომანიჭა.
– როგორც იქნა! – ამოვასუნთქე თუ არა, ამბობს, და ახლა
თავად მკოცნის. – ამდენ ხანს რას უყურებდი?
– ვიცი, ვიცი. მაპატიე. ვიცი, რომ დასაკარგი დრო არ
გვაქვს, მაგრამ უნდა მცოდნოდა, რომ ვინც მეგონე, ის იყავი.
სიკვდილში ყველაზე კარგი შენთან მეგობრობაა. – ვერას-
დროს დავიჯერებდი, რომ ამ სიტყვებს ვინმეს ვეტყოდი. ისეთი
ღრმა და პირადულია, თანაც გინდა სხვებსაც გაუზიარო და
ვფიქრობ ამ შეგრძნებას ყველა დავდევთ. – კიდეც რომ არ მე-
კოცნა, შენთან გატარებული ყოველი წუთიც კი ოცნებების ახ-
დენაა.
– ჩემთვისაც, – მეუბნება რუფუსი. – ბოლო რამდენიმე
თვეა, თავს დაკარგულად ვგრძნობდი. განსაკუთრებით წუ-
ხელ. იმ ეჭვებისა და უიღბლობის გამო თავი მეზიზღებოდა,
მაგრამ მერე შენ გამოჩნდი, საკუთარი თავის რწმენა დამიბ-
რუნე და ხასიათზე მომიყვანე.
კიდევ მინდა ვაკოცო, როცა მისი მზერა სცენის მიღმა, მა-
ყურებლისკენ გარბის. მხარზე ხელს მიჭერს.
რუფუსის ღიმილს სინათლე ემატება.
– პლუტონები მოსულან.

211
ჰაუი მალდონადო 17:23 სთ

სიკვდილის უწყებამ ჰაუი მალდონადოს 02:37 სთ-ზე და-


ურეკა და გარდაცვალების შესახებ აცნობა.
მასზე მეტად სიახლის მიღება 2.3 მილიონ ტვიტერის მიმ-
დევარს გაუჭირდა.
დღის ძირითადი ნაწილი ჰაუიმ სასტუმროს ნომერში ჩაკე-
ტილმა, კართან მდგარი შეიარაღებული პირადი მცველების
თანხლებით გაატარა; სახელმა ფუფუნება მოუტანა, მაგრამ
სიცოცხლეს ვერ შეუნარჩუნებდა. ნომერში მხოლოდ ადვოკა-
ტები და ლიტერატურული აგენტი შეუშვა ანდერძის შესადგე-
ნად და ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად, სანამ იმქვეყ-
ნიურ გზას გაუდგებოდა. სასაცილო იყო, რომ დაუსრულებელ
წიგნს უფრო ნათელი მომავალი ჰქონდა, ვიდრე მას. ჰაუი მსა-
ხიობების, პატარა ბიძაშვილის, რომლის პოპულარობა ჰაუის
წარმატებაზე იყო დამოკიდებული, კიდევ უფრო მეტი ადვოკა-
ტისა და მშობლების სატელეფონო ზარებს პასუხობდა.
ჰაუის მშობლები პუერტო-რიკოში ცხოვრობენ, სადაც მისი
კარიერის აწყობის შემდეგ დაბრუნდნენ. ჰაუის ძალიან უნდო-
და ლოს-ანჯელესში დარჩენილიყვნენ, სადაც ახლა თავად
ცხოვრობს, ყველა ხარჯის დაფარვასა და ახირების შესრულე-
ბას ჰპირდებოდა, მაგრამ მშობლების სიყვარული სან-ხუანი-
სადმი, სადაც ერთმანეთი გაიცნეს, უფრო ძლიერი იყო. ჰაუი
ვერაფერს უხერხებდა იმ ფაქტს, ცხადია გულსაც სტკენდა,
რომ მშობლები მის გარეშეც კარგად იქნებოდნენ. ისედაც მიჩ-
ვეულიყვნენ მისგან მოშორებით ცხოვრებას და მის წარმატე-
ბასაც ფანებივით შორიდან დააკვირდებოდნენ.
უცნობებივით.
ჰაუი ახლა ორ უცნობთან ერთად მანქანაში ზის. ორი ქალი
ინფინიტი უიქლიდან, უკანასკნელი ინტერვიუსთვის მოვიდა.
ამას მხოლოდ ფანებისთვის აკეთებს. ჰაუიმ იცის, ათი წელიც
რომ ეცოცხლა, თავისი ამბის გადმოსაცემად არ ეყოფოდა. მი-
სი რედაქტორებისა და მენეჯერების თქმის არ იყოს, ხალხს
კონტენტი სწყურია. ყოველი ახალი ვარცხნილობა, ჟურნალის
გარეკანი, ტვიტი… შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს.

212
წუხელ ჰაუიმ სადილის ფოტო დატვიტა.
უკვე გამოაქვეყნა უკანასკნელი ტვიტიც: მადლობა ამ
ცხოვრებისთვის და მოღიმარი სელფი მიაბა.
– ვის ნახვას აპირებთ? – ხნიერი ქალი ეკითხება. მგონი
სენდი ჰქვია. ჰო, სენდი და არა სალი, მისი პირველი რედაქ-
ტორივით. სენდი.
– ესეც ინტერვიუს ნაწილია? – ჰაუი ეკითხება. როდესაც
ჩაწერაზეა, პასუხების გაცემა დიდ ყურადღებას არ მოითხოვს,
ამიტომ ჩვეულებრივ, მობილურს ჩასჩერებია და ტვიტერ და
ინსტაგრამგვერდებს ათვალიერებს. მაგრამ, სკორპიუს ჰო-
თორნის სერიების ავტორის შეტყობინებების ჩათვლით, ამ-
დენ სიყვარულზე პასუხის გაცემა შეუძლებელია.
– შესაძლოა, – ამბობს სენდი და მიკროფონს მიუახლო-
ებს, – თქვენს ნებაზეა.
ჰაუი რედაქტორის იქ ყოფნას ნატრობს, რომ ეს ქალი გა-
აჩუმოს, მაგრამ თავადვე გამოუწერა უშველებელი ჩეკი, სას-
ტუმროს ნომერში გაუგზავნა და შეუთვალა გამერიდეო, თით-
ქოს ზომბის ვირუსის მატარებელი იყოს.
– შემდეგი კითხვა, – ამბობს ჰაუი. არავის საქმე არ არის,
რომ ბავშვობის მეგობრისა და პირველი სიყვარულის, ლენას
სანახავად მიდის, რომელიც არკანზასიდან მასთან უკანასკნე-
ლი შეხვედრისთვის გამოფრინდა. გოგონა, რომელიც მეგო-
ბარზე მეტი იქნებოდა, რომ არა მისი პოპულარობა. გოგონა,
რომელიც ოდესღაც ისეთი გატაცებით უყვარდა, რომ ქალაქის
სატელეფონო აპარატებსა და კაფეების მაგიდებზე მის სახელს
ფხაჭნიდა. გოგონას მშვიდი ცხოვრება უყვარს და მისი ქმარი
ამით უზრუნველყოფს.
– რა გაეწყობა, – ამბობს სენდი. – რა მიგაჩნიათ თქვენს
ყველაზე საამაყო მიღწევად?
– ჩემი საქმიანობა, – ამბობს ჰაუი და თვალების გადატ-
რიალებისგან თავს იკავებს. მეორე ქალი დელაილა, ისე მიშ-
ტერებია, თითქოს მისი სიყალბის მიღმა იხედება. ჰაუი უხერ-
ხულობას იგრძნობდა, ყურადღება იმ ქალის ლამაზ, ჩრდი-
ლოეთის ციალისფერ თმასა და შეხვეულ შუბლზე რომ არ გა-

213
დაეტანა, რაც სკორპიუს ჰოთორნის მსგავსი ნაიარევის და-
მალვის იმიტაციაა.
– როგორ ფიქრობთ, სად იქნებოდით ახლა, დრაკონის ჭა-
ობში რომ არ გეთამაშათ? – სენდი ეკითხება.
– სან-ხუანში, მშობლებთან. პროფესიული თვალსაზრი-
სით… კაცმა არ იცის.
– უკეთესი შეკითხვა მაქვს, – დელაილა ხმას იღებს. სენდი
უხერხულად იშმუშნება, დელაილა კი აგრძელებს: – რას ნა-
ნობთ?
– მიუტევეთ, – ეუბნება სენდი. – სამსახურიდან ვათავი-
სუფლებ და შემდეგ გაჩერებაზე ჩავა.
ჰაუის დელაილაზე გადააქვს ყურადღება.
– მიყვარს ჩემი საქმიანობა, მაგრამ ვერ გეტყვით, ტვიტე-
რისა და ფრენჩაიზის უარყოფითი როლების მიღმა რას წარ-
მოვადგენ.
– რას შეცვლიდით? – დელაილა არ ეშვება.
– ალბათ, კოლეჯის სატყუარაში თამაშზე არ დავთანხმდე-
ბოდი. – ჰაუი იღიმის, თავადაც უკვირს, ბოლო დღეს რომ
ეხუმრება. – მხოლოდ იმას გავაკეთებდი, რაც მნიშვნელოვ-
ნად მიმაჩნია. მაგალითად, სკორპიუსის ფილმები. ის ადაპტა-
ციები ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, თუმცა მიღებული ჰონორარი
საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად უნდა დამე-
ხარჯა და არა საკუთარი თავის ახლიდან აღმოჩენასა და ბო-
როტი ჯადოქარი ბავშვის იმიჯის შეცვლაში. კარგი რა, შემომ-
ხედეთ, ქალაქში გამომცემელს საკუთარი წიგნის თაობაზე
ვხვდები, რომელიც თავადაც კი არ დამიწერია.
დელაილა ჰაუის ხელმოუწერელ წიგნს დაჰყურებს, რომე-
ლიც მასა და მის ბოსს შუაში უდევთ.
ყოფილ ბოსს. ესეც გასარკვევია.
– რა გაგაბედნიერებდათ? – დელაილა ეკითხება.
პირველი სიყვარული ახსენდება და ეს მოწმენდილ ცაზე
მეხის გავარდნასავით აოცებს. ჰაუის მარტოსულობა არას-
დროს უგრძნია, რადგან ყოველ წამს შეეძლო ონლაინ ჩართუ-
ლიყო და შეტყობინებების ნიაღვრით აივსებოდა, მაგრამ მი-
ლიონების თაყვანისცემა და იმ ერთ, განსაკუთრებულ ადამი-

214
ანთან შექმნილი პირადი სივრცე სრულიად სხვადასხვა სიბ-
რტყე იყო.
– ჩემი ცხოვრება ორლესული მახვილია, – ამბობს ჰაუი.
წარსულში არ საუბრობს, მგზავრებს როგორც სჩვევიათ. – ამ
ადგილას იმიტომ ვარ, რომ ცხოვრება თვალის დახამხამებაში
გამექცა. იმ მატარებელზე რომ არ ავსულიყავი, შეიძლება ისე-
თი ადამიანი შემყვარებოდა, საპასუხოდაც რომ ვეყვარებოდი,
ნამდვილი შვილი ვიქნებოდი და არა ადამიანი, რომელსაც
შთააგონეს, რომ ბანკის ანგარიშად ყოფნა საკმარისია. შეიძ-
ლებოდა ესპანურის სასწავლად დროც გამომენახა და ბებიას-
თან დედაჩემის თარჯიმნობის გარეშე მესაუბრა.
– წარმატებული რომ არ ყოფილიყავით და სანაცვლოდ ახ-
ლახან თქვენ მიერ აღწერილი ცხოვრება გქონოდათ, ბედნიე-
რი იქნებოდით? – დელაილა ეკითხება და სავარძლის წკიპზე
ჩოჩდება. სენდიც სულგანაბული უსმენს.
– ვფიქრობ, კი…
დელაილასა და სენდის თვალები გაუფართოვდათ. ჰაუიც
ჩუმდება.
მანქანა ჯანჯღარებს და ჰაუი თვალებს ხუჭავს, თითქოს
ქვემოთ ცურდება, ისევე, როგორც კარუსელზე ყოველი დაჯ-
დომისას, მაღლა და მაღლა რომ ადის, საიდანაც უკან ვეღარ
მობრუნდება და მერე წარმოუდგენელი სიჩქარით ეშვება.
თუმცა ამ შემთხვევაში ჰაუიმ იცის, რომ უსაფრთხოდ არ არის.

უსახელო ბანდა 17:36 სთ

სიკვდილის უწყებას ყოჩების ბანდისთვის დღეს არ დაურე-


კავს და ისინი ისე აგრძელებენ ცხოვრებას, ვითომც სანამ
ცოცხლები არიან, არაფერი ემუქრებათ. ქუჩებში ისე დაქრიან,
შუქნიშნებს ზედაც არ უყურებენ, თითქოს მაღალი სიჩქარით
მოძრავი მანქანები ვერაფერს დაუშავებენ და პატრულისგა-
ნაც ხელშეუხებელი არიან. სამიდან ორი ბიჭი სიცილით იგუ-
დება, როცა მათ გამო ერთი მანქანა მეორეს ეჯახება და ეს უკა-
ნასკნელი ბზრიალით ასკდება კედელს. მესამე მთელი არსე-

215
ბით სამიზნეზეა გადართული და ზურგჩანთიდან იარაღს იღე-
ბს.

დელაილა გრეი 17:37 სთ

დელაილა გადარჩა. ჰაუის პულსის გასინჯვა არ სჭირდება


იმის მისახვედრად, რომ კაცი სააქაოს აღარ არის. დაინახა,
როგორ მიახალა თავი ტყვიაგაუმტარ მინას და შემაწუხებელი
ტკაცანიც გაიგონა, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრება
თავს შეახსენებს…
გული გამალებით უცემს. ერთ დღეში, როცა სიკვდილის
უწყება გადასცეს, დელაილა არა მხოლოდ წიგნების მაღაზიის
მიმდებარედ აფეთქებას, არამედ მოულოდნელად გიჟურად
გამოვარდნილ მანქანასაც გადაურჩა, რომელსაც სამი ყმაწვი-
ლი მართავდა.
თუ სიკვდილი ცელს უქნევდა, აშკარად ორჯერ ააცილა.
დელაილას და სიკვდილს დღეს შეხვედრა არ ეწერათ.

რუფუსი 17:39 სთ

მატეოსთვის ხელის გაშვება არ მინდა, მაგრამ ჩემებს უნდა


გადავეხვიო. ხალხში შევდივარ, მგზავრებსა და დანარჩენებს
გზიდან ვიცილებ, რომ პლუტონებამდე მივაღწიო. ყველანი პა-
უზის ღილაკს ვაჭერთ და ერთდროულად ვაწვებით ჩართვას,
მწვანეზე თანაბრად მოძრავი ოთხი მანქანის მსგავსად. ჯგუ-
ფური ჩახუტება, პლუტონის მზის სისტემაში ოთხი პლუტონის
შეერთება, ის, რაზეც ბოლო თხუთმეტი საათია ვოცნებობ, მას
შემდეგ, რაც ჩემი წყეული პანაშვიდიდან გამოვიძურწე.
– მიყვარხართ, ხალხო, – ვეუბნები მათ, არავის ეშაყირე-
ბა. საამისოდ უკვე გავიზარდეთ. წესით არ უნდა მოსულიყვნენ,
მაგრამ რისკზე წასვლა დღევანდელი თამაშის სახელია და მე
მას თავად ვთამაშობ. – ტაგო, ნაციხარის არაფერი გეტყობა.

216
– ჩემი ახალი სვირინგი უნდა ნახო, – ამბობს ტაგო, – ცუდი
დღე დაგვაწიეს.
– არაფერიც არ დაუწევიათ, – მალკოლმი პასუხობს.
– მთავარია გამოძვერით, ბიჭებო. – ვამხნევებ.
– სახლის პირობებშიც კი არ დაუკავებიხართ, – ეიმი ამ-
ბობს, – თავი არ გამოგეყოფათ.
ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ ახლო-ახლო ყოფნას ვცდი-
ლობთ, ისედაც, იმ ჭყლეტაში სხვა გზა არ გვაქვს. ყველა მაშ-
ტერდება. ტაგო ისე იყურება, მგონი ჩემი მოფერება უნდა,
მალკოლმს ისეთი სახე აქვს, თითქოს მოჩვენება დაინახა. ეი-
მის კი აშკარად ჩახუტება უნდა. ტაგოს ნებას არ მივცემ, ძაღ-
ლივით მომექცეს, ანდა მალკოლმს „ბუუჰო!“ დაიყვიროს, მაგ-
რამ ეიმისთან მივდივარ და მაგრად ვეხვევი.
– მაპატიე, ეიმს, – ვეუბნები. სანამ შევხედავდი, არ ვიცო-
დი, რომ საქმე საბოდიშოდ მქონდა. – ასე არ უნდა მიმეგდე.
თანაც მაინცდამაინც ამ წყეულ ბოლო დღეს.
– მეც მაპატიე, – მპასუხობს ეიმი. – ჩემთვის მხოლოდ ერ-
თი მხარეა მნიშვნელოვანი და მაპატიე, რომ ორივეზე ვთამა-
შობდი. ერთად იმდენ ხანს არ ვყოფილვართ, რამდენიც საჭი-
რო იყო, მაგრამ შენ ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნე-
ბი. მიუხედავად…
– მადლობელი ვარ, რომ მითხარი, – ვეუბნები.
– მაპატიე, ასეთი ბანალურობისთვის. – მპასუხობს ეიმი.
– ყველაფერი რიგზეა, – ვამშვიდებ.
ვიცი, მატეოს ცხოვრების გაგრძელებაში დავეხმარე, მაგ-
რამ თავად ცხოვრების დაბრუნებაში დამეხმარა. მინდა ყვე-
ლას ისეთი დავამახსოვრდე, როგორიც ახლა ვარ და არა იმ
ბრიყვული შეცდომის გამო. ვტრიალდები და მხარდამხარ
მდგარ მატეოსა და ლიდიას ვხედავ. იდაყვში ვკიდებ ხელს.
– ეს ჩემი უკანასკნელი მეგობარი მატეოა, -– ვაცხადებ. –
ეს კი მისი ნომერ პირველი მეგობარი ლიდიაა.
პლუტონები მატეოსა და ლიდიას ხელს ართმევენ. მზის
სისტემების შეჯახება.
– გეშინიათ? – ეიმი ორივეს გვეკითხება.
მატეოს ხელს ვკიდებ და თავს ვუქნევ.

217
– წინ თამაშის დასასრულია, მაგრამ ჯერ მოვიგებთ.
– მადლობა, რომ ბიჭს მიგვიხედე, – მალკოლმი ეუბნება.
– ორივენი პატივსაცემი პლუტონები ხართ, – ამბობს ტაგო
და მალკოლმსა და ეიმის უბრუნდება. – გულსაბნევი უნდა და-
ვამზადოთ.
პლუტონებს ჩემი ბოლო დღის ამბებს მისხალ-მისხალ ვუყ-
ვები და ვუხსნი, ინსტაგრამს ფერები როგორ დავუბრუნე.
Elastic Heart დასასრულს უახლოვდება.
– იქ უნდა ავიდეთ, არა? – კითხულობს ეიმი და საცეკვაო
მოედნისკენ გვანიშნებს.
– წავიდეთ.
მატეო თქმასაც არ მაცდის.

მატეო 17:48 სთ

რუფუსს ხელს ვავლებ და საცეკვაო მოედანზე მიმყავს,


ზუსტად მაშინ, როცა ფერადკანიანი ყმაწვილი, სახელად კრი-
სი სცენაზე გამოდის. კრისი აცხადებს, რომ საავტორო სიმღე-
რას, სახელწოდებით დასასრულს შეასრულებს. გამომშვიდო-
ბებაზე, კოშმარზე, რომლისგან გამოღვიძებაც გვინდა, და სიკ-
ვდილის გარდუვალობაზე რეპავს. რუფუსისა და საყვარელი
ადამიანების გვერდით რომ არ ვიდგე, დეპრესიას ავიკიდებ-
დი. ამის ნაცვლად კი, ვერასდროს რომ ვერ წარმოვიდგენდი,
ყველანი ვცეკვავთ – თანაც უბრალოდ კი არ ვცეკვავ, ვცეკვავ
მასთან, ვინც სიცოცხლის დუელში გამომიწვია.
ბასი მთელ სხეულში ვიბრირებს და დანარჩენებს ფეხს ვუ-
ყოლებ, თავს ვაქნევ და მხრებს ვათამაშებ. რუფუსი ჰარლემ
შეიქს აკეთებს – ან შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, ან
ჩემი გამხიარულება უნდა და ორივე შემთხვევაში ეს მუშაობს,
ძირითადად იმიტომ, რომ წარმოუდგენელ თავდაჯერებულო-
ბას ასხივებს. ერთმანეთს უფრო და უფრო ვუახლოვდებით, ხე-
ლები ჩამოშვებული გვაქვს, თუმცა პირისპირ ვცეკვავთ, ყო-
ველთვის სინქრონში არა, თუმცა ვინ დაეძებს. ერთიმეორეს
ვეწებებით, საცეკვაო მოედანს კი ხალხის ნაკადი ემატება. გუ-

218
შინდელი მატეო აქაურობას კლაუსტროფობიულად ჩათვლი-
და, მაგრამ ახლა? აქედან ფეხს არ მოვიცვლი.
სიმღერა იცვლება და ჩქარდება, მაგრამ რუფუსი მამშვი-
დებს და წელზე ხელებს მხვევს.
– ერთად ვიცეკვოთ.
მეგონა უკვე ვცეკვავდით.
– რამეს არასწორად ვაკეთებ?
– არა, გადასარევად გამოგდის. ვიგულისხმე, ნელა-მეთ-
ქი.
ბასი უფრო ძლიერდება, მაგრამ ხელებს ერთმანეთის
მხრებსა და წელზე ვაწყობთ; ჩემი თითები ოდნავ ძლიერად
ესობა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვინმეს ასე ვეხები. არ
ვჩქარობთ და მიუხედავად ერთად გატარებული დღევანდელი
დღისა, რუფუსისთვის თვალის გასწორება მაინც მიჭირს; ეს
ინტიმურობის ყველაზე მძლავრი შეგრძნებაა, რაც აქამდე
განმიცდია. ტუჩები ყურთან მოაქვს და ისეთ ფაზაში გადავყა-
ვარ, მზერისგან რომ მათავისუფლებს და თან მისი შეხედვა
რომ მენატრება. თითქოს თვალებით მანიშნებს, რომ საკმარი-
სად კარგი ვარ და მეუბნება:
– ნეტავ მეტი დრო გვქონდეს… ცარიელ ქუჩებში ველოთი
ვირბენდით, ას დოლარს სათამაშო ავტომატებში დავხარჯავ-
დით, შტატის კუნძულის ბორანზე ავიდოდით და ჩემს საყვა-
რელ თოვლის ნაყინებს გაგასინჯებდი.
ვეჩურჩულები:
– ჯოუნსის პლაჟზე წასვლა, შენთან ერთად ტალღებში შე-
ცურვა და მეგობრებთან წვიმაში თამაში კარგი იქნებოდა, მაგ-
რამ თან მშვიდი ღამეები მინდა და ცუდი ფილმის ყურებისას
სისულელეებზე ლაქლაქიც. – მინდა ისტორია დავწეროთ, რა-
მე უფრო ხანგრძლივი, ვიდრე საერთო დროის პატარა ფანჯა-
რაა, რომელსაც კიდევ უფრო დღეგრძელი მომავალი ექნებო-
და, ოთახში მომაკვდავი სპილო რომ არ მჭყლეტდეს. თავს
შუბლზე ვადებ და ორივე გაოფლილი ვართ. – ლიდიას უნდა
დაველაპარაკო. – სანამ ჭედვაში გავერევით, რუფუსს კიდევ
ერთხელ ვკოცნი. ისიც ხელს მკიდებს და იმდენ ხალხში გზის
გაგნებას ვცდილობ.

219
ლიდია ხელჩაკიდებულებს სწორედ მაშინ გვხედავს, როცა
რუფუსი ხელს მიშვებს, მე ლიდიას ვკიდებ და საპირფარეშოს-
კენ მიმყავს, სადაც ასე თუ ისე სიწყნარეა.
– არ გამარტყა, – ვეუბნები. – მაგრამ რუფუსისადმი აშკა-
რად გრძნობა მაქვს, ისიც იმავეს გრძნობს და მაპატიე, შენ-
თვის არასდროს მითქვამს, რომ რუფუსისნაირი შემიყვარდე-
ბოდა. მეგონა საკუთარ თავში გასარკვევად უფრო მეტი დრო
მექნებოდა, ხომ ხვდები, იმის მიუხედავად, რომ ამაში სიმა-
ხინჯეს ვერ ვხედავ. ალბათ, რაღაცას ველოდებოდი, რაღაც
მშვენიერსა და ამაღლებულს, რომ თამამად გამომეცხადები-
ნა… და ეს რუფუსია.
ლიდია ხელს წევს.
– მაინც მინდა გტკიცო, მატეო ტორეს. – მაგრამ მაგრად
მიკრავს გულში. – რუფუსზე არაფერი ვიცი და არც იმაში ვარ
დარწმუნებული, რომ ასე ერთ დღეში უკვე კარგად იცნობ, მაგ-
რამ…
– მის წარსულზე ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ მისგან ამ
ერთ დღეში იმხელა მხარდაჭერა მივიღე, რასაც არა მგონია
საერთოდ ვიმსახურებდე. არ ვიცი, რამდენად გასაგებად
ვთქვი.
– შენ გარეშე რა მეშველება?
სწორედ მსგავსი მძიმე შეკითხვების გამო არ მინდოდა
ვინმესთვის ჩემი სიკვდილის ამბავი გამემხილა. არსებობს
კითხვები, რაზეც პასუხი არ მაქვს. ვერ გეტყვი, ჩემ გარეშე რა
გეშველება, ვერც იმას მოგთხოვ, მიგლოვო, ვერ დაგარწმუ-
ნებ, რომ თავის დადანაშაულება საჭირო არ არის, თუკი ჩემი
გარდაცვალების დღე დაგავიწყდება, ანდა გაიაზრებ, დღეები,
კვირები და თვეები ისე გავიდა, არც გაგხსენებივარ.
მხოლოდ ის მინდა, რომ ცხოვრება გააგრძელო.
კედელზე ფერადი მარკერებია, უმეტესად გამომშრალი და
რეზინის თასმით ჰკიდია. მსხვილ ნარინჯისფერ მარკერს ვპო-
ულობ და ფეხის წვერებზე შემდგარი ცარიელ ადგილზე ვწერ:
აქ იყო მატეო, გვერდს კი, როგორც ყოველთვის, ლიდია უმ-
შვენებდა.
ლიდიას ვეხვევი.

220
– დამპირდი, რომ კარგად იქნები.
– დიდი ტყუილი კი გამოვა.
– გეხვეწები, მომატყუე, – ვეუბნები. – მიდი, მითხარი, რომ
წინსვლას არ შეწყვეტ. პენის ასი პროცენტით სჭირდები, მე კი
მინდა ვიცოდე, რომ მომავალი მსოფლიო ლიდერის აღსაზ-
რდელად ძალა გეყოფა.
– ეშმაკსაც წაუღია, არ შემიძლია…
– რაღაც ხდება, – ვიძახი. გული მიჩქარდება. ეიმი რუფუ-
სის, პლუტონებისა და სამ ტიპს შორის დგას, რომლებიც მას
უყვირიან. ლიდია ხელს მკიდებს და ოდნავ თავისკენ მქაჩავს,
უნდა შემაჩეროს, სანამ ჩავრეულვარ. შეშინებულია, არ უნდა
ჩემს სიკვდილს შეესწროს და არც მე მინდა. დაბალი ბიჭი, და-
სივებული სახით იარაღს იღებს – რუფუსის ასე მოკვლა ვის უნ-
და უნდოდეს?
ტიპს, რომელიც სცემა.
იარაღს ყველა ხედავს და კლუბში პანიკა ტყდება. რუფუ-
სისკენ გავრბივარ, გზად გასასვლელისკენ გაქცეული სტუმრე-
ბი მეჯახებიან. ვეცემი, ხალხი ზემოდან მივლის და ალბათ ასე-
თი სიკვდილი მიწერია, წუთის წინ ან იქნებ ამწამსაც რუფუსი
სასიკვდილოდ დაჭრეს. ლიდია კივის, ყველას უყვირის უკან
დაიხიონ და წამოდგომაში მეხმარება. გასროლის ხმა ჯერ არ
ყოფილა, თუმცა ხალხი გაქცევას ცდილობს. ამ ჭყლეტაში გაძ-
რომა შეუძლებელი ხდება, რუფუსამდე ვეღარ მივდივარ, ვერ
შევძლებ ცოცხალს კიდევ ერთხელ შევეხო.

რუფუსი 17:59 სთ

მინდა ეიმი გამოვლანძღო, მისი მოთრეული მგონია, მაგ-


რამ ჩემსა და იარაღს შორის დგება. ვიცი, წესით დღეს არ მოკ-
ვდება, თუმცა არ ნიშნავს, რომ ტყვიაგაუმტარია. წარმოდგენა
არ მაქვს, პეკმა თავის ცალტვინებთან და იარაღთან ერთად
როგორ მომაგნო, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
სულელი ვერ ვიქნები და ვერც გმირი.

221
ამ ამბავთან შეგუებას არ ვაპირებ – შეიძლება მატეოს გაც-
ნობამდე, როცა ზურგს პლუტონები მიმაგრებდნენ, ფეხებზე
დამეკიდა, მიდი, მესროლე-მეთქი, მაგრამ ჩემი არსებობა უკ-
ვე ისედაც ბეწვზე ჰკიდია.
– დიდ გულზე აღარ ხარ, არა? – პეკი მეკითხება, ხელი
უკანკალებს.
– გთხოვ, არ გინდა, – ეიმი ხელს ასავსავებს. – ასე ორივე
თავს დაიღუპავთ.
– მისი სიცოცხლე გაღელვებს, ხო? მე სულ ცალ ფეხზე გკი-
დივარ.
– მართლა ცალ ფეხზე დაგიკიდებ, თუკი ამას გააკეთებ.
ურჩევნია ამას გულით ამბობდეს და არა მის შესაჩერებ-
ლად, რადგან ეს ორი თუ ერთად დარჩებიან, ვფიცავ, ცხოვრე-
ბას იმ ქვეყნიდანაც კი ჯოჯოხეთად ვუქცევ. მინდა წამით მალ-
კოლმის ზურგში ვიდგე და პეკს ვეცე, მაგრამ ახლა ეს ცუდ სამ-
სახურს გამიწევს.
მატეო.
პეკის ზურგს უკან ჩნდება და თავის მოძრაობით ვანიშნებ,
რასაც პეკი ამჩნევს, უკან იხედება და მაშინვე მისკენ გავრბი-
ვარ, რადგან მატეო საფრთხეშია. მატეო პეკს სახეში ურტყამს,
რაც წარმოუდგენელია. პეკი არც კი წაქცეულა და ალბათ დი-
დად არც სტკენია, მაგრამ ამით შანსი მოგვეცა. პეკის ძმაკაცი
მატეოს მუშტს უღერებს და ის არის თავი მხრებიდან უნდა მოგ-
ლიჯოს, უცებ ჩერდება, თითქოს ეცნოო – არ ვიცი, მაგრამ მა-
ტეო უკან იხევს. პეკი მატეოსკენ იწევს, მაგრამ თავს ვესხმი,
ამასობაში მალკოლმი დამასწრებს და პეკსა და მის ბიჭებს
ელმავალივით ეჯახება და ჰაერში სწევს, რა დროსაც პეკს ია-
რაღი ძირს უვარდება და მალკოლმი ორივეს კედელზე მი-
ანარცხებს.
იარაღი არ გავარდა, გადავრჩით.
პეკის მეორე ჯილა იარაღს ეპოტინება და მას სახეში ვურ-
ტყამ, ტაგო კი ზედ ახტება. იარაღს ვიღებ. შემიძლია პეკი გავა-
თავო და ეიმი მისგან გავათავისუფლო. პირდაპირ მას ვუმიზ-
ნებ და მალკომი განზე გადის. მატეო ზუსტად ისე მიყურებს,

222
როგორც მაშინ, რომ გამექცა და ძლივს მივაგენი. თითქოს
ჩემში ხიფათს ხედავს.
იარაღს ვაცარიელებ.
ტყვიები იატაკზე რაკარუკით ცვივა.
მატეოს ხელს ვკიდებ და უკანმოუხედავად გავრბივართ,
რადგან პეკი და მისი ყოჩები აქ ჩვენს მოსაკლავად მოვიდნენ
და ყოველი დანა და ტყვია ჩვენკენაა მომართული.
ეს დღე დამშვიდობების საშუალებას არ მაძლევს.

დალმა იანგი 18:20 სთ

სიკვდილის უწყებას დალმა იანგთან არ დაურეკავს, რად-


გან დღეს არ მოკვდება, მაგრამ რომ დაერეკათ, მთელ დღეს
ნახევარდასთან, ანდა უკანასკნელ მეგობართან გაატარებდა.
ბოლოს და ბოლოს, აპლიკაცია ხომ მისი შექმნილია.
– გეუბნები, ჩემთან მუშაობა არ მოგინდება-მეთქი, – ამ-
ბობს დალმა, ნახევარდისთვის ხელი ჩაუკიდია და გზაზე გადა-
დის. – არ მინდა, რომ ჩემთვის იმუშაო. ეს სამსახური ძალიან
შეიცვალა.
– ჰო, მაგრამ ინტერნატურა ისეთი იდიოტობაა, – დალია
ეუბნება. – ტექნოლოგიებში ასე ბეჯითად რომ მემუშავა, ახლა
სამმაგი ხელფასი მექნებოდა. – დალია ნიუ-იორკში მცხოვრე-
ბი ყველაზე მოუთმენელი ოცი წლის გოგონაა. მოუსვენარია
და გაუთავებლად ცხოვრებისეული ფაზების ცვლაშია. ბოლო
მეგობარ გოგონასთან ურთიერთობის დაწყებიდან ერთ კვი-
რაში იქორწინა, ახლა კი თავისი ტექნიკური ინტერნატურით
სურს უკანასკნელი მეგობრის კორპორაციაში იმუშაოს. – ერ-
თი სიტყვით, შეხვედრამ როგორ ჩაიარა? მარკ ცუკერბერგს
შეხვდი?
– შეხვედრამ ნამდვილად კარგად ჩაიარა, – პასუხობს
დალმა. – ახალი პროგრამა ტვიტერში შეიძლება შემდეგ თვე-
ში ჩაეშვას, ფეისბუკს ალბათ ცოტა დააგვიანდება.
დალმა ქალაქში ტვიტერისა და ფეისბუკის დეველოპერებს
ხვდებოდა. ამ დილით ახალი, უკანასკნელი შეტყობინების

223
პროგრამა წარმოადგინა, რომლის მეშვეობითაც შესაბამისი
მომხმარებლების ტვიტები/სტატუსები უფრო ღრმა მნიშვნე-
ლობას შეიძენს, ვიდრე, ასე ვთქვათ, მათივე აზრები პოპულა-
რული ფილმის ანდა ვიღაცის ძაღლის ვირუსული ვიდეოს შე-
სახებ.
– შენი უკანასკნელი შეტყობინება როგორ წარმოგიდგე-
ნია? – დალია ეკითხება. – ალბათ მულენ რუჟის! ციტატას და-
ვიხმარდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გიყვარდეს და სა-
პასუხოდაც უყვარდე და ლაი-ლაი, როგორც არის.
– ჰო, მაგ სიტყვებზე მაგრად აბოდებ, დაო, – ეუბნება დალ-
მა.
დალმა მისმა შეკითხვამ, ცხადია, დააფიქრა. განვლილი
ორი წლის განმავლობაში, საცდელი ვერსიის გაშვების ჩათ-
ვლით, უკანასკნელი მეგობარი მომგებიან რესურსად იქცა,
მაგრამ გასულ ზაფხულს თერთმეტი უკანასკნელი მეგობრის
სერიულმა მკვლელობამ დალმაზე ძალიან იმოქმედა. აპლი-
კაციის გაყიდვისა და ჩირქის გადარეცხვის ცდუნებას ძლივს
გაუძლო. თუმცა აპლიკაცია ძალიან ბევრი კუთხით სასიკე-
თოდ მუშაობდა, მაგალითად, დღეს შუადღით მატარებელში
ყოფნისას ორი გოგონას საუბარს მოჰკრა ყური. ერთმანეთს
უღიმოდნენ. ერთი მეორეს ეუბნებოდა, როგორი მადლიერი
იყო, რომ უკანასკნელი მეგობრის საშუალებით იპოვა, შეიტ-
ყო, რომ ვიღაცას ეს წამოწყება ისე ჰყვარებია, რომ მთელი ქა-
ლაქი აპლიკაციის გრაფიტებით მოუხატავს.
მის შექმნილ აპლიკაციაზეა საუბარი.
სანამ დალმა პასუხს გასცემს, გვერდით ორი ბიჭი ჩაუვ-
ლის. ერთს, დალიაზე ღია ფერის კანით, აჩეხილი ვარცხნი-
ლობა აქვს. მეორეს სათვალე უკეთია, წაბლისფერი თმა და
დალიას ფერის კანი აქვს. პირველი ბიჭი ეცემა, მეორე კი წა-
მოდგომაში ეხმარება და გზას აგრძელებენ, კაცმა არ იცის, სა-
ით გაუწევიათ. ფიქრობს, ნახევრძმები ხომ არ არიან საერთო
დედითო. შეიძლება მეგობრებიც იყვნენ, სულ რომ შარში ეხ-
ვევიან და მაინც განუყრელი არიან.
შეიძლება ერთმანეთი ახლახან გაიცნეს.

224
დალმა უყურებს, როგორ გარბიან. – ჩემი უკანასკნელი
შეტყობინება ასეთი იქნებოდა: იპოვე შენი ჭკუის ადამიანები
და მათთან ყოველი დღე ისე გაატარე, თითქოს უკანასკნელია.

მატეო 18:24 სთ

სამშვიდობოს ვართ, ზურგით კედელზე აკრულები ძირს


ვცურდებით, როგორც ადრე, ლიდიასგან გაქცევისას. სადმე
უსაფრთხო ადგილას შეეფარებოდა კაცი, თუნდაც ჩარაზულ
ოთახში და არა აქ, სადაც რუფუსს მოსაკლავად დასდევენ. რუ-
ფუსი ხელს არ მიშვებს, მხრებზე მეხვევა და მიხუტებს.
– მუშტის ხმარება კი გცოდნია, – მეუბნება რუფუსი.
– პირველად დავარტყი, – ვეუბნები. კვლავ შოკში ვარ, იმ-
დენი რამ მოხდა პირველად – საჯაროდ ვიმღერე, რუფუსს ვა-
კოცე, ვიცეკვე, ვიღაცას დავარტყი და ტყვიის იატაკზე დაცვე-
ნის ხმები ასე ახლოს გავიგონე.
– მაგრამ იარაღიან ტიპებს არ უნდა გაუქანო, – მეუბნება
რუფუსი. – შეიძლებოდა მოეკალი.
ქუჩას გავცქერი, სულის მოთქმას ვცდილობ.
– გადაგარჩინე და კიდევ აქეთ მსაყვედურობ?
– არ მინდოდა შემოვბრუნებულიყავი და მკვდარი მენახე.
მაინც არ ვნანობ. დროს უკან ვახვევ და იმ მომენტს შენე-
ლებულ კადრში წარმოვიდგენ, მოგონებებში დავეხეტები, ღი-
რებულ დროს და მეგობარს ვკარგავ, რომლის ლამაზ გულსაც
ტყვია აპობს.
ლამის დავკარგე რუფუსი. ექვს საათზე ნაკლები დაგვრჩა
და თუ პირველი ის წავა, ზომბად ვიქცევი, რომელმაც იცის,
რომ თავი ჯირკზე უდევს მოსაჭრელად. რუფუსთან სწორედ
ისეთი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, როგორსაც ღამის სამ
საათზე მისი გაცნობისას ველოდი.
ეს დღე წარმოუდგენლად გულუხვია, თუმცა მაინც ძალიან
მძიმედ ასატანი.
თვალები მევსება და თავის შეკავება არ შემიძლია. ვტირი,
რადგან ასეთი დილა კიდევ მრავლად მინდა მქონდეს.

225
– ყველა მენატრება, – ვიძახი. – ლიდია, პლუტონები.
– მეც, – ამბობს რუფუსი. – მაგრამ მათ სიცოცხლეს სას-
წორზე ვერ დავდებთ.
თავს ვუქნევ.
– ეს გაურკვევლობა ბოლოს მიღებს. აქ ვეღარ გავჩერდე-
ბი. – გული მეწურება. შიშის გარეშე და შიშში ცხოვრებას შო-
რის უდიდესი განსხვავებაა. – შინ წასვლა რომ გადავწყვიტო,
შემიძულებ? მინდა ჩემს საწოლში ჩავრგო თავი, სადაც უსაფ-
რთხოდ ვიქნები და შენც გვერდით მეყოლები, ამჯერად შემო-
გიშვებ. ვიცი, იქ შეკეტილმა დიდი დრო დავკარგე, მაგრამ
ცხოვრება როგორც შემეძლო ისე გავაგრძელე და მინდა იქაუ-
რობა შენთან გავიყო.
რუფუსი ხელს მიჭერს.
– შინ წამიყვანე, მატეო.

პლუტონები 18:33 სთ

სიკვდილის უწყებას სამი პლუტონისთვის არ დაურეკავს,


რადგან დღეს არ მოკვდებიან, მაგრამ მეოთხემ გაფრთხილე-
ბა მიიღო და სულიერად ყველანი განადგურდნენ.პლუტონები
ლამის საუკეთესო მეგობრის, რუფუსის სიკვდილს შეესწრნენ.
რუფუსის უკანასკნელი მეგობარი სუპერგმირივით არსაიდან
გაჩნდა, პეკს სახე გაულამაზა და რუფუსი გადაარჩინა – სულ
მცირე, სიცოცხლე ხომ გაუხანგრძლივა მაინც. პლუტონებმა
იციან, რომ რუფუსი მეორე დღემდე ვერ მიატანს, მაგრამ ვი-
ღაც თავზეხელაღებულს მოსაკლავად არ შეატოვებენ.
პლუტონები კლინტის სასაფლაოს შესასვლელთან დგა-
ნან, რა დროსაც დიდი სიჩქარით მიმავალი პატრულის მანქა-
ნას დაინახავენ, ისინი უსახელო ბანდას მისდევენ.
ორ ბიჭს უხარია, იმედი აქვთ იმ მუტრუკებს ციხეში მათზე
დიდი ხნით ჩააყუდებენ.
გოგონა ნანობს, რომ ჩაერია. თუმცა დაუცველობის გან-
ცდა უქრება, ნანობს, რომ მისმა შეყვარებულმა პეკი არ მოკ-
ლა. უფრო სწორად ყოფილმა შეყვარებულმა.

226
რახან გადარჩნენ, ხვალიდან პლუტონებისთვის ყველაფე-
რი შეიცვლება. თავიდან უნდა დაიწყონ ის, რასაც აქამდე მიჩ-
ვეული იყვნენ; ადრეულ ასაკშივე იმდენი რამ გადახდათ, ზოგს
მთელი ცხოვრება რომ არ მოუწევს. თუმცა მეგობრის დაკარ-
გვა ყველაფერს შეცვლის და ტკივილად გაჰყვებათ. ცხოვრება
მთლიანად გაკვეთილი არ არის, თუმცა სავსეა გაკვეთილე-
ბით.
შეიძლება ოჯახში დაიბადო, მაგრამ ფეხი მეგობრებთან
აიდგა. ზოგი ცხოვრების გზებზე ჩამოგცილდება, თუმცა ისეთე-
ბიც იქნებიან, მათ გამო რომ თავს ცეცხლში შეყოფ.
სამი მეგობარი ერთმანეთს ეხვევა, მათ პლუტონურ მზის
სისტემას მალე პლანეტა გამოაკლდება, მაგრამ მას არას-
დროს დაივიწყებენ.

რუფუსი 19:17 სთ

იმ ადგილას ჩავიარეთ, სადაც ამ დილით მატეო ჩიტს მარ-


ხავდა, როცა ჯერ ისევ ველოზე შემომჯდარი თინეიჯერი ვიყა-
ვი. უნდა ვაჯაზებდეთ, დროს ვატარებდეთ, რადგან სულ მალე,
გადახცუებულებივით, იქაურ გზას გავუყვებით, მაგრამ მატე-
ოს გვერდით თავი ხელში ამყავს და რომ ვუყურებ, ისიც მშვი-
დადაა.
მატეო თავის კორპუსამდე მიდის.
– თუ სხვა გეგმა არ გაქვს, რუფ, ვიფიქრე, მამაჩემი ისევ
ხომ არ გვენახა-მეთქი.
– მომეჩვენა თუ ახლახან რუფი დამიძახე?
მატეო თავს მიქნევს და სახე ისე ემანჭება, გეგონება ცუდი
ხუმრობა დააბრეხა.
– ვიფიქრე, ვცდი-მეთქი, ხომ შეიძლება?
– რას ჰქვია შეიძლება, – ვეუბნები. – გეგმაც მომწონს.
შემდეგი ნაბიჯის გადადგმამდე ცოტაოდენი დასვენება არც მე
მაწყენდა. – გარკვეულწილად მეფიქრება, მატეოს სახლში
იმიტომ მივყავარ, ჩემთან სექსი უნდა-მეთქი, მაგრამ ალბათ

227
ყველაფრის გათვალისწინებით, ახლა სექსზე ფიქრი თავში არ
უნდა უტრიალებდეს.
მატეო ლიფტის ღილაკს თითს აჭერს და ახსენდება, რომ
ასე არ ვიქცევით, განსაკუთრებით თამაშის დასკვნით ეტაპზე.
კიბისკენ მიდის და ასვლას იწყებს. მძიმე სიჩუმე დგას. ნეტავ
მეთქვა, ბინამდე სირბილით ვინ აასწრებს-მეთქი, თითქოს თა-
ვად როგორც წარმოუდგენია, ჯოუნსის პლაჟზე ვართ, თუმცა
ასე შეიძლება კარამდეც ვერ მივატანოთ.
– მენატრება… – მატეო მესამე სართულზე ჩერდება. მგო-
ნია, რომ მამამისზე, ანდა ლიდიაზე იძახის. – პატარაობა მე-
ნატრება, მაშინ არ ვიცოდი სიკვდილის შიში რა იყო. გუშინდე-
ლი დღე და ჩემი პარანოიაც კი მენატრება, როცა ვიცოდი, რომ
ვკვდებოდი.
ვეხვევი, რადგან ამით ყველაფერს ვამბობ, რისი გამოთ-
ქმაც სიტყვებით არ შემიძლია. ისიც მაგრად მეხუტება, სანამ
ბოლო საფეხურებს ავივლიდეთ.
მატეო კარს აღებს.
– ვერც კი ვიჯერებ, რომ ბიჭი სახლში პირველად მიმყავს
და სახლში არავინაა.
რა სიგიჟე იქნება, რომ შევიდეთ და დივანზე მომლოდინე
მამამისი დაგვხვდეს?
შევდივართ და შიგნით არავინაა.
იმედი მაქვს.
მისაღებს ვათვალიერებ. ტყუილს არ ვიტყვი, ცოტათი თა-
ვადაც ვნერვიულობ, თითქოს საიდანღაც მტრად ქცეული ოჯა-
ხის მეგობარი გამოძვრება, რომელმაც იფიქრა, რომ მატეოს
მამის კომაში ყოფნით ბინა დაუცველი დარჩა. ყველაფერი
წესრიგში ჩანს. მატეოს ფოტოებს დავყურებ. სათვალის გარე-
შე ბლომად ჰქონია გადაღებული.
– სათვალე როდიდან დაგჭირდა? – ვეკითხები.
– მეოთხე კლასიდან. მხოლოდ ერთი კვირა ვიჯავრე, მოკ-
ლედ, გამიმართლა. – მატეო უფროსკლასელობის პერიოდის
სურათებს დაჰყურებს, სადაც თითქოს ქუდით და მანტიით
სარკის წინ დგას და საკუთარი თავის სამეცნიერო ფანტასტი-
კის ალტერნატიულ ვარიანტს აკვირდება. ფოტო უნდა გადავუ-

228
ღო, რადგან დაცემა მომენტია, მაგრამ ისეთი სახე აქვს, მინდა
კიდევ ჩავეხუტო. – დარწმუნებული ვარ, ონლაინგაკვეთილებ-
ზე ჩაწერით მამა გავანაწყენე. ისე ამაყობდა, სკოლა რომ და-
ვამთავრე და ზუსტად ვიცი, ელოდა, რომ აზრს შევიცვლიდი,
ინტერნეტს მოვცილდებოდი და ჩვეულებრივი კოლეჯური
ცხოვრებით დავკავდებოდი.
– მისთვის ბევრი რამ გაქვს მოსაყოლი, – ვეუბნები. აქ
დიდხანს არ გავჩერდებით. მატეოსთვის უმჯობესი იქნება, თუ
მამამისს ისევ ვნახავთ.
მატეო თავს მიქნევს.
– წამომყევი.
მოკლე დერეფნის გავლით მის ოთახში შევდივართ.
– აი, თურმე, სად მემალებოდი, – ვეუბნები. იატაკი წიგნე-
ბითაა მოფენილი, თითქოს ვიღაც ბინის გაქურდვას ცდილობ-
და, თუმცა მატეოს რეაქცია არ აქვს.
– შენ არ გემალებოდი. – იჩოქებს და წიგნებს ერთმანეთზე
აწყობს. – პანიკური შეტევა მქონდა. არ მინდა სახლში დაბრუ-
ნებისას მამაჩემმა იფიქროს, რომ მეშინოდა. მინდა სჯერო-
დეს, რომ თავი ბოლომდე გაბედულად მეჭირა.
მეც ვიჩოქები და წიგნების აკრეფაში ვეხმარები.
– რამე თანამიმდევრობით აწყობ?
– აღარ, – მპასუხობს მატეო.
წიგნებს თაროზე ვაბრუნებთ და იატაკიდან პატარა სამკაუ-
ლებს ვიღებთ.
– არ მინდა შენც შეშინებული იყო.
– მთლად ეგრეც არა ვარ. ისეთი აღარ ვარ, წარსულში
რომ ვიყავი.
ოთახს ვათვალიერებ. იქვე „ექსბოქს ინფინიტი“, პიანინო,
დინამიკები და იატაკზე დაგდებული რუკაა, რომელსაც ხე-
ლით ვასწორებ და ყველა ის დაცემა ადგილი მახსენდება, სა-
დაც მე და მატეო ვიყავით, ამ დროს კი იატაკზე საწოლსა და
კარადას შორის ჩაკვეხებულ ლუიჯის ქუდსაც ვხედავ. ვიღებ
და ვიხურავ, მატეოს ეღიმება.
– აქ ის ტიპია, დღეს დილით რომ გარეთ გამიყვანა, – ვამ-
ბობ.

229
– ლუიჯი? – მატეო მეკითხება.
ვიცინი და მობილურს ვიღებ, კამერაში არ იცინის, ღიმი-
ლით შემოიფარგლება. ეიმისთან დაშორების შემდეგ ასეთი
ბედნიერი არ ვყოფილვარ.
– ფოტოების გადაღების დროა. მიდი, საწოლზე მაინც შეხ-
ტი.
მატეო საწოლთან მიდის და პირველ რიგში ზედ სახით ემ-
ხობა. შემდეგ დგება და დახტუნავს, ფანჯრისკენ სწრაფად
ტრიალდება, თითქოს იქიდან კატაპულტით შემთხვევით გას-
როლილი რაღაც შემოვარდება.
მატეოს ვეღარ ვცნობ და ფოტოს ფოტოზე ვუღებ.

მატეო 19:34 სთ

საკუთარ თავს აღარ ვგავარ და რუფუსს ეს მოსწონს. მეც


მომწონს.
ხტუნაობას ვწყვეტ, საწოლის ნაპირზე ვჯდები და სულის
მოთქმას ვცდილობ. რუფუსი გვერდით მიჯდება და ჩემს ხელს
კალთაში იდებს.
– რაღაც უნდა გიმღერო, – ვეუბნები. ხელის გაშვება არ
მინდა, მაგრამ უმჯობესია ჩემი ორივე ხელი ამ საქმით დავაკა-
ვო.
კლავიშებთან ვჯდები.
– მოემზადე. მსგავსი რამ ცხოვრებაში პირველად და უკა-
ნასკნელად ხდება. – უკან ვაპარებ თვალს. – უკვე გაგიჩნდა
განსაკუთრებულობის შეგრძნება?
რუფუსი არ იმჩნევს, რომ შთაბეჭდილებების ქვეშაა.
– არც ისე. უფრო დაღლილობის შეგრძნებას დავარქმევ-
დი.
– მაშ, გამოფხიზლდი და იგრძენი თავი გამორჩეულად. მა-
მა ამ სიმღერას დედას უმღეროდა და ჩემზე უკეთესი ხმაც აქვს.
ელტონ ჯონის Your Song აჩქარებულ გულისცემას ავაყო-
ლე, თუმცა ამჯერად კლინტის სასაფლაოზე რომ მქონდა, სახე
ისეთი გახურებული აღარ მაქვს. რუფუსს არ ვეხუმრები, თავს

230
გამორჩეულად უნდა გრძნობდე-მეთქი, კლავიშებს გაღმა გა-
ვედი, არაფერი მანაღვლებს და ეს მისი დამსახურებაა.
მოხეტიალე თეატრის მსახიობზე ვმღერი, რომ სიმღერა
ჩემი საჩუქარია, სახურავზე ვზივარ, მზეს ჩასვლის ნებას არ
ვაძლევ, ვმღერი ყველაზე ტკბილ თვალებზე, რაც კი მინახავს
და ა.შ. წამიერი პაუზის დროს რუფუსისკენ ვაპარებ თვალს და
ვხედავ, რომ ვიდეოს იწერს. ვუღიმი. ისიც მოდის და შუბლზე
მკოცნის, ხოლო მე მის გვერდით სიმღერას ვაგრძელებ: „იმე-
დი მაქვს, არ მიწყენ, იმედი მაქვს, არ მიწყენ, სიტყვებით თუ
გადმოვცემ… სამყარო რა ლამაზია, როცა აქ არსებობ შენ…“
ვასრულებ და რუფუსის ღიმილი ჩემი გამარჯვებაა. ცრემ-
ლად იღვრება.
– შენ მე მემალებოდი, მატეო, ყოველთვის მინდოდა სადმე
შენისთანას გადავყროდი და ტეხავს, რომ იმ სულელური აპ-
ლიკაციით გიპოვე.
– უკანასკნელი მეგობრის აპლიკაცია მიყვარს. – ვეუბნე-
ბი. მისი გრძნობების მესმის, მაგრამ რუფუსის გაცნობის გარე-
მოებაში ცვლილებებს არ შევიტანდი. – თანამგზავრს ვეძებდი
და გიპოვე, შენ კი მე, ინსტინქტებს მივენდეთ და გადავწყვი-
ტეთ ერთმანეთი გაგვეცნო. სხვანაირად აბა, როგორ უნდა
მომხდარიყო? თავს ვერ დავდებ, რომ აქაურობას დავტოვებ-
დი, ანდა ჩვენი გზები გადაიკვეთებოდა, თუნდაც ბოლო დღეს.
ეს უფრო ვრცელი ამბავი იქნებოდა, მაგრამ ჩემი აზრით, ამ
მხრივ აპლიკაცია ყველაფერზე უკეთ მუშაობს. ჩემთვის ეს
მარტოსულობის აღიარებას და ვინმესთან ურთიერთობის
სურვილს ნიშნავდა. უბრალოდ, ურთიერთობის სტატუსი წი-
ნასწარ არ განმისაზღვრავს.
– გეთანხმები, მატეო ტორეს.
– ხშირად ხდება ხოლმე, რუფუს ემეტერიო. – მისი სრული
სახელი და გვარი პირველად წარმოვთქვი და იმედია სწორად.
სამზარეულოში მივდივარ და ხემსი მომაქვს. ბავშურად კი
გამოგვდის, მაგრამ სახლობანას ვთამაშობთ, მიწის თხილის
კარაქს ორცხობილებზე ვუსვამ – დავაზუსტე, რომ ალერგიუ-
ლი არ არის – და ცივი ჩაით ვუმასპინძლდები. – დღემ როგორ
ჩაიარა, რუფუს?

231
– გადასარევად, – მპასუხობს.
– ჩემმაც, – ვეუბნები.
რუფუსი ხელს ლოგინზე ატყაპუნებს.
– აქ მოდი. – გვერდით ვუჯდები, მოხერხებულად ვეწყო-
ბით, ხელსა და ფეხს ვატყუპებთ. ჩვენ-ჩვენს წარსულზე მეტს
ვსაუბრობთ, მიყვება, რომ როცა ცუდად მოიქცეოდა, მშობლე-
ბი მათთან ერთად შუა ოთახში დაჯდომას აიძულებდნენ, დაახ-
ლოებით ისე, როგორც მამა შხაპის მიღებასა და დაწყნარებას
მირჩევდა. ოლივიაზე მიყვება, მე კი ლიდიაზე ვუყვები.
სანამ წარსული არ სრულდება.
– ეს ჩვენი უსაფრთხო სივრცეა, პატარა კუნძული. – რუფუ-
სი გარშემო უხილავ წრეს ავლებს. – აქედან არ უნდა წავიდეთ.
თუკი არ ვიმოძრავებთ, არ მოვკვდებით, გესმის?
– რა იცი, რომ ერთმანეთს არ ვხოცავთ? – ვეკითხები.
– ჩვენი კუნძულის მიღმა რაც გველის, იმაზე უარესი მაინც
არ იქნება.
ღრმად ვსუნთქავ.
– მაგრამ თუკი რამე მიზეზით ამ გეგმამ არ გაამართლა,
აუცილებელია პირობა დავდოთ, რომ შემდეგ ცხოვრებაში ერ-
თმანეთს მოვძებნით. მომდევნო ცხოვრება უნდა არსებობდეს,
რუფ, რადგან ასეთ პატარა ასაკში სიკვდილს მხოლოდ ეს თუ
გაამართლებს.
რუფუსი თავის დაქნევით მეთანხმება.
– ყველაფერს გავაკეთებ, რომ იოლად მიპოვო. ნეონური
ნიშნები, მარშით მოსიარულე ბანდები.
– კარგია, რადგან შეიძლება სათვალე აღარ მეკეთოს, –
ვეუბნები. – არა მგონია, შემდეგ ცხოვრებაშიც გადამყვეს.
– იქაური კინოთეატრის გჯერა და სათვალის არა? რო-
გორც ჩანს შენს ზეციურ მოდელს ხარვეზი აქვს. – რუფუსი
სათვალეს მხსნის და თავად იკეთებს. – ღმერთო, რა უშნო
თვალები გაქვს.
– სათვალის მოხსნა ვერაფერში დამეხმარება. – დაბინდუ-
ლად ვხედავ, მხოლოდ მისი კანის ფერს ვარჩევ. – დაგენაძ-
ლევები, იდიოტს ჰგავხარ?
– მოდი, ფოტოს გადაგიღებ. მომეყუდე.

232
ვერაფერს ვხედავ, მაგრამ პირდაპირ ვიყურები, თვალებს
ვჭუტავ და ვიღიმი. სათვალეს ცხვირზე მარგებს და ფოტოს ვა-
მოწმებ. ახალგაღვიძებულის სახე მაქვს. ჩემი სათვალის გაკე-
თება რუფუსის მხრიდან ინტიმურ გახსნილობას ჰგავს, თით-
ქოს იმდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, რომ ეს უკვე ჩვე-
ულებრივი ამბავია. ამაზე პირველად დავფიქრდი.
– მეტი დრო რომ მქონდეს, შემიყვარდებოდი. – ამოვღერ-
ღე, რადგან ახლა ამის თქმა მინდა და უკვე მრავალი წუთისა
და საათის წინაც მინდოდა. – შეიძლება მიყვარხარ კიდეც.
იმედი მაქვს ამ გულახდილობის გამო არ შემიძულებ, მაგრამ
ვიცი, რომ ბედნიერი ვარ.
– ყველას რაღაც დრო აქვს განსაზღვრული, თუ რა ხნის
შემდეგ უნდა გამოუტყდეს მეორეს, მაგრამ იმის გამო ვერ მო-
გატყუებ, რომ ცოტა დრო დაგვრჩა. ხალხი ამ საჭირო მომენ-
ტის ლოდინში დროს კარგავს, ხოლო ჩვენ ამის ფუფუნება არ
გაგვაჩნია. მთელი ცხოვრება რომ წინ გვქონდეს, დარწმუნე-
ბული ვარ დაგღლიდი იმის გამეორებით, თუ როგორ მიყვარ-
ხარ, რადგან სწორედ აქეთ მივდივართ. მაგრამ რადგანაც
სიკვდილის პირას ვართ, მინდა რამდენჯერაც შევძლებ გაგი-
მეორო – მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარ-
ხარ.

რუფუსი 19:54 სთ

– მშვენივრად იცი, რომ მეც მიყვარხარ. – ვაჰ, ისეთი გულ-


წრფელობით ვეუბნები, რომ მტკივა. – იცი, რომ ხურუში არ მა-
ლაპარაკებს, ეგეთები არ მჩვევია. – მინდა კიდევ ერთხელ ვა-
კოცო, რადგან სააქაოს მომაბრუნა, მაგრამ თავს ვიკავებ. სა-
ღი გონება რომ არ შემენარჩუნებინა და აქამდე მოსასვლე-
ლად არ მებრძოლა, რამე გამოუსწორებელს ჩავიდენდი და
ვინმე შემომელახებოდა, რადგან ძალიან გაღიზიანებული
ვარ. – სამყარო სასტიკი რამაა. დღე ვიღაც ტიპის ცემით და-
ვიწყე, რადგან ჩემს ყოფილს ხვდებოდა, ახლა კი ლოგინში გა-

233
დასარევ ბიჭთან ვგორაობ, რომელსაც ოცდაოთხი საათის წინ
არც კი ვიცნობდი… მაგრად ტეხავს. შენი აზრით…?
– ჩემი აზრით, რა? – ოცი საათის წინ მატეო კითხვის დას-
მასაც ვერ გაბედავდა, ინერვიულებდა; ანდა მკითხავდა, მაგ-
რამ თვალებში ვერ შემომხედავდა. ახლა კი თვალს არ
მწყვეტს.
მერიდება ვკითხო, მაგრამ შეიძლება თავადაც უტრიალებ-
დეს ფიქრებში.
– შეიძლება, რომ ერთმანეთის გაცნობამ შეგვიწიროს?
– სანამ ერთმანეთს გავიცნობდით, სასიკვდილო განაჩენი
უკვე გამოტანილი გვქონდა, – ამბობს მატეო.
– ვიცი. მაგრამ იქნებ ყველაფერი წინასწარ დაწერილია,
თუ როგორც არის: ორი ბიჭი ერთმანეთს გაიცნობს, ერთმანე-
თი შეუყვარდებათ და მერე კვდებიან. – თუკი ეს სიმართლეა,
შემიძლია რომელ კედელსაც გამიხარდება, იმას დავარტყა
მუშტი. თუ ბიჭი ხარ, გადამეღობე.
– ეგ ჩვენი ამბავი არ არის. – მატეო თითებით ხელზე მე-
ლამუნება. – სიყვარულის გამო არ ვკვდებით. უბრალოდ,
დღეს მოვკვდებით და მორჩა. შენ მე ძალით კი არ მაცოცხლებ,
სტიმულს მაძლევ, რომ ვიცოცხლო. – კალთაში მიჯდება, თა-
ვის სიახლოვეს მქაჩავს და ისე მეხვევა, რომ მისი ხმაურიანი
გულის ძგერას ვგრძნობ. ალბათ თავადაც გრძნობს ჩემსას. –
ორი ბიჭი შეხვდა. ერთმანეთი შეუყვარდათ და იცხოვრეს.
ესეც ჩვენი ამბავი.
– უკეთესია, თუმცა დასასრულზე მაინც სამუშაოა.
– დასასრული დაივიწყე. – მატეო ყურში მეუბნება და ცოტა
უკან იწევა, რომ თვალებში ჩამხედოს. – ვეჭვობ ეს სამყარო
სასწაულების გუნებაზე იყოს, ასე რომ, დიდხანს და ბედნიე-
რად ცხოვრებას არ უნდა მოველოდეთ. ჩემთვის მხოლოდ ამ
დღის დასასრულია მნიშვნელოვანი.
– მე კი ისეთი აღარა ვარ, როგორიც არ მინდოდა ვყოფი-
ლიყავი, – ვეუბნები, – ისეთი, შენ რომ არ მოგეწონებოდი. –
ცრემლები მოსდის და იღიმება. – არ დამელოდებოდი, სანამ
გამბედაობას მოვიკრებდი. ეგებ ერთი დღით გონზე მოსვლა,

234
თვალის გახელა და ბედნიერების შეგრძნება მთელი ცხოვრე-
ბის ფუჭად გატარებაზე უკეთესიცაა.
ყველაფერში ვეთანხმები.
ბალიშზე დავდეთ თავი. იმედია ძილში მოვკვდებით, სა-
უკეთესო გზა იქნებოდა.
უკანასკნელ მეგობარს ვკოცნი, რადგან სამყარო, რომელ-
მაც ერთმანეთს შეგვახვედრა, შეუძლებელია ჩვენ წინააღ-
მდეგ იყოს.

მატეო 20:41 სთ

ვიღვიძებ და მგონი თავი მრთელი მაქვს. დროს არ ვამოწ-


მებ, რადგან არ მინდა გადარჩენისთვის მებრძოლის სულის-
კვეთებას ბზარები გავუჩინო. გონებით უკვე მომდევნო დღეზე
ვფიქრობ. პირველად ისტორიაში, სიკვდილის უწყების წინას-
წარმეტყველება ფეხქვეშ გავთელე. სათვალეს ვიკეთებ, რუ-
ფუსს შუბლზე ვკოცნი და ვუყურებ, როგორ სძინავს. დაძაბული
ყურს მკერდზე ვადებ და გულზე მეშვება, როცა ფეთქვის ხმა
მესმის: ისიც მრთელია.
რუფუსს ვაბიჯებ და ალბათ ახლა რომ ხედავდეს, ჩვენს
უსაფრთხო კუნძულს როგორ ვტოვებ, თავისი ხელით მომ-
კლავდა, მაგრამ მინდა, რომ მამას გავაცნო. ოთახიდან სამზა-
რეულოში ჩაის მოსადუღებლად გავდივარ. ჩაიდანს გაზქურა-
ზე ვდგამ, კარადას ვაღებ და არჩევანს ბაღის პიტნის ჩაიზე ვა-
კეთებ.
გაზს ვანთებ და გულში სინანულის განცდა მეპარება. მაში-
ნაც კი, როცა იცი, რომ ახლოსაა, სიკვდილი მაინც მოულოდ-
ნელად მოდის.

რუფუსი 20:47 სთ

კვამლში მეღვიძება და ვიხრჩობი. სახანძრო სიგნალის გა-


მაყრუებელი ხმა გონებას მიხშობს. არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ

235
ვხვდები, რომ მოლოდინი დასრულდა. მატეოს გასაღვიძებ-
ლად ვტრიალდები, მაგრამ ჩემი ხელი სიბნელეში მობილუ-
რის გარდა ვერავის პოულობს.
– მატეო!
სახანძრო სიგნალი ჩემს ძახილს ყლაპავს, ვიხუთები, მაგ-
რამ მაინც ვეძახი. ფანჯარაში მთვარის შუქი შემოდის და მხო-
ლოდ ეს სინათლე მაქვს. ჯემპრს ვიღებ და სახეზე ვიფარებ,
თან იატაკზე მივხოხავ და მატეოს ვეძებ, ალბათ, სადმე უნდა
ეგდოს და არა კვამლის წყაროს სიახლოვეს. დამწვარ მატეო-
ზე არც კი ვფიქრობ, რადგან გამორიცხულია ასეთი რამ მომ-
ხდარიყო.
წინკარამდე მივდივარ და ვაღებ, რომ შავი კვამლი გარეთ
გავიდეს. ვახველებ, ვიხუთები და სწორედ სუფთა ჰაერი მჭირ-
დება, მაგრამ პანიკა თავისას შვრება და მანელებს. სუნთქვა
საშინლად მიჭირს. იქვე მეზობლები იკრიბებიან, რომელთა
შესახებაც მატეოს არაფერი მოუყოლია. რამდენი რამ არ უთ-
ქვამს. არა უშავს: როდესაც ვიპოვი, ერთი-ორ საათს მაინც გა-
ვატარებთ ერთად.
– სახანძროში უკვე დავრეკეთ, – ამბობს ქალი.
– ვინმემ წყალი მოუტანეთ, – ვიღაც კაცი იძახის და ზურგზე
ხელს მიტყაპუნებს, მე კი ისევ სული მეხუთება.
– მატეომ წერილი დამიტოვა, – მორიგი უცნობი ამბობს. –
მწერდა, მაინც მოვკვდები და გაზქურის შესაკეთებლად არ შე-
წუხდეო… სახლში როდის დაბრუნდა? რამდენიმე საათის წინ
დავაკაკუნე და არავინ გამიღო!
როგორც იქნა, ხველით გული ვიჯერე, ცოტა მოვიკეთე და
კაცი მთელი შერჩენილი ძალით გზიდან ჩამოვიცილე. გაკვამ-
ლულ ბინაში შევბრუნდი და ფორთოხლისფრად შეღებილ სამ-
ზარეულოში შევვარდი. ბინაში გაუგონარი სიცხე დგას, ასეთი
მხოლოდ კუბაში, ოჯახთან ერთად ვერადეროს პლაჟზე ყოფ-
ნისას ვიგრძენი. წარმოდგენა არ მაქვს, მატეო ლოგინში რა-
ტომ არ გაჩერდა, ჩვენ ხომ წყეული პირობა დავდეთ. არ ვიცი
იმ გაზქურას რა სჭირდა, მაგრამ რამდენადაც მატეოს ვიცნობ
და ვაი, რომ ასეა, თავს დავდებ, ჩვენთვის რამე სასიამოვნოს
ამზადებდა, რადაც მისი სიცოცხლე ნამდვილად არ ღირდა.

236
პირდაპირ ცეცხლის ალში შევდივარ.
ის არის სამზარეულოში უნდა შევრგო თავი, რომ რაღაც
მყარს ვაბიჯებ. ვიმუხლავ, ხელს ვკიდებ და ის მკლავია, რო-
მელზეც, წესით, უნდა გამეღვიძა. მაგრად ჩავბღუჯე, თითები
მის ადუღებულ კანში მესობა და ცხარე ცრემლით ვტირი, რად-
გან მატეოს მეორე მკლავსაც ვპოულობ, ცეცხლიდან და კვამ-
ლიდან გამომყავს და იმ ბოზიშვილებისკენ მივდივარ, კარის
ზღურბლთან რომ დგანან და შიშით ერთი ადგილის განძრევას
ვერ ბედავენ, რომ შიგნით შემოვიდნენ და ბავშვები გადაარ-
ჩინონ.
მატეოს დერეფნის შუქი ეცემა. ზურგი საშინლად დამწვარი
აქვს. გადმოვაბრუნე და მისი სახის ნახევარიც იმავე დღეშია,
მეორე ნახევარი კი დასწითლებია. ხელს თავქვეშ ვუდებ, გულ-
ში ვიხუტებ და ვარწევ.
– გაიღვიძე, მატეო, გაიღვიძე, გაიღვიძე, – ვემუდარები. –
საწოლიდან რატომ გადმოხვედი… ხომ შევთანხმდით, რომ არ
გადმოვიდოდით. – არ უნდა ამდგარიყო და იმ ცეცხლსა და
კვამლში არ უნდა მივეტოვებინე.
მეხანძრეები მოვიდნენ. მეზობლები მატეოსგან დაშორე-
ბას მიპირებენ და ერთს მაგრად მოვუქნიე იმ იმედით, რომ თუ-
კი ერთს მოვაკეტინებდი, დაიშლებოდნენ, თუ არადა მატეოს
ალმოდებულ სახლში შევყრიდი და კარს გამოვუკეტავდი. მინ-
და შემოვარტყა, იქნებ შეფხიზლდეს, მაგრამ ისედაც დამწვარ
სახეზე ვერ შევეხები, არადა, ჯანდაბა, ეს შტერი ბავშვი თავად
არ იღვიძებს.
მეხანძრე ჩემ გვერდით იჩოქებს.
– მოგვეცი საშუალება სასწრაფო დახმარების მანქანაში
გადავიყვანოთ.
ბოლოს მაინც ვნებდები.
– გაფრთხილება არ მიუღია, – ვიტყუები. – გთხოვთ, სა-
ავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ.
ლიფტში საკაცით ჩაყვანისას, შემდეგ სადარბაზოსა და ბო-
ლოს სასწრაფოს მანქანამდე მისვლისას მატეოს გვერდიდან
არ ვცილდები. ექიმი პულსს უმოწმებს და თანაგრძნობით სავ-
სე თვალებით მიყურებს, რაც გულს მირევს.

237
– საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ! – ვეუბნები, – მი-
დით რა! ნუ ზოზინებთ! წავედით!
– ვწუხვარ. გარდაიცვალა.
– შეასრულეთ, რაც გევალებათ და გადაიყვანეთ ამ წყეულ
საავადმყოფოში!
მეორე ექიმი სასწრაფოს მანქანის უკანა კარს აღებს და მა-
ტეოს იქ მოთავსების ნაცვლად, პოლიეთილენის ტომარა გად-
მოაქვს.
არ არსებობს.
ტომარას ვართმევ და ბუჩქებში ვისვრი, რადგან მასში
ცხედრებს აწვენენ და მატეო ჯერ არ მომკვდარა. მასთან მივ-
დივარ, ცრემლები მახრჩობს, ვბღავი და ვკვდები.
– მიდი რა, მატეო, ეს მე ვარ, რუფი. ჩემი ხომ გესმის? რუფი
ვარ. ახლავე გაიღვიძე. გეხვეწები, გაიღვიძე.

21:16 სთ

ტროტუარის კიდეზე ვზივარ, სასწრაფოს ექიმები მატეო


ტორესს ტომარაში ათავსებენ.

21:24 სთ

გზად სტრაუსის მემორიალისკენ სასწრაფო დახმარების


მანქანაში სამედიცინო მომსახურებას მიწევენ. აქ ჯდომა ჩემი
ოჯახის ხელახალ დაღუპვას უდრის. გული მეწვის და მატეოზე
ვბრაზობ, რომ ჩემზე ადრე მოკვდა. აქ ყოფნა არ მინდა, სადმე
ველოს ვიქირავებ, ანდა, სუნთქვის უკმარისობის მიუხედავად,
გავიქცევი, მაგრამ მისი ასე დატოვებაც არ შემიძლია.
ცხედრის ჩანთაში მოთავსებულ ბიჭს იმ თავგადასავალზე
ვუყვები, რაც ერთად გადაგვხდა, მაგრამ ჩემი არ ესმის.
საავადმყოფოში მისვლისას ერთმანეთს დაგვაშორეს. მე
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადამიყვანეს, მატეო
კი დასათვალიერებლად მორგის გზას გაუყენეს.

238
გული მეწვის.

21:37 სთ

პალატაში ვწევარ, ჟანგბადის ნიღბით სუფთა ჰაერს მასუნ-


თქებენ და ინსტაგრამის ფოტოებზე პლუტონების სიყვარუ-
ლით სავსე კომენტარებს ვკითხულობ. კიდევ კარგი, იმ უაზრო
ტირილის ემოჯის არ მიგზავნიან, იციან, რომ ამის ხასიათზე არ
ვარ. მათი კომენტარები ჩემს ბოლო ფოტოზე გულისამაჩუყე-
ბელია:
@tagoeaway: შენი გულისთვის ვიცოცხლებთ, რუფ! #ერ-
თხელპლუტონები #მუდამპლუტონები
@manthony012: მიყვარხარ, ძმაო. შემდეგ საფეხურზე
შევხვდებით. #სამუდამოდპლუტონები
@aimee-dubois: მიყვარხარ და ყოველდღე მოგძებნი.
#პლუტონისთანავარსკვლავედი
თავს გაუფრთხილდიო ან მსგავს რამეს არ მწერენ, იციან,
რაშიცაა საქმე, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემზე გული
მაგრად შესტკივათ.
ყველა ფოტოზე დაუტოვებიათ კომენტარი – სამოგზაურო
არენაზე, შეიქმენი წამსა და სასაფლაოზე, ყველგან ჩვენთან
ერთად წამოსვლა სდომებიათ.
პლუტონების ჯგუფურ ჩათს ვხსნი და მტკივნეულ სიტყვებს
ვწერ: მატეო დაიღუპა.
ჩათში მათი სამძიმრების ნიაღვარია და ცოტა თავბრუ მეს-
ხმის. დეტალებს არ მეკითხებიან და გაგიმაზავთ, ტაგოს ერთი
სული აქვს დაწვრილებით გამომკითხოს. მადლობა ღმერთს,
ასე არ იქცევა.
ცოტა ხნით თვალს უნდა მოვატყუო, მეტი ფუფუნება არ
მაქვს, თუმცა იმ შემთხვევისთვის, თუ ვერ გამოვიღვიძებ, მათ
უკანასკნელ შეტყობინებას ვუგზავნი:
რაც უნდა დამემართოს, იცოდეთ, ჩემი ფერფლი ალთეას
პარკში გაფანტეთ. ერთმანეთის ორბიტებს არ მოსცილდეთ.
მიყვარხართ.

239
22:02 სთ

კოშმარიდან მეღვიძება. მატეო მესიზმრა, მთლიანად ანა-


თებდა და თავის სიკვდილში მადანაშაულებდა, ამბობდა, შენ
რომ არ შეგხვედროდი, არ მოვკვდებოდიო. გონებაში დამე-
ლექა, თავიდან ამოგდებას ვცდილობ, რადგან მატეო არას-
დროს არავის დაადანაშაულებდა.
მატეო მოკვდა.
ასე არ უნდა წასულიყო. ვინმეს გადასარჩენად უნდა გაეწი-
რა თავი, რადგან სწორედ ასეთი თავდაუზოგავი იყო. მართა-
ლია გმირულად არ მომკვდარა, მაგრამ ის მაინც გმირია.
ორი აზრიც არ არის, მატეო ტორესმა გადამარჩინა.

ლიდია ვარგასი 22:10 სთ

ლიდია შინ, ტახტზე ზის და გულს ტკბილეულის ჭამას აყო-


ლებს, პენის ღვიძავს. ბავშვის მოვლით გადაქანცული ლიდიას
ბებია დასაძინებლად წავიდა და თავად პენისაც არაქათი გა-
მოსცლია. აღრენილი და ჭირვეული აღარ არის, თითქოს თა-
ვადაც ხვდება, რომ დედამისს ცოტა სიმშვიდე სჭირდება.
მობილური რეკავს. იგივე ნომერია, მატეომ რომ დაურეკა,
ანუ რუფუსის. პასუხობს:
– მატეო!
პენი კარისკენ იხედება, მაგრამ იქ მატეო არ ჩანს.
ლიდია მისი ხმის გაგონებას ელოდება, მაგრამ სიჩუმეა.
– … რუფუს, შენ ხარ? – ლიდიას გული უჩქარდება და
თვალს ხუჭავს.
– ჰო.
უკვე მოხდა.
ლიდიას მობილური ტახტზე უვარდება და ბალიშებზე მუშ-
ტების ცემით პენის აფრთხობს. არ უნდა შეიტყოს, ეს როგორ
მოხდა, ამაღამ მაინც. გული ისედაც გატეხილი აქვს და აღარ
უნდა მთლად ნამსხვრევებად ექცეს.

240
სახეზე აფარებულ ხელებზე პაწია თითები ექაჩება და რო-
გორც ყოველთვის, პენის გული უჩუყდება, რადგან მტირალ
დედას ხედავს.
– დედიკო, – ეუბნება პენი. ეს ერთი სიტყვა ლიდიასთვის
ყველაფრის მთქმელია – დანაწევრებული, კვლავ უნდა შეწებ-
დეს. საკუთარი თავისთვის თუ არა, შვილისთვის მაინც.
ლიდია პენის შუბლზე კოცნის და მობილურს იღებს.
– რუფუს, აქ ხარ?
– ჰო, – პასუხობს. – შენი მწუხარების მონაწილე ვარ.
– ასევე, – ეუბნება ლიდია. – სად ხარ?
– იმავე საავადმყოფოში, სადაც მამამისია, – პასუხობს რუ-
ფუსი.
ლიდიას სურს გამოჰკითხოს, როგორაა, მაგრამ იცის, რომ
მისი წუთებიც დათვლილია.
– უნდა მოვინახულო, – ეუბნება რუფუსი. – მატეო მისვლას
აპირებდა… არ გამოგვივიდა. უხერხული არ არის, რომ მე უნ-
და ვუთხრა? მატეოს შენ ყველაზე კარგად იცნობდი.
– შენც კარგად იცნობდი, თუ არ შეგიძლია, მაშინ მე ვეტ-
ყვი.
– ვიცი, რომ არ ესმის, მაგრამ მინდა მოვუყვე, თუ როგორი
მამაცი იყო მისი ვაჟი, – ამბობს რუფუსი.
იყო. მატეო უკვე იყოდ იქცა.
– ჯერ მე მოგისმენ, – ეუბნება ლიდია. – ჯერ მე მომიყევი.
ლიდია პენის კალთაში ისვამს. რუფუსი კი ყველაფერს უყ-
ვება, რისი თქმაც მატეომ ლიდიასთვის იმ ღამით ვერ მოას-
წრო. ხვალ პენის მატეოს ნაჩუქარ წიგნების თაროს აუწყობს
და მის ფოტოებს კედლებზე გამოაკრავს.
ლიდია მატეოს იმ ერთადერთი გზით გააცოცხლებს, მის
ძალებს რომ არ აღემატება.

დელაილა გრეი 22:12 სთ

დელაილა ნეკროლოგს წერს იმ ინტერვიუს მიხედვით,


რომელზე მუშაობაც ბოსმა აუკრძალა. შესაძლოა ჰაუი მალ-

241
დონადოს სხვაგვარი ცხოვრება სურდა, მაგრამ მემკვიდრე-
ობა, რომელიც მან დატოვა, მნიშვნელოვანია – ცხოვრებაში
მთავარი წონასწორობის დაცვაა. მაქსიმალური ბედნიერების-
თვის საჭიროა, სექტორული დიაგრამა თანაბარ ნაწილებად
იჭრებოდეს.
დელაილას სჯეროდა, რომ დღეს არ მოკვდებოდა, მაგრამ
შეიძლება სიკვდილი სხვა გეგმას უმზადებდა. შუაღამის დად-
გომამდე ორ საათზე ნაკლები რჩება. ამ ხნის განმავლობაში
გამომჟღავნდებოდა, მომხდარი შემთხვევითობა იყო თუ ბე-
დისწერის ძაფები წინ და უკან ათამაშებდა.
დელაილა ალთეაში, პარკის გადაღმა იმავე სახელწოდე-
ბის სასადილოში ზის, სადაც ვიქტორს პირველად შეხვდა და
თითქმის დაასრულა იმ ადამიანის ნეკროლოგის წერა, რო-
მელსაც მხოლოდ შორიდან იცნობდა, სავარაუდო ბოლო სა-
ათების საყვარელ კაცთან კამათში გაყვანას, მაინც ამის კეთე-
ბა ერჩივნა.
რვეულს გვერდით დებს და ნიშნობის ბეჭდის დასაბზრია-
ლებლად სივრცეს ათავისუფლებს. თუკი ზურმუხტის თვალი
მისკენ დაჯდა, ადგება და დაურეკავს. თუ რგოლი დადგება მის
მხარეს, ნეკროლოგს დაასრულებს, შინ წავა, კარგად გამოი-
ძინებს და მომდევნო ნაბიჯებზე ხვალ იფიქრებს.
დელაილა ბეჭედს აბზრიალებს და ზურმუხტის თვალი მო-
დის. ზუსტად მასთან ჩერდება.
დელაილა მობილურს იღებს და ვიქტორს ურეკავს, განწი-
რულ მოიმედესავით ფიქრობს, რომ გაეშაყირა. იქნებ სიკვდი-
ლის უწყების საიდუმლო ისაა, რომ თავად წყვეტენ, ვინ უნდა
მოკვდეს, ლატარიასავით, რომლის მოგება არავის სურს. შე-
იძლება ვიქტორი სამსახურში მივიდა, ბატონ აღმსრულებელს
მისი სახელი მაგიდაზე გაუცურა და უთხრა: – მოკალით.
ისიც შეიძლება, ადამიანი გულის გატეხამ მოკლას.

242
ვიქტორ გალაჰერი 22:13 სთ

სიკვდილის უწყებას წინა ღამით ვიქტორ გალაჰერისთვის


არ დაურეკავს, რადგან ის დღეს არ კვდება. თანამშრომლის-
თვის უწყების გადაცემის პროტოკოლი, მგზავრთან დარეკვას
და ოფისში შეხვედრაზე დაბარებას ითვალისწინებს. არავინ
იცის, პიროვნება კვდება თუ ათავისუფლებენ – უბრალოდ, სა-
მუშაო მაგიდასთან აღარ ბრუნდება. მაგრამ ვიქტორს ამაზე
არ ეფიქრება, რადგან დღეს იცოცხლებს.
ვიქტორი ჩვეულებრივზე მეტად ნაღვლიანია. საცოლე –
ისევ ასე ეძახის, რადგან გოგონასთვის ბებიამისის დანატოვა-
რი ბეჭედი არ გამოურთმევია – გასულ ღამით მასთან დაშო-
რებას შეეცადა. დელაილა არწმუნებდა, სხვადასხვა ინტერესი
გვაქვსო, თუმცა ვიქტორმა იცის, რომ ეს ბოლო ხანებში მის
გარშემო მომხდარ ცვლილებებს უკავშირდება. სამი თვის წინ,
უწყებაში მუშაობის დაწყებიდან მოყოლებული, რბილად რომ
ვთქვათ, შიშები აეკვიატა. უწყების თანამშრომლებისთვის გა-
მოყოფილ ფსიქოლოგთან სიარული დაიწყო, რადგან დელაი-
ლას მხრიდან ურთიერთობის დასრულების სურვილს სამსა-
ხურის გაუსაძლისი სტრესი დაემატა: განაჩენი, რომელსაც ვე-
რაფერს მოუხერხებდა, კითხვები, რომელზეც პასუხები არ მო-
ეძიებოდა – ყოველივე ეს ანადგურებდა, მაგრამ კარგად უხ-
დიან, დაზღვევაც შესაშური აქვს და ძალიან უნდა საცოლესთა-
ნაც ურთიერთობა დაალაგოს.
ვიქტორი შენობაში – ცხადია, ადგილმდებარეობა გასაი-
დუმლოებულია – ანდრეა დონაჰიუსთან, თანამშრომელთან
ერთად შედის, რომელიც განცვიფრებული ასცქერის ყვითელ
კედლებზე გამოკიდებულ, მოღიმარი ვიქტორიანული ეპოქის
ადამიანებსა და ყოფილ პრეზიდენტებს. სიკვდილის უწყების
ესთეტიკა ისეთი არ არის, თქვენ რომ გგონიათ. პირქუშსა და
მჭმუნვარეს აქ ვერაფერს შეხვდებით. გადაწყვიტეს, რომ კა-
თარზისის ან თუგინდ საბავშვო ბაღის მსგავსი ღია სივრცული
სამუშაო გარემო ნაკლებად პროფესიულად და შემაწუხებლად
გამოჩნდებოდა და ვიწრო ბოქსებში ჩამჯდარ მაცნეებს გაფ-
რთხილებების გადაცემისას მიღებულ სტრესს შეუმსუბუქებდა.

243
– გამარჯობა, ანდრეა, – ვიქტორი ესალმება და ლიფტს
იძახებს.
ანდრეა სუ-ში გახსნის დღიდან მუშაობს, ვიქტორს ესმის,
რომ მას სამსახური თვალის დასანახავად ეჯავრება, თუმცა
იმავდროულად, ეს სამუშაო მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნე-
ლოვანია, რადგან მაღალი ხელფასით შვილის სწავლის დიდ
საფასურს იხდის და მოტეხილი ფეხისთვის დაზღვევითაც სარ-
გებლობს.
– გაგიმარჯოს,– პასუხობს.
– ფისუნია როგორ გყავს? – უწყების ადმინისტრატორები
თანამშრომლებს სამსახურის დაწყების წინ და დასრულებისას
მოკლე საუბრის გაბმისკენ მოუწოდებენ – მომავლის ბატონ-
პატრონებთან კავშირის დამყარების მწირი აქტი.
– ისევ ფისუნიად რჩება.
– მაგარია.
ლიფტი ჩერდება. შედიან და ვიქტორი უცებვე აჭერს და-
ხურვის ღილაკს, რომ სხვა თანამშრომლებიც არ შემოეხეტონ
და ხალხის ცხოვრების დანგრევამდე სელებრითულ ჭორებსა
და უგემოვნო ტელეგადაცემებზე უსაგნო საუბრებით ტვინი არ
წაიღონ. ვიქტორი და დელაილა მათ „დაქოქილებს“ ეძახიან
და მსგავსი ხალხის არსებობასაც კი ვერ იტანენ.
ჯიბეში მობილური ბზუის. მაშინვე ფიქრი გაუელვებს, დე-
ლაილა ხომ არ მირეკავსო და იძაბება. ეკრანს დაჰყურებს.
– ის არის, – ვიქტორი ანდრეას ეუბნება და მისკენ ისე ტრი-
ალდება, თითქოს ქალი საქმის კურსშია. ანდრეა ისევეა დაინ-
ტერესებული მისი ცხოვრებით, როგორც ვიქტორი მისი ფისუ-
ნიათი. პასუხობს: – დელაილა! სალამი. – გულში უიმედობის
ჭია უძვრება, თუმცა ნამდვილად უყვარს.
– ეს შენ გააკეთე?
– რა გავაკეთე?
– იცოდე, არ მეხუმრება.
– რაზე ლაპარაკობ?
– ბოლო დღის გაფრთხილებაზე. გაბრაზებულ გულზე ვინ-
მეს დაარეკვინე? თუ შენი ნახელავია, საჩივარს არ შევიტან.
უბრალოდ, მითხარი და დავივიწყოთ.

244
მეათე სართულზე ასვლასთან ერთად ვიქტორს ღონე ეც-
ლება.
– დაგირეკეს? – ანდრეა ჩასვლას აპირებდა, მაგრამ შე-
ყოვნდა. ვიქტორმა არ იცის, მისი ლიფტში დარჩენა თანაგ-
რძობის გამოხატულებაა თუ ცნობისმოყვარეობის და არც აინ-
ტერესებს. ის კი იცის, რომ დელაილა არ ეთამაშება. ხმის ტემ-
ბრზე ატყობს, როდის იტყუება და ახლა ხვდება, რომ ის შან-
ტაჟში ადანაშაულებს და ჩივილს აპირებს. – დელაილა.
დელაილა ჩუმადაა.
– დელაილა, სად ხარ?
– ალთეაში, – პასუხობს.
სასადილოში, სადაც ერთმანეთი გაიცნეს. ხვდება, რომ
ქალს ისევ უყვარს.
– ფეხი არ მოიცვალო, კარგი? უკვე გამოვდივარ. – კვლავ
დახურვის ღილაკს აჭერს თითს და ანდრეასაც შიგნით ამ-
წყვდევს. ლიფტი ქვემოთ ეშვება.
– მთელი დღე ფუჭად გავატარე, – დელაილა ტირის. – მე-
გონა… რა ბრიყვი ვარ, ნამდვილი იდიოტი. მთელი დღე დავ-
კარგე.
– იდიოტი არ ხარ და კარგად იქნები. – ვიქტორს აქამდე
მგზავრი არ მოუტყუებია. რაღა ქნას, დელაილა მგზავრია.
ლიფტი მეორე სართულზე ჩერდება და ვიქტორი კიბეზე თავ-
ქუდმოგლეჯილი ჩარბის, ეუბნება, რომ მთელი არსებით უყ-
ვარს და უკვე გზაშია. საათს ამოწმებს. დღის ბოლომდე ორი
საათი რჩება, მაგრამ შეიძლება ყველაფერი წუთებში დას-
რულდეს.
ვიქტორი მანქანაში ჯდება და ალთეაში სწრაფად მიდის.

რუფუსი 22:14 სთ

ინსტაგრამზე, ჩემს უკანასკნელ მეგობართან გადაღებულ


ბოლო ფოტოს ვდებ. სწორედ იმას, საძინებელში რომ გადავი-
ღეთ, სადაც მისი სათვალე მიკეთია, თავად თვალებს ჭუტავს
და ორივეს გვეღიმება, რადგან მის დაკარგვამდე ბედნიერება

245
ერთად ვიპოვეთ. დანარჩენ ფოტოებს ვათვალიერებ და მად-
ლიერების განცდა მეუფლება, რადგან მატეომ ბოლო დღე გა-
მიფერადა.
ექთანს უნდა, რომ დავრჩე, მაგრამ დახმარებაზე უარის
თქმა მგზავრის უფლებაა, თანაც არ არსებობს აქ დავბანაკდე,
მაშინ როცა მატეოს მამა სანახავი მყავს.
ორ საათზე ნაკლები დამრჩა და მატეოსთვის პატივის მიგე-
ბასა და ბოლო სურვილის შესრულებაზე უკეთესი ვერაფერი
მოვიფიქრე, მამამისს მოვინახულებ, ოღონდ ჩქარა. მინდა ახ-
ლოს გავიცნო კაცი, რომელმაც ის მატეო აღზარდა, მე რომ
ერთ დღეზე ნაკლებ დროში შემიყვარდა.
მერვე სართულზე შეუპოვარ ექთანთან ერთად ავდივარ.
ჰო, კეთილი განზრახვები აქვს და ჩემი დახმარება სურს, მეს-
მის. უბრალოდ, მოთმინება მელევა. ოთახშიც კი დაუფიქრებ-
ლად შევდივარ, პირდაპირ შევაჭერი.
მატეოს მამა ზუსტად ისე არ გამოიყურება, როგორიც მა-
ტეო წარმომედგინა მომავალში. ისევ სძინავს, აინუნშიაც კი
არ არის, რომ თუკი ოდესმე გაიღვიძებს, ვაჟს ვეღარსად იპო-
ვის. არც კი ვიცი, მათი სახლიდან რაღა შემორჩა. ბედად, მე-
ხანძრეებმა ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუშალეს.
– გამარჯობა, ბატონო ტორეს. – თავთან ვუჯდები იმავე
სკამზე, ცოტა ხნის წინ მატეო რომ იჯდა და უმღეროდა. – მე
რუფუსი მქვია და მატეოს უკანასკნელი მეგობარი ვარ. მისი
სახლიდან გაყვანა მოვახერხე, არ ვიცი, მოგიყვათ თუ არა.
ნამდვილად მამაცი ბიჭი იყო. – ჯიბიდან მობილურს ვიღებ და
შვებით ამოვისუნთქე, რომ ჩაირთო. – დარწმუნებული ვარ,
მისით ამაყობთ და მის შინაგან ძალაში ეჭვი არასდროს გეპა-
რებოდათ. მხოლოდ ერთი დღით ვიცნობდი და მისით მეც ძა-
ლიან ვამაყობ. მინდა გაჩვენოთ, როგორ ყალიბდებოდა ისეთ
პიროვნებად, როგორიც სულ უნდოდა ყოფილიყო.
დღის დასაწყისიდან-ბოლომდე გადაღებულ ყველა ფო-
ტოს ვათვალიერებ. მატეოს გაცნობამდე გადაღებულებს გა-
დავახტი და ჩემი პირველი ფერადი ფოტოდან დავიწყე.
– დღეს ბევრი რამ გადაგვხდა. – ყოველ ფოტოს მოკლედ
აღვუწერ: – ეს მატეოს ჩუმად გადავუღე საოცრებათა ქვეყანა-

246
ში, მისთვის არც კი მიჩვენებია; აქ ავიატორის უნიფორმა გვაც-
ვია, შეიქმენი წამში ყოფნისას და პარაშუტით ვხტებით; ტელე-
ფონის ავტომატების სასაფლაო, სადაც სიტყვა მოკვდავობაზე
ჩამოვაგდეთ; მატეოს მატარებელში ჩაეძინა; მატეო თავის ნა-
ხევრად გაჭრილ საფლავში ზის; ეს წიგნის მაღაზიის ღია ვიტ-
რინაა, აფეთქებამდე წუთებით ადრე; ის ბიჭი, ჩემს ველოს ატა-
რებს, ვაჩუქე, რადგან მატეოს დაჯდომის ეშინოდა, დაგვხო-
ცავსო, თუმცა მისი პირველი და უკანასკნელი გალაღება არ
ითვლება; სამოგზაურო არენის თავგადასავლები; აქ კლინტის
სასაფლაოს წინ ვდგავართ, სადაც მე და მატეომ ვიმღერეთ,
ვიცეკვეთ, ერთმანეთს ვაკოცეთ და მერე დავტყდით; და ბოლო
ფოტო, მატეოს სათვალე მიკეთია, ის კი თვალებს ჭუტავს, მაგ-
რამ, ღმერთო, რა ბედნიერი ჩანს.
მეც ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ
გავნადგურდი, მატეომ ფერფლიდან აღმადგინა.
ვიდეოს რამდენჯერმე თავიდან ვრთავ.
– აქ კი Your Song-ს მიძღვნის, თქვა, რომ თქვენც ხშირად
მღეროდით. მატეო ისე იქცეოდა, თითქოს მხოლოდ ის უნდო-
და, თავი გამორჩეულად მეგრძნო. ასეცაა, მაგრამ ჩემი აზრით
თავის თავსაც უმღეროდა. უყვარდა სიმღერა, თუმცა მაინცდა-
მაინც კარგად არ გამოსდიოდა, ჰაჰ. სიმღერა და კიდევ თქვენ,
ლიდია, პენი, მე და ყველა უყვარდა.
ბატონი ტორესის კარდიომონიტორი მატეოს სიმღერასა
და ჩემს მოყოლილ ამბებზე ოდნავადაც არ რეაგირებს. მაჩვე-
ნებელი არ იცვლება და ყოველივე ეს გულს მტკენს. ბატონი
ტორესი სიცოცხლეში გაიჭედა, ისე, რომ წასასვლელი არსად
აქვს, მაგრამ შეიძლება გაიღვიძოს. შვილის დაღუპვის ამბავს
რომ გაიგებს, ალბათ დედამიწაზე უკანასკნელი ადამიანი ეგო-
ნება თავი, თუნდაც ყოველდღიურად გარშემო ათასი კაცი ეხ-
ვეოდეს.
საწოლზე, ბატონი ტორესის მხართან, სურათი დევს. მატე-
ოს ბავშვობის ფოტოა, მამასთან და სათამაშოების ისტორიის
ნამცხვართან ერთად. ისეთი ბედნიერი სახე აქვს, ნეტავ ბავ-
შვობიდანვე გამეცნო.
ერთი კვირით ადრე მაინც.

247
თუნდაც საათით.
ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ, მეტი დრო გვქონოდა.
ფოტოს უკან წარწერაა:
ყველაფრისთვის მადლობა, მამა.
მაგრად ვიდგები და ძლიერი ვიქნები.
შენი სიყვარული აქედან იქ გამყვება.
მატეო.
მატეოს ხელწერას დავჩერებივარ. ეს დღეს დაწერა და და-
ნაპირები შეასრულა.
მინდა მამამისმა მისი შვილის გადადგმული ნაბიჯების შე-
სახებ იცოდეს. ჯიბეში ვიყოფ ხელს და დედამიწის ნახატს ვი-
ღებ, ამ დილით, ჩემს საყვარელ სასაუზმეში ჯდომისას რომ მა-
ტეოს დავუხატე. ცოტა დაჭმუჭნილი და დანოტივებულია, მაგ-
რამ არა უშავს. იქვე, უჯრიდან კალამს ვიღებ და დედამიწის
გარშემო ვაწერ:
ბატონო ტორეს,
მე რუფუს ემეტერიო ვარ. მატეოს უკანასკნელი მეგობარი
ვიყავი. სიცოცხლის ბოლო დღეს დაუჯერებელი სიმამაცით გა-
უმკლავდა.
მთელი დღის მანძილზე გადაღებული ფოტოები ინსტაგ-
რამზე დავდე. უნდა ნახოთ, თუ როგორ გაატარა ეს დღე. ჩემი
მისამართია @RufusonPluto. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ
თქვენმა ვაჟმა მიპოვა და კოშმარული დღე გამილამაზა.
თქვენი მწუხარების მონაწილე ვარ რუფუსი (05/09/2017).
ფურცელს ორად ვკეცავ და ფოტოსურათთან ერთად ვუტო-
ვებ.
პალატიდან ათრთოლებული გავდივარ. მატეოს ცხედრის
მოსაძებნად არ მივდივარ. სიცოცხლის ბოლო წუთებში ასეთ
საქციელს თავადაც არ მომიწონებდა.
საავადმყოფოს ვტოვებ.

248
22:36 სთ

ქვიშის საათი თითქმის ჩამოიცალა. დაძაბულობა პიკს აღ-


წევს. წარმოვიდგენ, სიკვდილი როგორ მეპარება, ავტომობი-
ლებისა და ბუჩქების უკან იმალება და წყეული ცელის მოსაქ-
ნევად ემზადება.
უსაშველოდ დაღლილი ვარ, არა მხოლოდ ფიზიკურად,
ემოციურად და სულიერადაც დავიცალე. სწორედ ასეთი გან-
ცდა დამეუფლა ოჯახის დაკარგვისას, მწუხარების მორევში
ვეფლობი და აქედან ამოსაღწევად დრო მჭირდება, რომელიც
აღარ დამრჩა.
ალთეას პარკში ვბრუნდები, დღის დასასრულს იქ შევ-
ხვდები. არ მაინტერესებს, სწორად ვიქცევი თუ არა, რადგან
რაც უნდა ფხიზლად და ყურადღებით ვიყო, მოსახდენს მაინც
ვერ ამაცილებს. ვკანკალებ. თანაც ჩემები და მატეო სიგიჟემ-
დე მენატრება. და იცით რა, უმჯობესია მომდევნო ცხოვრება
არსებობდეს და მატეომ, როგორც შემპირდა, მალე მიპოვოს.
ნეტავ დედამისს თუ შეხვდა და ჩემზე თუ მოუყვა? ჩემი ოჯახი
რომ მეპოვა, ჯერ ყველას მაგრად ჩავეხუტებოდი, შემდეგ კი
მატეოზე ნადირობას ერთად გავაჩაღებდით. მერე კაცმა არ
იცის, რა მოხდებოდა.
ყურსასმენებს ვიკეთებ და მატეოს ვიდეოს ვუყურებ, რო-
გორ მიმღერის.
შორს მოჩანს ალთეას პარკი – ჩემს ცხოვრებაში მომხდა-
რი დიდი ცვლილებების ადგილი.
ვიდეოს ჩავცქერი, მისი ხმა ყურებში იფრქვევა.
გზაზე გადავდივარ, თუმცა გვერდით შემჩერებელი აღარა-
ვინ მიდგას.

249
სამადლობელი
მორიგი წიგნის დაწერა გადავიტანე! და ამ საქმეში მარტო
ნამდვილად არ ვყოფილვარ.
როგორც ყოველთვის, დიდ მადლობას ვუხდი ჩემს აგენტს,
ბრუკს შერმენს, რომ ჩემს შემაწუხებელ ტონს მწვანე აუნთო
და წიგნად აკინძული ამბავი დააბინავა. არასდროს დამავიწ-
ყდება მისი აღფრთოვანება, როდესაც გაიგო, რომ წიგნს
ვწერდი და მას სახელად ბოლოს ორივე კვდება ერქმეოდა, ან-
და როგორ მომწერა დილის ექვსისკენ, როცა პირველი შავი
ვარიანტი დავასრულე. ჩემი რედაქტორი, ენდრიუ ჰერუელი
ათი ათასჯერ იმსახურებს ფეხზე წამოდგომას ნაწარმოების,
როგორც თავად ეძახის „ჯენგას ბნელ თამაშად“ ქცევაში. წიგ-
ნის, ვინ იცის მერამდენედ, თავიდან გადაწერა იოლი ამბავი
არ ყოფილა და ენდრიუს მახვილი თვალის, ღრმააზროვანი
გულისა და გონების გარეშე არაფერი გამოვიდოდა.
უღრმესი მადლობა ჰარპერ კოლინსის მთლიან შემოქმე-
დებით ჯგუფს კარის გაღებისთვის. როზმერი ბროსნანი ამქვეყ-
ნად ყველაზე ხალასი ადამიანია. ერინ ფიცსიმონსმა და მხატ-
ვარმა საიმონ პრეიდსმა ეს მშვენიერი და თემატური ყდა შექ-
მნეს – პირველივე შეხედვით რომ შეგიყვარდება. მარგო ვუდი
შავ მაგიასა და ჯადოსნობაში შეუდარებელია. პუბლიკაციე-
ბისთვის ლორა კაპლანის მადლიერი ვარ, ბეს ბრეზუელისა და
ოდრი დისტელკამპის – მარკეტინგისთვის, ხოლო პატი რო-
ზატს სკოლისა და ბიბლიოთეკის სამუშაოებს ვუმადლი. ქეით
ჯექსონმა წიგნი ჩემს გაცნობამდე გააღმერთა. მადლობას ვუხ-
დი ყველას, ვისი თითის ანაბეჭდიც ამ წიგნზეა, ერთი სული
მაქვს როდის შეგხვდებით და ყველას ახლოდან გაგიცნობთ.
მადლობა ბენტის სააგენტოს, გამორჩეულად ჯენი ბენტს,
ჩემი წიგნების ქომაგობისთვის.
ჩემს ასისტენტს, მაიკლ დ’ენჯელოს, ჩემს დაკრულზე რომ
ვაცეკვებ, და მის თვალცრემლიან სელფებს.
ჩემი სამეგობრო წრე საერთო დაწერილი სიტყვების წყა-
ლობით გაიზარდა, რაც ძალიან მახარებს. მადლობას ვუხდი

250
საყვარელ დაიკო ბეკი ალბერტალის და ძამიკო დევიდ არ-
ნოლდ-სილვერას, ჯგუფური ჩათისა და ჩახუტებებისთვის. კო-
რი უეილმა პირველმა გამიმართა ხელი, როდესაც 2012 წლის
დეკემბერში ამ წიგნის იდეა გამიჩნდა. ჩემი დაუჯერებლად
მდიდარი მეგობრების სია აგრეთვე მოიცავს ჯესმინ უარგას,
სებაა ტეჰირს, ნიკოლა იუნს, ენჯი ტომასს, ვიქტორია ევიარდს,
დონიელე კლეიტონს, სონა ჩარა-იპოტრას, ჯეფ ზენტნერს,
რვინ აჰმადის, ლენს რუბინს, ქეთრინ ჰოლმსსა და ეიმერის.
აგრეთვე მეგობრებს, ამანდა და მაიკლ დიასებს, რომლებიც
ლამის დაბადებიდან მიძლებენ და ლუიზ რივერას, ნამდვილ
გადამრჩენელს. მადლობა თქვენ, რომ იცით, როგორ უნდა
მომაშოროთ ლეპტოპს და თითოეულ ამბავთან მიბრუნების
შთაგონებას მაძლევთ.
მადლობა ლორენ ოლივერს, ლექსა ჰილიერსა და გლას-
თაუნის მთელ ბანდას. აქამდე არასდროს მქონია ჯგუფურად
წიგნზე მუშაობის სიამოვნება, მაგრამ ამ უნიჭიერეს ხალხთან
მუშაობისას წერის შესახებ უფრო მეტი შევიტყვე.
ჰანა ფერგესენის, დალია ადლერის და ტრისტინა რაითის
ყოველი რეცენზიის მადლიერი ვარ.
დედაჩემს, პერსი როზას და ჯემინის, სულიერ დაიკოს, სე-
სილია რენს, ჩემს სიამაყეს, ჩირლიდერს, რომელიც მაგულია-
ნებდა, – ყოველ ოცნებას (და ყოველ ბიჭს) უნდა გაედევნოო.
კიგან სტრაუსს, რომელმაც დაამტკიცა, რომ ადამიანს ოც-
დაოთხ საათში ყველაფრის შეცვლა შეუძლია.
თითოეულ მკითხველს, წიგნით მოვაჭრეს, ბიბლიოთე-
კარს, განმანათლებელსა და გამომცემელს, რომლებიც და-
უღალავად შრომობენ, რათა წიგნებმა იარსებოს. თქვენ გამო
სამყარო გაცილებით იოლი ასატანია.
დაბოლოს, მადლობა ყველა უცნობს, რომელმაც პოლი-
ცია არ გამოიძახა, როცა ვკითხე – როგორ მოიქცევით, ვინმემ
რომ გითხრათ, მალე მოკვდები-მეთქი. თქვენმა პასუხებმა ამ
წიგნში ასახვა ვერ პოვა, თუმცა განა სახალისო არ არის, როცა
სრულიად უცნობი მოკვდავობაზე დაგაფიქრებს?

251

You might also like