Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 21

თემა 1.

საქართველოს ზოგადგეოგრაფიული მიმოხილვა ტურიზმის


განვითარების თვალსაზრისით.

ნაწილი 1.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მიმზიდველი ბუნება, კლიმატური
პირობები, მთის სუფთა ჰაერი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების სიხშირე,
კულტურული ძეგლების სიმრავლე, მინერალური წყლებისა და სხვა ბუნებრივი
რესურსების სიუხვე ქმნის უნიკალურ პირობებს სხვადასხვა სახის ტურიზმის
(საავტომობილო, საცხენოსნო, საფეხმავლო და სამონადირეო, ეკოტურიზმი და
სხვ.) განვითარებისათვის.
საქართველოში ამჟამად ორასამდე სამკურნალო-მინერალური და
გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. კურორტებს შორის ჰავის, კლიმატისა და
მინერალური წყლების სამკურნალო თვისებებით განსაკუთრებით გამოირჩევა
საქართველოს გორაკ-ბორცვიანი ზოლი.
საქართველოს მაღალმთიანეთებში შესაძლებელია სამთო კურორტების
სამთო-სათხილამურო კურორტად გარდაქმნა, რის შემდეგაც კურორტები შეძლებს
დამსვენებელს წელიწადის ნებისმიერ დროს მოემსახუროს და რეგიონის
სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანოს.

საკამათო არაა ის საკითხი, რომ ტურიზმის განვითარებაში დიდი წვლილი


მიუძღვის კარგი სეზონის არსებობასაც, საქართველოში გვაქვს როგორც ზამთრის
ასევე ზაფხულის კურორტები რაც ძალიან კარგია და განაპირობებს ტურისტების
უწყვეტი ნაკადის შემოდინებას ქვეყანაში, მაგრამ აღსანიშნავია ისიც რომ
საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ რამდენიმე საკურორტო ზონა გადაიქცეს
ტურისტების მხრიდან მუდმივი ინტერესის სფეროდ.

საქართველოში არის უამრავი უძველესი და საინტერესო კულტურულ–


ისტორიული ძეგლი, რომლებიც უდიდეს ინტერესს იწვევს დამთვალიერებელთა
მხრიდან. რეგიონის თითქმის ყველა სოფელში არის მართლმადიდებლური
ეკლესია– მონასტრები, რომელთა ნაწილი უძველეს პერიოდს განეკუთვნება,
ნაწილი კი ბოლო წლებშია აშენებული. მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერებით,
ტბებით, მდინარეებით, ბუნებრივი მღვიმეებით, რაც ტურისტებისთვის
მიმზიდველ სანახაობას წარმოადგენს წლის ნებისმიერ სეზონზე.
ტურიზმი სოფლად - როგორც ტურისტული შეთავაზების ახალი ფორმა,
ჩამოყალიბდა დიდ ინდუსტრიულ ქვეყნებში (დიდი ბრიტანეთი,გერმანია, ბელგია
და სხვ.), სადაც მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენდა სოფლიდან
ჩამოსული მოსახლეობის მესამე თაობას, რომელთაც აღარ გააჩნდათ მჭიდრო
ნათესაური კავშირები სოფლად. სოფლის გარემოში დასვენების მსურველნი
არჩევდნენ მიმზიდველ რეგიონებს ქალაქგარეთ, ქირაობდნენ საზაფხულო
სახლებს, იხდიდნენ ქირისა და მომსახურების საფასურს, ამდენად მასპინძელ
ოჯახებს გაუჩნდათ დამატებითი შემოსავალი, რამაც გამოიწვია დაინტერესება, რომ
ეს საქმიანობა საკუთარ (საოჯახო) ბიზნესად გადაექციათ. აღსანიშნავია, რომ
სოფლად ტურისტული მოღვაწეობა პირდაპირ უკავშირდება ადგილობრივ
ინციატივებს.
ამიტომაც თემის მობილიზაცია საერთო მიზნის მისაღწევად არის
წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი. აქტიური დასვენება სოფლის გარემოში,
სადაც შესაძლებელია ცხენების, ველოსიპედების და სპორტული აღჭურვილობის
დაქირავება, თევზაობა, ნადირობა, სოკოსა და კენკროვანი ხილის კრეფა,
სამკურნალო მცენარეებისა და მინერალების მოპოვება და სხვ.

შიდა (ადგილობრივი) ტურიზმი საქართველოში მკვეთრად სეზონურია


(პიკური სეზონებია ივლისი, აგვისტო და დეკემბერი, იანვარი, თებერვალი), მაშინ
როდესაც საერთაშორისო «სათავგადასავლო» (აღმოჩენითი) ტურიზმი ზომიერი
კლიმატის პირობებში ხორციელდება (აპრილი, მაისი, ივნისი, სექტემბერი,
ოქტომბერი), ამიტომ ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმის შერწყმის
პრობლემა დღეს განსაკუთრებით მწვავედ დგას, ეს ფაქტორი კი შეიძლება მივიღოთ
როგორც კიდევ ერთი გამოწვევა ტურიზმის დარგში, რადგან ამ საკითხის
გადაწყვეტა საკმაოდ მარტივად არის შესაძლებელი, მთავარია გონივრულად იქნას
მოფიქრებული თუ რომელ რეგიონში და რა სეზონზე ტურისტებს როგორი
კატეგორიის ტურებს შევთავაზებთ, არჩევანი მრავალფეროვანია:

 «სათავგადასავლო» (აღმოჩენითი) ტურიზმი მსოფლიო ბაზარზე სწრაფად

მზარდი სექტორია. ტურიზმის ეს სახეობა დიდ ქალაქებში მცხოვრები


მოგზაურებისათვის ყოველდღიური ცხოვრების პრობლემებისაგან «თავის
დაღწევის» მრავალ შესაძლებლობას იძლევა. ადამიანებს სურთ გაეცნონ სხვა
ქვეყნებისა და ერების უნიკალურ მემკვიდრეობას, კულტურას, ბუნებას. ამისათვის
ისინი გიდებს, საინფორმაციო მასალას საჭიროებენ და საუკეთესო
ტუროპერატორებს ეძებენ. ანალიზი ადასტურებს, რომ საქართველოში
შესაძლებელია ტურიზმის შემდეგი სახეობის ტურპროდუქტის წარმოება: _
სათავგადასავლო მოგზაურობათა ტურების პაკეტი – ერთ-ორ კვირიანი
სამოგზაურო ტურების პაკეტი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების
(კომბინირებული) დასათვალიერებლად. ტურისტული პაკეტი მომსახურების
შემდეგ კომპლექსს შეიცავს: სასტუმრო და განთავსება, ტრანსპორტი, გიდი და
საექსკურსიო მომსახურება, სამოგზაურო აღჭურვილობა, კვება.
 კულტურულ ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება - ასეთი ტურები

ტურისტებს საშუალებას მისცემს იმოგზაურონ, გაეცნონ ქვეყნის ისტორიულ და

კულტურულ მემკვიდრეობას. მოგზაურობა პროფესიონალი გიდების თანხლებით,


კომფორტული ტრანსპორტით ხორციელდება. განთავსება კი სასტუმრო სახლებში,
სასტუმროებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, გუდაური და ა.შ.). და
პანსიონებში. კულტურული ტურიზმი მოიცავს ტურიზმის ყველა იმ
მიმართულებას, რომელიც დაკავშირებულია ერის ისტორიის, კულტურის,
ეთნოგრაფიის, მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან.
 რელიგიური და საპილიგრიმო (მომლოცველთა) ტურები – ეფუძნება
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მდიდარ ისტორიულ და
კონფესიურ – კულტურულ მემკვიდრეობას. მომლოცველთა ტურები საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესიის ინიციატივაა.გვაქვს 3 პილიგრიმული მარშრუტი-
ანდრია პირველწოდებულის გზა, წმ. ნინოს გზა, ასურელი მამების გზა.
 საქართველო - ღვინის სამშობლო - ცნობილი ფაქტია რომ სწორედ
საქართველოში ჩაეყარა საფუძველი მსოფლიო მეღვინეობის ტრადიციას.
საქართველო არის ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყანა, რასაც არქეოლოგიური
აღმოჩენებიც ადასტურებს, რომელთა შორის არის 7000 წლის წინანდელი ყურძნის
წიპწები და მრავალი ანტიკური ჭურჭელი. ღვინო არის საქართველოს
მემკვიდრეობისა და იდენტურობის ნაწილი, რომელიც მოიცავს არქიტექტურას,
პოეზიას, სიმღერასა და რელიგიას. ღვინო წარმოადგენს აღორძინების, სიმდიდრისა
და სიუხვის სიმბოლოს. საქართველოში ვაზის ბევრად მეტი ორიგინალური
სახეობაა (500-ზე მეტი) ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. რბილი კლიმატი და
შავი ზღვით განპირობული ნოტიო ჰავა ქმნის საუკეთესო პირობებს ქვეყანაში
მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის.
 ზამთრის სპორტული ტურები – დასვენების სანახაობითი ტური.
გუდაურის საერთაშორისო სათხილამურო კურორტი კავკასიაში სთავაზობს:
ალპური სათხილამურო სპორტისა და სათხილამურო სპორტის- სნოუბორდის
ტურპაკეტებს. ახალ თავგადასავლებს: სამდინარო რაფტინგს. სამთო ველოსპორტს.
პარაგლაიდინგსა და სხვა სანახაობებს. ყველაფერი ეს უცხოელ ტურსიტთა
ჯგუფებისა და ცნობისმოყვარეთა კლუბებისათვის საინტერესოა.ანალოგიურია
ბაკურიანი, მიტარბი, ჰაწვალი, თეთნულდი, გოდერძი, გომარდული და ა.შ.
 სამთო ტურიზმი - ქვეითი ტურიზმის ერთ-ერთი სახეა. მთები ბევრად
უფრო რთულ მარშუტს სთავაზობს ტურისტს. მთაში მოგზაურობისას საჭიროა
უფრო დეტალური რუკა.
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ტურისტული ინდუსტრიის განვითა-
რების ხელშეწყობა და ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაცია;
შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპუ-
ლარიზაციის მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული, კულტურული, მარკე-
ტინგული და სხვა ღონისძიებების (ფოტო ტურები, სპექტაკლები, გამოფენები,
კონცერტები და სხვადასხვა სპოტული აქტივობები (კლდეზე ცოცვა, ველოტური,
თხილამურებით სრიალი, ჯომარდობა და სხვა), გარკვეული სარეკლამო
აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის
რეკლამირებას არა მარტო ერთ კონკრეტულ ქვეყნაში, არამედ იმ ქვეყნების
მოსახლეობაშიც, რომლებიც წარმოდგენილები იქნებიან ღონისძიებებზე;
საქართველოს ტურისტული პოტენციალის, არსებული ტურისტული პროდუქ-
ტების შესახებ ფართო მასებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით სარეკლამო
მასალების მომზადება (ბეჭდვითი, აუდიო და ვიდეო პროდუქცია, სასაჩუქრე
აქსესუარები);
შიდა და საერთაშორისო ტურისტისათვის საქართველოს შესახებ ინფორმაციის
სწრაფად და ეფექტურად მიწოდების მიზნით ინტერნეტ-სივრცეში საძიებო სისტემის
დახვეწა და პრიორიტეტულ ბაზრებზე ვებ-მარკეტინგის კამპანიის ჩატარება;
სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი მას-მედიის საშუალებებისა და მსხვილი ტურ-
ოპერატორებისათვის პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზება საქართველოს რე-
გიონებში;
საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, პოზიციონირებისა და
ტურისტული ნაკადის გაზრდის მიზნით კერძო სექტორთან ერთად საერთაშორისო
გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღება;
საქართველოს დღეების ორგანიზება ქვეყნისათვის პრიორიტეტულ ბაზრებზე
(ქვეყნის ტურისტული სტენდი, სამზარეულოსა და ღვინის პოპულარიზაციის
მიზნით ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება, ცნობილი შემსრულებლების
მონაწილეობით კულტურული ღონისძიებების გამართვა);
ტურისტული ინფრასტრუქტურის ახალი ერთეულების შექმნა და არსებუ-
ლების განახლება, საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფების დამზადება და
რეგიონებში განთავსება;
სტატისტიკური კვლევების ჩატარება და საერთაშორისო ბაზრების შესწავლა
შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დასაგეგმად, მსოფლიოში ტურიზმის
სფეროში არსებული სტანდარტების დანერგვა და უცხოურ საერთაშორისო
ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება (საერთო პროექტები,
კონფერენციები, ფორუმები, სემინარები, ეკონომიკურ კომისიებსა და სამუშო
ჯგუფებში მონაწილეობა და მათი საქართველოში მასპინძლობა) არის მნიშვნელოვანი
პრიორიტეტი საქართველოსათვის..
ტურიზმის სამართლებრივი რეგულირება. საქართველოში ტურიზმის სფეროს
შემდეგი კანონები არეგულირებს:
1. საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“;
2. საქართველოს კანონი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების
სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“;
3. ტურიზმის ქარტია.
საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ არეგულირებს
ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროში არსებულ ურთიერთობებს. მო-
ცემული კანონის შესაბამისად საქართველოს ტურისტული და საკურორტო
რესურსები ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს. ქვეყნის პოლიტიკას
ტურიზმისა და კურორტების დარგში განსაზღვრავს პარლამენტი, ხოლო პრეზი-
დენტი უზრუნველყოფს ერთიანი პოლიტიკის გატარებას და ამტკიცებს სანიტა-
რიული დაცვის ზონებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონით „ტურიზმისა და კურორ-
ტების შესახებ“ უცხოელი ტურისტების მიღება, მომსახურება საქართველოს ტერი-
ტორიაზე განიხილება, როგორც ტურისტული მომსახურების ექსპორტი, ამიტომ
საქართველოს საგადასახადო კოდექსით ტუროპერატორების მიერ საქართველოს
ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის
ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება იბეგრება დღგ-ს ნულოვანი
განაკვეთით.
საქართველოს კანონი „კურორტებისა და საკურორტო ადგლების სანიტა-
რიული დაცვის ზონების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს კურორტისა და
საკურორტო ადგილებში საწარმოთა განთავსების, სამეწარმეო საქმიანობის, ბუნებ-
რივი სამკურნალო რესურსებით სარგებლობისა და მოსახლეობის განსახლების
აუცილებელ პირობებს.
აღნიშნული კანონის მიზანია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თვისებების
შენარჩუნება და მათი დაბინძურების, გაფუჭებისა და გამოფიტვისგან დაცვის
მიზნით სანიტარიული დაცვის ზონების დადგენა. მოცემული კანონის მიხედვით,
საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყოფა სანიტარიული დაცვის სამი ზონა, კერძოდ
მკაცრი, შეზღუდული რეჟიმისა და სამეთვალყურეო ზონა.
ტურიზმის ქარტია მოწონებულ იქნა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ
(WTO) 1985 წელს. საქართველო WTO-ს წევრია 1993 წლიდან, ქარტია კი აღიარებულ
იქნა საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 25 იანვრის დადგ-ენილებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველომ საკუთარ თავზე აიღო რიგი
ვალდებულებები, რომელიც აუცილებელია შესრულდეს ქარტიის მონაწილე ყველა
ქვეყნის მიერ.
მსოფლიოში აღიარებულია თითოეული ადამიანის დასვენების, თავისუფალი
დროის გამოყენებისა და სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვის უფლება, პერიო-
დული ხელფასიანი შვებულების ჩათვლით, აქედან გამომდინარე, ქარტიის მონა-
წილე თითოეული სახელწიფო, მათ შორის საქართველოც მოვალეა:
იზრუნოს როგორც შიდა საქვეყნო, ისე საერთაშორისო ტურიზმის
მოწესრიგებული და ჰარმონიული განვითარებისათვის;
შეუფარდოს ტურიზმის პოლიტიკა საერთო განვითარების პოლიტიკას,
რომელიც ხორციელდება ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და საერ-
თაშორისო დონეზე; გააფართოვოს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში
როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე და ამ მიზნით გამოიყენოს
საერთაშორისო ტურიზმის ორგანიზაციის შესაძლებლობებიც;

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ახალგაზრდული,


ხანდაზმულთა და ფიზიკური ნაკლის მქონეთა ტურიზმის განვითარებას;
სამუშაო და თავისუფალი დროის რეგულირებით, ხელფასიანი შვებულებების
სისტემის გაუმჯობესებითა და ამ შვებულებათა დღეების მთელი წლის
მანძილზე თანაზომიერი განაწილებით ხელი შეუწყოს თითოეული ადამიანის
ჩართვას შიდასაქვეყნო და საერთაშორისო ტურიზმში;

ტურიზმის სფეროში ეროვნული პოლიტიკისა და გეგმების


შემუშავებისას (სადაც მიზანშეწონილია) გაითვალისწინოს „მსოფლიო
ტურიზმის შესახებ“ მანილის დეკლარაციის პრინციპები და აკაპულკოს
დოკუმენტი;

დაიცვას დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის ტურისტული


გარემო, რომელიც კაცობრიობის კუთვნილებაა;

ხელი შეუწყოს ტურისტული შეგნების ამაღლებას და


დამთვალიერებელთა კონტაქტებს ადგილობრივ მოსახლეობასთან
ურთიერთგაგების გაღრმავებისა და ზნეობრივი ურთიერთგამდიდრების
მიზნით;

ხელი შეუწყოს ტურისტებს მოიძიონ საზოგადოებრივი მონაპოვრები


მოგზაურობის ადგილებში და გაითვალისწინონ მოგზაურობათა შეზღუდ-
ვების გამუდმებული შემცირების ტენდენცია;

უზრუნველყოს დამთვალიერებლების და მათი ქონების უსაფრთხოება;


შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს ტურისტები საუკეთესო
ჰიგიენური პირობებით და სამედიცინო მომსახურებით, დაიცვას ისინი
ინფექციური დაავადებებისა და უბედური შემთხვევებისაგან;

აღკვეთოს პროსტიტუციის მიზნით ტურიზმის გამოყენების


ყოველგვარი შესაძლებლობა;

ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის მიზნით გააძ-


ლიეროს ღონისძიებანი ნარკოტიკების არალეგალური გამოყენების თავიდან
ასაცილებლად;

ტურისტებს მიეცეს ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი


გადაადგილების საშუალება ისე, რომ არ დაირღვეს ცალკეული რაიონების
მიმართ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით წაყენებული
შეზღუდვები;

არ დაუშვას რაიმე დისკრიმინაციული ზომები ტურისტთა მიმართ;

 ტურისტებს მიეცეს საშუალება შეუფერხებლად დაუკავშირდნენ


ადმინისტრაციულ, იურიდიულ სამსახურებს, საკონსულოთა წარმომადგენ-ლებს
და ისარგებლონ კავშირის ადგილობრივი თუ საგარეო საშუალებებით;

ტრანზიტისა თუ დროებითი გაჩერების ადგილებში ხელი შუწყოს


ტურისტთა ინფორმირებულობას მკვიდრი მოსახლეობის ადათწესების
შესახებ.

ტურიზმის ქარტია ასევე მოიცავს ტურისტის კოდექსს, რომელშიც განსაზღვ-


რულია ტურისტთა უფლება-მოვალეობები; ტურისტები ვალდებულნი არიან:

 პატივი სცენ ტრანზიტისა და დროებითი გაჩერების ადგილებში


არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ, მორალურ და რელიგიურ წყობილებას და
დაემორჩილონ იქ მოქმედ კანონებსა და წესებს;

 გაგებით მოეკიდონ და პატივი სცენ ადგილობრივი მოსახლეობის


ადათ-წესებს, რწმენას, ბუნებრივ და კულტურულ ფასეულობებს;
 თავი შეიკავონ მათსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის
არსებული ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული სხვაობების
ხაზგასმისაგან;

 განსაკუთრებული გულისყურით მოეკიდონ ადგილობრივი


მოსახ-ლეობის კულტურას, რომელიც კაცობრიობის საერთო მონაპოვა-რია;

 არ დაუშვან ნარკოტიკებით და აკრძალული პრეპარატებით


ვაჭრობა და სხვა პირთა ექსპლუატაცია პროსტიტუციის მიზნით.

აუცილებელია საქართველომ დაიცვას ტურისტების უფლებები, რომელიც


ჩამოყალიბებულია ქარტიაში. ტურისტებს უფლება აქვთ:
 ისარგებლონ ადმინისტრაციული და საფინანსო კონტროლის
შემსუბუქებით;
 ისარგებლონ ქვეყანაში არსებული შესაძლებლობის
ფარგლებში საუკეთესო მომსახურებით;
 თავისუფლად გადაადგილდებოდნენ როგორც საკუთარი
ქვეყნის, ასევე მის ფარგლებს გარეთ დადგენილი წესებისა და შეზღუდვების
დაცვით;
 მიიღონ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მათთვის
შეთავაზებული მოგზაურობის პირობების შესახებ;
 უზრუნველყოფილნი იყვნენ პირადი ხელშეუხებლობისა და
საკუთარი ქონების უსაფრთხოების გარანტიით;
 ისარგებლონ შესაბამისი საზოგადოებრივი ჰიგიენით,
ინფორმაციით ინფექციურ დაავადებათა და უბედურ შემთხვევათა თავიდან
აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებათა შესახებ, აგრეთვე
ჯანმრთელობის დაცვის სამსახურთან შეუფერხებელი დაკავშირების
შესაძლებლობით;
 სწრაფად და ეფექტურად დაამყარონ კავშირი ქვეყნის შიგნით,
ასევე მის ფარგლებს გარეთ;
 უზრუნველყოფილნი იყვნენ მათი უფლებების დასაცავად
აუცილებელი ადმინისტრაციული და იურიდიული პროცედურებით და
გარანტიებით;
 უზრუნველყოფილნი იქნან საკუთარი რელიგიური
აღმსარებლობის შესაძლებლობით და ამ მიზნისათვის აუცილებელი
შესაბამისი პირობებით.

ნაწილი 2. რელიეფი და მისი როლი სპორტული-ტურიზმისა და ექსტრიმის


განვითარებაში.
რელიეფი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურისტულ-რეკრეაციულ
რესურსების ფორმირებაში. იმის შესაბამისად თუ რა ტიპის რელიეფია
წარმოდგენილი, განსხვავებულია ტურისტული რესურსით სარგებლობის
შესაძლებლობები.
საქართველოს ოროგრაფიულ ერთეულებს წარმოადგენს: კავკასიონის მთავარი
წყალგამყოფი ქედი (გვერდითი ქედებით), მთათაშორისი ბარი და საქართველოს
სამხრეთ მთიანეთი. რელიეფის ყველა ფორმას თავისთვის დამახასიათებელი
მორფოლოგიური სტრუქტურა გააჩნია (ხეობა, კანიონი, უღელტეხილი, მწვერვალი,
პლატო, სერი, გეოლოგიური შთენილი, მღვიმე, ტაფობი და ა.შ). არსებული ფორმები,
თავიანთი ორიგინალური ნიშნებითა და ესთეტიურობით მიმზიდველ ბუნებრივ-
ტურისტულ რესურსებს წარმოადგენენ.
განვიხილოთ საქართველოში არსებული რელიეფური რესურსების
ტურისტული თავისებურებები.
მწვერვალები და უღელტეხილები. საქართველოში სამთო, ექსტრემალური
ტურიზმისა და ალპინიზმისათვის აქტიურად გამოიყენება მწვერვალებისა და
უღელტეხილების დაპყრობა და გადალახვა. ეს სპორტული ტურიზმის აქტივობაა,
რაც მაღალ ოსტატობასა და გამოცდილებას მოითხოვს. საქართველოს მწვერვალებისა
და ძნელადგადასალახავი უღელტეხილების დასაპყრობად აუცილებელია მთელი
წყება ფიზიკურ გეოგრაფიული პირობების ცოდნა: რელიეფის სიმაღლე, ამგებელი
ქანების მდგრადობა, ფერდობების ექსპოზიცია, ნალექების მოსვლის ინტენსივობა და
ხასიათი, ქარის მიმართულება და სიჩქარე, და სხვ. არსებული პირობების ცოდნა
ერთის მხრივ უსაფრთხოს ხდის ტურისტთა გადაადგილებას, მეორეს მხრივ ხელს
უწყობს ბუნებრივი ფენომენების უკეთ აღქმას.
არსებული გადაადგილებისას მნიშვნელოვანია ხედების ცოდნა, საიდანაც უკეთ
ჩანს წარმტაცი ლანდშაფტები და პეიზაჟები. ამ პირობებში აქტიურად გამოიყენება,
როგორც მოცემული ტერიტორიის ტოპოგრაფიული, ასევე GIS-სისტემით შექმნილი
ელექტრონული რუკები. ისინი ეხმარება ტურისტს გაგნებაში. საქართველოს
ტერიტორიაზე მწვერვალები, უღელტეხილები, კანიონები და სხვა საინტერესო
ბუნებრივი ფენომენები გვხვდება ყველა რეგიონში.
განსაკუთრებული ტურისტული მიზიდვის არეალებს წარმოადგენს შემდეგი
მწვერვალები: შხარა (5068 მ), მყინვარწვერი (5047), უშბა (4700 მ), თეთნულდი (4858
მ), ლაჰილი (4009). არსებულ მწვერვალებზე ასვლა რეკომენდირებულია
ალპინისტური და მეკლდეურთა სკოლის სპორტსმენი ტურისტებისათვის,
რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია.
საუღელტეხილო ტურიზმის რესურსებიც მრავალფეროვანია საქართველოში. აქ
ვხვდებით, როგორც საავტომობილო, ასევე ქვეით და საჭაპანე გადაადგილებისათვის
ვარგის უღელტეხილებს. სპორტულ ტურიზმში უღელტეხილები კლასიფიცირდება
სირთულის კატეგორიების მიხედვით (ს. კ.), რომლებიც ასახავს ტურისტების
გასავლელად უღელტეხილის (ან საუღელტეხილო ბმულის) სირთულეს. სირთულის
კატეგორია განისაზღვრება უღელტეხილის ხელმისაწვდომობის ხარისხის
დამახასიათებელი საკლასიფიკაციო ნიშან-თვისებების ერთობლიობის საექსპერტო
შეფასების მეთოდით: სიმაღლე ზღვის დონიდან; ფერდობების დახრილობა და მათი
ზედაპირის ხასიათი; უღელტეხილის გადასასვლელად გამოსაყენებელი ტექნიკური
ხერხები; ღამის თევის პირობები და ა. შ. მიღებულია სირთულის 3 კატეგორიად
დაყოფა, რომელთაგან თითოეული, თავის მხრივ, იყოფა ორ, „ა“ და „ბ“
ქვეკატეგორიად. 1ა კატეგორიის სირთულის უღელტეხილები ყველაზე მარტივად
ითვლება, 3ბ კატეგორიისა კი ყველაზე რთულად. მიღებულია 1ა კატეგორიაზე
ნაკლები სირთულის უღელტეხილების „კატეგორიის გარეშე“ (კ/გ) კლასიფიცირება.
მიღებულია იმ უღელტეხილების დამატებითი კლასიფიცირება „ვარსკვლავით“
(მაგალითად 2ა*), რომელთა სირთულე, ამინდისა და სხვა პირობების ზეგავლენით
(თოვა, ფერდობების უეცარი მოყინვა და სხვა), შეიძლება გაიზარდოს ნახევარი
კატეგორიით.
„მაღალმთიანი კლასიფიცირებული უღელტეხილების ჩამონათვალში“ და
„საშუალო სიმაღლის მთის კლასიფიცირებული უღელტეხილების ჩამონათვალში“
ყოველი უღელტეხილისთვის მითითებულია მისი ადგილმდებარეობა, დასახელება,
სიმაღლე ზღვის დონიდან, სირთულის კატეგორია წელიწადის სხვადასხვა
დროისთვის, მდინარეები და მყინვარები უღელტეხილის ორივე მხარეს, გადასვლის
სირთულეები, დაბრკოლებები, საშიშროებები.
საქართველოში როგორც მთიან ქვეყანაში არსებობს მრავალი მთის
უღელტეხილი. ყველაზე მაღალი და მიუვალი უღელტეხილები კავკასიონზე
მდებარეობს. საქართველოს 4000 მ-ზე უფრო მაღალი უღელტეხილებია: მაილის,
ჭალაათის, ლაჰილის.
აფხაზეთის კავკასიონზე მნიშვნელოვანია - ქლუხორისა და მარუხის
უღელტეხილები; ცენტრალურ კავკასიონზე - ნაკრის, ბეჩოს, მამისონის, ზეკარის,
როკის უღელტეხილები; აღმოსავლეთ კავკასიონზე - უყერიჩოს, ქერიღოს, ყადორის
უღელტეხილები. ამ უღელტეხილების გავლით შესაძლებელია დაკავშირება
საქართველო-რუსეთის სახელმწიფოებისა.
ქვეყნის შიდა (კავკასიონის განშტოებების) უღელტეხილებიდან ტურისტული
თვალსაზრისით აღსანიშნავია რიკოთის, გოდერძის, ჯვრისა და გუდამაყრის
უღელტეხილები. მაღალი მთის უღელტეხილები ტურისტებისთვის ივნის-აგვისტოს
პერიოდში, საშუალო მთისა კი მაის-ოქტომბერშია ვარგისი.
საქართველოში ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო რელიეფურ
ფორმებს ქმნის კანიონები.
ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტის, სოფ. გორდშია წარმოდგენილი,
ასხის კირქვული მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზ.დ.-დან 500 მ სიმაღლეზე,
ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 21 კმ-ში.
სოფ. გორდის აღმოსავლეთით, მდ. ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადის-ოკაცეს
აუზის ზემო წელში მდებარეობს რთული კომპლექსური პალეოგეოგრაფიული
ძეგლი, რომლის შემადგენლობაში შედის ნეოტექტონიკური სტრუქტურები, ტბიური
ნალექები, თვალწარმტაცი კლიუზ-კანიონი.
ტურისტებისათვის არსებული ადგილი ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს,
ვინაიდან ოკაცეს კანიონში შესაძლებელია მრავალი ბუნებრივი ფენომენის ნახვა.
მათგან ტურისტებზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს 50 მ სიმაღლიდან
ვარდნილი ჩანჩქერი. იგი კინჩხის ტაფობში ეშვება და ვიწრო კანიონის ფსკერზე
გავლით სოფ. გელავერთან მდ. ცხენისწყალს უერთდება. ამ ჩანჩქერიდან 50 მეტრში
მეორე წყალვარდნილია. აქ წყალს ქანები აქვს გაჭრილი და ჩასაწოლ აბაზანებს
აკეთებს. ალაგ-ალაგ ოკაცე პატარა ტბებს ქმნის, სადაც შეგიძლიათ იაროთ, ხოლო თუ
მდინარეს ჩაჰყვებით 2-5 მ სიგანის კანიონში მოხვდებით, რომელიც 2 კმ-ზეა
გადაჭიმული. ოკაცეს კანიონი მაისის ბოლოდან ოქტომბრის შუან პერიოდამდე
ვარგისია ექსპლუატაციისათვის.
"გოჭკადილის კანიონის" ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ
კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას.
კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ.
კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის
მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა,
კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები.
ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე,
რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით. აქ ჩასასვლელად ბილიკი
კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებული კიბეს ჩაუყვება. გადმოცემის თანახმად,
სწორედ ამ კიბით დადიოდნენ გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი.
მიმდებარე კირქვოვან კლდეებზე განვითარებულია კოლხური ტყისთვის
დამახასიათებელი ფლორა, თავისი უნიკალური წარმომადგენლებით, აქ გვხვდება:
დათვის თხილი, კოლხური ბზა, უთხოვარი და სხვა. მრავლადაა სხვადასხვა
სახეობის ხავსი, გვიმრანაირები.
კანიონი დაცულ ტერიტორიულ სისტემას წარმოადგენს. აქ ხორციელდება
სანაოსნო ტურები გასაბერი ნავებით ტურისტებისათვის. კანიონი ვარგისია
ექსპუატაციისათვის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა ზაფხულში
მდ.აბაშისათვის დამახასიათებელია წყალდიდობები, რაც საკმაოდ სახიფათოა
ტურისტებისათვის.

კარსტული მღვიმეების კლასიფიკაცია და მისი გამოყენება ტურიზმში


საქართველო მდიდარია ულამაზესი და უნიკალური კარსტული ფორმებით,
სადაც კარსტვადი ქანების გავრცელების არეალი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე
325 კმ-ზე ვრცელდება. დაკარსტული ტერიტორიის საერთო ფართობი 4475 კმ2-ია,
რაც საქართველოს ტერიტორიის 6.4 %-ია. კარსტვადი ქანების გავრცელების
მიხედვით საქართველო დედამიწის ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია. კარსტულ
მღვიმეთა სიუხვე და მიწისქვეშა დარბაზების მრავალფეროვნება განპირობებულია
ტერიტორიის გეოლოგიური და გეოტექტონიკური აგებულებით.
საქართველოს მღვიმეებში ასევე მრავლად გვხვდება სტალაქტიტები,
სტალაგმიტები, სტალაგნატები. უმეტესად გავრცელებულია: კონუსისებრი,
ფირფიტისებრი და წვრილ-მილისებრი.
კარსტული მღვიმეები წარმოიქმნება კირქვის, დოლომიტის, თაბაშირის,
ქვამარილის და სხვა მთის ქანებში ზედაპირული წყლებით მათი გახსნისა და
ჩამორეცხვის შედეგად.
კარსტული მღვიმეები შეიძლება იყოს ჰორიზონტალური, დახრილი და
ვერტიკალური.
კარსტული მღვიმეების კლასიფიკაცია მარშრუტის სირთულის მიხედვით 5
კატეგორიას მოიცავს:
• 1 კატეგორია- განკუთვნილია მხოლოდ დამწყებთათვის. მღვიმე მოიცავს
კარგად განსაზღვრულ რამოდენიმე მარტივად გასავლელ მარშრუტს. მომზადების
პერიოდი მოიცავს 12 საათს.
• 2 კატეგორია- ეს მარშუტი მოიცავს სხვადასხვა სირთულეების გზებს,
როგორიცაა: დატბორილი ადგილების გადალახვა, ქვის შვერილებზე
გადაადგილებას და სხვა. მომზადების პერიოდი მოიცავს 16 საათს.
• 3 კატეგორია- ეს მარშრუტი სავსეა სირთულეებით, მოითხოვს სპეციალურ,
მაღალი ხარისხის აღჭურვილობას. შესაბამისი მომზადების გარეშე მღვიმეში ჩასვლამ
შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება, ასევე წყალმა შეილება გამოიწვიოს ჰიპოთერმია .
მომზადების პერიოდი მოიცავს რამოდენიმე დღეს.
• 4 კატეგორია- ამ კატეგორიაში არის განყოფილებები, რომელიც მოითხოვს უდ-
იდეს გამოცდილებას, რადგან საჭიროა მიწისქვეშა მღვიმეებში ჩაყვინთვა და
სხვადასხვა სირთულის ლაბირინთებში გადაადგილება. მომზადების პერიოდი
მოიცავს 2 კვირამდე პერიოდს.
• 5 კატეგორია- განკუთვნილია მხოლოდ პროფესიონალებისათვის, მარშუტი შე-
იცავს რამოდენიმე განსხვავებულ მიწისქვეშა ტერიტორიას სხვადასხვა სირთულის
მიხედვით. მოიცავს ოთხივე ზემოთ ხსენებული მღვიმის დამახასიათებელ ნიშნებს.
მომზადების პერიოდი მოიცავს 2 კვირაზე მეტ პერიოდს.
კარსტული მღვიმეები ქანების მდგრადობის (მიწის სიმყარის) მიხედვით
იყოფა ასევე 5 ელემენტად:
• განუვითარებელი კარსტი- უმეტესად გვხვდება უდაბნოებსა და კრიოგენულ
ზონებში. შიგნით მღვიმე არის ძალიან იშვიათი და პატარა (საქართველოში არ
გვხვდება)
• ნორმალური კარსტი- გვხვდება საშუალო ტემპერატურის ქვეყნებში. შიგნით
მღვიმეში განთავსებული არის რამოდენიმე პატარ-პატარა მღვიმეები, რომლების
სიგრძე დაახლოებით 3 მეტრია.
• საშუალო კარსტი- გავრცელებულია ზომიერი კლიმატის ქვეყნებში და ტროპი-
კებში. შიგნით მღვიმეში გვხვდება რამოდენიმე მღვიმე, რომელთა სიგრძე 5 მ-ა.
• რთული კარსტი- გავრცელებულია მაღალ და საშუალო ტემპერატურიან რეგი-
ონებში, შიგნით გვხვდება ბევრი მღვიმე, რომელთა სიგრძე აღემატება 5 მ-ს,ეს
მღვიმეები განლაგებულია რამოდენიმე დონეზე და თითოეული მათგანი შედგება
დიდ-დიდი ოთახებისაგან.
• ექსტრემალური კარსტი- უმეტესად განვითარებულია ტროპიკებში. შიგნიდან
მღვიმეში გვხვდება 3D სისტემის გამოქვაბულები, რომელთა სიგრძე 10 მ-ს აღე-
მატება, ხოლო სიგანე 20 მეტრს.
კარსტული მღვიმეები ასევე იყოფა მიმზიდველობის მიხედვით, აქაც
გამოიყოფა 5 ძირითადი სახე:
• 1 კლასი- ნაკლებად მიმზიდველია თავისი ნაკლებად მახასიათებლობის და მა-
ღალი რისკის გამო. ასეთი მღვიმეები, როგორც ტურისტებისათვის, ასევე სპე-
ლეოლოგებისთვისაც არასაინტერესოა.
• 2 კლასი- ასეთი ტიპის მღვიმეები უმეტესად სპელეოლოგებისთვისაა განკუთვ-
ნილი. მსგავსი მღვიმეები მოიცავს: სხვადასხვა ტიპის სპორტულ გზებს, რომლებსაც
სპელეოლოგები იყენებენ სპეციალური მომზადებისათვის.
• 3 კლასი- ასეთ მღვიმეებს მდებარეობა, საშიშროების ნაკლებობა და სილამაზე
ხდის მეტად მიმზიდველს ტურისტებისათვის. მსგავს მღვიმეებს გააჩნია სპე-
ციფიური მიმზიდველობა.
• 4 კლასი- ასეთი ტიპის მღვიმეებს გააჩნიათ სპეციალური სილამაზე, რომელიც
იზიდავს, როგორც ტურისტებს, ასევე სპელეოლოგებსაც. მსგავსი მღვიმეები ხა-
სიათდება ნაკლები საშიშროებით, მიწის სიმყარით და მნიშვნელოვანი ბიოლო-
გიური თვისებებით.
• 5 კლასი- მსგავსი მღვიმეები გამოირჩევიან დიდი პოპულარობით, რადგან
გააჩნიათ განსაკუთრებული სილამაზე, სხვა მრავალი ქვაბული, რომელშიც განთავ-
სებულია: ჩანჩქერები, მდინარეები, ტბები, ხასიათდება საშიშროების დაბალი
დონით.

მღვიმეების გამოყენება სამკურნალო ტურიზმში


სპელეოთერაპია - მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს
„მარილს“. მრავალი სახის სპელეოთერაპია არის უკვე ცნობილი და მათი გამოყენება
ათასწლეულებს ითვლის. პირველი კვალი სპელეოთერაპიის განვითარებისა
აღმოჩენილია პოლონეთში, რომელიც მეთორმეტე საუკუნით თარიღდება.
დაავადებათა ჩამონათვალი, რომლის განკურნების საშუალება
სპელეოთერაპიაა ძალიან ფართოა, ესენია:
• არაგადამდები ანთებითი რესპირატორული დაავადებები ( მათ შორის ქრონი-
კული).
• ძილის დარღვევა, გაღიზიანება, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.
• სტრესის სინდრომი ( ქრონიკული დაღლილობა).
• კანის პრობლემები ( ეგზემა , კანის ქავილი, გამონაყარი).
• ბრონქული ასთმა და ფილტვის უკმარისობა.
• გაახალგაზრდავება და კოსმეტიკური ეფექტი.
მიუხედავად ამისა არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომლის დროსაც არ
გამოიყენება სპელეოთერაპია, ესენია:
• ტუპერკულოზი და ფილტვის ჰემორაგია .
• სიმსივნე და კიბოს ნიშნები.
• ქრონიკული კორონარული უკმარისობა
• თირკმლის უკამარისობა.
• პათოლოგიის ნებისმიერი გამოხატული სახე.
• ბატოფობია .
მღვიმური ტურიზმის განვითარების ყველა წინაპირობა არსებობს
იმერეთში. აქ წარმოდგენილი კარსტული მღვიმეების სიუხვე და მიწისქვეშა
დარბაზების მრავალფეროვნება განპირობებულია ტერიტორიის გეოლოგიური და
ტექტონიკური აგებულებით. მათი განვითარებისათვის აუცილებელია რესურსული
პოტენციალის შეფასება, მღვიმეებში გავრცელებული სტრუქტურების
გამოვლენასთან ერთად უნდა დადგინდეს გამოსაყენებელი ობიექტების საიმედოობა,
ნაპრალური სტრუქტურებისა და კირქვის მდგრადობა.
ტურისტებისათვის საინტერესო მღვიმურ სისტემას ქმნიან: ახალი ათონის,
ოტაფეს, სათაფლიის, პრომეთეს, ნავენახევის მღვიმეები.
ახალი ათონის მღვიმე, ანაკოფიის მღვიმე, ივერიის მღვიმე - მღვიმე გუდაუთის
რ-ნში. ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე. ახალი
ათონის მღვიმის ბუნებრივი ჩასასვლელი, ფართოპირიანი და შვეულკედლებიანი
უფსკრული, ზღვის დონიდან 220 მ-ზე იხსნება. მღვიმე შედგება ვერტიკალური
(ჯამური სიღრმე 183 მ) და ჰორიზონტალური (ჯამური სიგრძე 3265 მ)
სიღრუეებისაგან. აღსანიშნავია დიდი დარბაზები: „აფხაზეთი“, „ქართველ
სპელეოლოგთა დარბაზი“, „ტაძარი“, „სოხუმი“, „თბილისი“, „ჰელიქტიტების
დარბაზი“ და სხვა. ზოგიერთი მათგანი მდიდრულადაა მორთული სხვადასხვა
სიდიდისა და ფორმის სტალაგმიტებით, ფარდებით, გაქვავებული ჩანჩქერებით.
მღვიმის თავისებურებაა დარბაზების გიგანტურობა. მღვიმური სისტემის მოცულობა
1 მლნ. მ³ აღემატება. ამ მხრივ ის ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. მღვიმეში ჰაერის
ტემპერატურა წლის განმავლობაში 12,6-14,4 °C, ხოლო შეფარდებითი ტენიანობა 94-
100% ფარგლებში ირყევა. მღვიმე 1961 წელს აღმოაჩინა და შეისწავლა საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის გეოგრაფიის
ინსტიტუტმა.„საქქალაქმშენსახპროექტის“ ინსტიტუტის პროექტით ტურისტული
მიზნებისათვის კეთილმოწყობილ იქნა „თბილგვირაბმშენის“ მიერ და გაიხსნა 1975
წელს. დასათვალიერებლად ვარგისია მთელი წლის განმავლობაში.
სათაფლიის მღვიმეები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისის ჩრდილო-
დასავლეთით 7 კმ-ზე. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო
ნაკრძალის ტერიტორიაზე.
სათაფლიის მღვიმე გამოყენებულია ტურისტული მიზნით. იგი მდებარეობს
სამგურალის სერზე, ზღვის დონიდან 360 მ-ზე. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი
ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები.
შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი
დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც.
სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი. სიმაღლე – 10 მეტრს
აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს. ნაკრძალიდან კლდოვან ნაპირს
მიუყვება გზა, რომელიც შემდეგ მღვიმის დარბაზებს გაივლის და უკან ბრუნდება.
პრომეთეს მღვიმე მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ.
ყუმისთავში (ზ.დ.-დან 175 მ).იგი ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ
ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს,
ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის
ფართობია 46,6 ჰა. „პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი
დერეფნებით ხასიათდება. მაქსიმალური სიგანე 25-30 მ-ია, ჭერის სიმაღლე 20-25 მ,
ზოგიერთი დარბაზის სიგრძე 80-100 მ-ს აღწევს. აქ 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია.
მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1 420 მეტრია, ხოლო ჯამური სიგრძე 20,000
მეტრს შეადგენს. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით,
რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა
და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ. სიგრძე 6,4 კმ-ია. გიდის თანხლებით
ხორციელდება ობიექტების დათვალიერება. სეზონურობა არაა დამახასიათებელი.
ნავენახევის მღვიმე მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ.
ნავენახევის მიდამოები (ზ.დ.-დან 320 მ). განსხვავებული და ლამაზი ფორმის
სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის
სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. მღვიმე შესასვლელიდან 30-ე
მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია
დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის
სისქე 7 მეტრია.
აბრსკილის მღვიმე - კარსტული მღვიმე, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში,
მდინარე მოქვის აუზში, კოდორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში. წარმნოქმნილია
ნეოგენური ასაკის კირქვებში. მღვიმის შესასვლელი დაშორებულია სოფელ
ოტაფიდან ,5 კმ, ზღვის დონიდან 260 მ.
მღვიმიდან გამოედინება მდინარე აჩყითიზიგო, რომელიც ერთვის მდინარე
ოტაფს, მდ. მოქვის მარჯვენა შენაკადს. აბრსკილის მღვიმე 2 კმ სიგრძის მიწისქვეშა
ხეობაა. აქ მრავალი მეანდრი და რამდენიმე ვრცელი დარბაზია (სიმაღლე 40 მ-მდე).
დარბაზებში სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სვეტები, ფარდები და კირქვული
ნაღვენთების მრავალი სხვა ფორმაა. სილამაზით ცნობილია „ფარდებიანი დარბაზი“,
„მეანდრის დარბაზი“, „აბრსკილის დარბაზი“, სადაც გადმოცემით ვეება
სტალაქტიტზე ლეგენდარული აბრსკილი იყო მიჯაჭვული. გვირაბის სიღრმეში
მრავალი განშტოებაა. გვირაბისა და ამ განშტოებათა საერთო სიგრძე 3 კმ-მდეა. ზოგ
დარბაზში დალექილია თიხის შრეები, შესასვლელიდან 360 მ მანძილზე იპოვეს
მღვიმის დათვის ძვლები, მ. შ. თავის ქალა.
სპორტული სპელეოტურისტული თვალსაზრისით პერსპექტიულ მღვიმეებს
წარმოადგენს: ნაზოდელავოს, მოთენას, ჯორწყუს, წყალტუბოს (თეთრა) და სხვ. რაც
შეეხება სპორტული სპელოტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის, რომ
მსოფლიოს უღრმესი მღვიმოვანი უფსკრული არის წარმოდგენილი აფხაზეთში,
არაბიკას მასივზე.
#ბუნების ძეგლი
1აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი
2ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი
3არწივის ხეობის ბუნების ძეგლი
4ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი
5ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი
6ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი
7გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი
8გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი
9დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი
10 დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი
11 თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი
12 თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი
13 იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი
14 მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
15 მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი
16 მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი
17 მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
18 ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი
19 ონიორეს ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები
20 ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
21 როშკის ლოდების ბუნების ძეგლი
22 საკაჟიას მღვიმის ბუნების ძეგლი
23 სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი
24 საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი
25 სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი
26 სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი
27 ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი
28 ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების
ძეგლები
29 ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი
30 ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი
31 ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი
32 წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი<
33 ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი
34 ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი
35 აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი
36 ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი
37 არწივის ხეობის ბუნების ძეგლი
http://geofauna.ge/buneba/saqartvelos%20daculi%20teritoriebi/saqartvelos%20daculi
%20teritoriebi/bunebis%20zegli.html

You might also like