Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

1.

ასურელები - პირველი ფართომაშტაბური მილიტარისტული საზოგადოება მაინც


ასურელებთანაა დაკავშირებული, რომლებსაც უამრავი ნოუჰაუ ჰქონდათ, დაწყებული საალყო
საშუალებებით, დამთავბული დისციპლინით

2. სკვითები - შეიძლება კიმირილები და სხვა მომთაბარეებიც დაგვეწერა - პირველი


მომთაბარეები მოკლედ

3. აქემენიანიანთა სპარსეთი - გარღვევაა სამხედრო ისტორიაში, იმის მიუხედავად რომ


სკვითებთან და ბერძნებთან მარცხი განიცადა, ეს სახელმწიფო ერთ-ერთი ძლიერი ჯარით და
ნოუჰაუთი გამოირჩეოდა, განსაკუთრეთ მშვილდოსნებით, რომლებიც საუკეთესონი იყვნენ იმ
ეპოქაში

4 მაკედონია - ფილიპესა და ალექსანდრეს დროს. იმის მიუხედავად რომ ჰოფლიტები


სპარტაში, თებესში, ათენშიც იყვნენ, მათ არ ჰქონდათ ის უნარები და ის ტექლოგიურ,
სოციალური ბაზა რომ დიდი დაპყრობითი ომები ეწარმოებინათ. მართალია სპარტა
მილიტარისტული საზოგადოება იყო, მაგრამ მისი მილიტარიზმის მიზანი იყო სოციალური
ჩაგვრა და არა სამხედრო ექსპანსია. მაკედონური ფალანგა - ფალანგების ყველაზე დახვეწილი
ფორმა იყო. ასევე მაკედონური კავალერია, რომლის საშუალებითაც შეიქმნა ელინისტური
სამყარო.

5. რომი - ალბათ ყველა დროის საუკეთესო სამხედრო მანქანა. ლეგიონერები რომლებიც


შორსმსროლელ ძალას წარმოადგენდნენ, იყვნენ უფრო ეფექტურები ვიდრე ფალანგები და
ჰქონდათ ტექნოლოგიური ნოუჰაუსები, ბალისტიკური საშუალებები და ა.შ. მართალია სუსტი
კავალერია ჰქონდათ, ამიტომ ხშირად იყენებდნენ მოქირავეებს მაგრამ ქვეითი ჯარი მათზე
უკეთესი იმ დროისთვის არავის ჰყავდა. ამის გარდა გაწვევის სისტემა აძლევდა რომაულ
არმიას საგრაძნობ უპირატესობას მოწინააღმდეგეზე.

6. ჰუნები - მომთაბარეები რომლებმაც როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთის ბედი


შეცვალეს. განსაკუთრებით ატილას დროს.

7. სასანური სპარსეთი - მათი ნოუჰაუა პროტორაინდული ცხენოსანი ჯარის შექმნა


კატაფრაქტები, რომელიც შემდეგ გავრცელდა როგორც ბიზანტიაში ისე დასავლეთი და
საბოლოო სახე მიიღო რაინდობის ჩამოყალიბებაში.

8. თურქ-სელჩუკები - ერთ-ერათი ძლიერი ძალა მომთაბარე აღმოსავლეთის, რომელმაც წელში


გადატეხა ბიზანტია მანასკერტთან, რომელმაც აიღო ბაღდადი და მთელი აღმოსავლეთი. გზა
გაუხსნეს თურქულ ელემენტს ახლო აღმოსავლეთში და მცირე აზიაში. მთავარი სამხედრო
ნოუჰაუ მსუბუქ ცხენოსნებთანაა დაკავშირებული.

9. მონღოლები - ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანა მსოფლიო ისტორიაში. მათზე ბევრს არ


დავწერ, მათ შეძლეს თითქმის მაშინდელი სამყაროს ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება. არ
არსებობდა მათზე ძლიერი სამხედრო მანქანა. მონღოლებშივე გავიყვან თემურ-ლენგსაც,
რომელმაც მწვერვალზე აიყვანა ის სამხედრო მანქანა რაც მონღოლებს ჰქონდათ.

10. ოსმალეთის იმპერია - პირველი მოდერნული არმია, შეიარაღებული ცეცხსლასროლი


იარაღით, ძლიერი ფლოტით, იანიჩართა კორპუსით, აქინჯებით (მსუბუქი კავალერია),
სიპახებით (მძიმე კავალერია) და არტილერიით. 16-ე საუკუნეში მათზე ძლიერი არმია არ
არსებობდა.
11. ესპანეთი განსაკუთერებით 16-17 საუკუნეებში. ესპანელებზე უკეთესი ქვეითები იმ ეპოქის
ევროპაში არ არსებობდა. ესპანური ფლოტი, კონკისტადორები, თავის ცეცხსლასროლი
იარაღით ერთ-ერთი წამყავანი ძალა იყო. მართალია ნიდერლანდების რევოლუციის დროს
გამოჩნდა რომ ტექნოლოგიურად ჰოლანდიელებმა გადაუსწრეს, ხოლო პარალელურად
ინგლისთან დაპირისპირების დროს, როდესაც დიდი არმადა დამარცხდა, ვეღარ ბრწყინავდა
ესპანეთი, მაგრამ თავის ეპოქის საუკეთესო ჯარად მაინც დასახელდება.

12. ინგლისური ფლოტი 16-19 საუკუნეებში და კოლონიალური არმია, რომელიც გამოირჩეოდა


თავის სიძლირით. მართალია არმიის თვალსაზრისით ბევრი ჯობდა, მაგრამ ფლოტის
თვალსაზრისით ის აბსოლუტური დომინანტი იყო. რეალურად ინგლისმა რეგულარული არმია
შექმნა პირველი მსოფლიო ომის დროს, აქამდე ესეთი ტიპის არმია არც ჰქოლია. ჰყავდა
კოლონიალური კორპუსები, ჰყავდა მოხალისეები და ა.შ თუმცა ეს ხელს არ უშლიდა მთელი
რიგი ტექნოლოგიურ ნოუჰაუებში (მათ შორის ტანკის გამოგონებაში).

13 ნაპოლეონის საფრანგეთი - სამხედრო სტრატეგიის მეცნიერების გამომგონებელი. ახალი


ტიპის არმიის შექმნა. რომ არა მთელი რიგი არასწორი სტრატეგიული გათვლები
განსაკუთრებით კი ესპანეთსა და რუსეთში, დაუმარცხებელი არმია იქნებოდა (ორივე მარცხი
რუსეთის კამპანიის შემდეგ მოხდა). სწრაფი დაპყრობის სტრატეგიის შემუშავებელი.

14. გერმანია მეორე რაიხის (შიეძლება ზოგმა მესამე რაიხიც დაწეროს, მაგრამ მეორესგან
განსხვავებით მესამეს საკუთარ ტერიტორიაზე მოუწია ომი). - პრინციპში ამ არმიის ისტორია
იწყება გაცილებით ადრე, პრუსიის ისტორიით, რომელმაც 1871 წელს სასტიკად დაამარცხა
საფრანგეთი (აქამდე დანია და ავსტრია). გამოირჩეოდა საუკეთესო არტილერიით და
ქვეითებით. ბლიცკრიგის დიდოსტატები (მართალია პირველ მსოფლიო ომში არ გაუმართლად
მაგრამ მაინც). მოგვიანებით მესამე რაიხის პერიოდში გამორჩეული საავიაციო და სარაკეტო
ტექნოლოგიების პატრონები.

15. წითელი არმია - თავდაპირველი წარუმატებლობის მიუხედავად ერთ-ერთი უძლიერესი


არმია მსოფლიო ისტორიაში, რომელიც რეალურად ომში და ქაოსში დაიბადა. საკუთესო
სატანკო დივიზიების პატრონები. მაღალი და ეფექტური სამობილიზაციო საშუალებების
მქონენი. პრაქტიკულად მორალურად გაუტეხავი (განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის
დროს), რომლებმაც წელში გადატრეხეს მესამე რაიხის იმ ეპოქაში საუკეთესოდ მიჩნეული
არმია.

16. აშშ-ის მაღალტექნოლოგიური არმია, განსაკუთრებით კი ვიეტნამის ომის შემდგომი


ამერიკული არმია. უკვე პროფესიონალური და ეფექტური.

შესაბამისად მილიტარისტული ერები იყვნენ და არიან:

1. ასურლები

2. სკვითები, კიმირიელები (არიელები - ინდოეთში, ჰიქსოსები - ეგვიპტეში) მომთაბარეები

3. სპარსელები

4. მაკედონელები

5. რომაელები

6. მონღოლები - (ჰუნებიც შეიძლება მივათვალოთ ამათ და თათრებიც)

7. თურქები
8 ესპანელები

9 ინგლისელები

10 ფრანგები

11. გერმანელები

12 რუსები

13 ამერიკელები

ოსმალეთის იმპერია (რელიგია და ენა შეცვლილი იყო) მაგრამ იმეორებდა ზუსტად რომალურ
სისტემას - შესაბამსიად რეალურად რომაული სისტემა 1921 წელს გაქრა..

იაპონელები გამომრჩა და ცინების ჩინეთი. საკმაოდ დახვეწილი ტექნოლოგიები ჰქონდათ


ჩინელებსაც და სხვათაშორის ინდოელებსაც თავის დროზე. მაგრამ ნუ ჩინეთი და ინდოეთი
უფრო ტექნოლოგიებით გამოირჩევა ვიდრე მილიტარიზმით, იაპონია მილიტარისტული იყო
როგორც საზოგადოება.

ბევრ რამეში ბიზანტიურ მოდელს იმეორებს. აღმაშენებელს ჰყავდა პირადი გვარდია (მონასპა),
ბიზანტიის იმპერატორსაც ჰყავდა პირადი გვარდია. ჰყავდა გარნიზონები, როგორც ბიზანტიას.
ჰყავდა მოქირავე ან დასახლებული მომთაბარეები ყივჩაღების სახით, ბიზანტიელებს
პაჭანიკები, მონღოლები, თურქები, ყივჩაღებიც ჰყავდათ დასახლებული და ხშირად
იყენებდნენ მათ. არსებობდა სამხედრო-საძმოების რაზმები, როგორც თემების ჯარი
ბიზანტიში. იყო სარაინდო ჯარი, ესეთი ბიზანტიიდან და ევროპისგან იყო აღებული. რაღაც
მიქსი უნდა ყოფილიყო, რომელის ღერძიც ბიზანტიური მოდელი იყო.

ევროცენტრიზმი სენია, რომელიც პირველი ევროცენტრისტებმა გადაიაზრებს. თანამედროვე


მკვლევარს ჰობსონს აქვს, რომ სადღაც 18-19 საუკუნეში ევროპელებმა დაიწყეს სამყაროს
დაყოფა: ცივილიზებურებად, ბარბაროსებად და ველურებად. ცივილიზებურებად საკუთარ
თავს მიიჩნევდნენ, ბარბაროსებად აზიელებს, ხოლო ველურებად ავსტრალიის, აფრიკის და
ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას. ლოგიკა შემდეგია, ველურის სუვერენიტეტი ფიქციაა და არ
უნდა ჰქონდეს, ბარბაროსს კი შეზღუდული უნდა ჰქონდეს. ხოლო ცივილიზებული
(ევროპელი) სამყაროს ვალდებულებაა შემოიტანოს ცივილიზაცია არაცივილიზებულ
საზოგადოებაში. აქედან კოლონიალიზმის იდეოლოგიური დასაბუთება. ამ მოდელზე აეწყო
ყველა პრინციპი, ყველა იბრალებდა ევროპელობას, მათ შორის სსრკ-შიც (მარქსიც კი
ამართლებდა კოლონიალიზმის ცივილიზაციურ ხასიათს, რომ შემდეგ ეს გაცივილიზებული
მასები შეძლებდნენ მსოფლიო რევოლუციის მოწყობას). ამაზე აეწყო საბჭოთა კავშირი. დაიწყეს
მათი თვალთახედვით ბარბაროსობიდან გამოსვლა და გაცივილიზება (მოდერნიზმი,
ევროცენტრიზმის გზით). ყველა ხალხმა, იქნებიან ესენი სომხები, ქართველები, უკრაინელები,
ბელარუსები და ა.შ. დაიწყეს საკუთარი ისტორიის ევროცენტრულ კონტექსტში დანახვა.
იმისთვის რომ დაემტიკცებინად რომ ცივილიზდებური ხალხები იყვნენ, ამას აკეთებდნენ
იმით რომ ევროპაზე დიდ ევროპელებად მოჰქონდათ თავი. თუმცა როგორც ედვარდ საიდმა
თქვა ეგვიპტელზე, რომელიც სარკეში როცა იყურება, უყურებს არა ეგვიპტელის მიერ დანახულ
საკუთარ თავს, არამედ ბრიტანელის მიერ დანახულ საკუთარ თავს. ანუ მას აღარ შეუძლია
ევროცენტრიზმის გარეშე დაინახოს საკუთარი თავი, ის მთლიანად სიმულაკრია ამ სიტყვის
სრული გაგებით. ამ ტენდენციამ გააჩინა შეჯიბრობითობა, სადაც ქართველი რუსს
ეჯიბრებოდა ევროპელობაში. ბჟეზინსკის უწერია თავის წიგნში, რომ ქართველები,
უკრაინელები, ბელარუსები, ბალტიისპირელები უნდა დაარწმუნონ რომ არიან დასავლური
ცივილიზაციის ნაწილი და უფრო ევროპელები ვიდრე რუსები, იმისთვის რომ გამოყონ
რუსეთისგან. გასაგები სტრატეგიაა ჩემთვის ეს, მაგრამ ამ პროცესში უნარი საკუთარი თავი,
ქართულად დავინახოთ ქრება. ჩემი საყვარელი ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი როცა
ქართულ ქალაქების ისტორიაზე წერდა, მთლიანად გადაიღო ევროპული მოდელი და იმით
ხსნიდა, ბოლო კვლევებმა აჩვენა რომ შუა საუკუნოვანი ქართული ქალაქები, თბილისი არის
აღმოსავლური სოციალური ცხოვრების წესის, არქიტეკტურისა და მენტალობის მატარებელი.
ერთი სიტყვით სურვილი რომ გამოჩნდე ცივილიზებული, გიბიძგებს იმისკენ რომ ამტკიცო
რომ შენც ევროპელი ხარ, ისე რომ არ შეიმჩნიო საკუთარი თავი. ეს ყველაფერი კი სიმულაციურ
მდგომარეობაშ გაგდებს.

იმ ჯარის ფირთვი სადაც მძიმედ აღჭურვილი ჯარია, როდესაც ხვდება მსროლელ არმიას,
მძიმედ აღჭურვილი ჯარი მარცხდება. უამრავი მაგალითია ამის. იმ სიტუაციაში სადაც შენი
მოწინააღმდეგის ძირითადი ჯარი შედგება მსუბუქი, მობილური ცხენოსან-
მშვილდოსნებისგან, ეს ძალთა ბალანსი რომ შეავსო, შენც გჭირდება შენი ჯარის გადაწყობა.
ბირთვი რა იყო აღმაშენებლის ჯარის - მძიმე ჯარი, თუ მობილური აი ამაზეა საუბარი. მე
მგონია რომ რაღაც ბალანსი უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდებოდა
თურქების დამარცხება.

ომის დაწყების დროს გერმანელებს უფრო მეტი ჯარი ჰყავდათ. ნუ უკვე 1943 წლის მეორე
ნახევრიდან რაოდენობრივი უპირატესობა მობილიზაციის ხარჯზე საბჭოების მხარეზე
გადავიდა. საბჭოებს უკეთესი ტანკები ჰყავდათ, უკეთესი სნაიპერინგი ჰქონდათ და რაც
მთავარია უფრო მეტად იყვნენ აღჭურვილი ავტომატიზირებულ შეიარაღებით ვიდრე
გერმანელები. ამის გარდა საბჭოთა არმიას დამარცხების შემდეგ, მობილიზაციისა და წალში
ვერ გადატყდომის მორალური უნარი ჰქონდათ გერმანელებისგან განსხვავებით. ამას ემატება
კიდე ე.წ კატუშებიც (საარტილერიო საშუალებები). თუმცა მნიშვნელოვნად
ჩამოუვარდებოდნენ სხვა კომპონენტებში, როგორიც იყო მობილობა, გერმანულია ავიაცია
უკეთესი იყო, არტილერია ომის დასაწყისში უპირობოდ უკეთესი იყო, მხოლოდ ომის მეორე
ნაწილში შედარებით დააბალანსეს ეს მინუსები საბჭოთა კავშირმა. ამას ემატება რომ გენშტაბში
უკეთესი კადრები კადრები ჰყავდათ, ვიდრე საბჭოთა კავშირის, მაგრამ სათავეში გაცილებით
უარესი პიროვნება ჰყავდა, ვიდრე საბჭოთა კავშირს (პირადად ჰიტლერის ბრალია ბევრი
ოპერაციის ჩავარდნა). ასე რომ მარტო რაოდენობაზე მითითება არ არის სერიოზული და
ეყრდნობა მხოლოდ მითებს..

საარტილერიო თვალსაზრისით უკეთესი იყო, მაგრამ ჯავშნით ჩამოუვარდებოდა. ამის გარდა


მთავარი მახასიათებელი და უპირატესობა უნდა გაითვალისწინო - ესა მასობრივი ომის ეპოქა,
შესაბამისად მასობრივი წარმოებაა საჭირო. ვეფხვის მასობრივი წარმოება ძვირი ჯდებოდა და
მოითხოვდა დიდ ეკონომიკურ-ტექნოლოგიურ დანახარჯს, რაც დაუშვებელი იყო ესეთი
ომისთვის. ხოლო ტ-34 იყო გაცილებით ეკონომიური და მასობრივი წარმოების. დღემდეა
მსჯელობა რომელი უკეთესი იყო, მაგრამ ფაქტი-ფაქტად რჩება ბრძოლის სცენაზე გაცილებით
მეტი ტ-34 გამოყვანა შეიძლებოდა, ვიდრე ვეფხვის, რაც ტოტალური ომის პირობებში
უმნიშვნელოვანესს უპირატესონბას იძლევა. თან უნდა ავღნიშნო რომც დაგეთანმო რომ ვეფხვი
ჯობდა ტ-34 (რაც ნუ დღემდე სადავოა), ისე ვერ ჯობდა, რამდენიც ღირდა.. შესაბამისად
საბჭოთა სატანკო წარმოება უკეთესად იყო მორგებული ტოტალურ ომს, ვიდრე გერმანული. ეს
კი სატანკო უპირატესობას იძლევა. (ორი ერთნაირ თანხად როდესაც უფრო მეტი ტ-34-ს უშვბ,
მოგებაში ხარ). სხვა სიტუაციაა თანამედროვე ომებში, სადაც უკვე რაოდენობა და ტოტალური
ომის ლოგიკა აღარაა და წერტილოვანი დარტყმებია, იქ მეგა-ტექნოლოგიური ტანკი
რამოდენიმე ასეულობით ჩამორჩენილ ტანკს უდრის.

პართიაც საინტერესოა მგონი, მძიმე კავალერიის კუთხით, ასევე სელევკიდები, ან კართაგენი,


სპილოების ვარიანტში, კართაგენი - ფლოტის მხრივაც, ბოლო ბოლო მათი საზღვაო
უპორატესობა გახდა რომაული ფლოტის მოდიფიცირების მიზეზი. იაპონიაზე უკვე ითქვა და
ბიზანტიაზე რას ფიქრობ? მგონი ძლიერების ზენიტში საკმაოდ დახვეწილი სამხედრო მანქანა
იყო.

You might also like