Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

დამახსოვრება და დავიწყება

მეცნიერება მთლიანობაში არაფერია, თუ არა ყოველდღიური ფიქრების დამუშავება.


(ალბერტ აინშტაინი).
ადამიანის მეხსიერების ექსპერიმენტული კვლევა დაიწყო გერმანელმა ფსიქოლოგმა-
ჰერმან ებინგჰაუსმა. ებინგჰაუსი თავის ექსპერიმენტებში ერთადერთი ცდისპირი იყო;
მასალას, რომელიც მან დასამახსოვრებლად გამოიყენა, ეწოდება უაზრო მარცვლები.

ებინგჰაუსის სიის გახსნების სირთულის ერთ–ერთი საზომი იყო დასწავლის


მცდელობათა რაოდენობა (ან იგივე რაც დროის რაოდენობა), რომელიც საჭირო სიის
შეუცდომლად ჩამოთვლისთვის. ამას უწოდებენ მეხსიერების გაზომვის კრიტერიუმის
ცდებს (trials to criterion measure of memory).
სიის ხელახლა დასწავლისას მეხსიერების გაზომვა შესაძლებელი იყო სესიების ან
დროის იმ ნაკლები რაოდენობით, რომელიც საჭირო იყო სიის ხელახალი დასწავლისას;
თავიდან დასასწავლად მას გაცილებით ნაკლები დრო და სესიები სჭირდებოდა,
მიუთითებდა რა, რომ შესაძლოა სია მეხსიერებაში არსებობს, მხოლოდ აქტიური
აღდგენის გარეშე.
ეკონომიის მაჩვენებელი, რომელიც ებინგჰაუსმა გამოიყენა იყო იმ დაზოგილი სესიების
პროცენტი, რომელიც საჭირო იყო სიის ხელახალი დასწავლისთვის, სესიების იმ
თავდაპირველ რაოდენობასთან მიმართებაში, რომელიც საჭირო იყოს სიის
თავდაპირველი დასწავლისთვის. მაგალითად, თუ ებინგჰაუსს უაზრო მარცვლების
დასასწავლად დასჭირდა 10 სესია, ხოლო ერთი კვირის შემდეგ მათი ხელახლა
დასწავლისთვის მხოლოდ 5 სესია დასჭირდა, ეკონომია იქნება 50 პროცენტი (10–5/10 X
100 %). უფრო რომ განვაზოგადოთ, ეკონომიის პროცენტი განისაზღვრება როგორც
განსხვავება სესიების რაოდენობას შორის, რომელიც საჭირო იყო თავდაპირველი
დასწავლისასა (OL) და ხელახალი დასწავლილსას (RL), გაყოფილი სესიების
რაოდენობაზე, რომელიც საჭირო იყო თავდაპირველი დასწავლისას, ყველაფერი ეს
გამრავლებული 100–ზე (გამოხატული ფორმულით OL–RL/OLX 100 %).

ებინგჰაუსმა აღმოაჩინა რომ დავიწყდება სწრაფად მიმდინარეობს უშუალოდ სწავლის


შემდეგ, თუმცა შემდეგ იკლებს. ეკონომიის მეთოდი (Savings method) დღესაც
გამოიყენება მეხსიერებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კითხვების დასასმელად.

დავიწყების მრუდი. ებინგჰაუსმა გაზომა უაზრო მარცვლების სიის


თავდაპირველი სწავლიდან გარკვეული დროის შემდეგ სიის ხელახალი სწავლისას
გამოვლენილი ეკონომია. აღსანიშნავია, რომ დავიწყება დასაწყისში უფრო სწრაფად
მიმდნარეობს, შემდეგ კი იკლებს.
რადგან ის შეისწავლიდა მხოლოდ ერთ ცდისპირს (საკუთარ თავს) და ეს მეთოდი
იშვიათადაა მიღებული თანამედროვე კვლევებში. თუმცა, მისი აღმოჩენები ბევრჯერ
იყო გამეორებული ცდისპირების უფრო დიდ ჯგუფთან და ისინი კვლავ ვალიდურად
განიხილებოდა.
მეხსიერების კვლევაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მერი კალკინსმა.
კალკინსი, უილიამ ჯეიმსის ყოფილი მოსწავლე, დაინტერესებული იყო, თუ როგორ
მყარდება ასოციაციები. მეთოდი, რომელიც მან გამოიგონა ცნობილია წყვილთა
ასოციაციის დასწავლის (paired associate learning) სახელით.

მეხსიერების სახეები
მოკლე დროში ისეთი ინფორმაციის დამახსოვრება, როგორიცაა ტელეფონის ნომერი,
ასახავს ხანმოკლე მეხსიერებას ან მუშა მეხსიერებას და ზოგიერთ ფსიქოლოგს მიაჩნია
რომ მას აქვს ხანგრძლივი მეხსიერებისგან (რასაც ებინგჰაუსი სწავლობდა)
განსხვავებული თვისებები; ამიტომ ის განხილული უნდა იყოს განსხვავებული
მეხსიერების სისტემად ან საცავად. ერთი გზა ხანმოკლე მეხსიერების განსაზღვრისთვის
არის ინფორმაციის აღქმიდან მისი დაუყოვნებლივ აღდგენა, იქამდე, სანამ ის დატოვებს
ცნობიერებას.
ექსპლიციტური მეხსიერება (ხანდახან მას ეპიზოდურ მეხსიერებასაც უწოდებენ)
უკავშირდება ფაქტების ცნობიერ დონეზე გახსენებას.მეორეს მხრივ, იმპლიციტური
მეხსიერება გულისხმობს წარსულში დასწავლილის გამომჟღავნებას, სადაც ადამიანს არ
სჭირდება ცნობიერი ძალისხმევა წარსული ინფორმაციის აღდგენისთვის.

დამოკიდებული ცვლადები
დამახსოვრება შეიძლება გაიზომოს სხვადასხვანაირად; ეს ხშირად მოიცავს აღდგენას ან
ამოცნობას. აღდგენის ტესტში, მასალის რეპროდუქცია, აღდგენა სავალდებულია; მაშინ
უნდა განსაჯონ, უნახავთ თუ არა ის წარსულში. არსებობს აღდგენის 3 პოპულარული
ტესტი: სერიული აღდგენა, თავისუფალი აღდგენა და გაწყვილებული ასოციაციის
აღდგენა.

ცნობის ტესტები ძირითადად ორი ტიპისაა. დიახ/არა ცნობის ტესტებში,


ადამიანებს დასასწავლად ეძლევათ მასალა, მაგალითად სიტყვები. შემდეგ მათ ეძლევათ
სიტყვები, რომელშიც შერეულია რამდენიმე ახალი მსგავსი სიტყვა და ცდისპირებმა
თითოეულ სიტყვაზე უნდა უპასუხონ დიახ ან არა, იმის მიხედვით მიაჩნიათ თუ არა,
რომ ეს სიტყვა შედიოდა თავდაპირველ სიაში. იძულებითი არჩევანის ცნობის ტესტები
არის მრავლობითი არჩევანის ტესტები. წარმოდგენილია რამდენიმე ალტერნატივა,
რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი და ცდიპირები ექსპერიმენტში იძულებულნი
არიან აირჩიონ სწორი ალტერნატივა. იძულებითი არჩევანის ტესტებს უპირატესობა
ენიჭება დიახ/არა ტესტებთან შედარებით, რადგან ამცირებს შემთხვევით გამოცნობას.
აღდგენისა და ცნობის ტესტები არ არის დიქოტომიური.

თითოეულ შემთხვევაში, დამოკიდებული ცვლადი, აღდგენის თუ ცნობის


ტესტებში, არის სხვადასხვა პირობებში სწორად აღდგენილი ან ნაცნობი ერთეულების
რაოდენობა ან პროპორცია ან შეცდომების რაოდენობა. ზოგჯერ, მეორადი საზომი
გამოიყენება, როგორიცაა სენსიტიურობა ან ტენდენციურობა სიგნალის შემჩნევის
თეორიაში. ბოლო პერიოდში, მკვლევარები, რომლებიც მუშაობენ ცნობაზე,
დამოკიდებულ ცვლადად იყენებენ რეაქციის დროს.
იმპლიციტური მეხსიერების ტესტები არის დავალებები, რომლებიც შეიძლება
შესრულებული იყოს ლაბორატორიაში მიღებული წინა გამოცდილებაზე დაყრდნობის
გარეშე, როგორიცაა მაგალითად, ასოებად დაყოფილი სიტყვის “s_r_w_e_r_” შევსება.

ეს ტესტები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ისინი ტრადიციული


ექსპლიციტური მეხსიერების ტესტებისგან, როგორიცაა აღდგენისა და ცნობის ტესტები,
ძალიან განსხავებულად მოქმედებს. გარკვეულწილად, „მეხსიერების კანონები“
განსხვავებულია, როდესაც ისინი ამ იმპლიციტური ტესტებით არის შესწავლილი,
ვიდრე ექსპლიციტური მეხსიერების ტრადიციული ტესტებით.

დამოუკიდებელი ცვლადები
ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ცვლადს წარმოადგენს დასახსომებლი მასალის
ბუნება. მეორე ცვლადი, რომელიც მნიშვნელოვან ყურადღებას იქცევს არის სტიმულის
წარმოდგენის მოდალობა.

საკონტროლო ცვლადები
მნიშვნელოვანი ცვლადები, რომლებიც ჩვეულებრივ უცვლელვი რჩება სხვადასხვა
პირობებში, არის წარდგენილი მასალის მოცულობა და წარდგენის სიხშირე, თუმცა
ესენი თავის მხრივ, შეიძლება საინტერესო ცვლადები იყოს. სტიმულის წარმოდგენის
მოდალობა ასევე ის მნიშვნელოვანი ცვლადია, რომელიც არ უნდა შეიცვალოს, თუ ის
თვითონ არ წარმოადგენს ძირითად საკვლევ ცვლადს.

იმპლიციტური და ექსპლიციტური ტესტები


იმპლიციტური ტესტის მაგალითს წარმოადგენს სიტყვის ფრაგმენტების დასრულების
დავალება. ფრაგმენტები საკმაოდ რთულია და, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ის ცოტა
ხნის წინ არ აქვს ნანახი, მათი მხოლოდ 20-35%-ის დასრულება შეუძლია. ფრაგმენტების
პროპორცია, რომელთა შევსებაც ადამიანს მათი წარსულში სწავლის, ნახვის გარეშე
შეუძლია არის საკონტროლო პირობა; მას „არანასწავლ საბაზისო მაჩვენებლსაც“
„nonstudied baseline” უწოდებენ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ფრაგმენტების
დამთავრების დავალების შესრულებამდე წაკითხული აქვს სიტყვა, რომელიც ამ
ფრაგმენტს ავსებს, მას გაცილებით მეტი ფრაგმენტის შევსება შეუძლია: ჩვეულებრივ,
25%-ით მეტის.

შესრულების ასეთ გაუმჯობესებას პრაიმინგი ეწოდება. პრაიმინგის გასაზომად


მკვლევრები იყენებენ ნასწავლი, ნაცნობი და ახალი, უცნობი სიტყვების ფრაგმენტების
შემთხვევითი პრინციპით შერეულ მასალას. ცდისპირის პრაიმინგის ქულა
გამოითვლება შევსებული ნაცნობი სიტყვების პროპორციიდან შევსებული უცნობი
სიტყვების პროპორციის გამოკლებით.

იმპლიციტური მეხსიერების ტესტის კიდევ ერთი მაგალითია სიტყვის ფუძის


დამთავრების ტესტი (word stem completion test).

ექსპერიმენტული საკითხები და კვლევის ილუსტრაციები

საკითხი: ინტერაქციის ეფექტები

ილუსტრაცია: იმპლიციტური და ექსპლიციტური მეხსიერების ტესტები

ინტერაქციის ეფექტი სტატისტიკური ტერმინია, რომელიც გაჩნდა


მრავალფაქტორიანი ან ერთზე მეტი ცვლადის მქონე ექსპერიმენტების ანალიზის
შედეგად. ინტერაქციის ეფექტს უფრო ხშირად ინტერაქციას უწოდებენ.
ალბათ გახსოვთ, რომ მრავალფაქტორიანია ექსპერიმენტი, რომელშიც ორი ან
მეტი დამოუკიდებელი ცვლადით ერთდროულად ხდება მანიპულირება. ინტერაქციის
ეფექტი ჩნდება მაშინ, როდესაც ერთი დამოუკიდებელი ცვლადის ეფექტი იცვლება
მეორე დამოუკიდებელი ცვლადის დონის მიხედვით.
მაგალითი A მოცემულია, როგორც საწყისი წერტილი, იმის საჩვენებლად, თუ
როგორ გამოიყურება მონაცემები, როდესაც ცვლადებს შორის ინტერაქცია არ არის. აქ,
საკონტროლო ცდისპირები დავალების უკეთეს შესრულებას აჩვენებენ ამნეზიის მქონე
პირებთან შედარებით, როგორც იმპლიციტურ, ისე ექსპლიციტურ ტესტში; რაც აჩვენებს
საკონტროლო ჯგუფის მთავარ ეფექტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ცდისპირებს, რომელთა
მეხსიერებაც უვნებელია, ჯანმრთელია (საკონტროლო ჯგუფი) აქვთ უკეთესი
მეხსიერება, ვიდრე ამნეზიის მქონე პირებს (მიუხედავად იმისა თუ როგორ ამოწმებენ
მეხსიერება, ანუ მიუხედავად მეხსიერების ტესტის ფორმისა) ამრიგად, ამ მაგალითში
მეხსიერების ჯგუფსა და ტესტის ტიპს შორის ინტერაქცია არ არის. მთავარი ეფექტები
განზოგადებულია; ის გვეუბნება, რომ ერთი ცვლადის ყოველ დონეზე (აქ, ტესტის ტიპი)
სხვა ცვლადის ერთი და იგივე ეფექტი გამოვლინდა (აქ, საკონტროლო ჯგუფი უკეთ
ასრულებდს დავალებას, ვიდრე ამნეზიის მქონე პირები).
მაგალითი B წარმოგვიდგენს ინტერაქციის ერთ-ერთი შესაძლო ტიპს, რომელიც
შეიძლება მიგვეღო. ამ შემთხვევაში, საკონტროლო ჯგუფი უკეთ ასრულებს
ექსპლიციტურ თავისუფალი აღდგენის ტესტებს free recall tests, თუმცა სიტყვების
იდენტიფიკაციის დავალებაში, ამნეზიის მქონე პირების მსგავს შედეგებს აჩვენებს. სხვა
სიტყვებით, როდესაც მეხსიერება იმპლიციტურად იზომება, ამნეზიის მქონე პირებსა და
საკონტროლო ჯგუფს შორის არსებული ტრადიციული განსხვავებები ქრება. ამგვარად,
ერთი დამოუკიდებელი ცვლადის (მეხსიერების დეფიციტის არსებობა ან არარსებობა)
ეფექტი იცვლება მეორე დამოუკიდებელი ცვლადის (ტესტის ტიპი) დონის მიხედვით.
ეს არის ერთი მაგალითი იმისა, თუ რა იგულისხმება ორ ცვლადს შორის ინტერაქციის
ქვეშ.
C მაგალითში ნაჩვენებია ინტერაქციის ტიპი, რომელსაც მკვლევრები,
ჩვეულებრივ, ყველაზე საინტერესოდ მიიჩნევენ; ის ცნობილია, როგორც გადამკვეთი
ინტერაქცია (crossover interaction). ამ სახელწოდების არსი კარგად ჩანს წრფივ C
დიაგრამაზე. ჩვენს მაგალითში, საკონტროლო ჯგუფის ცდისპირებს უკეთესი შედეგი
აქვთ ექსპლიციტურ ტესტში, იმპლიციტურ ტესტში კი უკეთეს შედეგს ამნეზიის მქონე
პირები ავლენენ. ამრიგად, გადამკვეთ, ჯვარედინ ინტერაქციაში, პირველ
დამოუკიდებელ ცვლადს ერთი ეფექტი აქვს მეორე დამოუკიდებელი ცვლადის ერთ
დონეზე, მაგრამ საწინააღმდეგო ეფექტი აქვს მეორე დამოუკიდებელი ცვლადის სხვა
დონეზე. C მაგალითში წარმოდგენილი შედეგები ჩვენს ექსპერმენტში რომ მიგვეღო,
დავასკვნიდით, რომ თუ მეხსიერებას იმპლიციტურად გავზომავთ, ამნეზიის მქონე
პირებს უკეთესი მეხსიერება აქვთ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ცდისპირებს (ყოველ
შემთხვევაში, ამ ტესტში), თუმცა ექსპლიციტური ტესტის შემთხვევაში საწინააღმდეგო
ეფექტი ვლინდება.
მართალია, ინტერაქციის ბევრი სხვა ტიპი არსებობს, მაგრამ ჩვენ მათ განხილვას
D მაგალითში წარმოდგენილი ინტერაქციით დავასრულებთ. ეს მონაცემები ჩვენს
ექსპერიმენტში რომ მიგვეღო, დავასკვნიდით, რომ ამნეზიის მქონე პირების
მეხსიერების დეფიციტი უფრო აშკარაა ექსპლიციტური ტესტის, ვიდრე იმპლიციტური
ტესტის შემთხვევაში. ეს ნიშნავს იმას, რომ მართალია საკონტროლო ჯგუფი
საგრძნობლად უკეთეს შესრულებას აჩვენებს იმპლიციტურ ტესტში, მათი მეხსიერების
უპირატესობა ამნეზიის მქონე პირებთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ექსპლიციტური ტესტის შესრულების დროს. ამ მონაცემების მიხედვით, უნდა
გვეფიქრა, რომ იმპლიციტური ტესტი ამნეზიის დეფიციტის დასადგენად ნაკლებად
მგრძნობიარე საზომია, ვიდრე ექსპლიციტური ტესტი.
ამნეზიის დეფიციტი ქრება, როდესაც მეხსიერება იმპლიციტურად იზომება, ანუ
ისეთი ტესტების საშუალებით მოწმდება, როდესაც აუცილებელი არ არის წინა ცოდნის
გახსენება. სულ ცოტა, ამნეზიით დაავადებულთა პრობლემის ნაწილი, როგორც ჩანს,
შენახული გამოცდილების ცნობიერი წვდომის სირთულეში უნდა იყოს.
ბევრმა ექსპერიმენტმა აჩვენა ინტერაქცია დამოუკიდებელ ცვლადებსა და ტესტის ტიპს
შორის ნორმალურ ცდისპირებში.

ველდონისა და როდიგერის კვლევაში ცდისპირებს თავისუფალი აღდგენის


ექსპლიციტურ ტესტში სურათები უკეთ ამახსოვრდებოდათ, ვიდრე სიტყვები. მაგრამ
სიტყვების ფრაგმენტების შევსების იმპლიციტურ ტესტში, სიტყვებმა უფრო მეტი
პრაიმინგი გამოიწვია. საბოლოო პატერნი გადამკვეთ, ჯვარედინ ინტერაქციაზე
მიუთითებს.
მრავალფაქტორული ექსპერიმენტები ძალიან სასარგებლოა და ერთფაქტორიან
ექსპერიმენტებზე უკეთესია იმიტომ, რომ ის გვეხმარება პასუხი გავცეთ
განზოგადებასთან დაკავშირებულ კითხვას.
როდესაც ორ ცვლადს შორის ინტერაქციის ეფექტის ბუნება იცვლება მესამე
ცვლადის დონის მიხედვით, ინტერაქცია განიხილება, როგორც მაღალი რიგის
ინტერაქცია higher-order interaction, რადგან ის რამდენიმე ცვლადს მოიცავს.
მაგალითად რომ ვთქვათ, როდესაც ცდისპირები ხმოვან ასოებს ითვლიან, ისინი
სიტყვის კოდირებას ზედაპირულ დონეზე ახდენენ, რადგან მათი ყურადღება
ფოკუსირებულია სიტყვის ზედაპირულ, გრაფემულ ნიშნებზე. მეორე პირობაში,
როდესაც ცდისპირები წინადადებებს აყალიბებენ, ისინი სიტყვის მნიშვნელობაზე,
სემანტიკურ ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამგვარად, სიტყვებს უფრო ღრმა
დონეზე ამუშავებენ. ამრიგად, ექსპერიმენტში სამი ფაქტორია გამოყენებული: (1)
კოდირების პირობა (ხმოვანი ასოების დათვლა VS წინადადებების ფორმირება), (2)
ცდისპირების ჯგუფი (ამნეზიის მქონე პირები VS საკოტროლო ცდისპირები) და (3)
სიტყვების ფრაგმენტების შევსება და თავისუფალი გახსენება.

მესამე ცვლადის (დამუშავების დონის) მანიპულირება ცვლის ინტერაქციის ბუნებას


სხვა ორ ცვლადს შორის.

მონაცემების გრაფიკული გამოსახვა (Graphing the Data)

წინა მსჯელობიდან, ალბათ მიხვდით, რომ ინტერაქციის დადგენის ყველაზე მარტივი


გზა არის მონაცემების გამოსახვა გრაფიკულად და შემდეგ პატერნების განხილვა
გრაფიკების საშუალებით.

სხვადასხვა ტიპის ცვლადის გამოსახვისათვის სხვადასხვა გრფიკი გამოიყენება.


ჰისტოგრამა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც დამოუკიდებელი ცვლადი არის
კატეგორიული ან თვისებრივი, ანუ როდესაც დამოუკიდებელი ცვლადების დონეები
ერთმანეთთან რაოდენობრივ მიმართებაში არ არის.

კატეგორიული ცვლადები გრაფიკულად არ გამოისახება წრფივი გრაფიკით line graph,


რადგან უწყვეტი ხაზი გულისხმობს, რომ აღნიშნული ცვლადი არის უწყვტი, ან სულ
მცირე, შესაძლებელია მისი აზრიანი თანმიმდევრობით დალაგება.

You might also like