Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

Mogesalmbit me visaubreb jgufebs shoris urtueryibebsa da tanatolta zewolaze .

მოზარდობის ასაკი ხასიათდება ცვლილებათა სიმრავლით, რომელიც მიმართულია


ზრდასრული ადამიანის პორტრეტის ჩამოყალიბებისკენ და ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა
აქვს თანატოლებთან ურთიერთობას. მოზარდები გავლენას ახდენენ თანატოლებზე
სხვადასხვა საშუალებით და ამავდროულად თვითონაც ექცევიან თანატოლების ზეგავლენის
ქვეშ.

ვინაიდან და რადგანაც ადამიანს აქვს სოციალური მოთხოვნილებები , ჯგუფისშიდა


ურთიერთობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიურ
ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნას განსაზღვრავს. ასეთ ურთიერთობებს შეიძლება
გადაწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს მოზარდობის პერიოდში , რადგან ადამიანი ამდროს
იყალიბებს შეხეულებებს საკუთარი თავზე, ეცნობა თავის იდენტობას და სენსიტიურია
სოციალური გარემოს მიმართ, რაც განაპიპრობებს ამ პერიოდში ჯგუფებში ურთიერთობის
ასეთ მნიშვნელობას.

პროფესი ბრედფორდ ბრაუნი, რომელიც იკვლევს მოზარდთა განვითარებას, გვთავაზობს


ჯგუფების 3 ტიპს: დაჯგუფება , კლიკი და დიადა.

დაჯგუფა რეპუტაციაზე დაფუძნებულია, რომელიც შედგება მსგავსი აზროვნებისა და


სტერეოიპების მქონე ინდივიდებისგან.დაჯგუფებები არის ისეთი გაერთიანება , სადაც
ერთნაირი რეპუტაციის ანდა შეხედულებების მქოდე ინდივიდები ერთიანდებიან . ჯგუფების
მონაწილეების პერსონაჟის იდენტიფიცირება ყველა მოზარდისთვის მარტივია. მოზარდებმა
რამდემინე კვლევაში ამოიცნეს ჯგუფის ტიპები, როგორებიცაა ტვინიკოსები , ჯოქსები ,
ნარკოტიკის მოყვარულები, მარტოსულები, წესიერები, პოპულარულები. რაც მიანიშნებს
იმაზე, რომ ფაქტობრივად ერთი შეხედვისთანავე შესაძლებელია, რომ თანატოლმა მიიღოს
გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელიც დაჯგუფების წარმომადგენელია სუბიექტი .
მოზარდები განასხვავებდნენ ამ ტიპებს იერარქიულად , სადაც ყველაზე მაღლა ათლეტები
და ჩირლიდერები იდგნენ.

კლიკები შედარებით პატარა მოცულობისაა და უფრო მეტად ხდება მასში ინტიმური და


პრივატული ინფორმაციის გაზიარება. კლიკები შედდგება 5დან 10მდე თანატოლიგან ,
რომლებიც ერთმანეთს მეტად უგებენ , ვიდრე ამას ჯგუფის გარე წევრებთან აკეთებენ .
კვლევების თანახმად კლიკის წევრები არიან ერთნაირი სქესის , წლოვანებისა და
სოციალური კლასის წარმომადგენლები. კლიკები დიდ ძალისხმევას დებენ წევრების
ქცევასა და შეხედულებაზე.? კლიკის წევრობას აქვს დადებითი გავლენა
თავდაჯერებულობაზე და ამის საპირისპიროდ მისგან გარიყვას შეიძლება ჰქონდეს
ნეგატიური ეფექტი სოციალურ და აკადემიურ ქცევაზე. კლიკი იკვრება , როდესაც იგი იმ
ნორმებს ანვითარებს, რომელიც მისმა წევრებმა შეიმუშავეს. კლიკის წევრები ერთგვარად
ზეწოლირებულნი არიამ რომ იყვნენ კომფორმულები კლიკის და მისი ნორმების მიმართ ,
კლიკისგან სასიამოვნო ჯილდოების მიღებით, როგორიცაა სტატუსი ამაღლება კლიკის
იერარქიაში .ინდივიდისთვის კლიკის წევრობა შესაძლოა იყის ერთგვარი საზომი ,რათა
ჩამოიყალიბოს წარმოდგენა საკუთარ თავზე, თუ ვუნაა იგი.
რაც შეეხება დიადებს, ისინი წყვილისგან შედგება, რისი ყველაზე კარგი მაგალითი
საუკეთესო მეგობრები არიან.

თანატოლთა ზეგავლენა მოიაზრებს ორ ძირითად მექანიზმს, ანუ ზეგავლენის მოხდენის


საშუალებას: თანატოლთა მიმართ კონფორმულობა და თანატოლთა ზეწოლა. ორივე
მათგანს აქვს ერთი მიზანი. ამ მიზნის თანახმად, მოზარდებისათვის მნიშვნელოვანია
იდენტობის ჩამოყალიბება, რაც თავისთავად გულისხმობს როლური დიფუზიის თავიდან
არიდებას.

ზეწოლა გულისხმობს თანატოლთა მიერ დადგენილი წესების შესაბამისად ფიქრსა და


მოქმედებას. თანატოლთა ზეწოლაა, როდესაც თანატოლები გიბიძგებენ, რომ გააკეთო რამე
ან პირიქით, თავი შეიკავო მოქმედებისგან, ისე, რომ არ ითვალისწინებენ შენს სურვილს ,
გსურს თუ არა ასე მოქცევა. თანატოლთა ზეწოლის დეფინიციის საკვანძო კომპონენტია ის,
რომ თანატოლების ბიძგის შედეგად მოზარდი იძულებული ხდება იმოქმედოს კონკრეტული
ფორმით. აღნიშნულ მექანიზმებს შორის განსხვავება, შეიძლება ითქვას, რომ იძულების
ხარისხში მდგომარეობს.

კონფორმულობის შედეგად, მოზარდი თავისი ნებით ემორჩილება ჯგუფის წესებს , შედეგად


კი იღებს სასურველ სტიმულს, რომელიც შესაძლებელია გულისხმობდეს, მაგალითად
პოპულარობას, აღიარებას, იდენტობის ჩამოყალიბებას.

რაც შეეხება ზეწოლას, ამ შემთხვევაში მოზარდითვის მნიშვნელოვანია თავიდან აირიდოს


უარყოფითი სტიმული- დაცინვა, გაკიცხვა, ჯგუფიდან გარიყულობა ან როლური დიფუზია .

Bradford Brown-ის მიხედვით, რომელიც თანატოლთა ზეგავლენის მკვლევართაგან ერთ-ერთი


ყველაზე ცნობილი ავტორია, თანატოლთა ზეწოლას აქვს 3 ძირითადი მახასიათებელი:

 ინტენსივობა, რომელიც გულისხმობსზეგავლენის სიხშირეს და ხარისხს;

 მიმართულება (პროსოციალური ან ანტისოციალური ქცევის განხორციელების იძულება ).


მიმართულება დამოკიდებულია საკუთრივ ჯგუფის თავისებურებებზე და ანტისოციალური
ქცევის მიმართ ჯგუფის მოწყვლადობაზე;

Brown-ის მიხედვით მიმართულების შეცვლის მიუხედავად, მექანიზმი, რომლის საფუძველზეც


თანატოლები გავლენას ახდენენ მოზარდზე, არ იცვლება

.  ზეწოლის სფერო. თანატოლთა ზეწოლა სხვადასხვა სფეროში შეიძლება გამოვლინდეს,


მათ შორის: სოციალური აქტივობები, პრობლემური ქცევა, ნორმების მიმართ
კონფორმულობა, სკოლის აქტივობებში ჩართულობა და ოჯახის აქტივობებში ჩართულობა .

You might also like