მორწმუნე მგელაძის წინააღმდეგ 1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 36

მორწმუნე მგელაძის წინააღმდეგ

რიდერი 1
 თუ ორი ინდივიდის შთამომავალს შეუძლია ნაყოფიერი
შთამომავლობის მოცემა, მაშინ ეს ორი ინდივიდი ერთსა და
იმავე სახეობას მიეკუთვნება
 დაახლოებით 600-1000 მილიონი წლის წინ, ცხოველთა ერთ-
ერთმა წინაპარმა დასაბამი მისცა ახალ სახეობებს. ერთ-ერთი
ხაზიდან წარმოიშვნენ კანეკლიანები,ხოლო მეორედან-
ქორდიანები
 ქორდიანებმა სათავე დაუდეს ხერხემლიანებს. ამ
უკანასკნელთა უმრავლესობამ სათავე დაუდეს თევზებს, მაგრამ
ხერხე,ლიანებისგან წარმოიშვნენ ტეტრაპოდებიც.1
 პირველმა ტეტრაპოდებმა სათავე დაუდეს ძუძუმწოვრებს, მათ
შორის პრიმატებსაც
 14 მილიონი წლის წინ წარმოიშვა აზიური ორანგუტანი, ხოლო
მეორე მხრივ მისი აფრიკული ანალოგი.ამ უკანასკნელიდან
წარმოიშვა გორილა, ხოლო 6-8 მილიონი წლის წინ ამ სახეობის
ერთ-ერთი განშტოებიდან წარმოიშვა თანამედროვე შიმპანზე,
მეორე განშტოების ევოლუციის შედეგად კი თანამედროვე
ადამიანის წინაპარი
 თანამედროვე სამყაროს მრავალფეროვნების შექმნის პროცესს
საფუძვლად ევოლუციის თეორია უდევს
 კლასიფიკაცია-ცოცხალი ორგანიზმების დაჯგუფების იმგვარი
მეთოდი, რომელიც მათი არსებობის ისტორიას წარმოაჩენს.
კლასიფიკაციის მიზანი ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაციის
მიზანი მათი მრავალფეროვნების წარმოჩენა და
მრავალფეროვნების მიზეზების ახსნაა
 ტაქსონები-კლასიფიკაციის შედეგად შექმნილი ჯგუფები
 გამოყენებითი კლასიფიკაცია- საგნების ჩვენი საჭიროების
მიხედვით დალაგება

1
ტეტრაპოდები-ოთხფეხა ხერხემლიანები
 ჩვენ მიერ შექმნილი კლასიფიკაცია უნდა
შეესაბამებოდეს იმ მიზნებს, რომლებიც დავისახეთ და იმ
კონტექსტს, რომელშიდაც ვიმყოფებით
 მეცნიერული ანუ ობიექტური კლასიფიკაციის შექმნის
მცდელობები დაიწყო რენესანსიდან.ამ პერიოდის
კლასიფიკაციის მთავარი არსი ბუნებაში არსებული წესრიგის
გამოხატვა და შესწავლა იყო. მეცნიერები სახეობებს
ადარებდნენ იმ ნიშან-თვისებების მიხედვით, რომელიც მათ
ჰქონდათ ან არ ჰქონდათ
 ბინომური ანუ ორწევრიანი ნომენკლატურა- შეიქმნა მე-18
საუკუნის ბოლოს კარლ ლინეს მიერ. ლინემ შექმნა სახეობათა
იერარქიული კლასიფიკაცია.ბინომური ნომენკლატურა
გულისხმობს, რომ სახეობებს ორსიტყვიანი სახელები
ჰქვიათ:ყოველი სახეობა გამოისახება გვარის(იწერება დიდი
ასოთი) და სახეობის ლათინური ლათინური ეპითეტით
 ლინეს კლასიფიკაცია თეოლოგიის დიდი გავლენითაა შექმნილი
და კლასიფიკაციის სათავეში ადამიანია მოქცეული.
კლასიფიკაცია ლინესთან კონცენტრირებულია ადამიანზე .
ლინე სახეობებს აჯგუფებდა იმ ნიშან-თვისებების მიხედვით,
რომლებიც არ აქვთ ადამიანებს
 ლინეს მსგავსი მდგომა ჰქონდათ მეცნიერებს:გოტფრიდ
ლაიბნიცი და შარლ ბონე. მათ ცოცხალ ორგანიზმთა
კიბეზე სათავეში ადამიანია მოქცეული, ხოლო ქვედა
საფეხურებზე ის სახეობები, რომლებთაც არ აქთ
ადამიანის მსგავსი ნიშან-თვისებები
 სამყაროს ფიქსისტური ხედვა- სახეობები ღმერთის მიერ არიან
შექმნილნი ერთხელ და არ იცვლებიან
 ტრანსფორმიზმი- ორგანიზმები იცვლებიან დროთა
განმავლობაში. ამ იდეამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო ჟან-
ბატისტ ლამარკის ნაშრომებში
 დროში ცვლილებათა მექანიზმი აღწერა ჩარლზ დარვინმა
ევოლუციის თეორიაში, რომლის მიხედვითაც, სახეობები
დროთა განმავლობაში იცვლებიან და თავიანთ ნიშან-თვისებებს
მემკვიდრეობით გადასცემენ შემდგომ თაობებს
 ევოლუციის დროს ორი ტიპის თვისებების გადაცემა
ხდება:,,ძველი“, რომელიც არ იცვლება და ,,ახალი“- თვისებები,
რომლებმაც ტრანსფორმაცია განიცადეს
 ცვლილება სახეობის ევოლუციის საფუძველია
 ევოლუციური ინოვაცია- ახალი ნიშან-თვისებების შეძენა
 სხვადასხვა სახეობაში ერთმა და იმავე ნიშან-თვისებამ
შესაძლოა სხვადასხვა სახე მიიღოს. ეს ნიშან-თვისებები საერთო
წინაპრიდან მოდის, რომელიც ჰიპოთეტურია,მისი გამოკვლევა
ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ
განსხვავებული ნიშან-თვისებების წარმომქმნელი მიზეზები(მე
არაფრის გამოკვლევას არ ვაპირებ ქალბატონმა ანამ იკვლიოს
რაც უნდა)
 გენეალოგია- ბიოლოგიური
ევოლუციის ასახვა
 დარვინის სიცოცხლის ხის
ქვედა ნაწილები უკავიათ
ჰიპოთეტურ წინაპრებს, ხოლო
ზედა ნაწილებში ერთ დონეზე
არიან განლაგებულნი
თანამედროვე სახეობები.
დარვინამდე შექმნილ
სიცოცხლის ხეებში კი
სათავეში ადამიანი იყო მოქცეული, ქვედა ნაწილებში კი სხვა
სახეობები(ანუ იერარქიულად იყო განლაგებული, რაც
მოძველებული მიდგომა იყო და დარვინმა ბოლო მოუღო)
 დარვინის დროს სახეობების დაჯგუფება იწყება იმ ნიშან-
თვისებების მიხედვით, რომლებიც მათ საერთო აქვთ და არა ისე,
როგროც ეს ლინეს დროს იყო
 გენეალოგიური დაჯგუფება-ვინ ვისი უშუალო წინაპარია
 ფილოგენეტიკური დაჯგუფება- ვინ ვისთან უფრო ახლოს
დგას,ვისი უფრო ახლო ,,ნათესავია“
 დარვინის დროს ტერმინი ფილოგენია ჯერ არ
არსებობდა, მაგრამ მის მიერ ნახსენები გენეალოგია
სწორედ ფილოგენიაა
 ეკლექტური სისტემატიზაცია- სახეობათა ,,კომპლექსურობის“
ასახვა(მცდარი მიდგომა)
 ადაპტაციური ნახტომი- ბუნებრივ გარემოსთან განსხვავებული
ადაპტაცია
 პარაფილეტური ჯგუფები- შემოიღო ვილი ჰენიგმა. აღნიშნავ
იმ ტაქსონების უმრავლესობას, რომლებიც მოიცავს უახლოესი
საერთო წინაპრიდან მომავალი სახეობების უმრავლესობას,
მაგრამ არა ყველა მათგანს(ძველი დაჯგუფება)
 მონოფილეტური ჯგუფები- ტაქსონში არსებული სახეობები
საერთო წინაპარს იზიარებენ და ტაქსონი ამ წინაპრის ყველა
შთამომავალს აერთიანებს(თანამედროვე დაჯგუფება)
 თუ სხეულის ამგებ ნაწილებს ორგანიზმში ერთი და იგივე
პოზიცია უკავიათ, მათ საერთო წარმოშობა უნდა ჰქონდეთ
 ჰომოლოგიური სტრუქტურები- ორგანიზმების აგებულების
სტრუქტურა ერთნაირია, ერთი და იგივე პოზიცია უკავიათ
ორგანიზმში
 ჰომოლოგიური- დამემკვიდრებულია საერთო წინაპრისგან
 ანალოგიური- განსხვავებული წარმოშობა აქვთ, მაგრამ
ფუნქციით მსგავსებას ავლენენ
 დარვინის სიცოცხლის ხის ძირითადი პრინციპი-ხე იტოტება და
ვითარდება არა ძირიდან ზემოთ, არამედ- ყველა
მიმართულებით
 თუ სიცოცხლის ხეზე ჩვენ ტოტს გავყვებით ხის ცენტრისკენ,
პირველი შეგვხვდება ,,გამხმარ“ ტოტებზე ის სახეობები,
რომლებიც გადაშენდნენ,შემდეგ ჩვენი უახლოესი ნათესავები
შიმპანზე და ბონობო,შემდეგ მთის გორილა და რამდენიმე
მილიონის წლის შემდეგ მივალთ ორანგუტანამდე
 ემბრიონის შესწავლას კლასიფიკაციაში ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს.ემბრიონის მდგომარეობაში მყოფ
ორგანიზმებს ბევრი ისეთი თვისება ახასიათებთ, რაც შემდეგ
სტადიაში თანდათან ქრება
 მსგავსებები ადამიანთა და ყველა სხვა არსებას შორის:
o ჰომინოიდები-ადამიანი და გიბონი. კუდის არარსებობა
(აღარ გვაქვს. ადრე გვქონდა)
o კატარინიელების ოჯაცი- ადამიანი, ბაბუინი, მაკაკა...
ქვემოთ მიმართული ნესტოები
o სიმიურფორმიანი2/პრიმატი- გამოცალკავებული ცერა
თითი
o ტეტრაპოდი- ადამიანი,ჟირაფი,სალამანდრა... 1-დან 8-მდე
თითიანი კიდურები
o გნატოსტომი- ადამიანი,ზვიგენი... აქვს ყბა
o კრანიატი- ადამიანი, სხვა ხერხემლიანები... აქვს ტვინის
შესანახი და დასაცავი ყუთი
o მეორადპირიანი/დეიტეროსტომი- ემბრიონის
ფორმირებისას წარმოქმნილი პირველი ხვრელია ანუსი,
შემდეგ ფორმირდება პირი
o ბილატერული- ადამიანი,ძმრის ბუზი,ლოკოკინა... სხეულის
ღერძი სიმეტრიულია და ორ თანაბარ ნაწილად არის
გაყოფილი
o მეტოზა- ადამიანი მრავალუჯრედიანი ცხოველია
o ცოცხლამშობიარე/თბილსისხლიანი/ძუძუმწოვარი- მისი
ჩანასახი დედის ორგანიზმში ვითარება
o ამნიონი-ადამიანი, ვარდისფერი
ფლამინგო,მტრედი...ამნიოზური ორგანოს3 ქონა
o ეუკარიოტი-ადამიანი,მცენარეები...ბირთვიანები
o მეტაზოა- ადამიანი,
მრავალუჯრედიანები...მრავალუჯრედიანები არიან
o ადამიანი/პიროკოკუს აბისი - გენეტიკური კოდი, ცილები;
o ადამიანი/ბაქტერია, არქეა - დნმ.
 ბაქტერია, ევკარიოტი და არქეა წარმოადგენენ უჯრედულ
არსებებს
 არაუჯრედული არსებები არიან მაგ,. ვირუსები
 LUCA: Last Universal Common
Ancestor-საწყისი წერტილი,
უჯრედული სიცოცხლის საწყისი.
ეს არ არის დედამიწაზე

2
მაიმუნისთვის დამახასიათებელი
3
ამნიოზური ორგანო-მემბრანა, რომელშიდაც გახვეულია ემბრიონი
არსებული პირველი სიცოცხლე, მაგრამ ყველა ცოცხალი
ორგანიზმის საერთო წინაპარია
 ვილი ჰენიგის აზრით, ტაქსონების მსგავსების მიზეზი შეიძლება
იყოს:
o აპომორფია- შეძენილი ნიშან-თვისება
o პლეზიომორფია- მემკვიდრეული ნიშან-თვისება
 სინაპომორფია- ისეთი შეძენილი ნიშან-თვისება, რომელიც ორ
ან მეტ ტაქსონშია გაზიარებული. მეორენაირად, აპომორფია,
რომელიც გაზიარებულია ორ ან მეეტ ტაქსონში
 ჰენიგის მიდგომა:როდესაც შეძენილი ნიშან-
თვისება(აპომორფია) გაზიარებულია ორი ან მეტი ტაქსონის
მიერ,შესაძლებელია,გაკეთდეს ჰიპოთეტური დაშვება, რომ
გარკვეული დროის წინ ისინი უახლოეს საერთო წინაპარს
იზიარებდნენ, რომელშიდაც ეს თვისება გაჩნდა.
 ჰომოპლაზა-საერთო ნიშან-თვისების მქონე ორგანიზმები,
რომლების საერთო წინაპარს არ იზიარებენ და ეს საერთო ნიშან-
თვისება დამოუკიდებლად შეიძინეს თავ-თავისი ევოლუციის
გზაზე
 პარციმონია, ანუ მაქსიმალური ეკონომიურობის ცნება -
სათავეს იღბს მე-14 საუკუნიდან.ამ ცნების მიხედვით,უფრო
მარტივი ჰიპოთეზა,რომელიც მცირე რაოდენობის დაშვებას
საჭიროებს, უმჯობესია უფრო რთულ ჰიპოთეზაზე,რომელიც მეტ
დაშვებას საჭიროებს(მარტივი>რთული)
 ფილოგენეზი- ევოლუციური პროცესი, რომლის საფუძველზეც
ტაქსონი ჩნდება

რიდერი 2
 კითხვების დასმითა და ვარაუდების გამოთქმით ყალიბდება
,,სამუშაო ჰიპოთეზა”
 მეცნიერული ჰიპოთეზებისა და თეორიების ჩამოყალიბება
ხდება ,,მეცნიერული მეთოდის“ გამოყენებით, რომელიც
მოიცავს:
o შემოწმებადობა- აუცილებლად უნდა შეიძლებოდეს
გამოთქმული ჰიპოთეზის/თეორიის ცდისეულად შემოწმება
o განმეორებადობა- შესაძლებელი უნდა იყოს ცდის ზუსტად
განმეორება და იგივე შედეგის მიღება
o გამტყუნებადობა- თეორიულად მაინც უნდა შეიძლებოდეს
ისეთი ცდისეული შედეგის მიღება, რომელიც ჩვენს ა
 პირველი ვარაუდები, რომ ერთი ტიპის ორგანიზმიდან შესაძლოა
მეორე წარმოიშვას, ჯერ კიდევ სოკრატემდელ, ძველ ბერძენ
ფილოსოფოსებს, ანაქსიმადრესა და ემპედოკლეს ეკუთვნით.
მოგვიანებით გაბატონდა პლატონისა და არისტოტელეს
ტელეოლოგიური იდეები.
 ტელეოლოგია-ყველაფერი, ცოცხალი თუ
არაცოცხალი , არის განსხეულება უცვლელი,
ფიქსირებული ფილოსოფიური შესაძლებლობებისა.
ყველაფერს აქვს თავისი უცვლელი როლი სამყაროს
ღვთიურ კოსმიურ წესრიგში.(საფუძველი დაუდო
ფიქსიზმს)
 რობერტ ჰუკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაინტერესდა
განამარხებული ფორმებით და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს
ფორმები გადაშენებულ სახეობებს ეკუთვნოდა
 მოგვიანებით იგივე დასკვნამდე მივიდა ბენუა დე მელეც,
რომელმაც გამოიკვლია მთის ქანებში ზღვის ნიჟარები და მივიდა
დასკვნამდე, რომ მთის ქანებში ზღვის ნიჟარების არსებობა
ზღვის დონის დაცემით აიხსნებოდა, რაც სამყაროს თეოლოგიურ
ასაკს ეჭვქვეშ აყენებდა.
 გოტფრიდ ლაიბნიციც დაინტერესდა განამარხებული
ფორმებით და მივიდა დასკვნამდე, რომ ადრე დედამიწა წყლით
იყო დაფარული, თანამედროვე ხმელეთის მცხოვრებნი ადრე
წყლის ბინადარნი იყვნენ, წყლის კლების შედეგად კი
ამფიბიებად იქცნენ.
 ჟორჟ კუვიე კატასტროფების სერიით ხსნის სახეობათა
გადაშენებას
 კუვიესთვის სახეობები უცვლელნი არია. ისინი არ
ტრანსფორმირდებიან, არამედ კვდებიან
 კარლ ლინე ფიქსისტი იყო.მიუხედავად იმისა, რომ მან
გამოიკვლია და შეამჩნია ჰიბრიდიზაცია, მაინც მიაჩნდა, რომ
ყველა სახეობა ედემის ბაღიდან მოდის, მათი შექმნა, ცვლილება
და გადაშენება ღმერთის ძალას ემორჩილება
 ერასმუს დარვინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თბილსისხლიანი
ცხოველები შესაძლოა წარმოშობილიყვნენ ერთუჯრედიანი
მიკროორგანიზმებისგან
 ჟან-ბატისტ ლამარკის ტრანმუტაციის4 თეორია-პირველი
დასრულებული ევოლუციური თეორია, რომლის
მიხედვითაც,ცოცხალი ორგანიზმები ვითარდებიან,ეგუებიან
გარემოს მემკვიდრეობით მიღებული თვისებების საშუალებით,
იძენენ ახალ თვისებებს და მათაც მემკვიდრეობით
გადასცემენ(,,რბილი მემკვიდრეობა“5)
 ლამარკმა გამოიგონა ტერმინი ბიოლოგია-ცოცხალი არსებების
შემსწავლელი მეცნიერება
 ლამარკის აზრით, ორგანიზმები იცვლებიან გარემოსა და
საჭიროების მიხედვით და ეს ცვლილებები შთამომავლობას
გადაეცემა, ანუ ფუნქცია და საჭიროება აჩენს ორგანოს,
რომელიც თაობებში გადადის
 ლამარკის თეორია შეგვიძლია ორ მთავარ პრინციპად
ჩამოვაყალიბოთ:
o ორგანოთა გამოყენება გამოუყენებლობა-სხეულის ის
ნაწილები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება იზრდება,
რომელიც არ გამოიყენება ქრება
o შეძენილ ნიშან-თვისებათა მემკვიდრეობით გადაცემა -
ახლად შეძენილი ნიშან-თვისებები მომავალ თაობებს
გადაეცემა
 1859 წლის 22 ნოემბერს გამოვიდა დარვინის წიგნი ,,სახეობათა
წარმოშბა“(რავიცი იყოს მაინც )
 ხელოვნური გადარჩევა-ადამიანის მიერ მისთვის სასრუველი
ნიშან-თვისების მფლობელი ინდივიდების გამრავლება
 დარვინის ევოლუციის თეორიის მოკლე განმარტება-ერთი
სახეობის იმაზე მეტი ინდივიდი იბადება, ვიდრე გადარჩება. მათ

4
ტრანსმუტაცია- ერთი სახეობის სხვა სახეობად გარდაქმნა
5
რბილი მემკვიდრეობა-მემკვიდრეობითობის ისეთი ტიპი,რომელიც იმ ნიშან-თვისებების
მემკვიდრეობით გადაცემას გულისხმობს, რომელიც გარემოს ზეგავლენით ჩამოყალიბდა
ორგანიზმში
შორის იწყება ბრძოლა გადარჩენისთვის.რომელსაც გაუჩნდება
თუნდაც მცირე სასარგებლო ცვლილება, ისე გადარჩება ანუ
ბუნებრივად გადაირჩევა
 სხვადასხვა
ძუძუმწოვრის ხელი,
ფეხი,ფრთა..
ჰომოლოგიური
სტრუქტურებია-
წარმოადგენენ იმ
სტრუქტურის
ვარიაციებს, რომელიც
მათ წინაპარს ჰქონდათ
 რუდიმენტული
ორგანო-იმ სტრუქტურის ნარჩენი, რომელიც წინაპრის
ორგანიზმში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ ახალ
ორგანიზმში ეს ფუნქცია დაკარგული აქვს(მაგ. კუდუსუნის ძვალი,
რომელიც ადრე კუდი უნდა ყოფილიყო)
 ბიოგეოგრაფია-სახეობების გეოგრაფიული გავრცელება
 კონვერგნეტული ევოლუცია- სახეობებში მსგავსი
მახასიათებლების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად
განვითარება. კონვერგენტული ევოლუცია ქმნის ანალოგიურ
ორგანოებს(ერთი ფუნქცია სხვადასხვა წარმომავლობა)
 თანამედროვე ევოლუციური სინთეზის თეორია დაეფუძნა
დავრინის და მენდელის ნაშრომებს
 ევოლუციურად გადარჩება ის ინდივიდი, რომელიც არა ყველაზე
ძლიერია, არამედ ყველაზე კარგად ადაპტირდება გარემოსთან
 მომდევნო გვერდების განმავლობაში ვისაუბრებთ
მეცხრე კლასის ბიოლოგიის შესახებ
 ცოცხალი ორგანიზმის უჯრედებში არის დნმ-ს გრძელი
მოლეკულა, რომელიც რომელიც წარმოადგენს ერთმანეთზე
გადაბმული ოთხი მცირე მოლეკულის,ნუკლეოტიდების
(ადენინი,თიმინი,გუანინი და ციტოზინი) ჯაჭვს. დნმ-ს მოლეკულის
საგანგებო უბნებში ჩაწერილია ინფორმაცია სასიცოცხლო
ფუნქციების შემსრულებელი მოლეკულების,რნმ-სა და ცილების
შესახებ. სწორედ ამ უბნებს ეწოდებათ გენები
 გენომი-ყველა ამ დნმ მოლეკულის ერთობლიობა
 უჯრედი გამრავლებისას თავის ყველა დნმ-ს მოლეკულის მეორე
ასლს ასინთეზებს, რომელთაგანაც ერთ-ერთ გადადის შვილეულ
უჯრედებში
 ასლის შექმნის/რეპლიკაციის პროცესს დნმ-პოლიმერაზის
რთული მოლეკულური მანქანა ახორციელებს. ის წამში 1000
ნუკლეოტიდის გადაბმას ახერხებს და პროცესში მხოლოდ ერთ
შეცდომას უშვებს, ანუ წარმოიქმნება მუტაცია
 მუტაცია შეიძლება იყოს:
o ნეიტრალური
o მავნებელი
o სასარგებლო
 გენეტიკური წანაცვლება- როდესაც ერთი გენის
ალელი/ვარიანტი პოპულაციაში რაოდენობრივად
დომინანტური ხდება
 გენთა ჰორიზონტალური გადატანა-გენების გადატანა ერთ და
იმავე თაობის ბაქტერიებს შორის
 მიკროევოლუცია-მცირემასტშტაბიანი ცვლილებები, შედარებით
მცირე დროში, რომელიც გავლენას ახდენს ერთი სახეობის
ინდივიდზე ან ინდივიდთა ჯგუფებზე (პოპულაცია).
შესწავლისთვის ხელმისაწვდომია.
 მაკროევოლუცია- უფრო დიდი მასშტაბის ცვლილებებს, როცა
ევოლუციური პროცესი გავლენას ახდენს არა მარტო ცალკეულ
ინდივიდებსა ან მათ მცირე ჯგუფებზე (პოპულაციებზე), არამედ
მთელ სახეობაზე ან სახეობათა ჯგუფებზე
 სქესობრივი დიმორფიზმი - განსხვავება სქესთა შორის, ანუ
როდესაც ერთი სახეობის ორი სქესის წარმომადგენლები
განსხვავებულ ნიშნებს ავლენენ.
 სქესობრივი რეკომბინაცია- სქესობრივი გამრავლების დროს
ქრომოსომები ერთმანეთს ადგილებს უცვლიან და მათ
განსხვავებული კომბინაციებით განსხვავებული გამეტები
ყალიბდება
 შიდასქესობრივი გადარჩევა- გადარჩევა ერთი სქესის შიგნით
 სპეციაცია- ახალი სახეობის წარმოქმნა
 მიკროევოლუცია არის ცვლილება მოკლე დროში, ხოლო
მაკროევოლუცია ცვლილება დიდი დროის მონაკვეთში
 ალოპარტიული სპეციაცია- რეპროდუქციული იზოლაციის
შედეგად ახალი სახეობების ჩამოყალიბება
 პარაპატრიული სპეციაცია- ახალი სახეობების წარმოქმნა
პირობების განსხვავებების საფუძველზე
 სიმპატრიული სპეციაცია- გარემოს გარკვეული დეტალის
ხელშეშლით აღარ ხდება გენების მიმოცვლა=წარმოიქმნება
ახალი სახეობა

რიდერი 3
 1856 წელს, გერმანიაში, ნეანდერის ხეობაში პირველად
აღმოაჩინეს ადამიანის უძველესი წინაპრის
ნამარხები.დღესდღეობით ის მიჩნეულია, როგორც ადამიანის
ადრეული სახეობა,ჰომო ნეანდერტალელი ან
ნეანდერტალელი ადამიანი
 პალეოანთროპოლოგები და არქეოლოგები ადამიანის
წარსულის განსხვავებულ ასპექტებს იკვლევენ:
o პალეოანთროპოლოგები კონცენტრირდებიან ადამიანის,
როგორც ბიოლოგიური სახეობის ევოლუციაზე და
ადამიანის ადრეული წინაპრების ქცევაზე
o არქეოლოგები უფრო მეტად შეისწავლიან ძველი
ადამიანების კულტურას-მათი ცხოვრების
სტილს,ტექნოლოგიებსა და სოციალურ სისტემებს
 არქეოლოგიური ძეგლები-წარსულში მცხოვრები ადამიანის
მოქმედების არეალი,რომელიც მიწაშია შენახული
 პალეოეკოლოგია-უძველესი გარემოს შესწავლა
 ნამარხი ფორმა- შენარჩუნებული ნარჩენები,ანაბეჭდები ან
წარსულის ცოცხალი არსებების ნაკვალევები
 კონტექსტი- ნამარხის ან არტეფაქტის ზუსტი პოზიცია
გარემომცველ ნალექთან ან ნებისმიერ მასალასთან
მიმართებით. მხოლოდ კონტექსტისა და ლოკაციის ზუსტი
ცოდნის შემდეგ შეიძლება დათარიღება
 არქეოლოგიური კვლევა- ანთროპოლოგიის ქვედარგი,
რომელიც ადრეული ადამიანების კულტურას გადარჩენილი
ნივთიერი წყაროების მიხედვით შეისწავლის.
 ნივთიერი კულტურა- არტეფაქტები
 წერილობითი წყაროები- წერილობითი ჩანაწერები და ზეპირი
გადმოცემები
 არტეფაქტი- ნებისმიერი ნივთი, რომელიც დამზადებულია ან
გაკეთებულია ადამიანის მიერ
 უძრავი არტეფაქტი/კომპონენტი- ისეთი ნივთები, რომელთა
გადატანაც შეუძლებელია
 ეკოფაქტები- არაარტეფაქტული ორგანული და გარემოს
ნარჩენები
 სადაზვერვო ჭრილების გაკეთებამ გამოსაკვლევ ტერიტორიაზე
შესაძლოა მნიშნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს ძეგლის
ადგილმდებაროების,მასშტაბისა და არქეოლოგიური მასალის
ტიპის შესახებ
 პროტონული მაგნიტომეტრი- სენსორუ, რომელსაც შეუძლია
დააფიქსიროს განამარხებული არტეფაქტებით გამოწვეული
განსხვავება ნიადაგის მაგნიტურ ველებს შორის
 ელექტრული წინაღობის მზომი- გამოიყენება მიწაში არსებულ
ელექტროდებში გამავალი ელექტრული დინების გასაზომად
 დისტანციური დაკვირვება- ჰაერიდან გამოსაკვლევ
ობიექტებზე დაკვირვება
 მადლობა ქალბატონ ანას ინფორმაციისთვის, რომელიც
არაფერში გამოგვადგება და ვერსად გამოვიყენებთ და
თუ სასწაული მოხდა და ეგვიპტეში რომელიმე ფარაონის
სამარხი აღოვაჩინე მადლობას პირდაპირ გადავუხდი
ანას
 დათარიღების მეთდები იყოფა ორ კატეგორიად:
o ფარდობითი დათარიღება
o რიცხობრივი დათარიღება
 ფარდობითი დათარიღება-ესაა დათარიღების
მეთოდი,რომელიც კონკრეტული განამარხებული
ნივთების,არტეფაქტების ან განამარხებული ადგილების ასაკს
ერთმანეთთან მიმართებით ადგენს. არ იძლევა ზუსტ
ინფორამციას, მაგრამ სხვა ნივთთან შედარების საფუძველზე
გარკვეული დასკვების გამოტანაში გვეხმარება. ფარდობითი
დათარიღების სახეობებია:
o სტატიგრაფული დათარიღება- საფუძვლად უდევს
ნიკოლას სტენოს სუპეროზიციის კანონი, რომლის
მიხედვითაც,ქვის ზედაპირული შრე ყველაზე ახალია,
ხოლო მომდევნო შრეები უფრო და უფრო ძველები არიან.
არ არის ზუსტი, არ იძლევა 100%-იან ინფორმაციას.
o ფაუნური თანმიმდევრობა- აღმოაჩინა უილიამ სმითმა.
მან შეამჩნია, რომ ქვის შრეებში ერთ და იგივე ტიპის
ნამარხები ერთ და იმავე დროსა და თანმიმდევრობით
იჩენდნენ თავს.ესაა ერთგვარი ფაუნური/ცხოველური
თანმიმდევრობა. აღმოჩინა დარვინამდე 60 წლით
ადრე.ფაუნური (ცხოველური) კორელაცია - ნამარხების
ფარდობითი დროის პრინციპით განლაგება.
o FUN ტრიო- ძვლების დათარიღების მეთოდი. ძვლების
ასაკის დასადგენად მეცნიერები ფტორის, ურანისა და
აზოტის შემცველობას ზომავენ. ძვლების ნამარხად ქცევის
დროს, მასში თავს იყრის ფტორი და ურანი, ხოლო აზოტი
პირიქით-იკლებს.ცოცხალ ორგანიზმში მისი შემცველობა
4%-ია და სიკვდილის შემდეგ იკლებს. ამ სამზე
დაკვირვებით გავიგებთ რამდენი ,,წლისაა“ ძვლები(ისე იმ
სერიალში ყველაფერი უფრო ლამაზად და კარგად იყო
აღწერილი , ვიდრე ამ რიდერებში)
o სერიაცია- სერიაციის დროს მკვლევრები კარგად
აკვირდებიან არტეფაქტებს და ცდილობენ ისინი
ერთმანეთს დაუკავშირონ, ან განასხვაონ ისე, რომ მიიღონ
ქრონოლოგიური შეფასება
 რიცხვითი/აბსოლიტური დათარიღება- გვაძლევს რეალურ
ასაკს.ბევრი მეთოდი ეყრდნობა რადიოაქტიური დაშლის
პროცესს,რომელის დროსაც რადიოიზოტოპების ატომები
იშლებიან და გამოყოფენ ენერგიას. ამ დათარიღების
მეთოდებია:
o რადიოკარბული დათარიღება/ნახშირბად 14-ის
მეთოდი-შეიმუშავა ვილარდ ლიბიმ.სიცოცხლის
პერიოდში ადამიანები გარემოდან იღებენ c 14-ს
ნახშიროჟანგის სახით.ამიტომ მისი კონცენტრაციის
შედარება ცოცხალ ორგანიზმსა და გარემომცველ ბუნებას
შორის შესაძლებელია. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ,
CO2-ის გარემოდან მიღება წყდება, ორგანიზმში არსსებული
კი დაშლას იწყებს. ნახშირბად 14-ის ნახევადაშლის დრო
არის 5730 წელი. დათარიღების ეს მეთოდი შესაძლებელია
გამოვიყენით ორგანულ ნივთიერებებზე. ეს მეთოდი
ლიმიტირებულია 45000 წელზე, თუმცა არსებობს 80000
წლამდე დათარიღებული ნიმუშებიც. გარკვეული
პერიოდის შემდეგ ნახშირბად 14 მთლიანად იშლება და
დათარიღების მეთოდად ვეღარ გამოიყენება, ამიტომ ეს
ხერხი არქეოლოგებისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე
პალეოანთროპოლოგებისთვის
o კალიუმ-არგონის მეთოდი- გამოიყენება არა უშუალოდ
ნიმუშის, არამედ ვულკანური წარმოშობის მტვრისა და
ლავის დათარიღებისთვის.მეცნიერები ზომავენ კალიუმის
რადიოაქტიული იზოტოპის დაშლას , კერძოდ, K 40,
რომელიც დაშლისას გადადის ინერტულ გაზ არგონში.
ვულკანის ამოფრქვევის სიცხის გამო არგონი ქრება და
რჩება მხოლოდ კალიომი. ქვის გაცივებისას K 40 იწყებს
დაშლას. K 40-ის ნახევარ-დაშლის პერიოდი 1,3 მილიარდი
წელია, ამიტომაც ეს მეთოდი გამოიყენება ძალიან ძველი
ნიმუშების დათარიღებისთვის(100000 წლის და უფრო
ძველი)
o Fission track მეთოდი- ესეც ვულკანური წარმოშობის
მტვრისა და ლავის დასათარიღებლად გამოიყენება.
ეყრდნობა რადიოაქტიური იზოტოპის , ურან 238-
ის,ნახევრად დაშლის პერიოდს.ურანი ენერგიას თანაბრად
ასხივებს.გარკვეულ მინერალებში,ენერგიის გამოსხივება
ტოვებს ფიზიკურ კვალს, რომლის დათვლის მეშვეობითაც
ზუსტად შეგვიძლია ვივარაუდოთ, როდის მოხდა
კონკრეტული ქვის ფორმირება. ეს მეთოდი გამოიყენება
300000-დან 4,5 მილიარდ წლამდე ნიმუშების
დასათარიღებლად
o თერმოლუმინესცენციით დათარიღება- ემყარება
კრისტალიზებულ მინერალებში გაჭედილი ელექტრონების
რაოდენობას.ელექტრონები ძირითადად სამი ელემენტის
დაშლიდან მომდინარეობენ:ურანი,თორიუმი, კალიუმ 40.
ელექტრონების გამოსათავისუფლებლად საჭიროა ნიმუში
წარსულში გაცხელებული ყოფილიყო.ელექტრონების
დაგროვების ტემპის გაზომვითა და ნიმუშში მათი
რაოდენობის დათვლით შეგვიძლია ნიმუშის ასაკის
გაზომვა.ეს მეთოდი მნიშვნელოვანია, რადგან საშუალებას
გვაძლევს დავათარიღოთ უშუალოდ ნიმუში და არა მასთან
ასოცირებული სტატიგრაფული ელემენტი.
o დენდროქრონოლოგია- ზოგიეთი ჯიშის ხეში რგოლების
დათვლა და ამის მიხედვით დათარიღება.ერთი
რგოლი=ერთი წელი. ამ მეთდს საფუძველი ჩაუყარა მანასი
ქათლერმა, ხოლო ჩამოყალიბებული სახე მისცა ა.ე.
დაგლასმა. რგოლების ფორმასა და სისქეზე დიდ
გავლენას ახდენს გარემოპირობები. ამ ხერხმა მეცნიერებს
საშუალება მისცათ, რომ დაეზუსტებინათ ნახშირბად 14-ის
მეთდი

რიდერი 4
 მოიცენის პერიოდში ჰომინიოდები6 გავრცელების არნახულ
მასშტაბებს ავლენენ. ისინი დასახლებულები არიან აფრიკაში,
ევროპაში, აზიის ტროპიკული და სუბტროპიკული ტყეების ტენიან
ეკო-სისტემებში
 12 და 5 მილიონ წლებს შორის მომხდარმა კლიმატურმა
ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინა ჰომინოიდების
საცხოვრებელ არეალზე და შეამცირა ის
 ჰომინოიდების სუპერ-ოჯახში შემავალი რიგი ორგანიზმები
ერთიანდებიან ჰომინინების ოჯახში ორი მთავარი
მახასიათებლის გათვალისწინებით:
o გადაადგილების ფორმა- ჰომინინებში გაერთიანებულ
სახეობებს ბიპედალიზმისთვის7 დამახასიათებელი
ანატომია აქვთ
o კბილები- მაშინ, როდესაც ჰომინოიდებს დიდი და
გამოკვეთილი ეშვები აქვთ, ჰომინინების ეშვები გაცილებით
მცირე ზომისაა, რაც უნდა გამოეწვია ქცევითი და
სოციალური წყობის ცვლილებას
 ჰომინინების ყველაზე ძველი ნამარხი ფორმები აფრიკიდანაა და
7-6 მლნ წლით თარიღდება
 ბიპედალიზმი და სხეულის
ვერტიკალური ფორმა
ყველა პრიმატში შეინიშნება

6
ჰომინოიდები-ადამიანის მსგავსი მაიმუნები.ახასიათებთ კუდის არქონა
7
ბიპედალიზმი-ორ ფეხზე სიარული
 გადაადგილების ეს ფორმა ყველაზე ნათლად ჩანს ადამიანის
შემთხვევაში, როდესაც ის ნაბიჯს დგავს. ამ დროს სხეულის
მთელი წონა გადაინაცვლებს უკანა გაშლილ კიდურში .
გადაადგილების ეს ფორმა ხელს უწყობს ენერგისს
მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას
 პრიმატების ბიპედალიზმი შორსაა ადამიანებისგან.ისინი
ბიპედალურად გადაადგილებისას თეძოებს შესამჩნევად
ამოძრავებენ და მუხლებიც გაუშლელი აქვთ, რის გამოც ბალანსს
მოუქნელად ინარჩუნებენ. ისინი უფრო ტოტმანებენ, ვიდრე
მიაბიჯებენ
 ადამიანის წინაპრები, ჯერ კიდე ხეებზე ცხოვრებისას, სხეულის
ზედა ტანით გამართულად საკმაო დროს ატარებდნენ
 ბიპედალური ადაპტაცია უნდა გამოეწვია ბუნებრივ გადარჩევას.
უპირატესობა მიენიჭა მათ, ვისაც საკვების მოსაძებნად ხიდან
ძირს ჩამოსვლა და საფრთხის შემთხვევაში ხეზე სწრაფად და
მოხერებულად ასვლა შეეძლოთ
 ადამიანის გადაადგილების ფორმა გამორჩეულია, რადგან ის
მთელი სხეულის ჩართულობას მოითხოვს. სიარულისას ფეხი
მთელი დროის განმავლობაში მხოლოდ 25%-ის განმავლობაში
რჩება მიწაზე, რაც კიდევ უფრო მცირდება ჩქარი სიარულისა და
სირბილის დროს
 გადაადგილებისას ბალანსის დაცვა კვადროპედების8
აგებულებაშ მნიშნელოვან ცვლილებებს მოითხოვს, რაც
ყველაზე შესამჩნევია მენჯის ძვლებზე დაგვირვებისას
 მენჯი შედგება სამი
ელემენტისგან:ორი თეძოს ძვალი
და მესამე-გავის
ძვალი,რომელშიდაც თეძოს
ძვლები ერთდება

კვადროპედებში
თეძოს ძვლები
მიმართულია
ვერტიკალურად,
8
კვადროპედი-ოთხ კიდურზე მოსიარულე
არის შედარებით მოგრძო და ხერხემლის მიმართ ასე თუ ისე
პარალელურად ორიენტირებული
 ჰომინინებში მენჯის ძვლები უფრო მოკლე და განიერია, რაც
ასტაბილურებს სიმძმის გადანაწილებას
 ჰომინინებში მენჯის
ორივე მხარეს
გაფართოებამ
წარმოქმნა
ჯამისმაგვარი
სტრუქტურა ,
რომელიც მუცლის
ორგანოების
მთავარი
დასაყრდენი გახდა
 შეიცვალა მენჯის არეში
განლაგებულ, თეძოებისა და
კიდურების მოძრაობაში
მონაწილე ძირითად კუნთებს
შორის კავშირი და ,შესაბამისად,
მათი მექანიკური ფუნქციებიც

9
ოთხფეხიანებში gluteus maximus -ი
თეძოების გვერდებზეა
ლოკალიზებული და
გადაადგილებისას ბარძაყების განზე
გადგმას უწყობს ხელს
 ადამიანებში ეს კუნთი მოთავსებულია
თეძოების უკან , რაც ხელს უწყობს
სიარულისას მუხლის მყესების გასწვრივ ბარძაყების გაჭიმვას
 ბიპედალიზმის შედეგად, ფეხის ტერფის
სიგრძივი თაღი ჩამოყალიბდა ცერა თითის
პარალელურად
 ევოლუციის პროცესში ორგანიზმები არ
განიცდიან სტრუქტურულ ცვლილებებს,თუ
9
Gluteus maximus -დუნდულის მასის შემადგენელი ყველაზე დიდი კუნთი
ეს ცვლილებები მათ თაობების განმავლობაში არ მიანიჭებენ
ფუნქციურ შესაძლებლობებს და შედეგად არ ზრდიან მათ
რეპროდუქციულ წარმატებას
 ჰომინინებში ბიპედალიზმი არის ჰაბიტუალური და
ობლიგატური:
o ჰაბიტუალური ბიპედალიზმი- ჰომინინები, განსხვავებით
სხვა პრიმატებისგან, ბიპედალიზმს იყენებენ როგორც
მათთვის დამახასიათებელ და ყველაზე ეფექტურ
გადაადგილების ფორმას
o ობლიგატური ბიპედალიზმი- ჰომინინებს არ შეუძლიათ
გადაადგილდნენ ეფექტურად სხვა გზით გარდა
ბიპედალიზმისა
 მთავარი სტრუქტურული ცვლილებები, რომლებმაც გავლენა
იქონიეს ბიპედალიზმის ჩამოყალიბებაზე, ოთხი მილიონი და
მეტი წლის უძველეს აფრიკელ ჰომინინებში გვხვდება.კერძოდ,
ესაა მენჯის ძლების მოდიფიკაცია ისე, რომ ბიპედალური
დგომისას დაიჭიროს სხეულის მთელი წონა
 სხვა სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც 4 მილიონ წელზე
ადრინდელი ნიმუშების პოსტკრანიალურ10 ნაშთებში ჩანს
არიან:ხერხემლის თანამედროვე ჰომინინების მსგავსი
მოხაზულობა,ქვედა კიდურების შედარებით წაგრძელება, მათი
პროპორციულობა და მსგავსება თანამედროვე ჰომინინების
აგებულებასთან , სხეულის მასის დასაჭერად წარმოქმნილი
კუთხე თეძოებსა და მუხლებს შორის(ძალიან გავს ფომო
საპიენსისას).
 ნამარხი ფორმები, რომლებიც სამხრეთ აფრიკაშია ნაპოვნი,
ადრეული ჰომინინების ტერფის სტრუქტურას გვიჩენებენ. ისინი
მიუთითებენ, რომ:ქუსლის და ტერპის სიგრძივი თაღი კარგად
იყო ადაპტირებული ბიპედალურ სიარულთა მაგრამ,აღინიშნება
ცერა თითის გადახრაც,რაც მოჭიდების უნართან უნდა
ყოფილიყო დაკავშრებული. ბიპედალიზმისთვის
დამახასიათებელი ნიშნების და გადახრილი ცერა
თითის ,,თანაარსებობა“ ადრეულ ჰომინინებში მიუთითებს იმაზე,

10
პოსტკრანიალური-თავისქალის უკანა, თავის ქალის უკან მდებარე
რომ ბიპედალიზმს ჯერ სრულყოფილი სახე არ ჰქონდა
მიღებული მათში
 ჰომინინების 99% აღმოჩენილია აფრიკის სამხრეთსა და
აღმოსავლეთში.
 აღმოსავლეთ აფრიკაში უძველესი ჰომინინების ნაშთები
ლოკალიზებულია დიდი აფრიკული რიფტის11 ხეობაში. აქ
არსებული გეოლოგიური სიტუაცია საშუალებას იძლევა
ჰომინინების ნაშთების აღმოჩენისა, ამასთნავე ვულკანური
მასები დათარიღების საშუალებას აძლევს მეცნიერებს
 პალეოანთროპოლოგიური აღმოჩენები იწყება ჩრდილოეთ
ეთიოპიაში, მიუყვება კენიას და გრძელდება ჩრდ.
ტანზანიამდე
o ეთიოპიაში -შუა ავაშის მიდამო,რომელიც მოიცავს
ჰადარს,არამისსა და დიკიკას
o კენიაში- ტურკანის ტბის დასავლეთი და აღმოსავლეთი
ნაწილები, ტუგენის ჰილსის სამხრეთი
o ტანზანიაში- ოლდუვაის ხეობა,ლაეტოლი
 სამხრეთ აფრიკაში განამარხებული ფორმებით მდიდარი
ადგილები გვხვდება:ტაუნგში,სტრეკფონტეიში, მალაპაში და
სხვარტკნასში
 სამხრეთ აფრიკაში ლანდშაფტი უფრო კომპლექსურია, ვიდრე
აღმოსავლეთში, რის გამოც აქ სამუშაოები უფრო რთულად
მიმდინარეობს და დათარიღებაც გაცილებით რთულია
 აფრიკულ ნამარხ ფორმებში მინიმუმ ექვსი გვარის
წარმომადგენელი გვხვდება,ხოლო სახეობათა რაოდენობა
მინიმუმ ცამეტს შეადგენს
 განამარხებულ ფორმებში ჩვენ ვიცნობთ სამ მთავარ ჯგუფს(ჩვენ
არა უფრო ქალბატონი ანა):
o პრე-ავსტრალოპითები-უძველესი და ყველაზე
პრიმიტიული ჰომინინები(6+-4,4 მლნ წლები)
o ავსტრალოპითები- სხვადასხვაგვარი ფორმები,ზოგი
მეტად პრიმიტიურლი,ზოგი ნაკლებად(4,2-1,2 მლნ
წლები)
11
დიდი აფიკული რიფტი-მსოფლიოში არსებული ყველაზე დიდი დეპრესია. აქ აღმოჩენილი
ნაშთების გამო, მას ,,ადამიანის გაჩენის აკვნადაც“ მოიხსენიებენ
o ადრეული ჰომო- ჩვენი გვარის პირველი წევრები(2,0+ -
1,4 მლნ წლები)

პრე-ავსტრალოპითები:
 ვხვდებით ცენტრალურ აფრიკაში, უფრო კონკრეტულად, ჩადის
ტერიტორიაზე
 დათარიღების ბიოსტატიგრაფული მეთოდით, მისი ასაკი 7-დან 6
მილიონ წლამდე განისაზღვრა(მეტად სავარაუდოა 6 მლნ წელი)
 პრე-ავსტრალოპითები
შეიცავენ ადრინდელი
ჰომინინებისგან
განმასხვავებელ ნიშან-
თვისებებს:მათი ტვინის
სათავსო პატარაა, მოცულობით
არ აღემატება თანამედროვე
შიმპანზისას,მაგრამ არის
მასიური,აქვს წინ წამოწეული
უზარმაზარი წარბის ნაწილი და
თავზე ამონაზნექი
 მიუხედავათ მაიმუნთან ამდენი მსგავსებისა, მის თავის ქალას
სხვა ნიშნებიც აღენიშნება:
o სახის მცირე ზომა და ვერტიკალურობა- სახის წინა მხარე
შეწეულია ტვინის სათავსოს ქვეშ და არა წინ წამოწეული,
როგორც ადრეულ ჰომინინებში
o ზომაში შემცირებული და ნაკლებად ბასრი ეშვები-
განსხვავებულია ადამიანის მსგავსი მაიმუნისგან
 ამ მახასიათებლების გათვალისწინებით ამ
სახეობას საჰელანთროპუს ჩადენსისი უწოდეს,
ხოლო თავად ინდივიდს-თუმაი.
 Foramen magnum12(აუდიტორია მაგნუმით დაიმახსოვრეთ)
მდებარეობა არც ბიპედალისთვის დამახასიათებლად შეწეულია
და არც კვადროპედისთვის დამახასიათებლად განაპირებული.
ამის გათვალისწინებით, გაჩნდა მოსაზება, რომ თუმაი ჰომინინზე
მეტად ადამიანის მსგავსი მაიმუნების წარმომადგენელია.
შეიძლება ვუწოდოთ ,,შესაძლო ჰომინინები“
 ტუგენ ჰილსის აღმოჩენა- დათარიღებულია რადიომეტრიული
მეთოდით და დაახ. 6 მლნ წლისაა.მისი ნაშთები მოიცავს
ძირითადად დენტალურ ნამსხვრევებსა და ქვედა კიდურების
ძვლებს(მიგვანიშნებს ბიპედალიზმზე). ამის გათვალისწინებით,
აღმოაჩინეს ადრეული ჰომინინის ახალი გვარი-ორორინ
ტუგენსისი.ეს უკანასკნელი პრე-ავსტრალოპითებს შორის
ყველაზე მეტად გვაძველვს საფუძველს, რომ ჰომინინებს
მივაკუთვნოთ
 გვიანი მიოცენით დათარიღებული შესაძლო ჰომინინების
ბოლო ჯგუფი ჩრდ. ეთიოპიის შუა ავაშის მიდამოებიდან,
აფარის სამკუთხედიდან მოდის. რადიომეტრიული
დათარიღების მიხედვით ეს ნაშთები 5,8-5,2 მლნ
წლისაა.აღმოაჩინა იოჰანეს ჰაილე-სილასიმ. უწოდეს
არდიპითეკუს კადაბა.13 მისი თითს ძვალი- ფალანგი შუა
ტერფიდან გვეუბნება, რომ კარგად ადაპტირებული ბიპედი იყო.
 არდიპითეკუს რამიდუსი სახელად ,,არდი“- აღმოჩენილია
იგივე ტერიტორიაზე. დათარიღებულია 4,4 მლნ
წლით. მდედრობითი სქესის.არდი ყველაზე
ძველია იმ ჰომინინთა შორის, რომელთა ჩონჩხიც
ამდენად ბევრი ნაწილითაა წარმოდგენილი. მისი
ტვინი მერყეობს 300-350სმ კუბებს შორის, რაც
უფრო დიდია, ვიდრე შიმპანზის. მენჯისა და
ტერფის დაკვირვევიბს შედეგად აღმოჩნდა, რომ
არდი ბიპედალი იყო. მიუხედავათ თეძოს
მახასიათებლებისა, რომელიც მის
ბიპედალიზმს უსვამს ხაზს, არდის მენჯის სხვა
ნაწილებში უფრო მეტად ჰომონოიდური
12
თავის ქალისა და ხერხემლის შემაერთებელი ფოსოს მდებარეობა
13
კადავა აფრიკულ ენაზე უძვლეს წინაპარს ნიშნავს
მახასიათებლები იკვეთება. მის ტერფზე დაკვირვებისას
აღმოჩნდა, რომ არდის შეეძლო სიარული, მაგრამ სირბილი
ნაკლებად(ძალიან საინტერესო ინფორმაცია), ამასთანავე მას
კარგად ქონდა განვითარებული ხეებზე ძრომის უნარი.
 4.4 მლნ წლის წინ არსებულ პრე-ავსტრალოპით სახეობებს
მომდევნო 200000 წლის განმავლობაში მნიშნელოვანი
ადაპტაციური ცვლილებები უნდა გაევლოთ,რათა უფრო
განვითარებულ ჰომინინებად ქცეულიყვნენ .

ავსტრალოპითები:
 ავსტრალოპითები შედგებიან ორი
ჯგუფისგან:ავსტრალოპითეკი და პარანთროპუსი.
არსებობდნენ 3 მლნ წლის განმავლობაში:4,2 მლნ წლიდან 1
მლნ წლამდე, რაც მათ ყველაზე ხანგრძლივ ჰომინინებად
აქცევთ. აღმოჩენილია თითქმის მთლ აფრიკაში.
 ავსტრალოპითების ორი ძირითადი ქვეჯგუფი:
o ადრინდელი ავსტრალოპითების ჯგუფი- ხასიათდებიან
უფრო პრიმიტიული აგებულებით. თარიღდება 4,2-3 მლნ
წლით.
o გვიანდელი ავსტრალოპითების ჯგუფი- განვითარებული
შეგუებლობის გამო ფლობდნენ დერივაციულ
თვისებებს.14თარიღდება 3-1,2 მლნ წლით. შედგება ორი
განმასხვავებელი გვარისგან, რომელიც წარმოდგენილია
სულ მცირე ხუთი განსხვავებული სახეობით
 ავსტრალოპითის ძირითადი მახასიათებლები:
o ყველა მათგანი ბიპედალია(თუმცა არ არის
აუცილებელად ჰომოს გვარის იდენტური)
o მათ ყველას შედარებით მცირე ზომის ტვინი აქვთ
(მინიმუმ, ჰომოსთან შედარებით)
o ყველას აქვს დიდი კბილები, განსაკუთრებით, უკანა
კბილები, რომელიც დაფარულია ძალიან სქელი
მინანქრით

14
დერივაციული თვისებები-შედარებით ახლად წარმოქმნილი ნიშან-თვისებები
 რომ შევაჯამოთ, ყველა ავსტრალოპითი ჰომოსთან
შედარებით მცირე მოცულობის ტვინის მქონე,
დიდკბილებიანი ბიპედია
 ავსტრალოპითეკ ანამენსი- თარიღდება 4,2-3 მლნ წლით.
აღმოჩენილია აღმ აფრიკაში. ბიპედალია. დენტალური
ნაშთებიდან მნიშვნელოვანია: დიდი ზომის ეშვი და
სექტორული15 პირველი პრემოლარი16.
 ავსტრალოპითეკ აფარენსისი-ავსტრალოპითეკების ბევრად
უფრო სრულყოფილი ნაშთები. აღმოჩენილია ჰადარში(ლუსის
ჩონჩხი) და ლაეტოლში(ლაეტოლის ნაკვალევი).
o ლაეტოლის ნაკვალევი- 3.7-3.5 მლნ
წლის. აერთიანებს როგორც ცხოველების,
ასევე ჰომინინების ნაკვალევს, მათ შორის
22 მეტრი სიგრძის ბილიკი, რომელიც
წარმოდგენილია სულ მცირე სამი
ინდივიდის ნაკვალევით. ამ ნაკვალევის
დახმარებით გახდა
შესაძლებელი ადრეული
ჰომინინების ლოკომოტური
მოდელის შესახებ ზუსტი
ინფორმაციის მიღება.
ნაკვალევმა გვანახა, რომ ის
ჰომინინები ბიპედალები
იყვნენ,მაგრამ არა თანამედროვე ჰომინინების
მსგავსები:ლაეტოლის ჰომინინები
მოძრაობდნენ ნელა და საკმაოდ მოკლე
ნაბიჯებით.
o ლუსის ჩონჩხი- აღმოჩენილია
ჰადარში.თარიღდება 3.9-3 მლნ წლით.აღმოაჩინა დონ
იოჰანსონმა მთის კალთაზე. ბითლზიზ სიმღერის გამო
უწოდეს ლუსი(another fun fact by the one and only Ana Mgeladze).
წარმოდგენილია მისი ჩონჩხის 40%, რაც აქცევს მას ერთ-
ერთ ყველაზე სრულყოფილ ჩონჩხად.
15
სექტორული- კბილი, რომელიც ადაპტირებულია ხორცის საჭმელად
16
პრემოლარი- კბილი, რომელიც ქვედა ყბაზე ეშვის პარალელურია
 A.afarensis უფრო პრიმიტიურლია, ვიდრე სხვა ნებისმიერი
გვიანდელი ავსტრალოპითი სამხ და აღმ აფრიკაში.ის
ნაკლებად არის განვითარებული რაიმე კონკრეტული
მიმართულებით. ეს პრიმიტიულობა გამოიხატება:
o კბილებში-აფარენსისის ეშვები დიდი,წაწვეტებული
კბილებია, ხოლო ეშვის პარალელურად მდებარე
პრემოლარი სექტორულია.კბილების განლაგება
ნახევარწრის მაგივრად U-ს ფორმისაა
o თავის ქალაში- პატარა ტვინი აქვთ. მერყეობს 500-დან 375-
ს შორის
o კიდურებში- ქვედა კიდურებთან მიმართებით, ზედა
კიდურები გაცილებით გრძელი აქვთ, ვიდრე თანამედროვე
ადამიანს. სხვა კიდურებშიც შეიმჩნევა განსხვავებები
ადამიანისგან
 აფარენსისი დიმორფული იყო: მამრობითი სქესის
წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ მაღალი აღნაგობით, ხოლო
ქალები უფრო პატარები იყვნენ.
 აფარენსისის სხვა აღოჩენები:
o ,,დიკიკას ბავშვი“- აღმოჩენილია
დიკიკას ლოკაციაზე. თარიღდება 3,3-
3,2 მლნ წლით. მცირე ასაკისა და
კარგად შემონახული ჰომინინის
პირველი ნიმუშია.კბილებიდან
დადგინდა, რომ გოგოა. იქნებოდა
მოსიარულე ბიპედი, რომელსაც
შეეძლო ხეზე ცოცვაც.
o ვორანსომილის ჩონჩხი- არასრულია.თარიღდება 3,6 მლნ
წლით.უნდა ყოფილიყო მამრობითი სქესის. გამოირჩევა
სექსუალური დიმორფიზმის მაღალი ხარისხით და
ახასიათებდა ადაპტირებული ბიპედალური
გადაადგილება.
 აფარენსის ჰომინინად აქცევს გადაადგილების ფორმა .
ბიპედალი იყო რა
 ყველაზე დერივაციული ავსტრალოპითები პარანთროპუსის
გვარის წარმომადგენლები არიან.აქ ვაწყდებით ყველაზე დიდი
ზომის კბილებს(განსაკუთრებით პრემოლარებსა და
მოლარებში ).აქვთ დიდი, ღრმა ქვედა ყბა და ძვლოვანი
წანაზარდები( ღეჭვასთან დაკავშირებული კუნთებისთვის). მათ
სახე უფრო ბრტყელია,ვიდრე სხვა ავსტრალოპითეკების.ფართე
ლოყის ძვლები გამოწეულია, თავის ქალის თავზე კი ქედი
ვითარდება, რომელსაც საგიტალური ქედი ეწოდება.მასზე
საფეთქლის კუნთებია მიმაგრებული
 პარანთროპუსი ადაპტირებული იყო უხეში მცენარეული საკვების
მიღებასთან, მაგრამ მიიღთმევდა ხორცსაც
 პარანთროპუსის ევოლუციური შტოს პირველი წევრი ტურკანას
ტბის დასავლეთით აღმოაჩინეს. უწოდებენ ,,შავ თავის ქალს“.
თარიღდება 2.5 მლნ წლით. იზიარებს აფარენსის თვისებებს,
როგორიცაა მაგ კბილების განლაგება, მაგრამ ახასიათებს:
განიერი სახე, დიდი ხახა, დიდი სივრცე უკანა კბილებისთვის.
მიაკუთვნეს პარანთროპუს ეთიოპიკუსის ახალ სახეობას
 პარანთროპუს ბოისეი-გამოირჩევიან კბილებისა და ყბების
სიძლიერით, თუმცა მათი სხეულის ზომა სხვა
ავსტრალოპითეკებისას ჰგავს
 პარანთროპუს რობოსტუსი(ანუ ამ სახელებს ვინ იფიქრებს
მართლა მაინტერესებს)- აღმოჩენილია სამხ აფრიკაში.
თარიღდება 2-1,2 მლნ წლით.არ აქვს მძლავრი კბილები.
 1 მლნ წლის შემდეგ პარანთროპუსები გადაშენდნენ (მალე
მეც მივყვები ეს რიდერი ისე მაწამებს). მათ იარსებებს 1.5 მლნ
წელი.
 ჰომოს პირველი გამოჩენის ყველა მტკიცებულება აღმ.
აფრიკიდან მოდის.
 ავსტრალოპითეკუს სედიბა- აღენიშნება ავსტრალოპითეკის
მსგავსი პატარა ტვინი და მხრის სახსარი,გრძელი მკლავები
მოხრილი თითებით და რამდენიმე
პრიმიტიული თვისება ტერფებზე.მას
აქვს ჰომოსთვის დამახასიათებელი
პატარა კბილები, შედარებით ვიწრო
ლოყის ძვლები, მენჯის ძვლის თავისებურებები, ქვედა
კიდურებთან შედარებით სისტი ზედა კიდურები( ბოლო ორი
თვისება მიუთთებს, რომ ის ადაპტირებული იყო ხმელეთზე
ცხოვრებასთან და ხეებზე ისე აღარ დაბოდიალდებოდა).აქედან
გამომდინარე ასკვნიან, რომ სედიბა ძალიან განსხვავდებოდა
ავსტრალოპითეკებისგან და უფრო მეტ საერთოს ავლენდა
ჰომოს გვარის წარმომადგენლებთა.

ჰომო:
 ჰომოს გვარის წარმომადგენელი პირველად განსზაღვრა კარლ
ლინეუსმა, როგორც თანამედროვე ადამიანის სახეობა

 1964 წელს ანთროპოლოგებ,ა ჰომოს გვარს მიაკუთვნეს ჰომო


ჰაბილისი-მოხერხებული ადამიანი
 ჰომო ჰაბილლსა და ჰომო რუდოლფენს რუდოლფენს შორის
ვხვდებით განსხვავებებს:რუდოლფენსის სახეობებს ახასიათებთ
უფრო სწორი და ნაკლებად გამოზნექილი პროფილი,კეფის
მხრის ნაკლები დახრილობა და უფრო დიდი ტვინი.
 ბერნარ ვუდისა და მარკ კოლარის მიხედვით:გვარი
სახეობებისგან შემდგარი ჯგუფია, რომელსაც ერთი საერთ
წინაპარი ჰყავდათ, ხოლო შთამომავლებს სხვა გვარის
სახეობებისგან განსხვავებული ეკოლოგიური ნიშები უკავიათ.
 ჰაბილისსა და რუდოლფენსის არ ჰყავდათ საერთ წინაპარი,
მათ ავსტრალოპითეკებთან უბრო ბევრი საერთ აქვთ და არა
თანამედროვე ადამიანთან, რის გამოც უნდა მივაკუთვნოთ
ავსტრალოპითეკებს.
 ჰომო რუდოლფენსი და ჰომო ჰაბილისი
ავსტრალოპითეკებს გავრან პოსტ-კრანიალური
ნაწილებით და სხეულის პროპორციებით, მაგრამ თავის
ქალის მორფოლოგიური ნიშან-თვისებები მათ ჰომო
ერექტუსისა და ჰომო საპიენსის აქვთ
 ჰომო ერგასტერს თანამედროვე ადამიანის მსგავსი
მორფოლოგია აქვთ, მაშინ,როდესაც რუდოლფენსს და
ჰაბილისს ავსტრალოპითელებისთვის დამახასიათებელი
მოზაიკური მახასიათებლები აქვთ.
 ჰომოს გვარის უძველესი ფორმები ორასამდე განამარხებულ
ძვალს მოიცავს. მათი უმეტესობა დიდი რიფტის ხეობაში
აღმოაჩინეს. თარიღდებიან 2,8-1,6 მლნ წლებით.
 2 მლნ და უფრო ძველი ასაკის ფორმების იშვიათობა და
ფრაგმენტულობა ართულებს მათ სახეობად დაყოფას, მაგრამ
1,8 მლნ და უფრო ახალი ფორმები ანატომიურად ხასიათდებიან ,
როგორც ჰომოს გვარის წარმომადგენლები.
 ამ მომენტისთვის, ტაქსონომიური თვალსაზრისით, ჰომოს გვარი
11 განამარხებული სახეობისგან შედგება
 ადრეული ჰომოს გამოჩენა აღმ. აფრიკაში 2 მლნ წელზე ძველია
 ლუის ლიკმა 1960-იან წლებში ოლდუვაის გორაზე აღმოჩენილ
ფრაგმენტებს ჰომო ჰაბილისი უწოდა. შესაძლოა უფრო ძველი
სახეობებიც ცხოვრობდნენ ამ ტერიოტორიაზე, რომელთაც ,
განზოგადებულად, ადრეულ ჰომოებს უწოდებენ
 ოლდუვაის ჰომო ჰაბილისი 1.8 მლნწლისაა. აღენიშნება ტვინის
20%-ით ზრდა, მისი წინა კბილები უფრო გაფართოებულია.
 უძველესი ჰომოს ნაშთი 1.8 მლნ წლისაა, ხოლო უახლესი 1,44
მლნ წლის
 ადრეული ჰომოები აფრიკაშ რამდენიმე ასეული ათასი წლის
განმავლობაში ჰომო ერექტუსთან ერთად თანაცხოვრობდა
 ადრეული ჰომოს ერთ ხაზი დაა. 1.8 მლნ წლის წინ ჰომო
ერექტუსად ჩამოყალიბდა
 ჰომოს გვარის ადრეული წარმომადგენლების საღეჭი აპარატი
დაპატარავებულია V-ის ფორმის ყბასთან ერთად.საჭმელი
კბილები და ეშვები უფრო დიდია, მაშინ, როდესაც
დაპატარავებულია უკანა კბილები.მათ შბლი
ამობურცულია.თავის ქალა მაღალ პოზიციაზეა პროფილთან
შედარებით.ფეხის კიდურის მუხლის და ბარძაყის ძვლის
აგებულება თანამედროვე ადამიანის მსგავსია. ზოგ შემთხვევაში
ვხვდებით წაგრძელებულ ხელის კიდურებს, რაც ხეებზე
გადაადგილებისთვის გამოიყენებოდა.
 ბოლო გვერდის დაწერის თავი აღარ მაქვს და დიდი არაფერი
წერია პროსტა გადახედეთ

რიდერი 5
 ჰომინინების აფრიკიდან წასვლა იყო ათეულ ათასობით წელზე
გაწელილი პროცესი, რომელიც გამოიწვია ახალი
ტერიტორიების ათვისების სურვილმა. ევროპა მანამდე
არასახარბიელო პირობების გამო არ იყო დასახლებული
 აფრიკის ტერიტორიიდან გასვლის პირველი ტალღა შეიძლება
აღვიქვათ, როგორც out of Africa 1.
 ახალი ტერიოტორიების ათვისება ოპორტუნისტული პროცესია,
რომელიც მიმდინარეობს უწყვეტ ტალღებად, წინასწარი
გათვლების გარეშე და დაკავშირებულია გარემო პირობებსა და
საკვების ფაქტორზე
 გასვლის/გადინების ფენომენი განსხვავდება მიგრაციისგან,
რომელიც ცხოველთა სამყაროში სეზონურ გადაადგილებას
გულისხმობს
 აფრიკიდან პირველი გასვლის დროს პოპულაციის ნაწილი
წავიდა ახალი მიწების ასათვისებლად, ნაწილი კი აფრიკაში
დარჩა, ანუ მას ჰქონდა სპორადული17 ხასიათი
 აფრიკიდან პირველი გადინების მარშუტად ნაკლებად
სავარაუდოა ზღვის ჩათვლა, რადგან არ არის აღმოჩენილი
შესაბამისი სატრანპორტო საშუალებეი, ამიტომ გასვლის
მთავარი მარშუტი გადიოდა ლევანტის დერეფნის გავლით
 1990 წლამდე მიჩნეული ვარაუდი, რომ აფრიკიდან გასვლა
დაიწყო 1 მლნ წლის წინ, არ შეიძლება სარწმუნოდ ჩაითვალოს.
ეს მოსაზრება გაამყარა დმანისში გაკეთებულმა აღმოჩენამ,
სადაც ნაპოვნი ფრაგმენტები აფრიკის გარეთ ყველაზე ძველი
მონაპოვარია(1.85-1.77 მლნ წლები)

17
სპორადული-არახშირი
 დმანისის ძეგლზე გაკეთებული აღმოჩენები გვაფიქრებიებს, რომ
აფრიკიდან პირველი მიგრაცია 2 მლნ წლის წინ
დაიწყო.დმანისის ნიმუშებს აქვთ როგორც ჰომო ჰაბილისის,
ასევე ჰომო ერექტუსის ნიშნები, მაგრამ გააჩნიათ მხოლოდ
მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებეიც, რომლებიც
არგვხდება ზემოთხსენებულ სახეობებში, ანუ აფრიკიდან
გადინება ჰომო ჰაბილისის დროს, 2 მლნ წლამდე უნდა
დაწყებულიყო
 მეცნიერთა აზრით, დმანისელი ჰომოები ეკუთვნიან ჰომო
ერექტუსის სახეობას, რომელსაც 1.9 მლნ-50 ათასი წლების
ინტერვალში უნდა ეცხოვრა აფრიკაში
 საცხოვრებელი გარემოს განსხვავებულობის დროს სახეობა
პალეოდემს, ანუ ლოკალურ პოპულაციას ქმნის
 მეცნიერთა მეორე ნაწილის აზრით, დმანისელი ადამიანები
მიეკუთვნდებოდნენ homo georgicus. ამ უკანასკნელსა და ჰომო
ერექტუს შორის ვხვდებით განსხვავებებს. აზიური ნამარხები
ხასიათდებიან უფრო ,,ჩაფსკვნილი’ ფორმებით, რაც არ
გვხვდება დმანისში აღმოჩენილ სახეობებში
 დმანისელ ჰომოებს ჰქონდათ ისეთივე მახასიათებლები,
როგორიც ჰომოს გვარის სხვა ადრეულ წარმომადგენლებს.მათ
თანამედროვე ადამიანის მსგავსად შეეძლოთ დიდ მანძილზე
გადაადგილება და სირბილი
 დმანისელი ჰომოების ტვინი მსგავსია
ჰომოს გვარის ადრეული სახეობების და
ჩამორჩება homo ergaster-ისას. მსხვილი
თავის ქალის ძვლები მსგავსია ჰომო
ერექტუსის წარმომადგენლებისა, ხოლო
ფართ და წინ წამოწეული სახის
პროფილით ჰომო ჰაბილისთან
ნათესაობას ესმება ხაზი
 დმანისელი ჰომოების კბილების
გამოკვლევამ აჩვენა, რომ ისინი
მცენარეებსაც მიირთმევდნენ და
ხორცსაც
 აფრიკიდან ჰომოების გადინების პროცესი შესაძლოა
გამოეწვია:უკეთეს სოციალურ წყობას, განვითარებულ ფიზიკურ
და კოგნიტურ უნარებს,ბუნებრივი გარემოს ცოდნას,
მრავალფეროვან საკვებზე წვდომას, პროპორციულ
სხეულს,სიარულის მოხერხებულ უნარს , ქვის დამუშავების
ტექნიკის გაუნჯობესებას, კლიმატურ ცვლილებესა და სხვ.
 განსახლების ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნეოდა გაზრდილი
ტვინის ზომაც, მაგრამ აფრიკიდან პირველი
განსახლება და ევრაზიის ათვისება მანამდე დაიწყო,
სანამ ტვინის ზრდის პროცესი დაიწყებოდა. ტვინის
თვალშისაცემი ზრდა შეიმჩნევა 1.7 მლნ წლის შემდგომ
პერიოდში და ამ დროს აფრიკიდან პირველი გადინება
უკვე მომხდარია
 კიდებ ერთ მიზეზად მიიჩნეოდა არიდიფიკაცია18,
ტექტონიკური ძვრები და ცხოველთა მიგრაცია, მაგრამ
პერიოდში აცდენაა, როგორც ტვინის შემთხვევაში
 დმანისი და ზოგადად კავკასია ბუნებრივი დერეფანია ,
რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა აქ ჰომოების
დასახლებისთვის
 დმანისი სტრატიგრაფიულად ორი დონისგან შედგება:A ფენა
ვულკანურ ფერფლს შეიცავს და თარიღდება 1.81 მლნ წლით,
B ფენა კი 1.77 მლნ წლით
 150 ათასი წლის წინ ჰომო საპიენსი ტოვებს აფრიკას. ყველაზე
ძველი ჰომო საპიენსის ნაშთი აღმოჩენილია მაროკოში და ის
თარიღდება 300 000 წლით
 აფრიკის გარეთ აღმოჩენილი უძველესი ჰომო საპიენსი
100 000 წლისაა. აღმოჩენილია ისრაელში
 ჰომო საპიენსის გაჩენის ორი ძირითადი მოდელი არსებობს:
o Out of Africa ანუ ,,ნოეს კიდობნის ჰიპოთეზა“-
თანამედროვე ადამიანი 200 000 წლის წინ
გაჩნდა.ევრაზიაში მცხოვრები უძველესი ჰომინინები
შეცვალეს ახალმოსულმა საპიენსებმა ისე, რომ მათ შორის
კავშირი არ ყოფილა. ეს მოდელი გულისხმობს, რომ

18
არიდიფიკაცია-პროცესი, რომლის დროსაც რეგიონი ხდება მშრალი და უწყლო
ყველა სახეობა გაქრა გარდა თანამედროვე
ადამიანისა
o ,,მულტირეგიანლური ევოლუციის“ მოდელი
ანუ ,,შანდლის ჰიპოთეზა- უარყოფს თანამედროვე
ადამიანის მხოლოდ აფრიკაში გაჩენას.ამ მოდელის
მიხედვით, თანამედროვე ადამიანი აფრიკაში, აზიასა და
ევროპაში ლოკალურად, უძველესი ჰომინინების
ევოლუციის მეშვეობით
ერთანეთისგან
დამოუკიდებლად
გაჩნდა.ჩანაცვლება
განიცადეს მხოლოდ
ნეანდერტალელებმა,
რომლებიც თანამედროვე
ადამიანებმა ჩაანაცვლეს
 პირველი განამარხებული
ადამიანის ნაშთი
ნეანდერტალელს ეკუთვნოდა.
 მას ჰომო საპიენსისგან განსხვავებული აგებულება ახასიათებდა.
მათი ჩონჩხი უფრო უხეში აგებულების იყო. თავის ქალა უფრო
დიდი მოცულობის,წაგრძელებული და უკან ფართე ჰქონდა
 ნეანდერტალელებს უნდა ეცხოვრათ 200 ათასსა და 30 ათას
წლებს შორის, ძირითადად ევროპის დასავლეთ ნაწილში.
 დას. აღმ. და სამხ ევროპის ნეანდერტალელებს შორის ვხვდებით
განსხვავებებს, რაც მათი გეოგრაფიული იზოლაციით უნდა
აიხსნას
 ისინი ბევრად უფრო დიდ ტერიტორიებს ითისებდნენ, ხოლო
მათი საცხოვრებელი ადგილიშეესაბამებოდა მათ
მოთხვონილბებეს და ,შესაბამისად, ხშირად იცვლებოდა. ისინი
თავიანთ მკვდრებს მარხავდნენ
 ნეანდერტალელი ადამიანი გაუჩნარდა დაახ. 30 ათასი წლის წინ
(Rest in peace) და იცხოვრა დაახ. 300 000 წელი.
 ყინულის მასის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადადგილებას
უნდა შეემცირებინა მათ საცხოვრებელი ტერიტორიები. გაჩნდა
კონკურენცია მათსა და ჰომო საპიენსებს შორის, რაც
საბოლოოდ მათი გადაშენებით დასრულდა

რიდერი 6
 ადამიანი პოპულაციები ფართოდაა გავრცელებული და
რეპროდუქციული იზოლაციაც გამოუცდია, მაგრამ ადამიანებს
შორის მსგავსება უფრო მეტია, ვიდრე განსხვავება
 ადამიანის პოპულაციებს შორის ვარიაციების სამი ძირითადი
მიზეზი:
o ევოლუციური პროცესი- გავლენას ახდენს გენეტიკურ
განსხავებულობაზე
o გარემო- ვარიაციები, რომელიც ინდივიდების
სპეციფიკურ გარემოში ცხოვრებიდან გამომდინარეობს
o კულტურა- სხვადასხვა კულტურული რწმენებიდა და
ჩვეულებებიდან გამომდინარე განსხავებები
 პოლიტიპური სახეობა- სახეობა, რომელიც შედგება ცალკეული
ფიზიკური თვისებების მიხედვით ჩამოყალიბებული რეგიონული
პოპულაციებისგან. ჩვენი სახეობა პოლიტიპურია(ანუ რიგი
თისებები გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით
სხვადასხვანაირადაა გამოხატული)
 ადამიანის სახეობაშ წარმოდგენილ გენეტიკურ ვარიაციებს
იწვევს:
o მუტაციები-მუტაციებს, ანუ გენეტიკური კოდის შემთხვევით
ცვლილებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია
ევოლუციური ცვლილების გამოწვევა, როდესაც ის სასქესო
უჯრედში ხდება.ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ
ცვლილებები შემდგომ თაობებშიდაც გავრცელდეს.
o ბუნებრივი გადარჩევა- მუტაციის შედეგად ძლიერები
გადარჩებიან, სუსტები კი ბუნებრივი
გადარჩევის ,,მსხვერპლები“ იქნებიან
o გენთა ნაკადი/დინემბა- სხვა პოპულაციასთან
შეჯვარებით ახალი გენების ჩართვა გენოფონდში
o გენთა დრეიფი- პოპულაციაში ალელების სიხშირის
ცვლილება
 ფიზიკური გარემოს როლიც დიდია სახეობების წარმოქმნის
პროცესში, რადგან ყველა გარემო განსხვავებულ უნარებს და
ადაპტაციას მოითხოვს.
 კულტურის გავლენაც ძალიან დიდია და ზუსტად იგივე წერია რაც
კულტურული ანთროს რიდერებში.
 ადამიანებსა და დანარჩენ პრიმატებს შორის ერთ-ერთ ყველაზე
თვალსაჩინო განსხვავებაა ბალნის არარსებობა. ბალნის
გაქრობა ადამიანში უნდა გამოეწვია ტყიანი ადგილებიდან
გასვლას(აქ მოსახერხებელი იყო ბალანი ადაპტაციისთვის) ღია
სავანებში(აქ უკვე აღარ იყო ხელსაყრელი, რადგან ტემპერატურა
მოიმატებდა და ბალანი შემაწუხებელი/მოუერხებელი ფაქტორი
გახდებოდა).
 კანის ფერის განსხვავება ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინოა
ადამიანებში. ეს განსხვავება პოლიგენურია,რომელიც ერთზე მეტ
გენში ალალების ვარიაციით მიიღება
 კანი შეფერილობას მელანინისგან(მუქი ფერის პიგმენტი)
იღებს, რომელსაც წარმოქმნის კანის ქვედა შრეებში
განთავსებული უჯრედი-მელანოციტი. ეს უკანასკნელი ყველა
ადამიანს თითქმის თანაბარი რაოდენობით აქვთ, თუმცა მათი
განლაგება ხდება მიზეზი კანის ფერის ვარიაციულობისა. კანის
ფერი მოდის გენეტიკური და გარემო ფაქტორების
კომბინირებით
 კანის ფერის განსხვავებული ტონების წაროქმნაში დიდი როლი
ითამაშა ბუნებრივმა გადარჩევამ.
 მელანინი წარმოქმნის ერთგვარ დაცვას მზის ულტრაიისფერი
გამოსხივების საწინააღმდეგოდ, რაც ახსნის შედარებით მუქ
კანისფერს ტროპიკულ ეკვატორულ ზონებში, სადაც ჰომო
საპიენსი წარმოიშვა, შესაბამისად მუქი კანის ფერი
ადაპტაციურია. ამავე მიზეზით აიხსნება, ის თუ რატომაა ცხელ
რეგიიონებში მუქი კანის ფერი გავრცელებული და ღრუბლიანში
ღია
 ბერგმანის წესი, რომელიც ცხოველებს ეხება ესადაგება
ადამიანებსაც:ცივ კლიმატში მცხოვრებ ხალხს უფრო მასიური
ფიგურა და მეტი წონა აქვთ, რადგან ცხიმი სითბოს შენარჩუნებას
უწყობს ხელს, ხოლო სითბოში მცხოვრებლებს უფრო თხელი
ფიგურა აქვთ
 ფრენოლოგია-პრაქტიკა, რომელიც გულისხმობდა, რომ
ადამიანის თავის ქალის ფორმის ზუსტი შესწავლით შეიძლებოდა
გაგვეგო ინფორმაცია ამ ინდივიდის ხასიათზე, მის
შესაძლებლობებზე ... გავრცელებული იყო მე-19 საუკუნეში. არ
შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ვხვდებით გამონაკლისებსაც
 პოპულაციების გენეტიკის შესწავლით მრავალი ინფორმაცია
გახდა ცნობილი გენტიკურ დაავადებებზე. მაგ. ნამგლისებრი
ანემია-ზოგიერთ პირობებში,ის გენი, რომელიც ანემიას იწვევს
ხელს უწყობს ორგანიზმს, გადარჩეს ისეთ დაავადებების
დროს,როგორიცაა მალარია
 მეცნიერულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ადამიანის რასების
კლასიფიცირება არ ამართლებს,რადგან ისინი ზედმეტად
მოუქნელია იმისთვის,რომ ე.წ რასებს შორის ვარიაცია ან
მსგავსებები გაითვალისწინოს
 ადამიანების კლასიფიკაციის ერთ-ერთი ძველი მეცნიერული
მეთოდი ეკუთვნის კარლ ლინეს, რომელმაც ჰომო საპიენსის
ტაქსონომია დაყო 4 ნაწილად კანის ფერის მიხედვით:ჰომო
ევროპეუსი(თეთრი ევროპელები);ჰომო ამერიკანუსი( ჩრდ.
ამერიკკის წითელი ინდიელები);ჰომო აზიატიკუსი(ყვითელი
აზიელები);ჰომო აფერი(შავი აფრიკელები).
 იოჰან ბლუმერბახმა ადამიანები ხუთ კატეგორიად
დაყო:კავკასიური, მონღოლური,მალაიური,ეთიოპიური, და
მკვიდრი ამერიკული.აღნიშნული კლასიფიკაცია იოჰანმა
შეადგინა როგორც კანის ფერის, ისე გეოგრაფიული არეალის
გათალისწინებით.
 გვიან მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეში ბლუმერბახის
კლასიფიკაციაზე დაყრდნობით წარმოიშვა ახალი
კლასიფიკაცია, რომელიც ადამიანებს სამ ნაწილად
ყოფდა:კავკასიური,მონღოლოიდური და ნეგროდიული რასები
 რასობრივი კლასიფიკაცია რასიზმის გასამართლებლად
გამოიყენებოდა.
 ჯოზეფ არტურ დე გობინომ თავის ნაშრომში გამოთქვა აზრი,
რომ თითოეულ რასას გააჩნდა თავისი მაღალი და დაბალი
ინტელექტუალური შესაძლებლობები და არსებობდა ძლიერი ან
სუსტი რასა. ის მხარს უჭერდა ,,სუსტი“ რასის
დამორჩილებას ,,ძლიერის“ მიერ. გობინო ამტკიცებდა, რომ
არიელთა ,,სუპერ“ რასა განაპირობებდა ცივილიზაციის ძირითად
განვითარებას
 სტენლი გარნმა თანამედროვე ადამიანები დაყო გეოგრაფიულ
რასებად, ანუ პოპულაციებად,რომლებიც ერთმანეთისგან
გამოყოფიან ბუნებრივი ბარიერებით
 ჰომო საპიენსის რასებად დაყოფა არაა სწორი მიდგომა მათი
მრავალფეროვნების გამო.რასებად დაყოფის მაგივრად,
თანამედროვე ანთროპოლოგები კონცენტრირებულები არიან
სპეციფიკური ნიშან -თვისებების ვარიაციების ახსნაზე
 ინტელექტი არის ინფორმაციის დამუშავებისა და მისი
პრობლემების გადაჭრისთვის გამოყენების უნარი. ხოლო ცოდნა
არის დასწავლილი ინფორმაციის მარაგი და მისი აღდგენის
შესაძლებლობა.
 ინტელექტის კოეფიციენტი/IQ- შექმნა ალფრედ ბინემ 1905
წელს.აშშ-ში შეტანისა და მოდიფიცირების შემდეგ ეს ტესტი
სტენფორდ-ბინეს ტესტის სახელით გახდა ცნობილი. კუნძულ
ელისზე ეს ტესტი აქტიურად გამოიყენებოდა ,,გონებრივად
შეზღუდული“ ადამიანების აღმოსაჩენად და მათ
მოსაშორებლად.
 ეს ტესტიც რასიზმის გავრცელების და გამართლების ერთ-ერთი
საშუალება იყო, რომელიც ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული
 ტომას სოუელმა აჩვენა, რომ ინტელექტში ,,რასობრივი“
განსხვავებების უმრავლესობა გამოწვეულია გარემო
ფაქტორებით.

You might also like