Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ნიადაგში მცხოვრები ორგანიზმები

თხუნელა
ეს პატარა ცხოველი მთელ სიცოცხლეს მიწაში ატარებს და მიწის თხრის
დიდოსტატია. ჩვენს ქვეყანაში თხუნელა ყველგან ბინადრობს. უფრო ხშირად გვხვდება
ნოტიო ადგილებში, სადაც ნესტიანი ჰავაა და ნალექიც უხვად მოდის. თხუნელა ბინადრობს
ტყეებში, ველ-მინდვრებში, ბოსტნებსა და ბაღებში. თხუნელას არა აქვს თვალები და არც
ყურის ნიჟარა, აქვს მხოლოდ ყურის ნახვრეტები და მაინც შესანიშნავი სმენით გამოირჩევა.
ზაფხულობით მიწის ზედაპირთან ახლოს ამოდის, ხოლო ზამთარში, როცა ცივა, ღრმად
ჩადის.

თხუნელა დაზამთრებამდე იმარაგებს საკვებს და მერე ამ მარაგს მთელი ზამთრის


განმავლობაში იზოგავს.იგი ჭია-მატლებითა და მწერებით იკვებება თხუნელები წელიწადში
ერთხელ, გაზაფხულზე მრავლდებიან. დედა თხუნელა პატარა ბუნაგს აწყობს, ბუნაგების
მოწყობასა და ნაშიერების გაზრდაში მამრი თხუნელები არ ერევიან. როცა პატარები
წამოიზრდებიან, დედას ტოვებენ და დამოუკიდებლად ცხოვრებას იწყებენ.

You might also like