Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ნებისმიერი ახალი საქმის წამოწყებისას მოტივაცია უმთავრესი წინაპირობაა და ის მით

უფრო მაღალია, რაც უფრო მეტად ვხედავთ ამ საქმეში წამატების და განვითარების შანსს ,
ამ დროს ვცდილობთ უკეთესები ან უფრო მეტიც საუკეთესოები ვიყოთ ჩვენს საქმეში .

პირადად ჩემი მოტივაცია სამშენებლო სფეროში იყო მცირე გამოცდილება, რომელიც


მივიღე პანდემიის პერიოდში და უდიდეს მიღწევად ვთვლი ჩემს ცხოვრებაში , რადგან
პანიკაში ჩავარდნილი და აფორიაქებული ხალხის ფონზე ეს იყო ჩემთვის პიროვნული
განვითარების გზა და ეს გზა აღმოჩნდა ზუსტად ყველაზე სწორი გადაწყვეტილება , რაც კი
ოდესმე მიმიღია და იმ მომენტში თავს ვგრძნობდი ყველაზე დამოუკიდებლად და ყველაზე
ძლიერად. მიუხედავად უამრავი წინაღობისა და დამცინავი წამოძახილებისა შევძელი ,
რომ ასობით სკეპტიკურად განწყობილი მამაკაცის დამოკიდებულება შემეცვალა ჩემი
მონდომებით და მინდა გითხრათ რომ ფიზიკური შრომა არ წარმოადგენს გადაულახავ
წინაღობას იმდენად, რამდენადაც საზოგადოების დამოკიდებულება ქალების მსგავს
სფეროში მუშაობაზე და პროტესტის ნიშნად ერთ დღეს გადავწყვიტე სამუშაო დასვრილი
ფორმით გავსულიყავი შესვენებაზე, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია
საზოგადოებაში მიუხედავად იმისა რომ გარშემო უამრავი ბიჭი დადიოდა მსგავს
ფორმაში, მახსოვს ერთ ქალს მათხოვარი ვეგონე როდესაც საცხობის რიგში ვიდექი და
მოურიდებლად გამკიცხა კიდეც თუ გოგორ დავდიოდი ასე, თავიდან ვინანე ჩემი
გადაწყვეტილება და საშინლად მრცხვენოდა ჩემი საქციელის თუმცა შევძელი ამის
გადალახვაც და გავაცნობიერე რომ სასირცხვილოს არაფერს არ ვაკეთებდი და მინდოდა
უსაქმური და გაზარმაცებული საზოგადოებისთვის თვალი ამეხილა ამ ჟესტით და
მომდევნო რამდენიმე დღეც ასე ვიქცეოდი საღებავით დასვრილი ფორმით ვსეირნობდი
ყველა შესვენებაზე მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე , რადგან საზოგადოების ასეთი
დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია ეპოქაში რომელშიც ადამიანებმა შეძლეს
ქირურგიული ჩარევის გზით შეეცვალათ სქესი და გარეგნობა, ეპოქაში რომელშიც
განვითარებული ადამიანები მარსზე გამგზავრებას და დასახლებასაც კი გეგმავენ . მინდა
დავამსხვრიო მსგავსი სტერეოტიპები ჩემი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე , რათა არა
ერთეულებმა არამედ თითოეულმა გოგომ შეძლოს არჩევანის გაკეთება, სწორი არჩევანი
კი მოგვიტანს სწორ გზას, სწორ განვითარებას და რა თქმა უნდა ეკონომიკურ
გაძლიერებას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქალებისთვისაც, რათა არ აღგვიქვან
როგორც სუსტი დაუცველი არსებები რომლებსაც ხშირად გამოსაყენებელ ჭურჭლად
აღიქვამენ. ხშირად შემხვედრია დასაქმების საიტებზე განცხადებები სუროგატი დედების
შესახებ, ეს არ არის პროფესია ეს არის სხეულის გაქირავება , რადგან ქალების
უმრავლესობა მხოლოდ უკიდურესო გაჭირვების გამო გარკვეული თანხის სანაცვლოდ
თანხმდება ასეთ პირობებს და დარწმუნებული ვარ ჩემს ქვეყანაში არსებული კრიზისის
გამო მარტოხელა დედები რომლებსაც სხვა გზა არ აქვთ დათანხმდებიან შეთავაზებას
მხოლოდ და მხოლოდ თვითგადარჩენის მიზნით რადგან სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ.

ახალ თაობებს ჭირდებათ ახალი გარემოსათვის შესაფერისი პირობები, მათ


ჭირდებათ პროგრესი, განვითარება, ახალი გამოცდილება. ასეთი კომპანიები კი ძალიან
ცოტაა, რომლებიც გამოუცდელ ნიჭიერ ადამიანებს შანსს მისცემენ. საშუალო განათლების
მქონე მოქალაქეებს, მხოლოდ კონსულტანტებად მუშაობის შესაძლებლობა აქვთ,
რომლის ანაზღაურებაც წლების წინ დადგენილ საარსებო მინიმუმს უტოლდება , როდესაც
ყველაფრის ღირებულება დღევანდელი ღირებულების ნახევარი იყო შესაბამისად
ხარჯები გაიზარდა, შემოსავლები კი უცვლელია, რაც კიდევ უფრო დიდ კრიზისს
გამოიწვევს.

ქალი არ ნიშნავს სუსტ სქესს, რადგან მე შევძელი უამრავი დაბრკოლების გადალახვა,


რასაც ვერ შეძლებდა ყველა კაცი, ქალი არ არის უმწეო არსება რადგან მე შემიძლია
საკუთარი თავის დაცვა და ეს არაერთხელ დავამტკიცე. ქალი არ არის არსება რომელსაც
უბრძანებ ან რამეს მიუთითებ, რადგან ჩვენ ვაზროვნებთ და გაგვაჩნია თავისუფალი აზრი .
საქართველოში ეს დიდი ხანია ვიცით და ვთვლით, რომ გენდერული თანასწორობა
მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენს ისტორიაში, თუმცა თანასწორობა მხოლოდ ფორმალური
იქნება და აბსტრაქტულ მცნებად დარჩება თუ გავაგრძელებთ პროფესიების ქალისა და
კაცის საქმიანობებად დაყოფას, თუ მხარს დავუჭერთ სტერეოტიპებს ქალების სისუსტის
შესახებ, რაც არასწორია ამას ჩვენი ქვეყნის ისტორიაც კი ადასტურებს, „ლეკვი
ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“, ჯერ კიდევ სკოლაში ვისწავლე და ცხოვრების
დევიზად ვაქციე, რადგან ქალსაც ისევე შეუძლია იყოს წარმატებული , როგორც კაცს და
კაცმაც ისევე შეიძლება განიცადოს მარცხი, როგორც ქალმა.

მე შედეგი მივიღე და ახლა ვეძებ განვითარების გზებს, რათა დავანახო


ახალგაზრდებს, რომ სამშენებლო სფერო არის ერთ ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი
ინდუსტრია, რომელიც აუცილებლად მოუტანთ წარმატებას, თუ რა თქმა უნდა თავად
არიან მზად ამისთვის, უნდა გაიაზრონ, რომ მათი შესაძლებლობები უსაზღვროა და
გოგონებმა, რომლებიც თვლიან რომ მეტს იმსახურებენ გადალახონ ის უხილავი
საზღვრები, რომლებსაც საზოგადოება ჩვენ, ქალებს გვიწესებს და ხშირად თავადაც
ვზღუდავთ საკუთარ თავს, მხოლოდ იმიტომ რომ სხვები თვლიან ასე.

You might also like