Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

მე-18 საუკუნის რომანი

რომანი, სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების გარდა, არის მხატვრული ლიტერატურის ჟანრი ,


რომელიც წარმოადგენდა და წარმოადგენს გართობისა და ინფორმაციის გადმოცემის
წყაროს, ან ამ ორის კომბინაციას. დღესდღეობით რომანი ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე
მნიშვნელოვან ფორმად ითვლება. ინგლისური რომანის აღზევება ძირითადად მე -18
საუკუნეში მოხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე რომანის ფორმა არ
არსებობდა, უბრალოდ ამ პერიოდში გაიზარდა და უფრო მნიშვნელოვანი გახდა
რომანების გამოშვება. ინგლისური რომანი ინგლისური ლიტერატურის განუყოფელი
ნაწილია, ის ვითრდებოდა და დღემდე ვითარდება სხვადასხვა კუთხითა და ჟანრით .

მე-18 საუკუნეში ხდებოდა მრავალი საკაცობრიო მოვლენა და ცვლილება, მაგალითად, ამ


პერიოდში მონებით ვაჭრობა და ადამიანებით ვაჭრობა პიკზე იყო . თუმცა მიმდინარე
რევოლუციები გადამწყვეტი იყო, რადგან მათი მიზანი იყო სტრუქტურის შეცვლა ,
რომელიც ემუქრებოდა მონარქიას. ამ რევოლუციებმა კაცობრიობას მოუტანა ის
პრივილეგიები, რომლითაც ახლა ვსარგებლობთ. ამ ხანამ, რომელსაც ასევე
განმანათლებლობას უწოდებენ, საფუძველი ჩაუყარა მოწინავე აზროვნების სკოლებს. ამ
ეპოქის მოაზროვნეებმა ეჭვქვეშ დააყენეს ტრადიციული აზროვნება . ამ მოაზროვნეებმა
განავცრცეს რაციონალური, ლოგიკური აზროვნების იდეა და ეფექტურობა , ის, რომ
თითოეული ინდივიდის ცხოვრება შეიძლება გაუმჯობესებულიყო რაციონალური
აზროვნებით. გერმანელმა ფილოსოფოსმა იმანუელ კანტმა მოკლედ შეაჯამა ამ ეპოქის
არსი: „გაბედე იცოდე! გქონდეს გამბედაობა გამოიყენო საკუთარი გონება !", გარდა ამისა ,
ხდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენები ისეთი, როგორიც არის: გამოგონებები ,
კანონების შექმნა, სამეცნიერო აღმოჩენები და ასევე ლიტერატურის ევოლუცია .

მე-18 საუკუნე იყო პერიოდი, როდესაც რომანები ფართო მასშტაბით ვრცელდებოდა და


ინგლისელ მკითხველებში გარკვეული მოთხოვნილება გაჩნდა. ეს მოთხოვნა ასევე
დაკავშირებულია ადამიანების სურვილთან წაიკითხონ ყოველდღიური მოვლენები . ეს
პერიოდი გამორჩეული იყო ლიტერატურის ყველა გამოვლინებით - პოეზიით, დრამით ,
სატირით და განსაკუთრებით რომანებით. ამ პერიოდში თანამედროვე რომანი
განვითარდა, როგორც ძირითადი ლიტერატურული ჟანრი. ამ საუკუნეში ჩნდება მრავალი
რომანისტი, მწერალი, რომლებმაც რევოლუცია მოახდინეს ამ ლიტერატურული ჟანრის
სფეროში: ძირითადად ეს მოვლენა ინგლისური რომანის ისტორიაში უკავშირდება
შემდეგ ავტორებს: დენიელ დეფოს, ჰენრი ფიდინგსა და სემუელ რიჩარდსონს .

რომანი პოპულარული იყო, რადგან მას შეეძლო მოეწვია ფართო აუდიტორია, ასევე
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ის, რომ ამ პერიოდში ინგლისში დრამატურგიამ და
თეატრმა დაიწყო კლება. რომანის ზრდა შეიძლება აიხსნას იმითაც, რომ ადამიანებს
სჭირდებათ რაღაც ახალი, განსხვავებული, მაგრამ ამავდროულდა მათ რაღაც
ინდივიდუალური სურდათ. ადამიანებს სჭირდებოდათ ისტორიები , რომლებიც
ასახავდნენ მათივე ცხოვრებას და ამ საჭიროებამ წარმოშვა რომანი. გარდა ამისა , მე -18
საუკუნეში საშუალო კლასის აღზევებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა რომანების
განვითარებაზე. რომანი ძირითადად იყო საშუალო კლასის პროდუქტი, მიმართავდა
საშუალო კლასის იდეალებსა და გრძნობებს, ასახავდა სოციალურ მოვლენებს და ასე
შემდეგ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელმაც გავლენა მოახდინა რომანის
განვითარებაზე არის გაზეთების პოპულარობა და პერიოდული გამოცემების ზრდა .
მაგალითად, სემუელ რიჩარდსონის რომანი „პამელა“ თავდაპირველად წერილების
სერიად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ სამაგიეროდ რომანად გადაიქცა . გაზეთები
ძირითადად საშუალო კლასს შორის იყო გავრცელებული. დემოკრატიული მოძრაობა ,
რომელმაც მოიცვა ინგლისი 1689 წელს, ასევე შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ
ფაქტორად, რომელმაც დასაბამი მისცა რომანს მე-18 საუკუნეში. რიჩარდსონის, სტერნისა
და ფილდინგის რომანები ორიენტირებულია უბრალო ხალხის ცხოვრებაზე და არა
მმართველ კლასზე, რაც ითვლება მათი რომანების პოპულარობის ძირითად მიზეზად .

მე-18 საუკუნეში ინგლისური რომანის განვითარების კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ
თეატრი, როგორც ხელოვნების ფორმა, არ იყო ხელმისაწვდომი ძირითადი ფენის
მოსახლეობისთვის, მათთვის რომანი გადარჩენად იქცა. ადამიანები, რომლებიც
წარმოადგენდნენ რომანების აუდიტორიას, მიეკუთვნებოდნენ საშუალო ფენას . მე -18
საუკუნეში დაწერილი რომანებიდან, 1719 წელს გამოცემული დანიელ დეფოს რობინზონ
კრუზო, ფენომენალური მოვლენა იყო. რობინზონ კრუზოს არის ისტორია, რომელიც
გადმოცემულია პირველ პირში, რაც მას ძალიან პირადსა და ავთენტურს ხდის. ეს
რომანი არ არის უბრალოდ ადამიანის მიერ უბინადრო კუნძულის ათვისებასა და
ბუნებასთან თანაცხოვრების შესახებ, ყოველი შემთხვევისთვის, არა მხოლოდ. რომანი
რობინზონ კრუზო მიესადაგება ინგლისის მიერ წარმოებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას ,
კერძოდ კი, მიწების ათვისებას, ველური ხალხის მორჩილებას, ვაჭრობას,
მერკანტილიზმსა და ასე შემდეგ. რობინზონ კრუზო არის ამ პოლიტიკის პროტოტიპი, ის,
თავდეაპირველად გაიქცა სახლიდან თავგადასავლებისა და მოგზაურობობების მიზნით ,
რაც ასევე გვანიშნებს ბიბლიურ სიუჟეტზე, რადგან ის შეეწინააღმდეგა მამის ნებას , მაგრამ
შემგომ ის ჩაება იმპერიალისტურ ცხოვრების სტილში, მან ისწავლა როგორ მოეპოვა
მარტივად და სწრაფად ფული და ეს ცხოვრბეა გახდა მისთვის დამახასიათებელი . სანამ
ის მოჰყვებოდა შტორმში და მას კუნძულზე გაიტანდა, ის გაჰყვა ეკიპაჟს მონების ყიდვის
მიზნად, რაშიც გამოიხატება მისი მატერიალისტური ბუნება და არა მარტო, შემდგომი
ქმედებებიც ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რობინზონ კრუზო არის ტიპური
იმპერიალისტური პოლიტიკის სახე. მიუხედავად იმისა რომ კრუზო იყო ცივილიზაციისგან
მოწყვეტილი, მისი ფულისადმი და მატერიალური საგნებისადმი დამოკიდებულება
აშკარად გამოხატავს იმედს, რომ ის ოდესღაც დაბრუნდება და მას ეს ყველაფერი
გამოადგება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია პარასკევისა და რობინზონ კრუზოს
ურთიერთობის აღნიშვნა, ისევე როგორც კოლონისტის და დაპყრობილი ერის
წარმომადგენლების სახე, რობინზონი ასწავლის პარასკევ კომუნიკაციას , ანუ ის ხდის მას
ცივილიზებულს, აძლევს მას იმის საშუალებას რომ ეკონტაქტოს დანარჩენ სამყაროს, ის
განასახიერებს მისიონერის სახეს და იმ მიზნებს, რასაც კოლონისტები ასახელებდნენ ,
ცივილიზირების მისია. ეს მეტყველებს იმდროინდელი ჰეგემონი სახელმწიფოების
წარმომადგენლების ამპარტოვან ბუნებაზე, ისინი ჩადიოდნენ სხვის ტერიტორიებზე და
მიიჩნევდნენ, რომ მათ ყოველგვარი უფლება გააჩნიათ იმისათვის , რომ მოიქცნენ ისე ,
როგორც მათ სურთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კრუზოს ღირებულებების აღნისვნა ,
მან ცივილიზაციისგან 28 წლის განშორების მიუხედავად მან შესძლო და შეინარჩუნა
მერკანტელისტური ბუნება, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ სახლში ჩასვლისას 28 წლის
შემდეგ ის უბედნიერესი იყო, რომ მისმა პლანტაციამ მას უზარმაზარი სიმდიდრე მოუტანა .
გარდა ამისა, ეს რომანი შეიძლება მივიჩნიოთ პირადი დღიურად, რომელიც
ადაპტირებულია კრუზოს ყოველდღიურ რუტინაზე. ის აღწერს თავის ყოველდღიურ
საქმიანობას, შიშებს, საზრუნავს, საჭმლის პოვნასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ასე
შემდეგ. ეს რომანი იყო ის, რასაც იმდროინდელი მკითხველი მოუთმენლად ელოდა.

რობინზონ კრუზო არის ერთ-ერთი რომანი, რომელმაც განავითარა ინგლისური რომანის


ევოლუცია უფრო დიდ განზომილებაში. ამის შემდეგ რომანები უფრო იხვეწებოდა ,
შემდგომი ავტორები იკვლევდნენ შემოქმედებას, ჟანრებსა და თემებს. ინგლისური
რომანის შემდგომ გავრცელებას ხელი შეუწყო შემდგომმა ფაქტორებმა : სიახლე , ხალხს
ჰქონდა დიდი ინტერესი ლიტერატურის ამ ახალი მიმდინარეობის მიმართ . შემდგომი
ფაქტორი ბეჭდური პრესაა. მე-18 საუკუნეში გაზეთების ფართო პოპულარობამ და
პერიოდული გამოცემებისა და ბიულეტენების გავრცელებამ ხალხს რაღაც ხელშესახები
მისცა. სტამბამ ასევე შეამცირა მელნის, ქაღალდის, წიგნის აკინძვის ფასი და ა.შ . ეს
ყველაფერი უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რადგან წიგნის წარმოება უფრო კომერციული
გახდა. წიგნიერების მაჩვენებლების ამ უწყვეტმა ზრდამ შექმნა მეტი წერილობითი
ტექსტის საჭიროება. ამის წყალობით მკითხველთა აუდიტორიის ზრდამ ავტორებს
საშუალება მისცა დაეწერა მეტი რომანი, ხოლო მკითხველს უფრო ადვილად წაეკითხა
ისინი. გაზეთებმა და სხვადასხვა ბეჭდურმა მედიამ ხელი შეუწყო კითხვის კულტურას
დაბალ ფენას შორის და საფუძველი ჩაუყარა რომანის პოპულარობას. კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საშუალო კლასის აღზევება.

ყველა ამ ცვლილებამ მწერლებს მეტი შემოქმედებითი სივრცე მისცეს. საშუალო კლასის


ძალაუფლების განვითარებამ და სხვადასხვა ინტრიგებმა მისცეს მწერლებს იდეა
ესაუბრათ ამ ფენაში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე. ამ კუთხით რომანი განავითარა
სემუელ რიჩარდსონმა მის ცნობილ ნაშრომებში პამელა და კლარისა, შეიძლება ითქვას ,
რომ მან საფუძველი ჩაუყაა კლასიკური რომანის ჟანრს. ეს ავტორი კარგად იცნობდა
ყველა ფენას და იცოდა ამ საზოგადოებაში არსებული შეხედულებები , პრობლმები და
მოვლენები, სწორედ ასე გაჩნდა იდეა მისი ცნობილი რომანისა „პამელა“, რომელიც
ეხება ბატონსა და მის მოსამსახურეს, რომლის შეცდენას ცდილობდა ბატონი .
აღსანიშნავია, რომ რომანი არის ეპისტორალური ჟანრის, ის აგებულია წერილებზე. ამ
რომანში თავად პერსონაჟი ყვება ამბავს, რაც კიდევ უფრო ემოციურს ხდის მას. ამ
რომანის პოპულარობა განპირობებული იმით, რომ ის დატვირთულია გრძნობებითა და
ემოციებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის, რადგან ამ რომანში
ნებისმიერს შეეძლო საკუთარი გამოცდილების პოვნა და წაკითხვა. ხოლო ამ რომანის
პერსონაჟებს რაც შეეხება, ისინი ისეთივე რეალისტური არიან, როგორც თავად რომანი ,
მაგალითად, პამელა არის უბრალო გოგონა, რომელიც იცავს თავის ღირსებას, ის არის
შეუპოვარი და მტკიცე ხასიათის მქონე, ხოლო რაც შეეხება ბატონს, მისტერ ბის, მას
ძალაუფლება საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა და ამბიციებისა განცდას აძლევს , მას
ჰგონია, რომ ყოველგვარი წინაღობის გარეშე შეუძლია მიიღოს ის, რაც მას სურს და
პამელას შემთხვევაში, მან იცის რომ ის არის ღარიბი გოგონა და ჰგონია, რომ მისი
დამორჩილება არ იქნება მისთვის რთული. მაგრამ ამ რომანში მიმდინარე მოვლენებმა
სულ სხვაგვარად წარმოგივჩინა ეს პერსონაჟი ფინალში, მისტერ ბი რწმუნდება პამელას
პატიოსნებაში და უყვარდებ ის, შემდგომ კი ისინი ქორწინდებიან. ამ რომანმა გვაჩვენა
მისტერ ბის, თავმაღალი ბატონის გარდასახვა, ის რომ სიყვარულის გამო ადამიანებს
შეეძლოთ შეცვლა უკეთესობისკენ და ის, რომ ნამდვილი გრძნობები ვნებაზე ძლიერია ,
რაც ძალიან საინტერესო არის არა მარტო იმდროინდელი მკითხველისთვის , არამედ
დღევანდელისთვისაც.

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ რომანის განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა


განთლების დონე. რომანი აღარ იყო ფუფუნება, რომლის ყიდვაც რამდენიმე რჩეულს
შეეძლო. ის აუცილებლობად იქცა - ცხოვრების წესად. ფაქტორი, რომელმაც ასევე ხელი
შეუწყო ინგლისური რომანის განვითარებას, მომდინარეობდა შესვენებიდან , რომლითაც
ვსარგებლობთ სამუშაო დღის განმავლობაში. ინდუსტრიალიზაციამ, რომელმაც აამაღლა
საშუალო ფენის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, მას არჩევანის საშუალებაც
მისცა, ხალხს შეეძლო გამოეყენა ეს დრო, როგორც მათ სურდათ. გაიზარდა იმ
ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ცოტა ან მეტი დრო ჰქონდათ დასასვენებლად . გარდა
ამისა, საშუალო კლასს ახლა შეეძლო გარკვეული ფუფუნების შეძენა, როგორიცაა
სანთლები და ნავთობის ნათურები, რომლებიც შეიძლება გამოეყენებინათ ღამით
კითხვისას.

მე-18 საუკუნის ინგლისური რომანის მთავარი მახასიათებლებია გამორჩეული , ახალი ,


ცოცხალი და რეალური პერსონაჟები, სხვადასხვა სოციალური კლასებიდან და
გარემოებებიდან, სიუჟეტების სირთულე, რაც ასახავს რამდენად რთული შეიძლება იყოს
თავად ცხოვრება და ასე შემდეგ. ძირითადად ამ ეპოქის ავტორები აქცენტს რეალურ
ცხოვრებისეულ პრობლემებზე აკეთებენ. წინა ეპოქიების ლიტერატურისან განსხვავებით ,
მე-18 საუკუნის რომანის გმირები არ იყვნენ მეფეები, დედოფლები, რაინდები ან
დიდებულები. ამის ნაცვლად, ლიტერატურაში ჩნდებიან უბრალო ადამიანები , რომლებიც
ყოველდღიური საშუალო კლასის ადამიანები არიან სხვადასხვა გარემოებებში .
გასაკვირი არ არის, რომ მკითხველს ამ პერსონაჟების ძლიერი და სუსტი მხარეები
საკმაოდ გასაგები აღმოჩნდა. ამ ეპოქაში რომანების გარემო და სიუჟეტი გადმოსცემს
რეალისტურ ამბავს, გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და არა წარმოსახვითი
ადგილი ან მეფეები. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისურმა რომანმა გზა
გაუხსნა ინდივიდუალობის წარმოჩენას, რამაც თითოეულ ადამიანს მისცა ხმისა და
განცდის საშუალება, რადგან რომანებში ისინი ხედავდნენ თავის ყოველდღიურ
ცხოვრებას, სხვადასხვა მოვლენებს, ცხოვრებისეულ მომენტებს, დრამებს,
თავგადასხავებს, სირთულეებს და ასე შემდეგ .

You might also like