Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

გემის ელექტრონული აპარატურა და მართვის სისტემები (გეამს)

1. რა გამოიყენება გემზე ელექტროენერგიის წყაროებად?

ელ.ენერგიის წყაროებად გემზე გამოიყენება დიზელ-გენერატორები (D/G) , ტურბო -


გენერატორები (T/G), ლილვა გენერატორები (SH/G), ავარიული დიზელ-გენერატორები
(EDG), სანაპირო კვება(SHORE POWER) და აკუმულიატორული ბატარეები(Battery).

2.სად არის განთავსებული ავარიული და მთავარი დიზელ გენერატორები?


გემის მთავარი ელექტრო-ენერგეტიკული დანადგარები როგორც წესი განთავსებულია
სამანქანე განყოფილებაში.

3. რა არის გემზე ელექტრო ენერგიის ძირითადი მომხმარებელი?

გემზე ელექტრო ენერგიის ძირითადი მომხმარებელია (90%) ელექტრო ძრავები .

4.რა შეზღუდვებია დაწესებული გადასატანი ელექტრო განათებისათვის?


გადასატანი ელექტრო განათებისათვის გამოიყენება 50ვოლტამდე ძაბვის კვება .

5.ძირითადად რა სიდიდის სიხშირეები გამოიყენება გემზე?


ძირითადად საზღვაო ფლოტში გვაქვს ორი სიხშირე - 50 და 60 ჰერცი.

6. გენერატორული აგრეგატების სინქრონიზაციის რომელი ტიპებია ცნობილი?

7. რა სიდიდის ძაბვები გამოიყენება გემის განათების სისტემაში ?


გემის განათების ქსელში ძირითადად გამოიყენება 110 და 220 ვ ცვლადი ძაბვა , იშვიათად
ავარიული განათებისთვის 24 ვ მუდმივი.

8. რა სიდიდის ძაბვა გვხვდება კონვენციული გემების ელექტრულ ქსელში?

9. რომელი მოთხოვნები აქვს წაყენებული ავარიულ დიზელ გენერატორებს


საერთაშორის კონვენციებით?
ადგ - ავარიულ მანაწილებელ დაფასთან(ESB) ერთად განთავსებული უნდა იყოს
დატბორვის ზონის - წყალგამყოფი ხაზის (Waterline) ზევით - გემბანზე ,ცალკე
სათავსოში. . მათ უნდა ჰქონდეთ საწვავის მიწოდების და გაგრილების
ავტონომიური სისტემა .

10. დაასახელეთ აკუმულატორული ბატარეების ძირითადი მახასიათებლები.

აკუმულატორული ბატარეამ უნდა უზრუნველყოს სახანძრო სიგნალიზაციის


ელექტროკვების მუშაობა არა ნაკლები 72 სთ.

12. საიდან და როგორ ნაწილდება ელ.ენერგია გემის მომხმარებლებისათვის?

ელ ენერგია ნაწილდება მთავარი და ავარიული მანაწილებელი დაფებიდან


14 . რომელ ჯგუფებად იყოფა ელექტრო ძრავები მუშაობის რეჟიმის მიხედვით ?
პირველ ჯგუფში შევა ელექტრო ძრავები რომლებიც მუშაობს : ხანმოკლე , განმეორებითი -
ხანმოკლე ან შენაცვლებით რეჟიმებში.

მეორე ჯგუფში შევა ელ. ძრავები რომლებიც მუშაობს ხანგრძლივ რეჟიმში თითქმის
უცვლელი დატვირთვით.

16. რა უპირატესობა და ნაკლოვანება აქვთ დიზელ გენერატორებს ტურბო / ლილვა


გენერატორებთან შედარებით?

17. რაზეა დამოკიდებული გემის ენერგო დატვირთვა მოცემულ მომენტში?

18.როგორ ხდება დიზელ გენერატორის ბრუნთა რიცხვის რეგულირება?

დიზელ გენერატორის ბრუნთა რიცხვის რეგულირება ხდება ამძრავი ძრავასათვის


საწვავის მიწოდების რაოდენობის ცვლილებით.

19. რა პირობების შესრულებაა საჭირო სინქრონული გენერატორების პარალელში


შესაყვანად?

სინქრონული გენერატორების ჩართვისას აუცილებელია მისაერთებელი გენერატორის


ძაბვა და სიხშირე გაუთანაბრდეს მომუშავე გენერატორის ძაბვასა და სიხშირეს , აგრეთვე
უზრუნველყოფილი იყოს გენერატორების სინუსოიდების ფაზების დამთხვევა .

20. რა სახის ამორთვები გამოიყენება ელექტრო ქსელის დენური გადატვირთვისგან


დასაცავად? ხანმოკლე დაყოვნებით ამორთვა

21. რა სახის ამორთვა გამოიყენება ელექტრო ქსელის მოკლედ შერთვისგან


დასაცავად?

22. რა დროს ამოირთვება პირველი და მეორე ჯგუფის შერჩევითი ამორთვის


მომხმარებლები?

პირველი ჯგუფი გაითიშება ნომინალზე მაღალი დენის გავლის დროს ან პარალელში


მუშაობისას ერთ გენერატორის ამორთვისას, ხოლო მეორე ჯგუფი მხოლოდ პარალელში
მუშაობისას ერთ გენერატორის ამორთვისას.

23. რა დროს ამოირთვება დაცვა ძაბვის ვარდნისგან?


თუ სისტემაში მოხდება ძაბვის ვარდნა ნომინალიდან 25 % -ით ქვემოთ 0,5 წმ-ს
განმავლობაში მოხდება ACB - ს ავარიული ამორთვა. ეს არის დაცვა ძაბვის ვარდნისგან
24. როდის შეიძლება მოხდეს გენერატორის ძრაულ რეჟიმში გადასვლა და რატომ
არის ის საშიში?

25. როდის და რა სიდიდეზე უნდა ამოქმედდეს უკუ სიმძლავრის რელე?


ძრავულ რეჟიმში მომუშავე ამძრავს შესაძლოა განუვითარდეს დაუშვებლად მაღალი
ბრუნთა რიცხვი , რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული/გამოუსწორებელი
დაზიანებები. ამისგან დასაცავად გამოიყენება უკუსიმძლავრის რელეები, რომლებიც
ამორთავს ძრავულ რეჟიმში მომუშავე გენერატორს 10-20% უკუსიმძლავრის
დაფქსირებისას.

26. რა ტიპის ავტომატური ამომრთველები გვხვდება და რა არის მისი ფუნქცია-


დანიშნულება?
არსებობს სელექციური , არასელექციური და უნივერსალური ავტომატები , გამოიყენება
ელ.წრედების ავტომატური განრთვისათვის ავარიულ სიტუაციაში .

27. რომელი მეთოდით მიეწოდება კვება ცვლადი დენის სამფაზა ასინქრონული


ძრავების უმრავლესობას?

29. რა არის ელექტრო ძრავების გადამეტტვირთვის და მათში მაღალი დენის გავლის


მიზეზები?
მაღალი დენის მიზეზი შესაძლებელია იყოს ძრავის ღერძზე დიდი მექანიკური წინაღობის
არსებობა და სამფაზა კვების წრედში ერთი ფაზის დაკარგვა .

30. რა დანიშნულებით გამოიყენება გემებზე აკუმულატორული ბატარეები?


სახანძრო სიგნალიზაციის ელექტროკვება SOLAS-ის მოთხოვნის მიხედვით უნდა იყოს არა
ნაკლები ორი დამოუკიდებელი წყაროდან. აკუმულატორული ბატარეამ უნდა
უზრუნველყოს მისი მუშაობა არა ნაკლები 72 სთ

31. რამდენია ელექტროლიტის სიმკვრივე მჟავა აკუმულატორებში და ტუტე


აკუმულატორებში?
ელექტროლიტის სიმკვრივეა 1,24-1,27გ/სმ3
32. რამდენი ომია ტუტე და მჟავა აკუმულატორების შიგა წინაღობა?
ტუტე აკუმულიატორების შიგა წინაღობა შეადგენს 0,03 -0,06 ომს
33. რას მოიცავს აკუმულატორული ბატარეების ყოველკვირეული მომსახურება?

ბატარეების ყოველკვირეული შემოწმება მოიცავს ელექროლიტის დონის და სიმკვრივის ,


ძაბვის და დენის გაზომვას , მის ვიზულურად დათვალიერებას, მტვრისგან და მარილის
ნადებისგან გაწმენდას , მეტალური ნაწილების ვაზელინით დაფარვას

35. რომელი დაცვის კლასის ელ მოწყობილობა იდგმება უმეტესად სამანქანე


განყოფილებაში და რომელი ღია გემბანზე?
36. როგორი აკუსტიკური სიგნალები გამოიყენება გემზე სხვადასხვა ტიპის განგაშის
გასარჩევად?
საერთო განგაშისათვის - 7 მოკლე და 1 ხანგრძლივი სიგნალი, სახანძრო განგაშისათვის -
უწყვეტი გონგი. გემის დატოვების ბრძანება - ცხადდება ხმით(კაპიტნის მიერ ) და ერთვის
საერთო განგაშის სიგნალი.

37. რა არის სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების დანიშნულება ?


1. ხანძრის დეტექტორების მდგომარეობის ინფორმაციის შეკრება : 2. დამუშავებული
ინფორმაციის გადაცემა მთავრ კონტროლერზე : 3. ხანძრის ადგილობრივი და გემის
საერთო სიგნალების გააქტიურება, ხანძრის ადგილის ინდიკაცია : 4. სისტემის
ელ.სადენების წრედის გამართულობის კონტროლი: 5. ხანძრის ჩაქრობის საშუალებების
ჩართვა (წყლის მიწოდება, ნახშირჟანგის, ორთქლის, ვენტილაციის გათიშვის, კარების
დაკეტვის და ა.შ .

38. რომელი ტიპის სახანძრო დეტექტორები გამოიყენება გემებზე და რომელ


ფიზიკურ პარამეტრზე რეაგირებენ ისინი?
თბური , კვამლის , ალის , კომბინირებული , ხელის .

39. რომელ ჯგუფებად იყოფა ელექტრო ძრავები მუშაობის რეჟიმის მიხედვით ?


პირველ ჯგუფში შევა ელექტრო ძრავები რომლებიც მუშაობს : ხანმოკლე , განმეორებითი -
ხანმოკლე ან შენაცვლებით რეჟიმებში.

მეორე ჯგუფში შევა ელ. ძრავები რომლებიც მუშაობს ხანგრძლივ რეჟიმში თითქმის
უცვლელი დატვირთვით. ეს არარევერსირებადი ძრავებია და არ მოითხოვენ ბრუნვთა
რიცხვის რეგულირებას. მათი მართვის სქემა შედარებით მარტივია .

40. რა არის მაღალი ძაბვა და რით განსხვავდება დაბალი ძაბვისგან?


მაღალ ძაბვაზე გვაქვს ენერგიის გაცილებით მცირე დანაკარგები . დაბალზე კი პირიქით .

41. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მაღალ ძაბვაზე მომუშავე ელექტრო


მანქანები?

42. მაღალ ძაბვაზე მუშაობის დაწყებისას უსაფრთხოების წესები გამოისახება აბრევიატურით


DIE.
როგორ იშიფრება ის?
D - disconnect - გათიშე I – isolate დააიზოლირე E - earth - დაამიწე

43. როგორი კონსტრუქციებით ხდება ელექტრული ძრავების გაგრილება?


ელ. ძრავების ლილვზე გარედან მოთავსებულია ვენტილატორი რომელიც აგრილებს
კორპუსს.
44. რა ტიპის დნობადი მცველები გვხვდება, რა არის მისი დანიშნულება და როგორია
მათი კონსტრუქცია ? დნობადი მცველის მთავრი ელემენტია მეტალური დნობადი ძაფი
ან ფირფიტა , რომელიც დნება მაღალი დენის ზემოქმედებით

45. რა დასაშვები ნორმებია გემებზე იზოლაციის წინაღობისათვის და როგორ ხდება


მისი კონტროლი?

46. აღწერე გენერატორული აგრეგატების პარალელური მუშაობის უპირატესობები

-უზრუნველყოფილია თითოეული გენერატორული აგრეგატის მუშაობა მ.ქ კოეფიციენტის


უმაღლესი მნიშვნელობების დროს; - მიიღწევა ენერგეტიკული სიტემის დიდი
საიმედოობა, რადგანაც სიმძლავრის რამდენიმე გენერატორულ აგრეგატზე განაწილების
დროს მცირდება მთლიანი ენერგომომარაგების სისტემის მტყუნების ალბათობა ; -
შესაძლებელია დატვირთვის გადატანა ერთი გენერატორიდან მეორეზე მომხმარებელთა
კვების შეწყვეტის გარეშე; - მცირდება გემის ქსელის ძაბვისა და სიხშირის მერყეობა
ელექტროენერგიის მომხმარებელთა დატვირთვის ცვლილების დროს; -
უზრუნველყოფილია გენერატორების შეცვლის შესაძლებლობა დათვალიერებისა და
შეკეთების მიზნით. - მ.მ. დაფის სქემები მარტივდება;

47. აღწერე გენერატორული აგრეგატების პარალელური მუშაობის ნაკლოვანებებია


- მოკლე შერთვის დენების მნიშვნელოვანი გაზრდა და შესაბამისად მოთხოვნების
გაზრდა მ.მ. დაფაზე დადგმული საკომუტაციო და დამცავი აპარატების გარღვევის უნარის
მიმართ; - გენერატორებს შორის ტვირთის გადანაწილებისა და მათი მუშაობის
მდგრადობის უზრუნველყოფა, მმდ-ის სინქრონიზაციის მოწყობილობით აღჭურვის
საჭიროება.

48. რა დანიშნულება აქვს და როდის გამოიყენება თანმიმდევრული-დაყოვნებით


გაშვების სისტემა?

49. გემის ელექტრულ სისტემაში გამოყენებული გარდამქმნელები და მათი


დანიშნულება.
51. რა ექსპლუატაციის პირობებზეა გათვლილი გემის ელექტრო მოწყობილობები?
1. ტემპერატურული რეჟიმი: სამანქანე განყოფილებაში 0-დან 450C-მდე, გემბანზე -30-დან
450 -მდე. საცხოვრებელ სათავსოებში -10-დან 400C-მდე. 2. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა
გემბანზე 70-დან 100%-მდე, სამანქანე განყოფილებაში 40-დან 95%-მდე. 3. გემის
ხანგრძლივი გადახრა, რწევა, სხვადასხვა მექანიზმების მუშაობისას შექმნილი ვიბრაცია .
4. სამანქანე განყოფილებაში ნავთობის / ზეთის ნისლი (20მგ 1მ 3 ჰაერში) და მარილების
(5მგ 1მ 3 ჰაერში) მაღალი შემცველობა. 5. ღია გემბანის ელ. ძრავები ხშირად იფარება
ზღვის ტალღებით ხოლო არქტიკულ წყლებში ცურვისას იყინება.

60. რა საფრთხეები იქმნება სამფაზიანი ასინქრონული ძრავში ერთ-ერთი მკვებავი


ფაზის გაწყვეტით და რა დაცვის საშუალებები გვაქვს?
61.ჩამოთვალეთ გემის მართვის,საკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემები
1. სამანქანე ელექტრული ტელეგრაფი 2. შიგა სატელეფონო კავშირი 3. სასიგნალო -
მაფრთხილებელი სისტემები : 3.1 საერთო განგაში(General alarm) 3.2 სახანძრო განგაშის
სისტემა (Fire Alarm System) 3.3 მოცულობითი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაშვების
გამაფრთხილებელი (CO2 alarm) 3.4 მექანიზმების ავარიულ-მაფრთხილებელი
სისტემა(Alarm Monitoring System) 3.5 მექანიკოსების ჯგუფური გამოძახების(Engineer call) 3.6
სამანქანო განყოფილების მომსახურე პერსონალის ქმედითუნარიანობის (Dead Man Alarm)
3.7 ფეთქებადი და ტოქსიკური აირის აღმოჩენის(Gas Detection System) 3.8 სამაცივრო
სექციაში ჩაკეტვის (Ref. chamber alarm)

62.რა დანიშნულება აქვს სამანქანე ტელეგრაფს?


სამანქანე ტელეგრაფი ეწოდება მოწყობილობას, რომლის დანიშნულებაა ბრძანებების
გადაცემა ხიდურიდან სამანქანო განყოფილებაში - გემის მთავარი ძრავას (Main Engine)
მუშაობის რეჟიმის შესაცვლელად .

63.რა საკომუნიკაციო სისტემები არის გემზე?

64. რა ტიპის განგაშის სიგნალებს იცნობთ?

65.სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების დანიშნულება


1. ხანძრის დეტექტორების მდგომარეობის ინფორმაციის შეკრება : 2. დამუშავებული
ინფორმაციის გადაცემა მთავრ კონტროლერზე : 3. ხანძრის ადგილობრივი და გემის
საერთო სიგნალების გააქტიურება, ხანძრის ადგილის ინდიკაცია : 4. სისტემის
ელ.სადენების წრედის გამართულობის კონტროლი: 5. ხანძრის ჩაქრობის საშუალებების
ჩართვა (წყლის მიწოდება, ნახშირჟანგის, ორთქლის, ვენტილაციის გათიშვის, კარების
დაკეტვის და ა. შ)

66.რა ტიპის სახანძრო დეტექტორებს იცნობთ?

თბური , კვამლის , ალის კომბინირებული , ხელის .

67.ადგილობრივი (მოცულობითი) სახანძრო სისტემებში კომბინირებული


დეტექტორის მოქმედების პრინციპი

4. კომბინირებული---შეიცავს ზემოთხსენებული სენსორების ორ ან სამ ტიპს

68. ხანძრთან ბრძოლის რა სტაციონარული საშუალებებია გემზე?


ქაფით(Foam) და ნახშირორჟანგით (CO2) ცეცხლის ქრობის სისტემები.

69.ჰაერის შემადგენლობის კონტროლის სისტემის დანიშნულება


Gas sampling system - განკუთვნილია ფეთქებასაშიში და ტოქსიკური აირების სინჯების
აღების და ანალიზისთვის გემის იმ უბნებიდან, სადაც არის საფრთხე ასეთი გაზების
დაგროვების .ესენია ნავთობრეზერვუარების მომიჯნავე განყოფილებები : საბალასტო
ტანკები, სატუმბო განყოფილება, კოფერდამემები და სხვა

70 . სამანქანე განყოფილების განგაშისა და სამეთვალყურო სისტემის


დანიშნულება(Alarm and Monitoring System)
სამანქანე განყოფილების განგაშისა და სამეთვალყურო სისტემა (Alarm and Monitoring
System)მიზნად ისახავს მექანიზმების მუშა პარამეტრების კრიტიკული ცვლილებისას
გამოსცეს მაშუქი და ხმოვანი სიგნალები სამანქანო განყოფილებაში და ხიდურზე .

71. Dead Man alarm (ადამიანის ქმედითუნარობის კონტროლი) სისტემის


დანიშნულება.
სამანქანე განყოფილების ვახტისგარეშე (Watch-Free) რეჟიმში ყოფნისას , მექსნიკოსებს
უწევს მექანიზმების პერიოდული ინსპექტირება - შემოვლა . ამ დროს ისინი მარტო
იმყოფებიან სამანქანე განყოფილებაში. უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
სამანქანე განყოფილებაში შესვლის წინ ისინი ვალდებული არიან გააქტიურონ Dead Man
alarm-ის სისტემა , რომელიც მაქსიმუმ ყოველ 12 წუთში მოითხოვს მომსხურე პერსონალის
მიერ თავისი ქმედითუნარიანობის დადასტურებას- სპეციალურ ღილაკზე ხელის დაჭრით.

72. რას შეიცავს გემის დატბორვის საწინააღმდეგო სისტემა


გემის დატბორვის საწინააღმდეგო სისტემა შეიცავს წყალშეუღწევ კარების და ნადენი
წყლების ჭის (Bilge Well Alarm) სიგნალიზაციას.

73.რა ეფუძნება მიახლოვების სენსორი (PROXIMITY SWITCH) მუშაობის პრინციპი?


PROXIMITY SWITCH მუშაობის პრინციპი ეფუძნება მეტალური ობიექტის მიახლოვებისას
მგრძნობიარე (უკონტაქტო) წრედში ინდუქტიურობის ცვლილებას , რაც თავის მხრივ
სიგნალს აძლევს მართვის წრედს და წარმოქმნის კონტაქტის სიგნალს.

74. გემის შესაძლო დატბორვისას პირველ რიგში საიდან წამოვა განგაშის სიგნალი?
ჭაში განთავსებულია ტივტივა ამომრთველი(Float Switch)-რომელიც უზრუნველყოფს
სიგნალიზაციის ამოქმედებას.Bilge Well Alarm

You might also like