Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ტრეფიკინგი

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) განიხილება, როგორც მონობის თანამედროვე, სახეშეცვლილი


ფორმა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული მოიცავს
პირის ძალისმიერი, მოტყუებითი ან იძულების სხვა საშუალებებით გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას,
შეფარებას ან მიღებას ექსპლუატაციის მიზნით, რომელშიც მოიაზრება როგორც კომერციულ-სექსუალური, ასევე
შრომითი ექსპლუატაცია

საქართველოს ოც ქვეყანასთან აქვს გაფორმებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პოლიციის სფეროში


ორმხრივი თანამშრომლობის საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ადამიანით
ვაჭრობასთან ბრძოლის სფეროშიც. ტრეფიკინგის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიებების გატარების მიზნით,
შესაბამისი ოქმი ხელმოწერილია თურქეთის რესპუბლიკასთან. სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული
საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, შექმნილია ადამიანით

საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ბაზაზე შექმნილია ადამიანით
ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა
და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომელიც
ემსახურება ტრეფიკინგის
მსხვერპლთა/დაზარალებულთა დახმარებასა და
დაცვას. ფონდის ფუნქციებში, ასევე შედის
მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით უზრუნველყოფა.

You might also like