Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

2021-2022

არ ვიცი ახლა ამას რატო ვწერ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ გარდა ვერავინ
წაიკითავს. არ ვიცი როგორ და როდის, მაგრამ მაქვს იმის იმედი, რომ გაიგებს ერთი
ადამიანი ყველა იმ გრძნობას რასაც რამდენიმე თვეა მაგრძნობინებს.

ეს გრძნობა თავდაპირველად იყო სიყვარული, სიხარული და ბედნიერების პიკი. მართალია


ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბავშობის შემდეგ
ერთადერთი რამ არის რამაც გამახსენა ის, თუ რას ნიშნავს ბედნიერება.

ყველაფერი 2021 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც პირველად ვნახე ჩემი ერთადერთი
ნი. ამ ღამეს ნინი გავიცანი რუსკასგან, მაგრამ როგორ მახსოვს გაურკვევლობაში მყოფი ჩემი
თავი, როდესაც რთული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვიყავი, იმდენად არეული
ვიყავი, რომ ნინის სახელიც ვერ დავიმახსოვრე. ყოველთვის მაინტერესებდა, რა მინდოდა
რუსკასთან, რადგან ვგრძნობდი რომ ეს არ იყო ის ადამიანი ვისთანაც მომავალი მქონდა.
ბოლოს მივხდი, რომ მან ის მაგრძნობინა რაც ყოველთვის მაკლდა. ეს იყო სითბო. მართალია
არ იყო ნამდვილი გრძნობა, თუმცა მზად ვიყავი თვალი დამეხუჭა და ისევ მეგრძნო.

სწორედ ამ ღამეს ნინიში რაღაცამ მომხიბლა. არ ვიცი ეს მისი ლამაზი ცისფერი თვალების
ბრალი იყო, მისი ტკბილი ხმის, თუ ქერა თმის, მაგრამ ვხედავდი რომ ყველასგან
განსხვავებული იყო. ეს ღამე თავიდან ბოლომდე მახსოვს ყველა დეტალით. მახსოვს, რომ
პირბადეში იყო და ღმერთო რა ლამაზი იყო. ისიც მახსოვს, რომ ჩანთა ჰქონდა და შიგნით
სუნამო ედო. მახსოვს ყველა ის სიტყვები რაც იმ ღამეს ითქვა, მახსოვს ყველა ის მოაძრაობა
რაც იმ ღამეს ვნახე და მახსოვს ყველა ის გრძნობა რაც იმ ღამეს ვიგრძენი. ეს იყო ბედნიერება.
ყოველ მისვლაზე მახსენდებოდა ის სკამი და მახსოვს როგორ ვიღიმოდი იმ სკამის
დანახვაზე, ახლა კიდევ მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ და ალბათ არც არასდროს შევდგავ ფეხს
იმ ადგილას.

გავიდა რამდენიმე დღე და გადავწყვიტე, რომ არ იყო დასაკარგი გოგო და როგორც მინიმუმ
ქუჩაში რომ შემხვედროდა უნდა მეცნო. ზუსტად მახსოვს 24 ოქტომბერი იყო და ვკითხე
რუსკას ნინის სახელი და გვარი. დავიმატე და პირველად დამიreplyა სთორიზე.
ანალოგიურად გავაკეთე მეც და არაფერი მოხდებოდა შემთხვევით რომ არ აგმოღვეჩინა რომ
თურმე ერთად გავიზარდეთ და ისეთი მოგონებები გავაკავშირებდა რომელიც ვერ
წარმომედგინა, რომ ჩემ გარდა ვინმეს ჰქონდა შემორჩენილი. იმდენად მსიამოვნებდა მასთან
საუბარი სიტყვებით ვერ აღვწერ. ალბათ იმიტომ, რომ უზომოდ ჭკვიანი იყო და სხვებისგან
განსხვავებით თავის მომავალზე ფიქრობდა და ყველაფერს სერიოზულად ეკიდებოდა.
კარგად მახსოვს ის ერთი ღამე, როდესაც საბნებში გახვეულებს წყალი გვინდოდა და ადგომა
გვეზარებოდა. ერთი შეხედვით უაზრო მაგრამ მინც ტკბილი მოგონებაა. კარგად მახსოვს
ღამე ყველა ის სასაუბრო თემები. უბრალოდ მიხაროდა ძლივს ასე კარგად ვიღაც, რომ
მომყვებოდა საუბარში. იდეალურად დაბალანსებული ყველაფერი სარკაზმი, ირონია,
სერიოზულობა, ბავშვობა, სიამაყე, დრამა და ასე შემდეგ...

ძალიან მომწონდა მისი თვითშეფასება და მაღალი სტანდარტები, ჩემთვის რომ ეკითხათ


როგორი უნდა იყოს იდეალური გოგოო პირველი ალბათ ნინი გამახსენდებოდა. მახსოვს
ყოველ საღამოს ვწერდით ერთმანეთს, ერთ დღეს მე ვიწყებდი საუბარს, მეორე დღეს ის და
თუ რომელიმე დაარღვევდა ამ კანონზომიერებას, ორივეს სიამაყისგამო შეწყდებოდა
ყველაფერი. ამ ყველაფერს მაშინ მეგობრულად ვუყურებდი სანამ ერთი პაუზის შემდეგ არ
აღვადგინეთ ურთიერთობა. ამ ყველაფრის შემდეგ უფრო და უფრო ვუახლვდებოდით
ერთმანეთს. დღე არ გავიდოდა ისე, რომ არ მოგვეყოლა ჩვენი ამბები. ტკბილად მახსოვს ის
ნახევრად გათენებული ღამეები და ჩვენი არასერიოზული დრამები. იმდენი სასაუბრო თემა
გვქონდა ძლივს ვიშლებოდით.

13 ოქტომბრის შემდეგ პირველად მაშინ შევხდით 4ში ერთმანეთს, როდესაც ქუთაისიდან


ჩამოვიდა. უზომოდ ლამაზი იყო,ხოლო მისი სუნამოს სურნელი ისეთი ტკბილი ისეთი
ტკბილიი, რომ მთელი გზა ვგრძნობდი და ძალიან ბედნიერი ვყავი, დამავიწყდა ყველანაირი
პრობლემა. ამ დროს მვხვდი, რომ მის მიმართ სერიოზული გრძნობები მქონდა და
ვფიქრობდი რომ ისიც იმავეს გრძნობდა, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული. ერთ დღესაც,
როდესაც გასულები ვიყავით ხატში(ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღე და მოგონება)
მივხვდი, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი მასთან თავს და ვფიქრობ, რომ მანაც
იგივე იგრძნო, რადგან თავისი ტრამვის შესახებ მომიყვა. მახსოვს, როდესაც იმ სკამზე
ვიჯქით და მთვარეზე მკითხა, მე კიდე არ ვიცოდი რას ნიშნავდა და სახლში მისულმა
გაგებულს სიხარული სად წამეღო არ ვიცოდი. მაგრამ ამ სიხარულთან ერთად რაღაც მჭამდა
შიგნიდან არ ვიცოდი სერიოზულად მითხრა თუ არა და აი ისიც დიდი ხნის მონატრებული
overthinking დაბრუნდა და ეს ბდენიერება მაშინვე გააქრო. მალევე იმოქმედა ამან
ურთიერთობაზე, რადგან ვერაფერს ვშველიდი ამ მოუშორებელ ფიქრებს. და აი დადგა ის
დღეც, როდესაც სერიოზულად ვისაუბრეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებოდი სავარაუდო
პასუხს, მისი პასუხი მაინც რაღაცნაირად მოულოდელი იყო. ძალიან მომხვდა გულზე, იმ
ღამეს გავათენე იმაზე ფიქრში, თუ რა იყო შემდეგი ნაბიჯი. გულის სიღრმეში ყოველთვის
ვიცოდი, რომ უნდა შემეწყვიტა ყველაფერი და მცდელობაც მქონდა რამდენჯერმე, მაგრამ
იმდენად მიყვარდა იმდენად, რომ მზად ვიყავი ნებისმიერი რამ გამეკეთებინა ოღონდაც
ბედნიერი ყოფილიყო. ვცდილობდი თვალი დამეხუჭა და ყურადღების გადატანასაც
ვახერხებდი მაგრამ ბოლოს ღამე ისევ ჩემ თავთან და ფიქრებთან ვიყავი რომელთაგანაც
თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. ღამე overthinking-ით დაძინება და დილის 5 საათზე
ტკივილით გაღვიძება, უბრალოდ ძილში ფიქრი და ერთი და იგივე მომენტების ტრიალი.
ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ სხვანაირი წარმოვედგინე და როდესაც გამიცნო იმედები
გაუცრუვდა. არვიცი შეიძლება მართალიც არის. მოკლედ, მანადგურებდა ის გრძნობა, რომ
ყველაფერი სულ სხვანაირად წარმომედგინა და სინამდვილეში სხავანირად აღმოჩნდა.
კარგად მესმოდა მისი, მაგრამ რაღაც დონეზე ბრაზსაც ვგრძნობდი.

24/7-ზე ვამოწმებდი ლოკაციას და ინსტაგრამსაც. უკვე იმ დონეზე ვიყავი, რომ უბრალოდ იმ


მწვანე წერტილის დანახვაც მაბედნიერებდა active სტატუსზე. რაღაც პერიოდი შევეგუე და
დავიწყება დავიწყე უკეთესადაც ვგრძნობდი თავს, თუმცა ერთი უბრალო მესიჯიც საკმარისი
იყო, რომ ეს ყველაფერი დამებრუნებინა, ისევ მეგრძნო ის გრძნობა რასაც თავიდან
ვგრძნობდი, ნუ ახლა უკვე ყალბი მაგრამ იმ მომენტში მაინც რომ მეგრძნო წამიერად
ბედნიერება, მზად ვიყავი ისევ შემეტოპა უკვე გადალახულ ტანჯვაში.
ასეც მოხდა იგივე წრეზე დავიწყე ბრუნვა. ვიცოდი, რომ ძალიან ცუდ რამეს ვუკეთებდი
საკუთარ თავს, მაგრამ არ ვჩერდებოდი და უფრო და უფრო ღრმად შევდიოდი. ვერ
წარმოიდგენს ვერავინ რამხელა სიამოვნებას ვგრძნობდი მასთან საუბარში, არ ქონდა
მნიშვნელობა თემას, ოღონდაც გვესაუბრა და ღმერთო როგორ მიყვარდა მისი წუწუნი
უბრალო რამეებზეც კი, შემეძლო უსასრულოდ მესმინა და არ დავღლილიყავი. მახსოვს რაც
არ უნდა ცუდ ხასიათზე ვყოფილიყავი მისი უბრალო რას შვრები გულს როგორ მითბობდა
და მავიწყდებდა ყველაფერს ცუდს. ემოციების დამალვაში ყოველთივის საუეთესო ვიყავი,
მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებდი სანამ ერთ დღესაც მანქანაში არ ვიჯექი დედაჩემთან და
ნინის მოწერილი რომ ვნახე სიახრულისგან ისე მეცინებოდა თავს ვერ ვიკავებდი და იმის
თავიც არ მქონდა რომ დედაჩემისთის ნორმალურად დამემალა ეს გრძნობა. ამ დროს მივხდი,
რომ ყველაფერი იმაზე ცუდად იყო ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. ყველაფერს ძალიან
კარგად ვხედავდი, მაგრამ არ ვჩერდებოდი და უფრო და უფრო ვამძაფრედი გრძნობებს
თითქოს სადღაც ბოლოში იმედი იყო. რაც უფრო მძაფრდებოდა სიყვარული მით უფრო
მწარე იყო ყველა ის ფიქრები ყოველ საღამოს. მართალია ბედნიერებას ვგრძნობდი, მაგრამ
საერთო ჯამში ტკივილი მრჩებოდა მაინც. ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს მისი
აივნისკენ გახედვა და იმედი, რომ უბრალოდ დავინახავდი, ხოლო როდესაც ვხედავდი
უზომო ბედნიერება ასეთ წვრილმანებზე. მიკვირდა ჩემი თავის ამ დონემდე, როგორ მივედი
ასეთ მდგომარეობაში როგორ ამოვყავი თავი. ყოველ მესიჯზე იმის მოლოდინი, რომ ეს ნინი
იყო და შემდეგ იმედ გაცრუება. ამ გრძნობამ იმდენად დამღალა, რომ ბოლოს ყველა
დავმიუთე ნინის გარდა და როდესაც ტელეფონის ვიბრაცია მესმოდა ვიცოდი, რომ ეს ნინი
იყო. ტიკტოკის საათობით სქროლვა იმის იმედით, რომ რამე ისეთს ვიპოვიდი რასაც
სთორიზე დავდებდი და შემდეგ მისი პასუხის მოლოდინი. მუსიკის ფონზე fake scenarios და
ჩვენს მომავალზე ოცნება. ყოველ წამს მასზე ფიქრი და შემდეგ ისევ მოუშორებელი
უსასრულო აზრები რომლებიც შიგნიდან მჭამდნენ. დანგრეული კოშკების თავიდან შენება
და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერად დანგრევა.

ყველა მაფრთხილებდა შეეშვი თორემ შეეწიერბიო, არ იმსახურებს შენს მასეთ სიყვარულსო,


მაგრამ ისინი ხომ არ იცნობდნენ ნის ისე როგორც მე, ამიტომ ისევ თვალს ვხუჭავდი და
ვაგრძელებდი ყველაფერს. ისეთ რამეებს ვხედავდი რომ სხვები ვერ ხედავდნენ ან
უბრალოდ იმდენად მიყვარდა, რომ ასე მეჩვენებოდა. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ მისს
თითოეულ სიტყვას ისე ვენდობოდი, რომ ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი სიმართლეში.
ცხოვრებაში პირველად ვხედავდი გოგოსთან მომავალს და ვგრძნობდი უზომოდ დიდ
პოტენციალს. ბოლოს იმ დონემდე მივედით, რომ მართლა დავიჯერე თითქოს ყველაფერი
ეწყობოდა. ეს ჩემი ბათუმის პერიოდი იყო. იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს რომ
რამდენიმე დღე საერთოდ გადამავიწყდა ის ბნელი ფიქრები, რომელიბც ცხოვრების
ბედნიერებას მიკლავდნენ. ერთი სული მქონდა გამეღვიძა და მიმეწერა. მახსოვს როგორ
ვეუბნებოდი მეგობრებს, რომ ძლივს სწორი ადამიანი ვიპოვე რომელმაც ცხოვრების ხალისი
დამიბრუნა და მზად ვიყავი ყველაფერი მექნა მისთვის. ღამის საუბრები და მუდამ
ტელეფონი ხელში, ის ხომ ჩემი მთავარი პრიორიტეტი იყო. ოჯახის წევრებსაც კი არასოდეს
ვყავდი ნანახი ასეთი ბედნიერი. ღმერთო რა კარგი გრძნობა იყო იმ ილუზიებში ცხოვრება.
ნამდვილად ბოლო პერიოდის საუკეთესო დღეები იყო, მაგრამ რათქმაუნდა ბედნიერება ხომ
დროებითია და ყოველთვის ცუდი მოჰყვება. რაც უფრო დიდია ბედნიერება მით უფრო
დიდი უბედურება მოსდევს უკან. როდესაც მეგონა, რომ ყველზე ცუდი უკვე მომხდარი იყო
და უარესი ვერ წარმომედგინა, სინამდვილეში ყველაფერი წინ იყო და ყველა ის უბედურება
ამასთან შედარებით არაფერი იყო. ნელ-ნელა ვხედავდი როგორ ბეზრდებოდა ეს ყველაფერი,
ნელდებოდა პასუხები და ყოველ ჯერზე პასუხი უფრო და უფრო მშრალი იყო. ალბათ
სწორიც იყო, იდეალური ურთიერთობა ხომ მოსაწყენია. ნელ ნელა ბრუნდებოდა ისევ ის
წუხილი ოღონდ ამჯერად ისეთი მტკივნეული იყო, რომ ატანა შეუძლებელი იყო. არ ვიცოდი
რა უნდა მექნა, რას უნდა ჩავჭიდებოდი და ალბათ ბევრი სისულელეც გავაკეთე. ყველაზე
მტკივნეული მაინც იმაზე ფიქრი იყო, რომ მე მხოლოდ ყურადღების წყარო ვიყავი და
მხოლოდ მაშინ ვახსენდებოდი, როდესაც მოიწყენდა და წარმოდგენაც არქონდა რა დონეზე
მიყვარდა. ბოლოს ისე ავირიე ვეღარ ვარჩევდი რა იყო სიმართლე და რა არა.

დადგა ყველაზე საშინელი 9 აგვისტო და ამ დღეს მიღებული პასუხები ისეთი მტკივნეული


იყო ისეთი მტკივნეული, რომ ასე თავი ჯერ არასოდეს მიგრძვნია. თითოეული სიტყვა
დანასავით მერჭობოდა გულში. პირდაპირი მნიშვნელობით გული მტკიოდა, თვალებში
მიბნელდებოდა და თავი მტკიოდა იმდენი აზრი მიტრიალებდა თავში. ასეთი რამე ჯერ არ
მომსვლია, რამდენიმე ხნის შემდეგ მოვედი ძლივს აზრზე. მერჩივნა უხეშად ეთვქა, რომ
თავი დამენებებინა ვიდრე ისე როგორც მითხრა. მესმის, რომ არ უნდოდა ჩემი წყენა, მაგრამ
არ არის ადვილი იმ ადამიანისგან იმის მოესმენა, რომ გაუხარდება ვინმე სხვა რომ იპოვო და
ცხოვრება აიწყო, როდესაც შენი ოცნებები ამ ადამიანზეა აგებული. ამის შემდეგ არავისთან
აღარ მინდოდა კონტაქტი. მხოლოდ ერთი და იგივეს ვატრიალებდი თავში და მხოლოდ იმას
ვნატრობდი, რომ ნეტავ იმ დღეს ელექტრონიკაში ფეხი არ შემედგა და არც არასოდროს
შევხვედროდი. ყოველ ღამე მტანჯავდა იმაზე ფიქრი, რომ იმ დროს ბედნიერი სულ
ტყუილად ვიყავი და სინამდვილეში ჩემი ბედნიერება და სიხარული მხოლოდ ჩემივე
ოცნებებზე იყო აგებული. ყოველი დღე წინასთან შედაებით უფრო და უფრო რთული იყო და
ჩემი მდგომარეობაც დღითი დღე უარესდებოდა. არმესმოდა ასე რატომ ხდებოდა იმის
მაგივრად, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წასულიყო, თითქოს უბსრკულში ვიყავი
გადაჩეხილი და ყოველ ჯერზე, როდესაც ამოსვლას ვცდილობდი უფრო და უფრო ღრმად
ვიჩეხებოდი. მზად ვიყავი ეს ყველაფერი ფიზიკურად მეგრძნო, თუნდაც ყველაზე
მტკივნულად ოღონდაც ჩემი თავიდან გამქრალიყო და ყოველ ღამე არ დავეტანჯე. არავის
ვუსურვებ ასე ყოფნას.

გრძნობ საშინელ თავის ტკივილს, გრძნობ იმას თუ როგორ გეხვეწება ტვინი, რომ შეწყვიტო
ამაზე ფიქრი, თუმცა ვერ ჩერდები. თითქოს ყელში გეჩხირება რაღაც მაგრამ თავს ვერ შველი.
ყვრილი გინდა, რომ ყველაფრისგან დაიცალო, თუმცა ვერ ყვირიხარ, რადგან თავი ისე უნდა
გეჭიროს თითქოს ყველაფერი კარგადაა. რა აზრი აქვს ამ ყველაფრის ოჯახისთვის ან
მეგობრებისთვის თქმას, ისინი ხომ ვერ გაიგებენ რას გრძნობ. მინდოდა ჩემ თავში იმედი
მეპოვნა, მაგრამ ვერ ვპოულობდი. არ ვიცოდი რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ჩემი
მდგომარეობა გამოსწორებულიყო, თუმცა ფეხზე ვიდექი და ვაგრძელებდი ამ მოუშორებელი
წამებით ცხოვრებას. დღემდე ვნატრობ ნეტავ იმ ბიჭს ჩემთან რამე შეშლოდა სულ პატარა
რამე მაინც, რომ მიზეზი მქონოდა და მთელი ეს ტკივილი ფიზიკურად გადამეტანა მასზე.
ჩემი საყვარელი ნინი...

რას არ ვიზამდი მისთვის, რას არ გავაკეთებდი, ყველაფრისთვის მზად ვიყავი ზედმეტი


ყოყმანის გარეშე, მზად ვიყავი ვყოფილიყავი უბრალო ყურადღების წყარო ოღონდაც
ბედნიერი ყოფილიყო. მისგან შეყვარებულობს არც არასდროს მოვითხოვდი, მხოლოდ
მინდოდა ვყოფილიყავი ის ადამიანი რომელიც მუდამ გვერდში ედგებოდა და ცხოვრების
მიზნების მიღწევებში დაეხმარებოდა ზედმეტი მოვალეობების გარეშე. მაგრამ ვერ ვიქნები ის
ადამიანი რომელიც მშვიდად უყურებს იმას თუ როგორ იკავებს ჩემს საოცნებო ადგილს
ვიღაც სხვა. ვერ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც მოუსმენს მას, თუ როგორ ელოდება ვიღაც
სხვას. ყველაზე მეტად იმ დღის მეშინოდა, როდესაც ვიღაც სხვა შემცვლიდა ისე, რომ ვერც
გაანალიზებდა ნი ჩემს სიყვარულს. დღემდე მიხარია მისი მესიჯები მაგრამ თან მეშინია,
თითქოს რაღაც ისეთი უნდა მითხრას რაც მიწასთან გამასწორებს. ის ტკივილი არსად
გამქრალა დღემდე თან დამყვება და მეშინია რომ ერთ დღესაც ისევ იგივე წრეზე წავალ.
ახლაც მტკივა ისე მტკივა, რომ პუზის გარეშეც ვერ ვწერ პირდაპირი მნიშვნელობით
ვტირივარ. იმის გააზრება, რომ ნინის აივნისკნ გავიხედავ და ისე ვეღარ შევხედავ როგორც
მანამდე ვუყურებდი გულს მიკლავს. ყოველთვის მეგონა, რომ პოეტები ყველაფერს
აბუქებდნენ და აზვიადებდნენ სიყვრულზე, თუმცა ახალა ძალიან კარგად მესმის და არ
მეგონა ოდესმე ამას თუ ბოლომდე გავიაზრებდი.

ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ ნინიზე მეტად არავინ მეყვარება, რადგან რაც კი სული
და გული მქონდა შეძლებისდავარად ყველაფერი ჩავდე და ასეთ შეცდომას სხვასთან აღარ
გავიმეორებ. ძალიან მწარე გაკვეთილი ვისწავლე, საერთოდ არამგონია როდესმე ის დღე
დადგეს, რომ ამის შემდეგ ურთიერთობას სერიოზულად შევხედო.

საბოლოოდ ნინის არაფერში ვადანაშაულებ, გულს ვერ უბრძანებ, ჩემი ბრალია ყველაფერი
თავიდანვე მაფრთხილებდა და ამ ყველაფრის დანახვა არ მინდოდა. ერთადერთი შეეძლო
პირდაპირ ეთქვა, რომ შანსი არ მქონდა და არანაირი ჩვენ არ არსებობს. წარმატებებს
ვუსურვებ ცხოვრებაში, იმედი მაქვს ისეთს იპოვის ვინც იმსახურებს. ახლაც მტკივა, ძალიან
მტკივა ამას რომ ვწერ, პირდაპირ გული მტკივა და ცრემლები მომდის.

მალე გავა 1 წელი 13 ოქტომბრიდან. საკმარისად დავიტანჯე, ყველაფერი რაც მის თავს
მახსენებს, ყველა ის სიმღერა რომელის ფონზეც ბედნიერი ნინიზე კოშკებს ვაშენებდი,
ყველა ის ვიდეო სადაც ჩვენი თავი წარმომედგინა, ყველა ის თარიღი რომელიც კალენდარზე
მქონდა მონიშნული როგორც საუკეთესო დღეები, აღარ არის ტკბილი მოგონებები
რომლებიც ერთ დროს მაბედნიერებდა ახლა მხოლოდ იმას მახსენებს, თუ რამდენად
სულელი ვიყავი, რამდენად მეოცნებე, რამდენად თვალახვეული და რამდენად სასტიკი ჩემი
თავის მიმართ. ეს ტკივილი მუდამ თან დამყვება და ვიცი, რომ კიდევ უფრო გაუარესდება.
ცხოვრებაში ამდენი სითბო ჯერ არავისთან გამომიხატავს, ოჯახის წევრებთანაც კი და ამის
გამო ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ გულ ცივი ვიყავი. არავინ იმსახურებს ჩემს ასეთ
სიყვარულს, განსაკუთრებით ნინი და ვეღარასდროს ვიქნები ისეთი როგორიც აქამდე ვიყავი.

ხოომ რამდენი რამე ხდება ამ ერთი შეხედვით მშვიდი ადმაიანის თავში არაა..?
28/08/2022

You might also like