Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

პროექტი

საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ

მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი:
„ე2) იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა;“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის,
თავდაცვის ან/და სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების
ჩამორთმევას, ხოლო ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას – სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის
ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირის მიმართ
ან იმ პირის მიმართ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული
აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, მის მიერ ამ
კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი სამართალდარღვევის
ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება
ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომდევნო
დღიდან.“.

2. 25-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა,
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვა, გამასწორებელი სამუშაოები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც
ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით. ადმინისტრაციული
პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული
სახდელი. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ
როგორც დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“.

3. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:


„4. იარაღის კონფისკაცია იწვევს აღნიშნულ იარაღზე არსებული „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გაუქმებას.“.

4. 30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:


„მუხლი 301. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა
1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა გულისხმობს იარაღის, იარაღის
ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის ან/და საბრძოლო მასალის ძირითადი
ელემენტების საქართველოში შემოტანის ან/და საქართველოდან გატანის, იარაღის (მათ
შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი) შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის,
გადაგზავნის უფლების დროებით შეზღუდვას.
2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, მათ შორის, იწვევს პირის მიერ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოპოვებული,
იარაღის საქართველოში შემოტანასთან ან/და საქართველოდან გატანასთან, იარაღის (მათ
შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი) შეძენასთან, შენახვასთან, ტარებასთან, გადატანა-
გადაზიდვასთან, გადაგზავნასთან დაკავშირებული ყველა ნებართვის გაუქმებას.
3. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადის განმავლობაში დაუშვებელია
პირისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის ფარგლებში
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
რომელიმე ნებართვის მინიჭება.
4. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებული იქნეს 5
წლამდე ვადით.“.

5. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 36. ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისათვის
1. ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას
ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითოეული სამართალდარღვევისთვის ცალ-
ცალკე.
2. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს
ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი
დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე დარღვევებისათვის.
ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი
სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებს რომელიმე ჩადენილი
სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები.
3. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს
ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) და რომლებიც
სანქციის სახედ ითვალისწინებს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5
წელს.“.
6. 167-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მესამედ და
ყოველი მომდევნო ჩადენა 1 წლის განმავლობაში იმ პირის მიერ, რომელსაც შეეფარდა
ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი
სამართალდარღვევის ჩადენისთვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.“.

7. 180-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1801 მუხლი:


„მუხლი 1801. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვა, დაკარგვის შეუტყობინებლობა
ან პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში იარაღის წარდგენაზე უარი ან წარდგენის
შეუძლებლობა (გარდა გლუვლულიანი სანადირო იარაღისა (თოფი)
1. შესაბამისი ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის,
ტარების, გადატანა-გადაზიდვის ან/და გადაგზავნის წესების დარღვევა, რამაც ამ იარაღის
დაკარგვა გამოიწვია, ასევე, მის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის
შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა, ასევე
პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში სამოქალაქო
ცეცხლსასროლი იარაღის წარდგენაზე უარი ან წარდგენის შეუძლებლობა, – გამოიწვევს
დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით
ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული
სახდელი იმავე სამართალდარღვევის ჩადენისთვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და ყოველი მომდევნო
ჩადენა, –
გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით.“.

8. 1813 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:


„4. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და ყოველი მომდევნო
ჩადენა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვით 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით.“.

9. 182-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 182. სამოქალაქო იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ვადების დარღვევა
1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის დადგენილი
ვადების დარღვევა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული
ვალდებულების შეუსრულებლობა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში
გაფრთხილების შეუსრულებლობა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში
გაფრთხილების შეუსრულებლობა, −
გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას.
5. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში
გაფრთხილების შეუსრულებლობა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში
გაფრთხილების შეუსრულებლობა, −
გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას.“.

10. 1821 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 1821. პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, პნევმატური იარაღის რეგისტრაციის
ვალდებულების შეუსრულებლობა და დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში
დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა
1. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის შენახვის წესის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
2. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
3. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული
პნევმატური იარაღიდან სროლა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
4. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო
ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
5. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო
სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ
რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის
კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
6. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან
საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, აგრეთვე ისეთი
პნევმატური იარაღის ტარება, რომლის ტარებაც აკრძალულია საქართველოს მთავრობის
დადგენილების შესაბამისად, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
შენიშვნა: თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისას პირი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი,
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.“.

11. 1822 მუხლის:


ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1822. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის, სასროლო-
სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო
სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“.

12. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის
მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60,
603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−78-ე, 791−81-ე, 821, 822, 825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913,
94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და
მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე,
150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533−1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5
ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556
მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით, 159-ე, 1591, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით,
171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-
8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741
მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-
8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ
კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793 და
180-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966,
1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“.

13. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861,
1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე
მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161−1163, 118-ე–119-ე და 120-ე–123-ე
მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე
მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და
მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი
სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის
პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი
და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის
ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა
რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო
ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა
ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევისა)), 17415
მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416−17418, 1761 და 1763
მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13
ნაწილებისა), 17715, 1801 და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1813, 182,
1821, 1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით.“.

14. 249-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„5. ამ კოდექსის 167-ე, 180-ე, 1801, 181-ე, 1813, 182-ე, 1821 და 183-ე მუხლებით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას პოლიციის თანამშრომლებს უფლება
აქვთ, საქმის განხილვამდე ჩამოართვან პირს იარაღი და საბრძოლო მასალები, რის შესახებაც
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება ჩანაწერი ჩამორთმეული იარაღის
მარკის ან მოდელის, კალიბრის, სერიისა და ნომრის, საბრძოლო მასალების რაოდენობის და
სახეობის აღნიშვნით. იმ პირის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს ჩაიდინა, იარაღისა და
საბრძოლო მასალების ჩამორთმევა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა გამოიყენება
მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.“.

15. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აღმასრულებელი – ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას; საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი
პირი – ამ კოდექსის 167-ე და 180-ე, 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1813, 182-ე მუხლის მე-4 და
მე-7 ნაწილებით, 1821 და 1831 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას;“.

მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

You might also like