Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 10

ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით

მუხლი 427. ვალდებულების შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით

ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ


ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

როცა ვალდებულების კრედიტორი იღებს ვალდებულებით გათვალისწინებულ


სიკეთეს, ვალდებულებითი ურთიერთობა უნდა შეწყდეს. ესეიგი შესრულებით
მიიღწევა ის მიზანი, რასაც ვალდებულების მონაწილეები ისახავდნენ. აქედან
გამომდინარე
427-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულება
იწვევს ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტას.

ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს და შესაბამისად, ვალდებულება


შეწყვეტილად, აუცილებელია რომ მოვალემ შესრულება ზუსტად ისე
განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებული: დათქმულ დროს,
დათქმულ ადგილად, სრულად და ჯეროვნად.

მაგალითად - მინერალური სასუქების მაღაზიას უნდა მიეწოდებინა გლეხისათვის


სასუქი ზაფხულამდე. ნაცვლად ამისა, მან სასუქი მიაწოდა იმ დროს, როცა სასუქის
შეტანის ვადა უკვე გასული იყო. ასეთი შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ
მყიდველს ნივთი მიუვიდა, არ ჩაითვლება შესრულებად 427-ე მუხლის გაგებით.

ვალდებულების ერთი ნაწილის შესრულება არ ჩაითვლება მთლიანად შესრულებად


და შესაბამისად, არ გამოიწვევს ვალდებულების შეწყვეტას.

მაგალითი - მაღაზიასთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მაღაზიას


მყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა და დაემონტაჟებინა 20 კომპიუტერი. მაღაზიამ
დათქმულ ვადაში მიაწოდა კომპიუტერები, მაგრამ არ დაამონტაჟა. 427-ე მუხლის
გაგებით არც ეს ჩაითვლება შესრულებად.

ვალდებულების შესრულებად ჩაითვლება, თუ მოვალე განახორციელებს ყველა


მოქმედებას, რაც აუცილებელი იყო შესრულების შედეგის დადგომისათვის, მაგრამ
მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შედეგი ვერ მივიდა კრედიტორამდე.

მაგალითი - გამყიდველმა მყიდველს გამოუგზავნა ნაყიდი საქონელი, მაგრამ


სატრანსპორტო ორგანიზაციის ბრალით საქონელი გზაში დაიკარგა.
მოვალის მიერ პირადად შესრულება მხოლოდ მაშინაა სავალდებულო, როცა
ვალდებულება პირადად მოვალის მიერ უნდა შესრულდეს.

შესრულების ადრესატი არის კრედიტორი ამიტომ ვალდებულება მხოლოდ მაშინ


წყდება, თუ შესრულება კრედიტორის სასარგებლოდ განხორციელდა. მაგრამ ეს
ხდება მაშინ, როცა კრედიტორი უფლებამოსილია მიიღოს შესრულება.

მესამე პირის სასარგებლოდ შესრულება მხოლოდ მაშინ იწვევს ვალდებულების


შეწყვეტას, როცა მესამე პირს კრედიტორისაგან ჰქონდა მინიჭებული შესრულების
მიღების უფლება ანდა, თუკი კრედიტორი მოგვიანებით მოიწონებს მესამე
პირისათვის განხორციელებულ შესრულებას.

მესამე პირის სასარგებლოდ შესრულება მოვალეს ვალდებულებისაგან


ათავისუფლებს იმ შემთხვევაშიც, როცა მესამე პირი ან კანონითა განსაზღვრული ან
სასამართლოს გადაწყვეტილებით.

წინასწარი გადახდა - თუ გადახდა ხორციელდება იმ ვალდებულებასთან


დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ არ წარმოშობილა, მაგრამ მომავალში
აუცილებლად წარმოიშობა, მაშინ ეს იქნება წინასწარი გადახდა და არა სესხი ან
ვალდებულების უზრუნველყოფა (მაგალითად ავანსის გადახდა). როგორც წესი
წინასწარი გადახდისათვის აუცილებელია კრედიტორის თანხმობა

ფულადი ვალდებულება- ფულადი ვალდებულების შესრულების ყველაზე


გავრცელებულ საშუალებას წარმოადგენს ნაღდი ფულით გადახდა. ამ დროს ხდება
მოვალის მიერ კრედიტორისათვის ფულის ბანკნოტების გადაცემა, რაც იწვევს
ვალდებულების შეწყვეტას. ფულადი ვალდებულების შესრულება შეიძლება
განხორციელდეს ასევე ჩეკისა და თამასუქის მეშვეობით. ვალდებულება შესრულების
გზით შეწყვეტილად ითვლება მხოლოდ იმ მომენტიდან, როცა ფული დაჯდება
კრედიტორის ანგარიშზე და მას შესაძლებლობა ექნება განკარგოს ეს თანხა.

მუხლი 428. ვალდებულების შეწყვეტა სხვა შესრულების მიღებით

ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ


ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს
სხვა შესრულებას.

კრედიტორის მიერ ვალდებულებით გათვალისწინებულის ნაცვლად სხვა


შესრულების მიღება - ნოვაცია.
428-ე მუხლის მიხედვით კრედიტორსა და მოვალეს შორის ახალი ვალდებულებითი
ურთიერთობა კი არ წარმოიშობა არამედ მხოლოდ შესრულების ნაწილში ხდება
შესრულების შეცვლა.

მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია, რომ მოვალეს მიეცეს უფლება


ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება
შეთანხმებული შესრულებისაგან განსხვავებული ფორმით შეასრულოს. მაგალითად,
თუ მოვალეს კრედიტორისათვის უნდა მიეწოდებინა მობილური ტელეფონები და
მიაწოდა პერსონალური კომპიუტერები, ხოლო აღნიშნული შესრულება კრედიტორმა
მიიღო და ამაზე მხარეები შეთანხმდნენ, მაშინ გამოდის, რომ კრედიტორმა
ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად სხვა
შესრულება მიიღო. აღნიშნული კი ვალდებულები შეწყვეტის საფუძველია.

იმისათვის რომ 428-ე მუხლის საფუძველზე მოხდეს ვალდებულების შეწყვეტა,


მხარეები აშკარად გამოკვეთილი ფორმით უნდა შეთანხმდნენ ვალდებულების
თავდაპირველი შესრულების სანაცვლო შესრულებაზე და წინასწარ დაადასტურონ,
რომ სანაცვლო შესრულება თავდაპირველი შესრულების სრული ეკვივალენტია და
რომ სანაცვლო შესრულებით შრულად წყდება ვალდებულება ისე, როგორც ეს
თავდაპირველი შესრულებით იყო გამიზნული.

მუხლი 429. ვალდებულების შესრულების მიღება

1. კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ


მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია
ნათქვამი პროცენტის შესახებ, გულისხმობს, რომ პროცენტიც გადახდილია და
ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია.
3. როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ
დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ
დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც.

გამომდინარე იქიდან, რომ ვალდებულების შესრულების შესახებ მტკიცების ტვირთი


აკისრია მოვალეს, კანონმდებელი 429-ე მუხლით მას აძლევს უფლებას, რომ
კრედიტორისაგან მოითხოვოს შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების
შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. კრედიტორი მსგავსი დოკუმენტით
ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და
შეწყვეტილია. ეს წესი ყველა ტიპის შესრულებისას გამოყენებადია.
ვალდებულების შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები შეიძლება
იყოს - ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი

მოცემული მუხლი შესაბამის დოკუმენტებს უწოდებს - მოთხოვნის შესრულების


დამადასტურებელ, ვალის მიღების შესახებ შედგენილ და ვალის გადახდის შესახებ
შედგენილ დოკუმენტებს.

როგორც წესი ზემოთ აღნიშნული სამივე დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა


იყოს შედგენილი. მხარეებს შეუძლიათ ასევე შეთანხმდნენ ელექტრონულ ფორმაზე,
რომელიც გაუტოლდება წერილობით ფორმას.

ასეთი დოკუმენტი აუცილებელია მოიცავს მონაცემებს: ა) ვალის მოცულობისა და


სახეობის შესახებ; ბ) მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს;
გ) შესრლების დროსა და ადგილს.

თუ მოვალეს ვალდებულების ძირითად ხარჯებთან ერთად სხვა ხარჯების დაფარვაც


უწევს, როგორც წესი შემდეგი რიგითობით იფარება იგი - ჯერ იფარება ხარჯები,
შემდეგ ძირითადი ვალდებულება და საბოლოოდ პროცენტები. ამიტომ
ვალდებულება მხოლოდ მაშინ ითლვება შესრულებულად, თუ ძირითადი ვალიცა და
მისი პროცენტიც გადახდილია. (ვალდებულების მთლიანად შეწყვეტის
პრეზუმფცია).

თუ ვალის გაცემა ხდება ნაწილ-ნაწილ, მაშინ კრედიტორამ ვალდებულების ყოველი


ნაწილის შესრულების თაობაზე უნდა გასცეს დამდასტურებელი დოკუმენტი.

მოვალემ მის მიერ ვალდებულების შესრულების დადასტურება მოწმეთა ჩვენებათა


და სხვა სახის მტკიცებულებების წარდგენითაც შეიძლება შეძლოს, თუმცა
კანონმდებელი მოვალეს 429-ე მუხლის სახით სთავაზობს ყველაზე მოქნილ და
მარტივ საშუალებად ამ მიზნის მისაღწევად. იმ შემთხვევაში თუ კრედიტორი უარს
განაცხადებს შესაბამისი დოკუმენტის გაცემაზე, მაშინ მოვალეს უფლება აქვს
იმოქმედოს 433-ე მუხლის მიხედვვით, ან მიმართოს სასამართლოს.

მუხლი 430. შესრულების მიღების დოკუმენტების რეკვიზიტები

კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი


შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის
შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს,
შესრულების დროსა და ადგილს.
430-ე მუხლი განსაზღვრავს იმ მონაცემებს, რომელთაც უნდა შეიცავდეს ქვითარი.
კერძოდ იგი უნდა შეიცავდეს - მონაცემებს ვალაის მოცულობასა და სახეობის შსახებ,
მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა
და ადგილს. როგორც წესი შესრულების მიღების დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს
კრედიტორის მიერ საკუთარი ხელითა და საკუთარი ხელმოწერით.

კანონი არ ითხოვს, რომ შესრულების მიღების დოკუმენტს აუცილებლად უნდა


ერქვას ქვითარი.

მუხლი 431. სავალო საბუთის მოთხოვნის უფლება

თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს, შესრულების


შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი
გაუქმება. თუ კრედიტორს არ შეუძლია ამ საბუთის დაბრუნება, მოვალეს უფლება
აქვს მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ
ვალდებულება შეწყვეტილია.

სავალო საბუთს წარმოადგენს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია


მოვალის მიერ იმის დასტურად და მტკიცებულბად, რომ მას კრედიტორის წინაშე
ევალება გარკვეული ვალდებულების შესრულება.

სავალო საბუთი არის მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტი.

ამ ნორმის მიზანია კრედიტორისათვის გარანტიების შექმნა, რომ მას მართლა აქვს


კონკრეტული მოთხოვნის უფლება, ხოლო მეორე მხრივ მოვალის დაცვა, რათა
აღკვეთილ იქნეს სავალო საბუთის შესაძლო ბოროტად გამოყენება, მას შემდეგ,
როდესაც ნაკისრი ვალდებულება უკვე მოვალის მიერ შესრულებული არის.

სავალო საბუთის დაბრუნების მოთხოვნის უფლება მოვალეს კრედიტორის წინაშე


წარმოეშობა იმ მომენტიდან, როდესაც იგი შეასრულებს შესაბამის ვალდებულებას.
მოვალეს ასევე შეუძლია გამოთხოვის ნაცვლად მისი გაუქმება მოსთხოვოს
კრედიტორს.

თუ კრედიტორს არ შეუძლია სავალო საბუთის გამოცემა მაშინ მოვალეს აქვს უფლება


მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება
შეწყვეტილია.

მუხლი 432. შესრულების შესახებ დოკუმენტების გაცემის ხარჯების ანაზღაურება


1. მოვალეს ეკისრება შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემის ხარჯები, თუ
მასა და კრედიტორს შორის შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. თუ კრედიტორი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს ან გარდაიცვლება და
დატოვებს მემკვიდრეებს სხვა საცხოვრებელ ადგილას, მაშინ შესრულების
შესახებ დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებული გაზრდილი ხარჯები
ეკისრებათ კრედიტორს ან მის მემკვიდრეებს.

გამომდინარე იქიდან, რომ შესრულების შესახებ დოკუმენტების გაცემა უპირატესად


მოვალის ინტერესების დაცვას ემსახურება, ლოგიკურია, რომ ასეთი დოკუმენტების
მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა თავად მოვალეს ეკისრება.
კრედიტორს უფლება არა აქვს მოითხოვოს რაიმე დამატებითი გასამრჯელო
დოკუმენტის მომზადების გამო. მას მხოლოდ დოკუმენტის გაგზავნის, მომზადების,
დაბეჭვდის და მსგავსი თანხმლები ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
აქვს მოვალის წინაშე.

მუხლი 433. უარი შესრულებაზე კრედიტორის მიერ თავის მოვალეობათა


შეუსრულებლობის გამო

თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე,


სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების შესახებ
დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე,
რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე.
ასეთ შემთხვევებში კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად.

კრედიტორი ვალდებულია, რომ მოვალის მოთხოვნისთანავე გადასცეს მას როგორც


ვალდებულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი ასევე გააუქმოს ან
დაუბრუნოს მას სავალო საბუთი. თუკი კრედიტორი მოვალის მოთხოვნის
მიუხედავად უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო
საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში
მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე, ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი
გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს, უარი თქვას შესრულებაზე, ხოლო
ასეთ შემთხვევაში კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად.

ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით


მუხლი 434. ცნება
1. თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი
ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს
სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს
ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.
2. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე
ვალდებულებისაგან.

ასეთ დროს დეპონირება ენაცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული


ვალდებულების შესრულებას, ამიტომა ეწოდება მას შესრულების სუროგატი.

დეპონირებაუნარიანი საგნები: შესრულების საგანი უნდა იყოს შესანახავად ვარგისი


და არა მალფუჭებადი. დეპონირებაუნარიანი შეიძლება იყოს შესრულების შემდეგი
საგნები: ფული, თამასუქები, ჩეკები, სახელმწიფო ობლიგაციები და სხვა საკრედიტო
და/ან ფასიანი ქაღალდები და ფასეულობები.

დეპონირების საფუძვლები: ა) შესრულების მიღების დაყოვნება; ბ) კრედიტორის


ადგილსამყოფელის არცოდნა.

მუხლი 435. დეპონირებული ქონების გადაცემა კრედიტორისათვის

დეპონირებული ქონება მოსამართლემ ან ნოტარიუსმა უნდა გადასცეს კრედიტორს.


სასამართლო ან ნოტარიუსი შეარჩევს შემნახველს, დოკუმენტები კი მათთან რჩება.

მოსამართლის ან ნოტარიუსისთვის შესანახად გადაცემული შესრულების საგნის


ბუნებიდან გამომდინარე, ნოტარიუის ან მოსამართლე განსაზღვრავს, თუ რა სახსი
დაწესებულეას გადასცეს ასეთი ნივთი შესანახად. რაც შეეხება შენახვის დოკუმენტს,
ის რჩება მოსამართლესთან ან ნოტარიუსთან. ნოტარიუსი ან მოსამართლე კი თავის
მხრივ უზრუნველყოფს შესრულების საგნის მოვალისათვის გადაცემას.

ნოტარიუსი ვალდებულია შეადგინოს - ფულის, ფასიანი ქაღალდების ან და სხვა


ფასეულობების დეპოზიტში მიღების ოქმი.

მუხლი 436. დეპონირებაუნარიანი საგნები

საგანი უნდა იყოს შესანახად ვარგისი. მალფუჭებადი საგნები შესანახად არ მიიღება.

დეპონირებაუნარიანი საგნებია შესანახად ვარგისი და არამალფუჭებადი ნივთები.


დეპონირებაუნარიანი შეიძლება იყოს შესრულების შემდეგი საგნები: ფული,
თამასუქები, ჩეკები, სახელმწიფო ობლიგაციები და სხვა საკრედიტო და/ან ფასიანი
ქაღალდები და ძვირფასეულობა.
მუხლი 437. შენახვის ადგილი

შენახვა უნდა მოხდეს შესრულების ადგილის მიხედვით.

თუ ხელშეკრულებით მხარეთა შორის განსაზღვრული იყო ვალდებულების


შესრულების ადგილი, მაშინ ბუნებრივი, რომ შენახვაც უნდა მოხდეს შესრულების
ადგილის მიხედვი, იქ სადაც თავად შესრულება იყო განსახორციელებელი. თუმცა იმ
შემთხვევაში, თუ შესრულების ადგილის განსაზღვრა შეუძლებელია, მაშინ 362-ე
მუხლით დადგენილი წესებით შეიძლება განისაზღვროს შნახვის ადგილი
შემდეგნაირად - ინდივიდუალურად და გვაროვნული ნივთის მიხედვით.

მუხლი 438. კრედიტორისაგან საგნის მიღების მოთხოვნა

შესრულების საგნის შესანახად მიღების შესახებ სასამართლო ან ნოტარიუსი


ატყობინებს კრედიტორს და მოითხოვს მისგან საგნის მიღებას.

მას შემდეგ რაც მოვალე ნოტარიუსს ან სასამართლოს გადასცმეს შესრულების საგანს


შენახვის მიზნით, ნოტარიუსი ან სასამართლო უკვე ვალდებულია, უზრუნველყოს
კრედიტორის ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე. იმ შემთხვევაში თუ
მოსამართლის ან ნოტარიუსისთვის შუძლებელი ხდება კრედიტორის ვინაობის ან
ადგილსამყოფელის დადგენა, მაშინ დასაშვებად უნდა ჩაითვალოს, რომ ნოტარიუსმა
ინსტრუქციის 87-ე მუხლის, ხოლო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 78-ე მხულის ანალოგიით საჯარო შეტყობინება გააკეთოს და,
თუ აღნიშნულითაც ვერ მიაღწია შედეგი, მხოლოდ მას შემდეგ იმოქმედოს 440-ე და
441-ე მუხლების შესაბამისად.

მუხლი 439. შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

შენახვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება კრედიტორს.

439-ე მუხლი არეგულირებს შიდა ურთიერთობას მხოლოდ მოვალესა და კრედიტორს


შორის. სასამართლოს ან ნოტარიუსის წინაშე შენახვა/დეპონირებასთან
დაკავშირებული ხარჯების უშუალოდ გადახდა შეიძლება მოვალეს მოუხდეს,
რამდენადაც მან უშუალოდ უნდა განახორციელოს შენახვა. თუმცა 439-ე მულიხს
საფუძველზე მოვალის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება უკვე მოვალისათვის
კრედიტორს მოუწევს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოვალე შესანახად გადაცემულ
საგანს უკან უბრუნებს, მაშინ შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები მასვე ეკისრება.
მუხლი 440. შენახული საგნის უკან გამოთხოვა მოვალის მიერ

1. მოვალეს უფლება აქვს შენახული საგანი კრედიტორის მიერ მის მიღებამდე


უკანვე მოითხოვოს, თუ მან თავიდანვე უარი არ თქვა უკან დაბრუნებაზე. თუ
მოვალე უკან ითხოვს საგანს, მაშინ ითვლება, რომ შენახვა არ შემდგარა.
2. მოვალეს შეუძლია ჩაბარებული საგანი უკან დაიბრუნოს, თუ კრედიტორი
უარს ამბობს მასზე, ან თუ გავიდა 441-ე მუხლით განსაზღვრული ვადა.
3. თუ მოვალე საგანს უკან იბრუნებს, მაშინ შენახვის ხარჯებიც მასვე ეკისრება.

მოვალეს შეუძლია, შენახული საგანი კრედიტორის მიერ მის მიღებამდე უკან


დაიბრუნოს. ამ ქმედების სამართლებრივი შედეგი კი ის არის, რომ შენახვა ვერ
ჩაითვლება შემდგარად, ხოლო ვალდებულება შესრულებულად და შეწყვეტილად.

440-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალეს უფლება აქვს წინასწარ


გააკეთოს დათქმა იმის თაობაზე, რომ იგი უარს ამბობს შენახული საგნის უკან
დაბრუნებაზე.

იმ შემთხვევაში თუ კრედიტორი უარს განაცხადებს შენახული საგნის მიღებაზე,


მაშინ მოვალეს უფლება ეძლევა, რომ უკან დაიბრუნოს ჩაბარებული საგანი. საგნის
ამგვარი უკან დაბრუნება უნდა განვასხვავოთ მოვალის მიერ საგნის იმ დროს უკან
დაბრუნებისაგაბ, როდესაც კრედიტორს ჯერ კიდევ არ გამოუხატავს თავისი პოზიცია
შენახული საგნის მიღება-მიუღებლობის თაობაზე.

440-ე მუხლის მესამე ნაწილი უთითებს 441-ე მუხლის განსაზღვრულ შესრულების


საგნის შენახვის მაქსიმალურ სამწლიან ვადაზე. იმ შემთხვევაში თუ ეს ვადა
უშედეგოდ დადგა და კრედიტორი ამ ვადაში არ მიიღებს შესრულების საგანს, მაშინ
დგება იგივე სამართლებრივი შედეგი, რაც კრედიტორის მიერ შენახვის საგნის
მიღებაზე უარს მოჰყვებოდა. კერძოდ ვალდებულება უპირველეს ყოვლისა უნდა
ჩაითვალოს შესრულებულად და შეწყვეტილად, ხოლო მეორე მხრივ მოვალეს ეძლევა
საშუალება რომ შესრულების საგანი უკან მიიღოს. ხოლო თუ მოვალე შესრულების
საგანს უკან არ მიიღებს, მაშინ იგი გადაეცემა სახელმწიფოს და ჩაითვლება
სახელმწიფო ქონებად.

მუხლი 441. შესრულების საგნის შენახვის ვადა

სასამართლო ან ნოტარიუსი შესრულების საგანს ინახავს სამ წლამდე ვადით. თუ ამ


ვადის განმავლობაში კრედიტორი არ მიიღებს საგანს, ამის შესახებ ეცნობება მოვალეს
და მოეთხოვება ჩაბარებული საგნის უკან დაბრუნება. თუ დაბრუნებისათვის საჭირო
ვადის განმავლობაში მოვალე არ მიიღებს საგანს, მაშინ იგი ჩაითვლება სახელმწიფო
ქონებად.

441-ე მუხლის შესრულების საგნის შენახვისათვის განსაზღვრავს მაქსიმალურ


სამწილიან ვადას. იმ შემთხვევაში, თუ ეს ვადა უშედეგოდ გავა და კრედიტორი ამ
ვადაში არ მიიღებს შესრულების საგანს, მაშინ დგება იგივე სამართლებრივი შედეგი,
რაც კრედიტორის მიერ შენახვის საგნის მიღებაზე უარს მოჰყვებოდა. კერძოდს,
ვალდებულება ითვლება შესრულებულად და შესაბამისად შეწყვეტილად, მოვალეს
კი ეძლევა საშუალება რომ შესრულების საგანი უკან მიიღოს. თუ მოვალე
შესრულების საგანს უკან არ მიიღებ, მაშინ იგი გადაეცემა სახელმწიფოს და
ჩაითვლება სახელმწიფო ქონებად.

You might also like