Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

ჯგუფი 1.

ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა XX საუკუნის დასაწყისში


XX საუკუნის დასაწყისში ევროპა იყო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი, აღმოსავლეთით მდებარეობდა
უზარმაზარი რუსეთის იმპერია, დასავლეთით პრუსიასთან ომის შედეგად დაკნინებული ავსტრია-
უნგრეთი და საფრანგეთთან ომში გამარჯვებული და გაძლიერებული გერმანიის იმპერია. გერმანიის და
საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ძალიან ძლიერი იყო, გერმანიას სურდა მზარდი ამბიციების
დაკმაყოფილება, ხოლო საფრანგეთი ოცნებობდა ელზას-ლოთარინგიას დაბრუნებაზე. მიუხედავად ამისა
ევროპის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მაინც ბრიტანეთი რჩებოდა. ბრიტანეთის იმპერიას ეკავა დედამიწის
მეექვსედი ნაწილი. ამხელა იმპერიის შესანარჩუნებლად ბრიტანელებს მსოფლიოში
საუკეთესო ფლოტი ჰყავდათ.
ევროპის გარეთ არსებობდა ორი ძლიერი სახელმწიფო, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო
ასპარეზზე გამოსვლას, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. ბოლო ათწლეულების მანძილზე
აშშ-ს ეკონომიკა საგრძნობლად წინ წავიდა და ქვეყანაში არ წყდებოდა იმიგრანტების დინება. იაპონია კი,
რომელიც XIX საუკუნის შუა პერიოდამდე ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ახლა ცდილობდა დაწეოდა სამხედრო
და ტექნოლოგიურ სფეროში დასავლეთ ევროპას. ჩინეთთან და რუსეთთან ომებში მათ გამარჯვება მოიპოვეს,
რამაც მათი ამბიციები გაზარდა.
გერმანიას XX საუკუნის დასაწყისიდან სურდა სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად მოეპოვებინა აფრიკასა და
აზიაში კოლონიები. რიგ კოლონიალურ კონფლიქტებში გერმანელები ეხმარებოდნენ აჯანყებულ ერებს,
საფრანგეთისა და ინგლისის წინააღმდეგ, რის გამოც გერმანიის ურთიერთობები ინგლისთან და საფრანგეთთან
სერიოზულად დაიძაბა.
ამ კოლონიალურმა კონფლიქტებმა გამოიწვია ევროპაში რამდენიმე მტრული ბანაკის ჩამოყალიბება.
გერმანელებმა და ავსტრიელებმა შექმნეს თავდაცვითი კოალიცია, იტალია დაუკავშირდა საფრანგეთს,
გერმანიის ინდუსტრიის ზრდით შეწუხებულმა ინგლისმა კი შექმნა კავშირები საფრანგეთთან და რუსეთთან, ამ
კავშირს ანტანტა ეწოდა.
ბალკანეთის ნახევარკუნძული ეკუთვნოდა დასუსტებულ ოსმალეთის იმპერიას, ავსტრიასაც და რუსეთსაც
ჰქონდათ ამ რეგიონში თავისი ინტერესები. 1912 წელს ამ რეგიონში დაიწყო განმათავისუფლებელი ომი,
რაც 1913 წელს თურქების ევროპიდან განდევნით დასრულდა, მაგრამ ახლადჩამოყალიბებული ბალკანური
სახელმწიფოები უკმაყოფილონი დარჩნენ, სერბეთსაც და ბულგარეთსაც სურდა მეზობლების ხარჯზე საკუთარი
ტერიტორიების გაფართოება.
1914 წლის 28 ივნისს ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც
ფერდინანდი ჩავიდა სარაევოში ოფიციალური ვიზიტით, სადაც მას ახალგაზრდა სტუდენტმა გავრილო
პრინციპმა მოუწყო თავდასხმა და მოკლა.
ჯგუფი 2. გერმანიის იმპერიის მიზნები
 საფრანგეთს უნდა ჩამორთმეოდა ქალაქი ბრიე (ლოთრინგენის პროვინციაში), საფრანგეთი გახდებოდა
ეკონომიკურად გერმანიის იმპერიაზე დამოკიდებული.
 ბელგიის პოლიტიკურ-ეკონომიკური კონტროლი გერმანიის იმპერიის მიერ, ბელგიის ანექსია –
ლუთიხის, ანტვერპენის დაპრყრობა, ფლანდრიის სანაპიროს დაქვემდებარება.
 ლუქსემბურგი გახდებოდა გერმანიის ნაწილი.
 კოლონიზაციის გაფართოება აფრიკაში.
 ნიდერლანდებს ექნებოდა ახლო ურთიერთობა გერმანიის იმპერიასთან.

ავსტრია-უნგრეთის მიზნები
ავსტრია-უნგრეთი შეიერთებდა სერბეთს, მონტენეგროს, რუმინეთსა და პოლონეთის ნაწილს.

 ავსტრია-უნგრეთი დიდ როლს ითამაშებდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენებში.

საფრანგეთის მიზნები[
საფრანგეთის მთავარი მიზანი იყო,დაებრუნებინა ელზას-ლოთარინგია, რომლებიც გერმანიის იმპერიის ნაწილი
იყო.

 რევანში გერმანიაზე 1870–1871 წლებში პრუსიასთან განცდილი მარცხის გამო.


 უნდა დამთავრებულიყო პრუსიის ჰეგემონია ცენტრალურ ევროპაში.
 საფრანგეთს რაინის მიწების ანექსირება სურდა, ბელგია და ლუქსემბურგი შეუერთდებოდა საფრანგეთს.
 ზაარლანდის ანექსირება.
 გაიზრდებოდა საფრანგეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთში.

რუსეთის მიზნები
 რუსეთი იაპონიასთან მარცხის შემდეგ, კონცენტრაციას ახდენდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე,სადაც მის
ინტერესებს ავსტრია-უნგრეთი ეღობებოდა.
 რუსეთი იმედოვნებდა კონსტანტინეპოლის აღებას, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო.
 რუსეთის გავლენა გაიზრდებოდა ეგეოსის ზღვასა და შავ ზღვაზე.
 რუსეთი შეიერთებდა აღმოსავლეთ პრუსიას.
 რუსეთი დაიპყრობდა მემელს, აღმოსავლეთ გალისიას, ასევე პოლონეთის
სამეფოს დაუქვემდებარებდა პოზენის,შლეზიენის პროვინციებს და დასავლეთ გალისიას.
 საფრანგეთს გადასცემოდა ელზას-ლოთრინგენი, რაინის მიწები და პფალცი, ბელგიას
გადაეცემოდა ააჰენის მიდამოები,შლეზვიგ-ჰოლშტაინი დაუბრუნდებოდა დანიას, აღდგებოდა ჰანოვერის
სამეფო.
 ბოჰემია, უნგრეთი და ავსტრია იქნებოდა ერთიანი მონარქია.
 სერბეთი მიიღებდა ბოსნიასა და ჰერცეგოვინას, დალმაციას, ჩრდილოეთ
ალბანეთს. საბერძნეთი შეიერთებდა სამხრეთ ალბანეთს, ბულგარეთსა და მაკედონიის ნაწილს. გერმანიის
იმპერიის კოლონიები გადანაწილდებოდა საფრანგეთზე, ინგლისსა და იაპონიაზე.

დიდი ბრიტანეთის მიზნები


 დიდი ბრიტანეთის მთავარი მიზანი იყო, დაესუსტებინა გერმანიის იმპერია ეკონომიკურად.
 დამთავრებულიყო პრუსიის მილიტარიზაცია.
 აღდგენილიყო ჰანოვერის სამეფო.
 ახლო აღმოსავლეთს გაიყოფდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მესოპოტამიას მიიღებდა
გაერთიანებული სამეფო.
 გერმანიის იმპერიას ჩამოერთმეოდა კოლონიები აფრიკაში.

იტალიის მიზნები
 იტალია მიიღებდა ტრენტინოს, სამხრეთ ტიროლს, გორცს, გრადისკას, მთლიან ისტრიენს, სხვადასხვა
პატარა კუნძულებს ადრიატიკის ზღვაში, პროვინცია დალმაციას.
 ოსმალეთის იმპერიის გაყოფისას იტალია მიისაკუთრებდა ანატოლიის სამხრეთ ნაწილს.

ოსმალეთის იმპერიის მიზნები

 ოსმალეთის იმპერიას სურდა უპირველეს ყოვლისა შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზის კონტროლი.


 თურქებს უნდა მოეხდინათ ბათუმის, არტაანისა და ყარსის ოკუპაცია.
 თურქები გაიმაგრებდნენ პოზიციებს კავკასიაში, შეეცდებოდნენ ყველა თურქი ხალხის გაერთიანებას.
ჯგუფი 3.
ომის გამოცხადება
ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრეზე თავდასხმაში ავსტრიელებმა დამნაშავედ სერბები მიიჩნიეს და
გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ 23 ივლისსს ვენამ სერბეთს შემდეგი ულტიმატუმი წარუდგინა: სერბეთს
უნდა შეეწყვიტა ანტიავსტრიული პროპაგანდა და დაეშვათ ავსტრიელი წარმომადგენლები მკვლელობის
გამოსაძიებლად. სერბებმა უკანასკნელი პუნქტი არ მიიღეს, რის შედეგადაც 28 ივლისს ავსტრიამ ომი
გამოუცხადა მათ. მსოფლიო ისტორიაში ომის გამოცხადება პირველად მოხდა ტელეგრამით.
გერმანიამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ეს უკანასკნელები მობილიზაციას გამოაცხადებდნენ, გერმანია მათ
ომს უცხადებდა. 30 ივლისს, როდესაც ავსტრიულმა არტილერიამ დაბომბა ბელგრადი, რუსებმა გამოაცხადეს
მობილიზაცია და იმავე საღამოს პირველებმა გადალახეს გერმანიის იმპერიის აღმოსავლეთი საზღვარი და
გერმანიასთან ომში ჩაებნენ. 1 აგვისტოს საფრანგეთმა გამოაცხადა მობილიზაცია და 2 დღეში, 3
აგვისტოს გერმანიამ საფრანგეთსაც ომი გამოუცხადა.
ინგლისს ჯერ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდა, მაგრამ 4 აგვისტოს გერმანიის ჯარები შეიჭრნენ ბელგიაში,
რამაც ინგლისის მთავრობას აზრი შეაცვლევინა და 5 აგვისტოს ბრიტანეთის ომში ჩაება.
ომის პირველი ეტაპი
პირველი საბრძოლო მოქმედებები დასავლეთის ფრონტზე
გერმანელები შესანიშნავად აცნობიერებდნენ, რომ ერთდროულად ომი საფრანგეთთანაც და რუსეთთანაც
ძალიან რთული იქნებოდა. ისიც ცნობილი იყო, რომ საფრანგეთი ბევრად სწრაფად ჩაატარებდა მობილიზაციას,
ამიტომ გადაწყდა, რომ საფრანგეთისთვის, რაც შეიძლება მალე, მიეყენებინათ ძლიერი დარტყმა, რათა
რუსეთთან უფრო თავისუფლად ეომათ. მიიჩნეოდა, რომ ფრანგები, უპირველეს ყოვლისა,
ეცდებოდნენ, 1870 წელს დაკარგული ელზასის და ლოტარინგიის დაბრუნებას, ამიტომ გერმანელებმა ჯარები
ჩრდილოეთიდან - ბელგიიდან შეიყვანეს და განიზრახეს, ფრანგებისთვის ზურგიდან დაერტყათ. ეს გეგმა
ეკუთვნოდა გერმანიის გენერალური შტაბის უფროსს გრაფ ალფრედ ფონ შლიფენს. ეს გეგმა არ მოიწონა ახალმა
მეთაურმა ჰელმუტ ფონ მოლტკემ და მანვე შეცვალა. ახალი მონახაზის მიხედვით, ბელგიის გავლით
საფრანგეთში შეჭრის შემდეგ, ჯარები ელზასსა და ლოტარინგიაში უნდა გაემაგრებინათ. მოგვიანებით ეს
ცვლილება ძალიან ძვირად დაუჯდა გერმანიას.
გერმანიის ჯარი იყო ძალიან კარგად გაწვრთნილი და მათი არტილერია იმ დროინდელ მსოფლიოში
საუკეთესო იყო, ხოლო საფრანგეთის ჯარის უპირატესობად მათი საბრძოლო ჟინი მიიჩნეოდა. ამიტომ
ფრანგებმა გადაწყვიტეს, თავიდანვე ინიციატივა საკუთარ ხელში აეღოთ და მთავარი დარტყმა, სწორედ,
ელზასზე და ლოტარინგიაზე განეხორციალებინათ.
ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბრიტანული არმია მხოლოდ მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული,
ამიტომ იგი, შედარებით, მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად მომზადებული. ამის
გათვალისწინებით, ფრანგებს მათი ფლოტის იმედი უფრო ჰქონდათ, მით უმეტეს, რომ ბრიტანულ არმიას არ
ჰყავდა კარგად მომზადებული რეზერვები. ომის დაწყებისთანავე, შეთანხმების თანახმად, ბრიტანელებმა
გადასხეს საფრანგეთში ოთხი დივიზია და რამდენიმე კავალერისტული დანაყოფი.
ლორდ კიტჩენერმა, ბრიტანეთის სამხედრო მინისტრმა, გამოაცხადა მოხალისეთა მიღება ჯარში. მიუხედავად
იმისა, რომ მსურველი ბევრი იყო, მათ გაწვრთნას არაერთი თვე დასჭირდა. ამ ჯარს კიტჩენერის „ახალი ჯარი“
უწოდეს.
14 აგვისტოს გერმანელებმა ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი დაიკავეს. იმავე დღეს ფრანგები შევიდნენ
ელზასსა და ლოტარინგიაში, სადაც თავდაპირველად უკან დახიეს გერმანელები, მაგრამ შემდეგ გერმანული
არტილერიისა და ტყვიამფრქვევების მიწოლით თვითონ დაიხიეს უკან. უკან დახევისას, ფრანგებმა ორ კვირაში
300 000 კაცი დაკარგეს. ჩრდილო დასავლეთით კი გერმანელებს ეწინააღმდეგებოდა ერთი ფრანგული არმია და
ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი. ფრანგებმა და ინგლისელებმა დაიხიეს პარიზისკენ.

პარიზელ ტაქსისტებს გადაჰყავთ ახლად ჩამოყალიბებული მეექვსე არმია ფრონტზე, რომელმაც უნდა დაარტყას გერმანულ
ჯარებს მდინარე მარნაზე. ასეთი ხერხით, ტაქსით, 60 000 ჯარისკაცი ჩავიდა ფრონტზე
ბრძოლა არმიებს შორის მოხდა არა პარიზიდან დასავლეთით, როგორც ეს თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო
გერმანელების მიერ, არამედ - აღმოსავლეთით. ფრანგების არმიას კიდევ ერთი ჯარი შეემატა, რომელიც
ფრონტზე პარიზელმა ტაქსისტებმა მოიყვანეს. მდინარე მარნასთან მომხდარმა ბრძოლამ კი საბოლოოდ
დაასამარა ფონ შლიფენის გეგმები. გერმანელებმა დაიხიეს მდინარე ენისკენ, სადაც გამაგრდნენ.
ჯგუფი 4.
1914
მდინარე ენაზე გერმანელების გამაგრების შემდეგ, ამ მდინარიდან ლა-მანშამდე წარმოიქმნა ერთგვარი ვაკუუმი.
ფრანგებმაც და გერმანელებმაც ამ დაუცველი ტერიტორიიდან ერთიმეორეს ზურგში შეჭრა გადაწყვიტეს,
ამიტომ 16 სექტემბერს ორივე არმიამ დაიწყო ზღვისკენ სვლა. შეტევის ყველა მცდელობა კონტრშეტევით
სრულდებოდა, ორივე არმია ერთმანეთის პარალელურად ცდილობდა ზღვისკენ გასვლას. ეს „ზღვისკენ
სირბილი“ ერთ თვეში ფრედ დასრულდა, ფრანგებმაც და გერმანელებმაც ერთდროულად მიაღწიეს ლამანშს.
გერმანელებს მაინც სურდათ გაერღვიათ ფრანგების რიგები და ქალაქ იპრთან შეუტიეს. ბრძოლა 3 კვირა
გაგრძელდა, გერმანელები მთელი ძალებით ცდილობდნენ გაერღვიათ მოკავშირეთა რიგები. ერთხელაც
იმედგაცრუებულმა სარდლობამ ბრძოლაში ახალგაზრდა, ცუდად მომზადებული მოხალისეები გაუშვა,
ბრიტანულმა ტყვიათმფრქვევებმა ისინი გაანადგურა. გერმანელებმა ამ დღეს „ახალშობილთა ჟლეტა“ უწოდეს.
ბრიტანულმა ჯარმა გაძლო, მაგრამ უდიდესი დანაკარგები ჰქონდა. იპრთან დასამარდა ბრიტანეთის
რეგულარული არმია. ამ ბრძოლაში ტყვიათმფრქვევების და მჭიდიანი თოფების უპირატესობა გამოიკვეთა. ეს
ბრძოლა იყო გერმანელების უკანასკნელი მცდელობა მოეპოვებინათ სწრაფი გამარჯვება. სარდლობამ
გადაწყვიტა თავდაცვაზე გადასვლა და ძალების ნაწილის აღმოსავლეთ ფრონტზე გაშვება.

1915
ინგლისური ზარბაზანი კაპ ჰელესში 1915

ზამთარში მოკავშირეთა სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა შეემუშავებინათ რაიმე გეგმა, რომლითაც


მოახერხებდნენ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას. ერთი თვალსაზრისით გადამწყვეტი შეტევა დასავლეთ
ფრონტზე უნდა განხორციალებულიყო, ხოლო მეორეთი, ვინაიდან დასავლეთ ფრონტზე ჩიხში შევიდნენ,
აქტივობა სადმე სხვა ადგილას უნდა გამოეჩინათ. გადაწყდა საომარი მოქმედებების დარდანელებზე დაწყება
რათა თურქეთი გამოეყვანათ ომიდან. მაგრამ გაზაფხულზევე ეს კომპანიაც ჩიხში შევიდა.
თებერვალში საფრანგეთის მთავარსარდალი გახდა ჟოზეფ ჟოფრი, რომელმაც გასცა სამ ადგილას შეტევის
ბრძანება, არტუაში, შამპანში და ლოტარინგიაში. არტუაში ფრანგებს ბრიტანელები უნდა დახმარებოდნენ.
შეტევის წინ დაიწყო საარტილერიო მომზადება, შემდეგ მოყვა ნეიტრალური ზოლის გადაკვეთა და
მოწინააღმდეგის სანგრებთან ბადეების გარღვევა. მეორე მხარე თავდამსხმელებს ტყვიათმფრქვევებიდან და
თოფებიდან ცეცხლით პასუხობდა. ხოლო უშუალოდ სანგრების მისადგომებთან იწყებოდა ხელჩართული
ბრძოლა, სადაც გამოიყენებოდა ხიშტები, მუშტები და თოფების სახელურები. სატელეფონო კავშირის
დამყარება ცეცხლის პირობებში შეუძლებელი იყო ხოლო შიკრიკები იშვიათად აღწევდნენ დანიშნულების
ადგილს, ამიტომ მხედართმთავრებს არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ხდებოდა შეტევაში და დროულად
საჭირო ადგილზე ვერ აგზავნიდნენ დამატებით ძალებს.
ამიტომაც „სანგრებში ომის“ ასეთი შეტევები არაეფექტური იყო და ძალიან დიდი დანაკარგებით სრულდებოდა.
ამიტომ ფრანგულმა და ინგლისურმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გერმანული პოზიციების
უფრო ძლიერი საარტილერიო დამუშავება იყო საჭირო. იმ დროინდელი ფრანგული 75 მმ-იანი, გერმანული 77
მმ-იანი და ინგლისური 83.8 მმ-იანი ზარბაზნები ამისთვის არ ვარგოდა, თან მძიმე არტილერია გერმანელებს
ბევრად უკეთესი ჰქონდათ. ამასთან ერთად გაზაფხულის დასაწყისისთვის ინგლისელებს გამოელიათ
ყუმბარების მარაგი.

1916
ახალ 1916 წელს გადაწყდა გერმანელებისთვის ორივე ფრონტიდან აქტიურად შეტევა, ამაში მოკავშირეებს
იტალიის დახმარების იმედი ჰქონდათ. ჟოფრმა ინგლისელების დახმარებით გადაწყვიტა სომაზე შეტევის
დაწყება. გერმანულმა სარდლობამ კი გადაწყვიტა საფრანგეთისთვის ისეთი დარტყმის გამხორციელება,
რომელიც ფრანგებს აიძულებდა მთელი ძალების იქ გადასროლოს. ასეთ ადგილად ქალაქი ვერდენი იყო
არჩეული. გერმანელებმა იერიში 21 თებერვალს დაიწყეს. ფრანგებში ამან თავდაპირველად პანიკა გამოიწვია,
მაგრამ ქალაქის მცველებმა არნახული წინააღმდეგობა გაუწიეს, ახალი დახმარებებიც დროულად შეეშველნენ.
ბრძოლები საბოლოო ჯამში დეკემბრამდე გაგრძელდა, თითოეულმა მხარემ 350 000 ადამიანი დაკარგა და
თავდაპირველ პოზიციებზე დარჩნენ.
ირლანდიელი მსროლელები სანგარში, სომის ბრძოლის წინ 1916 წლის ივლისი

ვერდენის ამბების მიუხედავად მოკავშირეებმა მაინც განახორციალეს სომაზე შეტევა. 24 ივნისს დაიწყო


ფრონტის 20 მილიან მონაკვეთზე გერმანული პოზიციების საარტილერიო მომზადება. შეტევა 1
ივლისს დაიწყო. სამხრეთით ნისლის წყალობით ფრანგებმა მიაღწიეს მცირე წარმატებებს, ინგლისელებმა კი
პირველივე დღეს 60 000 ადამიანი დაკარგეს. აღმოჩნდა რომ საარტილერიო მომზადებით გერმანული
პოზიციები არ დაზიანებულა. მიუხედავად ამისა სარდლობამ არ შეაჩერა შეტევა და ბრძოლებმა ნოემბრამდე
გასტანა, როდესაც ტალახისგან უკვე შეუძლებელი იყო გადაადგილება. მოკავშირეები 4 თვეში 7 მილით წინ
წავიდნენ და დაკარგეს 600 000 ადამიანი. პირველი იპრის ბრძოლა თუ ინგლისის რეგულარული ჯარის
სასაფლაო გახდა, სომაზე ბრძოლა კიტჩენერის მოხალისეებისთვის გახდა სასაფლაო.
ინგლისელებმა შექმნეს ახალი იარაღი ტანკი, რომელსაც შეეძლო ტრანშეებისა და ბადეების გამაგრებების
გარღვევა. პირველი გამოცდები ტანკებმა სომაზე ბრძოლისას გაიარეს სექტემბერში. ინგლისელები ტანკებს
ქვეითთა მხარდასაჭერად იყენებდნენ, ხოლო ფრანგები როგორც დამოუკიდებელ მოსიარული საარტილერიო
დანადგარს. პირველი ტანკები ძალიან მოუქნელი იყო, მაგრამ მალე იგი დაიხვეწა. გერმანელებმაც მალევე
გამოუშვეს ტანკების საკუთარი მოდელები.

1917
დასავლეთის ფრონტი 1917 წელს

ზამთარი ძალიან ცივი იყო და სანგრებში ავადმყოფობები გაჩნდა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამ ორივე
მხარეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რაც ამ გამოფიტვაზე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანეთში
როგორც იქნა საყოველთაო სამხედრო ვალდებულება შემოიღეს. საფრანგეთში ჟოფრის სტრატეგიულმა
შეცდომებმა მისი რობერ ნევილით შეცვლა გამოიწვია. ვერდენის ამბებმაც გამოიწვია გერმანულ სარდლობაში
ცვლილება, ფონ ფალკენრეიხი შეცვალეს ჰინდენბურგით და ლუდენდორფით, რომლებმაც რუსები 1914 წელს
დაამარცხეს. გერმანელებმა გადაწყვიტეს ახალი მძიმე დანაკარგების ასაცილებლად ფრონტის შეკვეცა, ახალ
ხაზზე აიგო მძლავრი ბეტონის სანგრები და გამაგრებები. ამ ხაზს გერმანელებმა ზიგფრიდის ხაზი უწოდეს,
ხოლო მოკავშირეებმა ჰინდენბურგის ხაზი.
ახალ თავდაცვის ხაზე გადასვლამდე მოკავშირეებს სურდათ მოეწყოთ ტანკების გამოყენებით ძლიერი შეტევა,
ოპერაცია აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ გერმანელები ახალ გამაგრებებზე მარტში გადავიდნენ, თან
უკან დახევისას მათ ბევრი ნაღმი დატოვეს, რაც მოკავშირეების წინსვლას ხელს უშლიდა. მიუხედავად ამისა
ბრიტანელებმა 9 აპრილს არასთან იერიში განახორციალეს.
პირველივე დღეს კანადურმა შენაერთებმა დაიკავეს ვიმის ქედზე გერმანელთას გამაგრებები. მაგრამ ამით
მოკავშირეთა წამატებები არდენში დასრულდა. შმენ-დე-დამის რაიონში ფრანგებს შეტევა იმავე დღეს უნდა
დაეწყოთ, როდესაც არასის შეტევა დაიწყო, მაგრამ იერიში 16 აპრილზე გადაიდო. ამ დროისთვის
გერმანელებმა კარგად მოასწრეს მომზადება. ოპერაცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდა, ფრანგებს ძალიან
დიდი დანაკარგები ჰქონდათ, მაგრამ ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო უილსონი კონგრესის წინაშე ოფიციალურად აცხადებს გერმანიასთან დიპლომატიური კავშირის


გაწყეტას. 1917 წლის 3 თებერვალი

ამ მოვლენებმა ფრანგების მოთმინების ფიალა აავსო და ჯარისკაცებში ღელვა დაიწყო. მთავრობამ ნევილი
გადააყენა და მის ნაცვლად ანრი პეტენი დანიშნეს - ვერდენის ერთ-ერთი გმირი. ახალმა მხედართმთავარმა
გადაწყვიტა უშედეგო შეტევების ნაცვლად თავდაცვაზე გადასვლა. მოკავშირეები მდგომარეობა ძალიან
სავალალო გახდა, მაგრამ 6 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება ომში მოკავშირეთა მხარეს, რამაც
მათ ახალი იმედები მისცა. პირველი ამერიკული სამხედრო ფორმირებები ევროპაში ივნისში ჩამოვიდა, მაგრამ
სანამ მათ შეძლეს საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღება თვეები გავიდა.
თავდაპირველად ამერიკა ძალიან უარყოფითად იყო ევროპული ომის მიმართ განწყობილი და მკაცრ
ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ვუდრო ვილსონმა არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეები
მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკის პაციფისტურ განწყობაზე ძალიან იმოქმედეს
გერმანულმა წყალქვეშა ნავებმა, რომლებიც 1917 წლისთვის უკვე განურჩევლად დროშისა ყველა გემს
სძირავდნენ. ამერიკელთა მოთმინების ფიალა კი გადაავსო გერმანიის მცდელობამ ამერიკის
ნეიტრალიზაციისთვის, მექსიკაში ანტიამერიკული მოძრაობის გასააქტიურებლად.
მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გერმანელების ყურადღების გადასატანად დასუსტებული ფრანგული
პოზიციებიდან ჩრდილოეთით დესანტის გადმოსხმა. ამისთვის ინგლისი გულდასმით მოემზადა. მათი მიზანი
იყო ვიტესხეტე-მესინის ქედის დაკავება. გერმანული გამაგრებების გასანადგურებლად ინგლისელმა
საპიორებმა მთებში ტუნელების თხრა დაიწყეს, მათში ასაფეთქებლების ჩასადებად. 7 ივლისს დილით
ვიტესხეტე-მესინის ქვეშ აფეთქდა 9 უძლიერესი ასაფეთქებელი. ხმა ინგლისის სამხრეთ სანაპიროზეც გაიგეს.
ამის შემდეგ ბრიტანელებმა შეუტიეს და სწრაფად მოიპოვეს უპირატესობა. გეგმით ძიტითადი იერიში ივლისის
ბოლოს უნდა მომხდარიყო, ხოლო დესანტის გადმოსხმა აგვისტოს დასაწყისში. იერიშის დაწყებამდე ომის
მანძილზე ყველაზე ხანგძლივი საარტილერიო მომზადება უნდა ჩაეტარებინათ - 15 დღე.
იერიში 31 ივლისს დილით დაიწყო. საარტილერიო მომზადებამ ფლანდრიის სადრენაჟო სისტემა მოშალა,
ამიტომ ბრძოლის ველი მალე უზარმაზარ ჭაობად იქცა. ამიტომ სწრაფი გარღვევა ვერ მოხერხდა და დესანტის
გადმოსხმა გაუქმდა. ინგლისელები უნდა დალოდებოდნენ მიწის გაშრობას, რამაც გერმანელებს ამოსუნთქვის
საშუალება მისცა. თან ის ზაფხული წვიმებითაც უხვი იყო. საბრძოლო პირობები უსაშინლესი გახდა, თან
ცხადი გახდა რომ რუსეთი წაგების პირასაა და გერმანელები მთელ ძალებს დასავლეთის ფრონტზე
გადმოისვრიან და შეუტევენ ჯერ კიდევ დემორალიზებულ საფრანგეთის ჯარს.

ავსტრალიელი ქვეითები რესპირატორებში გაზით შეტევისას

ამ ბრძოლებს მესამე იპრი დაერქვა. ნოემბრისთვის ბრიტანელებმა დაიკავეს 41 კვადრატული მილი ჭაობი,


უდიდესი დანაკარგების საფასურად. ტანკებმაც ვერ გაამართლა, ისინი პირდაპირი გაგებით ჩაიფლნენ
ტალახში. სარდლობა ცდილობდა დაემტკიცებინა რომ ტანკი კარგი იარაღია, ამისთვის აირჩიეს მშრალი
მონაკვეთი სომასთან კამბრეს რაიონში. 20 ნოემბერს საარტილერიო მომზადების გარეშე 378 ტანკმა გადაკვეთა
ნეიტრალური ზოლი და გაარღვია გერმანული თავდაცვის ხაზი. იერიშს უძღვებოდა გენერალი ჰიუ ლუისი.
ბრიტანელებმა 5 მილით შეაღწიეს გერმანულ პოზიციებში. ინგლისელებს იმედი დაებადათ რომ როგორც იქნა
მოხდა ნანატრი გარდატეხა და ომის მიმდინარეოისას პირველად ინგლისის ეკლესიებში აჟღერდა ზარები,
მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მეორე დღეს მხოლოდ 40 ტანკმა შეძლო შეტევის გაგრძელება, თან
გერმანელებმა რეზერვებს მოუხმეს. ნოემბრის ბოლომდე ინგლისელებმა კიდევ 2 მილით შეძლეს გაღრმავება,
მაგრამ გერმანელებმა შეძლეს მძლავრი კონტრშეტევის ორგანიზება და ინგლისელები საწყის პოზიციებზე
გადაისროლეს. 1917 წელს ზამთრის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უფრო გვიან მოხდა ვიდრე წინა
წლებში. მოკავშირეები ძალიან პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი. რუსეთში მოხდა ოქტომბრის რევოლუცია,
რაც ნიშნავდა მათი ომიდან გამორთვას. გერმანელებმა აღმოსავლეთ ფრონტიდან ჯარები დასავლეთში
გადაიყვანეს, ხოლო ამერიკის ომში მონაწილეობა სიმბოლური კონტიგენტით იფარგლებოდა. ფრანგები და
ინგლისელები კი 1917 წლის ოპერაციების შედეგად გამოიფიტნენ. ამიტომ მოკავშირეებმა თავდაცვით
პოზიციებზე გადასვლა ამჯობინეს.

1918

დასავლეთის ფრონტი 1918 წელს, გერმანელთა საბოლოო შეტევები

გერმანელებმა კი შეიმუშავეს ახალი თავდასხმითი ტაქტიკა, რომელიც აღმოსავლეთ ფრონტზე უკვე იყო
გამოყენებული. შეტევას იწყებდნენ სპეციალურად გაწვრთნილი საშტურმო რაზმები, რომლებიც ყველაზე
დაძაბულ წერტილებს გვერდს უვლიდნენ, ამ წერტილების ჩახშობა უკან მომავალ ჯარებს ევალებოდათ და
შედიოდნენ მოწინააღმდეგის თავდაცვაში რაც შეიძლება ღრმად. ხოლო წინასწარი მოკლე საარტილერიო
მომზადება ემსახურებოდა წინა ხაზისა და უკანა ხაზებს შორის კავშირის გაწყვეტას.
პირველი დარტყმა ინგლისელების წინააღმდეგ იყო მიმართული. გერმანელებს სურდათ მათი ფრანგებისგან
მოჭრა და ლა-მანშისკენ გადასროლა. გერმანელებს ის პირობა უწყობდა ხელს რომ, „მესამე იპრის“ კრახის
შემდეგ ინგლისურმა სარდლობამ შეწყვიტა ახალი ჯარების გადასროლა საფრანგეთში, მიუხედავად ამისა
ინგლისელებმა იკისრეს მდინარე უაზას სამხრეთით 25 მილიანი მონაკვეთის დაცვა. 21 მარტს გერმანელებმა
შეუტიეს, ინგლისელებს კი ჯერ არ ჰქონდათ გამაგრებები მზად. ამასთან ერთად, საშტურმო რაზმებმა როდესაც
დაიწყეს ოპერაცია, ძლიერი ნისლი ჩამოწვა. მათ მოახერხეს უკიდურესი ჩრდილოეთის ნაწილის გარდა მთელი
თავდაცვის ზოლის გარღვევა. სამხრეთით ბრიტანული მეხუთე არმია 15 დღიანი ბრძოლის შემდეგ
იძულებული გახდა უკან დაეხია. გერმანელთა შეტევა ამენთან შეჩერდა, ინგლისელებმა ყველაფერი დაკარგეს
რაც 1916 წლიდან მოიპოვეს.
9 აპრილს გერმანელებმა შეუტიეს მდინარე ლისთან, ბელგიის საზღვართან, აქაც ბრიტანელებს მოუწიათ
დახევა, მაგრამ აპრილის ბოლოს მოკავშირეებმა მოახერხეს თავდაცვის ხაზების გამაგრება და გერმანელთა
შეტევები შეაჩერეს.
ამის შემდეგ გერმანელებმა ფრანგებს შეუტიეს შმენ-დე-დამის რაიონში, რათა ფრანგების ყურადღება გაეფანტათ
და კიდევ ერთხელ დაერტყათ ინგლისელებისთვის. საშტურმო რაზმები მანამდე მივიდნენ, მაგრამ აქ ისინი
ამერიკელებმა შეაჩერეს. ამ დროისთვის ამერიკის სამხედრო კონტიგენტი ევროპაში საგრძნობლად გაიზარდა. 9
ივნისს გერმანელებმა უაზასთან სცადეს დარტყმა, ფრანგებმა უკვე იცოდნენ მათი ტაქტიკა, ამიტომ საშტურმო
რაზმები ჯერ გაატარეს შემდეგ კი ფლანგებიდან დაარტყეს.
ეს ოთხი თავდასხმითი ოპერაცია გერმანელებს 800 000 მოკლულის და დაჭრილის ფასად დაუჯდათ,
გერმანელები უკვე გამოიფიტნენ. მიუხედავად ამისა ლუდენდორფმა 15 ივლისს შამპანსი 52 დივიზია გაუშვა
შეტევაზე, მაგრამ აქაც ფრანგებმა და ამერიკელებმა ფლანგებიდან დაარტყეს.
ამით დასრულდა გერმანიის იმედები დასავლეთ ფრონტზე გამარჯვებაზე ამერიკის სამხედრო კონტიგენტის
ჩამოსვლამდე. ინიციატივა ისევ მოკავშირეების ხელში გადავიდა.

აღმოსავლეთის ფრონტი

აღმოსავლეთ ფრონტი

1914
როგორც დასავლეთის ფრონტზე, ასევე აღმოსავლეთზეც თავდაპირველი საომარი გეგმები ჩავარდა. ყველაზე
დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ის რომ ავსტრია-უნგრეთის ჯარები ვერ გაუმკლავდნენ სერბებს. სერბებმა
და ჩერნოგორელებმა არა მხოლოდ შეაჩერეს შეტევა, არამედ დეკემბერში უკან დუნაის მეორე მხარეს
დაახევინეს.
მიუხედავად იმისა რომ სექტემბრის შუა რიცხვებში რუსებმა ნახევარი მილიონი დაკარგეს, ისინი მაინც არ
დასუსტდნენ, ციმბირიდან და ურალიდან გაუთავებლად მოდიოდა ჯარისკაცთა ახალი ეშელონები. რუსებმა
გადაწყვიტეს ავტრიელებისთვის სელეზიაში დარტყმა. გერმანელებმა იცოდნენ ამის შესახებ და იმასაც
აცნობიერებდნენ, რომ ავსტრიელები დამოუკიდებლად ვერ აღუდგებოდნენ რუსებს, ამიტომ აღმოსავლეთ
პრუსიიდან ჯარების ნაწილი გადაიყვანეს ავსტრიელთა დასახმარებლად. თავდაპირველად გერმანელებმა
გადაწყვიტეს ვარშავის დაკავება, სადაც რუსებს ტყვია წამლის საწყობები ჰქონდათ, მაგრამ რუსების
მხედართმავრისთვის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვისთვის, ცნობილი გახდა ეს ჩანაფიქრი. 9
ოქტომბერს გერმანელებმა გადაკვეთეს ვისლა და მიადგნენ ვარშავას. დაიწყო ბრძოლა, მაგრამ გერმანელებს
შეეშინდათ რუსების ფლანგიდან შეტევის და დაიხიეს.
რუსები ისევ შევიდნენ აღმოსავლეთ პრუსიაში, მიუხედავად იმისა რომ გერმანული თავდაცვა იქ
შესუსტებული იყო, მათ მაინც მოახერხეს რუსების შეტევის შეჩერება. როდესაც გერმანელებმა ვარშავიდან
დაიხიეს რუსებმა ავსტრიელებს შეუტიეს და სილეზიაში შეჭრისთვის მომზადებაც დაიწყეს. გერმანელებმა
წინასწარ იცოდნენ რუსების გეგმების შესახებ და ლოძთან შეტაკების შედეგად ისინი ვარშავისკენ დახიეს. ამით
რუსების შესატევი გეგმები ჩაიშალა.

1915
გერმანული არმია რუსულზე ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ რუსული ავსტრიულს მაინც ჯობდა, ამიტომ
გერმანიის აქტიური მოქმედებები აღმოსავლეთ ფრონტზე აუცილებელი იყო. გერმანელებმა გადაწყვიტეს
ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთ პრუსიაში შეტევა და სამხრეთით კარპატებზე. იანვრის დასაწყისში დაიწყო
კარპატებზე შეტევა, მაგრამ ღრმა თოვლის გამო შეტევა შეჩერდა. მარტში კი რუსებმა კონტრშეტევა
განახორციალეს და დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორიები.
აღმოსავლეთ პრუსიაში გერმანელებს საქმე უკეთესად წაუვიდათ. ძალიან ცუდად შეიარაღებულ მეათე არმიას
ალყა შემოარტყეს და 90 000 რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. მაგრამ შემდეგ რუსებს კიდევ ერთი არმია
დაემატათ და შეძლეს კონტრშეტევის განხორციალება და გერმანელების შეჩერება. ამის შემდეგ გერმანულმა
გენშტაბმა პრიორიტეტულად სამხრეთით შეტევა მიიჩნია.
ამასობაში გერმანიის მხარეს ომში ჩაერთო თურქეთიც. მათ შეუტიეს რუსეთში შემავალ სომხეთს, მაგრამ
რუსებმა მათ უკან დაახევინეს. მეტი წლის ბოლომდე ამ ფრონტზე არაფერი არ მომხდარა, რადგან შეტევისთვის
არცერთ მხარეს არ ჰქონდა საკმარისი ძალა.
1915 წლის გაზაფხულზე რუსეთის თხოვნით დარდანელებზე დაიწყო ინგლისურ-ფრანგული ოპერაცია.
მოკავშირეებმა გადმოსხეს დესანტი, მაგრამ თურქებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს და ეს ოპერაციაც
ჩიხური სიტუაციით დამთავრდა. მოკავშირეებმა 250 000 ჯარისკაცი დაკარგეს და 1916 წლის დასაწყისში
მოახდინეს ჯარების ევაკუაცია.
მაისში ავსტრია-უნგრეთს ომი იტალიამ გამოუცხადა ტიროლის ანექსიის მიზნით. იტალიის ჩრდილო
აღმოსავლეთით გაიმართა ბრძოლები, მაგრამ ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო შემდეგი ორწლინახევრის
მანძილზე უპირატესობის მიღწევა. იმავე თვეს გერმანელებმა და ავსტრიელებმა შეუტიეს რუსებს ვისლასთან
ქალაქებს გორლიცასა და ტარნუვის შორის. რუსებმა დაკარგეს ლვოვი და ვარშავა, მაგრამ მეტი უკან აღარ
დაიხიეს და რიგიდან ჩერნოვიცამდე (რუმინეთის საზღვარი) გამაგრდნენ.
ბალკანეთზე ოქტომბრამდე არაფერი არ ხდებოდა. ოქტომბერში კი გერმანიის და ავსტრია-უნგრეთის მხარეს
ომში ბულგარეთი ჩაება და შეუტია სერბებს. სერბულ არმიას მოუწია ალბანეთში გაქცევა და იქიდან
კუნძულ კორფაზე ევაკუაცია. ინგლისელებმა და ფრანგებმა ვერ მოასწრეს მათი დახმარება.

1916
წლის დასაწყისშივე ავსტრიელებმა დაამარცხეს ჩერნოგორია და ალბანეთი. ამრიგად აღმოსავლეთ ფრონტზე
აშკარა უპირატესობას ფლობდნენ გერმანელები და ავსტრიელები. იანვარში რუსებმა თურქულ სომხეთს
შეუტიეს და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს. მათ აიღეს ერზრუმი და ტრაპიზონი. თურქებმა
კონტრსეტევის განხორციელება ვერ შეძლეს.
4 ივნისს რუსებმა ალექსეი ბრუსილოვის ხელმძღვანელობით კარპატების ავსტრიელებს შეუტიეს. ავსტრიელები
ვერ აჩერებდნენ რუსებს, გერმანელების ძირითადი ძალები კი დასავლეთ ფრონტზე იყო კონცენტრირებული,
ამიტომ ძალიან გაუჭირდათ ძალების შეკრება და ავსტრიისთვის დახმარება. აგვისტოში კი ავსტრია-უნგრეთსა
და გერმანიას ომი რუმინეთმა გამოუცხადა. რუსების წინსვლა კი რესურსების უკმარისობის გამო შეწყდა თან
გერმანელებმა მას უკან დახევა აიძულეს. შემდეგ რუმინეთს შეუტიეს და წლის ბოლოს რუმინელებს მარტო
ერთი პროვინცია - მოლდოვა დარჩათ.

1917
1916 წლის ბოლოს ომის შედეგები ძალიან მძიმედ აისახა რუსეთზე, ქვეყანა პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე
იყო. კომუნისტების გამოსვლები კიდევ უფრო ამწვავებდნენ სიტუაციას. ომის გარდა ქვეყანაში სერიოზული
შინაგანი არეულობა დაიწყო. ამ მოვლენების შედეგად 1917 წლის 15 მარტს ნიკოლოზ II იძულებული გახდა
უარი ეთქვა ტახტზე.

ლენინი

გერმანელებმა კარგად იცოდნენ რუსეთში არსებული სიტუაციის შესახებ და როგორც კი შეეძლოთ ხელი
შეუწყეს ბოლშევიკებს. დააბრუნეს რუსეთში მათი ლიდერი ლენინი, რომელმაც დააჩქარა ოქტომბრის
რევოლუცია.
დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრი ალექსანდრე კერინსკი კი დემორალიზებულ არმიაში სიტუაციის
მოგვარებას ცდილობდა. მან გალიციაში დიდი შეტევის გეგმა დაამუშავა, ბრუსილოვი კი მთავარსარდლად
დანიშნა. შეტევა 1 ივლისს დაიწყო, რომელსაც ორდღიანი საარტილერიო მომზადება უძღვოდა წინ. რუსებმა
მოახერხეს ფრონტის გარღვევა, მაგრამ ისევ და ისევ ცუდი მომარაგების გამო ვერ შეძლეს შეტევის გაგრძელება,
ავსტრიელებმა კი მოკლე ხანში მოაგროვეს რეზერვები. 16 ივლისს რუსები ფრონტის მთელ ხაზზე შეაჩერეს,
ხოლო 3 დღეში გერმანელებმა და ავსტრიელებმა კონტრშეტევა დაიწყეს. რუსულ არმიაში დაიწყო მასიური
დეზერტირობა. რუსეთში პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, გერმანელებმა ამით ისარგებლეს და
სექტემბერში აიღეს რიგა.
ნოემბერში კი მოხდა რევოლუცია და რუსეთი პრაქტიკულასდ გამოეთიშა ომს. 1918 წლის 3 მარტს კი
რუსებმა ბრესტ-ლიტოვსკში ზავს მოაწერეს ხელი, რომლითად დაკარგეს ბალტიისპირეთი, ფინეთი,
ამიერკავკასიის სამხრეთი და უკრაინის დიდი ნაწილი. გერმანიამ კი მთელი ძალები დასავლეთ ფრონტზე
გადაისროლა.
აღმოსავლეთ ფრონტზე ომის შეწყვეტა უპირველეს ყოვლისა იტალიელებმა იგრძნეს. ოქტომბრიდან
გერმანელებმა და ავსტრიელებმა ერთად შეუტიეს იტალიის ჩრდილო დასავლეთს და უკან დაახიეს
იტალიელები. დახევა მხოლოდ მდინარე პიავესთან შეწყდა. ინგლისელები და ფრანგები იძულებულნი გახდნენ
იტალიაში 11 დივიზია გადაესროლად სიტუაციის გამოსასწორებლად.

ომი ზღვაზე
1914 წელს ზღვაზე ომი დაიწყო გერმანიის მიერ ინგლისის ტერიტორიული წყლების დანაღმვით. გერმანული
ფლოტი ინგლისურზე გაცილებით სუსტი იყო, ამიტომ ისინი ერიდებოდნენ ღია მასშტაბურ ბრძოლებს.
პირველი შეტაკება მოხდა გელგოლანდთან აგვისტოს ბოლოს, სადაც გერმანელებმა 3 მსუბუქი კრეისერი ერთი
ნაღმოსანი გემი დაკარგეს.
4 აგვისტოს კრეისერებმა „გებენმა“ და „ბრესლაუმ“ ცეცხლი გაუხსნეს ალჟირს და
წავიდნენ თურქეთის მიმართულებით. შემდეგ ეს გემები არაერთხელ ემუქრებოდნენ რუსეთის ფლოტს შავ
ზღვაში, სანამ თვითონ არ აფეთქდნენ 1918 წელს.
აქტივობით გამოირჩეოდა გერმანიის შორი აღმოსავლეთის ფლოტი ადმირალი გრაფ ფონ შპეეს მეთაურობით,
რომლებიც აფერხებდნენ ინგლისის ფლოტს ინდოეთის ოკეანეში.
სამხრეთ ატლანტის ოკეანეში 1914 წლის 1 ნოემბერს გერმანელებმა ჩილეს სანაპიროსთან დაამარცხეს
ინგლისელები, რომლებმაც 8 დეკემბერს ფოლკლენდის კუნძულებთან აიღეს რევანში. შპეეს 4 გემი ჩაძირეს,
ხოლო გადარჩენილი „დრეზდენი“ 1915 წელს იპოვეს და გაანადგურეს, ასე დასრულდა გერნმანული ფლოტის
აქტივობა ოკეანეებში.
ჩრდილოეთ ზღვაში გერმანელებსა და ინგლისელებს შორის სერიოზული შეტაკება მოხდა 1915 წლის
იანვარში დოგერ-ბანკისთვან. ადმირალ დევიდ ბიტის მეთაურობით 5 კრეისერი შეებრძოლა გერმანულ გემებს.
ორივე მხარემ სერიოზული დანაკარგები განიცადა და გერმანელებმა უკან დაიხიეს. ამ ბრძოლის შემდეგ
გერმანელების პრიოტიტეტი წყალქვეშა გემები გახდა, ინგლისელებმა კი ყურადრება დარდანელებზე
გადაიტანეს.
დარდანელებზე თავდასხმა რუსეთის თხოვნით უნდა განხორციალებულიყო, რათა თურქეთის ყურადღება
კავკასუიიდან სხვა რეგიონში გადასულიყო. უინსტონ ჩერჩილმა შეიმუშავა დარდანელებზე თურქული
ფორტების შეტევის გეგმა. ამოცანის წარმატებას ხელი ცუდმა ამინდმა და მინებმა შეუშალა. ინგლისელებმა
ვერაფრით ვერ შეაღწიეს შავ ზღვაში და დესანტი ხმელთაშუა ზღვიდან გადმოსხეს.
1915 წლის მაისიდან იტალიის ომში ჩართვის შემდეგ მოკავშირეებმა ავსტრიის ფლოტი აღმოჩნდა
ჩრდილო ადრიატიკის ზღვაში ჩაკეტილი პორტ პულუში. მიუხედავად ამისა ავსტრიელები გერმანელები
ახერხებდნენ ამ ბარიერების გადალახვას. 1916 წელს გერმანულ ფლოტს სათავეში ადმირალი რაიხარდ ფონ
შეერი ჩაუდგა. მან განაახლა ბრიტანეთის ნაპირების შეტევები. გერმანელებმა განიძრახეს ბრიტანული ფლოტის
ნაწილის ალყა და განადგურება, ოპერაცია 31 მაისს იყო დანიშნული. ბრიტანელებმა წინასწარ შეიტყვეს
გერმანელთა გეგმის შესახებ და გაცილებით მეტი გემი გაგზავნეს ნორვეგიის ნაპირებთან, სადაც უნდა
შემდგარიყო ეს ოპერაცია.
ბიტი პირველი შეებრძოლა გერმანული ფლოტის კრეისერებს. გერმანელებმა ორი ინგლისური კრეისერი
ჩაძირეს. გერმანელებს უკვე ეგონათ რომ თავისი მძლავრი არტილერიით დაამარცხეს ბიტის ფლოტი, მაგრამ,
დღის მეორე ნახევარში ინგლისელთა ფლოტის მეორე ნაწილი გამოჩნდა. ინგლისელებმა ჩაძირეს გერმანელთა
ორი კრეისერი და ლინკორი, რითაც დამთავრდა ბრძოლა.
იუტლანდიის საზღვაო ბრძოლის შემდეგ გერმანულ ფლოტს ჩრდილოეთის ზღვაში აღარ განუხორციალებია
საომარი ოპერაციები.

წყალქვეშა ომი
პირველი მსოფლიო ომის საზღვაო ბრძოლებში აქტიურად გამოიყენებოდა წყალქვეშა გემები. იგივი ომის
დასაწყისშივე გამოიყენებოდა როგორც სამხედრო, ასევე სავაჭრო გემების ჩასაძირად, დასაზვერად
და ნაღმების დასამონტაჟებლად. ასე ბრიტანელებმა ომის დასაწყისშივე მოახდინეს გერმანული სავაჭრო
ფლოტის პარალიზება, რამაც მოგვიანებით გამოიწვია გერმანიაში ეკონომიკური კრიზისი. გერმანელებმა ვერ
შეძლეს ბრიტანეთის საპასუხო ბლოკადის მოწყობა, რადგან ამ პერიოდში მათ მხოლოდ 28 წყალქვეშა გემი
ჰყავდათ, მიუხედავად ამისა, გერმანული სუბმარინები აქტიურად ძირავდნენ ინგლისურ გემებს ბრიტანეთის
ნაპირებთან. 1915 წლის ბოლოსკენ სუბმარინების სიმცირის გამო წყალქვეშა ომმა დაკარგა აქტუალურობა.
1916 წლის 24 მარტს გერმანელებმა ჩაძირეს ინგლისური გემი „სასექსი“, რომელზეც ამერიკის ბევრი მოქალაქი
იყო. ამ ამბავმა ამერიკაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და გერმანელებმა შეაჩერეს წყალქვეშა ოპერაციები, იმის
შიშით, რომ ამერიკაც არ ჩართულიყო ომში. ამის შემდეგ გერმანელული წყალქვეშა ფლოტის აქტივობამ
ხმელთაშუა ზღვაში გადაინაცვლა.
1916 წლის ბოლოს დასავლეთ ფრონტზე სიტუაცია გერმანელებისთვის არც ისე კარგად ვითარდებოდა, უფრო
სწორად საერთოდ არანაირად არ ვითარდებოდა. ამიტომ სარდლობას იმედი ჰქონდა რომ ძლიერი წყალქვეშა
შეტევით გამოეწვიათ ბრიტანულ სავაჭრო ფლოტში ისეთი დანაკარგები, რომ ინგლისელებს თვითონ ეთხოვათ
მშვიდობა. დეკემბერში კი გერმანელებმა დაიწყეს ტოტალური წყალქვეშა ომი, ისინი ნეოტრალურ გემებსაც
აღარ ინდობდნენ.
ინგლისელები სხვადასხვა ტიპის მინებით ებრძოდნენ გერმანულ წყალქვეშა გემებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ
იყო საკმარისად ეფექტიანი. გერმანული სუბმარინები 1917 წლის დასაწყისში უკვე სერიოზულად დაემუქრნენ
ინგლისურ ეკონომიკას. მოკავშირეები გადაარჩინა ომში ამერიკის ჩართვამ. ზაფხულიდან კი ბრიტანელებმა და
ამერიკელებმა მიმართეს სავაჭრო გემების ექსკორტირებას სამხედრო გემებით, რამაც საგრძნობლად შეამცირა
ბრიტანელთა დანაკარგები, ხოლო გერმანელების გაზარდა. ამას მოყვა გერმანიის ეკონომიკის სრული
პარალიზება, რამაც გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება და პაციფისტური განწყობის ზრდა.

ომი ჰაერში

1917 ფრანგული ნიუპორი

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთვის აეროპლანები ჯერ ახალი ხილი იყო. მათ იყენებდნენ როგორც
დაზვერვისთვის ასევე დასაბომბად. ომის დასაწყოსში ლიდერობდნენ გერმანული თვითმფრინავები, ისინი
რეგულარულად უტევდნენ დასავლეთ ფრონტზე მოკავშირეთა პოზიციებს. მხოლოდ 1916 წლის ივლისში
ინგლისურმა F-2-მა და ფრანგულმა „ნიუპორ ბეიბიმ“ გაათანაბრეს მდგომარეობა. ეს თვითმფრინავები
ტექნიკურად უკეთესები იყვნენ ვიდრე გერმანული „აინდეკერები“. გერმანელებმა მალე შექმნეს უკეთესი
თვითმფრინავები და შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა, ისინი მიფრინავდნენ მთელი ესკადრილიებით, 14
თვითმფრინავით.
1917 წლის აპრილში ბრიტანელებმა დაკარგეს 150 თვითმფრინავი და 316 მფრინავი, რის გამოც ამ
თვეს „სისხლიანი აპრილი“ შეარქვეს. ამ თვეში გერმანელებმა ჰაერში ბატონობის პიკს მიაღწიეს. შემდეგ
სიტუაცია ისევ შეიცვალა, ფრანგებმა გამოუშვეს თვითმფრინავები „სპადი“ და „ნიუპორ-17“. ინგლისელებმა
კი „სოპვიჩ პაპი“ და „სოპვიჩი“ გამოუშვეს.
ავიაციის ძირითადი დანიშნულება დაზვერვა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა საჰაერო ბრძოლები დასავლეთ
ფრონტზე არ იყო იშვიათობა. ინგლისელებმა გამოუშვეს ახალი ტიპის თვითმფრინავები - „DH-4“ და „DH-9“,
გერმანელებმა „AEG“, ფრანგებმა კი „ბრეგე“. ესენი იყო მბომბავი თვითმფრინავები.
ბომბავდნენ იარაღის საწყობებს და შტაბებს. ისინი ასევე ბომბავდნენ და ტყვიათმფრქვევებით ცხრილავდნენ
მოწინააღმდეგეთა ჯარისკაცებს, ამრიგად შეტევისას ეხმარებოდნენ თავის ჯარებს და იძლეოდნენ ბრძოლის
მიმდინარეობაზე ინფორმაციას. 1917 წლის ნოემბრიდან, კამბრეს ბრძოლის შემდეგ თვითმფრინავები და
ტანკები ერთად ახორციალებდნენ შეტევებს.
დასავლეთ ფრონტზე ჩატარებული ბრძოლის მოდელი განმეორებული იყო აღმოსავლეთ ფრონტზეც
საბერძნეთშიც და ახლო აღმოსავლეთშიც.
ამის გარდა ავიაცია გამოიყენებოდა ზღვაზე დასაზვერად. თვითფრინავებს ძალიან მცირე რადიოსზე შეეძლოთ
ფრენა, ამიტომ დაზვერვისთვის დირიჟაბლებსაც იყენებდნენ. დაიწყო ჰიდრო თვითმფრინავების მშენებლობა,
რომლებსაც წყლიდან აფრენა უნდა შეძლებოდათ. ჰიდროთვითმფრინავების წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ
გამოყენებასაც ცდილობდნენ, მაგრამ იმ მიზეზის გამო რომ მათაც მცირე რადიოით შეეძლოთ ფრენა, ეს გეგმა
არ აღმოჩნდა ეფექტიანი. ამერიკელებმა გამოუშვეს ახალი ტიპის ჰიდროთვითმფრინავები - „მფრინავი ნავები“
რომლებსაც დაბომბვაც შეეძლოთ და ჰაერში 6 საათამდე ჩერდებოდნენ. გერმანელებმა საპასუხოდ თავისი
მოდელები გამოუშვეს ჩრდილოეთ ზღვაზე საპატრულოდ. აქაც ხშირად იმართებოდა საჰაერო ბრძოლები.
იგივე მიზნებისთვის გამოიყენებოდა დირიჟაბლებიც. დირიჟაბლს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ მას 48 საათი
შეეძლო ჰაერში ყოფნა, ნაკლი კი იყო, რომ მარტო კარგ ამინდში შეეძლო მოქმედება. 1917 წელს სამხედრო
გემების გემბანებიდან სოპვიჩ-პაპები ფრინდებოდნენ და ჯდებოდნენ. ავიამზიდები ჯერ არ იყო, ამიტომ ასეთი
მანევრებისთვის მფრინავს დიდი შრომა სჭირდებოდა. უბედური შემთხვევებიც ხდებოდა. ამიტომ გამოუშვეს
გემი რომელსაც ასაფრები და დასაჯდომი გემბანები ჰქონდა.
პირველ მსოფლიო ომში ავიაციამ თავი იჩინა ქალაქების დაბომბვაში, თუმცა ამას მასიური ხასიათი არ მიუღია.
1914 წლის 30 აგვისტოს გერმანულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო ბომბი პარიზში, რის შედეგათაც დაიღუპა
ერთი ქალი. 1915 წლის 31 მაისს დაიბომბა ლონდონი, დაიღუპა 7 ადამიანი.
ამრიგად ეს პირველი მასშტაბური ომი იყო რომელშიც ფართოდ იქნა გამოყენებული ავიაცია და განსაზღვრა
სამხედრო ავიაციის განვითარება.

You might also like