7 07

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 32

1. რა შედეგით დასრულდა ქადეშის ბრძოლა?

ა) ეგვიპტელებმა სასტიკად დაამარცხეს ხეთები და გაბატონდნენ სირია-პალესტინაში;


ბ) ხეთების ჯარმა შეძლო ეგვიპტელთა დამარცხება და ისინი განდევნა სირიიდან;
გ) გამოკვეთილ წარმატებას ვერავინ მიაღწია და ეგვიპტელებსა და ხეთებს შორის ზავი დაიდო;
დ) სპარსელთა ჯარის გამოჩენამ ეგვიპტელებსაც და ხეთებსაც უკანდახევა აიძულა.

2. ძველი აღმოსავლეთის რომელი ქალაქის ერთ-ერთი კარიბჭეა აღბეჭდილი ფოტოზე?

ა) ალექსანდრიის;
ბ) ბაბილონის;
გ) მემფისის;

დ) პერსეპოლისის.

8
3. რით გამოირჩეოდნენ ასურელები უძველეს ხალხთა შორის?

ა) ხელსაყრელმა ბუნებრივმა პირობებმა პირველ მიწათმოქმედებად აქცია;


ბ) გამუდმებული ომების გამო საუკეთესო მეომრებად ჩამოყალიბდნენ;
გ) დააარსეს სავაჭრო კოლონიები ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე;
დ) შექმნეს იმ დროისთვის საუკეთესო ფლოტი ხმელთაშუა ზღვაზე.

9
4. რომელი ისტორიული პროცესის შედეგია ასახული რუკაზე?

ა) სარგონ დიდის თავდაპირველი დაპყრობების;

ბ) აქემენიანთა ირანის ტერიტორული გაფართოების;

გ) ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის;

დ) სელევკიდების სამეფოს შინაომების დასრულების.

10
5. რა დანიშნულება ჰქონდა ადრიანეს კედელს ანტიკურ ხანაში?

ა) იცავდა რომის იმპერიის სამფლობელოებს დუნაის ჩრდილოეთით მცხოვრები მომთაბარე ტომების შემოჭრისაგან;
ბ) კეტავდა ალპებსა და ადრიატიკის ზღვას შორის მდებარე ვიწრო ზოლს მტრის მოულოდნელი თავდასხმისაგან;
გ) გარს ერტყა ქალაქ რომს და დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფდა დედაქალაქის უსაფრთხოებას;

დ) იცავდა რომაულ პროვინცია ბრიტანეთს ჩრდილოეთით მცხოვრები ხალხის თავდასხმებისაგან.

6. რომელი მსჯელობაა მართებული ვესტგოთების მიერ 410 წელს რომის აღებასთან დაკავშირებით?

ა) ეს იმპერიის დასასრულის დასაწყისი იყო, რადგან სახელმწიფო ბარბაროსთა შემოსევებს ვეღარ უმკლავდებოდა;
ბ) ეს მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო, რადგან ბარბაროსებს რომის არმიაში სამსახური აეკრძალათ;
გ) ამან განაპირობა მათი შემდგომი ლაშქრობა სიცილიაში, სადაც თავიანთი პირველი სახელმწიფო ჩამოაყალიბეს;
დ) ამის წინაპირობა რომულუს ავგუსტუსის მიერ გამოცემული ედიქტი იყო, რომელიც ბარბაროსებს გაქრისტიანებას ავალებდა.

11
7. რა შედეგით დასრულდა ირანისთვის „დიდი ომიანობა“ ეგრისში?

ა) შავ ზღვაზე გასასვლელი მიიღო;

ბ) ეგრისი ბიზანტიის გავლენის სფეროდ აღიარა;

გ) კავკასიაში ციხე-სიმაგრეთა სისტემის მშენებლობა შეწყვიტა;

დ) იძულებული გახდა, ადგილობრივი ხელისუფლების აღდგენა ეცნო.

8. რაში გამოიხატა პატრიკიოს სერგი ბარნუკის ძის ანტიბიზანტიური პოლიტიკა VII საუკუნის მიწურულს?

ა) დასავლეთ საქართველოში ხაზართა ჯარები შემოიყვანა;


ბ) შეუერთდა ქართლის ანუ იბერიის მეფის აჯანყებას;
გ) შეიფარა მწვალებლებად გამოცხადებული მონოფიზიტები;
დ) ეგრისი ანუ ლაზიკა არაბთა გავლენას დაუქვემდებარა.

12
9. რა ერქვა ვაჭართა გაერთიანებებს შუა საუკუნეების ევროპულ ქალაქებში?

ა) უნია;

ბ)გილდია;

გ)ორდენი;
. დ) ამქარი.

10. რის მოსაწესრიგებლად შეიქმნა „სააჯო კარი“?

ა) ვაჭრობა-ხელოსნობის;
ბ) სწავლა-განათლების;
გ) მართლმსაჯულების;
დ) საეკლესიო ცხოვრების.

13
11. სხვა საკითხებთან ერთად, რას ისახავდა მიზნად დავით აღმაშენებელი, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა და მძევლები გამოართვა ოსებს?

ა) საქართველოზე მომთაბარეების მარბიელი თავდასხმების შეწყვეტას;

ბ) ყივჩაღებისათვის საქართველოსკენ უსაფრთხო გზის უზრუნველყოფას;

გ) ხალიფას წინააღმდეგ ბრძოლაში ალანთა დაქირავებული ჯარის გამოყენებას;


. დ) ოსების მიერ ქრისტიანობის მიღების პირობის შესრულებას.

12. როგორ დასრულდა მონღოლთა პირველი ლაშქრობა საქართველოში?

ა) დაიპყრეს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველო;


ბ) გამარჯვების შემდეგ კავკასია დაყვეს დუმნებად;
გ) იძულებული გახდნენ, ზავი დაედოთ საქართველოსთან;

დ) ქართველებთან ბრძოლის შემდეგ დატოვეს სამხრეთ კავკასია.

14
13. რამ აიძულა ჯალალ-ედ-დინი, დაეტოვებინა ხორეზმი?

ა) თემურლენგის ლაშქრობებმა;
ბ) მონღოლებთან ომმა;
გ) სელჩუკთა შემოსევებმა;
დ) ყივჩაღთა თავდასხმებმა.

14. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გამოიწვია ასწლიანი ომი?

ა) საფრანგეთის მეფის მიერ ნორმანდიის საჰერცოგოს დამორჩილებამ;


ბ) ინგლისის მეფის პრეტენზიამ, დაეკავებინა საფრანგეთის ტახტი;
გ) საფრანგეთის მცდელობამ, დაეხურა ნავსადგურები ინგლისის გემებისათვის;
დ) ინგლისის სწრაფვამ, შეექმნა კოალიცია ჰაბსბურგებთან ერთად.

15
15. რატომ გაიზარდა საფრანგეთში გენერალური შტატების მნიშვნელობა ასწლიანი ომის დროს?

ა) მეფე ტყვედ ჩავარდა და შექმნილი ვითარების გამო სახელმწიფოს მართვა გენერალურ შტატებს მოუწია;
ბ) მეფეს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა, გადასახადების საკითხს კი გენერალური შტატები წყვეტდა;
გ) თავისუფალი მოქალაქეებისა და მიწათმოქმედების ჯარში გაწვევა მხოლოდ გენერალური შტატების პრეროგატივა იყო;
დ) საზოგადოების ერთიანობის შესანარჩუნებლად გადაწყდა, რომ ახალ მეფეს გენერალური შტატები აირჩევდა.

16. რომელი ქალაქი იქცა რენესანსის ეპოქის უმთავრეს კულტურულ ცენტრად ევროპაში?

ა) კორდობა;

ბ) ფლორენცია;

გ) აახენი;
დ) როტერდამი.

16
17. რა იყო 1526 წელს გამართული მოჰაჩის ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი?

ა) ოსმალებმა ალყა მოხსნეს ავსტრიის დედაქალაქს;

ბ) საღვთო რომის იმპერიამ შეაჩერა ოსმალთა წინსვლა;

გ) ოსმალებმა დაიპყრეს უნგრეთის ტერიტორია;


დ) ბალკანეთი გათავისუფლდა ოსმალთა უღლისგან.

18. სხვა მიზეზებთან ერთად, რატომ იყო მნიშვნელოვანი ესპანელ ჰაბსბურგთათვის ნიდერლანდების ფლობა?

ა) მის სანაპიროზე მდებარე ციხე-სიმაგრეები აკონტროლებდა ლა-მანშის სრუტეს;


ბ) აქ მდებარეობდა ძვირფასი ლითონით მდიდარი საბადოები;
გ) წარმოადგენდა პლაცდარმს საღვთო რომის იმპერიის წინააღმდეგ;

დ) მდიდარი პროვინცია იყო და დიდ შემოსავალს იძლეოდა ხაზინისათვის.

17
19. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი აბსოლუტიზმის კრიზისს საფრანგეთში?

ა) კარდინალ მაზარინის მმართველობამ;


ბ) განმანათლებლების მოღვაწეობამ;
გ) ჟაკერიად წოდებულმა გლეხთა ომმა;
დ) გენერალური შტატების დაარსებამ.

20. რა ევალებოდათ ვახტანგ VI-ის მიერ შეკრებილ „სწავლულ კაცებს“?

ა) „ვეფხისტყაოსნის“ შესწორება და გამოცემა;

ბ) „ქართლის ცხოვრების“ გამართვა და გადამუშავება;

გ) „დასტურლამალის“ შევსება და რედაქტირება;


დ) „სიტყვის კონის“ შედგენა და გავრცელება.

18
21. რამ განაპირობა 1757 წელს მეზობელი სახელმწიფოს ჯარის საქართველოში შემოჭრა?

ა) სოლომონ I-ის ანტიოსმალურმა პოლიტიკამ;


ბ) თეიმურაზ II-ის რუსეთში გამგზავრებამ;
გ) ერეკლე II-ის მიერ ირანისთვის ხარკის შეწყვეტამ;
დ) სოლომონ II-ის მიერ ევროპაში ელჩების გაგზავნამ.

22. სახელმწიფო მმართველობის როგორი ფორმა გამოცხადდა 1791 წლის სექტემბერში საფრანგეთში?

ა) აბსოლუტური მონარქია;

ბ) საპარლამენტო რესპუბლიკა;
გ) კონსტიტუციური მონარქია;
დ) საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

19
23. რა იყო ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი?

ა) სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სუეცის არხის დაკავება;

ბ) ინგლისისათვის კოლონიებთან დამაკავშირებელი გზის მოჭრა;


გ) საფრანგეთის უზრუნველყოფა ხორბლის მარაგით;
დ) სავაჭრო ფაქტორიებზე მამლუქთა თავდასხმების აღკვეთა.

24. რამ შეუშალა ხელი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ 1800 წლის დეკემბერში ხელმოწერილი მანიფესტის ამოქმედებას?

ა) გიორგი XII-ს სიკვდილის შემდეგ მისი მემკვიდრე დავითის სამეფოს გამგებლად დანიშვნამ;
ბ) ქართველი არისტოკრატიის საპროტესტო წერილის გაგზავნამ საიმპერატორო კარზე;
გ) პოლონეთში დაწყებულმა დიდმა ანტირუსულმა აჯანყებამ;
დ) შეთქმულთა მიერ იმპერატორ პავლე I-ის მკვლელობამ.

20
25. რა მოჰყვა შედეგად 1804 წელს გენერალ ციციანოვის ჯარით შესვლას იმერეთში?

ა) რუსეთის ჯარმა ოსმალთაგან გაათავისუფლა შორაპნისა და ქუთაისის ციხეები;


ბ) იმერეთისა და რუსეთის ჯარებმა ალყა შემოარტყა ფოთის ციხეს;
გ) იმერეთის მეფე იძულებული გახდა, დათანხმებულიყო რუსეთის ქვეშევრდომობას;
დ) რუსეთის ჯარმა დაამარცხა იმერეთის ჯარი და სამეფო გაუქმებულად გამოცხადდა.

26. რა სახის უმნიშვნელოვანესი განსხვავება არსებობდა ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატებს შორის, რომელმაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ხელი შეუწყო აშშ-ში სამოქალაქო
. ომის დაწყებას?

ა) კონფესიური;

ბ) ბიუროკრატიული სისტემის;

გ) ეთნიკური;

დ) ეკონომიკური მოწყობის.

21
27. რა იყო თერგდალეულთა მოღვაწეობის ერთ-ერთი მიმართულება?

ა) დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება


ბ) ქართული სკოლებისა და თეატრის დაფინანსება;
გ) საერთო ეროვნული შეთქმულების მომზადება;
დ) ეროვნული სამხედრო შენაერთების შექმნა.
28. რომელ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულებით დაიწყო პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული სამხედრო ბლოკის შექმნა?
ა) გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთს;
ბ) ავსტრია-უნგრეთსა და იტალიას;
გ) იტალიასა და ოსმალეთს;
დ) ოსმალეთსა და გერმანიას.

29. რა იყო პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას განხორციელებული ჰალიპოლის სამხედრო ოპერაციის მიზანი?

ა) გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ჯარის ნაწილების მიერ ბელგიის დაკავება და საფრანგეთისათვის ჩრდილოეთიდან შეტევა;
ბ) საფრანგეთში მოკავშირე ინგლისელების ძლიერი დესანტის გადასხმა და პარიზზე გერმანელთა შეტევის მოგერიება;
გ) ინგლისისა და საფრანგეთის სადესანტო ნაწილების მიერ დარდანელის სრუტის გახსნა მოკავშირეთა სამხედრო ხომალდებისათვის;

დ) რუსეთის ჯარის მიერ ანატოლიის დაკავება და პლაცდარმის შექმნა ანკარაზე იერიშის მისატანად.

22
30. რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო გენერალმა კვინიტაძემ 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომის დროს მთავარსარდლის პოსტზე ყოფნისას?

ა) ბრძანა დედაქალაქის დატოვება;

ბ) გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია;

გ) დახმარება სთხოვა თეთრგვარდიელებს;

დ) ერთადერთმა არ მოაწერა ხელი კაპიტულაციას.

31. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა საბჭოთა ხელისუფლების მიერ კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას დაპატიმრება?
ა) კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი წერილის გაგზავნამ, რომელშიც საქართველოდან წითელი არმიის ნაწილების გაყვანასა და .
. თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა;
ბ) სამღვდელოების აქტიურმა მონაწილეობამ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში და ამ საქმეში კათოლიკოს-პატრიარქის პირდაპირმა მხარდაჭერამ;
გ) კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით საგანგებო საეკლესიო კრების მოწვევამ, სადაც კომუნისტები დაწყევლეს და მრევლს მათ წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდეს;
დ) სინოდის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც საეკლესიო საგანძურის ნაწილი საზღვარგარეთ გაიტანეს და ნაწილი მონასტრებში გადამალეს.

23
32. რას მოითხოვდა ქართველ ბოლშევიკთა ერთი ნაწილი, რომლებსაც „ნაციონალ-უკლონისტები“ უწოდეს?

ა) საქართველოში არსებული ავტონომიური რესპუბლიკების გაუქმებას;

ბ) საქართველოს ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკაში გაერთიანებას;

გ) საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დროებით ლეგალიზაციას;

დ) საქართველოს პირდაპირ შესვლას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში.

24
33. რა იდეის მატარებელია წარმოდგენილი პლაკატი?

25
ა) სტალინი და ჰიტლერი ერთიდაიმავე პოლიტიკური იდეოლოგიის ორი სახეა;
ბ) სსრკ და მესამე რაიხი ერთობლივად იბრძოდნენ ანტანტის წინააღმდეგ;
გ) კომუნიზმი და ნაციზმი ორივე ტოტალიტარული რეჟიმებია;
დ) დასავლეთი და აღმოსავლეთი დაპირისპირებული ცივილიზაციებია.

34. რომელი მსჯელობაა მართებული ე.წ. დაშოშმინების ანუ დაყვავების პოლიტიკასთან დაკავშირებით?

ა) ამ პოლიტიკით აშშ ცდილობდა წინ აღდგომოდა იაპონიის ინტერვენციას წყნარ ოკეანეში;


ბ) ამას იყენებდა იტალია საკუთარი ტერიტორიული პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად;
გ) მისი მეშვეობით დიდი ბრიტანეთი ცდილობდა ევროპაში გერმანიის აგრესიის შეჩერებას; დ) ამ გზით სსრკ ცდილობდა ბალტიისპირეთის
სახელმწიფოების დამორჩილებას.

26
35. რომელი მსჯელობაა მართებული სსრკ-ფინეთის ომთან დაკავშირებით?

ა) ფინეთმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, თუმცა დაკარგა ტერიტორიის ნაწილი;


ბ) საბჭოთა კავშირმა მხოლოდ დროებით მოახერხა მთელი ფინეთის ოკუპაცია;
გ) ფინეთის ხელისუფლებაში ადგილობრივი კომუნისტები მოვიდნენ;

დ) საბჭოთა კავშირი დამარცხდა და ხელი მოაწერა საზავო ხელშეკრულებას.

27
36. რა კონკრეტული შედეგი მოჰყვა გერმანიასთან ომის დასაწყისში საბჭოთა დაზვერვის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომ იაპონია არ აპირებდა სსრკ-ზე
თავდასხმას?

ა) საბჭოთა კავშირმა მოკავშირეებს სთხოვა, რომ ლენდლიზი შორეული აღმოსავლეთის გზით განხორციელებულიყო;
ბ) საბჭოთა კავშირი მანჯურიაში შეიჭრა და სამხედრო დახმარება აღმოუჩინა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას;
გ) საბჭოთა კავშირმა შორეული აღმოსავლეთიდან გადმოისროლა დივიზიები და მოსკოვთან მიმდინარე ბრძოლაში ჩააბა;
დ) საბჭოთა კავშირმა მთელი სამრეწველო საწარმოები შორეულ აღმოსავლეთში გადაიტანა, სადაც განაახლა სამხედრო ტექნიკის წარმოება.

28
37. რატომ ჩაება აშშ XX საუკუნის 60-იან წლებში ვიეტნამში მიმდინარე ომში?

ა) საბჭოთა კავშირმა ჩრდილოეთ ვიეტნამში საკუთარი სამხედრო ბაზები განათავსა და აშშ-ს მოკავშირეებს დაემუქრა;
ბ) სამხრეთ ვიეტნამის სოციალისტურმა მთავრობამ სამხედრო მოქმედებები დაიწყო ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ;
გ) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აგრესიისგან დაიცვა ჩრდილოეთ ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა;
დ) დახმარება აღმოუჩინა ჩრდილოეთ ვიეტნამელი კომუნისტების წინააღმდეგ მებრძოლ სამხრეთ ვიეტნამის ხელისუფლებას.

29
38. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ქრისტიანობის ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები.

1. ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების ჩატარება

2. ხატმებრძოლეობის დასრულება

3. „მილანის ედიქტის“ გამოქვეყნება


39. ქრონოლოგიურად დაალაგეთ პაპობის ისტორიაში განვითარებული მოვლენები.

1. დაპირისპირება გრიგოლ VII-სა და იმპერატორს შორის

2. ფილიპე IV-ის მიერ პაპის რეზიდენციის გადატანა ავინიონში

3. ურბან II-ს მოწოდება წმინდა მიწის გასათავისუფლებლად

40. ქრონოლოგიურად დაალაგეთ მონღოლთა დაპყრობებთან დაკავშირებული მოვლენები.

1. ალამუთის ციხის აღება

2. ხორეზმის დაპყრობა

3. ბრძოლები ეგვიპტელ მამლუქებთან

30
41. ქრონოლოგიურად დაალაგეთ რუსეთში XVI საუკუნეში მომხდარი მოვლენები.

1. ყაზანისა და ასტრახანის სახანოების დაპყრობა

2. ლივონიის ომის დასრულება

3. მეფის ტიტულის შემოღება


42. ქრონოლოგიურად დაალაგეთ საფრანგეთში XVIII საუკუნეში მომხდარი მოვლენები.

1. 18 ბრიუმერის გადატრიალება

2. რესპუბლიკის პირველი კონსტიყუციის მიღება

3. ომის გამოცხადება ავსტრიისათვის

43. ქრონოლოგიურად დაალაგეთ XIX საუკუნეში მომხდარი მოვლენები.

1. ვენის კონგრესი

2. საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა

3. სამოქალაქო ომი აშშ-ში

31
44. ქრონოლოგიურად დაალაგეთ მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი მოვლენები.

1. სტალინგრადის ბრძოლა

2. იაპონიის თავდასხმა პერლ-ჰარბორზე

3. ოპერაცია „ოვერლორდი“

32
1 2 3

ილუსტრაციებზე ასახულია ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოში XVIII საუკუნის ბოლოს


განვითარებული პროცესის სამი ეპიზოდი.

33
(1)45.1რომელი ქვეყნის ისტორიულ პროცესებს ასახავს მოცემული ილუსტრაციები
(2) 45.2. რომელი ილუსტრაცია (დაწერეთ ნომერი) ასახავს იმ ერთ-ერთ მიზეზს, რომელმაც განაპირობა ილუსტრაციებზე ასახული ისტორიული პროცესის დაწყება და
ილუსტრაციის მიხედვით, რა იყო ეს მიზეზი?
(2) 45.3. რა არის მოცემული პირველ ილუსტრაციაზე და რომელი მეფის სახელთანაა მოცემული ეს სიტუაცია?
(2)45.4. რომელი ილუსტრაცია (დაწერეთ ნომერი) ასახავს, წარმოდგენილი ეპიზოდებიდან, ყველაზე გვიანდელ მოვლენას? თქვენი პასუხი დაასაბუთეთ . .
ილუსტრაციაზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით.

34
სექტემბერში ევროპელებმა ქალაქს მიაღწიეს. ქალაქში
გამაგრებული ოსმალები იმედოვნებდნენ, რომ სულთანი
მალე გამოჩნდებოდა და დანებებაზე უარი განაცხადეს.
ევროპელებმა ალყა წამოიწყეს, ხოლო დუნაიზე მყოფმა
მათმა გემებმა მდინარიდან მისადგომი დაბლოკეს. რამდენ-
იმე დღის შემდეგ ოსმალები სულთნის მეთაურობით ქალ-
აქს მიუახლოვდნენ. ევროპელთა რიგებში ერთსულოვნება
არ იყო, ფრანგებს დაუყოვნებლივ შეტევაზე გადასვლა სურ-
დათ, უნგრეთის მეფე კი დაცდას მოითხოვდა, რათა მტრის
შესახებ ცნობები შეეგროვებინა. საბოლოოდ, საკუთარ
ძალებში დარწმუნებული ფრანგები შეტევაზე გადავიდნენ.
მათ უკან უნგრეთის მეფე, ხოლო ფლანგებზე ვლახები და
ტრანსილვანიელები განლაგდნენ. ოსმალებმა ფრანგი რაინ-
დების შეტევას ვერ გაუძლეს და უკან დაიხიეს. ფრანგებმა,
რომელთაც ჩათვალეს, რომ გამარჯვება თითქმის მოპოვე-
ბული იყო, წინსვლა განაგრძეს და იმ გორაკისკენ დაიძრნენ,
სადაც მტრის ბანაკი ეგულებოდათ. როდესაც ფრანგმა
რაინდებმა აღმართი აიარეს, მათთვის მოულოდნელად
ოსმალთა ლაშქრის ახალ ნაწილებს გადააწყდნენ.

35
(1) 46.1. რომელი ქალაქის აღებას ცდილობდნენ ევროპელები?

(1) 46.2. რა მოიმოქმედეს საბოლოოდ ევროპელებმა ოსმალთა ლაშქრის გამოჩენის შემდეგ?

(1) 46.3. რა მოიმოქმედეს ვლახებმა და ტრანსილვანიელებმა ბრძოლის მსვლელობისას?

(1) 46.4. თავის გადარჩენის მიზნით რის იმედად დაიხიეს ფრანგებმა და უნგრელებმა დუნაისა

36
27. ნაწყვეტი ფრანგი მოგზაურის ჟ.პ. დე ტურნეფორის (1656–1708)1 ნაშრომიდან „მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში“
. ქალაქი თბილისი გაშენებულია მოშიშვლებული მთის ფერდობზე, ძალზე ვიწრო ხეობაში. როგორც დიონ კასიუსი გვამცნობს,
იბერიელები მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე ცხოვრობდნენ. ისინი დასავლეთ მხრიდან არმენიელებს, ხოლო აღმოსავლეთ მხრიდან ალბანელებს
ემეზობლებოდნენ. ალბანელებს მტკვრის გადაღმა ტერიტორია ეჭირათ კასპიის ზღვამდე... პლუტარქე შენიშნავს, იბერიელები არასოდეს
დამორჩილებიან არც მიდიელებს, არც სპარსელებს და არც თვით დიდ ალექსანდრესო. მხოლოდ პომპეუსმა შეძლო მათი დამარცხება. ამ დროს
იბერიაში მეფობდა არტოკი, რომელიც შეეცადა პომპეუსთან დაზავებას მისი მოტყუების მიზნით. მაგრამ პომპეუსი მაინც შეიჭრა მის სამეფოში და
მიაღწია აკროპოლისს, სადაც სამეფო კარი იდგა. დაბნეული და შეძრწუნებული მეფე მტკვრის მეორე მხარეს გადაიხვეწა და ცეცხლი წაუკიდა ხიდს.

რომაელებმა დალაშქრეს მთელი ქვეყანა და ამიერიდან კავკასიონის ძირითადი გადასასვლელის ბატონ-პატრონნი გახდნენ. პომპეუსმა აქ თავისი
გარნიზონი ჩააყენა და მტკვრის გასწვრივ მდებარე ქვეყანა მთლიანად დაიმორჩილა... თბილისი საკმაოდ დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.
ციხე ქალაქის თავზე, მშვენიერ ადგილზე დგას, მაგრამ სანახევროდ დანგრეული გალავანი მხოლოდ და მხოლოდ სუსტი კოშკებითაა დაცული....
საქართველოს მეფე, რომელმაც სპარსეთის ჩვეულების თანახმად, ხელმწიფის საჩუქრები და ბრძანებები ქალაქის გარეთ უნდა მიიღოს, ასევე მოვალეა
გაიაროს ამ ციხეზე. აქ ციხე-სიმაგრის კომენდანტს ადვილად შეუძლია დააკავოს მეფე, თუკი ამგვარი ბრძანება ექნება მიღებული სპარსეთის
ხელმწიფისგან.
1 ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორმა საქართველოში 1701 წლის ზაფხულში იმოგზაურა. კითხვები:
. (2) 27.1. რომელი სახელმწიფო მდებარეობს დღეს ტექსტში ნახსენები ალბანელების ტერიტორიაზე?
. (1) 27.2. ვინ იგულისხმება დიდ ალექსანდრეში?
. (1) 27.3. რომელი სახელმწიფოს მხედართმთავარი იყო პომპეუსი?
. (1) 27.4. რომელი ქართველი მეფე იგულისხმება ტექსტში ნახსენებ არტოკში?
. (1). 27.5. ტექსტის მიხედვით, როგორ ცდილობდა არტოკი პომპეუსის მოტყუებას?
. (2) 27.6. ქართლის რომელ ქალაქში მდებარეობდა ტექსტში ნახსენები აკროპოლისი?
. (1) 27.7. რომელ საუკუნეში ილაშქრა პომპეუსმა იბერიაში? .

37
. (1) 27.8. ტექსტიდან გამომდინარე, რა ტიპის დამოკიდებულება არსებობდა სპარსეთის მბრძანებელსა და „საქართველოს მეფეს“ შორის?
. (1) 27.9. რატომ უნდა მიეღო საქართველოს მეფეს სპარსეთის ხელმწიფის საჩუქრები და ბრძანებები ქალაქგარეთ?
. (1) 27.10. რომელი კონკრეტული სამეფოს მეფე იგულისხმება ტექსტში ნახსენებ „საქართველოს მეფეში“?
. (2) 27.11. რა ტიტულს ატარებდა სპარსეთის ხელმწიფე?
. (1) 27.12. ტექსტიდან გამომდინარე, რატომ უნდა გაევლო საქართველოს მეფეს ციხეზე

38
39

You might also like