Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა ,,ბედი ქართლისა“ 1839 წელს არის დაწერილი.

ნაწარმოები
ეძღვნება მე-18  საუკუნის საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხს. თუმცა, აღნიშნულ
თემას აქტუალობა არც მე-19 საუკენეში დაუკარგავს, სწორედ ამიტომ, ავტორი ცდილობს
კრიტიკულად გავააზრებინოს პროცესები. იგი ახერხებს წარმოაჩინოს მოვლენების,  როგორც
დადებითი, ისე უარყოფითი მახარეები.

ბედი ქართლისა ორი კარისაგან შედგება. პირველ ნაწილში ჩანს  ქართველთა მორიგი


უთანასწორო ბრძოლა მტრის წინააღნდეგ, საგონებელში ჩავარდნლი მეფე ფერკლე II, სამშობლოს
სამსახურში მდგარი თავდაუზოგავი მამულიშვილები და სამწუხაროდ,  საშინელი ღალატი
თანამემამულეთა. მეორე კარში კი, გადმოცემულია მეფისა და მისი მსაჯულის ბჭობა
საქართველოს მომავლის შესახებ. აქვე, ცხადია, არა შემთხვევით, ავტორს ფრაგმენტულად
შემოჰყავს უაღრესად საინტერესო პერსონაჟი, სოფიო, სოლომონ ლეონიძის მეუღლე, ქსნის
ერისთავის, დავითის ასული. მისი პირით ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართველთა იმ ნაწილს
ალაპარაკებს, რომლებიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ და იბრძვიან
დღესაც.

ნაწარმოები იწყება მეფის გულმხურვალე ლოცვით. ერეკლეს განუზრახავს აღა- მაჰმად-ხანს


წინ აღუდგეს და ჯარი კრწანისში დაუბანაკებია. ბრძოლა ძალიან რთული იქნება. მეფემ იცის, რომ
,,საქართველოს დღეს გარდუწყდება თვისი ბედი და უბედობა!“ ამ დროს  მხოლოდ სტრატეგია არ
არის საკმარისი, ამიტომ იღებს ღვთის წინაშე ყველაზე დიდ მსხვერპლს, ,, მეფის ცრემლს
მამულისათვის“, უფალს  ევედრება დახმარებას, სასწაულის მოხდენას გამოითხოვს მისგან.
კითხვა, რატომ ტირის მეფე? ფაქტობრივად, აღარ ჩნდება, რადგან პოეტი მალევე გვარკვევს
პრობლემის არსში --- მტერი, როგორც ყოველთვის ,,ძლიერი“ და ,,რისხვიანია“,
ამასთანავე ,,ურიცხვი“. ქართველ მებრძოლებში, ერთი შეხედვით, ერთსულოვნებაა, მეფეს ,,ერთის
ხმით შეჰბღავლეს“:

,,ჩვენ თუნდ სულ ერთს დღეს დავიხოცებით,

ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი!


მტერი რა მტერი, ოდეს ქართველი
ბატონს ირაკლის ნუგეშად ჰხედავს;
მისთვის სიცოცხლეს ვინღა დაზოგავს!"

მოწინააღმდეგეებს შეებნენ ,,ვითა ნადირსა მშიერი ლომი“. მაგალითს თავად ხელმწიფე


აძლევდათ. ,,საქმე გაჭირდა“ მაინც, ამიტომაც ქართველებმა ,,ხმალს ხელი იკრეს მამაპაპურად და
დაერივნენ თავისებურად!“ თავგანწირვამ შედეგი გამოიღო: ,,გამარჯვებულნი დარჩნენ ივერნი“.
თუმცა, პრობლემა ამით არ ამოწურულა. ერეკლემ იცოდა, სპარსელები  განახლებული ძალებით
დილით დაბრუნდებოდნენ. ამჯობინა ხერხი ეხმარათ, ციხეში
გამაგრებულიყვნენ. გადაწყვეტილება გონივრული აღმოჩნდა. სამი დღე-ღამე ამაოდ
ცდილობდა მომხდური ქართველთა დამარცხებას. ვერაფერი გააწყვეს და წასვლას
აპირებდნენ, ,,მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა!“ როგორც ბევრჯერ, ამჯერადაც ,,ციხე შიგნიდან გატყდა“.
გამცემელმა ,,მტერთ უმსხვერპლა თვისნი მოძმენი!“ ამით გათამამებულმა აღა მაჰმად-ხანმა ციხე აიღო
და მეფის შეპყრობა განიზრახა. ერეკლე მეორემ მოასწრო მთიულეთში გადასვლა და ამ გზით, როგორც
ბარათაშვილი აღნიშნავს, ,,შეუმცირა სპარსთ ტკბილი დღენი“.

მოძმეთაგან ზურგში დანაჩარტყმული მეფე ერეკლე არაგვის პირას ცდილობს დარდის


ღრუბელი გაიფანტოს, ,,გა-ცა-ართოს ქარვის მარცვლები“. ნაჭრილობევ გულს მალამოდ ედება
ზღაპრული პეიზაჟი: შეუპოვრად მოჩუხჩუხე მდინარე, ამწვანებული მთები, დაისი. ნიკოლოზ
ბარათაშვილი შესანიშნავ მეტაფორებს იყენებს ხელმწიფის ფიქრებისა და განცდების  გადმოსაცემად.
ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ ერეკლეს არაგვი საკუთარ თავს აგონებს, შეუპოვარს, აზვირთებულსა
და ჟინიანს. ზურმუხტისფერი ბუნება კი მეფობის ყველა ის სიკეთეა, რითაც გამოირჩევა  მისი
მმართველობა, ხოლო ,,დამავალ მზეში“ იგი ჭვრეტს ძალაუფლების დასასრულის მოახლოებასა და
მშობელი ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ საფრთხეს_მაჰმადიანური სამყარო ჩაყლაპვას
უპირებს შინადაპირისპირებების ცეცხლში გახვეულ საქართველოს:
,,ამიერითგან გაქეზებული
მაჰმად-ხანისა მოსისხლე გული
არ დაგვაწყნარებს სიამაყითა:
მას ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა;
ეს ხმა  ლეკთაცა აგვიყაყანებს;
ოსმალი მხოლოდ დროს შემოჰყურებს,
და მტერნი ძლიერ მაშინ მოგვატყდნენ,
როს ყმანი ჩემნი ურთიერთს ბძარვენ!“

 მეფეს კი, როგორც მამას, როგორც მწყემსს, ევალება გამოსავალი იპოვოს. ერეკლე რთული არჩევანის
წინაშე დგას. სამშობლო ან მტერს უნდა დაუმორჩილოს, ან მეზობელ რუსეთს სთხოვოს დახმარება,
უფრო სწორად რომ ვთქვათ, გახადოს ქვეყანა მეფის რუსეთის ქვეშევრდომი.

დილემის წინაშე მდგარ ერეკლეს არჩევანი გაკეთებული აქვს. ამის შესახებ პოემის მეორე კარში
ვგებულობთ:
,,აწ განთქმულია რუსთა სახელი,
ხელმწიფე უვისთ  ბრძენი და ქველი,
დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა,
მტკიცე კავშირი, სარწმუნოება,
მას, მინდა მივცე მემკვიდრეობა,
და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!"

იგი მოსაზრების მართებულობის გადამოწმებას ცდილობს. სწორედ ამ მიზნით, გულს გადაუშლის


მრჩევლს, სოლომონ ლეონიძეს. სანამ მის პასუხს მოვისმენთ, ნაწარმოებში ორ მეტად საგულისხმო
ტაეპს ვკითხულობთ: ,,მას არ სჯეროდა, რომ ირაკლის გულს ჰხედვიდა იგი ესთ შეცვალებულს.“
შეუძლებელია უდიდესი სევდა-ნაღველი არ ჩაგეღვაროს გულში მათი წაკითხვისას. თითქოს მეფის
სულისა და გონების ნაწილი ხდები, ცხადად განიცდი იმ ტკივილს, რომელიც გულს უკლავს ერეკლეს,
რომელმაც ,,შეცვალა“ იგი. მკითხველი გრძნობს, სოლომონი იგივე ერეკლეა. სოლომონის მრწამსს,
ღირებულებებს, მოსაზრებებს კი მისი მეუღლე არაჩვეულებრივ მეტაფორაში მოსავს ,, რა ხელ-ჰყრის
პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული!“ ხაზს უსვამს, რომ: ,, ქართველებს არად მიაჩნით
უბედურება, თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!" მოსაზრება ნათლად, მკაფიოდ არის
ჩამოყალიბებული, არაერთი არგუმენტითაა გამყარებული. იგი იმდენად მტკიცეა, მეფეს საპირწონედ,
თითქმის, არაფერი ეთქმის. მკითხველის გულისყურს არც ის გამოეპარება, რომ სოლომონისა და
სოფიოს სათქმელი მეფის გულის წადილია, სურვილი, აწ უკვე ოცნება. ერეკლეს ევალება
პრაგმატულად გაანალიზოს ყველაფერი, ჭეშმარიტებად ჩათვალოს ის, რაც სასარგებლოა და
გადაწყვეტილება ისე მიიღოს. ასეც იქცევა, ტრაგიკული ხვედრის შეფერადებას ცდილობს, ცდილობს
სოლომონს ანუ საკუთარ თავს დააჯეროს გადაწყვეტილების მართებულობა:
"ახლა კი დროა, სოლომონ, რომა
მშვიდობა ნახოს საქართველომა.
მან საფარს ქვეშე  მხოლოდ რუსეთის
ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის,
და მხოლოდ მაშინ უეჭვოდ გვრწამდეს,
რომ ქრისტეანთ ხმა მარად ისმოდეს
საფლავთ ზედ ჩვენთა მამა-პაპათა,
და განისვენონ აჩრდილთა მათთა!“

არ არის საკმარისი მტკიცებულება!_მეფეს გულს უღრღნის შინაგანი ხმა, სოლომონი :


"განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს!
ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს
არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!"

ერეკლე არ ცხრება, ეწინააღმდეგება, ცდილობს მის გაჩუმებას და, აი, ამ სულის, გულისა და გონებისა
ჭიდილში  აღმოხდება მწარე ჭეშმარიტება:
,, რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება,
ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!“

მისთვისაც არასასურველ გადაწყვეტილებას მეფე იღებს, რადგან სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.

            დღევანდელი გადაასახედიდან, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები: რამდენად რეალურია მეფის


შიში? ჰქონდა თუ არა მეფეს არჩევანის სხვაგვარად გაკეთების საშუალება? იყო თუ არა ეს
თანამეამულეებზე გულაცრუებული მეფის გადაწყვეტილება? რამდენად სამართლიანია  სოლომონისა
და მისი მეუღლის სამდურავი:
...,,და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი,
განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,
და იგი მათს ბედს ისე განაგებს,
ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!
მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება -
სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,
მისდევდე შენსა გულისკვეთებას
და უთრგუნვიდე თავისუფლებას?“

ან კიდევ:
,,უცხოობაში რაა სიამე,
სადაცა ვერ ვის იკარებს სული
და არს უთვისო  დაობლებული?
რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვევებული!
და ველად იგი ამხანაგთ შორის
ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის!
ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,
თუ მოაკლდება თავისუფლება?
თავის მამულში მას გაჭირება
სხვადასხვა რიგად ენუგეშება:
მუნ სულსა სული თვისად მიაჩნის
და გულსა გულის პასუხი ესმის!“

 საამისოდ აქვთ რეალური საფუძველი თუ მხოლოდ ემოციებს აჰყოლილან?

აღნიშნულ კითხვებს ობიექტურად რომ გავცეთ პასუხები, აუცილებელია, ვიცოდეთ როგორ


აფასებენ იმ ისტორიულ ფონს ისტორიკოსები, როცა ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა“ დაიწერა.
საკითხი მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: ,,1781-82 წლებში მეფე ერეკლემ ევროპის
სახელწიფოებთან პოლიტიკური კავშირის გაბმა და მათგან დახმარების მიღება სცადა. ერეკლეს
ესმოდა, რომ საქარველოს ხსნა და გაძლიერება მხოლოდ ქვეყნის ევროპულად გარდაქმნის გზით იყო
შესაძლებელი. ამ მაცდელობიდან არაფერი გამოვიდა, რადგან კავკასიაში ოსმალეთსა და თურქეთს
თავიანთი ინტერესები ჰქონდათ და მათ ევროპელთა ფეხის მოკიდება საქართველოში ხელს არ
აძლევდათ. ამრიგად, ერეკლეს წინშე ასეთი არჩევანი დადგა: ირანი, ოსმალეთი ან რუსეთი.
საქართველოს თავისუფალსა და დამოუკიდებელს არცერთი მათგანი არ დატოვებდა. მუდმივი
ომებით დასუსტებულმა საქართველომ ენერგიულად დაიწყო მოქმედება ერთმორწმუნე რუსეთთან
დაახლოებისთვის. 1783 წელს გეორგიევსკში ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომლის თანახმადაც,
საქართველო რუსეთის უმაღლეს ძალაუფლებასა და მფარველობას აღიარებდა, რუსეთი კი
კისრულობდა საქართველოს დაცვას გარეშე მტრებისგან. პოლიტიკური დამოუკიდებლობის
დათმობით ერეკლე ირან-ოსმალეთის აგრესიისაგან თავისი ქვეყნის საბოლოოდ გამოხსნას ლამობდა.
ამიტომაც აირჩია მან გზა ევროპისაკენ _ რუსეთის  საშუალებით.

მეფე ერეკლეს ამ არჩევანით განრისხებული აღა-მაჰმად-ხანი 1795 წელს შემოესია


საქართველოს. კრწანისის ველზე სისხლისმღვრელი შეტაკების შემდეგ მან ააოხრა თბილისი და მისი
შემოგარენი. მიუხედავად გეორგიევსკში დადებული შეთანხმებისა, ამ ომში რუსეთი საქართველოს არ
დახმარებია. შინაგანად გულგატეხილმა და სიბერით დაუძლურებულმა მეფე ერეკლემ კიდევ უფრო
გააძლიერა რუსეთთან კავშირი. მეფის ამ პოლიტიკას მაშინდელ თავადაზნაურობაში ბევრი
მოწინააღმდეგე ჰყავდა.

1798 წელს ერეკლე გარდაიცვალა, ტახტზე ავიდა მისი ვაჟი გიორგი XII, მაგრამ 1801 წელს ისიც
გარდაიცვალა და ამით ბაგრატიონთა დინასტიის მეფობაც დამთვრდა. ქვეყნის მართვა-გამგეობის
საქმე მთლიანად რუსეთის ხელში გადავიდა, 1801 წელს საქართველომ საბოლოოდ დაკარგა
დამოუკიდებლობა და ქართლ-კახეთი რუსეთის გუბერნიად გამოცხადდა.

საქართველოში დიდ იმედებს ამყარებდნენ ამ შეერთებაზე, მიაჩნდათ, რომ ერთმორწმუნე


ქვეყანა მათ აღმოსავლელი დამპყრობლებისაგან დაიფარავდა, მაგრამ დროთა ვითარებაში ქართული
არისტოკრატია მიხვდა, რომ რუსეთს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ჰქონდა საქართველოში და
დაუკავშირდა თავად-აზნაურთა იმ ფენას, რომელიც თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან
შეერთებას.

XIX საუკუნის პირველ ათწლეულში რუსეთის წინააღმდეგ ბევრი აჯანყება მოხდა


(მთიულეთის, კახეთის, იმერეთის, გურიის), მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1832 წლის
შეთქმულება, რომელშიც იმ ეპოქის თითქმის ყველა ქართველი მწერალი და მოაზროვნე
მონაწილეობდა. ამ შეთქმულებას უმთავრესად ერთი მიზანი ჰქონდა: რუსეთის განდევნა
საქართველოდან და ადგლობრივი მართვა-გამგეობის დამყარება. შეთქმულთა ნაწილი საქართველოში
კვლავ ბაგრატიონთა დინასტიის აღდგენაზე ოცნებობდა, ნაწილი კი მხარს უჭერდა ქვეყნის
რესპუბლიკურ მოწყობას. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შეთქმულთა ძირითადი მიზანი იყო
რუსეთის განდევნა საქართველოდან და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა.
შეთქმულება ამჯერადაც მარცხით დამთავრდა. იმავე წლის 9 დეკემბერს მისმა ერთ-ერთმა
წევრმა, იასე ფალავანდიშვილმა, შეთქმულება გასცა, რასაც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან
შეთქმულთა მიმართ რეპრესიები მოჰყვა.

შეთქმულების დამარცხების შემდეგ ქართველი თავადაზნაურობის ერთი ნაწილი რუსეთის


ერთგულების გზას დაადგა და იმპერატორის სამსახურში ჩადგა; ასევე მოიქცა ინტელიგენციის
ნაწილიც.

1832 წლის შეთქმულების დამარცხებამ ხალხში სასოწარკვეთილება გამოიწვია. რუსის


მოხელეთა თავაშვებულობა უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. მართალია, ქართველი
ინტელიგენცია აშკარა წინააღმდეგობას ვეღარ ბედავდა, მაგრამ თავისი ქვეყნისა და ხალხის ბედს იგი
უწინდებურად მძიმედ განიცდიდა.“

You might also like