Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

vweroT da vimetyveloT qarTulad

რამინ ბახტაძე
ქართული ენის დიალექტები
ცნობები ქართული კილოების შესახებ გვხვდება XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე
შექმნილ უცხოელ მოგზაურთა და მეცნიერთა ნაშრომებში.

ქართული დიალექტების მეცნიერული შესწავლა XX საუკუნის დამდეგიდან იწყება,


მაგრამ სისტემატური და გეგმაზომიერი კვლევა პირველად თბილისის უნივერსიტეტში
დაიწყო. ა. შანიძემ დასაბამი დაუდო მთის კილოების ფუნდამენტურ კვლევას. ა. შანიძის,
არნ. ჩიქობავას, ვ. თოფურიას ნაშრომებმა განსაზღვრეს დიალექტოლოგიის განვითარება.

ქართული ენა იყოფა მეტ-ნაკლებად განსხვავებულ დიალექტურ ერთეულებად. ეს


ერთეულები ერთიანდებიან აღმოსავლურ და დასავლურ ჯგუფებში (გამოყოფენ სამხრულ
ჯგუფსაც). დიალექტთა კლასიფიკაციის ლინდვისტური კრიტერიუმი კილო-თქმათა
განმასხვავებელი ნიშნების ერთობლიობაში მდგომარეობს.

ა ჭ ა რ უ ლ ი გავრცელებულია აჭარის ასსრ-ში: ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის,


ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. აგრეთვე გურიაში_ ჩოხატაურის რამდენიმე სოფელში.
ამ დალექრზე ლაპარაკობენ საქართველოს იმ ნაწილშიც, რომელიც მოქცეულია თურქეთის
ტერიტორიაზე. გამოიყოფა ორი კილოკავი: ზემოა ჭარულ და ქვემო აჭარული.

გ უ რ უ ლ ი მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს.


ისტორიულად გურიის ტერიტორიაზე ხდებოდა მოსახლეობის გადაადგილებანი,
გასათვალისწინებელია მოსახლეობის გარედან დენის პროცესებიც, რასაც თავისი
გამოხატულება უპოვია არაქართული წარმოშობის გვარ-სახელებში. გამოიყოფა ორი
კილოკავი: ზემოგურული და ქვემოგურული. გურულში უხვად არის წარმოდგენილი
ზანიზმები (მეგრულ-ჭანური ფენა) დაცულია არქაიზმები. გურული დალექტი
საინტერესოა ინოვაციებითაც.

თ უ შ უ რ ი ს გავრცელების არეალია ახმეტის მუნიციპალიტეტი. თუშურად


მეტყველებენ წოვათუშებიც. შედია ,,მთია კილოების“ ჯგუფში. ხევსურულთან და
მოხეურთან ერთად ქმნის ვიწრო ჯგუფს, რომელიც ცნობილია ,,ფხოურის“ სახელით.

ი მ ე რ უ ლ ი ქართლურის შემდეგ ყველაზე მსხვილი დიალექტური ერთეულია და


მოიცავს ხარაგოულის, საჩხერის, თერჯოლის, ზესტაფონის, ვანის, სამტრედიის,
ბაღდათის, ხონის მუნიციპალიტეტებს, ქ. ქუთაისის, აგრეთვე ჭიათურის, ტყიბულისა და
წყალტუბოს საქალაქო ტერიტორიებს. იმერლები სახლობენ სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
იმერული კილო იყოფა ორ, საკმაოდ დიფერენცირებულ, კილოკავად: ზემოიმერულად და
ქვემოიმერულად. აგრეთვე გამოყოფენ შუაიმერულს (,,თერჯოლურს“), რომელსაც
ახასიათებს კილოკავის ნიშნები. იმერულმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი
ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში.

~1~
vweroT da vimetyveloT qarTulad
ი მ ე რ ხ ე უ ლ ი პირობითად წარმოადგენს ისტორიულად შავშეთ-კლარჯეთში
გავრცელებულ კილოს შემადგენელ ნაწილს. იმერხეული შემორჩენილია იმერხევის
პროვინციაში მდინარე იმერხევსა და მისი შენაკადების აუზში, მდინარე ჭოროხამდე.
განიცდის თურქული ენის გავლენას. იმერხეული ძალიან ახლოს დგას აჭარულთან და
მტკვრის აუზის მესხურთან.

ი ნ გ ი ლ ო უ რ ი გავრცელებულია საინგილოში (ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკა).


კახისა და ზაქათალის რაიონებში. განიცდის აზერბაიჯანულისა და ხუნძურის გავლენას.
სალიტერატურო ქართული ნაკლებად ზემოქმედებს მასზე, რაც მკვეთრად განასხვავებს მას
სხვა ქართული დიალექტებისაგან. ინგილოური ახლოს დგას ფერეიდნულთან, აგრეთვე
კახურთან.

კ ა ხ უ რ ი ქართლურთან ერთად დიდ როლს თამაშობს ქართული სალიტერატურო


ენის ფორმირებაში. გამოიყოფა 3 კილოკავი: გარეკახური, შიგაკახური და ქიზიყური.
გარეკახური გავრცელებულია თბილისის გარეუბანში, საგარეჯოსა და ნაწილობრივ
გურჯაანის მუნიციპალიტეტებში; შიგაკახური_ გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის,
ახმეტის, ყვარლის მუნიციპალიტეტებში; ქიზიყური_ სიღნაღის, წითელწყაროს
მუნიციპალიტეტებში.

ლ ე ჩ ხ უ მ უ რ ი ძირითადად გავრცელებულია ცაგერის მუნიციპალიტეტში,


ნაწილობრივ წყალტუბოს საქალაქო ტერიტორიასა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
განიცდის სვანურისა და მეგრულის გავლენას. ძირითადად ლეჩხუმური ქვემოიმერულის
ტიპისაა, ახლოს დგას ქვემო რაჭულთანაც. ლეჩხუმური პირობითად შეიძლება, დაიყოს
ზემოლეჩხუმურად და ქვემოლეჩხუმურად.

მ ე ს ხ უ რ ი ეწოდება მტკვრის აუზის მეტყველებას (ახალციხის, ასპინძის, ადიგენის


მუნიციპალიტეტებში). იგი ჯავახურთან ერთად საქარველოში ისტორიულად
გავრცელებული მესხური კილოს ნაშთია. ისტორიულად მესხური წარმოადგენდა
სალიტერატურო ენის ერთ-ერთ საყრდენ კილოს. მესხური რამდენადმე გარდამავალი
სახეობი დიალექტია; უფრო ახლოს დგას ჯავახურთან. ლექსიკა-ფრაზეოლოგია
განიცდიდა თურქულის გავლენას.

მ თ ი უ ლ უ რ-გ უ დ ა მ ა ყ რ უ ლ ი. საკუთრივ მთიულური გავრცელებულია მდინარე


მთიულეთის არაგვის აუზში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. საკუთრივ გუდამაყრული კი_
გუდამაყრის ქედიდან გამომდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. მთიულურ-
გუდამაყრული შედის მთის კილოთა ჯგუფში, უმთავრესად არქაული მოვლენების
მიხედვით; ახალი მოვლენებით ენათესავება ქართლურსა და კახურს.

მ ო ხ ე უ რ ი ხევის მეტყველებაა. გავრცელებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში,


მდინარე თერგის ორივე მხარეზე გაშენებულ სოფლებში. აგრეთვე თერგის მარჯვენა
შენაკადის სნოსწყლის ხეობაში. მოხეური ენათესვება მთის კილოებს, მაგრამ ბევრი
საზიარო ფორმა აქვს აგრეთვე ქართლურთან და კახურთან.

~2~
vweroT da vimetyveloT qarTulad
რ ა ჭ უ ლ ი გავრცელებულია ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში. იყოფა
მთარაჭულ, ზემორაჭულ და ქვემორაჭულ კილოკავებად. მთარაჭული ახლოს დგას მთის
კილოებთან. ქვემორაჭული არსებითად უახლოვდება იმერულსა და ლეჩხუმურს.

ფ ე რ ე ი დ ნ უ ლ ი ირანის ერთ-ერთ პროვინციაში მცხოვრებ ქართველთა მეტყველებაა.


ცოცხალ ქართულ კილოთა შორის ფერეიდნულის პროფილი არსებითად განსხვავებულია
იმის გამო, რომ სრულიად მოწყვეტილია მოძმე ქართულ კილოებს, აცდენილია
სალიტერატურო ქართულის ზემოქმედება-გავლენას, მოქცეულია სხვა ენების
გარემოცვაში. ყველაზე ახლოს დგას ინგილოურთან.

ფ შ ა უ რ ი საკუთრივ ფშავის მეტყველებაა, რომელიც იხმარება დუშეთის, ახმეტის,


თიანეთის, წითელწყაროს, საგარეჯოს, თელავის, ყვარლის მუნიციპალიტეტებში.
ტიპობრივი ფშაური უფრო უკანაფშავშია შემონახული. ,,მთის კილოთაგან“ ფშაური
იმითაც გამოირჩევა, რომ მას ძლიერ ატყვია ბარის კილოების გავლენა.

ქ ა რ თ ლ უ რ ი ერთ-ერთი უმსხვილესი დიალექტური ერთეულია, იგი ქართული


სალიტერატურო ენის ფუძედიალექტია. გავრცელებულია, ბოლნისის, ბორჯომის,
გარდაბნის, გორის, დმანისის, დუშეთის, თეთრი წყაროს, კასპის, მარნეულის, მცხეთის,
ქარელის, წალკის, ხაშურის მუნიციპალიტეტებში. ქართლურის კილოკავებია:
შიდაქართლური, დასავლურქართლური, ჩრდილოურქართლური, ქვემოქართლური,
სამხრეთულქართლური.

ხ ე ვ ს უ რ უ ლ ი ს გავრცელების ძირითადი არეალია პირიქითა ანუ გადაღმა


ხევსურეთი, და პირაქეთი ანუ გადმოღმა ხევსურეთი. საკუთრივ ხევსურეთისა ხევსურები
ცხოვრობენ დუშეთში, ყაზბეგში, თიანეთში, ახმეტაში, მცხეთაში, თელავში, საგარეჯოში,
წითელ წყაროში, გარდაბანსა და ზოგ სხვა მუნიციპალიტეტებში. ხევსურული მდიდარია
არქაული სიტყვებით.

ყ ი ზ ლ ა რ-მ ოზ დო კ უ რ ი ჩრდილოეთ კავკასიაში _ქ. მოზდოკსა და ყიზლარში


მცხოვრებ ქართველთა მეტყველებაა. ქართველები აქ ჩასახლებულან XVIII ს-ში
ქართლიდან და კახეთიდან. ამ დიალექტისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ქართული
კილოს თავისებურებათა შერევა და რუსული ენის ძლიერი გავლენა. ქართული
მეტყველება გაქრობის გზაზეა.

ჯ ა ვ ხ უ რ ი გავრცელებულია ახალქალაქის, ასპინძის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.


ჯავახური ახლოს დგას ქართლურთან. ისტორიულად მესხურთან ერთად ზემო ქართლს
განეკუთვნებოდა. ჯავახური შეზავებულია დასავლურქართლური კილოების
თავისებურებებით. ლექსიკა-ფრაზეოლოგიაში უხვად არის დანერგილი თურქულ-
არაბული.

(პუბლიკაცია მომზადდა შ. ძიძიგურის წერილის ,,ქართული ენის განშტოებანის“


მიხედვით).

~3~
vweroT da vimetyveloT qarTulad
* * *
... გულს მისვენია ხატადა
ენა მთისა და ბარისა.
მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ,
თუა ქართველის გვარისა.
მოთაყვანე ვარ ყოვლისა
იმათ ტკბილის და მწარისა.
იქაც ხომ ქართველები ვართ,
ყვავილი იქაც ჰყვავისა,
ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად,
მთიელს სამშობლო თავისა,
და ენა მათი სიმტკიცით
მსგავსია კლდისა სალისა,
იქნებ,აკლია, არ ვიცი,
ამ ლომს სინაზე ქლისა.

ვაჟა-ფშაველა

ინგლისური ბარბარიზმები

1.ლიდერშიპი_ხელმძღვანელობა
2.ქოფირაითერი_სარეკლამო ტექსტების შემდგენი
3.სუპერვაიზერი_ ზედამხედველი
4.ბენეფიტი_სარგებელი
5.ედიტორი_რედაქტორი
6.თრაბელშუთერი_პრობლემათა გადამჭრელი
7.ბრეიქი_შესვენება
8.ქვიზი_ტესტი
9.გაიდლაინი_გზამკვლევი
10.პოსტი_ჩანაწერი სოციალურ ქსელში
11.სპამი_არასაჭირო ინფორმაცია, ძირითადად იმეილით
12.დატროლვა_დაცინვა, გასულელება
13.დასპოილერება_შინაარსის წინასწარ თქმა
14.დასინვა_პირადი შეტყობინების ნახვ პასუხის გარეშე ფეისბუკში
15.ემოჯი-ინტერნეტში ემოციებისა და ობიექტების ამსახველი მცირე ზომის
გამოსახულება.

~4~

You might also like