კომპლექსური 7

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

კომპლექსური დავალება

თქვენ თავს საზოგადოები სსრულფასოვან წევრად მიიჩნევთ დადემოკრატიულ


საზოგადოებაში ცხოვრება გსურთ, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია. როგორც
თანატოლებში, ასე ზრდასრულებში არაერთხელ შეგინიშნავთ უთანასწორო და
დამამცირებელი დამოკიდებულებები. ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, თქვენ
გსურთ, გამოიკვლიოთ ამ დამოკიდებულებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო-
ანდაზები. თქვენ აღმოაჩინეთ, რომ სტერეოტიპული აზროვნების წყარო და
გამოხატულება ზოგჯერ ანდაზებიდან მოდის, რამაც შეიძლება ადამიანის უფლებების
დარღვევა გამოიწვიოს. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ადამიანის უფლებადამცველი
დაამზადეთ წერილობითი მოხსენება, რომელშიც ისაუბრებთ რამდენად შეიძლება
უწყობდეს ხელს ანდაზები ადამიანის უფლებების შემლახავი დამოკიდებულებების
ჩამოყალიბებას.

მოხსენებაში წარმოაჩინეთ:
• ღირსების და თანასწორობის უფლება, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს
მოქალაქის მთავარი ღირებულება.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას:


• გაეცანით ანდაზებს და აარჩიეთ სამი ისეთი ანდაზა, რომელის შინაარსმაც
შესაძლოა ადამიანის უფლებების დარღვევა გამოიწვიოს. განმარტეთ თუ
რატომ შეიძლება გამოიწვიოს თითოეულმა ამ ანდაზამ ადამიანის
უფლებების დარღვევა.
• იმსჯელეთ როგორ შეიძლება შეუქმნას საფრთხე ანდაზების შინაარსებში
წარმოჩენილმა აზროვნებამ ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის
უფლებას. განმარტეთ რატომ არის ადამიანის ღირსება და თანასწორობა
დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქის მთავარი ღირებულებები და
რატომ უნდა დავიცვათ ისინი. მსჯელობისას გამოიყენეთ საქართველოს
კონსტიტუციის მე-9 და მე-11 მუხლები.
• ბონუს დავალება: შეეცადეთ რომელიმე ანდაზის შინაარსი ისე შეცვალოთ,
რომ იგი უფლებების დარღვევის ნაცვლად დემოკრატიული საზოგადოების
ღირებულებებს ასახავდეს.

ქართული ანდაზები
• წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო.
• ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო.
• ცხრა ქალის ჭკუა ერთ თხილის ნაჭუჭში ჩაიდება და კიდევ ადგილი
დარჩებაო.
• დიაცთა უნდაიტირონ, მამაცთა-შური იძიონ.
• ინდიშვილი, მინდიშვილი, რაც დედ-მამა-იგი შვილი.
• ის უჯობს მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა.
• ჭკუას არიგებდნენ და ქალმა დაიგვიანაო.
• ნასწავლი კაცისოფლისთვის კარგია, უსწავლელი კი ბარგია.
• უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა-ქვაზე დაემატა.
• ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიანიაო.
• შენი თუ არიცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო.
• შეცოდება თუშეგიძლია, მონანიებაც შეიძელიო.
• ცალ-ცალკე მომჩივანი ბატონს მართალი ეგონაო.
• ქალის ჭკუა თხამ შეჭამაო.
• ხალხი მირბოდეს-გაჰყევი, გაჩერდეს-გაჩერდი.

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა

1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.

2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა,


არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

მუხლი 11. თანასწორობის უფლება

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის,


კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან
წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა


და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების
არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე


პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.

You might also like