ფინალური

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ანალიტიკური რეფერატი ტრადიციული და თანამედროვე სწავლების

შესახებ

ჩვენ გავეცანით ორი ავტორის სტატიას თანამედროვე და ტრადიციული სწავლების


შესახებ. ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსი,ფსიქოლოგი და განათლების
სპეციალისტი ჯონ დიუი და ლაურა მაკკინი განიხილავენ განათლების მოდელებს.
ჯონ დიუი საუბრობს ტრადიციულ სწავლებაზე და მის დანიშნულებაზე, ასევე
იხსენებს იმ მოსაზრებას, სადაც მასობრივი უკმაყოფილების გამო საჭირო გახდა მისი
შეცვლა და ახალი სწავლის მეთოდების ჩანერგვა. ხოლო ლაურა მაკკინი მშრალად
გადმოგცემს თვის შეხედულებებს, თუმცა იგი ამ უკანასკნელზე ამახვილებს
ყურადღებას,კერძოდ, განიხილავს ტრადიციული სწავლების და ამასთნავე
ბიჰევიორისტულისა და კონსტრუქტივისტულის მოდელებს. განათლებას ჯერ კიდევ
ძველ საბერძნეთში ჩაეყარა საფუძველი, შუა საუკუნეებში კი ყველასთვის ცნობილია,
რომ განათლებაზე წვდომა მხოლოდ მაღლი ფენის წარმომადგენლებს ჰქონდათ,
ხოლო მე-17 საუკუნეში,კერძოდ საფრანგეთში, ტრადიციული პედაგოგიკა იღებს
სათავეს. განმანათლებლობის ფაზაში ტრადიციული ტენდეციის სხვა
მახასიათებლები ინტერგრირდა, განსაკუთრებით ჯონ ამოს კომენის
შემოწირულობით. მათ შორის, მასწავლებლებისთვის საკვანძო როლის მინიჭება
სწავლის პროცესში და ყოველკვირეული შეფასების ჩატარება. აქედან ჩვენ შეგვიძლია
ნათლად დავინახხოთ, რომ სწავლა და განათლების სისტემა ყველა დროში ძალზედ
მნიშვნელოვანი და ამავდროულად საფრთხილო საკითხია, რომლის ძირითადი
მიზანია ახალგაზრდების გონებრივი და მორალური აღზრდა და ჩამოყალიბება.
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მოსწავლეებს და სტუდენტებს მივაწოდოთ
ცოდნა ეფექტური ხერხებით, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ქვეყნის და
მსოფლიოს მომავალი. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მოზარდებს სათნადო
სწავლების მეთოდები შევურჩიოთ, იქნება ეს ტრადიციული თუ პროგრესული, მათ
შორის განსხვავებების გასაგებად საჭიროა საფუძვლიანად გავეცნოთ აღნიშნული
ავტორების პოზიციებს.

პირველ რიგში, სჯობს განვიხილოთ ტრადიციული სწავლების მოდელი, რასაც


ორივე ავტორი ეხება. ჯონ დიუის თქმით, სკოლა განსხვავდება ყველა დანარჩენი
საზოგადოებრივი დაწესებულებებისაგან თავისი განსაკუთრებული ორგანიზაციის
მოდელით, სადაც განთვსებულია საკლასო ოთახები,გამოცდების კლასიდან კლასში
გადაყვანის სისტემა, გაკვეთლების ცხრილი. მისი შინაარსი მზა მასალების
მოწოდებაში მდგომარეობს. წინასწარ დამუშავებული მასალები თობებს უცვლელად
მიეწოდება. მისი გაანალიზებისთვის კი აუცილებელია მოზარდს ჰქონდეს
სპეციალური უნარ-ჩვევები, როგორიცაა დამყოლობა ათვისების უნარი. ,, სწავლების
სტრადეგია გულისხმობს ინფორმაციის აღქმას, გადამუშავებას, გონებაში შენახვას,
ორგანიზებას, ეს ყოველივე მოსწავლეებს სააზროვნო უნარებს უვითრებს, მაგრამ,
სამწუხაროდ, მოსწავლეები უმეტესად სწავლის ისეთ პრიმიტიულ და
ნაკლებეფექტურ სტრატეგიას იყენებენ, როგორიცაა მასალის გამეორება.“ (ლობჟანიძე
2012) ამ მოსაზრებას ასევე იზიარებს ლაურა მაკკენიც , მისი თქმით მოსწავლეები
პასიური მიმღები პირები არიან, ასევე მიიჩნევს, რომ ტრადიციული სწავლების
მოდელი არაეფექტურია, თუმცა ყველაზე გავრცელებულიც. გარდა ამისა ავტორები
ასევე ხაზს უსვამენ მასწავლებლის როლსაც. ბატონი ჯონ დიუის თქმით,
ტრადიციულ მოდელში მასწავლებლის როლი არ არის ძირითადი. ის მხოლოდ
შუამავალია მასალისა და მოსწავლეებს შორის. ხოლო მაკკინი ამ აზრს არ ემხრობა, ის
მიიჩნევს, რომ სწორედ პედაგოგია მოსწავლისთვის ცოდნის მიმწოდებელი, ამის
გამო მას უნდა ჰქონდეს პროფესიული უნარები, იყოს ექსპერტი, რომ შეძლოს
მასალის მოსწავლემდე მიტანა. ტრადიციულ სწავლებაში დიდი როლი
სახელმძღვანელოებს უკავიათ, რადგან სწორედ მათშია თავმოყრილი წლების
განმავლობაში დაგროვებული მასალა.

რაც შეეხება თანამედროვე სწავლებას, ის საკმაოდ განსხვავდება ტრადიციულისგან.


თუ ეს უკანასკნელი მზა მასალების დაზეპირებაა, თანამედროვე გამოცდილებას და
ცვლილებას ემყარება. დიუი ამბობს, რომ მისი შემოღბა საჭირო გახდა მასობრივი
უკმაყოფილების გამო, რაც ტრადიციულს ეხებოდა. თანამედროვე განათლება უფრო
ეფექტური და სარგებლიანია, რადგან ის პრაქტიკულ გამოყენებას მოითხოვს.
თანამედროვე განათლების შემსწავლელები: ჯონ დიუი და უილიამ ჰ. მას
განიხილავენ, როგორც ექსპერიმენტულ სწავლებას. ,,სამუშაო ადგილი არის
ერთობლივი გარემო, რომელიც მოითხოვს გუნდური მუშაობის, კრიტიკული
აზროვნების, შემოქმედებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს.“ მასწავლებელი
უმეტესად ფასილიტატორის ფუნქციას ასრულებს.(კენედი 2023). ლაურა მაკკინიც
თნამედროვე პედაგოგოურ მოდელებს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც გამოყოფს
ორ მოდელს:ბიჰევიორისტული, რომლის მთავარი მიზანიც კეთებით სწავლაა,
მასწავლებელი წინასწარ ამოწმებს მოსწავლეების შესაძლებლობებს, რომელიც
გადაცემის მოდელთან შედარებით უფრო პერსონალიზირებულია. რაც შეეხება
მეორეს, მისი მთავარი მიზანი არის მოსწავლეების მიერ საკუთრი ცოდნის შექმნა,
რომელიც საკუთრი მომავალი მიზნებისთვის საკუთრი ცოდნის გამოყენებაა.
მასწაქვლებლები მოზარდებს ეხმარებიან კითხვებზე პასუხები თავად მოიძიონ.
მიმაჩნია, რომ უმეტეს წილად ტრადიციული სწავლების მოდელი უფრო
გამოყენებადია, ვინაიდან თეორიული მზა მასალების დაზეპირება ბავშვებისთვის
უინტერესო და დამღლელი ხდება. მოსწავლის და მასწავლებლის აქტიური
ჩაბმულობა გაკვეთილის პროცესში ბევრად უფრო მეტ სწავლის მოტივაციას მისცემს
მოზარდებს.

აღსანიშნავია საკითიც,რაზეც ფილოსოფოსი ჯონ დიუი ამახვილებს ყურადღებას. ეს


არის საზოგადოება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტრადიციული სწავლების
მოდელი. უმეტეს წილად ეს დამახასიათბელია მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ
მომავალი ისეთვე იქნება როგორიც წარსულია, ხოლო ცვლილება არის კანონი და არა
გამონაკლისი, თუმცა არის ქვეყნები, რომლებიც სწავლების თნამედროვე მეთოდებს
ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითისთის შეგვიძლია მოვიყვანოთ დიდი ბრიტანეთი.
მათ მიაჩნიათ, რომ ტრადიციული მოდელები მოძველებულია. იხსნება სკოლები,
სადაც შედგენილია სასწავლო გეგმა, ხოლო მოსწავლეებს აქვთ საშუალება
დაეუფლონ სპეციფიურ სპეციალობას. ტარდება სადისკუსიო თამაშები,პრაქტიკული
სამუშაოები. მსგავსი სისტემა შემოიღეს ავსტრალიაშიც.

ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს თავად ბიჰევიორიზმის შინაარსიც, ის 1913 წელს


ჯონ ბ უოტსონის მიერაა შემოღებული. შესწავლის საგნად კი ქცევას ასახელებს.
მაკკინის თქმით, ეს ერთგვარი დაკვირვების პროცესია. მასწავლებლები წინასწარ
აფასებენ მოსწავლეს და მის შესაძლებლობებს.დიდი ყურადღება ექცევა
პრაქტიკას,გამეორებას და მოსწავლის აქტიურობას.

სტატიების განხილვის შემდეგ ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ავტორები საუბრობენ


ტრადიციულ სწავლა-სწავლების მოდელზე, თუმცა ისინი არ მიიჩნევენ ეფექტურ
ხერხად იმისთის, რომ მოზარდმა სათანადო განათლება მიიღოს და მომავალში
შეძლებისდაგვარად გამოიყენოს.ამისთის ორივე გვთვაზობს ახალ საასწავლო
მოდელებს. ფსიქოლოგი დიუის შემთხვევაში ეს არის პროგრესული სწავლების
მოდელი, რომელსაც უფრო მოქნილად და თავისუფლად მიიჩნევს, ასევე მისი თქმით
ეს მოდელი ახალგაზრდებს მომავლის განხორციელებაში ეხმარება. ხოლო, მაკკინს
სწავლების მოდელებად ბიჰევიორისტული და კონსტრუქტივისტული სწავლების
საშუალებები მოჰყავს.

საბოლოოდ, ყველა ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ


სწავლების ტრადიციული მოდელი მოძველებულია. რადგან ის არ ემხრობა
პრაქტიკულ გამოყენებას, ის ფოკუსირებულია მშრალი მასალების თობიდან თობაზე
გადაცემისთვის, რის გამოც იგი არ ითვალისწინებს არანაირ სიახლეს. სტატიის
ავტორები ჯონ დიუი და ლაურა მაკკინი სწორედ ამას აღნიშნავენ, ვინაიდან
თანამედროვე სწავლების დადებითობაზე უფრო მეტი საუბარი მოგვიწია, ვხვდებით
მის მომგებიანობას, პრაქტიკული გამოცდა და აქტიური სასწავლო პროცესი
მოზარდებს უფრო აძლევს მოტივაციას და შესაბამისად ისინიც უღმავდებიან ამა თ
იმ მასალას.

Цитируемые труды
Текущий документ не содержит источников.

https://ka.warbletoncouncil.org/modelos-pedagogicos-16237

https://ka.warbletoncouncil.org/escuela-tradicional-3928

https://ka.eferrit.com

You might also like