Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

ბატონი გიორგი,რომელიც მაღალი რანგის,მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერი

გახლავთ დაინიშნა კომპანია X-ის მენეჯერად. ბატონ გიორგიმდე არსებული კომპანიის მენეჯერი
მეტად ლოიალური და მეგობრული იყო თანამშრომლების მიმართ, შესაბამისად თანამშრომლებიც
თავისუფლად, თავის ჭკუაზე მუშაობდნენ. არასოდეს უყურებდნენ სამუშაოს შესრულების ვადებს,
არ ერიდებოდნენ სამსახურში დაგვიანებას,რადგან არავინ აკონტროლებდა მათი მოსვლისა და
წასვლის დროს. როცა ჭირდებოდათ,მარტივად დაეთხოვებოდნენ ხოლმე მენეჯერს და სამსახურში
არ გამოცხადდებოდნენ. რა თქმა უნდა ძალიან მეგობრული, ჰარმონიული სიტუაცია სუფევდა
კომპანიაში,მაგრამ რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს ხარისხს ამ მხრივ დიდად სახარბიელო
მდგომარეობა არ ჰქონდა კომპანია X-ს.
როდესაც ბატონი გიორგი მოვიდა ამ კომპანიის სათავეში, მან ყველაფერი კარგად იცოდა და
გადაწყვიტა რამოდენიმე ცვლილება განეხორციელებინა. მას სურდა ამ ცვლილებების ფონზე
ეფექტური მმართველობითი სისტემის დანერგვა.
შესაბამისად, ახალმა მენეჯერმა ახალი რეგულაციების გატარება გდაწყვიტა. მან სამი ძირითადი
საკითხი გამოყო,რომელთა ცვლილება აუცილებელი იყო:
1) შეეცვალა კომპანიის ორგანიზაციული მოწყობის მოდელი
2) თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის სამსახურიდან დათხოვა
3)დისციპლინის გამკაცრებისთვის შეექმნა სანქცირების სისტემები.

ბატონმა გიორგიმ, აღნიშნულის თაობაზე მიიღო რამოდენიმე გადაწყვეტილება და


ელექტრონული წერილის საშუალებით მიაწოდა ინფორმაცია საკუთარ თანამშრომლებს.

ელექტრონული წერილი კი შემდეგი იყო:

,,კოლეგებო,როგორც მოგეხსენებათ მე ვარ თქვენი ახალი მენეჯერი. მსურს, კარგად გავიცნო


თითოეული თქვენგანი და კოლეგიალური,გუნდური თანამშრომლობით ნაყოფიერი საქმიანობა
გამოგვივიდეს.
ასევე,მინდა გითხრათ ,რომ გვექნება სიახლეები და არაერთი ცვლილება განხორციელდება.
რამოდენიმე ცვლილებას აქვე გაგაცნობთ.
უპირველესად გეტყვით,რომ აუცილებლად შეიცვლება ორგანიზაციული მოწყობის მოდელი.
კერძოდ, ზედმეტად მარტივი,არამართებული და სტრუქტურული ერთეულებია და ეს მოდელი
მკაცრად საჭიროებს შეცვლას.გადავწყვეტილია,რომ რამოდენიმე განყოფილება მთლიანად
დაიშლება. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ პერსონალური მრჩეველის განყოფილება. ამ
განყოფილების ფუნქცია-მოვალებს შეითავსებს უშუალოდ HRM დეპარტამენტი.

მეორე და მნიშვნელოვანი, მოხდება თანამშრომელთა გადარჩევა.


თანამშრომელთა გარკვეულ ნაწილთან დამშვიდობება მოგვიწევს.
შესაბამისად, თანდართულ ფაილში აღნიშნული არის თანამშრომელთა სია,ვისთანაც
თანამშრომლობას ვასრულებთ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოგვიხდა იქედან
გამომდინარე,რომ კომპანიას რეორგანიზაცია ესაჭიროება და სახეზე უნდა გვქონდეს მინიმალური
დანახარჯები. შესაბამისად, ხარჯების ოპტიმიზების მიზნით მივედით მსგავს დასკვნამდე.

მესამე საკითხი,რაც ასევე ძალიან მნიშვნრლოვანი გახლავთ, სრული დისციპლინის დამყარებისთვის


ორგანიზაციის მართვის სისტემაში შემოვიღებთ სანქცირებულ მეთოდებს. სანქციები დაწესდება
მრავალ კატეგორიაში. მაგალითად, თითოეულ თქვენგანს გადმოგეცემათ სამსახურის საშვი და
თუ,მუშაობის განსაზღვრულ საათებს დაარღვევთ, დარღვეული დროის პროპორციულად
ჩამოგაკლდებათ ხელფასი.
ასევე, შესვენების დრო 1 საათის ნაცვლად იქნება 40 წუთი,რაც სავსებით ჯდება კვირის ჭრილში
,დაქირავებული პერსონალის სამუშაო საათებში . ანუ, არანაირად არ გიწევთ გაზრდილი გრაფიკით
მუშაობა. შესვენების დროის ზედმეტად გამოყენების შემთხვევაშიც იქნება ზემოთ აღნიშნულის
მსგავსი სანქცია.
შემდეგი გახლავთ საბონუსე სქემა. იქედან გამომდინარე,რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მომხმარებლის კმაყოფილება არის ,დავნერგეთ ახალი სისტემა,რომლის საშუალებითაც
მომხმარებელებს თქვენი ელექტრონულად შეფასების შესაძლებლობა ეძლევათ. და თუ, თქვენი
შეფასების საშუალო ქულა თვის ბოლოს იქნება 95 % -ზე დაბლა მაშინ თქვენ ბონუს ვერ
გამოიმუშავებთ. ეს ერთგვარად მოგვიწოდებს იმაზე,რომ აუცილებელი არის კარგად,ხარისხიანად
და უპირველესად ღიმილით გავუწიოთ სამსახური ჩვენს მომხმარებლებს" .

ამ წერილმა ყველა თანამშრომელი აღაშფოთა. თუმცა რეაგირება სხვადასხვანაირი იყო. ნინომ,


სალომემ და ლუკამ, რომლებსაც სამსახურიდან უშვებდნენ მეორე დღეს ეს წერილი სოციალურ
ქსელში განათავსეს მიმართვით, რომ სჭირდებოდათ დახმარება ამ სიტუაციის გასამკლავებლად.
რომ იყვნენ უსამართლობის მსხვერპლნი და სჭირდებოდათ რჩევა, რა მოემოქმედებინათ ამგვარ
სიტუაციაში. იყო კრიტიკა კომპანიის მენეჯერის მიმართ. გამოეხმაურნენ ადამიანის უფლებების
დამცველები და პროფკავშირებიც.

ეს რომ გიორგიმ ნახა, ძალიან გაბრაზდა, ყველა მათგანი მოიწვია კრებაზე და შემდეგი განცხადება
გააკეთა: მათ არ გაუშვებდა სამსახურიდან, თუ იმ პოსტს სოციალური ქსელიდან წაშლიდნენ, ასევე
მისი განცხადების შესახებ ხმა არ უნდა გასულიყო არსად. თუ ვინმე რამეს იკითხავდა ამ საკითხზე,
უნდა ეთქვათ რომ ყველაფერი სიცრუე იყო ან რაღაც არასწორად გაიგეს და მსგავსი რამ არ
მომხდარა.

ამის შემდეგ ნინომ გადაწყვიტა, რომ მას არ უღირდა ასეთ კომპანიაში მუშაობა არც დავის თავი
ჰქონდა, ამიტომ საკუთარი ნებით დატოვა სამსახური.

სალომეს და ლუკას ფინანსურად არ ჰქონდათ სახარბიელო მდგომარეობა, თანაც არ იყვნენ


გამოცდილი კადრები და სხვა სამსახურს ასე იოლად ვერ იპოვიდნენ, ამიტომ დათანხმდნენ მენეჯერს
ამ შეთავაზებაზე.

ამის შემდეგ თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ხდება შემდეგი რამ:
გიორგი უცხადებს ლუკას და სალომეს, რომ კომპანიის სხვა ოფისში, რომელიც გარეუბანშია,
საკმაოდ შორს მათი საცხოვრებლიდან, კადრები შემოაკლდათ, და რომ ისინი უნდა გადასულიყვნენ
იქ. არჩევანის საშუალება არ ჰქონდათ, სხვა შემთხვევაში უნდა დაეტოვებინათ თანამდებობა.

რადგან არჩევანი არ ჰქონდათ, გადავიდნენ ახალ ოფისში, სადაც აღმოჩნდა რომ გაუსაძლისი
პირობები იყო. არ იყო სანიტარული ნორმები დაცული, არ იყო შესაბამისი არც სამუშაო პირობები და
არც მოსასვენებელი სივრცე. ოფისში არ იყო არც გათბობა, არც ონკანი, საპირფარეშო საერთოდ
გარეთ იყო საკმაო მანძილის მოშორებით. მოკლედ მუშაობა შეუძლებელი იყო.
ნინომ და ლუკამ არ დახუჭეს ამაზე თვალი და ამჯერად ისევ განათავსეს განცხადება სოციალურ
ქსელში დახმარების თხოვნით, მიმართეს შრომის უფლებათა დამცველს შეიტანეს სარჩელი. შემდეგ
ისინი გიორგიმ გაათავისუფლა სამსახურიდან. დავის პროცესი გაიწელა 1 წელი, თუმცა მოიგეს.
მიიღეს კომპენსაცია და 1 წლის ხელფასი, აღადგინეს თანამდებობაზე.

You might also like