Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 16

MS EXCEL 2007

MS Excel 2007 არის პროგრამა სხვადასხვა ელექტრონულ ცხრილებთან სამუშაოდ.


MS Excel 2007 პროგრამის გაშვება შესაძლებელია Start ღილაკიდან, შემდეგ კი აირჩევა მიმდევრობა
ბრძანებებისა All Programs Microsoft OfficeMicrosoft Office Excel 2007 ან სამუშაო მაგიდიდან Excel 2007–ის

პროგრამის იარლიყის გააქტიურებით.

სწრაფი წვდომის პანელი


ჩანართი პროგრამის ფანჯრის
ლენტა (Ribbon) მართვის ღილაკები
სწრაფი წვდომის პანელის მართვა

ფორმულის
ღილაკი Office
სტრიქონი

სახელის
არე
აქტიური უჯრა dialoguri fanjris ჯგუფი

სამუშაო ფურცლის Rilaki


მონიშვნის ღილაკი
სვეტების დასახელება
სტრიქონების
დასახელება

სამუშაო არე

gadafurcvlis
ფურცლების იარლიყები zolebi

ფურცლების
მართვის
ღილაკები სამუშაო ფურცლის სტატუსის ზოლი რეჟიმების მართვა მასშტაბირება
დამატება

MS Excel 2007-ის ინტერფეისი და მისი ძირითადი ელემენტები

nax.1.1
პროგრამის ინტერფეისი: ღილაკი ”Office”, ლენტა, ჩანართები, მართვის ელემენტები, სწრაფი წვდომის პანელი(ზოლი),
ინსტრუმენტების მინი პანელი, ფორმულის სტრიქონი, სტატუსის ზოლი.

სათაურის სტრიქონი შეიცავს პროგრამის დასახელებას (MS Excel), დოკუმენტის სახელს (Book1) და
პროგრამის ფანჯრის მართვის ღილაკებს. Excel-ის დოკუმენტს ეწოდება (Book) სამუშაო წიგნი (დავთარი).
MS Excel 2007-ში, ძველ ვერსიებში არსებული პროგრამის მენიუ და ინსტრუმენტთა ზოლი შეცვალა ლენტამ
(Ribbon), რომელიც ძირითადად მოთავსებულია ფანჯრის ზედა მხარეს.
ლენტა სტანდარტულად შედგება შვიდი ჩანართისაგან(Tabs):
Home (მთავარი), Insert (ჩასმა), Page Layout (ფურცლის მაკეტი), Formulas(ფორმულები), Data(მონაცემები),
Review(რეცენზირება), View(ხედები), რომლებშიც თავმოყრილი ბრძანებები დალაგებულია ლოგიკურ
ჯგუფებად(Groups), ისინი კი თავის მხრივ ერთმანეთთან დაკავშირებული საერთო დანიშნულების მქონე
ბრძანებებისგან (მმართველი ელემენტებისგან) შედგება. ლენტაზე ძირითადად განთავსებულია ხშირად
გამოყენებადი ბრძანებები. ჯგუფის სხვა დამატებითი ბრძანებების გააქტიურება შესაძლებელია ჯგუფის
მარჯვენა მხარეს მოთავსებული დიალოგური ფანჯრის ღილაკით.
ჯგუფის ზოგიერთი ბრძანება, ე.წ. კონტექსტური ჩანართები, ლენტაზე არ ჩანს, მაგრამ მომხმარებლის
გარკვეული მოქმედების შემდეგ აქტიურდება. მაგ. ჩანართი “Chart Tools” - აქტიურდება მხოლოდ დიაგრამის
მონიშვნის შემთხვევაში და ა.შ.
ჩანართების ”გადაფურცვლა” შესაძლებელია მაუსის მაჩვენებლის ლენტასთან მიტანით და მაუსის Wheel-ის
(გადაფურცვლის ღილაკი) სასურველ ჩანართამდე დატრიალებით ან ნებისმიერ ჩანართზე მაუსის მაჩვენებლის
დაწკაპუნებით.
თუ ფანჯრის სამუშაო არე პატარაა, შეიძლება ლენტის მინიმიზირება(დამალვა). ამისთვის საკმარისია
სწრაფი წვდომის პანელზე (Quick Access Toolbars) ან ლენტის რომელიმე ჩანართზე მაუსის
დაწკაპუნებით გამოსულ კონტექსტურ მენიუში Minimize the Ribbon ალამის ჩართვა, შესაბამისად მოხდება
ლენტის გამოჩენაც.

იგივე შედეგები იქნება ლენტაზე ორჯერადი დაწკაპუნებით, ან კლავიატურის (Ctrl+F1) ღილაკების


კომბინაციით.
სწრაფი წვდომის ზოლი წარმოადგენს ახალი ინტერფეისის ერთ-ერთ კომპონენტს, იგი უზრუნველყოფს
ბრძანებების სწრაფ გამოძახებას და მოთავსებულია ლენტის ზემოთ ან ქვემოთ, იმის მიხედვით, მომხმარებელი
რომელ მდებარეობას აირჩევს: Show Below the Robbon და Show Above the Robbon. მასზე სტანდარტულად სამი
ბრძანებაა განთავსებული: Undo (ბრძანების გაუქმება), Redo (ბრძანების აღდგენა) და Save
(დამახსოვრება/შენახვა). სწრაფი წვდომის პანელზე ღილაკების(ბრძანებების) დამატება/წაშლა შესაძლებელია
მასზე მოთავსებული (Customize Quick Access Toolbars) ბრძანებით, საიდანაც მოხდება სასურველი ბრძანების
არჩევა ან ლენტაზე მაუსით გამოსული რომელიმე ბრძანების(ღილაკის) კონტექსტური მენიუთი, ხოლო ყველა
სხვა დანარჩენი ბრძანებების დამატება/წაშლა, რომელიც არ არის სწრაფი წვდომის პანელის ჩამოშლად მენიუში,
მოხდება Office Button ბრძანების ქვედა მარჯვენა მხარეს მოთავსებული Excel Options ღილაკის გააქტიურებით.
შედეგად გამოსულ მენიუში უნდა იქნეს არჩეული Customize ბრძანება, გააქტიურებულ ფანჯარაში
აირჩევა/წაიშლება კონკრეტული ბრძანება:

მართვის ელემენტები
მართვის ელემენტები ლენტაზე, ჩანართებში, გაერთიანებულია ჯგუფებში, რომლებიც დაკავშირებულია
ერთმანეთთან მოქმედების დანიშნულების მიხედვით.
მართვის ელემენტებს წარმოადგენენ ჩვეულებრივი ღილაკები, ჩამოსაშლელი ღილაკები, სიები,
ჩამოსაშლელი სიები, მთვლელები, ღილაკები მენიუთი, ალმები.
მართვის ელემენტთან მაუსის მაჩვენებლის მიტანით გამოდის პატარა ფანჯარა (თუ ჩართულია ეს რეჟიმი)
განმარტების ტექსტით (ScreenTips) ღილაკების დანიშნულების შესახებ. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის
მისაღებად გამოიყენება F1(Help) ფუნქციონალური ღილაკი.

ფორმულის ზოლი
ფორმულის ზოლი მოთავსებულია ლენტის ქვედა მხარეს. მის მარცხენა ნაწილში აისახება აქტიური უჯრის
მისამართი (ან სახელი), ხოლო მარჯვენა ველში კი აქტიური უჯრის შემცველობა.
მისამართის და შემცველობის ველებს შორის მოთავსებულია ღილაკები:

2
– გახსნის სახელდებულ უჯრათა სიას, ხოლო ფორმულის შეტანის დროს გაიხსნება ბოლო გამოყენებული
10 ფუნქციის სია.

– ფუნქციის ოსტატის გამოძახება.


მონაცემთა შეტანისას ფორმულის ზოლში ჩნდება ორი ღილაკი:

– შეტანის გაუქმება (ექვივალენტურია ღილაკის <Esc>).

– მონაცემთა შეტანა (ექვივალენტურია ღილაკის <Enter>).


ფორმულის ზოლის სიმაღლის შეცვლა შესაძლებელია ზოლის მარჯვენა კიდეში მდებარე ღილაკით ,
ხოლო საწყის მდგომარეობაში დაბრუნება კი ღილაკით .

სამუშაო არე
ყოველი ფურცლის სამუშაო არე წარმოადგენს ცხრილს. ცხრილის სვეტების სახელებია ლათინური ასოები
ან ასოთა კომბინაცია. სულ არის 16 384 სვეტი. სტრიქონები გადანომრილია 1-დან 1048576.
წიგნი(დავთარი) სტანდარტულად შედგება სამი სამუშაო ფურცლისაგან, რომელთა სახელებია Sheet1,
Sheet2, Sheet3, მაგრამ მისი რაოდენობის შეცვლა შეიძლება Office/Excel Options/Popular/Include this many sheets
ველში რაოდენობის მითითებით. ფურცლის გააქტიურება ხდება სათაურის იარლიყზე დაწკაპუნებით.
უჯრის მისამართი - არის სვეტის და სტიქონის სათაური, რომელთა გადაკვეთაზეც მდებარეობს უჯრა,
მაგალითად, A2, B25.
უჯრებიდან ერთ-ერთი უჯრა არის აქტიური და გამოყოფილია შავი ჩარჩოთი. მისი მისამართი ჩანს
სახელის ველში. მონაცემთა შეტანა და რედაქტირება ყოველთვის ხდება აქტიურ უჯრაში.
უჯრებში ნავიგაციისათვის გამოიყენება

 ღილაკები ;
 კლავიატურის < Enter > ღილაკი.
შენიშვნა: < Enter > - ღილაკით გადასვლა ავტომატურად ხდება ქვედა უჯრაზე, თუმცა შეიძლება
გადასვლის მიმართულების შეცვლა Office/Excel Options/Advanced ველის საშუალებით.

Ms Excel 2007-ის დოკუმენტის (წიგნის) სამუშაო ფურცელი


Excel 2007-ის კიდევ ერთ ახალ კომპონენტს წარმოადგენს Office Button ღილაკით გახსნილი მენიუ. ეს
მენიუ უზრუნველყოფს დოკუმენტებთან მუშაობას და ასევე Excel 2007-ის სპეციალურ შესაძლებლობებთან
წვდომას. აღნიშნული მენიუ შედგება ორი ნაწილისაგან (ნახ.1.4.).

Office
Button

Page Lauout Page Break


Preview
Normal

a masStabis arCeva

3
მარცხენა ნაწილში მოთავსებულია დოკუმენტებთან სამუშაოდ საჭირო ბრძანებები, ხოლო მარჯვენა
ნაწილში – ბოლოს გახსნილი დოკუმენტების ჩამონათვალი. სტანდარტულად ამ ჩამონათვალში ჩანს ბოლო 17
დოკუმენტი. ამ მენიუს მარჯვენა ქვედა კუთხეში მოთავსებულია Excel Options და Exit Excel ღილაკები. პირველი
ღილაკი – უზრუნველყოფს Excel Options–ის სხვადასხვა პარამეტრებთან წვდომას და შესაბამისად მათ
განსაზღვრას, მეორე – Excel -ის პროგრამიდან გამოსვლას.
სტატუსის ზოლი წარმოადგენს საცნობარო სამუშაო არეს. სტატუსის ზოლზე მოთავსებულია სამი ღილაკი,
რომელთა საშუალებით შესაძლებელია ფურცლის დათვალიერება სხვადასხვა რეჟიმში (Normal, Page Layout, Page
Break Preview).
სტატუსის ზოლიდან ხდება ფურცლის მასშტაბის არჩევაც. ასევე შესაძლებელია მონიშნულ უჯრედთა
დიაპაზონში ჩაწერილი რიცხვების ჯამის, საშუალო არითმეტიკულის, რიცხვების რაოდენობის, მინიმალური ან
მაქსიმალური რიცხვების და ა.შ. პოვნა ნახ.(ა).

მოქმედებები ფაილებზე: ფაილის შექმნა, გახსნა, შენახვა და დახურვა


Office 2007-ში შემოდის ახალი ე.წ. Office Open XML ფორმატები. ეს ახალი ფორმატები ამარტივებენ
ინტეგრაციას სხვა პროგრამებთან, ასევე უზრუნველყოფენ ფაილის ზომის შემცირებასა და მონაცემთა აღდგენის
შესაძლებლობების გაუმჯობესებას. MS Excel 2007-ის სტანდარტულ ფორმატს (გაფართოებას) წარმოადგენს .xlsx,
თუმცა შესაძლებელია ფაილების შენახვა ძველი .xls ფორმატითაც.
ახალი ფაილის შესაქმნელად საჭიროა შემდეგ მოქმედებათა თანმიმდევრობიდან ერთ-ერთის შესრულება:
 Office Button → New ბრძანების შედეგად გამოსული დიალოგური ფანჯარის Blank and ecent
ჩანართის Blank Workbook-ის გააქტიურება;
 სწრაფი წვდომის პანელიდან;
 კლავიშების კომბინაცია Ctrl+N.
აღნიშნული მოქმედებებიდან ერთ-ერთის შესრულების შედეგად მიიღება ახალი დოკუმენტის სამუშაო
ფურცელი (ნახ.1.4).

nax 1.4
Ms Excel 2007- ში უკვე არსებული ფაილის გასახსნელად საჭიროა:
 Office Button → Open ბრძანების გააქტიურება;
 სწრაფი წვდომის პანელის ბრძანების შესრულება;
 კლავიშების კომბინაცია -- Ctrl + O.
Excel 2007–ში წინა ვერსიების ფაილების გახსნისას ავტომატურად ირთვება თავსებადობის რეჟიმი და
გახსნილი ფაილის სათაურის ზოლზე ჩნდება მინაწერი – თავსებადი(Compatibility Mode).
Ms Excel-Si გახსნილი ფაილის დასამახსოვრებლად საჭიროა:
 Office Button → Save ბრძანების შესრულება;
 სწრაფი წვდომის პანელის ბრძანების გააქტიურება;
 კლავიშების კომბინაცია Ctrl + S.
აღნიშნული მოქმედებებიდან ერთ-ერთის შესრულების შედეგად ეკრანზე გამოდის Save As დიალოგური
ფანჯარა, სადაც ველში Save in უნდა შეირჩეს საქაღალდე ფაილის შესანახად, ველში File name - მიეთითება
ფაილის სახელი, ხოლო ველში Save as type განისაზღვრება ფაილის ტიპი ანუ გაფართოება.

Ms Excel- ში გახსნილი ფაილის დასახურვა ხდება შემდეგ ბრძანებათა მიმდევრობით:


 Office Botton → Close;
 სამუშაო ფურცლის მარჯვენა ზედა კუთხეში არსებულ ღილაკის გააქტიურებით;
 კლავიშების Ctrl + F4 კომბინაციით.

ახალი სამუშაო ფურცლის ჩამატება


წიგნში ახალი სამუშაო ფურცლის (Book1.xls) (მაგ. Sheet4-ის) ჩამატება შესაძლებელია:
4
 Home ჩანართის → Cells ჯგუფის Insert ჩამოშლადი მენიუდან Insert Sheet ბრძანებით;
 ფურცლის კონტექსტური მენიუდან Insert ბრძანების შესრულებით;
 კლავიშების Shift+F11 კომბინაციით;
 სამუშაო წიგნის ბოლო ფურცლის იარლიყის მარჯვნივ მდგომი Insert Worksheet ღილაკით.

სამუშაო ფურცლის წაშლა


წიგნში რომელიმე ფურცლის წასაშლელად საჭიროა:
 გვერდის გააქტიურება და Home ჩანართის Cells ჯგუფის Delete ჩამოშლადი მენიუდან Delete Sheet ბრძანების
შესრულება;
 მაუსის ისრის მიტანა სამუშაო ფურცლების ჩამონათვალის არეზე შესაბამის ფურცელთან და კონტექსტური
მენიუდან Delete ბრძანების შესრულება.

ფურცლის დათვალიერების რეჟიმების შეცვლა


დათვალიერების რეჟიმის შეცვლა შეიძლება MS Excel-2007–ის ნებისმიერი ჩანართიდან. წიგნის
დათვალიერების ძირითადი რეჟიმების იარლიყი მოთავსებულია სტატუსის ზოლის მარჯვენა მხარეს.
სტანდარტულად დაყენებულია Normal რეჟიმი. ეს რეჟიმი გამოიყენება მონაცემთა შეტანისა და
დამუშავებისათვის, მონაცემებისა და უჯრების ფორმატირებისათვის, ასევე გამოთვლებისა, დიაგრამების აგებისა
და სხვ. ამოცანების გადაწყვეტისათვის.
რეჟიმი Page Layout იძლევა მონაცემების რედაქტირების საშუალებას, რომელთა გამოტანა ეკრანზე ხდება იმ
სახით, რა სახითაც ის დაიბეჭდება ქაღალდზე.
რეჟიმი Page Break Preview ფანჯარაში აისახება მხოლოდ ცხრილი. სამუშაო ფურცლის დანარჩენი უჯრები
არ აისახება. აქვე აისახება გვერდის საზღვრები. ამ რეჟიმში შესაძლებელია აგრეთვე გვერდის გამყოფებთან
ეფექტური მუშაობა.

View/Workbook View-ში შესაძლებელია არჩეულ იქნას კიდევ ერთი რეჟიმი Full Screen. ამ რეჟიმში არ
ჩანს(„დამალულია“) ფანჯრის მრავალი ელემენტი ეკრანზე დოკუმენტის ხილვადი ნაწილის გაზრდის მიზნით.
სხვა რეჟიმიდან გამოსვლა ხდება კლავიატურის Esc ღილაკით.

ფურცლის მასშტაბის შეცვლა


ფურცლის მასშტაბის შეცვლა შესაძლებელია სტატუსის ზოლის მარჯვენა კუთხეში მოთავსებული
სახაზავის საშუალებით. ღილაკებზე „+“ , „–„ დაწკაპუნება იწვევს მასშტაბის გაზრდა / შემცირებას 10%–ით. თუ
მასშტაბირების სახაზავი არ ჩანს, მაშინ სტატუსის ზოლის ნებიესმიერ ადგილას მაუსის მარჯვენა ღილაკით
გამოსულ კონტექსტურ მენიუში შეირჩევა ბრძანება Zoom Slider. მინიმალური მასშტაბია 10%, მაქსიმალური 400%.

მასშტაბის შეცვლა შესაძლებელია View ჩანართიდანაც, სადაც Zoom დიალოგიურ ფანჯარაში აირჩევა
ფურცლისთვის საჭირო მასშტაბი.

ფურცლის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად დათვალიერება


ექსელში შესაძლებელია სამუშაო ფურცლის სხვადასხვა ნაწილის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად
დათვალიერება. ვერტიკალური სამოძრაო ზოლის ზედა მარჯვენა მხარესთან ან ქვედა სამოძრაო ზოლის მარჯვენა
მხარეს მოთავსებულ ფურცლის გაყოფის ნიშანთან მაუსის მაჩვენებელის მიტანით კურსორი მიიღებს ორმხრივი
ისრის ფორმას და მისი ქვემოთ ან მარცხნივ გადაადგილებით, ხდება ფურცლის გაყოფა ჰორიზონტალურად და
ვერტიკალურად. შესაძლებელია აგრეთვე მოინიშნოს უჯრა, რომელზეც უნდა მოხდეს ფურცლის გაყოფა და
5
View/Window/Split ბრძანების შესრულების შედეგად მოხდება ფურცლის დაყოფა. ფურცლის გაყოფის რეჟიმის
დამთავრებისთვის ისევ უნდა გააქტიურდეს View/Window/Split.

ფურცლის არის ჩამაგრება გაყინვა (Freeze Panes)


ფურცლის სტრიქონის, სვეტის და არის ჩამაგრება(გაყინვა) გამოიყენება დიდი ცხრილების
დათვალიერებისას. ფურცლის არის ჩასამაგრებლად View/Window/Freeze Panes მენიუდან აირჩევა შესაბამისი
ბრძანება. ჩამაგრების მოსახსნელად უნდა გააქტიურდეს View/Window/Unfreeze Panes ბრძანება.
ერთდროულად ფურცლის გაყოფა და ჩამაგრება შეუძლებელია.

სტრიქონების და სვეტების დამალვა/გამოჩენა


სვეტებისა და სტრიქონების დასამალავად, მაუსის მარჯვენა ღილაკით სვეტის ან სტრიქონის სათაურზე
გამოტანილ კონტექსტურ მენიუში შეირჩევა Hide ბრძანება (შესაბამისად, რამდენიმე სტრიქონისა და სვეტის
შემთხვევაში უნდა მოინიშნოს ისინი და კონტექსტური მენიუდან შეირჩეს იგივე ბრძანება).
დამალული სვეტების გამოსაჩენად (ასახვისათვის) საჭიროა დამალული სვეტის მარცხენა და მარჯვენა
(მომიჯნავე) სვეტების მონიშვნა და მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოსულ კონტექსტურ მენიუში შეირჩევა
ბრძანება Unhide. ანალოგიურად აისახება დამალული სტრიქონიც.
ყველა დამალული სვეტის ან სტრიქონის გამოსაჩენად უნდა მოინიშნოს ფურცლის ყველა უჯრა, შემდეგ
ნებისმიერი სვეტის სათაურზე მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოსულ კონტექსტურ მენიუში მოხდება Unhide
ბრძანების არჩევა. ანალოგიურად სტრიქონებისათვის.
იგივე მოქმედებების შესრულება შესაძლებელია Home/ Cells/Format ბრძანების ჩამოშლადი მენიუდან.

დოკუმენტის ფრაგმენტის გამოყოფა


წიგნთან(დავთართან) მუშაობისას სხვადასხვა მოქმედებები სრულდება მონიშნულ ელემენტებზე:
ფურცლებზე, უჯრებზე, უჯრათა დიაპაზონზე, დიაგრამებზე. ფურცლების მონიშვნა ხდება მათი იარლიყების
გააქტიურებით, მონიშნული იარლიყის ფერი უფრო კაშკაშაა.

6
რამდენიმე მომიჯნავე (ერთმანეთის მიმდევრობით) ფურცლების მოსანიშნად ჯერ უნდა მოინიშნოს
პირველი ფურცლის იარლიყი, შემდეგ Shift ღილაკზე თითის აუღებლად ბოლო ფურცლის იარლიყი.
ნებისმიერად განლაგებული რამდენიმე ფურცლის მოსანიშნად ინიშნება პირველი ფურცლის იარლიყი, ხოლო
შემდეგ Ctrl ღილაკზე თითის აუღებლად საჭირო ფურცლის იარლიყები.
წიგნის ყველა ფურცლის მოსანიშნად მაუსის მარჯვენა ღილაკით ფურცლის იარლიყზე გააქტიურებისას
გამოსული კონტექსტური მენიუდან შეირჩევა ბრძანება Select All.
მონიშვნის მოსახსნელად საკმარისია მოუნიშნავი ფურცლის იარლიყის გააქტიურება. თუ ყველა ფურცელი
მონიშნულია, მაშინ მონიშვნის მოხსნა შეიძლება ნებისმიერი ფურცლის იარლიყზე დაწკაპუნებით.

ფურცლის ელემენტების მონიშვნა


აქტიურ ფურცელზე მუდმივად მონიშნულია ერთი უჯრა მაინც, იგი შემოსაზღვრულია შავი ხაზით.
უჯრათა ბლოკის(დიაპაზონის) მოსანიშნად მაუსის მარცხენა ღილაკზე თითის აუღებლად უნდა გადაადგილდეს
ბლოკის პირველი უჯრიდან ბოლო უჯრისაკენ დიაგონალურად. მონიშნული ბლოკის პირველი უჯრა
შეუფერადებელია, დანარჩენები – შეფერადებულია. რამდენიმე უჯრათა ბლოკის მოსანიშნად გამოიყენება Ctrl
ღილაკი. პირველი დიაპაზონი უნდა მოინიშნოს ზემოაღწერილი წესით, ხოლო დანარჩენები Ctrl ღილაკზე
თითის აუღებლად. მთლიანი სვეტის ან სტრიქონის მოსანიშნად საჭიროა შესაბამის სახელზე მაუსის მარცხენა
ღილაკით ერთხელ დაწკაპუნება. რამოდენიმე სვეტის ან სტრიქონის მოსანიშნად საჭიროა მაუსის მაჩვენებლის
გადატარება პირველი სვეტის (სტრიქონის) სათაურიდან ბოლო სვეტის (სტრიქონის) სათაურის ჩათვლით. სვეტთა
(სტრიქონთა) რამდენიმე დიაპაზონის მონიშვნისთვის გამოიყენება Ctrl ღილაკი.
ფურცლის ყველა უჯრის მოსანიშნად გამოიყენება სვეტების სათაურის ზოლის მარცხენა მხარეს
მოთავსებული მართკუთხედი.

მოქმედების გაუქმება/აღდგენა
უკანასკნელი მოქმედების გასაუქმებლად გამოიყენება სწრაფი წვდომის პანელის Undo ბრძანება
რამდენიმე მოქმედების გასაუქმებლად Undo–ს ჩამოშლადი სიიდან უნდა შეირჩეს ყველა გასაუქმებელი ბრძანება
მიმდევრობით. Excel-ში შესაძლებელია ბოლო 100 მოქმედების გაუქმება.
ბოლო გაუქმებული მოქმედების დასაბრუნებლად საჭიროა სწრაფი წვდომის პანელზე Redo ბრძანების
შესრულება, ხოლო რამდენიმე მოქმედების დაბრუნება შესაძლებელია Redo–ს ჩამოშლადი სიის საშუალებით.

მონაცემთა შეტანის საერთო წესები


მონაცემების შეტანა უჯრაში ან ფორმულის ზოლში შეიძლება კლავიატურის ან ფორმულის ზოლის
საშუალებით. მონაცემების შეტანის დასასრულებლად გამოიყენება კლავიატურიდან Enter და Tab ღილაკები ან
ფორმულის ზოლში ალამის ნიშანი.
არასწორად შეტანილი სიმბოლოს წაშლა ხდება კლავიატურიდან Backspace ღილაკით.
სტანდარტულად, ყველა მონაცემი უჯრაში იწერება ერთ სტრიქონში. ახალ სტრიქონზე გადასასვლელად
გამოიყენება Alt+Enter კლავიშთა კომბინაცია. უჯრაში მონაცემთა შეტანის გაუქმებისათვის გამოიყენება

კლავიატურიდან Esc ღილაკი და ფორმულის ზოლიდან X ნიშანი.


უჯრაში შეიძლება ჩაიწეროს 32767 სიმბოლო. ფორმულის სიდიდე კი 8192 სიმბოლოა.
ერთიდაიგივე მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნას ერთდროულად ერთიდაიმავე ფურცლის რამდენიმე
განსხვავებულ უჯრაში. ამისათვის უნდა მოინოშნოს სათითაოდ ყველა უჯრა Ctrl ღილაკთან ერთად და ბოლო
მონიშნულ უჯრაში მონაცემების შეტანის შემდეგ საჭიროა კლავიატურიდან Ctrl+Enter კლავიშთა კომბინაცია, ან
Ctrl ღილაკთან ერთად ფორმულის ზოლში მდებარე ალმის ნიშნის გააქტიურება.
ერთიდაიგივე მონაცემი შეიძლება ერთდროულად შეტანილ იქნას სხვადასხვა ფურცლის ერთსახელა
უჯრებში. ამისათვის უნდა მოინიშნოს(დაჯგუფდეს) ფურცლის იარლიყები და შეტანილ იქნას მონაცემი. MS
Excel-2007 ჩვეულებრივ ამოიცნობს შეტანილი მონაცემების ტიპს და ავტომატურად მიანიჭებს მას შესაბამის
ფორმატს.
უჯრაში ტექსტის შეტანისას არ შეიძლება გადატანის ნიშნის (-) გამოყენება, ამან შეიძლება გაართულოს
ზოგიერთი მოქმედებები: დალაგება(სორტირება), შერჩევა და ა.შ.

7
თუ რიცხვი არ ეტევა უჯრაში, მაშინ უჯრაში გამოისახება # ნიშანი, რიცხვის ნახვა კი შესაძლებელია
ფორმულის ზოლში. უჯრაში რიცხვის გამოსაჩენად უნდა გაიზარდოს სვეტის სიგანე ან შემცირდეს შრიფტის
ზომა.
ხშირ შემთხვევაში რიცხვს გვერდით მიაწერენ ხოლმე ფულის ერთეულს (P, L, $ და ა.შ.) ან პროცენტის
ნიშანს (%). ამ შემთხვევაში ხდება ფორმატის დამახსოვრება და ახალი რიცხვის ჩაწერის შემთხვევაში
ავტომატურად მიეწერება ფულის ან პროცენტის ნიშანი. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა შეიცვალოს უჯრის ფორმატი.
გარკვეულ შემთხვევაში უჯრაში რიცხვის შესატანად, რომელიც იქნება ტექსტური მონაცემი, წინ უნდა დაეწეროს
აპოსტროფის ნიშანი (’). ასეთ უჯრას ზედა მარცხენა კუთხეში გაუჩნდება პატარა მწვანე სამკუთხედი.
MS Excel-2007 თარიღს აღიქვამს 1900 წლის 1 იანვრიდან 9999 წლის 31 დეკემრამდე. 1900 წლის 1 იანვრამდე
თარიღი აღიქმება როგორც ტექსტური მონაცემი.
რიცხვი, თვე და წელი ერთმანეთისაგან შეიძლება გამოიყოს : წერტილით, მძიმით, დეფისით, სლეშით.
ბოლოში წერტილი არ უნდა დაისვას.
უჯრაში მიმდინარე თარიღის ჩასაწერად გამოიყენება კლავიატურის კლავიშთა კომბინაცია Ctrl+: .
უჯრაში მიმდინარე დროის ჩასაწერად გამოიყენება კლავიატურის კლავიშთა კომბინაცია Ctrl+Shift+: .
უჯრაში ჩაწერილი მონაცემების გადატანა (ავტომატური შევსება) შესაძლებელია უჯრის ქვედა მარჯვენა

კუთხეში მოთავსებული შავი მარკერის საშუალებით.

სამომხმარებლო სიის შექმნა


სამუშაოს გამარტივებისათვის შეიძლება შეიქმნას ავტოშევსების საკუთარი სია. ამისათვის უნდა მოხდეს
სიის შეტანა ერთი სვეტის ან ერთი სტრიქონის უჯრებში. მოინიშნოს სია, და შესრულდეს ბრძანება Office
Button/Excel Options/Popular/Edit Custom Lists/Import. შექმნილი სიის წასაშლელად Custom Lists დიალოგურ
ფანჯარაში უნდა მოინიშნოს სია და გააქტიურდეს Delete ბრძანება.
უჯრის მონაცემების რედაქტირებისათვის გამოიყენება F2 ფუნქციონალური ღილაკი ან უჯრაზე მაუსის
მარცხენა ღილაკით ზედიზედ ორი სწრაფი დაწკაპუნება. მონაცემების რედაქტირება შესაძლებელია ფორმულის
ზოლიდანაც.

ფურცლის ფრაგმენტის გადატანა და კოპირება


ფურცლის ფრაგმენტის გადატანისათვის უნდა მოინიშნოს ეს ფრაგმენტი და მაუსის მაჩვენებლის
ოთხმრივი ისრის ფორმის მიღების შემდეგ, მარცხენა ღილაკზე თითის აუღებლად შესაძლებელი გახდება
ობიექტის გადატანა. კოპირების შემთხვევაში გადატანისას დაფიქსირებული უნდა იქნას კლავიატურის Ctrl
ღილაკი. არათავისუფალ უჯრაში მონაცემების კოპირებისას წაიშლება ძველი და ავტომატურად ჩაიწერება ახალი.
შეტყობინების ფანჯარაში თანხმობის შემთხვევაში უნდა გააქტიურდეს ok ღილაკი, წინააღმდეგ შემთხვევაში
Cancel.
გადატანა და კოპირება შესაძლებელია აგრეთვე დროებითი მეხსიერების - ბუფერის გამოყენებითაც.
გადატანის დროს უნდა მოინიშნოს ფრაგმენტი და შესრულდეს ბრძანებები: Home/Clipboard/Cut,
Home/Clipboard/Paste. კოპირებისას კი ბრძანებები Home/Clipboard/Copy, Home/Clipboard/Paste. ამოჭრილი და
დაკოპირებული ფრაგმენტის ჩასმის რაოდენობა შემოსაზღვრული არ არის. მონიშნულ ფრაგმენტზე მორბენალი
პუნქტ წირის მოსახსნელად გამოიყენება Esc ღილაკი.

მუშაობა MS Office-ის ბუფერთან


MS Office-ის ბუფერში(დროებითი მეხსიერებაში) შეიძლება ერთდროულად 24 ფრაგმენტის შენახვა.
ბუფერის ამოცანათა ველი თუ არ ჩანს ეკრანზე, მისი გამოჩენა შესაძლებელია Home/Clipboard/ Clipboard
ბრძანებით, იგი ჩვეულებრივ ჩნდება ეკრანის მარცხენა მხარეს. ამ ველში აისახება ყველა ფრაგმენტი(მონაცემი),
რომელიც მოთავსებულია ბუფერში. მათგან ნებისმიერის ჩასმისათვის საჭიროა მასზე დაწკაპუნება. ყველა
ფრაგმენტის ერთდროულად ჩასასმელად იმ თანმიმდევრობით, როგორითაც ისინი არიან მოთავსებული ბუფერში
საჭიროა Paste All ღილაკის გააქტიურება.

8
ცალკეული ელემენტების ბუფერიდან წასაშლელად უნდა მოინიშნოს წასაშლელი ობიექტი და მაუსის
მარჯვენა ღილაკის კონტექსურ მენიუში არჩეულ იქნას Delete ბრძანება. ყველა ელემენტის წასაშლელად საჭიროა
Clear All ღილაკზე დაწკაპუნება. ბუფერის ამოცანათა ველი იხურება მის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებული
დახურვის ღილაკით.

ზოგიერთ შემთხვევში საჭიროა უჯრის შემცველი ინფორმაციის ნაწილის კოპირება, მონაცემთა გარდაქმნა,
უჯრებს შორის კავშირის დამყარება. ასეთი ამოცანების გადაწყვეტა ხდება სპეციალური ჩასმის
Home/Clipboard/Paste/Paste Special ბრძანების საშუალებით. სპეციალური ჩასმისას ხდება მხოლოდ ბოლო
დაკოპირებული ფრაგმენტის ჩასმა.
ერთ რიგზე მოთავსებული უჯრების კოპირებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ავტოშევსებაც.
ამისათვის უნდა მოინიშნოს დასაკოპირებელი უჯრა და მისი ავტოშევსების მარკერი უნდა გადატარდეს სვეტის
ან სტრიქონის უჯრებზე.

სვეტებისა და სტრიქონების ჩამატება


სვეტის (სტრიქონის) ჩასამატებლად საჭიროა დაწკაპუნდეს მაუსის მარჯვენა ღილაკით იმ სვეტის
(სტრიქონის) სათაურზე, რომლის ადგილზეც უნდა ჩამატებულ იქნას ახალი. კონტექსტურ მენიუში არჩეულ უნდა
იქნას Insert ბრძანება.
შეიძლება მოინიშნოს უჯრაც და Home/Cells/insert და არჩეულ იქნას საჭირო ბრძანება. თუ მოინიშნება
რამოდენიმე სვეტი და სტრიქონი, მაშინ იგივე რაოდენობის სვეტები ან სტრიქონები ჩაემატება. ჩამატებული
სვეტები (სტრიქონი) იგივე ფორმატისაა, რაც მის მარცხნივ (მის ზემოთ) მოთავსებულია.
უჯრის ჩამატებისთვის უნდა გააქტიურდეს ის უჯრა, რომლის გასწვრივ ხდება ახალი უჯრის ჩამატება და
მაუსის მარჯვენა კონტექსტური მენიუდან უნდა აირჩეს Insert ბრძანება ან Home/Cells/Insert შესაბამისი
ბრძანებით. ჩამატებული უჯრის ფორმატი მის მარცხნივ ან ზევით მდებარე უჯრის ფორმატის ტოლია. უჯრის
ჩამატების შემთხვევაში დამატებით გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში აირჩევა სასურველი ვარიანტი.

სვეტის და სტრიქონების წაშლა


სვეტის და სტრიქონის წაშლისათვის საჭიროა მის სათაურზე დაწკაპება და მაუსის მარჯვენა კონტექსტურ
მენიუში აირჩეს Delete ღილაკი.
შეიძლება მოინიშნოს ნებისმიერი უჯრა და ავირჩიოთ საჭირო ბრძანება.

9
თუ საჭიროა რამოდენიმე სვეტის ან სტრიქონის წაშლა უნდა მოვნიშნოთ ისინი. ერთდროულად სვეტების
და სტრიქონების წაშლა შეუძლებელია.
უჯრის წასაშლელად საჭიროა მასზე დაწკაპება მაუსის მარჯვენა ღილაკით და Delete ბრძანების არჩევა.

ფურცლის ჩამატება
ახალი ფურცლის სწრაფად ჩამატებისათვის საჭიროა სამუშაო ფურცლის ბოლოს ქვედა მარცხენა მხარეს
მოთავსებულ ფურცლის იარლიყზე Insert WorkSheet-ის გააქტიურება.
თუ საჭიროა ფურცლის წინ ჩამატება, უნდა მოინიშნოს ეს ფურცელი და შესრულდეს Home/Cells/Insert/Insert
Sheet. თუ მოინიშნება რამოდენიმე იარლიყი, მაშინ ჩაემატება იმავე რაოდენობის ცარიელი ფურცელი.

ფურცლის სახელის გადარქმევა


 სახელის გადასარქმევად იარლიყზე უნდა დაწკაპუნდეს ორჯერ,
 მარჯვენა ღილაკით იარლიყის კონტექსტური მენიუდან არჩეულ იქნას Rename ბრძანება,
შემდეგ უნდა შეტანილ იქნას ახალი სახელი და Enter ღილაკით უნდა დადასტურდეს. ფურცელის სახელი არ
უნდა შეიცავდეს 31 სიმბოლოზე მეტს, არ უნდა შეიცავდეს /\ [] ? *სიმბოლოებს.

მოცემული წიგნის ფურცლების გადაადგილება და კოპირება


ფურცლების გადატანა/კოპირება წიგნის შიგნით ხდება ფურცლის იარლიყის გადათრევით მაუსის მარცხენა
ღილაკზე თითის აუღებლად. კოპირებისათვის კი საჭიროა გადატანის დროს Ctrl ღილაკზე თითის დაჭერა.
კოპირებულ ფურცელს ეძლევა იგივე სახელი, ბოლოში ემატება ციფრი 2 მრგვალ ფრჩხილებში. თუ რამოდენიმე
ფურცლის გადატანა/კოპირებაა საჭირო, უნდა მოინიშნოს ამ ფურცლების იარლიყები და ზემოთ აღნიშნული

წესით შესრულდეს.

სვეტების სიგანის შეცვლა


სვეტების თავდაპირველი სიგანეა 8,43, მაქსიმალური სიგანე 255. თუ სვეტის სიგანე 0-ია, ის ხდება
დაფარული. სვეტის სიგანის ცვლილება შეიძლება მისი სათაურის მარჯვენა საზღვრის გადაადგილებით. თუ
რამოდენიმე სვეტი მოინიშნება და მისი სათაურის მარჯვენა საზღვრის ბოლო სვეტის სათაურის მარჯვენა
საზღვარი ამოძრავდება, მაშინ შეიცვლება ყველა სვეტის სიგანე ერთდროულად.
შეიძლება სვეტის ზუსტი ზომის დაყენებაც. ამისათვის უნდა მოინიშნოს ყველა უჯრა,
Home/Cells/Format/Colum Width. შეიძლება აგრეთვე სვეტის სათაურზე მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნება და
კონტექსტური მენიუდან Colum Width არჩევა. გამოსულ ფანჯარაში უნდა დაყენდეს საჭირო სიგანე. თუ საჭიროა
ყველა სვეტს ერთი და იგივე სიგანე ჰქონდეს, ამისათვის საჭიროა Default Width არჩევა და გამოსულ ფანჯარაში
მიეთითოს საჭირო სიგანე.

სტრიქონის სიმაღლის შეცვლა


MS Excel-2007-ში სტრიქონის სიმაღლე იზომება სპეციალური ერთეულებში პუნქტებში. 1პუნქტი =0,5 მმ.
თავდაპირველი სიმაღლეა 12,75 მაქსიმალური 409,5 პუნქტი. თუ სტრიქონის სიმაღლეა 0, იგი ეკრანზე აღარ ჩანს.
სტრიქონის სიმაღლის შეცვლა შესაძლებელია მისი სათაურის ქვედა საზღვრის გადაადგილებით.
რამოდენიმე სტრიქონი თუ მოინისნება და ქვედა საზღვარი გადაადგილდება, მაშნ ყველა ერთდროულად
შეიცვლის სიმაღლეს.
ზუსტი სიმაღლის განსაზღვრისათვის უნდა მოინიშნოს სტრიქონის ყველა უჯრა და შესრულდეს
Home/Cells/Format/Colum Height . შეიძლება აგრეთვე მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნდეს სტრიქონის სათაურზე და
კონტექსტური მენიუდან ავირჩიოთ Colum Height და დავაყენოთ საჭირო სიმაღლე.

ფორმულის სტრუქტურა
ფორმულა წარმოადგეს გამოსახულებას, რომლის მიხედვითაც სრულდება გამოთვლა. ფორმულა
ყოველთვის იწყება ტოლობის ნიშნით (=). ფორმულა შეიძლება შეიცავდეს ფუნქციას, მიმართვას უჯრაზე ან
სახელზე, ოპერატორებს და კონსტანტებს.
მაგ; = Sum (B2:B8)*30;
10
Sum არის ფუნქცია;
B2 და B8 უჯრაზე მიმართვა;
: და * ოპერატორებია;
30-კონსტანტაა.
ფუნქცია-ეს არის განსაზღვრული ფორმულები, რომლებიც აწარმოებენ გამოთვლებს არგუმენტებზე
მითითებული თანმიმდევრობით. ფუნქციის სტრუქტურაა: ფუნქციის სახელი, გახსნილი ფრჩხილები,
არგუმენტების ჩამონათვალი წერტილ მძიმით ერთმანეთისაგან გამოყოფილი, დახურული ფრჩხილი. ფუნქციის
არგუმენტი შეიძლება იყოს რიცხვი, ტექსტი, ლოგიკური მნიშვნელობა, მასივები, მიმართვა უჯრაზე, შეცდომის
მნიშვნელობა. არგუმენტებად გამოიყენება აგრეთვე კომსტანტები, ფორმულები ან ფუნქციები. ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია გამოყენებულ იქნას შესაბამისი ტიპის არგუმენტი.
მიმართვა მიუთითებს ფურცლის იმ უჯრაზე ან უჯრათა დიაპაზონზე, რომელიც უნდა იქნას
გამოყენებული ამ ფორმულაში. შეიძლება გამოყენებულ იქნას მიმართვა მიმდინარე წიგნის არა აქტიურ
ფურცელზე ან სხვა წიგნის ფურცელზე.
სხვა წიგნის უჯრაზე მიმართვები იწოდება კავშირებად. ოპერატორები ფორმულაში შეიძლება იყოს
მათემატიკური, ლოგიკური, შედარების და მიმართვის.
კოსტანტა ეს არის მუდმივი (არა გამოთვლადი) მნიშვნელობა. ფორმულა და ფორმულის გამოთვლის
შედეგი კონსტანტად არ იწოდება.

არითმეტიკული ოპერატორები
არითმეტიკული ოპერატორები გამოიყენება არითმეტიკული მოქმედებების შესასრულებლად.
როგორიცაა გამრავლება, გამოკლება და ა.შ. ოპერაციები სრულდება რიცხვებზე. გამოიყენება შემდეგი
არითმეტიკული ოპერატორები.
+ (მიმატების ნიშანი) შეკრება A1+A2
- (გამოკლების ნიშანი) გამოკლება A1-A2
უარყოფითი - A1

* (ვარსკვლავი) გამრავლება A1*A2


/ (დახრილი ხაზი) გაყოფა A1/A2
% (პროცენტის ნიშანი) პროცენტი 50 %
^ (სამკუთხა ნიშანი) ახარისხება A1^2

შედარების ოპერატორები
შედარების ოპერატორები გამოიყენება ორი სხვადასხვა მნიშვნელობის შედარებლად. შედარების შედეგი
არის ლოგიკური მნიშვნელობა: მცდარი ან ჭეშმარიტი.
ოპრატორი მნიშვნელობა მაგალითი
= (ტოლობის ნიშანი) ტოლია (A1=B1)
>(მეტობის ნიშანი) მეტია (A1>B1)
<(ნაკლებობი ნიშანი ნაკლებია (A1<B1)
>=(მეტობის და ტოლობის ნიშანი) მეტია ან ტოლია (A1>=B1)
<=(ნაკლებია და ტოლობის ნიშანი ნაკლებია ან ტოლია (A1<=B1)
<>(ნაკლებობის და მეტობის ნიშანი არ არის ტოლი (A1<>B1)

ტექსტური ოპერატორი კონკატენაცია


&-ამპერსანტი გამოიყენება ტექსტის გაერთიანებისათვის მაგ; ”სახელი” & ”გვარი” & ”გვარი სახელი”

მიმართვის ოპერატორი
მიმართვის ოპერატორები გამოიყენება უჯრათა დიაპაზონზე მიმართვისათვის.
ოპერატორი მნიშვნელობა მაგალითი
: (ორიწერტილი) დაისმის დიაპაზონის პირველ და B5 : B15
ბოლო უჯრას შორის
; (წერტილმძიმე) გაერთიანების ოპერატორი B5 : B15; D5:D15
−(ჰარი) სიმრავლეთა გადაკვეთის B7:D7 C6:C8
ოპერატორი გამოიყენება
დიაპაზონთა საერთო უჯრებზე
მიმართვებზე მიმართვისათვის
11
ფორმულის შეტანა კლავიატურიდან
ფორმულა შეიძლება შეტანილ იქნეს კლავიატურიდან და მაუსის გამოყენებით. კლავიატურის გამოყენებით
შეიტანება ოპერატორები (მოქმედების ნიშნები) ფრჩხილები და საჭიროების შემთხვევაში ფუნქციები.მაუსის
საშუალებით ხდება უჯრის ან უჯრათა ბლოკის (დიაპაზონის) მონიშვნა:
ფორმულის შეტანისას უნდა გააქტიურდეს ფორმულის ჩასაწერი უჯრა (დამოკიდებული უჯრა), შეიტანება
ტოლობის ნიშანი (=), შემდეგ მოინიშნება უჯრა რომელიც წარმოადგენს ფორმულის არგუმენტს (ზემოქმედი
უჯრა) შემდეგ შეიტანება ოპერატორი, ამის შემდეგ ისევ მოინიშნება უჯრა რომელიც არის მეორე არგუმენტი
(ზემოქმედი უჯრა).საჭიროების შემთხვევში გრძელდება ოპერატორების და არგუმენტების შეტანა.
ფორმულის დასრულება ხდება Enter ან Tab ღილაკზე დაჭერით კლავიატურიდან ან ფორმულის ზოლზე
არსებული ალამის ნიშანზე დაჭერით.
ფორმულის შეტანისას ფორმულა აისახება, როგორც უჯრაში ასევე ფორმულის სტრიქონში. უჯრებეი
რომლებიც გამოიყენება ფორმულაში გამოყოფილია ფერადი ჩარჩოთი, ხოლო მიმართვები ამ უჯრაზე
ფორმულაში იმავე ფერის შრიფტით.

ფორმულის შექმნა ფუნქციის ოსტატის საშუალებით


ფუნქცია ეს არის ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული მოქმედებების შესრულებას
არგუმენტზე. ფუნქცია საშუალებას იძლევა ფორმულის გამარტივების, იგი გამოიყენება არა მხოლოდ უშუალო
გამოთვლისათვის, არამედ გარდაქმნისათვისაც მაგ; დასამგვალებლად, შედარებისთვის , მნიშვნელობის
მოძებნისთვის და ა.შ.
ფორმულის შექმნისათვის გამოიყენება ფუნქციათა ბიბლიოთეკა, რომელიც მოთავსებულია Formulas
ჩანართში. მისი საშუალებით შემდეგ ნაირად იწერება ფორმულა: გააქტიურებული უნდა იქნას ფორმულის
ჩასაწერი უჯრა შემდეგ Formulas/Function Library სადაც ხდება საჭირო ფუნქციის შერჩევა. ფუნქციის არგუმენტის
ფანჯარის ველებში არგუმენტები შეიტანება. უჯრაზე მიმართვები შეიტანება კლავიატურიდან, მარტივია უჯრის
მონიშვნა მაუსით. ტექსტი, რიცხვი და ლოგიკური გამოსახულება უნდა შეტანილ იქნეს კლავიატურიდან.
ზოგიერთ ფუნქციას არგააჩნია არგუმენტი.
ფუნქციის ჩასასმელად არაა აუცილებელი ფუნქციათა ბიბლიოთეკის გამოყენება. შეიძლება გამოყენებულ
იქნეს ფუნქციათა ოსტატი, რომელიც მოთავსებულია ფორმულის სტრიქონში. მისი გამოყენება ხდება შემდეგ
ნაირად: უნდა დაეჭიროს Insert Function ღილაკზე ფორმულის ზოლში, გამოსულ ფანჯარაში აირჩევა ფუნქციის
კატეგორია და აირჩევა საჭირო ფუნქცია. ამის შემდეგ გხდება OK ღილაკზე დაჭერა ან სწრაფათ ორჯერ დაჭერილ
უნდა იქნას არჩეულ ფუნქციაზე. გამოვა ფუნქციის ფანჯარა სადაც უნდა მიეთითოს ფუნქციის არგუმენტები და
დაჭერილ იქნას Ok ღილაკზე.
თუ არ არის ცნობილი საჭირო ფუნქციის დასახელება შესაძლებელია მისი მოძიება, ამისათვის ფუნქციის
საძიებო ველში იწერება საძიებო ფუნქციის დასახელება და უნდა დაეჭიროს Find ღილაკს მოძიებული ფუნქციები
გამოვა ჩამონათვალში Select a Function.

ფორმულის შექმნა Sum ღილაკის გამოყენებით


ფუნქციის ოსტატის გამოყენების გარეშე ზოგიერთი მოქმედება შეიძლება უფრო სწრაფათ შესრულდეს Sum
ღილაკის საშუალებით. ეს ღილაკი მოთავსებულია Formulas/Function Library/Auto Sum ან Home/Editing/Auto Sum .
ერთ სვეტსა ან ერთ სტრიქონში მოთავსებული მონაცემების დასაჯამებლად საკმარისია გააქტიურდეს
გამოსათვლელი დიაპაზონის ქვედა ან მარჯვენა მხარეს და დაეჭიროს შეკრების ღილაკს ∑ . ფორმულის შეტანის
დასადასტურებლად ეჭირება Enter ღილაკს ან კიდევ ერთხელ შეჯამების ღილაკს.
თუ გამოსთვლელია ყველა განლაგებული უჯრის მონაცემთა ჯამი, საჭიროა მოინიშნოს უჯრა რომელშიც
უნდა ჩაიწეროს შედეგი, შემდეგ დაწკაპუნდეს ღილაკზე და ფურცელზე უნდა მოინიშნოს შესაჯამებელი უჯრები
ან უჯრათა დიაპაზონი. ფორმულის დასასრულის მისათითებლად უნდა დაეჭიროს Enter ღილაკს ან Sum-ზე
ხელმეორედ.
გარდა შეკრებისა Sum ღილაკი შეიძლება კიდევ გამოვიყენოთ საშ. არითმეტიკულს, მაქსიმალურის და
მინიმალურის გამოსათვლელად. ამ შემთხვევში საჭიროა ღილაკის ისარზე დაჭერა და შესაბამისი მოქმედება :
Average-საშუალო არითმეტიკული.
Min-მინიმალური
Max-მაქსიმალური

ფორმულის რედაქტირება
ფორმულის უჯრის რედაქტირება შესაძლებელია ისევე, როგორც ტექსტური და რიცხვითი მონაცემების
შემცველი უჯრებისა უნდა დაწკაპუნდეს ორჯერ სწრაფად უჯრაზე ან ფორმულის სტრიქონში. უჯრები,

12
რომელზეც ხდება მიმართვები შეფერადებული კონტურითაა შემოსაზღვრული. რომ შეიცვალოს მიმართვა
უჯრაზე ან დიაპაზონზე, საკმარისია გადატანილ იქნას ფერადი კონტური სხვა უჯრაზე ან დიაპაზონზე.
დიაპაზონის ზომის შესაცვლელად ფერადი საზღვრის კუთხის გადაჩოჩება არის საჭირო.
მიმართვა, რომ შეიცვალოს სხვა უჯრაზე მიმართვით, საკმარისია წაიშალოს ძველი მიმართვა და შემდეგ
მაუსით მოინიშნოს ახალი უჯრა ან უჯრის დიაპაზონი.
ფორმულაში შეიძლება ჩავამატოთ ახალი ოპერატორები ან არგუმენტები.

ფორმულის გადატანა და კოპირება


ფორმულის შემცველი უჯრის გადატანა და კოპირება ანალოგიურად ხდება, ტექსტური და რიცხვითი
მონაცემების სემცველისა.
ფორმულის კოპირებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური ჩასმა, რომელიც საშუალებას იძლევა
დაკოპირდეს მხოლოდ ფორმულა უჯრის ფორმატის კოპირების გარეშე.
ფორმულის შემცველი უჯრის გადატანისას გამოყენებული მიმართვები უჯრებზე არ იცვლება. კოპირებისას
მიმართვები შეიძლება შეიცვალოს ტიპზე დამოკიდებულებით (აბსოლუტური და ფარდობითი).

მიმართვები სხვა წიგნის და სხვა ფურცლის უჯრაზე


ფორმულაში სხვა წიგნის და ფურცლის უჯრაზე რომ გაკეთდეს მიმართვა საჭიროა სხვა წიგნზე გადასვლა
ან სხვა ფურცელში და იქ მოინიშნოს საჭირო უჯრა. ყოველი გადასვლისას მისი სახელი ავტომატურად ემატება
უჯრას. ფურცლისა და უჯრის სახელი ერთმანეთისაგან ძახილის ნიშნით (!) გამოიყოფა. სხვა წიგნში გადასვლის
ფაილის სახელი კვადრატულ ფრჩხილებში ავტომატურად ემატება.

ფარდობითი და აბსოლუტური მიმართვა


გაჩუმების პრინციპით მიმართვა ფორმულაში არის ფარდობითი, ე.ი. უჯრის მისამართი განისაზღვრება
ფორმულის უჯრასთან მიმართებაში რა მდებარეობაც უკავია მას. ფორმულის შემცველი უჯრის კოპირებისას
ფარდობითი მიმართვა ავტომატურად იცვლება. ზოგიერთ შემთხვევაში ფარდობითი მიმართვა დაუშვებელია,
რადგან ფორმულის კოპირებისას მიმართვა არუნდა შეიცვალოს, ამ შემთხვევაში გამოიყენება აბსოლუტური
მიმართვა. A1 უჯრაზე აბსოლუტური მიმართვა ჩაიწერება ასე : $A$1, სადაც $-სამომხმარებლო სიმბოლოა
რომელიც მიგვითითებს აბსოლუტურ მიმართვაზე.
მიმართვა აბსოლუტური, რომ იყოს შეიძლება აგრეთვე მიმართვის მითითების შემდეგ F4 ღილაკზე
დაჭერითაც ან ჩაემატოს $ ნიშანი მაგ; A 20 აბსოლუტური მიმართვა რომ იყოს უნდა დაემატოს $ ნიშნები და $A$
20 სახეს მიიღებს, ამ დროს ფარდობითი მიმართვა გარდაიქმნება აბსოლუტურ მიმართვად. მიმართვა შეიძლება
იყოს არა მხოლოდ აბსოლუტური და ფარდობითი არამედ შერეულიც.
მიმართვა A$1 არის ფარდობითი სვეტის მიმართ და აბსოლუტური სტრიქონის მიმართ. ე.ი. ფორმულის
კოპირების უჯრის ზევით ან ქვევით მიმართვა არ შეიცვლება, ხოლო მარცხნივ და მარჯვნივ კოპირებისას
შეიცვლება.

სამგანზომილებიანი მიმართვის გამოყენება


3 განზომილებიანი მიმართვა გამოიყენება როდესაც მიმართვა ხდება ერთიწიგნის რამოდენიმე ფურცლის
ერთდაიგივე უჯრის ან უჯრათა დიაპაზონის მონაცემებზე. ამ შემთხვევაში ფორმულაში იგულისხმება ყველა
ფურცელი დაწყებული თავიდან მითითებულისა, ბოლოს ჩათვლით მაგ; =Sum (ივლისი : სექტემბერი! C2)
შეაჯერებს ყველა C2 უჯრის მნიშვნელობას, რომელიც მოთავსებულია ივლისი ფურცლიდან სექტემბერ
ფურცლამდე). ფურცელთა დიაპაზონის მისათითებლად საკმარისია დაწკაპუნდეს პირველი ფურცლის იარლიყზე
და Shift ღილაკზე თითის აუღებლად დაწკაპუნდეს ბოლო ფურცლის იარლიყზე.

უჯრის სახელის და დიაპაზონის გამოყენება


სახელი-სიტყვა ან სიმბოლოთა სტრიქონი, რომელიც წარმოადგეს უჯრას, უჯრათა დიაპაზონს, ფორმულას
ან კონსტანტას. სახელი შეიძლება გამოყენებულ იქნას წიგნის ყველა ფურცელზე.
სახელი რომ მიენიჭოს უჯრას ან უჯრათა დიაპაზონს, უნდა მოინიშნოს და Formulas/Defined Names/Define
Name. სახელის შექმნის ფანჯარაში შეიტანება სახელი, უჯრის ან დიაპაზონის, ველში Scope შეიტანება წიგნის ან
წიგნის ფურცლის სახელი. სურვილისამებრ შეიძლება შეტანილ იქნას შენიშვნა, შენიშვნის ველში. ეს შენიშვნა
აისახება სახელის დისპეჩერის ფანჯარაში.
სახელის I სიმბოლო უნდა იყოს ასო დანარჩენი სიმბოლოები შეიძლება იყოს ასო, რიცხვი, წერტილი. ჰარი
არ დაიშვება სახელში. სახელი შეიძლება შეიცავდეს 255 სიმბოლოს. დიდ და პატარა ასოებს სახელში Excel-ი არ
ანსხვავებს.

13
სახელი შეიძლება მიენიჭოს ფორმულას ან მუდმივას (კონსტანტას).ამისათვის სახელის შექმნის ფანჯარაში
დიაპაზონის ველში შეტანილ უნდა იქნას ტოლობის ნიშანი (=) და ფორმულა ან მუდმივა.
სახელის გამოყენებისას შეცდომის თავიდან აცილების მიზნით შეიძება გამოყენებულ იქნეს
Formulas/Defined Names/Use in Formula და არჩეულ იქნეს ჩამონათვალიდან სახელი, თუ საჭირო სახელი სიაში არ
აისახება მაშინ უნდა დაეჭიროს Paste Names და Paste Names –ში აირჩევა სახელი.
სახელის წასაშლელად Formulas/Defined Names/ Name Manager და მასში გამოვყოთ სახელი და Delete
ღილაკზე უნდა დაეჭიროს.

ფორმულის შექმნისა და რედაქტირების დროს შეცდომების შემოწმება


ფორმულის შექმნის ან რედაქტირების დროს დაშვებული სინტაქსური შეცდომების შესახებ გამოდის
შეტყობინება.
თუ ფორმულა იქმნება ფუნქციის ოსტატით, მაშინ შეიძლება Excel-მა აღმოაჩინოს არგუმენტის ნაკლებობა
და გამოიტანოს შეტყობინება. საჭიროა დაჭერილ იქნას Ok ღილაკზე და შემდგომ მოხდეს ფორმულის შესწორება.
Excel-ი გვაძლევს შეტყობინებას ცალკეული მიმართვების შესახებაც. ამ შემთხვევაში Ok ღილაკზე დაჭერა
არ გამოიწვევს შეცდომის შესწორებას, ამიტომ საჭიროა Cancel ღილაკზე დაჭერა და შეტანილ იქნას ჩასწორება.
თუ ფორმულა შეიცავს ფუნქციის ან არგუმენტის შეცდომას მაშინაც გამოდის შეცდომაზე შეტყობინება .
უჯრაში ფორმულაში შედეგის ნაცვლად აისახება შეცდომის კოდი და მარცხენა ზედა კუთხეში ჩნდება მწვანე
სამკუთხედი (შეცდომის ინდიკატორი).
შეცდომის შემცველი უჯრის მონიშვნის დროს ჩნდება ღილაკი (შეცდომის მაუწყებელი) თუ დაჭერილ იქნა
ღილაკზე გამოჩნდება მენიუ რომელშიც მითითებულია შეცდომის ტიპი და მოქმედებები, რომელიც შეიძლება
გამოყენებულ იქნას შეცდომის აღმოსაფხვრელად.

ზოგიერთი შეცდომები და მათი აღმოფხვრის გზები:


გამოისახება მიზეზი მაგალითი
#знач! გამოყენებულა დაუშვებელი ფორმულაში რიცხვის ან ლოგიკური
ტიპი, არგუმენტი ან მნიშვნელობის მაგივრად შეტანილია ტექსტი.
ოპერანდი ოპერატორის ან ფუნქციის ერთი
მნიშვნელობისათვის მითითებულია დიაპაზონი.
#дело/0 0–ზე გაყოფა ფორმულა შეიცავს 0–ზე გაყოფას ან მიმართვა
ხდება ცარიელ უჯრაზე.
#имя ? Excel-მა ვერ ამოიცნო  გამოყენებულია უჯრის ან დიაპაზონის
ფორმულაში გამოყენებული სახელი, რომელიც არ იყო განსაზღვრული.
სახელი  უჯრის ან დიაპაზონის სახელის ჩაწერისას
შეცდომა.
 ფუნქციის სახელის ჩაწერისას შეცდომა
 დიაპაზონზე მიმართვის დროს
გამორჩენილია : (ორიწერტილი)
 ფორმულაში გამოყენებულია ტექსტი
ბრჭყალების გარეშე
# н/д მნიშვნელობა არაა მითითებული ფუნქციის არგუმენტები
მიუწვდომელია
ფუნქციისთვის ან
ფორმულისათვის
# ссылка! მიმართვა უჯრაზე უჯრები, რომელზე მიმართვასაც იყენებს
შეცდომითაა ფორმულა, წაშლილია
#число! ფორმულაში ან ფუნქციაში  ფუნქციათა რიცხვით არგუმენტად
არასწორი რიცხვითი გამოყენებულია არასწორი არგუმენტი.
მნიშვნელობა.  ფორმულის გამოთვლის რიცხვითი შედეგი
ძალიან დიდი ან ძალიან პატარაა და Excel-
მა ვერ ამოიცნო.
#пусто! მითითებულია ორი გამოიყენება დიაპაზონის არასწორი ოპერატორი.
გადამკვეთი ველი, რომელთა
თანაკვეთა ცარიელია.
თუ ფორმულაში არის შეცდომა მისი შესწორება შესაძლებელია მენიუს ბრძანებით Error Checking ან
დამოუკიდებლად. თუ შედგენილია სწორი ფორმულა შეგვიძლია არჩეულ იქნას მენიუს ბრძანება გავატაროთ
შეცდომა.ამდროს შეცდომის ინდიკატორი გაქრება უჯრიდან.
14
ტრასირება ფორმულასა და უჯრის კავშირს შორის
შეცდომის მიზეზის მოძებნისათვის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გრაფიკულად გამოისახოს კავშირი
უჯრებს შორის ფორმულაში.
ფორმულაში მონაწილე უჯრების ასახვისათვის უნდა დაეჭიროს ღილაკს Formulas/Formula Auditing/Trace
Precedents. თუ ღილაკი არჩანს დავაჭიროთ Formulas/Formula Auditing/ Trace Dependents.
ერთი დაწკაპებით ღილაკზე Trace Precedents, ასახავს უჯრათა შორის კავშირს. ამ უჯრებში არის
ფორმულები, მაშინ მეორე დაწკაპუნება ასახავს უჯრებს, რომლებიც წარმოადგენენ ფორმულის არგუმენტს და ა.შ.
აქტიური ფურცლის ფარგლებში განხორციელებული კავშირები გამოისახება ლურჯი ისრებით, ხოლო
კავშირები სხვა ფურცლის ან სხვა წიგნის უჯრებთან გამოისახება შავი პუნქტწირული ხაზებით და ფურცლის
ნიშნაკით. წითელი ისრები გვიჩვენებენ უჯრებს, რომლებიც იწვევენ შეცდომას.
დაკავშირებული ისრების დამალვისათვის უნდა დაეჭიროს Formulas/Formula Auditing/Remove Arrows

მათემატიკური გამოთვლები
მათემატიკური ფუნქციები გამოიყენება არითმეტიკული და ტრიგონომეტრიული გამოთვლებისას, რიცხვის
დამგვალებისას და სხვა შემთხვევებში

შეკრება Sum
მარტივი შეკრებისათვის გამოიყენება ფუნქცია Sum. ფუნქციის სინტაქსი ასეთია – Sum (A), სადაც A არის
ერთიდან 30–მდე იმ ელემენტების რაოდენობის ჩამონათვალია, რომელთა შეკრებაც გვინდა. ელემენტი შეიძლება
იყოს უჯრა, უჯრათა ბლოკი, რიცხვი ან ფორმულა. მიმართვები ცარიელ უჯრაზე, ტექსტზე ან ლოგიკურ
მნიშვნელობაზე იგნორირებული იქნება
ფორმულა =Sum (B2:B7) იგივეა რაც =B2+B3+B4+B5+B6+B7
ზოგჯერ საჭიროა შეიკრიბოს არა მთელი დიაპაზონი, არამედ მხოლოდ ის უჯრები, რომლებიც
აკმაყოფილებენ რაიმე პირობას (კრიტერიუმს). ამ შემთხვევაში იყენებენ არა Sum არამედ ფუნქციას Sum IF (A;B;C)
სადაც
A- გამოსათვლელ უჯრათა დიაპაზონია
B-კრიტერიუმი რიცხვის, გამოსახულების ან ტექსტის სახით, რომელიც განსაზღვრავს შესავსებ უჯრებს.
C–შეკრებისთვის ფაქტიური უჯრები.
იმ შემთხვევაში, როცა გამოსათვლელ უჯრათა დიაპაზონი ემთხვევა შეკრებისთვის ფაქტიურ უჯრებს, C
არგუმენტი შეიძლება არ მიეთითოს.

დამრგვალება ROUND
დამრგვალება ხშირად გამოიყენება ფულადი გამოთვლებისას.
ფუნქციის სინტაქსი ასეთია : ROUND (A,B) სადაც A დამრგვალებული რიცხვია, ხოლო B მძიმის შემდეგ
ციფრთა რაოდენობა, სადამდეც უნდა დამრგვალდეს.
არგუმენტები შეიძლება იყოს:რიცხვები, მიმართვები უჯრებზე ან დიაპაზონზე,ფუნქციები. ცარიელი უჯრა
0–ად აღიქმება.

AVERAGE – საშუალო არითმეტიკული


სინტაქსი ასეთია AVERAGE (A) –სადაც A–1დან 30მდე ელემენტთა ჩამონათვალია, რომელთა საშუალო
არითმეტიკულის გამოთვლაც გვინდა.
არგუმენტებად გამოიყენება:რიცხვები,მიმართვები უჯრებზე ან დიაპაზონებზე, ფუნქციები,
მონაცემთა სიმრავლიდან მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობის საპოვნელად გამოიყენება
ფუნქციები Min დ

Max
Max–( A)–ი გამოთვლის უდიდეს მნიშვნელობას არგუმენტებს შორის, ხოლო Min–( A) გამოთვლის
მინიმალურს. არგუმენტებად გამოიყენება რიცხვები, მიმართვები უჯრებზე ან დიაპაზონზე, ფუნქციები.
იგნორირებულია მიმართვები ცარიელ უჯრებზე, ტექსტზე და ლოგიკური ტიპის მნიშვნელობებზე.

უჯრათა მთვლელი COUNT

15
რიცხვითი მნიშვნელობის შემცველ უჯრათა რაოდენობის დასათვლელად გამოიყენება ფუნქცია COUNT–(
A) სადაც A არის 1–დან 30 რაოდენობის ელემენტები, რომელთა შორისაც საჭიროა ამოირჩეს რიცხვის შემცველი
უჯრები.
ელემენტები შეიძლება იყოს უჯრა, დიაპაზონი, რიცხი ან ფორმულა.
იგნორირებულია მიმართვები ცარიელ უჯრებზე, ტექსტზე და ლოგიკური ტიპის მნიშვნელობებზე.
თუ საჭიროა განვსაზღვროთ უჯრათა რაოდენობა, რომელიც შეიცავს ყველა მნიშვნელობას (რიცხვი,
ტექსტი, ლოგიკური), მაშინვიყენებთ ფუნქცია COUNT IF
COUNT IF (A) სადაც A 1დან 30 რაოდენობის ელემენტთ რაოდენობაა, რომელთა შორის უნდა განისაზღვროს
ყველა მნიშვნელობის შემცველ უჯრათა რაოდენობა, შეიძლება აგრეთვე განისაზღვროს უჯრათა რაოდენობა,
რომელიც პასუხობს გარკვეულ პირობას. ამისათვის გამოიყენება COUNT IF ფუნქცია
სინტაქსი COUNT IF(A;)
A–დიაპაზონი შესამოწმებელ უჯრათა
B–კრიტერიუმი რიცხვის, გამოსახულების ან ტექტის სახით რომლითაც განისაზღვრება უჯრა.
მონაცემთა შემოწმებისა და ანალიზისთვის გამოიყენება

IF ფუნქცია.
სინტაქსი IF (A;:C)
A –ლოგიკური გამოსახულება რომლის ჭეჭმარიტებაც მოწმდება
B–მნიშვნელობა ლოგიკური გამოსახულების ჭეშმარიტების შემთხვევაში
С- მნიშვნელობა ლოგიკურ გამოსახულების მცდარობის შემთხვევაში.

16

You might also like