Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 49

თბილისის ღია უნივერსიტეტი

ომარ რობაქიძე

აგრობიზნესის განვითარების სტრატეგიული


მიმართულებები საქართველოში

(კახეთის რეგიონის მაგალითზე)

წარმოდგენილია ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

თბილისი, 0156, საქართველო

2020 წელი
ანოტაცია

მსოფლიოში მოსახლეობის ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით


სოფლის მეურნეობას გადამწყვეტი როლი ენიჭება საკვებზე გაზრდილი
მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად
ცხოვრობს. წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი აგრარული
სექტორი ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფომ პრიორიტეტულ მიმართულებად
გამოაცხადა და ამ დარგში მთავრობის პირდაპირმა და ირიბმა ხარჯებმა,
სხვადასხვა კვლევებით, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ორ
მილიარდამდე ლარი შეადგინა. მიუხედავად განხორციელებული
ღონისძიებებისა, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში კვლავ
მცირეა და დარგის განვითარება მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა დარგების
განვითარების დონეს. აგრობიზნესის განვითარება და აგრარული სექტორის
მოდერნიზაცია სოფლის მეურნეობის პროგრესის და წინსვლის გარანტიაა.
ნაშრომში განხილულია აგრობიზნესის რესურსული პოტენციალი,
იდენტიფიცირებულია დამაბრკოლებელი ფაქტორები და გაანალიზებულია
დარგის შესაბამისი სტრატეგიული მიმართულებები. ჩატარებული მოკვლევით
დადგინდა რომ აგრარულ სექტორში წარმოების გაზრდას და აგრობიზნესის
განვითარებას ათეული წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემები
უშლის ხელს. ნაშრომში წარმოდგენილი ძირითადი საკითხები აღწერენ
აგრობიზნესის განვითარების ტენდენციებს, აქტუალურ საკითხებს და დარგის
განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებებს.

2
შინაარსი
შესავალი----------------------------------------------------------------------------------------
4

თავი 1. აგრობიზნესის როლი ეკონომიკურ განვითარებაში----------------------------


7

1.1 აგრობიზნესის განვითარების თეორიული მიდგომები და მოდელები-------7


1.2 აგრობიზნესის განვითარების რესურსული პოტენციალის შეფასება--------13

თავი 2. აგრობიზნესის განვითარების დინამიკა და მიმართულებები---------------


27

2. 1 აგრობიზნესის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი----------------27

2.2 აგრობიზნესის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები


საქართველო------------------------------------------------------------------------------------
--------------76

დასკვნა------------------------------------------------------------------------------------------
-
გამოყენებული ლიტერატურა--------------------------------------------------------------

3
შესავალი

თემის აქტუალურობა. სოფლის მეურნეობა ოდითგანვე საქართველოს


ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა და უკიდურესი სტაგნაციის
პირობებშიც კი ინარჩუნებდა თვითმყოფადობას. აგრარული სექტორისა და უფრო
კონკრეტულად აგრობიზნესის განვითარებამ უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური
აღმავლობა, მოსახლეობის შემოსავლების გადიდება და მათი ცხოვრების დონის
რეალურად გაუმჯობესება. 90-იანი წლების შემდეგ, გარკვეული პერიოდი (2013
წლამდე) სოფლის მეურნეობა ქვეყნის პრიორიტეტად არ განიხილებოდა. იგი
სახელმწიფოს ყურადღების მიღმა აღმოჩნდა, რაც იყო ძალიან დიდი შეცდომა,
რომელმაც არა მარტო დარგის დაკნინება, გამოიწვია, არამედ ქვეყნის ეკონომიკის
სტაგნაციაც. სიღარიბის დონის საშუალო მაჩვენებელი ქვეყანაში 2004-2011 წლებში
32%-36% ფარგლებში მერყეობდა. 2013 წლიდან ხელისუფლების მიერ დარგი ერთ-
ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა. მიუხედავად
განხორციელებული ღონისძიებებისა, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა
პროდუქტში კვლავ მცირეა და მისი განვითარება მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა
დარგების განვითარების დონეს. ამიტომ საჭიროა შექმნილი ვითარების ანალიზი
და არსებული რესურსული პოტენციალის გამოვლენა, რომელსაც შეუძლია
ინოვაციური გადაწყვეტილებების შემოთავაზება ისეთი გამოწვევების
დასაძლევად, როგორიცაა ეკონომიკური კეთილდღეობა, მოსახლეობის ცხოვრების
დონის გათანაბრება, რესურსების მართვა და სხვ. აგრობიზნესის განვითარება და
აგრარული სექტორის მოდერნიზაცია სოფლის მეურნეობის პროგრესის და
წინსვლის გარანტიაა.

4
კვლევის მიზანი და ამოცანები. საქართელოს ეკონომიკის
განვითარებისათის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობას. თავის
მხრივ, აღნიშნული დარგის ქვაკუთხედია აგრობიზნესი, რომლის განვითარების
რესურსული პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს
აგრობიზნესის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას სპეციფიკური
ფაქტორების გათვალისწინებით.

კვლევის საგანი და ობიექტი. კვლევის ობიექტია საქართველოს აგრო სექტორი


და ქვეყნის აგრარული პოლიტიკა. კვლევის საგანია კი  საქართველოს
აგრობიზნესის განვითარების ტენდენციებისა და სტრატეგიული
მიმართულებების განსაზღვრა.
ნაშრომის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძველი.
მეთოდოლოგიურ საფუძვლებს წარმოადგენს სისტემური მიდგომა, ლოგიკური,
კომპლექსური ანალიზი, ეკონომიკური ანალიზისა და სინთეზის მეთოდები,
შედარებები, ინდუქციური და დედუქციური შესწავლის ხერხები, კვლევის
სტატისტიკური და ანალიტიკური გამოკვლევის მასალები. ასევე კლასიკური
ეკონომიკური სკოლის მეცნიერთა ნაშრომები, მიწის მართვის სახელმწიფო
დეპარტამენტის და სამეცნიერო კვლევითი ინსიტუტების ნაშრომები.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სოფლის მეურნეობისა და სურსათის
სამინისტროს, ENPARD-ის ინფორმაციული მასალები და პროგრამები.

5
თავი1. აგრობიზნესის როლი ეკონომიკურ განვითარებაში

1.1 აგრობიზნესის განვითარების თეორიული მიდგომები და


მოდელები

საქართველო აგრარული ქვეყანაა. სოფლის მეურნეობის დარგების


განვითარება ჯერ კიდევ ვერ პასუხობს შიგა ბაზრის მოთხოვნებს, მოსახლეობის
თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, სადაც დაბალპროდუქტიული,
თვითკმარი ფერმერული მეურნეობები შემოსავლის ძირითადი წყაროა.
პროდუქცია არაა კონკურენტუნარიანი, რადგან მისი თვითღირებულება უფრო
მაღალია უცხოურ მწარმოებლების პროდუქციასთან შედარებით.
დასაბუთებულია სოფლის მეურნეობის სფეროს განსაკუთრებული მნიშვნელობა
საქართველოს მსგავსი ქვეყნებისათვის, სადაც მცირე ფერმერების დიდი
კონცენტრაციაა, უმუშევრობა დომინირებს, აქვთ მცირე დივერსიფიკაცია და
საექსპორტო შესაძლებლობები.1 აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკურ
წინსვლაზე საუბარი აგრარული სექტორის განვითარების გარეშე
მიზანშეუწონელია. არსებული პოტენციალის რაციონალური გამოყენების
შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია ქართულმა აგრარულმა საწარმოებმა არა
მარტო უზრუნველყონ ქვეყნის შიგა ბაზრის გაჯერება სოფლის მეურნეობის
ტრადიციული წარმოების პროდუქტებით, არამედ განავითარონ საექსპორტო
წარმოება და ხელი შეუწყონ ქვეყანაში ექსპორტ-იმპორტის დადებითი ბალანსის
ფორმირების პროცესს, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი
1
ფონდი „ლიბერალური აკადემია თბილისი“ კვლევა-საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს
ტრანსფორმაცია: დამოუკიდებლობის 20 წელი“

6
აუცილებელი პირობაა. დღეს აგროსასურსათო სექტორის
განვითარებას ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება. თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში საქართველოს
აგრარული წარმოება და ბაზარი ხდება გლობალური ბაზრის ფორმირების
პროცესის შემადგენელი ნაწილი, რაც ითხოვს საქართველოს სოფლის მეურნეობის
პროდუქტების წარმოების ამ პროცესთან შესაბამისობის უზრუნველყოფის
აუცილებლობას. აქედან გამომდინარე, უახლესი წლების უმნიშვნელოვანესი
ამოცანაა ქვეყნის აგროსასურსათო სექტორის განვითარების იმგვარი მოდელის
შემუშავება, რომელიც მოსახლეობას ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სურსათით
დააკმაყოფილებს. კლასიკოსი მეცნიერ-ეკონომისტები (ადამ სმიტი, დავიდ
რიკარდო) აგრარული სექტორის განვითარების ძირითად ფაქტორად კაპიტალს
მიიჩნევდნენ - ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვითა და
შრომითი პროცესების სრულყოფით სექტორში შესაძლებელია ნაყოფიერების
გადიდება. ვოლტ როსტოუმ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ეკონომიკური ზრდის
ეტაპების მოდელი განხილი, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდა 5 ეტაპს
გადის: 1) ტრადიციული საზოგადოება; 2) გარდამავალი სტადია; 3) ნახტომის
სტადია; 4) სიმწიფისკენ მოძრაობა; 5) მასობრივი მოხმარების სტადია. თეორიის
თანახმად, ყველა ქვეყანას სხვადასხვა სტადიაზე ყოფნის სხვადასხვა პერიოდი
სჭირდება, თუმცა პირველი სტადიიდან ბოლო სტადიამდე გადასასვლელად
შუალედურ გარდამავალ სტადიებში უნდა განისაზღვროს რამდენიმე სექტორი,
რომელიც ზრდის საშუალებას მისცემს ქვეყანას და ძირითადი მამოძრავებელი
ძალა იქნება. გარდამავალ ეტაპზე ეს არის აგრარული სექტორი, ხოლო
განვითარებულ სტადიაზე მრეწველობა იკავებს მოწინავე პოზიციებს. მცირდება
აგრარული სექტორის წილი, თუმცა ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის მთავარ
მამოძრავებელ ძალად რჩება. აქვე უნდა შევეხოთ ფიზიოკრატების ეკონომიკურ
მოძღვრებასაც, რომლებიც თვლიდნენ, რომ სიმდიდრე არ იქმნება მიმოქცევაში,
იგი იქმნება წარმოებაში და მის საფუძველს წარმოედგენს სოფლის მეურნეობა
(ფ.კენე)2. ფრანსუა კენე მე-18 საუკუნის საფრანგეთის საზოგადოებას მწარმოებელ

2
ჯემალ ხარიტონაშვილი „ეკონომიკური აზრის ისტორია“

7
და უნაყოფო კლასებად ყოფდა. პირველს მიაკუთვნებდა სასოფლო-სამეურნეო
მუშებსა და ფერმერებს, რომლებიც წმინდა პროდუქტს ქმნიდნენ, ხოლო უნაყოფო
კლასში აერთიანებდა მეურნეობის სხვა დარგში დასაქმებულებს.
ქართველ მეცნიერთა დიდი ნაწილი (დ. ბაიდაური, ნ. სამჭკუაშვილი)
გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე ორიენტირება
თანამედროვე ინდუსტრიის უგულებელყოფის შემთხვევაში განაპირობებს ქვეყნის
ჩამორჩენას, და არც მხოლოდ მრეწველობის პრიორიტეტად შეფასება არის
მართებული. აუცილებელია დარგებს შორის ბალანსის დაცვა, რადგან ეს ორი
ურთიერთშემავსებელი სექტორია და ერთად ქმნიან ქვეყნის ხერხემალს.
სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანი ფუნქციონირება
მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ეროვნული ეკონომიკის რიგ სხვა
დარგებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობას აწვდიან ტექნიკას, ტრაქტორებს,
სასოფლო-სამეურნეო მასალებს, საწვავ მასალებს, შხამქიმიკატებს და სხვა. გარდა
ამისა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციიდან საბოლოო პროდუქციის (სურსათის)
მიღებაში დიდ როლს ასრულებენ მრეწველობის ისეთი დარგები, როგორიცაა:
კვების (გადამამუშავებელი), მსუბუქი, საფეიქრო და სხვ. ჩამოთვლილი დარგების
გარკვეულწილად გამოცალკევებით და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით
მოხდება ერთიანი აგროსამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბება, რომელთა
მონაწილენიც ერთმანეთთან ორგანულ კავშირში იმყოფებიან და
ორიენტირებულნი არიან ერთი საბოლოო მიზნის - ქვეყნის მოსახლეობის
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უზრუნველყოფის მიღწევისაკენ. ასეთ
პირობით ერთობლიობას საზღვარგარეთ აგრობიზნესს უწოდებენ. აგრობიზნესის
განვითარება განაპირობებს გადამამუშავებელი საწარმოების ხელშეწყობას
თავისუფალი კონკურენციის პირობებში ნედლეულის მიღებასა და რეალიზაციის
ამაღლებას აგროტექნიკის ინდუსტრიაში.
აგრობიზნესის, როგორც ერთი მთლიანი სისტემის ფორმირება ქვეყანაში
დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, როცა შეიქმნა მატერიალურ-
ტექნიკური, სამეცნიერო-თეორიული და სოციალურ-ეკონომიკური წინამძღვრები.
აგრობიზნესი იყოფა სამ ძირითად სფეროდ: 1) დარგები, რომლებიც ამარაგებენ მას

8
საწარმოო საშალებებით და რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოო-ტექნიკური
მომსახურებით; 2) თვით სოფლის მეურნეობა 3) დარგები და საწარმოები,
რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის დამზადებას, გადამუშავებას,
მომხმარებლებამდე მიტანასა და გასაღებას. ქვეყნის მოსახლეობის კვების
პროდუქტებით უზრუნველყოფის დონე ბევრად არის დამოკიდებული
აგრობიზნესის მესამე სფეროს მდგომარეობასა და განვითარებაზე. მთელი
აგრობიზნესის ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებელია სასურსათო და
არასასურსათო საქონლის რაოდენობა, რომლებიც მიღებულია სასოფლო
სამეურნეო ნედლეულიდან მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით.
აგრობიზნესის ეფექტიანობის ამაღლებისათის საჭიროა მასში შემავალ ყველა
დარგს შორის პროპორციული და დაბალანსებული განვითარების
უზრუნველყოფა, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, შრომის
პირობების გაუმჯობესება. წარმოებული პროდუქციის სახეთა მიხედვით
აგრობიზნესი იყოფა ცალკეულ პროდუქტიულ ქვეკომპლექსებად: მეჩაიეობის,
მეციტრუსეობის, მევენახეობის, მეხილეობის, მეცხოველეობისა და სხვ. თითოეულ
მათგანს აქვს თავისი სპეციფიკა და თავისებურებები. პროდუქტიული
ქვეკომპლექსები განსაზღვრავენ კონკრეტული რეგიონის საწარმოო
მიმართულებას (სპეციალიზაციას). მაგალითად სამეგრელოში და გურიაში
მეჩაიეობა, აჭარაში მეციტრუსეობა, კახეთში მევენახეობა, მეხილეობა და ა.შ.
კახეთში აგრო-ბიზნესის განვითარების პრიორიტეტად შეგვიძლია მივიჩნიოთ
მევენახეობა, უპირველეს ყოვლისა, და შემდგომ − მემცენარეობა. ამ მხარეში
ხშირად გვხვდება მეცხოველეობის ისეთი დარგები, როგორიცაა მეძროხეობა,
მეცხვარეობა და მეღორეობაც.
დღეს აგრობიზნესში მრავალი ისეთი პრობლემა არსებობს,
რომლებიც აფერხებენ მის განვითარებას, ესენია:

ა) ინოვაციებისა და ინვესტიციების ნაკლებობა; ბ) აგროწარმოების


ინტეგრაციის უქონლობა გადამამუშავებელ საწარმოებთან;

9
გ) აგრარული რისკები, აგროდაზღვევია და აგროდაკრედიტების
პრობლემები;

დ) მცირემიწიანობა და შესაბამისად მაშტაბის ეკონომიით ვერ სარგებლობა;


სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსახლეობაში
განაწილებამ ფაქტიურად გამოიწვია სოფლის მეურნეობის დაკნინება. ერთ შინა
მეურნეობაზე მიწის ფართობი შეადგენს საშუალოდ 0,2-1,25 ჰა ფართობს.
მოცემულ ფართობზე მოყვანილი მოსავალი რა თქმა უნდა გლეხს აძლევს
მხოლოდ იმის საშუალებას რომ მოიყვანოს მოსავალი მხოლოდ საკუთარი, შიდა
მოხმარებისათვის და არა კომერციული დანიშნულებისათვის. ამ ტენდენციამ
ხელი შეუწყო მცირე საოჯახო მეურნეობების ჩამოყალიბებას. ისინი
ორიენტირებულნი არიან არა ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციაზე, არამედ
არსებობაზე. ამ ვითარებამ კი შეაფერხა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება.
აგრობიზნესი გამოირჩევა გარემო და კლიმატური პირობების მიმართ
მგრძნობელობით. იგი პირდაპირ კავშირშია კლიმატთან. მისი უმთავრესი რისკი
და პრობლემა სტიქიური მოვლენებია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა
გვალვა, რომლის მიმართ არ არსებობს დაზღვევის კულტურა. ბოლო დროს
სახელმწიფო ინიციატივით გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები დაზღვევის კულტურის
განსავითარებლად. ევროპაში სავსებით მიღებულია გვალვის და სეტყვის
შემთხვევაში დაზღვევა და ეს ყველაფერი მოსავლიანობის 2%-ს შეადგენს. გვალვის
პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია საირიგაციო არხებისა და სადრენაჟე
სისტემის მოწყობით, რაც დიდ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს. ამ მხრივ კარგი
ტენდენცია შეინიშნება. ვინაიდან უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში
ქვეყანაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი მწყობრიდან
გამოვიდა, სახელმწიფო მელიორირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ფონდის გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის
მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. 2012 წლიდან დღემდე
განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტების შედეგად,

10
წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი ორჯერ გაიზარდა და 111 800
ჰექტარს შეადგენს, ხოლო დაშრობა 34 400 ჰექტარზე ხორციელდება.3
მეტად მნიშვნელოვანია ასევე აგროდაკრედიტების საკითხი. სოფლის
მეურნეობა მაღალი რისკების სეგმენტად არის მიჩნეული და, ამიტომაც,
დაკრედიტების მთლიან მოცულობაში სოფლის მეურნეობას 1,9 პროცენტი
უჭირავს. სახელმწიფომ შეიმუშავა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა,
რომელსაც 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის
პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში. პროექტის
ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და
შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან
იღებენ შეღავათიან აგროკრედიტს/აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი
საშუალებებისთვის. თუმცა აგროსესხის აღება ძალიან ბევრ მცირე ფერმერს
უჭირს. „თვითონ აგროსესხი ყოველთვის პრობლემური და მაღალრისკიანია,
რადგან დამწყებ ფერმერებს არა აქვთ არც ბიზნესგეგმა, არც შესაბამისი
გამოცდილება. თანაც, ამ სფეროში არ მუშაობს სადაზღვევო სისტემა. ამის გამო,
მცირე ფერმერებთან მუშაობა ბანკებისთვის ძალიან რთულია. ეს ეხება არა მარტო
ბანკებს, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც. დავუშვათ, ფერმერმა ჩადო
საგარანტიოდ ექვსი, ან თუნდაც ათი ჰექტარი, არ მოუვიდა კარგი მოსავალი და
თანხა ვერ დააბრუნა, სად უნდა წაიღოს მერე ბანკმა ეს მიწა?” - აღნიშნავს საბანკო
ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია და დასძენს, რომ სწორედ დაზღვევის
გზით უნდა მოხერხდეს იმ რისკების მინიმიზაცია, რომელიც აგროსესხის აღებას
ახლავს თან. მისი თქმით, აგროდაზღვევის არარსებობის გამო, წინა წლებში
ბანკებს ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ ფერმერებთან ურთიერთობისას
შეექმნათ. 4
სახელმწიფომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში უნდა უზრუნველყოს
ქვეყანაში არსებული წარმოების ხელშეწყობა, არსებული ბაზრების დაცვა.
იმპორტირებულ აგროსასურსათო პროდუქტზე უნდა დააწესოს მკაცრი
კონტროლი, წაახალისოს ადგილობრივი წარმოება და ხელი შეუწყოს

3
საქართველოს მელიორაცია, ag.ge
4
https://bpn.ge/analizi/3267

11
კონკურენტუნარიაი საქონლის წარმოებას ყველა ასპექტში: ფასი, ხარისხი,
რაოდენობა.

1.2 აგრობიზნესის განვითარების რესურსული პოტენციალის შეფასება

საქართველოს უდიდესი აგრარული პოტენციალი გააჩნია, მისი გამოყენება


ჯერჯერობით სათანადოდ ვერ ხერხდება. საქართველოს მთლიანი ტერიტორიის
დაახლოებით 43.4 % (ანუ 3 მილიონ ჰექტარზე ოდნავ მეტი) ითვლება სასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების მიწებად, რომლებიც ასევე მოიცავს საძოვრებს და
მდელოებს. დანარჩენი ფართობის 43% დაფარულია ტყის საფარით. ქვეყანაში
ეკოლოგიური და კლიმატური ზონების დიდი ნაირსახეობაა, რაც ზომიერი და
სუბტროპიკული ზონებისთვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო
კულტურების უმეტესობის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა. ეს კულტურები
მოიცავს: მარცვლეულს, საადრეო და საგვიანო ბოსტნეულს, ბაღჩეულს,
კარტოფილს, ტექნიკურ კულტურებს, ყურძენს, სუბტროპიკულ კულტურებს,
ხილის ნაირსახეობას და სხვ. ისტორიულად საქართველოს ეკონომიკაში
აგრარულ სექტორს ყოველთვის წამყვანი როლი ეკავა. იგი განიხილება, როგორც
ინდუსტრიალიზაციის წინაპირობა, რამდენადაც ამ სექტორიდან ისტორიულად
ხდებოდა სამუშაო ძალის გადადენა მრეწველობაში, იგი აწვდის კვების
პროდუქტებს, იყენებს სხვა დარგებში წარმოებულ რესურსებს და პროდუქციას და
არის დასაქმების ერთ-ერთი დიდი სფერო. ამცირებს ქვეყნის დამოკიდებულებას
იმპორტზე და დამოკიდებულია როგორც მსხვილი ფერმერული მეურნეობის
განვითარებაზე, ისე მცირე მეწარმეობის ეფექტიანობაზე. სამეწარმეო
სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები, მნიშვნელოვან როლს
ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და საგრძნობი წვლილი შეაქვთ მდგრადი
და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში, ამიტომ მცირე და
საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის
პოტენციალით, ასევე, ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შეტანილი წვლილის
გათვალისწინებით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად შეიძლება
მივიჩნიოთ. ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და საშუალო მეწარმეობის

12
სექტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტს, ინოვაციებს, თანამედროვე
სამეწარმეო კულტურის შექმნას, და ამავე დროს, განსაკუთრებულ როლს
ასრულებს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში. 2018 წლის მიწურული
საქართველოს ეკონომიკისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში
ბევრად წარმატებული იყო, რასაც ცხადყოფს საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ბიზნესსექტორის ბრუნვის
მაჩვენებლები. ბიზნესსექტორის მოცულობა 2018 წლის მეოთხე კვარტალში,
გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15,3 %-ით გაიზარდა და 17,4
მილიარდი ლარი შეადგინა.

. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კი 2017 წელთან შედარებით


626739 კაციდან 604984 კაცამდე შემცირდა. მათ შორის კახეთში ბიზნეს სექტორში
დასაქმებულთა რაოდენობამ 17093 კაცი შეადგინა. 2018 წელს ბიზნეს სექტორში
მთლიანად დასაქმებულთა რაოდენობა:
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა საქართელოში, 2016 წელი5
ცხრილი 1.2
წელი კაცი მსხვილი საშუალო მცირე
2018 620894 218018 132273 263918
% 100 35% 22% 43%

გაზრდილია ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა: დასაქმებულთა საშუალო


რაოდენობამ 620,8 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელს 6,2 %-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,7
% ქალია, ხოლო 59,3 % - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35 %
მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22 % - საშუალო, ხოლო დარჩენილი 43 % - მცირე
ბიზნესზე. მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 79,0 %,
საშუალოზე - 11,3 %, ხოლო მცირე ბიზნესზე - 9,7 %. 2018 წლის პირველ
კვარტალში, 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორში
დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 11 %-ით -101.6 ლარით -

5
სტატისტიკის ეროვნული სამსახური, geostat.ge

13
გაიზარდა. ანაზღაურება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში გაზრდილია.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მაღალი - 30 %-იანი - ზრდა ფიქსირდება
თევზჭერაში. 21 %-ით გაიზარდა ანაზღაურება უძრავი ქონებით ოპერაციებში, 19
%-ით - სოფლის მეურნეობაში და 16 %-ით - განათლებაში. წინასწარი
მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ინვესტიციების მოცულობამ 403.3 მილიონი
ამერიკული დოლარი შეადგინა. %-ით კი ქვემო სვანეთში. ამ რეგიონების გარდა,
ყველა სხვა რეგიონში ზრდა დაფიქსირდა. საშუალო თვიური შრომის
ანაზღაურება 31 %-ით არის გაზრდილი შიდა ქართლში, 16 %-ით - სამეგრელო-

ზემო სვანეთში, 15%-ით - კახეთში და 13 %-ით თბილისში. აღსანიშნავია, რომ

2010-დან 2018 წლამდე ექვსწლიან პერიოდში ბიზნეს სექტორში ბრუნვა თითქმის


გაორმაგდა, რაც გამოწვეულია დიდწილად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
ზრდით. 2018 წელს პრიდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა
1,645, 368.6 აშშ დოლარი, აქედან კახეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
მოცულობა იყო მხოლოდ 962200 აშშ დოლარი. საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელ კვარტალში
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების

მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.7 %-ით გაიზარდა.


წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ინვესტიციების მოცულობამ
403.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. 2016 წელს სოფლის მეურნეობასა
და თევზჭერაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 10 მილიონი
დოლარი შეადგინა. 2017 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საერთოდ არ განხორციელებულა.6 პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი რაოდენობა ქვეყნების მიხედვით
განხორციელდა აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან,
კვიპროსიდან, ნიდერლანდებიდან, აშშ-დან. სოფლის მეურნეობის სექტორი
უცხოელი ინვესტორებისათვის კვლავ არამიმზიდველია.
წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძვეზე ნათლად ჩანს რომ ბიზნესის
წარმართვისათვის საჭირო გარემო საქართველოში ნელ-ნელა ვითარდება და

6
https://www.radiotavisupleba.ge/a/ekonomika/28542141.html

14
ინვესტიციების მოზიდვაც წარმატებით ხორციელდება თუმცა არათანაბარია მათი
განაწილება რეგიონების მიხედვით და რეგიონებში საწარმოთა ბრუნვის და
გამოშვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება თბილისის მაჩვენებელს.
თბილისის წილი საწარმოთა მთლიან ბრუნვასა და გამოშვებაში წლების მიხედვით
მაღალია. ინვესტიციების ყველაზე მეტი რაოდენობა ხორციელდება თბილისსა და
აჭარის რეგიონებში არსებულ ბიზნეს სექტორებში, ყველაზე მცირე კი კახეთის
რეგიონსა და შიდა ქართლის რეგიონებში არსებულ ბიზნესებში. მართლაც
კახეთის რეგიონში ბიზნესის განვითარებისათვის, განსაკუთრებით კი
აგრობიზნესის განვითარების დიდი პოტენციალია, მაგრამ მისი სათანადო
გამოყენება ვერ ხერხდება. ჯერ-ჯერობით ისევ გამოწვევაა ადგილობრივი
მოსახლეობისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, თანამედროვე
ტექნოლოგიებისა და ცოდნის არასაკმარისი გამოყენება, რაც, თავის მხრივ,
მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის მეწარმეობის, მათ შორის, მცირე და საშუალო
მეწარმეობის განვითარებას.
მიუხედავად იმისა რომ მთლიანად საქართველოში, და მათ შორის კახეთშიც,
საერთაშორისო თანამეგობრობის, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის მხარდაჭერით
მრავალი პროგრამა განხორციელდა სოფლის მეურნეობის, აგრობიზნესის
მხარდასაჭერად და სოფლად სიღარიბის შესამცირებლად, სოფლის მოსახლეობა
ბევრი სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე
დგას. წლების განმავლობაში უმუშევრობის დონე დაბალი იყო და არის ქალაქთან
მიმართებაში, უმუშევრობის დონე ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად
შემცირდა, თუმცა ის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს
საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე ქალაქად და სოფლად(ლარი)7
ცხრილი 1.3

2009 2010 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018


ქალაქი 166.0 179.1 204.5 217.3 246.1 278.6 309.9 324.4 336.3
სოფელ 128.7 130.4 153.4 174.4 192.9 216.0 238.3 246.1 254.4

15
სიღარიბის აბსოლიტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)8
ცხრილი 1.4

2009 2010 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018


ქალაქი 29.9 31.2 31.3 29.3 24.4 19.9 17.3 16.7 16.9
საქართველ 33.4 33.5 36.1 32.5 28.9 25.6 22.4 20.8 21.3

სოფელი 36.9 35.8 40.9 35.6 33.0 31.1 27.2 24.7 25.5
თბილისში შექმნილი დამატებული ღირებულება ქვეყანაში შექმნილი
მთლიანი დამატებული ღირებულების 48.4%-ია (2018). მხოლოდ ამ
მაჩვენებლებითაც ცხადია, რაოდენ დიდი განსხვავებაა ქალაქის (ამ შემთხვევაში -
თბილისის) და სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონეს შორის. ჯინის
კოეფიციენტი შეადგენს 0.4, რაც შემოსავლების არათანაბარ განაწილებაზე
მიუთითებს. სწორმა აგრარულმა პოლიტიკამ კი ეს განსხვავება უნდა აღმოფხვრას
და შეამციროს სოფლად სიღარიბის დონე. სოფლის განვითარება დღეს
საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოსახლეობის 42.8% (1,591.9
ათასი ადამიანი) სოფლად ცხოვრობს (2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით),
ხოლო დასაქმებულთა 48.6% სოფლის მეურნეობა, ნადირობა და მეტყევეობა,
თევზჭერა, მეთევზეობაშია დასაქმებული. ამჟამად, სოფლის მეურნეობაში
დასაქმებულია სამუშაო ძალის 43%, საიდანაც 97%-ზე მეტი თვითდასაქმებულია.
და ამ დასაქმებაც სეზონური ხასიათი აქვს. სოფლად მცხოვრები
მოსახლეობისთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობები დაბალია.
აგრარული სექტორისა და აგრობიზნესის განვითარება ხელს შეუწყობს სოფლად
მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას და მუდმივი შემოსავლის წყაროს გაჩენას.
ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ათვისებული აგროსექტორში არსებული
რესურსული პოტენციალი, რომელსაც შუძლია ინოვაციური, ინკლუზიური და
მდგრადი გადაწყვეტილებების შემოთავაზება ისეთი მიმდინარე და სამომავლო

8
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, geostat.ge

16
საზოგადოებრივი გამოწვევების დასაძლევად, როგორიცაა ეკონომიკური
კეთილდღეობა, სასურსათო უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება, რესურსების
მართვა. სასურსათო უსაფრთხოება. ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ-კლიმატური
პირობებიდან გამომდინარე ნამდვილად გვაქვს იმის რესურსი რომ გარკვეული
სახის აგროსასურსათო პროდუქციაზე სრულიად დავაკმაყოფილოთ
მოთხოვნილება და კონკურენტუნარიანი პროდუქტი ექსპორტზეც გავიტანოთ, ან
თუ გაგვაქვს გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა. თანაც მომგებიანია
აგროსასურსათო პროდუქტების წარმოება და ამ სახის პროდუქტზე იმპორტის
ჩანაცვლება იქიდან გამომდინარე რომ მოსახლეობის სასურსათო ხარჯების წილი
მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში 44%-ს შეადგენს. 9 აღსანიშნავია რომ სოფლის
მეურნეობის მთლიან გამოშვებაში ყველაზე დიდი წილი 56% უკავია
მეცხოველეობას, 38% მემცენარეობას და 6% სასოფლო-სამეურნეო მომსახურებას.
როგორც ვხედავთ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი მაღალია სიმინდზე,
კარტოფილზე, ყურძენზე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრისა და თხის
ხორცზე, რძეზე და რძის პროდუქტებზე და კვერცხზე. მათი წარმოების
პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია და შესაბამისი რეგიონები უნდა
დასპეციალიზირდნენ ამ მიმართულებით, ტექნოლოგიების გამოყენებით
მიაღწიონ უფრო მაღალ წარმოებას და ექსპორტიც გაზარდონ. იმ პროდუქტებს
რომლებსაც შედარებით დაბალი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გააჩნია და
სურსათზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დიდი რაოდენობით იმპორტი
ხორციელდება, აგრობიზნესმენებმა უნდა გაითვალისწინონ ეს გარემოება და
ადგილობრივი წარმოებით უნდა ჩაანაცვლონ. კახეთის რეგიონში ამ
მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალია. ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო
სავარგულების 38% კახეთში მდებარეობს. განსაკუთრებით დიდია სახნავი და
სათიბ-საძოვარი სავარგულების მოცულობა, ამ კატეგორიის სავარგულების
მიხედვით კახეთი პირველ ადგილზეა საქართველოში, რის გამოც იგი
მემარცვლეობისა და მეცხოველეობის წამყვანი რეგიონია. მაგრამ პრობლემა აქაც ის
არის რომ მთლიანად ვერ ხერხდება ამ პოტენციალის რეალიზაცია. მიწის

9
სტატისტიკის ეროვნული სამსახური

17
სავარგულები გამუდმებულ ცვლილებას განიცდიან. სავარგულების სტრუქტურას
და მათი ხარისხის ტრანსფორმაციას განაპირობებს ახალი მიწების ათვისება,
აქტიური მელიორაციული ღონისძიებები და სხვა. ამასთან, ეროზიული
პროცესები, მიწის დამლაშება ან დაჭაობება, დატბორვა და სხვა არახელსაყრელი
პირობები იწვევენ სავარგულების ფართობის შემცირებასა და მიწის ფონდის
ხარისხობრივი შემადგენლობის გაუარესებას. ამრიგად, მიწის რესურსები
განიცდის განუწყვეტელ რაოდენობრივ და თვისებრივ ცვლილებებს. თუკი
მოხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაყოფიერების ამაღლება, მიწის
დამუშავება და გამდიდრება საჭირო მინერალური სასუქებით, ჩვენ ნამდვილად
შეგვიძლია ამ პოტენციალის გამოყენება - გავზარდოთ სურსათის წარმოება და არა
მარტო შიდა ბაზარი უზრუნველვყოთ პროდუქციით, არამედ ჩვენი პროდუქცია
გავიტანოთ ექსპორტზე, რითაც შევამცირებთ უარყოფით სავაჭრო ბალანსს.
დიდია სოფლის მეურნეობის ისეთი მომგებიანი დარგების განვითარების
პოტენციალი როგორიცაა მაგალითად თხილის წარმოება, ხურმის წარმოება,
ბაღჩეულის წარმოება. მათ შორის კახეთში აღსანიშნავია ყურძნის წარმოება. ერთ-
ერთი მაღალრენტაბელური წამყვანი დარგი სწორედ მევენახეობაა,  რომელიც
საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური და კულტურული კეთილდღეობის
ძირითადი წყაროა. საქართველოში ვენახები ძირითადად მეღვინეობის
მიმართულებით არის გაშენებული, თუმცა ბოლო პერიოდში საერთაშორისო
ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ ყურძნის ვენახების სამრეწველო დანიშნულებით
გაშენების მოტივაცია მოგვცა. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების
აზრით, სუფრის ყურძნის განვითარება ადგილობრივი მევენახეების წარმოების
ეკონომიკური შემოსავლების ზრდის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ვაზის
სასუფრე ჯიშების სამრეწველო ნარგაობას მხოლოდ 1050 ჰა უჭირავს, ამიტომ
აუცილებელია გავზარდოთ სუფრის ყურძნის მომცემი ვენახების  ფართობები 
რათა შევძლოთ  მსოფლიო ბაზარზე გასვლა და უფრო მაღალ მარჟაზე მუშაობა.
2013-2014 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მიწის დამუშავებული ფართობები,
რაც შესაბამისი მიზნობრივი ღონისძიებების განხორციელებით იყო
განპირობებული, მაგრამ, თუ ასეთ სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს

18
ხანგრძლივ პერიოდში კერძო სექტორის ინიციატივა არ ჩაანაცვლებს, მიღწეული
შედეგების შენარჩუნება გართულდება. 2013 წელს დაწყებული სისტემური
ღონისძიებების შედეგად, რაც არსებული საგარეო ბაზრების დივერსიფიკაციას და
ახალი ბაზრების მოძიების ღონისძიებებს გულისხმობს, მნიშვნელოვნად გაიზარდა
ქვეყნიდან ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობა და ასორტიმენტი.
შესაბამისი ღონისძიებების თანმიმდევრულად გატარების შემთხვევაში, ქვეყნის
აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა რეგიონების


განვითარებისთვის, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ სექტორშია
დასაქმებული და ბევრი რეგიონის შემთხვევაში სწორედ სოფლის მეურნეობაა
ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორი. ამას მოწმობს მშპ-ში მისი ხვედრითი წილი,
რომელიც ბოლო ათწლეულში საშუალოდ 10%-ს არ აღემატება. სოფლის
მეურნეობის წილი კახეთის რეგიონის დამატებით ღირებულებაში 2018 წლის
მდგომარეობით 24%-ს შეადგენდა.
კახეთი ქვეყნის ერთ-ერთი მეურნეობრივად დაწინაურებული მხარეა,
ამიტომ იგი შესწავლის საინტერესო ობიექტს წარმოადგენს როგორც მეცნიერული,
ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. კახეთის რეგიონის ეკონომიკას განსაზღვრავს
ბუნებრივ-გეოგრაფიული ფაქტორები და საწარმოო ძალების განვითარების
საერთო დონე. საქართველოში ვენახების ფართობების უმეტესი ნაწილი ქვეყნის
აღმოსავლეთზე მოდის, კერძოდ, კახეთში ვენახის მთლიანი ფართობის 68%-ია,
დასავლეთში წამყვანია იმერეთი, სადაც შესაბამისი მაჩვენებელი 18%-ია, 9%
მოდის ქართლზე, დანარჩენი 5% კი - სხვა რეგიონებზე.10
ვენახების ფართობების განაწილება რეგიონების მიხედვით (ათასი ჰა), 2018წ.11

10
„ქართული ღვინის ბაზრის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები“ - ე. ხარაიშვილი, მ.
ჩავლეიშვილი, მ. ნაცვალაძე. 2013წ.
11
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, geostat.ge

19
1% 2% კახეთი
18% 3%
ქართლი
იმერეთი
რაჭა-
ლეჩხუმი
9%
გურია
68% სამეგრელო

დიაგრამა 1.5

რეგიონის კარგი მდებარეობა და ბუნებრივი პირობები ხელს უწყობს


შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების უზრუნველყოფას სოფლის
მეურნეობაში, რადგან აქ მნიშვნელოვანი ფართობები უკავია დამუშავებისათვის
ვარგის მიწებს. ამიტომაცაა რომ რეგიონის უმეტესი ნაწილი საკმაოდ კარგადაა
დასახლებული და ტერიტორიის სამეურნეო ათვისების დონეც შედარებით
მაღალია.
კახეთში აქტიური მოსახლეობის ყველაზე დიდ წილს 73,9%-ს
თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, რომელთა შემოსავალიც არასტაბილურია
ძირითადად სეზონურობის გამო. 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კახეთის
რეგიონის მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენდა 317.500 ათას კაცს, აქედან
აქტიური არის მოსახლეობის 73.9% ანუ 234.632 ათასი კაცი. უმუშევრობის დონე
არის 5.4%. მომუშავეთა აბსოლიტური უმრავლესობა თითქმის 80%
თვითდასაქმებულია. ამას ბუნებრივია იწვევს ერთის მხრივ, სასოფლო-სამეურნეო
სფეროთი მეორეს მხრივ, თვითდასაქმების შედარებით მაღალი მაჩვენებელი
სამეწარმეო სექტორის ისეთ მსხვილ დარგებში როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი
და სხვა მომსახურებები. ბუნებრივი გარემოს კომპონენტებიდან რომლებიც ხელს
უწყობენ მხარის ეკონომიკურ განვითარებას, აღსანიშნავია რელიეფი, ნიადაგი,
კლიმატი და მცენარეული საფარი. აგრობიზნესის განვითარების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორია ნაყოფიერი ნიადაგები, სადაც შესაძლებელია
მაღალხარისხიანი აგროპროდუქტების მოყვანა.
20
თავი 2. აგრობიზნესის განვითარების დინამიკა და
მიმართულებები

2.1 აგრობიზნესის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი

საქართველოს აგრარული სექტორის „განვითარება-ტრანსფორმაციის“


პერიოდი დამოუკიდებლობის შემდგომ შეიძლება სამ ფაზად დავყოთ: 1) 1990
წლიდან - 2003 წლამდე; 2) 2003 წლიდან - 2013 წლამდე; 3) 2013 წლიდან - დღემდე.
ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში 2013 წლამდე სოფლის მეურნეობის
სექტორი მთავრობას მიტოვებული ჰქონდა, რაც განხვავდება ჩაურევლობის
პოლიტიკისაგან, ხოლო ეკონომიკის სტრატეგიულ პრიორიტეტად მხოლოდ
სიტყვიერად იყო გამოცხადებული.
აგრობიზნესის განვითარებას არა ერთი ფაქტორი უშლის ხელს: ნაკვეთების
მცირე ზომა ერთ-ერთი მათგანია და აბრკოლებს დარგში ეფექტიანობის ამაღლებას
და შესაბამისად მასშტაბის ეფექტის შეუძლებლობა; კაპიტალის უკმარისობა და
შესაბამისად სოფლის მეურნეობის ტექნიკის ნაკლებობა, დაბალგანვითარებული
სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურა; ფერმერთა ცოდნის ნაკლებობა და
შესაბამისად დაბალპროდუქტიული მწარმოებლურობა; დაზღვევის სისტემის
განუვითარებლობა. სახელმწიფოს მიერ პრობლემების აღმოსაფხვრელად
გატარებული ღონისძიებების შედეგად დღეის მდგომარეობით დარგის
განვითარების დადებითი ტენდენციები ვლინდება. სურსათისა და სოფლის

21
მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით აგრარულ
სექტორს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენჭება ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის
მიმართულებით და ყურადღებას ამახვილებს ხარისხსა და ცოდნაზე, როგორც
ყველაზე დიდ პრობლემაზე სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, რაც
მნიშვნელოვან სამუშაოებს მოითხოვს.12
საქართველოში მოსახლეობის 43% სოფლად ცხოვრობს. დასაქმებული
მოსახლეობის 52% მოდის აგრარულ სექტორზე, ე.ი მოსახლეობის თითქმის
ნახევარი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%-ს ქმნის და
უზრუნველყოფს სასოფლო-სამეუნრეო პროდუქციაზე მოთხოვნის მხოლოდ 20%-
ს. რაც სამწუხაროდ მიუთითებს ამ დარგის განუვითარებლობაზე. მეცნიერულ-
ტექნიკური პროგრესის მიღწევების სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დანერგვის
მოტივაციის უქონლობა სხვა ფაქტორებთან ერთად, თავის უარყოფით
გამოხატულებას სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაბალ მოსავლიანობასა და
პირუტყვის დაბალ პროდუქტიულობაში აისახება. ექსპერტთა შეფასებით კი
ქვეყანაში არსებულ სასურსათო რესურსულ პოტენციალის 8-10 მილიონი
ადამიანის გამოკვება შეუძლია. სახელმწიფომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი
სტრატეგიების შემუშავება დაიწყო და შესაბამისი პროექტებიც განახორციელა.
შედეგი ცალსახად დადებითი ტენდენციებით არ ხასიათდება. მიუხედავად
გაწეული ძალისხმევისა, მთლიან შიდა პროდუქტში სექტორის წილი მაინც
შემცირებით ხასიათდება.
აგრობიზნესის მთლიანი გამოშვების წილი ქვეყნის ეკონომიკის მთლიან
გამოშვებაში 2018 წლის მაჩვენებლით 16.2% შეადგინა, 2017 წელს აღნიშნული
მაჩვენებელი შეადგენდა 16.9%, ხოლო 2014 წელს 18.1%.
2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, საქართველოში სულ 642 209
მეურნეობაა, რომელთაგან 68 132 (10.6%) საერთოდ არ ფლობს სასოფლო-
სამეურნეო მიწას, ხოლო დანარჩენი 574 077 მეურნეობიდან 442 540 (77.1%) ფლობს
1 ჰა ფართობზე ნაკლებ მიწას.13

12
http://enpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/Georgia_Assesment_FINAL_GEO_GEO.pdf
13
http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/population/Census%20Release_GEO_2018pdf

22
მეურნეობების განაწილება ფართობების მიხედვით საქართველოში, 2018 წ.14
ცხრილი 2.1

ფართობი მეურნეობების რაოდენობა წილი


<0.1 ჰა 86,988 15,2%
0.1-0.19 ჰა 61,332 10,7%
0.2-0.49 ჰა 139,914 24,4%
0.5-0.99 ჰა 154,306 26,9%
1-1.99 ჰა 95,399 16,6%
2-2.99 ჰა 17,915 3,1%
3-3.99 ჰა 6,349 1,1%
4-4.99 ჰა 3,297 0,57%
5-5.99 ჰა 4,505 0,78%
10-19.99 ჰა 1,630 0,28%
20-49.99 ჰა 965 0,17%
50-99.99 ჰა 538 0,09%
100-199.99 ჰა 428 0,07%
200-499.99 ჰა 387 0,07%
500 ჰა< 124 0,02%
სულ 574,077 100%

საარსებო საშუალების უზრუნველსაყოფად, გარკვეულწილად


დამოკიდებულები არიან მცირე და დანაწევრებულ მიწის ნაკვეთებზე.
მთავრობასთან ერთად მათ ეხმარებიან დონორი ორგანიზაციები მაგრამ მათ მაინც
ბაზართან შეზღუდული წვდომა, შეზღუდული რესურსები და ზრდის
შეზღუდული პოტენციალი აქვთ. მიწების განაწილების ასეთი სტრუქტურით
რთულია მასშტაბის ეკონომიის მიღწევა და დარგის კონკურენტუნარიანობის
ამაღლება, იმ ფონზე, როცა, მაგალითად, ევროკავშირში ერთ მეურნეობაზე
საშუალოდ 16 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა მოდის. ამას ემატება ისიც, რომ ერთი
მეურნეობის მფლობელობაში არსებული ნაკვეთები ხშირად ერთმანეთისგან

14
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, geostat.ge

23
დაშორებულია. სახელმწიფო მიწების განკერძოების პროცესში ნაკვეთების
მოსახლეობისთვის გადაცემის პროცესში, ამ საკითხს ჯეროვანი ყურადღება არ
მიექცა, რის გამოც ფერმერების ნაწილს მიწის დამუშავების მაღალი ხარჯი აქვთ. ამ
ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს ისიც, რომ მაღალია გამოუყენებელი მიწების
ჯამური მაჩვენებელი. თუ კი FAO-ს 2012 წლის კვლევას დავეყრდნობით15, ჯამში
დაახლოებით 800 ათასი ჰა სახნავ-სათესი სავარგულების მხოლოდ მესამედი
მუშავდება ყოველწლიურად, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით ნახევარი მილიონი
ჰა მიწა აუთვისებელი რჩება. ჯერ კიდევ დიდია სახელმწიფო მიწების წილი
სასოფლო-სამეურნეო მიწების მთლიან რაოდენობაში. ზუსტი სტატისტიკა ამ
კუთხით არ მოიპოვება, ვინაიდან მიწების ინვენტარიზაცია ჯერ კიდევ პროცესშია.
დაახლოვებით, მთლიანი სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ 25%-ია
პრივატიზებული. შესაბამისად, 801,8 ათასი ჰა სახნავ-სათესი მიწის 55%
პრივატიზებულია და 363,3 ათასი ჰა კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაა.
სახელმწიფო მიწების იდენტიფიკაციის სირთულე, რა თქმა უნდა, ხელს უშლის
მათი შეძენით დაინტერესებულ პირებს და შესაბამისად, მიწების გამსხვილების
პროცესს. საბოლოო შედეგი მიწის ბაზრის განვითარების დაბალი დონეა. არ
არსებობს ერთიანი სისტემა, რომლის საშუალებითაც მარტივად და ეფექტურად
დაუკავშირდება ერთმანეთს მიწის გაყიდვის და შეძენის მსურველები. ასევე,
რთულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ
ინფორმაციის მოპოვება და შეძენა. საბოლოო ჯამში, აღურიცხაობა და
ინფორმაციული ასიმეტრიულობა ხელს უშლის გამხვილების პროცესს.
საქართველოში აგრობიზნესის სრულყოფილად განვითარებისათვის
ჯერ კიდევ არ გამოიყენება ყველა შესაძლებლობა. საერთო ჯამში, ქვეყანაში
სიღარიბის დონე შემცირდა, მაგრამ სოფლად სიღარიბის მაჩვენებელი კვლავაც
მაღალი რჩება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც
ადასტურებს სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების დაბალ დონეს.
მაგ., 2015 წელს თითო საოჯახო მეურნეობამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების
გაყიდვის შედეგად საშუალოდ თვეში 80 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
ამიტომაცაა, რომ სოფლად მცხოვრებთა სიღარიბის დონე აღემატება მთლიანად
15
http://www.fao.org/docrep/field/009/aq673ka/aq673ka.pdf

24
ქვეყანაში სიღარიბის დონეს. შედეგად კი სოფლად მცხოვრები ოჯახები უფრო
მეტად არიან დამოკიდებული მთავრობის მიერ გაცემულ სოციალურ
დახმარებაზე. 2016 წლის განმავლობაში 32 პროცენტით მეტი ოჯახი იღებს
სოციალურ დახმარებას სოფლად, ვიდრე ქალაქად. 16
სოფლად მცხოვრებ
სიღარიბეში მყოფ ადამიანს არ აქვს სტიმული იყოს უფრო აქტიური. არსებული
სოციალური დახმარების სისტემა არის ერთ-ერთი ფაქტორი თუ რატომ რჩება
ქართველი გლეხი კვლავ ღარიბად. თუკი გლეხი გაიჭირვებს და მოსავალს
მოიყვანს საშუალოდ თვეში 70-80 ლარს მიიღებს. ხოლო თუ ნაკლებ ენერგიას
დახარჯავს, მთავრობა მას სოციალურ დახმარებას მისცემს და თუ ოჯახში ორი
წევრი მაინც არის, მათ უფრო მაღალი შემოსავალი ექნება შრომის გარეშე. აქედან
გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება სოფლად მცხოვრები
მოსახლეობის უმრავლესობისათვის სოციალური დაცულობისა და სიღარიბის
დაძლევის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. საერთოდ აღარ იწარმოება
მთელი რიგი პროდუქტები. შედეგად, საქართველოს მოსახლეობის მიერ
მოხმარებული აგროსასურსათო პროდუქციის 80%-მდე იმპორტირებულია.
ქვეყანაში პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ვალუტა საზღვარგარეთ
გაედინება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ადგილობრივ წარმოებას. აღსანიშნავია,
რომ საქართველოში მეურნეობათა 66% ფლობს 1 ჰა-მდე მიწის ნაკვეთს, ამ ზომის
მიწაზე კი პროგრესული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენება პრაქტიკულად
შეუძლებელია. ქვეყნები, რომლებმაც მიაღწიეს მაღალგანვითარებულ აგრარულ
წარმოებას, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყენებდნენ და იყენებენ
სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და რეალიზაციის რეგულირების ღონისძიებათა
სისტემას (სამართლებრივი, ორგანიზაციული, ეკონომიკური), რომელშიც ფრიად
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საგარეო ვაჭრობის საბაჟო რეგულირების
ინსტრუმენტებს - სატარიფო და არასატარიფო მექანიზებს. ყველაზე მაღალი
წარმოება -189,9 ათას ტონა - ხილს ეკუთვნის, მათ შორის დიდი წილი - 63,5
ათასი ტონა -ვაშლზე მოდის. მრავალწლოვან კულტურებში სტატისტიკის
ეროვნული სამსახური ცალკე გამოყოფს ყურძნისა და ციტრუსის წარმოებას. 2016

16
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, geostat.ge

25
წელს ყურძნის წარმოებამ 153,7 ათასი ტონა, ხოლო ციტრუსის წარმოებამ 68.6
ათასი ტონა შეადგინა. საქსტატის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა
წელთან შედარებით, 43.3 ათასი ტონით არის გაზრდილი ხილის წარმოება,
თუმცა 114.1 ათასი ტონით შემცირდა ყურძნის, 16.9 ათასი ტონით კი ციტრუსის
წარმოება. ეს სტატისტიკა ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ 2017 წელს
ხელისუფლებამ უარი თქვა ერთწლიანი კულტურის მოსაყვანად ერთჯერად
დახმარებაზე, რასაც უფრო სოციალური დატვირთვაჰქონდა და მაინცდამაინც
წარმოების ზრდაზე არ ყოფილა ორიენტირებული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის


პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის თებერვლიდან პროექტის „დანერგე
მომავალი“-ს განხორციელება დაიწყო. დაწყებიდან დღემდე პროექტით 460-ზე
მეტმა მოქალაქემ/საწარმომ ისარგებლა და მთელი საქართველოს მასშტაბით 3350
ჰა-ზე მეტი სხვადასხვა კულტურის მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები გაშენდა.
სახელმწიფო თანადაფინანსებამ 16.5 მილიონ ლარს გადააჭარბა. პროექტი
უპრეცედენტო პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ გამოცდილ, არამედ
დამწყებ ფერმერებშიც. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოფლის
მეურნეობის დაფინანსება 83 მლნ 210 ათასი ლარით შემცირდა.
სამინისტროსთვის მიმდინარე წელს 321, 3 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი,
2018 წლის ბიუჯეტში კი საბიუჯეტო ასიგნება, დაახლოებით, 238 მილიონ ლარს
შეადგენს. შესაბამისად შემცირდა პროგრამების დაფინანსებაც: სოფლის
მეურნეობის განვითარების პროგრამა შემცირებულია 75 მლნ 430 ათასი ლარით,
სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა -
3 მლნ 930 ათასი ლარით, მევენახეობა- მეღვინეობის განვითარება - 450 ათასი
ლარით, სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების
განხორციელება - 3 მლნ 400 ათასი ლარით.
დღეისათვის სულ 1538 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
ფუნქციონირებს, მათ შორის კახეთში-155, ქვემო ქართლში-187, მცხეთა-
მთიანეთში-85, შიდა ქართლში-98, სამეგრელო-ზემო სვანეთში-127, გურიაში-53,

26
აჭარაში-153, სამცხე-ჯავახეთში-360, იმერეთში-134, რაჭა-ლეჩხუმში-134 და
თილისში-52 კოოპერატივი.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოების
პროდუქტიულობის ზრდა და თვითღირებულების შემცირება მნიშვნელოვნად
არის დამოკიდებული ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებაზე.
ამჟამად კერძო სექტორში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმეტესი
ნაწილი გაუმართავი და ამორტიზირებულია, რაც აფერხებს სამუშაოების
აგროვადებში შესრულებას, ზრდის წარმოებული პროდუქციის
თვითღირებულებას, აუარესებს მოსავლის ხარისხს და ამცირებს წარმოების
მოცულობას. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, ხორციელდება
მნიშვნელოვანი პროექტები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის
ასამაღლებლად. საქართველოს სოფლის ტერიტორიებზე სასაწყობე მეურნეობების
და შესაბამისი მომსახურებების ნაკლებობაც შეიმჩნევა. შესანახი მომსახურებების
ნაკლებად გამოყენების ძირითადი მიზეზი, საწყობების და მაცივრების
შემთხვევაში, სოფლიდან დიდი მანძილით დაშორება და ფასია.
საქართველოს მთავრობა ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს,
რომლებიც, მიმართულია ქვეყანაში აგრარული სექტორისა და აგრობიზნესის
განვითარებისაკენ. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობენ ადგილობრივი
მოსახლეობის როგორც ფინანსებზე, ასევე ფიზიკურ ინფრასტრუქტურასა და
თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ზრდას:
 სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა,
 დანერგე მომავალი
 აწარმოე საქართველოში
 აგროდაზღვევა
 სასოფლო და სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი
საწარმოების თანადაფინანსება
 შეღავათიანი აგრო-კრედიტი
 მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა
 პროგრამა - ქართული ჩაი, ინოვაციების ხელშეწყობა და სხვ.

27
2018 წელს სულ გაცემულია 1,891 სესხი და ლიზინგი, მათ შორის: 1,056
სესხი - 73,663,191 ლარის ოდენობით, 835 სესხი - 52,379,899 დოლარის ოდენობით.
საქართველოს მასშტაბით, სესხების უმეტესი რაოდენობა გაცემულია შემდეგ
დარგებში: მესაქონლეობა (10,000-ზე მეტი), მეცხვარეობა (3,500-მდე),
მემცენარეობა(2,100-მდე).
კახეთის რეგიონის აგრობიზნესის განვითარებაზე მოქმედი დადებითი და
უარყოფითი ფაქტორები თითქმის იგივეა რაც ზოგადად აგრარულ სექტორში
გამოიკვეთა. ესენია: ტექნოლოგიების ნაკლებობა, ფერმერთა ინფორმაციულობის
დაბალი დონე, ინვესტორების სიმცირე, საირიგაციო პრობლემები-განსაკუთრებით
დედოფლისწყაროში. კახეთის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ძალზედ
მნიშვნელოვანია რეგიონის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა.სახნავ-სათესი
ფართობების მხოლოდ 41%-ია სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი. მიუხედავად
პრობლემებისა 2016 წელს, კახეთის რეგიონში განხორციელდა ყველაზე დიდი
უცხოური ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში. სწორედ პოტენციალი და არა
პრობლემები დაინახეს საქართველოს სოფლის მეურნეობაში ირანელმა
ინვესტორებმა, რომლებიც მოიხიბლნენ საქართველოში, კერძოდ კახეთში
არსებული ნიადაგებითა და კლიმატით და გადაწყვიტეს ისეთი კულტურის
გაშენება, რომლის მოყვანის ტრადიციაც საქართველოში აქამდე არ არსებობდა.
კახეთში, კერძოდ იორმუღალოში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, 2200
ჰექტარზე გაშენდა მეურნეობა, ვენახი, ხეხილის ბაღები. საერთაშორისო კომპანია
„არიკ“ ჯგუფი გეგმავს ფისტას წარმოებას. მსოფლიო ბაზარზე მისი ყველაზე დიდი
მიმწოდებლები არიან აშშ და ირანი. მათი აზრით საქართველოს აქვს უზარმაზარი
პოტენციალი და შესაძლებელია მსოფლიო ბაზარზე ფისტის უმსხვილეს მესამე
მიმწოდებლად გადაიქცეს. კახეთში ინვესტიციების მოზიდვა საჭიროა იმ
დარგებში, რომელსაც მოსახლეობის დასაქმებისა და ადგილობრივი ბაზრის
ათვისების და საექსპორტო პოტენციალი გააჩნია, კერძოდ, აგროწარმოებასა და
ტურიზმში. ინვესტიციები რეგიონული განვითარებისთვის ძალზედ
მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაფინანსებასთან ერთად თან ახლავს ცოდნა და
ტექნოლოგიები. აგრომრეწველობის შემთხვევაში ინვესტიციები მიმართული

28
უნდა იყოს წარმოებაში, ირიგაციის სისტემის რეაბილიტაციაში და ასევე
ლოჯისტიკური ჯაჭვის აწყობაში, რომელიც მწარმოებელს, შუამავალ რგოლებსა
და საბოლოო მომხმარებლებს დააკავშირებს. შედარებით კარგი მდგომარეობაა
კახეთში მევენახეობის მხრივ. არსებობს ქართული ღვინის ექსპორტის კიდევ
უფრო გაფართოების და ახალ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობები. ქართული
ღვინო ექსპორტზე ძირითადად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გადის.
მსოფლიო ვენეხების ფართობების 0,8% საქართველოზე მოდის. 2004 წლის
აღწერის მონაცემებით, ვენახის საერთო ფართობმა საქართველოში 48,0 ათასი ჰა
შეადგინა. იმერეთის რეგიონში ვენახების ფართობები დაახლოებით 20 000
ჰექტრია, კახეთში 33582 ჰა, ხოლო რაჭის რეგიონში კი - 570 ჰა, დანარჩენ
რეგიონებში 1848 ჰა. საქართველოში ვენეხების ფართობების საორიენტაციო
მაჩვენებელმა 2014 წელს 56 ათას ჰა-ს მიაღწია.
კახეთი მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი და უნიკალური რეგიონია. აქ
მდებარეობს მევენახეობის უნიკალური მიკროზონები, სადაც ტრადიციულად
იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელებისა და სხვა მაღალხარისხოვანი
ქართული ღვინოები.
საქართველოში დარეგისტრირებული 18 ადგილწარმოშობის ღვინოდან
კახეთში იწარმოება 14 სახეობა და ეს რეგიონი   მევენახეობა-მეღვინეობის
განვითარებაში უმთავრეს როლს ასრულებს. ამ რეგიონში მზადდება მაღალი
ხარისხის ბრენდირებული ღვინოები ადგილობრივი და კულტივირებული
ჯიშებისაგან, მათგან აღსანიშნავია: რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ქისი,
ხიხვი, ბუდეშური წითელი, კახური მცვივანი, საფენა, კუმსი ყვითელი, კაბერნე
სოვინიონი (ფრანგული ჯიში), თავკვერი, იყალთოს წითელი და სხვა. კლასიკური
ევროპული ტიპის და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოები იწარმოება ქართლის
რეგიონში ცნობილი ჯიშებიდან: ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი,
ძელშავი, თავკვერი, შავკაპიტო, შავი და თეთრი პინო, ალიგოტე, საფერავი,
გრძელმტევანა, ხარისთვალა, შარდონე და სხვა. მარცვლეული კულტურების
წარმოებას კახეთში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რასაც საფუძვლად მიწის

29
ნაყოფიერება და მარცვლეული კულტურების მრავალფეროვნება უდევს.
ხორბლით უზრუნველყოფის მაჩვენებელი მხოლოდ 20%-ია. ეს ერთი მხრივ,
შეიძლება აიხსნას ბუნებრივი პირობებით (გვალვები, სეტყვა), ხოლო მეორე მხრივ,
არსებული რესურსების არაეფექტიანი გამოყენებით. ხორბლის ნათესი ფართობისა
და წარმოების თვალსაზრისით კახეთი წამყვანი რეგიონია საქართველოში.
მარცვლეულის მსოფლიო წარმოებაში ბოლო ათწლეულში შეიმჩნევა კლების
ტენდენცია და შესაბამისად მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ფასის მატება.

ხორბლის წარმოება რეგიონების მიხედვით


(ათასი ტონა)17
ცხრილი 2.4

2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018
საქართველო 69.7 74.9 80.3 53.9 48.4 96.8 80.7 81.0 47.5 125.6 126.6
კახეთი 42.7 62.0 52.7 22.2 23.6 47.1 53.0 60.1 22.0 99.6 102.8
სამცხე- - - - - - - - - - - 5.3
ჯავახეთი
ქვემო 14.1 5.5 12.4 8.7 9.8 17.3 14.9 10.7 10.0 8.8 6.9
ქართლი
შიდა 8.5 4.7 11.3 19.0 11.1 23.8 8.5 5.1 9.7 10.3 10.2
ქართლი

კახეთში საშემოდგომო მარცვლეული კულტურებიდან მეორე ადგილზეა


ქერის კულტურა, რადგან იგი ცხოველთა ძირითად საკვებად გამოიყენება.
ადგილზე წარმოებულ ქერს ქართული ლუდის მრეწველობა არ იყენებს და
მხოლოდ იმპორტირებულ ნედლეულზეა ორიენტირებული. გამომდინარე იქიდან
რომ კახეთი მეცხოველეობის უმსხვილესი მხარეა ქერის წარმოება აქ საკმაოდ
პრიორიტეტულია და წარმოების გაზრდის დიდი პოტენციალიც არსებობს.
დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ფერმერებს ქერი
შედარებით დიდი რაოდენობით მოჰყავთ, სხვა მუნიციპალიტეტების ფერმერები
კი ქერის კულტურას საკუთარი პირუტყვის საკვებად აწარმოებენ. სიმინდი
უმნიშვნელოვანესი კულტურაა საქართველოში. 2006 წლიდან კახეთი სიმინდის

17
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, geostat.ge

30
ნათესი ფართობით მესამე ადგილზეა რეგიონებს შორის და მხოლოდ იმერეთსა და
სამეგრელო-ზემო სვანეთს ჩამორჩება. რეგიონში სიმინდის კულტურას
ძირითადად მეცხოველეობის სექტორში იყენებენ, უმნიშვნელოა ე.წ. თეთრი
სიმინდის წარმოების მაჩვენებელი. სიმინდის ღერო კი ზამთარში ცხოველთა
საკვებად გამოიყენება, მისგან სილოსს ამზადებენ. დარაიონებული და
მაღალკონდიციური სათესლე მასალა მკვეთრად გაზრდის სიმინდის წარმოების
მოცულობას და ფერმერთა შემოსავალს. 2010 წლიდან კახეთში სიმინდის
წარმოება სახელმწიფოს მხრიდან იქნა სტიმულირებული: ქვეყანაში იმპორტით
შემოვიდა სიმინდის ჰიბრიდული ჯიში კომპანია „პიონერი“-სგან. სიმინდი
ხელშეკრულებით და სათანადო პირობებით დაურიგდათ ადგილობრივ
ფერმერებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კი მოეწყო სიმინდის საშრობი
საწარმო სრული ტექნოლოგიური ციკლით. აღნიშნულმა პროგრამამ ფერმერთა
მოლოდინი ვერ გაამართლა, წარმოებული სიმინდი კი სპირტის რექტიფიქატის
საწარმოებლად გამოიყენეს.
დღეს ყვარელსა და თელავში არსებული სპირტის მწარმოებელი ფირმები
ადგილზე წარმოებულ სიმინდსა და მცირე რაოდენობით ხორბალს სწორედ ამ
დანიშნულებით იყენებენ. მზესუმზირა კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი
ტექნიკური კულტურაა, განსაკუთრებით დედოფლისწყაროს და სიღნაღის
მუნიციპალიტეტებისთვის. ტრადიციულად, ამ კულტურის წარმოება
მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო იყო როგორც ფერმერული მეურნეობების,
ასევე შინამეურნეობებისთვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში მზესუმზირის
ნათესი ფართობები მკვეთრად შემცირდა და დღეს მას მხოლოდ მცირე ფართობი
უკავია. მცენარეულ ზეთზე წლიური მოთხოვნილება შეადგენს 50-60 ათას ტონას,
საქართველოში კი ამჟამად 15-16 ათას ტონა მზესუმზირას ვაწარმოებთ, ამ
მიმართულებით კარგი ბიზნესის განვითარებაა შესაძლებელი. ვაწარმოოთ
ქართული ზეთი მაღალტექნოლოგიური დანადგარებითა და დაბალი
დანახარჯებით რაც ზეთის იმპორტს შეამცირებს. საქართველო ძირითადად,
იმპორტიორი ქვეყანაა და ეს ტენდენცია შემცირების ნაცვლად მუდმივად
იზრდება. მზესუმზირის ნათესი ფართობი მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

31
დაბალია საჰექტარო მოსავლიანობის მაჩვენებელი - 700-950 კგ/ჰა და წარმოებული
პროდუქციაც. მზესუმზირის წარმოებას, ისე როგორც დანარჩენ სასოფლო-
სამეურნეო კულტურებს, შინამოხმარების ხასიათი აქვს, თანაც ორი
დანიშნულებით: პირველი სათესლედ - კვლავწარმოებისთვის, ხოლო მეორე
მზესუმზირის ზეთის წარმოებისთვის. კახეთის სოფლებში არსებულ „კუსტარულ“
ზეთსახდელებში მზესუმზირის ზეთი საკვები დანიშნულებით იწარმოება, ხოლო
მისი ნარჩენისგან „კოპტონი“ მზადდება, რომელიც ცხოველებისა და
ფრინველებისთვის მაღალკალორიული საკვებია. მზესუმზირის წარმოებას დიდი
პოტენციალი გააჩნია, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება
მცენარეულ ცხიმზე მოთხოვნა, რაც ძირითადად იმპორტის ხარჯზე
კმაყოფილდება. დღეს მზესუმზირის წარმოების ძირითადი წილი 95-98% ოჯახურ
მეურნეობებზე მოდის, დანარჩენი კი - 2-5% სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს
უკავიათ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ
გაკეთებული იმპორტ-ექსპორტი შედარებითი ანალიზით, მცენარეული ზეთი
იმპორტით 51 ქვეყნიდან, ძირითადად კი უკრაინიდან, რუსეთიდან,
აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოდის. 2015 წელს ქვეყანაში
იმპორტირებული ზეთი მთლიანი მოხმარების 96%-ს შეადგენდა, ხოლო
ადგილობრივი წარმოების ზეთი კი - 4%-ს. მცენარეული ზეთის ადგილობრივი
მწარმოებლები არიან: შ.პ.ს. ქარვა, შ.პ.ს. მამონტი, შ.პ.ს. ბათოილი, შ.პ.ს. გეორგი და
სხვები.
კახეთის რეგიონი, რომელსაც იმ კატეგორიის მიწის რესურსები გააჩნია,
რომელიც სასოფლო-სამეურნეო მარცვლეული კულტურების მაღალ
მოსავლიანობას და პროდუქციის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს, დღეს
სრულად არაა ჩართული ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფაში.
კახეთი ბაღჩეული კულტურების (მარწყვი, საზამთრო, ნესვი და გოგრა)
წამყვანი რეგიონია საქართველოში. სოფლის მეურნეობის დარგებს შორის
ბაღჩეული კულტურების წარმოება ერთერთი მაღალშემოსავლიანი სფეროა.ამ
დარგს, ისე როგორც ბოსტნეულის წარმოებას, კახეთში ძალიან დიდი პოტენციალი
გააჩნია. კახეთი, კერძოდ კი ლაგოდეხის, ყვარლისა და გურჯაანის

32
მუნიციპალიტეტები მიწის თხილის მწარმოებელ ზონებს წარმოადგენენ. ამ
ზონებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ, რადგან აქ არსებული ნიადაგი და
მიკროკლიმატი მიწის თხილის (არაქისის) წარმოების გაფართოების
შესაძლებლობას იძლევა. დღეს არაქისის წარმოებაში ხელით შრომა გამოიყენება,
ხოლო სათანადო მექანიზაციის პირობებში, მაღალმოსავლიანი ჯიშებისა და
მეცნიერების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით წარმოების მოცულობა
მკვეთრად გაიზრდება. ამ კულტურის წარმოება მომგებიანია, რადგან მაღალი ფასი
აქვს და ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადია. ამ კულტურის სანედლეულო ბაზის
გაფართოების შემთხვევაში ინვესტიციები ჩაიდება არაქისის გადამამუშავებელი
და დამფასოებელი საწარმოების შექმნაში
ბოსტნეულის წარმოების მხრივ რეგიონებს შორის წამყვანი პოზიცია,
ტრადიციულად, ქვემო ქართლს უკავია, კახეთი კი მეორე ადგილზეა, თუმცა
გამონაკლისი იყო მხოლოდ 2010 წელი - 300 ჰექტარი. ბოსტნეული კულტურების
ძირითადი მწარმოებლები არიან ლაგოდეხის, გურჯაანისა და სიღნაღის
მუნიციპალიტეტები. აქ არსებული მიკროკლიმატი, ნაყოფიერი ნიადაგები და
ტრადიციები ამ დარგის მიმართ ადგილობრივი ფერმერების მაღალ ინტერესს
განაპირობებს.
ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოება ყველაზე შემოსავლიანი
საქმიანობაა სოფლის მეურნეობის დარგებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ დღეს
ამ სფეროში არსებული პრობლემები მოგების მიღების შანსებს ამცირებს.
კახეთში მრავალი სახეობის ხილი იწარმოება, აქ არსებული აგროკლიმატური
პირობები და ნაყოფიერი ნიადაგები მეხილეობის განვითარების კარგ საფუძველს
იძლევა. ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს გურჯაანის, ლაგოდეხის, ნაწილობრივ
თელავის, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტებს. გურჯაანი ძირითადად ატმის
მწარმოებელია, ლაგოდეხი კი - ხურმის, ქლიავის, ვაშლისა და სხვა სახეობის
ხილის. შესანიშნავი სანედლეულო ბაზა აქვს საკონსერვო მრეწველობას, თუმცა
იგი გაფართოებას და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად დივერსიფიცირებას
საჭიროებს. თესლოვანი ხილის წარმოებაში კახეთს უმნიშვნელო ადგილი უკავია,
ხოლო კურკოვანი ხილის წარმოებაში რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი

33
მაჩვენებელი აქვს - 9,6-38%. ატმის წარმოების მხრივ კახეთი წამყვანი რეგიონია
საქართველოში, მისი წილი 39,6-76,8%-ს შორის მერყეობს. კახეთში ატმის
მწარმოებელი ძირითადი ზონა გურჯაანია, შემდეგ მოდის თელავი, სიღნაღი და
ყვარელი. ატმის წარმოება უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მკვეთრად
გაიზარდა. რეგიონში თესლოვანი ხილის წარმოებას ნაკლები ყურადღება ექცევა,
თუმცა ამ თვალსაზრისითაც კახეთს საკმაოდ მაღალი პოტენიალი აქვს.გარდა
იმისა, რომ კახეთი კურკოვანი ხილის, განსაკუთრებით ატმის მწარმოებელი
რეგიონია, აქ წლის სხვადასხვა სეზონზე მრავალი სახეობის ხილი მოდის,
რომელიც საკონსერვო მრეწველობისთვის კარგ სანედლეულო ბაზას წარმოადგენს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკონსერვო მრეწველობას კახეთში ის სპეციფიკა
ახასიათებს, რომ გვალვის ან სეტყვის გამო შესაძლოა ხილის სხვადასხვა სახეობის
მოსავალი განადგურდეს, რაც საკონსერვო მრეწველობისთვის წყვეტას ნიშნავს,
მაგრამ აქ არსებული ნიადაგები და აგროკლიმატური პირობები სანედლეულო
ბაზის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა, რაც ამ რისკს შეამცირებს.
კახეთის სოფლის მეურნეობაში მეცხოველეობას ტრადიციულად წამყვანი
ადგილი ეკავა. აქ არსებული საძოვრებისა და სათიბების დიდი მასივები და
ხელსაყრელი აგროკლიმატური პირობები ამ დარგის განვითარებისთვის
საუკეთესოა. მიუხედავად იმისა, რომ კახეთს მცირე წილი უკავია ქვეყნის
მეცხოველეობის მთლიან სულადობაში, ამ დარგის განვითარების დიდი
პოტენციალი არსებობს და დედაქალაქთან მისი სიახლოვე რეგიონის ძლიერ
მხარეს წარმოადგენს. კახეთის მეცხოველეობის სექტორში მნიშვნელოვანი
ადგილი უკავია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს. კახეთის რეგიონში შემავალ
მუნიციპალიტეტებს შორის კი ყველაზე მცირე სულადობა ჰყავს თელავს - 8.6
ათასი სული, ხოლო ყველაზე მეტი საგარეჯოს 24.6 ათასი სული, მას მოსდევს
ლაგოდეხი, დ/წყარო, სიღნაღი და ყვარელი. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის
რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მაღალია, განსაკუთრებით
შინამეურნეობებში, სადაც ეს მაჩვენებელი 99,3-99,8%-ს შორის მერყეობს,
დანარჩენი წილი კი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს უკავიათ. ხორცს რეგიონში
აწარმოებენ ოფიციალურად მოქმედი ცხოველთა სასაკლაოები, რომელთაც

34
შესაბამისი ნებართვა გააჩნიათ. თელავში, სოფელ ყარაჯალას სასაკლაო, რომელიც
USAID პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, სეზონურობის გათვალისწინებით
დღეში 2-4 ტონა, ხოლო თვეში 60-120 ტონა საქონლის ხორცს უწევდა რეალიზებას.
აქ მოწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზი და სამაცივრე კამერა. ასევე
აღსანიშნავია ლაგოდეხის, ველისციხის, იორმუღანლოსა და ვარდისუბნის
სასაკლაოები, ასევე ბაკურციხე-თბილისის საავტომობილო გზის გასწვრივ
მდებარე ხორცის სარეალიზაციო პუნქტები, სადაც იკვლება პირუტყვი და ხორცის
რეალიზება ამ უბნებიდანვე ხდება. რეგიონში მოქმედ სხვა სასაკლაოებზე
არსებული სიტუაცია უკიდურესად მძიმეა: სრულად არის დარღვეული
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები; მოუწყობელია საკანალიზაციო და
წყალგაყვანილობის სისტემები; ხორცის შესანახად არ არის მოწყობილი სამაცივრე
კამერები; ადგილზე არ მუშაობს ლაბორატორიული შემოწმების პუნქტები;
სასაკლაოები არ არის იზოლირებული ბაზრობების ტერიტორიიდან;
მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი მაკონტროლებელი
ორგანოების არარსებობა და სურსათის უვნებლობის სამსახურის უუნარობა
პროდუქციის ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით.
რძის წარმოების თვალსაზრისით კახეთს მცირე წილი უკავია, ვიდრე იმერეთს
ან ქვემო ქართლს ან დანარჩენ რეგიონებს, მაგრამ კახეთის მოსახლეობის ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა და შესაბამისად, წარმოების გაზრდის
პოტენციალიც გააჩნია. მისი წილი ქვეყნის რძის საერთო წარმოებაში 6,1-6,8%
ფარგლებში მერყეობს, თუმცა მას ზრდის პოტენციალი გააჩნია. რძეზე
სტაბილური მოთხოვნა მზარდია და რეალურად ადგილობრივ ბაზარზე
ნატურალურ რძეზე დეფიციტია, ეს კი ხელსაყრელ ბიზნეს გარემოში მერძეული
მესაქონლეობის განვითარების ერთგვარი წინაპირობაა. ადგილობრივი ფერმერი,
რომელსაც 3-6 ან მეტი სული ძროხა ჰყავს, თავად აწარმოებს სულგუნს ან სხვა
სახეობის ყველს და უფრო მეტ მოგებას იღებს. ტრადიციულად რძის მწარმოებელი
წამყვანი ზონებია ახმეტა, საგარეჯო, სიღნაღი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო,
დანარჩენი მუნიციპალიტეტებშიც აწარმოებენ რძეს, მაგრამ მათი წარმოების
მოცულობა მცირეა ზემოთ აღნიშნულ ზონებთან შედარებით. რძის და რძის

35
პროდუქტების ადგილობრივი კომპანიები, როგორიც არის „სანტე“, „ეკოფუდი“,
„სოფლის ნობათი“ და სხვა კახეთის რეგიონში რძეს არ შეისყიდიან, რადგან მათ
ყოვედღიურ მოთხოვნას კახეთი ვერ აკმაყოფილებს, თუმცა ქვეყნის ვერც სხვა
რეგიონები აწვდიან საკმარის რძეს და ეს კომპანიები დეფიციტს რძის ფხვნილის
გამოყენებით ივსებენ.
მეფუტკრეობას უძველესი დროიდან მისდევენ საქართველოში,
განსაკუთრებით კი კახეთში. ქართული ფუტკარი თავისი უნიკალური და
სამეურნეო თვისებებით გამორჩეულია ფუტკრის სხვა ჯიშებისაგან და
მსოფლიოში აღიარებულია. კახეთის წილი ქართულ მეფუტკრეობაში საკმაოდ
მცირეა, წამყვანი ადგილი სამეგრელოს, იმერეთს, აჭარას და მთლიანად დასავლეთ
საქართველოს უკავია. ადგილობრივ ბაზარზე თაფლის რეალიზაცია სეზონურ
ხასიათს ატარებს და პიკს დეკემბერ-იანვრის თვეებში აღწევს. თაფლის ექსპორტის
მონაცემების არქონის გამო შეუძლებელია ითქვას, რომელ ქვეყანაში რა
რაოდენობის თაფლი იყიდება. ამ დარგის განვითარებისთვის თაფლის ექსპორტი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორი იქნება, რადგან მას
დიდი პოტენციალი გააჩნია. თაფლის წარმოების ზრდის დიდი პოტენციალის
გარდა, ამ დარგის გამოყენება სამკუნალო დანიშნულების პრეპარატების
დამზადებისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს მეფუტკრეობის ერთერთი უნიკალური
მიმართულებაა. კახეთის ტყეებსა და მინდვრებში არსებული მცენარეების
მრავალფეროვნება და სეზონური ყვავილობა მაღალხარისხოვანი თაფლის
წარმოების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. მეფუტკრეობის განვითარების დიდი
პოტენციალი აქვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს, რომლის ტყე და მინდვრები
მაღალხარისხოვანი თაფლის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.
კახეთის აგრარული სექტორში ჩატარებული SWOT ანალიზი:
ძლიერი მხარეები:
 ნაყოფიერი ნიადაგი და ხელსაყრელი აგროკლიმატური გარემო;
სუსტი მხარეები:
 შესანახი სასაწყობო ფართების ნაკლებობა;

36
 მალფუჭებადი კულტურებისათვის სამაცივრე საწყობების სიშორე და
მუნიციპალიტეტებში მათი არარსებობა;
 საკონსერვო ქარხნების არარსებობა;
 კვალიფიციური აგრონომების ნაკლებობა;
 თანამედროვე ტექნოლოგების დანერგვის ხელმიუწვდომლობა;
შესაძლებლობები:
 რეგიონში, განსაკუთრებით კი, დედაქალაქთან ახლოს მდებარე
მუნიციპალიტეტებში, საგარეჯოსა და თელავში, შესაძლებელია სასათბურე
მეურნეობების შექმნა;
 სანედლეულო ბაზის გაფართოება;
 საკონსერვო ქარხნების მშენებლობა;
 ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების შესანახი სასაწყობო და სამაცივრე
მეურნეობების შექმნა ინვესტიციების მოზიდვით;
 მაღალმოსავლიანი და დარაიონებული ჯიშების გამოყენებით
იმპორტირებული არაქისის ადგილობრივი წარმოების
საფრთხეები:
 გვალვა, წყალდიდობა, სეტყვა და ქარიშხალი;

2.2. აგრობიზნესის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები


საქართველოში

ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, საიდანაც ჩვენი ქვეყნის სოციალურ-


ეკონომიკური აღორძინება უნდა მოხდეს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის
განვითარებაა. 2013 წლიდან, საქართველოს ხელისუფლებისთვის სოფლის
მეურნეობის დარგის ხელშეწყობა ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.
სახელმწიფოს მიერ მასშტაბური პროექტები განხორციელდა, რომლის შედეგადაც,
ჩვენმა მეწარმეებმა, ფერმერებმა, გლეხებმა მიიღეს დახმარება, როგორც ფინანსური
და ტექნიკური, ასევე თანამედროვე განათლების მიღების მიმართულებით.

37
2018 წლის განმავლობაში, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის
გამოშვების ღირებულებამ 3.9 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის მეურნეობის
პროდუქტების გადამუშავების შედეგად, 4.6 მლრდ ლარის ღირებულების
აგროსასურსათო პროდუქცია შეიქმნა. 18
სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების ზრდა აღინიშნება ქვეყნის
ყველა რეგიონში. სექტორი განსაკუთრებით მზარდია კახეთის რეგიონში. 2012
წლიდან განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ზრდის მაჩვენებელი 15%-
იან ნიშნულზე მაღლაა საქართველოს სხვა რეგიონებშიც. აღნიშნული
მაჩვენებლების მცირედი გაუმჯობესებაც კი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ნიშნავს
რომ სოფლის მეურნეობის განვითარების რთული და კომპლექსური გზა
დაწყებულია. სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტემპების მისაღწევად,
ყოველწლიურად ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა
უნდა შეადგენდეს მშპ-ს 30%-ს. არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში დაზოგვის
მთლიანი მოცულობა მშპ-სთან მიმართებით შეადგენს დაახლოებით 2.5%-ს.
მთლიანი კაპიტალის ფორმირების და ადგილობრივი დანაზოგების მშპ-სთან
ფარდობის მაჩვენებლის დინამიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ შიდა
დანაზოგების არსებული დონე ვერ უზრუნველყოფს სტრატეგიით დასახული
მიზნების მიღწევას. საქართველოში 395 144 რეგისტრირებული ეკონომიკური
სუბიექტია, აქედან სოფლის მეურნეობის სფეროში მხოლოდ 4 294 სუბიექტია
დაკავებული, რაც მთლიანი მაჩვენებლის 1% -ია. თუ გავითვალისწინებთ სოფლად
მაცხოვრებელი ადამიანების რაოდენობას ნათელია, რომ აგრობიზნესით
დაინტერესების მაჩვენებლი ძალზე დაბალია.მოცემული მდგომარეობა
რამოდენიმე ფაქტორებით შეიძლება აიხსნას:
 რისკების მაღალი ალბათობა სასოფლო-სამეურნეო სფეროში;
 ბოლო წლებში კლიმატის ცვლილებით მომრავლებული ბუნებრივი
კატასტროფები;
 მოსახლეობის დაბალი გადამხდელუნარიანობა;
 თანამედროვე ტექნოლოგიებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა;

18
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, geostat.ge

38
 ფერმერთა კოოპერირების დაბალი ხარისხი;
 ფერმერთა განათლების დაბალი დონე;
საინვესტიციო რესურსის პრობლემას წარმოადგენს არა მარტო მისი
სიმცირე, არამედ გრძელვადიანი სასესხო რესურსების ნაკლებობა. აღნიშნული
ტიპის ფინანსური რესურსები მნიშვნელოვანია გრძელვადიანი საინვესტიციო
პროექტების დასაფინანსებლად. მოკლევადიანი საფინანსო რესურსი ზრდის
სესხის ტვირთის სიმძიმეს და ბიზნესისთვის დამატებითი რისკების შემცველია.
ინვესტიციებსა და დანაზოგებს შორის სხვაობის დასაფინანსებლად
აუცილებელია, რომ სახელმწიფომ განახორციელოს ღონისძიებები როგორც
დანაზოგების ზრდის ხელშეწყობის, ისე უცხოური კაპიტალის შემოდინების
წახალისების მიზნით. ამასთან, ქვეყნის მდგრადი განვითარების
უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო მოწყვლადობის შესასუსტებლად
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შიდა დანაზოგების წახალისებაზე.
არ არსებობს ერთხელ და სამუდამოდ შემუშავებული აგრარული რეფორმა,
როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის დროის გარკვეული პერიოდისათვის, მუდმივ
ცვლილებას განიცდის იმ მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყნის წინაშე
დგება განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. დღეს, სოფლის მეურნეობა ქვეყნის
პრიორიტეტულ დარგად არის გამოცხადებული და მის წინაშე მდგომ
უმნიშვნელოვანეს ამოცანას სოფლისა და სოფლის მეურნეობის მაღალი
ტექნოლოგიების საფუძველზე განვითარება წარმოადგენს.19 ასევე,
მიზნადასახულია სოფლად ისეთი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნა,
რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი, ევროსტანდარტების სასოფლო-
სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობას,
ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სოფლად სიღარიბის
დაძლევას. ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი
სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი აქვს. გათვლები ადასტურებს, რომ
შესაძლებელია დღევანდელი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფერმერული და აგრო
ინდუსტრიული წარმოების ხუთჯერ გაზრდა. განვითარებული სოფლის
მეურნეობა შეიძლება გადაიქცეს იმ ძრავად, რომელიც ბიძგს მისცემს ეკონომიკურ
19
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2733545

39
5
ზრდას და ინფლაციის შემცირებას (წარმოების ზრდის ხარჯზე). მიუხედავად

დარგის პრიორიტეტად გამოცხადებისა, ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის


შექმნილი სრულყოფილი სამეწარმეო გარემო.
აგრობიზნესის განვითარების გზაზე არსებული ბარიერების აღმოფხვრაში
მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრარული ბიზნეს ასოციაციებისა და
მომსახურების ცენტრების შექმნა და ხელშეწყობა. აგრობიზნესის თითოეული
საწარმო უნდა მიისწრაფოდეს აწარმოოს ექსპორტისათვის მთელი პროდუქციის
არანაკლებ 20%-ის მაინც. მხოლოდ ასე შეიძლება იყოს იგი დარწმუნებული თავისი
პროდუქციის კონკურენტუნარიანობაში.
ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს კონკურენტუნარიანი სასოფლო-
სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე გასვლის ხელშეწყობა. ამისათვის
აუცილებელია ლოჯისტიკის ცენტრების შექმნა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს
ექსპორტის დივერსიფიცირების დონის ამაღლებას, სეზონურობაზე და
რკინიგზით ტრანსპორტირებაზე დამოკიდებულების შემცირებას, და დამატებითი
ღირებულების შექმნას გაუმჯობესებული პროდუქციის მარკეტინგის მეშვეობით.
ამ ცენტრებში მწარმოებლებს, ექსპორტიორებს, იმპორტიორებსა და
დისტრიბუტორებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სასაწყობო შენობებით,
პირველადი გადამუშავების, დახარისხების, შეფუთვის საშუალებებით, საცალო და
საბითუმო გაყიდვის კუთხეებით, კონტეინერების საცავებითა და
ლაბორატორიებით. ამის შედეგად მეტი პროდუქტი მიიღებს საბაზროდ ვარგის
სახეს და გაიზრდება ფერმერთა შემოსავალი, შემცირდება იმპორტი, რაც
გამოიწვევს სურსათზე შიდაფასების ცვალებადობის შემცირებას. ერთ-ერთ
პრიორიტეტად დასახელდა ფინანსური რესურსების მოძიება - აგრარულ
სექტორში უნდა გააქტიურდეს ინვესტიციების მოდინების პროცესი.
ინვესტიციები უნდა გაიზარდოს არა მარტო საწარმოო არამედ არასაწარმოო
სფეროებში (სამელიორაციო სისტემებში, ნიადაგის დაცვისა და ნაყოფიერების
ამაღლების საქმეში, ეროზიის პრევენციის და აღკვეთისათვის და ა. შ.). სიახლეების
დანერგვის ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს, რადგანაც იგი აამაღლებს შრომის
ნაყოფიერებას, შეამცირებს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას, ხელს

40
შეუწყობს, ფულად-მატერიალური სახსრების მომჭირნეობით ხარჯვას,
არსებული რეზერვების ამოქმედებას და ბუნებრივია გაზრდის რენტაბელობის
დონეს. 2013 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არაერთი
მასშტაბური პროექტი განახორციელა, რომლის შედეგადაც გლეხებმა, ფერმერებმა,
აგრარულ სექტორში დასაქმებულმა მეწარმეებმა მიიღეს დახმარება როგორც
ფინანსურ-ტექნიკური, ისე განათლების კუთხით. უნდა მოხდეს აღნიშნულ
სექტორში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაც, რეფორმების გატარების,
აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო კომპლექსის პოტენციალის სრულად
გამოყენების, მისი დარგების აღორძინებისა და დინამიური განვითარების
ხელშეწყობა. მცირე ფერმერებისათვის სერიოზულ პრობლემად რჩება
აგროკრედიტების აღება. ბანკები თავს იკავებენ აგროსესხების გაცემისაგან,
ვინაიდან მაღალი რისკების შემცველია. ეს ტენდენცია გაგრძელდება თუ არ
განვითარდება აგროდაზღვევა. აგროდაზღვევის კულტურა აუცილებლად უნდა
დამკვიდრდეს ქართველ ფერმერებში. ეს ორი სფერო ერთად უნდა განვითარდეს.
შეღავათიანო აგრო კრედიტით სარგებლობის პროგრამით სახელმწიფომ უპასუხა
ამ გამოწვევას და საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა. 2018 წელს სულ გაცემულია
1,891 სესხი და ლიზინგი, მათ შორის: 1,056 სესხი - 73,663,191 ლარის ოდენობით,
835 სესხი - 52,379,899 დოლარის ოდენობით. საქართველოს მასშტაბით, სესხების
უმეტესი რაოდენობა გაცემულია შემდეგ დარგებში: მესაქონლეობა (10,000-ზე
მეტი), მეცხვარეობა (3,500-მდე), მემცენარეობა(2,100-მდე). 2013-2016 წლებში,
საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 154 ახალი და გაფართოვდა 700 საწარმო.
სრულმა ინვესტიციამ შეადგინა 125,338,908 აშშ დოლარი, აქედან: ბენეფიციარების
საკუთარი წილი - 66,914,197 აშშ დოლარი, შეღავათიანი აგროკრედიტი -
54,340,193 აშშ დოლარი, გრანტი - 4,084,518 აშშ დოლარი. 2014-2015 წლებში
სახელმწიფომ წარმატებით განახორციელა აგროდაზღვევის პროგრამა. პოლისების
რაოდენობამ სულ 28,690 ათასი ცალი შეადგინა. აქედან ყველაზე მეტი აჭარისა და
გურიის შემდეგ გაიცა კახეთში 5,939 ცალი და სააგენტოს მიერ დაზღვეულმა
პრემიამ შეადგინა 7,628,542 ლარი 11,360 ჰექტარზე. აგრობიზნესის განვითარების
პრიორიტეტული მიმართულებები შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ:

41
 სასოფლო-სამეურენო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის
მაქსიმალური გამოყენება და თვითუზრუნველყოფის დონის
ამაღლება;

 მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება,


შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის
გაფართოება-მოდერნიზაცია;

 ფერმერთა ცოდნისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება

 წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა;

 საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია; დივერსიფიცირებულ


ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა;

 ფერმერთა კოოპერაცია;

 ალპური მესაქონლეობის განვითარება;


სახელმწიფო ახორციელებს სოფლების ტექნიკით მხარდაჭერას. მექანიზაციის
საშუალებათა უზრუნველყოფაში ძირითადად ჩართულია ათასწლეულის
გამოწვევა საქართველო/აგრობიზნესის განვითარების აქტივობა, აგრეთვე აშშ
საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) CNFA, რომლებიც, მექანიზაციის
პროექტების მეშვეობით მხარს უჭერენ მექანიზაციის მომსახურების ცენტრების
შექმნას. საქართველოს მთავრობამ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას
სხვადასხვა პროექტების მეშვეობით უზრუნველყოფს, ქსელის სწრაფი გაფართოება
დაიწყო, რომლის მეშვეობითაც იგი სოფელს ტექნიკას აწვდის რაც
მისასალმებელია. სახელმწიფო მზადაა, დახარჯოს ბიუჯეტიდან
გამოყოფილი თანხა მიზნობრივად ისე, რომ დაეხმაროს ფერმერს არა ერთჯერადი
მოსავალის მიღებაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, ფეხზე დადგომაში,
რათა მათ, საბოლოოდ, თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის
ფორმირებაში. კახეთის რეგიონში პრიორიტეტს
წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო გადამამუშავებელი საწარმოების განვითარება.

42
სასურველია შეიქმნას ისეთი მსხვილი კვების მრეწველობის ერთეული -
მაღალტექნოლოგიური მრავალპროფილიანი გადამამუშავებელი საწარმო-
კომბინატი, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ სიმძლავრეების განვითარებაზე
იქნება ორიენტირებული, არამედ აამუშავებს მთელ კლასტერს - იმ ბიზნესების
რგოლს, რომლებიც თავმოყრილი იქნება და განვითარდება ამ საწარმოს ირგვლივ.
ესაა ბოსტნეულის, ხეხილის ნაკვეთების, მაღალტექნოლოგიური ბაღების
მეურნეობები, სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, შხამქიმიკატების გასაღების
ქსელები, სატრანსპორტო ორგანიზაციები, საბაღე ტექნიკის და მათი შემკეთებელი
საამქროები, დისტრიბუცია, დილერები, მარკეტინგული და სარეკლამო
კომპანიები, სპეციალობები თელავის უნივერსიტეტსა და რეგიონის პროფესიულ
სასწავლებლებში და სხვა. საწარმოსთან შესაძლებელია გაკეთდეს ჩირისა და
გამხმარი ხილის საამქრო და კონსერვების მწარმოებელი ცეხები. შესაძლებელი
იქნება ყურძნის წვენის, კონცენტრატის, ექსტრაქტის, ყურძნის წიპწის ზეთის
მიღება. საწარმოს ნედლეულად შეიძლება გამოყენებულ იქნას დაუმწიფებელი,
მწიფე ან გადამწიფებული ხილი და კენკროვანები: ყურძენი, ატამი, ქლიავი,
ვაშლი, კომში, გარგარი, მაჟალო, მაყვალი, მარწყვი, პანტა, ხურმა, და სხვა. აგრეთვე
ბოსტნეული: პამიდორი, კიტრი, კომბოსტო და სხვა. ნედლეულის
დივერსიფიკაციამ შეიძლება დააჩქაროს რეგიონის სოფლის მეურნეობაში საჯიშე-
მცენარეული პოლიტიკის, სარწყავი-ირიგაციული სისტემების მდგომარეობის
გაუმჯობესება, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და შესაბამისად შექმნილ
საწარმოში შემდგომი რეინვესტიცია. უნდა ითქვას, რომ ზოგადი შეფასებით
კახეთის სოფლების მოსახლეობა, რომელიც მისდევს მებაღეობას და
მებოსტნეობას, ხშირად დგას საქონლის გაუსაღებლობის და ჩაწოლის პრობლემის
წინაშე. მსხვილი საწარმოს ამუშავებამ შეიძლება დააჩქაროს მთელს რეგიონში
მსგავსი მცირე ზომის საწარმოების ამოქმედება. საბაზრე ფოკუსის
შენარჩუნებისათვის შესაძლებელია აგრეთვე ამ საწარმოს ბრენდის ქვეშ იმ წვრილი
საწარმოების შეფარება, რომლებიც მოისურვებენ ფული ჩადონ გადამამუშავებელი
საქმიანობაში. სწორი მენეჯმენტის და ბრენდირების პირობებში საქართველოს
ბაზარი სრულიად აითვისებს ასეთი გადასამუშავებელი საწარმოს პროდუქციას.

43
თუმც სავსებით შესაძლებელია, და მიზანშეწონილიც, ნაწარმის ექსპორტი ახლო
თუ შორეულ მეზობელ ქვეყნებში – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, დსთ-ს
ქვეყნები და სხვა. ევროსტანდარტის დაცვის პირობებში სავარაუდოა საქონლის
ექსპორტი ევროპის ქვეყნებში და თვით რუსეთშიც მესამე ქვეყნის გავლით.
მომავალ ათწლეულში მრავალი პარამეტრით რუსეთი მოიაზრება საუკეთესო
ბაზრად საქართველოს კვების მრეწველობის მიერ წარმოებული
პროდუქციისათვის. საწარმოს პროდუქცია შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, რაც
უფრო კონკრეტულად (მათ შორის ინვესტიციის ზომაც) უნდა დადგინდეს
დაწვრილებითი მარკეტინგული კვლევების შედეგად: წვენები, ხილფაფა,
მურაბები, ჯემები, კონცენტრატი, ექსპრაქტი, ზეთები, ჩირი, კონსერვები,
მწნილები,და მრავალი სხვა. პროექტის განსახორციელებლად შეიძლება
ადგილობრივი ინვესტორების, საერთაშორისო განვითარების სააგენტოების
მოზიდვა, სახელმწიფოს წილის და გარანტიების ინვესტირება ისე, რომ საწარმო
წარმოადგენდეს რეგიონალური განვითარების სახეს. უნდა ჩამოყალიბდეს
რეგიონალური დონეზე დამოუკიდებელი საინვესტიციო ბიურო/სააგენტო,
რომელიც დაკავებული იქნება საიონვესტიციო
პროექტების/პროფილების/წინადადებების მომზადებით. აგრეთვე მის ფუნქციებში
უნდა შედიოდეს საინვესტიციო კლიმატის კვლევის და გაუმჯობესების
რეკომენდაციების შექმნა და განხორციელება, ქმედებითი საინვესტიციო
პროექტების წარდგენა ცენტრალური და რეგიონალური ხელისუფლებისათვის.
ბიურო უნდა მუშაობდეს გრძელვადიანი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური
პროგნოზების შეგროვებაზე, მსოფლიო გლობალური და მსხვილრეგიონალური
ფინანსური კრიზისების გავლენების კვლევაზე. საინვესტიციო კლიმატის
გაუმჯობესებისათვის მიზანშეწონილია შეიქმნას გარკვეული კრეატიული და
მაღალტექნოლოგიური იდეა, რომელიც სინქრონიზირებული იქნება
უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კონცეფციებთან.
კახეთში, რეგიონულ დონეზე აგრარულ სექტორში არსებული პრიორიტეტებია:
 სიცოცხლის უნარიანი ბიზნეს-ორიენტირებული კოოპერატივების
განვითარება;

44
 სასოფლო-სამეურნეო სავარგულლების გაუმჯობესება, მიწის ფონდის
ზრდა, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება;
 კავშირების გაძლიერება ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო
მომსახურების მიმწოდებლებს შორის;
 ბაზარზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარება;
 ფერმერთა კონსულტაციისა და მომსახურების ცენტრების მომსახურების
გაუმჯობესება;
 საგანმანათლებლო დაწესებულებებში (თელავის ი.გოგებაშვილის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესიულ სასწავლებლებში)
აგრარული მეცნიერებების განვითარება და პროფესიონალი კადრების
მომზადება;

სახელმწიფო ახორციელებს სოფლების ტექნიკით მხარდაჭერას. მექანიზაციის


საშუალებათა უზრუნველყოფაში ძირითადად ჩართულია ათასწლეულის
გამოწვევა საქართველო/აგრობიზნესის განვითარების აქტივობა, აგრეთვე აშშ
საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) CNFA, რომლებიც, მექანიზაციის
პროექტების მეშვეობით მხარს უჭერენ მექანიზაციის მომსახურების ცენტრების
შექმნას. საქართველოს მთავრობამ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას
სხვადასხვა პროექტების მეშვეობით უზრუნველყოფს, ქსელის სწრაფი გაფართოება
დაიწყო, რომლის მეშვეობითაც იგი სოფელს ტექნიკას აწვდის რაც
მისასალმებელია.

45
დასკვნა

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტებისა,


რომლებიც აგრარული სექტორის განვითარებისკენაა მიმართული ჯერ-
ჯერობით დარგში არსებული ვითარება არასახარბიელოა. თუმცა იკვეთება
ზრდის ტენდენციებიც. კახეთის რეგიონში აგრობიზნესის განვითარებისთვის
პირველ რიგში საჭიროა ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე აგროსასურსათო პროდუქციის საწარმოო-
გადამამუშავებელი სრულყოფილი ციკლის შექმნა. გამოკვეთილი
პრობლემების აღმოფხვრისათვის და აგრობიზნესის განსავითარებლად
საჭიროა:

 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარება და


მიწათსარგებლობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვა - სასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარებისათვის ერთ-ერთ
გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწის
ფონდის რაციონალური მართვა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების
კადასტრის არსებობა, მიწათსარგებლობის თანამედროვე
გეოინფორმაციული სისტემის დანერგვა და საკანონმდებლო ბაზის
მოწესრიგება.
 სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ბაზრის განვითარება-აგრარული
სექტორის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად აგრო-
დაზღვევის განვითარება მიიჩნევა. გამომდინარე იქიდან, რომ
აგრორისკების დაზღვევა დაზღვევის ერთ-ერთი რთული სახეობაა და
აგრონომიული სფეროს ღრმა ცოდნას მოითხოვს, სადაზღვევო კომპანიები
თავს იკავებენ მსგავსი 20 საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების
სტრატეგია 2015-2020წწ მაღალრისკიანი პროდუქტის ბაზარზე
ოპერირებისგან, ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში ფერმერთა უმეტესობა
მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელია, რაც ზრდის

46
სადაზღვევო კომპანიების დანახარჯებს, შესაბამისად, მათ შედარებით
მსხვილი მეურნეობების მესაკუთრეებთან ურთიერთობა ურჩევნიათ.
 სოფლის მეურნეობაში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ
ინფორმირებულობის ამაღლება - საქართველოს სოფლის მეურნეობის
კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და ფერმერთა და სოფლად
მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა
ინვესტიციების მოზიდვა. ამისათვის აუცილებელია კერძო სექტორთან,
სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, სპეციალიზირებულ
ფონდებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ
ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა, ისეთი ინოვაციური, მდგრადი და
ქმედითი მოდელების შემუშავება, რომლებიც სტიმულს მისცემენ სოფლის
მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვას.
 მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა
(შემნახველი, დამხარისხებელი, შემფუთავი, გადამმუშავებელი და
სადისტრიბუციო სექტორების განვითარების ხელშეწყობა)-
საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, აგრარული
პროდუქცია მოსავლის აღების შემდგომ მოითხოვს პირველად დამუშავებას,
რაც გულისხმობს მინარევებისაგან გაწმენდას, დახარისხებას, დაფასოებას,
შეფუთვასა და ეტიკეტირებას. ინდივიდუალური მწარმოებლების, კერძოდ,
ფერმერების შესაძლებლობები ამ შემთხვევაში შეზღუდულია, მაშინ,
როდესაც თანამედროვე საბითუმო ბაზრებს აქვთ სრული მარკეტინგული
ქსელი პროდუქციის შემდგომი რეალიზაციისათვის.
 უპირატესობა მივანიჭოთ ტრადიციული და საარსებო მნიშვნელობის ისეთი
დარგების პოპულარიზაციასა და განვითარებას, როგორიცაა მევენახეობა,
მეხილეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა;
 მოხდეს სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და გამოცდილების გავრცელების
გაუმჯობესება, ურთიერთკავშირი დამყარდეს ფერმერებსა და სოფლის
მეურნეობის საკითხებში გამოცდილ მკვლევარებს შორის;

47
გამოყენებული ლიტერატურა

1) ბერიძე ზ. „ეკონომიკური რესურსების გამოყენების ეფექტიანობის


ამაღლების გზები საქართველოს აგრარულ სექტორში, თბილისი, 2011
წელი;
2) ევროპის კავშირის სამეზობლო პროგრამა - სოფლის მეურნეობისა და
სოფლის განვითარების სექტორების შეფასება აღმოსავლეთი
პარტნიორობის ქვეყნებში, FAO, 2012.
3) კოღუაშვილი პ. „აგრარული რეფორმა: შედეგები და პერსპექტივები“,
თბილისი, 1998 წელი.
4) კოღუაშვილი პ. ზიბზიბაძე გ. „აგრარული საქარმოს ეკონომიკა“, თბილისი,
გამომცემლობა „საარი“, 2010 წელი;
5) ლობჟანიძე ვ., საგარეო ბაზარი: კონკურენტუნარიანობის პრობლემები
თბილისი 2005.
6) მაღლაკელიძე ე. „მრავალწლიანი კულტურები“,საქართველოს სახელმწიფო
აგრარული უნივერსიტეტი;
7) ნაკაშიძე ნ. ჯაში დ., ორგანული სოფლის მეურნეობა, 2013
8) ნაცვალაძე მ., სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ეკონომიკური
მექანიზმი, 2009.
9) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოში
სტატისტიკის განვითარების ეროვნული სტრატეგია, თბილისი, 2011.
10) შერგელაშვილი თ. თოქმაზაშვილი მ. - „საქართველოს სოფლის მეურნეობის
ტრასფორმაცია: დამოუკიდებლობის 20 წელი“ თბილისი;
11) ჩაგუნავა ი. - „საქართველოს აგრარული სექტორის კრიზისიდან ამოყვანის
გზები და ღონისძიებები“, თბილისი, გამომცემლობა „ცოდნა“, 2009 წელი;
12) ხარაიშვილი ე., კონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის პრობლემები
საქართველოს აგროსასურსათო სექტორში, 2011.
13) ხარაიშვილი ე., ფერმერულ მეურნეობების დივერსიფიკაცია აღმოსავლეთ
ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჟურნალი „ეკონომიკა და
ბიზნესი“, N2, 2012.

48
14) ხარაიშვილი ე., სოფლის მეურნეობის სტატისტიკა პოლიტიკისა და
სტრატეგიის განსაზღვრისათვის, საერთაშორისო სამეცნიერო -პრაქტიკული
კონფერენცია „გლობალიზაცია და სტატისტიკა“, თბილისი, 2014.
15) ხარაიშვილი ე., აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები
საქართველოში, ინტერნეტ ჟურნალი „ქართული პოლიტიკა“, 2013.

ინტერნეტ რესურსები

1. კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021წწ


2. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების
ხელშეწყობის პროექტის“ შეფასების ანგარიში http://enpard.ge/ge/wp-
content/uploads/2015/05/Farmer-Led-Assessment-Report-GEO.pdf
3. ოთარ დანელია-სოფლის მეურნეობა-სახელმწიფო პრიორიტეტები
http://www.georgianpolitics.com
4. ENPARD-საქართველო. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის
მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის(ENPARD-GEORGIA)
http://eeas.europa.pdf
5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, მედია
ჩვენს შესახებ. http://acda.gov.ge/index.php/geo/statistic
6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
http://moa.gov.ge/Ge/Strategy

49

You might also like