Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ბურდიესეული Habitus – ცნება,ნიშნები,ფორმები.

სოციუმის – გაგებული როგორც სოციალური სივრცე _ ორმაგობის გადალახვის


საშუალებადგვევლინება Habitus – ის ცნება, რომლითაც განსაკუთრებითაა ცნობილი ბურდიეს თეორია
(ეს ცნება არ არის ბურდიეს შექმნილი, ეს არის აღდგენილი ფილოსოფიური ცნება ჭაექუანტ, 1998;]
ტერმინი ,,ჰაბიტუსი” წარმოიქმნა ლათინური ,,ჰაბიტუს” _ თვისება, მდგომარეობა, ვითარება-დან და
ჩვეულებრივ ასე ითარგმნება). ჰაბიტუსი _ ეს არის ,,მენტალური ან კოგნიტიური სტრუქტურები”,
რომელთა საშუალებით ადამიანები ორიენტირებენ სოციალურ სინამდვილეში. ადამიანები
დაჯილდოებული არიან რიგი ინტერიორიზირებული სქემებით, რომელთა საშუალებით ისინი
აღიქვამენ, ესმით და აფასებენ სოციალურ სინამდვილეს. სწორედ ამ სქემების წყალობით ადამიანები
ერთდროულად ქმნიან თავის პრაქტიკას და აღიქვამენ და აფასებენ მას.
დიალექტიკურად ჰაბიტუსი არის სოციალური სამყაროს ,,სტრუქტურათა ინტერიორიზაციის
პროდუქტი” (Bourdieu, 1989,p.18). არსებითად ჰაბიტუსი შეიძლება
ჩაითვალოს ,,ინტერნალიზებულ”, ,,პერსონიფიცირებულ” სოციალურ სტრუქტურებად (Bourdieu,
1984ა,p.468). ჰაბიტუსი ასახავს კლასობრივი სტრუქტურის ობიექტურ დანაწილებას, მაგალითად,
ასაკობრივი ჯგუფები, გენდერი, სოციალური კლასი. ჰაბიტუსის შეძენა სხდება სოციალურ
სინამდვილეში გარკვეული მდგომარეობის ხანგრძლივი დაკავების შედეგად. ამგვარად, ჰაბიტუსები
განსხვავდებიან ამ სამყაროში სუბიექტის პოზიციის ხასიათის შესაბამისად; ყველას არა აქვს ერთნაირი
ჰაბიტუსი. ადამიანებს, რომელთაც სოციალურ სინამდვილეში უკავიათ ანალოგიური მდგომარეობები,
როგორც წესი, ჰაბიტუსიც ანალოგიური აქვთ. (სამართლიანობისათვის უნდა ავღნიშნოთ, რომ ბურდიე,
კერძოდ, ამტკიცებს, რომ თავის შემოქმედებაში ხელმძღვანელობდა სურვილით ხელახლა დაეწყო
აგენტის პრაქტიკის, მისი შემოქმედობითობისა და იმპროვიზაციის უნარის განხილვა (Bourdieu,
1990,p.13).
ამ აზრით ჰაბიტუსი შეიძლება იყოს კოლექტიური მოვლენაც. Habitus საშუალებას აძლევს
ადამიანებს გაიაზრონ სოციალური სამყარო, მაგრამ მრავალი ჰაბიტუსის არსებობა ნიშნავს, რომ
სოციალური სამყარო და მისი სტრუქტურები სხვადასხვა აქტორებზე ერთნაირ გავლენას არ ახდენენ.
დროის ყოველ კონკრეტულ მონაკვეთში არსებული ჰაბიტუსი იქმნება კოლექტიური ისტორიის
მსვლელობაში: ,,ჰაბიტუსი, ისტორიის პროდუქტია, აჩენს[ქმნის] ინდივიდუალურ და კოლექტიურ
პრაქტიკას, და მაშასადამე, თვით ისტორიას, ისტორიის მიერ შექმნილი სქემების შესაბამისად”
(Bourdieu, 1977,p.82), ყოველ კონკრეტულ ინდივიდში არსებული ჰაბიტუსის შეძენა ამ ინდივიდის მიერ
ხდება ინდივიდუალური ისტორიის მსვლელობაში და არის სოციალურისტორიაში ცალკეული
მომენტის ფუნქცია, მომენტისა, როდესაც ჰაბიტუსს აქვს ადგილი. ჰაბიტუსს ერთდროულად
ახასიათებს მდგრადობა და ადგილმონაცვლეობის უნარი, მან შეიძლება ერთი ველიდან გადაინაცვლოს
1
მეორეში. მაგრამ ადამიანებს შეიძლება ქონდეთ შეუსაბამო ჰაბიტუსიც, დაზარალდნენ იმის გამო, რასაც

ბურდიე ეძახის ჰისტერეზისს.


შეფერხების ამ ეფექტის კარგი მაგალითია ადამიანი, რომელიც მოწყვიტეს აგრარულ ყოფას
თანამედროვე წინაკაპიტალისტურ სამყაროში და სამუშაოდ გადაიყვანეს უოლ-სტრიტზე.
წინაკაპიტალისტური ეპოქის ჰაბიტუსი არ მისცემდა მას საშუალებას კმაყოფილება ეგრძნოუოლ-
სტრიტზე ცხოვრებით.
ჰაბიტუსი ქმნის სოციალურ სინამდვილეს და იმავდროულად თავად იქმნება ამ სინამდვილით.
ერთი მხრივ, ჰაბიტუსი არის ,,მასტრუქტურებელი სტრუქტურა”, ანუ სტრუქტურა, რომელიც
სოციალურ სამყაროს ქმნის. მეორე მხრივ, ესაა ,,სტრუქტურირებული სტრუქტურა”, ანუ არის
სტრუქტურა, რომელიც შექმნილია სოციალური სამყაროს მიერ. სხვა ტერმინებით ბურდიე აღწერს
ჰაბიტუსს, როგორც ,,ინტერნალიზაციის ექსტერნალურობისა და ექსტერნალიზაციის
ინტერნალურობის დიალექტიკას” (1977,გც.77). ამგვარად, ჰაბიტუსის ცნება საშუალებას აძლევს
ბურდიეს თავი აარიდოს სუბიექტის ფილოსოფიას, აგენტის განხილვაზე უარის თქმის გარეშე,…ასევე
სტრუქტურის ფილოსოფიას, მაგრამ არ ივიწყებს ყურადღება მიაქციოს მის ზემოქმედებას აგენტზე
(Bourdieu and Wacguant, 1992,პ.121-122).
სწორედ პრაქტიკა ასრულებს შუალედური რგოლის როლს ჰაბიტუსსა და სოციალურ სამყაროს
შორის. ერთი მხრივ, სწორედ პრაქტიკის წყალობით იქმნება ჰაბიტუსი; მეორე მხრივ, სწორედ
პრაქტიკის შედეგად იქმნება სოციალური სამყარო. ბურდიე ლაპარაკობს პრაქტიკის შუალედურ
ფუნქციაზე, როდესაც ჰაბიტუსს განსაზღვრავს, როგორც ,,სტრუქტურირებული და
მასტრუქტურიზებელი დისპოზიციის სისტემას, რომელიც შეიქმნა პრაქტიკით და მუდმივად
გამიზნულია პრაქტიკულ... ფუნქციებზე”( Wacduant, 1989,p.42. იხ.აგრეთვე, Bourdieu, 1977,p.72). მაშინ,
როდესაც პრაქტიკა აყალიბებს ჰაბიტუსს, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ერთდროულად უნიფიცირებს
და ბადებს პრაქტიკას.
მიუხედავად იმისა, რომ ჰაბიტუსი არის ინტერიორიზირებული სტრუქტურა, რომელიც
ავიწროვებს ცნობიერებასა და ქმედების არჩევანს, ის ვერ ზემოქმედებს ამ უკანასკნელზე.
დეტერმინიზმის ეს არარსებობა ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა, რითაც განსხვავდება ბურდიეს
პოზიცია სტრუქტურალისტების ტრადიციული მიდგომებისაგან. Habitus უბრალოდ ,,სთავაზობს”
ადამიანებს თუ რა იფიქრონ და რომელი ქცევები და ქმედებები აირჩიონ. ადამიანები გააზრებულად
წონიან არჩევის შესაძლებლობებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღების ეს პროცესი ასახავს ჰაბიტუსის
ქმედებას. Habitus უზრუნველყოფს ადამიანების მიერ ალტერნატივების შერჩევისა და მათი სოციალურ
სამყაროში გამოყენების სტრატეგიის პრინციპებს. კოლორიტულად გამოხატეს ეს ბურდიემ და

2
უაკანტმა, ,,ადამიანებ სულელების არ არიან”. მაგრამ არ ღირს ადამიანების, როგორც მთლიანად
რაციონალურების განხილვა (ბურდიე უნდობლად უყურებს რაციონალური არჩევანის თეორიას);
ისინი მოქმედებენ ,,გონიერად” _ აქვთ ,,პრაქტიკული გონი”. ადამიანის ქმედებებში არის ლოგიკა _ ესაა
,,პრაქტიკული ლოგიკა” (Bourdieu, 1980\1990).
რობინსი ხაზს უსვამს, რომ პრაქტიკული ლოგიკა ,,პოლითეტურია” _ პრაქტიკულ ლოგიკას
შეუძლია ერთდროულად აღიაროს მრავალრიცხოვანი არაერთგვაროვანი და ლოგიკურადაც
(ფორმალური ლოგიკის თვალსაზრისით) ურთიერთგამომრიცხავი მნიშვნელობები ან თეზისები,
იმიტომ, რომ მისი ქმედების ძირითადი კონტექსტი _ ,,პრაქტიკულია” (1991,გვ.112). ეს მტკიცება
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მიუთითებს პრაქტიკული ლოგიკისა და რაციონალობის
განსხვავებაზე (ფორმალური ლოგიკის): ის ასევე გვახსენებს ჩვენ ბურდიეს,,რაციონალიზმს”. ამ
კონტექსტში უკანასკნელს აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან გვეხმარება გავიგოთ, რომ ჰაბიტუსი არ
არის უცვლელი, გაყინული სტრუქტურა: მას ვითარებების შესაბამისად მიუსადაგებენ ინდივიდები,
რომლებიც თავად მუდმივად ხვდებიან წინააღმდეგობრივ სიტუაციებში.
ჰაბიტუსი ფუნქციონირებს ,,ცნობიერებისა და ენის დონეზე დაბლა, ინტროსპექტული
კვლევისა და ნებელობითი კონტროლისათვის მისაწვდომი ზონის გარეთ,” (Bourdieu, 1984a,p.466). იმის
გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ ჰაბიტუსსა და მის ქმედებას, ის თავს იჩენს ჩვენს ყველაზე
პრაქტიკულ ქცევებში, მაგალითად, იმაში, თუ როგორ ვჭამთ, დავდივართ, ვსაუბრობთ,, თუ როგორ
ვაცემინებთ ცხვირს. Habitus მოქმედებს, როგორც სტრუქტურა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ადამიანები
უბრალოდ, მექანიკურად რეაგირებენ მასზე ან მათზე ზემოქმედ გარე სტრუქტურებზე. ამგვარად,
თავის მიდგომაში ბურდიემ დააღწია თავი წინასწარგანუჭვრეტელ სიახლესა და ტოტალურ
დეტერმინიზმს.
Habitus – ი ერთდროულად არის როგორც სოციალურ პირობათა (ობიექტივირებულ
წინამორბედ პრაქტიკათა) პროდუქტი ისე საშუალება, რომელიც მართავს ადამიანს ყოფით –
ყოველდღიურ სიტუაციებში, საშულება, რომელიც ცვლის და კვლავ აწესრიგებს გარემომცველ
პირობებს (პრაქტიკათა ობიექტივირების საშუალება). ჰაბიტუსი არის ,,მყარი, შეძენილი განწყობა-
მიდრეკილების (დისპოზიციების), სტრუქტურირებული სტრუქტურების სისტემა, რომელიც
გათვალისწინებულია მასტრუქტურიზებელ სტრუქტურათა სახით ფუნქციონირებისათვის”.
Habitus – ი ესაა ინდივიდის მიერ აღქმული, მის ცნობიერებაში ღრმად ფესვგადგმული
და ,,დავიწყებული” ობიექტური სტრუქტურების ანაბეჭდი, რომელიც მიუდგომელია რაციონალური
განაზრებებისათვის. Habitus – ი კონსერვატიულია, ესწრაფვის თავისი თავის შენარჩუნება _ დაცვას და
ამავე დროს განახლების უნარიც აქვს. განახლება კი მისი საკუთარი პრინციპის შესაბამისად იწარმოება.

3
შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ იგი მხოლოდ შუამავალია ობიექტური რეალობის მიერ ინდივიდის
დეტერმინაციის პროცესში. გარკვეული ზომით ეს სწორია, მაგრამ მხოლოდ რაღაც დონემდე. იგი
ასახავს ობიექტურ სტრუქტურებს, მაგრამ ის არ არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც აგენტი
კვლავაწარმოებს თავის პრაქტიკებს.
პრაქტიკა გვევლინება Habitus – ისა და სხვადასხვა ხდომილებების ურთიერთქმედების
პროდუქტი. Habitus – ის ფუნქცია მდგომარეობს აგენტის სუბიექტური მისწრაფების შეზღუდვაში, იგი
გვაძლევს საზღვრებს, რომელშიც აგენტი მოქმედებს და კვლავაწარმოებს
რუტინულ ,,არაპრობლემატურ” მოქმედებებს. ამგვარად შეგვიძლია გამოვყოთ Habitus – ის რამოდენიმე
ნიშანი:
1. ობიექტური სოციალური გარემო ქმნის ჰაბიტუსს – ანუ ,,მყარ შეძენილ, მოპოვებულ
წინასწარგანწყობათა სისტემას”, რომელიც შემდეგ ინდივიდების მიერ გამოიყენება არსებულ
სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის აქტიური უნარის სახით, როგორც ამოსავალი განწყობები,
რომლებიც ბადებენ და ორგანიზებას უკეთებენ ინდივიდთა პრაქტიკებს. როგორც წესი, ეს წინასწარ
განწყობები არ გულისხმობენ განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე შეგნებულ-გაცნობიერებულ
წარმართულობას, ვინაიდან ხანგრძლივი დროის მანძილზე ისინი ყალიბდებიან შესაძლებლობითა და
შეუძლებლობებით, აუცილებლობითა და თავისუფლებით, უფლებებითა და აკრძალვებით.
ბუნებრივია, რომ კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ადამიანები გამორიცხავენ მათი
პრაქტიკისათვის ყველაზე მიუღებელს, შეუძლებელს და დაუჯერებელს.
2. ჰაბიტუსი პრინციპულად განსხვავდება მეცნიერული შეფასებებისაგან. თუ მეცნიერება
ჩატარებული კვლევების შემდეგ გულისხმობს მონაცემების მუდმივ კორექციას, ჰიპოთეზათა
დაზუსტებას და ა.შ., მაშინ ადამიანები, ბურდიეს აზრით, ,,ადრინდელ გამოცდილებებს ანიჭებენ
(აძლევენ) არაპროპორციულად დიდ მნიშვნელობას”. გარკვეული ტიპის ქცევებისადმი წინასწარ
განწყობათა ინერტულობის ეფექტი ვლინდება იმაში, რომ ადამიანები, რომლებიც კარგად არიან
წარსულ რეალიებს შეგუებულნი, შეცვლილ ვითარებაში იწყებენ შეუფერებლად და შეუსაბამოდ
მოქმედებას, ვერ ამჩნევენ, რომ ადრინდელი, ძველი პირობები უკვე აღარ არსებობს. მოცემულის
საილუსტრაციოდ სოციოლოგის მოყავს ,,მარქსის საყვარელი – დონ-კიხოტის მაგალითი”. გარემო,
რომელშიც რაინდი მოქმედებს, ძალიან განსხვავებულია იმისაგან, რომელშიც იგი ობიექტურად არის
ჩართული და შეგუებული. ასეთ დღეში ვართ ახლა ყველა პოსტსაბჭოურიქვეყნის მოსახლეობა,
რამეთუ ჩვენი ადამიანების უმრავლესობა წარუმატებლად ცდილობსშეეგუოს ახალ პოლიტიკურ
რეალობებს, ინდივიდუალურ თავისუფლებებს მნიშვნელოვანი ზომით სწორედ თავიანთი ჰაბიტუსისა

4
გამო, კერძოდ ეს არის სახელმწიფოს, პარტიების, კოლექტივის, ლიდერის, როგორც ,,მამა მარჩენალის”
პატერნალისტური როლისადმი წინასწარ განწყობები.
3. ჰაბიტუსი სოციალურ პრაქტიკებში წარსულის, აწმყოს და მომავლის გაერთიანების
საშუალებას გვაძლევს. რასაც არ უნდა გვპირდებოდნენ პოლიტიკოსები და მათი იდეოლოგიები –
ქვეყნის მომავალი მაინც იქმნება სტრუქტურირებული პრაქტიკების კვლავწარმოების გზით,
დამოუკიდებლად იმისაგან მოგვწონს ისინი თუ არა დღეს. სწორედ ასე, სტრუქტურადისტურ-
კონსტრუქტივისტული პარადიგმის მიხედვით იქმება ისტორია: ,,Habitus – ი შენიშნავს ბურდიე –
როგორც ისტორიის პროდუქტი, აწარმოებს ინდივიდუალურ და კოლექტიურ პრაქტიკებს – კვლავ
ისტორიას – ისტორიისვე მიერ შექმნილი სქემების შესაბამისად. იგი განაპირობებს წარსული
გამოცდილების აქტიურ მყოფობას (არსებობას), რომელიც არსებობს რა ყველა ინდივიდში აღქმის,
აზრებისა და მოქმედების სქემების ფორმით, უზრუნველყოფს დროში პრაქტიკათა ,,სისწორეს” და მათ
მუდმივობას უფრო საიმედოდ, ვიდრე ყველა ფორმალური წესები და ექსპლიციტური ნორმები.
განწყობა-მიდრეკილებათა სისტემა, ე.ი. აწმყოში მყოფი (არსებული) წარსული, ერთსახოვანად
სტრუქტურირებული პრაქტიკების კვლავწარმოების გზით მსწრაფი.... არის მემკვიდრეობისა და
რეგულირების ის პრინციპი, რომელიც შეინიშნება სოციალურ პრაქტიკაში”.
წარმოდგენები ჰაბიტუსზე ,,სუბიექტური მოლოდინების” უფრო ობიექტური კვლევის
შესაძლებლობებს გვაძლევენ. ამასთან დაკავშირებით პ. ბურდიე აკრიტიკებს იმ თეორიებს, რომლებიც
მხოლოდ ,,რაციონალურ მოქმედებებს” აღიარებენ. მისი აზრით მოქმედების ხასიათი დამოკიდებულია
იმ სპეციფიკურ შანსებზე, რომლებსაც ფლობენ ინდივიდები – ინდივიდუალურ ჰაბიტუსებს შორის
განსხვავება განაპირობებს მათი სოციალური მოთხოვნების თავისებურებებს. ასეთი რამ
სიტყვასიტყვით ვლინდება ყველაფერში, ყოველდღიურ ცხოვრებაში: მაგალითად მიდრეკილება
პოლიტიკური საქმიანობისადმი, ლიდერობისადმიდამოკიდებულია პოტენციურ ძალაუფლებრივ
შესაძლებლობებზე. ადამიანები თავიან მოლოდინებს აყალიბებენ მისაღწევისა და მიუღწეველის
კონკრეტული ინდიკატორების შესაბამისად, ანუ იმის შესაბამისად რაც ,,ჩვენთვისაა” და რაც ,,ჩვენთვის
არ არსებობს”, რითაც ეგუებიან შესაძლებელ მომავალს, რომელსაც წინასწარჭვრეტენ და მიზნად
ისახავენ განახორციელონ.
მაშასადამე, პრაქტიკების ახსნა შეუძლებელია როგორც მხოლოდ იმ დღევანდელი პირობების
თვალსაზრისით, რომლებმაც მათი პროვოცირება მოახდინა, ისე მხოლოდ წარსული პირობების
თვალსაზრისით, რომლებშიც ასახულია Habitus – ი. სუბიექტის მოქმედება შეიძლება ახსნილ იქნეს
მხოლოდ წარსული და დღევანდელი პირობების შეთანადებით, ე.ი. სოციალური სამყაროს იმ ორი
მდგომარეობის ურთიერთდამოკიდებულების მეცნიერული შესწავლის დახმარებით, რომლებშიც

5
ფარული სახით მოქმედებს Habitus – ი” (გვ. 21). ამვარად, ჰაბიტუსი გარკვეულ ავტონომიას აძლევს
ინდივიდს, მაგრამ არ იწვევს მოქმედების ატომიზაციას და ,,უწესრიგობას”.

You might also like