Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

2020 წლის აშშ წინასაპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მონაწილე იყო სენატორი

დემოკრატიული პარტიდან ელიზაბეტ უორენი.  ის თავს ინდიელთა შთამომავლად


წარადგენდა. ჯერ კიდევ 1986 წელს სენატორი ტეხასის შტატში, ადვოკატთა კოლეგიის
სარეგისტრაციო ბარათის შევსებისას ეროვნული კუთვნილების გრაფაში მითითებული
ჰქონდა, რომ ის იყო აშშ-ის მკვიდრი მოსახლე. რესპუბლიკელი პოლიტიკოსები მას
აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის, როგორც უმცირესობის წარმომადგენელი
სარგებლობდა შეღავათებით სამსახურში და სხვა უპირატესობების მისაღებად (თუმცა,
გამოძიებამ დაადგინა, რომ მას არც სამსახურში და არც სწავლის პერიოდში არ
უსარგებლია ამ შეღავათებით).

საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უორენმა გაიკეთა გენეტიკური ანალიზი, რომელმაც


აჩვენა რომ მას ინდიელის სისხლი მე-6 -მე-10 თაობამდე არ ჰქონია. ანუ, ყველაზე
უკეთეს შემთხვევაში, მას ჰქონდა ინდიელთა სისხლი მხოლოდ 1/64. ამ ფაქტის შემდეგ
უორენი შეხვდა ჩეროკების ტომის ბელადს. შემდეგ მან საჯაროდ მოიხადა ბოდიში, რომ
თავი ინდიელთა შთამომავლად მიაჩნდა. კითხვაზე: რატომ იქცეოდა ასე? მისი პასუხი
იყო, რომ ის ცხოვრობდა ოკლაჰომაში და დედა ბავშვობაში მას და მის ძმებს ხშირად
უამბობდა ინდიელებზე. მომხდარზე ტრამპის კომენტარი: „იყრის თუ არა ის (უორენი)
კენჭს, როგორც პირველი წარმომადგენელი მკვიდრი მოსახლეობიდან, თუ გადაწყვიტა,
რომ 32 წლის მერე ეს ტრიუკი აღარც ისე კარგად მუშაობს?“. ხოლო ტრამპის
წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერის სიტყვებით: „უორენი გაშიშვლდა როგორც
მატყუარა, რომელსაც თავი მოჰქონდა აშშ მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლად და
ატყუებდა რა ამომრჩეველს, იყენებდა თავის მდგომარეობას, რათა მიეღწია კარიერული
წინსვლისთვის და გამხდარიყო მასაჩუსეტის სენატორი“

1. შესწავლილი მასალის საფუძველზე, რომელი თეორიით/მიდგომით/მოძრაობით და ა.


შ ახსნიდით მოცემულ შემთხვევას?

2. ახსენით ლოგიკურად, როგორ და რატომ აკავშირებთ მოცემულ შემთხვევას


კონკრეტულ თეორიას/მიდგომასთან, მოძრაობასთან და ა.შ

You might also like