Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ორი მიმართება - ადამიანის საკუთარ თავთან და ადამიანის გარემოსთან - ასე

განვიხილავთ ჩვენ ხელოვნებასო ბატონმა ზაალმა.


 
ძვ.წ 8-5სს. დასავლურ აზროვნებაში ორი ძირითადი მოცემულობა გვაქვს - მითოლოგიური
აზროვნების წესი და აზროვნების რაციონალური წესი.
მითოლოგიური - გულისხმობს სამყაროს და ურთიერთობების ისეთ გვარად გადმოცემას ,
როგორც ეს ხდება მითოსში. ბერძნულ მითებში გვხვდება მითოსური აზროვნების წესი -
ადამიანების სამყარო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, არ სრულდება მხოლოდ ხილული
სამყაროთი, არსებობს კიდევ სამყაროს მიღმური სამყაროები და ეს ორი რამ
ერთმანეთთან არის შერწყმული, არ არსებობს ბარიერი მიწიურ და ზეციურ სამყაროებს
შორის.
რაციონალური აზროვენბის ტიპები - გულისხმობს, რომ ჩვენი ხილული და მიღმური
სამყარო გაყოფილია ერთმანეთისგან ზალიან მკვეთრი საზღვრით. ძალიან დიდი ხანი
ვითარდებოდა ასეთი ტიპის აზროვენბა, დაახლოებით რენესანსის პერიოდის
დასაწყისამდე, მე-16 სმდე ჯერ კიდევ ვითარდებოდა და მერე დასრულდა .
 
ჩეზარე პავეზე - ნეორეალიზმმა ამოწურა თავის თავი და გააღარიბა ადამიანური
ხელოვნური თვალსაწიერი, მითოსური აზროვნების დაბრუნებას ცდილობდა .
 
ოდისევსი არის უკანასკნელი ადამიანი, რომელიც მიღმური სამყაროდან სახლში
დაბრუნდა. ოდისევსის დაბრუნების გამო პოსეიდონი გაბრაზდება და მაგიტომ ის დასჯის
თიაკელებს? სახელი ვერ გავიგე, კაროჩე დასჯის ხალხს და მათი კუნძულის გარშემო
ააშენებს უზარმაზარ კედლებს და ვეღარასდროს მიეცემა მათ საშუალება ამ კუნძულის
დატოვებისა.
მოკლედ, ოდისევსი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ატარებს რეალურ და სრულ
ცოდნას, თავისი თვალით ნანახი, თავისი ყურით მოსმენილი.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სცენაა სირინოზების სცენა, როცა თავის მეზღვაურებს
ყურებს ცვილით ამოაგლესვინებს და თვითონ არ დაიცობს ყურებს, გემის ანძას
მიაბმევინებს თავს, რომ გაიგოს და წამოიღოს რეალური ცოდნა.
 
კარგი ადამიანი ვერასდროს ვერ იქნება ნაწარმოების მთავარი გმირი. კეთილი
ადამიანები ზოგადად ძალიან მეორეხარისხოვან როლებში არიან ხოლმე , ცუდი ტიპები
არიან სფოთლაითში.
ადამიანი მოგზაურის იდეაში იგულისხმება, რომ
4 საფეხურისგან შედგება ეს ციკლი:
1. ცოდვა - უნდა ჩაიდინო ცოდვა. ნიცშე - დიონისური ენერგია (ცოდვის ჩადენისთვის
მზადყოფნა) არის სიცოცხლის ბენზინი. ცოდვა არ უნდა შემოვფარგლოთ
ქრისტიანული განმარტებით, 10 ცნების და 7 მომაკვდინებელი ცოდვის მიხედვით ,
საყოველთაო ბუნების, ანუ ის ცოდვა, რომელიც შეიძლება ყველამ ჩაიდინოს, არ
არი ასეთი ბერძნულში. ბერძნულში ცოდვის ბუნება არის აბსოლიტურად
ინდივიდუალური, რასაც ჩავიდენ მე, იმას შენ ვერ შეცოდავ რა ძაანაც არ უნდა
მოინდომო.
2. განაჩენი - ქრისტიანობაში სასჯელიც საყოველთაო. ბერძნულში სხვანაირადაა
საქმე. ბერძენ ღმერთებს საერთოდ არ უჭირს სასჯელების მოფიქრებაში და
ხშირად, ძალიანაც არაფერ შუაშია ეს სასჯელი ცოდვასთან. ხანდახან ცოდვები
მემკვიდრული ბუნებისაა, შეიძლება პირადად შენ არაფერი დაგიშავებია , მაგრამ
მამაშენმა დააშავა ხოდა აი ეხა შენც ამ სასჯელის მოხდაში თანამონაწილე ხარ . ეს
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძა ღმერთმა .
3. სასჯელი - მესამე და ყველაზე მნიშნელოვანი. დღესაც, ისევე როგორც მაშინ,
სასჯელზე არის აგებული მთავარი ტექსტი, ოღონდ დღეს სასჯელს ტავგადასავალს
ვუწოდებთ. სასჯელის დროს, პერსონაჟს შეუძლია საკუთრაი განაჩენის შემსუბუქება
ან შეწყვეტა, ყველაფერი დამოკიდებულია პერსონაჟზე , მის ხასიათზე და
მდგომარეობაზე, მაგრამ ძალიან ხშირად ისე არის ისტორია აგებული , რომ ვერ
დააღწევს თავს ამ სასჯელს. ადამაინური უგუნურება ბერძნებს მიაჩნიათ, რომ
აბსოლუტურად შეუძლებელი საზღვრებისა შეიძლება იყოს და ეს სასჯელი
გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დადგება მონანიების პერიოდი .
4. მონანიება - მონანიებისას აღმოჩნდება პერსონაჟი დაახლოებით იგივე სიტუაციაში
რაც ცოდვის ჩადენისას და როცა იგივე სიტუაციაში სხვანაირად მოიქცევი , მორჩა
ვსიო, პერსონაჟის სასჯელი დამტავრებულია, მორჩა მისი ტანჯვა. როცა მონანიების
მომენტი დადგება მანდ მტავრდება ტექსტი, თუ გამოსწორდა ადამიანი რაღაზე
გავაგრძელოთ ამბის მოყოლა.
ადამიანი მოგზაური ძალიან მნიშვნელოვანი კონცეპტია და იგივენაირად არ მეორდება ,
უმცა გავლენას ახდენს ძალიან ბევრ ლიტერატურულ ტექსტზე - ვერგილიუსის
ბოდიალებზე, დანტეს ღვთაებრივ კომედიაზე, მერი შელის ფრანკენშტეინზე და ასე
შემდეგ.
 
ბერძნებს მიაჩნიათ რომ არსებობს ხელოვნების ორი ძირითადი ფორმა : კომედია და
ტრაგედია.
კომედია - გამოიყენება სოციალური ვითარებების აღსაწერად, ან რომელიმე ადამაინის ,
რომელიც შეიძლება სოციალურ მოდელად გამოიყენონ. ეს რჩება თეატრალურ და
რომანისტულ ნაწილშიც. ტექსტები, როგორიცაა ოქროს ვირი და დეკამერონი, დონკი
ხოტი და ა.შ. კომედიაა იმიტომ, რომ რაიმე სოციალურ ინდიკატორზე/სიუჟეტზეა საუბარი
და არა უშუალოდ კონკრეტულ ადამიანზე.
ტრაგედია - გვიყება ადამიანურ ვნებათა შესახებ. არ არსებობს ადამიანური ვნება ,
რომელიც არის მიუღებელი. მართალია რომელიმე ვნება შეიძლება იყოს მორალურად
არასწორი, უხერხული ან რაღაც რაღაც რაღაც, მაგრამ ამ ყველაფრის მიხედავად , არ
არსებობს ვნება, რომელიც არ შეიძლება იყოს გამოსახული ხელოვნებასა და
ლიტერატურაში.
 
ბერძნებს მიაჩნდათ, რომ ტრაგედია იქმნება ესე - ორი აბსოლიტურად ლეგიტიმური
ადამიანური ვნება ხვდება ერთმანეტს და კონკრეტული სწორი გადაწყვეტილების მიღება
შეუძლებელია და ჩვენი შინაგანი კონფლიქტიც, იდეალურ შემტხვევაში, აქედან
გამომდინარეობს.
ადამიანური ვნებები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ანტიკური ტექსტების კითხვისას
წარმოვიდგენთ რაღაც განზოგადებულ გამოსახულებას. რაც არ უნდა იყოს, არ იქნება
არცერთი გამოსახულება და პასუხი სწორი იმიტომ, რომ არ არსებობდა არანაირი
აგამენონი, მედეა ან აქილევსი.
ლიტერატურული ტექსტების მოყოლა ნიშნავდა, რომ ერთი და იგივე პერსონაჟები
შეიძლებოდა შეგვხვდროდა ერთი და იგივე ავტორის ტექსტებში , მაგრამ აბსოლიტურად
განსხვავებული ყოფილიყო, რადიკალურად განსხვავებული, შეიძლება ითქვას
ანტიპოდიც კი თავისი წინარე სახისა. ერთი და იგივე პერსონაჟი სხვადასხვა ტექსტებში
შეგვხვდება აბსოლუტურად სხვადასხვა ემოციურ და ხასიათობრივ მდგომარეობაში .
ბერძნული ლიტერატურა თავის თავში გულისხმობს არა ამბის მოყოლას, არამედ
საყოველთაოდ ცნობილ ამბავში პერსონაჟის ისეთი რაკურსით დანახვას , ისე
ამოტრიალებას მისას, რომ სრულიად სხვა ადამიანად წარმოჩინდეს. ამ ლიტერატურული
ინტერპრეტაციის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურისათვის.
და ვიღაც ცნობილი კაცი ამბობდა, რომ ჰომეროსი იყო ყველაზე დიდი მკვლელი იმიტომ,
რომ მან მოკლა ბერძნული მითოლოგია იმისათვის, რომ დაბადებულიყო ლიტერატურა.
 
ყველა პერსონაჟი შეიძლება არ იყოს ადამიანი მოგზაურის ტიპის, მაგრამ ყველა
პერსონაჟს ახასიათებს ადამაინური ვნებები.
ის პერსონაჟები, რომლებიც ვერ გაივლიან ადამაინი მოგზაურის ციკლს ბოლომდე ,
მონანიებამდე როცა ვერ აღწევენ, ისინი კვდებიან. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
მომენტია აიანტის ამბავი. მოკლედ, ტროას ომში ის ძალიან მნიშვნელოვან როლს
თამაშობს, არესს დაჭრის და როგორც არის წესი, არესის იარაღი მემკვიდრეობით
გადაეცემა იმ მეომარს, რომელიც დაამარცხებს არესს, ხოდა აგამემნონი და ოდისევსი
ჩააწყობენ და არ მისცემენ ამ იარაღს. ეს გაბრაზდება და კაროჩე , ვერ გადავა აიანტი
მონანიების ეტაპზე და მოკვდება.
 
ბედისწერა
ბერძნული წარმოდგენა ბედისწერია არ გულისხმობს თავის თავში თავისუფალ ნებასთან
შეწინააღდეგებას. მათ გონიათ, რომ ადამიანებს აქვთ თავისუფალი ნება , მაგრამ თან
მოქცეული ხარ ბედისწერის ჩარჩოში, რა არის ეს ჩარჩო? ვინმე ღმერთი მოვა და გეტყვის -
ნუ იქცევი მასე და შენ მიდიხარ და მაინც აკეთებ მაგას.
საქმე იმაშია, რომ ღმერთები ისე კარგად იცნობენ ადამიანებს, რომ მიდიან და ეუბნებიან
რო არა შვილო, დაეგდე და ნუ შობი მაგას, მარა დგება ის დებილი და მაინც იგივეს
აკეთებს. ნუ გააკეთებს მაგას, ღარადებს ღმერთი, შეიცვალე და შეიცვლება შენი
სიტუაციაც.

You might also like