Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

10.03.

2023

რა სიკეთე მოუტანე ადამიანებს?

რას ფიქრობენ ადამიანები შენზე?

ვის და რატომ აბედნიერებს შენი არსებობა?

გათენდა, გაიღვიძე, დაიწყე ცხოვრება, რა არის შენი სულიერი საზრდო, რისთვის და


ვისთვის ხარ ისეთი, როგორიც ხარ?

რისთვის ხარ მომართული, რა მიზანი გაქვს ცხოვრებაში, რას ემსახურება შენი


ცხოვრება და არსებობა?

ვინ აფასებს შენს ყოფას და შენს ცხოვრებას, ვისთვის და რისთვის აკეთებ რასაც
აკეთებ?

შენი ბედნიერების, სიხარულის და წარმატების ბოლო რა არის? ვის ეძღვნება შენი


არსებობა, ღმერთს, სამშობლოს, საკუთარ თავს, სიყვარულს, მშობლებს, შვილებს,
მეგობრებს, საქმეს, ყველას ერთად თუ არავის?

შენი ფიქრები, აზრები, ყოფა, მოქმედება და არსებობა, ვისთვის და რისთვის არის


საჭირო?

ვინ ხარ შენ, ვისთვის და რისთვის გაჩნდი?

რამენი წლის ხარ და რამდენი დაგრჩა?

ვის, რატომ და რამდენი ხნით ეტკინება ამქვეყნიდან შენი წასვვლა?

სად წახვალ როცა გარდაიცვლები, სამოთხეში, ჯოჯოხეთში, სხვა პლანეტაზე, კიდე


მოხვალ და ვინ იქნები თუ მოკვდები და გაქრები.
– შენ ეს არ იცი.
აცნობიერებ, რომ ადამიანის სიცოცხლე ერთ წამშია?

იცი რამდენი ადამიანი კვდება დედამიწაზე დღე-ღამის განმავლობაში?

გაეცი პასუხი ამ კითხვებს, გამოიყენე ის დრო რაც მოგეცა, ნუ ერჩი სხვას, ნუ გშურს,
ნუ შეაშურებ, ნუ იბრძვი, ნუ დაიბოღმები, ნუ დააწყობ გეგმებს სხვის
გასანადგურებლად, მიხედე საკუთარ თავს და იცხოვრე მშვიდად.
შენ შეიძლება ყველაფერი იცი და გესმის, მაგრამ არ იცი როდის მოკვდები. ამიტომ,
გააცნობიერე შენი მოსვლა ამ სამყაროში. როგორც იცხოვრებ და იმოქმედებ, იმას
დაგიბრუნებს განგება.

– ის ელოდებოდა მომენტს, ჩასაფრებული იყო როდის გაანადგურებდა სხვას.


მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა და თავად განადგურდა.

მტერი არ იარსებებს თუ ჩვენ არ მივიჩნიეთ მტრად.


ბოროტი ადამიანი ღმერთს ებარებოდეს.
შენ არ იცი, ვერ ხვდები და ვერ ჩავწვდი ცხოვრების კანონზომიერებას. მხოლოდ
ზერელედ ფიქრობ, ზოგჯერ უსამართლოდ მიიჩნევ და მიუღებელია
კანონზომიერება, იმიტომ, რომ შენ რაღაც დაგიშავდა.

ყბადაღებული კითხვა, რატომ ხდება ამდენი ბოროტება და უბედურება? –


გამოიკვლიე, დაფიქრდი, ეძებე მიზეზი და სათავე?
– არა.
ფუჭია ყველაფერი თუ გაგაჩნია სიძულვილის გრძნობა.

თუ არ მოგწონს, გტკენს, გერჩის და გმტრობს, არ შეიძულო, განერიდე და დატოვე.

სიყვარულშია სამყაროს საიდუმლოება. სიყვარულშია ცხოვრების საიდუმლო,


სიყვარულშია საიდუმლოს გასაღები. სიყვარულშია ღმერთი.

განგებას მიანდე მტრის მოქმედება და არსებობა.

თუ შეგიძლია სიძულვილი მაშინ შენ უღმერთო ხარ.

კოკო შანელი
მე მომწონს, როდესაც მოდა ქუჩაში გადის და არა _ შემოდის ქუჩიდან.
-იმისათვის რომ იყო შეუცვლელი, საკუთარი თავი ხშირად უნდა ცვალო.
-თქვენი სახე ოცი წლის ასაკში ბუნებამ მოგანიჭათ, თუ როგორს გახდით მას 50 წლისას,
თქვენზეა დამოკიდებული.
- სიბერე არ გიცავს სიყვარულისგან, სიყვარული კი გიცავს სიბერისგან.
-მოდა არის ის, რაც გადადის მოდიდან.
-დიდება ეს არის მარტოობა.
-ყოველი ქალბატონი კონკრეტულ ასაკში ისე გამოიყურება როგორც იმსახურებს.

-უნდა შეგწევდეს უნარი,რომ კაბა,რომლის მსგავსი შეიძლება სხვებსაც


ეცვათ,ისე ატაროთ,არცერთი გავდეს შენსას !...
მარკესი

ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება , ნუ გამოიჩენ ძალისხმევას .

არ არსებობს წამალი ,რომელსაც შეუძლია განკურნოს ის ,რისი განკურნებაც ბედნიერებას


შეუძლია.

  
ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს
გულს.
  
არასდროს მოიშორო სახეზე ღიმილი მაშინაც კი, როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ,
ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს.

 
არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად ატაროს.

  
შეიძლება ღმერთს სურს, რომ ხვდებოდეთ უვარგის ადმიანებს მანამ, სანამ
შეხვდები იმ ერთადერთს... იმიტომ, რომ როცა ეს მოხდება, ჩვენ მადლიერნი
ვიყოთ.
  
უნდა მოვუსმინოთ ბავშვს, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა ჩვენში, რომელიც იყავი
ოდესღაც და ახლაც არსებობს სადღაც შენს სიღრმეში. თუ მას მოვუსმენთ, ჩენი
თვალები ისევ გაბრწყინდება, თუ მის მოსმენას არ შევწყვეტთ, არ შევწყვეტთ
ცხოვრებასთან კავშირსაც.
  
ყოველი წამი ცხოვრების კიდევ ერთი შანსია.

დოსტოევსკი

კაცს ნელ-ნელა და ფრთხილად უნდა დაუახლოვდე, რომ გაიცნო.

1. ადამიანი საიდუმლოა და მე ძალიან მინდა ამ საიდუმლოს ჩავწვდე, იმიტომ


რომ მეც მინდა ვიყო ადამიანი.
2. ადამიანი მისი სიცილითაც შეგიძლია გამოიცნო. თუკი ადამიანის სიცილი
მოგეწონა, სხვა რომ არაფერი იცოდე მის შესახებ, შეგიძლია დარწმუნებული
იყო მის კარგ ადამიანობაში.
3. გიყვარდეს ადამიანი ისეთი, როგორიც არის, შეუძლებელია. გიყვარდეს,
ნიშნავს ხედავდე ისეთს, როგორიც ის ღმერთმა ჩაიფიქრა.
4. ჯოჯოხეთი რა არის? ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგიძლია.
5. ბედნიერება უბედურების მიზეზის მიხვედრაა.
6. ადამიანი მძიმე დღეებს ითვლის, ბედნიერ დღეებს არასოდეს.
7. ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, მისი მიღწევის მცდელობაშია.
8. ორიგინალობის ნაკლებობა ყველა დროში წარმატებული და პრაქტიკული
ადამიანის უმთავრეს თვისებად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ მშობლებიც
მთელი თავისი არსებით ცდილობენ გახადონ შვილები რაც შეიძლება
ჩვეულებრივები.
9. საკუთარი გზით არასწორად სიარული სჯობს, სხვისი გზით სწორად სიარულს.
10. ხანდახან ადამიანებს მგზნებარედ და მთელი არსებით უყვარდებათ
ტანჯვა.
11. თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულერთია.
12. ტანჯვა და ტკივილი გონიერი და ღრმა ადამიანის თანმდევია მუდამ.
რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო დიდია მისი ამქვეყნიური სევდა.
13. მშვენიერება მისტიკური და ამავე დროს საშინელია. თითქოს ღმერთი და
ეშმაკი ებრძვის აქ ერთმანეთს, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.
14. თუკი ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი დასაშვებია.
15. მე ვიცი, რომ მზე არსებობს, თუნდაც ვერ ვხედავდე მას და ამის ცოდნაა
სიცოცხლე.
16. რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო კაშკაშებენ ვარსკვლავები. რაც
უფრო ღრმაა სევდა, მით უფრო ახლოს არის ღმერთი.
17. მთელი უბედურება ის არის, რომ ზოგს საერთოდ არ სწამს ღმერთის,
ზოგს კი ისე ძალიან სწამს ადამიანის მოკვლის დროსაც ლოცულობს.
18. ადამიანების არსებობის უმთავრესი იდეა სიცოცხლე კი არა იმის პოვნაა,
რისთვისაც იცოცხლებს.
19. ჭკვიანი კაცი ის არის, ვინც თვეში ერთხელ მაინც უწოდებს საკუთარ
თავს სულელს.
20. ადამიანებს ყველაზე მეტად ნაბიჯის გადადგმის და ახალ სამყაროში
შესვლის ეშინიათ.
21. სულელების სამოთხეში ბედნიერებით ტკბობას, მწარე სიმართლით
განცდილი უბედურება სჯობს.
22. ერთხელ მეძლევა სიცოცხლე და საყოველთაო ბედნიერებისთვის
ლოდინი არ მსურს. მინდა ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო.
23. მთელი ქვეყანა ჯოჯოხეთში წასულა, მე ჩემს ფინჯან ჩაის მაინც
შევექცევი.
24. არ ეშინია მხოლოდ სულელს. ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის
ლაჩარი არ არის.
25. ძალაუფლება მხოლოდ იმათ ეძლევათ, ვისაც ჰყოფნის მისი ხელში
აღების გამბედაობა. მხოლოდ ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა, ერთადერთს: უნდა
შეგეძლოს გაბედვა!

You might also like