Professional Documents
Culture Documents
აბესალომ და ეთერი
აბესალომ და ეთერი
(ზღაპარი)
იყო ერთი უშვილო ცოლ-ქმარი. დიდხანს ელოდნენ შვილის ყოლას, მაგრამ ისე
ჩამობერდნენ, რომ შვილი არ ეღირსათ.
ბოლოს, იმედი რომ გადაეწურათ, ცოლმა დაუჟინა ქმარს, წადი მკითხავთან, აკითხვინე,
გაიგე, რა მიზეზით არა გვყავს შვილი, იქნებ რამე წამალიც გასწავლოს და ბედმა ჩვენსკენაც
გადმოიხედოსო.
წავიდა კაცი მკითხავთან და აკითხვინა. მკითხავმა სამი ვაშლი მისცა და დაარიგა:
- წაიღე ეს ვაშლები და ცოლს მიუტანე, როცა მოშივდება, ორი ვაშლი შეაჭამე, მერე, რომ
მოსწყურდება, ერთიც მაშინ შეაჭამე და შვილი გაგიჩნდებათო.
გზაზე კაცს მოშივდა, ვეღარ გასძლო და შეჭამა ორი ვაშლი, მერე მოსწყურდა და ის მესამეც
ზედ მიაყოლა.
შეჭამა თუ არა კაცმა ვაშლები, იმავე წამს კანჭში ქალი ჩაესახა. კაცს შერცხვა, მოიჭრა კანჭი
და გადააგდო. სუნზე ერთი ფრთათეთრი ორბი მოფრინდა, ჩასჭიდა კლანჭები კაცის კანჭს
და წაიღო თავის ბუდეში, ერთი მაღალი ხის წვერზე.
მალე კანჭიდან გაჩნდა ქალი. ორბმა ეთერი დაარქვა და შეუდგა გაზრდას, ყოველდღე
გაფრინდებოდა ბუდიდან, დაივლიდა მთელ ქვეყანას და სადაც კი კარგ და გემრიელ
საჭმელს იპოვიდა, მოუტანდა.
ქალი დღითიდღე იზრდებოდა და ლამაზდებოდა, რომ გაიზარდა, ისეთი ლამაზი და
ტურფა შესახედი დადგა, რომ იმაზე უკეთესი ქვეყნად აღარ მოიძებნებოდა.
იმ ქვეყნის ხელმწიფეს, სადაც ეთერი იზრდებოდა, ერთი საქორწინო ბიჭი ჰყავდა, სახელად
აბესალომი. აბესალომს ნადირობა უყვარდა და ტყეში ხშირად დადიოდა.
ერთხელ სწორედ იმ ხესთან გაიარა, დაინახა ეთერი და ჩაუვარდა გულში იმისი
სიყვარული. ამის შემდეგ ნადირობა აღარც მოჰგონებია. ყოველ ცისმარე დღეს იმ ხის ძირას
ატარებდა და ეთერს შორით ესიყვარულებოდა. ერთხელაც ვეღარ მოითმინა და დაუძახა:
მურმანმა უპასუხა:
"ამაღამაც ჩამიტოლე,
ქალო, მკერდსა ბროლიანსა,
ხვალე ალგეთში მგზავნიან,
პირსა ალგეთის მთისასა,
იქ თავში ქვასა დამცემენ,
მონატეხსა ლოდისასა.
ვაჰმე, თავსა გამიტეხენ,
უზარელსა ლომისასა.
ნუ შეიხვევ ავსა კაცსა,
ნუცა ავის გვარისასა,
წავა, სწორში დაიკვეხებს,
ხვევნას ვიყავ მთვარისასა."
ეთერმა უპასუხა:
"გავიხდი დიბა-ატლასსა,
ჩავიცვამ ბამბის კაბასა,
ავიღებ კოკას კუტალსა,
მოვიტან წყალსა მდინარსა,
არც შევალ შენის ძმისასა,
არც - შენის მეზობლისასა,
თუ შევალ, ისე გამოვალ,
როგორც და თავის ძმისასა."
"ამაღამდელო ღამეო,
ნუმც გათენდები მალეო,
ვეხვევი ბროლის გულ-მკერდსა,
ვეღარ ვიხილავ ხვალეო."
"ადე, მარეხო-ვარსკვლავო,
ეთერსა კარსა უარე,
თუ გკითხოს ჩემი ამბავი,
დაჯექ და წვრილად უამბე."
მარეხი იმავ წამს ადგა და წავიდა ეთერის სანახავად, მაგრამ ეთერი შინ არ დაუხვდა,
აბესალომის ავადმყოფობა რომ გაეგო, მულებსა და დედამთილს გამოჰპარვოდა, შესულიყო
აბესალომის ბაღში, ერთ ვარდის ბუჩქთან ჩამომჯდარიყო და ჩასძინებოდა.
იპოვა მარეხმა ეთერი და დაუძახა:
"ეთერო, შემოვიარე,
იმ შენი ციხის არესა,
გადმოვიხედე, ავტირდი,
ლოგინი გიგავ მთვარესა!
ეს გაზაფხულიც მოვიდა,
მარტი, აპრილი, მაისი,
ადე, ეთერო, გამომყევ,
შენ მომირჩინე ძმა ისი.
ავიღებ ბარსა, ნიჩაფსა,
დავხვეტავ გზასა, ხვინჭასა,
ფარჩა-აბრეშუმს დაგიფენ,
ფეხი არ დასცე ქვიშასა,
ისეთ სასახლეს აგიგებ
ბროლ-მარმარილოს ქვისასა,
შიგ და შიგ ფიცარს ჩავუყრი
აბანოურის ხისასა.
სახლის წინ ვარდებს მოვიყვან,
სურნელსა ყვავილისასა,
ზედ დიბა-ატლასს გადავფენ,
საჩრდილობელსა მზისასა,
ქვეშ ორხაულებს გაგიშლი,
ნაქსოვსა კრაველისასა.
ზედ ბილურს ჩამოგიკიდებ,
სასმელსა ვარდის წყლისასა."
ეთერი ნაწყენი იყო აბესალომზე, რატომ დამთმო და მურმანს მიმცაო, და წასვლაზე მაშინვე
არ დასთანხმდა, ასე უთხრა:
მაგრამ მარეხის მუდარამ მაინც გული მოულბო ეთერს და გაჰყვა, - თუ ჩემი მოსვლით
მორჩება, როგორ არ წამოვალო.
მივიდნენ აბესალომის სახლში, აბესალომი უკვე სულს ებრძოდა, მაგრამ ეთერმა ბანზე რომ
შედგა ფეხი, ერთი წამით ისევ სიცოცხლე დაუბრუნდა; იცნო ეთერის ფეხის ხმა და
სულთმობრძავმა წამოიძახა:
"აბესალომ და ეთერი,
ღმერთმა შეყარა ერთფერი!"
მოვიდა მეცხე დღეს მურმანი, მისცა სული ეშმაკს, გაითხარა საფლავი აბესალომსა და
ეთერს შუა და ჩაწვა.
აბესალომისა და ეთერის საფლავებზე ვარდი და ია ამოვიდა, მურმანის საფლავზე კი
ეკალი.
გადაიხრებიან ვარდი და ია ერთმანეთისაკენ, მაგრამ ეკალი გაეჩხირებათ შუაში და
ერთმანეთთან მისვლას უშლის.
იმასაც ამბობენ, ღამღამობით მურმანის საფლავიდან მგლის ლეკვები ამოძვრებიან და
საზარლად ყმუიანო.