Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 60

ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

მუხლი 799. ცნება

1. დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს


სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების
პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას
მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა
შეპირებული მოქმედება.
2. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

I. ზოგადი დებულებები ..................................................................................................................................... 1


1. მუხლში მოცემული ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი ..................................................... 1
2. მოკლე ისტორია .......................................................................................................................................... 2
3. ინსტიტუტის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან .......................................................... 2
4. დაზღვევის მარეგულირებელი ნორმები ................................................................................................ 3
II. მუხლში განმტკიცებული ცალკეული ინსტიტუტი ................................................................................. 4
1. დაზღვევის ცნება და მისი შემადგენელი ელემენტები ........................................................................ 4
ა. სადაზღვევო შემთხვევა ......................................................................................................................... 6
ბ. სადაზღვევო რისკი ................................................................................................................................ 6
გ. სადაზღვევო თანხა ................................................................................................................................ 7
დ. ფრანშიზა................................................................................................................................................ 9
ე. დაზღვევის ობიექტი ............................................................................................................................. 9
2. დაზღვევის ხელშეკრულების მონაწილენი ............................................................................................ 9
III. გამოყენების წინაპირობები ....................................................................................................................... 10
IV. ნორმების დატვირთვა საპროცესო სამართალში და მტკიცების ტვირთი ........................................ 12
V. ხელშეკრულების განმარტება ..................................................................................................................... 13
1. დამზღვევის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა ...................................................................... 13
2. Contra proferentem პრინციპის გამოყენება ............................................................................................ 14
3. კეთილსინდისიერების პრინციპი .......................................................................................................... 14
4. სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის გამოყენება............................................................................... 15
ა. სადაზღვევო ინტერესის არსი ............................................................................................................ 15
ბ. საკანონმდებლო მოწესრიგება ........................................................................................................... 17
გ. შემადგენლობა ...................................................................................................................................... 17
დ. მზღვეველის კეთილსინდისიერება ................................................................................................ 18
ე. სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის გამოყენების სამართლებრივი შედეგები...................... 18
5. ევროპის დაზღვევის ხელშეკრულების სამართლის პრინციპების გამოყენება დაზღვევის
ხელშკრულების განმარტებისას ................................................................................................................. 20
VI. დაზღვევის სახეები და ფორმები ............................................................................................................. 20
VII. საერთაშორისო კერძო სამართლებრივი ურთიერთობები................................................................. 20

I. ზოგადი დებულებები
1
1. მუხლში მოცემული ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი
დაზღვევის შინაარსის განსაზღვრა მისი სამართლებრივი და ეკონომიკური
საწყისების გამიჯვნას მოითხოვს. სამართლებრივი თვალსაზრისით, დაზღვევა
„სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

გარანტიად“ განიხილება,1 რამდენადაც ის „შესაძლო ზიანის ანაზღაურების


უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.“2

2 სამოქალაქო კოდექსში გათვალისწინებული ნორმებით (799-858) კანონმდებელი


დამზღვევსა და მზღვეველს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო
ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. ამ თვალსაზრისით 799-ე, როგორც
ცენტრალური ნორმა, დაზღვევის ხელშეკრულების არსსა და მხარეთა უფლება-
მოვალეობების ურთიერთმიმართებას განსაზღვრავს.

2. მოკლე ისტორია
3 ისტორიულად დაზღვევის დანიშნულებას დამდგარი ზიანის შედეგად status quo-
ს აღდგენა წარმოადგენდა.3 დაზღვევა თანამედროვე სამართლებრივ წესრიგშიც
ზიანის ანაზღაურების ფუნქციას ასრულებს. აღნიშნულის გათვალისწინება
მნიშველოვანია, რამდენადაც ამ უმთავრესი პრინციპიდან გამომდინარე ეყრება
საფუძველი დაზღვევის კლასიკურ დოქტრინებს.

3. ინსტიტუტის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან


4 იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება დაზღვევის პირობით
(ალეატორულ)4 გარიგებებთან მსგავსების შესახებ.5 სკ-ს 90-ს მიხედვით,
პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და
უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის
დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა — ამ მოვლენის დადგომისთანავე.
გარიგების შესრულების გადადების ელემენტის შემცველობით დაზღვევის
ხელშეკრულება მსგავსებას ავლენს პირობით გარიგებასთან. მზღვეველს
ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული
ზიანის დადგომის შემთხვევაში ეკისრება. დაზღვევის ხელშეკრულებაში
მზღვეველის ვალდებულება ცალსახად წარმოადგენს ძირითად, ხელშეკრულების
არსის განმსაზღვრელ ვალდებულებას. თუმცა, მისი შინაარსი მხოლოდ

1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის N ას-663-624-2011 განჩინება.


2 იქვე.
3
დაზღვევის უძველესი მაგალითები ერთმანეთისგან განსხვავებულ და სამართლებრივი თვალსაზრისით
არაერთგვაროვან შეთანხმებებს წარმოადგენდნენ. მაგრამ არსებითია, რომ ყოველი მათგანი შეიცავდა
შეთანხმებას რისკის განაწილების შესახებ; Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, 2007, p. 15-16.
4 სიტყვა „ალეატორული” ფრანგულიდან მომდინარეობს „alea“ და კამათლის სროლას ნიშნავს; იხ. Garner

(Editor), Black’s Law Dictionary, Eight Edition, Thomson West, 2004, p. 342.
5 იურიდიულ ლიტერატურაში ოდითგანვე მიუთითებდნენ დაზღვევის ხელშეკრულების ალეატორული

ბუნების შესახებ. დაზღვევის ხელშეკრულება ხშირ შემთხვევაში პირობით ხელშეკრულებად


განიხილებოდა. Emerigon, A Treatise on Insurances, Translated by Samuel Meredith, 1850, p. 11. მისი
პირობითობა, არსებული მოსაზრებით, მზღვეველის ანაზღაურების ვალდებულების პირობით ხასიათში
გამოიხატებოდა. მზღვეველის ვალდებულება — გადაიხადოს ანაზღაურება დამზღვევის სასარგებლოდ -
დგება მხოლოდ სადაზღვევო რისკის რეალიზაციისა და დამზღვევისათვის ზიანის გამოწვევის
შესაბამისად. სწორედ აღნიშნულის გამო, დაზღვევის პოლისი პირობით ხელშეკრულებად მიიჩნეოდა.
ამასთან, საყოველთაოდ იყო გაზიარებული აზრი იმის შესახებ, რომ მზღვეველის ვალდებულების
დადგომის პირობითობა გავლენას არ ახდენდა ხელშეკრულების იურიდიულ ბუნებაზე, მის
სამართლებრივად მავალდებულებელ ხასიათზე. მზღვეველს არ ჰქონდა უფლება, სადაზღვევო
შემთხვევის დადგომისას უარი ეთქვა აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე. იქვე, 12.

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

აღნიშნული ვალდებულებით არ ამოიწურება. დაზღვევის ხელშეკრულებით ასევე


გათვალისწინებულია დამზღვევის მხრიდან პრემიის გადახდის, ინფორმაციის
მიწოდებისა და სხვა ტიპის ვალდებულებები.

რაც შეეხება 90-თი დადგენილ მეორე ელემენტს — გარიგების შეწყვეტას — 5


სადაზღვევო შემთხვევის დადგომა არ იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას.
სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი და დასასრული, როგორც წესი, არ არის
დაკავშირებული სადაზღვევო რისკის რეალიზაციასთან. შესაძლებელია
სადაზღვევო პერიოდი სადაზღვევო რისკის რეალიზაციის გარეშეც ამოიწუროს.6
საბოლოოდ, პირობითი გარიგებისგან განსხვავებით, დაზღვევის ხელშეკრულების
მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება არ არის
დამოკიდებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე. სადაზღვევო რისკის
რეალიზაცია მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი
წინაპირობაა და არა დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების
განმსაზღვრელი ერთადერთი ნიშანი.

პირობითი გარიგებებისგან დაზღვევის გამიჯვნისას ერთ-ერთ განმასხვავებელ 6


ნიშნად სადაზღვევო ინტერესი განიხილება. იურიდიულ ლიტერატურაში
აღნიშნავენ, რომ დაზღვევის ხელშეკრულებაში სადაზღვევო ინტერესის არსებობა
გამორიცხავს მის მიკუთვნებას ალეატორული გარიგებებისადმი.7

4. დაზღვევის მარეგულირებელი ნორმები


დაზღვევის სამართლებრივი რეგულირება სხვადასხვა გზით მიიღწევა. ერთი 7
მხრივ, სკ ითვალისწინებს დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობების
მოწესრიგებას, ხოლო, მეორე მხრივ, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონი
მოწოდებულია სადაზღვევო საქმიანობის რეგულირებისკენ.

სამოქალაქო კოდექსი დაზღვევის ხელშეკრულებას ვალდებულებითი სამართლის 8


კერძო ნაწილში აწესრიგებს. დაზღვევის მარეგულირებელი ნორმები
შემდეგნაირადაა განაწილებული: I. ზოგადი დებულებანი, II. სადაზღვევო
შესატანი, III. ზიანის დაზღვევა, IV. სიცოცხლის დაზღვევა, V. უბედური
შემთხვევის დაზღვევა. სისტემური სიზუსტის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს,
რომ სადაზღვევო შესატანის მარეგულირებელი ნორმები თავიანთი არსით ზოგად
დებულებებს მიეკუთვნება და მათი ცალკე გამოყოფის აუცილებლობა არ
არსებობს. ამიტომ, სასურველი იქნებოდა 815-819-ე მუხლები ზოგადი
დებულებების ნაწილში გაერთიანებულიყო.

6 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 799, გვ. 108.
7 ალეატორული ხელშეკრულებების Black’s Law-სეულ განმარტებაში დაზღვევაც ფიგურირებს. Garner
(Editor), Black’s Law Dictionary, Eight Edition, Thomson West, 2004, p. 342. თუმცაღა, იქვე სადაზღვევო
ინტერესის შემცველობით დაზღვევა მკვეთრად ემიჯნება ალეატორულ ხელშეკრულებებს (მინიშნებაა
თამაშობასა და სანაძლეოზე). იქვე, 829.

3
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

9 სამოქალაქო კოდექსთან ერთად დაზღვევის სამართლებრივი რეგულირება


ცალკეული სპეციალური კანონის მეშვეობით მიიღწევა. „დაზღვევის შესახებ“
კანონის რეგულირების სფერო გაცილებით უფრო ფართოა და არ შემოიფარგლება
მხოლოდ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების რეგლამენტაციით.
კანონი ადგენს სადაზღვევო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ძირითად
პრინციპებს.

10 თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დაზღვევის სახეები


განსხვავდება დაზღვევის კანონით გათვალისწინებული კლასიფიკაციისგან, რაც
ცნებათა ერთიანი სისტემის დანერგვას აფერხებს. ტერმინოლოგიური სიცხადის
თვალსაზრისით, სასურველია, სამოქალაქო კოდექსსა და დაზღვევის კანონში
გათვალისწინებული დაზღვევის სახეები ერთმანეთს შეესაბამოს.

II. მუხლში განმტკიცებული ცალკეული ინსტიტუტი


1. დაზღვევის ცნება და მისი შემადგენელი ელემენტები
11 799-ე აყალიბებს დაზღვევის ხელშეკრულების ცნებას და მხარეთა
ურთიერთშემხვედრი ვალდებულებების შინაარსს განსაზღვრავს. კერძოდ,
დაზღვევის ხელშეკრულებით, მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს
სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების
პირობების შესაბამისად. თავის მხრივ, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს
სადაზღვევო შესატანი (პრემია). მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით
დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან
შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

12 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „დაზღვევის


ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო
შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.“8

13 დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსენსუალური და


სასყიდლიანი ხელშეკრულებაა.

14 დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისთვის


ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება.
მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და
ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული
ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის
ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით
იხადოს სადაზღვევო პრემია.

15 აღნიშნული უფლება-მოვალეობებით განისაზღვრება, მაგრამ არ ამოიწურება


დაზღვევის ხელშეკრულების არსი. მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო
ურთიერთობა სხვა ტიპის ვალდებულებებსაც მოიცავს. მაგალითად, დაზღვევის
ხელშეკრულებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დამზღვევის მხრიდან

8 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის N ას-663-624-2011 განჩინება.


4
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

მზღვეველისათვის სადაზღვევო პერიოდის ცალკეულ ეტაპზე დაზღვევის


ობიექტის შესახებ სრულყოფილი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდება (იხ. 808,
812, 814).

დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრისას 16


ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს დაზღვევის ხელშეკრულების დადებისა და
მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის ეტაპები. იურიდიულ ლიტერატურაში
აღნიშნავენ, რომ დაზღვევის ხელშეკრულება იურიდიულ ძალას იძენს არა
მხარეთა შეთანხმებისთანავე, არამედ მხოლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდის
შემდეგ.9 ქართული სასამართლო პრაქტიკაც10 დაზღვევის ხელშკრულებას
რეალურ ხელშკრულებად მიიჩნევს.11 ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს 816-
ში გათვალისწინებული რეგულირება ქმნის. თუმცაღა, 816-ს განმარტებისას
მნიშვნელოვანია 806 I-ის მხედველობაში მიღება. ნორმათა კონკურენციის
პირობებში, საბოლოოდ, უპირატესობა 806 I-ს უნდა მიენიჭოს, რის გამოც
დაზღვევა კონსენსუალურ ხელშეკრულებად უნდა ჩაითვალოს (იხ. 806-ე მუხლის
კომენტ.).

მაგალითად: ა-მ გააფორმა სადაზღვევო კომპანია ბ-სთან მის საკუთრებაში 17


არსებული ავტომობილის დაზღვევის ხელშეკრულება 2013 წლის 10 ივლისს, 16:00
საათზე. ა-მ ხელშეკრულების დადებისთანავე გადაიხადა პირველი სადაზღვევო
პრემია. სადაზღვევო შემთხვევა დადგა 2013 წლის 10 ივლისს 22:00 საათზე. სკ-ს
816-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველის ვალდებულება წარმოიშვა. თუმცა, ამ
შემთხვევაში უპირატესია 806 I-ში მოცემული რეგულირების გათვალისწინება,
რომელიც მზღვეველის ვალდებულების წარმოშობას 2013 წლის 10 ივლისის
ოცდაოთხი საათის დადგომას უკავშირებს. შესაბამისად, მზღვეველის
ვალდებულება არ წარმოშობილა და არც დამზღვევის მოთხოვნა არსებობს.

დაზღვევის ხელშეკრულების სასყიდლიანობა დამზღვევისათვის სადაზღვევო 18


პრემიის გადახდის ვალდებულების დაკისრებით გამოიხატება. სადაზღვევო
კომპანია, როგორც სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი,
მოგების მიღებაზეა ორიენტირებული (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“,
მუხ. პირველი, მუხ. 455). თუმცა, სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო
პრემიის მიღება მხოლოდ მოგების მიღების მიზნით არ შემოიფარგლება.
სადაზღვევო პრემია წარმოადგენს მზღვეველის მიერ გაწეული „რისკის ტარების“
ღირებულებას. მეორე მხრივ, სადაზღვევო პრემიების აკუმულაცია სადაზღვევო
კომპანიაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის
აუცილებელი წინაპირობაა.12

გასათვალისწინებელია საკასაციო სასამართლოს პოზიცია ერთ-ერთ სადაზღვევო 19


საქმეზე, სადაც მან მიიჩნია, რომ „სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების,

9 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 816, გვ. 137.
10საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის N ას-85-81-2013 განჩინება.
11საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის N ას-663-624-2011 განჩინება.
12 საქართველოს ეროვნული ბანკის სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის

დამტკიცების თაობაზე ბრძანება #35/01, საკანონმდებლო მაცნე N 28, 15.03.2010, ნაწილი III.
5
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

სადაზღვევო შესატანის (პრემიის) მოთხოვნის უფლების დათმობა ეწინააღმდეგება


დაზღვევის შესახებ კანონმდებლობას და, დაზღვევის არსიდან გამომდინარე,
დაუშვებელია მოთხოვნის უფლების დათმობა.“13

20 დაზღვევის ცნების ფორმულირებისას მნიშვნელოვანია დაზღვევის შესახებ


საქართველოს კანონში მოცემული რეგულირების გათვალისწინება. აღნიშნული
მკაფიოდ წარმოაჩენს დაზღვევის მიზანს, რაც ფიზიკური და იურიდიული
პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დაცვით გამოიხატება (საქართველოს
კანონი „დაზღვევის შესახებ“, მუხლი 3).

ა. სადაზღვევო შემთხვევა
21 „სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის
შედეგს.’’14 მხარეები სადაზღვევო შემთხვევას არსებითი პირობის სახით წინასწარ
განსაზღვრავენ ხელშეკრულებაში. სადაზღვევო შემთხვევის მაგალითია ხანძარი,
ქურდობა, გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა და ა.შ.
(დაუძლეველი ძალით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით იხ. 831-ე მუხლის
კომენტ.). საკრედიტო ვალდებულების დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო
შემთხვევას წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა. სადაზღვევო შემთხვევის
დადგომისათვის განმსაზღვრელ ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს, „რამდენად
ინარჩუნებს სადაზღვევო შემთხვევა დამოუკიდებლობას თავად დაზღვეულის
ნებისგან.“15 საგულისხმოა, რომ ეს მოთხოვნა ხელშეკრულების ორივე მხარის
მიმართ ვრცელდება: სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესაძლებლობა არ უნდა
ექცეოდეს მხარეთა გავლენის სფეროში.

ბ. სადაზღვევო რისკი
22 დაზღვევის ხელშეკრულებაში ასევე მნიშვნელოვანია არსებითი პირობის სახით
სადაზღვევო რისკის განსაზღვრა.16 ამასთან, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯონოს
სადაზღვევო შემთხვევა და სადაზღვევო რისკი. მაგალითად: თუ დაზღვევის
ხელშეკრულებაში სადაზღვევო შემთხვევად ხანძარი განისაზღვრა, ერთ-ერთ
რისკ- ფაქტორად შეიძლება განიხილებოდეს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო
სისტემის მწყობრიდან გამოსვლა.

23 თავისთავად, რისკი შეიძლება იყოს წინასწარ განჭვრეტადი, მაგრამ მისი


რეალიზაციის (სადაზღვევო შემთხვევის დადგომის) ალბათობა უნდა იყოს
განუჭვრეტელი და თავისუფალი მხარეთა გავლენისაგან. რისკი რომ
სადაზღვევოდ ჩაითვალოს (დაზღვევადი რისკი), ის გარკვეულ კრიტერიუმებს
უნდა აკმაყოფილებდეს. რისკი არ უნდა იყოს იმ ხარისხით წინასწარ
განუჭვრეტელი, რომ შეუძლებელი გახდეს მისი შეფასება სადაზღვევო კომპანიის

13 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის N ას-4-381-05 განჩინება.


14 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 5 მარტის N 3კ-310-03 განჩინება.
15 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის N ას-755-811-2011 განჩინება.

16 სადაზღვევო რისკის შეფასება სცილდება სამართლებრივი რეგულირების სფეროს და სადაზღვევო

კომპანიის შიგნით ანდერრაიტინგის სახით ხორციელდება. სამართლებრივი თვალსაზრისით,


მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო რისკი დაზღვევის ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს (იხ.
327 I) და ხელშეკრულების დადებისათვის მასზე შეთანხმება სავალდებულოა.
6
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

მიერ.17 დაუზღვეველი რისკის მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევის


პოლისებში განიხილება ე.წ. „ექსპერიმენტული მკურნალობა“,18 რადგან
მზღვეველის მიერ შეუძლებელია ასეთი ტიპის მკურნალობის ხარჯების ზუსტი
კალკულაციის წინასწარ დადგენა.

გ. სადაზღვევო თანხა
სადაზღვევო თანხა ის ფულადი თანხაა, რომლის ფარგლებშიც ხდება დაზღვევის 24
ობიექტის დაზღვევა. სადაზღვევო თანხა განისაზღვრება დაზღვევის ობიექტის
ეკონომიკური ღირებულების მიხედვით. სადაზღვევო თანხა განსხვავდება
სადაზღვევო ანაზღაურებისგან,19 რომელსაც დამზღვევი ზიანის ანაზღაურების
სახით იღებს მზღვეველისაგან.

როგორც წესი, სადაზღვევო ანაზღაურება გამოითვლება დამდგარი ზიანის 25


მიხედვით. თუმცა, სადაზღვევო პრაქტიკაში მისი განსაზღვრის სხვადასხვა წესი
არსებობს. სადაზღვევო ურთიერთობაში კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის
დაცვა გულისხმობს, რომ დამზღვევს არ უნდა გაუჩნდეს ზიანის ანაზღაურების
ხარჯზე მოგების მიღების ინტერესი. 20დაზღვევის ხელშეკრულებისათვის
ფუნდამენტური ანაზღაურების პრინციპის მიხედვით, დაზღვევის არსი ზიანის
ანაზღაურების ვალდებულებით განისაზღვრება. აღნიშნული ერთგვარად
უსაფუძლო გამდიდრების პრევენციის მიზანსაც ემსახურება. შესაბამისად,
შესაძლებელია, სადაზღვევო საზღაური ნაკლები იყოს დამდგარი ზიანის
ოდენობაზე, მაგრამ დაუშვებელია, რომ ის აღემატებოდეს მას.21 ამიტომაც,
აღნიშნული მოთხოვნის დაცვისას გადამწყვეტია დაზღვევის ობიექტის
ეკონომიკური ღირებულება. ამასთან, მხედველობაშია მისაღები დაზღვევის სახე.
მაგალითად, თუ მსუბუქი ავტომობილი შეფასებულია 15.000 ლარად,
არაგონივრული იქნება მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხად 50.000 ლარის
გათვალისწინება, რადგან ავტომობილის განადგურების შემთხვევაში დამზღვევის
მიერ განცდილი სრული ზიანი 15.000 ლარს შეადგენს. თუკი სადაზღვევო თანხად
50.000 ლარზე შეთანხმების შესაძლებლობა დაიშვება, დამზღვევს გაუჩნდება
არაკეთილსინდისიერი ქმედების ხარჯზე უკანონო მოგების მიღების განზრახვა
დამატებითი 35.000 ლარის სახით.

17 Garner (Editor), Black’s Law Dictionary, Eight Edition, Thomson West, 2004, p. 1353.
18 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, 2007, p. 499.
19 სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლების განსაზღვრისას ქართულ სასამართლო პრაქტიკაში
საინტერესო საკითხი დაისვა აღნიშნულის უფლების სამკვიდრო ქონების ნაწილად ცნობის შესახებ. საქალაქო
სასამართლომ მისი მსჯელობა დაამყარა სკ-ს 1328-ე მუხლზე და სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებიდან
წარმოშობილი სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გარდაცვლილის სამკვიდრო ქონების
ნაწილად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ კი არ გაიზიარა სამოქალაქო პალატის მსჯელობა და დაეყრდნო
სკ-ს 349-ე მუხლს. მისი მოსაზრებით, რადგან სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებაში მოსარგებლედ
მითითებული იყო გარდაცვლილის მეუღლე, სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნდა
სწორედ მას და არა სხვა დანარჩენ მემკვიდრეებს. ასეთი მსჯელობა სააპელაციო სასამართლომ დააფუძნა სკ-ს
349-350 მუხლებზე და მოცემული ხელშეკრულება მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებად
დააკვალიფიცირა. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის N ას-718-673-2010
განჩინება.
20 Emerigon, A Treatise on Insurances, Translated by Samuel Meredith, 1850, p. 13.

21 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, 2007, p. 277.

7
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

პირადი დაზღვევის დროს, ქონების დაზღვევისაგან განსხვავებით, მხარეები არ


არიან შეზღუდულნი სადაზღვევო თანხის მოცულობის განსაზღვრაში. თუმცა,
აქაც განმსაზღვრელია ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინება.
თეორიულად, სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში დამზღვევს სადაზღვევო
თანხად შეუძლია დაასახელოს 15.000 ლარიც და 1.500.000 ლარიც. მაგრამ
მზღვეველის მიერ თანხმობის გამოსათქმელად აუცილებელია ანაზღაურების
პრინციპის გათვალისწინება. სიცოცხლის დაზღვევის მიზანია
მოსარგებლეებისთვის დამზღვევის გარდაცვალებით გამოწვეული ზიანის
ანაზღაურება. შესაბამისად, თუ დამზღვევის შრომის ანაზღაურება ადგილობრივი
ბაზრის პირობებში განიხილება, როგორც საშუალო, მზღვეველი უფლებამოსილია
უარი თქვას სადაზღვევო თანხად შეუსაბამოდ დიდი, მოცემულ მაგალითში
1.500.000 ლარის გათვალისწინებაზე.

26 ანაზღაურების პრინციპიდან არსებობს გამონაკლისებიც. ასეთი გამონაკლისი


გათვალისწინებულია 799 I-ის მეორე წინადადებაში. კერძოდ, მყარად
დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა
გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი საშუალებას აძლევს მხარეებს, ზიანის
ოდენობისგან დამოუკიდებლად განსაზღვრონ ანაზღაურების ოდენობა. ასეთ
შემთხვევებში შეიძლება, რომ ანაზღაურება აღემატებოდეს კიდეც ზიანის
ოდენობას.

27 ტერმინოლოგიური თვალსაზრისით დაზუსტებას მოითხოვს ის გარემოება, რომ


მუხლში ტერმინი სადაზღვევო თანხა სადაზღვევო ანაზღაურების მნიშვნელობით
გამოიყენება. ამიტომაც, ნორმის სიტყვასიტყვით განმარტება მოცემულ
შემთხვევაში არაგონივრული იქნებოდა. 799 I-ის მეორე წინადადების მიხედვით,
მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა
გადაიხადოს სადაზღვევო თანხა. ცხადია, მზღვეველი იხდის არა სადაზღვევო
თანხას, არამედ სადაზღვევო ანაზღაურებას სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
სადაზღვევო თანხა თავისთავად წინასწარ დადგენილ თანხას წარმოადგენს,
რომლის ფარგლებშიც ხდება დაზღვევა. მყარად დადგენილი თანხის ქვეშ
კანონმდებელი მყარად დადგენილ სადაზღვევო ანაზღაურებას გულისხმობს,
როგორც გამონაკლისს ანაზღაურების ზოგადი პრინციპიდან.

28 სხვა შეპირებული მოქმედების


ქვეშ კანონმდებელი ისეთ შეთანხმებებს
გულისხმობს, სადაც მზღვეველი დამზღვევისათვის ანაზღაურებისგან
ალტერნატიულ მოქმედებას ახორციელებს. ასეთად შეიძლება განიხილებოდეს
ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ანაზღაურების გადახდა სამედიცინო
დაწესებულებისთვის, ქონების დაზღვევისას ქონების აღდგენა პირვანდელ
მდგომარეობაში22 და მისთ.

22 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 799, გვ. 112.
8
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

დ. ფრანშიზა
სადაზღვევო პრაქტიკაში დიდი გამოყენება აქვს დათქმას პირობითი და უპირობო 29
ფრანშიზის შესახებ. დაზღვევის ხელშეკრულებით შესაძლებელია განისაზღვროს
არაანაზღაურებადი ზიანის ლიმიტი ან ზიანის ანაზღაურება გარკვეულ პირობას
დაუკავშირდეს. მაგალითად: უძრავი ქონების დაზღვევის შემთხვევაში
ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ, თუ სადაზღვევო შემთხვევის
შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს:

ა) მზღვეველი ზიანს აანაზღაურებს 1000 ლარის ზემოთ (უპირობო ფრანშიზა);


ბ) მზღვეველი ზიანს აანაზღაურებს 1000 ლარის ჩათვლით (პირობითი ფრანშიზა).

ე. დაზღვევის ობიექტი
დაზღვევის ობიექტი ის სამართლებრივი სიკეთეა, რომლის ხელყოფის 30
პრევენციასაც დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები ისახავენ მიზნად. დაზღვევის
კლასიფიკაციის უმთავრესი კრიტერიუმი სწორედ მისი ობიექტის განსაზღვრაში
მდგომარეობს. დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონი დაზღვევის ობიექტს
განმარტავს, როგორც ნებისმიერ ქონებრივ ან პირად არაქონებრივი ინტერესს,
რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (მუხ. 4 I).

2. დაზღვევის ხელშეკრულების მონაწილენი


დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებია მზღვეველი და დამზღვევი. 31
ამავდროულად, დაზღვევის ხელშეკრულებას ჰყავს მონაწილენიც, რომლებიც
23

დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგების ადრესატებს


წარმოადგენენ ან გარკვეულად დაკავშირებულნი არიან მასთან.

დაზღვევის შესახებ კანონის მიხედვით, მზღვეველი არის იურიდიული პირი,


რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისთვის და
რომელსაც, კანონით დადგენილი წესით, მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი
სახეობის განხორციელების ლიცენზია. ამასთან, კანონი მკაცრად განსაზღვრავს,
რომ სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად
დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო
საზოგადოება (მუხ. 9 I).

კანონი დამზღვევს განმარტავს, როგორც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, 32


რომელმაც მზღვეველთან დადო დაზღვევის ხელშეკრულება (მუხ. 8 I, II).

799-ს მოწესრიგების სფერო დამზღვევისა და მზღვეველის გარდა ვრცელდება 33


სადაზღვევო ურთიერთობის მონაწილეებზე, რომელთაც დაზღვეული და
მოსარგებლე წარმოადგენენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარგებლის ცნებას

23დაზღვევის ურთიერთობის მონაწილეებს წარმოადგენენ ასევე დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი,


რომელთა საქმიანობაც სცდება 799-ით გათვალიწინებული დაზღვევის ხელშეკრულების არსს და ცალკე
სახელშეკრულებო ურთიერთობებს მიეკუთვნება. იხ. დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი მე-12.
სადაზღვევო ურთიერთობის მონაწილედ გადამზღვეველიც შეიძლება განვიხილოთ თუ დამზღვევი
გადამზღვეველისადმი მოთხოვნის უფლების მქონედ ჩაითვლება (იხ. 801-ე მუხლის კომენტ.).
9
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

ითვალისწინებს დაზღვევის შესახებ კანონი და სამოქალაქო კოდექსი ასეთს არ


იცნობს დაზღვევის მარეგულირებელი ნორმების ნაწილში.

34 დაზღვეული არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც


ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს
დაზღვეული, თუ დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალიწინებული (მუხ. 10).

35 მოსარგებლე არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის


ხელშეკრულების ან დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად, იღებს
სადაზღვევო ანაზღაურებას (მუხ. 11 I). მოსარგებლე არის დაზღვეული, თუ
მოსარგებლე არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით (მუხ. 11 V).

III. გამოყენების წინაპირობები


36 799-ე მოთხოვნის უფლების შემცველი ნორმებისგან შედგება. 799-ე I ადგენს
დამზღვევის (სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების
მიღების), ხოლო 799 II კი მზღვეველის (სადაზღვევო პრემიის მიღების)
მოთხოვნის უფლებებს.

37 პრაქტიკაში პრობლემურია დამზღვევის მოთხოვნის წინაპირობების განსაზღვრა.


კერძოდ, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურებაზე უარის
შემთხვევაში სასამართლომ ასეთი უარის ლეგიტიმურობა სწორედ მოთხოვნის
წინაპირობების შემოწმების საფუძველზე უნდა განსაზღვროს.

38 სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობების განხილვისას,


უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული წინაპირობა კანონმდებელმა
799-ის გარდა დაზღვევის მომწესრიგებელ სხვადასხვა მუხლში გაითვალისწინა.
მაგალითად, სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობები
გათვალისწინებულია შემდეგ მუხლებში: 806 I, 808, 816, 829.

39 თავის მხრივ, 799 I-ით გათვალისწინებული წინაპირობების განხილვა მოთხოვნის


უფლების შემცველი ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებით უნდა დაიწყოს.
კერძოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს
დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

40 შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უმთავრესი წინაპირობებია


დამზღვევის მიმართ დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი სადაზღვევო
შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის.

41 დამზღვევის ზიანის დასადგენად მოსამართლემ არაერთი გარემოება უნდა


მიიღოს მხედველობაში. პირველ ყოვლისა, გასათვალისწინებელია დაზღვევის
სახე. მაგალითად, ქონების დაზღვევისას მიიჩნევა, რომ თუ დამზღვევს არ გააჩნია
ინტერესი დაზღვევის ობიექტის მიმართ, ის არ განიცდის ზიანს. ასეთი

10
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

მსჯელობით, თუ ზიანი არ არსებობს, როგორც ანაზღაურების მოთხოვნის


წინაპირობა, არ არსებობს არც ანაზღაურების მოთხოვნა.24

სადაზღვევო დავებში ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობების დადგენისას 42


განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ
ზიანს შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა. ზოგადი პრინციპის
თანახმად, მხედველობაში მიიღება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი (Causa
proxima) და მიზეზთა მიზეზების დაუსრულებელი ძიება უმართებულოდ
მიიჩნევა. მაგალითად, ადამიანის გარდაცვალების პირდაპირი მიზეზი შეიძლება
იყოს ავტოსაგზაო შემთხვევა, მაგრამ მისი გარდაცვალების არაპირადაპირ
მიზეზად დაბადებაც შეიძლება განიხილებოდეს.25

ხშირად სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეულია არა ერთი, არამედ რამდენიმე 43


მიზეზის თანაქმედებით. ასეთ დროს მოსამართლემ უნდა დაადგინოს
სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევ მიზეზთა ჯაჭვი და განსაზღვროს, რომელ
მიზეზს მიენიჭოს უპირატესობა. მაგალითად: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად
დაზღვეული გადმოვიდა ავტომობილიდან და გარკვეული მანძილის გავლის
შემდეგ ჩავარდა მდინარეში. დაზღვეული გარდაიცვალა არა დახრჩობის, არამედ
წყლისგან მიღებული შოკის შედეგად. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაზღვეულის
გარდაცვალების პირდაპირი მიზეზი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც
გამოიწვია მოვლენათა შემდგომი განვითარება. შესაბამისად, თუ მოცემულ
მაგალითში მოსამართლის მიერ განსაზღვრული მიზეზი ხელშკრულების
გამონაკლისი პირობების ქვეშ ექცევა, მზღვეველის უარი ანაზღაურებაზე
კანონიერად ჩაითვლება.26

პრაქტიკაში შეიძლება პრობლემური იყოს მიზეზთა კონკურენცია, როდესაც 44


სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი ორი მიზეზიდან ერთი ექცევა სადაზღვევო
დაფარვის, მეორე კი გამონაკლისი პირობების ქვეშ. მოცემულ კითხვაზე ზუსტი
პასუხი არ არსებობს.27 ასეთ დროს მოსამართლემ სხვადასხვა კრიტერიუმით უნდა
იხელმძღვანელოს. საბოლოოდ, გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს მის მიერ
თავად მიზეზის განმარტება. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლემ
წყალდიდობა ვულკანის ამოფრქვევის გამოხატულებად მიიჩნია და არა
დამოუკიდებელ ხდომილებად. 28
მოცემულ შემთხვევაში მზღვეველს
წყალდიდობა გამონაკლის პირობებშიც რომ ჰქონოდა გათვალისწინებული,
მოსამართლისეული განმარტებით, მას მაინც დაეკისრებოდა ანაზღაურების
ვალდებულება.

ცალკეულ შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის განსაზღვრისას მოსამართლემ 45


ყურადღება უნდა გაამახვილოს დამზღვევის სამართლებრივ სტატუსზეც. კერძოდ,

24 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, 2007, p. 278.


25 Cannar, Essential Cases in Insurance Law, Cambridge, 1985, p. 16.
26 იქვე, 17.
27 იხ. Cannar, Essential Cases in Insurance Law, Cambridge, 1985, p. 17; შდრ. Squires, Recent Development: Autopsy of
a Plain English Insurance Contract: Can Plain English Survive Proximate Cause? 1984, p. 5.
28 იქვე, 3.

11
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

როგორც წესი, მეწარმე დამზღვევთან დადებულ ხელშეკრულებაში დაზღვევის


გამონაკლისი პირობები ტექნიკური ტერმინების გამოყენების ხარჯზე
დეტალურადაა გაწერილი. ასეთ დროს სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი
მიზეზების ერთიანი ჯაჭვიდან უმთავრესად მითითება ხდება უკანასკნელ
პირდაპირ მიზეზზე. არამეწარმე დამზღვევთან დადებული ხელშეკრულების
განმარტებისას, მომხმარებლის გამოუცდელობის გათვალისწინებით,
მოსამართლემ შეიძლება გადაუხვიოს სადაზღვევო პრაქტიკაში აღიარებულ წესს
და ხელშეკრულების განმარტებისას უკანასკნელი პირდაპირი მიზეზის წესი არ
გამოიყენოს.29

46 წინაპირობების განხილვისას მხედველობაში მიიღება ფრანშიზის პირობაც,


ხელშეკრულებაში ასეთის არსებობისას. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია, რომელი
საფუძვლით ამყარებს მზღვეველი მის უარს ანაზღაურებაზე.

47 799-ე I ასევე მიუთითებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების


შესახებ. ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი მხარეებს უფლებას ანიჭებს,
თავისუფლად განსაზღვრონ დაზღვევის ხელშკრულების პირობები.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმარტებისას,
უმნიშვნელოვანესია სადაზღვევო დაფარვისა და გამონაკლისი პირობების
გათვალისწინება.

სადაზღვევო დავების დიდი ნაწილი სწორედ ამ უკანასკნელი პირობებით


გათვალისწინებულ მომსახურებას უკავშირედება. მაგალითად, თუ დაზღვევის
ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მზღვეველი აანაზღაურებს გადაუდებელი
ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯებს და დამზღვევის მიერ ჩატარებული
მკურნალობა დაკვალიფიცირდება ამბულატორიულ მკურნალობად, მზღვეველის
უარი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე მართებულად ჩაითვლება 799 I-ის
საფუძველზე.30

IV. ნორმების დატვირთვა საპროცესო სამართალში და მტკიცების ტვირთი

48 დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების


ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს
სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა.
მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი
წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება
სადაზღვევო დაფარვა.31

49 დაზღვევის შემთხვევაში მხარეთათვის შესაძლებელია დავის გადაწყვეტის


ალტერნატიული საშუალებების გამოყენება მეტად ხელსაყრელი და
მოსახერხებელი იყოს როგორც დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის, ისე

29იქვე, 5.
30საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 6 ივნისის N 3კ/450-01 განჩინება.
31 Cannar, Essential Cases in Insurance Law, 1985, 19.

12
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

სადაზღვევო კომპანიის საქმიანი რეპუტაციის დაცვის თვალსაზრისით. თუმცაღა,


სამართლის განვითარებისათვის განუზომლად დიდი მნიშვნელობისაა დავების
გადაწყვეტა სასამართლოს მიერ, რომელმაც არსებულ დოქტინას ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში უნიკალური განმარტება უნდა მისცეს. მხოლოდ ასე
შეიძლება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი დაზღვევის პრინციპების
პრაქტიკული მნიშვნელობის შეცნობა და მათი გამდიდრება სათანადო
ინტერპრეტაციით.32

V. ხელშეკრულების განმარტება

დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს სახელშეკრულებო სამართლის 50


ზოგადი და სპეციალური წესები. მაგალითად, დაზღვევის ხელშეკრულების
დასადებად აუცილებელია ორი ურთიერთმფარავი ნების — ოფერტისა და
აქცეპტის, გამოვლენა; მხარეების მიერ გავლენილი ნების ნამდვილობა; დაზღვევის
ობიექტის კანონიერება;33 დაზღვევის ხელშეკრულების შინაარსის შესატყვისობა
საჯარო წესრიგთან34 და მისთ. ამასთანავე, დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ
მოქმედებს ე.წ. სპეციალური წესები, რომლებიც სადაზღვევო პრაქტიკაში
ჩამოყალიბდა და განვითარდა იურიდიული დოქტრინების სახით.

1. დამზღვევის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა


დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას მნიშვნელოვანია დამზღვევის 51
სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინება. ამ თვალსაზრისით, სადაზღვევო
პრაქტიკაში ერთმანეთისგან იმიჯნება კომერციული დაზღვევისა (Commercial
insurance) და მომხმარებელთან დადებული კონტრაქტები (Adhesion Contract).
განსხვავებული სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, ისინი სხავადასხვა
ტიპის სამართლებრივი მოწესრიგების საგნებს წარმოადგენენ. არაგონივრულია
მოსამართლემ ერთგვაროვანი მიდგომა გამოიყენოს ორ განსხვავებულ
შემთხვევაში, როდესაც : ერთი მხრივ, დამზღვევს წარმოადგენს მეწარმე და, მეორე
მხრივ, „გამოუცდელი“ მომხმარებელი. პირველ შემთხვევაში მხარეებს შორის
მოლაპარაკების გზით მიიღწევა ხელშეკრულების პირობების დეტალური
განსაზღვრა. არამეწარმე დამზღვევისთვის კი უმთავრესად გამოიყენება
სტანდარტული ხელშეკრულებები, რომელთა შინაარსის ზუსტი აღქმაც
მომხმარებლისთვის ხშირად პრობლემურია. ამიტომაც, არამიზანშეწონილი იქნება
არამეწარმე დამზღვევის მიჩნევა ინფორმირებულ და საკუთარი ინტერესის
დაცვის უნარის მქონე კონტრაჰენტად.35 კონტრაჰენტების ასეთი არათანაბარი
მდგომარეობა ცალკეულ შემთხვევაში გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთის,
მიზეზობრივი კავშირისა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოების განსაზღვრაზე.36

32 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, 2007, p. 1018.


33 Cannar, Essential Cases in Insurance Law, 1985, p. 1.
34 იქვე, 19-20.
35 Squires, Recent Development: Autopsy of a Plain English Insurance Contract: Can Plain English Survive Proximate
Cause? 1984, p. 6.
36 იქვე, 7.

13
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

52 მეწარმე დამზღვევთან დადებული დაზღვევის ხელშკრულების საფუძველზე


წარმოშობილი დავის განხილვისას გამოირიცხება მომხმარებელთა დაცვის
მიზნით დადგენილი წესების გამოყენება და, პირიქით, მომხმარებელზე ვერ
გავრცელდება მეწარმე კონტრაჰენტის მიმართ დადგენილი წესები. მაგალითად,
სააპელაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე37 დაასკვნა, რომ სადაზღვევო კომპანიას,
როგორც „ძლიერ კონტრაჰენტს“ გაცილებით მეტი გულისხმიერება და
წინდახედულობა მოეთხოვება, ვიდრე დამზღვევს. ასეთი მსჯელობა
სასამართლომ დაამყარა იმ არგუმენტზე, რომ სადაზღვევო კომპანია,
„წარმოადგენდა მეწარმე იურიდიულ პირს და სადაზღვევო საქმიანობა მისი
საქმიანობის ერთადერთი სფერო იყო.“

2. Contra proferentem პრინციპის გამოყენება


53 დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას მოქმედებს სპეციალური პრინციპი —
contra proferentem, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების ბუნდოვანი და
ორაზროვანი დებულებები განიმარტება მისი შემდგენის საწინააღმდეგოდ.38 ამ
თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიმძიმე აწევთ მზღვეველებს, რადგან სწორედ
ისინი ადგენენ ე.წ. „სტანდარტული ხელშეკრულების” პირობებს და, შესაბამისად,
ვალდებულნიც არიან, განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდონ ამ
პირობების გარკვევით ჩამოყალიბებას. ხელშეკრულების განსაკუთრებულად
მნიშვნელოვანი პირობების, მაგალითად, დაზღვევის გამონაკლისი პირობების
თვალსაჩინობისათვის, შესაძლებელია მათი განსხვავებული შრიფტით ან უფრო
მუქი ნაბეჭდით გამოკვეთა.39

3. კეთილსინდისიერების პრინციპი
54 დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს
კეთილსინდისიერების პრინციპი. დაზღვევის ხელშეკრულებას ტრადიციულად
მიაკუთვნებდნენ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებულ
ხელშეკრულებათა რიცხვს.40 კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს
დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებს, გულისხმიერებით მოეკიდონ ერთმანეთის
ინტერესებს ხელშეკრულების მიმართ და არ დააბრკოლონ აღნიშნული
ინტერესების რეალიზაცია.41

55 კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელობა დაზღვევის ხელშეკრულებაში


ხშირად დამზღვევის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებამდე დაიყვანება.
აღნიშნული, თავის მხრივ, გარკვეული წინაპირობების არსებობამ განაპირობა.
სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების საწყის ეტაპზე განსაკუთრებული
მნიშვნელობა დამზღვევის მხრიდან უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაციის
მიწოდებას მიენიჭა, რამდენადაც ეს აუცილებელი იყო თავად სადაზღვევო
საქმიანობის განვითარებისათვის.42 თუმცაღა, კეთილსინდისიერების პრინციპი

37 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის N ას-1643-1540-2012 განჩინება.


38 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, 2007, p. 154.
39 Cannar, Essential Cases in Insurance Law, 1985, p. 13.

40 იქვე, 1.

41 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, 2007, p. 179.

42 Merkin/Rodger, EC Insurance Law, 1997, p. 29.

14
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

ბევრად უფრო ფართო და ყოვლისმომცველია და მისი მნიშვნელობა


დაზღვევის ხელშეკრულებაში მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების
ვალდებულებით არ ამოიწურება.

საგულისხმოა საქართველოს სააპელაციო სასამართლოს განმარტება ერთ-ერთ 56


სადაზღვევო დავაზე, რომლის თანახმადაც, „სამოქალაქო კოდექსი კერძო
სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს იმოქმედონ კეთილსინდისიერების
ფარგლებში. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი
შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარა უსამართლო შედეგის თავიდან
აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა
სტაბილურობასა და სიმყარეს.“43

4. სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის გამოყენება

ა. სადაზღვევო ინტერესის არსი


სადაზღვევო ინტერესი ის სამართლებრივი ინტერესია, რომელიც დამზღვევს 57
გააჩნია დაზღვევის ობიექტის მიმართ.44 პირადი დაზღვევის შემთხვევაში
სადაზღვევო ინტერესი მიმართულია დამზღვევის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის, ხოლო ქონების დაზღვევისას კი - ქონების შენარჩუნებისაკენ.45

სადაზღვევო ინტერესი მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს დაზღვევის ობიექტისგან. 58


სადაზღვევო ინტერესი არ გულისხმობს მხოლოდ უფლებას დაზღვევის ობიექტზე
ან მის ნაწილზე. სადაზღვევო ინტერესი მჭიდრო კავშირს გამოხატავს დამზღვევსა
და დაზღვევის ობიექტს შორის. დაზღვევის ობიექტის ღირებულება
გამოხატულებას ფულად ერთეულში პოულობს. სადაზღვევო ინტერესის
ღირებულება კი შეიძლება ბევრად აღემატებოდეს დაზღვევის ობიექტის
ღირებულებას, რადგან სადაზღვევო ინტერესი მატერიალური და მორალური
ინტერესების ერთობლიობაა.46

სადაზღვევო პრაქტიკაში სადაზღვევო ინტერესი ემსახურება მორალური რისკის 59


შემცირების უმნიშვნელოვანეს მიზანს. მორალური რისკი განიმარტება, როგორც
დაზღვევის ხელშეკრულების დადების შედეგად დამზღვევის მხრიდან დაზღვევის
ობიექტისადმი ინტერესის შემცირების ან მისი დაკარგვის საფრთხე.47 სადაზღვევო
ინტერესის დოქტრინის ერთ-ერთ მიზნად იმთავითვე მორალური რისკის
შემცირება დასახელდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სადაზღვევო ინტერესის
დოქტრინა ამცირებს, მაგრამ ბოლომდე ვერ გამორიცხავს მორალური რისკის
დონეს დაზღვევის ხელშეკრულებაში. დოქტრინა ეფექტურია მაღალი მორალური
რიკის შემცველი ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თვალსაზრისით, რითაც ის
ერთგვარ დამცავ ფუნქციას ასრულებს (მესამე პირების უსაფრთხოებისა და

43 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის N ას-85-81-2013 განჩინება.


44 Garner, (Editor), Black’s Law Dictionary, 2004, p. 829.
45 Cannar, Essential Cases in Insurance Law, 1985, 4.

46 იქვე, 4-5.

47 Loshin, Insurance Law’s Hapless Busybody: A Case Against Insurable Interest Requirement, The Yale Law Journal,

December, 2007, 14.


15
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

საჯარო წესრიგის დაცვის თვალსაზრისით).48 შესაბამისად, სადაზღვევო ინტერესი


და მორალური რისკი არ წარმოადგენენ თანაბარი მნიშვნელობის ცნებებს.
სადაზღვევო ინტერესი განიხილება როგორც მორალური რისკის შემცირების ერთ-
ერთი, მაგრამ არა ერთადერთი საშუალება.49

60 ტრადიციულად, სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის მიზნებად განიხილება,


ერთი მხრივ, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებს შორის კეთილსინდისიერი
ურთიერთობების ჩამოყალიბება, ხოლო, მეორე მხრივ, საჯარო წესრიგის დაცვა.

61 სადაზღვევო ინტერესის დოქტრინას უდავოდ გააჩნია მესამე პირების დაცვის


მიზანი. მაგალითად, თუ ა-სა (მზღვეველს) და ბ-ს (დამზღვევს) შორის დადებული
ხელშეკრულების მიხედვით, დაზღვევის ობიექტად განისაზღვრა გ-ს სიცოცხლე ან
ქონება, გ-ს დაცვის ინტერესი მოითხოვს, რომ ბ-ს გააჩნდეს სადაზღვევო ინტერესი
გ-ს მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბ-ს გაუჩნდება დაზღვევის ობიექტის
განადგურების ხარჯზე მოგების მიღების განზრახვა.50
ისტორიულად სადაზღვევო ინტერესის დოქტრინა მნიშვნელოვანი გახდა
დაზღვევის ხელშეკრულების თამაშობისა და სანაძლეოს გარიგებებისგან
გამიჯვნის თვალსაზრისითაც. თუ თამაშობა და სანაძლეო „დამზღვევის“ მიერ
მოგების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს, დაზღვევის ხელშეკრულება
სოციალურად სასარგებლო ფუნქციას ასრულებს: მისი მიზანია დამზღვევის მიერ
არა მოგების მიღება, არამედ მოსალოდნელი ზიანისაგან დაცვა.51 უფრო მეტიც,
სადაზღვევო ინტერესის დოქტრინა უკრძალავს დამზღვევს მოგების მიღებას,
რადგან მაქსიმალურად შემცირდეს დამზღვევის მიერ არაკეთილსინდისიერი
ქმედების, კერძოდ, დაზღვევის ობიექტისადმი ზიანის მიყენების ალბათობა.52

62 მართალია, მზღვეველი მაქსიმალურად ცდილობს, დაზღვევის ხელშეკრულება


გააფორმოს ისეთ კონტრაჰენტებთან, რომელთა მხრიდან სადაზღვევო ინტერესის
ფლობაც დაზღვევის ობიექტისადმი არ არის სათუო. მაგრამ მიუხედავად ასეთი
წინდახედულობისა, სადაზღვევო პრაქტიკაში ხშირია სადაზღვევო ინტერესთან
დაკავშირებული დავები.53

63 სადაზღვევო ინტერესის საკითხის დაყენება აქტუალურია მაშინ, როდესაც


აღმოჩნდება, რომ მზღვეველმა არ იცოდა სადაზღვევო ინტერესის არარსებობის
შესახებ, ან როდესაც სადაზღვევო ინტერესი დაიკარგა ხელშეკრულების დადების
შემდეგ. ასეთ დროს გადამწყვეტია სადაზღვევო ინტერესის არსებობის დადგენა.
სასამართლომ უნდა განმარტოს, რა წარმოადგენს ხელშეკრულებით
განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთისადმი კონკრეტული
სამართალსუბიექტის ინტერესს. 54

48 იქვე, 7.
49 იქვე.
50 იქვე, 4.

51 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, 2007, p. 275.


52 იქვე, 276.
53 იქვე.

54 იქვე, 277

16
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

ბ. საკანონმდებლო მოწესრიგება
დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას სადაზღვევო ინტერესის დოქტრინა 64
უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სამწუხაროდ, სადაზღვევო ინტერესის
დოქტრინას არა აქვს სათანადო გამოხმაურება და გამოყენება ქართულ
იურიდიულ ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკაში. აღსანიშნავია, რომ
სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს სადაზღვევო ინტერესის მოწესრიგებას
დაზღვევის მარეგულირებელი ნორმების ნაწილში. სკ-ს 815 II ახსენებს დაზღვევის
ინტერესს, რაც მოცემულ შემთხვევაში დაზღვევის ხელშკრულებისადმი არსებულ
ინტერესს გულისხმობს და არა დამზღვევის ინტერესს დაზღვეული ობიექტის
მიმართ.
სადაზღვევო ინტერესის მოთხოვნას არც დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონი
არეგულირებს ადეკვატურად. კანონის მე-10 III მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ
ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული სადაზღვევო ინტერესის მოწესრიგებას.
კანონი არ არეგულირებს დაზღვევის სხვა სახეების მიმართ სადაზღვევო
ინტერესის მოთხოვნის გამოყენების საკითხებს. ამასთან, გაურკვეველია რა
სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს კანონმდებელი სადაზღვევო ინტერესის
კანონისეულ რეგულირებას.

გ. შემადგენლობა
სადაზღვევო ინტერესის შინაარსის დადგენისას მოსამართლემ სწორად უნდა 65
განსაზღვროს მისი შემადგენლობა. დაზღვევის დოქტრინა ამ თვალსაზრისით სამ
განსხვავებულ მიდგომას იცნობს: სამართლებრივი მოლოდინის (ინტერესის),
ფაქტობრივი (ეკონომიკური) მოლოდინისა და შერეულ ფორმას კუმულატიური
შემადგენლობით.55 სადაზღვევო ინტერესის შემადგენლობა დაზღვევის სახეების
მიმართ განსხვავებულად განისაზღვრება. ქართულ სასამართლო პრაქტიკაში,
სადაზღვევო ინტერესის შემადგენლობის განსაზღვრის თვალსაზრისით,
მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომელშიც საკასაციო პალატამ მოსარჩელის
მიერ საკუთრების უფლების ფლობა სადაზღვევო ინტერესის არსებობის
საფუძვლად მიიჩნია.56 თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკასაციო პალატის
არგუმენტაციაში გამოყენებულია ტერმინი ქონებრივი ინტერესი, მაშინ როდესაც
იმავე საქმეზე სააპელაციო პალატა ტერმინ სადაზღვევო ინტერესს იყენებს.
ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი სიცხადის თვალსაზრისით,
მნიშვნელოვანია დაზუსტდეს, რომ ქონებრივი ინტერესი და სადაზღვევო
ინტერესი იდენტურ ცნებებს არ წარმოადგენს. სადაზღვევო ინტერესი თავის
თავში აერთიანებს როგორც ქონებრივ, ისე არაქონებრივ ინტერესს. მოყვანილი
გადაწყვეტილებით საკასაციო პალატა სადაზღვევო ინტერესის შემადგენლობას
სამართლებრივი ინტერესის სასარგებლოდ წყვეტს.

55 1805 წლიდან მოყოლებული, აქტუალურია სადაზღვევო ინტერესის შემადგენლობაში სამართლებრივი და


ფაქტობრივი ინტერესების არსებობა. ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Lucena v. Craufurd
წარმოაჩენს საკითხის მიმართ მოსამართლეთა არაერთგვაროვან მიდგომებს. აშშ-ს სასამართლოებიც
სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციას ემხრობიან, მაგრამ საბოლოოდ, სადაზღვევო ინტერესის არსის
განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ საქმეზე კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების
გათვალისწინებით და შეუძლებელი ხდება მისი განზოგადება. Loshin, Insurance Law’s Hapless Busybody: A Case
Against Insurable Interest Requirement, The Yale Law Journal, December, 2007, 6.
56 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის N ას-733-1003-05 განჩინება.

17
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

დ. მზღვეველის კეთილსინდისიერება
66 სადაზღვევო ინტერესის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების
განხილვისას გასათვალისწინებელია მზღვეველის კეთილსინდისიერების
საკითხი. შესაძლებელია მზღვეველმა ხელშეკრულების დადების ეტაპზე იცოდეს
სადაზღვევო ინტერესის არარსებობის შესახებ და/ან არასათანადოდ
გააფრთხილოს დამზღვევი მისი მნიშვნელობის შესახებ, ხოლო სადაზღვევო
შემთხვევის დადგომის ეტაპზე კი უარი უთხრას ზიანის ანაზღაურებაზე
სადაზღვევო ინტერესის არარსებობის გამო.57 სადაზღვევო ინტერესის დოქტრინა
არ უნდა იქცეს მზღვეველის ხელში უკანონო მოგების მიღების იარაღად.
დოქტრინის ასეთი გამოყენება საფუძველშივე ეწინააღმდეგება მის იდეას საჯარო
წესრიგისა და კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობების დაცვის
შესახებ.58

ე. სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის გამოყენების სამართლებრივი შედეგები


67 სადაზღვევო ინტერესის გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი
შედეგის განსაზღვრისათვის არსებითია დადგინდეს, რა დატვირთვას ანიჭებას
მას სამოქალაქო კოდექსი. ერთი მხრივ, სადაზღვევო ინტერესის არარსებობა
შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი
და გაერთიანდეს 54-ე მუხლის შინაარსში. სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის
ისტორიული ანალიზი და თანამედროვე კონტექსტი, როგორც კონტრაჰირებისას
თაღლითობის პრევენციის ერთგვარი მექანიზმისა, იძლევა ასეთი ფორმულირების
შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს თავისუფლად ხელეწიფება
მისი სათანადო განმარტება 54-ე მუხლისა და დაზღვევის ხელშეკრულების
ზოგადი პრინციპების საფუძველზე.

68 მეორე მხრივ, სადაზღვევო ინტერესის არსებობა შეიძლება განხილულ იქნეს


დამზღვევის მოთხოვნის უფლების წინაპირობად. ასეთი დასკვნა არაპირდაპირ
გამომდინარეობს ცალკეული ქართული სასამართლო გადაწყვეტილებიდანაც. 59 ამ
თვალსაზრისით, აუცილებელი ხდება სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის
ანაზღაურების პრინციპთან მიმართების გათვალისწინება. მათ შორის კავშირი
ყველაზე ცხადად ქონების დაზღვევისას ჩანს: თუ დამზღვევს არ გააჩნია ინტერესი
დაზღვევის ობიექტის მიმართ, ითვლება, რომ ის არ განიცდის ზიანს. ხოლო თუ
ზიანი არ არსებობს, როგორც ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობა, არ არსებობს
არც ანაზღაურების მოთხოვნა.60 ასეთი მსჯელობით სადაზღვევო ინტერესი
დაზღვევის ცნების ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტის - ზიანის შემადგენელ
ნაწილად განიხილება. სადაზღვევო ინტერესის არსებობის მომენტის
განსაზღვრისას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ზიანის დადგომის ეტაპს მიენიჭება:
რადგან თუ არ არსებობს სადაზღვევო ინტერესი, არც ზიანი არსებობს და არც მისი
ანაზღაურების მოთხოვნა.61

57 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, 2007, p. 311.


58 იქვე.
59 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის N ას-733-1003-05 განჩინება.
60 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, 2007, p. 278.

61 იქვე.

18
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

სადაზღვევო ინტერესის განმარტებისას უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ 69


სადაზღვევო ინტერესი დაზღვევის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია,
კერძოდ: „799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად
დაზღვევის ხელშკრულების დადებისას მხარეები თანხმდებიან დაზღვევის
ინტერესისა შესახებ.“ თუმცა, საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში, არ
აკონკრეტებს, რა მოიაზრება სადაზღვევო ინტერესის ქვეშ.62

სადაზღვევო ინტერესის განმარტებისას, მოსამართლემ განსაკუთრებული 70


ყურადღება უნდა გაამახვილოს ხელშეკრულებაში სადაზღვევო ინტერესის
პირობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ყოველი კონკრეტული დავის
გადაწყვეტისას მოსამართლე შეიძლება დაეყრდნოს როგორც ერთ, ისე მეორე
დასკვნას. თუმცა, გასათვალისწინებელია განსხვავებული სამართლებრივი
შედეგები. სადაზღვევო ინტერესის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობად
განხილვისას საგულისხმოა, რომ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს დამზღვევის
მოთხოვნის ერთადერთ წინაპირობას. ამასთანავე, დამზღვევის მოთხოვნის
დაუკმაყოფილებლობა ავტომატურად მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის
შეწყვეტას არ ნიშნავს. სადაზღვევო ინტერესის არარსებობის გამო
ხელშეკრულების ბათილად ცნობა კი მხარეთა შორის პირვანდელი მდგომარეობის
აღდგენას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, პრობლემურია დამზღვევის მიერ
გადახდილი პრემიების უკან დაბრუნების საკითხი.

გადახდილი პრემიების დაბრუნებასთან დაკავშირებული პოზიციები 71


არაერთგვაროვანია. უმეტეს შემთხვევაში, სადაზღვევო პრემიის დაბრუნება
არამიზანშეწონილად მიიჩნევა, რადგან მზღვეველის მიერ რისკის აღების
მომენტიდან პრემია გამომუშავებულად ითვლება.63 ასეთი პრაქტიკა თავისთავად
შეიძლება ზრდიდეს მზღვეველის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედების
განხორციელების მოტივაციას, რაც სადაზღვევო ინტერესის არარსებობის
პირობებში ხელშეკრულების გაფორმებასა და უკანონო მოგების მიღებას
გულისხმობს. ფაქტობრივად, ხელშეკრულების ბათილობა უფრო ხელსაყრელ
მდგომარეობაში აყენებს მზღვეველს, ვიდრე მისი შესრულება.64 თუმცა, პრემიის
დაბრუნება გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების
ნამდვილობისადმი დამზღვევის კეთილსინდისიერი მოლოდინით.65

62 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 5 მარტის N 3კ-310-03 განჩინება.


63 ამ თვალსაზრისით აზრსმოკლებული არ უნდა იყოს შრომის ხელშეკრულებაში შრომის ანაზღაურების
დაბრუნების მიმართ გამოთმული მოსაზრების გათვალისწინებაც. მზღვეველი ვერ დააბრუნებს მის მიერ
გაწეულ მომსახურებას რისკის ტარების სახით, ისევე როგორც დასაქმებული - გაწეულ შრომას. შესაბამისად,
არაგონივრულია სადაზღვევო პრემიის ან გადახდილი შრომის ანაზღაურების მოთხოვნის დაყენება. იხ.
შველიძე ზ. „საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებულის სამართლებრივი
სტატუსის მახასიათებლები,“ შრომის სამართალი I (სტატიათა კრებული), 2011, გვ. 119.
64 Loshin, Insurance Law’s Hapless Busybody: A Case Against Insurable Interest Requirement, The Yale Law Journal,

December, 2007, p. 8.
65 Keeton/Widiss, Insurance Law: A Guide to Fundamental Principles, Legal Doctrirnes, and Commercail Practices, West

Group, 2003, p. 161.


19
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016

72 ქართული სინამდვილის გათვალისწინებით, დოქტრინის ჩამოყალიბების გზაზე


მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო ინტერესის განმარტებისას მაქსიმალურად
შეიზღუდოს მოსამართლის მხრიდან შეფასებითი კატეგორიების გამოყენება.
წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება დოქტრინის არაერთგვაროვანი სახით
განვითარების საფრთხე, რაც არასრულყოფილი სამართლებრივი მოწესრიგების
პირობებში კიდევ უფრო ბუნდოვანს გახდის სადაზღვევო ინტერესის
ინსტიტუტს.66 საბოლოოდ, სადაზღვევო ინტერესის არსის განსაზღვრა ცალკეულ
საქმეზე კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებასა და მათ
დაზღვევის პრინციპებთან შესაბამისობის ანალიზს მოითხოვს.67

5. ევროპის დაზღვევის ხელშეკრულების სამართლის პრინციპების გამოყენება


დაზღვევის ხელშკრულების განმარტებისას
73 დაზღვევის ხელშეკრულების ევროპის
განმარტებისას
მნიშვნელოვანია
დაზღვევის ხელშკრულების სამართლის პრინციპების გამოყენება. აღნიშნული
პრინციპებით გათვალისწინებულია როგორც დამზღვევის, ისე მზღვეველის
ინტერესები.68

VI. დაზღვევის სახეები და ფორმები


74 განასხვავებენ დაზღვევის სახეებსა და ფორმებს. სადაზღვევო პრაქტიკაში
დაზღვევის სახეებად კლასიფიკაციის სხვადასხვა კრიტერიუმი გამოიყენება. მათ
შორისაა კლასიფიკაცია მარკეტინგული ნიშნის, დაზღვეული ინტერესის,
მზღვეველის ტიპის, სადისტრიბუციო არხისა და სხვა ნიშნების მიხედვით.69
მათგან ყველაზე გავრცელებულია დაზღვევის კლასიფიკაცია დაზღვეული
ობიეტის მიხედვით. სწორედ ასეთ კრიტერიუმს ითვალისწინებს დაზღვევის
შესახებ საქართველოს კანონი.

75 ფორმების მხრივ ერთმანეთს ემიჯნება ნებაყოფლობითი და სავალდებულო


დაზღვევა, რომელთა შორის არსებული განსხვავებებიც კერძო და საჯარო
სამართლებრივი მოწესრიგებით განისაზღვრება (იხ. 801-ე მუხლის კომენტ.).

VII. საერთაშორისო კერძო სამართლებრივი ურთიერთობები


76 დაზღვევის ხელშეკრულების საერთაშორისო კერძოსამართლებრივ კონტექსტში
განხილვისას მნიშვნელოვანია საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
საქართველოს კანონის 36-ე IV მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინება.
აღნიშნულ ნორმაში კანონმდებელი დაზღვევის ხელშეკრულებასთან ყველაზე
მჭიდროდ დაკავშირებულ ქვეყნად განსაზღვრავს ადგილს, სადაც დასაზღვევი
რისკის ძირითადი ნაწილი არსებობს.

66 Loshin J., Insurance Law’s Hapless Busybody: A Case Against Insurable Interest Requirement, The Yale Law Journal,
December, 2007, 5.
67 იქვე, 6.

68http://www.europarl.europa.eu/document/activities/cont/201004/20100430ATT73919/20100430ATT73919
EN.pdf
69 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, 2007, p. 57.

20
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 800. დაზღვევის ხელშეკრულების დადების ვალდებულება

პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს დაზღვევის ხელშეკრულების დადებას,


ვალდებულია დადოს ეს ხელშეკრულება, თუკი უარის თქმისათვის არ არსებობს
მნიშვნელოვანი საფუძველი.

I. მიზანი ................................................................................................................................................................ 1
II. ხელშეკრულების დადების ვალდებულება ............................................................................................... 1
III. უარის თქმისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი .................................................................................... 3
IV. სამართლებრივი შედეგი .............................................................................................................................. 5
V. ხელშეკრულების განმარტება ....................................................................................................................... 6

I. მიზანი
800-ში გათვალისწინებული მოწესრიგებით კანონმდებელი იცავს დაზღვევის 1
ხელშეკრულების მხარეთა ინტერესებს. ამ თვალსაზრისით დაცვის ობიექტი, ერთი
მხრივ, დამზღვევია, როგორც მომხმარებელი და, მეორე მხრივ, მზღვეველი,
როგორც მეწარმე.

II. ხელშეკრულების დადების ვალდებულება


მზღვეველი სადაზღვევო მომსახურების რეკლამირებით პირთა განუსაზღვრელი 2
წრისადმი ავლენს დაზღვევის ხელშეკრულების დადების ნებას. აღნიშნულის
საფუძველზე დაინტერესებული პირები მიმართავენ სადაზღვევო კომპანიას
ოფერტით ცალკეული სადაზღვევო პროდუქტით სარგებლობის თაობაზე. 800-ე
ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც აქცეპტის ნაცვლად, პოტენციურ დამზღვევს
მზღვეველი უარს ეუბნება ხელშეკრულების დადებაზე. ამ თვალსაზრისით 800-ს
განმარტება სკ-ს 319 II და III-ში ასახული რეგულირების გათვალისწინებას
მოითხოვს.

კერძოდ, 319 II-ის მიხედვით, თუ სადაზღვევო კომპანიას ბაზარზე უჭირავს 3


დომინირებული მდგომარეობა, მზღვეველს ეკრძალება საქმიანობის ამ სფეროში
„დამზღვევისათვის“ ხელშეკრულების დადებაზე უარის გაცხადება ან მისთვის
უსაფუძვლოდ ხელშეკრულების არათანაბარი პირობების შეთავაზება.
მაგალითად, თუ ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთი სადაზღვევო კომპანია
აზღვევს საფეხბურთო აგენტის პასუხისმგებლობას, მასზე გავრცელდება 319 II-ით
დადგენილი აკრძალვა.

ხელშეკრულების არათანაბარ პირობებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 4


მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულებებში აღნიშნული პრობლემა
განსაკუთრებული სიმწვავით ვლინდება. ზოგადად მხარეთა უთანასწორობა
ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას სოციალური და ეკონომიკური
პროცესების განვითარების კანონზომიერი შედეგია. ის აქტუალურია როგორც
მომსახურების, ასევე სხვა ტიპის ხელშეკრულებებში1. ამ თვალსაზრისით არც
დაზღვევის ხელშეკრულებააა გამონაკლისი.

1 Zweigert/Kötz, Introduction to Comparative Law, Third Edition, 1998, p. 126-127.


1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

5 ხელშეკრულებების სტანდარტიზაციის შედეგად მზღვეველი და დამზღვევი


არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან.2 ასეთი უთანასწორობა კი თავისთავად
ზრდის დამზღვევის დაცვის საჭიროებას. მზღვეველს გააჩნია აშკარად
გამოხატული ეკონომიკური, ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური
უპირატესობა.3 ის გაწვრთნილია სადაზღვევო ტერმინების შინაარსის
განსაზღვრასა თუ გარკვევაში. მომხმარებელი კი, არ ფლობს ხელშეკრულების
4

პირობების განსაზღვრისა და მოლაპარაკების უნარის გამოყენების საკმარის


გამოცდილებას.5

6 მნიშვნელოვანია 319 III-ით დადგენილი დანაწესის გათვალისწინებაც.


დასადგენია, რამდენად შეიძლება სადაზღვევო მომსახურების მიჩნევა საარსებო
მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად გამიზნულ მომსახურებად. თავის მხრივ,
სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობა შეიძლება როგორც სამეწარმეო, ისე
არასამეწარმეო მიზნით. მაგალითად, თუ დამზღვევი დააზღვევს მის საკუთრებაში
არსებულ მსუბუქ ავტომობილს, რომელსაც საოჯახო მეურნეობის მიზნებისათვის
იყენებს, ეს ჩაითვლება მისი მხრიდან სადაზღვევო მომსახურებით არასამეწარმეო
მიზნით სარგებლობად. მაგრამ თუ კომპანია აზღვევს მსუბუქ ავტომობილს,
რომელიც ემსახურება კომპანიის თანამშრომლებს, აღნიშნული მოექცევა
დამსაქმებლისა და კომპანიის სამეწარმეო ინტერესებში.

7 თავისი არსით დაზღვევა საარსებო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების


საშუალებად არ უნდა ჩაითვალოს. სადაზღვევო მომსახურების არსი
დამზღვევისათვის სიმშვიდის გარანტიის უზრუნველყოფაა. აღნიშნული კი
სცდება საარსებო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების სფეროს და მომხმარებლის
ერთგვარი კომფორტის საგნად განიხილება. თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში,
შესაძლებელია განსხვავებული დასკვნის გამოტანაც. მაგალითად, როდესაც საქმე
ჯანმრთელობის დაზღვევას ეხება, 319 III-ის გათვალისწინება შეიძლება
მნიშვნელოვანი გახდეს. მით უფრო, თუკი ჯანმრთელობის დაზღვევით
6

სარგებლობა მომხმარებლისთვის მისი სოციალური სტატუსის ან თავად


ჯანმრთელობის დაზღვევით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების
სპეციფიკის გამო სამედიცინო მომსახურების მიღების ერთადერთი საშუალებაა.

2 აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების პირობების მზღვეველის მიერ ცალმხრივად განსაზღვა ყოველთვის


კონტრაჰენტის სისუსტით არ არის განპირობებული. ასეთი ტიპის კონტრაჰირება მომხმარებლისთვის
მისაღებია დროისa და ფინანსური რესურსის დაზოგვის თვალსაზრისით,2 ან მისი გულგრილობისა და
ინდეფერენტულობის შედეგია. იხ. იქვე, 134.
3 იქვე, 334.

4 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 159-160.

5 Zweigert/Kötz, Introduction to Comparative Law, Third Edition, 1998, p. 331.

6 თანამედროვე პირობებში ტექნოლოგიური მიღწევებისა და სამედიცინო მომსახურების მეთოდების სწრაფი

განვითარების კვალობაზე მკვეთრად იზრდება სამედიცინო მომსახურების ღირებულება. იხ. Jerry/Richmond,


Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 494. აღნიშნულის გამო, ფაქტობრივად, ჯანმრთელობის
დაზღვევა თავისი მნიშვნელობით სამედიცინო მომსახურების მიღების უფლების რეალიზაციას გაუთანაბრდა.
იხ. იქვე, 487.
2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

III. უარის თქმისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი


სადაზღვევო საქმიანობის პროცესში დამზღვევის მიერ მიწოდებული 8
ინფორმაციის შესწავლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. დამზღვევის მიერ
შევსებული აპლიკაციის შეფასებისას სადაზღვევო კომპანიები ხელმძღვანელობენ
შიდა და გარე რესურსებით. მაგალითად, სადაზღვევო კომპანიებს შემუშავებული
აქვთ იმ განმცხადებლების ნუსხა, რომელთაც გარკვეული მიზეზის გამო უარი
ეთქვათ დაზღვევის ხელშკრულების გაფორმებაზე.7

სადაზღვევო მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით, ხშირ შემთხვევაში, 9


მზღვეველის უარი ხელშეკრულების დადებაზე ლეგიტიმურად შეიძლება
ჩაითვალოს. კერძოდ, კონკრეტული რისკის აღების თაობაზე გადაწყვეტილების
მიღებისა და მისი ღირებულების დადგენის პროცესში მზღვეველი
ხელმძღვანელობს გარკვეული კრიტერიუმებით. აღნიშნული კრუტერიუმები,
ერთი მხრივ, განისაზღვრება სადაზღვევო პრაქტიკაში დადგენილი
სტანდარტებით და, მეორე მხრივ, თავად სადაზღვევო კომპანიის შიგნით
შემუშავებული პოლიტიკიდან. მაგალითად, მაღალი რისკის შემცველი
პოლისებითვის ზოგიერთი კომპანია აწესებს შესაბამისად მაღალ პრემიას, ზოგი
კომპანია კი ამგვარი პოლისების გაცემას საერთოდ არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
ამიტომ, მზღვეველის უარის ლეგიტიმურობის განსაზღვრა რთულ ამოცანას
წარმოადგენს. ასეთ დროს 800-ეს მიერ დადგენილი „უარის თქმისათვის
მნიშვნელოვანი საფუძვლის“ კრიტერიუმით ხელმძღვანელობისას მოსამართლემ
არაერთი გარემოება უნდა გაითვალისწინოს. აღსანიშნავია, რომ მოსამართლის
მიერ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, გარკვეული თვალსაზრისით,
სადაზღვევო კომპანიის პოლიტიკაში ჩარევად განიხილება.8 ასეთი არგუმენტი
აზრსმოკლებული არ უნდა იყოს, რამდენადაც მოსამართლეს არ გააჩნია ის
კომპეტენცია, რომლის საფუძველზეც სადაზღვევო კომპანიის ანდერრაიტინგის
სამსახური ცალკეულ გადაწყვეტილებას იღებს.

მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინებასთან ერთად 800 იცავს მზღვეველის, 10


როგორც მეწარმის, ინტერესსაც. მას უფლება აქვს თავისუფლად განსაზღვროს
სადაზღვევო მომსახურების შინაარსი და კონტრაჰენტის ვინაობა, თუ აღნიშნული
კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის (იხ. 319 I).

დამზღვევისათვის უარის გაცხადება სხვადასხვა სახით შეიძლება მოხდეს. 11

დამზღვევისაგან პირველად ეტაპზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 12


სადაზღვევო კომპანიამ შესაძლებელია საერთოდ უარი თქვას რისკის აღებაზე.
უარის ლეგიტიმურობის დასადგენად უნდა შეფასდეს მზღვეველის მიერ
მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა. მაგალითად, თუ დამზღვევის
საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და
მისი დაზიანების რისკი საკმაოდ მაღალია, ასეთი გარემოება დამზღვევისათვის
გაცხადებული უარის მნიშვნელოვან საფუძვლად უნდა ჩაითვალოს.

7 იქვე, 201.
8 Merkin/Rodger, EC Insurance Law, 1997, p. 47.
3
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

13 სადაზღვევო პრაქტიკაში მიღებულია უარი გარკვეული ტიპის მომსახურებებზე,


რომელთაც მზღვეველი ხელშეკრულების გამონაკლის პირობებში ითვალისწინებს.
ასეთ დროს დამზღვევს უარი არაპირდაპირ განეცხადება. ასეთია მაგალითად,
ჯანმრთელობის დაზღვევის დროს ე. წ. ექსპრიმენტული მკურნალობის
მომსახურება.9 ექსპერიმენტული მკურნალობის ხარჯები საკმაოდ მაღალია და
მზღვეველისათვის მათი პროგნოზირება სირთულეს წარმოადგენს. დამზღვევთა
ინტერესების მაქსიმალური დაცვისა და კომპანიის გადახდისუნარიანობის
უზრუნველყოფის მიზნით, სადაზღვევო კომპანიები უმეტესად
არამიზანშეწონილად მიიჩნევენ ასეთი ტიპის რისკების აღებას. მეწარმის ამგვარი
პოლიტიკა ლოგიკურია იმ თვალსაზრისით, რომ თუ ის სადაზღვევო დაფარვას
ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე გაავრცელებს, გაიზრდება როგორც
მისი, ისე დამზღვევის ხარჯები. კერძოდ, გაიზრდება სადაზღვევო პრემია. ამიტომ,
დამზღვევისათვის გაცხადებული უარი, საბოლოოდ მისივე ინტერესების დაცვის
ერთგვარ მექანიზმად შეიძლება ჩაითვალოს. შესაბამისად, თუ დამზღვევი
მზღვეველს მიმართავს აღნიშნული ტიპის მკურნალობის დაზღვევის
ინიციატივით, მზღვეველის უარი ამ შემთხვევაში ლეგიტიმურად ჩაითვლება.

14 მზღვეველის მხრიდან ხელშეკრულების დადებაზე უარის გაცხადება მოიცავს მის


მიერ მომეტებული რისკის არსებობის გამო მაღალი სადაზღვევო პრემიის
დაწესებასაც, რაც, თავის მხრივ, დამზღვევისათვის ხელშეკრულებაზე უარს
შეიძლება ნიშნავდეს. იქ, სადაც რისკის განხორციელების ალბათობა დიდია,
მზღვეველი უფლებამოსილია საერთოდ არ აიღოს ასეთი რისკი ან მისი
ტარებისათვის შესაბამისად მაღალი პრემია დააწესოს. მოცემულ შემთხვევებში,
მზღვეველის უარის ლეგიტიმურად მისაჩნევად, პრემია არ უნდა იყოს
შეუსაბამოდ მაღალი. რისკის სიმძიმესთან პრემიის შესაბამისობის დადგენა
რთული ამოცანაა. მზღვეველი, როგორც მეწარმე, თავისუფლად განსაზღვრავს
სადაზღვევო მომსახურების ფასებს ცალკეული ტიპის სადაზღვევო
პროდუქტისათვის.

15 სადაზღვევო პრაქტიკაში მზღვეველის უარის ლეგიტიმაცია შეიძლება


პრობლემური გახდეს, თუკი დავა დისკრიმინაციის საფუძველზე წამოიჭრა.
მაგალითად, სადაზღვევო კომპანიები სიცოცხლის დაზღვევისას
ხელმძღვანელობენ სტატისტიკური მონაცემებით. სიკვდილიანობის
მაჩვენებლების შესწავლის საფუძველზე მზღვეველმა შესაძლოა განსხვავებული
გადაწყვეტილება მიიღოს სხვადასხვა სქესისა და ასაკის ადამიანის სიცოცხლის
დაზღვევის თაობაზე. კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების
გათვალისწინებით, მოსამართლემ უნდა დაადგინოს დისკრიმინაცის
განხორციელების ფაქტი და მზღვეველის უარის მართებულობა.

9 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 498.


4
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მზღვეველს შესაძლებელია დაზღვევის ობიექტის შესახებ გააჩნდეს გარკვეული 16


ინფორმაცია, რომელიც მას ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის საფუძველს
აძლევს.10 მაგალითად, თუ მზღვეველმა იცის დამზღვევის მძიმე ფინანსური
მდგომარეობის შესახებ, ის შეაფასებს კონტრაჰენტის მიერ პრემიის გადახდის
ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას.

მზღვეველის უარის საფუძვლიანობასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია 17


დამზღვევისათვის მისი გონივრულ ვადაში გაცხადება. აღნიშნული დამზღვევის
ინტერესების დაცვის აუცილებლობითაა გაპირობებული. მზღვეველისაგან
პასუხის მიღებამდე „დაზღვევის ობიექტი“ რისკის ქვეშაა: არ არსებობს მისი
მიმართ დამდგარი ზიანის ანაზღაურების გარანტია.11 კეთილსინდისიერების
პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს, მეტი მზრუნველობით მოეკიდოს
დამზღვევის ინტერესს და ხელშეკრულების დადებაზე დაგვიანებული უარით
მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენოს ის.

IV. სამართლებრივი შედეგი

800 მოთხოვნის შემცველ ნორმებს განეკუთვნება. ის უფლებას ანიჭებს დამზღვევს, 18


მზღვეველის უარის საფუძველზე, მისგან ხელშეკრულების დადება მოითხოვოს.
თავის მხრივ, მზღვეველის უარი წინასახელშეკრულებო ურთიერთობების
სფეროში ექცევა. შესაძლებელია მსჯელობა მოთხოვნის საფუძვლად 317-ე II-ს
გამოყენებაზე, რომელიც თავის მხრივ მიუთითებს 316-ზე. იურიდიულ
ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, 317 მიუთითებს არა
მთლიანად 316-ზე, არამედ მხოლოდ მის მეორე ნაწილზე.12 აღნიშნულის
გათვალისწინებით რთულია 800-ს მისადაგება წინასახელშეკრულებო ბრალის
შემადგენლობასთან. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს culpa in
contrahendo-ს გამოყენებისათვის აუცილებელი წინაპირობები.13

მზღვეველსა და დამზღვევს შორის წარმოშობილი წინასახელშეკრულებო 19


ურთიერთობა არ აკმაყოფილებს მოცემული შემადგენლობის ნიშნებს.
მზღვეველის რეკლამირება შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს დამზღვევში
საფუძვლიანი ნდობის ჩამოყალიბებისთვის. თუმცა, მზღვეველის უარი
განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, რომელსაც 317 II და III არეგულირებს. თუ
მზღვეველი დამზღვევს შეუქმნის ხელშეკრულების დადების ლეგიტიმურ
მოლოდინს და აღნიშნულის საფუძველზე დამზღვევი გასწევს გარკვეულ ხარჯებს,
ასეთ შემთხვევაში გამოიკვეთება მზღვეველის წინასახელშეკრულებო ბრალი.

სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, თუ მზღვეველის უარი მნიშვნელოვანი 20


საფუძვლის გარეშე გაცხადებულად ჩაითვლება, დამზღვევი ისარგებლებს
მზღვეველისათვის ხელშეკრულების დადების ვალდებულების დაკისრების
უფლებით 800-ე მუხლის, როგორც სპეციალური ნორმის, საფუძველზე

10 ცისკაძე, ნებაყოფლობითი დაზღვევის სამართლებრივი რეგულირება, 2001, გვ. 14.


11 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 209.
12 ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 83.

13 იქვე, 87.
5
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

V. ხელშეკრულების განმარტება

21 დამზღვევმა უნდა ამტკიცოს მზღვეველის მხრიდან გაცხადებული უარის


არალეგიტიმურობა. ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით,
მზღვეველის მიერ რისკის შეფასების შედეგად მიღებული ცალკეული
გადაწყვეტილების უსამართლობის მტკიცება რთულია და, საბოლოოდ,
მზღვეველის უარის შეფასება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს.

6
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 801. სავალდებულო დაზღვევა

კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სავალდებულო დაზღვევა, რომლის


მიმართაც გამოიყენება ამ თავის წესები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება
კანონმდებლობას სავალდებულო დაზღვევის შესახებ. გადაზღვევასთან
დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება კანონმდებლობით დადგენილი
წესით.

I. ნორმის მიზანი ................................................................................................................................................. 1


II. სავალდებულო დაზღვევის გამიჯვნა ნებაყოფლობითი დაზღვევისგან ............................................. 1
III. გადაზღვევა .................................................................................................................................................... 3
1. გადაზღვევის არსი ...................................................................................................................................... 3
2. გადაზღვევის სახეები და შეთანხმების სქემები .................................................................................... 5

I. ნორმის მიზანი
801 ადგენს სავალდებულო დაზღვევის სამართლებრივი მოწესრიგების წესს. 1
ნორმა ასევე მიუთითებს გადაზღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობების
საკანონმდებლო რეგულირებაზე. 801-ს პირველი და მეორე წინადადებით
გათვალისწინებულია ორი არსობრივად განსხვავებული ინსტიტუტი, რაც ნორმის
ერთიან კონტექსტში განმარტებას ართულებს. ამასთან, 801-ს მეორე წინადადების
არარსებობის პირობებშიც გადაზღვევის ურთიერთობები დაზღვევის შესახებ
საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების ქვეშ მოექცევა.
საკანონმდებლო მოწესრიგების თვალსაზრისით, სასურველი იქნებოდა
გადაზღვევის ნორმა ცალკე მუხლად და შინაარსობრივი თვალსაზრისით
სრულყოფილად ჩამოყალიბებულიყო, რადგან გადაზღვევის ხელშეკრულება
თავისი არსით რთული იურიდიული კონსტრუქტია და დეტალურ მოწესრიგებას
მოითხოვს.

II. სავალდებულო დაზღვევის გამიჯვნა ნებაყოფლობითი დაზღვევისგან

სახეების გარდა მიღებულია დაზღვევის კლასიფიკაცია ფორმების მიხედვით. ამ 2


თვალსაზრისით ერთმანეთისგან განასხვავებენ ნებაყოფლობით და
სავალდებულო დაზღვევას. პირველი, მხარეთა ნების ავტონომიის საფუძველზე
წარმოიშობა და ექცევა სამოქალაქო კოდექსის რეგულირების ქვეშ. მეორე კი,
უგულებელყოფს მხარეთა ნების ავტონომიას და საჯარო სამართლის
მოწესრიგების საგნად წარმოდგება.

„სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულებას ვერ განვიხილავთ როგორც 3


სამოქალაქო ხელშეკრულებას, ვინაიდან სავალდებულო დაზღვევა
უგულებელყოფს დამზღვევის ნებას ასეთ ურთიერთობაში მონაწილეობაზე.“1
სავალდებულო დაზღვევის მიზანი მესამე პირთა დაცვაა. საზოგადოებრივი

1 ცისკაძე, ნებაყოფლობითი დაზღვევის სამართლებრივი რეგულირება, 2001, გვ. 15.


1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

ინტერესების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე სახელმწიფომ სხვადასხვა ტიპის


სავალდებულო დაზღვევის შემოღების ინიციატივას იჩენს.2 სავალდებულო
დაზღვევის დროს მხარეთა კერძოსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობებში
შეჭრით სახელმწიფო იცავს დაზარალებულთა ინტერესებს.3

4 სამოქალაქო კოდექსში გათვალისწინებული დაზღვევის ნორმები უმთავრესად


ნებაყოფლობითი დაზღვევის მოსაწესრიგებლადაა გამიზნული. თუმცა,
შესაძლებელია მათი მოქმედების გავრცელება სავალდებულო დაზღვევაზე, თუკი
სავალდებულო დაზღვევის კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ კრძალავს.
სავალდებულო დაზღვევის კანონი განსაზღვრავს ხელშეკრულების არსებით
პირობებს, რაც სხვა შემთხვევაში მხარეთა პრეროგატივაა. ამასთან, კანონი
გარკვეული კატეგორიის სამართალსუბიექტებისათვის კანონით
გათვალისწინებული ობიექტების დაზღვევის ვალდებულებას ადგენს.

5 დაზღვევის ხელშეკრულების დადების ვალდებულებას კონკრეტულ პირებს კერძო


სამართლის ნორმაც შეიძლება აკისრებდეს. მაგალითად: 245 მე-5, 691 1-ლი4 და
სხვ. ასეთი ვალდებულებები სამოქალაქო კოდექსის მიერ მხარეთა ინტერესების
დაცვის ინტერესების გათვალისწინებითაა დადგენილი. მიუხედავად ნორმათა
იმპერატიული ხასიათისა, ისინი კერძოსამართლებრივი რეგულირების
ინსტრუმენტებს წარმოადგენენ.

6 იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, დასაშვებია


დამზღვევის მიერ ერთი და იგივე ინტერესის დაზღვევა ერთდროულად როგორც
სავალდებულო, ისე ნებაყოფლობითი დაზღვევით.5 ასეთი დაშვების გაკეთებისას
მნიშვნელოვანია ზიანის ანაზღაურების ნაწილში კანონმდებლის მიერ
გაკეთებული დათქმის გათვალისწინება უკანონო მოგების მიღების აკრძალვის
შესახებ (იხ. 827 III). რადგან ასეთ მოწესრიგებას კანონმდებელი სისტემურად
ზიანის დაზღვევის ნაწილში ითვალისწინებს, ლოგიკურად მისი გამოყენება უნდა
მოხდეს ზიანის დაზღვევასთან დაკავშირებული დავების დროს. თუმცა,
შესაძლებელია, სასამართლომ 827 III ფართოდ განმარტოს და მას გამოყენება
დაზღვევის სხვა სახეების შემთხვევაშიც მისცეს.

7 სავალდებულო დაზღვევის საჯაროსამართლებრივი ხასიათი საჯარო და კერძო


სამართლის გამიჯვნის კლასიკური თეორიების მაგალითზე უნდა შემოწმდეს.
ინტერესთა თეორიის გათვალისწინებით, სავალდებულო დაზღვევა ცალსახად
საზოგადოებრივ ინტერესს იცავს. ნებაყოფლობითი დაზღვევის

2
საქართველოში მოქმედებდა კანონები „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ 27/06/1997-25/01/2010; „სავალდებულო
ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ 03/02/1999-18/07/2005. 24/06/1999 წლიდან მოქმედებს
კანონი „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო
უზრუნველყოფის შესახებ.“
3 გოგიშვილი, საჯარო სამართალი, კერძო სამართალი და სასამართლო პრაქტიკა, ქართული სამართლის

მიმოხილვა, 6/2003-4, გვ. 502.


4 ცისკაძე, ნებაყოფლობითი დაზღვევის სამართლებრივი რეგულირება, 2001, 17.

5 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 116, გვ. 116.

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

ხელშეკრულებისგან განსხვავებით, სავალდებულო დაზღვევით


გათვალისწინებული დაცვის ინტერესთა წრე გაცილებით ფართოა.6

სუბორდინაციის თეორიასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ 8


სავალდებულო დაზღვევით გათვალისწინებული ურთიერთობა აღმოცენდება არა
ხელშეკრულების, არამედ კანონის საფუძველზე.7

სუბიექტთა თეორიის გათვალისწინება კი მოცემულ შემთხვევაში შეიძლება 9


არასაკმარისი აღმოჩნდეს. მაგალითად, შესაძლებელია ხელშეკრულების ორივე
მხარე კერძო სამართლის სუბიექტით იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ურთიერთობა
მაინც საჯაროსამართლებრივად ჩაითვალოს. ასეთ დროს გადამწყვეტი
მნიშვნელობა ხელშეკრულების დადების მიზანს მიენიჭება. „ნებაყოფლობითი
დაზღვევისაგან განსხვავებით სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება საჯარო
სამართლებრივი ხასიათისაა და წარმოიშობა კანონის საფუძველზე.“8

დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონი სავალდებულო დაზღვევას განმარტავს, 10


როგორც დაზღვევის ისეთ ფორმას, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი,
სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით
სავალდებულო დაზღვევის შესახებ (მუხ. 5 IV). მნიშვნელოვანია კანონის V 5
მუხლით გათვალისწინებული რეგულირება, რომლის მიხედვითაც მზღვეველს
უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ უკანასკნელისთვის კანონით
დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობები. კანონი იცავს დაზღვეულის
ინტერესს: ისეთ შემთხვევებში, როდესაც დამზღვევმა არ დადო ხელშეკრულება ან
ასეთი ხელშეკრულება დაიდო დაზღვეულისათვის კანონით
გათვალისწინებულზე უარესი პირობებით, დაზღვეულს უფლება აქვს
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება
(მუხლი 6 II).

III. გადაზღვევა

1. გადაზღვევის არსი
გადაზღვევა უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. ის იცავს როგორც დამზღვევის, ისე 11
მზღვეველის ინტერესებს და, საბოლოოდ, სადაზღვევო ბაზრის განვითარებას
უწყობს ხელს.

გადაზღვევა მზღვეველის მიერ დადებული დაზღვევის ხელშეკრულებაა, 12


რომელშიც დამზღვევად მზღვეველი, ხოლო მზღვეველად კი გადამზღვეველი
გამოდის.9 გადაზღვევის ხელშეკრულებების გამოყენება სადაზღვევო პრაქტიკაში
მრავალმხრივ მიზანს ემსახურება: 1) გადაზღვევის მექანიზმი აფართოებს
მზღვეველის მიერ აღებული რისკის მოცულობას, რაც სადაზღვევო ბაზარზე

6 გოგიაშვილი, საჯარო სამართალი, კერძო სამართალი და სასამართლო პრაქტიკა, ქართული სამართლის


მიმოხილვა, 6/2003-4, გვ. 486.
7 იქვე, 488.

8 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის N ას-4-381-05 განჩინება.

9 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 1015.

3
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

კონკურენციის გაზრდასა და დაზღვევის მეტი ხელშეკრულების გაფორმებას


იწვევს; 2) გადაზღვევის მეშვეობით მზღვეველი ერთვება ბიზნესის მისთვის ახალ
სფეროებში და ისეთი რისკების აღებას იწყებს, რის შესაფასებლადაც
დამოუკიდებლად ნაკლები რესურსი გააჩნია; 3) გადაზღვევა ეფექტური
მექანიზმია კატასტროფული რისკების დასაზღვევად.10

13 დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონი გადაზღვევას განმარტავს, როგორც


ოპერაციას, რომლის დროსაც მზღვეველი გადაზღვევის ხელშეკრულების
საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების
გათვალისწინებით ახორციელებს სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული
ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვეველი კომპანიისათვის
(მუხლი 2).

14 გადაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას სასამართლომ უნდა


გაითვალისწინოს ის სპეციფიკა, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულებასთან
მსგავსების მუხედავად, გადაზღვევის ტრანზაქციას ახასიათებს. უპირველესად,
გასათვალისწინებელია, რომ გადაზღვევა ფორმდება ორ მეწარმე სუბიექტს შორის.
შესაბამისად, მეწარმე დამზღვევზე არ უნდა გავრცელდეს ის რეგულაციები,
რომელსაც კანონმდებელი „გამოუცდელი“ მომხმარებლის დაცვის მიზნით ადგენს.
ამის ნათელი გამოვლინებაა დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას ფართოდ
გამოყენებული contra proferentem პრინციპის გამორიცხვა გადაზღვევის დროს.11
სამაგიეროდ, გადაზღვევის ხელშეკრულებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების ზედმიწევნით კეთილსინდისიერად
შესრულებას. გადაზღვევის ოპერაციების შესრულებისას მხარეები, კომუნიკაციის
ფორმის მიუხედავად, მომეტებული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით უნდა
მოეკიდონ ერთმანეთისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს.12

15 გადაზღვევის ხელშეკრულების შინაარსი მნიშვნელოვნად განისაზღვრება


დაზღვევის ხელშეკრულების შინაარსით.13 გადაზღვევის ხელშეკრულების
განმარტებისას მოქმედებს პრეზუმფცია, რომ თუკი გადაზღვევის ხელშეკრულება
არ ითვალისწინებს განსხვავებულ რეგულირებას, მისი პირობები დაზღვევის
ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების მნიშვნელობისაა.14 აღნიშნული
გულისხმობს, რომ გადამზღვეველს ეკისრება ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი ვალდებულება ეკისრება
მზღვეველს.

16 პრაქტიკაში შეიძლება პრობლემად იქცეს მზღვეველის გაკოტრების შემთხვევებში


გადამზღვეველის ვალდებულების დადგენა. არაგონივრული იქნებოდა
გადამზღვევის გაკოტრების შემთხვევაში გადამზღვეველის ზიანის ანაზღაურების

10 იქვე, 1018.
11 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 1019.
12 იქვე, 1021.
13 იქვე, 1022.
14 იქვე, 1023.

4
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

ვალდებულებისაგან გათავისუფლება.15 ასეთი ლოგიკით, გადამზღვეველები


უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნის ადრესატადაც შეიძლება
განიხილებოდნენ. ასეთი მაგალითების ანალიზი მნიშვნელოვანია გადაზღვევის
ხელშეკრულების დამზღვევზე გავლენის თვალსაზრისითაც. თავისთავად
დამზღვევი გადაზღვევის ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს და, როგორც
წესი, მას არ გააჩნია სახელშეკრულებო მოთხოვნა გადამზღვევის მიმართ. თუმცა,
გადაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას, სასამართლომ შეიძლება ასეთი
მოთხოვნა მიანიჭოს დამზღვევს, თუკი მიიჩნევს, რომ გადაზღვევის
ხელშეკრულება მესამე პირის სასარგებლოდ დადებული გარიგებაა.16

2. გადაზღვევის სახეები და შეთანხმების სქემები


გადაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობების განსაზღვრისას უდიდესი 17
მნიშვნელობა რისკის განაწილების წესს ენიჭება. ამ თვალსაზრისით სადაზღვევო
პრაქტიკა რისკისა და პრემიის განაწილების სხვადასხვა მექანიზმს იცნობს.
განასხვავებენ ფაკულტატურ და ავტომატურ გადაზღვევას. პირველი შედარებით
რთული და არაპრაქტიკული მექანიზმია, რამდენადაც გადამზღვევისაგან
გადამზღვეველისათვის თითოეულ რისკთან დაკავშირებული დეტალური
ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს. შედეგად, გადამზღვეველი უფლებამოსილია,
უარი თქვას შეთავაზებულიდან ნებისმიერი რისკის აღებაზე. ავტომატური
გადაზღვევის ხელშეკრულებები კი ხანგრძლივი პერიოდითაა განსაზღვრული და
გადამზღვეველის მიერ ცალკეული რისკის შემოწმების აუცილებლობას არ
ითვალისწინებს.17

ორივე სახის გადაზღვევის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს quota share და 18


excess of loss შეთანხმების სქემები. quota share გადაზღვევის დროს ზიანის
ანაზღაურებისა და პრემიის განაწილება მხარეებს შორის ხდება pro rata პრინციპის
საფუძველზე. მაგალითად, გადამზღვევი და გადამზღვეველი შეიძლება
შეთანხმდნენ, რომ პრემიის 30% მიიღებს და, შესაბამისად, ზიანის 30%-ს
აანაზღაურებს გადამზღვეველი. excess of loss გადაზღვევისას გადამზღვეველი
აანაზღაურებს ზიანს მხოლოდ გადამზღვევის მიერ განხორცილებული
ანაზღაურების შედეგად. თუ გადამზღვეველი აანაზღაურებს წინასწარ დადგენილ
პროცენტს და დამზღვევის ზიანის სრული დაფარვა ვერ მოხდება, მას დამატებით
აანაზღაურებს გადამზღვეველი.18 excess of loss გადაზღვევის სქემა ემსგავსება
დაზღვევის ხელშეკრულებაში ფრანშიზის გამოყენების შესახებ არსებულ დათქმას,
სადაც მზღვეველის ვალდებულების წარმოშობა ფრანშიზის სახით დათქმულ
დამატებით წინაპირობასთან არის დაკავშირებული (იხ. 799-ე მუხლის კომენტ.).

გადაზღვევა უნდა გაიმიჯნოს ორმაგი დაზღვევისაგან, როდესაც ერთი და იგივე 19


რისკი ორ სხვადასხვა მზღვეველთან არის დაზღვეული.19

15 იქვე, 1020.
16 იქვე, 1022.
17 იქვე, 1016.

18 იქვე, 1017.

19 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 1015.


5
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

20 გადაზღვევის მექანიზმის გამოყენება არ ამცირებს და არ გამორიცხავს


მზღვეველის პასუხისმგებლობას დამზღვევის წინაშე. ხშირად დამზღვევმა არც კი
იცის გადაზღვევის არსებობის შესახებ.20

21 გადაზღვევის სისტემის არსებობა მზღვეველის ფინანსური სიმყარის


უზრუნველყოფის ერთ-ერთი მექანიზმია (საქართველოს კანონი დაზღვევის
შესახებ, მუხლი 13 I).

22 მზღვეველი, დადებული გადაზღვევის ხელშეკრულების მიუხედავად,


პასუხისმგებელია დამზღვევის წინაშე დაზღვევის ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მთელი ვალდებულებების ფარგლებში (კანონი დაზღვევის
შესახებ, მუხლი 13 II). „გადაზღვევის მიუხედავად, დამზღვევის წინაშე სრული
სადაზღვევო საზღაურის გაცემის ვალდებულებას კისრულობს მზღვეველი.“21

20 იქვე, 1015.
21 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 801, გვ. 118.
6
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 802. სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)

1. მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის


ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა - პოლისი).
2.სადაზღვევო მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა. ხელშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ
ადგილს ან იურიდიულ მისამართს);
ბ. დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას;
გ. სადაზღვევო რისკის განსაზღვრას;
დ. დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას;
ე. სადაზღვევო თანხის ოდენობას;
ვ. სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.
3. თუ დაზღვევის საგანს წარმოადგენს პირის სიცოცხლე, მაშინ დამატებით
აუცილებელია მონაცემები მზღვევლის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების
განაწილების პირობების შესახებ.

I. ნორმის მიზანი ................................................................................................................................................. 1


II. დაზღვევის პოლისის გაცემა......................................................................................................................... 2
III. პოლისის შინაარსი ........................................................................................................................................ 2
IV. მონაცემები მზღვეველის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების განაწილების პირობების
შესახებ ................................................................................................................................................................... 3
V. სადაზღვევო დაფარვა და გამონაკლისები ................................................................................................. 3

I. ნორმის მიზანი
802 აწესრიგებს დაზღვევის პოლისთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ: ა) 1
დამზღვევისათვის დაზღვევის პოლისის გადაცემის ვალდებულებას, ბ)
დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობების შინაარსს, 3) დამატებით
მოთხოვნებს სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება და დაზღვევის 2


პოლისი, სადაზღვევო პრაქტიკაში, თანაბარი მნიშვნელობით გამოიყენება.
„მზღვეველი აფორმებს ერთ დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს, როგორც
დაზღვევის ხელშეკრულებას, ისე დაზღვევის პოლისს, ანუ ამ ნორმის შესაბამისად
სადაზღვევო პოლისი სადაზღვევო ხელშეკრულებაცაა.“1 მართალია, დაზღვევის
ხელშეკრულება უფრო ვრცელი და დეტალურად გაწერილი პირობების შემცველი
დოკუმენტია, მაგრამ იურიდიული ძალით მას უთანაბრდება პოლისი, რომელიც
უმთავრესად სადაზღვევო დაფარვის პირობებს შეიცავს.

1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 5 მარტის N 3კ-310-03 განჩინება.


1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

II. დაზღვევის პოლისის გაცემა


3 დაზღვევის პოლისის გაცემით მზღვეველი ერთგვარად ადასტურებს დაზღვევის
ხელშეკრულების დადებას. სადაზღვევო პრაქტიკაში დაზღვევის პოლისები
დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გაიცემა. შესაბამისად, პოლისის
მფლობელის მიმართ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ის წარმოადგენს სადაზღვევო
ანაზღაურების მიღებაზე უფლებამოსილ პირს. სწორედ დაზღვევის პოლისის
წარმოდგენის საფუძველზე ხდება სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის
ანაზღაურება. მართალია, პოლისი დამზღვევის იდენტიფიკაციის ერთადერთ
საშუალებას არ წარმოადგენს, მაგრამ უმთავრესად სადაზღვევო კომპანიები
დამზღვევისაგან ითხოვენ პოლისის, როგორც დაზღვევის დამადასტურებელი
მოწმობის, წარდგენას.

III. პოლისის შინაარსი


4 802 II განსაზღვრავს დაზღვევის ხელშეკრულების არსებით პირობებს. მათ
მიეკუთვნება: მხარეთა ვინაობა და მათი მონაცემები, დაზღვევის საგნის
დასახელება, სადაზღვევო რისკი, დაზღვევის დასაწყისი და ხანგრძლივობა,
სადაზღვევო თანხის ოდენობა, სადაზღვევო პრემიის ოდენობა და გადახდის
პირობები.

5 დაზღვევის ხელშეკრულება, სხვა ხელშეკრულებების მსგავსად, საჭიროებს მისი


მხარეების დასახელებას და მათი მონაცემების დეტალურად გაწერას. აღნიშნულში
მუხლი ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართს მოიაზრებს. თუმცა, სადაზღვევო
კომპანიები უფლებამოსილნი არიან ბევრად უფრო დეტალური ინფორმაცია
მოითხოვონ დამზღვევისაგან და აღნიშნული ასახონ ხელშეკრულებაში.

6 დაზღვევის ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანია დაზღვევის ობიექტის (საგნის)


მითითება. შესაბამისად, თუ დაზღვევის საგანია ქონება, ხელშეკრულებაში
აუცილებელია მისი დეტალური რეკვიზიტების მითითება. თუ დაზღვევის საგანი
დაზღვეულის სიცოცხლეა, ხელშეკრულებაში აუცილებელია მისი პირადი
მონაცემების დაფიქსირება და სხვ.

7 სადაზღვევო რისკის ზუსტად გაწერა განუზომლად დიდი მნიშვნელობისაა


დაზღვევის ხელშეკრულებისთვის. მართალია, მუხლი ცალკე არ გამოყოფს
სადაზღვევო შემთხვევას, მაგრამ 802 II გ-ს ქვეშ მოიაზრება როგორც სადაზღვევო
რისკი, ისე მისი რეალიზაციის შედეგი სადაზღვევო შემთხვევის სახით.

8 დაზღვევის პოლისით განისაზღვრება სადაზღვევო პერიოდი.

9 დაზღვევის დასაწყისისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რადგან


მზღვეველი მიერ სწორედ ამ პერიოდში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით
გამოწვეულ ზიანს აანაზღაურებს.2

2
დაზღვევის დასაწყისისა და ხანგრძლივობის, ასევე მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის
საკითხთან დაკავშირებით იხ. 806 I-ის კომენტ., შდრ. 816-ე მუხლის კომენტ.
2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

სადაზღვევო პერიოდის განსაზღვრის შესახებ შესაძლებელია კომპანიას ცალკეულ


სადაზღვევო პროდუქტზე დამატებითი რეგულაციები ჰქონდეს შემუშავებული.
მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ასეთია დათქმა წინასწარ
არსებული სამედიცინო მდგომარეობის გამორიცხვის პირობების შესახებ.3
აღნიშნული პირობები გამორიცხავს სადაზღვევო დაფარვის გავრცელებას ისეთ
დაავადებებზე, რომლებიც დადგა ან რომელთა განვითარებაც დაიწყო
სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე.4 ასეთი შემთხვევებისათვის კლასიკურ
მაგალითს წარმოადგენს ორსული ქალის მიერ ორსულობის პერიოდში
შეძენილი ჯანმრთელობის დაზღვევა, რომლის პირობებიც გამორიცხავს
სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე დამდგარ ორსულობასთან დაკავშირებული
სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას.5

დაზღვევის ხელშეკრულებით განისაზღვრება სადაზღვევო თანხა და სადაზღვევო 10


შესატანი (პრემია) (იხ. 799-ე მუხლის კომენტ.).

IV. მონაცემები მზღვეველის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების განაწილების


პირობების შესახებ
802 III ითვალისწინებს სპეციალურ მოწესრიგებას სიცოცხლის დაზღვევის 11
შემთხვევაში. მუხლის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებაში
აუცილებელია მონაცემები მოგების განაწილების ან ამ მოგების განაწილების
პირობების შესახებ. აღნიშნული მოიაზრებს დაგროვებითი სახის სიცოცხლის
დაზღვევას. სამოქალაქო კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს დამზღვევის მიერ მოგების
მიღებას ისეთ შემთხვევებში, როდესაც დაზღვეულის სიცოცხლე შენარჩუნდება და
მზღვეველი წინასწარ თანხმობას გამოთქვამს ანაზღაურების გაცემის შესახებ.
ასეთი შეთანხმებები საინტერესოა, რამდენადაც ისინი ერთგვარად ემიჯნება
დაზღვევის კლასიკურ ხელშეკრულებებს და უფრო მეტ მსგავსებას ავლენს
თამაშობისა და სანაძლეოს შეთანხმებებთან. განსხვავება ისაა, რომ დაგროვებითი
დაზღვევის დროს არ დგას მორალური რისკის ზრდის საშიშროება, რაც, თავის
მხრივ, საფრთხეს შეუქმნიდა საჯარო წესრიგის დაცვის ინტერესს.

V. სადაზღვევო დაფარვა და გამონაკლისები


დაზღვევის პოლისის უმნიშვნელოვანეს პირობებს წარმოადგენს სადაზღვევო 12
დაფარვა და გამონაკლისები. სადაზღვევო დავების დიდი ნაწილი უკავშირდება
სწორედ აღნიშნული პირობების განმარტების საფუძველზე მზღვეველის მიერ
ანაზღაურების გაცემაზე გამოთქმულ უარს.

3 წინასწარ არსებული სამედიცინო მდგომარეობის გამორიცხვის პირობების გათვალისწინება


ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებაში გარკვეულ მიზნებს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ
სადაზღვევო შემთხვევის დადგომა უნდა წარმოადგენდეს მხარეთათვის წინასწარ უცნობ და
არაპროგნოზირებად მოვლენას. იხ. Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 496;
4 იქვე.

5 იქვე, 497;

3
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

13 დაზღვევის ხელშეკრულების გამონაკლისი პირობების განმარტებისას


საინტერესოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ერთ-ერთ საქმეზე,6 სადაც
სასამართლომ მზღვეველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული გამონაკლისი
პირობა სკ-ს 346-ე მუხლის საფუძველზე ბათილად მიიჩნია. საქმის ფაქტობრივი
გარემოებების გათვალისწინება მოცემულ შემთხვევაში ღირებულია სასამართლოს
მსჯელობის შესაფასებლად. საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და სადაზღვევო
კომპანიას შორის დაიდო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება. ხელშეკრულების გამონაკლის
პირობებში მზღვეველმა მიუთითა, რომ არ აანაზღაურებდა დაზღვეულის
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდგარი სადაზღვევო
შემთხვევით გამოწვეულ ზიანს. ერთ-ერთი დაზღვეული, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის
დეპარტამენტის მობილური ჯგუფის ინსპექტორი, გარდაიცვალა სასაზღვრო
პოლიციის დასაცავ მონაკვეთზე მიოკარდიუმის ინფარქტით. სადაზღვევო
კომპანიამ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე ზემოთ მოყვანილი
გამონაკლისი პირობის გათვალისწინებით. „სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია,
რომ ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმის გათვალისწინებით ხდებოდა
სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და გამოვლენისათვის კანონით
გათვალისწინებული კრიტერიუმების უგულებელყოფა და, ამასთანავე, მხარის
ინტერესების საზიანოდ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის
დარღვევა.“ ასეთი დათქმის არსებობის პირობებში, მხარის ინტერესების
საზიანოდ, მზღვეველს ეძლეოდა შესაძლებლობა, დაზღვეულის სამსახურში
გარდაცვალებაზე მითითებით უარი ეთქვა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.
სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა დაზღვეულის სამსახურის სპეციფიკა და
დაასკვნა, რომ ვინაიდან გარდაცვლილი წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს,
მას ჰქონდა 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი. ამიტომაც, სასამართლომ მიიჩნია, რომ
დაზღვევის ხელშეკრულებაში გაწერილი გამონაკლისით, ფაქტობრივად,
დაზღვეულის გარდაცვალება მხოლოდ მისი შვებულებაში ყოფნის ან
თვითდათხოვნის დროს ჩაითვლებოდა სადაზღვევო შემთხვევად. შესაბამისად,
სააპელაციო სასამართლომ დაზღვევის ხელშეკრულების პირობა იმის თაობაზე,
რომ სიცოცხლის დაზღვევა არ ვრცელდებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის
შესრულების დროზე, სკ-ს 346-ეს საფუძველზე ბათილად ცნო.

14 სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საინტერესოა, რამდენადაც მისი მეშვეობით


სასამართლო ფაქტობრივად შეიჭრა სადაზღვევო კომპანიის მიერ
განხორციელებული ანდერრაიტინგის სფეროში. სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილების ანალიზისას გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება.
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რამდენად არის
მართებული დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის
სტანდარტულ პირობად მიჩნევა და აღნიშნულის საფუძველზე მისი ბათილად
გამოცხადება. მგავსი ტიპის დავებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სკ-ს
342-ით განსაზღვრულის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების

6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის N ას-755-811-2011 განჩინება.


4
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

კლასიფიკატორებზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეეძლო ემსჯელა,


მაგალითად, იმის შესახებ, სთავაზობდა თუ არა მზღვეველი მსგავს გამონაკლის
პირობებს სხვა მომხმარებლებსაც და ამით გადაესინჯა პირობის მრავალჯერადი
გამოყენების მიზანი. ასევე შესაძლებელი იყო მსჯელობა იმის თაობაზე, რამდენად
მიეცა მეორე მხარეს მოცემული პირობის განსაზღვრაში მონაწილეობის
შესაძლებლობა და სხვ.

სასამართლოს მხრიდან დაზღვევის ხელშეკრულების ცალკეული პირობის 15


ბათილად ცნობა, განსაკუთრებით კი სადაზღვევო მომსახურების მოცულობის
განმსაზღვრელ დაფარვისა და გამონაკლისების ნაწილში, შეიძლება ცალსახად
განიხილებოდეს სადაზღვევო კომპანიის კომპეტენციაში შეჭრად. მით უფრო,
როდესაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება
პრემიის ოდენობა და მისი პროპორცია სადაზღვევო მომსახურების
მოცულობასთან. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ საქმეში „სამხედრო
მოსამსახურის პირადი რისკებისაგან დაზღვევა მომეტებულ რისკთან არის
დაკავშირებული და როდესაც მზღვეველის წინაშე დასმულია საკითხი
აღნიშნული მოსამსახურის სიცოცხლის დაზღვევაზე მხოლოდ
არასამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროის მონაკვეთზე, დაზღვევის
პირობების განსაზღვრა ხდება შესაბამისად, ანუ გაცილებით ნაკლები საფასურის
სანაცვლოდ, ვიდრე დაზღვევა ეღირებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის
შესრულების დროს დაფარვის პირობით.“

მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოთ მოყვანილი 16


არგუმენტები და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
თუმცა, სასამართლოს პოზიცია სადავოა და მეტ დასაბუთებას საჭიროებს. მსგავს
შემთხვევებში ხელშეკრულების პირობების უსამართლოდ მიჩნევა უფრო მყარი
იქნება, თუ სასამართლო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული დაფარვისა და
გამონაკლისი პირობების მოცულობას შეაფასებს სადაზღვევო პრემიასთან
მიმართების გათვალისწინებით, სადაც დაეყრდნობა ექსპერტის დასკვნას და არა
საკუთარ კომპეტენციას ანდერრაიტინგის სფეროში.

გამონაკლისი პირობების სამართლიანობის შესახებ საინტერესოა საქალაქო 17


სასამართლოს პოზიცია ერთ-ერთ საქმეზე,7 რომელიც სრულად გაიზიარა
სააპელაციო სასამართლომ. მოცემულ საქმეში სადაზღვევო კომპანიამ უარი უთხრა
დამზღვევს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომანქანის
დაზიანების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე. მზღვეველის
არგუმენტის თანახმად, რადგან დამზღვევი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს
იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ის არღვევდა
დაზღვევის ხელშეკრულების პირობებს. აღნიშნული კი, მზღვეველის
მოსაზრებით, მას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის უფლებას ანიჭებდა.
საგულისხმოა, რომ მოცემულ საქმეში ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია არა
დამზღვევმა, არამედ მესამე პირმა, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების წესები და გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი დამზღვევის

7 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 17 მაისის N ას-157-149-2010 განჩინება.


5
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

ავტომანქანას დაეჯახა. საქალაქო სასამართლომ ყურადღება სწორედ მოცემულ


გარემოებაზე გაამახვილა და დამზღვევის არაბრალეულობა გადამწყვეტ
გარემოებად მიიჩნია მზღვეველისათვის ანაზღაურების ვალდებულების
დაკისრებისას. სასამართლომ მიიჩნია, რომ „დამზღვევის ვალდებულება, არ
იმყოფებოდეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს ალკოჰოლური
ზემოქმედების ქვეშ, უნდა გავრცელდეს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი
აქვს დამზღვევის მხრიდან განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტს და არა შემთხვევებზე, როდესაც
დამზღვევს საერთოდ არანაირი ბრალი არ მიუძღვის სადაზღვევო შემთხვევის
დადგომაში.“ წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, „სტანდარტული
პირობების ის დებულება, რომ უფლებამოსილი მძღოლის ალკოჰოლური თრობა,
თუ მას არ მიუძღვის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომაში, შეიძლება
გახდეს მზღვეველი ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი, უნდა
ჩაითვალოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლთან შეუსაბამოდ და ბათილად.“
ასეთი მსჯელობისას საქალაქო სასამართლო მოცემულ საქმეზე დაეყრდნო იმ
არგუმენტს, რომ „სტანდარტული პირობების შემთავაზებელს უფლება არა აქვს,
ბოროტად ისარგებლოს მეორე მხარის ნდობითა და კეთილსინდისიერებით და
გაითვალისწინოს ისეთი პირობა, რომლის შეუსრულებლობა რეალურად
საფრთხესაც კი ვერ შეუქმნის მის ინტერესებს, თუმცა მას, მეორე მხარის
ინტერესების საზიანოდ, მისცემს შესაძლებლობას, გაამართლოს ვალდებულების
შესრულებაზე უარი.“

6
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 მარტი, 2016

მუხლი 803. სადაზღვევო მოწმობის სახეები

თუ სადაზღვევო მოწმობა გაცემულია წარმომდგენზე სახელობითი ან საორდერო


მოწმობის სახით, მზღვეველს შეუძლია ამ მოწმობის მფლობელს წაუყენოს ყველა
ის მოთხოვნა, რომლებიც მას თავდაპირველი დამზღვევის მიმართ აქვს. ეს წესი არ
გამოიყენება, თუ სადაზღვევო მოწმობის მფლობელი აცნობებს მზღვეველს
დაზღვევასთან დაკავშირებული უფლების მისთვის გადაცემის თაობაზე და ეს
უკანასკნელი დაუყოვნებლივ არ განაცხადებს თავისი მოთხოვნების შესახებ.

I. ნორმის მიზანი
803-ე მუხლში მოცემული მოწესრიგებით კანონმდებელი ითვალისწინებს 1
სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უფლების დათმობის შესაძლებლობას1 და
მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებს განსაზღვრავს.

II. ნორმის მიზანი


დაზღვევის ხელშეკრულება მხარეებს შორის წერილობით ფორმდება. სადაზღვევო 2
პრაქტიკაში ერთმანეთისგან მიჯნავენ დაზღვევის ხელშკრულებასა და დაზღვევის
პოლისს. დაზღვევის ხელშეკრულება ამომწურავად აწესრიგებს მხარეთა შორის
არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს. კერძოდ, ხელშეკრულებაში
დეტალურად განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, სადაზღვევო
დაფარვისა და გამონაკლისი პირობების ჩამონათვალი, დაზღვევისათვის
გადამწყვეტი მნიშვნებლობის მქონე არსებითი პირობები. დაზღვევის პოლისი
მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ასეთ კონკრეტულ
აღწერას არ ითვალისწინებს. სადაზღვევო პრაქტიკაში დაზღვევის პოლისს
დაზღვევის არსებობის დამადასტურებელი მოწმობის ფუნქცია აქვს. როგორც წესი,
დაზღვევის პოლისი დაზღვევის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად
განიხილება. სადაზღვევო მოწმობის შინაარსის მინიმლური მოთხოვნები
განსაზღვრულია 802-ში.

803-ე ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც სადაზღვევო პოლისში 3


კონკრეტული დამზღვევის ვინაობა არ მიეთითება. ასეთ დროს თავდაპირველად
ფორმდება დაზღვევის ხელშეკრულება მხარეებს შორის და ხელშეკრულებაში
შესაბამისი დათქმის გათვალისიწნების შედეგად სადაზღვევო კომპანია გასცემს
საწარმდგენლო ან საორდერო სადაზღვევო მოწმობას.

1დამზღვევის მოთხოვნისაგან განსხვავებით საინტერესოა მზღვეველის მოთხოვნის დათმობასთან


დაკავშირებული მიდგომები. გასათვალისწინებელია საკასაციო სასამართლოს პოზიცია ერთ-ერთ
სადაზღვევო საქმეზე, სადაც მან მიიჩნია, რომ „სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების,
სადაზღვევო შესატანის (პრემიის) მოთხოვნის უფლების დათმობა ეწინააღმდეგება დაზღვევის
შესახებ კანონმდებლობას და, დაზღვევის არსიდან გამომდინარე, დაუშვებელია მოთხოვნის
უფლების დათმობა.“ იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის N ას-4-381-
05 განჩინება.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 მარტი, 2016

4 წინამდებარე ნორმა ითვალისწინებს მზღვეველის უფლებას, დაზღვევის პოლისის


მფლობელს წაუყენოს ყველა ის მოთხოვნა, რომელიც მას თავდაპირველი
დაზღვევის მიმართ გააჩნდა. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის მუხლში
დადგენილია წინაპირობა. კერძოდ, თუ სადაზღვევო მოწმობის მფლობელი
აცნობებს მზღვეველს დაზღვევასთან დაკავშირებული უფლების მისთვის
გადაცემის თაობაზე, მზღვეველმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თავისი
მოთხოვნების შესახებ. აღნიშნული წინაპირობით დადგენილი ვალდებულების
შეუსრულებლობის შემთხვევაში მზღვეველი კარგავს 803-ე მუხლით
გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესაძლებლობას.

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 მარტი, 2016

მუხლი 804. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის შედეგები

1. თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ მზღვეველმა მხოლოდ


სადაზღვევო მოწმობის წარდგენის შემდეგ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა,
მაგრამ მოწმობა დაიკარგა ან განადგურდა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მოითხოვოს
შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო მოწმობა
განსაკუთრებული წარმოების წესით ძალადაკარგულად გამოცხადდა.
2. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში, დამზღვევს
შეუძლია მზღვეველს მოსთხოვოს ასლი. ასლის გაცემის ხარჯებს გაიღებს
დამზღვევი.

I. ნორმის მიზანი
804-ე მუხლში მოცემული ნორმა სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის 1
სამართლებრივ შედეგებს განსაზღვრავს.

II. ნორმის მიზანი


სადაზღვევო პრაქტიკაში, როგორც წესი, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ერთ- 2
ერთი წინაპირობის სახით მზღვეველი სადაზღვევო მოწმობის წარდგენაზე
მიუთითებს. შესაბამისად, დამზღვევის მიერ აღნიშნული ვალდებულების
შეუსრულებლობა აფერხებს მზღვეველის მიერ ანაზღაურების ვალდებულების
შესრულებას. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის ან განადგურებისას დამზღვევს
შეუძლია მოითხოვოს შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო
მოწმობა განსაკუთრებული წარმოების წესით ძალადაკარგულად გამოცხადდა.

სასამართლოს მიერ სადაზღვევო მოწმობის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე 3


გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მზღვეველი გასცემს სდაზღვევო მოწმობის
ასლს. ასეთი ასლის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა
დამზღვევის ვალდებულებას წარმოადგენს.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 805. დაზღვევის აგენტის უფლებები

1. თუ დაზღვევის აგენტი (წარმომადგენელი) უფლებამოსილია დადოს დაზღვევის


ხელშეკრულება, მას ასევე შეუძლია შეცვალოს ხელშეკრულების პირობები,
გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა ან მოშალოს იგი.
2. დაზღვევის აგენტს, რომელიც ასრულებს შუამავლის ფუნქციას დაზღვევის
ხელშეკრულების დადებისას, უფლება აქვს დადოს ასეთი ხელშეკრულება.

I. ნორმის მიზანი ................................................................................................................................................. 1


II. დაზღვევის აგენტის უფლებამოსილების ფარგლები .............................................................................. 1
III. დაზღვევის აგენტის სამართლებრივი სტატუსი ..................................................................................... 2
IV. დაზღვევის აგენტის მიერ შუამავლის ფუნქციის შესრულება .............................................................. 3

I. ნორმის მიზანი
805 აწესრიგებს დაზღვევის აგენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ 1
საკითხებს. საგულისხმოა, რომ ამ თვალსაზრისით 805 ახალ რეგულირებას არ
ითვალისწინებს და მისი არარსებობის პირობებშიც აგენტის ხელშეკრულება
ანალოგიურად მოწესრიგდება სკ-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა
(103-114) და დავალების ხელშეკრულების (709-723) მარეგულირებელი ნორმებით.

II. დაზღვევის აგენტის უფლებამოსილების ფარგლები


სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების პროცესში დიდ როლს ასრულებენ 2
დაზღვევის აგენტები და ბროკერები,1 რომლებსაც ერთგვარი შუამავლობის
ფუნქცია ეკისრებათ დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებს შორის. თუმცა,
აგენტის საქმიანობა ემიჯნება შუამავლობას მის მიერ წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების განხორციელების გამო.2

805 I-ის მიხედვით, დაზღვევის აგენტი აღიჭურვება წარმომადგენლობითი 3


უფლებამოსილებით, რომელიც მას დაზღვევის ხელშეკრულების დადების,
შეცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოშლის უფლებას ანიჭებს.
დაზღვევის აგენტი მზღვეველის წარმომადგენელია. აგენტის მიერ
განხორციელებული ქმედების სამართლებრივი შედეგების ადრესატს კი
მზღვეველი წარმოადგენს (იხ. სკ 104 I). მზღვეველს ლოგიკურად აქვს აგენტის
მიერ განხორცილებული საქმიანობის კონტროლის უფლება. მზღვეველის მიერ
აგენტისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადაცემა დავალების
ხელშეკრულების საფუძველზე ხდება (იხ. სკ 103 I/სკ 709). თუ აგენტის მხრიდან
ადგილი ექნება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადამეტებას,
ხელშეკრულების ნამდვილობა წარმოდგენილი პირის თანხმობაზე იქნება
დამოკიდებული. (იხ. სკ 111 I).

1 სადაზღვევო ბროკერის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონით „დაზღვევის


შესახებ“, მუხლი 2.
2 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 805, გვ. 124.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

4 805 I-ით დადგენილი აგენტის უფლებების მოცულობა და შინაარსი


განისაზღვრება მზღვეველის, როგორც მარწმუნებლის, ინტერესებიდან
გამომდინარე. შესაბამისად, აგენტის უფლებები ხელშეკრულების დადების,
შეცვლის, მისი მოქმედების გაგრძელებისა და მოშლის თაობაზე უნდა
განხორციელდეს მარწმუნებლის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. 712 I
ითვალისწინებს მარწმუნებლის მითითების შესრულების ვალდებულებას.
რწმუნებულს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია მარწმუნებლის
მითითებებიდან გადახვევა (იხ. სკ-ს 712 II). რწმუნებული ასევე ვალდებულია
მოაწოდოს მარწმუნებელს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის
შესახებ (იხ. სკ-ს 713 I). მოყვანილი ფორმულირებების შინაარსის
გათვალისწინებით, დაზღვევის აგენტმა მისთვის 805 I-ით მინიჭებული
უფლებების რეალიზაცია უნდა განახორციელოს მზღვეველთან მჭიდრო
კონსულტაციების პარალელურად. აგენტის უფლებამოსილების ფარგლების
განსაზღვრისას მოსამართლე აგენტსა და მზღვეველს შორის დადებული ეყრდნობა
ხელშეკრულების შინაარსს. ამიტომ, სადაზღვევო პრაქტიკაში აგენტის
უფლებამოსილების დეტალურ გაწერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.3

5 დაზღვევის აგენტსა და მზღვეველს შორის არსებული სამართლებრივი


ურთიერთობა ფიდუციურ ურთიერთობათა რიცხვს მიეკუთვნება, რაც აგენტს
მზღვეველის ინტერესების დაცვის პროცესში განსაკუთრებულ გულისხმიერებას
აკისრებს. ფიდუციურად მიიჩნევა განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებული
სამართალურთიერთობა, რომელიც ხელშეკრულების ერთ მხარეს მეორის
ინტერესებზე განსაკუთრებული ზრუნვის ვალდებულებას აკისრებს.4

III. დაზღვევის აგენტის სამართლებრივი სტატუსი


6 სადაზღვევო პრაქტიკაში აქტუალურია დაზღვევის აგენტის სამართლებრივი
სტატუსის ზუსტი რეგლამენტაცია. როგორც წესი, დაზღვევის აგენტსა და
სადაზღვევო კომპანიას შორის ფორმდება აგენტის ხელშეკრულება, რომელიც
განსაზღვრავს აგენტის უფლებამოსილების ფარგლებსა და პასუხისმგებლობას მის
მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. ამის მიუხედავად,
სასამართლო პრაქტიკა იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც დაზღვევის აგენტი
მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის უფლების საფუძვლად
შრომითსამართლებრივ ურთიერთობაზეც მიუთითებს და, შესაბამისად,
დაყოვნებულ საკომისიოზე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი 0.07%-
ის ოდენობის ანაზღაურების გადახდას ითხოვს (შრომის კოდექსის 31 III მუხლი).
შედეგად, სასამართლო სადაზღვევო კომპანიას სახელფასო და საკომისიო
დავალიანებასთან ერთად დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდაც აკისრებს.5

3 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, 2007, p. 235.


4 Garner (Editor), Black’s Law Dictionary, Eight Edition, 2004, p. 658.
5 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის N 2/14209-12 გადაწყვეტილება.
2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მსგავსი ტიპის დავაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ უნდა 7


გაითვალისწინოს არაერთი გარემოება. მოსამართლემ მხედველობაში უნდა
მიიღოს განსხვავებული სამართლებრივი შედეგები, რამდენადაც დასაქმებულსა
და დამოუკიდებელ კონტრაქტორზე განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმები
ვრცელდება. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია არა შრომის სამართლით დადგენილი
უფლებები და გარანტიები,6 არამედ შკ-ით გათვალისწინებული ცალკეული
მოთხოვნის უფლება, როგორიცაა, მაგალითად, 0.07%-ის ოდენობის ანაზღაურების
გადახდა ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ მაგალითში დაზღვევის აგენტის
დათხოვნა განხორციელდა დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის
თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენით, სამსახურიდან გათავისუფლებით.
დაზღვევის აგენტმა კი დააყენა როგორც გადაუხდელი საკომისიოების, ისე 0.07%-
ის ოდენობის ანაზღაურების გადახდის მოთხოვნა. აგენტი იყო ფიზიკური პირი.

დაზღვევის აგენტის დასაქმებულისგან გამიჯვნის მიზნებისათვის სასამართლომ 8


ყურადღება უნდა გაამახვილოს ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა: ქვემდებარეობის
შემადგენელი ელემენტების არსებობა,7 ხელშეკრულების სახელწოდება და მისი
პრაქტიკული გამოყენება,8 მხარეთა მიერ კონტრაჰირებისას გამოვლენილი ნების
შინაარსი, საკანონმდებლო წესით განმტკიცებული შრომითსამართლებრივი
ურთიერთობის დეფინიციის ელემენტები9 და სხვ.

IV. დაზღვევის აგენტის მიერ შუამავლის ფუნქციის შესრულება


805-ს მიხედვით, თუ დაზღვევის აგენტი ასრულებს შუამავლის ფუნქციას, მას 9
უფლება აქვს დადოს დაზღვევის ხელშეკრულება. ასეთი მოწესრიგებით
კანონმდებელი აგენტის უფლებამოსილებაში მოიაზრებს შუამავლის ფუნქციის
შესრულებასაც, თუმცა მას სამართლებრივი შედეგის განსაზღვრისას გადამწყვეტი
მნიშვნელობა არ ენიჭება. ნორმა მოცემულ შემთხვევაშიც აგენტს ხელშეკრულების
დადების უფლებას ანიჭებს, რაც მისი მხრიდან წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების რეალიზაციის შედეგია.

6 შველიძე, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი სტატუსის


მახასიათებლები, შრომის სამართალი I (სტატიათა კრებული), 2011, გვ. 133.
7 იქვე, 90.

8 იქვე, 99.

9 იქვე, 109.

3
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 806. დაზღვევის დაწყების დრო

1. დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და


მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ
საათზე.
2. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია ხუთ წელზე მეტი ვადით, მაშინ
თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ამის თაობაზე
გაფრთხილებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.

I. ნორმის მიზანი
806-ს დანიშნულება სადაზღვევო პერიოდის დაწყებისა და დასასრულის 1
განსაზღვრაა. მზღვეველის მიერ სწორედ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში
დამდგარი ზიანი ანაზღაურდება. ამიტომაც, ნორმით დადგენილ დროს
განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ამასთან, აუცილებელია მისი
განმარტება 816-თან ურთიერთკავშირში.

806 II აწესრიგებს ხანგრძლივი ვადით დადებული დაზღვევის ხელშეკრულების 2


მოშლის წესს. საკანონმდებლო რეგულირების თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს,
რომ 806 I და II განსხვავებულ საკითხებს შეეხება, რის გამოც რთულია მათი
ერთიან კონტექსტში განმარტება. სისტემური თვალსაზრისით, სასურველი
იქნებოდა, 806 II-ს შინაარსის დანაწესი გათვალისწინებული ყოფილიყო
დამოუკიდებელ მუხლში, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების შეწყვეტის
ზოგად წესსა და გამონაკლისებს დაადგენდა.

II. სადაზღვევო პერიოდის დაწყება და დამთავრება


806 I სადაზღვევო პერიოდის დაწყების დროს განსაზღვრავს. კერძოდ, თუ 3
ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დაზღვევა იწყება
დაზღვევის ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე. მოყვანილი
ფორმულირება განმსაზღვრელია დაზღვევის სამართლებრივი ბუნების
დადგენისთვის. 806 I-ის ლოგიკური განმარტებით, დაზღვევის ხელშეკრულება
კონსენსუალურ ხელშეკრულებად განიხილება (იხ. 799-ე მუხლის კომენტ.). ამ
თვალსაზრისით, აუცილებელია სამი დამოუკიდებელი ეტაპის ერთმანეთისგან
გამიჯვნა, კერძოდ: დაზღვევის ხელშეკრულების დადების, სადაზღვევო
პერიოდის დაწყებისა და მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის. 806 I-ის
მიხედვით, სადაზღვევო პერიოდის დაწყება არ არის დაკავშირებული
მზღვეველის ვალდებულების წარმოშობასთან (იხ. 816-ე მუხლის კომენტ.).

მაგალითად, დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმდა 2010 წლის 15 იანვარს, დღის 4


12 საათზე და დამზღვევმა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხადა
პირველი პრემია. თუ სადაზღვევო შემთხვევა დადგება 15 იანვრის 12 საათიდან

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

ოცდაოთხ საათამდე შუალედში, 806 I-ის საფუძველზე მზღვეველს უფლება აქვს


უარი უთხრას დამზღვევს ანაზღაურების ვალდებულების შესრულებაზე.

5 სხვა შემთხვევაში შესაძლებელია სადაზღვევო პერიოდის ათვლა დაიწყოს, მაგრამ


დამზღვევმა არ შეასრულოს 816-ით გათვალისწინებული ვალდებულება.
მაგალითად, დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმდა 2010 წლის 15 იანვარს, დღის
12 საათზე და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას (2010 წლის 16 იანვარს)
დამზღვევს გადახდილი არ აქვს პირველი სადაზღვევო შესატანი, მზღვეველი
ასევე უარს იტყვის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებაზე 816-ს
საფუძველზე. შესაბამისად, როგორც 806 I, ისე 816 მზღვეველის ვალდებულების
წარმოშობის წინაპირობებს განსაზღვრავს. ნორმათა კონკურენციის პირობებში კი
უპირატესობა 806 I-ს უნდა მიენიჭოს, რის გამოც დაზღვევის ხელშეკრულება
მიეკუთვნება კონსენსუალურ ხელშეკრულებათა რიცხვს.

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 807. სადაზღვევო შესატანის გადიდების შედეგები

თუ მზღვეველმა გაადიდა სადაზღვევო შესატანი, მაშინ დამზღვევს შეუძლია


ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით შეწყვიტოს ხელშეკრულება.
სადაზღვევო შესატანის უმნიშვნელო გაზრდა ასეთ უფლებას არ წარმოშობს.

I. ნორმის მიზანი
807 აწესრიგებს დამზღვევის მიერ ხელშეკრულების მოშლის სპეციალურ 1
შემთხვევას. ნორმა ითვალისწინებს დამზღვევის ინტერესს და მას
ხელშეკრულების მოშლის უფლებას ანიჭებს მზღვეველის მიერ სადაზღვევო
შესატანის ოდენობის გაზრდის შემთხვევაში. ნორმათა სისტემური ერთიანობის
თვალსაზრისით, სასურველია, 807 სადაზღვევო შესატანის მარეგულირებელ
ნორმებთან ერთად მოწესრიგდეს.

II. ხელშეკრულების მოშლის წინაპირობები


ნორმით განსაზღვრული უფლების გამოყენების წინაპირობას სადაზღვევო 2
პრემიის მნიშვნელოვანი გაზრდა წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ დაზღვევის
ხელშეკრულება მხარეთა შორის ურთიერთნდობას ეფუძნება. განსაზღვრული
ვადით დადებული ხელშეკრულების გაფორმებას მზღვეველი გარკვეულ
ფინანსურ გეგმას უკავშირებს. დამზღვევის მიერ პრემიის ნებისმიერი ცვლილების
დროს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენება სადაზღვევო კომპანიის
საქმიანობას არასტაბილურს გახდიდა. შესაბამისად, დამზღვევს აღნიშნული
უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ენიჭება. კანონმდებელი აწესებს
ხელშეკრულების მოშლის ერთთვიან ვადას.

სადაზღვევო პრემიის ზრდის ხარისხი, ცალკეულ საქმეზე, სასამართლომ უნდა 3


დაადგინოს. ამისათვის მან უნდა იხელმძღვანელოს ექსპერტის დასკვნით და
გაითვალისწინოს როგორც სადაზღვევო ბაზარზე არსებული ფასები, ისე
უშუალოდ სადაზღვევო კომპანიის პოლიტიკა ცალკეული სადაზღვევო
პროდუქტის მიმართ. მოსამართლემ მხედველობაში უნდა მიიღოს დამზღვევის
ფინანსური მდგომარეობაც. მაგალითად, თუ სამედიცინო მომსახურების ფასები
მკვეთრად გაიზარდა, ლოგიკურად გაიზრდება ჯანმრთელობის დაზღვევის
ხელშეკრულებით დადგენილი პრემიის ოდენობაც.

მნიშვნელოვანია, რომ მზღვეველმა დამზღვევს აცნობოს ხელშეკრულების 4


არსებითი პირობის შეცვლის შესახებ.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 808. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

1. დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა


მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის
ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითია ის
გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მზღვევლის
გადაწყვეტილებაზე,უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი
შინაარსით.

2. არსებითად ჩაითვლება ასევე გარემოება, რომლის შესახებაც მზღვეველი


წერილობით შეეკითხება დამზღვევს გარკვევით და არაორაზროვნად.

3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის წესების საწინააღმდეგოდ მზღვეველს არ


ეცნობა არსებითი გარემოების შესახებ, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას
ხელშეკრულებაზე. იგივე მნიშვნელობა აქვს, თუ არსებით გარემოებათა
შეტყობინებას დამზღვევმა განზრახ აარიდა თავი.

4. დაუშვებელია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მზღვეველმა იცოდა დაფარულ


გარემოებათა შესახებ, ან დამზღვევს არ მიუძღვის ბრალი მათ
შეუტყობინებლობაში.

I. ნორმის მიზანი ................................................................................................................................................. 1


II. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შინაარსი ............................................................................. 2
III. არსებითი გარემოებები ................................................................................................................................ 4
IV. მიზეზობრივი კავშირი ................................................................................................................................. 4
V. სამართლებრივი შედეგი ............................................................................................................................... 5
VI. მტკიცების ტვირთი....................................................................................................................................... 5
VII. დამზღვევის ინტერესის დაცვა ................................................................................................................. 5

I. ნორმის მიზანი
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება სადაზღვევო ურთიერთობებში 1
კეთილსინდისიერების პრინციპის ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს და
ხშირად მის აღმნიშვნელადაც გამოიყენება (იხ. 799-ე მუხლის კომენტ.).

ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება დამზღვევს ეკისრება როგორც 2


ხელშეკრულების დადების ეტაპზე, ისე დაზღვევის ხელშეკრულების
მოქმედებისა (იხ. 813-ე მუხლის კომენტ.) და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის
დროს (იხ. 814-ე მუხლის კომენტ.). კოდექსის მიერ აღნიშნული ვალდებულებების
განმტკიცება მიზნად ისახავს მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო
ურთიერთობის მოქცევას ურთიერთნდობის, თანამშრომლობისა და
კეთილსინდისიერების ჩარჩოებში.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

3 808-ში განმტკიცებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებით


კანონმდებელი უპირატესად მზღვეველის ინტერესებს იცავს. თუმცა, ნორმა
იმავდროულად კეთილსინდისიერი დამზღვევის ინტერესსაც ითვალისწინებს.

4 ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დაწესების საჭიროება ობიექტური


გარემოებების გამო შეიქმნა. მზღვეველსა და დამზღვევს შორის კონტრაჰირების
ეტაპზე არსებობს ე. წ. ინფორმაციული ასიმეტრია,1 რაც მოცემულ შემთხვევაში
დამზღვევის ინფორმაციულ უპირატესობას გულისხმობს. ცხადია, დამზღვევი
ბევრად მეტ ინფორმაციას ფლობს დაზღვევის ობიექტის შესახებ, ვიდრე
მზღვეველი.2 ამიტომაც, სადაზღვევო ურთიერთობებში განსაკუთრებული
მნიშვნელობა სწორედ დამზღვევის მხრიდან უტყუარი და სრულყოფილი
ინფორმაციის მიწოდებას მიენიჭა.3

5 აღსანიშნავია, რომ დამზღვევის მიერ ინფორმაციის ვალდებულების ჯეროვანი


შესრულება მნიშვნელოვნად აისახება სადაზღვევო პროდუქტებზე მის წვდომასა
და სადაზღვევო მომსახურების მიღების უფლების რეალიზაციასთან. მაგალითად,
სადაზღვევო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ინფორმაციული ასიმეტრიის გამო
სადაზღვევო რისკის შეფასებისას მზღვეველი დიდ ფინანსურ რესურსს ხარჯავს
ჯანმრთელობის დაზიანების მომეტებული რისკის მატარებელი დამზღვევების
გამოსავლენად. შედეგად იზრდება სადაზღვევო პრემიის ოდენობა და
მომეტებული რისკის მატარებელ დამზღვევებს ეზღუდებათ ჯანმრთელობის
დაზღვევის მიღების შესაძლებლობა.4

6 808-ს განმარტებისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფორმაციის მიწოდების


ვალდებულების მომწესრიგებელი ცალკეული ნორმები (809-811) მჭიდროდაა
დაკავშირებული 808-სთან. უფრო მეტიც, სისტემური თვალსაზრისით, უპრიანი
იქნებოდა მათი მოწესრიგება ერთი ცენტრალური ნორმით, რომელიც
ხელშეკრულების დადების ეტაპზე მზღვეველისათვის დაკისრებული
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას დაარეგულირებდა.

7 ასევე აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების


მომწესრიგებელ ნორმებში ერთდროულად გამოიყენება განსხვავებული
ტერმინები: უარი ხელშეკრულებაზე, ხელშეკრულების შეწყვეტა და
ხელშეკრულების მოშლა. ტერმინოლოგიური სიცხადის თვალსაზრისით
სასურველია, ყველგან გამოყენებულ იქნას ტერმინი ხელშეკრულების მოშლა.

II. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შინაარსი


8 808 I დამზღვევს აკისრებს ხელშეკრულების დადების ეტაპზე მზღვეველისათვის
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას. ნორმის განმარტებისას
მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვის არსის სწორად განსაზღვრა.

1 Loshin, Insurance Law’s Hapless Busybody: A Case Against Insurable Interest Requirement, The Yale Law Journal,
2 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 487.
3 Merkin/Rodger, EC Insurance Law, Longman, 1997, p. 29.

4 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 487.

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

აღსანიშნავია, რომ 808 I დამზღვევს აკისრებს ვალდებულებას მისთვის ცნობილი 9


გარემოებების შეტყობინების შესახებ. დავის შემთხვევაში მტკიცების საგნად
წარმოდგება გარემოება იმის თაობაზე, თუ რამდენად იყო ცნობილი გარკვეული
გარემოებების შესახებ თავად დამზღვევისათვის. მოსამართლემ ერთგვაროვნად არ
უნდა გადაწყვიტოს ორი განსხვავებული შემთხვევა, როდესაც: მაგალითად, ბინის
დაზღვევის შემთხვევაში, ერთი მხრივ, დამზღვევმა ბინის შეძენისას
გამყიდველისგან არ მიიღო ინფორმაცია, რომ წყალგაყვანილობის სისტემას
კაპიტალური სარემონტო სამუშაო ჩაუტარდა გასული წლის მანძილზე და, მეორე
მხრივ, დამზღვევი დამალავს ასეთ გარემოებას.

ასევე მნიშვნელოვანია დანაწესი იმის თაობაზე, რომ დამზღვევისათვის ცნობილ 10


გარემოებებს უნდა ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა საფრთხის ან დაზღვევით
გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისთვის. ასეთ დროს მტკიცების საგნად
წარმოდგება გარემოება იმის თაობაზე, რამდენად შეიძლება დამზღვევმა იცოდეს,
რომელ გარემოებებს მიენიჭება არსებითი მნიშვნელობა საფრთხის ან დაზღვევით
გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. დავის გადაწყვეტისას
მოსამართლემ მხედველობაში უნდა მიიღოს დამზღვევის სამართლებრივი
სტატუსი. არაგონივრული იქნება მსგავსი მიდგომების გამოყენება არამეწარმე და
მეწარმე დამზღვევის მიმართ, რომელსაც ცალსახად მეტი წინდახედულობა და
გულისხმიერება მოეთხოვება სახელშეკრულებო ურთიერთობებში.

ამასთან, გასათვალისწინებელია დამზღვევის ინტერესიც. დამზღვევისათვის 11


ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დაკისრება არახელსაყრელ პირობებში
არ უნდა აყენებდეს მას. დამზღვევი არ უნდა იყოს ვალდებული, წინასწარ
გამოიცნოს, რომელი მონაცემები ჩაითვლება მზღვეველის მიერ არსებითად და
რომელი არა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ტექნიკურ ტერმინებსა
და სპეციფიკური ტიპის ინფორმაციას. თუ მზღვეველი ვერ გამოითხოვს
დამზღვევისაგან საჭირო ინფორმაციას, ეს მისი მხრიდან ინფორმაციის
მოთხოვნის უფლებაზე უარს ნიშნავს. შესაბამისად, ასეთი შემთხვევა
დამზღვევის მხრიდან ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევად
ვერ განიხილება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ დამზღვევს არ შეიძლება
მოეთხოვოს ისეთი ინფორმაცია, რომელზეც მას ხელი არ მიუწვდება.5

მნიშვნელოვანია, რომ 808 I-ით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების 12


ვალდებულების დარღვევა უმოქმედობაში გამოიხატება (შდრ. 809-ე მუხლის
კომენტ.).

III. არსებითი გარემოებები


არსებითი გარემოებების განმარტებას კანონმდებელი 808-ს I-ის მეორე 13
წინადადებასა და 808-ს II-ში ახდენს. არსებითი დარემოებების განსაზღვრისას
მხედველობაში მიიღება მათი მნიშვნელობა და შესაძლო გავლენა მზღვეველი

5 Merkin/Rodger, EC Insurance Law, Longman, 1997, p. 32.


3
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

ნების ფორმირებაზე. ამ თვალსაზრისით მზღვეველის ნების ფორმირებაში


მოიაზრება ორი ეტაპი: 1) ნების ფორმირება ხელშეკრულების დადების თაობაზე,
ბ) ნების ფორმირება ხელშეკრულების ცალკეული პირობის შინაარსის თაობაზე.

14 კანონმდებელი გარემოების არსებითად ჩათვლისას მზღვეველის


კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს და მას ავალდებულებს გარკვევით
ჩამოაყალიბოს კითხვები აღნიშნული გარემოებების შესახებ.

15 808 II-ში გათვალისწინებულია მზღვეველის ვალდებულებაც, გარკვევით


ჩამოაყალიბოს კითხვები. სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, ბუნდოვნად
ჩამოყალიბებული კითხვა მზღვეველისვე საწინააღმდეგოდ განიმარტება.

IV. მიზეზობრივი კავშირი


16 ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევისას მნიშვნელოვანია
დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი 808 I-ით გათვალისწინებულ ვალდებულების
დარღვევასა და სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეულ ზიანს შორის.6 808 I-ის
სიტყვასიტყვით განმარტებისას ვალდებულების დარღვევასა და დამდგარ შედეგს
შორის უნდა იყოს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.

მაგალითად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში


არსებითად ითვლება ინფორმაცია დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს პაციენტის
ანამნეზის ცალკეული დეტალი და მისი მკურნალობის ისტორია. ქონების
დაზღვევისას მნიშვნელოვანია დამზღვევის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების
შეძენის შედეგად მიღებული ინფორმაცია. ასეთს მიეკუთვნება, მაგალითად,
მანქანის გამოშვების წელი, დაზიანების ისტორია და სხვ. პასუხისმგებლობის
დაზღვევისას სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა
მიანიჭოს დაზღვეულის ასაკს, მისი ნასამართლობის ისტორიას და ა. შ.

17 ხოლო თუ ნორმა ფართოდ განიმარტება, ინფორმაციის არსებითად ჩათვლისას


მოსამართლემ შესაძლოა ინფორმაცია განმარტოს არა მხოლოდ როგორც
მზღვეველის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შედეგი, არამედ როგორც
პროცესის ნაწილიც. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა დამზღვევის
მიერ მიწოდებულმა გარემოებებმა გავლენა არ მოახდინოს მზღვეველის საბოლოო
გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ისინი მაინც ჩაითვალოს არსებითად.7

V. სამართლებრივი შედეგი
18 808 III ითვალისწინებს 808 I-ით დადგენილი დამზღვევის ვალდებულების
დარღვევის სამართლებრივ შედეგებს. კერძოდ, ნორმის მიხედვით, დამზღვევის
ვალდებულების დარღვევა მზღვეველს ანიჭებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის
უფლებას.

6Merkin/Rodger, EC Insurance Law, Longman, 1997, p. 33.


7 იქვე, 30.
4
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

VI. მტკიცების ტვირთი


მტკიცების ნაწილში მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ დამზღვევმა იცოდა 19
არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების თაობაზე. ხოლო დამზღვევმა უნდა
ამტკიცოს, რომ მას შეატყობინა დამზღვევს არსებითი გარემოებების შესახებ.

VII. დამზღვევის ინტერესის დაცვა


808 IV იცავს კეთილსინდისიერი დამზღვევის ინტერესს და მზღვეველს 20
უკრძალავს ხელშეკრულებაზე უარის უფლების გამოყენებას იმ შემთხვევებში,
როდესაც: ა) მზღვეველმა იცოდა დაფარულ გარემოებათა შესახებ ან ბ)
დამზღვევს არ მიუძღვის ბრალი მათ შეუტყობინებლობაში. მაგალითად,
შევსებული კითხვარი კომპიუტერული პროგრამის ან ბაზის გაუმართაობის გამო
განადგურდა. შესაძლებელია დამზღვევის მიერ მიღებული ინფორმაციის
დამუშავებაში გარკვეული უზუსტობა აგენტმაც დაუშვას.8

808 IV-ის განმარტებისას საინტერესოა მაგალითი ქართული სასამართლო 21


პრაქტიკიდან. მოცემულ საქმეში9 დამზღვევმა ხელშეკრულების დადების ეტაპზე
სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს განუმარტა, რომ მას არ გააჩნდა
ავტომობილის ფლობის მინდობილობა. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას
მზღვეველმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე იმ არგუმენტით, რომ
ავტომანქანა დაზღვეული იყო ავტომობილის დაზღვევის პირობების დარღვევით,
კერძოდ, დამზღვევი არ წარმოადგენდა ავტომობილის მესაკუთრეს. მოცემულ
საქმეზე საკასაციო პალატა დაეყრდნო 808 IV-ის დანაწესს და მიიჩნია, რომ
სადაზღვევო კომპანიისთვის ხელშეკრულების დადების ეტაპზევე ცნობილი იყო
გარემოება, რომლის საფუძველზეც შემდგომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი
დამზღვევს ზიანის ანაზღაურებაზე. პალატამ ჩათვალა, რომ ხელშეკრულების
დადების ეტაპზე მზღვეველისათვის მნიშნელოვანი გარემოების შეტყობინების
გათვალისწინებით დამზღვევს ბრალი არ მიუძღვოდა აღნიშნული გარემოების
შეუტყობინებლობაში. შესაბამისად პალატამ საქმე დამზღვევის სასარგებლოდ
გადაწყვიტა.

8 ცისკაძე, ნებაყოფლობითი დაზღვევის სამართლებრივი რეგულირება, 2001, გვ. 25.


9 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის N ას-733-1003-05 განჩინება.
5
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 809. არასწორი მონაცემების შეტყობინების შედეგები

1. მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მაშინაც, თუ არსებითი


გარემოებების შესახებ შეტყობინება არასწორ მონაცემებს შეიცავს.
2. ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია,თუ მონაცემების უზუსტობა
მზღვევლისათვის ცნობილი იყო, ან თუ დამზღვევს ბრალი არ მიუძღვის არასწორ
მონაცემთა მიწოდებაში. ამ მონაცემების შეტყობინებიდან ერთი თვის
განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება.

I. ნორმის მიზანი
809 აწესრიგებს დამზღვევისათვის დაკისრებული ინფორმაციის მიწოდების 1
ვალდებულების დარღვევის სპეციალურ შემთხვევას. 809 თავისი არსით
ემსგავსება 808-ში გათვალისწინებულ რეგულირებას (იხ. 808-ე მუხლის კომენტ.).
როგორც 808, ისე 809 იდენტურ სამართლებრივ შედეგებს ითვალისწინებს.
დამზღვევის მხრიდან ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა
მზღვეველს ხელშეკრულების მოშლის უფლებას ანიჭებს.

ნორმები ერთმანეთს ემსგავსება დამზღვევის ინტერესის დაცვის 2


თვალსაზრისითაც. კერძოდ, როგორც 808 IV, ისე 809 II-ს პირველი წინადადება
იცავს დამზღვევის ინტერესს და მზღვეველს უკრძალავს ხელშეკრულების მოშლის
უფლების გამოყენებას ისეთ შემთხვევებში, როდესაც: მზღვეველისათვის
ცნობილია დაფარულ გარემოებათა ან მონაცემთა უზუსტობის შესახებ; ასევე,
როდესაც დამზღვევს ბრალი არ მიუძღვის მონაცემთა შეუტყობინებლობასა ან
არასწორ მონაცემთა მიწოდებაში.

II. დამზღვევის მიერ არსებითი გარემოებების შესახებ არასწორი მონაცემების


შეტყობინება
მნიშვნელოვანია, რომ 809 I დამზღვევის მიერ ინფორმაციის მიწოდების 3
ვალდებულების დარღვევას მოქმედებით გამოხატავს (შდრ. 808). დამზღვევის
მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა არ ამოიწურება
მხოლოდ მზღვეველისათვის არსებითი გარემოებების შესახებ
შეუტყობინებლობით ან მათი შეტყობინებისათვის თავის განზრახ არიდებით (808
I I I). 809 I ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მზღვეველისათვის
მიწოდებული შეტყობინება არსებითი გარემოებების შესახებ არასწორ მონაცემებს
შეიცავს. მაგალითად, როდესაც დამზღვევი ატყობინებს სადაზღვევო კომპანიას,
რომ მანქანა ნაავარიევია, მაგრამ აწვდის არასწორ მონაცემებს დაზიანების
ხარისხის შესახებ. სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში ასეთ მაგალითად
გამოდგება დაზღვეულის ასაკის არასწორად მითითება და სხვ.

809 II-ს მეორე წინადადებით გათვალისწინებულია მზღვეველის მიერ 4


ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენების სპეციალური, ერთთვიანი ვადა.
ვადა აითვლება მონაცემების შეტყობინებიდან.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 810. დაზღვევის ხელშეკრულების მოშლა ინფორმაციის


შეუტყობინებლობის გამო

თუ დამზღვევს საფრთხის გარემოების შესახებ წერილობით კითხვებზე უნდა


გაეცა პასუხი, მაშინ მზღვეველს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება იმ
გარემოებათა შეუტყობინებლობის გამო, რომელთა თაობაზედაც თუმცა კითხვა არ
დასმულა, მაგრამ დამზღვევი განზრახ დუმდა.

I. ნორმის მიზანი
810 დამზღვევისაგან განსაკუთრებულ წინდახედულობასა და 1
კეთილსინდისიერებას მოითხოვს. ნორმის მიხედვით, შეიძლება მზღვეველის
მიერ დამზღვევისათვის წარდგენილ კითხვარში კონკრეტული გარემოების
შესახებარ კითხვა პირდაპირ არ იყოს დასმული, მაგრამ დამზღვევი ვალდებულია
აცნობოს აღნიშნულის შესახებ მზღვეველს. დამზღვევის დუმილი ასეთ დროს
მზღვეველს ხელშეკრულების მოშლის უფლებას ანიჭებს.

II. დამზღვევის ინტერესის გათვალისწინება ნორმის განმარტებისას


810-ის სიტყვასიტყვით განმარტებამ შესაძლოა დამზღვევი მძიმე მდგომარეობაში 2
ჩააყენოს. არაერთი სხვა ნორმის მსგავსად, 810-ის არსის განსაზღვრისას
მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს დამზღვევის სამართლებრივი სტატუსი.
არამეწარმე დამზღვევებს შორისაც კი დიდია სხვაობა მათი ასაკის, ფიზიკური თუ
ინტელექტუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით. მით უფრო დიდია
სხვაობა არამეწარმე და მეწარმე დამზღვევს შორის. შესაბამისად, ნორმის
ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარე, ის უნდა მიესადაგოს მეწარმე
დამზღვევს, რომელსაც მეტი ინფორმაცია და კონტრაჰირების უფრო მდიდარი
გამოცდილება აქვს. არაგონივრული იქნება „გამოუცდელ“ დამზღვევს
კანონმდებელმა მზღვეველის მიერ არასრულყოფილად ფორმულირებულ
კითხვარში ნაგულისხმევი კითხვის ამოცნობის ვალდებულება დააკისროს.

მზღვეველსა და არამეწარმე დამზღვევს შორის წამოჭრილი დავის შემთხვევაში 3


მოსამართლემ ფართოდ უნდა განმარტოს 810-ში და მის შინაარში უნდა მოიაზროს
მზღვეველის ვალდებულება, არამეწარმე დამზღვევისათვის წარდგენილი
კითხვარის გასაგები და ერთაზროვანი ენით ჩამოყალიბების შესახებ.

ნორმის არამეწარმე დამზღვევის სასარგებლოდ განმარტებისას 4


გასათვალისწინებელია, რომ 810 დამზღვევის განზრახ დუმილზე მიუთითებს.
შესაბამისად, მზღვეველი ვერ გამოიყენებს ხელშეკრულების მოშლის უფლებას იმ
შემთხვევაში, როდესაც დამზღვევს არ შეეძლო ევარაუდა, რომ მზღვეველის მიერ
წარდგენილი კითხვარის შევსებისას მას დამატებითი ინფორმაციის მიწოდების
ვალდებულება ეკისრებოდა.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 811. ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო ხელშეკრულების მოშლის


ვადა

1. ამ თავით გათვალისწინებული ცნობების შეუტყობინებლობიდან ერთი თვის


განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება. ეს ვადა იწყება იმ
მომენტიდან, როდესაც მზღვეველმა გაიგო შეტყობინების მოვალეობის დარღვევის
თაობაზე.
2. დამზღვევს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების მოშლის შესახებ.

I. ნორმის მიზანი
811 აწესრიგებს ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო ხელშეკრულების მოშლის 1
წესს. ნორმა განსაზღვრავს ხელშეკრულების მოშლის სპეციალურ ვადას. 811 არ
აკონკრეტებს ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულების დროს.
ამასთან, ნორმა მიუთითებს ამ თავის გათვალისწინებული ცნობების
შეუტყობინებლობაზე. შესაბამისად, ის უნდა გავრცელდეს როგორც
ხელშეკრულების დადების ეტაპზე, ისე სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში და
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის
შეუტყობინებლობის ცალკეულ შემთხვევაში (იხ. 809 II მე-2 წინადადება და 813 II)
კანონმდებელი 811 I-ის იდენტურ მოწესრიგებას ითვალისწინებს.

II. ხელშეკრულების მოშლის ვადის ათვლა


811 I-ის მიხედვით, ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მზღვეველმა 2
გაიგო შეტყობინების მოვალეობის დარღვევის თაობაზე.

III. დამზღვევის ინფორმირება ხელშეკრულების მოშლის შესახებ


811 II აწესებს მზღვეველის ვალდებულებას ხელშკრულების მოშლის თაობაზე 3
დამზღვევისათვის შეტყობინების შესახებ.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 812. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ

თუ მზღვეველი ხელშეკრულებას მოშლის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის


შემდეგ, მაშინ იგი არ თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან,
თუკი იმ გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეული იქნა შეტყობინების
მოვალეობა, გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და
მზღვევლის მოვალეობის შესრულებაზე.

I. ნორმის მიზანი
812-ში გათვალისწინებული მოწესრიგებით კანონმდებელი უმთავრესად იცავს 1
დამზღვევის იტერესს. ნორმა ერთმანეთისგან მიჯნავს ინფორმაციის მიწოდების
ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების მოშლის უფლებასა და
სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას.

II. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება


812-ის მიხედვით, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის განსაზღვრა 2
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევასა და სადაზღვევო
შემთხვევის დადგომას შორის. თუკი, იმ გარემოებას, რომლის შესახებაც
დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო
შემთხვევის დადგომაზე და მზღვევლის მოვალეობის შესრულებაზე, მზღვეველს
დაეკისრება ანაზღაურების ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ თავისი
მოვალეობის შესრულებაში კანონმდებელი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის
ვალდებულებას გულისხმობს. ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი იცავს
დამზღვევის ინტერესს. თავისთავად მის მიერ ინფორმაციის მიწოდების
ვალდებულების დარღვევის შედეგად კანონმდებელი მზღვეველს
ხელშეკრულების მოშლის უფლებას ანიჭებს. თუმცა, მიზეზობრივი კავშირის
შესახებ დათქმის შემოტანით, კანონმდებელი უპირატესობას ანიჭებს
ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნის რეალიზაციას.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 813. საფრთხის გაზრდის შესახებ ინფორმაციის შეტყობინების


ვალდებულება

1. დამზღვევი მოვალეა დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს საფრთხის


გაზრდის შესახებ, რომელიც ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოცენდა,თუ ეს
არსებით გავლენას მოახდენდა ხელშეკრულების დადებაზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მზღვეველს
უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით ან
მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის შესაბამისი გაზრდა. თუ დამზღვევმა განზრახ
გამოიწვია საფრთხის გაზრდა, მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება
ვადის დაცვის გარეშე.

I. ნორმის მიზანი
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მზღვეველს ეკისრება როგორც 1
ხელშეკრულების დადების ეტაპზე, ისე სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში და
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს. 813 აწესრიგებს სადაზღვევო
პერიოდის განმავლობაში ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულების
წესს.

II. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შინაარსი


დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული რისკის რეალიზაციის 2
შესაძლებლობა მხარეთა გავლენის სფეროში არ ექცევა. შესაბამისად, წინასწარ
უცნობია, როდის დადგება სადაზღვევო შემთხვევა (იხ. 799-ე მუხლის კომენტ.).
რისკის მაჩვენებლები სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში შეიძლება
შეიცვალოს. 813 I დამზღვევს აკისრებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ
შეატყობინოს მზღვეველს საფრთხის გაზრდის შესახებ. აღნიშნული
ვალდებულების წინაპირობაა საფრთხის გაზრდის არსებითი გავლენა
ხელშეკრულების დადებაზე. ნორმის გამოყენებისას მოსამართლემ უნდა
განსაზღვროს, რა წარმოადგენს არსებით გავლენას მზღვეველის ნებაზე, დადოს
ხელშეკრულება. გასათვალისწინებელია დამზღვევის სამართლებრივი სტატუსიც.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მზღვეველის მიერ ხელშეკრულებაში
საფრთხის გაზრდის შესახებ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების
დადგენა. ასეთის არარსებობის პირობებში, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ
დამზღვევს შეეძლო საფრთხის გაზრდის მნიშვნელობის სწორად შეფასება, რაც
არამეწარმე დამზღვევის შემთხვევაში გაძნელდება.

სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის დროს საფრთხის გაზრდად 3


განიხილება დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ქონების
დაზღვევისას — მისი ეკონომიკური ღირებულების შემცირება და სხვ.

III. სამართლებრივი შედეგები


დამზღვევის მიერ საფრთხის გაზრდის შესახებ მონაცემების შეუტყობინებლობა 4
მზღვეველს ანიჭებს ხელშკრულების პირობების შეცვლისა და ხელშეკრულების
1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მოშლის ალტერნატიულ უფლებებს.

5 ხელშკრულების პირობების შეცვლაში კანონმდებელი პრემიის გაზრდას


მოიაზრებს. ცხადია, სადაზღვევო რისკის რეალიზაციის ალბათობის ზრდის
პარალელურად იზრდება სადაზღვევო პრემია. ამასთან, თითოეულ სადაზღვევო
კომპანიას მისი პოლიტიკა აქვს მაღალი საფრთხის შემცველ პოლისებთან
მიმართებით.

6 ხელშეკრულების მოშლისთვის კანონმდებელი ადგენს ერთთვიან ვადას. მისი


დაცვის აუცილებლობა არ არსებობს, თუ დამზღვევმა განზრახ გამოიწვია
საფრთხის გაზრდა.

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 814. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინების ვალდებულება

1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა


აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს.
2. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს
დამზღვევს ყოველგვარი ცნობა,რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო
შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად.
3. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი
თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს
შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ
დაირღვევა.
4. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის
დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.

I. ნორმის მიზანი
814 აწესებს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ეტაპზე ინფორმაციის მიწოდების 1
ვალდებულებას. კეთილსინდისიერების პრინციპი დამზღვევისაგან მზღვეველთან
თანამშრომლობას მოითხოვს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ეტაპზე.

II. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის


ეტაპზე

814 I-ით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულების 2


უმთავრესი წინაპირობაა სადაზღვევო შემთხვევის დადგომა. ამასთან, კანონი
მკაცრად ადგენს, რომ ვალდებულება დამზღვევის მიერ უნდა შესრულდეს
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე. ასეთი მოწესრიგებით
კანონმდებელი დამზღვევს მეტი გულისხმიერებისა და სიფრთხილისაკენ
მოუწოდებს და მისგან დიდ ყურადღებას მოითხოვს სადაზღვევო შემთხვევის
დადგომის გამო. დამზღვევს უფრო მეტად მიუწვდება ხელი დაზღვევის
ობიექტზე, ვიდრე მზღვეველს. ის დაზღვევის ობიექტზე გავლენისა და
კონტროლის მეტი შესაძლებლობით სარგებლობს. ამიტომაც, 814 უნდა
განიმარტოს ფართოდ და მასში დამზღვევის დაზღვევის ობიექტის მიმართ
ზრუნვისა და მისი შენარჩუნების ვალდებულებაც უნდა გაერთიანდეს.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი დაინტერესულია ზიანის 3


შემცირებითა და მისი ზუსტი ოდენობის დადგენით. მზღვეველი მის
ვალდებულებას ასრულებს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის
ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. ქართულ სასამართლო პრაქტიკაში 814 I-ით
დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა მზღვეველის
ინტერესების დარღვევად არის შეფასებული. კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის
დადგომის ეტაპზე მზღვეველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების
დარღვევით მზღვეველს ერთმევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

სადაზღვევო შემთხვევის მოცულობის განსაზღვრაში, რითაც ცალსახად ირღვევა


მისი ინტერესები.1

4 მზღვეველი უფლებამოსილია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ


დამზღვევისაგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის
ან მისი მოვალეობის მოცულობის დასადგენად.

III. დამზღვევის ინტერესის დაცვა

5 814 III ცალსახად დამზღვევის ინტერესებს იცავს და კანონსაწინააღმდეგოდ ცნობს


ხელშკრულებაში ისეთ დათქმას, რომლითაც ირღვევა დამზღვევის ინტერესები.
კერძოდ, ბათილია ისეთი შეთანხმება, რომლითაც მზღვეველი თავისუფლდება
ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუკი 814 I-ით დადგენილი ინფორმაციის
მიწოდების ვალდებულების დარღვევას არსებითად არ შეულახავს მზღვეველის
ინტერესები.

6 თუ მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა, ის არ გათავისუფლდება


ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ასეთი მოწესრიგება ემსგავსება 812-ში
გათვალისწინებულ წესს, რითაც კანონმდებელი დამზღვევის ინტერესს იცავს.

7 814 III-ის მოწესრიგებით კანონმდებელი იჭრება მხარეთა მიერ ნების ავტონომიის


სირცეში. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ იმის შესახებ, რომ დამზღვევის მიერ
შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მზღვეველი
გათავისუფლდეს ანაზღაურების ვალდებულებისგან. მზღვეველის მიერ
აღნიშნული უფლების ბოროტად გამოყენების პრევენციის მიზნით, 814 III აწესებს
წინაპირობას მზღვეველის ინტერესების არსებითი დარღვევის სახით. არსებითი
დარღვევის განმარტებისას მნიშვნელოვანია causa proxima-ს გათვალისწინებაც.
მაგალითად, თუ დამზღვევის ვალდებულების დარღვევის შედეგად დაზღვეული
სახლის დაზიანების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასეთ შემთხვევაში
დარღვევა არსებითია. ხანძრის შემთხვევაში დროის დაყოვნებას დიდი გავლენა
აქვს შედეგზე. მზღვეველი დაინტერესებულია ზიანის მაქსიმალური შემცირებით.
თუ მას ერთმევა უფლება, განახორციელოს ზიანის შესამცირებლად აუცილებელი
ღონისძიებები და ამის გამო თავად განიცდის ზიანს, დარღვევა არსებითად
ჩაითვლება. მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ დარღვევა არსებითი იყო.
მზღვეველის ინტერესის არსებითი დარღვევის დადგენა საბოლოოდ
სასამართლოს კომპეტენციაა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცების
საფუძველზე ხორციელდება.

1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 6 ივნისის N 3კ/450-01 განჩინება.


2
ქეთევან ირემაშვილი

You might also like