1. იჯარა (581-591) PDF

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 27

ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

მუხლი 581. ცნება

1. იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული


ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს
ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის
შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული
საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე
ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა
საშუალებებზედაც.

2. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები,


თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

I. ზოგადი დებულებები ..............................................................................................................................................................1


1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი .........................................................................................................1
2. ქირავნობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების (531-575) გამოყენება.........................................................2
II. იჯარის ცნება..............................................................................................................................................................................2
1. იჯარის ცნება და მისი სამართლებრივი ბუნება ..................................................................................................................2
2. იჯარის სახეები ..........................................................................................................................................................................3
3. იჯარის განსხვავება სხვა სამართლებრივი ინსტიტუტებისაგან ......................................................................................3
III. ქირავნობის საგანი ...............................................................................................................................................................4
1. ნივთები .......................................................................................................................................................................................4
2. არამატერიალური ქონებრივი სიკეთე ...................................................................................................................................4
3. ინვენტარი ...................................................................................................................................................................................4
IV. ხელშეკრულების მხარეები.................................................................................................................................................5
1. ზოგადი დებულებები ..............................................................................................................................................................5
2. ხელშეკრულების მხარეთა შეცვლა ........................................................................................................................................5
V. ხელშეკრულების ფორმა ..........................................................................................................................................................6
VI. საიჯარო ქირა........................................................................................................................................................................6
VII. ხელშეკრულების ვადა ........................................................................................................................................................6
VIII. ქვეიჯარა ................................................................................................................................................................................6
IX. ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და ვალდებულებები .......................................................................................7
1. მეიჯარის უფლებები და ვალდებულებები ..........................................................................................................................7
2. მოიჯარის უფლებები და ვალდებულებები .........................................................................................................................8
X. ხელშეკრულების შეწყვეტა ......................................................................................................................................................9
1. ზოგადი დებულებები ..............................................................................................................................................................9
2. ხელშეკრულების შეწყვეტის საერთო საფუძვლები ............................................................................................................9
3. ხელშეკრულების შეწყვეტის სპეციალური საფუძვლები ...................................................................................................9

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი

მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანია იჯარის ლეგალური დეფინიციისა 1


და მისი შინაარსის დადგენა, ასევე — იჯარის შესახებ სპეციალური ნორმების
გამოყენების წესი. კანონისმიერი განმარტებით, იჯარა არსებითად ქირავნობაა იმ
1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

სპეციფიკით, რომ მის შემთხვევაში ადგილი აქვს ქონების გადაცემას სასყიდლიანი


სარგებლობისათვის განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ნაყოფის მიღების
შესაძლებლობის უზრუნველყოფით. სამოქალაქო კოდექსში იჯარას ეთმობა 11 მუხლი
(581-591).

2. ქირავნობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების (531-575) გამოყენება

2 ქირავნობის სამართლებრივ ინსტიტუტთან მნიშვნელოვანი მსგავსების გამო იჯარის


მიმართ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის ქირავნობის ხელშეკრულების
მომწესრიგებელი ნორმები — 531-575 მუხლები. ამასთან, აღნიშნული მუხლების
ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც მათი მოქმედება არ
გამოირიცხება იჯარის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმებით — 581-591 მუხლებით.

II. იჯარის ცნება

1. იჯარის ცნება და მისი სამართლებრივი ბუნება


ა. ცნება

3 იჯარა წარმოადგენს გრძელვადიან ორმხრივ, კონსენსუალურ და სასყიდლიან


ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც
ხელშეკრულების ერთი მხარე — მეიჯარე კისრულობს ვალდებულებას,
ხელშეკრულების მეორე მხარეს — მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცეს
განსაზღვრული ქონება და ხელშეკრულების ვადის განმავლობაში უზრუნველყოს
ნაყოფის მიღების შესაძლებლობა; ხოლო მოიჯარე, თავის მხრივ, ვალდებულია,
გადაუხადოს მეიჯარეს ხელშეკრულებით შეთანხმებული საიჯარო ქირა, რომელიც
შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულადი თანხით, ისე ნატურით (581).

ბ. იჯარის სამართლებრივი ბუნება

4 ქირავნობისმსგავსად, იჯარაც კონსენსუალური ხელშეკრულებაა („მეიჯარე მოვალეა


გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება“) და იგი დადებულად ითვლება მხარეთა
მიერ მის არსებით პირობებზე შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (327 I);
ხელშეკრულების დადებისათვის იჯარის საგნის რეალური გადაცემა აუცილებელი არ
არის, თუმცა, ეს ფაქტობრივი მოქმედება თავისთავად წარმოადგენს მეიჯარის ძირითად
ვალდებულებას.

5 იჯარა ორმხრივი ხელშეკრულებაა; ხელშეკრულების ორივე მხარეს აქვს როგორც


უფლებები, ისე ეკისრება ვალდებულებები.

6 თხოვებისაგან განსხვავებით, იჯარა სასყიდლიანი ურთიერთობაა; მოიჯარე მისთვის


დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების სანაცვლოდ მეიჯარეს უხდის
შეთანხმებულ საიჯარო ქირას.

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

ქირავნობის მსგავსად, იჯარა გრძელვადიანი ვალდებულებით-სამართლებრივი


ურთიერთობაა (399), ვინაიდან ქონებით სარგებლობა დროში გაგრძელებული
პროცესია, რაც ხშირად რამდენიმე წელსაც შეადგენს.

2. იჯარის სახეები

სამოქალაქო კოდექსი განასხვავებს: ჩვეულებრივ (სტანდარტულ) იჯარას და სასოფლო- 8


სამეურნეო იჯარას. იჯარის თავში მოცემული ნორმები აწესრიგებს ჩვეულებრივ
(სტანდარტულ) იჯარას. სასოფლო-სამეურნეო იჯარა მოწესრიგებულია ჩვეულებრივი
(სტანდარტული) იჯარის შემდგომ თავში (თავი მეექვსე - „სასოფლო-სამეურნეო მიწის
იჯარა“, 592-606). სასოფლო-სამეურნეო იჯარის მიმართ გამოიყენება სამოქალაქო
კოდექსის იჯარის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები — 581-591 მუხლები.
ამასთან, აღნიშნული მუხლების ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში,
რომლებშიც მათი მოქმედება არ გამოირიცხება სასოფლო-სამეურნეო იჯარის
მომწესრიგებელი სპეციალური ნორმებით — 592-606 მუხლებით.

3. იჯარის განსხვავება სხვა სამართლებრივი ინსტიტუტებისაგან


იჯარას გარკვეული მსგავსება აქვს სამოქალაქო სამართლის სხვა სამართლებრივ 9
ინსტიტუტებთან როგორიცაა ქირავნობა (531), თხოვება (615), სესხი (623) და მიბარება
(763).

ა. ქირავნობა

იჯარა არსებითად ქირავნობაა იმ სპეციფიკით, რომ მის შემთხვევაში ადგილი აქვს 10


ქონების გადაცემას სასყიდლიანი სარგებლობისათვის განსაზღვრული ან
განუსაზღვრელი ვადით ნაყოფის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფით.
ამდენად, იჯარას ბევრი საერთო აქვს მასთან, თუმცა, განსხვავება ამ ორ სამართლებრივ
ინსტიტუტს შორის მდგომარეობს იმაში, რომ იჯარის საგანს წარმოადგენს არა მარტო
ნივთი (148), არამედ ასევე ქონებრივი უფლებები (კანონის ტერმინოლოგიით —
„ქონება“, 581 I); გარდა ამისა, ქირავნობისაგან განსხვავებით, იჯარის შემთხვევაში
ადგილი აქვს იჯარის საგნისაგან ნაყოფის მიღებას (თუ იგი მიიღება მეურნეობის სწორი
გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით), ხოლო საიჯარო ქირა შეიძლება
განისაზღვროს არა მხოლოდ ფულადი თანხით, არამედ ნატურითაც (დეტალურად იხ.
531-ე მუხლის კომენტ.).

ბ. თხოვება

იჯარას თხოვებასთან საერთო აქვს ის, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს ქონებით 11
ვადიან სარგებლობას. თუმცა, განსხვავება მათ შორის მდგომარეობს იმაში, რომ
თხოვება უსასყიდლო ხელშეკრულებაა.

გ. სესხი

სესხისაგან განსხვავებით (რომელიც ასევე შეიძლება იყოს სასყიდლიანი), იჯარის დროს 12


ადგილი არა აქვს საკუთრების უფლების გადაცემას მოიჯარეზე; იჯარით გადაცემული
ქონება რჩება მეიჯარის საკუთრებაში და იგი მოიჯარეს გადაეცემა მხოლოდ
3
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

სარგებლობისათვის. გარდა ამისა, იჯარისაგან განსხვავებით, სესხის საგანია მხოლოდ


ფული ან/და გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთები.

დ. მიბარება

13 ერთგვარი მსგავსება არსებობს იჯარასა და მიბარებას შორის; ამ უკანასკნელ


შემთხვევაშიც შესანახად ჩაბარებული მოძრავი ნივთი გადადის შემნახველის პირდაპირ
მფლობელობაში, თუმცა, იჯარისაგან განსხვავებით, მიბარების დროს შემნახველი,
როგორც წესი, არ სარგებლობს მისთვის მიბარებული ნივთით (767), არამედ მისი
ვალდებულებაა, უსასყიდლოდ ან სასყიდლით ნივთის შენახვის უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, მიბარების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ მოძრავი ნივთი.

III. ქირავნობის საგანი

1. ნივთები
14 იჯარის საგანი შეიძლება იყოს ნივთი (ნივთების ერთობლიობა) და არამატერიალური
ქონებრივი სიკეთე (უსხეულო საგნები), რომლებიც ქმნის კანონის (581) მიერ
გამოყენებულ ერთიან ცნებას — ქონებას, ასევე — მიწის ნაკვეთი ინვენტართან ერთად.
საიჯარო ქონება თავისი თვისებით უნდა იძლეოდეს ნაყოფის მიღების შესაძლებლობას;
ეს უკანასკნელი ეკუთვნის მოიჯარეს, თუ იგი მიიღება მეურნეობის სწორი გაძღოლის
შედეგად შემოსავლის სახით. ნაყოფის მიღება გულისხმობს მოიჯარის მიერ იჯარის
საგნის ნაყოფზე საკუთრების უფლების მოპოვებას; ნაყოფზე საკუთრების უფლების
შეძენა ხდება იჯარის საგნიდან მისი მოცილების მომენტიდან.

15 თუ იჯარის საგანია ნივთი, იგი შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, ისე უძრავი (148).
თუმცა, იჯარის საგანი ყველა სახის ნივთი არ შეიძლება იყოს; კერძოდ, დაუშვებელია
მოხმარებადი ან გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთების იჯარით გადაცემა.

16 იჯარა ვრცელდება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზე (150).

2. არამატერიალური ქონებრივი სიკეთე

17 არამატერიალური ქონებრივ სიკეთეში შედის გასხვისებადი ქონებრივი ხასიათის


(მაგრამ — არა პიროვნული!) მოთხოვნები და უფლებები (152).

3. ინვენტარი

18 ინვენტარის ლეგალურ განმარტებას სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა. თუმცა, ამ ცნების


ქვეშ უნდა გავიგოთ მოძრავი ნივთების ერთობლიობა, რომლებიც განკუთვნილია მიწის
ნაკვეთის მეურნეობის წარმოებისათვის (წარმოებისათვის განკუთვნილი ხელსაწყოები,
საქონელი და ა.შ.) და რომლებიც სივრცობრივ კავშირშია მასთან.1 იჯარის
ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ინვენტარი რჩება მეიჯარის საკუთრებაში,
თუმცა, მოიჯარე უფლებამოსილია, მეურნეობის სწორი გაძღოლის ფარგლებში
განკარგოს ინვენტარის ცალკეული ნაწილები. საწყის ინვენტარს ემატება მოიჯარის

1 MüKo/Harke, Band 3, 6. Aufl., § 582, Rn 2.


4
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

მიერ შეძენილი ინვენტარს მიკუთვნებული ცალკეული ნაწილები, რომლებიც მეიჯარის


საკუთრებაში გადადის საერთო ინვენტართან შეერთების მომენტიდან (583 III 2).

ინვენტარის თითოეული ნაწილის მოვლა-პატრონობა ევალება მოიჯარეს. მან უნდა 19


შეავსოს ინვენტარს მიკუთვნებული პირუტყვის დანაკარგი, მიუხედავად მეურნეობის
სწორი გაძღოლისა. მოიჯარემ ინვენტარი ისეთ მდგომარეობაში უნდა იქონიოს და
იჯარის ხელშეკრულების ვადის განმავლობაში იმ მოცულობით შეავსოს, რომელიც
შეესაბამება მოწესრიგებულ მეურნეობას. თავის მხრივ, მეიჯარე ვალდებულია,
გამოცვალოს ინვენტარის ის ნაწილები, რომლებიც გამოუსადეგარი გახდა
მოიჯარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (583).

იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას მოიჯარემ უნდა დაუბრუნოს მეიჯარეს 20


ინვენტარი. მეიჯარეს შეუძლია, უარი თქვას მოიჯარის მიერ შეძენილი ინვენტარის
ნაწილების მიღებაზე, თუ იგი მიწის ნაკვეთზე სწორი მეურნეობის გაძღოლისათვის
ზედმეტია ან მეტად ძვირია; უარის თქმასთან ერთად მიუღებელი ინვენტარის
ნაწილებზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს მოიჯარე. თუკი არსებობს სხვაობა
მიღებული და დასაბრუნებელი ინვენტარის შეფასებებს შორის, ეს სხვაობა უნდა
ანაზღაურდეს ფულადი კომპენსაციის გადახდით. შეფასებას საფუძვლად უნდა
დაედოს ის ფასები, რომლებიც მოქმედებს იჯარის ხელშეკრულების დასრულების
მომენტისათვის (584).

IV. ხელშეკრულების მხარეები


1. ზოგადი დებულებები

იჯარის ხელშეკრულების მხარეები არიან მეიჯარე და მოიჯარე, რომლებიც შეიძლება 21


იყვნენ ნებისმიერი განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირები, ასევე — პირთა
გაერთიანება.

2. ხელშეკრულების მხარეთა შეცვლა

იჯარის ხელშეკრულების მხარეთა შეცვლა და იჯარის ურთიერთობაში სხვა პირების 22


შემოსვლა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

ა. იჯარის ურთიერთობაში მოიჯარის მემკვიდრეების შემოსვლა მოიჯარის


გარდაცვალების შემთხვევაში (590)

მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრეების მიერ საიჯარო 23


ურთიერთობის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ მათ უშუალოდ
ან მესამე პირების მეშვეობით შეუძლიათ იჯარით გადაცემული ქონების სწორი
სამეურნეო გამოყენება.

5
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

ბ. იჯარის ურთიერთობაში მეიჯარისათვის მისაღები ახალი გადახდისუნარიანი


მოიჯარის შემოსვლა (588)

24 მოიჯარეს შეუძლია, საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე დაუბრუნოს მეიჯარეს


იჯარის საგანი, თუმცა, იგი მაინც არ თავისუფლდება საიჯარო ქირის გადახდისაგან
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თავის სანაცვლოდ შესთავაზებს მეიჯარეს
შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი
მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. თუ
მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო
ურთიერთობათა დასრულებამდე.

V. ხელშეკრულების ფორმა

25 ჩვეულებრივი (სტანდარტული) იჯარის ხელშეკრულების ფორმის მიმართ კანონი არ


ადგენს რაიმე სპეციალურ წესს და, შესაბამისად, ამ შემთხვევაში გამოიყენება
ქირავნობის ხელშეკრულების ფორმის მომწესრიგებელი ზოგადი ნორმები (იხ. 531-ე
მუხლის კომენტ.).

VI. საიჯარო ქირა

26 საიჯარო ქირა იჯარის ხელშეკრულების არსებითი პირობაა. ის გამოიხატება როგორც


ფულად თანხაში, ისე ნატურით მიღებულ პროდუქტში (მაგ., ხორბლის მოსავლის
ნაწილი, ძროხის რძე ან რძის პროდუქტები და ა. შ.), ხოლო მისი ოდენობა დგინდება
მხარეთა შეთანხმებით. მხარეებს ასევე შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის
განსაზღვრის სხვა საშუალებებზეც.

VII. ხელშეკრულების ვადა


27 საიჯარო ქირის მსგავსად, ვადაც იჯარის ხელშეკრულების არსებითი პირობაა და
დგინდება მხარეთა შეთანხმებით. თუმცა, ქირავნობის მსგავსად, კანონი ადგენს იჯარის
ხელშეკრულების ზღვრულ ვადას — 10 წელს. დასაშვებია ხელშეკრულების დადება 10
წელზე მეტი ვადითაც და ასეთი ხელშეკრულება ბათილი არ არის, მაგრამ ათი წლის
ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერ მხარეს შეუძლია (შეწყვეტის საფუძვლის მითითების
გარეშე) შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება ცალმხრივი ნების გამოვლენით
ხელშეკრულების შეწყვეტის სამთვიანი ვადის დაცვით, თუ ეს პირობა
გათვალისწინებულია იჯარის ხელშეკრულებით (582).

VIII. ქვეიჯარა

28 ქვექირავნობის მსგავსად, ქვეიჯარა წარმოიშობა მოიჯარის მიერ იჯარის საგნის მესამე


პირის — ქვემოიჯარის დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში. ქვეიჯარის
შემთხვევაში, ქვემოიჯარესთან უშუალო ურთიერთობას ამყარებს მოიჯარე; ეს
უკანასკნელი ამ ურთიერთობაში გამოდის მეიჯარის როლში. ქვექირავნობის მსგავსად,
6
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

ქვეიჯარა თანხმობასავალდებულო გარიგებაა (99) და მისი ძალმოსილება


დამოკიდებულია მეიჯარის თანხმობაზე. ამავე დროს, მეიჯარეს შეუძლია უარი
განაცხადოს საიჯარო ქონების ცალკეული ნაწილების გაქირავებაზე, თუ ამით მას
მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება (587 II).

მიუხედავად იმისა, ქვეიჯარა (ქვეიჯარის ხელშეკრულება) ჩვეულებრივი იჯარის 29


ხელშეკრულებაა ყველა უფლებითა და ვალდებულებით, მოიჯარე მაინც რჩება
პასუხისმგებელი მეიჯარის წინაშე იმისათვის, რომ ქვემოიჯარემ იჯარის საგანი
სხვაგვარად გამოიყენა, ვიდრე ეს მეიჯარის მიერ იყო ნებადართული; მეიჯარეს
შეუძლია უშუალოდ შეაჩეროს ქვემოიჯარის მიერ ქონების ამგვარად გამოყენება (587
III).

IX. ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და ვალდებულებები


1. მეიჯარის უფლებები და ვალდებულებები

ა. მეიჯარის ვალდებულებები

ქირავნობის მსგავსად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარის უმთავრესი ვალდებულებაა, 30


გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი. როგორც წესი, ეს უკანასკნელი მოიჯარეს გადაეცემა
პირდაპირ მფლობელობაში, თუმცა, პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა ყოველთვის
აუცილებელი არ არის, თუ სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭება მიიღწევა ნივთის
უშუალო გადაცემის გარეშეც. გარდა ამისა, მეიჯარე ვალდებულია, ხელშეკრულების
ვადის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა.

თუ იჯარის საგანია მიწის ნაკვეთი ინვენტართან ერთად, მაშინ მეიჯარე ვალდებულია 31


გამოცვალოს ინვენტარის ის ნაწილები, რომლებიც გამოუსადეგარი გახდა
მოიჯარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (583 II).

ბ. მეიჯარის უფლებები

ქირავნობის მსგავსად, მეიჯარის ძირითადი უფლებაა, იჯარის ხელშეკრულების 32


შეწყვეტის შემდეგ მოითხოვოს იჯარის საგნის უკან დაბრუნება. ეს უკანასკნელი უნდა
დაბრუნდეს იმ მდგომარეობაში, რომელშიც მოიჯარემ ის მიიღო ნორმალური ცვეთის
გათვალისწინებით ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული
(564). მეიჯარეს შეუძლია იჯარის საგნის უკან დაბრუნების მოთხოვნა არა მხოლოდ
მოიჯარისაგან, არამედ უშუალოდ მესამე პირისაგანაც, როდესაც მოიჯარემ ქონება
სარგებლობისათვის მესამე პირს გადასცა (566). თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის
დამთავრების შემდეგ არ აბრუნებს იჯარის საგანს, მაშინ მეიჯარეს შეუძლია
მოითხოვოს შეთანხმებული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების
დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც
(591).

7
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

33 მეიჯარე უფლებამოსილია, მიიღოს ხელშეკრულებით შეთანხმებული საიჯარო ქირა


ფულადი თანხის სახით ან ნატურით, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს, როგორც წესი,
ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას (553), თუმცა, პრაქტიკაში უმრავლეს
შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან საიჯარო ქირის პერიოდულად (ყოველთვიურად,
ყოველწლიურად) გადახდაზე.

2. მოიჯარის უფლებები და ვალდებულებები

ა. მოიჯარის ვალდებულებები

34 მეიჯარის უფლებას, მიიღოს ხელშეკრულებით შეთანხმებული საიჯარო ქირა,


შეესაბამება მოიჯარის ვალდებულება, გადაუხადოს ეს ფულადი თანხა ან ნატურით
მიღებული პროდუქტი მეიჯარეს (581 I).

35 გარდა საიჯარო ქირის თანხის გადახდისა, მოიჯარის მნიშვნელოვანი ვალდებულებაა


მეიჯარისათვის იჯარის საგნის უკან დაბრუნება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის
შემდეგ.

36 როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თუ იჯარის საგანია მიწის ნაკვეთი ინვენტართან


ერთად, მაშინ მოიჯარე პასუხს აგებს ინვენტარის თითოეული ნაწილის მოვლა-
პატრონობისათვის. მოიჯარე ვალდებულია, შეავსოს ინვენტარს მიკუთვნებული
პირუტყვის დანაკარგი მიუხედავად მეურნეობის სწორი გაძღოლისა. თუ მიწის
ნაკვეთის მოიჯარე ინვენტარს მიიღებს შეფასებით და იკისრებს ვალდებულებას,
იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისას შეფასებითვე დააბრუნოს უკან, მაშინ მას
ეკისრება შემთხვევით დაღუპვისა და გაფუჭების რისკი. ინვენტარი ექვემდებარება
მეიჯარისათვის დაბრუნებას იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის სემდეგ.

ბ. მოიჯარის უფლებები

37 მოიჯარის ძირითადი უფლებაა, პირადად ისარგებლოს იჯარის საგნით მისი


სუბსტანციის შენარჩუნების პირობით; მოიჯარეს არა აქვს ქონების განადგურების,
გადაკეთების ან განკარგვის უფლება.

38 მიწის ნაკვეთის მოიჯარეს აქვს გირავნობის უფლება მის მფლობელობაში არსებულ


ინვენტარზე მეიჯარის მიმართ წაყენებული იმ მოთხოვნებისათვის, რომლებიც შეეხება
იჯარით მიღებულ ინვენტარს. ამასთან, კანონი მეიჯარეს ანიჭებს ინვენტარზე
გირავნობის უფლების ალტერნატიული უზრუნველყოფის წარდგენის უფლებას.
ალტერნატიული უზრუნველყოფა შეიძლება შემოიფარგლებოდეს ინვენტარს
მიკუთვნებული ცალკეული ნაწილითაც (586).

39 ნივთის იჯარის შემთხვევაში მოიჯარე იჯარის საგნის მფლობელია. ამდენად, მას


უფლება აქვს, დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის,
მესაკუთრისაგანაც (575).
8
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

X. ხელშეკრულების შეწყვეტა
1. ზოგადი დებულებები

ქირავნობის მსგავსად, იჯარა გრძელვადიანი ურთიერთობაა და შეიძლება მრავალი 40


წელიც გაგრძელდეს, თუმცა, მსგავსად სხვა ვალდებულებით-სამართლებრივი
ურთიერთობებისა, იგი ადრე თუ გვიან წყდება. იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის
მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მიმართ დადგენილი
შეწყვეტის ზოგადი საფუძვლები, რომლებსაც ემატება იჯარის თავში მოცემული
იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის სპეციალური საფუძვლები.

2. ხელშეკრულების შეწყვეტის საერთო საფუძვლები

როგორც ვადიანი ხელშეკრულება, იჯარის ხელშეკრულება წყდება იმ ვადის გასვლით, 41


რა ვადითაც იგი არის დადებული. თუ იჯარის ხელშეკრულება დადებულია
განუსაზღვრელი ვადით, მაშინ ამ ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება
ხელშეკრულების მხარის მიერ ნებისმიერ დროს მეორე მხარისათვის შეწყვეტის შესახებ
განცხადების წარდგენით. თუმცა, ამ საერთო წესიდან კანონი ითვალისწინებს
გამონაკლისს მიწის ნაკვეთის ან უფლების იჯარის მიმართ; კერძოდ, თუ მიწის
ნაკვეთის ან უფლების იჯარისას არ არის განსაზღვრული იჯარის ვადა, მაშინ
ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის; ამასთან,
ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საიჯარო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი
თვისა. აღნიშნული წესები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საიჯარო
ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს კანონით დადგენილ ვადაზე ადრე (589).

3. ხელშეკრულების შეწყვეტის სპეციალური საფუძვლები

ქირავნობის მსგავსად, თუ განუსაზღვრელი ვადით დადებული იჯარის 42


ხელშეკრულების შეწყვეტა შეუძლია ხელშეკრულების მხარეს ნებისმიერ დროს
ცალმხრივი ნების გამოვლენით, განსაზღვრული ვადით დადებული იჯარის
ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით ან/და კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, ამ უკანასკნელს მიეკუთვნება მოიჯარის
გარდაცვალება. ამ შემთხვევაში, როგორც მოიჯარის მემკვიდრეებს, ისე მეიჯარეს
შეუძლიათ შეწყვიტონ იჯარის ხელშეკრულება კალენდარული წლის დამთავრებიდან
ექვსი თვის ვადაში.

სამართლებრივი თვალსაზრისით ხელშეკრულების შეწყვეტის განცხადება 43


წარმოადგენს ცალმხრივ მიღებასავალდებულო გარიგებას და იგი შეიძლება დაიდოს
ნებისმიერი ფორმით. როგორც წესი, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა

9
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

შეადგენს სამ თვეს, თუმცა, ეს ვადა შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით ან


საქმის გარემოებების გათვალისწინებით (561).

10
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

მუხლი 582. ათ წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების მოშლა

თუ იჯარის ხელშეკრულება იდება ათ წელზე მეტი ვადით, მაშინ ათი წლის გასვლის
შემდეგ თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს საიჯარო ურთიერთობა ამ კოდექსის 561-
ე მუხლით დადგენილ ვადაში, თუ აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია იჯარის
ხელშეკრულებით.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმა ადგენს იჯარის ხელშეკრულების ზღვრულ ვადას და მისი მიზანია 1
ხელშეკრულების ორივე მხარის ინტერესების დაცვა იჯარის სამართლებრივი
ურთიერთობის შეწყვეტის უფლებამოსილების მინიჭებით. ქირავნობის
ხელშეკრულების მიმართ ანალოგიური ნორმა მოცემულია 570-ე მუხლში.
2
თავისი სამართლებრივი ბუნებით მუხლის ნორმა კონვენციონალურია და იგი
მოქმედებს მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში.

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია


მუხლის ორიგინალური რედაქცია შეიცვალა საქართველოს 2011 წლის 5 მაისის №4627 3
კანონით. ამ კანონით 582-ე მუხლის ტექსტს: „თუ იჯარის ხელშეკრულება იდება ათ
წელზე მეტი ვადით, მაშინ ამ ვადის გასვლის შემდეგ თითოეულ მხარეს შეუძლია სა-
იჯარო ურთიერთობა მოშალოს 561-ე მუხლით დადგენილ ვადაში“ დაემატა შემდეგი
წინადადება: „თუ აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია იჯარის
ხელშეკრულებით“. შესაბამისად, თუ თავდაპირველად მუხლის ნორმის დისპოზიცის
მოქმედებდა ipso jure ანუ კანონის ძალით მხარეთა შეთანხმების გარეშე,
საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ მისი მოქმედება შესაძლებელი გახდა მხოლოდ
მხარეთა მიერ აღნიშნულ წესზე იჯარის ხელშეკრულებაში შეთანხმების შემთხვევაში.

II. ათ წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულება


ქირავნობის მსგავსად, იჯარის სამართლებრივი ურთიერთობის არსებითი პირობაა 4
ნივთის დროებით სარგებლობაში გადაცემა; შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედება
ყოველთვის შეზღუდულია დროით. ამასთან, კანონი ადგენს იჯარის ხელშეკრულების
ზღვრულ ვადას - 10 წელს, თუმცა, იჯარის ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ
შეთანხმდნენ 10 წელზე მეტ ვადაზე და ასეთი შეთანხმება არ არის ბათილი; ასეთ
შემთხვევაში კანონი ადგენს პრეზუმფციას, რომ ხელშეკრულების მოქმედება განახლდა
განუსაზღვრელი ვადით. განუსაზღვრელი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების
შეწყვეტა კი შეუძლია ნებისმიერ მხარეს ყოველგვარი (კანონისმიერი ან
სახელშეკრულებო) საფუძვლის გარეშე მეორე მხარისათვის წარდგენილი განცხადებით
ხელშეკრულების შეწყვეტის სამთვიანი ვადის დაცვით, თუ ეს პირობა
გათვალისწინებულია იჯარის ხელშეკრულებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც
საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, 561).

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

მუხლი 583. მიწის იჯარა ინვენტართან ერთად


1. თუ მიწის ნაკვეთი იჯარით გაიცემა ინვენტართან ერთად, მაშინ მოიჯარე პასუხს
აგებს ინვენტარის ყოველი ნაწილის მოვლა-პატრონობისათვის.
2. მეიჯარე ვალდებულია გამოცვალოს ინვენტარის ის ნაწილები, რომლებიც
გამოუსადეგარი გახდა მოიჯარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მოიჯარე
მოვალეა შეავსოს ინვენტარს მიკუთვნებული პირუტყვის დანაკარგი, მიუხედავად
მეურნეობის სწორი გაძღოლისა.
3. მოიჯარემ ინვენტარი ისეთ მდგომარეობაში უნდა იქონიოს და იჯარის დროის
განმავლობაში იმ მოცულობით შეავსოს, რომელიც შეესაბამება მოწესრიგებულ
მეურნეობას. მის მიერ შეძენილი ცალკეული ინვენტარი საერთო ინვენტართან
შეერთებით მეიჯარის საკუთრებად იქცევა.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმა ადგენს მიწის ნაკვეთის ინვენტართან ერთად იჯარის შემთხვევაში 1
მოიჯარისათვის გადაცემული ინვენტარის მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის
პირობებს და მისი მიზანია იჯარის ხელშეკრულების ორივე მხარის ინტერესების დაცვა
მათ შორის ინვენტართან დაკავშირებით შესაბამისი უფლებებისა და ვალდებულებების
განაწილებით.
2
თავისი სამართლებრივი ბუნებით მუხლის ნორმები იმპერატიულია, თუმცა, მხარეებს
მაინც შეუძლიათ, შეთანხმდნენ საწინააღმდეგო წესზე.1

II. მიწის ნაკვეთის ინვენტარი

მიწის ნაკვეთის ინვენტარი წარმოადგენს მოძრავი ნივთების ერთობლიობას, რომლებიც 3


განკუთვნილია მიწის ნაკვეთის მეურნეობის წარმოებისათვის და რომლებიც
სივრცობრივ კავშირშია მასთან.2 იჯარის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში
ინვენტარი რჩება მეიჯარის საკუთრებაში, თუმცა, მოიჯარე უფლებამოსილია,
მეურნეობის სწორი გაძღოლის ფარგლებში განკარგოს ინვენტარის ცალკეული
ნაწილები (584 I 2).

III. ინვენტარის მოვლა-პატრონობის ვალდებულება

ინვენტარის თითოეული ნაწილის მოვლა-პატრონობა ევალება მოიჯარეს. მან უნდა 4


შეავსოს ინვენტარს მიკუთვნებული პირუტყვის დანაკარგი მიუხედავად მეურნეობის
სწორი გაძღოლისა. მოიჯარემ ინვენტარი ისეთ მდგომარეობაში უნდა იქონიოს და
იჯარის ხელშეკრულების ვადის განმავლობაში იმ მოცულობით შეავსოს, რომელიც
შეესაბამება მოწესრიგებულ მეურნეობას. თავის მხრივ, მეიჯარე ვალდებულია

1 Weidenkaff, in Palandt BGB Komm, 67. Aufl., § 582, Rn 4.


2 MüKo/Harke, Band 3, 6. Aufl., § 582, Rn 2.
1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

გამოცვალოს ინვენტარის ის ნაწილები, რომლებიც გამოუსადეგარი გახდა


მოიჯარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
5
ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მეიჯარეს მიადგა
ზიანი ქონებრივი დანაკლისის სახით, ვინაიდან მოიჯარემ ვერ უზრუნველყო მისთვის
გადაცემული მანქანა-დანადგარების მოვლა; მან დაარღვია ინვენტარის მოვლა-
პატრონობის ვალდებულება, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის
მოიჯარისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული არც ერთი მანქანა-დანადგარი
არ არის მუშა მდგომარეობაში. ამასთან მანქანა-დანადგარების უმრავლესობის აღდგენა
შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლოს პოზიცია გაიზიარა საქ. უზენაესმა
სასამართლომაც.3

IV. სანივთო სუროგაცია

6 მოიჯარის მიერ ინვენტარის ცალკეული ნაწილების განკარგვის უფლებამოსილების


საპირწონედ მეიჯარის სასარგებლოდ დადგენილია ე. წ. სანივთო სუროგაცია,
რომელსაც ადგილი აქვს მოიჯარის მიერ შეძენილი ცალკეული ინვენტარის საერთო
ინვენტართან შეერთების შემთხვევაში. მეიჯარის მიერ საკუთრების უფლების შეძენა
ხდება კანონის ძალით ისე, რომ მოიჯარის საწინააღმდეგო ნებას მნიშვნელობა არა აქვს.
თუმცა, საკუთრების უფლების შეძენის წინაპირობაა მოიჯარის მიერ
განხორციელებული შეერთების აქტი, რომელიც, როგორც წესი, მდგომარეობს
შეძენილი ცალკეული ინვენტარის იჯარის საგანთან სივრცობრივი კავშირის
დამყარებაში.4

3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2012 წლის 15
მაისის №ას-499-472-2012 გადაწყვეტილება.
4 MüKo/Harke, Band 3, 6. Aufl., § 582a, Rn 5.

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

მუხლი 584. ინვენტარის შემთხვევით დაღუპვის რისკი


1. თუ მიწის ნაკვეთის მოიჯარე ინვენტარს მიიღებს შეფასებით და იკისრებს
ვალდებულებას, იჯარის ხელშეკრულების დამთავრებისას შეფასებითვე დააბრუნოს
უკან, მაშინ მას ეკისრება შემთხვევით დაღუპვისა და გაფუჭების რისკი. მეურნეობის
სწორი გაძღოლის ფარგლებში მას შეუძლია ინვენტარის ცალკეული ნაწილების
განკარგვა.
2. იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას მოიჯარემ უნდა დაუბრუნოს მეიჯარეს
ინვენტარი. მეიჯარეს შეუძლია უარი თქვას მოიჯარის მიერ შეძენილი ინვენტარის
მიღებაზე, თუ იგი მიწის ნაკვეთზე სწორი მეურნეობის გაძღოლისათვის ზედმეტია ან
მეტად ძვირია; უარის თქმასთან ერთად მიუღებელ ინვენტარზე საკუთრების უფლება
გადადის მოიჯარეზე. თუკი არსებობს სხვაობა მიღებული და დაბრუნებული
ინვენტარის შეფასებებს შორის, ეს სხვაობა ფულით უნდა ანაზღაურდეს. შეფასებას
საფუძვლად უნდა დაედოს ის ფასები, რომლებიც მოქმედებდა იჯარის
ხელშეკრულების დასრულების მომენტისათვის.

I. ზოგადი დებულებები .................................................................................................................................................................. 1


II. ინვენტარის შემთხვევით დაღუპვისა და გაფუჭების რისკი ................................................................................................. 1
III. ინვენტარის ცალკეული ნაწილების განკარგვის უფლებამოსილება ................................................................................... 2
IV. ინვენტართან დაკავშირებული მხარეთა უფლებები და ვალდებულებები იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისას .. 2
1. ინვენტარის უკან დაბრუნების ვალდებულება ................................................................................................................... 2
2. ინვენტარის ნაწილების მიღებაზე უარის უფლება ............................................................................................................ 2
3. სხვაობის კომპენსაცია ............................................................................................................................................................. 3

I. ზოგადი დებულებები
მუხლის ნორმები ადგენს მიწის ნაკვეთის ინვენტართან დაკავშირებულ ცალკეულ 1
მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს როგორიცაა ინვენტარის შემთხვევით
დაღუპვისა და გაფუჭების რისკი, ცალკეული ნაწილების განკარგვის უფლებამოსილება,
ინვენტარის უკან დაბრუნების ვალდებულება, ინვენტარის მიღებაზე უარისა და
სხვაობის კომპენსაციის უფლებები.
2
თავისი სამართლებრივი ბუნებით მუხლის ნორმები იმპერატიულია, თუმცა, მხარეებს
მაინც შეუძლიათ შეთანხმდნენ საწინააღმდეგო წესზე.1

II. ინვენტარის შემთხვევით დაღუპვისა და გაფუჭების რისკი


მიუხედავად იმისა, რომ მოიჯარე არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის ინვენტარის 3
მესაკუთრეს, მას მაინც ეკისრება ინვენტარის შემთხვევით დაღუპვისა და გაფუჭების
რისკი იმ პირობით, რომ იგი ინვენტარს იღებს შეფასებით და კისრულობს
ვალდებულებას, იჯარის ხელშეკრულების დამთავრებისას შეფასებითვე დააბრუნოს
უკან. რისკის მოიჯარეზე დაკისრებისას კანონი გამოდის იმ მოსაზრებით, რომ მან ვერ
უნდა მოიპოვოს მეიჯარის მიმართ რაიმე უფლება ინვენტარის ამ უკანასკნელის

1 Weidenkaff, in Palandt BGB Komm, 67. Aufl., § 582a, Rn 4.


1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

ბრალის გარეშე დაღუპვისა და გაფუჭების შემთხვევაში.2 რისკი არსებობს ინვენტარის


დაბრუნების მომენტამდე.3

III. ინვენტარის ცალკეული ნაწილების განკარგვის უფლებამოსილება

4 როგორც ზემოთ აღინიშნა, მოიჯარე არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის ინვენტარის


მესაკუთრეს, თუმცა, იგი მაინც უფლებამოსილია, განკარგოს ინვენტარის ცალკეული
ნაწილები (მაგრამ არა მთლიანად ინვენტარი!) იმ პირობით, რომ იგი ამას ახორციელებს
მეურნეობის სწორი გაძღოლის ფარგლებში. განკარგვის უფლებამოსილებას საფუძვლად
უდევს კანონისმიერი ფიქციით ნაგულისხმევი მეიჯარის თანხმობა (102 I).4

IV. ინვენტართან დაკავშირებული მხარეთა უფლებები და ვალდებულებები იჯარის


ხელშეკრულების შეწყვეტისას

1. ინვენტარის უკან დაბრუნების ვალდებულება


5 ინვენტარის უკან დაბრუნების ვალდებულება შეესაბამება 581-ე და 564-ე მუხლებით
დადგენილ იჯარის საგნის დაბრუნების ზოგად ვალდებულებას. იგი მოიცავს როგორც
მთლიან ინვენტარს, ისე იმ ნაწილებსაც, რომელთა მიღებაზედაც მეიჯარეს შეუძლია
უარი თქვას.5

2. ინვენტარის ნაწილების მიღებაზე უარის უფლება


6 ა. მუხლის II 2 ტექსტი იყენებს გამოთქმას „მოიჯარის მიერ შეძენილი ინვენტარის
მიღებაზე“, თუმცა, უფრო ზუსტი იქნებოდა მის ნაცვლად გამოთქმის „მოიჯარის მიერ
შეძენილი ინვენტარის ნაწილების მიღებაზე“ გამოყენება, ვინაიდან საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 584-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმა რეცეფცირებულ იქნა
გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 582a მე-3 ნაწილიდან, რომელიც უთითებს სწორედ
„ინვენტარის ნაწილებზე“ (გერ. Inventarstücke) და არა (ზოგადად) ინვენტარზე.
აღსანიშნავია, რომ გამოთქმა „ინვენტარის ნაწილები“ სწორად არის გამოყენებული 585-
ე მუხლის ტექსტში.

7 ბ. თუ მოიჯარის მიერ შეძენილი ინვენტარის ცალკეული ნაწილები სწორი მეურნეობის


გაძღოლისათვის ზედმეტია ან მეტად ძვირია, მაშინ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიღებაზე
მეიჯარე განაცხადებს უარს, ისინი ავტომატურად (სანივთო სუროგაციის მსგავსად),
კანონის ძალით გადადის მოიჯარის საკუთრებაში. ინვენტარის ცალკეული ნაწილების
მიღებაზე უარის უფლება წარმოადგენს მეიჯარის ე. წ. აღმჭურველ უფლებას, რომლის
რეალიზაციაც ხორციელდება მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით.6

2 MüKo/Harke, Band 3, 6. Aufl., § 582a, Rn 5.


3 Weidenkaff, in Palandt BGB Komm, 67. Aufl., § 582a, Rn 2.
4 Weidenkaff, in Palandt BGB Komm, 67. Aufl., § 582a, Rn 6.

5 Weidenkaff, in Palandt BGB Komm, 67. Aufl., § 582a, Rn 11.

6 MüKo/Harke, Band 3, 6. Aufl., § 582a, Rn 7.

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

3. სხვაობის კომპენსაცია
თუ იჯარის ხელშეკრულების დადების მომენტში მიღებული და ხელშეკრულების 8
დასრულების მომენტში დასაბრუნებელი ინვენტარის შეფასებითი ღირებულებების
შედარებისას აღმოჩნდება სხვაობა, იგი უნდა ანაზღაურდეს ფულადი კომპენსაციის
გადახდით. შეფასებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ფასები, რომლებიც მოქმედებს
საიჯარო ურთიერთობის დასრულების მომენტისათვის.

3
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

მუხლი 585. ინვენტარის ცალკეული ნაწილების განკარგვის აკრძალვის დაუშვებლობა

ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც მოიჯარეს აკისრებენ ვალდებულებას არ


განკარგოს ინვენტარის ნაწილები ან განკარგოს მხოლოდ მეიჯარის თანხმობით,
ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ მეიჯარე კისრულობს ვალდებულებას შეისყიდოს
ინვენტარი საიჯარო ურთიერთობის დასრულებისას საინვენტარიზაციო შეფასებით.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი

მუხლის ნორმა სიტყვასიტყვით რეცეფცირებულია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 1


583a-დან, რომლის კორექტული თარგმანი შემდეგნაირად ჟღერს: „ხელშეკრულების
პირობები, რომლებიც საწარმოს მოიჯარეს აკისრებს ვალდებულებას, არ განკარგოს
ინვენტარის ნაწილები ან განკარგოს მხოლოდ მეიჯარის თანხმობით ანდა გაასხვისოს
ინვენტარი მეიჯარეზე, სამართლებრივი ძალის მქონეა მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როდესაც მეიჯარე კისრულობს ვალდებულებას, საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტისას
შეისყიდოს ინვენტარი შეფასებითი ღირებულებით“. ქართული კანონის ნორმისა და
გერმანული პირველწყაროს ზუსტი თარგმანის შედარებისას თავლშისაცემია
მნიშვნელოვანი სხვაობა, რომელიც არსებითად მდგომარეობს იმაში, რომ გერმანული
ნორმა ეხება მხოლოდ საწარმოს (ან წარმოების, გერ. Betrieb) იჯარას. სამწუხაროდ,
ქართული ნორმის ტექსტი ასეთ დაზუსტებას არ შეიცავს, რაც ქმნის მისი ყველა სახის
იჯარის შემთხვევაში გამოყენების საშიშროებას. გამოთქმა „გაასხვისოს ინვენტარი
მეიჯარეზე“ ქართულ ტექსტში საერთოდ არ ფიგურირებს.

თავისი სამართლებრივი ბუნებით მუხლის ნორმა იმპერატიულია და მისი 2


დარღვევისათვის ბათილობის სანქცია გათვალისწინებულია თავად მუხლის ნორმაში,
კერძოდ, დარღვევით დადებული შეთანხმებები ბათილია როგორც
კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) გარიგებები (54). თუმცა, ამავე ნორმაში
კანონი იჯარის ხელშეკრულების მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, თავი აარიდონ
შეთანხმებების ბათილობას, თუ ისინი შეთანხმდებიან, მეიჯარის ვალდებულებაზე,
შეისყიდოს ინვენტარი საიჯარო ურთიერთობის დასრულებისას შეფასებითი
ღირებულებით

II. აკრძალული შეთანხმებები

თუ მოიჯარემ საწარმო აღჭურვა საკუთარი ინვენტარით, რაც მან მეიჯარისაგან ან 3


მესამე პირისაგან შეიძინა, მაშინ მეიჯარის ინტერესებშია იჯარის ხელშეკრულების
დასრულებისას ექსპლუატაციისათვის ვარგისი საწარმოს მიღება, რაც მიიღწევა სწორედ
მეიჯარის თანხმობის გარეშე ინვენტარის ნაწილების განკარგვის აკრძალვით.1
შესაბამისად, მუხლის ნორმა ბათილობის სანქციით კრძალავს საწარმოს იჯარის
ხელშეკრულების მხარეთა შორის ისეთ შეთანხმებებს, რომლითაც მოიჯარეს არ

1 MüKo/Harke, Band 3, 6. Aufl., § 583a, Rn 1.


1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

შეუძლია ინვენტარის ნაწილების განკარგვა ან მას აღნიშნული შეუძლია მხოლოდ


მეიჯარის თანხმობით. აღნიშნული აკრძალვა არ მოქმედებს, როდესაც მეიჯარე
კისრულობს ვალდებულებას შეისყიდოს ინვენტარი საიჯარო ურთიერთობის
დასრულებისას შეფასებითი ღირებულებით.

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

მუხლი 586. გირავნობის უფლება ინვენტარზე


1. მიწის ნაკვეთის მოიჯარეს აქვს გირავნობის უფლება მის მფლობელობაში არსებულ
ინვენტარზე მეიჯარის მიმართ წაყენებული იმ მოთხოვნებისათვის, რომლებიც შეეხება
იჯარით მიღებულ ინვენტარს.
2. მეიჯარეს შეუძლია თავიდან აიცილოს მოიჯარის უფლება გირავნობაზე, თუ
წარადგენს უზრუნველყოფის სხვა საშუალებას. მას შეუძლია ინვენტარის ყოველი
ნაწილი დაიხსნას გირავნობის უფლებისაგან იმით, რომ შესთავაზოს ამ ნაწილების
ღირებულების შესაბამისი უზრუნველყოფის საშუალება.

I. ზოგადი დებულებები
მიწის ნაკვეთის იჯარის შემთხვევაში მუხლის ნორმა ადგენს მოიჯარის კანონისმიერ 1
გირავნობის უფლებას მის მფლობელობაში არსებულ ინვენტარზე და მისი მიზანია
მოიჯარის ინტერესების დაცვა ამ უკანასკნელისათვის მეიჯარის მიმართ წაყენებული
იმ მოთხოვნების უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლების მინიჭებით, რომლებიც
შეეხება იჯარით მიღებულ ინვენტარს.

თავისი სამართლებრივი ბუნებით მუხლის ნორმები იმპერატიულია, თუმცა, მხარეებს 2


მაინც შეუძლიათ შეთანხმდნენ საწინააღმდეგო წესზე.

II. კანონისმიერი გირავნობის უფლება


1. ზოგადი დებულებები
მოიჯარის გირავნობის უფლება წარმოადგენს კანონისმიერ გირავნობის უფლებას და, 3
შესაბამისად, მის მიმართ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის გირავნობის
მომწესრიგებელი ნორმები (254-2851). 586-ე მუხლის ანალოგიური ნორმები მოცემულია
568-ე მუხლში (გამქირავებლის გირავნობის უფლება მიწის ნაკვეთში, სახლში ან
საცხოვრებელ ბინაში დამქირავებლის მიერ შეტანილ ნივთებზე), 596-ე მუხლში
(მეიჯარის გირავნობის უფლება მოიჯარის მიერ შემატებულ ნივთებსა და საიჯარო
ქონებიდან მიღებულ შემოსავალზე), 634-ე მუხლში (მენარდის გირავნობის უფლება მის
მიერ დამზადებულ ან შეკეთებულ მოძრავ ნივთზე), 685-ე მუხლში (გადამზიდველს
გირავნობის უფლება ტვირთზე).

2. უზრუნველყოფილი მოთხოვნები
მოიჯარის გირავნობის უფლება უზრუნველყოფს 583 II 2 და 584 II 3 ნორმებიდან 4
გამომდინარე მეიჯარის მიმართ მოიჯარის კუთვნილ მოთხოვნებს („იმ
მოთხოვნებისათვის, რომლებიც შეეხება იჯარით მიღებულ ინვენტარს“).

3. გირავნობის უფლების თავიდან აცილება


კანონი მეიჯარეს აძლევს ინვენტარზე გირავნობის უფლების თავიდან აცილების 5
შესაძლებლობას ალტერნატიული უზრუნველყოფის წარდგენის უფლების მინიჭებით.
ალტერნატიული უზრუნველყოფა შეიძლება შემოიფარგლებოდეს ინვენტარს
მიკუთვნებული ცალკეული ნაწილითაც.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

III. სამართლებრივი შედეგები


6 მუხლის ნორმის საფუძველზე მოიჯარეს შეუძლია მოახდინოს გირავნობის საგნის
რეალიზაცია და ამ გზით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები. რეალიზაციის მიმართ
გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის გირავნობის თავში მოცემული შესაბამისი ნორმები.

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

მუხლი 587. ქვეიჯარა


1. მოიჯარეს არა აქვს ქვეიჯარის უფლება მეიჯარის თანხმობის გარეშე.
2. მეიჯარეს შეუძლია უარი განაცხადოს საიჯარო ქონების ცალკეული ნაწილების
გაქირავებაზე, თუ ამით მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.
3. მოიჯარე პასუხს აგებს მეიჯარის წინაშე იმისათვის, რომ ქვემოიჯარემ ან
დამქირავებელმა ნივთი სხვანაირად გამოიყენა, ვიდრე ეს მეიჯარის მიერ იყო
ნებადართული. მეიჯარეს შეუძლია უშუალოდ შეაჩეროს ქვემოიჯარის ან
დამქირავებლის მიერ ქონების ამგვარად გამოყენება.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი


1
მუხლის ნორმის მიზანია მეიჯარის ინტერესების დაცვა იჯარის საგნის ქვეიჯარით
გადაცემისათვის თანხმობის მიღების აუცილებლობის დადგენით. ქირავნობის
მსგავსად, იჯარაც ჩვეულებრივი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაა და
იგი არსებობს განსაზღვრულ პირებს შორის. შესაბამისად, ამ ურთიერთობაში მესამე
პირის შემოსვლა იჯარის საგნით სარგებლობის უფლების მინიჭებით საჭიროებს
მეიჯარის თანხმობას.

II. ქვეიჯარა

ქვექირავნობის მსგავსად, ქვეიჯარა წარმოიშობა მოიჯარის მიერ იჯარის საგნის მესამე 2


პირის — ქვემოიჯარის დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში. ქვეიჯარის
შემთხვევაში ქვემოიჯარესთან უშუალო ურთიერთობას ამყარებს მოიჯარე; ეს
უკანასკნელი ამ ურთიერთობაში გამოდის მეიჯარის როლში.

ქვეიჯარა თანხმობასავალდებულო გარიგებაა (99) და იგი დამოკიდებულია მეიჯარის 3


თანხმობაზე. მეიჯარეს შეუძლია უარი განაცხადოს საიჯარო ქონების ცალკეული
ნაწილების გაქირავებაზე, თუ ამით მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.

III. მოიჯარის პასუხისმგებლობა ქვემოიჯარის მოქმედებებისათვის


4
მიუხედავად იმისა, ქვეიჯარა (ქვეიჯარის ხელშეკრულება) — ჩვეულებრივი იჯარის
ხელშეკრულებაა ყველა უფლებითა და ვალდებულებით, მოიჯარე მაინც რჩება
პასუხისმგებელი მეიჯარის წინაშე იმისათვის, რომ ქვემოიჯარემ იჯარის საგანი
სხვაგვარად გამოიყენა, ვიდრე ეს მეიჯარის მიერ იყო ნებადართული; მეიჯარეს
შეუძლია უშუალოდ შეაჩეროს ქვემოიჯარის მიერ ქონების ამგვარად გამოყენება.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

მუხლი 588. საიჯარო ქონების უკან დაბრუნება ვადამდე


1. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი
საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ
შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი
მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით.
2. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს
საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.

I. ზოგადი დებულებები

მუხლის ნორმა ადგენს იჯარის საგნის საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე 1


დაბრუნების შემთხვევაში საიჯარო ქირის გადახდისაგან გათავისუფლების პირობებს
და მისი მიზანია მეიჯარის ინტერესების დაცვა ამ უკანასკნელისათვის მოიჯარის
მიმართ საიჯარო ურთიერთობის დასრულებამდე საიჯარო ქირის გადახდის
მოთხოვნის უფლების მინიჭებით.

II. იჯარის ურთიერთობაში მესამე პირის შემოსვლა

მოიჯარეს შეუძლია, საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე დაუბრუნოს მეიჯარეს 2


იჯარის საგანი, თუმცა, იგი მაინც არ თავისუფლდება საიჯარო ქირის გადახდისაგან
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თავის სანაცვლოდ შესთავაზებს მეიჯარეს ახალ
გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა
უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. თუ მოიჯარე ვერ
შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო
ურთიერთობათა დასრულებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 588-ე მუხლით 3


გათვალისწინებული მოიჯარის მიერ ქირის გადახდის ვალდებულება თავისი ბუნებით
წარმოადგენს სწორედ მოიჯარის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად
მეიჯარისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო საშუალებას. დასახელებული
ნორმის შესაბამისად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან
აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ
თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ
მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე
პირობებით. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა
იხადოს საიჯარო ურთიერთობის დასრულებამდე. პალატამ არ გაიზიარა მხარის
მსჯელობა, რომ სასამართლოს მიერ მისთვის საიჯარო ქირის გადახდის
დაკისრებისათვის უნდა დაედგინა შემდეგი კუმულაციური პირობები: საიჯარო
ხელშეკრულება შეწყვეტილი არ უნდა იყოს, საიჯარო ქონება არ უნდა ყოფილიყო უკან
დაბრუნებული და მოიჯარეს არ უნდა შეეთავაზებინა ახალი გადახდისუნარიანი
მოიჯარე. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლი
ეხება სწორედ საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევას, რადგან
ალოგიკურია საიჯარო სახელშეკრულებო ურთიერთობა გრძელდებოდეს მხარეთა
შორის და, იმავდოროულად, მოიჯარის მიერ იჯარის საგანი დაბრუნებული ჰქონდეს

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

მეიჯარეს. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მოიჯარის მოთხოვნით


განსაზღვრული ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის წესს,
თუმცა ამ შემთხვევში მოიჯარე ვალდებულია, შეარჩიოს თავისი შემცვლელი მოიჯარე,
რომელიც თანახმა იქნება, გააგრძელოს საიჯარო ურთიერთობა უკვე არსებული
საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. თუ მოიჯარე ვერ
შეარჩევს მეიჯარისათვის მისაღებ პიროვნებას, იგი ვალდებულია, იჯარის
ხელშეკრულების ვადის გასვლამდე იხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ქირის შესაბამისი თანხა. აღნიშნული მოთხოვნა მოიჯარეს არ შეიძლება წაეყენოს იმ
შემთხვევაში, თუ მის მიერ იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ხდება
მეიჯარის ბარალით, რომელიც არ ასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებებს.
სააპელაციო სასამართლოს პოზიცია გაიზიარა საქ. უზენაესმა სასამართლომაც1.

1საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის


№ას-101-97-2012 გადაწყვეტილება.
2
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

მუხლი 589. იჯარის უვადო ხელშეკრულების მოშლა


1. თუ მიწის ნაკვეთის ან უფლების იჯარისას არ არის განსაზღვრული იჯარის ვადა,
მაშინ ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის; იგი
შეიძლება მოიშალოს საიჯარო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
2. ეს წესები გამოიყენება მაშინაც, როცა საიჯარო ურთიერთობა შეიძლება მოიშალოს
კანონით დადგენილ ვადაზე ადრე.

I. ზოგადი დებულებები

მუხლის ნორმა ადგენს განუსაზღვრელი ვადით დადებული მიწის ნაკვეთის ან 1


უფლების იჯარის ხელშეკრულების მხარის ინიციატივით შეწყვეტის სამართლებრივ
შედეგებს და მისი მიზანია იჯარის ხელშეკრულების ორივე მხარის ინტერესების დაცვა
იჯარის ურთიერთობის მინიმუმ საიჯარო წლის ბოლომდე შენარჩუნებით.

თავისი სამართლებრივი ბუნებით მუხლის ნორმები იმპერატიულია, თუმცა, მხარეებს 2


მაინც შეუძლიათ შეთანხმდნენ საწინააღმდეგო წესზე.1

II. განუსაზღვრელი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა

თუ იჯარის ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით, მაშინ ამ 3


ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება ხელშეკრულების მხარის მიერ ნებისმიერ დროს
მეორე მხარისათვის შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენით. თუმცა, ამ წესიდან
კანონი ითვალისწინებს გამონაკლისს მიწის ნაკვეთის ან უფლების იჯარის მიმართ;
კერძოდ, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო
წლის ბოლოსათვის; ამასთან, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საიჯარო წლის
დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. აღნიშნული წესები გამოიყენება იმ
შემთხვევაშიც, როდესაც საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს კანონით
დადგენილ ვადაზე ადრე.

1Weidenkaff, in Palandt BGB Komm, 67. Aufl., § 584, Rn 2.


1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

მუხლი 590. ხელშეკრულების მოშლა მოიჯარის გარდაცვალების გამო


1. მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში როგორც მის მემკვიდრეებს, ისე მეიჯარეს
შეუძლიათ საიჯარო ურთიერთობა მოშალონ კალენდარული წლის დამთავრებიდან
ექვსი თვის ვადაში.
2. მემკვიდრეებს შეუძლიათ უარი განაცხადონ ხელშეკრულების მოშლაზე და
მოითხოვონ საიჯარო ურთიერთობის გაგრძელება, თუ მათ უშუალოდ ან მესამე
პირების მეშვეობით შეუძლიათ იჯარით გადაცემული ქონების სწორი სამეურნეო
გამოყენება.

I. ზოგადი დებულებები

მუხლის ნორმა ადგენს მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში იჯარის 1


ურთიერთობაში მისი მემკვიდრეების შემოსვლის სამართლებრივ შედეგებს და მისი
მიზანია იჯარის ხელშეკრულების მოიჯარის მემკვიდრეებისინტერესების დაცვა ამ
უკანასკნელებისათვის იჯარის ურთიერთობის გაგრძელების უფლებამოსილების
მინიჭებით.

II. იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში

ქირავნობის მსგავსად, განსაზღვრული ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების 2


შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით ან/და კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში. სწორედ ამ უკანასკნელს მიეკუთვნება მოიჯარის გარდაცვალება. ამ
შემთხვევაში როგორც მოიჯარის მემკვიდრეებს, ისე მეიჯარეს შეუძლიათ შეწყვიტონ
იჯარის ხელშეკრულება კალენდარული წლის დამთავრებიდან ექვსი თვის ვადაში.

თუმცა, ამავე დროს კანონი მოიჯარის მემკვიდრეებს ანიჭებს უფლებას, მოითხოვონ 3


საიჯარო ურთიერთობის გაგრძელება მხოლოდ იმ პირობით, თუ მათ უშუალოდ ან
მესამე პირების მეშვეობით შეუძლიათ იჯარით გადაცემული ქონების სწორი სამეურნეო
გამოყენება.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

მუხლი 591. ზიანის ანაზღაურება საიჯარო ქონების დაუბრუნებლობისას


თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით
აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის
გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა
სახის ზიანის ანაზღაურებაც.

I. ზოგადი დებულებები

მუხლის ნორმა ადგენს საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ იჯარის საგნის 1


უკან დაბრუნების დაყოვნებისათვის მოიჯარის მიერ (ზიანის ანაზღაურების სახით)
საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას და მისი მიზანია მეიჯარის ინტერესების
დაცვა ამ უკანასკნელისათვის მოიჯარისაგან საიჯარო ქირისა და სხვა სახის ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მინიჭებით. ქირავნობის ხელშეკრულების მიმართ
ანალოგიური ნორმა მოცემულია 567-ე მუხლში.

თავისი სამართლებრივი ბუნებით მუხლის ნორმები იმპერატიულია, თუმცა, მხარეებს 2


მაინც შეუძლიათ შეთანხმდნენ საწინააღმდეგო წესზე გარდა მიყენებულზე მეტი
ოდენობით ზიანის ანაზღაურებაზე შეთანხმებისა (567 II).

II. სარგებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება

ქირავნობის მსგავსად, მუხლის ნორმა მეიჯარეს ანიჭებს სარგებლობიდან გამომდინარე 3


ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რომელიც წარმოადგენს
სახელშეკრულებო მოთხოვნის უფლების დამოუკიდებელ სახეს და იგი უნდა
განვასხვაოთ (ჩვეულებრივი) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებისაგან. მისი
წარდგენის წინაპირობაა საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ მოიჯარის მიერ
იჯარის საგნის უკან დაბრუნების დაყოვნება. უკან დაბრუნების დაყოვნებისათვის
სარგებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ოდენობა
განისაზღვრება მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული
საიჯარო ქირის თანხის ოდენობით. მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის
ანაზღაურებაც.

საქ. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, 591-ე მუხლის ნორმა იცავს მეიჯარის და არა 4
მოიჯარის უფლებას და უფლების გამოყენება სწორედ მეიჯარეზეა დამოკიდებული.
აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის კი სახეზე უნდა იყოს მეიჯარის მიერ მისი
ნივთის დაბრუნების და დაბრუნების დაყოვნებისათვის ქირის გადახდევინების
მოთხოვნა მაინც. აღნიშნული ქმედება არ შეიძლება ჩავთვალოთ მოსარჩელის მიერ 591-
ე მუხლში მითითებული პირობის ნებაყოფლობით შესრულებადაც. იმ შემთხვევაშიც
კი, თუ ხელშეკრულება მიჩნეულ იქნება შეწყვეტილად, მოსარჩელეს ნებაყოფლობით
უნდა დაებრუნებინა ნივთი 564-ე მუხლის საფუძველზე, ანუ მას ასეთი მოქმედების
შესრულებას კანონი ავალდებულებს და მან იგი არ შეასრულა. ნივთის დაბრუნების
დაყოვნებისათვის იჯარის ქირის გადახდის ვალდებულება მას წარმოეშობა მხოლოდ
მოპასუხის მიერ ასეთი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე საქ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა
1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 22 თებერვალი, 2016

შორის იჯარის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, ძალაშია და ვერ დადგება


ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე მოთხოვნები მანამ, სანამ მხარეები
რეალურად არ შეწყვეტენ მას.1

1საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12
ნოემბრის №ას-542-775-08 გადაწყვეტილება.
2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like