Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 12

ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 815. სადაზღვევო შესატანის გადახდის ვალდებულება

1. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის


დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ.
2. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს
სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის
ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი
ანაზღაურების გადახდა.

I. ნორმის მიზანი ................................................................................................................................................. 1


II. პირველი სადაზღვევო შესატანის გადახდის წესი ................................................................................... 1
III. დაზღვევის ინტერესის არსი ....................................................................................................................... 1
IV. ნაკისრი რისკის ხანგრძლივობის შესაბამისი პრემიის გადახდა .......................................................... 3
V. მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა ................................................................................ 4

I. ნორმის მიზანი
815-819 მუხლები აწესრიგებს სადაზღვევო პრემიის გადახდასთან დაკავშირებულ 1
პრობლემურ საკითხებს. უნდა აღინიშნოს, რომ სადაზღვევო შესატანის
მარეგულირებელი ნორმები თავიანთი არსით ზოგად დებულებებს მიეკუთვნება
და მათი ცალკე თავში მოწესრიგების აუცილებლობა არ არსებობს (იხ. 799-ე
მუხლის კომენტ.).

II. პირველი სადაზღვევო შესატანის გადახდის წესი


815 I აწესრიგებს პირველ სადაზღვევო შესატანთან დაკავშირებულ შემთხვევებს 2
და მიუთითებს, რომ აღნიშნული ვალდებულება უნდა შესრულდეს მხოლოდ
დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. სადაზღვევო
პრაქტიკაში, როგორც წესი, პირველი სადაზღვევო შესატანის გადახდა
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ხდება.1 თუმცა, თუ დამზღვევი სადაზღვევო
შესატანს გადაიხდის და მზღვეველი უარს იტყვის პრემიის გაცემაზე, გადახდილი
პრემია დაბრუნდება. ეს გამონაკლისია სადაზღვევო ურთიერთობებში დანერგილი
წესისა, რომლის თანახმადაც გადახდილი პრემიები დაბრუნებას არ ექვემდებარება
(იხ. 799-ე მუხლის კომენტ.). მოცემულ შემთხვევაში ლოგიკა შემდეგნაირად უნდა
განვითარდეს: მზღვეველს არ გაუცია პოლისი. შესაბამისად, არც ხელშეკრულება
დადების პრეზუმფცია არსებობს. ხელშეკრულების არარსებობის პირობებში
ადგილი არც მზღვეველის მიერ რისკის ტარებას აქვს. შედეგად, პრემია
გამომუშავებულად არ ჩაითვლება და დაექვემდებარება დაბრუნებას.

III. დაზღვევის ინტერესის არსი


დაზღვევის დოქტრინის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო 3
პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის ღირებულია არსის დაზუსტება. აღნიშნული კი
სადაზღვევო ინტერესისა და დაზღვევის ინტერესის ცნებებს შორის არსებული

1 ცისკაძე, ნებაყოფლობითი დაზღვევის სამართლებრივი რეგულირება, 2001, გვ. 26.


1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მიმართების განსაზღვრას მოითხოვს. ასეთ დაზუსტებას გააჩნია არა მხოლოდ


ტერმინოლოგიური, არამედ შინაარსობრივი მნიშვნელობა.

4 დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას სადაზღვევო ინტერესის დოქტრინა


უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სადაზღვევო ინტერესი ის სამართლებრივი
ინტერესია, რომელიც დამზღვევს გააჩნია დაზღვევის ობიექტის მიმართ.2 პირადი
დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო ინტერესი მიმართულია დამზღვევის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხოლო ქონების დაზღვევისას კი — ქონების
შენარჩუნებისაკენ.3 სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის მიზნებად განიხილება
დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებს შორის კეთილსინდისიერი
ურთიერთობების ჩამოყალიბება და მესამე პირების ინტერესთა დაცვის სახით
საჯარო წესრიგის დაცვა (იხ. 799-ე მუხლის კომენტ.).

5 სადაზღვევო ინტერესი მკვეთრად ემიჯნება დაზღვევის ობიექტს. სადაზღვევო


ინტერესი არ გულისხმობს მხოლოდ უფლებას დაზღვევის ობიექტზე ან მის
ნაწილზე. სადაზღვევო ინტერესი მჭიდრო კავშირს გამოხატავს დამზღვევსა და
დაზღვევის ობიექტს შორის. დაზღვევის ობიექტის ღირებულება გამოხატულებას
ფულად ერთეულში პოულობს. სადაზღვევო ინტერესის ღირებულება კი შეიძლება
ბევრად აღემატებოდეს დაზღვევის ობიექტის ღირებულებას, რადგან სადაზღვევო
ინტერესი მატერიალური და მორალური ინტერესების ერთობლიობაა.4

6 ქართული იურიდიულ ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა სადაზღვევო


ინტერესის ტერმინს არ იცნობს. ერთი მხრივ, გამოთქმულია მოსაზრება, რომ
„დაზღვევის ობიექტს განიხილავენ, როგორც დაზღვევის ინტერესს, რომლის
განსაზღვრაც აუცილებელია დაზღვევის ხელშეკრულების დასადებად.“5 მეორე
მხრივ, დაზღვევის ინტერესში ხელშეკრულებისადმი არსებულ ინტერესს
გულისხმობენ: „მითითებული ნორმა აწესრიგებს დაზღვევის მიმართ დამზღვევის
ინტერესის დაკარგვის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ
შედეგებს.“6

7 815 II-ში გათვალისწინებული ნორმით, კანონმდებელი დაზღვევის


ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვის შემთხვევებს აწესრიგებს. დაზღვევის
ხელშკრულებისადმი არსებული ინტერესი (დაზღვევის ინტერესი) არ არის
საერთაშორისო სადაზღვევო დოქტრინისათვის ცნობილი სადაზღვევო ინტერესის
იდენტური. მოყვანილი ტერმინების არსის დაზუსტებას გადამწყვეტი
მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს ცალკეული დავის გადაწყვეტისას.

2 Garner (Editor), Black’s Law Dictionary, Eight Edition, Thomson West, 2004, p. 829.
3 Cannar, Essential Cases in Insurance Law, Woodhead-Faulkner, Cambridge, 1985, p. 4.
4 იქვე, 4-5.
5 ცისკაძე, ნებაყოფლობითი დაზღვევის სამართლებრივი რეგულირება, 2001, გვ. 8.
6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის N ას-719-674-2010 განჩინება.

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

დაზღვევის ინტერესის დაკარგვის მაგალითად გამოდგება შემთხვევა, როდესაც 8


დაზღვევის ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვის მოტივით დამზღვევმა
მეორე პრემიის გადახდაზე უარს აცხადებს. მოცემულ საქმეში7 სიცოცხლის
დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო ბანკსა და შპს-ს შორის გაფორმებული
გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. შპს-ს 100%-იანი წილის
მფლობელი ფიზიკური პირის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებით მხარეები
სადაზღვევო პრემიის ორ ეტაპად გადახდაზე შეთანხმდნენ. დამზღვევმა სესხის
სახით გაცემული თანხა ბანკს დაუბრუნა პირველი სადაზღვევო პრემიის
გადახდის შემდეგ, პრემიის მეორე ნაწილის გადახდის ვადის დადგომამდე.
სასესხო ვალდებულების შესრულების შედეგად დამზღვევს დაეკარგა ინტერესი
დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ და მან აღარ გადაიხადა მეორე სადაზღვევო
პრემია. დამზღვევის ინტერესი ხელშეკრულებისადმი სხვადასხვა მიზეზის გამო
შეიძლება დაიკარგოს.

სადაზღვევო ინტერესის დაკარგვით კი არაკეთილსინდისიერ დამზღვევს არ 9


ეკარგება ინტერესი დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ. მაგალითად,
საერთასორისო სადაზღვევო პრაქტიკისათვის ცნობილ ერთ-ერთ საქმეში,8
მცირეწლოვანი გოგონას ბიცოლამ სამ სხვადასხვა კომპანიასთან გააფორმა მისი
სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება. ბიცოლას ცალსახად არ გააჩნდა
სადაზღვევო ინტერესი დაზღვეული ობიექტის მიმართ, რადგან მან ბავშვს
სიცოცხლე განზახ მოუსპო. ამის მიუხედავად, ბიცოლას გააჩნდა ინტერესი
დაზღვევის ხელშეკრულებების მიმართ, სადაც მოსარგებლედ იყო მითითებული
და საიდანაც უკანონო შემოსავალს ელოდებოდა. მოცემულ მაგალითში
დაზღვევის ობიექტისადმი ინტერესი და დაზღვევის ხელშკრულებისადმი
ინტერესი და არა მხოლოდ ემიჯნება ერთმანეთს, არამედ, ფაქტობრივად,
პირველის არარსებობა მეორის არსებობის წინაპირობას წარმოადგენს. ამრიგად,
დაზღვევის ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვა იმავდროულად
დაზღვევის ობიექტისადმი ინტერესის დაკარგვას არ გულისხმობს. მაგალითად,
განქორწინების შემთხვევაში მეუღლეებს შეიძლება დაეკარგოთ ინტერესი
ერთმანეთის სიცოცხლის დაზღვევის ხელშკრულების, მაგრამ არა — ერთმანეთის
სიცოცხლის მიმართ.9

IV. ნაკისრი რისკის ხანგრძლივობის შესაბამისი პრემიის გადახდა


815 II იცავს მზღვეველის ინტერესს. დაზღვევის ხელშეკრულება სასყიდლიანი 10
ხელშეკრულებაა. სადაზღვევო მომსახურების არსი მზღვეველის მიერ
სადაზღვევო რისკის ტარებით გამოიხატება. მართალია, დამზღვევი პრემიას
იმიტომ იხდის, რომ დაზღვეული ობიექტის დაზიანების შემთხვევაში
ანაზღაურება მიიღოს, მაგრამ მისი ვალდებულების შესრულება სადაზღვევო

7საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის N ას-719-674-2010 განჩინება.


8Liberty National Life Insurance Co.v.Weldon, იხ. Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, 2007, p. 313
9 სწორედ ამიტომ არ არსებობს ერთსულოვნება განქორწინების შემთხვევაში სადაზღვევო ინტერესის

შემადგენლობის განსაზღვრისას აშშ-ს სასამართლოებს შორის. იხ. Jerry/Richmond, Understanding Insurance Law,
2007, p. 294.
3
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

რისკის რეალიზაციით არ განისაზღვრება. შესაძლებელია სადაზღვევო პერიოდი


სადაზღვევო რისკის რეალიზაციის გარეშეც ამოიწუროს.10

11 შესაბამისად, თუ დამზღვევს დაეკარგა ინტერესი ხელშეკრულების მიმართ, მას


ეკისრება მზღვეველის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისი პრემიის გადახდა.

V. მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა


12 815 III-ც მზღვეველის ინტერესებს იცავს. მომსახურების შესაბამის ანაზღაურებაში
კანონმდებელი გულისხმობს იმ ხარჯებს, რაც მზღვეველმა გაიღო დაზღვევის
ხელშკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას.
აღნიშნული შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მზღვეველი სადაზღვევო
მომსახურების ფარგლებში სხვა ტიპის მომსახურებისთვის იხდის თანხას. ასეთს
მიეკუთვნება მაგალითად, მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის
დროს ზიანის შემცირების მიზნით გაწეული ხარჯები.

10 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 799, გვ. 108.
4
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 816. პირველი სადაზღვევო შესატანი

პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე


მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.

I. ნორმის მიზანი
816 მუხლი მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის დამატებით წინაპირობას 1
ითვალისწინებს. 816-ში გათვალისწინებული მოწესრიგების გამო დაზღვევის
ხელშეკრულებას ხშირად მიაკუთვნებენ რეალურ ხელშეკრულებათა რიცხვს.1
ქართული სასამართლო პრაქტიკაც2 დაზღვევის ხელშეკრულებას რეალურ
ხელშეკრულებად მიიჩნევს.3 თუმცა, 816-ს განმარტებისას მნიშვნელოვანია 806 I-
ით დადგენილი რეგულირების გათვალისწინება, რის შედეგადაც განსხვავებული
დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა იქმნება (იხ. 799-ე მუხლის კომენტ.).

816-ში გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენს არა 2


ხელშეკრულების ძალაში შესვლის, არამედ მზღვეველის ვალდებულების
წარმოშობის წინაპირობას. შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისათვის
ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, სადაზღვევო პერიოდის დაწყებისა
და, მეორე მხრივ, მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის ეტაპები (იხ. 806 I
მუხლის კომენტ.). მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმება და დაზღვევის
პერიოდის დაწყება ავტომატურად არ წარმოშობს მზღვეველის ზიანის
ანაზღაურების ვალდებულებას.

II. სადაზღვევო პრემიის გადახდა


დაზღვევის პოლისის გაცემა დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის 3
საფუძველზე ხორციელდება. „სადაზღვევო სფეროში დამკვიდრებულია, რომ
დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება და სადაზღვევო პრემიის პირველი
შეტანა ხდება ერთდროულად.“4 თუ პოლისით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული, სადაზღვევო პოლისის ფლობა დამზღვევის მიერ
სადაზღვევო პრემიის გადახდას მოწმობს. თუმცა, შესაძლებელია, მხარეები
გადახდის განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ. მაგალითად, ა-მ დააზღვია ვენახი
სეტყვისგან. ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წლის 10 იანვარს. ხელშეკრულებით
განისაზღვრა, რომ დამზღვევს სადაზღვევო შესატანი ყოველი თვის 15 რიცხვში
უნდა შეეტანა. 13 იანვარს ა-ს ვენახი სეტყვამ გაანადგურა. დამზღვევს არ
წარმოეშვება მოთხოვნის უფლება, თუ მას სადაზღვევო პრემია არა აქვს
გადახდილი.

816-ის განმარტებისას მნიშვნელოვანია პრემიის გადახდის ჯერადობის 4


გათვალისწინება. მუხლის თანახმად, პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო
შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი

1 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 816, გვ. 137.
2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის N ას-85-81-2013 განჩინება.
3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის N ას-663-624-2011 გადაწყვეტილება.
4 ცისკაძე, ნებაყოფლობითი დაზღვევის სამართლებრივი რეგულირება, 2001, გვ. 26.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მოვალეობისაგან. მოყვანილი ნორმა არ წარმოადგენს მზღვეველის მხრიდან


ანაზღაურების ვალდებულებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს.
კანონმდებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ტერმინზე — პირველი
ან ერთჯერადი. შესაბამისად, „თუ მხარეები სადაზღვევო შესატანის ერთჯერად
გადახდაზე შეთანხმდნენ, მაშინ მის დროულ გადახდამდე მზღვეველი
თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო
შესატანი არაერთჯერადი გადახდით განისაზღვრა, მაშინ მზღვეველი
თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან პირველი შესატანის დროულად
გადახდამდე.“5

5 სადაზღვევო პრაქტიკაში სადავო საკითხები მეტწილად არაერთჯერადი


პრემიების გადახდას უკავშირდება. ერთ-ერთ ასეთ მაგალითს დამზღვევის მიერ
დაზღვევის ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვის მოტივით მეორე პრემიის
გადახდაზე უარი წარმოადგენს. თუ მოცემულ შემთხვევაში მზღვეველის
ვალდებულების წარმოშობა სადავო გახდა, სასამართლომ სწორედ სკ-ს 816-ს
სიტყვასიტყვითი განმარტებით უნდა იხელმძღვანელოს. ერთ-ერთ ასეთ დავაში,6
სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო ბანკსა და შპს-ს შორის
გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. შპს-ს
100%-იანი წილის მფლობელი ფიზიკური პირის სიცოცხლის დაზღვევის
ხელშეკრულებით მხარეები სადაზღვევო პრემიის ორ ეტაპად გადახდაზე
შეთანხმდნენ. დამზღვევმა სესხის სახით გაცემული თანხა ბანკს დაუბრუნა
პირველი სადაზღვევო პრემიის გადახდის შემდეგ, პრემიის მეორე ნაწილის
გადახდის ვადის დადგომამდე. სასესხო ვალდებულების შესრულების შედეგად
დამზღვევს დაეკარგა ინტერესი დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ და მან აღარ
გადაიხადა მეორე სადაზღვევო პრემია. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ
დამზღვევის მიერ პირველი პრემიის გადახდის შედეგად მზღვეველს წარმოეშვა
ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში
არსებობდა დამზღვევისათვის სადაზღვევო შესატანის დარჩენილი ნაწილის
დაკისრების საფუძველი.

6 816-ე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პრემიის დროულად გადახდას.


შესაბამისად, მზღვეველის უარი ზიანის ანაზღაურებაზე გამართლებულად
ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ დამზღვევი ხელშეკრულებით დადგენილი
პრემიის გადახდის ვადას დაარღვევს.

5 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის N ას-719-674-2010 განჩინება.


6 იქვე.
2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 817. სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდა

1. თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს


შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა
მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება.
2. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის
დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა,
მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.

I. ნორმის მიზანი
817 აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც დამზღვევი არღვევს პირველი ან 1
ერთჯერადი პრემიის გადახდის წესს. თუ მხარეებს შორის ხელშეკრულება
დაიდო, მაგრამ დამზღვევს არა აქვს გადახდილი სადაზღვევო პრემია, 816-ის
გათვალიწინებით, მზღვეველი თავისუფალია ზიანის ანაზღაურების
ვალდებულებისაგან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მზღვეველმა გააფრთხილოს
დამზღვევი პრემიის გადაუხდელობის სამართლებრივი შედეგის შესახებ.
სისტემური სიზუსტის თვალსაზრისით, სასურველი იქნებოდა 816 და 817 ერთ
მუხლად ჩამოყალიბებულიყო.

აღსანიშნავია, რომ 817 I და 818 მსგავს ფორმულირებებს შეიცავს, თუმცა 2


არსობრივად განსხვავებულ შემთხვევებს აწესრიგებენ (იხ. 818-ე მუხლის კომენტ.).
კერძოდ, პირველი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების
მიუხედავად, დამზღვევს სადაზღვევო პრემია არა აქვს გადახდილი. მზღვეველის
გაფრთხილების უშედეგოდ გასვლის სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს მისი
გათავისუფლება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. მეორე გამოიყენება
იმ შემთხვევაში, როდესაც დამზღვევი არღვევს მეორე ან შემდეგი პრემიის
გადახდის ვალდებულებას. ამ შემთხვევაში მზღვეველის ვალდებულების
წარმოშობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება დამზღვევის მიერ პირველი პრემიის
გადახდის გათვალისწინებით. ასეთ დროს, შესაძლებელია, მზღვეველს ზიანის
ანაზღაურების ვალდებულება შესრულებულიც ჰქონდეს. მზღვეველის
გაფრთხილების უშედეგოდ გასვლას სამართლებრივი შედეგის სახით მოჰყვება
მზღვეველის მიერ ხელშეკრულების მოშლა.

ზემოთ მოყვანილ ნორმათა გამიჯვნისას ასეთი დასკვნა ემყარება თავად ნორმათა 3


სიტყვასიტყვით და ლოგიკურ განმარტებას. 818-ე სათაური პირდაპირ მიუთითებს
ხელშეკრულების მოშლაზე, მაშინ როდესაც 817-ს სათაურში მითითებაა მხოლოდ
სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდაზე. ამავდროულად, ნორმებში
გაფრთხილების განსხვავებული ვადებია მოცემული. ცხადია, პირველი
სადაზღვევო შესატანის გადახდისათვის კანონმდებელი აწესებს უფრო ნაკლებ -
ორკვიორიან ვადას — რადგან მაქსიმალურად მოხდეს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მიზნის რეალიზაცია.

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

II. სადაზღვევო შემთხვევის დადგომა პრემიის გადაუხდელობისას


4 პრაქტიკაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს შემთხვევას, როდესაც სადაზღვევო
შემთხვევა დადგება ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი ან ერთჯერადი
სადაზღვევო პრემიის გადახდამდე პერიოდში. 817 II-ში გათვალისწინებული
დანაწესით კანონმდებელი იცავს კეთილსინდისიერი მზღვეველის ინტერესს და
მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან ათავისუფლებს. აღნიშნულის
წინაპირობას წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროისათვის
დამზღვევის მიერ პრემიის გადახდის ვადის გადაცილება. აღსანიშნავია, რომ
პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში მზღვეველი იყენებს პროცენტის
დაკისრების უფლებას. შესაბამისად, 817 II-ში გათვალისწინებული
ფორმულირების მიხედვით, მზღვეველის უარის წინაპირობად პროცენტების
გადახდის ვადის დარღვევაც განიხილება. მოყვანილი დანაწესის განმარტებამ
შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები წარმოშვას სასამართლო პრაქტიკაში. ასეთ
დროს მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს დამზღვევის ინტერესიც.
მაგალითად, თუ დამზღვევმა გაფრთხილების შედეგად გადაიხადა სადაზღვევო
შესატანი, მაგრამ არ განუხორცილებია პროცენტის გადახდა, 817 II-ს გამოყენება
სიტყვასიტყვითი განმარტების საფუძველზე მძიმე და უსამართლო
მდგომარეობაში ჩააყენებს დამზღვევს. ამიტომ, სასამართლომ უნდა
გაითვალისწინოს დამზღვევის ინტერესი და თითოეული საქმის ფაქტობრივი
გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვიტოს ასეთი დავა.

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 818. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შესატანის არადროულად


გადახდის გამო

თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს


შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის
თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.

I. ნორმის მიზანი
818-ე მზღვეველის ინტერესს იცავს. დაზღვევა სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. 1
შესაბამისად, სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობა ამცირებს მზღვეველის
ინტერესს ხელშეკრულების მიმართ. პრემიის გადახდის ვალდებულება
დაზღვევის ხელშეკრულების შინაარსის განმსაზღვრელი, დამზღვევის ძირითადი,
ვალდებულებაა. მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებელი მზღვეველს
ხელშკრულების მოშლის უფლებას ანიჭებს. 818-ის განმარტებისას
მნიშვნელოვანია მისი მიმართების განსაზღვრა 817-თან (იხ. 817-ე მუხლის
კომენტ.).

II. ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენების წინაპირობები


818 დამზღვევის ვალდებულების დარღვევას სადაზღვევო პრემიის გადახდის 2
დაგვიანებით გამოხატავს. დამზღვევმა პრემია ხელშეკრულებით განსაზღვრულ
ვადაში უნდა გადაიხადოს. აღნიშნული შეეხება როგორც ერთჯერადი, ისე
არაერთჯერადი პრემიის გადახდის წესს.

დამზღვევის ვალდებულების დარღვევისას მზღვეველს ეკრძალება


ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენება გაფრთხილების გარეშე.
კანონმდებელი განსაზღვრავს სპეციალურ, ერთთვიან ვადას, ხელშეკრულების
მოშლის შესახებ დამზღვევის გასაფრთხილებლად. ასეთი დანაწესის მიღმა
სახელშეკრულებო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი დგას. კანონმდებლის
მიზანია, ხელშეკრულება შესრულდეს. შესაბამისად, გაფრთხილების სახით
დამზღვევს ეძლევა შესაძლებლობა, გამოასწოროს ნაკლი და შეინარჩუნოს
მზღვეველთან სახელშეკრულებო ურთიერთობა. დამზღვევის მხრიდან პრემიის
გადახდის დაგვიანება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გაპირობებული.
ასეთია მაგალითად, ფინანსური მდგომარეობის გაუარესება,
ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვა და ა. შ.

III. სამართლებრივი შედეგი


თუ მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ 3
გავიდა, მზღვეველი უფლებამოსილია, მოშალოს იგი.

აღსანიშნავია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია 817-818-ე მუხლების 4


განმარტებისას, კერძოდ: „სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლები არ არის
მავალდებულებელი, მაგრამ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს
მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და
სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში გააფრთხილოს დამზღვევი

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის


გასვლას და შემდეგ მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურება.“1

1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის N ას-85-81-2013 განჩნება.


2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 819. სადაზღვევო შესატანის გადახდის შეწყვეტა

დამზღვევს შეუძლია შეწყვიტოს სადაზღვევო შესატანის გადახდა, თუ


ხელშეკრულების დადების შემდეგ გაირკვა, რომ მზღვევლის ეკონომიური
მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ არსებობს სადაზღვევო შემთხვევის
დადგომისას მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობათა შეუსრულებლობის
რეალური საფრთხე.

I. ნორმის მიზანი
819 მოწოდებულია დამზღვევის ინტერესის დაცვისაკენ. სადაზღვევო საქმიანობა 1
სამეწარმეო საქმიანობაა და მის მიმართ ყოველთვის არსებობს ეკონომიკური
მდგომარეობის გაუარესების რისკი. „მზღვეველის ფინანსური სიმყარის
უზრუნველყოფის საფუძველია მისი საწესდებო კაპიტალი, სადაზღვევო
რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა.“1 მიუხედავად ამისა,
მზღვეველის ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. კანონმდებელი
იცავს კეთილსინდისიერი დამზღვევის ინეტერესს და ასეთ შემთხვევებში მას
პრემიის გადახდის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს.

II. მზღვეველის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება


პრემიის გადახდის შეწყვეტის უფლების წინაპირობების დადგენისას 2
კანონმდებელს მხედველობაში აქვს ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი
გაუარესება. ამასთან, აღნიშნული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას
მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებას რეალურ
საფრთხეს უნდა უქმნიდეს. ყოველ კონკრეტულ საქმეზე მოსამართლემ უნდა
განმარტოს, რა ჩაითვლება ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვან
გაუარესებად და ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულების რეალურ
საფრთხედ.

819-ის განმარტებისას ასევე მნიშვნელოვანია დამზღვევის მიერ აღნიშნული 3


ინფორმაციის მიღება ხელშეკრულების დადების შემდეგ. ნორმა არ აკონკრეტებს,
რა ფორმით შეიძლება დამზღვევმა მიიღოს აღნიშნული ინფორმაცია. მთავარია,
ხელშეკრულების დადების მომენტში მას მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნდეს.

III. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება


საკამათოა საკითხი იმის შესახებ, რამდენად ეკისრება მზღვეველს 4
დამზღვევისათვის მსგავსი ტიპის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.
ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით, გაუმართლებელია, კომპანიას მსგავსი
ვალდებულება დაეკისროს. თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია
მოსამართლემ მზღვეველს აღნიშნული ვალდებულება კეთილსინდისიერების
პრინციპის განმარტების საფუძველზე დააკისროს.

1 ცისკაძე, ნებაყოფლობითი დაზღვევის სამართლებრივი რეგულირება, 2001, გვ. 20.


1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

IV. სამართლებრივი შედეგი


5 819-ში განსაზღვრული ინფორმაციის მიღების შედეგად დამზღვევი
უფლებამოსილია, შეწყვიტოს სადაზღვევო პრემიის გადახდა. მზღვეველის
ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება შედეგად იწვევს დამზღვევისათვის
ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვას. დაზღვევის ხელშკრულების არსი
„შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფაში“2 გამოიხატება. პრემიის
გადახდის შეწყვეტით დამზღვევი ერთგვარად ავლენს ხელშეკრულების მოშლის
ნებას.

2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის N ას-663-624-2011 განჩინება.


2
ქეთევან ირემაშვილი

You might also like