Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ცნობიერების შცვლილი მდგომარეობები

ძილი და სიზმარი
ძილს და საფხიზლეს ბევრი რამ აქვთ საერთო. ჩვენი გონება ძილშიც მუშაობს, რაც
იქიდან ჩანს, რომ ჩვენს ვხედავთ სიზმრებს და ვიმახსოვრებთ მათ. ძილი არ არის
აბსოლუტური სიმშვიდე. ძილის დროს მთლიანად არ ვითიშებით და მზად ვართ
გარეგანი ინფორმაციის მისაღებად.
ღვიძილისა და ძილის მონაცვლეობა უკვაშირდება დღე-ღამის 24 საათიან ციკლს.
ძილს 5 საფეხური აქვს. მათ შორის 4 ღრმა, ანუ ნელი ძილის და 1 სწრაფი ძილის.
 ძილის I საფეხური - გრძელდება 5-10 წუთი.
 ძილის II საფეხური - გრძელდება 10-20 წუთი.
 ძილის III და IV საფეხური - გრძელდება 20-30 წუთი.
 სწრაფი ძილის საფეხური - გრძელდება 10-15 წუთი.
ნელი ძილის საფეხურზე თვალი თითქმის წყვეტს მოძრაობას, გულისცემა და
სუნთქვის სიხშირე იკლებს, აღინიშნება კუნთების მოდუნება.
სწრაფი ძილის საფეხურზე პირიქით, გულისცემა, ტვინში ნივთიერებათა ცვლა და
მისი ელექტროფიზიოლოგიური აქტივობა იმდენად იზრდება, რომ ოდნავ
აღემატება კიდეც ღვიძილის მდგომარეობას. ძილის ამ საფეხურს პარადოქსულსაც
უწოდებენ.
 ინსომნია - გვიანობამდე ვერ დაძინება და ადრე გაღვიძება. ძილის
განმავლობაში ხშირად გამოფხიზლება.
 აპნოე - ძილის დროს სუნქვის შეჩერება. ძირითადად ემართებათ
ჭარბწონიან ადამიანებს.
 ნარკოლეფსია - ადამიანს დღის გამნმავლობაში უეცრად ერევა ძილი. მას
შეიძლება ჩაეძინოს ნებისმიერ დროს და ადგილას.
 სომნამბულიზმი - ძილში დგება ადამიანი და მოძრაობს. დილით არაფერი
ახსოვს.
სიზმარი
} სიზმრის შინაარსი, რაც არუნდა ფანტასტიკური და ალოგიკური იყოს,
მძინარე ადამიანის მიერ განიცდება როგორც სინამდვილე.
} ადამიანი სიზმრებს ნახულობს სწრაფი ძილის დროს.
} სიზმრის ბუნების გარკვევის ორი პრინციპული მიდგომა არსებობს:
ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური.
} ფიზიოლოგიური მიდგომა – ძილში ტვინი ისვენებს, მისი აქტივობა
შეჩერებულია; რჩება მხოლოდ აქტივობის ცალკეული უბნები, რომლებიც
ახდენენ სიზმრების პროდუცირებას
} ფსიქოლოგიური მიდგომის მომხრენი სიზმარს განიხილავენ სერიოზული
ფსიქოლოგიური შინაარსის მქონე აქტივობის სახით, რომელიც
დაკავშირებულია როგორც ღვიძილის აქტივობასთან, ისე სხვა სიზმრების
შინაარსებთან სხვადასხვა, მეტწილად, არაცნობიერი ფსიქიკური
პროცესების საშუალებით.
} ფროიდის მიხედვით, ადამიანები არაცნობიერში მალავენ პრიმიტიულ და
ზნეობრივად მიუღებელ სურვილებს.
ოცნება
} ოცნება ცნობიერების ისეთი შეცვლილი მდგომარეობაა, რომლისთვისაც,
სიზმრის მსგავსად, დამახასიათებელია ფანტაზიის თავისუფალი მუშაობა.
} ოცნების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი მისი ეგოცენტრულობაა.
} ოცნების კიდევ ერთი ნიშანია მისი პროსპექტულობა ანუ მომავალზე
მიმართულობა.
ძილი და ძილის ციკლი
} ცირკადული რიტმი (Circadian rhythm) - ორგანიზმის აქტივობის შინაგანი
საათით დეტერმინირებული მდგრადი პატერნი, რომელიც,
ჩვეულებისამებრ, 24 ან 25 საათს გრძელდება.
} Jet lag - დღეღამური რიტმის დარღვევა რამდენიმე დროითი სარტყლის
სწრაფად გადაკვეთის, მაგალითად, გადაფრენის შედეგად.
} თვალების სწრაფი მოძრაობა (Rapid eye movement – REM) _ იმ ფაზის
ქცევითი გამოვლინება, რომლის დროსაც მძინარე ადამიანი სიზმრისმაგვარ
გონებრივ აქტივობას ახორციელებს.
} ძილი თვალების სწრაფი მოძრაობის გარეშე (Non- REM anu NREM sleep) _
პერიოდი, როდესაც მძინარე ადამიანთან არ ფიქსირდება თვალების სწრაფი
მოძრაობა; ხასიათდება REM ძილთან შედარებით ნაკლები სიზმრისებრი
აქტივობით.

You might also like